ნოველები

ჯეინ ეარი. მეექვსე თავი

ჯეინ ეარი. მეექვსე თავი
პირ­ვე­ლი სა­მი თვე ლო­ვუდ­ში სა­უკუ­ნედ მეჩ­ვე­ნა. უნ­და ვთქვა, რომ ეს ჩემ­თ­ვის ოქ­როს ხა­ნა არ იყო; მი­წევ­და დამ­ქან­ცველი ბრძო­ლა ათას­გვარ სიძ­ნე­ლეს­თან; უნ­და შევ­გუებოდი ახალ წე­სებ­სა და ჩემ­თ­ვის არა­სას­ურველ გა­კ­ვეთ­ილებს. იმის ში­ში, რომ თავს ვერ გა­ვარ­თმევდი ამ საქ­მეს, უფ­რო მე­ტად მაშ­ინებ­და, ვიდ­რე ჩე­მი უბე­დო­ბით გამ­ოწვეული ცხოვ­რე­ბის სი­დუხ­ჭი­რე.

თუმ­ცა ამი­სი ატა­ნაც ძნე­ლი იყო. მთე­ლი იან­ვარი, თე­ბერ­ვალი და მარ­ტის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვარი ისე მი­ი­წუ­რა, რომ სა­სეირნოდ ბა­ღის კედ­ლების გა­რე­თაც კი ვერ გა­მოვ­დი­ო­დით. იმ ზამ­თარს დი­დი თოვ­ლი და­დო. მე­რე კი თოვ­ლის დნო­ბამ
შეგ­ვიშა­ლა ხე­ლი; მის­გან ატა­ლა­ხებული გზა თით­ქ­მის გაუ­ვალი გახ­და. მხო­ლოდ ეკ­ლეს­იაში ვა­ხერ­ხებდით სი­ა­რულს. ასეთ ხე­ლის შემ­შლელ პი­რო­ბებ­შიც კი ყო­ველ­დღე ერ­თი სა­ათი მა­ინც უნ­და გაგ­ვე­ტა­რებ­ინა სუფ­თა ჰა­ერ­ზე. ღა­რი­ბუ­ლი ტან­საც­მელი ვერ გვი­ფა­რავ­და მკ­აცრი სი­ცი­ვის­გან. მა­ღ­ალ­ყელ­იანი ფეხ­საც­მელი არ გვქონ­და, ხო­ლო რაც გვეც­ვა, მათ­ში თოვ­ლი ად­ვილად ჩად­იოდა და შიგ­ვე დნებ­ოდა. უხელ­თათ­მანოდ ხე­ლები გვაზ­რებ­ოდა და ხელ­-ფე­ხი გვეყ­ინებ­ოდა. კარ­გად მახ­სოვს, რო­გორ ვი­ყა­ვი ამის გა­მო შეწ­უხებული ყო­ველ სა­ღ­ამოს, რო­გორ ვი­ტან­ჯებოდი, რო­დე­საც გას­ივებულ, მთლად დას­ისხლია­ნებულ ფე­ხებ­ზე დი­ლით ისევ უნ­და ჩა­მეც­ვა ფეხ­საც­მელი. სა­კ­ვების სიმ­ცი­რეც სულს გვი­ხუ­თავ­და. რო­გორც მო­ზარ­დებს, მუ­დამ კარ­გი მა­და გვქონ­და; ხო­ლო ის, რა­საც ჩვენ ვიღ­ებდით, მი­სუს­ტე­ბულ ავად­მყოფსაც კი ძლივს ეყ­ოფოდა. სა­კ­ვების ასე­თი ნა­კ­ლებ­ობა მძი­მე ხვედ­რად ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა აღ­საზ­რდე­ლებს გვაწ­ვა. რო­გორც კი შემ­თხვე­ვა მიე­ცემ­ოდათ, ეს დამ­შეული მოზ­რ­დი­ლი გო­გო­ნე­ბი არ­თმევ­დნენ პა­ტა­რებს საჭ­მელს ხან მო­ფე­რებით და ხა­ნაც მუ­ქა­რით. რამ­დენ­ჯერ გამ­ინაწ­ილებ­ია ორი მოზ­რ­დი­ლი მში­ე­რი გო­გო­ნას­თ­ვის სა­ნატ­რე­ლად ქცე­უ­ლი შა­ვი პუ­რის ნა­ჭერი, რო­მელ­საც ჩაი­სთან ერ­თად ვიღ­ებდით, მე­სამისთვის კი დამ­ითმია რამ­დენ­იმე ყლუ­პი ყა­ვა. იმ მცი­რეო­დენს კი, რაც ფინ­ჯან­ში მრჩებ­ოდა, შიმ­ში­ლით გამ­ოწვეული მა­ლუ­ლი ცრემ­ლის ღვრით ვსვამ­დი.

იმ ზამ­თარს ყვე­ლა­ზე მო­საწ­ყენი კვ­ირა დღ­ე­ები იყო. ფე­ხით უნ­და გაგ­ვევლო ორი მი­ლი ბროკ­ლ­ბ­რი­ჯის ეკ­ლეს­იამ­დე, სა­დაც ჩვე­ნი პატ­რო­ნი წი­რავ­და. გა­რეთ გას­ვლამ­დე სი­ცი­ვე უკ­ვე ძვალ-რბილ­ში გვქონ­და გამ­ჯდარი; ეკ­ლეს­იაში უფ­რო და უფ­რო ვი­ყი­ნე­ბო­დით და, ვიდ­რე დი­ლის წირ­ვა დამ­თავ­რდებ­ოდა, სი­ცი­ვის­გან ვცახ­ცა­ხებდით. სად­ილობამ­დე დი­დი დრო რჩებ­ოდა; უკ­ან აღ­არ ვბრუნ­დე­ბო­დით, ამი­ტომ წირ­ვებს შო­რის ვიღ­ებდით ცი­ვად მო­ხარ­შულ ხორ­ც­სა და პურს ისეთ­ივე მცი­რეს, რო­გორც ყო­ვე­ლი ჭა­მის დროს.

ნაშ­უა­დღ­ევის წირ­ვის შემ­დეგ სახ­ლ­ში ფარ­თო გზით მო­ვეშ­ურებოდით. გზა­დაგ­ზა უამ­რავი პა­ტარ­-პა­ტა­რა ბორ­ც­ვი გვხვდებ­ოდა. ჩრდი­ლო­ე­თის თოვ­ლი­ა­ნი მწვერ­ვა­ლებ­იდან მო­ნა­ბერი ზამ­თ­რის სუს­ხი­ა­ნი ქა­რი სი­ცი­ვით სა­ხე­ებს გვიწ­ვავ­და.

