ნოველები

ჯეინ ეარი. თავი მეათე

ჯეინ ეარი. თავი მეათე
ეს საბ­უთები და­ახ­ლოებით ერთ კვ­ირაში მი­ვიღ­ე. ას­ლი მი­სის ფე­იერ­ფექსს გა­და­ეგ­ზავ­ნა. მან სა­პასუხო წე­რი­ლით შე­მატ­ყობინა, რომ მიღ­ებული ცნო­ბე­ბით კმა­ყო­ფი­ლი იყო და მთა­ვაზ­ობდა, და­მე­კ­ა­ვებ­ინა აღმ­ზრდელის ად­გი­ლი მას­თან სახ­ლ­ში იმ დღი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ.
სამ­ზადისს შევ­უდექი. ორ­მა კვ­ირამ სწრა­ფად გა­ია­რა. ჩე­მი ჩაც­მულობა არ­ც­თუ ისე მდიდ­რუ­ლი იყო, მაგ­რამ სრუ­ლად აკ­მაყ­ოფილებ­და ჩემს მოთხოვ­ნი­ლე­ბებს. ბარ­გი ჩემ­ოდანში ჩა­ვა­ლა­გე. ეს სწო­რედ ის ჩემ­ოდანი იყო, რო­მე­ლიც ამ რვა წლის წინ გეი­ტსჰედ-ჰო­ლი­დან ჩამ­ოვიტა­ნე. ჩემ­ოდანს თას­მები გა­დაუ­ჭირეს და მუ­ყა­ოს ნა­ჭერი მია­კ­რეს წარ­წერით. ნა­ხე­ვარ სა­ათში ტვირ­თის მზი­და­ვი
უნ­და გამ­ოე­ძა­ხათ, რომ ის ლო­უ­ტონ­ში წა­ე­ღოთ. მე კი გა­დავ­წყვიტე, მეო­რე დი­ლით ფე­ხით ჩავ­სულიყავი იქ ეტ­ლის შე­სახ­ვედ­რად. გავ­წმინდე ჩე­მი შა­ვი შა­ლის სამ­გზავრო კა­ბა, მო­ვიმ­ზა­დე ქუ­დი, ხელ­თათ­მანი და ხელ­სათბური; გა­და­ვათ­ვალ­იე­რე ყვე­ლა უჯ­რა, რომ არა­ფერი დამ­რჩენ­ოდა. ბო­ლოს, რო­ცა საქ­მიან­ობას მოვ­რ­ჩი, ცო­ტა ხანს და­სას­ვე­ნებ­ლად ჩამ­ოვჯექი. მაგ­რამ ესეც ვერ შევ­ძელი; მთე­ლი დღის მღ­ელ­ვა­რე­ბამ და ფეხ­ზე ტრი­ალ­მა საშ­ინლად დამ­ქან­ცა. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის ერ­თი ხა­ნა იმ დღ­ეს წარ­სულს უნ­და ჩაჰ­ბა­რებ­ოდა, მეო­რე დღი­დან კი ახა­ლი იწყებ­ოდა. ამ შუა­ლედში ძი­ლი შეუ­ძლე­ბელი იყო და მღ­ელ­ვა­რებით ვა­დევ­ნებდი თვალს იმ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლებ­მაც თა­ვი იჩი­ნეს.

- მის, - მითხ­რა მსახ­ურმა, რო­მე­ლიც შემ­ხვდა დე­რე­ფანში, სა­დაც შეშ­ფოთებული აჩ­რ­დი­ლი­ვით და­ვე­ხე­ტებოდი, - ქვე­მოთ ვიღ­ა­ცას თქვე­ნი ნახ­ვა სურს.
- უთუ­ოდ ტვირ­თის მზი­და­ვი იქ­ნე­ბა, - გავ­იფიქრე და არა­ფერი მი­კი­თხავს, ისე გა­ვეშ­ურე ქვე­და სარ­თულისკ­ენ. ჩავ­უა­რე სას­ტუმ­რო ოთახ­სა და სა­მას­წავ­ლებლოს, რომ­ლის კა­რიც ნა­ხევ­რად ღია დამ­ხვდა და, ის იყო, სამ­ზა­რეუ­ლოსკ­ენ გა­ვე­მარ­თე, რომ ვიღ­აც ჩე­მკ­ენ გამ­ოიქცა.

- ის არის, ის, ნამ­დვილად, ვი­ცა­ნი! მე მას ყველ­გან ვიც­ნობ, - წამ­ოიძა­ხა უც­ნობ­მა ქალ­მა, ხე­ლი მომ­კი­და და შე­მა­ჩე­რა. შევ­ხე­დე. დავ­ინა­ხე ახალ­გაზ­რდა ქა­ლი, რო­მე­ლიც კარ­გად ჩაც­მულ მო­სამ­სახ­ურე ქალს უფ­რო წა­ა­გავ­და. მი­უ­ხე­და­ვად ახალ­გაზ­რდობისა, ის უკ­ვე დას­რულებულიყო. მის მშვენ­იერ სა­ხეს ცოცხა­ლი და ნა­თელი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა, შა­ვი თმა და შა­ვი თვა­ლები ამ­შვე­ნებ­და.

- აბა, გამ­ოიცანით, ვი­ნა ვარ? - მკი­თხა მან ისე­თი ხმი­თა და ღი­მი­ლით, რო­მე­ლიც მაშ­ინვე მეც­ნო. - დარ­წმუნებული ვარ, თქვენ მთლად არ და­გავიწყდით, მის ჯე­ინ.

თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბაც ვერ მო­ვას­წარი, რომ უკ­ვე ვი­ცა­ნი. აღ­ტა­ცებული გა­და­ვეხ­ვიე და კო­ცნა დავ­უწყე.
- ბე­სი! ბე­სი! ბე­სი! - მხო­ლოდ ამის თქმა­ღა მო­ვა­ხერ­ხე. ის თან იცი­ნო­და და თან ტი­რო­და. შემ­დეგ ორი­ვე­ნი სას­ტუმ­რო ოთახ­ში შე­ვედით. ცეცხ­ლის პი­რას ასე სამ­იოდე წლის პა­ტა­რა ბი­ჭუ­ნა იდ­გა შოტ­ლან­დი­უ­რი კუ­ბოკრული ქსო­ვი­ლის შარ­ვალ­-ხა­ლათში.
- ეს ჩე­მი პა­ტა­რა ბი­ჭია, - მაშ­ინვე მითხ­რა ბე­სიმ.
- მაშ, შენ უკ­ვე შე­ნი ოჯა­ხი გქო­ნია, ბე­სი?
- დი­ახ, და­ახ­ლოებით ხუ­თი წე­ლი იქ­ნე­ბა, რაც მე­ეტ­ლე რო­ბერტ ლი­ვენ­ზე დავ­იწე­რე ჯვა­რი. პა­ტა­რა ბო­ბის გარ­და, გო­გო­ნაც მყავს, რო­მელ­საც სა­ხე­ლად ჯე­ი­ნი და­ვარქვი.
- მაშ, გეი­ტსჰედ-ჰოლ­ში აღ­არ ცხოვ­რობ?
- მე ახ­ლა მე­კ­არის მი­ერ მი­ტო­ვე­ბულ სა­ყა­რაულო ქოხ­ში ვცხოვ­რობ.
- მი­ამ­ბე, რო­გორ არ­იან ისი­ნი? ყვე­ლა­ფერი დაწ­ვრილებით მი­ამ­ბე, ბე­სი. მაგ­რამ ჯერ და­ჯექი. ბო­ბი, მო­დი ჩემ­თან, კალ­თაში ჩაგ­ისვამ. მოხ­ვალ? - ბო­ბიმ ირ­ჩია დე­დას მიკვ­როდა.
- ძალ­იან მა­ღ­ალი არ გაზ­რდილხართ, მის ჯე­ინ. არც სრუ­ლი ხართ, - გა­ნაგ­რძობდა მი­სის ლი­ვე­ნი. - რო­გორც ჩანს, არც ისე კარ­გად გი­ნა­ხა­ვენ სას­წავ­ლე­ბელში. მის რი­დი თქვენ­ზე გაც­ილებით მა­ღ­ალი და სრუ­ლია, ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა მის ჯორ­ჯია­ნას, თქვენ ორი გამ­ოიჭრებით მას­ში.
- ალ­ბათ, ჯორ­ჯია­ნა ძალ­იან ლა­მაზ­ია, არა, ბე­სი?
- ძალ­იან. გა­სულ ზამ­თარს დე­დას­თან ერ­თად ლონ­დონს წავ­იდა და იქ მის­მა სი­ლა­მა­ზემ ყვე­ლა აღ­ტა­ცე­ბაში მო­იყ­ვა­ნა. ერთ ახალ­გაზ­რდა ლორდს შეუ­ყვარ­და, მი­სი ცო­ლად შერ­თვაც გა­დაწ­ყვიტა, მაგ­რამ მი­სი მშობ­ლე­ბი წინ აღუ­დგნენ მათ ქორ­წი­ნე­ბას და იცით, რა მოხ­და? მან და ჯორ­ჯია­ნამ გა­დაწ­ყვიტეს, გაქ­ცეუ­ლიყვნენ და ასეც მო­იქ­ც­ნენ; მაგ­რამ მა­ლე იპო­ვეს და გზაშ­ივე და­ა­კ­ა­ვეს. ისი­ნი სა­კუ­თარ­მა დამ, მის რიდ­მა გას­ცა. დარ­წმუნებული ვარ, მას შუ­რი უფ­რო ამ­ოქმე­დებ­და. ახ­ლა დე­ბი რო­გორც ძა­ღლი და კა­ტა, ისე არ­იან ერ­თმა­ნეთში. მუ­დამ ჩხუ­ბო­ბენ.
- ჯონ რი­დი რო­გორღ­ა­ა?

- ოჰ, მი­სი საქ­მე არც ისე კარ­გად არის, რო­გორც მის დე­დას სურ­და. ის ხომ კო­ლეჯში სწავ­ლობდა, მაგ­რამ, მგო­ნია, გამ­ორიცხეს. შემ­დეგ მის­მა ბი­ძებ­მა გა­დაწ­ყვიტეს, ვე­ქი­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო და კან­ონმდებ­ლობა შე­ეს­წავ­ლა, მაგ­რამ ისე­თი თავ­გზა­აბ­ნეული ახალ­გაზ­რდა­ა, მის­გან დი­დი არა­ფერი გამ­ოვა.
- გა­რეგნობით რო­გო­რია?
- ძალ­იან მა­ღ­ალ­ია. ზო­გი­ერ­თები მას მოხ­დე­ნი­ლი გა­რეგნობის ყმაწ­ვილკ­ა­ცად თვლი­ან, მაგ­რამ მე ასე არ მგო­ნია. ჯონს ძალ­იან სქე­ლი ტუ­ჩე­ბი აქვს.
- მი­სის რიდ­ზე რა­ღ­ას მეტყ­ვი?
- მეტ­ისმე­ტად გას­უქდა. თუმ­ცა სი­ლა­მა­ზე შეი­ნარ­ჩუნა, მაგ­რამ სუ­ლიე­რად არ უნ­და იყოს დამ­შვიდებული. ვა­ჟიშვილის საქ­ციელი არ მოს­წონს. ჯო­ნი ძალ­იან ბევრ ფულს ფლან­გავს.
- მი­სის რიდ­მა გამ­ოგგზავ­ნა, ბე­სი?
- ოჰ, არა. დი­დი ხან­ია მინ­დო­და თქვე­ნი ნახ­ვა და, რო­დე­საც თქვე­ნი წერ­ილიდან შევ­იტყვე, რომ სა­დღ­აც შორს მი­ემ­გზავ­რებით, გა­დავ­წყვიტე, გამ­გზავ­რების წინ, ვიდ­რე ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბო­დით და შე­მეძლო თქვე­ნამ­დე მოღ­წე­ვა, მე­ნა­ხეთ.

