ნოველები

ჯეინ ეარი. მეშვიდე თავი

ჯეინ ეარი. მეშვიდე თავი
ნა­ხე­ვარი სა­ათიც არ იქ­ნებ­ოდა გა­სუ­ლი, რომ სა­ათ­მა ხუთ­ჯერ და­რე­კ­ა. აღ­საზ­რდე­ლები ჩა­ის და­სა­ლე­ვად გა­ა­თავ­ისუფლეს და ყვე­ლა სა­სადილო ოთახ­ისკ­ენ გა­ეშ­ურა. ახ­ლა კი გავ­ბე­დე და სკ­ამ­იდან ჩამ­ოვედი. უკ­ვე ძალ­იან ბნელ­ოდა. ერ­თ-ერთ კუ­თხეში ია­ტა­კ­ზე დავ­ჯექი და გან­ვმარტოვდი. ის ჯა­დოს­ნუ­რი ძა­ლა, რო­მელ­მაც თავ­და­ჭერის ასე­თი უნა­რით აღმ­ჭურვა, ახ­ლა თან­და­თან გაქ­რა და მე­ტად მძი­მე წუ­თე­ბი დად­გა. მწუ­ხა­რე­ბამ იმ­დე­ნად დამ­ძლია, რომ პირ­ქ­ვე და­ვემ­ხე და ავ­ქ­ვი­თინ­დი. ელენ ბერ­ნ­სი აღ­არ იყო ჩემ­თან. აღ­ა­რავინ მან­უგე­შებ­და. მარ­ტოდმარტო დავ­რ­ჩი ყვე­ლას­გან თავ­მინე­ბებული და ჩე­მი ცრემ­ლი ზღ­ვას ერ­თვოდა. და მე­რე რო­გორ
ვცდი­ლობ­დი რჩეუ­ლთა შო­რის ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და რამ­დენი რა­მის გა­კ­ე­თე­ბას ვაპ­ირებდი ლო­ვუდ­ში. მინ­დო­და შე­მეძ­ინა მეგ­ობრები, და­მემ­სახ­ურებ­ინა პატ­ივისცე­მა და ყვე­ლას სიყ­ვა­რუ­ლი. მარ­თლაც მი­ვა­ღწ­იე თვალ­საჩინო წარ­მა­ტე­ბას. სწო­რედ იმ დი­ლით გა­დამ­იყვა­ნეს სა­უკ­ე­თესო აღ­საზ­რდელ­თა რი­გებ­ში. მის მი­ლერ­მა გულ­თ­ბი­ლად შე­მაქო; მის ტემ­პ­ლი გა­მამ­ხნე­ვებ­ლად მი­ღი­მოდა; დამ­პირდა, რომ ხატ­ვის გა­კ­ვეთ­ილებ­საც ჩამ­იტა­რებ­და და ნე­ბას დამ­რთავ­და, მეს­წავ­ლა ფრან­გუ­ლი ენა, თუ მომ­დევ­ნო ორი თვის გან­მავ­ლობაში ასეთ­ივე წარ­მა­ტე­ბა მექ­ნებ­ოდა. ამ­ხა­ნა­გებიც კარ­გად მეპ­ყრობოდნენ. ჩე­მი ასა­კის გო­გო­ნე­ბი ისე მექ­ცეო­დნენ, რო­გორც თა­ნასწორს და აბ­უჩად არა­ვინ მიგ­დებ­და. ახ­ლა კი, აი, აქ ვეგ­დე გა­ნად­გურებული და ფეხ­ქვეშ გა­თელილი. მე­ღი­რსებ­ოდა კი კვ­ლავ ფეხ­ზე დად­გომა?
"ა­რას­ოდეს", ვფიქ­რობ­დი და გუ­ლით ვნატ­რობ­დი სიკ­ვ­დილს. ქვი­თი­ნით ვლუღლ­უღ­ებდი ამ სიტყ­ვებს, რომ ვიღ­აც მო­მი­ახ­ლოვდა. ფეხ­ზე წამ­ოვვარდი. კვ­ლავ ელენ ბერ­ნ­სი იდ­გა ჩემ ახ­ლოს. ცეცხ­ლის მკრ­თალ შუქ­ზე ძლივს გა­ვარ­ჩიე ის ამ გრძელ­სა და ცარ­იელ ოთახ­ში. მან ჩე­მი წი­ლი პუ­რი და ყა­ვა შემ­ომიტა­ნა.