მაგ­ონდე­ბა, რო­გორ მსუ­ბუ­ქად და სწრა­ფად მო­აბ­იჯებ­და ამ დროს მის ტემ­პ­ლი ამ თავ­ჩაქინდრული ბავ­შვების მწკრ­ივებს შო­რის თა­ვი­სი შოტ­ლან­დი­უ­რი წამ­ოსას­ხამით, რომ­ლის კალ­თებ­საც სუს­ხი­ა­ნი ქა­რი ხან გან­ზე უფ­რია­ლებ­და და ხან მჭიდ­როდ ახ­ვევ­და გარს. ის გვამ­ხნე­ვებ­და, მა­გალითს გვიჩ­ვე­ნებ­და, რომ სუ­ლით არ დავ­ცემ­ულიყავით და მუ­დამ "მა­მაცი ჯარ­ისკ­ა­ცებივით~ წინ გვე­ვლო, რო­გორც მას უყ­ვარ­და თქმა. და­ნარ­ჩენი მას­წავ­ლებ­ლები კი, საბ­რალონი, თვი­თონ იმ­დე­ნად ნა­წა­მებნი ჩან­დნენ, რომ თა­ვი აღ­არ ჰქონ­დათ, ჩვენ გა­ვემ­ხნე­ვებ­ინეთ.

ოჰ, რო­გორ ვნატ­რობ­დით მო­გიზ­გი­ზე ბუხ­რის სი­ნათ­ლე­სა და სით­ბოს უკ­ან დაბ­რუნებ­ისას. მაგ­რამ პა­ტა­რებისთვის ეს მი­უღ­წე­ველი იყო. სა­სკოლო ოთახ­ში ბუ­ხარს მაშ­ინვე ორ მწკრ­ივად მოზ­რ­დი­ლი გო­გო­ნე­ბი შემ­ოუსხდებ­ოდნენ ხოლ­მე, მათ უკ­ან პა­ტა­რები ჩაი­ცუცქებ­ოდნენ და საც­ოდა­ვად ეკვ­როდნენ ერ­თმა­ნეთს, გა­თო­შილ ხე­ლებს კი წინ­საფ­რის კალ­თებში მა­ლავ­დნენ.

ასეთ დროს ჩვენს ნუ­გეშს ჩაი წარ­მოად­გენ­და; ამ დროს პუ­რი ორ­მა­გად გვეძ­ლეო­და, ე.ი. მთე­ლი ნა­ჭერი ნა­ხევრის ნაც­ვლად, თან ცო­ტაო­დენ კა­რაქ­საც გამ­ოიმე­ტებ­დნენ ხოლ­მე, ეს იყო ყო­ვე­ლკვ­ირეული გა­მას­პინძლე­ბა, რო­მელ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დით კვ­ირიდან კვ­ირამ­დე. ჩვეუ­ლებრივ, მე ვა­ხერ­ხებდი ამ გუ­ლუხ­ვად გა­ცემული ვახ­შ­მის ნა­ხე­ვარი ჩემ­თ­ვის და­მეტ­ოვებ­ინა, და­ნარ­ჩენი კი, იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­მე­ნაწ­ილებ­ინა.
კვ­ირა სა­ღ­ამოს ვა­ტა­რებდით წმინ­და მა­თეს V, VI, VII თა­ვებ­ისა და სა­ე­კ­ლესიო კა­ტეხიზმოს ზეპ­ირობა­სა და გა­მეო­რე­ბაში. მე­რე კი ვის­მენ­დით გრძელ ქა­და­გე­ბას, რო­მელ­საც მის მი­ლე­რი გვი­კი­თხავ­და. ის გაუ­თა­ვებ­ლად ამ­თქნა­რებ­და და და­ღლ­ილობას ვერ მა­ლავ­და. ლოც­ვე­ბის კითხ­ვის დროს შეს­ვე­ნე­ბა მე­ტად ხში­რად გვი­წევ­და, რად­გან პა­ტა­რებს ძი­ლი ერეო­დათ; ისი­ნი მე­სა­მე-­მეო­თხე რი­გებ­ში თავ­იანთი სკ­ა­მებ­იდან ძირს ცვი­ოდ­ნენ და, ნა­ხევ­რად ცოცხალ­-მკვ­დრებს, ძლივს წამ­ოა­ყე­ნებ­დნენ ხოლ­მე ფეხ­ზე. გამ­ოსაფ­ხიზლე­ბელი წა­მალი კი მხო­ლოდ ის გახ­ლდათ, რომ მათ ხე­ლის კვრით წინ, სა­კ­ლასო ოთა­ხის შუ­აგ­ულისკ­ენ უბიძ­გებ­დნენ და აი­ძულებ­დნენ, ფეხ­ზე მდგომთ, ბო­ლომ­დე მო­ეს­მინათ ქა­და­გე­ბა. ხან­და­ხან იქაც ეკ­ე­ცებ­ოდათ მუხ­ლე­ბი და, უღო­ნო­ნი, ძირს, ია­ტა­კ­ზე ზედ­იზედ ცვი­ოდ­ნენ. რომ არ წაქ­ცეუ­ლიყვნენ, ჯგუფხე­ლები მა­ღ­ალ­ზურგიან სკ­ა­მებს შეუ­ყე­ნებ­დნენ­-ხოლ­მე.

აქამ­დე გა­და­კრული სიტყ­ვი­თაც კი არ მიხ­სე­ნებ­ია, გვი­ნახ­ულებ­და ხოლ­მე თუ არა მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი ლო­ვუდ­ში. ეს ჯენ­ტლმენი ჩე­მი ჩა­მოს­ვ­ლის პირ­ველ ხა­ნებში, თით­ქ­მის ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში, წა­სუ­ლი გახ­ლდათ. ვფიქ­რობ, ის ისევ სტუმ­რად იყო თა­ვის მეგ­ობარ ქო­რეპ­ისკო­პოსთან. მი­სი იქ არ­ყოფნა დიდ შვე­ბას მგვრი­და. სა­ჭი­რო არ არის, მო­ვიხ­სე­ნიო ის მი­ზე­ზები, რო­მელ­თა გა­მოც ასე ძლი­ერ მეშ­ინოდა მი­სი მოს­ვ­ლი­სა, მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ის დღ­ეც დად­გა, რო­დე­საც ის ლო­ვუდ­ში ვი­ხი­ლე.