- ვში­შობ, იმე­დი გაგ­იცრუე, რო­გორ­საც ელო­დი, ისე­თი არ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, არა, ბე­სი? - ვუთხა­რი სი­ცი­ლით. შევ­ნიშნე, რომ ბე­სის გამ­ოხედ­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ღრ­მა პატ­ივისცემის გრძნო­ბით იყო გამ­სჭვალული, აღ­ტა­ცე­ბას სრუ­ლე­ბით არ გამ­ოხა­ტავ­და.

- არა, მის ჯე­ინ, სრუ­ლებ­ითაც არა, თქვენ სა­კ­მაოდ მშვენ­იერი ხართ. ნამ­დ­ვილ ლე­დის დამ­სგავ­სებ­იხართ. ამა­ზე მეტს არც მო­ვე­ლო­დი. ბავ­შვობაშიც არ ყო­ფილ­ხართ ლა­მაზი.
გა­მე­ღი­მა ბე­სის გუ­ლახ­დილ პას­უხზე. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ის მარ­თალი იყო. აქ­ვე უნ­და გამ­ოგიტყდეთ, რომ მი­სი პა­სუ­ხი მთლად გულ­გ­რი­ლად არ მო­მის­მენ­ია. თვრა­მეტი წლის ასა­კში ყვე­ლა ადამ­იანს სურს, რომ ის მოს­წონ­დეთ და თუ ვინ­მე მას და­არ­წმუნებს, რომ მი­სი გა­რეგ­ნობა არც ისე მომ­ხიბ­ვ­ლელ­ია, რო­გორც სხვე­ბის, არ შეი­ძლე­ბა ამან სი­ამ­ოვნე­ბა მი­ა­ნი­ჭოს.

- ვფიქ­რობ, თქვენ ძალ­იან ჭკვ­იანი იქ­ნე­ბით, - გა­ნაგრძო ბე­სიმ, რომ და­ვემ­შვიდებ­ინე, - რა ის­წავ­ლეთ? და­კვ­რა თუ შეგ­იძლიათ?
- დი­ახ, ვუკ­რავ ცო­ტას.
ოთახ­ში, მარ­თლაც, იდ­გა ფორ­ტეპ­იანო. ბე­სი მი­უ­ახ­ლოვდა მას, ახა­და და მთხო­ვა, რაი­მე შე­მეს­რულებ­ინა. მეც ერ­თი თუ ორი ვალ­სი დავ­უკ­არი და ისიც აღ­ტა­ცებული დარ­ჩა.
- მის რი­დე­ბი ვერ უკ­რა­ვენ ასე კარ­გად! - გა­ნაც­ხა­და აღფ­რთოვა­ნებ­ულმა, - ყო­ველ­თ­ვის ვამ­ბობ­დი, რომ თქვენ აჯ­ობებდით მათ სწავ­ლაში. ხა­ტავთ კი­დეც?
- აი, ბუ­ხარ­თან, კე­დელ­ზე სუ­რათს რომ ხე­დავ, ჩე­მი და­ხატ­ულია.
ეს იყო წყლის სა­ღ­ე­ბა­ვებით შეს­რულებული პეი­ზა­ჟი. ის სას­წავ­ლებლის მმარ­თველს ვაჩ­უქე მად­ლო­ბის ნიშ­ნად იმ სამ­სახურისთვის, რო­მე­ლიც მან კო­მიტეტის წევ­რების წი­ნა­შე გამ­იწია. მან სუ­რა­თი ჩარ­ჩო­ში ჩას­ვა და კე­დელ­ზე ჩამ­ოკი­და.
- ძალ­იან ლა­მაზ­ია, მის ჯე­ინ! ეს სუ­რა­თი არაფ­რით ჩამ­ოუვარ­დე­ბა მის რი­დე­ბის ხატ­ვის მას­წავ­ლებლის მი­ერ შეს­რულებულ სუ­რა­თებს, მაგ­რამ მის რი­დე­ბი ხომ ამის მსგავ­სსაც ვე­რა­ფერს და­ხა­ტავ­დნენ. ფრან­გუ­ლი ენაც შეი­სწავ­ლეთ?
- დი­ახ, ბე­სი, ვკითხუ­ლობ და ვლა­პა­რა­კობ ფრან­გულად.
- ქარ­გვაც და კერ­ვაც იცი?
- დი­ახ, ვი­ცი.
- ოჰ, მთლად ლე­დი გამ­ხდარ­ხართ, მის ჯე­ინ! ყო­ველ­თ­ვის მჯერ­ოდა, რომ ეს ასეც იქ­ნებ­ოდა. ასე რომ, ცხოვ­რე­ბაში თქვენ ად­ვილად გა­იკ­ა­ფავთ გზას ნა­თე­სა­ვების დაუ­ხმა­რებ­ლა­დაც. ჰო, მარ­თლა, მინ­დო­და ერ­თიც მე­კი­თხა: გსმენ­იათ რა­მე მა­მათ­ქვენის ნა­თე­სა­ვებ­ზე, ეა­რების გვა­რის შე­სა­ხებ?

- არას­ოდეს არა­ფერი მსმენ­ია ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში.
- თქვენც ხომ იცით, მი­სის რი­დი ყო­ველ­თ­ვის ამ­ბობდა, ისი­ნი ღარ­იბები და უბ­რა­ლო წრი­დან გა­მო­სუ­ლი ადამ­ია­ნები არ­იანო. შე­საძ­ლე­ბელ­ია, მარ­თლაც ღარ­იბები არ­იან, მაგ­რამ სარ­წმუნოა, რომ ისე­ვე, რო­გორც რი­დე­ბი, კეთ­ილშობილთა გვარს ეკუ­თვნიან. ერთ დღ­ეს, და­ახ­ლოებით შვი­დი წლის წინ, ვინ­მე მის­ტერ ეარი მო­ვი­და გეი­ტსჰედ-ჰოლში და თქვე­ნი ნახ­ვა სურ­და. ქალ­ბატ­ონმა უთხ­რა, რომ თქვენ გეი­სტჰედში აღ­არ ცხოვ­რობთ და სას­წავ­ლე­ბელში ხართ, რო­მე­ლიც ორ­მოც­და­ათი მი­ლით იყო დაშ­ორებული ჩვენ­გან. რო­გორც ჩანს, მას ეს ძალ­იან ეწ­ყინა; დიდ­ხანს დარ­ჩე­ნა არ შე­ეძლო; რო­მელ­იღ­აც უცხო ქვე­ყა­ნაში მი­ემ­გზავ­რებ­ოდა; ჩქარ­ობდა, რად­გან გე­მი ლონ­დო­ნი­დან ერ­თსა თუ ორ დღ­ეში გად­იოდა. ის ნამ­დ­ვილ ჯენ­ტლმენს ჰგავ­და და დარ­წმუნებული ვარ, მა­მათ­ქვენის ძმა უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.
- რო­მელ ქვე­ყა­ნაში მი­დი­ო­და, ბე­სი?
- რო­მელ­იღ­აც შო­რე­ულ კუ­ნძულზე, ათა­სი მი­ლის დაშ­ორებით, სა­დაც ღვ­ინოებს აყე­ნე­ბენ, ჩვენ­მა მო­უ­რავ­მა მითხ­რა ასე.
- მა­დეი­რა­ზე? - ვკი­თხე მე.
- დი­ახ, სწო­რედ იქ. სწო­რედ მაგ სიტყ­ვას ამ­ბობდნენ.
- მაშ, გა­ემ­გზავ­რა?
- დი­ახ, რამ­დენ­იმე წუ­თიც არ დაყ­ოვნებ­ულა ჩვენ­თან. მი­სის რიდს საუ­ბარში ძალ­იან ამა­ყად ეჭ­ირა თა­ვი, ხო­ლო მი­სი წას­ვ­ლის შემ­დეგ "უსა­ხელო ვაჭ­რუკ­ა­ნას" უწო­დებ­და. ჩე­მი მე­უღ­ლე, რო­ბერ­ტი ფიქ­რობს, რომ ის ღვი­ნით მო­ვაჭ­რე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო.

- დი­ახ, ად­ვილად შე­საძ­ლე­ბელ­ია, - ვუ­პას­უხე მე. - ან, იქ­ნებ, რო­მელ­იმე ღვი­ნით მო­ვაჭ­რის მო­ხე­ლე.
მე და ბე­სი ვი­გო­ნებ­დით წარ­სულს და და­ახ­ლოებით ერ­თი სა­ათი ვსა­უბ­რობ­დით. შემ­დეგ კი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, და­ვეტ­ოვებ­ინე, რად­გან მე­ტი დრო არ ჰქონ­და. მეო­რე დი­ლით ის კვ­ლავ ლო­უ­ტონ­ში ვნა­ხე რამ­დენ­იმე წუ­თით, რო­დე­საც ეტლს ველ­ოდებოდი. ერ­თმა­ნეთს სას­ტუმ­რო "ბრო კ­ლე­ჰერსტის" კარ­თან დავ­შორ­დით.
თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­განი თა­ვი­სი გზით წავ­იდა. ის გაუ­დგა გზას ლო­ვუ­დის მთებ­ისკ­ენ, რომ იქ გეი­ტსჰედ-­ჰოლისკ­ენ მი­მა­ვალ დაქ­ირა­ვებულ ეტლს შეხ­ვედ­როდა. მე კი ჩავ­ჯექი მილ­კო­ტისკ­ენ მი­მა­ვალ დი­ლიჟ­ანსში, რო­მელ­საც უნ­და მი­ვეყ­ვა­ნე თორ­ნ­ფილ­დ­ში, სა­დაც სრუ­ლი­ად ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ახა­ლი მო­ვა­ლეო­ბა და უც­ნო­ბი გა­რემო მელ­ოდა.


