ნოველები

ჯეინ ეარი. თავი მეექვსე

ჯეინ ეარი. თავი მეექვსე
ჯერ კი­დევ არა­ვის დავ­ლა­პა­რა­კ­ებოდი. რო­გორც ჩან­და, არც ისი­ნი მაქ­ცევ­დნენ ყუ­რა­დღ­ე­ბას. ვი­დე­ქი გან­მარ­ტოებული, მაგ­რამ გან­მარ­ტოე­ბას ხომ მიჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი და ეს დი­დად არ მაწ­უხებ­და.
აივ­ნის სვეტს მი­ვეყ­რდენი, ჩე­მი ნაც­რისფერი წამ­ოსას­ხამი ტან­ზე მაგ­რად შემ­ოვიხვიე და ვცდი­ლობ­დი, არ მეფ­იქრა სი­ცი­ვე­ზე, რო­მე­ლიც ძვალ-რბილ­ში მა­ტან­და. მინ­დო­და, ფიქ­რი­თა და გა­რემოს თვალ­იე­რებით გავ­რთობილიყავი, და­მევ­იწყებ­ინა შიმ­ში­ლი, რო­მე­ლიც შიგ­ნე­ულს მიღ­რღნ­იდა. ჩე­მი ფიქ­რე­ბი იმ­დე­ნად ბუნ­დო­ვა­ნი და ფრაგ­მენტული იყო, რომ სა­ჭი­როდ არ მი­მაჩ­ნია, გად­მოგცეთ. ჯერ კი­დევ ვერ გა­მე­რკვ­ია, სად ვი­ყა­ვი. მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს გეი­ტსჰედი და ჩე­მი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა
გან­უზომელი მან­ძი­ლით დამ­შორდნენ. აწ­მ­ყო ბუნ­დო­ვა­ნი და შეუ­ცნობელი იყო, ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა მო­მა­ვალს, მას­ზე წარ­მოდგე­ნაც არ მქონ­და. თვა­ლი მო­ვავ­ლე ირ­გ­ვ­ლივ ბა­ღს, რო­მე­ლიც ქალ­თა მო­ნას­ტ­რის ბა­ღს მაგ­ონებ­და. შემ­დეგ მზე­რა გა­დავ­იტა­ნე სახ­ლზე, რომ­ლის ერ­თი ნა­ხე­ვარი მე­ტად ძვე­ლი და ჟამ­თა ვი­თა­რებ­ისგან გახ­უნებული ჩან­და, მეო­რე კი სრუ­ლი­ად ახა­ლი. ამ ახალ ნა­წილ­ში გან­ლა­გებული იყო სა­კ­ლასო ოთა­ხები და სა­ერთო საც­ხოვრე­ბელი. მი­სი ცხავ­ისებური, ვიწ­რო­მი­ნებ­იანი ფან­ჯრები შენ­ობას ეკ­ლესიის იერს აძ­ლევ­და. კარ­ზე გა­კრულ ქვის აბ­რა­ზე ეწე­რა:

"ლო­ვუ­დის უპატ­რო­ნო ბავ­შვთა თავ­შე­სა­ფარი - შე­ნო­ბის ეს ნა­წი­ლი აღდ­გენ­ილია ამა­ვე საგ­რაფოს წარ­მომად­გენლის, ნე­ო­უ­მი ბროკ­ლე­ჰერსტის მი­ერ". "ეგ­რეთ ბრწყი­ნავ­დინ ნა­თელი თქუ­ე­ნი წი­ნა­შე კაც­თა, რაი­თა იხილ­ნენ საქ­მენი თქუ­ენ­ნი კე­თილ­ნი და ად­იდებ­დნენ მა­მა­სა თქუ­ენ­სა ზე­ცა­თა­სა - მა­თეს სა­ხა­რე­ბა. 5, 16".

რამ­დენ­ჯერ­მე გა­დავ­იკი­თხე ეს სიტყ­ვე­ბი. ვიგ­რ­ძე­ნი, ვინ­მეს ახ­სნა-­გან­მარ­ტების გა­რე­შე ძა­ლა არ შემ­წევ­და, მა­თი აზ­რი გა­მეგო. ჯერ ისევ ვფიქ­რობ­დი წარ­წე­რა­ზე "თავ­შე­სა­ფარი" და ვცდი­ლობ­დი, მეპ­ოვა რა­მე კავ­ში­რი წარ­წერის პირ­ველ სიტყ­ვებ­სა და სა­ხა­რებ­იდან ამ­ოღ­ებულ სტრი­ქო­ნებს შო­რის, რომ სწო­რედ ჩემ უკ­ან ხვე­ლების ხმა გავ­იგონე. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, თა­ვი მო­მებ­რუნებ­ინა. ჩემ­თან სულ ახ­ლოს გო­გო­ნა დავ­ინა­ხე, ქვის სკ­ამ­ზე იჯ­და, წიგნს ჩაჰ­ყურებ­და და, ეტ­ყობოდა, ყუ­რა­დღ­ებით კი­თხულობდა. სა­დაც ვი­დე­ქი, იქი­დან­ვე გა­ვარ­ჩიე წიგ­ნის სა­თაური. ეს იყო "რა­სე­ლასი" . სა­თაური უც­ნო­ბი იყო ჩემ­თ­ვის და ამ­იტომაც - მიმ­ზიდ­ვე­ლი. რო­ცა მან წიგ­ნი გა­და­შა­ლა, შემ­თხვევით ზე­ვით აი­ხე­და და მეც მაშ­ინვე გამ­ოვე­ლა­პა­რა­კ­ე.

- საი­ნტე­რესო წიგ­ნია? - უკ­ვე გა­დაწ­ყვეტილი მქონ­და, მეთ­ხოვა წიგ­ნი რამ­დენ­იმე დღით.
- მე მომ­წონს, - მი­პას­უხა მან რამ­დენ­იმე წა­მის შემ­დეგ, ამ ხნის გან­მავ­ლობაში კი მათ­ვალ­იე­რებ­და.

- რა წერ­ია შიგ? - კვ­ლავ ვკი­თხე. არ ვი­ცი, რო­გორ მე­ყო გამ­ბე­დაო­ბა, პირ­ველს და­მეწყო საუ­ბარი უც­ნობ გო­გო­ნას­თან. ეს ნა­ბი­ჯი სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო იყო ჩე­მი ბუ­ნებ­ისა და საქ­ციელისთვის. ძალ­იან მო­მეწ­ონა, რომ ის ასე გა­ტა­ცებით კი­თხულობდა, მეც ხომ მიყ­ვარ­და კი­თხვა. ჯერ კი­დევ უში­ნა­არსო და მხო­ლოდ სა­ბავშვო წიგ­ნებს ვკითხუ­ლობ­დი, რად­გან არ შე­მეძლო ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი და გა­მეგო უფ­რო სე­რი­ო­ზუ­ლი წიგ­ნე­ბის ში­ნა­არსი.

- შეგ­იძლია, გა­და­ავლო თვა­ლი, - მი­პას­უხა გო­გო­ნამ და წიგ­ნი გამ­ომიწოდა. წიგ­ნი გა­და­ვათ­ვალ­იე­რე. ერ­თი თვა­ლის გა­დავ­ლებ­ითაც დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ში­ნა­არსი ნა­კ­ლე­ბად მიმ­ზიდ­ვე­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ხო­ლო მი­სი სა­თაური "რა­სე­ლასი" უინ­ტე­რესო და მო­საწ­ყენი იყო ჩე­მი გან­უვითა­რე­ბელი გემ­ოვნებისთვის. შიგ არა­ფერი იყო ნათ­ქვამი არც ფერ­იებ­ზე და არც ბო­როტ სუ­ლებ­ზე; ამ წვრი­ლი შრიფ­ტით ნა­ბეჭდ წიგ­ნ­ში ვერც ფე­რად­-ფე­რად სუ­რა­თებს აღმ­ოა­ჩენდით. წიგ­ნი უკ­ან დავ­უბრუნე. მან მშვი­დად გამ­ომარ­თვა და უსიტყ­ვოდ გა­და­შა­ლა. ის იყო, კვ­ლავ გა­ტა­ცებით უნ­და და­ეწყო კი­თხვა, რომ გავ­ბე­დე და კვ­ლავ შე­ვე­კი­თხე.