ერ­თხელ, ნაშ­უა­დღ­ევს (უკ­ვე სა­მი კვი­რის მი­სუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი ლო­ვუდ­ში), ას­პი­დის და­ფით ხელ­ში, ღრ­მად ჩაფ­იქრებული ვი­ჯე­ქი და რა­ღ­აც თავ­სა­ტეხ მა­გალითს ვიყ­ვან­დი მრა­ვალ­ნიშნა ციფ­რე­ბის გაყ­ოფა­ზე. თა­ვი ავ­წიე, ფან­ჯა­რაში გავ­იხე­დე და, ჯერ კი­დევ ფიქ­რებ­ში გარ­თულმა, თვა­ლი მოვკ­არი, რომ ფან­ჯ­რის წინ ვიღ­ა­ცამ ჩა­ია­რა. მაშ­ინვე, ჩემ­და უნებ­ურად, ვი­ცა­ნი მი­სი გამ­ხდარი ლან­დი. ორი წუ­თის შემ­დეგ, რო­დე­საც მთე­ლი სკო­ლა, მას­წავ­ლებ­ლების ჩათ­ვ­ლით, ფეხ­ზე ად­გო­მით, რო­გორც ერ­თი კა­ცი, ისე მიე­სალ­მა მას, სა­ჭი­რო აღ­არ იყო თვა­ლით მე­ძებ­ნა და გამ­ომე­რკვ­ია, თუ ვის ესალ­მებ­ოდნენ ეს­ოდენ დი­დი პატ­ივისცემით. მან დი­დი ნაბ­იჯებით გა­ია­რა სა­კ­ლასო ოთა­ხი და უცებ მის ტემ­პ­ლის გვერ­დით, რო­მე­ლიც აგ­რეთ­ვე ფეხ­ზე წამ­ომდგარიყო, აი­სვე­ტა. დავ­ინა­ხე იგი­ვე შა­ვი ბო­ძი, რო­მე­ლიც ამ რამ­დენ­იმე ხნის წინ გეი­ტსჰედში, ბუხ­რის წინ, ხალ­იჩა­ზე იდ­გა და შუბ­ლ­შე­კრული, პირ­ქუ­ში გამ­ომეტ­ყვე­ლებით მათ­ვალ­იე­რებ­და. ახ­ლა მე ცა­ლი თვა­ლით ვუმ­ზერ­დი `არ­ქიტექტურის ამ უნა­კლო შე­დევრს~. დი­ახ, არ შევ­მცდარ­ვარ. ეს მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი იყო. ღი­ლებით ბო­ლომ­დე შე­კრული პალ­ტო კი­დევ უფ­რო გამ­ხდარ­სა და მა­ღ­ალს აჩენ­და და თით­ქოს მის სა­ხეს სიმკ­აც­რეს მა­ტებ­და.

მე ჩე­მი მი­ზე­ზი მქონ­და, რომ მი­სი გამ­ოჩენ­ისთა­ნა­ვე თავ­ზარი დამ­ცემ­ოდა. ძალ­იან კარ­გად მახ­სოვს, თუ რო­გო­რი დაუ­ნდობელი გა­და­კრული სიტყ­ვე­ბით და­მა­ხას­ია­თა მი­სის რიდ­მა მის წი­ნა­შე. ისიც მახ­სოვდა, რო­გორ აღუ­თქვა სა­ზეიმოდ მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა, რომ წი­ნას­წარ შე­ატ­ყობინებ­და მის ტემ­პლსა და სხვა მას­წავ­ლებ­ლებს ჩემს უზ­ნეო­ბას. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში ში­შით ვძრწო­დი, რომ ერ­თხე­ლაც ის თა­ვის და­ნაპ­ირებს შე­ას­რულებ­და. ყო­ველ ცის­მა­რე დღე ველ­ოდებოდი ამ ადამ­იანს, რომ­ლის მო­ნა­ყო­ლიც გა­ამ­ხელ­და ჩემს წარ­სულ ცხოვ­რე­ბას და სამ­უდამოდ სა­ძა­გელი ბავ­შ­ვის სა­ხელით მომ­ნათ­ლავ­და. და, აი, ახ­ლა ეს ადამ­იანი აქ იყო. ის მის ტემ­პ­ლის გვერ­დით იდ­გა და ჩუ­მად ყურ­ში რა­ღ­ა­ცას ეჩ­ურჩულებ­ოდა. ეჭ­ვიც არ მე­პა­რებ­ოდა, რომ ის ახ­ლა ჩემს ცუდ საქ­ციელს აა­შკ­ა­რა­ვებ­და მის წი­ნა­შე. ამ­იტომაც აუ­ტა­ნელი მწუ­ხა­რებ­ითა და მღ­ელ­ვა­რებით შევ­ყურებდი მის ტემპლს და ყო­ველ წუთს ვე­ლო­დი, რომ მი­სი შა­ვი თვა­ლები სი­ძულ­ვი­ლი­თა და ზიზღით შემ­ომხე­დავ­დნენ. თან ვუს­მენ­დი კი­დეც. რად­გა­ნაც ისე მოხ­და, რომ მათ­თან ახ­ლოს ვი­ჯე­ქი, კარ­გად მეს­მოდა, რა­ზე­დაც ლა­პა­რა­კო­ბდნენ. სა­უბ­რის ში­ნა­არ­სმა სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე დამ­იბრუნა.

- იმე­დი მაქვს, მის ტემპლ, ძა­ფი, რო­მე­ლიც ლო­უ­ტონ­ში შევ­იძინე, გამ­ოდგე­ბა. იმა­საც ვფიქ­რობ, ამა­ვე ძა­ფით შეი­ძლე­ბა ქა­ლის მიტ­კ­ლის პე­რან­გებიც შე­კ­ერონ. სა­თა­ნადო ნემ­სებიც შე­ვარ­ჩიე. გა­და­ეცით მის სმითს, რომ სი­ა­ში გამ­ომრჩა სა­რუ­ფიო ნემ­სები, მაგ­რამ მო­მა­ვალ კვ­ირას რამ­დენ­იმე შე­კვ­რას გამ­ოუგზავ­ნიან. თუმ­ცა არავ­ითარ შემ­თხვე­ვაში თი­თო აღ­საზ­რდელ­ზე თი­თო ნემ­სის მე­ტი არ უნ­და გაი­ცეს. მე­ტი რომ ექ­ნე­ბათ, დაუ­დევ­რობას გამ­ოიჩე­ნენ და და­კ­არ­გა­ვენ. კი­დევ ერ­თი, მის, მინ­და, რომ მა­ღ­ალ­ყელ­იან, შა­ლის წინ­დებს ძალ­იან გაუ­ფრთხილდნენ. რო­დე­საც ბო­ლო დროს აქ ვი­ყა­ვი, სამ­ზა­რეულოს ეზო­ში შე­ვედი და თოკ­ზე გა­საშ­რობად გა­ფენილი ტან­საც­მელი და­ვათ­ვალ­იე­რე. უამ­რავი შა­ვი, მა­ღ­ალ­ყელ­იანი წინ­და მე­ტად სა­ვა­ლალო მდგო­მა­რეო­ბაში ვნა­ხე - ამ­ოუკ­ემ­სავი და მო­უვ­ლე­ლი. ზო­გი­ერ­თი იმ­დე­ნად გაუ­ფრთხილებ­ლა­დაა ნახ­მარი, რომ ად­გილ-ად­გილ გამ­ოგლეჯ­ილია. ეს კი მარ­წმუნებს, რომ დრო­ზე არ კემ­სა­ვენ მათ.
ის შე­ჩერ­და.