***
რო­მა­ნის ყო­ვე­ლი ახა­ლი თა­ვი წარ­მოდგენის ახალ მოქ­მე­დე­ბას წა­ა­გავს. და ახ­ლა, მკი­თხველო, რო­დე­საც თქვენ წინ ფარ­და აი­ხდე­ბა, წარ­მოიდგინეთ ოთა­ხი მილ­კო­ტის სას­ტუმ­რო "ჯორ­ჯ­ში", რომ­ლის კედ­ლებ­ზე ისე­თი ულა­ზათო, დიდ-დი­დი სუ­რა­თებით მო­ხა­ტუ­ლი შპა­ლერ­ია გა­კრული, რო­გორ­საც, ჩვეუ­ლებრივ, სას­ტუმროებში იყე­ნე­ბენ ხოლ­მე. ასეთ­ივეა ფეხ­ქვეშ და­სა­გები ხალ­იჩა, ავე­ჯი, სხვა­დას­ხვა­ნაირი მორ­თუ­ლო­ბა და გრავ­იურები ბუხ­რის თავ­ზე; კედ­ლებ­ზე ჯორჯ მე­სამ­ისა და უელ­სის პრინ­ცის პორ­ტ­რე­ტებ­ია. მე­სა­მე სუ­რათ­ზე ასახ­ულია გე­ნე­რალ ვოლ­ფის სიკ­ვ­დი­ლი. ყო­ველ­ივე ეს ჭე­რის შუ­ა­გულ­ში ჩამ­ოკი­დებული ნავ­თის სა­ნათურის შუქ­სა და ბუ­ხარ­ში მო­გიზ­გი­ზე ცეცხ­ლის ალ­ზე მო­ჩანს. ჩე­მი ხელ­სათბური და ქოლ­გა მაგ­იდა­ზე აწ­ყვია, მე კი ჯერ ისევ წამ­ოსას­ხამ­ითა და ქუ­დით ბუ­ხარ­თან ვზი­ვარ და თექ­ვსმეტი სა­ათის მგზავ­რობისა და ოქ­ტომ­ბ­რის ცი­ვი ამ­ინდისგან გა­თო­შილ და და­ხუ­თულ ხელ­-ფეხს ვით­ბობ. ლო­უ­ტო­ნი­დან დი­ლის ოთხ სა­ათ­ზე გამ­ოვედით და ქა­ლაქის ზარ­მა ეს­-ეს არის რვა­ჯერ და­რე­კ­ა.
მკი­თხველო, ალ­ბათ, ფიქ­რობთ, რომ კარ­გად მო­ვეწ­ყვე, მაგ­რამ თავ­ში ათას­ნაირი ფიქ­რი ირე­ვა; დამ­შვიდებული არა ვარ. რო­ცა ჩვე­ნი ეტ­ლი სას­ტუმროსთან გა­ჩერ­და, მეგ­ონა, ვინ­მე დამ­ხვდებ­ოდა. სას­ტუმ­როს მო­სამ­სახ­ურემ ხის სამ­ფე­ხა კი­ბე მო­ად­გა დი­ლიჟ­ანსს, რომ უფ­რო ად­ვილად ჩამ­ოვსულიყავი. ვე­ლო­დი, გავ­იგონებდი ჩემს გვარს და დავ­ინა­ხავდი ჩემ­თ­ვის გამ­ზა­დებულ სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვებულ ეტლს, რო­მელ­საც თორ­ნ­ფილ­დ­ში უნ­და წა­ვეყ­ვა­ნე. ირ­გ­ვ­ლივ ასე­თი არა­ფერი ჩან­და. რო­დე­საც მსა­ხურს ვკი­თხე, იკი­თხა თუ არა ვინ­მემ მის ეარი, უარ­ყო­ფი­თი პა­სუ­ხი მი­ვიღ­ე. აღ­ა­რა­ფერი დამ­რჩენ­ოდა, გარ­და იმი­სა, რომ სას­ტუმ­რო­ში ცა­ლკე ოთა­ხი მო­მეთ­ხოვა. აი, ახ­ლა აქ ვიც­დი და ათას­ნაირი ეჭ­ვი და ში­ში აწა­მებს ჩემს გო­ნე­ბას.

ახალ­გაზ­რდა, გამ­ოუცდელი ადამ­იანისთვის მე­ტად მძი­მეა იმის შეგ­რძნე­ბა, რომ ამ­ქვეყ­ნად სულ მარ­ტოა - ყვე­ლაფ­რისგან მოწყ­ვე­ტი­ლი და ბე­დის ანა­ბა­რა მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ის ხომ დარ­წმუნებულიც არ არის, მია­ღ­წევს თუ არა იმ ნავ­საყ­უდელს, რო­მელ­საც ეს­წრაფვის. მრა­ვალ­ნაირი დაბ­რკო­ლების გა­მო, უკ­ან დაბ­რუნე­ბაც აღ­არ შეუ­ძლია. მაგ­რამ ამ გრძნო­ბას მე­ტად მიმ­ზიდ­ველს ხდის სა­თავ­გა­და­სავლო ამ­ბების მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობა. სია­მაყის გრძნო­ბა კი უფ­რო და უფ­რო აც­ხოვე­ლებს მას. თუმ­ცა ბო­ლოს ში­ში აქ­რობს ყო­ველ­ივეს. მეც ასე­ვე შე­მიპყ­რო შიშ­მა, რო­ცა ნა­ხე­ვარი სა­ათი გავ­იდა და კვ­ლავ მარ­ტოდმარტო ვი­ყა­ვი. ის­ღა მო­ვი­ფიქ­რე, ზა­რი და­მე­რე­კ­ა.
- არის თუ არა ამ მი­დამ­ოებში მა­მუ­ლი, რო­მელ­საც თორ­ნ­ფილდს უწო­დე­ბენ? - ვკი­თხე მსა­ხურს, რო­მე­ლიც გამ­ოძა­ხებ­ისთა­ნა­ვე შემ­ოვიდა.

- თორ­ნ­ფილ­დი? არ ვი­ცი, ქალ­ბატონო. ვი­კი­თხავ სა­სადილო ოთახ­ში. - ის იმ წამ­სვე გაქ­რა, მაგ­რამ მა­ლე­ვე შემ­ობრუნდა.
- თქვე­ნი გვა­რი ეარ­ია, მის?
- დი­ახ.
- ვიღ­აც გიც­დით გა­რეთ.
წა­მოვ­ხ­ტი. ჩემს ხელ­სათ­ბურსა და ქოლ­გას ხე­ლი წამ­ოვავ­ლე და აჩ­ქა­რებული ნაბ­იჯებით სას­ტუმ­როს დე­რეფ­ნისკ­ენ გა­ვეშ­ურე. ღია კარ­თან ვიღ­აც მა­მა­კ­აცი იდ­გა. ქუ­ჩა­ში ფარ­ნის შუქ­ზე ბუნ­დოვ­ნად მო­ჩან­და ერ­თცხენ­იანი ეტ­ლი.
- ეს, ალ­ბათ, თქვე­ნი ბარ­გია, - სა­კ­მაოდ უკ­მე­ხად მითხ­რა მან, რო­გორც კი დამ­ინა­ხა, და მი­მი­თი­თა ჩემს ჩემ­ოდან­ზე, რო­მე­ლიც დე­რე­ფანში და­ედ­გათ.
- დი­ახ, - ვუ­პას­უხე. მან ჩემ­ოდანი ეტ­ლზე და­დო. ჩავ­ჯექი ეტ­ლ­ში, რო­მე­ლიც დი­ლიჟ­ანსს უფ­რო წა­ა­გავ­და, და სა­ნამ კარს მო­მი­ხუ­რავ­და, ვკი­თხე, და­ახ­ლოებით რა მან­ძი­ლი იყო თორ­ნ­ფილ­დამ­დე.
- თით­ქ­მის ექ­ვ­სი მი­ლი.
- რამ­დენ ხან­ში ვიქ­ნე­ბით ად­გილზე?
- და­ახ­ლოებით სა­ათ­-ნა­ხე­ვარში.

მან კა­რი მო­ხუ­რა, კო­ფოზე ავ­იდა და გზას გავ­უდექით. ნე­ლა მივ­დი­ო­დით და ფიქ­რის­თ­ვის ბევ­რი დრო მქონ­და. მი­ხარ­ოდა, რომ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩე­მი მოგ­ზა­უ­რო­ბის და­სასრული ახ­ლოვდებ­ოდა. მი­ვეყ­რდნე ამ კე­თილ­შო­ბი­ლი, თუმ­ცა გა­რეგ­ნულად არც ისე დი­დე­ბუ­ლი ეტ­ლის საზ­ურგეს და თავ­ისუფლად დავ­იწყე ფიქ­რი.
"თუ მსახ­ურისა და ეტ­ლის უბ­რალ­ოების მი­ხედ­ვით ვიმ­ს­ჯე­ლებთ, - ვფიქ­რობ­დი, - მი­სის ფე­იერ­ფექსი არ­ც­თუ ისე მა­ღ­ალ წრეს უნ­და ეკუ­თვნოდეს. მით უკ­ე­თესი. ბავ­შ­ვო­ბის გარ­და, მე ხომ არას­ოდეს მიცხოვ­რია დი­დებ­ულთა საზ­ოგად­ოე­ბაში და მაშ­ინაც ძალ­იან უბედ­ურად ვგრძნობ­დი თავს; ნე­ტავ, მარ­ტოდმარტო ცხოვ­რობს მი­სის ფე­იერ­ფექსი და იმ პა­ტა­რა გო­გო­ნას მე­ტი არა­ვინ ჰყავს? თუ ეს ასეა და ოდ­ნავ მა­ინც თა­ვაზ­იანი ადამ­იან­ია, უსა­თუ­ოდ კარ­გად შე­ვეგ­უები მას. ამას­თა­ნა­ვე, შე­ვეც­დები, რაც შეი­ძლე­ბა კარ­გად მო­ვიქ­ცე. სამ­წუხარ­ოა, რო­დე­საც ადამ­იანი ცდი­ლობს, ყვე­ლას კარ­გი გა­უკ­ეთოს, მაგ­რამ მის ასეთ ცდას შე­სა­ბამ­ისად არ უპას­უხე­ბენ. ლო­ვუდ­ში მი­ვი­ღე ეს გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა, ასეც ვიქ­ცე­ო­დი და, მარ­თლაც, ყვე­ლა ნას­იამ­ოვნები იყო. კარ­გად მახ­სოვს, მი­სის რი­დის ოჯახ­ში ჩემს კარგ საქ­ციელს ზიზღით ზურგს აქ­ცევ­დნენ. ღმერთს ვთხოვ, მი­სის ფე­იერ­ფექსი მეო­რე მი­სის რი­დი არ გამ­ოდგეს! თუ ის მი­სის რი­დი­ვით მო­მექ­ცე­ვა, მე ხომ ვალ­დებული არ ვარ, მას­თან დავ­რჩე. თუ ამა­ზე მე­ტი საშ­ინე­ლე­ბა მო­მე­ლის, მა­შინ კვ­ლავ გავ­გზავნი გან­ცხა­დე­ბას. ნე­ტავ, შორ­სა ვართ კი­დევ?" 

