ნოველები

თუ ინანებ: ვინ ჩამოთრეული და ვინ "კაი ტიპი". ეპიზოდი მეორე

თუ ინანებ: ვინ ჩამოთრეული და ვინ "კაი ტიპი". ეპიზოდი მეორე
მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავდა მამას რეაქცია ჩემ მიერ არჩეულ პროფესიაზე. იმ ფაქტს, რომ ნიასავით მორჩილი არ ვიყავი, დიდი ხნის შეგუებული იყო ყველა, მაგრამ პროფესიად ჟურნალისტიკის არჩევა მაინც დიდძალი სითავხედე იყო, რადგან მიაჩნდა, რომ ეს არაპრაქტიკული გადაწყვეტილება იყო და ფული გადაყრილი იქნებოდა ჩემს სწავლაში.
ისე კი, მაინც უნდობლად უყურებდნენ ჩემს უნივერსიტეტში ჩარიცხვას, ვინაიდან აბიტურიენტობის ჟამს, როცა წესით, წიგნებზე უნდა მერტყა თავი, დაქალთან დავდიოდი ორ დღეში ერთხელ მაინც; საღამოს ტელევიზორში მძაფრსიუჟეტიან, დეტექტიურ სერიალს ვუყურებდი და კვირაში
ერთხელ მაინც, რომელიღაც გაკვეთილს უსინდისოდ ვაცდენდი.

მამას შეკითხვას - საერთოდ როდის ვმეცადინეობდი, მოსდევდა ჩემი მოკლე და ამომწურავი პასუხი: ,,შენ რომ გასული ხარ, მაშინ..." და ამას მამას პასუხის პასუხი: - "აგვისტოში ვნახავთ შედეგებს".

აგვისტოს შედეგები სასიამოვნოდ გასაოცარი აღმოჩნდა, "ჟურნალისტიკის საერთაშორისო სკოლაში" ჩავირიცხე და გადასახადს ჩემი სწავლისათვის სახელმწიფო პატიოსნად დაფარავდა. ეს უნივერსიტეტი დიდად პრესტიჟული იყო და ძირითადად, ელიტური ხალხის შვილები სწავლობდნენ. იმიტომ კი არა, რომ რაიმე განსაკუთრებულს წარმოადგენდა, უფრო იმიტომ, რომ მათი მენტალობის ხალხი აბარებდა ადრიდანვე.


მამას მრავალჯერად გადამოწმებას შედეგები არ შეუცვლია, მე ვიყავი სტუდენტი... არა, ამაყი სტუდენტი, რომლის წარმატებისაც მამასაც კი არ სჯეროდა.

სტუდენტობა, ეს ის ოქროს ხანაა, ადამიანს მანამდე რომ არ ავიწყდება, ვიდრე სკლეროზი არ შეუტევს. თუმცაღა, სირთულეების გარეშე არც ეს პერიოდი გადის. საქმე იმაშია, რომ სტუდენტების ორი ძირითადი და ძირითადად, ეს ორი დაპირისპირებული კატეგორია არსებობს, ადგილობრივი, "დასტოინი", "აზრზემოსული ტიპები" და "ჩამოთრეულები", იგივე ,,სოფლელები". ეს ერთი შეხედვით უწყინარი სიტყვაა და სოფელში დაბადებულს და გაზრდილს უნდა ნიშნავდეს, მაგრამ ვინაიდან ვამბობ, უნდა ნიშნავდეს-მეთქი, ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად სხვა მნიშვნელობით ცნებებს მოიცავს თავის თავში და განიმარტება, როგორც გამოუსვლელი, ცუდად ჩაცმული, კუთხური დიალექტის მქონე და "გოიმი ტიპი", რომლის ადგილიც ქალაქში არ არის და ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. მოკლედ, ,,სოფლელი" - ეს ის სალანძღავი სიტყვაა, რომელზე შეურაცხმყოფელიც დედის გინებაც კი არ შეიძლება იყოს.


უნივერსიტეტში ფეხის შედგმისთანავე ათასმა აბზუებულმა ცხვირმა და მეტისმეტად "აზრზე მოსულმა გოგოებმა" დამთრგუნეს. მათ ფონზე თავს თეთრ ყვავად ვგრძნობდი, არადა, რომ გამოგიტყდეთ, პირადად მე არავინ მერჩოდა.

პირველივე დღეს, ლექციების ბოლოს მეტროს მივაშურე. ეს ის ერთადერთი ტრანსპორტი იყო, რომელშიც თავს ყოვლისმცოდნე "გუგლ მაპად" ვგრძნობდი და თამამად ჩავდიოდი, რადგან ზუსტად ვიცოდი, სად მივყავდი. აქ შეუძლებელი იყო,   მძღოლის გაოგნებული გამოხედვა დამეფიქსირებინა, როცა აღმოვაჩენდი, რომ ტრანსპორტში მხოლოდ მე და ის ვისხედით და ამით წესით, უნდა მივმხვდარიყავი, რომ ბოლო გაჩერება იყო და დანიშნულების ადგილს დიდი ხნის წინ გამოვცდი. ამიტომ მერჩივნა მეტრო სხვა ნებისმიერ ტრანსპორტს.
დავჯექი თუ არა, ემოციურმა ფონმა საზღვრები გადმოლახა და ცრემლები გადმომცვივდა. სანამ აღმაშენებლიდან სადგურის მოედნამდე მივიდოდი, ერთობ საგულისხმო გადაწყვეტილება მივიღე, უნივერსიტეტი უნდა შემეცვალა. ჩემი უნივერსიტეტი ჩემი მენტალობის ტიპისთვის ზედმეტად გადაპრანჭული იყო.

ამ ციებ-ცხელებამაც გადაიარა. ნიამ დამარწმუნა, რომ სადაც უნდა წავსულიყავი, ყველგან ერთი და იგივე განცდა დამეუფლებოდა და, რომ ძალიან მალე შევეგუებოდი. ერთი თვის შემდეგ ორმა ჩემსავით "ჩამოთრეულმა" აღმომაჩინა. ორდღიანი ურთიერთობის შემდეგ თავს სავსედ ვგრძნობდი. სეირნობა უყვარდათ და სულ მზად იყვნენ.
ხინკლის ფული ჰქონდათ თვეში ერთხელ მაინც და ნაყინიც უყვარდათ...

გაგრძელება იქნება
დასაწყისი
FaceBook ბეჭდვა
ტეგები:
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93