ნოველები

ჯეინ ეარი. თავი მეთერთმეტე

ჯეინ ეარი. თავი მეთერთმეტე
ადელ­მა სიმღ­ე­რა მე­ლო­დი­უ­რო­ბის თვალ­საზრისით სა­კ­მაოდ სწო­რად შე­ას­რულა და, მის ასა­კ­თან შე­ფარ­დებით, ბა­ლღური გულ­წ­რ­ფელ­ობითაც. და­ამ­თავ­რა თუ არა, ჩე­მი მუხ­ლებ­იდან ჩამ­ოხტა და გან­მიცხა­და.

- ახ­ლა კი, მად­მუა­ზელ, რო­მელ­იმე ლექსს წაგ­იკი­თხავთ.
კვ­ლავ ახა­ლი პო­ზა მი­ი­ღო და და­იწყო: - La Ligue des rats: fable de la fontaine.
უჩ­ვე­უ­ლოდ მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ ასეთ პა­ტა­რას შე­ეძლო იგავ­-ა­რა­კის ნაწ­ყვეტის კი­თხვა ასე­თი ჟეს­ტიკუ­ლაციით, ხმის მოქ­ნი­ლო­ბით, პუნ­ქ­ტუ­აც­იისა და მახ­ვი­ლის ზუს­ტი დაც­ვით. ამას­თა­ნა­ვე, ჩან­და, რომ ეს ყვე­ლა­ფერი მას­ში მე­ტად ფრთხი­ლი და და­კვ­ირვებული წვრთნის შე­დე­გად გამ­ოემ­უშა­ვებ­ინათ.

-
ასე­თი კი­თხვა დე­დამ გას­წავ­ლა? - ვკი­თხე მე.
- დი­ახ. მას სწო­რედ ასე უყ­ვარ­და წარ­მოთქმა: Qu"avez-vous donc? lui dit un de ces rats; parles! ის მაი­ძულებ­და ამეწ­ია ხე­ლი, აი, ასე, რომ შე­კითხვის დროს ხმის ამა­ღ­ლე­ბა არ დამ­ვიწყებ­ოდა, ახ­ლა კი, ნე­ბა მო­მე­ცით, ვი­ცე­კვო.

- არა, ჯერ­ჯერობით ესეც სა­კ­მარ­ისია. ახ­ლა ის მითხა­რი, ვის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­დი მას შემ­დეგ, რაც დე­და წმინ­და მარ­იამ­თან გა­ემ­გზავ­რა.
- მა­დამ ფრე­დერ­იკ­სა და მის მე­უღ­ლეს­თან. ის მივ­ლი­და, თუმ­ცა ჩე­მი ნა­თე­სავი არ ყო­ფი­ლა. ჩე­მი აზ­რით, ის ძალ­იან ღა­რი­ბი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან მას ისე­თი დი­დე­ბუ­ლი ბი­ნა არ ჰქონ­და, რო­გო­რიც დე­დას. მათ­თან დიდ­ხანს არ დავ­რჩენ­ილვარ. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა მკი­თხა, მსურ­და თუ არა წა­მოვ­ყო­ლო­დი და მას­თან ერ­თად მეც­ხოვრა ინ­გ­ლის­ში. რა თქმა უნ­და, დავ­თანხმდი; მას ხომ მა­დამ ფრე­დერ­იკ­ზე უფ­რო ად­რე ვიც­ნობ­დი. ძალ­იან კე­თი­ლი იყო ჩემ­დამი; ყო­ველ­თ­ვის ლა­მაზი კა­ბებ­ითა და სა­თა­მაშ­ოებით მა­საჩ­უქრებ­და. მაგ­რამ, რო­გორც ხე­დავთ, მან თა­ვი­სი დაპ­ირე­ბა არ შე­ას­რულა; ჩამ­ომიყვა­ნა ინ­გ­ლის­ში და თვი­თონ უკ­ან გა­ემ­გზავ­რა; ამის შემ­დეგ თვა­ლიც არ მო­მიკ­რავს.

სა­უზ­მის შემ­დეგ მე და ადე­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში დავ­ბ­რუნ­დით. რო­გორც ჩან­და, ეს ოთა­ხი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მი­თი­თე­ბით სა­კ­ლასო ოთა­ხად უნ­და ყო­ფი­ლი­ყო გამ­ოყე­ნებული. წიგ­ნე­ბის უმე­ტეს­ობა ჩა­კ­ეტილი ჰქონ­და მი­ნისკ­ა­რებ­იან კა­რა­დებში. ერ­თი კა­რა­და ღია და­ეტ­ოვებ­ინათ. იქ ნა­ხავდით ყვე­ლა სა­ხელ­მძღ­ვა­ნელოს, რაც სა­ჭი­რო იყო დაწ­ყებითი გა­ნათ­ლებისთვის. იოლად სა­კი­თხავი წიგ­ნე­ბი, პო­ეზ­ია, ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბა­რი, მოგ­ზაუ­რობანი და სხვა რამ­დენ­იმე რო­მა­ნი. ვფიქ­რობ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ვა­რაუ­დობდა, ყვე­ლა­ფერი ეს სა­კ­მარისი იქ­ნებ­ოდა აღმ­ზრდელისთვის. მარ­თლაც, იმჟ­ა­მად ისი­ნი სა­კ­მაოდ დიდ მა­სა­ლას შეი­ცავ­დნენ ჩემ­თ­ვის ლო­ვუ­დის ღა­რი­ბულ წიგ­ნის ფონ­დ­თან შე­და­რებით, რომ­ლის­თ­ვი­საც თვა­ლის გა­დავ­ლების საშ­უა­ლე­ბა იქ დრო­დად­რო მეძ­ლეო­და. გა­დათ­ვალ­იე­რების შემ­დეგ მივ­ხ­ვ­დი, რომ ეს წიგ­ნე­ბი სრუ­ლი­ად სა­კ­მარისი იყო იმის­თ­ვის, რომ გავ­რთულიყავი და დი­დი ცოდ­ნაც შე­მეძ­ინა. ამ ოთახ­შივე იდ­გა სა­უკ­ე­თესო ხა­რის­ხის სრუ­ლი­ად ახა­ლი რო­ი­ა­ლი, მოლ­ბერ­ტი და ორი გლო­ბუ­სი.

