ნოველები

ჯეინ ეარი. მეხუთე თავი

ჯეინ ეარი. მეხუთე თავი
- სრუ­ლი­ად სწო­რია, სერ. მაშ, იმე­დი მექ­ნე­ბა, რომ ამ ბავშვს ჩარ­იცხავთ თქვენს სას­წავ­ლე­ბელში და მი­სი მდგო­მა­რეო­ბისა და მო­მავ­ლის შე­სა­ფერ­ისად აღ­ზ­რ­დით.
- დარ­წმუნებული ბრძან­დებ­ოდეთ, ქალ­ბატონო, ის ჩაი­რიცხე­ბა ერ­თ-ერთ სა­უკ­ე­თესო სას­წავ­ლე­ბელში და, დარ­წმუნებული ვარ, მად­ლიერიც დარ­ჩე­ბა თა­ვი­სი არ­ჩე­ვანით იმ ფას­დაუ­დე­ბელ უპი­რა­ტეს­ობა­თა გა­მო, რო­მე­ლიც ამ სას­წავ­ლე­ბელს აქვს.
- მაშ, რაც შეი­ძლე­ბა მა­ლე გამ­ოგიგზავნით, მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტ. მერ­წმუნეთ, ძალ­იან მინ­და, მა­ლე გავ­თავ­ისუფლდე იმ პას­უხისმგებ­ლობისგან, რო­მელ­მაც ეს­ოდენ დამ­ქან­ცა.

- ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, ქალ­ბატონო. ახ­ლა კი მშვი­დო­ბით ბრძან­დებ­ოდეთ. ბროკ­ლე­ჰერსტ-ჰოლში
და­ახ­ლოებით ერთ ან ორ კვ­ირაში დავ­ბრუნდები. მთა­ვარი დია­კონი ჩე­მი კარ­გი მეგ­ობარ­ია და ამა­ზე ად­რე არ გამ­ომიშვებს. მის ტემპლს ვაც­ნობებ ყვე­ლა­ფერს და სას­წავ­ლე­ბელში მიღ­ების დროს მას დაბ­რკო­ლე­ბა არ შეხ­ვდე­ბა. ნახ­ვამდის.
- ნახ­ვამდის, მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტ. მო­კი­თხვა გა­და­ეცით მი­სის ბროკ­ლე­ჰერსტს, თქვენს ქალ­იშვილებს, ავ­გუსტა­სა და თეო­დორას, და პა­ტა­რა ბრა­უ­ტონ ბროკ­ლე­ჰერსტს.
- სი­ამ­ოვნებით, ქალ­ბატონო. შენ კი, პა­ტა­რა გო­გო­ნა, გაჩ­უქებ, აი, ამ წიგნს, რომ­ლის სა­თაუ­რია "სა­ხელ­მძღ­ვა­ნელო ბავ­შვებისთვის~. ლოც­ვებ­თან ერ­თად იკი­თხე. გან­სა­კუ­თრებით, ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­აქ­ციე იმ ად­გილებს, სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლია მარ­თა გ-ს უე­ცარი და შე­მაძ­რწუნე­ბელი სიკ­ვ­დი­ლის ამ­ბავი. ეს ის გაუ­გონარი გო­გო­ნა იყო, რო­მელ­საც ძალ­იან უყ­ვარ­და გა­მო­გო­ნი­ლი ამ­ბებ­ისა და ტყუ­ი­ლე­ბის ლა­პა­რა­კი.
ამ სიტყ­ვე­ბით მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა მო­მაწ­ოდა ყდა­ში ჩას­მუ­ლი თხე­ლი წიგ­ნი. მე­რე და­რე­კ­ა, რომ ეტ­ლი მო­ერ­თმიათ, და დაგ­ვტოვა კი­დეც.

მი­სის რი­დი და მე მარ­ტო დავ­რ­ჩით. რამ­დენ­იმე წუთს ხმა არ ამ­ოგვიღ­ია. ის კე­რავ­და, მე კი თვალ­ყურს ვა­დევ­ნებდი. ამ დრო­ის­თ­ვის ის ოც­დაჩ­ვიდმეტი წლის ქა­ლი იქ­ნებ­ოდა: საშ­უალო ტა­ნის, ძვალ­მ­ს­ხ­ვი­ლი, სა­კ­მაოდ ჩას­უქებული, მრგვა­ლი მხრებ­ითა და ფარ­თო პი­რი­სა­ხით. ქვე­და ყბა და განიერი ნიკ­აპი წინ წამ­ოზრდოდა. შუბ­ლი ვიწ­რო ჰქონ­და, ხო­ლო ცხვი­რი - სწო­რი და ტუ­ჩე­ბი - პა­ტა­რა. ქე­რა წარ­ბების ქვეშ მო­ციმ­ცი­მე თვა­ლებში სიკ­ეთის ნა­ტა­მალიც არ უჩან­და, თმა ჩალ­ისფერი ჰქონ­და, სა­ხე კი შავ­გვრე­მანი, რო­მელ­ზეც მუ­დამ მოყ­ვი­თა­ლო ფე­რი და­ჰკ­რავ­და. ის სრუ­ლი­ად ჯან­მრთელი იყო და ავად­მყოფობა არ იცო­და. მე­ტად მო­ხერ­ხებ­ულსა და ჭკვ­იან დია­სახლისს კარ­გად ეს­მოდა საო­ჯახო საქ­მე­თა მარ­თვა. ის მარ­ტო მეთ­ვალ­ყურეო­ბდა რო­გორც ში­ნა­ურ, ისე მო­ი­ჯა­რე­თა საქ­მის წარ­მოე­ბას. მხო­ლოდ სა­კუ­თარი შვი­ლე­ბი არ ემ­ორჩილებ­ოდნენ, დას­ცინოდნენ და აბ­უჩად იგ­დებ­დნენ. მი­სის რიდს გემ­ოვნებით ჩაც­მა-­დახ­ურვა უყ­ვარ­და და მოხ­დენ­ილად ატა­რებ­და ძვირ­ფას სა­მკ­აუ­ლებს.

მი­სის რი­დის სა­ვარ­ძლიდან კარ­გა მო­შო­რე­ბით ვი­ჯე­ქი და­ბალ სკ­ამ­ზე და ვა­კვ­ირდებოდი მის იერ­სა და სა­ხის ნა­კვ­თებს. ხელ­ში ის პა­ტა­რა წიგ­ნი მეჭ­ირა, რო­მელ­შიც აღ­წერილი იყო მატ­ყუა­რა ბავ­შ­ვის უე­ცარი სიკ­ვ­დი­ლი. ეს მოთხ­რო­ბა ჩემ­თ­ვის იყო გა­ნკუთვნილი, რო­გორც შე­სა­ფერისი გაფ­რთხილე­ბა. ყვე­ლა­ფერი, რაც მოხ­და და მთე­ლი იმ სა­უბ­რის ში­ნა­არსი, რაც მი­სის რიდ­მა გა­დას­ცა მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტს, მე­ტად აღ­მაშ­ფოთე­ბელი იყო. მა­შინ საშ­ინელი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა. თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას ისე­ვე მწვა­ვედ გან­ვიც­დი ახ­ლაც, რო­გორც მა­შინ, მა­თი სა­უბ­რის დროს, და გუ­ლის­წყ­რო­მამ კვ­ლავ იფეთ­ქა ჩემ­ში.
ხელ­საქმით გარ­თულმა მი­სის რიდ­მა თა­ვი ას­წია. ჩვე­ნი თვა­ლები ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. თი­თებ­მა შეწ­ყვიტეს მარ­დად მუ­შაო­ბა და მან მიბ­რ­ძა­ნა:

- ახ­ლა­ვე დატ­ოვე აქაუ­რობა, სა­ბავშვო ოთახ­ში ადი. - ჩემ­მა გამ­ოხედ­ვამ თუ სხვა რა­მემ, რო­გორც ჩანს, შეუ­რაცხყო იგი. მის სიტყ­ვებ­ში, თუმ­ცა და­ფარული, მაგ­რამ გა­და­ჭარ­ბებული სი­ან­ჩხლე იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ავ­დექი, კარ­თან მი­ვე­დი, მაგ­რამ კვ­ლავ უკ­ან გა­მოვ­ბ­რუნ­დი. ფან­ჯრისკ­ენ გა­ვე­მარ­თე, თით­ქ­მის მთე­ლი ოთა­ხი გავ­ია­რე და მას მი­ვუ­ახ­ლოვ­დი.
უნ­და მე­ლა­პა­რა­კ­ა. შეუ­ბრა­ლებ­ლად გამ­თე­ლეს და სა­მაგ­იერო უნ­და გა­და­მე­ხა­და. მაგ­რამ რო­გორ? რა ძა­ლა შემ­წევ­და? რით უნ­და მი­მე­ზღო სა­მაგ­იერო ჩე­მი მტრის­თ­ვის? ძალ­-ღო­ნე მო­ვიკრ­იბე და უხე­შად მი­ვა­ხა­ლე:
- მე მატ­ყუა­რა არა ვარ. თვალ­თმაქცი რომ ვი­ყო, გეტყო­დით, რომ მიყ­ვარ­ხართ, მაგ­რამ გუ­ლახ­დილად გეუ­ბნებით, რომ მძულ­ხართ. ჯონ რი­დის შემ­დეგ, ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად თქვენ მე­ჯავ­რებით. ეს წიგ­ნი კი მაც­დუ­რი გო­გო­ნას შე­სა­ხებ შეგ­იძლიათ თქვენს შვილს, ჯორ­ჯია­ნას მის­ცეთ, რად­გა­ნაც სწო­რედ მას ეხერ­ხე­ბა ტყუ­ი­ლი.

მი­სის რიდს ხე­ლები ჯერ კი­დევ უმოქ­მე­დოდ ეწყო სა­კ­ე­რავ­ზე. თვა­ლი თვალ­ში გამ­იყა­რა და ცივ მზე­რას არ მაც­ილებ­და.
- კი­დევ რის თქმას აპ­ირებ? - მკი­თხა მან ისე­თი ტო­ნით, რომ­ლი­თაც მხო­ლოდ მოზ­რ­დილ ადამ­ია­ნებს მი­მარ­თა­ვენ და არა ჩე­მებრ პა­ტა­რებს.
მი­სი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ და ხმამ ჩემ­ში მი­სი სი­ძულ­ვი­ლი კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­ა­ღვ­ივა. აცახ­ცა­ხებ­ულმა და თავ­შე­უკ­ა­ვე­ბელი მღ­ელ­ვა­რებით შეპ­ყრობილმა ისევ გან­ვაგ­რძე:
- მი­ხარ­ია, რომ ჩე­მი მკვიდ­რი ნა­თე­სავი არა ხართ და, ვიდ­რე ცოცხა­ლი ვარ, ძალ­უას აღ­ა­რას­ოდეს დაგ­იძა­ხებთ. არც თქვენს სა­ნა­ხა­ვად მო­ვალ, რო­ცა გავ­იზრდები. ხო­ლო, რო­დე­საც შე­მე­კი­თხებ­იან, რო­გორ მეპყ­რო­ბო­დით ან მიყ­ვარ­ხართ თუ არა, გუ­ლახ­დილად ვიტყ­ვი, რომ უსა­მართლოდ მექ­ცეოდით და თქვე­ნი ხსე­ნე­ბაც კი ავად მხდის.
- რო­გორ ბე­დავ, ჯე­ინ ეარ, რით აპ­ირებ ამის დამ­ტკი­ცე­ბას?