- ხომ ვერ მეტყ­ვი, რას ნიშ­ნავს წარ­წე­რა იმ ქვის აბ­რა­ზე, კარ­ზე რომ არის გა­კრული? რას ნიშ­ნავს ლო­ვუ­დის თავ­შე­სა­ფარი?
- ეს ის სახ­ლია, სა­დაც შენ მოხ­ვე­დი საც­ხოვრებ­ლად.
- რა­ტომ უწო­დე­ბენ თავ­შე­სა­ფარს? გა­ნა ის რა­მეთი გან­სხვავ­დე­ბა სხვა სას­წავ­ლებ­ლებ­ისგან?
- ის სა­ნა­ხევროდ სამ­ოწყალო სას­წავ­ლე­ბელ­ია. შენ, მე და ყვე­ლა და­ნარ­ჩენი აქ მყო­ფი ბავ­შ­ვი, სა­მადლოდ აღ­საზ­რდელი ბავ­შვები ვართ. შენ ობო­ლი ხარ, ალ­ბათ. დე­და გყავს მკვ­დარი თუ მა­მა?
- ისი­ნი ისე ად­რე გარ­დაც­ვლილან, რომ არც ერ­თი მათ­განი არ მახ­სოვს.
- ყვე­ლა აქ მყოფ გო­გო­ნას ან დე­და არ ჰყავს, ან - მა­მა, ან სულ არ ჰყავს მშობ­ლე­ბი. აი, რა­ტომ უწო­დე­ბენ ამ სახლს ობოლ­თა აღ­საზ­რდელ თავ­შე­სა­ფარს.
- ჩვენ ფულს არ ვიხ­დით? უფა­სოდ გვი­ნა­ხა­ვენ?
- ან ჩვენ ვიხ­დით, ან - ჩვე­ნი ნა­თე­სავ­-მეგ­ობრები, თი­თო­ე­ულ ჩვენ­გან­ზე თხუთ­მეტ გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს.
- მაშ, რა­ტომ გვი­წო­დე­ბენ სხვის მოწყა­ლე­ბა­ზე მყოფ ბავ­შვებს?
- იმი­ტომ, რომ თხუთ­მე­ტი გირ­ვან­ქა სტერ­ლინ­გი სა­კ­მარისი არ არის ჩვე­ნი კვებ­ისა და სწავ­ლის­თ­ვის. და­ნარ­ჩენ თან­ხას ქველ­მოქმედნი აგ­როვე­ბენ ხელ­მომწერ­თა შო­რის.
- ვინ არ­იან ეს ქველ­მოქმედი ადამ­ია­ნები?
- სხვა­დას­ხვა კეთ­ილმოსურნე ქალ­ბატონი და ჯენ­ტლმენი ლონ­დო­ნი­სა და მის მეზ­ობლად მდე­ბა­რე საგ­რაფ­ოებ­იდან.
- ვინ იყო ნე­ო­უ­მი ბროკ­ლე­ჰერსტი?
- რო­გორც აბ­რა გვამ­ც­ნობს, ეს იყო ლე­დი, რო­მელ­მაც შე­ნო­ბის ახა­ლი ნა­წი­ლი აა­შე­ნა და რომ­ლის ვა­ჟიშვილიც გა­ნა­გებს და მეთ­ვალ­ყურეობს აქ ყვე­ლა­ფერს.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ ის არის ამ და­წე­სებ­ულების მფლო­ბელ­იცა და მმარ­თველიც.
- მაშ, ეს სახ­ლი არ ეკუთ­ვ­ნის იმ მა­ღ­ალ ლე­დის, რო­მე­ლიც სა­ათს ატა­რებს და რომ­ლის ბრძა­ნებით დღ­ეს პუ­რი და ყვე­ლი დაგ­ვირიგეს?
- მის ტემპლს? ოჰ, არა! ნე­ტავ, ასე ყო­ფი­ლი­ყო. ის ვალ­დებ­ულია, ყვე­ლა აქა­ურ საქ­მე­ზე პა­სუ­ხი აგოს მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტის წი­ნა­შე. მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი თვი­თონ ყი­დუ­ლობს ჩვენ­თ­ვის სურ­სათ­-სან­ოვა­გეს და ტან­საც­მელს.
- ის აქ ცხოვ­რობს?
- არა, ის დიდ სახ­ლ­ში ცხოვ­რობს, რო­მე­ლიც ორი მი­ლი­თაა დაშ­ორებული აქე­დან.
- კე­თი­ლი ადამ­იან­ია?
- სას­ულიერო პი­რია და ამ­ბობენ, ბევრ კე­თილ საქ­მე­საც აკ­ე­თებსო.
- მაშ, შენ ამ­ბობ, რომ იმ მა­ღ­ალი ქა­ლის გვა­რი მის ტემ­პლია?
- დი­ახ.
- და­ნარ­ჩენი მას­წავ­ლებ­ლების გვა­რებიც იცი?
- წი­თელ­ლოყებ­იანი მის სმი­ტია. ის ხელ­საქ­მე­სა და ჭრა­-კ­ერ­ვას გვას­წავლის. ჩვენ აქ თვი­თონ­ვე ვიკ­ე­რავთ ტან­საც­მელს, წამ­ოსას­ხა­მებს, პალ­ტოებ­სა და, სა­ერთოდ, ყვე­ლა­ფერს. შავ­თმიანი და­ბალი მას­წავ­ლე­ბელი მის სკ­ე­ჩერ­დია. ის ას­წავლის გრა­მატ­იკ­ას, ის­ტო­რი­ას და ეხ­მა­რე­ბა მეო­რე კლასს გა­კ­ვეთ­ილების მომ­ზა­დე­ბაში. ის კი, რო­მე­ლიც მუ­დამ შალ­მოხურულია და ჯი­ბის ცხვირ­სა­ხო­ცი ყვი­თე­ლი ბაფ­თით გვერ­დზე აქვს და­მაგ­რებული, მა­დამ პი­ერ­ოა. ის საფ­რან­გეთ­იდან, ლი­ლი­და­ნაა და ფრან­გულს ას­წავლის.
- მოგ­წონს მას­წავ­ლებ­ლები?
- სა­კ­მაოდ.
- შენ მოგ­წონს ეს პა­ტა­რა შავ­გვრე­მანი ქა­ლი, მა­დამ... მე შენ­სავით კარ­გად ვერ გამ­ოვთქვამ მის გვარს.
- მის სკ­ე­ჩერდი ფიცხია. გაფ­რ­თხილ­დი, არ აწ­ყენინო. მა­დამ პი­ე­რო კი ცუ­დი ადამ­იანი არ არის.
- მაგ­რამ მის ტემ­პ­ლი ყვე­ლა­ზე უკ­ე­თეს­ია, არა?
- მის ტემ­პ­ლი ძალ­იან კარ­გია და ჭკვ­იანი, ის სხვებ­ზე მა­ღ­ლა დგას და სხვებ­ზე გაც­ილებით მე­ტი იცის.
- დი­დი ხან­ია, აქა ხარ?
- ორი წელ­ია.
- ობო­ლი ხარ?
- დე­და არა მყავს.
- ბედ­ნიერი ხარ აქ?
- ძალ­იან ბევრს მე­კი­თხები. ამ­ჯე­რად სა­კ­მარ­ისია, ახ­ლა უნ­და წავ­იკითხო.
ამ დროს გაი­სმა ზა­რის ხმა, რო­მელ­მაც სად­ილობა გვამ­ც­ნო. ყვე­ლანი შენ­ობაში შე­ვედით. მა­დის აღმ­ძვრელი სურ­ნე­ლე­ბა, რომ­ლი­თაც სავ­სე იყო სა­სადილო ოთა­ხი, ახ­ლა ოდ­ნავ მე­ტად თუ აღი­ზია­ნებ­და ჩვენს ყნოს­ვას დი­ლის საუ­ზმეს­თან შე­და­რებით. ორი უზარ­მა­ზარი თუ­ნუ­ქის ჭურ­ჭ­ლით შემ­ოიტა­ნეს სა­დი­ლი, რო­მელ­საც ორ­თ­ქ­ლის მოს­ქო ჭავ­ლი და მძა­ღე ქო­ნის სუ­ნი ას­დიოდა.