- მო­დი, ჭა­მე რა­მე, - მითხ­რა მან. მაგ­რამ ორი­ვე­ზე უარი ვთქვი. ასე მეგ­ონა, ერ­თი ყლუ­პი რომ გა­და­მეყ­ლა­პა ან ერ­თი ლუკ­მა შე­მე­ჭა­მა, მაშ­ინვე და­მახ­რჩობდა. ელენ ბერ­ნ­სი, ალ­ბათ, გაო­ცებული იყო. თუმ­ცა ყო­ველ ღო­ნეს ვხმა­რობ­დი, მა­ინც ვერ შევ­ძელი დავ­მშვიდებ­ულიყავი და ისევ ხმა­მა­ღ­ლა გუ­ლამ­ოსკვნილი ვქვი­თი­ნებ­დი. ის ჩემ ახ­ლოს, ია­ტა­კ­ზე დაჯ­და, მკ­ლა­ვები მუხ­ლებ­ზე შე­მო­იჭ­დო, თა­ვი ზედ და­აყრდნო და ასეთ მდგო­მა­რეო­ბაში ინ­დურ ქან­და­კ­ე­ბა­სავით გაი­რინდა. პირ­ველ­მა მე და­ვა­რღვ­იე სი­ჩუ­მე.
- ელენ, რა­ტომ ზი­ხარ ისეთ გო­გო­ნას­თან, რო­მელ­საც ყვე­ლა მატ­ყუა­რად თვლის?
- ყვე­ლა, ჯე­ინ? რა­ტომ გგო­ნია ასე? მხო­ლოდ ოთხ­მოც­მა ადამ­იან­მა მო­ის­მი­ნა, რო­ცა ასე მოგ­ნათ­ლეს. ამ ქვე­ყა­ნა­ზე კი ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ადამ­იანი ცხოვ­რობს.
- და მე­რე მე რა საქ­მე მაქვს იმ მი­ლი­ო­ნებ­თან? მე ის ვი­ცი, რომ ამ ოთხ­მოც ადამ­იანს ვძულ­ვარ.
- ჯე­ინ, შენ ცდე­ბი. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ერ­თიც არ მო­ი­ძებ­ნებ­ოდეს ისე­თი, რო­მელ­საც ეჯავ­რებ­ოდე და არ უყ­ვარ­დე. დარ­წმუნებული ვარ, ბევრს ეც­ოდები კი­დეც.
- რო­გორ შეი­ძლე­ბა, ვეც­ოდებ­ოდე მათ ყო­ველ­ივე იმის შემ­დეგ, რაც მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა ჩემ­ზე ილა­პა­რა­კ­ა.
- მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი ღმერ­თი კი არა­ა. ნურც დი­დი და პატ­ივსა­ცემი ვინ­მე გგო­ნია. ის აქ არა­ვის უყ­ვარს. არც თვი­თონ ცდი­ლობს, რომ ვინ­მეს უყ­ვარ­დეს. მას რომ შენ სხვებ­ისგან გამ­ოერ­ჩიე და გან­სა­კუ­თრებით თბი­ლად მოგ­ქ­ცეო­და, უეჭ­ველ­ია, რო­გორც აშკ­ა­რა, ისე ფა­რულ მტრებს შეი­ძენდი. ახ­ლა კი, გა­ბედ­ულე­ბა რომ ჰყოფ­ნი­დეთ, უმ­რავ­ლეს­ობა გი­თა­ნაგ­რძნობდა. მას­წავ­ლებ­ლებ­მა და მოს­წავ­ლე­ებ­მა შეი­ძლე­ბა, ერთ-ორ დღ­ეს და­გიწყონ ცი­ვად ყუ­რე­ბა, მაგ­რამ ვი­ცი, მათ გულ­ში მა­ინც ღვი­ვის შენ­დამი მე­გობ­რუ­ლი გრძნო­ბა. მაგ­რამ, თუ ეც­დები და კვ­ლავ კარ­გად მო­იქ­ცე­ვი, ეს ფა­რუ­ლი გრძნო­ბა მა­ლე კი­დევ უფ­რო ნა­თელი გახ­დე­ბა შენ­თ­ვის. გარ­და ამ­ისა, ჯე­ინ, - აქ ის გა­ჩერ­და.
- კი­დევ რა, ელენ? - ვკი­თხე და ხე­ლი ხელ­ზე მოვ­კი­დე. ის სათ­უთად ეხებ­ოდა ჩემს თი­თებს, რომ ოდ­ნავ მა­ინც გა­ეთბო, და გა­ნაგ­რძობდა:
- მთელ ქვეყ­ნიე­რე­ბას რომ სძულ­დე და დარ­წმუნებული იყოს შენს ბო­რო­ტე­ბაში, თუ შენ სა­კუ­თარი თა­ვის წი­ნა­შე მარ­თალი და უდა­ნა­შაულო ხარ, არას­ოდეს დარ­ჩები უმე­გობ­როდ.
- არა. ვი­ცი, კარ­გად უნ­და ვი­ფიქ­რო სა­კუ­თარ თავ­ზე. მაგ­რამ ეს სა­კ­მარისი არ არის. თუ არა­ვის ვეყ­ვა­რები, ასეთ სი­ცოცხ­ლეს სიკ­ვ­დი­ლი მირ­ჩევ­ნია. ელენ, მარ­ტოობას ვერ ავ­იტან. არც ის შემ­იძლია, ყვე­ლას ვძულ­დე... მის­მი­ნე: შე­ნი, მის ტემ­პ­ლის ან რო­მელ­იმე ჩემ­თ­ვის ძვირ­ფა­სი ადამ­იანის ნდო­ბა და სიყ­ვა­რუ­ლი რომ მო­მეპ­ოვებ­ინა, ერ­თი წუ­თი­თაც არ დავ­ფიქრდებოდი, ხე­ლი მოე­ტე­ხათ ჩემ­თ­ვის, ხარს გა­ვე­ქე­ლე და თვით ცხე­ნის წიხ­ლებ­საც კი დაუ­რიდებ­ლად შევ­უშვერდი მკ­ერდს.

- დამ­შ­ვიდ­დი, ჯე­ინ. შენ გა­და­ჭარ­ბებ­ულად აფა­სებ შენ გარ­შემო მყოფ ადამ­იან­თა სიყ­ვარ­ულსა და პატ­ივისცე­მას. მეტ­ისმე­ტად მგრძნო­ბია­რე ხარ; ყვე­ლა­ფერი გულ­თან ახ­ლოს მი­გაქვს. ქვეყ­ნიე­რების შემ­ქმნელ­მა ძა­ლამ, რო­მელ­მაც შექ­მნა შე­ნი სხე­უ­ლი და სი­ცოცხ­ლე შთა­ბე­რა მას, მო­გან­იჭა არ­სებობის სხვა, უფ­რო ძლი­ე­რი საშ­უა­ლე­ბაც, ვიდ­რე შენ ან შენს მსგავს სუსტ ქმნი­ლე­ბათ ძალ­გიძთ. გარ­და ამ­ქვეყნიური სამ­ყაროსი და ადამ­იან­თა მოდ­გ­მი­სა, არ­სებობს კი­დევ უხი­ლა­ვი, სულ­თა სა­მეფო. აი, ეს სა­მეფ­ოა ყველ­გან ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ. ეს სუ­ლე­ბი გვი­ყუ­რე­ბენ და მო­წო­დე­ბულ­ნი არ­იან, დაგ­ვიცვან ჩვენ. რო­ცა ჩვენ სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნის ან სხვა გან­საც­დელ­ისგან წა­მებით ვი­ხო­ცე­ბით, სი­ძულ­ვი­ლით გა­რემოცულნი და ფეხ­ქვეშ გა­თელილნი, ან­გელ­ოზები ხე­და­ვენ ჩვენს წა­მე­ბას და ამ­ჩნე­ვენ, რომ მთლად უდა­ნა­შაულონი ვართ (თუ­კი, სი­ნამ­დვილეში, ეს მარ­თლაც ასე­ა. რო­გორც მე ვხე­დავ, შენ ბრა­ლი არ მი­გიძღ­ვის და, მი­სის რი­დის გავ­ლენით, მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტმა თა­ვი­სი დაუ­საბ­უთე­ბელი მა­ღ­ალ­ფარ­დოვანი მჭევ­რმეტ­ყვე­ლებით სრუ­ლი­ად უდა­ნა­შაულოდ და­გამ­ცირა. შენს მოკ­ია­ფე თვა­ლებში და სუფ­თა შუბ­ლ­ზე ამ­ოვიკი­თხე, რომ გულ­წ­რ­ფე­ლი ხარ). ღმერ­თი კი იც­დის, სა­ნამ სუ­ლი ხორცს გა­ეყ­რე­ბა, რა­თა ჩვენ მი­ერ ჩა­დენილ კე­თილ საქ­მე­ებს უხ­ვი წყალ­ობა არ მოა­კლოს. მაშ, რა­ღ­ად უნ­და შეგ­ვიპყ­როს მწუ­ხა­რე­ბამ, რო­დე­საც სი­ცოცხ­ლე ასე ხან­მოკ­ლე­ა, ხო­ლო სიკ­ვ­დი­ლი კი ბედ­ნიე­რებ­ისა და დი­დებ­ისკ­ენ მი­მა­ვალი ჭეშ­მარიტი გზა.

