ნოველები

ჯეინ ეარი. მეცხრე თავი

ჯეინ ეარი. მეცხრე თავი
ნა­ხევ­რად შიმ­ში­ლო­ბამ და საშ­ინელ­მა სი­ცი­ვემ წი­ნას­წარი პი­რო­ბე­ბი შექ­მნა, რომ მოს­წავ­ლე­თა უმ­რავ­ლეს­ობას გა­დამ­დები სნეუ­ლე­ბა სწრა­ფად მოს­დებ­ოდა.
ავად­მყოფობამ ოთხ­მო­ცი ბავ­შვიდან ერ­თდროულად ორ­მოც­და­ხუ­თი ჩა­აწ­ვინა. მე­ცად­ინეო­ბა შეწ­ყდა. სას­წავ­ლე­ბელში გა­მე­ფებულ წეს­რიგს აღ­ა­რავინ იცავ­და, ხო­ლო ის აღ­საზ­რდე­ლები, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ კარ­გად იყ­ვ­ნენ, დი­დი თავ­ისუფლებით სარ­გებ­ლობდნენ. ექი­მი და­ჟი­ნებით მო­ითხოვ­და, რომ კარ­გად მყოფ ბავ­შვებს ჯან­მრთელობის შე­სა­ნარ­ჩუნებ­ლად მე­ტი დრო სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­ე­ტა­რებ­ინათ. ასეც რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არა­ვის ჰქონ­და დრო ჩვენ­თ­ვის თვა­ლი ედევ­ნებ­ინა ან ოთა­ხებში გამ­ოვე­კ­ე­ტეთ. მის ტემპლს მთე­ლი ყუ­რა­დღ­ე­ბა გა­და­ტანილი ჰქონ­და ავად­მ­ყოფ ბავ­შვებ­ზე. მთელ
დღ­ე­ებს მათ­თან ატა­რებ­და და ლა­ზა­რეთ­იდან, რამ­დენ­იმე სა­ათით მო­სას­ვე­ნებ­ლად, მხო­ლოდ ღა­მით გამ­ოდიოდა. მას­წავ­ლებ­ლები საქ­მეს ვერ აუ­დიოდნენ. ისი­ნი ბარგს ულა­გებ­დნენ და გა­სამ­გზავ­რებ­ლად ამ­ზა­დებ­დნენ ბავ­შვებს, რო­მელ­თაც, სა­ბედ­ნიეროდ, გამ­ოუჩნდნენ ნა­თე­სა­ვები და მეგ­ობრები და იკი­სრეს, მო­ეც­ილებ­ინათ ისი­ნი ამ გა­დამ­დები სე­ნით მო­წამ­ლუ­ლი ად­გი­ლის­თ­ვის. მრა­ვალ მათ­განს უკ­ვე შეყ­როდა სე­ნი და შინ მხო­ლოდ იმი­ტომ­ღა გა­ემ­გზავ­რა, რომ იქ და­ელ­ია სუ­ლი. ზოგ­მა წას­ვლაც ვე­ღ­არ მო­ას­წ­რო - ლო­ვუდ­ში­ვე გარ­დაი­ცვა­ლა. ისი­ნი იქ­ვე და­მარ­ხეს სწრა­ფად და ყვე­ლას­გან შეუ­მჩნევ­ლად. გა­დამ­დები სნეუ­ლების ბუ­ნე­ბა ვე­რავ­ითარ დაყ­ოვნე­ბას ვერ ით­მენს. ამ­იტომაც ლო­ვუდ­ში სენ­მა ძლი­ერ მო­ი­კი­და ფე­ხი და სიკ­ვ­დი­ლიც მი­სი ხში­რი სტუ­მა­რი გახ­და.

ლო­ვუდ­ში მხო­ლოდ შიშ­მა და სევ­დამ დაი­სად­გურა. ოთა­ხები და დე­რეფ­ნები სა­ა­ვადმყოფოს სუ­ნით გა­იჟ­ღი­ნთა. წამ­ლებ­ითა და სა­მკუ­რნალო სურ­ნელ­ოვანი აბე­ბის ახ­რჩოლებით ამა­ოდ ცდი­ლობ­დ­ნენ სიკვ­დილიან­ობა და­ეძ­ლიათ. ამ დროს ლო­ვუ­დის კედ­ლებს იქით, ცი­ცა­ბო გო­რა­კ­ებ­სა და ტყით და­ფარულ, თვალ­წარ­მტაც ად­გილებში უღ­რუბ­ლო მა­ი­სი ბრწყი­ნავ­და. სას­წავ­ლებლის ბა­ღი ათას­ფრად გა­დაშლილ ყვავ­ილებში ჩაფ­ლუ­ლი­ყო. ყვაო­და გა­თა­მა­მებული და ხის ტო­ტე­ბი­ვით რტო­ებ­გაშლილი წი­თე­ლი ბალ­ბა, შრო­შა­ნი, ვარ­დი და ტი­ტა. წით­ლად და ვარ­დისფრად აყ­ვა­ვებული ზი­ზი­ლე­ბი არ­შია­სავით შემ­ორტყმოდა პა­ტარ­-პა­ტა­რა კვ­ლე­ბად და­ყო­ფილ ად­გილს. დი­ლა-­სა­ღ­ამოობით ას­კი­ლის ყვავ­ილები ჰა­ერში აფ­რქვევ­დნენ ახალ­გაშლილი ვაშ­ლის ყვავ­ილების მსგავს სურ­ნე­ლე­ბას. ლო­ვუ­დის აღ­საზ­რდელ­თა უმ­რავ­ლეს­ობა უკ­ვე ვე­ღ­არ ტკ­ბებ­ოდა ამ სა­ამო სურ­ნე­ლებით. ამ ყვავ­ილებ­ითა და მწვა­ნე ბა­ლახით ახ­ლა მხო­ლოდ გარ­დაც­ვლილთა კუ­ბოებს ამ­კო­ბდნენ.

ბუ­ნე­ბის ასეთ თვალ­წარ­მტაც სიმ­შ­ვენ­იე­რეს სრულ­ყო­ფი­ლად მხო­ლოდ მე და ის ბავ­შვები შე­ვიგ­რ­ძ­ნობ­დით, რო­მელ­ნიც ავად­მყოფობას გა­დავურჩით. ნე­ბა დაგ­ვრთეს და ჩვენც დი­ლი­დან სა­ღ­ამ­ომდე ტყე­ში და­ვე­ხე­ტებოდით. რაც გვსურ­და, იმას ვა­კ­ე­თებდით, სა­დაც გვინ­დო­და, იქ მივ­დი­ო­დით და უკ­ე­თე­სა­დაც ვცხოვ­რობ­დით. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი და მი­სი ოჯა­ხის წევ­რები ლო­ვუდს ახ­ლოსაც არ გა­ჰკ­ა­რებ­იან. არც მის სა­შემ­ოსავლო და საყ­ოფაც­ხოვრებო სა­კი­თხებში ერეო­დნენ. გა­დამ­დები სნეუ­ლების შიშ­მა ან­ჩხ­ლი და გულ­ბო­რო­ტი ეკო­ნო­მიც გა­აქ­ცია; მის ად­გილზე ახალ­დანიშნულ, ლო­უ­ტო­ნის ლა­ზა­რეთ­იდან გად­მო­სულ მნე ქალს მის­თ­ვის არ მი­უ­ბა­ძავს. ის მე­ტი თავ­ისუფლებით სარ­გებ­ლობდა და უფ­რო გუ­ლუხ­ვა­დაც გვი­მას­პინძლდებ­ოდა. ისიც უნ­და ით­ქ­ვას, რომ ბავ­შვები, რო­მელ­თაც ჭა­მის მა­და შეგ­ვრჩა, ძალ­იან ცო­ტან­იღა დავ­რ­ჩით. ავად­მყოფებს ხომ სულ მცი­რე ულუ­ფაც ჰყოფ­ნი­დათ. აი, ალ­ბათ, ეს იყო მი­ზე­ზი, რომ სა­უზ­მის­თ­ვის გა­ნკუთვნილ ჯა­მებს ახ­ლა პი­რამ­დე გვივ­სებ­დნენ. მახ­სოვს, ხში­რად დრო არ რჩებ­ოდათ, რომ ჩვენ­თ­ვის საუ­ზმე მო­ემ­ზა­დებ­ინათ. ასეთ შემ­თხვე­ვაში მოზ­რ­დილ ნაჭ­რე­ბად დაჭ­რილ ღვე­ზელს ან პურ­სა და ყველს გვი­რი­გებ­დნენ. ჩვენ თან მიგ­ვ­ქონ­და, ტყე­ში. იქ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­განი თა­ვი­სი ამ­ორჩეული ად­გილისკ­ენ მი­ეშ­ურებ­ოდა და საუ­ზმობდა. მეც მქონ­და ჩე­მი საყ­ვა­რელი ად­გი­ლი. ეს გახ­ლდათ მდი­ნა­რის შუ­ა­გულ­ში ბრტყელ­ზე­დაპ­ირიანი, თეთ­რი და მშრა­ლი ლო­დი. ქვას­თან მი­სას­ვლე­ლად ფეხ­ზე ვიხ­დი­დი და ფეხ­შიშველი წყალ­ში შევ­ტოპავდი ხოლ­მე. ქვის ზე­დაპირი იმ­დე­ნად ფარ­თო იყო, რომ მე და ჩემს ახალ მეგ­ობარს, ვინ­მე მე­რი ენ უილ­სონს თავ­ისუფლად გვყოფ­ნი­და. მი­ხარ­ოდა სა­კ­მაოდ ჭკვ­იანი და და­კვ­ირვებული გო­გო­ნას, მე­რი ენ უილ­სო­ნის მეგ­ობრობა. მე­ტად მი­ზი­დავ­და მი­სი გო­ნე­ბა­მახ­ვილობა და თავ­ისებ­ურე­ბა. თა­ნაც თა­ვი ისე თავ­მდაბ­ლად ეჭ­ირა, რომ მის სი­ახ­ლოვეს დიდ თავ­ისუფლე­ბას ვგრძნობ­დი. ის ჩემ­ზე რამ­დენ­იმე წლით უფ­რო­სი იყო და ცხოვ­რე­ბა­საც, რა­სა­კვ­ირველ­ია, ჩემ­ზე უკ­ეთ იც­ნობ­და. ხში­რად ისეთ ამ­ბებს მიყ­ვებ­ოდა, რო­მელ­თა მოს­მე­ნა ძალ­იან მიყ­ვარ­და და მთლია­ნა­დაც აკ­მაყ­ოფილებ­და ჩემს ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ნა­კლს, ის ამის­თ­ვის არას­ოდეს მკი­ცხავ­და. რო­ცა რა­მეს ვუყ­ვე­ბო­დი, არას­ოდეს მაწ­ყვეტ­ინებ­და. მას კარ­გი თხრო­ბა ეხერ­ხებ­ოდა, მე კი - ანა­ლი­ზი; მას რჩე­ვა-­დარ­იგების მო­ცე­მა უყ­ვარ­და, მე კი - შე­კი­თხვების. ჩვენ ჩი­ნებ­ულად შე­ვეწ­ყვეთ ერ­თმა­ნეთს. თუ ამ მეგ­ობრულმა ურ­თი­ერ­თობამ ვე­რავ­ითარი სიკ­ე­თე მოგ­ვი­ტა­ნა, სი­ამ­ოვნე­ბა მა­ინც გვაგ­რძნობინა.
სად იყო ამ დროს ელენ ბერ­ნ­სი? რა­ტომ მას­თან არ ვა­ტა­რებდი თავ­ისუფლების ამ სა­ნატ­რელ დღ­ე­ებს? ნუ­თუ გა­და­მავ­იწყდა? თუ იმ­დე­ნად უმა­დუ­რი ვი­ყა­ვი, რომ მომ­ბეზ­რდა მი­სი წმინ­და მეგ­ობრობა?