მაშ­ინვე შევ­ნიშნე, რომ ძვე­ლი ხორ­ცის ნაჭ­რები და უგე­მუ­რი კარ­ტო­ფი­ლი ერ­თმა­ნეთში აერ­იათ, მოე­ხარ­შათ და წვე­ნი მის­გან და­ემ­ზა­დებ­ინათ. თი­თოეუ­ლმა აღ­საზ­რდელ­მა ამ­ჯე­რად სა­კ­მაოდ უხ­ვად მი­ი­ღო თა­ვი­სი წი­ლი. ძა­ლით ვჭამ­დი და თან ვფიქ­რობ­დი, ნუ­თუ ყო­ველ­დღე ასე­თი საჭ­მ­ლით გაგ­ვიმას­პინძლდებ­იან­-მეთ­ქი. სა­დი­ლის დამ­თავ­რებ­ისთა­ნა­ვე დავ­ბ­რუნ­დით სა­კ­ლასო ოთა­ხებში. გა­კ­ვეთ­ილები გა­ნახ­ლდა და მე­ცად­ინეო­ბა ხუთ სა­ა­თამ­დე გაგ­რძელ­და. ნაშ­უა­დღ­ევს კი­დევ ერ­თი საყ­ურა­დღ­ებო ამ­ბავი მოხ­და. გო­გო­ნა, რო­მელ­საც მე გამ­ოვე­ლა­პა­რაკე ვე­რან­და­ზე, მის სკ­ე­ჩერ­დმა ის­ტო­რი­ის გა­კ­ვეთ­ილიდან გამ­ოაგდო და უბ­რ­ძა­ნა, დი­დი სა­კ­ლასო ოთა­ხის შუა ად­გილას დამ­დგარიყო. ასე­თი სას­ჯელი მე­ტად სა­მარცხვინო მეჩ­ვე­ნა, გან­სა­კუ­თრებით, ასე­თი დი­დი გო­გო­ნას­თ­ვის. ის მა­შინ ცა­მეტი წლის ან უფ­რო მეტ­ისაც იქ­ნებ­ოდა. ვფიქ­რობ­დი, მის სა­ხე­ზე უდი­დე­სი მწუ­ხა­რე­ბა და სირ­ცხ­ვი­ლი აღი­ბეჭ­დებ­ოდა, მაგ­რამ, ჩემ­და გა­საო­ცრად, ის არც ტი­რო­და და არც წით­ლ­დებ­ოდა, და­ნა­ღვ­ლია­ნებული იყო, მაგ­რამ მა­ინც მშვი­დად იდ­გა ყვე­ლასთვის თვალ­საჩინო ად­გილას.

"რო­გორ შეუ­ძლია ყო­ველ­ივე ამის ატა­ნა ასე მშვი­დად და მტკი­ცედ?" - ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს. მის ად­გილას ვი­სურ­ვებ­დი, მი­წა გამ­სკდ­ომოდა და თან ჩა­ვე­ტა­ნე. ის კი ისე გამ­ოიყურებ­ოდა, თით­ქოს სრუ­ლი­ად სხვა რა­მე­ზე ფიქ­რობ­და და არა სა­კუ­თარ სას­ჯელ­ზე. დი­ახ, სრუ­ლი­ად სხვა რა­მე­ზე, რაც მას არ ეხებ­ოდა. გამ­იგონია, რომ სიზ­მ­რებს ზე­ზეუ­რად ხე­და­ვენ და, ნუ­თუ, მა­საც ასე და­ე­მარ­თა? თვალ­მოუშორებ­ლად დას­ჩე­რებ­ოდა ია­ტა­კს, მაგ­რამ, დარ­წმუნებული ვარ, მას მა­ინც ვერ ხე­დავ­და. ის მხო­ლოდ თა­ვი­სი სუ­ლის სიღრ­მეში იყუ­რებ­ოდა. ეტ­ყობა, მო­გო­ნე­ბებ­მა გაი­ტა­ცა და ვერ ამ­ჩნევ­და, რაც მის თავს ხდებ­ოდა სი­ნამ­დვილეში. ნე­ტავ, გა­მა­გებ­ინა, რო­გო­რი ბავ­შვია - კარ­გი თუ ცუ­დი?
ხუ­თი სა­ათის შემ­დეგ ჩვენ ისევ შემ­ოგვიტა­ნეს საჭ­მელი: ერ­თი ფინ­ჯა­ნი ყა­ვა და შა­ვი პუ­რის პა­ტა­რა ნა­ჭერი. მე სი­ამ­ოვნებით შე­ვე­ქეცი, მაგ­რამ ძალ­იან გამ­იხარ­დებ­ოდა, უფ­რო მე­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო. სა­ნა­ხევროდ მში­ე­რი ვი­ყა­ვი. ჭა­მის შემ­დეგ ნა­ხე­ვარი სა­ათი დაგ­ვას­ვე­ნეს, შემ­დეგ ისევ ვი­მე­ცად­ინეთ. მე­რე თი­თო ჭი­ქა წყა­ლი და შვრი­ის პუ­რი მოგ­ვი­ტა­ნეს. ბო­ლოს კი ვი­ლო­ცეთ და დავ­იძინეთ. აი, ასე ჩა­ია­რა ჩემ­მა პირ­ველ­მა დღ­ემ ლო­ვუდ­ში.

***
მეო­რე დღე წი­ნა დღ­ე­სავით და­იწყო. ისევ სან­თ­ლის შუქ­ზე ავ­დექით და ჩა­ვიც­ვით; მხო­ლოდ იმ დი­ლით იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით, ხელ-პი­რის და­ბა­ნა­ზე უარი გვეთ­ქვა - დო­ქებ­ში წყა­ლი გა­ყი­ნუ­ლი დაგ­ვხვდა. ჩრდი­ლო-ა­ღმ­ოსავ­ლეთის სუს­ხი­ა­ნი ქა­რი მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლობაში ძლიე­რად გაწ­იოდა ჩვე­ნი სა­წო­ლი ოთა­ხის ფან­ჯრების ჭუჭ­რუ­ტა­ნებში. სი­ცი­ვის­გან ლო­გინ­ში გვა­ცახ­ცა­ხებ­და. სუს­ხი­ან ქარს დო­ქებ­ში წყა­ლი ყი­ნუ­ლად ექ­ცია.
სა­ნამ ლოც­ვებ­ისა და სა­ხა­რების კითხ­ვის­თ­ვის გა­ნკუთვნილი სა­ათ­-ნა­ხე­ვარი გავ­იდოდა, მთლად გავ­ითოშე. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, სა­უზ­მის დრო დად­გა. ამ დი­ლით ფა­ფა არ იყო დამ­წვარი, ჭა­მა შეი­ძლებ­ოდა, მაგ­რამ ძალ­იან ცო­ტა მოგ­ვი­ტა­ნეს. ოჰ, რო­გო­რი ცო­ტა მეჩ­ვე­ნა ჩე­მი წი­ლი. ორი იმ­დე­ნიც რომ ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, სი­ამ­ოვნებით შევ­ჭამდი!