ვდუმ­დი. ელენ­მა და­მამ­შვიდა, თუმ­ცა ამ სიმ­შ­ვი­დე­შიც ენით გამ­ოუთქმელი ნა­ღ­ველი იყო ჩაქ­სო­ვი­ლი. მი­სი სიტყ­ვე­ბი საშ­ინელ სევ­და­სა და გუ­ლის­ტ­კი­ვილს აღვ­იძებ­და ჩემ­ში. მაგ­რამ, რა­ტომ? ვერ გა­მეგო. საუ­ბარი და­ამ­თავ­რა თუ არა, სუნ­თ­ქ­ვა გაუ­ხშირდა, ამას ხან­მოკ­ლე ხვე­ლა მოჰ­ყ­ვა. იმ წამ­სვე და­მავ­იწყდა ჩე­მი სა­კუ­თარი დარ­დი და გაუ­რკ­ვე­ველ­მა შიშ­მა შე­მიპყ­რო. მხო­ლოდ მას­ზე ვფიქ­რობ­დი.
თა­ვი მხარ­ზე და­ვაყ­რდნე; ხე­ლები წელ­ზე მოვ­ხ­ვიე. მან თავ­ისკ­ენ მი­მი­ზი­და და ასე ვის­ხე­დით უსიტყ­ვოდ. თუმ­ცა, ეს დიდ­ხანს არ გაგ­რძე­ლებ­ულა. ვიღ­აც შემ­ოვიდა. ამ­ოვარ­დნილმა ქარ­მა შა­ვად ჩა­მო­წო­ლი­ლი ღრ­უბლები გა­ფან­ტა და მთვა­რემ გამ­ოა­ნა­თა. ფან­ჯრიდან შე­მოჭ­რილ შუქ­ზე ნათ­ლად გა­მოვ­ჩ­ნ­დით ჩვენ და მე­სა­მე ადამ­იანიც, რო­მე­ლიც გვი­ახ­ლოვდებ­ოდა. მაშ­ინვე ვი­ცა­ნით, მის ტემ­პ­ლი იყო.
- სწო­რედ შენ გე­ძებდი, ჯე­ინ ეარ, - წარ­მოთქვა მან. - მინ­და, რომ ჩემ­თან წამ­ოხვიდე. რად­გან ელენ ბერ­ნ­სიც შენ­თან არის, ისიც წამ­ოვიდეს.
ორი­ვე­ნი გავ­ყევით. გავ­ია­რეთ მიხ­ვეუ­ლ-მოხ­ვე­უ­ლი დე­რეფ­ნები, შემ­დეგ კი­ბე­ზე ავე­დით და მის ოთახს მი­ვა­ღწ­იეთ. იქ ცეცხ­ლი მხი­არ­ულად გიზ­გი­ზებ­და. მის ტემ­პლმა ელენ ბერნსს ბუხ­რის ერთ მხა­რეს მდგარ და­ბალ სა­ვარ­ძელ­ზე მი­უ­თი­თა, მეო­რეში თვი­თონ ჩაჯ­და, მე კი მი­მიხ­მო და გვერ­დით დამ­იყე­ნა.

- აბა, მითხა­რი, ყვე­ლა­ფერ­მა გა­ია­რა? - მკი­თხა და თვა­ლებში ჩამ­ხე­და, - გუ­ლი იჯე­რე ტი­რი­ლით? დამ­შ­ვიდ­დი?
- ვში­შობ, ვე­რას­ოდეს შევ­ძლებ ამას.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ უდა­ნა­შაულოდ დამ­სა­ჯეს. ალ­ბათ, თქვენ და ყვე­ლა აქ მყოფ­ნი ფიქ­რობთ, რომ მე ბო­რო­ტი ვარ.
- ჩე­მო ბავ­შ­ვო, ჩვენ მხო­ლოდ შე­ნი საქ­ციელით შე­გა­ფა­სებთ. კვ­ლავ კარ­გად მო­ი­ქე­ცი და ჩვენც კმა­ყო­ფილ­ნი ვიქ­ნე­ბით.
- ნუ­თუ ეს შე­საძ­ლე­ბელ­ია, მის ტემპლ.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, - მითხ­რა მან და ხე­ლი მომ­ხ­ვია. - ახ­ლა კი მითხა­რი, ვინ არის ის ქალ­ბატონი, რო­მელ­საც მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი შენს კეთ­ილისმყოფელს უწო­დებს?..
- მი­სის რი­დი ჩე­მი ბი­ძის ცო­ლია. ბი­ძა გარ­და­მეც­ვა­ლა და სიკ­ვ­დი­ლის წინ მას ჩა­ა­ბა­რა ჩე­მი თა­ვი.
- მაშ, მან სა­კუ­თარი სურ­ვი­ლით არ გიშ­ვი­ლა?
- არა, ქალ­ბატონო, ის ნან­ობდა კი­დეც, რომ იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და და შემ­ივრდომა, რად­გა­ნაც ბი­ძა­ჩემს, რო­გორც მო­სამ­სახ­ურე­ებ­ისგან ხში­რად მსმენ­ია, სიკ­ვ­დი­ლის წინ მის­თ­ვის პი­რო­ბა ჩამ­ოურთმევ­ია, რომ ყო­ველ­თ­ვის ეზ­რუნა ჩემ­ზე.
- კე­თი­ლი, ჯე­ინ. შენ იცი, მაგ­რამ მა­ინც გეტყ­ვი, რომ, რო­ცა ადამ­იანი და­ნა­შაულს ჩაი­დენს, მას ნე­ბას აძ­ლე­ვენ ილა­პა­რა­კოს სა­კუ­თარი თა­ვის და­სა­ცა­ვად. შენ მატ­ყუარ­ობა დაგ­წა­მეს და ახ­ლა, თუ შეგ­იძლია, თა­ვი იმარ­თლე ჩემ წი­ნა­შე, მი­ამ­ბე ყვე­ლა­ფერი, რაც გახ­სოვს და რაც ნამ­დვილად მოხ­და. ნუ­რა­ფერს დაუ­მა­ტებ და ნურც გა­აზ­ვია­დებ.
გუ­ლის სიღრ­მეში გა­დავ­წყვიტე, მე­ტად თავ­და­ჭერილი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და მხო­ლოდ სი­მარ­თლე მე­ლა­პა­რა­კ­ა. რამ­დენ­იმე წუთს ვდუმ­დი, რა­თა მო­მეფ­იქრებ­ინა და თან­მიმდევრობით მო­მეთხ­რო, რაც თავს გა­დამ­ხდა. შემ­დეგ კი ჩე­მი ბავ­შ­ვო­ბის სევ­დით სავ­სე ის­ტო­რია მთლია­ნად ვუ­ამ­ბე. მღ­ელ­ვა­რე­ბამ იმ­დე­ნად და­მას­უსტა, რომ ამ­ჯე­რად ჩემს ამ­ბავს უფ­რო თავ­შე­კ­ა­ვებ­ულად ვყვე­ბო­დი, ვიდ­რე სა­ერთოდ, რო­ცა ამ სევ­დიან თე­მას ვე­ხებოდი ხოლ­მე. არ მავ­იწყდებ­ოდა ელე­ნის გაფ­რთხილე­ბაც: მო­მეთ­მინა და ზედ­მე­ტად არ ავღ­ელ­ვებ­ულიყავი. ამ­იტომაც ახ­ლა ჩვეუ­ლებ­რივზე უფ­რო მშვი­დად და მწა­რე ნა­ღ­ველის გა­რე­შე ვუყ­ვე­ბო­დი ყვე­ლა­ფერს. ასე უბ­რა­ლოდ მო­ნათხ­რო­ბი ამ­ბავი უფ­რო და­მა­ჯე­რებ­ლად ჟღ­ერ­და. საუ­ბარს გან­ვაგრძობდი და ვამ­ჩნევდი, მის ტემპლს ყო­ვე­ლი ჩე­მი სიტყ­ვა სჯერ­ოდა.