სა­რკ­მელი ჩა­მო­ვუშ­ვი. ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე. მილ­კო­ტი უკ­ან დაგ­ვრჩა. შორს, ცი­ცი­ნა­თე­ლებივით, უამ­რავი სი­ნათ­ლის სხი­ვი კი­აფ­ობდა. ამით მივ­ხ­ვ­დი, მილ­კო­ტი ლო­უ­ტონ­ზე ბევ­რად დი­დი ქა­ლაქი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ახ­ლა ჩვე­ნი გზა სა­ერთო საძ­ოვრებ­ზე გად­იოდა. მთელ ამ მი­და­მო­ში მხო­ლოდ აქა-იქ მი­მო­ფან­ტუ­ლი საც­ხოვრე­ბელი სახ­ლები მო­ჩან­და. ვიგ­რ­ძე­ნი, ლო­ვუ­დის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვებულ, უფ­რო მჭიდ­როდ და­სახ­ლებულ, სი­ცოცხ­ლი­თა და ხმა­უ­რით სავ­სე, თუმ­ცა არც ისე თვალ­წარ­მტაც და ნა­კ­ლე­ბად რო­მან­ტიკულ მხა­რეში მოვ­ხ­ვ­დი.
ცუ­დი გზებ­ისა და ბუ­რუ­სი­ა­ნი ღა­მის გა­მო, მე­ეტ­ლეს ცხე­ნი ტა­ატით მიჰ­ყავ­და. დარ­წმუნებული ვარ, სა­ათ­-ნა­ხევრის სა­ვალს თით­ქ­მის ორ სა­ათს მო­ვუნ­დით. ბო­ლოს, მე­ეტ­ლე მო­მიბ­რუნ­და და მითხ­რა:
- ახ­ლა უკ­ვე შორს აღ­არ ვართ თორ­ნ­ფილ­დი­დან.

კვ­ლავ გავ­იხე­დე სა­რკ­მელში. ეკ­ლეს­იას გვერ­დით ჩავ­უა­რეთ. შევ­ნიშნე მი­სი ფარ­თო, ცად აზი­დუ­ლი გუმ­ბა­თი. სწო­რედ ამ დროს სამ­რე­კლ­ოზე ზა­რის ხმა გაი­სმა. ეს ხმა სა­ათის მეო­თხედს აღნ­იშნავ­და. გო­რა­კის მახ­ლობლად მკრ­თა­ლად მბჟუ­ტავი სან­თ­ლის შუ­ქი მო­ჩან­და. მივ­ხ­ვ­დი, იქ სო­ფე­ლი ან და­სახ­ლებული ად­გი­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ასე, და­ახ­ლოებით ათი წუ­თის შემ­დეგ მე­ეტ­ლე კო­ფოდან ჩამ­ოვიდა, ალა­ყაფის ორი­ვე კა­რი გა­ა­ღო და შიგ­ნით შე­ვედით. ჩვენ უკ­ან კა­რი ჭრი­ა­ლით დაი­ხურა. ხეი­ვანს ნელ­-ნე­ლა მი­ვუყ­ვე­ბო­დით და ბო­ლოს დი­დი შე­ნო­ბის წინ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. არც ერთ ფან­ჯა­რაში შუ­ქი არ მო­ჩან­და. მხო­ლოდ ერ­თი, ფარ­დებჩ­ამ­ოფა­რებული სა­რკმ­ლიდან გამ­ოკრ­თოდა სი­ნათ­ლე. ეტ­ლი სა­დარ­ბაზო შე­სას­ვლელ­თან შე­ჩერ­და. კა­რი მსახ­ურმა ქალ­მა გაგ­ვიღო. ეტ­ლიდან ჩამ­ოვედი და შიგ­ნით შე­ვედი.

- გთხოვთ, აქეთ წამ­ობრძან­დეთ, ქალ­ბატონო, - მითხ­რა მსახ­ურმა გო­გო­ნამ და დი­დი, ოთხ­კუ­თხა დარ­ბაზ­იდან, რო­მელ­საც ირ­გ­ვ­ლივ მა­ღ­ალი კა­რი ჰქონ­და, რო­მელ­იღ­აც ოთახ­ში გამ­იყვა­ნა. ოთა­ხი გა­ნა­თებული იყო მო­ციმ­ცი­მე სან­თ­ლის შუ­ქი­თა და ბუ­ხარ­ში მო­გიზ­გი­ზე ცეცხ­ლის ალით. გზა­ში, ორი სა­ათის გან­მავ­ლობაში, სიბ­ნე­ლეს იმ­დე­ნად შე­ვეჩ­ვიე, რომ ოთახ­ში შეს­ვლისთა­ნა­ვე შუქ­მა თვა­ლი მომ­ჭ­რა. რო­გორც კი საგ­ნების გარ­ჩე­ვა შევ­ძელი, ჩემ წინ მე­ტად სას­იამოვნო სუ­რა­თი გა­დაი­შა­ლა.

წარ­მოიდგინეთ პა­ტა­რა და ლა­მაზი ოთა­ხი, მხი­ა­რუ­ლი ცეცხ­ლის პი­რას მრგვა­ლი მაგ­იდა; ძვე­ლებურ, მა­ღ­ალ­ზურგიან სა­ვარ­ძელში პა­ტა­რა, მე­ტად კო­პწიად ჩაც­მუ­ლი მან­დილოსანი შა­ვი აბ­რეშუმის კა­ბით, თოვ­ლი­ვით თეთ­რი მარ­მაშის წინ­საფ­რითა და თავ­ზე ქვრი­ვის თავ­საბ­ურავით. სწო­რედ ისეთ­ია მი­სის ფე­იერ­ფექსი, რო­გო­რიც წარ­მოვიდგინე, მხო­ლოდ ერ­თი გან­სხვა­ვებით: უფ­რო ნა­კ­ლე­ბად წარ­მოსა­დეგი და უფ­რო კე­თი­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლების. ის ქსოვ­და. მის ფერ­ხ­თით კი დი­დი კა­ტა გან­ცხ­რო­მით მოკ­ა­ლა­თებულიყო. ერ­თი სიტყ­ვით, ამ მყუდ­რო ოჯა­ხის იდი­ლი­ას არა­ფერი არღ­ვევ­და. ახალ­მო­სუ­ლი აღმ­ზრდელი ამა­ზე კარგ შეხ­ვედ­რას ვერც ინატ­რებ­და. თქვენ აქ ვერც თვა­ლის მომ­ჭ­რე­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა შე­გა­კრ­თობდათ და ვერც ვინ­მეს მედ­იდურობა შე­გაშ­ფოთებ­დათ. შე­ვედი თუ არა, ხან­ში შე­სუ­ლი მან­დილოსანი წამ­ოდგა და კე­თი­ლი ღი­მი­ლით იმ­წამ­სვე ჩემს შე­სახ­ვედ­რად გამ­ოე­მარ­თა.
- გა­მარ­ჯობა, ჩე­მო კარ­გო. ალ­ბათ, გზა­ში დაი­ქან­ცეთ; ჯონს ძალ­იან ნე­ლა დაჰ­ყავს ეტ­ლი. ვინ იცის, შეგ­ცივდათ კი­დეც. მო­დით ახ­ლოს, ბუ­ხარ­თან.

- თქვენ, ალ­ბათ, ქალ­ბატონი ფე­იერ­ფექსი ბრძან­დებით, - ვთქვი მე.
- დი­ახ, სწო­რად გამ­ოიცანით, დაბ­რძანდით, გე­თაყ­ვა.
მან თა­ვის სა­ვარ­ძელ­თან მი­მიყ­ვა­ნა, შა­ლი მომ­ხა­და და შე­ე­ცა­და, ჩე­მი ქუ­დის ბაფ­თები გამ­ოეხ­სნა. ვთხო­ვე, არ შეწ­უხებულიყო.

- ოჰ, ეს რა შეწ­უხე­ბა­ა. ხე­ლები მთლად გაგ­ყინვიათ სი­ცი­ვის­გან. ლი, სას­წრაფოდ შე­ამ­ზა­დეთ ცხე­ლი გრო­გი და ერ­თი-ორი ბუ­ტერ­ბ­რო­დი. აი, სა­კუ­ჭნაოს გა­სა­ღ­ებიც.
მან ჯი­ბი­დან ამ­ოიღო გა­სა­ღ­ე­ბების შე­კვ­რა, რო­გორც ეს დია­სახ­ლისებს სჩვევ­იათ, და მო­სამ­სახ­ურეს გა­დას­ცა.
- ახ­ლა კი ცეც­ხლთან უფ­რო ახ­ლოს მო­ი­წი­ეთ, - გა­ნაგრძო მან. - ალ­ბათ, ბარ­გი თან გაქვთ, არა, ჩე­მო ძვირ­ფა­სო?
- დი­ახ, ქალ­ბატონო.
- ახ­ლა­ვე ვუბ­რ­ძა­ნებ, თქვენს ოთახ­ში შეი­ტანონ, - თქვა ეს და აჩ­ქა­რებით გავ­იდა ოთახ­იდან.
"ისე მექ­ცე­ვა, თით­ქოს სტუმ­რად ვი­ყო მო­სუ­ლი, - გავ­იფიქრე, - სრუ­ლე­ბით არ მეგ­ონა, თუ ასე მი­მიღ­ებ­დნენ. მე ხომ მხო­ლოდ ცივ­სა და ქედ­მა­ღლურ შეხ­ვედ­რას ვე­ლო­დი. აღმ­ზრდე­ლებს ხომ ასე არ ხვდებ­იან. მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლი ჯერ ნა­ად­რევ­ია, ვნა­ხოთ".

მი­სის ფე­იერ­ფექსი მა­ლე დაბ­რუნდა. სა­კუ­თარი ხე­ლით აა­ლა­გა მაგ­იდიდან საქ­სო­ვი, რამ­დენ­იმე წიგ­ნი და გა­ა­თავ­ისუფლა ად­გი­ლი ლან­გ­რის­თ­ვის, რო­მე­ლიც ის იყო ლიმ შემ­ოიტა­ნა. მე­რე თა­ვი­სი ხე­ლით მო­მაწ­ოდა სას­მელი და ბუ­ტერ­ბ­რო­დიც. თავს უხერ­ხულად ვგრძნობ­დი, რად­გან აქამ­დე ჩემ­დამი ასე­თი ყუ­რა­დღ­ე­ბა არა­ვის გამ­ოუჩენ­ია. ახ­ლა კი ჩე­მი პატ­რო­ნი და ჩემ­ზე ბევ­რად მა­ღ­ლა მდგო­მი ადამ­იანი დი­დი მზრუნ­ვე­ლო­ბით მექ­ცეო­და. ნათ­ლად ჩან­და, ისეთს არა­ფერს აკ­ე­თებ­და, რაც მის ღი­რსე­ბას და­ამ­ცირებ­და. მეც გა­დავ­წყვიტე, მის თა­ვაზ­იან­ობას მშვი­დად შევ­ხვედროდი.
- ალ­ბათ, ამ სა­ღ­ამ­ოსვე შე­მეძ­ლე­ბა მის ფე­იერ­ფექსის გაც­ნობა? - ვი­კი­თხე და­ნაყ­რების შემ­დეგ.
- რა თქვით, ჩე­მო კარ­გო? ცო­ტა ყურს მა­კლ­ია, - მკი­თხა კეთ­ილმა ქალ­მა და ყუ­რი ჩემს ტუ­ჩებ­თან სულ ახ­ლოს მო­ი­ტა­ნა.
მე უფ­რო გა­რკ­ვევით გავ­იმეო­რე ჩე­მი შე­კი­თხვა.
- მის ფე­იერ­ფექსი? ოჰ! თქვენ, ალ­ბათ, მის ვა­რენსს კითხუ­ლობთ? თქვე­ნი მო­მა­ვალი მო­წა­ფის გვა­რი ვა­რენ­სია.
- მარ­თლა? მაშ, ის თქვე­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი არ არის?
- არა, მე სა­კუ­თარი ოჯა­ხი არა მაქვს.