- რო­გორ ვბე­დავ, მი­სის რიდ? რო­გორ ვბე­დავ? ვბე­დავ იმი­ტომ, რომ ეს სრუ­ლი სი­მარ­თლე­ა. თქვენ ფიქ­რობთ, რომ მე გრძნო­ბა არა მაქვს და უსიყ­ვა­რუ­ლოდ და კე­თი­ლი მოპყ­რო­ბის გა­რე­შე არ­სებ­ობა შემ­იძლია? ასე­თი ცხოვ­რე­ბა აუ­ტა­ნელ­ია ჩემ­თ­ვის. თქვენ კი სუ­ლაც არ გებ­რა­ლებით. სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელ წუ­თამ­დე არ და­მავ­იწყდე­ბა, რო­გორ შე­მაგ­დეთ წი­თელ ოთახ­ში, რო­გორ უხე­შად მკ­არით ხე­ლი და გამ­ძვინვა­რებ­ულმა იქ­ვე ჩა­მკ­ე­ტეთ, თუმ­ცა საშ­ინლად ვი­ტან­ჯებოდი, ცრემ­ლები მახ­რჩობდა და სას­ოწა­რკ­ვეთილი გემ­უდა­რებოდით: მი­სის რიდ, შემ­იცოდეთ, შემ­იბრა­ლეთ­-მეთ­ქი. ასე ხომ იმი­ტომ დამ­სა­ჯეთ, რომ თქვენ­მა ბო­როტ­მა ბიჭ­მა უდა­ნა­შაულოდ მცე­მა და ია­ტა­კ­ზე წა­მაქ­ცია. სწო­რედ ამ ამ­ბავს ვუ­ამ­ბობ ყვე­ლას, ვინც შე­მე­კი­თხე­ბა. ხალ­ხი თქვენ კე­თილ ქა­ლად გიც­ნობთ, მაგ­რამ თქვენ გულ­ქ­ვა და ცუ­დი ადამ­იანი ხართ. თქვენ თვი­თონ ხართ მატ­ყუა­რა.

ჯერ კი­დევ პა­სუ­ხი არ და­მემ­თავ­რებ­ინა, რომ სუ­ლი­ე­რი შვე­ბა და სი­ხა­რუ­ლი ვიგ­რ­ძე­ნი. თავ­ისუფლებ­ისა და სა­ზეიმო გან­წყობილების უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა და­მეუ­ფლა, რო­მე­ლიც წი­ნათ არას­ოდეს მიგ­რ­ძ­ნია. მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს თვა­ლით უხი­ლა­ვი ბორ­კი­ლი დაი­მსხვრა და მე ბრძო­ლით დავ­იბრუნე სამ­უდამოდ და­კ­არგული თავ­ისუფლე­ბა. ეს სი­ხა­რუ­ლი არ­ც­თუ უმი­ზე­ზო გახ­ლდათ. ცხა­დად ჩან­და, რომ მი­სის რი­დი შეშ­ინდა, ხელ­საქ­მე კალ­თიდან ჩამ­ოუცურდა, ხე­ლები რამ­დენ­ჯერ­მე მა­ღ­ლა ააპყ­რო, ად­გილზე ვე­ღ­არ ის­ვე­ნებ­და და სა­ხე ისე ემან­ჭებ­ოდა, თით­ქოს ტი­რილს აპ­ირებ­და.
- ჯე­ინ, შენ ცდე­ბი. რა და­გე­მარ­თა? რა­ტომ კა­ნკ­ა­ლებ ასე ძალ­იან? წყალს ხომ არ და­ლევ?
- არა, მი­სის რიდ.
- იქ­ნებ სხვა რა­მე გინ­დო­და? მერ­წმუნე, მინ­და, შე­ნი მეგ­ობარი ვი­ყო.
- თქვენ არა ხართ ჩე­მი მეგ­ობარი. გა­ნა თქვენ არ უთხა­რით მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტს, რომ ცუ­დი ხას­იათი მაქვს და მატ­ყუა­რა ვარ. ლო­ვუდ­ში ყვე­ლას გა­ვა­გებ­ინებ, რაც ხართ და რაც ჩაი­დინეთ ჩემ წი­ნა­ა­ღმ­დეგ.
- ჯე­ინ, ჯერ შენ ამ ამ­ბებში ვერ ერკ­ვევი. ბავ­შვებ­მა თავ­იანთი ნა­კლი უნ­და გამ­ოასწორონ.

- მე მატ­ყუა­რა არ ვარ, - წამ­ოვიძა­ხე ხმა­მა­ღ­ლა, მოთ­მი­ნებ­იდან გამ­ოსულმა.
- მაგ­რამ უნ­და და­მე­თანხმო, რომ მე­ტად თავ­შე­უკ­ა­ვე­ბელი ხარ, ჯე­ინ. ახ­ლა კი სა­ბავშვო ოთახ­ში დაბ­რუნ­დი, ჩე­მო ძვირ­ფა­სო, და ცო­ტა ხანს წამ­ოწექი.
- ნუ მე­ძახით ძვირ­ფასს. წამ­ოწოლა არ შემ­იძლია, გამ­გზავ­ნეთ ახ­ლა­ვე სკო­ლაში, მი­სის რიდ. მე მძულს აქაუ­რობა.
- დი­ახ, მე მარ­თლაც მა­ლე უნ­და გავ­გზავნო ის სკო­ლაში, - ჩაი­ბუტბუტა მი­სის რიდ­მა, მე­რე ხე­ლი წამ­ოავლო თა­ვის ხელ­საქ­მეს და ოთახ­იდან სწრა­ფად გავ­იდა.
ბრძო­ლის ველ­ზე გა­მარ­ჯვებული მარ­ტო დავ­რ­ჩი. ეს იყო ყვე­ლა­ზე ცხა­რე ბრძო­ლა, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა მო­მი­ტა­ნა. რამ­დენ­იმე ხანს ნოხ­ზე იმა­ვე ად­გილას ვი­დე­ქი, სა­დაც მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი იდ­გა. ეს გან­მარ­ტოე­ბა და იმის შეგ­რძნე­ბა, რომ გავ­იმარ­ჯვე, სი­ამ­ოვნე­ბას მგვრი­და. პირ­ვე­ლად გავ­იღი­მე კი­დეც და კარგ გუ­ნე­ბა­ზეც დავ­დექი, მაგ­რამ ეს დი­დი სი­ამ­ოვნე­ბა სწრა­ფად გაქ­რა. ბავშვს არ შეს­წევს მოზ­რ­დი­ლებ­თან ისე­თი ბრძო­ლის უნა­რი, რო­გო­რიც მე გამ­ოვიჩინე მა­შინ. მათ არ შეუ­ძლიათ სა­კუ­თარი გრძნო­ბე­ბის ად­ვილად და მთლია­ნად გამ­ომჟ­ღ­ავ­ნე­ბა ისე, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სინ­დი­სის ქენ­ჯნა და ამით გამ­ოწვეული სუ­ლი­ე­რი ტკი­ვი­ლი არ იგ­რ­ძ­ნონ. ცამ­დე ატყორ­ც­ნი­ლი და ყოვ­ლის შთან­მთქმელი ცეცხ­ლით აგ­იზგიზებული ტრა­მალი თუ გამ­ოდგებ­ოდა ჩე­მი სუ­ლის ემ­ბლე­მად, რო­დე­საც მი­სის რიდს ბრალს ვდებ­დი და ვემ­უქრებოდი. ხო­ლო ხან­ძ­რის შემ­დეგ მთლად გა­დაბუგული და ჩა­შა­ვებული იგი­ვე ტრა­მალი უკ­ვე აშკ­ა­რად წარ­მოგიდგენ­დათ ჩემს სუ­ლი­ერ გან­წყობილე­ბას, რო­მე­ლიც ნა­ხე­ვარი სა­ათის დუ­მი­ლი­სა და ფიქ­რის შემ­დეგ და­მეუ­ფლა. მივ­ხ­ვ­დი, რამ­დე­ნად უგუ­ნუ­რი იყო ჩე­მი საქ­ციელი და რაო­დენ სამ­წუხარო, რომ ჩვენ ერ­თმა­ნეთი ასე შევ­იძულეთ.

პირ­ვე­ლად შუ­რის­ძი­ე­ბით გან­ვიმსჭვა­ლე. ეს გრძნო­ბა ღვ­ინოსავით მე­კი­დებ­ოდა, რო­მე­ლიც ტკბ­ილია და გათ­ბობს, მაგ­რამ ბო­ლოს უსი­ა­მოვ­ნო ჟან­გის მსგავ­სი გე­მო დამ­იტოვა პირ­ში, რა­მაც მაფ­იქრებ­ინა, რომ ვი­წამ­ლებოდი. ახ­ლა სი­ამ­ოვნებით წა­ვი­დო­დი და მი­სის რიდს პატ­იე­ბას შევ­თხოვ­დი, მაგ­რამ გამ­ოცდილებით ვი­ცო­დი და, ამას­თა­ნა­ვე, ნა­წი­ლობ­რივ ალ­ღო­თიც ვხვდე­ბო­დი, ის ხელს მკ­რავ­და და ორ­მა­გი სი­ძულ­ვი­ლით მი­პას­უხებ­და. ამით კი ხელ­მეო­რედ ააფ­ორია­ქებ­და ჩემს ისე­დაც მშფოთ­ვა­რე გრძნო­ბებს.

სი­ხა­რუ­ლით უკუ­ვაგ­დებდი ამ უსი­ა­მოვ­ნო ლა­პა­რა­კს, რომ უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი და სა­თუ­თი გრძნო­ბე­ბი გა­მე­ღვ­ივებ­ინა ჩემ­ში. ვგრძნობ­დი, მე­ტი ყუ­რა­დღ­ე­ბა უნ­და მი­მექ­ცია მაც­დუ­რი აზ­რების დათ­რ­გუნ­ვის­თ­ვის და ნა­კ­ლე­ბად მეფ­იქრა პი­რად სევ­და­სა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა­ზე. რო­მელ­იღ­აც წიგ­ნი ავ­იღ­ე. არა­ბუ­ლი ზღ­აპ­რები აღმ­ოჩნდა. ჩამ­ოვჯექი და კი­თხვა და­ვაპ­ირე. ფიქ­რებ­ში ისე ღრ­მად წა­ვედი, რომ წიგ­ნის ში­ნა­არსი არ მეს­მოდა. იმ ად­გილებში, რომ­ლე­ბიც წი­ნათ დი­დად მხიბ­ლავ­და, ახ­ლა სა­კუ­თარ აზ­რებს ვკითხუ­ლობ­დი. სა­სადილო ოთა­ხის მი­ნის კა­რი გამ­ოვაღე და გა­რეთ გავ­იხე­დე. ბუჩ­ქ­ნარ­ში ტო­ტიც არ იძ­ვ­რო­და. მთელ იმ არე­მა­რე­ზე გა­მე­ფებულ მკ­აცრ ყინ­ვას ვე­რა­ფერს აკ­ლებ­და ვერც მზე და ვერც ქა­რი.

