ნოველები

თუ ინანებ: სინანული - ერთჯერადი განცდა თუ მოკვდავთა ყოველდღიურობა?! ეპიზოდი 31

თუ ინანებ: სინანული - ერთჯერადი განცდა თუ მოკვდავთა ყოველდღიურობა?!  ეპიზოდი 31
სანამ თვალს გავახელდი, ნაცნობი სუნი ვიგრძენი. სათვალე მოვიხსენი, ჩემ წინ მჯდომს ასეც კარგად ვხედავდი. სამაგიეროდ, გარშემო ყველაფერი ბუნდოვანი მეჩვენებოდა და ეს ჩემს სიმყუდროვეს უფრო სასურველ ელფერს სძენდა.
ჩემი მხედველობა, რომელიც იმ დღეს გამოვიგლოვე, სათვალე რომ დამინიშნეს, ახლა არც ისე საშინელი მეჩვენებოდა.

სათვალეც შესანიშნავად მოვირგე და საწოლიდან წამოდგომის წამიდან ხელის ფათურით ვეძებდი ტუმბოზე, რომ დილიდან ყველაფერი უფრო ხასხასა და ლამაზ ფერებში დამენახა. ფანჯრიდან არცთუ ისე სახარბიელო ხედს ჩემი სათვალე თითქმის სახარბიელო ფერებში აჩვენებდა...

სკამზე ნაცნობი სილუეტი
დავლანდე. თვალი გავახილე თუ არა, ფეხზე ადგა. საწოლიდან რომ წამოვიწიე, მაშინვე გაჩერდა, თვალები კიდევ უფრო დიდი გაუხდა და თმები შუბლიდან უკან გადაიწია.
ისევ თეთრი მაისური ეცვა, ისევ ის სუნამო ესხა და ისევ თამბაქოს სუნი ჰქონდა მის ტყავის პიჯაკს. ლაპარაკის ნიჭით ისედაც არ გამოირჩეოდა და ახლა სრულიად დამუნჯებული იდგა. მერე მოვიდა და ჩამოჯდა. ისე ახლოდან ვგრძნობდი მის სუნს, გონების დაკარგვამდე აღარაფერი მაკლდა. ხელი მომკიდა და უხეშად მიმიკრა გულზე. სხეულიდან უზღვავ სითბოს აფრქვევდა და მომეჩვენა - გული ნორმაზე ბევრად სწრაფად უცემდა. თმაზე მეფერებოდა და ასე ვისხედით, ალბათ, რამდენიმე წუთს.

- ერთხელ ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა მითხრა, რასაც მართლა ინანებ, მთელი გულით - გეპატიებაო. ვნანობ ყველაფერს. რაც იცი, იმასაც და რისი თქმაც არ შემიძლია, იმასაც. ძალიან ვნანობ. - ვუთხარი და ვიგრძენი, თვალის გასწორება არ შემეძლო.

არაფერი მიპასუხა, ადგა და საწოლის ფეხთან მიყუდებული, მუყაოს ქაღალდში გახვეული რაღაც გამომიწოდა. მაშინვე მივხვდი, რა მომიტანა, მისი დახატული ელენე, ჩაფხუტით მოტოციკლთან.

როგორ მინდოდა, ყველაფერი მომეყოლა და ამ ტვირთით არ მეცხოვრა, მაგრამ ვერაფერს ვეტყოდი, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ გუგას ცხოვრება არ დამესამარებინა სამუდამოდ. ახლაც კი, ამდენი ტანჯვის შემდეგ, ისევ იმაზე ვფიქრობდი, სხვა არ დატანჯულიყო ჩემი მიზეზით.
უტას ვერაფერს ვეტყოდი, სამაგიეროდ, გუგას ყოველ დანახვაზე დანაშაულის განცდა დამტანჯავდა და გამახსენდებოდა, რომ ჩემი თავშეკავების ინდიკატორმა ოდესღაც ნული უჩვენა და ეს უშუალოდ მასთან იყო დაკავშირებული.

ყველაფერში მართალი იყო ის ერთი, ძალიან ჭკვიანი კაცი, რომელმაც ხუთი წუთი ილაპარაკა და ალბათ, ხუთი საუკუნეც რომ ვიცხოვრო, აღარასდროს დამავიწყდება, რაც თქვა იმ საღამოს.
სულ მგონია, რომ შემთხვევით არ მოვხვდი მაშინ მასთან. მხოლოდ ის არ უთქვამს, რომ სინანული ერთჯერადი განცდა არ ყოფილა. დაავიწყდა ეთქვა, რომ თუ ერთხელ განიცადე, შენს ყოველდღიურობად იქცევა... ჩაგისახლდება და აღარასდროს დაგტოვებს, შენში იქნება დღისით, ღამით, სიზმრებშიც კი, და სწორედ მაშინ შეგახსენებს თავს, როცა დააპირებ, რომ ბედნიერი წამებით დატკბე.

დასასრული

წინა ეპიზოდების წასაკითხად გადადით ავტორის გვერდზე

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 5 /
Mindusia
მომეწონა ძალიან, კარგად წერ, საინტერესოდ და აზრიანად... კიდევ წავიკითხავდი სიამოვნებით ნოველებს შენი ავტორობით !!!
15:19 / 08-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ეკა
მომეწონა, მადლობა ავტორს. თუმცა დასასრულს უფრო რომანტიულს ველოდი
09:45 / 07-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
e87a93