მაი­ნტე­რე­სებ­და, რა ნა­თე­საო­ბა აკ­ავ­შირებ­დათ მა­სა და მის ვა­რენსს, მაგ­რამ მაშ­ინვე გა­მახ­სენ­და, ამ­დენი შე­კითხვის ერ­თბა­შად მი­ცე­მა უზ­რ­დელ­ობა იქ­ნებ­ოდა. გარ­და ამ­ისა, დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერს თა­ვის დრო­ზე შე­ვიტყობ­დი.
- ძალ­იან მი­ხარ­ია, - გა­ნაგრძო მან, რო­გორც კი ჩემს მო­პირ­დაპ­ირედ მდგარ სა­ვარ­ძელში ჩაჯ­და და კა­ტა მუხ­ლებ­ზე დაი­სვა. - ძალ­იან მი­ხარ­ია თქვე­ნი მოს­ვ­ლა. ახ­ლა ამ სახ­ლ­ში თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა მე­ტად სას­იამოვნო იქ­ნე­ბა. გარ­წმუნებთ, აქ ცხოვ­რე­ბას თა­ვი­სი სი­ლა­მა­ზე აქვს, რა დროც არ უნ­და იყოს. თორ­ნ­ფილ­დი მშვენ­იერი, ძვე­ლებური სა­სახ­ლე­ა. ამ ბო­ლო ხანს, მარ­თალ­ია, უპატ­რო­ნოდ მი­ატ­ოვეს, მაგ­რამ მა­ინც დი­დე­ბუ­ლი ად­გილია. ზამ­თ­რო­ბით მის ყვე­ლა­ზე მდიდ­რუ­ლად მოწყო­ბილ ოთა­ხებშიც კი მარ­ტოდმარტო შთე­ნი­ლი ადამ­იანის გულს საშ­ინელი სევ­და ეუ­ფლე­ბა. თუმ­ცა ლი მე­ტად კარ­გი გო­გო­ნა­ა, ჯო­ნი და მი­სი მე­უღ­ლეც მე­ტად თა­ვაზ­იანი ადამ­ია­ნები არ­იან, მაგ­რამ მათ, რო­გორც თა­ნასწორთ, ვე­რას­ოდეს ესაუ­ბრები. ხომ იცით, ისი­ნი მხო­ლოდ და მხო­ლოდ მო­სამ­სახ­ურე­ები არ­იან. მან­ძი­ლი ჩვენ­სა და მათ შო­რის მუ­დამ უნ­და გვახ­სოვდეს. თუ ასე არ მო­ვიქ­ცე­ვით, პატ­ივისცე­მა­სა და გავ­ლე­ნას და­ვკ­არ­გავთ. გა­სულ ზამ­თარს, ასე, ნო­ემ­ბრიდან თე­ბერ­ვლამ­დე (არ ვი­ცი, გახ­სოვთ თუ არა, მე­ტად მკ­აცრი ამ­ინდები დაი­ჭირა; ხან თოვ­და, ხან წვიმ­და, ხან ქა­რი ქრო­და), გარ­და ყას­ბისა და ფოს­ტალ­იონისა, ამ სახლს ადამ­იანის შვი­ლი არ გა­ჰკ­ა­რებ­ია. ზამ­თ­რის ასეთ გრძელ ღა­მე­ებში სი­მარ­ტოვისგან ჩემს გულს სევ­და იპყ­რობ­და. დრო­დად­რო ლის მო­ვუხ­მობ­დი ხოლ­მე, რა­მე წა­ე­კი­თხა. ვფიქ­რობ, საბ­რალო გო­გო­ნას ეს საქ­მიან­ობა მაი­ნცდა­მაინც არ სი­ამ­ოვნებ­და, მაგ­რამ თავს ძა­ლას ატან­და. გა­ზაფ­ხულსა და ზაფხულ­ში გაც­ილებით უკ­ე­თე­სად გრძნობს ადამ­იანი თავს. მზე ანა­თებს, დღე დიდ­დე­ბა და სრუ­ლი­ად სხვა ელ­ფერი ეძ­ლე­ვა აქაუ­რობას. ამ შე­მოდ­გო­მის დამ­დეგს პა­ტა­რა ადელ ვა­რენსი და მი­სი ძი­ძა გვეწ­ვივნენ. ბავ­შ­ვი ხომ მაშ­ინვე გამ­ოაც­ოცხლებს ხოლ­მე სახლს! ახ­ლა კი თქვენც ჩამ­ოხვედით და უფ­რო მხი­არ­ულად ვიქ­ნე­ბით.

გუ­ლი გა­მით­ბო ამ პატ­ივსა­ცემი მან­დი­ლოს­ნის სიტყ­ვებ­მა. სა­ვარ­ძელი უფ­რო ახ­ლოს მივ­წიე, სუ­ლი­თა და გუ­ლით მინ­დო­და, მი­სი იმე­დები გა­მე­მარ­თლებ­ინა და ამ ოჯახ­ში ჩემს შეს­ვლას მარ­თლაც ისე­თი სი­ამ­ოვნე­ბა მი­ენ­იჭებ­ინა მის­თ­ვის, რო­გორ­საც ელ­ოდა.

- ამა­ღ­ამ დიდ­ხანს აღ­არ და­გაყ­ოვნებთ, - მითხ­რა მან, - უკ­ვე თორ­მე­ტი სრულ­დე­ბა, თქვენ კი მთე­ლი დღის ნამ­გზავრი ხართ. და­ღლილი იქ­ნე­ბით. თუ ფე­ხები უკ­ვე გაგ­ითბათ, თქვენს სა­წოლ ოთა­ხამ­დე მი­გაც­ილებთ. მო­სამ­სახ­ურეს ვუბ­რ­ძა­ნე, თქვე­ნი ოთა­ხი ჩე­მი საძ­ინე­ბელი ოთა­ხის გვერ­დით მო­ემ­ზა­დებ­ინა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს ოთა­ხი პა­ტა­რა­ა, იმე­დი მაქვს, შე­ნო­ბის წი­ნა ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ოთა­ხებ­თან შე­და­რებით, ეს უფ­რო მო­გეწ­ონე­ბათ. მარ­თალ­ია, ავე­ჯი იქ უფ­რო დი­დი გემ­ოვნებ­ითაა შერ­ჩეული, მაგ­რამ ისე­თი გან­მარ­ტოებული და მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლია, რომ იქ არას­ოდეს ვი­ძი­ნებ.

მად­ლობა მო­ვახ­სე­ნე ასე­თი მზრუნ­ვე­ლო­ბის­თ­ვის. ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ და­ღლ­ილობას ვგრძნობ­დი და მზად ვი­ყა­ვი, მაშ­ინვე წავ­სულიყავი და­საძ­ინებ­ლად. ქალ­ბატ­ონმა ფე­იერ­ფექ­სმა სან­თელი აიღო და მეც უკ­ან გავ­ყევი. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სა­დარ­ბაზო კა­რი შე­ამ­ოწმა - ჩა­კ­ეტილი იყო თუ არა. სა­კ­ეტ­იდან გა­სა­ღ­ები გამ­ოიღო და მე­რე ზე­და სარ­თულისკ­ენ გა­ვე­მარ­თეთ. კი­ბის სა­ფეხ­ურები და მო­ა­ჯი­რი მუ­ხის ხის­გან იყო ნა­კ­ე­თები. კი­ბის თავ­ზე მა­ღ­ალი, ჩარ­ჩოებით პა­ტარ-­პა­ტა­რად და­ყო­ფი­ლი სა­რკმ­ლები და­ე­ტა­ნებ­ინათ. ეს სა­რკმ­ლები და გრძე­ლი დე­რე­ფანი, სა­დაც სა­წო­ლი ოთა­ხების კა­რები გამ­ოდიოდა, ეკ­ლეს­იას უფ­რო ჰგავ­და, ვიდ­რე საც­ხოვრე­ბელ სახლს. კი­ბე­ებ­სა და დე­რე­ფანში ისე­თი სი­ცი­ვე გა­მე­ფებულიყო, რო­გო­რიც სარ­და­ფებში იცის ხოლ­მე. ირ­გ­ვ­ლივ უსი­ხა­რუ­ლო გან­წყობილე­ბა, სი­ცარ­იე­ლე და გან­მარ­ტოებ­ულობა სუ­ფევ­და, ამ­იტომაც ძალ­იან გამ­იხარ­და, რო­დე­საც სა­ბო­ლო­ოდ ჩემს პა­ტა­რა, მაგ­რამ მთლად ახალ ყაი­და­ზე მოწყო­ბილ ოთახ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.

მი­სის ფე­იერ­ფექსი გულ­თ­ბი­ლად და­მემ­შვიდობა, ძი­ლი ნებ­ისა მი­სურ­ვა და მეც ჩე­მი ოთა­ხის კა­რი ჩავ­რა­ზე. ოთა­ხი და­კვ­ირვებით და­ვათ­ვალ­იე­რე. საშ­ინელი შთა­ბეჭ­დილე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ზე დიდ­მა დარ­ბაზ­მა, ჩაბ­ნე­ლებ­ულმა ფარ­თო კი­ბემ და ცივ­მა, გრძელ­მა დე­რე­ფან­მა მო­ახ­დინა, ჩემ­მა პა­ტა­რა და მყუდ­რო ოთახ­მა გა­ფან­ტა. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მთე­ლი დღის ფი­ზი­კუ­რი გა­და­ღლ­ისა და სუ­ლი­ე­რი მღ­ელ­ვა­რების შემ­დეგ საი­მედო თავ­შე­სა­ფარში ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. გუ­ლი მად­ლიე­რების გრძნო­ბით ამევ­სო. ჩე­მი სა­წო­ლის წინ მუხ­ლი მო­ვი­ყა­რე და მად­ლობა შევ­წირე მას, ვი­საც ის იმჟ­ა­მად ჩემ­გან ეკუ­თვნოდა. არ დამ­ვიწყებ­ია, სა­ნამ წამ­ოვდგებოდი, მას­ვე შევ­ვედ­რებოდი, რომ მო­მა­ვალშიც დამ­ხმა­რებ­ოდა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე; მოე­ცა ძა­ლა და ენერ­გია, ღი­რსეუ­ლად მე­პას­უხა იმ გულ­წ­რ­ფე­ლად გა­ღ­ებული სიკ­ეთისთვის, რო­მე­ლიც ჯერ არ და­მემ­სახ­ურებ­ინა. მო­მეჩ­ვე­ნა, რომ იმ ღა­მეს უკ­ვე ეკ­ლებ­ზე აღ­არ მეძ­ინა. ჩემს გან­მარ­ტოებულ ოთახს ში­ში არ ეკ­ა­რებ­ოდა. და­ღლ­ილსა და კმა­ყო­ფილს, ღრ­მად ჩა­მეძ­ინა. რო­დე­საც გავ­იღვ­იძე, უკ­ვე კარ­გად გა­ნა­თებულიყო.