თხრო­ბის დროს ვახ­სე­ნე მის­ტერ ლო­ი­დიც, რო­მელ­მაც წი­თელ ოთახ­ში გუ­ლის წას­ვ­ლის შემ­დეგ მი­ნახ­ულა. არ მავ­იწყდებ­ოდა ის საშ­ინელი ამ­ბავი, რაც წი­თელ ოთახ­ში გა­დამ­ხდა. დაწ­ვრილებით ავ­უწე­რე ყვე­ლა­ფერი და ახ­ლა კი სიმ­შ­ვი­დე ვე­ღ­არ შევ­ინარ­ჩუნე. არა­ფერს შე­ეძლო შე­ემ­სუბუქებ­ინა ის ტან­ჯვა-­წა­მე­ბა, რაც გან­იცა­და ჩემ­მა გულ­მა, რო­დე­საც მი­სის რიდ­მა უკ­უაგდო ჩე­მი თავ­განწირული ვედ­რე­ბა და მეო­რედ ჩა­მკ­ე­ტა იმ ბნელ­სა და მოჩ­ვე­ნე­ბებით სავ­სე ოთახ­ში.

და­ვამ­თავ­რე. რამ­დენ­იმე ხნის გან­მავ­ლობაში მის ტემ­პ­ლი დუმ­და და ისე მი­ყუ­რებ­და. შემ­დეგ მითხ­რა:
- მსმენ­ია მის­ტერ ლო­იდ­ზე. მივ­წერ მას. თუ მი­სი პა­სუ­ხი შენს მო­ნა­ყოლს და­ემ­თხვა, ყვე­ლას თან­დას­წრებით გა­გა­მარ­თლებთ და ამ ბრალ­დე­ბას მო­გიხ­ს­ნით. ხო­ლო, რაც შე­მე­ხე­ბა მე, ჩემს თვალ­ში შენ უკ­ვე მარ­თალი ხარ, ჯე­ინ.

მან მა­კო­ცა. ჯერ ისევ მის ახ­ლოს ვი­დე­ქი (მას­თან ახ­ლოს დგო­მა კი წრფე­ლად, ბავ­შვურად მი­ხარ­ოდა, რად­გან დიდ სი­ამ­ოვნე­ბას გან­ვიც­დი­დი მი­სი სა­ხის, ტან­საცმლის, სა­მკ­აუ­ლების, თეთ­რი შუბ­ლის, ხში­რი, ხვე­უ­ლი, მბრწყი­ნა­ვი თმი­სა და მო­ციმ­ცი­მე თვა­ლების ყუ­რე­ბით), რომ ის ელენ ბერნსს მი­უბ­რუნ­და და უთხ­რა:

- ამ სა­ღ­ამოს თავს რო­გორ გრძნობ, ელენ? დღ­ეს ბევ­რი გახ­ვე­ლა?
- არც ისე ბევ­რი, ქალ­ბატონო.
- ტკი­ვილს ისევ გრძნობ მკ­ერდში?
- ცო­ტა უფ­რო ნა­კ­ლე­ბად.
მის ტემ­პ­ლი წამ­ოდგა და მაჯ­ისცე­მა გაუ­სინჯა. მე­რე ისევ თა­ვის სა­ვარ­ძელში ჩაჯ­და. გავ­იგონე, რომ ჩუ­მად ამ­ოიოხრა. რამ­დენ­იმე წუთს დაფ­იქრებული იჯ­და. შემ­დეგ, თით­ქოს გამ­ოფხიზლდაო, მხი­არ­ულად გვითხ­რა:
- ამ სა­ღ­ამოს ხომ ჩე­მი სტუმ­რე­ბი ხართ და შე­სა­ფერ­ისად უნ­და გაგ­იმას­პინძლდეთ.
ზა­რი და­რე­კ­ა.
- ბარ­ბა­რა, - მი­მარ­თა მან მსა­ხურ ქალს, რო­მე­ლიც ზა­რის ხმა­ზე შემ­ოვიდა, - ჩაი ჯერ არ დამ­ილევ­ია. შემ­ოიტა­ნე ლან­გარი და კი­დევ ორი ფინ­ჯა­ნი დაუ­მა­ტე ამ პა­ტა­რა ქალ­ბატ­ონებისთვის.

ლან­გარი მა­ლე შემ­ოიტა­ნეს და ცეცხ­ლის პი­რას პა­ტა­რა, მრგვალ მაგ­იდა­ზე დად­გეს. ოჰ, რო­გორ ლა­მა­ზად ჩან­და მას­ზე ფა­ი­ფუ­რის ფინ­ჯ­ნე­ბი და გა­კრ­ია­ლებული ჩაი­დანი. რა სა­ამო სურ­ნე­ლე­ბას აფ­რქვევ­და ჩაი და გაფ­იცხებული პუ­რი. ჩემ­და სამ­წუხაროდ (რად­გან ძალ­იან მში­ე­რი ვი­ყა­ვი), შევ­ნიშნე, რომ პუ­რი ძალ­იან ცო­ტა იყო. მის ტემ­პლსაც არ გამ­ოჰპარ­ვია ეს.
- ბარ­ბა­რა, - უთხ­რა მან, - არ შეგ­იძლიათ, ცო­ტაო­დენი პუ­რი და კა­რაქი კი­დევ შემ­ოიტანოთ? ეს სამ ადამ­იანს არ ეყ­ოფა.
ბარ­ბა­რა გავ­იდა და ისევ მა­ლე შემ­ობრუნდა.

- ქალ­ბატონო, მის ჰარ­დენი ამ­ბობს, რომ მან იმ­დენ­ივე გამ­ოგზავ­ნა, რო­გორც ჩვეუ­ლებრივ გიგ­ზავ­ნით ხოლ­მე.
მკი­თხველს უნ­და მო­ვახ­სენო, რომ ეს მის ჰარ­დენი ეკო­ნო­მი გახ­ლდათ, რო­მელ­საც მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი დი­დად ენ­დობოდა. ის ისე­თი ხელ­მოჭერილი იყო, თით­ქოს ვე­შაპის ძვლებ­ისა და რკი­ნისგან ჩამ­ოეს­ხათ.