- თქვე­ნი მი­თი­თე­ბანი შეს­რულებული იქ­ნე­ბა, სერ, - უპას­უხა მის ტემ­პლმა.
- კი­დევ, აი, რა მსურს, მის, - გა­ნაგრძო მან, - მრეც­ხავ­მა ქალ­მა მითხ­რა, რომ რამ­დენ­იმე გო­გო­ნას კვ­ირაში ორ­ჯერ კა­ბებ­ზე მარ­მაშ­იანი სა­ყელო გამ­ოუცვლია. ეს მეტ­ისმეტ­ია. მათ უფ­ლე­ბა აქვთ, კვ­ირაში ერ­თხელ გამ­ოიცვალონ.
- ამის მი­ზეზს ახ­ლა­ვე მო­გახ­სე­ნებთ, სერ. აგ­ნე­სა და კა­ტერ­ინა ჯონ­ს­ტო­ნე­ბი მეგ­ობრებ­მა გა­სულ ხუთ­შა­ბათს ჩაი­ზე მი­ი­პატ­იჟ­ეს ლო­უ­ტონ­ში. მეც ამ შემ­თხვევის გა­მო ნე­ბა დავ­რთე, გამ­ოეც­ვა­ლათ სა­ყელ­ოები.
მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა თა­ვი დაუ­ქნია.
- კე­თი­ლი. ამ ერ­თხელ არა უშავს რა. მაგ­რამ, თუ შეი­ძლე­ბა, ასე­თი შემ­თხვე­ვები ხში­რად ნუ მოხ­დე­ბა. მე სხვა რამ უფ­რო მაო­ცებს. ეკო­ნო­მი ან­გარიშს მა­ბა­რებ­და და შევ­იტყვე, რომ ორი კვი­რის გან­მავ­ლობაში ორ­ჯერ გა­ცემ­ულა მეო­რე საუ­ზმე; ყვე­ლი და პუ­რი დაგ­ირიგებ­იათ ბავ­შვებისთვის. რო­გორ მოხ­და ეს? ერ­თხელ კი­დევ გა­დავ­ხე­დე ში­ნა­გა­ნა­წესს და არ­სად არის ნახ­სე­ნები მეო­რე საუ­ზმე. ვის მო­უ­ვი­და აზ­რად ასე­თი სი­ახ­ლე? ან ვი­სი პას­უხისმგებლობით გაი­ცა ის?
- ამ შემ­თხვევის გა­მო პა­სუხს მე ვა­გებ, სერ, - უპას­უხა მის ტემ­პლმა. - საუ­ზმე ისე ცუ­დად იყო მომ­ზა­დებული, რომ ვერც ერ­თმა ბავ­შვმა პი­რი ვერ და­ა­კ­ა­რა. სად­ილობამ­დე ბავ­შვები მშივ­რე­ბი ვერ დავ­ტოვე.

- ქალ­ბატონო, ნე­ბა მი­ბო­ძეთ, მო­გახ­სენოთ. ვგო­ნებ, კარ­გად იცით ჩე­მი მი­ზა­ნი. მე მსურს ეს გო­გო­ნე­ბი ისე აღვ­ზარდო, რომ არ შე­ვაჩვიო ფუ­ფუ­ნე­ბა­სა და მა­თი ყო­ვე­ლი სურ­ვი­ლის და­კ­მაყ­ოფილე­ბას. უნ­და მი­ეჩ­ვი­ონ მოთ­მი­ნე­ბას; უნ­და შეძ­ლონ სა­კუ­თარ სურ­ვი­ლებ­ზე უარის თქმა. გა­ნა ასე­თი პა­ტა­რა შემ­თხვე­ვების და უსი­ამ­ოვნების ატა­ნა ვერ უნ­და შეძ­ლონ ცხოვ­რე­ბაში, რო­გო­რი­ცა­ა, მა­გალ­ითად, უგე­მუ­რი საუ­ზმე, საჭ­მელში მე­ტი ან ნა­კ­ლები მა­რი­ლი? ჩვენ მაშ­ინვე არ უნ­და შევ­უცვალოთ ის უკ­ე­თესით. ამით ჩვენ ხელს ვუწყობთ ხორ­ცი­ელ ტკბ­ობას და აღ­არ ვზრუ­ნავთ სულ­ზე. ამ­რიგად, ამ სას­წავ­ლებლის მთა­ვარ მი­ზან­საც ვა­მახ­ინჯებთ. სწო­რედ ასე­თი შემ­თხვე­ვები იძ­ლე­ვა საშ­უა­ლე­ბას, სუ­ლი­ე­რი სიმ­ტ­კი­ცე გამ­ოვიმუშაოთ აღ­საზ­რდე­ლებში, გა­ვაძ­ლიეროთ და გამ­ოვა­მჟ­ღ­ავნოთ მა­თი ამ­ტან­ობა, მა­მაც­ურად და­ვაძ­ლევინოთ ამ­ქვეყნიური გა­საჭირი. აი, ასეთ დროს საჭ­იროა, ვუთხ­რათ ბავ­შვებს რამ­დენ­იმე სიტყ­ვა. გო­ნი­ე­რი აღმ­ზრდელი ისარ­გებ­ლებ­და ამ შემ­თხვევით და მო­აგ­ონებ­და პირ­ველ­წა­მებული ქრის­ტია­ნების ამ­ბავს; ესაუ­ბრებ­ოდა იმ რჩე­ვა-­დარ­იგე­ბა­ზე, რო­მელ­საც და­ლოც­ვი­ლი ღმერ­თი იესო ქრის­ტე უქა­და­გებ­და თა­ვის მიმ­დევ­რებს, აე­ღოთ ჯვა­რი და გაჰ­ყოლოდნენ მის მცნე­ბას. ქრის­ტეს მი­თი­თე­ბა­ა, რომ ადამ­იანი საზ­რ­დო­ობს არა მარ­ტო პუ­რით, არა­მედ თვით ღმერ­თის ღვთი­უ­რი ქა­და­გებით. ის კი ამ­ბობს: თუ შენ იტან­ჯები შიმ­ში­ლი­თა და წყურ­ვი­ლით ჩემ გა­მო, ნე­ტარ ხა­რო. ოჰ, ქალ­ბატონო! რო­დე­საც თქვენ დამ­წვარი ფა­ფის ნაც­ვლად მათ პურ­სა და ყველს აძ­ლევდით, შე­საძ­ლოა, მარ­თლაც გამ­ოკ­ვე­ბეთ მა­თი ცოდ­ვი­ლი სხე­უ­ლი, მაგ­რამ სრუ­ლე­ბით არ ფიქ­რობ­დით იმა­ზე, თუ რა საშ­ინელ შიმ­შილს უმ­ზა­დებდით მათ უკვ­დავ სუ­ლებს.

მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი კვ­ლავ შე­ჩერ­და. შე­საძ­ლე­ბელ­ია, მო­ი­ხიბ­ლა თა­ვი­სი სუ­ლი­ე­რი გან­ცდებ­ითა და მჭევ­რმეტ­ყვე­ლებით. სა­უბ­რის და­საწყისში მის ტემ­პ­ლი თვალ­დახრილი უს­მენ­და, მაგ­რამ შემ­დეგ თა­ვი ას­წია და პირ­და­პირ შე­ხე­და. მი­სი ისე­დაც ფერ­მკრ­თალი სა­ხე მარ­მარ­ილოსავით გაქ­ვავ­და და ცი­ვი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ი­ღო. პი­რი ისე ჰქონ­და მო­კუ­მუ­ლი, მო­ქან­და­კის საჭ­რე­თელი თუ გაუ­ხსნიდა. მი­სი შეჭ­მუხ­ნი­ლი შუბ­ლი მრის­ხა­ნე­ბას გამ­ოხა­ტავ­და.

