ნოველები

№ 109. თავი 15. კონფლიქტი უფროსთან

Prev
3 / 3
 
– ყველაზე მეტად ხო იცი, რასაც ვერ ვიტან?

– როცა რაღაცას არ გეუბნები...
– მერე?
– უაზრობაა... მართლა...
– შენ თუ მაგის გამო ტირი, ესე იგი, არ არის უაზრობა. მითხარი. – წარმოთქვა დამამშვიდებლად, ისე, მეტად თქმა რომ აღარ დასჭირვებოდა. ეს თვისება ერთ-ერთი იყო იმათგან, რომელსაც ელენე ჭკუიდან გადაჰყავდა. ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი შეეძლო დემნას ისე დაემშვიდებინა, ქვეყნის აღსასრულის წინაშე მყოფისთვისაც დაეჯერებინა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. თან, ამას ისე აკეთებდა, თვითონ კი არ ეუბნებოდა, პირიქით, აქეთ მიიყვანდა სწორ აზრამდე და თავისივე პირით ათქმევინებდა. გამორიცხული იყო, გაბრაზებოდა და გაეკიცხა. როგორი სულელური მიზეზიც არ უნდა ჰქონოდა, სულ რომ სასწაული მომხდარიყო და ფრჩხილის მოტეხვაზე ეტირა, ამასაც კი სერიოზულად მიუდგებოდა, რადგან ლენა განიცდიდა.

– მგონია, რომ მშობლებს იმედი გავუცრუე... – ამოთქვა ბოლოს ისე ჩუმად, ძლივს მოახერხა ხერგიანმა გაგება. – არ იმსახურებდნენ ჩემგან იმას, ერთი სიტყვაც რომ არ მეთქვა...
– მათ წინაშე დამნაშავე ხარ, ლენა? – გააგრელა ისეთივე მშვიდმა, წარბიც არ შეხრია.
– ძალიან ეწყინებათ...
– ეწყინებათ, მათი შვილი რომ ბედნიერია?
– ეგ რა შუაშია...
– თავშია. შენ მათ გადაწყვეტილების უფლება წაართვი? ცხოვრება მოპარე? მათ უნდა ერჩიათ, როგორ მოქცეულიყავი?
– არა, არც იქნებოდნენ წინააღმდეგები და სწორედ ესაა პრობლემა...
– შენ არ გინდოდა იმ ღამით ჯვრის დაწერა? ნანობ?
– რას ამბობ! – ახედა აღშფოთებულმა. – ეგ მეორედ აღარ თქვა! აღარც კი გაიფიქრო!
– აბა, რატომ უნდა მოქცეულიყავი ისე, სხვები, თუნდაც, შენი მშობლები რომ ყოფილიყვნენ ბედნიერები, მაგრამ შენ არა? ეს ხომ შენი ცხოვრებაა, ლენ?
– მეც ვიქნებოდი ბედნიერი...
– მაგრამ ახლა არ ხარ?
– ახლა უფრო ვარ... – ამოიოხრა ბოლოს, როცა მიხვდა, სულ ცოტაც და დანებება რომ მოუწევდა. მართალი იყო დემნა, რა უნდა ექნა?!
– ანუ...
– ანუ სწორად მოვიქეცი...

– გამარჯობა. – გაუცინა, საბოლოო დასკვნამდე რომ მივიდნენ. ისე უყვარდა ეს მომენტი... არასდროს ბეზრდებოდა ლენასთვის იმ დაკარგული თავდაჯერების შემატება, ასე ძალიან რომ სჭირდებოდა იმ მომენტში. და ზუსტად იცოდა, ყოველთვის მზად იქნებოდა ამისთვის. ადამიანს აუცილებლად სჭირდება მეორე ადამიანი. ისეთი, ვისზე დაყრდნობასაც შეძლებს, როცა ძალა გამოელევა. და ისეთი, ვინც წაქცევის საშუალებას არ მისცემს, თვითონ რომ ყველაფრის სურვილს დაკარგავს. ელენე და დემნა კი, სწორედ ასეთები იყვნენ ერთმანეთისთვის...
– ერთ რამეს მაინც ვერსად გავექცევით... – დამაინტრიგებელი ხმით წამოიწყო ქერამ, მანქანა კვლავ სავალ გზაზე რომ გადავიდა.
– აი, მაგ ერთი რამისთვის, ნუ, ვინმესთვის, ფეთქებადი ხასიათი რომ აქვს და შეიძლება, რაც ხელში პირველი მოხვდება, ის გვესროლოს, მე მგონი, ჯავშანჟილეტები დაგვჭირდება, ან, როგორც მინიმუმ, პირადი დაცვა... – გაეცინა დემნასაც, თუმცა მზად იყო, ამისთვისაც კი გაეძლო, რადგან გვერდით ზუსტად ის ადამიანი ჰყავდა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა...

გაგრძელება იქნება სამშაბათს
ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი

Prev
3 / 3
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93