- კარ­გი, ბარ­ბა­რა, - უპას­უხა მის ტემ­პლმა, რო­გორ­მე იოლად გა­ვალთ. რო­დე­საც ბარ­ბა­რა გავ­იდა, მან ღი­მი­ლით დაუ­მა­ტა: - სა­ბედ­ნიეროდ, შემ­იძლია ცო­ტა რამ დავ­უმატო ამ ჩვენს ღა­რი­ბულ სუფ­რას.
ორი­ვე სუფ­რას­თან მიგ­ვი­პატ­იჟ­ა. თი­თო­ე­ულ ჩვენ­განს თი­თო ფინ­ჯა­ნი ჩაი და გემ­რიელი, მაგ­რამ მე­ტად თხლად დაჭ­რი­ლი პუ­რის ნა­ჭერი შემ­ოგვთა­ვა­ზა. შემ­დეგ მის ტემ­პ­ლი ად­გა, კა­რა­და გამ­ოა­ღო, იქი­დან ქა­ღ­ალდში გახ­ვეული რა­ღ­აც გამ­ოიღო, გახ­სნა და დავ­ინა­ხეთ ჩამ­იჩიანი ნამ­ცხ­ვ­რის კარ­გა მოზ­რ­დი­ლი ნა­ჭერი.
Image result for jane eyre
- მინ­დო­და, თან გა­მე­ტა­ნებ­ინა ეს თქვენ­თ­ვის, მაგ­რამ, რად­გა­ნაც პუ­რი ცო­ტა­ა, უმ­ჯო­ბეს­ია, ახ­ლა­ვე შე­ექ­ცეთ.
ნამ­ცხვარი დაჭ­რა და გუ­ლუხ­ვად გაგ­ვიმას­პინძლდა. მეგ­ონა, თით­ქოს ნექ­ტარ­სა და ამ­ბროსიას შე­ვექ­ცეოდით. არა­ნა­კ­ლებ სი­ამ­ოვნე­ბას გვგვრი­და მას­პინძელი, რო­მე­ლიც კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლით თვალ­ყურს გვა­დევ­ნებ­და, თუ რო­გორ გემ­რიე­ლად შე­ვექ­ცეოდით და ვტკ­ბებოდით მი­სი გუ­ლუხ­ვი მას­პინ­ძ­ლო­ბით. ჩაი დამ­თავ­რდა. ლან­გარი გაი­ტა­ნეს და მან კვ­ლავ ცეც­ხლთან მიგ­ვიწ­ვია. ჩვენ აქეთ-იქით შემ­ოვუსხედით. ბედ­ნიე­რად ვთვლი­დი თავს, რომ მის ტემ­პლისა და ელე­ნის საუ­ბარს ვუს­მენ­დი.

მის ტემ­პ­ლი ყო­ველ­თ­ვის გამ­ოირჩეო­და რა­ღ­აც ში­ნა­განი სიმ­შ­ვი­დით. სა­ხის ნა­კვ­თები მის კეთ­ილშობილე­ბა­ზე მეტ­ყვე­ლებ­და. მი­სი ღი­რსების შე­სა­ფერ, დახ­ვეწილ, სწორ მეტ­ყვე­ლე­ბაში არას­ოდეს შეი­ნიშნებ­ოდა სი­ფიცხე და მღ­ელ­ვა­რე­ბა. მას­ში იყო რა­ღ­აც ძა­ლა, რაც მის მსმე­ნელ­სა და შემ­ყურეს სი­ამ­ოვნე­ბას ან­იჭებ­და, ხიბ­ლავ­და და პატ­ივისცემის გრძნო­ბა­საც უღვ­იძებ­და. ასე­ვე და­მე­მარ­თა მეც. რაც შე­ე­ხე­ბა ელენ ბერნსს, მან მთლად გა­მაო­ცა.

არ ვი­ცი, ამ გემ­რიელ­მა ვახ­შამ­მა, ბუ­ხარ­ში მო­გიზ­გი­ზე ცეც­ხლმა, მის­თ­ვის საყ­ვა­რელი აღმ­ზრდელის ახ­ლოს ყოფ­ნამ და ალერ­სმა, თუ უფ­რო მე­ტად მის­მა თავ­ისებ­ურმა, ყვე­ლას­გან გან­სხვა­ვებ­ულმა ბუ­ნე­ბამ, მთლი­ანად გამ­ოაც­ოცხლა იგი. შევ­ნიშნე, რომ მას­ში რა­ღ­აც ახალ­მა ძა­ლებ­მა იფეთ­ქა. სის­ხ­ლ­ნა­კ­ლებ­ობისგან გა­ფერ­მკრ­თა­ლებული ღაწ­ვები აუ­ვარ­დისფრდა, წყლი­ა­ნი თვა­ლები აუ­ციმციმდა. ამან მას ენით აუ­წე­რელი სი­ლა­მა­ზე შე­მა­ტა და ისიც კი მო­მეჩ­ვე­ნა, რომ მი­სი თვა­ლები მის ტემ­პ­ლის თვა­ლებ­ზე გაც­ილებით მშვენ­იერი იყო. ჩემ­ში აღფ­რთოვა­ნე­ბას იწ­ვევ­და არა ამ თვა­ლების მშვენ­იერი ფე­რი, გრძე­ლი წამ­წა­მები და გა­და­კ­ალმული წარ­ბები, არა­მედ სი­ცოცხ­ლის ძა­ლით ან­თებულ ამ თვალ­თა მეტ­ყვე­ლე­ბა. მან ბა­გე გახ­სნა და გუ­ლი გა­დაგ­ვიშა­ლა. თავ­ისუფლად ლა­პა­რა­კო­ბდა; მაგ­რამ საი­დან მომ­დი­ნა­რეო­ბდა მი­სი ასე­თი ცოდ­ნა, ვერ გეტყ­ვით. რო­გორ შეი­ძლებ­ოდა, თოთხ­მე­ტი წლის გო­გო­ნას ასე­თი დი­დი გუ­ლი ჰქო­ნო­და, ყვე­ლა­ფერი და­ეტ­ია და იქი­დან ნა­კ­ადულივით ედ­ინა გულ­წ­რ­ფელ­სა და მგზნე­ბა­რებით სავ­სე მჭევ­რმეტ­ყვე­ლე­ბას. აი, ასე მგზნე­ბა­რედ ესაუ­ბრა ის მის ტემპლს იმ ჩემ­თ­ვის დაუ­ვიწყარ სა­ღ­ამოს. რო­გორც ჩან­და, მი­სი სუ­ლი ეს­წრაფ­ოდა სრუ­ლი­ად ხან­მოკ­ლე დრო­ში შე­ეცნო და გა­ნე­ცა­და იმ­დენ­ივე, რამ­დენ­საც სხვა ადამ­ია­ნები მთე­ლი თავ­იანთი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლობაში უნ­დებ­იან.