თავ­ზე კა­ბის კალ­თა წამ­ოვიფა­რე, ხე­ლებიც მას­ში ჩავ­მა­ლე და ბა­ღში სა­სეირნოდ გა­ვედი. ჩემს სულს ახ­ლა გან­მარ­ტოე­ბა სურ­და და გულ­მაც მიყ­რუ­ე­ბუ­ლი ად­გილისკ­ენ გამ­იწია. თვალს აღ­არ ახა­რებ­და უმოძ­რაო ხე­ები და დაბ­ლა დაც­ვენილი ნაძ­ვის გირ­ჩე­ბი; არც მო­წი­თა­ლო, ყავ­ისფერი ფოთ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ქა­რი ზვი­ნე­ბად დგამ­და და ყინ­ვა ერ­თმა­ნეთ­ზე აწე­ბებ­და. ჭიშკ­არს მი­ვეყ­რდნე და ვე­ლებ­ისკ­ენ გავ­იხე­დე, სა­დაც ცხვა­რი უკ­ვე აღ­არ ძოვ­და. და­ცარ­იე­ლებულ მინ­დ­ვ­რებ­ში და­ბალი, ყინ­ვის­გან დამ­ზრალი და თრთვი­ლით გა­და­თეთ­რებული ბა­ლახ­იღა შეი­მჩნეო­და. ბნე­ლი დღე იყო; ცა შავ, სათ­ოვარ ღრ­უბლებს და­ე­ფა­რა. ხან­გამ­ოშვებით თოვ­ლის თეთ­რი ფიფ­ქე­ბი ცვი­ო­და და გა­ყი­ნულ ბი­ლიკ­სა და თრთვი­ლით შე­ფიფ­ქულ მინ­დ­ვ­რებს თეთ­რად ეფ­ინებ­ოდა. ვი­დე­ქი ასე. ვგრძნობ­დი, რომ მე­ტად უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი და დაუ­სრულებ­ლად ჩემ­თ­ვის ვი­მეო­რებდი: რა უნ­და ვი­ღო­ნო? რა მეშ­ვე­ლე­ბა? 

უცებ გავ­იგონე, ვიღ­აცის წკრ­ია­ლა ხმა მიხ­მობ­და: - მის ჯე­ინ, სა­და ხართ? მო­დით აქ, ისაუ­ზმეთ.
კარ­გად ვი­ცო­დი, რომ ეს ბე­სი იყო, მაგ­რამ არ გავ­ნძრეუ­ლვარ. მე­რე ბი­ლიკ­ზე მი­სი სწრა­ფი და მსუ­ბუ­ქი ნა­ბი­ჯის ხმაც შემ­ომეს­მა.
- ოჰ, რა გაუ­გონარი ბავ­შ­ვი ხართ! - მითხ­რა მან. - რა­ტომ არ მო­დი­ხართ, რო­ცა გე­ძახ­იან?
იმ­დე­ნად უსი­ა­მოვ­ნო ფიქ­რე­ბით ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, რომ ბე­სის სი­ახ­ლოვე ახ­ლა ჩემ­თ­ვის მა­ინც სას­იხარულო აღმ­ოჩნდა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ის, ჩვეუ­ლებ­რივად, რა­ღ­ა­ცა­ზე გულ­მო­სუ­ლი იყო. ისიც უნ­და ვა­ღ­იარო, რომ ყო­ველ­ივე იმის შემ­დეგ, რაც თავს გა­დამ­ხდა მი­სის რიდ­თან, გან­წყო­ბი­ლიც არ ვი­ყა­ვი, რაი­მე ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­მექ­ცია აღმ­ზრდელი ქა­ლის უგუ­ნე­ბო­ბის­თ­ვის. მხო­ლოდ ის მსურ­და, დავ­მტკ­ბარ­იყავი იმ ბედ­ნიე­რებით და მეგ­რ­ძ­ნო ის სით­ბო, რომ­ლი­თაც სავ­სე იყო ამ ახალ­გაზ­რდა, სი­ცოცხ­ლით სავ­სე ქა­ლის გუ­ლი. ორი­ვე ხე­ლი წელ­ზე შემ­ოვხვიე და ვუთხა­რი: - კარ­გი, ბე­სი, ნუ მი­ჯავ­რდებით.
ამ­დენი სი­თა­მა­მე და გულ­წ­რ­ფელ­ობა არას­ოდეს გამ­ომიმჟ­ღ­ავ­ნებ­ია. რო­გორც ჩანს, ეს ბეს­ისაც ეს­იამ­ოვნა.

- რა უც­ნა­უ­რი ბავ­შ­ვი ხართ, ჯე­ინ, - მითხ­რა მან და გად­მომხე­და, - პა­ტა­რა, მარ­ტო­ო­ბის მოყ­ვა­რუ­ლი, მო­ხეტ­ია­ლე არ­სე­ბა! მგო­ნი, სკო­ლაში გგზავ­ნიან, არა?
თა­ვი დავ­უქნიე.
- ნუ­თუ გუ­ლი არ გწყდე­ბათ, რომ ტო­ვებთ თქვენს საბ­რალო ბე­სის?
- რას და­ე­ძებს ბე­სი, მე წა­ვალ თუ დავ­რჩები, ის ხომ ყო­ველ­თ­ვის მი­ჯავ­რდე­ბა?
- იმი­ტომ გი­ჯავ­რდებით, რომ ასე თავ­ისებური, მში­შა­რა და მორ­ცხ­ვი პა­ტა­რა გო­გო­ნა ხართ. უფ­რო თა­მამი უნ­და იყოთ.
- იმი­ტომ, რომ უფ­რო მე­ტი მომ­ხ­ვ­დეს, არა?
- სი­სუ­ლე­ლე­ა. კარ­გად რომ არ გექ­ცევ­იან, ეს ცხად­ია. დე­და­ჩემ­მა, რო­მე­ლიც გა­სულ კვ­ირას ჩემს სა­ნა­ხა­ვად იყო აქ, მითხ­რა, რომ არც ერთ თა­ვის შვილს არ უსურ­ვებ­და თქვენს ად­გილას ყოფ­ნას. ახ­ლა კი შევ­იდეთ შინ, სას­იამოვნო ახა­ლი ამ­ბავი უნ­და გითხ­რათ.
- არა მგო­ნია, რაი­მე კარ­გი იყოს, ბე­სი.

- რა გინ­დათ ამით თქვათ, ჩე­მო ბავ­შ­ვო! რა­ტომ მიმ­ზერთ ასე­თი ნა­ღვ­ლიანი თვა­ლებით? იცით, მი­სის რი­დი, მის­ტერ ჯო­ნი და ახალ­გაზ­რდა ქალ­ბატ­ონები სტუმ­რად არ­იან მიწ­ვე­უ­ლი ჩაი­ზე. თქვენ კი ჩემ­თან ერ­თად და­ლევთ ჩა­ის. მზა­რეულს ვთხო­ვე, ნამ­ცხვარი გა­მო­გიცხოთ. შემ­დეგ კი და­გეხ­მა­რებით ტან­საცმლის გა­დათ­ვალ­იე­რე­ბაში. სას­წრაფოდ უნ­და ჩაგ­ილაგოთ ჩემ­ოდანი. მი­სის რიდს სურს, ხვალ ან ზეგ სას­წავ­ლე­ბელში გაგ­გზავნოთ. ამ­ოირჩიეთ, რა სა­თა­მაშ­ოების წა­ღ­ე­ბა გინ­დათ თან.
- ბე­სი, პი­რო­ბა მო­მე­ცით, რომ წას­ვლამ­დე არ გამ­იჯავ­რდებით.
- კარ­გი, მაგ­რამ თქვენც კარ­გად უნ­და მო­იქ­ცეთ და ჩე­მი აღ­არ უნ­და გეშ­ინოდეთ. ნურც შე­კრ­თებით, თუ მკ­აც­რად გეტყ­ვით რა­მეს. ეს ძალ­იან მა­ჯავ­რებს.
- უკ­ვე შე­გეჩ­ვიეთ და არა მგო­ნია, ოდეს­მე შე­მეშ­ინდეს თქვე­ნი. მა­ლე, ალ­ბათ, სულ სხვა ადამ­ია­ნების უნ­და მეშ­ინოდეს.
- თუ შე­გეშ­ინდე­ბათ, ისი­ნი შეგ­იძულე­ბენ.
- რო­გორც თქვენ, არა, ბე­სი?
- არა, მის, მე არ მე­ჯავ­რებით. დამ­იჯე­რეთ, ამ სახ­ლ­ში ყვე­ლა ბავ­შვზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ.
- მე ეს თქვენ­თ­ვის არას­ოდეს შემ­იმჩნევ­ია.
- ასე­თი პა­ტა­რა და ასე­თი მო­ხერ­ხებული? უკ­ვე სულ სხვა­ნაი­რად ლა­პა­რა­კობთ. რამ მოგ­ცათ ამ­დენი გამ­ბე­დაო­ბა და სიმ­ტ­კი­ცე?
- მა­ლე მივ­დი­ვარ აქე­დან და, გარ­და ამ­ისა... - ის იყო, და­ვაპ­ირე მეთ­ქვა, რაც მოხ­და მი­სის რიდ­სა და ჩემ შო­რის, მაგ­რამ მა­ლე­ვე გა­დავ­იფიქრე. ვამ­ჯობინე, ამ საქ­მე­ზე სა­ერთოდ არა­ფერი დამ­ცდენ­ოდა.
- გატყობთ, გი­ხარ­იათ, რომ მშორ­დე­ბით.