ჩემს თვალს პა­ტა­რა, ნა­თელი ოთა­ხი წარ­მოუდგა. ლურ­ჯი ჩი­თის ფარ­დებში მზის სხი­ვე­ბი მხი­არ­ულად იჭ­ვ­რი­ტებ­ოდნენ და მის შუქ­ზე გა­რკ­ვევით ვხე­დავდი შპა­ლერით და­ფარულ კედ­ლებ­სა და ია­ტა­კ­ზე და­ფენილ ნოხს. აღ­ტა­ცებით შევ­ცქეროდი ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფერს და ვფიქ­რობ­დი, რო­გორ გან­სხვავ­დებ­ოდა ყო­ველ­ივე ეს ლო­ვუ­დის შე­ლეს­ილ-შე­ღ­ებილი კედ­ლებ­ისა და მთლად შიშ­ვე­ლი ია­ტა­კი­სგან. ახალ­გაზ­რდა­ზე გა­რეგნულ სი­ლა­მა­ზეს მუ­დამ დი­დი შთა­ბეჭ­დილების მოხ­დე­ნა შეუ­ძლია. ვიგ­რ­ძე­ნი, ახა­ლი ზღ­აპრული ხა­ნა იწყებ­ოდა ჩემს ცხოვ­რე­ბაში; ის ამ­იერ­იდან არა მარ­ტო უსი­ამ­ოვნე­ბა­სა და მძი­მე შრო­მას მი­ქად­და, არა­მედ ბედ­ნიე­რე­ბა­სა და სი­ხარ­ულსაც. ცხოვ­რე­ბის პი­რო­ბე­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, ვიგ­რ­ძე­ნი, ძა­ლა და უნა­რი მე­მა­ტებ­ოდა. ახალ­მა გა­რემომ იმე­დი ჩამ­ისა­ხა და გამ­ომაც­ოცხლა. არ ვი­ცი, რას მიმ­ზა­დებ­და ის, მაგ­რამ მა­ინც რა­ღ­აც იდუ­მა­ლი სი­ამ­ოვნებით ავ­სებ­და ჩემს გულს. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს არ მომ­ხ­და­რი­ყო დღ­ეს ან ხვალ, თუნ­დაც ერ­თი თვის შემ­დეგ, მაგ­რამ ოდეს­მე, მო­მა­ვალში, ხომ მოხ­დებ­ოდა.

ავ­დექი, საგ­ულდაგულოდ გამ­ოვეწ­ყვე. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, სა­დად ჩა­მეც­ვა, რად­გან ჩე­მი სა­მო­სი მუ­დამ გან­სა­კუ­თრებული უბ­რალ­ოებით გამ­ოირჩეო­და. ბუ­ნე­ბით კი ლა­ზათ­ია­ნად ჩაც­მა-­დახურვის მოყ­ვა­რუ­ლი ვი­ყა­ვი. არც იმ შთა­ბეჭ­დილებ­ისადმი ვრჩე­ბო­დი გულ­გ­რი­ლი, რო­მელ­საც მე თვით ვახ­დენდი საზ­ოგად­ოე­ბაში. პი­რი­ქით, რად­გან სი­ლა­მა­ზე ხელს არ მიწყობ­და, მუ­დამ მინ­დო­და, მიმ­ზიდ­ვე­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და კარ­გი შთა­ბეჭ­დილე­ბაც მო­მეხ­დინა მნახ­ველ­ზე. ხან­და­ხან გუ­ლის­ტ­კი­ვილსაც კი გან­ვიც­დი­დი, რომ ბუ­ნე­ბამ უფ­რო მე­ტი სი­ლა­მაზით არ და­მაჯ­ილდოვა; ვნატ­რობ­დი, მქო­ნო­და ვარ­დისფერი ლო­ყე­ბი, სწო­რი და თლი­ლი ცხვი­რი, პა­წაწ­ინა, ალ­უბლისფერი ტუ­ჩე­ბი, მა­ღ­ალი, წერ­წე­ტა ტა­ნი და სხე­უ­ლის ჩა­მოს­ხ­მუ­ლი ფორ­მე­ბი. ჩე­მი პა­ტა­რა ტა­ნად­ობა, სი­ფერ­მკრ­თა­ლე, არას­წო­რი და მკ­ვეთრი სა­ხის ნა­კვ­თები ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დიდ უბედ­ურე­ბად მი­მაჩ­ნდა. რა­ტომ მქონ­და ასე­თი მის­წ­რა­ფე­ბანი ან რა­ტომ გან­ვიც­დი­დი სი­ნა­ნულს? ჩე­მი თავ­ისთვისაც ვერ ამეხ­სნა. თუმ­ცა, ვინ იცის, იქ­ნებ მი­ზე­ზიც მქონ­და, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი და ლო­გი­კუ­რი. თმა საგ­ულდაგულოდ დავ­ივარც­ხნე, შა­ვი კა­ბის ჩაც­მა ვარ­ჩიე. კა­ბა სულ უბ­რა­ლოდ იყო შე­კ­ერილი. მას მხო­ლოდ თოვ­ლი­ვით თეთ­რი გუ­ლის­პი­რი ამ­შვე­ნებ­და და ძალ­ია­ნაც მიხ­დებ­ოდა. ვი­ფიქ­რე, სა­კ­მაოდ დარ­ბაისლური შე­სა­ხე­დაობით წარ­ვმდგარ­იყავი მი­სის ფე­იერ­ფექსის წი­ნა­შე. ვცდი­ლობ­დი, ჩემს მოს­წავ­ლე­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დილე­ბა მო­მეხ­დინა და პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რისთა­ნა­ვე მოვ­წო­ნე­ბო­დი. სა­რკ­მელი გამ­ოვა­ღ­ე, თვა­ლი მო­ვავ­ლე ჩემს მაგ­იდას, მინ­დო­და დავ­რწმუნებ­ულიყავი, რომ ყვე­ლა­ფერს რიგ­ზე ვტო­ვებ­დი და ოთახ­იდან გა­ვედი.

გავ­ია­რე გრძე­ლი და მო­ფარ­და­გებული დე­რე­ფანი; და­ვეშვი გაპ­რია­ლებული მუ­ხის კი­ბის სა­ფეხ­ურებ­ზე; დარ­ბაზში შე­ვედი; იქ ერ­თი წუ­თით შევ­ჩერდი და კედ­ლებ­ზე სუ­რა­თებს ვათ­ვალ­იე­რებდი (ერ­თზე, რამ­დე­ნა­დაც მახ­სოვს, გამ­ოსახული იყო ბეგ­თარში ჩამ­ჯდარი პირ­ქუ­ში მა­მა­კ­აცი, მეო­რე­ზე კი - ქალ­ბატონი, შე­პუდ­რუ­ლი თმი­თა და მარ­გალიტის ყელ­სა­ბამით). შევ­ყურებდი დიდ, ოქ­როს­ფერ, მბრჭყვი­ნავ ლამ­პას, რო­მე­ლიც ჭე­რის შუ­ა­გულ­ში ეკი­და, კედ­ლის უზარ­მა­ზარ, შავ სა­ათს, რომ­ლის მუ­ხის ხის ჩარ­ჩო ჟამ­თა სვლა­სა და წმენ­დას ბა­ნო­ზის ხე­სავით ჩა­ემ­უქებ­ინა. ჩემს თვალ­ში ყვე­ლა­ფერი გან­სა­კუ­თრებული და დი­დე­ბუ­ლი ელ­ფერით ბრწყი­ნავ­და. ასეთ თვალ­ისმომჭრელ სიმ­დიდ­რეს მიჩ­ვე­უ­ლი არ ვი­ყა­ვი. ნა­ხევ­რამ­დე მი­ნის კა­რი ღია დამ­ხვდა. კა­რის ზღურბლს გა­და­ვაბ­იჯე და გა­რეთ გა­ვედი. შე­მოდ­გო­მის მშვენ­იერი დი­ლა იყო. ად­რეული მზის სხი­ვე­ბი სა­ამ­ურად ბრწყი­ნავ­და სხვა­დას­ხვაფ­რად შე­ფოთ­ლილ ხეი­ვნებ­სა და ჯერ კი­დევ მწვა­ნედ მო­ბი­ბი­ნე მინ­დ­ვ­რებ­ზე. მწვა­ნე მოლს გავ­ყევი და შე­ნო­ბის წი­ნა მხა­რის თვალ­იე­რე­ბა დავ­იწყე. ეს სამ­სარ­თულიანი შენ­ობა, სი­მა­ღ­ლეს­თან შე­და­რებით, არც ისე ფარ­თო მო­გეჩ­ვე­ნებ­ოდათ, მაგ­რამ, უნ­და ით­ქ­ვას, სა­კ­მაოდ დიდ სა­სახ­ლეს ჰგავ­და. ეს ხომ ჯენ­ტლმენის კე­თილ­მოწყო­ბი­ლი საც­ხოვრე­ბელი ბი­ნა იყო და არა რო­მელ­იმე წარ­ჩინებული პი­რის სახ­ლ-კ­არი. სახ­ურავის გარ­შემო ქონ­გუ­რე­ბი შენ­ობას თვალ­წარ­მტაც იერს მა­ტებ­და. სა­სახლის ნაც­რისფერი წი­ნა ნა­წი­ლი მკ­ვეთ­რად გამ­ოირჩეო­და უკ­ა­ნა ხედ­ისგან, სა­დაც უამ­რავი ჭილ­ყ­ვა­ვი ბუ­დობ­და. ისი­ნი ყვა-­ყვას ჩხა­ვი­ლით თავს დას­ტრია­ლებ­დნენ მწვა­ნედ აბ­იბინებულ ეზოს; უფ­რო შორ­საც მიფ­რი­ნავ­დნენ, თვალ­უწვდე­ნელი მინ­დ­ვ­რებ­ისკ­ენ, რომ­ლე­ბიც ეზ­ოსგან სა­კ­მაოდ მოძ­ვე­ლებული და და­რღ­ვეული ღო­ბით იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. ეზოს გა­და­ღ­მა უამ­რავი ძველ­თაძ­ველი, ფეს­ვმა­გარი, კუ­ნძებით დახ­ორკლილი და ბერ­მუხებივით ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი ეკ­ლის ხე­ები ჩამ­წკრ­ივებულიყო. ეს გა­რემ­ოე­ბა მაშ­ინვე გატ­ყობინებ­დათ, თუ რა­ტომ შერ­ქმეო­და ამ კარ­-მი­და­მოს თორ­ნ­ფილ­დი. უფ­რო მო­შო­რე­ბით გო­რა­კ­ები მო­ჩან­და, არც ისე­თი მა­ღ­ალი და ცი­ცა­ბო, რო­გო­რიც ლო­ვუდ­ში მე­ნა­ხა. ეს მა­ღ­ალი ბორ­ც­ვე­ბი მო­გაგ­ონებ­დათ იმ გამ­ყოფ ბარ­იერს, რო­მე­ლიც აღ­მართულიყო მა­სა და სი­ცოცხ­ლით მჩქე­ფა­რე გა­რე სამ­ყაროს შო­რის. მაგ­რამ ეს მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი და უკ­აც­რიელი გო­რა­კ­ები, რომ­ლე­ბიც გარს ეკვ­რნენ თორ­ნ­ფილდს, მას გან­მარ­ტოებულ სა­ვა­ნედ ხდიდ­ნენ. სრუ­ლე­ბით არ მო­ვე­ლო­დი, რომ მილ­კო­ტის, ამ აუ­რზაურით სავ­სე ქა­ლაქის ახ­ლოს ასეთ მყუდ­რო ად­გილებს ვი­ხი­ლავ­დი. ერ­თ-ერ­თი გო­რა­კის ფერ­დობზე პა­ტა­რა სო­ფე­ლი შე­ფენილიყო. მო­ჩან­და აქა-იქ მი­მო­ფან­ტუ­ლი სახ­ლების სახ­ურა­ვები, რომ­ლებ­საც მა­ღ­ალი ხე­ები ფა­რავ­და. სოფ­ლის ეკ­ლეს­ია თორ­ნ­ფილ­დ­თან უფ­რო ახ­ლოს იყო. ამ ეკ­ლესიის ძვე­ლი გუმ­ბა­თი სახ­ლსა და ჭიშკ­არს შო­რის აღ­მართულ ბორცვს გად­მოჰყურებ­და.