მე­რი ენ უილ­სო­ნი ვე­რაფრით შე­ედ­რებ­ოდა ჩემს პირ­ველ მეგ­ობარს. მას მხო­ლოდ თავ­შე­საქ­ცევი ამ­ბებ­ისა და ახალ­-ა­ხალი ჭო­რე­ბის თხრო­ბა ეხერ­ხებ­ოდა. ელენ ბერ­ნ­სი კი სხვა თვი­სე­ბებით იყო დაჯ­ილდოებული. მი­სი საუ­ბარი, თუ­კი ვინ­მეს ბედ­ნიე­რე­ბა ხვდებ­ოდა წი­ლად, მის­თ­ვის მო­ეს­მინა, მსმე­ნელში მა­ღ­ალი იდე­ა­ლებ­ისადმი სწრაფ­ვას ავ­ითა­რებ­და.

ეს სრუ­ლი ჭეშ­მარ­იტე­ბა­ა, მკი­თხველო. ვი­ცო­დი და ვგრძნობ­დი ამას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სრულ­ქ­მ­ნი­ლი არ­სე­ბა არ ვი­ყა­ვი და უამ­რავი ნა­კლიც მქონ­და, მა­ინც არას­ოდეს მბეზ­რდებ­ოდა ელენ ბერ­ნ­სის მეგ­ობრობა. ან კი რა გა­აქ­რობდა ჩემ­ში მის­და­მი გა­ღვ­ივებულ ასეთ სა­თუთ სიყ­ვარ­ულსა და თაყ­ვან­ისცე­მას? გა­ნა ოდეს­მე დაუ­ფლებ­ია ჩემს გულს მას შემ­დეგ ასე­თი გრძნო­ბა? სხვა­ნაი­რად არც შეი­ძლებ­ოდა. ელენ ბერ­ნ­სი ხომ ყო­ველ­თ­ვის და ყველ­გან ნამ­დვილსა და გულ­წ­რ­ფელ მეგ­ობრობას მი­წევ­და. ამ მეგ­ობრობას, აბა, რას და­ა­კ­ლებ­და ან ცუ­დი გან­წყობილე­ბა, ან გუ­ლარ­ძნილობა. მაგ­რამ ელენ ბერ­ნ­სი ახ­ლა ავად იყო; უკ­ვე რამ­დენ­იმე კვ­ირა გავ­იდა და თვა­ლიც არ მო­მე­კ­რა. არც ის ვი­ცო­დი, ზე­და სარ­თულზე რო­მელ ოთახ­ში იწ­ვა. რო­გორც მახ­სოვს, ის ტი­ფით და­ა­ვა­დებულ ბავ­შვებ­თან აღ­არ და­ეწ­ვინათ ლა­ზა­რეთში, რად­გან ჭლე­ქით იყო ავად. ჩე­მი უცო­დი­ნა­რო­ბის წყა­ლო­ბით, ეს ავად­მყოფობა სრუ­ლი­ად იოლი მეგ­ონა, რო­მელ­საც დრო და მზრუნ­ველ­ობა გა­ნკუ­რნავ­და.

ეს აზ­რი იმ გა­რემ­ოე­ბამ უფ­რო გან­მიმტკი­ცა, რომ მის ტემ­პლმა ერ­თხელ თუ ორ­ჯერ, თბილ, მზი­ან ამინ­დ­ში დაბ­ლა ჩამ­ოიყვა­ნა და ბა­ღში გა­ა­სეი­რნა. მე მაშ­ინაც არ დამ­რთეს ნე­ბა, ახ­ლოს მივ­სუ­ლი­ყა­ვი და დავ­ლა­პა­რა­კ­ებოდი. სა­კ­ლასო ოთა­ხის ფან­ჯრიდან შევ­ცქეროდი და გა­რკ­ვევით ვერც ვხე­დავდი, რად­გა­ნაც შე­ფუთ­ნი­ლი იყო და აივ­ნის ქვეშ, ჩემ­გან სა­კ­მაოდ მო­შო­რე­ბით იჯ­და.
ერთ სა­ღ­ამოს, ივ­ნი­სის დამ­დეგს, მე და მე­რი ენ უილ­სო­ნი მარ­ტო­ნი დიდ­ხანს, გვი­ან­ობამ­დე დავ­რ­ჩით ტყე­ში. ჩვეუ­ლებ­ისა­მებრ, სხვებ­ისა­გან გან­ცა­ლკ­ე­ვებულნი, ისე შორს წა­ვედით, რომ გზა აგ­ვებ­ნა და იძუ­ლე­ბულ­ნი გავ­ხ­დით, გზის გა­საგ­ნე­ბად გან­მარ­ტოებით მდგარ პა­ტა­რა ქოხ­ში შევ­სულიყავით. ამ ქოხ­ში ვიღ­აც კა­ცი და ქა­ლი დაგ­ვხვდნენ. ისი­ნი გა­რეული ღო­რების ჯოგს მწყემ­სავ­დნენ და რკო­თი და წი­წი­ბო­თი ას­უქებ­დნენ. მთვა­რე კარ­გა ხნის ამო­სუ­ლი იყო, უკ­ან რომ დავ­ბ­რუნ­დით. ბა­ღის კარ­თან ექი­მის ცხე­ნი დავ­ინა­ხეთ. მე­რი მაშ­ინვე მიხ­ვ­და, რომ რო­მელ­იღ­აც ბავ­შ­ვი ძალ­იან ცუ­დად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან მის­ტერ ბე­იტ­სი ასე გვი­ან მო­ეყ­ვა­ნათ. ჩე­მი ამ­ხა­ნაგი შიგ­ნით შევ­იდა, მე კი რამ­დენ­იმე წუთს გა­რეთ, ბა­ღში დავ­რ­ჩი. მინ­დო­და, რამ­დენ­იმე მცე­ნარის ფეს­ვი, რო­მე­ლიც ტყე­ში ამ­ოვთხა­რე და ვში­შობ­დი, დი­ლამ­დე არ დამ­ჭკნ­ობოდა, ჩემს კვალ­ში ჩა­მე­მა­ტებ­ინა. საქ­მე და­ვამ­თავ­რე და ცო­ტა ხანს კი­დევ შევ­იცა­დე. ცის ნა­მი მოხ­ვ­და თუ არა ყვავ­ილებს, ირ­გ­ვ­ლივ სა­ამური სურ­ნე­ლე­ბა დად­გა. სა­ღ­ამო სა­ამო, მშვი­დი და თბი­ლი იყო. ჩა­მა­ვალი მზის სხი­ვე­ბით გაბ­რწყინებული და­სავ­ლეთი კარგ ამინდს გვი­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­და. ბინ­დით მო­ცუ­ლი აღმ­ოსავ­ლეთ­იდან მთვა­რე მედ­იდურად ამ­ოდიოდა. ამ სა­ნა­ხაო­ბამ მე­ტად გამ­იტა­ცა და ისე­თი სი­ამ­ოვნებით ამავ­სო, რო­გო­რიც ბავ­შ­ვის გულს შეუ­ძლია გან­იცადოს. უცებ გო­ნე­ბაში გამ­იელ­ვა აზ­რმა, რა­ზეც წი­ნათ არას­ოდეს მი­ფიქ­რია:
"რა საშ­ინე­ლე­ბა უნ­და იყოს ლო­გინ­ში წო­ლა და სიკ­ვ­დი­ლის მო­ლო­დი­ნი, რო­ცა ქვე­ყა­ნა ასე თვალ­წარ­მტაც­ია! - ოჰ, რა ძნელ­ია მას­თან გან­შორე­ბა და წას­ვლა სა­დღ­აც... და მე­რე, ვინ იცის, სად?"

და მა­შინ ჩე­მი გო­ნე­ბა პირ­ვე­ლად შე­ე­ცა­და ღრ­მად ჩას­წვდომოდა ზეც­ისა და ჯო­ჯო­ხე­თის საი­დუმლოე­ბას. ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში პირ­ვე­ლად მო­მიც­ვა შიშ­მა და ჩიხ­ში მო­ვე­ქეცი. მი­მო­ვი­ხე­დე და ოთხივ კუთხით მხო­ლოდ პირ­და­ღ­ებული უფ­ს­კ­რუ­ლი დავ­ინა­ხე. მხო­ლოდ იმ ერთ წერ­ტილსღა შე­ვიგ­რ­ძ­ნობ­დი ფეხ­ქვეშ ურ­ყე­ვად, რო­მელ­ზეც ვი­დე­ქი, და­ნარ­ჩენი კი რა­ღ­აც უფორ­მო ღრ­უბლე­ბად და ცარ­იელ სიღრ­მედ წარ­მომიდგა. ში­შით ვთრთო­დი იმის გაფ­იქრე­ბა­ზე, რომ, აი, თუ ოდ­ნავ გავ­ინძრეოდი, დე­დამ­იწას მოვ­წყ­დე­ბო­დი და ამ ქა­ოს­ში ჩავ­ინთქმებოდი. ამ ფიქ­რე­ბით გარ­თულს, სა­დარ­ბაზო კა­რის გა­ღ­ების ხმა შემ­ომეს­მა. მის­ტერ ბე­იტ­სი მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლის თან­ხლებით გამ­ოვიდა, ცხენ­ზე შეჯ­და და გზას გაუ­დგა. ის იყო მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი კა­რის დახ­ურვას აპ­ირებ­და, რომ მას­თან მი­ვირ­ბი­ნე:
- რო­გორ არის ელენ ბერ­ნ­სი?
- ძალ­იან ცუ­დად, - მი­პას­უხა მან.
- მის სა­ნა­ხა­ვად გამ­ოიძა­ხეს მის­ტერ ბე­იტ­სი?
- დი­ახ.
- რა თქვა ექ­იმმა?
- მან თქვა, რომ გო­გო­ნას ჩვენ­თან დიდ­ხანს ყოფ­ნა აღ­არ უწერ­ია.

ეს სიტყ­ვე­ბი რომ გუ­შინ მო­მეს­მინა, ალ­ბათ, მხო­ლოდ იმას ვი­ფიქ­რებ­დი, რომ მას თა­ვის სა­კუ­თარ სახ­ლ­ში, ნორ­თუმ­ბერ­ლენდში უპი­რებ­დნენ გაგ­ზავ­ნას. აზ­რა­დაც არ მო­მი­ვი­დო­და, რომ ამ სიტყ­ვე­ბით მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი მის სიკ­ვ­დილს გუ­ლის­ხ­მობ­და. ახ­ლა კი ყვე­ლა­ფერს მაშ­ინვე მივ­ხ­ვ­დი. ნა­თელი გახ­და, რომ ელენ ბერ­ნ­სის დღ­ე­ები დათ­ვ­ლი­ლი იყო. ის სულ­თა სა­მეფოში მი­ემ­გზავ­რებ­ოდა, თუ­კი ასე­თი სა­მეფო მარ­თლაც არ­სებ­ობდა. შიშ­მა შე­მიპყ­რო. ეს ში­ში ღრ­მა მწუ­ხა­რე­ბამ შეც­ვა­ლა. ბო­ლოს, ერ­თი ძლი­ე­რი სურ­ვი­ლი და­მე­ბა­და: რო­გორ­მე უნ­და მე­ნა­ხა იგი. მომ­ვ­ლელ ქალს ვკი­თხე, თუ რო­მელ ოთახ­ში იწ­ვა.
- მის ტემ­პ­ლის ოთახ­ში, - მი­პას­უხა.
- შეი­ძლე­ბა ავ­იდე და ვე­საუბრო?
- ოჰ, არა, ჩე­მო კარ­გო! ეს შეუ­ძლე­ბელ­ია. ახ­ლა კი დროა, შენ თვი­თონ შიგ­ნით შემ­ოხვიდე. თუ კი­დევ გა­რეთ დარ­ჩები, შენც გაც­ივდები და ავად გახ­დები. ხომ ხე­დავ, ნა­მით დაი­ფა­რა ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფერი.