ისი­ნი იმ სა­კი­თხებ­ზე მსჯელ­ობდნენ, რომ­ლე­ბიც მე არას­ოდეს მსმენ­ოდა: გარ­დასულ ხა­ნა­ზე, ხალ­ხებ­სა და შო­რე­ულ ქვეყ­ნებ­ზე, ბუ­ნე­ბის ახალ აღმ­ოჩე­ნებ­ზე, ჯერ კი­დევ შეუ­ცნობელ საი­დუმლოე­ბა­ზე და სხვა­დას­ხვა წიგ­ნ­ზე. და მე­რე რამ­დენი რამ ჰქონ­დათ წა­კითხული! რა გან­უსა­ზღვ­რელი იყო მა­თი ცოდ­ნა, რა თავ­ისუფლად გამ­ოთქვამ­დნენ ფრან­გულ გვა­რებს და რა კარ­გად იც­ნობ­დ­ნენ ფრანგ მწერ­ლებს. მაგ­რამ ჩემს გან­ცვიფრე­ბას სა­ზღ­ვარი არ ჰქონ­და, რო­დე­საც მის ტემ­პლმა ელენს ჰკი­თხა, პო­უ­ლობ­და თუ არა დროს ლა­თი­ნუ­რი ენის გა­სა­მეო­რებ­ლად, რო­მე­ლიც მა­მამ ას­წავ­ლა. მე­რე თარ­ოდან წიგ­ნი გად­მოიღო და სთხო­ვა, წა­ე­კი­თხა და ეთარ­გმნა ნაწ­ყვეტი ვერ­გილიუსიდან. გო­გო­ნამ თხოვ­ნა შეუ­სრულა. ჩე­მი მოკრ­ძა­ლე­ბა მათ­დამი ყო­ვე­ლი ახა­ლი სტრი­ქო­ნის მოს­მე­ნას­თან ერ­თად იზ­რ­დებ­ოდა. ძლივს მო­ას­წ­რო კითხ­ვის დამ­თავ­რე­ბა, რომ ზა­რის ხმაც გაი­სმა. უკ­ვე ძი­ლის დრო იყო. დაგ­ვია­ნე­ბა არ შეი­ძლებ­ოდა. მის ტემ­პ­ლი სათ­ითაოდ გა­დაგ­ვეხ­ვია, გულ­ში ჩაგ­ვიკ­რა და გვითხ­რა:
- ღმერ­თი იყოს თქვე­ნი მფარ­ველი, ჩე­მო ბავ­შვებო.
ჩემ­თან შე­და­რებით ელე­ნი უფ­რო მეტ­ხანს ჰყავ­და გულ­ში ჩა­კრული. მას­თან გან­შორე­ბა უმ­ძიმ­და. შევ­ნიშნე, კარ­ისკ­ენ რომ გა­ვე­მარ­თეთ, ელენს გა­აყ­ოლა თვა­ლი, მეო­რე­დაც მის­თ­ვის ამ­ოიოხრა ასე მწა­რედ და ცრემ­ლი მო­იწ­მინ­და.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დით თუ არა სა­წოლ ოთახს, მის სკ­ე­ჩერდის ხმა შემ­ოგვეს­მა. მან ელენს მე­ტად მკ­აცრი შენ­იშვნები მის­ცა და და­ემ­უქრა, რომ მეო­რე დღ­ეს მხრებ­ზე ჩამ­ოკი­დებ­და ასე უთავ­ბო­ლოდ მიყ­რილ-მოყ­რილ რამ­დენ­იმე ნივთს.

- მარ­თლაც, მე­ტად სა­მარცხვინოდ იყო არეუ­ლ-და­რეული ჩე­მი უჯ­რა, - ჩამ­ჩურჩულა ელენ­მა, - მინ­დო­და და­მე­ლა­გებ­ინა, მაგ­რამ და­მავ­იწყდა.
მეო­რე დი­ლით მის სკ­ე­ჩერ­დმა მუ­ყა­ოს ნა­ჭერ­ზე დი­დი ას­ოებით და­წე­რა სიტყ­ვა "უწეს­რი­გო" და ელე­ნის ფარ­თო და ჭკვ­იან შუბლს თი­ლის­მა­სავით შემ­ოახ­ვია. მან სა­ღ­ამ­ომდე ატა­რა ეს წარ­წე­რა მშვი­დად, მოთ­მი­ნე­ბით და დამ­სახ­ურებულ სას­ჯე­ლა­დაც თვლი­და. რო­გორც კი ნაშ­უა­დღ­ევს მის სკ­ე­ჩერ­დმა გა­კ­ვეთ­ილები და­ამ­თავ­რა და წავ­იდა, ელენ­თან მი­ვირ­ბი­ნე, შუბ­ლი­დან მუ­ყა­ოს ნა­ჭერი ჩამ­ოვგლიჯე და ან­თებულ ცეცხ­ლ­ში შე­ვაგ­დე. ამ ამ­ბავს ელე­ნი ოდ­ნა­ვა­დაც არ აუღ­ელ­ვებ­ია. ეს გრძნო­ბა სრუ­ლი­ად უცხო იყო მის­თ­ვის; მე კი მთე­ლი დღე სულს მიშ­ფო­თებ­და. მსხვი­ლი და ცხა­რე ცრემ­ლები ღა­პა­ღუპით ჩამ­ომდიოდა. ასე­თი უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლი მორ­ჩი­ლე­ბა ენით გამ­ოუთქმელ ტკი­ვილს იწ­ვევ­და ჩემ­ში.