ჯერ ისევ სი­ამ­ოვნებით შევ­ყურებდი მყუდ­რო­ე­ბით მო­ცულ არე­მა­რეს, ვტკ­ბებოდი დი­ლის მაც­ოცხლე­ბელი სუფ­თა ჰა­ერით, ყურს ვუგ­დებ­დი ჭილ­ყ­ვავ­თა ჩხა­ვილს, და­კვ­ირვებით ვათ­ვალ­იე­რებდი შე­ნო­ბის ფარ­თო ძვე­ლებურ წი­ნა­ხედს და ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, რამ­დე­ნად დი­დი იყო ეს სა­სახ­ლე ისე­თი მარ­ტოხე­ლა ქა­ლის­თ­ვის, რო­გო­რიც მი­სის ფე­იერ­ფექსი გახ­ლდათ, რომ სწო­რედ ამ დროს კარ­ში ეს მან­დილოსანიც გამ­ოჩნდა.

- უკ­ვე ამ­დგარ­ხართ? - მკი­თხა მან, - რო­გორც ვხე­დავ, ად­რე ად­გომა გყვა­რებ­იათ.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. ის ალერ­სია­ნად მო­მე­სალ­მა, გულ­თ­ბი­ლად ჩამ­ომარ­თვა ხე­ლი და მა­კო­ცა.
- რო­გორ მო­გეწ­ონათ თორ­ნ­ფილ­დი? - მკი­თხა მან. ვუ­პას­უხე, ძალ­იან მომ­წონს-მეთ­ქი.
- დი­ახ, - თქვა მან, - ეს მარ­თლაც მშვენ­იერი ად­გილია; მაგ­რამ ვში­შობ, ყვე­ლა­ფერი აი­რ-დაი­რე­ვა, თუ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი არ გა­დაწ­ყვეტს, უფ­რო ხში­რად გვეს­ტუმ­როს ან მუდ­მი­ვად აქ და­სახ­ლდეს საც­ხოვრებ­ლად. ასე­თი დი­დი სა­სახ­ლე და მა­მუ­ლი მფლო­ბე­ლის მუდ­მივ მეთ­ვალ­ყურეო­ბას მო­ითხოვს.
- ვინ არის მის­ტერ რო­ჩეს­ტერი? - წამ­ოვიძა­ხე მე.
- თორ­ნ­ფილ­დის პატ­რო­ნი, - მი­პას­უხა მან მშვი­დად. - არ იცით, გა­ნა, რომ მი­სი გვა­რი რო­ჩეს­ტერ­ია?
რა­სა­კვ­ირველ­ია, არ ვი­ცო­დი. არა­ფერი მსმენ­ოდა მას­ზე. ჩან­და, ეს ხან­ში შე­სუ­ლი ქალ­ბატონი ფიქ­რობ­და, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლას უნ­და ცნო­ბო­და, ან ალ­ღო­თი მა­ინც უნ­და მიმ­ხ­ვ­და­რი­ყო, ვინ იყო იგი.
- მეგ­ონა, - გან­ვაგ­რძე მე, - თორ­ნ­ფილ­დი თქვენ გე­კუ­თვნოდათ.
- მე? ღმერ­თი იყოს თქვე­ნი მფარ­ველი, ჩე­მო ბავ­შ­ვო, ეს რამ გაფ­იქრებ­ინათ? მე მხო­ლოდ მა­ბარ­ია ეს სახ­ლ-კ­არი. რო­ჩეს­ტე­რებს დე­დის მხრი­დან ვე­ნა­თე­სა­ვები, უფ­რო სწო­რად, ჩე­მი მე­უღ­ლე ენა­თე­სა­ვებ­ოდა. ის მღვ­დელი იყო და, აი, იმ პა­ტა­რა სო­ფელ ჰე­ის ეკ­ლეს­იაში წი­რავ­და, გო­რა­კ­ზე რომ მო­ჩანს. ჩვენს ჭიშკ­არ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ეკ­ლეს­იაც მას ეკუ­თვნოდა. ჩვე­ნი პატ­რო­ნის, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის დე­და გვა­რად ფე­იერ­ფექსი იყო და ჩემს მე­უღ­ლეს გა­რე ბი­ძაშ­ვილად ერ­გებ­ოდა. ამ ნა­თე­საობით მე არას­ოდეს ვსარ­გებლობ. სი­ნამ­დვილეში, ეს არც არა­ფერს ნიშ­ნავს ჩემ­თ­ვის. მე მხო­ლოდ ამ სახ­ლის მოვ­ლა-­პატ­რონობა მა­ვალ­ია. ჩე­მი პატ­რო­ნი ყო­ველ­თ­ვის პატ­ივისცემით მეპ­ყრობა და მეც მეტს არა­ფერს ვითხოვ.

- მაშ, ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა, ჩე­მი მო­წა­ფე, ვინ არის?
- მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერი უწევს მეუ­რვეო­ბას. მან­ვე და­მა­ვა­ლა, ბავ­შ­ვის­თ­ვის აღმ­ზრდელი მეშ­ოვა. რო­გორც ჩანს, სურს, გო­გო­ნა აქ აღი­ზარდოს. აი, ისიც აქეთ მო­დის თა­ვის ბონ­ნე-სთან ერ­თად, რო­გორც ის თა­ვის ძი­ძას ეძა­ხის.
გამ­ოცა­ნა ამ­ოიხსნა. ეს გულ­თ­ბი­ლი და კე­თი­ლი პა­ტა­რა ქვრი­ვი არ იყო ის დი­დე­ბუ­ლი ქალ­ბატონი, რო­გორც მე წარ­მოვიდგინე. ისიც ჩემ­სავით სხვა­ზე დამ­ოკი­დებული ადამ­იანი აღმ­ოჩნდა. ამის გა­მო მას ჩემს თვალ­ში ფა­სი არ და­უკ­არ­გავს. პი­რი­ქით, ვგრძნობ­დი, უფ­რო მე­ტად ნას­იამ­ოვნები დავ­რ­ჩი, რომ სი­ნამ­დვილეში ჩვენ უფ­ლებ­რივად თა­ნასწორნი აღ­მოვ­ჩ­ნ­დით და მი­სი ჩემ­დამი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა თავ­მდაბლობით არ აი­ხსნებ­ოდა; მით უკ­ე­თესი. ამ­იერ­იდან მე უფ­რო თავ­ისუფლად შე­მეძლო მეგ­რ­ძ­ნო თა­ვი.

ჯერ კი­დევ ამ ფიქ­რე­ბით ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, რომ ეზო­ში, მწვა­ნე მოლ­ზე გამ­ოჩნდა პა­ტა­რა გო­გო­ნა ძი­ძის თან­ხლებით. ის სირ­ბი­ლით მოგ­ვი­ახ­ლოვდა. და­კვ­ირვებით შევ­ხე­დე ჩემს მო­წა­ფეს, რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად, რო­გორც ჩანს, ვერც შემ­ნიშნა. ის ჯერ კი­დევ სულ პა­ტა­რა იყო, ასე შვი­დი-რვა წლი­სა, გამ­ხდარი, ფერ­მკრ­თალი, სა­ხის პა­წაწ­ინა ნა­კვ­თებით, მეტ­ისმე­ტად ხში­რი თმით, რო­მე­ლიც კუ­ლულე­ბად ეფ­ინებ­ოდა წე­ლამ­დე.
- დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, მის ადელ, - მიე­სალ­მა მი­სის ფე­იერ­ფექსი, - მო­დი ჩვენ­თან. აი, შე­ნი მას­წავ­ლე­ბელი. მი­სი წყა­ლო­ბით ლე­დი გახ­დები.
გო­გო­ნა მოგ­ვი­ახ­ლოვდა.
- ც"ესტ ელ­ლე მა გო­უ­ვერ­ნან­ტე? - ჰკი­თხა მან ფრან­გულად თა­ვის გამ­დელს და ჩემ­ზე მი­უ­თი­თა.
- მა­ის ოუი, ცერ­ტა­ი­ნე­მენტ, - უპას­უხა მან.
- უცხოე­ლები არ­იან? - ვკი­თხე გან­ცვიფრებ­ულმა, რო­დე­საც მა­თი ფრან­გულ ენა­ზე საუ­ბარი მო­ვის­მი­ნე.
- ძი­ძა ფრან­გია. ადე­ლი კო­ნტინენ­ტზე დაი­ბა­და. დარ­წმუნებული ვარ, იქი­დან ფე­ხი არ­სად გაუ­დგამს და მხო­ლოდ ამ ექ­ვ­სი თვის წინ ჩამ­ოვიდა აქ. პირ­ვე­ლად ინ­გ­ლი­სუ­რად ერ­თი სიტყ­ვის თქმაც არ შე­ეძლო. ახ­ლა ასე თუ ისე ახერ­ხებს საუ­ბარს, მაგ­რამ მას მა­ინც ვერ ვუ­გებ, ინ­გ­ლი­სურ­სა და ფრან­გულს ერ­თმა­ნეთში ურევს. იმე­დი მაქვს, თქვენ მა­ინც გაუ­გებთ კარ­გად.