მომ­ვ­ლელ­მა ქალ­მა სა­დარ­ბაზო შე­სას­ვლელის კა­რი დახ­ურა; მე კი გა­ნის კარ­იდან შე­ვედი შენ­ობაში და სა­კ­ლასო ოთახ­ისკ­ენ გა­ვე­მარ­თე. სწო­რედ დრო­ზე მი­ვე­დი. სრუ­ლი ცხრა სა­ათი იყო და მის მი­ლე­რი გა­ნკ­არ­გულე­ბას იძ­ლეო­და, აღ­საზ­რდე­ლები და­საძ­ინებ­ლად წას­ულიყვნენ.
ძი­ლი არ მე­კ­ა­რებ­ოდა. ასე, ორი სა­ათის შემ­დეგ, და­ახ­ლოებით თერ­თმეტ სა­ათ­ზე, ფრთხი­ლად წამ­ოვდექი. ყვე­ლა ჩემს მეგ­ობარს უკ­ვე ღრ­მად ეძ­ინა; ოთახ­ში ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მო­და. სა­ღ­ამურ პე­რან­გზე კა­ბა გა­დავიცვი, ფეხ­შიშვე­ლა კარ­თან მი­ვი­პა­რე და შე­ნო­ბის იმ ნაწ­ილისკ­ენ გა­ვეშ­ურე, სა­დაც მის ტემ­პ­ლის ოთა­ხი მეგ­ულებ­ოდა. მი­სი ოთა­ხი შე­ნო­ბის მეო­რე, სულ ბო­ლო ნა­წილ­ში იყო, მაგ­რამ გზა კარ­გად ვი­ცო­დი. ზაფხუ­ლის უღ­რუბ­ლო ცა­ზე მო­ქათ­ქა­თე მთვა­რის შუ­ქი სა­რკმ­ლებ­იდან დე­რე­ფანში აქა-იქ იჭ­რებ­ოდა და გზის გა­კვ­ლე­ვას მი­ად­ვილებ­და. ქაფ­ურისა და ხის ქერ­ქისგან გა­მოხ­დი­ლი ძმრის სუ­ნით მივ­ხ­ვ­დი, რომ ტი­ფით და­ა­ვა­დებული ბავ­შვების ოთახს ვუ­ახ­ლოვდებოდი. ამ კარს სწრა­ფად გავ­ც­დი იმის ში­შით, რომ მომ­ვ­ლელ ქალს, რო­მე­ლიც მთელ ღა­მე­ებს უთევ­და ავად­მყოფებს, შეი­ძლე­ბა შე­ვემ­ჩნიე და უკ­ან­ვე და­ვებ­რუნებ­ინე. მე კი აუ­ცილებ­ლად უნ­და მე­ნა­ხა ელენ ბერ­ნ­სი. სიკ­ვ­დი­ლის წინ გულ­ში უნ­და ჩა­მე­კ­რა, უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად მე­კო­ცნა, ერ­თხელ კი­დევ მო­მეს­მინა მი­სი სიტყ­ვე­ბი და მეც მეთ­ქვა უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად რა­მე.

კი­ბე­ზე ჩა­ვედი, მთე­ლი ქვე­და სარ­თუ­ლის დე­რე­ფანი გავ­ია­რე; ორი­ვე კა­რი უხ­მა­უ­როდ გა­ვაღე და დავ­ხურე; ბო­ლოს, მეო­რე კი­ბეს მი­ვა­ღწ­იე; ამ კი­ბეს ავ­ყევი და მის ტემ­პ­ლის ოთა­ხის წინ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. კა­რის ქვე­მო ჭრი­ლი­დან და გა­სა­ღ­ების ჭუჭ­რუ­ტან­იდან სი­ნათ­ლის შუ­ქი გამ­ოდიოდა. იქაუ­რობა ღრ­მა მდუ­მა­რე­ბას მო­ეც­ვა. უფ­რო ახ­ლოს მი­ვე­დი, დავ­ინა­ხე, რომ კა­რი ოდ­ნავ ღია იყო. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ სუფ­თა ჰა­ერი შე­ეშ­ვათ იქ, სა­დაც ავად­მყოფობას ამ­დენ ხანს და­ედო ბი­ნა. დიდ­ხანს აღ­არ დამ­იყოვნებ­ია; მო­უთ­მენ­ლობა თან­და­თან მატ­ულობდა; მღ­ელ­ვა­რებ­ისგან გუ­ლი მე­ლეო­და; მთლად აცახ­ცა­ხებ­ულმა, კა­რი შე­ვა­ღ­ე. თვა­ლებით ელენს ვე­ძებდი. ვში­შობ­დი, მის ნაც­ვლად სიკ­ვ­დი­ლის აჩ­რ­დი­ლი არ შემ­ფე­თებ­ოდა. მის ტემ­პ­ლის საწ­ოლთან სულ ახ­ლოს პა­ტა­რა სა­წო­ლი იდ­გა, რო­მელ­საც თეთ­რი ფარ­და ნა­ხევ­რად ფა­რავ­და. ფარ­და ისე იყო ჩამ­ოფა­რებული, რომ ზეწ­რის ქვეშ გა­რკ­ვევით დავ­ინა­ხე ელე­ნის სხე­უ­ლი, მაგ­რამ სა­ხე კი არ უჩან­და. მომ­ვ­ლელ ქალს, რო­მელ­საც რამ­დენ­იმე ხნის წინ ბა­ღში ვე­ლა­პა­რა­კ­ე, რბილ სა­ვარ­ძელში ჩას­ძინებ­ოდა. მაგ­იდა­ზე მკრ­თა­ლად ანა­თებ­და ნა­ხევ­რად ჩამ­წვარი სან­თელი. მის ტემ­პ­ლი არ­სად ჩან­და. რო­გორც შემ­დეგ შევ­იტყვე, ის ქვე­და სარ­თულზე, ტი­ფით და­ა­ვა­დებ­ულთა ოთახ­ში გამ­ოე­ძა­ხათ, სა­დაც ერ­თ-ერთ ბავშვს თურ­მე სიცხის­გან აბ­ოდებ­და. რო­გორც იქ­ნა, გავ­ბე­დე და შიგ­ნით შე­ვედი; საწ­ოლთან შევ­ჩერდი. ხე­ლით უკ­ვე შე­ვე­ხე ფარ­დას, მაგ­რამ, ვიდ­რე გა­დავ­წევდი, ვამ­ჯობინე, გამ­ოვლა­პა­რა­კ­ებოდი. კვ­ლავ შიშ­მა ამ­იტა­ნა, ელე­ნის ნაც­ვლად მის ცხე­დარს არ შევ­ხებოდი.

- ელენ, - წავ­იჩურჩულე, - გღვ­იძავს?
ის შეტ­ოკ­და. ფარ­და გა­დას­წია და დავ­ინა­ხე მი­სი ფერ­მკრ­თალი, გა­ნა­წა­მები, მაგ­რამ სრუ­ლი­ად დამ­შვიდებული სა­ხე. მას­ში იმ­დე­ნად მცი­რე ცვლი­ლე­ბები შევ­ნიშნე, რომ ში­ში მაშ­ინვე გაი­ფან­ტა. - ნუ­თუ ეს შე­ნა ხარ, ჯე­ინ? - მკი­თხა მან თა­ვი­სი ნა­ზი ხმით.
"ოჰ! - გავ­იფიქრე მე, - მას სას­იკვდილო არა­ფერი სჭირს; ისი­ნი ცდებ­იან. ეს რომ ასე იყოს, არც ასე­თი დაწ­ყნა­რებული სა­ხე ექ­ნებ­ოდა და არც ასე მშვი­დი საუ­ბარი შე­ეძ­ლებ­ოდა".
საწ­ოლზე ავე­დი და ვა­კო­ცე. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ შუბ­ლი ცი­ვი ჰქონ­და, სა­ხე - მე­ტად გამ­ხდარი და გა­ყი­ნუ­ლი; ხე­ლებიც მთლად გას­ცივებ­ოდა, მაგ­რამ ის მა­ინც ძვე­ლებ­ურად იღი­მებ­ოდა.
- რო­გორ მოხ­ვე­დი აქამ­დე, ჯე­ინ? უკ­ვე მეთ­ორმე­ტე სა­ათ­ია. სულ რამ­დენ­იმე წუ­თია, რაც სა­ათის რე­კ­ვა გავ­იგონე.
- შენს სა­ნა­ხა­ვად მო­ვე­დი, ელენ. გავ­იგე, რომ ძალ­იან ავად ხარ, ძი­ლი არ მო­მე­კ­ა­რა; მინ­დო­და, მე­ნა­ხე და დაგ­ლა­პა­რა­კ­ებოდი.
- შენ გამ­ოსამ­შვიდობებ­ლად მო­სულ­ხარ, ჩე­მო კარ­გო, სწო­რედ დრო­ზე მო­მის­წა­რი.
- სა­ით მი­ემ­გზავ­რები? შინ ხომ არ აპ­ირებ წას­ვლას?
- დი­ახ. გრძელ გზას დავ­დგომივარ. ჩემს სამ­უდამო სამ­ყოფელში მივ­დი­ვარ.
- ოჰ, არა, არა, ელენ! - ვუთხა­რი და ხმა ჩამ­იწყდა. საშ­ინლად ვი­ტან­ჯებოდი. ვცდი­ლობ­დი ცრემ­ლები შე­მე­კ­ა­ვებ­ინა. მას კი ამ დროს საშ­ინელი ხვე­ლა აუ­ტყდა, მაგ­რამ მომ­ვ­ლელ ქალს ამ ხმაუ­რზე არ გა­ჰღვ­იძებ­ია. ხვე­ლამ გა­და­უა­რა თუ არა, ქან­ცმილეული და მე­ტად გა­ნა­წა­მები, ისევ წამ­ოწვა და წაი­ჩურჩულა:
- ჯე­ინ, შენ ფეხ­შიშვე­ლა ხარ და ეგ პა­წაწ­ინა ფე­ხები გაგ­იცივდე­ბა; ჩა­წექი ჩემ­თან და სა­ბანი გა­დაი­ფა­რე.
ასეც მო­ვი­ქე­ცი. მან ხე­ლი მომ­ხ­ვია, რაც შე­ეძლო, მეც ახ­ლოს მი­ვი­წიე და გულ­ში ჩა­ვე­კ­არი. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი დუ­მი­ლის შემ­დეგ მან ისევ ჩურ­ჩუ­ლით გა­ნაგრძო:
- მე უსა­ზღვროდ ბედ­ნიერი ვარ ახ­ლა, ჯე­ინ. რო­დე­საც ჩემს სიკ­ვ­დილს შე­იტყობ, ნუ აღ­ელ­დები და ნურც იჯავ­რებ, სამ­წუხარო არა­ფერ­ია. ჩვენ, ყვე­ლანი, სიკ­ვ­დი­ლის შვი­ლე­ბი ვართ. ერთ მშვენ­იერ დღ­ეს ყვე­ლანი დავ­იხოცებით. ავად­მყოფობა კი, რო­მე­ლიც მე შემ­ხვდა, არც ისე­თი მტკი­ვნეუ­ლია; ის თან­და­თანობით და მე­ტად ფრთხი­ლად მი­მაც­ილებს საფ­ლა­ვამ­დე. დამ­შვიდებული ვარ, რად­გან არა­ვის ვტო­ვებ ამ­ქვეყ­ნად ისეთს, რო­მელ­საც დი­დად და­ამ­წუხრებს ჩე­მი სიკ­ვ­დი­ლი. მხო­ლოდ მა­მა მყავს, მან კი დი­დი ხა­ნი არა­ა, რაც ცო­ლი შე­ირ­თო და დი­დად არ მო­მი­სა­კლ­ისებს; ახალ­გაზ­რდა ვკვ­დები და მრა­ვალ ამ­ქვეყნიურ ტან­ჯვა-­წა­მე­ბას ავ­იცილებ თავ­იდან. ჩე­მი ხვედ­რი ყო­ველ­თ­ვის დუხ­ჭი­რი ცხოვ­რე­ბა იქ­ნებ­ოდა, რად­გა­ნაც მე არც ისე­თი თვი­სე­ბები გა­მაჩ­ნია და არც ისე­თი ნი­ჭი, რომ გზა ჩე­მით გა­მე­კ­ა­ფა ცხოვ­რე­ბაში.
- იცი ან ხე­დავ, სა­ით მი­ემ­გზავ­რები, ელენ?