ზე­მოთ აღ­წერილი ამ­ბების შემ­დეგ და­ახ­ლოებით ერ­თი კვ­ირა გავ­იდა. მის ტემ­პლმა თა­ვი­სი წე­რი­ლის პა­სუ­ხი მი­ი­ღო მის­ტერ ლო­ი­დის­გან. რო­გორც ჩანს, წერ­ილმა და­ა­დას­ტურა ჩე­მი მო­ნა­ყო­ლი ამ­ბების სი­მარ­თლე. მის ტემ­პლმა შე­კრ­იბა სას­წავ­ლებლის მას­წავ­ლებ­ლები, აღ­საზ­რდე­ლები და გან­უცხა­და, რომ მან შე­ამ­ოწმა, მარ­თალი იყო თუ არა ჯე­ინ ეარ­ისადმი წა­ყე­ნებული ბრალ­დე­ბა. შემ­ოწმე­ბამ და­ა­დას­ტურა ბავ­შ­ვის სი­მარ­თლე და ახ­ლა ის ბედ­ნიე­რად თვლი­და თავს, შე­ეტ­ყობინებ­ინა ეს ამ­ბავი მათ­თ­ვის და ბავ­შ­ვი გა­ე­თავ­ისუფლებ­ინა ყო­ველ­გვარი ცი­ლის­წა­მებ­ისგან. მას­წავ­ლებ­ლებ­მა ხე­ლი ჩამ­ომარ­თვეს და გა­და­მკო­ცნეს. აღ­საზ­რდელ­თა რი­გებ­ში სი­ამ­ოვნების ჩურ­ჩუ­ლი გაი­სმა.
ასე ჩამ­ომხსნეს მძი­მე ტვირ­თი და, იმ წუ­თი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, გა­ნახ­ლებული ენერ­გი­ით შევ­უდექი მე­ცად­ინეო­ბას. გა­დავ­წყვიტე, ყვე­ლა სიძ­ნე­ლე გა­და­მე­ლა­ხა. ბეჯ­ითად ვშრო­მობ­დი და შე­დეგიც კარ­გი მქონ­და. ბუ­ნე­ბით არ­ც­თუ ისე კარ­გი მეხ­სიე­რე­ბა ბევ­რი მე­ცად­ინეობის წყა­ლო­ბით თან­და­თან გამ­ომიკ­ეთ­და. გამ­უდმებ­ულმა მე­ცად­ინეო­ბამ გო­ნე­ბა­მახვილი გამ­ხა­და. რამ­დენ­იმე კვ­ირაში მა­ღ­ალ კლას­ში გა­დამ­იყვა­ნეს; ორ თვე­საც არ გა­ევლო, ნე­ბა დამ­რთეს, და­მეწყო ფრან­გუ­ლი ენ­ისა და ხატ­ვის შეს­წავ­ლა. ერთ დღ­ეში ვის­წავ­ლე ზმნის Etre - უღ­ლე­ბა ორ დრო­ში და პირ­ვე­ლად დავ­ხა­ტე ქო­ხი (რომ­ლის კედ­ლები იმ­დე­ნად და­ქა­ნებული იყო, რომ პი­ზის დახ­რი­ლი კო­შკის ქონ­გურს მეტ­ოქეო­ბას ად­ვილად გაუ­წევ­და). იმ სა­ღ­ამოს ჩემს ჩვეუ­ლე­ბას ვუღ­ა­ლა­ტე. დაძ­ინებ­ისას არ გამ­ხსე­ნებ­ია, ოც­ნე­ბით მა­ინც წარ­მომედ­გინა ბარ­მე­საიდის შე­სან­იშნავი ვახ­შამი: ცხე­ლი შემ­წვარი კარ­ტო­ფი­ლი, პუ­რი და ახალ­მოწველილი რძე და ამ სა­ნატ­რელი საჭ­მ­ლის წარ­მოდგენით და­მევ­იწყებ­ინა მწვა­ვე შიმ­ში­ლი. ყო­ველ­ივე ამის ნაც­ვლად, სიბ­ნე­ლეში წარ­მომიდგა ჩე­მი სა­კუ­თარი ხე­ლით შექ­მ­ნი­ლი მშვენ­იერი სუ­რა­თები: ფან­ქ­რით ნა­ხატი სახ­ლები და ხე­ები, ულა­მა­ზესი კლ­დე­ები და ნან­გრე­ვები. ოც­ნე­ბაში მათ ვამ­სგავ­სებდი ალ­ბერტ კო­ი­პის მი­ერ შექ­მ­ნილ მშვენ­იერ სუ­რა­თებს, თვალ­წინ მედ­გა მი­სი და­ხატული საძ­ოვარ­ზე გაშ­ლი­ლი მსხვილ­ფე­ხა საქ­ონელი, ვარ­დის გაუ­შლელ კოკ­რებ­ზე მო­ფარ­ფა­ტე პეპ­ლები; თუნ­დაც, აი, ასე­თი სუ­რა­თი: ხე­ებ­ზე შემ­ომსხდარი ფრინ­ვე­ლები კე­ნკ­ა­ვენ მწი­ფე ალ­უბალს. აქ­ვეა ნიბ­ლია ჩი­ტი მარ­გალ­იტისოდე­ნა კვერც­ხებით სავ­სე ბუ­დე­ში, ბუ­დე კი ნორ­ჩი ფა­თალო რტო­ე­ბით არის გარ­შემ­ოხვეული. იმა­საც ვფიქ­რობ­დი, მა­ლე შევ­ძლებდი თუ არა მე­თარ­გმნა რა­მე ფრან­გუ­ლი პა­ტა­რა მოთხ­რო­ბე­ბის წიგ­ნი­დან, რო­მე­ლიც იმ დღ­ეს მა­დამ პი­ე­რომ მაჩ­ვე­ნა. ამ ამ­ბებში ჯერ ვერ გავ­რკ­ვეუ­ლიყავი, რომ ტკბ­ილად ჩა­მეძ­ინა.

მარ­თალი უთ­ქ­ვამს სო­ლო­მონს: მირ­ჩევ­ნია ყვე­ლი, პუ­რი და კე­თი­ლი გუ­ლიო. არაფ­რის გუ­ლის­თ­ვის არ გავ­ც­ვ­ლი­დი ახ­ლა ლო­ვუდს და იქა­ურ გაჭ­ირვებულ ცხოვ­რე­ბას გეი­ტსჰედ­სა და მის სიმ­დიდ­რე­ზე.

***
ლო­ვუდ­ში თან­და­თან შეუ­მჩნე­ველი გახ­და საშ­ინელი ხელ­მოკ­ლეო­ბა და ცხოვ­რე­ბის მძი­მე პი­რო­ბე­ბი. გა­ზაფ­ხულდა. ზამ­თ­რის ყინ­ვებს ბო­ლო მოე­ღო. თოვ­ლი დად­ნა. სუს­ხი­ა­ნი ქა­რები აღ­არ ქრო­და და ამინ­დი მთლად გამ­ოიცვა­ლა. აპ­რი­ლის ნა­ზი სუნ­თ­ქ­ვა მა­ლამოდ ედებ­ოდა ჩემს ჯერ კი­დევ იან­ვ­რის სუს­ხი­ან ამ­ინდებში მო­ყი­ნულ, კან­გა­დამ­ძვრალ და დას­ივებულ ფე­ხებს. ია­რები, რო­მელ­თა გა­მოც კოჭ­ლო­ბით ძლივს დავ­დი­ო­დი, ახ­ლა თან­და­თან მირ­ჩებ­ოდა და ტკი­ვილებიც მი­ყუჩ­დებ­ოდა. კარ­გა ხან­ია გაქ­რა, რო­მე­ლიც დი­ლა-­სა­ღ­ამოობით ძა­რღ­ვებში სისხლს გვი­ყი­ნავ­და. თა­მაშისთვის გა­ნკუთვნილ ერთ სა­ათს სი­ამ­ოვნებით ვა­ტა­რებდით ბა­ღში, ხო­ლო იმ დღ­ე­ებში, რო­ცა მზე გამ­ოა­ნა­თებ­და, ჩვენს სი­ხარ­ულსა და სი­ამ­ოვნე­ბას სა­ზღ­ვარი არ ჰქონ­და. მუ­ქი კვ­ლები მწვა­ნე სა­მო­სით შეი­მოსა და დღი­თი დღე მშვენ­დებ­ოდა. თით­ქოს გა­ზაფხულის მსუ­ბუქ­ფ­რ­თი­ა­ნი სუნ­თ­ქ­ვა ღა­მით თავს გა­დაუ­ქროლებ­და ხოლ­მე ამ ბა­ღ­ნარს და ყო­ველ დი­ლით მი­სი კვა­ლი უფ­რო და უფ­რო შე­სამ­ჩნევი ხდებ­ოდა. ფოთ­ლებს შო­რის მრა­ვალ­ნაირ ყვა­ვილს ამ­ოეყო თა­ვი: ენ­ძე­ლებს, ხვინ­ტ­რას, მე­წამული ფე­რის ქუჩ­მა­ია­სა და ოქ­როს­ფერ­თვა­ლე­ბა ია­სამ­ფე­რებს. ხუთ­შა­ბათობით, ნაშ­უა­დღ­ევის შემ­დეგ, თავ­ისუფლები ვი­ყა­ვით და დიდ­ხანს ვსე­ირ­ნობ­დით. ვამ­ჩნევდით, რო­გორ უფ­რო და უფ­რო მშვენ­იერ­დებ­ოდა და იფურ­ჩ­ქ­ნებ­ოდა ყვავ­ილები გზებ­სა და ღო­ბის ძი­რებ­ში.

