ნოველები

თუ ინანებ: არასასურველი სქესისთვის მარად სასურველი სქესი. ეპიზოდი 19

თუ ინანებ: არასასურველი სქესისთვის მარად სასურველი სქესი. ეპიზოდი 19
მეორე დღეს ექიმთან წავედი კონსულტაციაზე. მუცელი გამუდმებით მტკიოდა და ნიამ მაიძულა ექოსკოპია გადამეღო. ერთ ძალიან ცნობილ რადიოლოგთან, უზარმაზარი რიგის ბოლოში ჩავდექი. ჩემს წინ ორი ქალი იდგა, ერთი შედარებით ასაკოვანი იყო მეორეზე, აშკარად ერთად იყვნენ მოსულები, მათ წინ კი ახალგაზრდა გოგო ელოდა თავის რიგს, მუცლის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით, სადაცაა უნდა ემშობიარა. ჩემდაუნებურად მათი საუბრის შემსწრე გავხდი.
ესგოგონა უზარმაზარი მუცლით, ეკითხებოდა მის უკან მდგომ ქალს, მერამდენე თვეში იყო.

- მეოთხე თვეში ვარ, სქესის გასაგებად მოვედით. - უთხრა ახალგაზრდა
ქალმა და  გაუღიმა.
- ორი კვირის წინ ვიყავით და არ გამოჩნდა. - დაუდასტურა თანმხლებმა ასაკოვანმა ქალმა. მათ წინ მდგომი, ისევე როგორც მე, უცებ გაერკვა სიტუაციაში და სხარტად ჰკითხა:
- პირველი ვინ გყავთ?
საუბარში ისევ ასაკოვანი ქალბატონი ჩაერთო.

- ორი გოგონა გვყავს, ღმერთი თუ ინებებს იქნებ ბიჭი იყოს ეს მაინც, მესამეზე დარჩენა მაგის გამო გარისკა.
ბოლო სიტყვები საშინლად არ მესიამოვნა. "ეს მაინც" რაღა ჯანდაბა იყო, ესე იგი ის ორიც იმის ხათრით გააჩინა, რომ "იქნებ რომელიმე ღვთის ნებით" -როგორც თვითონ იტყოდა, ბიჭი ყოფილიყო. გამეცინა, რა მარაზმი იყო მათგან ღვთის ხსენება, იმ დროს, როცა თუ ოდნავ მაინც გწამს ღმერთის, ისიც უნდა ირწმუნო, რომ სწორედ ღმერთის ხელი ურევია ბავშვის ჩასახვაშიც და მისი სქესის არსებითობაშიც. ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს და მათი რიგიც დადგა, ჩემს წინ შევიდნენ და 15-20 წუთის შემდეგ გამოვიდა ეს ორსული ქალი, სახე ისეთი იმედგაცრუებული ჰქონდა მაშინვე მივხვდი, თავისი შვილის ფეხებს შუა საინტერესო ვერაფერი აღმოეჩინა. ცნობილმა რადიოლოგმაც კი ვერაფერი უშველა ამ ამბავს.

- გოგოა. - მორცხვად უთხრა ასაკოვან ქალს თან რომ ახლდა და გარეთ მოუთმენლად რომ ელოდა. ცოტაც და მგონი მწუხარებისგან ცრემლები  ჩამოსცვივდებოდათ, არავის მოსვლია თავში აზრად ეკითხა, ჯანმრთელი იყო თუ არა, ან რაიმე ღირებული, მაგალითად, რამდენი იყო სავარაუდო სიგრძე და წონა.
ღმერთმა უწყის, რამდენი იდგა შვილის ნატრული ამ რიგში, ვისთვისაც მთავარი იყო მის საშვილოსნოში ლობიოსმარცვლისოდენა ლაქა შეემჩნია ექიმს, რომ სიხარულისგან ეტირათ, ეს ორი ქალბატონი კიდევ, დიახ, თავადაც ქალბატონები განიცდიდნენ, რომ მესამე შვილიც გოგო აღმოჩნდა, თითქოს ქალად დაბადება რაიმე საჯელი ყოფილიყოს.
კაცებისგან მიკვირდა ის აჩემება, რომ ბიჭი უნდოდათ მაინცდამაინც, ეს ღრმად ფესვგადგმული და დამკვიდრებული გამოთქმებიც ქართულ სადღეგრძელოებში და დალოცვებში ხომ მხოლოდ ბიჭებს ეკუთვნით, მაგალითად "ბიჭიანობს გისურვებთ", ანდა "წლისთავზე ბიჭი გაგეგორებინოთ", კიდევ "გვარის გამგრძელებელი მოგცეთ ღმერთმა".
აქ ყველგან ბიჭი იგულისხმება ცხადია, ვაჟი, რომელიც საქართველოში რატომღაც ოჯახების უმეტესობისათვის გოგონაზე მეტადაა სასურველი, ღირებული და აუცილებელიც კი. მამებიც ხომ ძირითადად ამაყობენ იმით რომ ბიჭი "გააკეთეს", თითქოს ამას განსაკუთრებული კაცობაან შესაძლებლობები სჭირდებოდეს.

კაბინეტის კარი ფრთხილად შევაღე, რატომღაც ცნობილი ექიმების და ზოგადად, პიროვნებების მიმართ შიში დამჩემდა, როგორც წესი უხეშები არიან და ლაპარაკის დროს თვალს გარიდებენ, რომ გაგრძნობინონ აქ ვინ არარაობაა და ვინ მაგარი ტიპი, მაგრამ ეს შემთხვევა გამონაკლისი აღმოჩნდა, ერთი ჩია, ნახევრად მელოტი შავგვრემანი კაცი იჯდა, თბილი ღიმილით შემეგება და ჩემს სქესობრივ ცხოვრებაზე რამდენიმე თამამი შეკითხვაც დამისვა, არაფერი იყო საგანგაშო საბედნიეროდ. მცენარეული მედიკამენტები გამომიწერა და სახლში გამომისტუმრა.

გაგრძელება იქნება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
მარიკა
ძალიან მომწონს , დაველოდები გაგრძელებას
02:14 / 13-05-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31