- დარ­წმუნებული ვარ ყვე­ლა­ფერში. მჯე­რა, რომ ღმერ­თთან მივ­დი­ვარ.
- მე­რე­და, სად არის ღმერ­თი? ან რა არის ღმერ­თი?
- ის, ვინც მე და შენ ამ­ქვეყ­ნად გაგ­ვაჩ­ინა, და რო­მე­ლიც არა­ფერს სპობს, რაც შეუ­ქმნია. მჯე­რა მი­სი ძლიე­რების და მთლია­ნად ვენ­დო­ბი მის კე­თილ საქ­მეს. უკ­ვე სა­ა­თებს ვით­ვ­ლი იმ დი­ა­დი წუ­თე­ბის დად­გომამ­დე, რო­დე­საც კვ­ლავ დავ­ბრუნდები და ვი­ხი­ლავ ქვეყ­ნიე­რების და­მა­არ­სე­ბელს.
- მაშ, შენ დარ­წმუნებული ხარ, რომ მარ­თლა არ­სებობს ზე­ცი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და ჩვე­ნი სუ­ლე­ბიც იქ მოხ­ვ­დებ­იან სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ?
- დი­ახ, დარ­წმუნებული ვარ, რომ არ­სებობს ასე­თი სა­მეფო; ისიც მჯე­რა, რომ ღმერ­თი მოწყა­ლე­ა. ყო­ველ­გვარი ში­შის გა­რე­შე, უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად ვთა­ვაზობ მას ჩე­მი სხე­უ­ლის უკვ­დავ ნა­წილს. ის ხომ ჩვე­ნი მა­მა­ა, ჩვე­ნი მეგ­ობარი. მე მიყ­ვარს ის და მწამს, მა­საც ვუყ­ვარ­ვარ.
- სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ კვ­ლავ გი­ხი­ლავ, ელენ?
- დი­ახ, შენც იმა­ვე ბედ­ნიერ სა­მეფოში მოხ­ვ­დე­ბი, იგი­ვე ყოვ­ლის­შემ­ძლე და ყოვ­ლის­მ­ხილ­ვე­ლი მა­მა მი­გიღ­ებს. ამა­ში ეჭ­ვიც არ შე­გე­პაროს, ჩე­მო კარ­გო ჯე­ინ.
ახ­ლა უსიტყ­ვოდ გან­ვაგრძობდი გამ­ოკი­თხვას. კვ­ლავ ვე­კი­თხებოდი გო­ნე­ბაში, ჩემ­თ­ვის. მაი­ნტე­რე­სებ­და, სად იყო ეს სა­მეფო, არ­სებ­ობდა თუ არა ის. უფ­რო მაგ­რად შემ­ოვხვიე ხე­ლები ელენს. უფ­რო ძვირ­ფა­სი გახ­და ის ჩემ­თ­ვის, ვიდ­რე ოდეს­მე ყო­ფი­ლა. ვიგ­რ­ძე­ნი, ძა­ლა არ შემ­წევ­და, გან­ვშორებოდი მას, გა­მეშ­ვა სად­მე. მის გვერ­დით ვი­წე­ქი და სა­ხე ჩა­მალული მქონ­და მის მხარ­თან. უცებ მან უტკ­ბესი ხმით წამ­ჩურჩულა:
- რა კარ­გად ვგრძნობ თავს. ამ უკ­ა­ნა­სკ­ნელ­მა შე­ტე­ვამ ცო­ტა­თი დამ­ქან­ცა. ახ­ლა თავს ისე ვგრძნობ, თით­ქოს დავ­იძინებ კი­დეც. ნუ მი­მატ­ოვებ, ჯე­ინ, მინ­და, რომ ჩემ გვერ­დით იყო.
- შენ­თან დავ­რჩები, ძვირ­ფა­სო ელენ. ამ­იერ­იდან ვე­რავინ გან­მაშ­ორებს შენს თავს.
- ჩათ­ბი, ჩე­მო კარ­გო?
- დი­ახ.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ჯე­ინ.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ელენ.
ჩვენ ერ­თმა­ნეთი გა­და­ვკო­ცნეთ და მა­ლე ჩაგ­ვეძ­ინა.
რო­დე­საც გა­მე­ღვ­იძა, უკ­ვე გა­თე­ნებულიყო. რა­ღ­აც უჩ­ვე­უ­ლო მოძ­რაო­ბამ გამ­ომაფ­ხიზლა. თვა­ლი გა­ვახ­ილე. ვიღ­აცის მკ­ლა­ვებში მეძ­ინა. მომ­ვ­ლელ ქალს ვეჭ­ირე ხელ­ში. ის დე­რე­ფანში მი­დი­ო­და და უკ­ან მივ­ყავ­დი სა­ერთო საძ­ინე­ბელი ოთა­ხებ­ისკ­ენ. საყ­ვედური არ მი­მიღ­ია, ჩე­მი სა­წო­ლი რომ მი­ვატ­ოვე და ელენ­თან გავ­იპა­რე. გარ­შემო მყოფთ სხვა დარ­დი გას­ჩენ­ოდათ. აღ­ა­რავის შე­ეძლო ჩემს მო­მა­ბეზ­რე­ბელ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი გა­ე­ცა. ერ­თი თუ ორი დღის შემ­დეგ შევ­იტყვე, რომ, რო­ცა მის ტემ­პ­ლი გა­თე­ნებ­ისას თა­ვის ოთახ­ში დაბ­რუნებულიყო, ელე­ნის სა­წოლ­ში ვე­ნა­ხე. სა­ხე თურ­მე მის მხრებ­ში მქონ­და ჩა­მალული, ხე­ლები - კი­სერ­ზე შემ­ოხვეული. ასე ჩამ­ძინებ­ოდა, ხო­ლო ელენს კი ღმერ­თის­თ­ვის მიე­ბა­რებ­ინა სუ­ლი.
მი­სი საფ­ლავი ბროკ­ლ­ბ­რი­ჯის ეკ­ლესიის ეზ­ოშია. მი­სი სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ, და­ახ­ლოებით თხუთ­მე­ტი წლის გან­მავ­ლობაში, ეს საფ­ლავი მხო­ლოდ მწვა­ნე მო­ლით და­ფარულ ბე­ქობს წარ­მოად­გენ­და. ახ­ლა კი იქ რუ­ხი მარ­მარილოს ქვა­ზე ამ­ოკ­ვეთ­ილია მი­სი გვა­რი, სა­ხელი და ლა­თი­ნუ­რი სიტყ­ვა - ღე­სურ­გამ.


***
აქამ­დე დაწ­ვრილებით აღვ­წე­რე ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ამ­ბავი. ჩე­მი არ­სებობის პირ­ველ ათ წელს მი­ვუძღ­ვენი წიგ­ნის ამ­დენ­ივე თა­ვი. მაგ­რამ სრუ­ლე­ბით არ ვცდილ­ვარ ავ­ტობიოგრაფიული ცნო­ბე­ბი მი­მეწ­ოდებ­ინა მკი­თხველისთვის. მხო­ლოდ ისეთ მო­გო­ნე­ბებს შე­ვე­ხე, რომ­ლე­ბიც სა­ერთოდ რაი­მე ინ­ტე­რესს იწ­ვევ­და. ახ­ლა დუ­მი­ლით მსურს ავ­უარო გვერ­დი თით­ქ­მის რვა წლის გან­მავ­ლობაში გან­ცდილსა და მომ­ხ­დარ ამ­ბებს. მაგ­რამ ჩე­მი სა­თავ­გა­და­სავლო ამ­ბების ერ­თმა­ნეთ­თან და­სა­კ­ავ­შირებ­ლად კი­დევ რამ­დენ­იმე სტრი­ქო­ნია სა­ჭი­რო.
რო­დე­საც სნეუ­ლე­ბამ თა­ვი­სი გაი­ტა­ნა და ლო­ვუ­დი მთლად და­ცარ­იელ­და, ეპ­იდემ­ია თან­და­თანობით გაქ­რა. მაგ­რამ ამ ავად­მ­ყო­ფო­ბით გამ­ოწვეუ­ლმა უბედ­ურე­ბამ და აუ­რაც­ხელ­მა მსხვერ­პლმა საზ­ოგად­ოების ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­იქ­ცია. ავად­მ­ყო­ფო­ბის წარ­მო­შო­ბის მი­ზე­ზები ძირ­ფეს­ვია­ნად გამ­ოიკვ­ლიეს და დად­გენ­ილმა ფაქ­ტებ­მა სა­ერთო გუ­ლის­წყ­რო­მა გამ­ოიწვია. ჯან­მრთელობისთვის სრუ­ლი­ად უვარ­გი­სი ად­გილმდე­ბა­რეო­ბა, სა­კ­ვების მეტ­ისმეტი სიმ­ცი­რე და უხარ­ისხობა, მლა­შე და აშ­მორებული წყა­ლი, ყოვ­ლად უვარ­გი­სი ტან­საც­მელი და ცხოვ­რე­ბის სხვა მძი­მე პი­რო­ბე­ბი - აი, თურ­მე, რა იყო ავად­მ­ყო­ფო­ბის მი­ზე­ზი. რა­სა­კვ­ირველ­ია, ყო­ველ­ივე ამან სას­იხარულო ამ­ბები ვერ მო­უ­ტა­ნა მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტს, მაგ­რამ სას­წავ­ლებლისთვის მე­ტად სა­სარ­გებლო მოვ­ლე­ნად იქ­ცა.