სა­ბედ­ნიეროდ, ფრან­გუ­ლი ენა ჯერ კი­დევ ლო­ვუდ­ში, ფრან­გი ქა­ლის, მა­დამ პი­ერ­ოსგან შევ­ისწავ­ლე. დროს გამ­ოვნა­ხავდი თუ არა, შემ­თხვე­ვას ხელ­იდან არ ვუშ­ვებ­დი და მას­თან ვსა­უბ­რობ­დი. გარ­და ამ­ისა, ბო­ლო შვი­დი წლის გან­მავ­ლობაში ყო­ველ­დღე ზეპ­ირად ვსწავ­ლობ­დი ნაწ­ყვე­ტებს ფრან­გუ­ლი ლი­ტე­რატ­ურიდან. დი­დი შრო­მა და წვა­ლე­ბა დამ­ჭირდა იმის­თ­ვის, რომ სწო­რად მე­ლა­პა­რა­კ­ა, ვბა­ძავდი ჩე­მი მას­წავ­ლებლის მეტ­ყვე­ლე­ბას. იმე­დი მქონ­და, მად­მუა­ზელ ადელ­თან საუ­ბარი არ გამ­იძნელ­დებ­ოდა. გო­გო­ნამ გაი­გონა თუ არა, რომ მი­სი აღმ­ზრდელი ვი­ყა­ვი, მო­მი­ახ­ლოვდა და ხე­ლი ჩამ­ომარ­თვა. რო­ცა ის სა­საუზმოდ შინ შევ­იყვა­ნე, გზა­ზე მშობ­ლი­ურ ენა­ზე გამ­ოვე­ლა­პა­რა­კ­ე. თავ­დაპ­ირვე­ლად ძალ­იან მოკ­ლედ და უხა­ლი­სოდ მპას­უხობდა. მაგ­იდას შემ­ოვუსხედით. ის დიდ­ხანს მა­კვ­ირდებ­ოდა თა­ვი­სი დი­დი და მუ­ქი თაფ­ლისფერი თვა­ლებით. არ ვი­ცი, რა მოხ­და, მაგ­რამ ბავ­შვმა გუ­ნე­ბა გამ­ოიცვა­ლა და ჩემ­თან თავ­ისუფლად და­იწყო ტი­ტი­ნი.

- ოჰ, - წამ­ოიძა­ხა მან ისევ ფრან­გულად, - თქვენ ჩემს მშობ­ლი­ურ ენა­ზე ისე­ვე კარ­გად ლა­პა­რა­კობთ, რო­გორც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. მე ახ­ლა თქვენ­თან ისე­ვე შემ­იძლია საუ­ბარი, რო­გორც მას­თან და სო­ფის­თან. გან­სა­კუ­თრებით, ეს სო­ფის­თ­ვის იქ­ნე­ბა სას­იამოვნო. ის აქ ვე­რავის ელა­პა­რა­კ­ე­ბა. მა­დამ ფე­იერ­ფექსი მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე ლა­პა­რა­კობს. იცით, სო­ფი ჩე­მი ძი­ძა­ა. ის ჩემ­თან ერ­თად ჩამ­ოვიდა აქ დი­დი გე­მით. ამ გე­მის სა­კ­ვამ­ლე მი­ლი იცით, რო­გორ ბო­ლავ­და! ოჰ, რო­გორ ბო­ლავ­და! მე და სო­ფის გემ­ზე გუ­ლი გვე­რეო­და და სი­სუს­ტეს ვგრძნობ­დით. მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც ჩვენს დღ­ეში ჩა­ვარ­და. ის დი­ვან­ზე იწ­ვა ერთ ლა­მაზ ოთახ­ში, რო­მელ­საც სა­ლონს ეძახ­დნენ. მე და სო­ფის კი სხვა ოთახ­ში გვქონ­და პა­ტა­რა საწ­ოლები. კი­ნა­ღ­ამ გად­მოვვარდი ჩე­მი საწ­ოლიდან. ის უფ­რო თა­როს წა­ა­გავ­და და, მად­მუა­ზელ, რა გვა­რი ხართ?

- ეარი, ჯე­ინ ეარი.
- აირი? ოჰ, რა ძნელ­ია თქვე­ნი გვა­რის სწო­რად გამ­ოთქმა. დი­ახ, იმას მო­გახ­სე­ნებდით, ჩვე­ნი გე­მი უთენ­ია გა­ჩერ­და ერთ დიდ ქა­ლაქში. ეს იყო თვალ­უწვდე­ნელი ქა­ლაქი, ბნე­ლი სახ­ლებ­ითა და მხრჩო­ლა­ვი სა­კ­ვამ­ურებით. ოჰ, ის სრუ­ლე­ბით არ ჰგავ­და იმ სუფ­თა და ლა­მაზ ქა­ლაქს, საი­და­ნაც წამ­ომიყვა­ნეს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ხელ­ში ამ­იყვა­ნა, სა­ნამ ნა­პირს მი­ვა­ღ­წევდით. სო­ფი ჩვენ უკ­ან მო­დი­ო­და. მე­რე ყვე­ლანი ეტ­ლ­ში ჩავ­სხედით. ეტ­ლმა კი მშვენ­იერ დიდ სა­სახ­ლეს­თან მოგ­ვიყ­ვა­ნა. ის გაც­ილებით დი­დი და ლა­მაზ­ია ამ სახ­ლთან შე­და­რებით. მას, მგო­ნი, სას­ტუმ­როს უწო­დე­ბენ. იქ ჩვენ და­ახ­ლოებით ერთ კვ­ირას დავ­რ­ჩით. მე და სო­ფი ყო­ველ­დღე დავ­სეირნობდით ბა­ღში, რო­მე­ლიც სავ­სე იყო უზარ­მა­ზარი მწვა­ნე ხე­ებით და მას პა­რკს ეძახ­დნენ. ჩემ გარ­და იქ უამ­რავი ბავ­შ­ვი ირეო­და. ხე­ლოვ­ნუ­რი ტბა სავ­სე იყო ლა­მაზი ფრინ­ვე­ლებით, რო­მელ­თაც მე ნამ­ცე­ცებით ვკ­ვე­ბავდი.
- ნუ­თუ გეს­მით მი­სი, ასე სწრა­ფად რომ ტიკტ­იკ­ებს, - მკი­თხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა.
მშვენ­ივრად მეს­მოდა, რად­გან შეჩ­ვეული ვი­ყა­ვი მა­დამ პი­ე­როს სწრაფ საუ­ბარს.
- მინ­დო­და, - გა­ნაგრძო კეთ­ილმა ქალ­მა, - გე­კი­თხათ რაი­მე მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ. ნე­ტავ, თუ ახ­სოვს ისი­ნი?
- ადელ, - ვკი­თხე მე, - ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დი იმ სუფ­თა და მშვენ­იერ ქა­ლაქში, რომ­ლის შე­სა­ხებ ახ­ლა მე­ლა­პა­რა­კ­ებოდი?
- ვიდ­რე დე­და წმინ­და მარ­იამ­თან წავ­იდოდა, მას­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ის ცე­კ­ვას, სიმღ­ე­რა­სა და ლექ­სების კი­თხვას მას­წავ­ლიდა. დე­დას­თან უამ­რავი სტუ­მა­რი დად­იოდა. მათ წი­ნა­შე ვცე­კ­ვავდი, ხან კი მუხ­ლებ­ზე დამ­ისვამ­დნენ და მა­მღ­ე­რებ­დნენ. ოჰ, რო­გორ მიყ­ვარ­და ასე­თი სა­ღ­ამ­ოები. გინ­დათ, გიმღ­ეროთ ახ­ლა?

ამას­ობაში საუ­ზმე დამ­თავ­რდა და ნე­ბა დავ­რთე, გამ­ოე­მჟ­ღ­ავ­ნებ­ინა თა­ვი­სი ცოდ­ნა. ის ჩამ­ოვიდა სკ­ამ­იდან, მო­მი­ახ­ლოვდა და ჩემს მუხ­ლებ­ზე მო­იკ­ა­ლა­თა. შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლებით ხე­ლები ერ­თმა­ნეთს გა­და­აჭდო, კუ­ლულები შე­არ­ხია, უკ­ან გა­დაი­ყა­რა, თვა­ლები ჭერს მი­აპყ­რო და სიმღ­ე­რა და­იწყო. ის მღ­ერ­ოდა არ­იას რო­მელ­იღ­აც ოპერ­იდან. ამ არ­იაში მი­ტო­ვე­ბუ­ლი ქა­ლი დას­ტი­რის სატ­რ­ფოს ვე­რაგულ საქ­ციელს და ნუ­გე­შად სია­მა­ყეს მო­უხ­მობს. უბ­რ­ძა­ნებს მო­ახ­ლეს, გამ­ოაწყოს ის ყვე­ლა­ზე მდიდ­რულ სა­მოს­ში, შე­ა­მკოს უმ­შ­ვენ­იე­რესი სა­მკ­აუ­ლებით; სურს, ბალ­ზე შეხ­ვდეს მუ­ხა­ნათ სატ­რ­ფოს და დაუ­მტკიცოს, რომ სრუ­ლე­ბით არ მოქ­მე­დებს მას­ზე მი­სი ცბიე­რე­ბა.
სიმღ­ერის თე­მა ძალ­იან ცუ­დად შე­ერ­ჩიათ პა­ტა­რა მომღ­ერლისთვის. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ამ სიმღ­ერის მი­ზა­ნი სწო­რედ ის იყო, რომ ეჭ­ვიან­ობისა და სიყ­ვა­რუ­ლის გამ­ომსახ­ველი მელ­ოდია ამ მტრე­დი­ვით მოღ­უღუ­ნე უმა­ნკო ბავ­შვისგან მო­ეს­მიანთ. ჩე­მი აზ­რით, ეს მა­თი და­ბალი გემ­ოვნების და­მა­დას­ტურე­ბელი ნი­შა­ნი გახ­ლდათ.

რომანი იდება ყოველდღე
წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ia
ფრიად ნიჭიერი ქალბატონი შარლოტა ბრონტე, მართლაც უვდავი ნაწარმოები შექმნა! ძალიან კარგია, რომ გაიხსენეთ და გაგვახსენეთ!კინოსახეებიდან არცერთი არ მომწონს დიდად, განსაკუთრებით როჩესტერი არ გავს ნაწარმოების პერსონაჟს.მაგრამ რეჟისორებს ორიგინალობა უყვართ...
15:28 / 17-01-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93