გავ­ცქეროდი ჰო­რი­ზონ­ტ­ზე ამ შემ­ოღობილ, და­ლურ­ს­მულ კედ­ლებს იქით მდე­ბა­რე მი­დამ­ოებს და დი­დე­ბულ მთის მწვერ­ვა­ლებს. ისი­ნი გარს შემ­ორტყმოდნენ მწვა­ნედ აბ­იბინებულ დაბ­ლობს, რომ­ლის უმე­ტესი ნა­წი­ლი ჩრდილს და­ე­ფა­რა. ვი­ცო­დი, თუ რა დი­დი სი­ამ­ოვნე­ბა იყო მა­თი ყუ­რე­ბა. მუ­ქი ფე­რის კლ­დე­ზე ანკ­ა­რა ნა­კ­ადული გად­მოჩქეფ­და. ოჰ, რა სხვა­ნაირი ჩან­და ეს მი­დამ­ოები ზამ­თ­რო­ბით, რკი­ნისფერი ცის ქვეშ მუ­ქი ღრ­უბლებით და­ფარული, ყინ­ვით გა­თო­ში­ლი და თოვ­ლით გა­დაფიფქული. ზე­ნა­ქარს მოჰ­ქონ­და ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი, სუ­ლის შემ­ხუთავი ბუ­რუ­სი, რო­მე­ლიც გარს ეხ­ვეო­და იის­ფერ მწვერ­ვა­ლებს, თან­და­თანობით დაბ­ლა ეშ­ვებ­ოდა, ბა­რამ­დე აღ­წევ­და და უერ­თდებ­ოდა მდი­ნა­რე­ზე გა­წო­ლილ ცივ ნისლს. მდი­ნა­რე კი მო­ქუხ­და ამღვ­რეული და დაუ­დე­გარი. მი­სი გა­მაყ­რუე­ბელი ხმა­უ­რი კვეთ­და ტყეს და ავ­სებ­და არე­მა­რეს. ამას ემა­ტებ­ოდა კო­კის­პი­რუ­ლი, თოვ­ლ­ნა­რევი წვი­მე­ბის ხმა. ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა ტყეს, მდი­ნა­რის ნაპ­ირებ­ზე ჩამ­წკრ­ივებული ხე­ები უსუ­ლო ჩონ­ჩხებს ჰგავ­დნენ.

აპ­რი­ლი მაი­სმა შეც­ვა­ლა. მშვი­დი და ნა­თელი მა­ი­სი დად­გა. თბი­ლი მზის სხი­ვე­ბით გაც­ისკრ­ოვნებული ცა ლურ­ჯად ციმ­ცი­მებ­და. მთე­ლი თვე ქრო­და მსუ­ბუ­ქი ნი­ა­ვი, ხან და­სავ­ლეთ­იდან და ხან სამ­ხრეთ­იდან. მცე­ნა­რეუ­ლობამ გა­იღვ­იძა. ლო­ვუდ­მაც შე­არ­ხია თა­ვი­სი მშვენ­იერი და­ლა­ლები. ყვე­ლა­ფერი ამ­წვან­და და აყ­ვავ­და. მა­ღ­ალი, ურ­ჩხუ­ლი­ვით დი­დი თე­ლის, კო­პიტისა და მუ­ხის ხე­ები კვ­ლავ შეი­ფოთლნენ. ბუჩ­ქ­ნა­რიც ამ­წვან­და და გაი­შა­ლა. მრა­ვალ­ფერი ხავ­სით დაი­ფა­რა პა­ტარ­-პა­ტა­რა ორ­მო­ე­ბი, ხო­ლო მი­წა­ზე აქა-იქ გა­ფანტული ფუ­რი­სუ­ლე­ბი მზის სხი­ვე­ბი­ვით ციმ­ცი­მებ­დნენ ბა­ლა­ხებში. ჩრდი­ლით და­ფარულ ად­გილებში მა­თი მქრქა­ლი, ოქ­როს­ფ­რად მო­ცია­გე სხი­ვე­ბი სი­ნათ­ლის შუ­ქი­ვით ანა­თებ­და. უმეთ­ვალ­ყურეოდ დარ­ჩენილი, სრუ­ლი­ად თავ­ისუფალი და გან­მარ­ტოებული, ძალ­იან ხში­რად დიდ­ხანს ვერ­თო­ბო­დი და ვტკ­ბებოდი ყო­ველ­ივე ამით. ამ უჩ­ვე­უ­ლო თავ­ისუფლე­ბა­სა და სი­ამ­ოვნე­ბას თა­ვი­სი მი­ზე­ზი ჰქონ­და და ჩე­მი ვალ­ია, ყო­ველ­ივე გი­ამ­ბოთ.
გა­ნა, ჩემ მი­ერ აღ­წერილი თვალ­წარ­მტაცი, გო­რა­კ­ებ­სა და ტყე­ების წია­ღში ჩაფ­ლუ­ლი მი­და­მო თა­ვი­სი მო­ჩუხ­ჩუ­ხე ნა­კ­ადულით მშვენ­იერ საც­ხოვრე­ბელ ად­გილად არ გამ­ოდგებ­ოდა? რა­სა­კვ­ირველ­ია, ყვე­ლა­ფერი ეს სა­უცხოო იყო, მაგ­რამ გამ­ოდგებ­ოდა თუ არა საც­ხოვრებ­ლად, ეს კი­დევ სა­კი­თხავ­ია.

ეს ტყით და­ფარული, და­ცემული ვე­ლი, სა­დაც ლო­ვუ­დი გა­ე­შე­ნებ­ინათ, მუდ­მი­ვი ნის­ლი­სა და ამ ნის­ლით გამ­ოწვეული სხვა­დას­ხვა ავად­მ­ყო­ფო­ბის აკ­ვანი გახ­ლდათ. ეს ავად­მყოფობა გა­ზაფხულის მო­ახ­ლოე­ბას­თან ერ­თად ძლი­ერ­დებ­ოდა. აი, ახ­ლაც ობოლ­თა თავ­შე­სა­ფარში ტი­ფის ეპ­იდემ­ია და­იწყო. ის სწრა­ფად გავ­რცელ­და; სა­კ­ლასო ოთა­ხები და სა­ერთო საც­ხოვრებ­ლები ავად­მ­ყო­ფი ბავ­შვებით გა­ავსო და ჯერ კი­დევ მა­ი­სის დად­გომამ­დე მთე­ლი სას­წავ­ლე­ბელი სა­ა­ვადმყოფოდ გა­და­აქ­ცია.

ეპიზოდები იდება ყოველ დღე
იხილეთ წინა თავები

თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93