საგ­რაფოს მდი­დარ­მა და ქველ­მოქმედ­მა პი­რებ­მა დი­დი თან­ხა გა­იღ­ეს, რა­თა ჯან­მრთელობისთვის უკ­ე­თეს ად­გილას აეგოთ უფ­რო კე­თილ­მოწყო­ბი­ლი შენ­ობა. სხვა მრა­ვალი ცვლი­ლე­ბაც მოხ­და. სრუ­ლი­ად ახა­ლი წე­სები შემ­ოიღ­ეს და, ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც კვე­ბა, ისე ჩაც­მულობაც გაგ­ვიუმჯობე­სეს. სას­წავ­ლებ­ლისათვის გა­ნკუთვნილი თან­ხა კო­მიტეტის გამ­გებ­ლობაში გა­დავ­იდა. მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი სამ­სახ­ურიდან მთლია­ნად არ გაუ­თავ­ისუფლებ­იათ. თა­ვი­სი სიმ­დიდ­რი­სა და, ამას­თა­ნა­ვე, მა­ღ­ალი თა­ნამ­დებობის პი­რებ­თან ოჯა­ხუ­რი თუ ნა­თე­საური კავ­ში­რის წყა­ლო­ბით, ის ხაზ­ინად­რად დატ­ოვეს. ახ­ლა მას მო­ვა­ლეობის შეს­რულე­ბაში უფ­რო გა­ნათ­ლებული და კე­თილ­შო­ბი­ლი ადამ­ია­ნები ეხ­მა­რებ­ოდნენ. რო­გორც ინ­ს­პექ­ტორს, თა­ვი­სი საქ­მის­თ­ვის რომ თა­ვი გა­ერ­თმია, სა­ჭი­რო იყო კო­მიტეტის იმ წევ­რთა დახ­მა­რე­ბა, რო­მელ­თაც უკ­ეთ შე­ეძლოთ შე­ე­თავ­სებ­ინათ ზუს­ტი ან­გარ­იშიან­ობა გო­ნიე­რე­ბას­თან, მომ­ჭირ­ნეო­ბა - ცხოვ­რე­ბის კარგ პი­რო­ბებ­თან, ხო­ლო სა­მარ­თლიან­ობა - სიბ­რა­ლუ­ლის გრძნო­ბას­თან. ყვე­ლა ამ სი­ახ­ლის და­ნერგვის შე­დე­გად, სას­წავ­ლე­ბელი ნამ­დვილად სა­სარ­გებლო და­წე­სებ­ულე­ბად იქ­ცა და დი­დი სა­ხელიც მო­იხ­ვე­ჭა. ამ ახა­ლი ცვლი­ლე­ბების შემ­დეგ, მე, რო­გორც მი­სი მუდ­მი­ვი ბი­ნა­დარი, კი­დევ რვა წლის გან­მავ­ლობაში დავ­რ­ჩი მის კედ­ლებში: ექ­ვ­სი წე­ლი, რო­გორც მოს­წავ­ლე და ორიც - რო­გორც აღმ­ზრდელი. ამ ორ­მ­ხ­რი­ვი გამ­ოცდილების საფ­უძველ­ზე თა­მა­მად შემ­იძლია გან­ვაც­ხადო, რომ ეს სას­წავ­ლე­ბელი ნამ­დვილად მნიშ­ვ­ნელ­ოვან, დი­დი სარ­გებლობის მომ­ტან სა­ა­ღმ­ზრდელო და­წე­სებ­ულე­ბად გა­დაი­ქცა.

ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ამ რვა წლის გან­მავ­ლობაში მე­ტად ერ­თფერ­ოვანი იყო, თუმ­ცა თავს უბედ­ურად არ ვგრძნობ­დი. დამ­თავ­რდა უმოქ­მე­დო­ბის ხა­ნა და საშ­უა­ლე­ბა მო­მე­ცა, მი­მე­ღო ნამ­დ­ვი­ლი აღზ­რდა-­გა­ნათ­ლე­ბა. ზო­გი­ერ­თი საგ­ნისადმი გან­სა­კუ­თრებული მიდ­რე­კი­ლე­ბა აღმ­ომაჩ­ნდა. დი­დი სურ­ვი­ლი მქონ­და, სწავ­ლაშიც თა­ვი გამ­ომეჩ­ინა. უდი­დეს სი­ამ­ოვნე­ბას გან­ვიც­დი­დი და მე­ტი ხა­ლი­სით ვშრო­მობ­დი, რო­დე­საც ჩე­მი სწო­რი პა­სუ­ხით მას­წავ­ლებ­ლები კმა­ყო­ფილ­ნი რჩებ­ოდნენ, გან­სა­კუ­თრებით კი ისი­ნი, რო­მელ­თაც დიდ პა­ტივს ვცემ­დი. სას­წავ­ლე­ბელში არ­სებული ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლობა გამ­ოვიყე­ნე. რამ­დენ­იმე ხან­ში პირ­ველ კლას­ში გა­დამ­იყვა­ნეს და ყვე­ლა­ზე კარგ მოს­წავ­ლედ ვით­ვ­ლე­ბო­დი. დამ­თავ­რებ­ისთა­ნა­ვე მას­წავ­ლებლის წო­დე­ბაც მო­მან­იჭეს, იქ­ვე დამ­ტოვეს და შემ­დეგ, და­ახ­ლოებით ორი წლის გან­მავ­ლობაში, გულ­მოდ­გი­ნედ ვას­რულებდი ჩემს მო­ვა­ლეო­ბას. ორი წლის შემ­დეგ კი ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა მთლი­ანად შეი­ცვა­ლა.

სას­წავ­ლე­ბელში მომ­ხ­და­რი დი­დი ცვლი­ლე­ბების შემ­დე­გაც, მის ტემ­პ­ლი კვ­ლავ კარ­გა ხანს დარ­ჩა ამ და­წე­სებ­ულების მმარ­თვე­ლად. მის რჩე­ვა-­დარ­იგე­ბებს უნ­და ვუ­მად­ლოდე, თუ ჩემ­ში ცოდ­ნა ან რაი­მე სა­უკ­ე­თესო ჩვე­ვა მო­ი­პო­ვე­ბა. მი­სი მეგ­ობრობა და სი­ახ­ლოვე ჩემ­თ­ვის დი­დი ნუ­გე­ში იყო. ის ჯერ დე­დის, შემ­დეგ აღმ­ზრდელის და ბო­ლოს კი მე­გობ­რის მაგ­ივრობას მი­წევ­და. სწო­რედ ამ ხა­ნებში მის ტემ­პლმა ჯვა­რი დაი­წე­რა სას­ულიერო პირ­ზე, მი­სი ღი­რსების შე­სა­ფერის მე­ტად კე­თილ­შო­ბილ ადამ­იან­ზე და მე­უღ­ლეს­თან ერ­თად შო­რე­ულ საგ­რაფოში გა­ემ­გზავ­რა. ამ­დე­ნად, ეს ერ­თა­დერთი, ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ახ­ლობელი ადამ­იანიც დამ­შორდა.

იმ დღი­დან კი, რაც მან მი­მატ­ოვა, მთლად გამ­ოვიცვა­ლე. მას­თან ერ­თად გაქ­რა ყვე­ლა გრძნო­ბა და მო­გო­ნე­ბა, რო­მელ­თა გა­მოც ლო­ვუ­დი მშობ­ლი­ურ კე­რად მი­მაჩ­ნდა. მის ტემ­პლისგან შევ­ითვისე მი­სი სა­უკ­ე­თესო ზნე-­ჩვეუ­ლე­ბანი. ჩე­მი გრძნო­ბა შე­ეჩ­ვია მი­სე­ბურ მშვიდ აზ­როვნე­ბას, გრძნო­ბებ­ისა და ფიქ­რე­ბის უკ­ეთ დამ­ორჩილე­ბას, და­კი­სრებული მო­ვა­ლეობის პირ­ნათ­ლად შეს­რულე­ბა­სა და თა­დარ­იგიან­ობას. აღუ­შფოთებ­ლად და კმაყ­ოფილად ვა­ტა­რებდი ჩე­მი ცხოვ­რე­ბის დღ­ე­ებს. რო­გორც სა­კუ­თარ, ისე სხვა­თა თვალ­შიც მე­ტად წეს­იერ და უწყი­ნარ ადამ­ია­ნად ვით­ვ­ლე­ბო­დი.

ალ­ბათ, თვით ბედ­ისწე­რა ჩად­გა მის­ტერ ნეს­მი­თის სა­ხით ჩემ­სა და მის ტემპლს შო­რის. ვხე­დავდი, ეს ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი ადამ­იანი, სამ­გზავრო ტან­საც­მელში გა­მოწყო­ბი­ლი, რო­გორ ჩაჯ­და სა­ქორ­წი­ნო ცე­რემ­ონიალის შემ­დეგ სა­ფოს­ტო ეტ­ლ­ში. გავ­ყურებდი ამ ეტლს, რო­მე­ლიც ნელ­-ნე­ლა ავ­იდა გო­რა­კ­ზე და მა­ლე კლდის ქიმს მოე­ფა­რა. მე კი დავ­ბ­რუნ­დი ჩემს ოთახ­ში და სრულ სი­მარ­ტოვეში გა­ვა­ტა­რე ის დღ­ე. მის ტემ­პ­ლის პატ­ივსა­ცე­მად, გა­კ­ვეთ­ილების უმე­ტეს­ობა იმ დღ­ეს არ ჩა­ტა­რებ­ულა. დიდ­ხანს მი­მოვ­დი­ო­დი ოთახ­ში; მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ ვწუხ­დი მხო­ლოდ იმა­ზე, რაც და­ვკ­არ­გე და ვცდი­ლობ­დი, მო­მეფ­იქრებ­ინა, რით შე­მევსო ის. რო­ცა ფიქ­რებ­იდან გამ­ოვე­რკვ­იე, დავ­ინა­ხე, რომ უკ­ვე მო­სა­ღ­ამ­ოებულიყო. ჩემ­თ­ვის ახ­ლა სხვა რა­მეც ნა­თელი გახ­და, სა­ხელდობრ ის, რომ ამ ხნის გან­მავ­ლობაში ჩემ­ში ძირ­ფეს­ვიანი გარ­და­ტე­ხა მომ­ხ­და­რი­ყო. მთელ ჩემს არ­სე­ბას ნი­შან­წყალიც კი აღ­არ ეტ­ყობოდა იმ გავ­ლენ­ისა, რაც მის ტემ­პლისგან აქამ­დე შე­მეთ­ვისებ­ინა. ჩემს ძვირ­ფას აღმ­ზრდელს თან გაჰ­ყოლოდა ის მყუდ­რო და მშვი­დი გა­რემო, რი­თაც აქამ­დე მას­თან ერ­თად ყოფ­ნის დროს ვსულ­დ­გ­მუ­ლობ­დი ლო­ვუდ­ში. ახ­ლა, მარ­ტოდმარტო დარ­ჩენ­ილმა ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ჩემს პირ­ვან­დელ მეს და­ვუბ­რუნ­დი და სწო­რედ ისეთ­ივე გავ­ხ­დი, რო­გო­რიც წი­ნათ ვი­ყა­ვი. ძველ­მა გრძნო­ბებ­მა კვ­ლავ იჩი­ნეს თა­ვი; ეს სრუ­ლებ­ითაც არ ნიშ­ნავ­და, რომ საყ­რდენი გამ­ომე­ცა­ლა, მაგ­რამ ამ ცხოვ­რე­ბას ჩემ­თ­ვის აზ­რი და­ე­კ­არ­გა. სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე კი არ გამ­ქრალიყო, არა­მედ სწო­რედ ის ძა­ლა გამ­ომე­ცა­ლა, რაც ამ სიმ­შ­ვი­დის­თ­ვის იყო სა­ჭი­რო. რამ­დენ­იმე წლის გან­მავ­ლობაში ჩემ­თ­ვის მთელ ქვეყ­ნიე­რე­ბას ლო­ვუ­დის კედ­ლები წარ­მოად­გენ­და. არა­ფერი ვი­ცო­დი, მი­სი წე­სებ­ისა და იქ გა­მე­ფებული ჩვეუ­ლე­ბების გარ­და. ახ­ლა კი კარ­გად მივ­ხ­ვ­დი, რამ­დე­ნად თვალ­უწვდე­ნელი იყო ეს სამ­ყარო. მათ, ვი­საც ჰყოფ­ნი­და გამ­ბე­დაო­ბა, მიე­ღოთ ცხოვ­რე­ბაში ნამ­დ­ვი­ლი ცოდ­ნა და გამ­ოცდილე­ბა, წინ ელ­ოდებ­ოდათ ათას­ნაირი იმე­დი, ში­ში, გან­ცდა და მღ­ელ­ვა­რე­ბა ამ საშ­იშროებით მო­ცულ ფარ­თო ას­პა­რეზ­ზე.

ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი, გამ­ოვაღე და გა­დავ­იხე­დე. აი, შე­ნო­ბის ორი­ვე მხა­რე, ბა­ღი, ლო­ვუ­დის სა­ზღვ­რები, მის იქით ჰო­რი­ზონ­ტ­ზე კი მთის მწვერ­ვალ­თა სი­ლუე­ტები. თვა­ლი მო­ვავ­ლე ყვე­ლა­ფერ ამას და მზე­რა ყვე­ლა­ზე შო­რე­ულ იის­ფერ მწვერ­ვალ­ზე გა­დავ­იტა­ნე. რო­გორ ვნატ­რობ­დი, გა­და­მევლო ეს მთე­ბი, კლ­დე­თა სა­ზღვ­რებში მოქ­ცე­უ­ლი უსას­რუ­ლო ტრა­მა­ლები. ამ გა­დაუ­ლა­ხავ ჩარ­ჩოებში ჩა­რაზული, ყვე­ლა­ფერი საპ­ყრობილედ მეჩ­ვე­ნებ­ოდა. თვა­ლი გა­ვაყ­ოლე თეთრ გზას, რო­მე­ლიც ერ­თი მთის ძირ­ში მიხ­ვეუ­ლ-მოხ­ვეუ­ლად მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა და იქ­ვე ხეო­ბაში იკ­არ­გებ­ოდა. რო­გორ მინ­დო­და ამ გზას გავ­ყო­ლო­დი დაუ­სა­ბამოდ, სა­დღ­აც შორს... გა­მახ­სენ­და ის დრო, რო­ცა ამა­ვე გზით ეტ­ლით მოვ­დი­ო­დი. ისიც მო­მაგ­ონდა, თუ სა­ღ­ამოს ბინ­დ­ბუნ­დ­ში რო­გორ და­ვეშვით ამ ფერ­დობზე. თით­ქოს სა­უკუ­ნე გა­სუ­ლი­ყო იმ დღის შემ­დეგ, რაც პირ­ვე­ლად ლო­ვუ­დი ვი­ხი­ლე. მას შემ­დეგ აღ­არ­სად წავ­სულვარ. არ­და­დე­გებ­საც სას­წავ­ლე­ბელში ვა­ტა­რებდი; მი­სის რიდს არას­ოდეს მო­უ­სურ­ვებ­ია, გეი­ტსჰედში წა­ვეყ­ვა­ნე სტუმ­რად. ჩემს სა­ნა­ხა­ვად არც ის და არც მი­სი ოჯა­ხის რო­მელ­იმე წევ­რი არ მო­სუ­ლა. გა­რე სამ­ყარ­ოსთან არა­ფერი მა­კ­ავ­შირებ­და, არც წე­რი­ლი და არც სხვა რაი­მე ამ­ბავი, სას­წავ­ლე­ბელში გა­მე­ფებული წე­სები, მო­ვა­ლეო­ბანი, ზნე-­ჩვეუ­ლე­ბანი, იქ გა­ბატ­ონებული აზ­რები, შე­ხედ­ულე­ბანი, ერ­თი და იგი­ვე ხმე­ბი, სა­ხე­ები, სიტყ­ვე­ბი, ერ­თნაირი ჩაც­მულობა და მუ­დამ ერ­თი და იმა­ვეს სიყ­ვა­რუ­ლი და სი­ძულ­ვი­ლი; აი, ყვე­ლა­ფერი, რაც მე ვი­ცო­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ. ახ­ლა ვი­ცი, რომ ეს სრუ­ლია­დაც არ იყო სა­კ­მარისი. მხო­ლოდ იმ სა­ღ­ამოს ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ დავ­იქან­ცე ერ­თფერ­ოვანი ცხოვ­რე­ბით ამ რვა წლის გან­მავ­ლობაში. თავ­ისუფლე­ბა მწყუ­რო­და. მის ნატ­ვრაში ამ­ომდიოდა სუ­ლი, მის­თ­ვის ვლო­ცუ­ლობ­დი დღ­ე­და­ღ­ამ გამ­უდმებით. ჩე­მი ვედ­რე­ბა თით­ქოს ნი­ა­ვის მსუ­ბუქ­მა ქრო­ლამ გა­ფან­ტა. მა­შინ ლოც­ვა-­ვედ­რე­ბას თა­ვი ვა­ნე­ბე და სულ სხვა რა­მეს, სულ მცი­რედს შევ­თხოვ­დი გან­გე­ბას: შე­ეც­ვა­ლა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა, მოე­ცა ახა­ლი ძა­ლა და ენერ­გია. მაგ­რამ ეს ხვეწ­ნა-­მუდა­რაც უსა­ზღვრო სივ­რ­ცე­ში გაი­ფან­ტა.

- მა­შინ ჩე­მი ად­გილსამყოფლის გამ­ოცვლა მა­ინც მა­ღი­რსე, ღმერ­თო! - წამ­ოვიძა­ხე თით­ქ­მის სას­ოწა­რკ­ვეთ­ილმა.
ზარ­მა მამ­ც­ნო, რომ ვახ­შ­მო­ბის დრო იყო და ქვე­და სარ­თულზე მიხ­მობ­დ­ნენ. მეც იქით გა­ვეშ­ურე.
დაძ­ინე­ბამ­დე იმ­დე­ნი საქ­მე მქონ­და, საშ­უა­ლე­ბა არ მო­მე­ცა, შეწ­ყვეტილ ფიქ­რებს დავ­ბრუნებოდი. ხო­ლო გვი­ან, ძი­ლის წი­ნაც კი, ოთახ­ში შეს­ვლისთა­ნა­ვე, ჩემ­თან ერ­თად მცხოვ­რებ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ქალ­მა გაუ­თა­ვე­ბელი საუ­ბარი გამ­იბა სრუ­ლი­ად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ამ­ბებ­ზე და ამით ხე­ლი შემ­იშა­ლა. რო­გორ ვნატ­რობ­დი, ჩას­ძინებ­ოდა და გაჩ­უმებულიყო! მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თუ კვ­ლავ იმ აზრს დავ­უბრუნდებოდი, რო­მე­ლიც თავ­ში უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად სა­რკ­მელ­თან მო­მი­ვი­და, რა­მე გამ­ოსა­ვალს ვი­პო­ვი­დი და შვე­ბა­საც ვიგ­რ­ძ­ნობ­დი.
რო­გორც იქ­ნა, მის გრეი­სმა ხვრინ­ვა ამ­ოუშვა. ეს იყო უელ­სელი მსუ­ქა­ნი ქა­ლი, რომ­ლის ხვრინ­ვა ყო­ველ­თ­ვის თავს მა­ბეზ­რებ­და. მაგ­რამ იმ ღა­მით, გავ­იგონე თუ არა ეს ხმა, ძალ­იან გამ­იხარ­და. ახ­ლა უკ­ვე ხელს ვე­ღ­ა­რავინ შემ­იშლიდა. ჯერ კი­დევ ბუნ­დო­ვა­ნი ფიქ­რე­ბი კვ­ლავ გამ­ოცოცხლდნენ.

"კვ­ლავ ახა­ლი მო­ნუ­რი შრო­მა! მაგ­რამ მა­ინც არის მას­ში რა­ღ­აც მიმ­ზიდ­ვე­ლი, - ვე­საუ­ბრებოდი ჩემს თავს (მხო­ლოდ გო­ნე­ბაში გამ­იელ­ვა ამ აზ­რმა და ხმა­მა­ღ­ლა არა­ფერი მით­ქ­ვამს). - დი­ახ, ეს არის ერ­თა­დერთი გამ­ოსა­ვალი. ეს არც ისე მომ­ხიბ­ლა­ვად ჟღ­ერს, რო­გორც სიტყ­ვე­ბი: თავ­ისუფლე­ბა, აღ­ტა­ცე­ბა, სი­ხა­რუ­ლი - ესე­ნი ჩემ­თ­ვის სას­იამოვნოდ მო­სას­მენი სიტყ­ვებ­ია... მაგ­რამ მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბი. ისი­ნი იმ­დე­ნად შო­რე­ულ­ნი და გან­უხორციე­ლე­ბელნი არ­იან, რომ მა­თი მოს­მე­ნაც კი დრო­ის უბ­რა­ლოდ და­კ­არ­გვა იქ­ნებ­ოდა. მაგ­რამ მუ­შაო­ბა? ეს ხომ სი­ნამ­დვილე­ა? ეს ხომ ყვე­ლა ადამ­იანს შეუ­ძლია. მეც რვა წე­ლი გა­ვა­ტა­რე აქ. ახ­ლა მხო­ლოდ და მხო­ლოდ ერ­თი აზ­რი მას­ულდგმულებს: სხვა­გან ვი­შო­ვო ად­გი­ლი. ნუ­თუ ამის მიღ­წე­ვაც შეუ­ძლე­ბელ­ია? ნუ­თუ ჩე­მი სურ­ვი­ლი გან­უხორციე­ლე­ბელი დარ­ჩე­ბა? დი­ახ, დი­ახ, სა­ბო­ლოო მი­ზა­ნი არც ისე ძნე­ლი მი­სა­ღ­წევი უნ­და იყოს. ამის­თ­ვის მხო­ლოდ გო­ნი­ე­რი მოქ­მე­დე­ბაა სა­ჭი­რო".

საწ­ოლზე წამ­ოვჯექი, რომ უფ­რო კარ­გად მო­მე­აზ­რებ­ინა ყვე­ლა­ფერი. სუს­ხი­ა­ნი ღა­მე იყო. მხრებ­ზე შა­ლი წა­მო­ვის­ხი და კვ­ლავ ღრ­მად წა­ვედი ფიქ­რებ­ში.
"რა მსურს? ახა­ლი სამ­უშაო სრუ­ლი­ად ახალ ად­გილას, სხვა ხალ­ხ­ში და ახალ პი­რო­ბებ­ში. ეს იმი­ტომ მინ­დო­და, რომ უკ­ე­თეს­ზე ფიქ­რი უნა­ყო­ფო იყო. მაგ­რამ რო­გორ შო­უ­ლო­ბენ ადამ­ია­ნები ახალ სამ­უშაო ად­გილს? ვფიქ­რობ, მეგ­ობრების დახ­მა­რებით. მე კი მეგ­ობრები არ მყავს. ამ­ქვეყ­ნად ბევ­რია უმე­გობ­რო ადამ­იანი, რო­მელ­მაც სა­კუ­თარ თავს თვი­თონ უნ­და მი­ხე­დოს და იზ­რუ­ნოს მას­ზე. მაშ, რო­გორ იქ­ცევ­იან ეს ადამ­ია­ნები ამ შემ­თხვე­ვაში?"