ამ დროს კი უკ­ან შე­მოწყო­ბი­ლი ხე­ლებით მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი ბუხ­რის წინ იდ­გა და მე­დი­დუ­რი გამ­ომეტ­ყვე­ლებით აღ­საზ­რდე­ლებს ათ­ვალ­იე­რებ­და. უცებ თვა­ლები აა­ხამ­ხა­მა, თით­ქოს დაი­ნა­ხა ისე­თი რამ, რა­მაც საშ­ინლად გა­აო­ცა. შემ­დეგ მობ­რუნ­და და უჩ­ვე­უ­ლოდ სწრა­ფად თქვა:

- მის ტემპლ, მის ტემპლ, რა არის ეს? ვინ არის ეს თმახ­უჭუჭა გო­გო? ქე­რა თმა და თა­ნაც ხვე­უ­ლი, მთლად ხვე­უ­ლი?
მე­რე თა­ვი­სი ლერ­წ­მის ჯო­ხი ას­წია და გაი­შვირა ყვე­ლა­ზე `საშ­ინელი არ­სებ­ისკ­ენ~. მა­ღ­ლა აწე­უ­ლი ხე­ლი მღ­ელ­ვა­რებ­ისგან უცახ­ცა­ხებ­და.
- ეს ჯუ­ლია სე­ვერ­ნია, - უპას­უხა მის ტემ­პლმა სრუ­ლი­ად მშვი­დად.
- და მე­რე რა­ტომ აძ­ლევთ ან მას, ან რო­მელ­იმე აღ­საზ­რდელს თმის დახ­ვევის ნე­ბას? რო­გორ? ჩვე­ნი ყო­ვე­ლი წე­სის ასე აშკ­ა­რა უგუ­ლე­ბელ­ყოფა? რო­გორ ბე­დავს ასეთ წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას და ისიც აქ, ამ საქ­ველ­მოქმედო, ღვ­თისმოსავ­თა სას­წავ­ლე­ბელში. ხე­დავთ, რო­გო­რი ხუ­ჭუ­ჭა თმა აქვს?
- ჯუ­ლი­ას თმა ბუ­ნებ­რივად ეხ­ვე­ვა, - კი­დევ უფ­რო მშვი­დად უპას­უხა მის ტემ­პლმა.
- ბუ­ნებ­რივად! მაგ­რამ ჩვენ არ უნ­და და­ვემორჩილოთ ბუ­ნე­ბას; მე მსურს, რომ ეს ბავ­შვები კე­თი­ლი მიდ­რე­კი­ლების მქო­ნე ადამ­ია­ნე­ბად აღი­ზარდონ. მაშ, აბა, რა საჭ­იროა ასე­თი კუ­ლულები? მე მო­ვითხოვ­დი და კვ­ლავ მო­ვითხოვ, რომ მათ თმა უკ­ან ჰქონ­დეთ გა­და­ვარცხნილი, სა­დად. ამ გო­გო­ნას თმა მთლად გა­და­უღ­ეთ, მის ტემპლ. ხვალ­ვე გამ­ოგიგზავნით და­ლაქს. ვამ­ჩნევ, აგ­რეთ­ვე, რომ ზო­გი­ერთს თმა ძალ­იან გაზ­რდია. აი, მა­გალ­ითად, იმ მა­ღ­ალ გო­გო­ნას. უბ­რ­ძა­ნეთ, მიბ­რუნ­დეს. გა­ეცით გა­ნკ­არ­გულე­ბა, პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ყვე­ლა მოს­წავ­ლე ად­გეს და პი­რით კედ­ლისკ­ენ მიბ­რუნ­დეს.

მის ტემ­პლმა ცხვირ­სა­ხო­ცი მი­ი­ფა­რა ტუ­ჩებ­ზე, რა­თა და­ე­მა­ლა უნე­ბუ­რი ღი­მი­ლი, რო­მელ­მაც სა­ხე­ზე გა­დაუ­რბინა, და ბრძა­ნე­ბა ისე გას­ცა. რო­გორც კი პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ბავ­შვებ­მა გაი­გეს, რას მო­ითხოვ­დ­ნენ მათ­გან, მაშ­ინვე და­ემ­ორჩილნენ. სკ­ამ­იდან ოდ­ნავ გა­დავ­იხა­რე და კარ­გად შევ­ნიშნე, სა­ხის რო­გო­რი მან­ჭვითა და გამ­ომეტ­ყვე­ლებით შე­ას­რულეს ეს ბრძა­ნე­ბა. სამ­წუხაროდ, თვით მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტს არ შე­ეძლო ამის და­ნახ­ვა. იქ­ნებ მა­შინ მა­ინც ეგ­რ­ძ­ნო, რომ, რო­გორც უნ­და შე­ეც­ვა­ლა ამ ბავ­შვების გა­რეგ­ნობა, მა­თი ში­ნა­განი სუ­ლი­ე­რი სამ­ყარო მის­თ­ვის მა­ინც მი­უწ­ვ­დო­მე­ლი რჩებ­ოდა.

ხუ­თი წუ­თის გან­მავ­ლობაში ის და­კვ­ირვებით ათ­ვალ­იე­რებ­და ამ ცოცხა­ლი საგ­ნების გა­რეგ­ნობას და შემ­დეგ წარ­მოთქვა სიტყ­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ბედ­ისწერო ზა­რის რე­კ­ვა­სავით გაი­სმა.
- კი­კი­ნები ყვე­ლამ უნ­და მო­იჭ­რას.
მის ტემპლს უკ­მაყ­ოფილე­ბა გამ­ოე­ხა­ტა სა­ხე­ზე. 

- ქალ­ბატონო, მე მყავს ზე­ცი­უ­რი მეუ­ფე, რო­მელ­საც ვემ­სახ­ურები და რომ­ლის სა­მეფოც ამ­ქვეყ­ნად არ გახ­ლავთ. ჩე­მი მი­სია კი იმა­ში მდგო­მა­რეობს, რომ ჩა­ვახშო ამ გო­გო­ნებ­ში მა­თი ხორ­ცი­ე­ლი სურ­ვი­ლე­ბი, ვას­წავლო მათ მოკრ­ძა­ლე­ბა, თავ­და­ჭე­რა და არა დაწ­ნუ­ლი თმი­სა და ძვირ­ფა­სი სა­მო­სის სიყ­ვა­რუ­ლი. თით­ქ­მის ყვე­ლა მათ­განს ნაწ­ნა­ვები აქვს. ეს თავ­ისთა­ვად წარ­მო­შობს მათ­ში პატ­ივმოყვა­რეო­ბას. კი­დევ ერ­თხელ ვი­მეო­რებ, რომ თმა ყვე­ლამ უნ­და შეი­ჭრას. აბა, იფიქ­რეთ, რამ­დენი დრო იხარ­ჯე­ბა მის...