ამა­ვე დღ­ეს მეო­თხე ჯგუ­ფის სი­ა­ში შემ­იყვა­ნეს. ახ­ლა მეც ყო­ველ­დღე უნ­და მო­მემ­ზა­დებ­ინა გა­კ­ვეთ­ილები და გა­მე­კ­ე­თებ­ინა ის, რაც ყვე­ლა აღ­საზ­რდელს ევა­ლებ­ოდა. აქამ­დე მხო­ლოდ მაყ­ურე­ბელი ვი­ყა­ვი და ვათ­ვალ­იე­რებდი ყო­ველ­ივეს, რაც ლო­ვუდ­ში ხდებ­ოდა; ამ წუ­თი­დან კი მი­სი აქ­ტი­უ­რი მო­ნაწ­ილე გავ­ხ­დი. ზეპ­ირობას მი­უჩ­ვე­ველს, თავ­დაპ­ირვე­ლად მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ გა­კ­ვეთ­ილები სა­კ­მაოდ ვრცე­ლი და ძნე­ლიც იყო. საგ­ნების ხშირ­მა ცვლამ ხომ მთლად და­მაბ­ნია. რო­გორ გამ­იხარ­და, რო­ცა ნაშ­უა­დღ­ევს, და­ახ­ლოებით 3 სა­ათ­ზე, მის სმით­მა ხელ­ში მო­მა­ჩე­ჩა ორი იარ­დის სიგ­რ­ძის მარ­მაშის არ­შია, ნემ­სი, სათ­ითე, მიბ­რ­ძა­ნა, დავ­მჯდარ­იყავი სად­მე, სა­კ­ლასო ოთა­ხის წყნარ კუ­თხეში და მარ­მაშისთვის ამ­ომეხ­ვია. და­ნარ­ჩენი აღ­საზ­რდე­ლების უმე­ტეს­ობა ამ დროს კერ­ვით იყო გარ­თუ­ლი. მხო­ლოდ ერ­თი კლა­სის გო­გო­ნე­ბი ჯერ კი­დევ მის სკ­ე­ჩერდის სკ­ამის ირ­გ­ვ­ლივ იდ­გ­ნენ და კი­თხულობდნენ. ოთახ­ში სი­ჩუ­მე იყო. ის­მო­და, რას კი­თხულობდნენ, რო­გორ უპას­უხებ­და თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლე და მის სკ­ე­ჩერდის ქე­ბას იმ­სახ­ურებ­და თუ გა­კი­ცხვას. ინ­გ­ლი­სის ის­ტო­რი­ის გა­კ­ვეთილი იყო. მო­პას­უხე­თა შო­რის თვა­ლი მოვკ­არი ნაც­ნობ გო­გო­ნას, რო­მელ­საც ვე­რან­და­ზე გამ­ოვე­ლა­პა­რა­კ­ე. გა­კ­ვეთილის დაწ­ყებ­ისას ის ყვე­ლა­ზე წინ იდ­გა აღ­საზ­რდელ­თა შო­რის, მაგ­რამ გამ­ოთქმაში რამ­დენ­იმე შეც­დომისა თუ სას­ვენ ნიშ­ნებ­ზე ყუ­რა­დღ­ების გაუ­მახ­ვილებლობის გა­მო, უცებ კლა­სის ბო­ლო­ში და­ა­ყე­ნეს. ასეთ და­მამ­ცირე­ბელ ად­გილზეც კი მის სკ­ე­ჩერდი მას თვალს არ აც­ილებ­და და შენ­იშვნას შენ­იშვნა­ზე აძ­ლევ­და. ხან კი შემ­დეგი სიტყ­ვე­ბით მი­მარ­თავ­და:

- ბერნს (ეტ­ყობა, ეს მი­სი გვა­რი იყო. აქ გო­გო­ნებს გვა­რებით მი­მარ­თავ­დნენ, ისე­ვე, რო­გორც მოს­წავ­ლე ვა­ჟ­ებს მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე, სა­ერთოდ), ბერნს, გა­ას­წორე ფე­ხი, გვერ­დზე ნუ დგამ. ფე­ხის წვე­რები შემ­ოატ­რია­ლე, რო­გორც წეს­ია. ნიკ­აპი რო­გორ წინ გამ­ოგიშვერ­ია, გას­წორ­დი, გიბ­რ­ძა­ნებ, მა­ღ­ლა ას­წიე. ნე­ბას არ მოგ­ცემ, ასე იდ­გე ჩემ წინ და ა.შ. და ა.შ.

ერ­თი თა­ვი ორ­ჯერ წა­იკი­თხეს, შემ­დეგ წიგ­ნე­ბი დახ­ურეს და მას­წავ­ლე­ბელ­მა გამ­ოკი­თხვა და­იწყო. გა­კ­ვეთილი ჩარლზ პირ­ვე­ლის მეფ­ობას ეხებ­ოდა. კი­თხვები მრა­ვალ­ნაირი იყო: წყალ­წყვა, გა­და­სა­ხა­დები, გემ­თმშე­ნებლობისთვის გა­წეული ხარ­ჯები და სხვა. მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლეს­ობას უძ­ნელ­დებ­ოდა ასეთ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. მაგ­რამ, რო­გორც კი კი­თხვა ბერ­ნსამ­დე მოა­ღ­წევ­და, პა­ტა­რა სიძ­ნე­ლეც კი მაშ­ინვე ქრებ­ოდა და პა­სუხს სწრა­ფად იძ­ლეო­და. ჩან­და, ამ გო­გო­ნას გო­ნე­ბამ მეხ­სიე­რე­ბაში კარ­გად აღ­ბეჭ­და გა­კ­ვეთილის დე­და­არსი და ამ­იტომაც მზად იყო, ყვე­ლა კი­თხვა­ზე ეპას­უხა. მეგ­ონა, მის სკ­ე­ჩერდი შე­ა­ქებ­და მის ყუ­რა­დღ­ებ­იან­ობას, მაგ­რამ ამის ნაც­ვლად მან უეც­რად წამ­ოიძა­ხა:
- შე ბინ­ძუ­რო და სა­ძა­გელო ბავ­შ­ვო! ამ დი­ლით ფრჩხი­ლე­ბიც კი არ გაგ­ისუფთა­ვებ­ია.
ბერ­ნსმა არა­ფერი უპას­უხა. მის­მა დუ­მილ­მა გა­მაო­ცა.
"რა­ტომ? - ვფიქ­რობ­დი, - გა­ნა არ შეუ­ძლია აუ­ხსნას, რომ ამ დი­ლით მას არ შე­ეძლო არც ფრჩხი­ლე­ბის გას­უფთა­ვე­ბა და არც პი­რის და­ბა­ნა. წყა­ლი ხომ გა­ყი­ნუ­ლი დაგ­ვხვდა".
ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა მის სმით­მა მი­იპყ­რო. მან ნარ­თის შუ­ლო და­მა­ჭერ­ინა. თან ძაფს ახ­ვევ­და და თან დრო­გამ­ოშვებით მე­კი­თხებ­ოდა, ვყო­ფილ­ვარ თუ არა სკო­ლაში წი­ნათ, შე­მეძლო თუ არა კერ­ვა, ქსო­ვა, ქარ­გვა, ამ­ოხვე­ვა და სხვ. სა­ნამ არ მო­მეშ­ვა, თვალ­ყუ­რი ვე­ღ­არ მი­ვა­დევ­ნე მის სკ­ე­ჩერდის საქ­მიან­ობას. რო­დე­საც ჩემს ად­გილს და­ვუბ­რუნ­დი, ის უკ­ვე რა­ღ­აც ბრძა­ნე­ბას იძ­ლეო­და, რომ­ლის აზ­რი ვერ გავ­იგე. ბერ­ნსმა მაშ­ინვე დატ­ოვა სა­კ­ლასო ოთა­ხი, გა­ე­მარ­თა პა­ტა­რა ოთახ­ისკ­ენ, სა­დაც წიგ­ნე­ბი ინა­ხებ­ოდა და იმ­წამ­სვე უკ­ან დაბ­რუნდა. ხელ­ში რამ­დენ­იმე ერ­თად შე­კრული წკ­ეპ­ლა ეკ­ა­ვა. ეს ავის მო­მას­წა­ვე­ბელი ია­რა­ღი მოკრ­ძა­ლებული რე­ვე­რანსით ბერ­ნსმა მის სკ­ე­ჩერდს გა­დას­ცა. შემ­დეგ წყნა­რად, უსიტყ­ვოდ მო­იხ­ს­ნა წინ­სა­ფარი და მას­წავ­ლე­ბელ­მაც მაშ­ინვე თორ­მეტ­ჯერ დაუ­ზოგა­ვად და­ჰკ­რა ზურ­გ­ზე ერთ კო­ნად შე­კრული წკ­ეპ­ლა. ბერნსს ერ­თი ცრემ­ლიც კი არ ჩამ­ოვარ­დნია თვალ­იდან. კერ­ვა შევ­წყვიტე. ამ სა­ნა­ხაობის შემ­ყურეს, მწა­რე სიბ­რაზ­ისგან ხე­ლები მი­ცახ­ცა­ხებ­და. ბერ­ნ­სის დაფ­იქრებულ სა­ხე­ზე ნა­კვთიც არ გან­ძრეუ­ლა, არც ჩვეუ­ლებრივი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა შეუ­ცვლია.