მე არ შე­მეძლო ამის თქმა და ვერც ვე­რავინ გამ­ცემ­და პა­სუხს. თავს ძა­ლა და­ვა­ტა­ნე, რომ გო­ნე­ბა სწრა­ფად ამ­უშა­ვებულიყო, უფ­რო სწრა­ფად მეფ­იქრა და გამ­ოსა­ვალი მო­მე­ძებ­ნა. ვგრძნობ­დი, რო­გორ ფეთ­ქავ­და სის­ხ­ლი სა­ფეთ­ქლებში, და­ახ­ლოებით ერ­თი სა­ათის გან­მავ­ლობაში გაუ­რკ­ვე­ველ მდგო­მა­რეო­ბაში ვი­ყა­ვი. ჩემს ცდას არავ­ითარი შე­დეგი არ გამ­ოუღ­ია. წამ­ოვდექი და, ამ უნა­ყო­ფო ფიქ­რე­ბით შეშ­ფოთებული, ოთახ­ში მი­მოვ­დი­ო­დი. ფან­ჯა­რას­თან მი­ვე­დი და ფარ­და გა­დავ­წიე. ცა­ზე რამ­დენ­იმე ვარ­სკვ­ლავი შევ­ნიშნე, სი­ცი­ვის­გან მა­კ­ა­ნკ­ა­ლებ­და და კვ­ლავ სა­წოლს და­ვუბ­რუნ­დი.
თით­ქოს კეთ­ილმა ფერ­იამ ჩე­მი იქ არ­ყოფ­ნით ისარ­გებ­ლა და ჩემ­თ­ვის ეს­ოდენ სას­ურველი პა­სუ­ხი სას­თუმალ­ზე და­მახ­ვედ­რა. რო­გორც კი დავ­წექი, გო­ნე­ბა მაშ­ინვე გა­მეხ­სნა და თით­ქოს ვიღ­ა­ცამ წამ­ჩურჩულა: ყვე­ლა, ვინც ახალ სამ­უშაო ად­გილს ეძებს, გან­ცხა­დე­ბას წერს და შა­ი­რის საგ­რაფოს გა­ზეთში აქ­ვეყ­ნებს.

- მაგ­რამ, რო­გორ? - არ ვი­ცო­დი, რო­გორ აც­ხა­დებ­დნენ.
პა­სუ­ხი თით­ქოს ვიღ­ა­ცამ წყნა­რად წამ­ჩურჩულა: - გან­ცხა­დე­ბა და მის გამ­ოსაქ­ვეყ­ნებ­ლად სა­ჭი­რო თან­ხა კო­ნვერტით უნ­და გაგ­ზავნო გა­ზეთ "ჰე­რალდის" რე­დაქტორის სა­ხელ­ზე. იშო­ვი თუ არა თავ­ისუფალ დროს, წა­იღე და გაგ­ზავ­ნე. პა­სუ­ხის მი­სა­ღ­ე­ბად კი შე­ნი მი­სა­მართი და­ა­წე­რე: ლო­უ­ტო­ნის სა­ფოს­ტო გან­ყოფილე­ბა. მოთხოვ­ნამ­დე ჯ. ე. წე­რი­ლის გაგ­ზავ­ნიდან ერ­თი კვი­რის შემ­დეგ შეგ­იძლია მია­კითხო და პა­სუ­ხი მო­ითხო­ვო. თუ პა­სუ­ხი დაგ­ხვდა, შეგ­იძლია შე­სა­ბამ­ისად იმოქ­მე­დო.
გეგ­მა გო­ნე­ბაში რამ­დენ­ჯერ­მე ავ­წონ-დავ­წონე, კმაყ­ოფილე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი და ჩა­მეძ­ინა.
დი­ლით ძალ­იან ად­რე ავ­დექი, გან­ცხა­დე­ბა დავ­წე­რე; ზა­რის და­რე­კ­ვამ­დე კო­ნვერტში ჩა­დე­ბა და მი­სა­მართის და­წე­რაც კი მო­ვას­წარი. გან­ცხა­დე­ბაში შემ­დეგი ეწე­რა:

"ა­ხალ­გაზ­რდა ქალს, რო­მელ­საც შე­სა­ფერისი ცოდ­ნა და აღმ­ზრდელის გამ­ოცდილე­ბაც აქვს (მე ხომ მას­წავ­ლებლობის ორი წლის გამ­ოცდილე­ბა მქონ­და), სურს მო­ეწყოს აღმ­ზრდელის თა­ნამ­დებ­ობა­ზე ოჯახ­ში თოთხ­მეტ წლამ­დე ასა­კის ბავ­შვებ­თან (ვი­ფიქ­რე, რად­გან მე თვი­თონ მხო­ლოდ თვრა­მეტი წლის ვი­ყა­ვი, უხერ­ხუ­ლი იქ­ნებ­ოდა აღ­საზ­რდე­ლად ამეყ­ვა­ნა ჩე­მი ასა­კის ბავ­შვები და მე­კი­სრა პას­უხისმგებ­ლობა მათ­ზე). მას შეუ­ძლია ბავ­შვებს მის­ცეს კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა, ას­წავლოს ყვე­ლა სა­განი ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე და, გარ­და ამ­ისა - ფრან­გუ­ლი, ხატ­ვა და მუ­სი­კა (ჩვე­ნი დრო­ის­თ­ვის სას­წავლო სა­გან­თა ასე­თი შე­ზღუ­დულობა, მკი­თხველო, მა­შინ სრუ­ლი­ად ჩვეუ­ლებრივი ამ­ბავი იყო). მი­სა­მართი: ჯ. ე. სა­ფოს­ტო გან­ყოფილე­ბა, ლო­უ­ტო­ნი - შა­ი­რის საგ­რაფო".
მთელ დღ­ეს გან­ცხა­დე­ბა უჯ­რა­ში მქონ­და ჩა­კ­ეტილი. ჩა­ის შემ­დეგ კი სას­წავ­ლებლის ახალ მმარ­თველს ვთხო­ვე, ნე­ბა მოე­ცა, ლო­უ­ტონ­ში წავ­სულიყავი, რად­გან ჩემ­თ­ვის და ჩე­მი ამ­ხა­ნა­გებისთვის ზო­გი­ერ­თი წვრილ­მა­ნის ყიდ­ვას ვაპ­ირებდი. ის სი­ამ­ოვნებით დამ­თან­ხმდა და მეც გზას გავ­უდექი. ლო­უ­ტო­ნამ­დე ორი მი­ლი მქონ­და გა­სავ­ლელი. ნის­ლი­ა­ნი დღე იყო, მაგ­რამ ჯერ კი­დევ გვი­ან ღამ­დებ­ოდა. რამ­დენ­იმე მა­ღ­აზ­იაში შევ­ია­რე. წე­რი­ლი სა­ფოს­ტო ყუთ­ში ჩა­ვუშ­ვი. უკ­ან დაბ­რუნებ­ისას კი, მარ­თალ­ია, დავ­სველდი, მაგ­რამ გულ­მა უკ­ვე შვე­ბა იგ­რ­ძ­ნო.
მომ­დევ­ნო კვ­ირა მე­ტად გრძე­ლი მეჩ­ვე­ნა. ამ­ქვეყ­ნად ხომ ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი და­სასრული და ეს კვ­ირაც, რო­გორც იქ­ნა, მი­ი­წუ­რა. ერთ მშვენ­იერ შე­მოდ­გო­მის დღ­ეს, სა­ღ­ამო ხანს, კვ­ლავ ფე­ხით გავ­უდექი ლო­უ­ტო­ნისკ­ენ მი­მა­ვალ გზას. ეს მე­ტად თვალ­წარ­მტაცი სა­ცალ­ფეხო გზა მდი­ნა­რის გას­წ­ვ­რივ ხეო­ბაში მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა. მაგ­რამ იმ დღ­ეს ეს სა­ნა­ხაო­ბა სრუ­ლე­ბით არ მხიბ­ლავ­და. ჩემს წერ­ილზე უფ­რო ვფიქ­რობ­დი, რო­მელ­ზე­დაც დი­დად ვი­ყა­ვი დამ­ოკი­დებული და რო­მე­ლიც ქა­ლაქში შეი­ძლე­ბა ჯერ კი­დევ მი­სუ­ლიც არ იყო.
ლო­უ­ტონ­ში წა­სას­ვლე­ლად ფეხ­საცმლის ყიდ­ვა მო­ვი­მი­ზე­ზე. პირ­ვე­ლად ეს საქ­მე მო­ვაგ­ვა­რე და შემ­დეგ ფეხ­საც­მე­ლების მკ­ე­რავ­იდან პა­ტა­რა, სუფ­თა და წყნა­რი ქუ­ჩით სა­ფოს­ტო გან­ყოფილებ­ისკ­ენ გა­ვე­მარ­თე. ფოს­ტა­ში მო­ხუ­ცი ქა­ლი დამ­ხვდა, რო­მელ­საც რქის ჩარჩოიანი სათ­ვა­ლე გა­ე­კ­ე­თებ­ინა და ხე­ლებ­ზე შა­ვი, უთი­თო ხელ­თათ­მა­ნები წამ­ოეც­ვა.
- წე­რი­ლი ხომ არ არის ჯ. ე.-ის სა­ხელ­ზე? - ვი­კი­თხე მე.
მან სათ­ვალის ზემ­ოდან გად­მომხე­და. შემ­დეგ რო­მელ­იღ­აც უჯ­რა გამ­ოსწია და ძებ­ნა და­უწყო. ისე დიდ­ხანს ეძებ­და, რომ იმე­დი გა­და­მეწ­ურა. ბო­ლოს, კო­ნვერტი ამ­ოიღო, თვა­ლებ­თან ახ­ლოს მი­ი­ტა­ნა და ასე ხუ­თი წუ­თის გან­მავ­ლობაში გან­სა­კუ­თრებული ყუ­რა­დღ­ებით ათ­ვალ­იე­რებ­და. შემ­დეგ კი დახ­ლიდან წე­რი­ლი გად­მომაწ­ოდა და თან დი­დი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბითა და ეჭ­ვის თვა­ლით და­მაც­ქერ­და. წე­რი­ლი მარ­თლაც ჯ. ე.-ის სა­ხელ­ზე იყო გამ­ოგზავნილი.
- მხო­ლოდ ერ­თი წერ­ილია? - კვ­ლავ ვკი­თხე მას.
- მე­ტი არ არის, - მითხ­რა მან. წე­რი­ლი ჯი­ბე­ში ჩავ­იდე და ში­ნისკ­ენ გამ­ოვეშ­ურე. მაშ­ინვე არ შე­მეძლო მი­სი გახ­სნა. სას­წავ­ლებლის ში­ნა­გა­ნა­წესის მი­ხედ­ვით, სრულ რვა სა­ათ­ზე ად­გილზე უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ახ­ლა კი უკ­ვე რვის ნა­ხე­ვარი იყო.
მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე მრა­ვალ­ნაირი მო­ვა­ლეო­ბა მიც­დი­და: ვიდ­რე გა­კ­ვეთ­ილებს მო­ამ­ზა­დებ­დნენ, ერ­თი სა­ათი გო­გო­ნებ­თან უნ­და გა­მე­ტა­რებ­ინა; რი­გით, იმ სა­ღ­ამოს ლოც­ვე­ბიც მე უნ­და წა­მე­კი­თხა და თვალ­ყუ­რი მე­დევ­ნებ­ინა მათ­თ­ვის და­წო­ლის დრო­საც. ეს საქ­მიან­ობა მო­ვა­თა­ვე და სხვა მას­წავ­ლებ­ლებ­თან ერ­თად ვი­ვახ­შმე. მაშ­ინაც კი ვერ დავ­რ­ჩი მარ­ტო, რო­დე­საც და­საძ­ინებ­ლად და­ვემ­შვიდობეთ ერ­თმა­ნეთს, რად­გან მე და მის გრე­ი­სი ერთ ოთახ­ში ვცხოვ­რობ­დით. სა­სან­თლეში სან­თ­ლის პა­ტა­რა ნა­ჭერ­იღა დარ­ჩენილიყო. ვში­შობ­დი, ის არ გა­ა­თა­ვებ­და ლა­პა­რა­კს, სა­ნამ სან­თელი მთლად არ ჩაი­წვებ­ოდა. მაგ­რამ მის გრე­ისს, სა­ბედ­ნიეროდ, მძი­მე ვახ­შამ­მა ძი­ლი მა­ლე მოჰ­გ­ვა­რა. ტან­საცმლის გახ­და ძლივს მო­ვას­წარი, რომ მან ხვრინ­ვა ამ­ოუშვა. სა­სან­თლეში ერ­თი გო­ჯი­სო­დე­ნა სან­თელ­იღა დარ­ჩენილიყო და ოდ­ნავ ბჟუ­ტავ­და. წე­რი­ლი სწრა­ფად ამ­ოვიღ­ე, ბეჭ­დის ად­გილას ას­ომთავრული ფ. ეწე­რა. მაშ­ინვე გავ­ხსენი და შევ­ნიშნე, მე­ტად მოკ­ლე იყო.
`თუ ჯ.ე.-ი, რო­მელ­მაც გა­სულ ხუთ­შა­ბათს თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბა გამ­ოაქ­ვეყ­ნა შა­ი­რის საგ­რაფოს გა­ზეთ "ჰე­რალდში", ნამ­დვილად ფლობს ყვე­ლა ზემ­ოა­ღნიშნულ სა­განს და შეუ­ძლია წარ­მოადგინოს სა­ჭი­რო ცნო­ბა და და­ხას­ია­თე­ბა თა­ვი­სი აღზ­რდისა და ცოდ­ნის შე­სა­ხებ, მა­შინ შეგ­ვიძლია შევ­თა­ვაზოთ მას აღმ­ზრდელის ად­გი­ლი ერ­თი ბავ­შ­ვის­თ­ვის, რო­მელ­საც ჯერ ათი წე­ლი არ შეს­რულებ­ია. გა­სამ­რჯელოდ მი­იღ­ებს ოც­და­ათ გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს წელ­იწადში. ჩვე­ნი თხოვ­ნა­ა: ჯ. ე.­-მა გამ­ოგზავნოს და­ხას­ია­თე­ბა, გვაც­ნო­ბოს თა­ვი­სი გვა­რი, სა­ხელი, საც­ხოვრე­ბელი ად­გი­ლი და სხვა ცნო­ბე­ბი მი­სა­მარ­თზე: მი­სის ფე­იერ­ფექსი, თორ­ნ­ფილ­დი, მილ­კო­ტის ახ­ლოს - შა­ი­რის საგ­რაფო".