- სრუ­ლია­დაც არა, ბე­სი. ახ­ლა თით­ქ­მის ვწუხ­ვარ კი­დეც.
- ახ­ლა და ისიც თით­ქ­მის! რა გულ­გ­რი­ლად ამ­ბობს ამას ჩე­მი პა­ტა­რა ქალ­ბატონი. ისიც ვი­ცი, კო­ცნა რომ გთხო­ვოთ, უთუ­ოდ უარს გან­მიცხა­დებთ და მეტყ­ვით, უმ­ჯო­ბეს­ია, არ გა­კოცოო.
- დი­დი სი­ამ­ოვნებით გა­კო­ცებთ, ბე­სი. დაი­ხა­რეთ! - ბე­სი დაი­ხა­რა. ჩვენ გულ­წ­რ­ფე­ლად გა­და­ვეხ­ვიეთ ერ­თმა­ნეთს და, სრუ­ლი­ად დამ­შვიდებული, შინ შევ­ყევი. სრულ მყუდ­როე­ბაში დრო მშვი­დად გა­ვა­ტა­რეთ. გვი­ან სა­ღ­ამოს ბე­სიმ ყვე­ლა­ზე საი­ნტე­რესო ამ­ბები მო­მითხ­რო და რამ­დენ­იმე ტკბი­ლი სიმღ­ე­რაც მიმღ­ე­რა. ასე რომ, ერ­თხელ ჩემ­თვისაც გამ­ოიმე­ტა ცხოვ­რე­ბამ თა­ვი­სი მა­ნათ­ობელი მზის შუ­ქი.
***
ცხრა­მეტ იან­ვარს, დი­ლით, რო­დე­საც სა­ათ­მა ხუთ­ჯერ და­რე­კ­ა, ბე­სი სან­თ­ლით ხელ­ში სა­კუ­ჭნაოში შემ­ოვიდა. მე უკ­ვე თით­ქ­მის ჩაც­მუ­ლი დავ­ხ­ვ­დი. მის მოს­ვ­ლამ­დე და­ახ­ლოებით ნა­ხე­ვარი სა­ათით ად­რე ავ­დექი. ჩა­მა­ვალი მთვა­რის შუქ­ზე, რომ­ლის სხი­ვე­ბი ჩე­მი სა­წო­ლის ახ­ლოს ვიწ­რო სა­რკმ­ლიდან შიგ­ნით იჭ­რებ­ოდა, ხელ-პი­რი დავ­იბა­ნე და ტან­საც­მელი ჩა­ვიც­ვი. იმ დღ­ეს გეი­ტსჰედს ვეთ­ხოვებოდი. უნ­და გავ­ყო­ლო­დი ეტლს, რო­მელ­საც ექვს სა­ათ­ზე ჩვენს ჭიშკ­არ­თან უნ­და ჩამ­ოევლო. ჩემს გა­საც­ილებ­ლად მხო­ლოდ ბე­სი წამ­ომდგარიყო, სა­ბავშვო ოთა­ხის ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი გა­ე­ჩა­ღ­ებ­ინა და საუ­ზმეს მიმ­ზა­დებ­და. ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა ბავშვს, გამ­გზავ­რების წინ მღ­ელ­ვა­რების გა­მო ჭა­მა არ შე­მეძლო. ბე­სი ამა­ოდ მა­ძა­ლებ­და ჩემ­თ­ვის მომ­ზა­დებულ რძე­სა და პურს. ხე­ლი ვე­რა­ფერს ვახ­ლე. მან რამ­დენ­იმე ნამ­ცხვარი ქა­ღ­ალდში გამ­იხვია და სამ­გზავრო ჩან­თაში ჩა­მი­დო. მე­რე პალ­ტო ჩა­მაც­ვა, ქუ­დი და­მახ­ურა; თვი­თონ შალ­ში გა­ეხ­ვია და ასე დავ­ტოვეთ სა­ბავშვო ოთა­ხი. მი­სის რი­დის ოთახს რომ ჩავ­უა­რეთ, მკი­თხა:

- ნუ­თუ არ შეხ­ვალთ და არ გამ­ოემ­შვიდობებით მი­სის რიდს, მის ჯე­ინ?
- არა, წუ­ხელ, თქვენ რომ დაბ­ლა ვახ­შ­მობ­დით, მი­სის რი­დი ჩემს ოთახ­ში შემ­ოვიდა, სა­წოლს მო­უ­ახ­ლოვდა და გა­მაფ­რთხილა, რომ წას­ვლისას არც ის და არც ჩე­მი ბი­ძაშ­ვილები არ შე­მეწ­უხებ­ინა და მათ­თ­ვის დი­ლის ძი­ლი არ და­მეფრთხო. თან ისიც დას­ძინა, მახ­სოვდეს, რომ ის ყო­ველ­თ­ვის ჩე­მი სა­უკ­ე­თესო მეგ­ობარი იყო და ამ­იერ­იდან ყველ­გან პატ­ივისცემ­ითა და მად­ლიე­რებით უნ­და მო­ვიხ­სე­ნიო.
- თქვენ რა­ღა უპას­უხეთ, მის?
- არა­ფერი, სა­ხე­ზე სა­ბანი წავ­იფა­რე და კედ­ლისკ­ენ გა­დავბრუნდი.
- ცუ­დად მოქ­ცეუ­ლხართ, მის ჯე­ინ.
- არა, ბე­სი, ძალ­იან კარ­გად მო­ვი­ქე­ცი. თქვე­ნი ქალ­ბატონი ჩე­მი მეგ­ობარი არას­ოდეს ყო­ფი­ლა. ის ყო­ველ­თ­ვის ჩე­მი მტე­რი იყო.
- ოჰ, მის ჯე­ინ, ნუ ამ­ბობთ ამას!

- ნახ­ვამდის, გეი­ტსჰედო! - წამ­ოვიძა­ხე, რო­დე­საც დარ­ბაზი გავ­ია­რეთ და წი­ნა კარ­იდან გა­ვედით.
მთვა­რე ჩა­სუ­ლი­ყო; უკუ­ნეთს მო­ეც­ვა იქაუ­რობა. ბე­სი გზას ფარ­ნით ანა­თებ­და. მი­სი შუ­ქი სველ სა­ფეხ­ურებ­სა და ქვი­შით მო­კირ­წყ­ლულ გზა­ზე ციმ­ცი­მებ­და. ზამ­თ­რის ცი­ვი დი­ლის სუს­ხი კბილს კბ­ილზე მა­ცემ­ინებ­და და, რაც შე­მეძლო, მი­ვიჩ­ქა­რო­დი. მე­კ­არის ქოხ­ში სი­ნათ­ლე მო­ჩან­და. შიგ­ნით შე­ვედით. მე­კ­არის მე­უღ­ლე ახა­ლი ამ­დგარი ჩან­და, რად­გან ცეცხლს ის იყო ან­თებ­და. ჩე­მი ბარ­გი ჯერ კი­დევ წი­ნა­ღ­ა­მეს წამ­ოიღ­ეს და ახ­ლა, თას­მებ­გა­და­ჭერილი, კარ­თან შევ­ნიშნე. ექვსს რამ­დენ­იმე წუ­თი­ღა აკლ­და, სრულ ექვს სა­ათ­ზე კი შო­რით მო­მა­ვალი დი­ლიჟ­ანსის ბორ­ბ­ლე­ბის ხმა­უ­რიც შემ­ომეს­მა. კარ­თან მი­ვე­დი და დი­ლიჟ­ანსის ფარ­ნების შუქს გავ­ცქეროდი, რო­მე­ლიც სიბ­ნე­ლეში სწრა­ფად გვი­ახ­ლოვდებ­ოდა.
- მარ­ტო გზავ­ნით? - იკი­თხა მე­კ­არის ცოლ­მა.
- დი­ახ.
- შორს არის, სა­დაც მი­დის?
- აქე­დან ორ­მოც­და­ათი მი­ლი იქ­ნე­ბა.
- ოჰ, რა დი­დი მან­ძილია! მიკ­ვირს, ნუ­თუ მი­სის რიდს არ ეშ­ინია, რომ ამ სი­შო­რე­ზე მას მარ­ტოდმარტო გზავ­ნის.
ოთხ­ცხენ­იანი, მგზავ­რებით სავ­სე დი­ლიჟ­ანსიც მო­ვი­და, ჭიშკ­არ­თან გა­ჩერ­და. გამ­ყო­ლი და მე­ეტ­ლე ყვი­რი­ლით გვაჩ­ქა­რებ­დნენ. ჩე­მი ბარ­გი მა­ღ­ლა შე­აგ­დეს და ძლივს მო­მაშ­ორეს ბე­სის, რო­მელ­საც კი­სერ­ზე ვეხ­ვეოდი და გაუ­თა­ვებ­ლად ვკოც­ნი­დი.
- აბა, თქვენ იცით, რო­გორ გაუ­ფრთხილდებით ამ ბავშვს, - ეუ­ბნებ­ოდა ის გამ­ყოლს, რო­მელ­მაც ხელ­ში ამ­იყვა­ნა და დი­ლიჟ­ანსში ჩამ­სვა.
- კარ­გი, კარ­გი! - გაი­სმა პას­უხად. კა­რი მოა­ჯახ­უნეს; ვიღ­ა­ცამ დაი­ძა­ხა, წა­ვედითო, და დი­ლიჟ­ანსიც დაი­ძრა. ასე გამ­ოვეთ­ხოვე ბეს­ისა და გეი­ტსჰედს. მი­ვეშ­ურებოდი, რო­გორც მა­შინ ვფიქ­რობ­დი, შო­რე­უ­ლი, იდუ­მა­ლებით მო­ცუ­ლი და სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი სამ­ყარ­ოსკ­ენ.
ამ მოგ­ზაუ­რობიდან ცო­ტა რამ მახ­სოვს. მხო­ლოდ ის ვი­ცი, რომ დრო ძალ­იან გაგ­რძელ­და და მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს რამ­დენ­იმე ასე­ულ მილ­ზე მე­ტი გავ­ია­რეთ. გავ­ც­დით რამ­დენ­იმე ქა­ლაქს და ბო­ლოს ჩვე­ნი დი­ლიჟ­ანსი ერ­თ-ერთ ძალ­იან დიდ ქა­ლაქში გა­ჩერ­და, ცხე­ნები გამ­ოუშვეს და მგზავ­რებიც გად­მოვიდნენ, რომ ესად­ილათ. გამ­ყოლმა სა­საუზმოდ სას­ტუმ­რო­ში შემ­იყვა­ნა, მაგ­რამ მა­ლე­ვე დამ­ტოვა, რად­გან არაფ­რის ჭა­მა არ შე­მეძლო. დავ­რ­ჩი ამ უზარ­მა­ზარ ოთახ­ში და იქა­უ­რო­ბის თვალ­იე­რე­ბა დავ­იწყე. ორი­ვე მხა­რეს ბუ­ხა­რი გიზ­გი­ზებ­და. ჭე­რის შუ­ა­გულ­ში დი­დი ჭა­ღი ეკი­და; მა­ღ­ლა, ერ­თ-ერთ კე­დელ­ზე, წით­ლად შე­ღ­ებილი პა­ტა­რა ქან­და­რა შევ­ნიშნე, სა­დაც მრა­ვალ­ნაირი მუ­სიკ­ალური სა­კ­რავი ეწყო. სას­ტუმ­რო­ში დიდ­ხანს ბოლ­თას ვცემ­დი და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში საშ­ინელ შიშს გან­ვიც­დი­დი. მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ ვინ­მე შემ­ოვიდოდა და მო­მი­ტა­ცებ­და. ჯერ კი­დევ მჯერ­ოდა, რომ არ­სებ­ობდნენ რა­ღ­აც ავი სუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვებს იტა­ცებ­დნენ. ასეთ ამ­ბებს ბე­სი ხში­რად გვიყ­ვებ­ოდა ხოლ­მე ცეცხ­ლის პი­რას. ბო­ლოს გამ­ყო­ლიც დაბ­რუნდა. ერ­თხელ კი­დევ ჩამ­სვეს დი­ლიჟ­ანსში. ჩე­მი მფარ­ველი მა­ღ­ლა ავ­იდა, კო­ფოზე წამ­ოჯდა, საყ­ვირს ჩა­ბე­რა და დი­ლიჟ­ანსიც ქ. ლ-ის ქვა­ფენ­ილზე ხმა­უ­რით გაუ­დგა გზას.