- ჯი­უ­ტო ბავ­შ­ვო! - წამ­ოიძა­ხა მის სკ­ე­ჩერ­დმა, - ვე­რა­ფერი გამ­ოას­წორებს შენს ბინ­ძურ ჩვე­ვებს. ახ­ლა­ვე უკ­ან წა­იღე წკ­ეპ­ლები.
ბერ­ნ­სი და­ემ­ორჩილა. სწო­რედ მა­შინ შევ­ხე­დე მას და­კვ­ირვებით, რო­ცა იმ ოთახ­იდან გამ­ოდიოდა, სა­დაც წიგ­ნებს ინა­ხავ­დნენ. ცხვირ­სა­ხოცს ჯი­ბე­ში იდებ­და და ცრემ­ლის ნა­კ­ვა­ლევი ოდ­ნა­ვღა ბზი­ნავ­და მის გამ­ხდარ ღაწ­ვზე.
ლო­ვუდ­ში ყვე­ლა­ზე სას­იამოვნო დროდ სა­ღ­ამო ხანს თა­მაშისთვის გა­ნკუთვნილ სა­ა­თებს ვთვლი­დით. ერ­თი ნა­ჭერი პუ­რი და ერ­თი ყლუ­პი ყა­ვა, რო­მელ­საც ხუთ სა­ათ­ზე გვაძ­ლევ­დნენ, შიმ­შილს თუ არ გვიკ­ლავ­და, ცო­ტა­თი მა­ინც გამ­ოგვაც­ოცხლებ­და და ძა­ლას შეგ­ვმა­ტებ­და ხოლ­მე. მთე­ლი დღის მე­ცად­ინეობით გამ­ოწვეული და­ძაბ­ულობა კლებ­ულობდა. სა­კ­ლასო ოთა­ხებში ახ­ლა უფ­რო თბი­ლო­და, ვიდ­რე დი­ლით, რად­გან ბუხ­რებ­ში ცეცხლს უფ­რო მე­ტად აჩა­ღ­ებ­დნენ. ცეცხ­ლი სან­თ­ლის მაგ­ივრობას გვი­წევ­და. წით­ლად მო­გიზ­გი­ზე ნა­კ­ვერ­ჩხლები, უზე­დამ­ხედ­ველობით გამ­ოწვეული უწეს­რიგობა და მრა­ვალ­ნაირი, ერ­თმა­ნეთში არე­უ­ლი წამ­ოძახილი, თავ­ისუფლების სას­იამოვნო გრძნო­ბას ქმნი­და.
იმ დღ­ეს, სა­ღ­ამოთი, რო­ცა მის სკ­ე­ჩერ­დმა გა­წკ­ეპ­ლა თა­ვი­სი აღ­საზ­რდელი ბერ­ნ­სი, მე ჩვეუ­ლებრივ და­ვე­ხე­ტებოდი მაგ­იდებს, მერ­ხებ­სა და მო­კი­სკი­სე გო­გო­ნებს შო­რის მარ­ტოდმარტო, უმე­გობ­როდ. მარ­ტოობას მაი­ნცდა­მაინც არ გან­ვიც­დი­დი. ბო­ლოს ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი, ფარ­და გა­დავ­წიე და გა­რეთ გავ­იხე­დე. ბარ­დნიდა. ქა­რის მო­ნა­ყარ თოვლს უკ­ვე და­ე­ფა­რა ფან­ჯ­რის ქვე­და მი­ნე­ბი. ყუ­რი მი­ვა­დე ფან­ჯა­რას და, მი­უ­ხე­და­ვად გა­მაყ­რუე­ბელი მხი­ა­რუ­ლი ჟრ­იამ­ულისა, კარ­გად გავ­იგონე, რო­გორ მწუ­ხა­რედ ზუ­ზუ­ნებ­და ქა­რი.

შე­საძ­ლე­ბელ­ია, რამ­დენ­იმე ხნის წინ მყუდ­რო ბი­ნა და მო­სიყ­ვარ­ულე მშობ­ლე­ბი რომ და­მეტ­ოვებ­ინა, უსა­ზღვრო სი­ნა­ნუ­ლი მეგ­რ­ძ­ნო; ქა­რი მა­შინ უფ­რო სევ­დით ამ­ივსებ­და გულს. ეს გაუ­რკ­ვე­ველი ქა­ო­სიც მე­ტად ააფ­ორია­ქებ­და ჩემს სუ­ლი­ერ სამ­ყაროს. ახ­ლა კი რა­ღ­აც უც­ნაუ­რმა გან­ცდებ­მა, ჩემ­და უნებ­ურად, ცი­ებ­ცხე­ლებ­იანის აღტ­ყინე­ბამ შე­მიპყ­რო. ვნატ­რობ­დი, ქარს უფ­რო ძალ­უმად ეზ­უზუნა, სიბ­ნე­ლე უკუ­ნეთით შეც­ვ­ლი­ლი­ყო, ხო­ლო ხმა­უ­რი და უწეს­რიგობა - ყვი­რი­ლით.
მერ­ხებს გა­და­ვახტი, მე­რე მაგ­იდებს შო­რის გავ­ძვერი და ასე მი­ვე­დი ბუ­ხარ­თან. იქ, ბუხ­რის სა­ცავ მა­ღ­ალ კარ­თან, წყნა­რად, მუხ­ლებ­ზე და­ჩო­ქი­ლი იდ­გა ბერ­ნ­სი. ყვე­ლას­გან გან­ცა­ლკ­ე­ვებულს, არ ეს­მოდა, რა ხდებ­ოდა მის გარ­შემო. ნა­კ­ვერ­ჩხლების მკრ­თალ შუქ­ზე წიგნს გა­ტა­ცებით კი­თხულობდა.