წე­რილს დიდ­ხანს ვათ­ვალ­იე­რებდი. ხელ­ნა­წერი ძვე­ლებური და სა­კ­მაოდ გაუ­რკ­ვე­ველი იყო. ეტ­ყობოდა, რომ იგი ხან­ში შე­სუ­ლი ქა­ლის და­წერილი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ამ ამ­ბით კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩი. თან იდუ­მალ­მა შიშ­მა შე­მიპყ­რო. სა­კუ­თარი თა­ვის ხელ­მძღ­ვა­ნელ­ობა თა­ვად ვი­კი­სრე და, ვა­ი­თუ, რაი­მე არა­სას­იამოვნო ამ­ბავს გა­დავყროდი. ყვე­ლა­ზე მე­ტად ამ­ქვეყ­ნად იმისკ­ენ მი­ვის­წ­რა­ფო­დი, რომ ჩე­მი ძი­ე­ბის შე­დეგი ყო­ფი­ლი­ყო ღი­რსეული, შე­სა­ფერისი და კან­ონიერი. ჩე­მი საქ­მე კარ­გად იწყებ­ოდა, რად­გა­ნაც ხან­ში შე­სუ­ლი ლე­დი მწერ­და წე­რილს. მი­სის ფეი­რფექსი წარ­მომიდგა ქვრი­ვის თავ­საბ­ურსა და შავ სა­მოს­ში, სა­კ­მაოდ ცივ, მაგ­რამ თა­ვაზ­იან ადამ­ია­ნად. ის, ალ­ბათ, ძვე­ლი ინ­გ­ლი­სე­ლი დარ­ბაი­სელი მან­დი­ლოს­ნის გან­სახ­იე­რე­ბა იქ­ნებ­ოდა. თორ­ნ­ფილ­დი! ეჭ­ვგა­რე­შე­ა, ასე ეწ­ოდებ­ოდა მის სამ­ფლობელოს, მე­ტად მომ­ხიბ­ვ­ლელ და გემ­ოვნებით მოწყო­ბილ მა­მულს. თუმ­ცა, მი­სი წი­ნას­წარ წარ­მოდგე­ნა ძალ­იან გამ­იძნელ­და. მილ­კო­ტი - შა­ი­რის საგ­რაფო. ერ­თი წუ­თით გო­ნე­ბაში ინ­გ­ლი­სის რუ­კა წარ­მოვიდგინე. დი­ახ, ვი­ცი, სა­დაც არის ეს ად­გი­ლი. ვი­ცო­დი, სა­დაც მდე­ბა­რეო­ბდა საგ­რაფო და თვით ქა­ლაქიც. შა­ი­რის საგ­რაფო ლონ­დონ­თან სამ­ოცდა­ათი მი­ლით უფ­რო ახ­ლოა, ვიდ­რე ის მიყ­რუ­ე­ბუ­ლი ად­გი­ლი, სა­დაც მე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი ამჟ­ა­მად. ყო­ველ­ივე ეს უფ­რო მიმ­ზიდ­ველს ხდი­და ამ მხა­რეს. ვნატ­რობ­დი, წავ­სულიყავი იქ, სა­დაც სი­ცოცხ­ლე და მოძ­რაო­ბა ჩქეფ­და. მილ­კო­ტი დი­დი სამ­რეწ­ველო ქა­ლაქ­ია მდი­ნა­რე ე-ს ნაპ­ირზე. ეჭვს გა­რე­შე­ა, იქ სი­ცოცხ­ლე დუღს და გად­მო­დის. მით უკ­ე­თესი; მთლია­ნად შეი­ცვლე­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბა. მაგ­რამ ჩემს ოც­ნე­ბას ქა­ლაქის ქარ­ხნების სა­კ­ვამ­ურები და შა­ვი ბო­ლის ღრ­უბლებით და­ფარული ცა კი არ ასაზ­რდოებ­და, არა­მედ იმე­დი, რომ თორ­ნ­ფილ­დი ქა­ლაქ­იდან სა­კ­მაოდ დი­დი მან­ძი­ლით იქ­ნებ­ოდა დაშ­ორებული.
ამ დროს სა­სან­თლე წაი­ქცა და ფთი­ლაც ჩაქ­რა.

მეო­რე დღ­ეს ახა­ლი ნა­ბი­ჯი უნ­და გა­და­მედ­გა, სა­ი­დუმ­ლოს გულ­ში ვე­ღ­არ შევ­ინა­ხავდი. ვინ­მეს­თ­ვის უნ­და გა­მეზ­ია­რებ­ინა ჩე­მი ამ­ბავი, რა­თა ჩე­მი მი­ზა­ნი გან­მეხ­ორციე­ლებ­ინა. ნაშ­უა­დღ­ევს, შეს­ვე­ნების დროს, სას­წავ­ლებლის მმარ­თველი ვნა­ხე და დაწ­ვრილებით ვუ­ამ­ბე, რაც გა­დავ­წყვიტე. არ დამ­იმა­ლავს, რომ ვაპ­ირებდი ახა­ლი სამ­უშაო ად­გი­ლის შოვ­ნას, სა­დაც გა­სამ­რჯელოს ორ­ჯერ მეტს მი­ვიღ­ებდი ლო­ვუდ­თან შე­და­რებით (იქ მხო­ლოდ თხუთ­მეტ გირ­ვან­ქა სტერ­ლინგს ვიღ­ებდი წელ­იწადში). მას­ვე ვთხო­ვე, ეც­ნობებ­ინა ეს ამ­ბავი მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტის ან კო­მიტეტის სხვა რო­მელ­იმე წევ­რის­თ­ვის, რა­თა ნე­ბა და­ერთოთ და ცნო­ბე­ბი მოე­ცათ. სას­წავ­ლებლის მმარ­თველ­მა ამ საქ­მეში შუა­მავლის რო­ლი სი­ამ­ოვნებით იკი­სრა. მან მეო­რე დღ­ეს­ვე საქ­მის ვი­თა­რე­ბა მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტს გა­აცნო. ამ უკ­ა­ნა­სკ­ნელ­მა კი, თა­ვის მხრივ, გა­ნაც­ხა­და, რომ ეს ამ­ბავი აუ­ცილებ­ლად უნ­და ეც­ნობებ­ინათ მი­სის რი­დის­თ­ვის, რო­მე­ლიც ჩემს ნამ­დ­ვილ მეუ­რვედ ით­ვ­ლებ­ოდა. ამ­იტომაც იყო, რომ მი­სის რიდს წე­რი­ლი გაუ­გზავ­ნეს. პას­უხმაც არ და­აგ­ვია­ნა. ის იტყო­ბი­ნებ­ოდა, რომ შე­მეძლო მოვ­ქ­ცეუ­ლიყავი ისე, რო­გორც მსურ­და, რად­გა­ნაც მან უკ­ვე დი­დი ხან­ია, უარი თქვა ჩემს პი­რად საქ­მე­ებში ჩა­რეულიყო. წე­რილს კო­მიტეტის ყვე­ლა წევ­რი გა­ეცნო. ბო­ლოს, რამ­დენ­იმე ხნის შემ­დეგ, რო­მე­ლიც მე სა­უკუ­ნედ მეჩ­ვე­ნა, გამ­გზავ­რების ოფი­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვა მი­ვიღ­ე. ამ­იერ­იდან ჩე­მი ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბი შეძ­ლებ­ისდაგ­ვა­რად უნ­და გა­მეუ­მჯობე­სებ­ინა. ამა­ვე დროს, იმა­საც დამ­პირდნენ, რომ, რად­გა­ნაც ლო­ვუდ­ში ყო­ველ­თ­ვის სა­უკ­ე­თესოდ ვიქ­ცე­ო­დი, ჯერ რო­გორც მოს­წავ­ლე და შემ­დეგ რო­გორც მას­წავ­ლე­ბელი, დაუ­ყოვნებლივ მო­მე­ცემ­ოდა სა­თა­ნადო და­ხას­ია­თე­ბა და მოწ­მო­ბა ჩე­მი ცოდ­ნი­სა და აღ­ზ­რ­დის შე­სა­ხებ, რა­საც ხელს მოა­წერ­დნენ ამ სას­წავ­ლებლის ინ­ს­პექ­ტორები.

თამარ მაღრაძისა და ზეინაბ ხახანაშვილის თარგმანი
რომანი იდება ყოველდღეიხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93