აქ მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტს საუ­ბარი შე­აწ­ყვეტ­ინეს. ოთახ­ში სა­მი უცხო სტუ­მა­რი ქა­ლი შემ­ოვიდა. კარ­გი იქ­ნებ­ოდა, ცო­ტა უფ­რო ად­რე მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ და მი­სი ქა­და­გე­ბა მო­ეს­მინათ ჩაც­მულობა­ზე. სამ­ივე მდიდ­რუ­ლად იყო მორ­თუ­ლი ხა­ვერდით, აბ­რეშ­უმითა და ბეწ­ვეულით. მათ­გან ორს, ახალ­გაზ­რდა, ასე თექ­ვსმეტ­-ჩვიდ­მე­ტი წლის მშვენ­იერ გო­გო­ნას, თავ­ზე სი­რაქ­ლემის ფრთე­ბით მორ­თუ­ლი, წა­ვის ბეწ­ვის მო­დუ­რი რუ­ხი ქუ­დე­ბი ეხ­ურა. ეს ძვირ­ფა­სი ქუ­დე­ბი მთლია­ნად ვერ ფა­რავ­და საგ­ულდაგულოდ დახ­ვეულ კუ­ლულებს. უფ­რო­სი მან­დილოსანი კი ძვირ­ფა­სი ყარ­ყუ­მის ბეწ­ვით გაწყო­ბილ ხა­ვერდის წამ­ოსას­ხამში გახ­ვეულიყო. შუბ­ლ­ზე უხ­ვად ეყა­რა ფრან­გულ ყაი­და­ზე დახ­ვეული კუ­ლულები.

სამ­ივე სტუ­მა­რი, მი­სის ბროკ­ლე­ჰერსტი და მი­სი ქალ­იშვილები, მის ტემ­პლმა დი­დი მოკრ­ძა­ლებით მი­ი­ღო და შემ­დეგ ოთა­ხის თავ­ში მოწყო­ბი­ლი, სა­პატიო სტუმ­რე­ბის­თ­ვის გა­ნკუთვნილი ად­გილებ­ისკ­ენ გაუ­ძღ­ვა. რო­გორც ჩანს, ისი­ნი დი­დად პატ­ივცემულ მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტთან ერ­თად მო­ვიდ­ნენ. ვიდ­რე ეს უკ­ა­ნა­სკ­ნელი საქ­მე­ებს აგ­ვა­რებ­და ეკო­ნომთან, დაწ­ვრილებით ეკი­თხებ­ოდა ყვე­ლა­ფერს და რჩე­ვა-­დარ­იგე­ბებს აძ­ლევ­და სას­წავ­ლებლის ზე­დამ­ხედ­ველს, ისი­ნი ამ­ოწმებ­დნენ ყვე­ლა ოთახს ზე­და სარ­თულზე და ახ­ლა მის სმი­თი, რო­მელ­საც და­ვა­ლებული ჰქონ­და თვალ­ყუ­რი ედევ­ნებ­ინა თეთ­რეუ­ლისა და საძ­ინე­ბელი ოთა­ხებისთვის, მრა­ვალ­ნაირ შენ­იშვნა­სა და საყ­ვედურს ის­მენ­და მათ­გან. მაგ­რამ მე უკ­ვე აღ­არ მქონ­და დრო, მო­მეს­მინა მა­თი საუ­ბარი. ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა სხვა ამ­ბავ­მა მი­იპყ­რო.

მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტისა და მის ტემ­პ­ლის სა­უბ­რის გან­მავ­ლობაში, ყო­ველ ღო­ნეს ვხმა­რობ­დი, ფრთხი­ლად მოვ­ქ­ცეუ­ლიყავი და თვალ­ში არ მოვ­ხ­ვედ­რო­დი მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტს. უკ­ა­ნა მერ­ხზე ვი­ჯე­ქი და თავს ისე ვი­ჭერ­დი, თით­ქოს ჩე­მი ამ­ოცანის ამოხ­ს­ნით ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი. და­ფა ისე მეჭ­ირა, რომ სა­ხე მთლია­ნად და­ე­ფა­რა. ალ­ბათ, გა­დავ­რჩებოდი კი­დეც, და­ფას რომ არ ემ­ტყუნა ჩემ­თ­ვის. ის უცებ ხელ­იდან გამ­ივარ­და და უც­ნა­უ­რი ტკ­ა­ცანი მო­ი­ღო ია­ტა­კ­ზე, ყვე­ლამ ჩე­მკ­ენ მო­ი­ხე­და. მივ­ხ­ვ­დი, რომ ყვე­ლა­ფერი გა­თავ­და. და­ფა ორად გატ­ყდა. რო­ცა მის ასა­ღ­ე­ბად დავ­იხა­რე, ძალ­-ღო­ნე მო­ვიკრ­იბე და უა­რესისთვის მო­ვემ­ზა­დე. მა­ნაც არ დაი­გვია­ნა.

- რა დაუ­დე­ვარი გო­გოა! - თქვა მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა და მყის­ვე დაუ­მა­ტა: - ეს ხომ ახა­ლი მოს­წავ­ლე­ა, ვი­ცა­ნი. - სა­ნამ მე სულს მო­ვით­ქ­ვამ­დი, მან გა­ნაგრძო: - არ და­მავ­იწყდეს, რამ­დენ­იმე სიტყ­ვა უნ­და გითხ­რათ ამ ბავ­შვზე, - შემ­დეგ ხმა­მა­ღ­ლა დაუ­მა­ტა. ოჰ, რო­გორ ხმა­მა­ღ­ლა ლა­პა­რა­კო­ბდა! - წინ წამ­ოდგეს გო­გო­ნა, რო­მელ­მაც ახ­ლა და­ფა გა­ტე­ხა.