- შენ ისევ "რა­სე­ლასს" კითხუ­ლობ? - ვკი­თხე და მის უკ­ან დავ­დექი.
- დი­ახ, - მი­პას­უხა, - სა­ცაა და­ვამ­თავ­რებ.
ხუ­თი­ო­დე წუ­თის შემ­დეგ წიგ­ნი დახ­ურა. გამ­იხარ­და. ახ­ლა, გავ­იფიქრე, შემ­იძლია ავი­ყო­ლიო საუ­ბარში. მის ახ­ლოს ია­ტა­კ­ზე დავ­ჯექი.
- შე­ნი გვა­რი, ვი­ცი, ბერ­ნსია. მაგ­რამ რა გქვია?
- ელე­ნი.
- შო­რი­დან ხარ?
- შო­რე­უ­ლი ჩრდი­ლო­ეთ­იდან. ეს შოტ­ლან­დი­ის სა­ზღვ­რებ­თან ახ­ლოსა­ა.
- დაბ­რუნდები ოდეს­მე უკ­ან?
- იმე­დი მაქვს. თუმ­ცა არა­ვის შეუ­ძლია წი­ნას­წარ გან­სა­ზღვროს თა­ვი­სი მო­მა­ვალი.
- ალ­ბათ, ძალ­იან გინ­და ლო­ვუ­დი­დან წას­ვლა?
- არა, რა­ტომ უნ­და მინ­დო­დეს. მე ხომ აქ ცოდ­ნის მი­სა­ღ­ე­ბად გამ­ომგზავ­ნეს. რა აზ­რი აქვს უკ­ან დაბ­რუნე­ბას, სა­ნამ და­სახულ მი­ზანს არ მი­ვა­ღ­წევ.
- კი მაგ­რამ, ის მას­წავ­ლე­ბელი, მის სკ­ე­ჩერდი, ასე ბო­რო­ტად რომ გექ­ცე­ვა?
- ბო­რო­ტად? სრუ­ლია­დაც არა! ის მკ­აც­რია. ვერ იტანს ჩემს უწე­სო საქ­ციელს.
- მე რომ შენს ად­გილას ვი­ყო, შევ­იძულებდი მას, წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას გავ­უწევდი. თუ წკ­ეპლით მცემ­და, ჯოხს ხელ­იდან გამ­ოვგლეჯდი და ცხვირ­წინ დავ­უმტვრევდი.
- ამას შენ ვერ გა­ბე­დავდი, მაგ­რამ, თუ ჩაი­დენდი, მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი გაგ­რიცხავ­და სას­წავ­ლებ­ლიდან. ეს კი დი­დად შე­აწ­უხებ­და შენს ნა­თე­სა­ვებს. უმ­ჯო­ბეს­ია, მოთ­მი­ნე­ბით აი­ტანო დამ­ცირე­ბა, რო­მელ­საც შენს მე­ტი ვე­რავინ გრძნობს, ვიდ­რე აჩ­ქარ­დე და შე­ნი წინ­დაუ­ხე­დაობით ისე­თი რამ ჩა­ი­დი­ნო, რაც ყვე­ლა შენს ახ­ლობელს გა­ამ­წა­რებს. გარ­და ამ­ისა, სა­ხა­რე­ბა გვი­ქა­და­გებს, ბო­რო­ტე­ბას სიკ­ეთით ვუ­პა­სუ­ხოთ.
- მაგ­რამ რო­გო­რი და­მამ­ცირე­ბელ­ია, ყვე­ლას თან­დას­წრებით გაგ­წკ­ეპლონ და და­გა­ყენონ ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში. მე­რე შენ სა­კ­მაოდ მოზ­რ­დი­ლი გო­გო­ნა ხარ. აი, მე შენ­ზე გაც­ილებით პა­ტა­რა ვარ, მაგ­რამ მეც ვერ ავ­იტანდი ამ­ისთა­ნა სას­ჯელს.
- შე­ნი მო­ვა­ლეო­ბა­ა, ყვე­ლა­ფერი აი­ტანო, თუ ეს აუ­ცილე­ბელ­ია. უნებ­ისყოფობა და სი­სუ­ლე­ლეა იმის თქმა, რომ ვერ აი­ტან იმას, რაც ბე­დის წყა­ლო­ბით და­წე­სებ­ულა.

გან­ცვიფრებული ვუს­მენ­დი. არ შე­მეძლო ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი ამ­ტანობის ასეთ ფი­ლო­სო­ფი­ას. გაუ­გე­ბარი იყო ჩემ­თ­ვის და კი­დევ უფ­რო ნა­კ­ლე­ბად თა­ნავუგრძნობდი იმ შემ­წყნა­რებ­ლობას, რო­მელ­საც ის იჩენ­და თა­ვი­სი დამ­სჯელის მი­მართ. დღ­ემ­დე მგო­ნია, რომ ელენ ბერ­ნ­სი ჩე­მი თვა­ლის­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი სი­ნათ­ლით ჭვრეტ­და საგ­ნებს. ეჭ­ვიც კი და­მე­ბა­და, იქ­ნებ ის მარ­თალი იყო და მე ვცდე­ბო­დი. მაგ­რამ ამ სა­კი­თხზე უფ­რო ღრ­მად ფიქ­რის თა­ვი აღ­არ მქონ­და და უფ­რო ხელ­საყ­რელი შემ­თხვევისთვის გა­დავ­დე.
- ელენ, შენ ამ­ბობ, რომ ნა­კლი გაქვს? მა­ინც რა? მე კარ­გი მგო­ნი­ხარ.

- მაშ, ჩემ­გან ის­წავ­ლე. ადამ­იანი არ უნ­და შე­ა­ფასო გა­რეგნობით. რო­გორც მის სკ­ე­ჩერდი ამ­ბობს, მე ბინ­ძუ­რი ბავ­შ­ვი ვარ; იშ­ვია­თად თუ მო­ვუ­ნა­ხავ ნივთს თა­ვის ად­გილს; ყვე­ლა­ფერი უწეს­რი­გოდ მიყ­რია. დაუ­დე­ვარი ვარ; მავ­იწყდე­ბა ყვე­ლა­ფერი; მა­შინ ვკითხუ­ლობ, რო­დე­საც გა­კ­ვეთ­ილებს უნ­და ვსწავ­ლობდე; არ ვი­ცი, რო­დის რა უნ­და ვა­კ­ეთო; ზოგ­ჯერ შენ­სავით ვიტყ­ვი ხოლ­მე, ვერ ავ­იტან დად­გენილ სის­ტე­მატურ წეს­რიგს-მეთ­ქი; ყვე­ლა­ფერი ეს კი ძალ­იან აღი­ზია­ნებს მის სკ­ე­ჩერდს, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბით ფა­ქი­ზი, წეს­იერი და მომ­თხოვ­ნია.
- ამა­ვე დროს, ფიცხი და ბო­რო­ტია, არა? - დავ­უმა­ტე.
მაგ­რამ ელენ ბერ­ნ­სი არ და­ე­თან­ხმა ჩემს ნათ­ქვამს. ის დუმ­და.
- მის ტემ­პ­ლიც ისეთ­ივე მკ­აც­რია შენ­დამი, რო­გო­რიც მის სკ­ე­ჩერდი?
მის ტემ­პ­ლის ხსე­ნე­ბა­ზე მის ნა­ღვ­ლიან სა­ხეს კე­თი­ლი ღი­მი­ლი მო­ეფ­ინა.

- მის ტემ­პ­ლი სიკ­ეთის სრუ­ლი გან­სახ­იე­რე­ბა­ა. მას გუ­ლი სტკი­ვა, თვით ყვე­ლა­ზე ცუ­დი აღ­საზ­რდელის მი­მარ­თაც რომ იჩე­ნენ სიმკ­აც­რეს. ის ხე­დავს ჩემს შეც­დომებს, მაგ­რამ ის მათ­ზე ლმო­ბიე­რად მი­თი­თებს. თუ რაი­მე კარგს ჩავ­იდენ, ქე­ბა­საც ვიმ­სახ­ურებ. მის ტემ­პ­ლის ასეთ გო­ნივ­რულ, ლმო­ბი­ერ საყ­ვედ­ურებ­საც კი არ შეუ­ძლია ზე­გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნოს ჩემ­ზე და აღმ­ოფხვრას ჩე­მი ნა­კლი. აი, კი­დევ ერ­თი და­მამ­ტკი­ცე­ბელი სა­ბუ­თი იმი­სა, რომ ბუ­ნე­ბით უნა­კლო არ ვარ. წარ­მოიდგინე, მის ქე­ბა­საც კი, რო­მელ­საც მე დი­დად ვა­ფა­სებ, არ შეუ­ძლია გა­და­მაქციოს წეს­იერ და წინ­და­ხედულ ბავ­შვად.

- რა საო­ცარ­ია, - ვთქვი მე, - არა­და, რა ად­ვილია ყუ­რა­დღ­ებ­იანი იყო.
- შენ­თ­ვის ად­ვილია, ამა­ში ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა. ამ დი­ლით თვალ­ყურს გა­დევ­ნებდი და შევ­ნიშნე, რო­გო­რი ყუ­რა­დღ­ებით უს­მენ­დი. დაბ­ნეუ­ლობა არ გეტ­ყობოდა, რო­დე­საც მის მი­ლე­რი გიხ­ს­ნი­და და გე­კი­თხებ­ოდა. ჩე­მი ფიქ­რე­ბი კი მუ­დამ სა­დღ­აც შორ­სა­ა. იმის მაგ­ივრად, რომ მის სკ­ე­ჩერდს გულ­მოდ­გი­ნედ ვუს­მენ­დე და ყვე­ლა­ფერს ვით­ვი­სებ­დე, რა­საც ის მიხ­ს­ნის, ხში­რად მი­სი ხმაც კი არ მეს­მის. ბუ­რან­ში ვეხ­ვევი. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ვარ ნორ­თუმ­ბერ­ლენდში, დი­იპ­დენ­ში და ხმე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­შემო ის­მის, ჩვე­ნი სახ­ლის ახ­ლოს პა­ტა­რა მო­ჩუხ­ჩუ­ხე ნა­კ­ადულის ხმა­უ­რი მგო­ნია. მხო­ლოდ მაშ­ინღა ვფხიზ­ლ­დე­ბი, რო­ცა მე­კი­თხებ­იან და უნ­და ვუ­პა­სუ­ხო. რად­გა­ნაც ოც­ნე­ბით მო­ლან­დებულ ნა­კ­ადულს ვუს­მენ, ვერ ვი­გებ, რა­საც კი­თხულობენ და პა­სუ­ხიც მზად არ მაქვს.