სა­ღ­ამო ბუ­რუ­სი­ა­ნი იყო და ცრი­და. ბინ­დი ჩამ­ოწვა. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მარ­თლაც დი­დი მან­ძი­ლით დავ­შორ­დი გეი­ტსჰედ-ჰოლს. უკ­ვე აღ­არ გვი­წევ­და ქა­ლა­ქებ­ზე გავ­ლა და მი­და­მოც გამ­ოიცვა­ლა. ახ­ლა ჰო­რი­ზონ­ტ­ზე მა­ღ­ალი, რუ­ხი გო­რა­კ­ები ჩნდებ­ოდნენ. ბინ­დი სიბ­ნე­ლემ შეც­ვა­ლა. მა­ლე გავ­ივა­კ­ეთ. გარ­შემო ტყეს და­ებ­ურა იქაუ­რობა. მთელ იმ არე­მა­რე­ზე წყვდი­ად­მა დაი­სად­გურა და ძალ­იან დიდ­ხანს მეს­მოდა, რო­გორ და­თა­რეშ­ობდა ძლი­ე­რი ქა­რი ხე­ებს შო­რის.
ქა­რის ზუ­ზუ­ნი ნა­ნა­სავით ჩა­მეს­მოდა და მა­ლე ჩა­მეძ­ინა. დიდ­ხანს არ მძი­ნებ­ია. დი­ლიჟ­ანსის უე­ცარ­მა შე­ჩე­რე­ბამ გამ­ომა­ღვ­იძა. კა­რი უკ­ვე გა­ე­ღოთ; ჩვენ წინ ვიღ­აც შევ­ნიშნე და მსა­ხურს მი­ვამ­სგავ­სე, რად­გან ფარ­ნის შუქ­ზე ძლივს გა­ვარ­ჩიე მი­სი სა­ხე და ტან­საც­მელი.
- არის აქ ვინ­მე პა­ტა­რა გო­გო­ნა, ჯე­ინ ეარი? - იკი­თხა მან. მე ვუ­პას­უხე, დი­ახ­-მეთ­ქი. ამის მე­რე ეტ­ლიდან გად­მომიყვა­ნეს, ჩე­მი ბარ­გი ჩამ­ოიღ­ეს და ეტ­ლიც მაშ­ინვე დაი­ძრა.
დიდ­ხანს ჯდო­მის­გან დავ­იხუთე; ბორ­ბ­ლე­ბის ხმაუ­რმა და ჯან­ჯღ­არ­მა გა­მაბ­რუა. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, ძალ­-ღო­ნე მო­ვიკრ­იბე და გარ­შემო მი­მო­ვი­ხე­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წვიმ­და, ქა­რი ქრო­და და ძალ­იან ბნელ­ოდა, მა­ინც შე­ვამ­ჩნიე ჩემ წინ აღ­მართული რა­ღ­აც კე­დელი, რო­მელ­შიც ღია კა­რი შევ­ნიშნე. ჩემ­მა ახალ­მა გამ­ყოლმა შიგ­ნით შემ­იყვა­ნა, მე­რე კა­რი მი­ხუ­რა და გა­და­კ­ე­ტა. ახ­ლა უკ­ეთ დავ­ინა­ხე, რომ ის ძალ­იან დი­დი შენ­ობა იყო და უამ­რავი ფან­ჯა­რა ჰქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ვერ გეტყ­ვით, ჩემ წინ ერ­თი სახ­ლი იყო თუ სახ­ლები. მხო­ლოდ რამ­დენ­იმე მათ­გან­იდან გამ­ოკრ­თოდა შუ­ქი. გავ­ყევით კენ­ჭებით მო­ფე­ნილ ფარ­თო ბი­ლიკს და მა­ლე შე­სას­ვლელი კა­რის წინ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. მსახ­ურმა დე­რე­ფანში გა­მა­ტა­რა, რო­მელ­იღ­აც ოთახ­ში შემ­იყვა­ნა, სა­დაც ცეცხ­ლი გიზ­გი­ზებ­და, და მარ­ტო დამ­ტოვა.
ცეცხლს მი­ვეფ­იცხე. გა­თო­შილ ხე­ლებს ვით­ბობ­დი და თან ოთახს ვათ­ვალ­იე­რებდი. სან­თელი არ­სად ჩან­და. მხო­ლოდ ბუხ­რის ალი აშ­უქებ­და იქაუ­რობას. მო­ციმ­ცი­მე მკრ­თალ შუქ­ზე დავ­ინა­ხე შპა­ლე­რა­კრული კედ­ლები. მი­სა­ღ­ები ოთა­ხი ნო­ხით, ფარ­დებ­ითა და პრია­ლა, წი­თე­ლი ხის ავე­ჯით მო­ერ­თოთ. რა­სა­კვ­ირველ­ია, ის არ ჰგავ­და გეი­ტსჰედ-ჰოლის ფარ­თო და დი­დე­ბულ სას­ტუმ­რო ოთახს, მაგ­რამ სა­კ­მაოდ კე­თილ­მოწყო­ბი­ლი იყო. ვა­კვ­ირდებოდი კე­დელ­ზე ერ­თ-ერთ სუ­რათს და ვცდი­ლობ­დი, გა­მეგო მი­სი ში­ნა­არსი. ამ დროს კა­რი გა­იღო და ოთახ­ში სან­თ­ლით ხელ­ში ვიღ­აც შემ­ოვიდა. მას კი­დევ სხვა ქა­ლი მოჰ­ყ­ვებ­ოდა უკ­ან.
პირ­ვე­ლი მა­ღ­ალი ლე­დი იყო. რო­გორც შევ­ნიშნე, მას შა­ვი თმა, შა­ვი თვა­ლები, მა­ღ­ალი შუბ­ლი და ფერ­მკრ­თალი სა­ხე ჰქონ­და. მხრებ­ზე შა­ლი წამ­ოეს­ხა და მე­ტად სე­რი­ო­ზუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლებით, წელ­ში გა­მართული, ჩე­მკ­ენ მო­დი­ო­და.
- ბავ­შ­ვი პა­ტა­რა­ა, რო­გორ გამ­ოგზავ­ნეს მარ­ტო? - წარ­მოთქვა მან და სან­თელი მაგ­იდა­ზე დად­გა. ერ­თი თუ ორი წუ­თი დი­დი ყუ­რა­დღ­ებით მი­ყუ­რებ­და და მე­რე დაუ­მა­ტა:
- უმ­ჯო­ბეს­ია, ახ­ლა­ვე ლო­გინ­ში ჩა­ვაწვინოთ, - შემ­დეგ მე მო­მიბ­რუნ­და, მხარ­ზე ხე­ლი და­მადო და მკი­თხა:
- და­იღ­ა­ლე?
- ოდ­ნავ, ქალ­ბატონო.
- ალ­ბათ, გშია კი­დეც? მის მი­ლერ, ავახ­შმეთ, სა­ნამ დაი­ძინებ­დეს.
- პირ­ვე­ლად მო­გაშ­ორეს მშობ­ლებს და სკო­ლაში გამ­ოგგზავ­ნეს, ჩე­მო პა­ტა­რა გო­გო­ნა, არა?
მე ვუ­პას­უხე, რომ მშობ­ლე­ბი აღ­არ მყავ­და. შემ­დეგ მან მკი­თხა, თუ რო­დის გარ­დაი­ცვალ­ნენ ისი­ნი; გამ­ომკი­თხა წლო­ვა­ნე­ბა, გვა­რი, სა­ხელი და დაი­ნტე­რეს­და, შე­მეძლო თუ არა წე­რა, კი­თხვა ან კერ­ვა. ბო­ლოს ხე­ლი ნა­ზად შე­ახო ჩემს სა­ხეს და თქვა: იმე­დი მაქვს, კარ­გი ბავ­შ­ვი იქ­ნე­ბით, - და მის მი­ლერს გა­მაყ­ოლა.
ლე­დი, რო­მე­ლიც ოთახ­ში დავ­ტოვე, და­ახ­ლოებით ოც­დაც­ხრა წლის იქ­ნებ­ოდა. მეო­რე კი, რო­მელ­მაც წამ­ომიყვა­ნა, რამ­დენ­იმე წლით მას­ზე უმ­ც­რო­სი ჩან­და. პირ­ვე­ლის ხმამ, გა­რეგ­ნობამ და სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დილე­ბა მო­ახ­დინა. მის მი­ლე­რი კი სრუ­ლი­ად ჩვეუ­ლებრივ ადამ­ია­ნად წარ­მომიდგა; მი­უ­ხე­და­ვად აღა­ჟ­ღ­აჟებული სახისა, გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­ზე შე­ატყობდით, რომ უამ­რავი საზ­რუნავი ჰქონ­და. მი­სი სი­ა­რუ­ლი და მოქ­მე­დე­ბა კი იმ ადამ­ია­ნებს მო­გაგ­ონებ­დათ, რო­მელ­თაც ყო­ველ­თ­ვის აუა­რე­ბელი საქ­მე აწ­უხებთ ხოლ­მე. გულ­ში გა­დავ­წყვიტე, რომ ის უმ­ც­რო­სი მას­წავ­ლე­ბელი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და, რო­გორც მოგ­ვია­ნებით შევ­ნიშნე, ჩე­მი აზ­რი მარ­თალი გამ­ოდგა. მის მი­ლე­რი წინ მი­დი­ო­და და ამ დიდ­სა და უთავ­ბო­ლოდ ნა­გებ შენ­ობაში ერ­თი ად­გილიდან მეო­რე­ზე, დე­რეფ­ნიდან დე­რე­ფანში გა­დავ­ყავდი. გავ­ია­რეთ თუ არა შე­ნო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც სევ­დის მომ­გ­ვ­რელ მდუ­მა­რე­ბას მო­ეც­ვა, უცებ ბავ­შვების ჟრ­იამული შემ­ოგვეს­მა და ჩვენც მაშ­ინვე სა­კ­მაოდ ფარ­თო და გრძელ ოთახ­ში შე­ვედით. შეს­ვლისთა­ნა­ვე შევ­ნიშნე, რომ ოთა­ხის თავ­სა და ბო­ლო­ში ნაძ­ვის ხის დი­დი მაგ­იდები იდ­გა. თი­თო­ე­ულ მაგ­იდა­ზე ორ-ორი სან­თელი ენ­თო. მაგ­იდებს გარ­შემო თით­ქ­მის ყვე­ლა წლო­ვა­ნების, ასე ცხრა­-ათი წლი­დან ოცი წლის ასა­კ­ამ­დე, გო­გო­ნე­ბი შემ­ოსხდომოდნენ. შინ ჩა­მოქ­ნი­ლი ქო­ნის სან­თ­ლის მკრ­თალ შუქ­ზე მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ისი­ნი ძალ­იან ბევ­რ­ნი იყ­ვ­ნენ, თუმ­ცა სი­ნამ­დვილეში ოთხ­მოცს არ აღ­ე­მა­ტებ­ოდნენ. ბავ­შვებს ყვე­ლას ერ­თნაირი, ძვე­ლებურ მო­და­ზე შე­კ­ერილი, მდა­რე ხა­რის­ხის შა­ლის კა­ბები ეც­ვათ ტი­ლოს გრძე­ლი წინ­საფ­რებით. ეტ­ყობა, მე­ცად­ინეობისთვის გა­ნკუთვნილ დროს შე­ვედით, რად­გან ყვე­ლა მათ­განი მეო­რე დღის­თ­ვის გა­კ­ვეთ­ილებს ბუტ­ბუ­ტით ერ­თად იმეო­რებ­და. ხმა­უ­რიც, რო­მე­ლიც მე შემ­ომეს­მა, უეჭ­ველ­ია, ამით იყო გამ­ოწვეული.