დამ­ბლა­და­ცემულივით ვი­ჯე­ქი. ძა­ლა არ მე­ყო, რომ გავ­ნძრეუ­ლიყავი. მაგ­რამ ორ­მა ჩემ გვერ­დით მჯდომ­მა გო­გო­ნამ ფეხ­ზე წამ­ომა­ყე­ნა და მი­ბიძ­გა წინ, მკ­აცრი მსაჯ­ულებ­ისკ­ენ. მის ტემ­პლმა ნა­ზად მომ­კი­და ხე­ლი, მი­მიყ­ვა­ნა მას­თან და თან ჩუ­მად, გა­მამ­ხნე­ვებ­ლად ჩამ­ჩურჩულა:
- ნუ გეშ­ინია, ჯე­ინ, არ დაგ­სჯიან, მე ხომ დავ­ინა­ხე, რომ შემ­თხვევით გაგ­იტყდა.
ამ ალერ­სიან­მა ხმამ ხან­ჯალივით გამ­ია­რა გულ­ში.
- `კი­დევ ერ­თი წუ­თი და ის შემ­იძულებს, გაი­გებს, რომ მატ­ყუა­რა ვარ~, - გავ­იფიქრე თუ არა ეს, რი­დე­ბის, ბროკ­ლე­ჰერ­სტებ­ისა და სხვა მა­თი მსგავ­სი ადამ­ია­ნების მი­მართ საშ­ინელ­მა სიბ­რა­ზემ შე­მიპყ­რო. მსჯავ­რის და­დების მო­ლო­დინ­ში გულს ბა­გაბუგი გაჰ­ქონდა. მე ხომ ელენ ბერ­ნ­სი არ ვი­ყა­ვი.
- მო­ი­ტა­ნეთ ის სკ­ამი, - ბრძა­ნა მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა და მი­უ­თი­თა ძალ­იან მა­ღ­ალ სკ­ამ­ზე, რომ­ლი­და­ნაც ის იყო ერ­თი ჯგუფხე­ლი წამ­ოდგა. სკ­ამი მო­ი­ტა­ნეს.
- ბავ­შ­ვი სკ­ამ­ზე და­ა­ყე­ნეთ.
ასეც მო­იქ­ც­ნენ. მაგ­რამ ვინ ამ­იყვა­ნა, არ მახ­სოვს. ისეთ მდგო­მა­რეო­ბაში ვი­ყა­ვი, არა­ფერი მეს­მოდა. მხო­ლოდ ის მახ­სოვს, ისე მა­ღ­ლა ვი­დე­ქი, რომ მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტის ცხვი­რის პირ­და­პირ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ის ჩემ­გან ერ­თი იარ­დით იყო დაშ­ორებული. დაბ­ლა კი ათას­ფრად ელავ­და ნარ­ინჯისა და მე­წამული ფე­რის წამ­ოსას­ხა­მები; ვერც­ხლისფრად ბრწყი­ნავ­და ქუ­დის მო­სარ­თავი ფრთე­ბიც.
მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა ჩა­ახ­ვე­ლა და გა­ნაგრძო.
- ქალ­ბატ­ონებო, - მი­უბ­რუნ­და თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რებს, - მის ტემპლ, მას­წავ­ლებ­ლებო და ბავ­შვებო, თქვენ, ყვე­ლა ხე­დავთ ამ გო­გო­ნას?
რა­სა­კვ­ირველ­ია, მხე­დავ­დნენ, რად­გა­ნაც მა­თი თვა­ლები ჩე­მკ­ენ იყო მოპყ­რო­ბი­ლი და გა­ვარ­ვა­რებული მი­ნის მსგავ­სად სირ­ცხ­ვი­ლის­გან ისე­დაც ალე­წილ სა­ხის კანს მიწ­ვავ­დნენ.

- თქვენ ხე­დავთ, რომ ის ჯერ კი­დევ პა­ტა­რაა და, რო­გორც ამ­ჩნევთ, ჩვეუ­ლებრივი ბავ­შვისგან არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბა. ღმერ­თმა მოწყა­ლე­ბა მო­ი­ღო და ისე­ვე, რო­გორც ყო­ველ ჩვენ­განს, მა­საც ადამ­იანის ფორ­მა მის­ცა. მის გა­რეგ­ნობაში არავ­ითარი სი­მახ­ინჯე არ შეი­მჩნე­ვა. ვინ იფიქ­რებს, რომ ეშ­მა­კ­მა ამ ბავ­შ­ვ­ში თა­ვი­სი მსა­ხუ­რი და თა­ნამ­ოაზ­რე პო­ვა? თუმ­ცა ვწუხ­ვარ, მაგ­რამ უნ­და მო­გახ­სენოთ, რომ ასე­ა.
ერ­თი წა­მით სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და. ამ ხნის გან­მავ­ლობაში კა­ნკ­ალ­მა გამ­ია­რა და სიმ­ტ­კი­ცე დამ­იბრუნდა. მსჯავრს თავს ვერ ავარ­იდებდი და ყვე­ლა­ფერი მა­მაც­ურად უნ­და გა­და­მე­ტა­ნა.

- ჩე­მო ძვირ­ფა­სო ბავ­შვებო, - პა­თო­სით გა­ნაგრძო შა­ვი მარ­მარილოს სვე­ტი­ვით აღ­მარ­თულმა მოძღ­ვარ­მა, - ეს მე­ტად სამ­წუხარო, სა­ვა­ლალო შემ­თხვე­ვა­ა. ჩე­მი მო­ვა­ლეო­ბაა გა­გაფრთხილოთ, რომ ეს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ღვთის მორ­ჩი­ლი კრა­ვი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, თა­ვი­სი საქ­ციელით აუ­ტა­ნელ­ია; ამ უცოდ­ვე­ლი კრა­ვების ფა­რაში მას წევ­რად ვერ მი­ვიღ­ებთ. ცხად­ია, ის უცხოა; შემ­თხვევით გამ­ოერ­ია თქვენ­ში, უნ­და უფ­რ­თხილ­დეთ და არას­ოდეს მიჰ­ბა­ძოთ მას. თუ სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა, მო­ე­რი­დოთ და არ მი­იკ­აროთ თა­მაშის დროს. ერ­იდეთ მას­თან საუ­ბარს. მას­წავ­ლებ­ლებო! თქვენ კი თვალ­ყუ­რი ადევ­ნეთ, ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­აქ­ციეთ მის ყო­ველ ნა­ბიჯს, კარ­გად აწ­ონ-დაწ­ონეთ მი­სი სიტყ­ვე­ბი, და­ა­კვირდით მის საქ­ციელს და და­სა­ჯეთ კი­დეც, რა­თა იხ­ს­ნათ მი­სი სუ­ლი, თუ­კი ასე­თი გზით მი­სი ხსნა შეი­ძლე­ბა. რაც შე­მე­ხე­ბა მე, უნ­და გითხ­რათ (ე­ნაც კი არ მემ­ორჩილე­ბა ამის სათ­ქმე­ლად), რომ ეს გო­გო, ეს ბავ­შ­ვი, ჩვე­ნი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყაროს მკვიდ­რი, უა­რეს­ია ყვე­ლა იმ წარ­მარ­თზე, რო­მე­ლიც წარ­მარ­თთა ღმერთს, ბრა­მას, ლო­ცუ­ლობს და მუხლს იდ­რე­კს ჯა­გერ­მაუტის კერ­პის წი­ნა­შე. აი, ამ გო­გო­ნა­ზე მო­გახ­სე­ნებთ. ის მატ­ყუა­რა­ა.

მთე­ლი ათი წუ­თი ხმა არა­ვის ამ­ოუღ­ია. ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში მხნეო­ბა მო­ვიკრ­იბე, შევ­ნიშნე, ბროკ­ლე­ჰერ­სტების ოჯა­ხის სამ­ივე წარ­მომად­გე­ნელ­მა ქალ­მა რო­გორ ამ­ოიღო ცხვირ­სახ­ოცები და თვა­ლებ­ზე მი­ი­ფა­რა. მი­სის ბროკ­ლე­ჰერსტი თავს აქეთ-იქით აქ­ნევ­და. მი­სი ორი ქა­ლიშ­ვი­ლი კი ჩურ­ჩუ­ლით იმეო­რებ­და: "საშ­ინე­ლე­ბა­ა"!

მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი გა­ნაგ­რძობდა.
- ეს ყვე­ლა­ფერი მე შევ­იტყვე მი­სი კეთ­ილისმყოფლისგან, იმ ღვ­თისნიერი და გულ­მოწყა­ლე ქალ­ბატ­ონისგან, რო­მელ­მაც იშ­ვი­ლა ეს ბავ­შ­ვი, რო­დე­საც დაო­ბლდა, და უვ­ლი­და ისე, რო­გორც სა­კუ­თარ შვილს. ასეთ სიკ­ე­თე­სა და დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბა­ზე ამ უბედ­ურმა ბავ­შვმა ისე­თი საშ­ინელი და წარ­მოუდგე­ნელი უმა­დუ­რო­ბით უპას­უხა, რომ ეს შე­სან­იშნავი მფარ­ველი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ჩამ­ოეშ­ორებ­ინა ის სა­კუ­თარი შვი­ლე­ბის­თ­ვის იმის ში­შით, რომ მის მა­ნკ­იერ თვი­სე­ბებს გავ­ლე­ნა არ მო­ეხ­დინა მათ სიწ­მინ­დე­ზე. მან ის აქ, ჩვენ­თან, გამ­ოგზავ­ნა გამ­ოსას­წორებ­ლად, ისე­ვე, რო­გორც ძვე­ლად ებ­რა­ე­ლები თავ­იანთ ავად­მყოფებს გზავ­ნიდნენ ხოლ­მე ბე­თსაიდის ტბა­ზე გან­სა­კუ­რნა­ვად. მას­წავ­ლებ­ლებო, და თქვენც, სას­წავ­ლებლის ზე­დამ­ხედ­ველო მის ტემპლ, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ვთხოვ, ნე­ბა არ მის­ცეთ მას, წყა­ლი ააშ­მო­როს და აგ­ვიმღვრიოს.

ასე­თი დი­დე­ბუ­ლი და­სკვნის შემ­დეგ მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა პალ­ტოს ერ­თი ზე­და ღი­ლიც შე­იკ­რა და რა­ღ­აც გა­დაუ­ლა­პა­რაკა თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რებს. ისი­ნიც წამ­ოდგნენ, თა­ვი და­უკ­რეს მის ტემპლს და, აი, ამ კეთ­ილშობილმა ხალ­ხმა ოთა­ხი დატ­ოვა. ჩე­მი მსჯავ­რმდე­ბელი კარ­თან მობ­რუნ­და და გამ­ოაც­ხა­და:
- ნა­ხე­ვარი სა­ათი კი­დევ იდ­გეს მაგ სკ­ამ­ზე და დღის ბო­ლომ­დე ხმა არა­ვინ გას­ცეს.

მეც დამ­ტოვეს ასე, მე, რო­მელ­მაც გან­ვაც­ხა­დე, რომ ვერ გა­დავ­იტანდი იმ სირ­ცხ­ვილს, თუ ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში და­მა­ყე­ნებ­დნენ. ახ­ლა ყვე­ლას და­სა­ნა­ხა­ვად ვი­დე­ქი ამ სა­მარცხვინო კვარც­ხლბე­კ­ზე და ვერც ერ­თი ენა ვერ გად­მოგცემთ ჩემს მაშ­ინდელ გან­ცდებს. რო­ცა ყვე­ლა წამ­ოდგა, სუ­ლი მეხ­უთებ­ოდა, თით­ქოს ყელ­ში ვიღ­ა­ცამ ხე­ლი წამ­იჭირა. ერ­თ-ერ­თმა გო­გო­ნამ გვერ­დით ჩამ­ია­რა და შემ­ომხე­და. ო, რა უც­ნა­უ­რი შუ­ქი გამ­ოკრ­თოდა მი­სი თვა­ლებ­იდან. ოჰ, რა არაჩ­ვეუ­ლებრივი გრძნო­ბა გამ­იღვ­იძა ამ შუქ­მა, რო­გორ გარ­დამ­ქმნა ახალ­მა გრძნო­ბამ, თით­ქოს რო­მელ­იმე გმირ­მა ან წა­მებ­ულმა წმინ­დან­მა ჩა­უა­რა მო­ნას ან სამ­სხვერპლოდ გან­წი­რულ ადამ­იანს და თა­ვი­სი ძა­ლის ნა­წი­ლი შთა­ბე­რა მას. ყელ­ში მო­წო­ლი­ლი ქვი­თი­ნი ჩა­ვახ­შე, თა­ვი მა­ღ­ლა ავ­წიე და წელ­ში გა­მართული ამა­ყად ვი­დე­ქი სკ­ამ­ზე. ელენ ბერ­ნ­სი მის სმითს მი­უ­ახ­ლოვდა და თა­ვი­სი ხელ­საქმის შე­სა­ხებ რამ­დენ­იმე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო კითხვა დაუსვა. ამ უად­გი­ლო შე­კითხვის გა­მო მის სმი­თის­გან შენ­იშვნა მი­ი­ღო; უკ­ან გაბ­რუნდა, კვ­ლავ ახ­ლოს ჩამ­ია­რა და გამ­იღი­მა. ღმერ­თო, რა ღი­მი­ლი იყო ეს! ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას. მას­ში ჩან­და მი­სი შე­სან­იშნავი გო­ნე­ბა­მახ­ვილობა და შეუ­დრე­კ­ელი ნებ­ისყოფა. ამ ღი­მილმა გა­ა­ნა­თა მი­სი გამ­ხდარი სა­ხის ნა­კვ­თები, ჭროღ­ა, ღრ­მად ჩაც­ვენილი თვა­ლები, რომ­ლებ­ზეც თით­ქოს­და ღვთი­უ­რი შუ­ქი გა­დაჰ­ფენ­ოდა. ელენ ბერნსს მკ­ლავ­ზე ჯერ კი­დევ ეკ­ე­თა სას­ჯელის ნი­შა­ნი, რო­მელ­ზეც "უსუფ­თაო" ეწე­რა. ერთ სა­ათ­საც კი არ გა­ევლო, რაც მის სკ­ე­ჩერ­დმა ის და­სა­ჯა და დაჰ­პირდა, რომ სად­ილად მხო­ლოდ პურ­სა და წყალ­ზე გა­და­ა­ტა­რებ­და იმის გა­მო, რომ გა­და­წერის დროს მელ­ნით დას­ვა­რა სა­ვარჯიშო. აი, ასე­თი არას­რულყოფილია ადამ­იანის ბუ­ნე­ბა. თვით ყვე­ლა­ზე სუფ­თა პლა­ნე­ტა­საც კი ატ­ყვია რა­ღ­აც ლა­ქები. მის სკ­ე­ჩერდის მსგავ­სი ადამ­ია­ნების თვა­ლი უმ­ცი­რეს ნა­კლ­ოვა­ნე­ბა­საც კი ამ­ჩნევს და ბრმა არის, დაი­ნახოს ცი­ურ მნათ­ობთა ბრწყინ­ვა­ლე­ბა.

თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი

იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30