- მაგ­რამ დღ­ეს რო­გორ კარ­გად უპას­უხე!
- ეს უბ­რა­ლო შემ­თხვევ­ითობა­ა. თე­მამ, რო­მელ­საც ჩვენ ვკითხუ­ლობ­დით, და­მაი­ნტე­რე­სა. დღ­ეს, იმის ნაც­ვლად, რომ დი­იპ­დენ­ზე მეო­ცნე­ბა, ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, თუ რო­გორ შეუ­ძლია ადამ­იანს, რო­მელ­საც სურს სა­მარ­თლიანი იყოს, მო­იქ­ცეს ისე უსა­მართლოდ და წინ­დაუ­ხე­და­ვად, რო­გორც ამას ზოგ­ჯერ ჩარლზ პირ­ვე­ლი სჩად­იოდა. იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რა სამ­წუხარ­ოა, რომ ასე­თი პატ­იოსანი და სა­მარ­თლიანი ადამ­იანი თა­ვი­სი სა­მეფო უფ­ლე­ბების იქით ვე­რა­ფერს ამ­ჩნევ­და. რა კარ­გი იქ­ნებ­ოდა, უფ­რო შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელი ყო­ფი­ლი­ყო და ეგ­რ­ძ­ნო თა­ვი­სი დრო­ის მიზ­ნე­ბი და მის­წ­რა­ფე­ბანი. მაგ­რამ, მი­უ­ხე­და­ვად ყო­ველ­ივე ამ­ისა, მე მა­ინც მომ­წონს ჩარლზ პირ­ვე­ლი, პა­ტივს ვცემ და მებ­რა­ლე­ბა. საწ­ყალი, რო­გორ შეუ­ბრა­ლებ­ლად მოკ­ლეს. მი­სი მტრე­ბი მას­ზე უა­რე­სები აღმ­ოჩნდნენ. მათ და­ღ­ვა­რეს სის­ხ­ლი, რომ­ლის და­ღვრის ნე­ბაც არ ჰქონ­დათ. რო­გორ გა­ბე­დეს მი­სი მოკვ­ლა!

ახ­ლა ის თით­ქ­მის თა­ვის თავს ესაუ­ბრებ­ოდა. და­ავ­იწყდა, რომ მე არ შე­მეძლო მის საუ­ბარს ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი. მე ხომ არა­ფერი ვი­ცო­დი იმ სა­კი­თხზე, რა­ზე­დაც ის მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა, და შე­ვე­ცა­დე, ჩემ­თ­ვის საი­ნტე­რესო თე­მას დავ­ბრუნებოდი.
- შე­ნი ფიქ­რე­ბი მაშ­ინაც გა­ფან­ტულია, რო­დე­საც მის ტემ­პ­ლი გიხ­ს­ნის გა­კ­ვეთილს?
- არა, რა­სა­კვ­ირველ­ია, ისე ხში­რად არა, რად­გან მის ტემ­პ­ლი ყო­ველ­თ­ვის ამ­ბობს რაი­მე ახალს, ისეთს, რაც ჩემს ფიქ­რებ­ზე უფ­რო საი­ნტე­რეს­ოა. მი­სი ენაც სას­იამ­ოვნოა და ის ამ­ბებიც, რომ­ლებ­საც ის გად­მოგვცემს. ხში­რად იმ სა­კითხს ეხე­ბა, რომ­ლის გა­გე­ბაც მწად­ია.
- მაშ, მის ტემ­პ­ლის გა­კ­ვეთ­ილზე კარ­გად გი­ჭი­რავს თა­ვი?
- დი­ახ, ეს ჩემ­და უნებ­ურად ხდე­ბა. თავს ძა­ლას არ ვა­ტან, მაგ­რამ, თუ მხო­ლოდ იმას ვუს­მენ, რაც მაი­ნტე­რე­სებს, მა­შინ რა­ღა ფა­სი აქვს ასეთ თავ­და­ჭე­რას?
- ძალ­იან დი­დი. შენ კარ­გად იქ­ცე­ვი მათ­თან, ვინც შენც კარ­გად გეპ­ყრობა. ეს ასეც უნ­და ხდებ­ოდეს. ხალ­ხი რომ ყო­ველ­თ­ვის კე­თი­ლი და მორ­ჩი­ლი იყოს ბო­რო­ტი და უსა­მართლო ადამ­ია­ნებ­ისადმი, მა­შინ ბო­რო­ტე­ბას უფ­რო ფარ­თო გზა მიე­ცემ­ოდა. მათ არაფ­რის ში­ში არ ექ­ნებ­ოდათ და არც არას­ოდეს გამ­ოსწორდებ­ოდნენ; უფ­რო და უფ­რო მეტ უსა­მარ­თლობას ჩაი­დენ­დნენ. რო­ცა ჩვენ უმი­ზე­ზოდ გვცე­მენ, ჩვენც დარ­ტყმას დარ­ტყ­მით უნ­და ვუ­პა­სუ­ხოთ. ნამ­დვილად მწამს, რომ ასე უნ­და ვიქ­ცეო­დეთ; თა­ნაც ასეთ ადამ­ია­ნებს ისე­თი ძა­ლით უნ­და და­ვკ­რათ, რომ მეო­რედ დარ­ტყმა ვე­ღ­არ გა­ბედონ და სამ­უდამოდ ვას­წავლოთ ჭკ­უა.