მის მი­ლერ­მა მან­იშნა, კარ­თან ახ­ლოს, ხის სკ­ამ­ზე დავ­მჯდარ­იყავი, თვი­თონ კი, შემ­ოვიდა თუ არა, იქ­ვე გა­ჩერ­და და ხმა­მა­ღ­ლა გა­ნაც­ხა­და:
- ჯგუფხე­ლებო, წიგ­ნე­ბი შე­აგ­როვეთ და თა­ვის ად­გილას და­აწ­ყვეთ!
სხვა­დას­ხვა ად­გილიდან ოთხი მა­ღ­ალი გო­გო­ნა წამ­ოდგა, მაგ­იდებს შემ­ოუა­რეს, სა­ხელ­მძღ­ვა­ნელ­ოები მო­აგ­როვეს და წა­იღ­ეს. მის მი­ლერ­მა კვ­ლავ გას­ცა გა­ნკ­არ­გულე­ბა:
- ჯგუფხე­ლებო, ვახ­შ­მის­თ­ვის ლან­გრები შემ­ოიტა­ნეთ!
იგი­ვე მა­ღ­ალი გო­გო­ნე­ბი გავ­იდნენ და მა­ლე­ვე დაბ­რუნდნენ. თი­თო­ე­ულს ხელ­ში ეჭ­ირა სავ­სე ლან­გარი, რო­მელ­ზეც რა­ღ­აც საჭ­მელი უკ­ვე წი­ნას­წარ იყო გა­ნაწ­ილებული. თი­თო­ე­ულ ლან­გარ­ზე წყლით სავ­სე სუ­რა და თი­თო ტოლ­ჩა იდ­გა. საჭ­მელი ჩამ­ოარ­იგეს, ხო­ლო წყალს კი ყვე­ლა ბავ­შ­ვი ერ­თი და იმა­ვე ჭი­ქი­დან სვამ­და. ჩე­მი ჯე­რიც დად­გა. ძალ­იან მწყუ­რო­და და მხო­ლოდ წყა­ლი მოვ­ს­ვი. საჭ­მ­ლის­თ­ვის კი ხე­ლი არ მიხ­ლია, აღ­ელ­ვებ­ისა და და­ქან­ცულობისგან ჭა­მა არ შე­მეძლო; მხო­ლოდ ის შევ­ნიშნე, რომ თხლად დაჭ­რი­ლი შვრი­ის პუ­რი შემ­ოიტა­ნეს.
ვახ­შამი დამ­თავ­რდა თუ არა, მის მი­ლერ­მა ლოც­ვე­ბი ჩა­იკი­თხა და ჯგუფხე­ლები გა­ა­თავ­ისუფლა. შემ­დეგ, ორ-ორად დაწყო­ბი­ლი, ზე­მოთ ავე­დით. ძა­ლა არ შემ­წევ­და, საძ­ინე­ბელი ოთა­ხი და­მეთ­ვალ­იე­რებ­ინა. მხო­ლოდ ის მახ­სოვს, რომ ეს ოთა­ხი სა­მე­ცადინო ოთა­ხი­ვით გრძე­ლი ჩან­და. იმ ღა­მეს მის მი­ლერ­თან მეძ­ინა და ტან­საცმლის გახ­დაშიც ის მო­მეხ­მა­რა. ჩავ­წექი თუ არა, საწ­ოლების გრძელ მწკრივს გა­დავ­ხე­დე და შევ­ნიშნე, რომ თი­თო­ე­ულ სა­წოლ­ში ორ-ორი ბავ­შ­ვი წვებ­ოდა. ათ წუთ­ში სან­თ­ლის შუ­ქიც გაქ­რა და ამ სი­ჩუ­მე­სა და უკუ­ნეთ სიბ­ნე­ლეში მა­ლე ჩა­მეძ­ინა.
ღა­მემ სწრა­ფად გა­ია­რა. გზამ ისე და­მღ­ა­ლა, სიზ­მა­რიც კი არ მი­ნა­ხავს. მხო­ლოდ ერ­თხელ გა­მე­ღვ­იძა და გაშ­მა­გებული ქა­რის ზუ­ზუ­ნი და კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მის ხმა შემ­ომეს­მა. მის მი­ლე­რი უკ­ვე ჩემ გვერ­დით იწ­ვა. რო­ცა მეო­რედ გა­ვახ­ილე თვა­ლი, ზა­რის ხმა­მა­ღ­ალი რე­კ­ვა ის­მო­და. გო­გო­ნე­ბი უკ­ვე ამ­დგარ­იყვნენ და იც­ვამ­დნენ, გარ­იჟ­რა­ჟი ჯერ კი­დევ შორს იყო და ოთახს მხო­ლოდ ერ­თი თუ ორი სან­თელი ანა­თებ­და. მეც უხა­ლი­სოდ წამ­ოვდექი. სუს­ხი­ა­ნი დი­ლა იყო. სი­ცი­ვის­გან მთლად აცახ­ცა­ხებ­ულმა, ძლივს მო­ვა­ხერ­ხე ჩაც­მა. ხელ-პი­რი კი მხო­ლოდ მა­შინ დავ­იბა­ნე, რო­ცა პირ­სა­ბანი ტაშ­ტი გა­თავ­ისუფლდა. ეს კი არც ისე იოლი იყო, რად­გან ექ­ვ­სი ბავ­შ­ვი მხო­ლოდ ერ­თი ტაშ­ტით სარ­გებ­ლობდა. ზა­რი კვ­ლავ და­რე­კ­ეს. ყვე­ლა ორ-ორად დაწყო­ბი­ლი ჩა­ვედით. იქ მის მი­ლერ­მა კვ­ლავ წა­იკი­თხა ლოც­ვე­ბი და შემ­დეგ ხმა­მა­ღ­ლა ბრძა­ნე­ბა გას­ცა.
- ჯგუ­ფე­ბად მო­ეწ­ყვეთ!
ხმა­უ­რი რამ­დენ­იმე წუთს კი­დევ გრძელ­დებ­ოდა. ამ ხნის გან­მავ­ლობაში მის მი­ლე­რი გან­უწყვეტლივ იმეო­რებ­და: - სი­ჩუ­მე, დაწ­ყნარდით!
სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და და დავ­ინა­ხე, რომ გო­გო­ნე­ბი ოთხ ჯგუ­ფად გაყ­ოფილიყვნენ და თი­თო­ე­ულ ჯგუფს მაგ­იდების გარ­შემო, სკ­ა­მების წინ, ოთხი ნა­ხე­ვარ­წრე შე­ე­კ­რა. ყვე­ლას წიგ­ნი ეჭ­ირა ხელ­ში. მაგ­იდებ­ზე კი, თავ­ისუფალი ად­გილების წინ, ეწყო სქელ­ტან­იანი წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ხა­რე­ბას ჰგავ­და. რამ­დენ­იმე წუთს სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და. შემ­დეგ კვ­ლავ გაი­სმა ხმა­და­ბალი კითხ­ვით გამ­ოწვეული გაუ­რკ­ვე­ველი ზუ­ზუ­ნი. მის მი­ლე­რი ჯგუ­ფებს შო­რის მი­მო­დი­ო­და და ცდი­ლობ­და, და­ეწ­ყნა­რებ­ინა ისი­ნი. გაი­სმა შო­რე­უ­ლი ზა­რის წკრ­იალი და ოთახ­ში მაშ­ინვე სა­მი მას­წავ­ლე­ბელი შემ­ოვიდა. ისი­ნი მაგ­იდებ­ისკ­ენ გა­ე­მარ­თნენ და ყვე­ლამ მის­თ­ვის გა­ნკუთვნილი ად­გი­ლი და­იკ­ა­ვა. კარ­თან ახ­ლოს, მეო­თხე მაგ­იდას­თან, კი­დევ ერ­თი ცარ­იელი სკ­ამი იდ­გა და მის მი­ლე­რი სწო­რედ იქით გა­ეშ­ურა. ამ მა­გი­დის ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა გო­გო­ნე­ბი შე­კ­რებ­ილიყვნენ. მეც ამ დაწ­ყებით ჯგუფ­ში ამ­ომიკი­თხეს და ყვე­ლა­ზე ბო­ლოს და­მა­ყე­ნეს.
მე­ცად­ინეო­ბა და­იწყო. დი­ლის მოკ­ლე ლოც­ვა და სა­ღვთო წე­რი­ლის რამ­დენ­იმე თა­ვი გაგ­ვა­მეო­რებ­ინეს, ბო­ლოს დიდ­ხანს გვი­კი­თხავ­დნენ ნაწ­ყვე­ტებს სა­ხა­რებ­იდან, რაც ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და. მე­ცად­ინეო­ბა დამ­თავ­რდა და თით­ქ­მის გა­თენ­და კი­დეც. ზა­რის ხმა ამ­ჯე­რად უკ­ვე მეო­თხედ შემ­ოგვეს­მა, კვ­ლავ და­ვეწ­ყვეთ და სა­საუზმოდ მეო­რე ოთახ­ში შე­ვედით; რო­გორ მი­ხარ­ოდა, რომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­საძ­ლებ­ლობა მო­მე­ცა საჭ­მელი მე­ჭა­მა! მე ხომ მთე­ლი წი­ნა დღის გან­მავ­ლობაში ლუკ­მა არ ჩა­მედო პირ­ში და იმ­დე­ნად დავ­სუს­ტ­დი, რომ შიმ­ში­ლის­გან გუ­ლი მიმ­დი­ო­და.
სა­სადილო ოთა­ხი დი­დი, მაგ­რამ და­ბალ­ჭერ­იანი და ბნე­ლი იყო. ორ გრძელ მაგ­იდა­ზე ჯა­მები ჩა­ემ­წკრ­ივებ­ინათ. ორ­თ­ქ­ლის ჭავ­ლმა მი­მახ­ვედ­რა, მათ­ში ცხე­ლი საჭ­მელი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ, ჩემ­და სა­ვა­ლალოდ, საჭ­მ­ლის სუნ­მა ჭა­მის მა­და მაშ­ინვე დამ­იკ­არ­გა. სა­ერთო უკ­მაყ­ოფილე­ბა შევ­ნიშნე, რო­დე­საც ეს სუ­ნი სხვა ბავ­შვებ­მაც იგ­რ­ძ­ნეს. პირ­ვე­ლი ჯგუ­ფი­დან მო­წი­ნა­ვე მწკრ­ივებში, სა­დაც ის მა­ღ­ალი გო­გო­ნე­ბი იდ­გ­ნენ, ჩურ­ჩუ­ლი გაი­სმა.