- იმე­დი მაქვს, აზ­რი შე­გეც­ვლე­ბა, რო­ცა გაი­ზრდები. ჯერ­ჯერობით, შენ მხო­ლოდ პა­ტა­რა, გამ­ოუცდელი გო­გო­ნა ხარ.
- მე ასე მეს­მის, ელენ. მე უნ­და მძულ­დეს ადამ­ია­ნები, რომ­ლე­ბიც, რაც უნ­და გა­ვა­კ­ეთო მათ სას­იამოვნოდ, მა­ინც გა­ნაგ­რძობენ ჩემს ათ­ვალ­წუნე­ბას. უნ­და შე­ვებრძოლო მათ, ვინც ჩემს უსა­მართლოდ დას­ჯას მო­ინ­დო­მებს. ეს ისე­ვე ბუ­ნებ­რივია, რო­გორც ის, რომ უნ­და მიყ­ვარ­დეს ისი­ნი, ვინც ალერ­სია­ნად და სიყ­ვა­რუ­ლით მეპ­ყრობა და ავ­იტანო სას­ჯელი, რო­მე­ლიც დავ­იმსახ­ურე.
- ამ მოძღვ­რე­ბას მხო­ლოდ წარ­მართი და ვე­ლუ­რი ტო­მე­ბი იცა­ვენ. ქრის­ტია­ნები და გა­ნათ­ლებული ერე­ბი უარ­ყოფენ მას.
- არ მეს­მის, რა­ტომ?
- ძა­ლადობით არ დაი­ძლე­ვა ბო­რო­ტე­ბა და არც შუ­რის­ძი­ე­ბით - უსა­მარ­თლობა.
- მაშ, რო­გორ, რა საშ­უა­ლებით?
- წა­იკი­თხე ახა­ლი აღთ­ქმა. ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­აქ­ციე, რას ქა­და­გებს ქრის­ტე და რო­გორ მოქ­მე­დებს. მი­სი სიტყ­ვე­ბი შენ­თ­ვის კა­ნო­ნი უნ­და იყოს და მი­სი საქ­ციელი - მა­გალითის მომ­ცე­მი.
- რას ქა­და­გებს ქრის­ტე?
- გიყ­ვარ­დეთ თქვე­ნი მტრე­ბი; დალ­ოცეთ ისი­ნი, თუნ­დაც გწყევ­ლიდნენ; მი­უზღ­ეთ სიკ­ე­თე ბო­რო­ტებ­ისა და სი­ძულ­ვი­ლის სა­ნაცვლოდ.
- მაშ, მე მი­სის რი­დი უნ­და მიყ­ვარ­დეს? ან ვლო­ცავ­დე მის ვა­ჟიშვილს, ჯონ რიდს? ეს სრუ­ლი­ად შეუ­ძლე­ბელ­ია.
ელენ ბერ­ნსმა მთხო­ვა, ამეხ­სნა, რას ნიშ­ნავ­და ჩე­მი სიტყ­ვე­ბი. მეც მაშ­ინვე ვუ­ამ­ბე ყვე­ლა­ფერი ჩემს გან­ვ­ლილ ტან­ჯვა­სა და უბედ­ურე­ბა­ზე. სევ­დით სავ­სე ვყვე­ბო­დი, რა­საც გან­ვიც­დი­დი, არც არა­ფერს ვუ­მა­ტებდი და არც არა­ფერს ვა­კ­ლებდი.
ელენ­მა ბო­ლომ­დე მოთ­მი­ნე­ბით მო­მის­მი­ნა. ვე­ლო­დი, რომ რა­მეს მეტ­ყოდა, მაგ­რამ ის დუმ­და.
- აბა, რას იტყ­ვი? - შე­ვე­კი­თხე მო­უთ­მენ­ლად, - გა­ნა მი­სის რი­დი ცუ­დი, გულ­ქ­ვა ადამ­იანი არ ყო­ფი­ლა?
- უდავ­ოა, ის ცუ­დად გექ­ცეო­და, მაგ­რამ იცი, რა­ტომ? მას შე­ნი ხას­იათი არ მოს­წონ­და, რო­გორც მის სკ­ე­ჩერდს - ჩე­მი. ერ­თი წუ­თი­თაც არ გავ­იწყდე­ბა არც ერ­თი მი­სი სიტყ­ვა და ყვე­ლა­ფერი ის, რაც მან ჩაი­დინა შენ მი­მართ. რო­გორც ჩანს, მის უსა­მართლო საქ­ციელს ღრ­მა კვა­ლი დაუ­ტოვებ­ია შენს გულ­ში. ჩემს გრძნო­ბებ­ზე კი უსა­მარ­თლობა ასეთ და­ღს ვერ დატ­ოვებს. გა­ნა უფ­რო ბედ­ნიერი არ იქ­ნე­ბი, რომ და­ი­ვიწყო მი­სი სიმკ­აც­რე და გულ­ქ­ვაო­ბა, რო­მე­ლიც ასე გაფ­ორია­ქებს? სი­ცოცხ­ლე ისე­დაც ხან­მოკ­ლე­ა, არ უნ­და ვმტრობ­დეთ ერ­თმა­ნეთს და შემ­დეგ არ უნ­და ვიხ­სე­ნებ­დეთ ჩვენ­დამი ჩა­დენილ უსა­მარ­თლობას. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს ამ­ქვეყნიური ცოდ­ვე­ბი მძი­მე ტვირ­თად აწევს, მაგ­რამ მწამს, მა­ლე დად­გე­ბა ჟა­მი, რო­დე­საც ეს ცოდ­ვი­ლი სხე­უ­ლი თავ­იდან მო­ი­შო­რებს მი­წი­ერ საზ­რუნავს; ყო­ვე­ლი მძი­მე და­ნა­შაული ჩამ­ოგვცილდე­ბა ცოდ­ვილ ხორ­ც­თან ერ­თად და იდღ­ე­სას­წაუ­ლებს გან­წმენდილი სუ­ლი. ეს არის ცხოვ­რებ­ისა და აზ­როვნების მა­რადიული პრინ­ცი­პი. ეს სუ­ლი ისე­ვე წმინ­და იქ­ნე­ბა, რო­გორც მა­შინ, რო­დე­საც ქვეყ­ნიე­რების შემ­ოქმედი შთა­ბე­რავს ხოლ­მე ყო­ველ ადამ­იანს და­ბა­დებ­ისას. ის კი ბო­ლოს, საი­და­ნაც მო­ვი­და, იქ­ვე ბრუნ­დე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ადამ­იან­ზე უფ­რო წმინ­და და ზნეო­ბრივად მა­ღ­ლა მდგომ არ­სე­ბას და­უკ­ავ­შირდეს, გა­იაროს დი­დე­ბის ყვე­ლა სა­ფეხური ცოდ­ვი­ლი ადამ­იანის სუ­ლი­დან შა­რა­ვან­დედით მო­სილ უწ­მინ­დეს სე­რაფ­იმამ­დე, და არ მოხ­დეს პი­რი­ქით, რომ ადამ­იანის სულს ეშ­მა­კი და­ეუფლოს. არა, მე ეს არ მჯე­რა. მე სხვა რწმე­ნა მაქვს, რო­მე­ლიც ჩემ­თ­ვის არა­ვის უს­წავ­ლებ­ია. მას­ზე იშ­ვია­თად ვლა­პა­რა­კობ, მაგ­რამ ის სი­ამ­ოვნე­ბას მან­იჭებს და მას დაუ­სა­ბამოდ ვე­ბღ­აუ­ჭები. ის ყვე­ლას იმედ­ია: ქმნის მა­რადიულ სას­უფე­ველს, მკვიდრ თავ­შე­სა­ფარს, სა­დაც აღ­არც ში­შია და არც გან­საც­დელი. გარ­და ამ­ისა, ამ მოძღვ­რებით კარ­გად გან­ვას­ხვა­ვებ ერ­თმა­ნეთ­ისგან დამ­ნა­შა­ვე­სა და მის მი­ერ ჩა­დენილ ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბას. რამ­დე­ნა­დაც უნ­და მძაგ­დეს ჩა­დენილი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა, მა­ინც შემ­იძლია მი­ვუ­ტე­ვო დამ­ნა­შა­ვეს; ამ რწმე­ნის გამ­ოა, რომ შუ­რის­ძიე­ბა არას­ოდეს მიშ­ფო­თებს სულს; არც დამ­ცირე­ბა და უსა­მარ­თლობა იწ­ვევს ჩემ­ში უკ­მაყ­ოფილე­ბას და სუ­ლით არ ვე­ცემი. ვცხოვ­რობ მშვი­დად და ვე­ლი აღ­სასრულს.

ელენს ამის მე­ტი აღ­ა­რა­ფერი უთ­ქ­ვამს. ჩვეუ­ლებ­რივზე უფ­რო მე­ტად ჩა­ჰკი­და თა­ვი. გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­ზე შე­ვამ­ჩნიე, ჩემ­თან სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა აღ­არ სურ­და და ჯობ­და, ღრ­მა ფიქ­რებ­ში წა­სუ­ლი, აღ­არ შე­მეწ­უხებ­ინა. მას დიდ­ხანს არ დას­ცალ­და სა­კუ­თარ ფიქ­რებ­თან გან­მარ­ტოე­ბა. რო­მელ­იღ­აც ჯგუფხე­ლი, მოზ­რ­დი­ლი, თავ­ხედი გო­გო­ნა მი­უ­ახ­ლოვდა მას და მკ­ვეთრი კემ­ბერ­ლენდური კი­ლო­თი უთხ­რა:
- ელენ ბერნს, თუ არ წახ­ვალ და შენს უჯ­რას არ მოა­წეს­რიგებ, ხელ­საქ­მეს ად­გილს არ მი­უ­ჩენ, ახ­ლა­ვე წა­ვალ და მის სკ­ე­ჩერდს მო­ვახ­სე­ნებ, მო­ვი­დეს და თა­ვი­სი თვა­ლით ნა­ხოს ყვე­ლა­ფერი.

ელენ­მა ამ­ოიოხრა; ოც­ნებ­იდან გამ­ოე­რკ­ვა, წამ­ოდგა და დაუ­ყოვნებლივ, სიტყ­ვის შეუ­ბრუნებ­ლად და­ემ­ორჩილა.

თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი

იხილეთ წინა თავები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93