- საშ­ინე­ლე­ბა­ა, ფა­ფა კვ­ლავ მიმ­წ­ვარ­ია!
- სი­ჩუ­მე! - წამ­ოიძა­ხა ვიღ­ა­ცამ. ეს უკ­ვე მის მი­ლე­რი კი არა, ვიღ­აც მა­ღ­ალი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, პა­ტა­რა, შავ­გვრე­მანი, კო­ხტად ჩაც­მუ­ლი, მაგ­რამ არა­სას­იამოვნო შე­სა­ხე­დაობის ქა­ლი. მას ერთ-ერ­თი სუფ­რის თავ­ში და­ე­კ­ა­ვებ­ინა ად­გი­ლი. მეო­რე მაგ­იდას­თან კი უფ­რო წარ­მოსა­დეგი ლე­დი შევ­ნიშნე. ამა­ოდ ვა­ცე­ცებდი თვა­ლებს და ვე­ძებდი იმ ქალს, რო­მე­ლიც წი­ნა­ღ­ა­მეს ვნა­ხე. ის არ­სად ჩან­და. მის მი­ლერ­მა მა­გი­დის ბო­ლო­ში და­იკ­ა­ვა ად­გი­ლი, სა­დაც მე ვი­ჯე­ქი. ხან­ში შე­სუ­ლი ქა­ლი კი, რო­მე­ლიც უცხო­ელს წა­ა­გავ­და და, რო­გორც შევ­იტყვე, ფრან­გუ­ლი ენის მას­წავ­ლე­ბელი იყო, მეო­რე მაგ­იდას­თან დაჯ­და. კვ­ლავ წაგ­ვიკი­თხეს გრძე­ლი ლოც­ვა, ამას მოჰ­ყ­ვა გალ­ობა და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შემ­ოუტა­ნა მსახ­ურმა მას­წავ­ლებ­ლებს ჩაი და ჩვენც ჭა­მას შევ­უდექით.
შიმ­ში­ლის­გან დას­უსტებ­ულმა, რამ­დენ­იმე კოვ­ზი ფა­ფა ისე გა­დავ­ყლა­პე, არც კი მი­ფიქ­რია, გე­მო გა­მეს­ინჯა. შიმ­ში­ლი ცო­ტა­თი დავ­იკ­მაყ­ოფილე თუ არა, მაშ­ინვე მივ­ხ­ვ­დი, რა უგე­მურ და გუ­ლის ამ­რევ საჭ­მელს შე­ვექ­ცეოდი. მიმ­წ­ვა­რი ფა­ფა დამ­პალ კარ­ტოფილზე უა­რეს­ია. თვით საშ­ინელი შიმ­ში­ლიც კი უძ­ლუ­რია მის წი­ნა­შე. კო­ვზების მოძ­რაო­ბა­ზე შე­ვატ­ყვე, თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი რა უხა­ლი­სოდ შე­ექ­ცეო­და საჭ­მელს და ძა­ლით ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი წი­ლი რო­გორ­მე გა­და­ეყ­ლა­პა. გო­გო­ნე­ბის უმ­რავ­ლეს­ობამ საჭ­მელი ხელ­უხლე­ბელი დატ­ოვა. მა­ლე საუ­ზმე დამ­თავ­რდა, მაგ­რამ არა­ვინ და­ნაყ­რებ­ულა. ლოც­ვე­ბი მა­ინც გვათ­ქმევ­ინეს, ღმერთს მად­ლობა შევ­წირეთ წყა­ლო­ბის­თ­ვის, თუმ­ცა მშივ­რე­ბი დავ­რ­ჩით. დამ­თავ­რდა თუ არა მეო­რე სა­გალ­ობელი, სა­სად­ილოდან პირ­და­პირ სა­კ­ლასო ოთახ­ისკ­ენ გა­ვეშ­ურეთ. ყვე­ლა­ზე ბო­ლოს მე გამ­ოვედი სა­სადილო ოთახ­იდან. მაგ­იდებს შო­რის მი­მა­ვალ­მა თვა­ლი მოვკ­არი, რომ ერ­თ-ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა თა­სი ხელ­ში აიღო, ფა­ფას გე­მო გაუ­სინჯა და სხვა მას­წავ­ლებ­ლებს გა­და­ხე­და. თი­თო­ე­უ­ლის სა­ხე­ზე უკ­მაყ­ოფილე­ბა ამ­ოვიკი­თხე. ერთ-ერ­თმა მათ­გან­მა, ყვე­ლა­ზე უფ­რო მსუ­ქან­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა, ჩურ­ჩუ­ლით ჩაი­ლა­პა­რა­კ­ა:
- რა სა­ძაგ­ლობა­ა, არ რცხვენ­იათ?
გა­კ­ვეთ­ილები და­ახ­ლოებით თხუთ­მე­ტი წუ­თის შემ­დეგ და­იწყო. ამ ხნის გან­მავ­ლობაში სა­კ­ლასო ოთახ­ში გა­მაყ­რუე­ბელი ხმა­უ­რი იდ­გა. რო­გორც ჩანს, ასეთ დროს გო­გო­ნებს ნე­ბას აძ­ლევ­დნენ, ხმა­მა­ღ­ლა, თავ­ისუფლად ელა­პა­რა­კ­ათ, და ისი­ნიც ამ უფ­ლე­ბით სარ­გებ­ლობდნენ. საუ­ბარი საუ­ზმეს შე­ე­ხებ­ოდა და თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის უკ­მაყ­ოფილე­ბას გამ­ოთქვამ­და. საბ­რალო ბავ­შვები! აი, ერ­თა­დერთი ნუ­გე­ში, რი­თაც დარდს იქარ­ვებ­დნენ. მას­წავ­ლებ­ლებ­იდან ოთახ­ში მხო­ლოდ მის მი­ლე­რი დარ­ჩა, რო­მელ­საც უფ­რო­სი კლა­სის მოს­წავ­ლე გო­გო­ნე­ბი გარს შემ­ოხვეო­დნენ და სერ­იოზულად ელა­პა­რა­კ­ებ­ოდნენ. აღ­საზ­რდე­ლები მეტ­ისმე­ტად აღ­ელ­ვებულნი ჩან­დნენ. რამ­დენ­იმემ მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი ახ­სე­ნა, რა­ზე­დაც მის მი­ლე­რი უარის ნიშ­ნად თავს აქ­ნევ­და და მაი­ნცდა­მაინც დი­დად არ ცდი­ლობ­და, სა­ერთო გუ­ლის­წყ­რო­მი­სა და მღ­ელ­ვა­რებისთვის ხე­ლი შე­ე­შა­ლა; ნამ­დვილად თვი­თო­ნაც იზია­რებ­და მათ აზრს.
სა­კ­ლასო ოთახ­ში სა­ათ­მა ცხრა­ჯერ და­რე­კ­ა, მის მი­ლერ­მა გარ­შემ­ოხვეული გო­გო­ნე­ბი მი­ატ­ოვა, ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში დად­გა და ხმა­მა­ღ­ლა გა­ნაც­ხა­და:
- სიწყ­ნა­რე! ად­გილებ­ზე!
წეს­რი­გი დამ­ყარ­და. აუ­რზაური შეწ­ყდა და ხუთ წუთ­ში სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და. უფ­რო­სი კლა­სის მას­წავ­ლებ­ლებ­მა თავ­იანთი ად­გილები და­იკ­ა­ვეს, მაგ­რამ ყვე­ლა მათ­განი თით­ქოს რა­ღ­ა­ცას უც­დი­და. ოთახ­ში, ორი­ვე მხა­რეს, ხის გრძელ სკ­ა­მებ­ზე წელ­ში გა­მართული ოთხ­მო­ცი გო­გო­ნა გაუ­ნძრევ­ლად იჯ­და. უც­ნა­უ­რი სა­ნა­ხავი იყო მთე­ლი ეს კრე­ბუ­ლი: თმა ყვე­ლას სა­დად ჰქონ­და და­ვარცხნილი, ერთ კუ­ლულსაც კი ვე­რავის შე­ამ­ჩნევდით. ყელს უფა­რავ­დათ მა­ღ­ალი, მაქ­მან­შემ­ოვლებული მრგვა­ლი სა­ყელ­ოები, ყავ­ისფერი კა­ბები ეც­ვათ და თი­თო­ე­ულს ხელ­საქმისთვის გა­ნკუთვნილი პა­ტა­რა ჩან­თა ჰქონ­და გა­და­კი­დებული (ეს ჩან­თები მთი­ე­ლი შოტ­ლან­დიე­ლების ქი­სებს წა­ა­გავ­და). ფეხთ შა­ლის მა­ღ­ალ­ყელ­იანი წინ­დე­ბი და სო­ფელ­ში შე­კ­ერილი ფეხ­საც­მელი ეც­ვათ, რომ­ლე­ბიც ბრჭყვია­ლა თით­ბ­რის აბ­ზინდებით იკვ­რებ­ოდა. და­ახ­ლოებით ოც­ზე მე­ტი ზრდა­დას­რულებული გო­გო­ნაც ასე­ვე იყო გა­მოწყო­ბი­ლი. ეს ტან­საც­მელი მათ სრუ­ლე­ბით არ უხ­დებ­ოდათ და თვით ყვე­ლა­ზე მშვენ­იერ­თაც კი რა­ღ­აც უც­ნა­ურ იერს აძ­ლევ­და.
ვათ­ვალ­იე­რებდი მათ და ხან­გამ­ოშვებით მას­წავ­ლებ­ლებ­საც ვა­კვ­ირდებოდი. ძალ­იან არც ერ­თი არ მომ­წონ­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე მსუ­ქა­ნი, უხე­ში მეჩ­ვე­ნებ­ოდა, შავ­გვრე­მანი - მე­ტად ან­ჩხ­ლი, უცხო­ე­ლი - სა­საცილო და, ამას­თა­ნა­ვე, მკ­აცრი. ლო­ყე­ბღ­ა­ჟ­ღ­აჟა მის მი­ლე­რი კი მე­ტად საბ­რალო ჩან­და, მუ­შა­ო­ბით მეტ­ისმე­ტად გა­და­ღლილი, მრა­ვალი ჭი­რის მნახ­ველის შთა­ბეჭ­დილე­ბას ტო­ვებ­და. ისევ მათ ვათ­ვალ­იე­რებდი, რო­დე­საც უცებ ყვე­ლა ფეხ­ზე წამ­ოდგა, თით­ქოს რა­ღ­აც ძა­ლამ წამ­ოა­ყე­ნაო.
რა მოხ­და? არავ­ითარი ბრძა­ნე­ბა არ გამ­იგონია და ვიდ­რე გა­ვე­რკ­ვეოდი, კვ­ლავ დას­ხდნენ, ყვე­ლა ერთ მხა­რეს იყუ­რებ­ოდა. მეც თვა­ლი მათ მზე­რას გა­ვაყ­ოლე და დავ­ინა­ხე ლე­დი, რო­მელ­მაც გა­სულ ღა­მეს სას­წავ­ლე­ბელში მი­მი­ღო. ბუხ­რებ­ში ცეცხ­ლი ოთა­ხის ორი­ვე მხა­რეს გა­ე­ჩა­ღ­ებ­ინათ და ისიც ერ­თ-ერ­თთან, ოთა­ხის ბო­ლო­ში, გა­ჩერ­და. ახალ­შემოსულს, რო­მე­ლიც აუღ­ელ­ვებ­ლად და დინ­ჯად ათ­ვალ­იე­რებ­და აღ­საზ­რდელ­თა მწკრ­ივებს, მის მი­ლე­რი მი­უ­ახ­ლოვდა და, რო­გორც ჩანს, რა­ღ­აც ჰკი­თხა. რო­ცა პა­სუ­ხი მი­ი­ღო, უკ­ან გამ­ობრუნდა და თა­ვის ად­გილას დად­გა. შემ­დეგ კი ხმა­მა­ღ­ლა გა­ნაც­ხა­და:
- პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ჯგუფხე­ლებო, გლო­ბუ­სე­ბი შემ­ოიტა­ნეთ!
სა­ნამ გა­ცემული ბრძა­ნე­ბა შეს­რულდებ­ოდა, ლე­დი დინ­ჯად გა­ე­მარ­თა ოთა­ხის მო­პირ­დაპ­ირე მხა­რეს. პატ­ივისცემის გრძნო­ბა, სა­ერთოდ, დი­დად იყო გან­ვითა­რებული ჩემ­ში და ახ­ლაც ნათ­ლად მახ­სოვს ის თაყ­ვან­ისცე­მა, რომ­ლი­თაც მის­და­მი გან­ვიმსჭვა­ლე. მო­წი­წე­ბით ვა­დევ­ნებდი თვალს მის ყო­ველ მოძ­რაო­ბას. ახ­ლა, დღის სი­ნათ­ლე­ზე, გა­რკ­ვევით დავ­ინა­ხე, რომ ის მა­ღ­ალი, ტა­ნადი და მშვენ­იერი ქა­ლი იყო. კე­თი­ლი, მუ­ქი თაფ­ლისფერი თვა­ლები და გრძე­ლი წამ­წა­მები უფ­რო მკ­ვეთ­რად აჩენ­დნენ მი­სი მა­ღ­ალი შუბ­ლის სი­თეთ­რეს. ორი­ვე მხა­რეს, სა­ფეთ­ქლებ­ზე, მუ­ქი წაბ­ლისფერი თმა მშვენ­იერ კუ­ლულე­ბად ეფ­ინებ­ოდა (მა­შინ მო­და­ში არ იყო არც ძალ­იან გრძე­ლი კუ­ლულები და არც უკ­ან გვირ­გ­ვი­ნად ჩახ­ვეული თმა). შა­ვი ხა­ვერდით გაწყო­ბი­ლი მე­წამული ფე­რის კა­ბაც უკ­ა­ნა­სკ­ნელი მო­დის მი­ხედ­ვით შე­კ­ერილი ეც­ვა. სარ­ტყელ­ზე ოქ­როს სა­ათი ჰქონ­და მი­მაგ­რებული (სა­ა­თები მა­შინ ძალ­იან იშ­ვია­თად იხ­მა­რებ­ოდა და ისე არ იყო გავ­რცე­ლებული, რო­გორც ახ­ლა). და­ე, მკი­თხველ­მა თვი­თონ დაუ­მატოს ამას მშვენ­იერი სა­ხის ნა­კვ­თები, სპი­ლოს­ძ­ვ­ლის­ფე­რი ნა­თელი კა­ნი, წარ­მოსა­დეგი ტა­ნად­ობა, ამ აღ­ნაგობის შე­სატყვისი მიხ­რა-­მოხრა, რო­მელ­შიც ზო­მი­ე­რი სია­მა­ყეც ჩან­და და, რამ­დე­ნა­დაც ჩემს სიტყ­ვებს შეუ­ძლია გად­მოგცეთ, თქვენ თვალ­წინ დაგ­იდგე­ბათ მის ტემ­პ­ლის სუ­რა­თი. მარ­ია ტემ­პ­ლი - ასე ამ­ოვიკი­თხე ერ­თხელ მის ლოც­ვან­ზე, რო­დე­საც მენ­დნენ და ეს წიგ­ნი ეკ­ლეს­იაში გა­მა­ტა­ნეს.
ლო­ვუ­დის სას­წავ­ლებლის ზე­დამ­ხედ­ველი (ამ საქ­მეს გა­ნა­გებ­და ეს ლე­დი) მი­უჯ­და მაგ­იდას, რო­მელ­ზეც ორი გლო­ბუ­სი იდ­გა, და პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის აღ­საზ­რდე­ლები გამ­ოიძა­ხა. გა­ნკ­არ­გულე­ბა გას­ცა, რომ მის ირ­გ­ვ­ლივ დამ­სხდარ­იყვნენ, და გეო­გრაფიის გა­კ­ვეთილი და­იწყო. და­ბალი ჯგუ­ფის აღ­საზ­რდე­ლებიც გამ­ოიძა­ხეს. გა­კ­ვეთ­ილები ის­ტო­რი­ა­ში, გრა­მატ­იკ­ა­სა და სხვა საგ­ნებში ერთ სა­ათს გაგ­რძელ­და, რა­საც მარ­თლწერ­ისა და არ­ითმეტ­იკის გა­კ­ვეთ­ილები მოჰ­ყ­ვა, მუ­სი­კის გა­კ­ვეთილი კი მის ტემ­პლმა ჩაუ­ტა­რა რამ­დენ­იმე გო­გო­ნას. თი­თო­ე­უ­ლი გა­კ­ვეთილის ხან­გრძლივობა გან­სა­ზღვრული იყო და, რო­ცა სა­ათ­მა თორ­მე­ტი და­რე­კ­ა, მის ტემ­პ­ლიც წამ­ოდგა:
- მსურს, რამ­დენ­იმე სიტყ­ვა ვუთხ­რა აღ­საზ­რდე­ლებს, - გა­ნაც­ხა­და მან. ის იყო შეს­ვე­ნებისთვის ჩვე­უ­ლი ხმა­უ­რი იწყებ­ოდა, რომ მი­სი ხმის გაგ­ონებ­ისთა­ნა­ვე სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და და მა­ნაც გა­ნაგრძო:
- ამ დი­ლით თქვენ ისე­თი საუ­ზმე გქონ­დათ, რომ ჭა­მა ვერ შე­ძელით. ალ­ბათ, ისევ გში­ათ. გა­ნკ­არ­გულე­ბა გა­ვეცი, საუ­ზმედ პუ­რი და ყვე­ლი მო­გი­ტა­ნონ.
მას­წავ­ლებ­ლებ­მა გან­ცვიფრებით გა­და­ხე­დეს მას.
- ეს ჩე­მი პას­უხისმგებლობით მოხ­დე­ბა, - დაუ­მა­ტა მის ტემპლმა, რა­თა მათ­თ­ვის საქ­მის ვი­თა­რე­ბა გა­ნე­მარ­ტა და შემ­დეგ სწრა­ფად დატ­ოვა ოთა­ხი.
პუ­რი და ყვე­ლი მაშ­ინვე შემ­ოიტა­ნეს და დაგ­ვირიგეს. ყვე­ლა და­ნაყ­რდა და დი­დად ნას­იამ­ოვნები დარ­ჩა. ამას მოჰ­ყ­ვა გა­ნკ­არ­გულე­ბა:
- ბა­ღში! - ბავ­შვებ­მა თავ­ზე დაი­ხურეს უბ­რა­ლო, ფე­რად­ბაფ­თებ­იანი ჩა­ლის ქუ­დე­ბი, წამ­ოისხეს უხე­ში ქსო­ვი­ლის რუ­ხი ლა­ბა­დები და გა­რეთ, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გავ­იდნენ. მეც ასე­ვე გამ­ოვეწ­ყვე და სა­ერთო დი­ნე­ბას გავ­ყევი ბა­ღი­სა­კ­ენ სუფ­თა ჰა­ერ­ზე.
ბა­ღს გარ­შემო იმ­სი­მა­ღ­ლე კედ­ლები ჰქონ­და შემ­ოვლებული, რომ მის გა­რეთ რა­მეს და­ნახ­ვა ყოვ­ლად შეუ­ძლე­ბელი იყო. ერთ მხა­რეს გა­დახურული ვე­რან­და მო­ჩან­და. ბა­ღის შუა ნა­წი­ლი ყვავ­ილნარის პა­ტარ-პა­ტა­რა კვ­ლე­ბად იყო­ფო­და და ფარ­თო ხეი­ვნებ­ითა და ბი­ლიკ­ებით იყო შემ­ოსა­ზღვრული. ამ კვ­ლებს აღ­საზ­რდე­ლები ამ­უშა­ვებ­დნენ, თი­თო­ე­ულ კვალს თა­ვი­სი მომ­ვ­ლე­ლი ჰყავ­და მი­ჩე­ნი­ლი. ალ­ბათ, რო­ცა ბა­ღი ყვავ­ილებით იფა­რებ­ოდა, ეს კვ­ლები მე­ტად ლა­მაზი სა­ნა­ხავი იქ­ნებ­ოდა. მაგ­რამ ახ­ლა, იან­ვ­რის მი­წუ­რულს, ყვე­ლა­ფერი ზამ­თ­რის სუსხს მო­ეს­პო და და­ე­ჭკნო. გარ­შემო მი­მო­ვი­ხე­დე; კა­ნკ­ალ­მა ამ­იტა­ნა; ისე­თი ცი­ვი დღე იყო, რომ გა­რეთ სეი­რნობა არც კი შეი­ძლებ­ოდა. მარ­თალ­ია, არ წვიმ­და, მაგ­რამ ოდ­ნავ ჟი­ნჟ­ღ­ლავ­და; დე­დამ­იწა გუ­შინ­დე­ლი ღვარ­თქაფის შე­დე­გად ჯერ კი­დევ სვე­ლი იყო; მოყ­ვი­თა­ლო ბუ­რუსს იქაუ­რობა ჩამ­ოებ­ნე­ლებ­ინა. გო­გო­ნებს შო­რის უფ­რო ჯან­მრთელნი დარ­ბოდნენ და თა­მაშ­ობდნენ, ფერ­მკრ­თალ და სუსტ ბავ­შვებს კი თა­ვი ერ­თად მოე­ყა­რათ და სით­ბო­სა და თავ­შე­სა­ფარს აივ­ნის ქვეშ ეძებ­დნენ. ხო­ლო, რო­დე­საც ჩა­მო­წო­ლი­ლი ბუ­რუ­სის სუს­ხი აკ­ა­ნკ­ა­ლებულ ბავ­შვებს ძვალ-რბილ­ში გაუ­ჯდათ, რამ­დენ­ჯერ­მე გავ­იგონე გუ­ლის სიღრ­მიდან ამო­სუ­ლი ყრუ ხვე­ლების ხმა.

თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი

რომანის თავები იხილეთ ბმულზე
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93