ჩე­მი მო­წა­ფე მორ­ჩი­ლი ბავ­შ­ვი აღმ­ოჩნდა, თუმ­ცა უხა­ლი­სო. ის ნამ­დ­ვილ, წეს­იერ მუ­შაო­ბას მიჩ­ვე­უ­ლი არ იყო. ხო­ლო ჩე­მი მხრი­დან უგუ­ნუ­რე­ბად მი­მაჩ­ნდა, პირ­ველ­ივე დღი­დან დი­დად შე­მე­ზღუ­და. რო­დე­საც სა­კ­მაოდ დიდ­ხანს ვე­საუ­ბრე და ცო­ტა რა­მეც შე­ვას­წავ­ლე, უკ­ვე მო­შუა­დღ­ევ­და. მე­რე კი ნე­ბა დავ­რთე, თა­ვის ძი­ძას­თან წა­სუ­ლი­ყო. მე კი გა­დავ­წყვიტე, სად­ილობამ­დე რამ­დენ­იმე სუ­რა­თის ეს­კი­ზი შე­მეს­რულებ­ინა, რომ­ლე­ბიც ჩემს პა­ტა­რა მო­წა­ფეს­თან შემ­დეგი მე­ცად­ინეობის დროს გამ­ომად­გებ­ოდა.

ის იყო ზე­და სარ­თულისკ­ენ გა­ვეშ­ურე სა­ხა­ტავი ფან­ქრებ­ისა და სუ­რა­თების შე­სა­ნახი ყდის ჩამ­ოსა­ტა­ნად, რომ მი­სის ფე­იერ­ფექსის ხმა შემ­ომეს­მა:
- თქვენ, რო­გორც ჩანს, დი­ლის მე­ცად­ინეო­ბა დაგ­იმთავ­რებ­იათ, - მითხ­რა მან. ის ორკ­არ­იანი ოთა­ხის შე­სას­ვლელში იდ­გა. მისკ­ენ გა­ვეშ­ურე. შიგ­ნით შე­ვედი და დიდ­სა და მდიდ­რუ­ლად მორ­თულ ოთახ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. მო­წი­თა­ლო სა­ვარ­ძელ­მა, ასეთ­ივე ფე­რის ფარ­დებ­მა, ია­ტა­კ­ზე და­ფენ­ილმა თურ­ქულ­მა ნოხ­მა და კა­კლის ხით ნა­ხევ­რად და­ფარ­ულმა კედ­ლებ­მა თვა­ლი მომ­ტა­ცა. ოთახს სი­ლა­მა­ზეს მა­ტებ­და უზარ­მა­ზარი ფე­რად­მინიანი სა­რკ­მელი და მა­ღ­ალი, ლა­მა­ზად ნა­ძერწი ჭე­რი. მი­სის ფე­იერ­ფექსი სერ­ვან­ტზე დაწყო­ბილ მე­წამული ფე­რის მინ­დ­ვ­რის შპა­ტის ლარ­ნა­კ­ებს მტვერს სწმენ­დდა.

- რა მშვენ­იერი ოთახ­ია, - წამ­ოვიძა­ხე, რო­დე­საც ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე. ასე მდიდ­რუ­ლად მოწყო­ბი­ლი ოთა­ხი ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში არ მე­ნა­ხა.
- დი­ახ, ეს სა­სადილო ოთახ­ია. ეს­-ეს არის სა­რკ­მელი გა­ვა­ღ­ე, რომ ჰა­ერი გა­იწ­მინ­დოს და მზის სხი­ვე­ბი შემ­ოვიდეს. რო­ცა ბი­ნა­ში დიდ­ხანს არ ცხოვ­რო­ბენ, ყვე­ლა­ფერი ძალ­იან ად­ვილად ნეს­ტიან­დე­ბა. აი, გვერ­დით, სას­ტუმ­რო ოთა­ხიც თით­ქ­მის სარ­დაფს და­ემ­სგავ­სა.
მან მი­მი­თი­თა ფარ­თო თა­ღ­ზე, რო­მე­ლიც ფან­ჯ­რის სტილ­ზე იყო გა­მოჭ­რი­ლი და რო­მე­ლიც ისეთ­ივე მუ­ქი იის­ფე­რი აღმ­ოსავლური ფარ­დებით შე­ე­მკოთ. ეს ფარ­დები ახ­ლა მო­ხუც ქალს ყულ­ფი­ვით გამ­ოე­კ­ვან­ძა. ორი ფარ­თო სა­ფეხური ავ­ია­რე კი­ბე­ზე და შიგ­ნით შევ­იხე­დე. მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ზღ­აპრული სი­ლა­მაზის სა­მეფოში მოვ­ხ­ვ­დი, ეს ბრწყინ­ვა­ლე­ბა ჩე­მი გამ­ოუცდელი თვა­ლის­თ­ვის სრუ­ლი­ად ახა­ლი იყო. სი­ნამ­დვილეში კი ის ლა­მა­ზად მოწყო­ბილ სას­ტუმ­რო ოთახს წარ­მოად­გენ­და თა­ვი­სი ბუ­დუ­ა­რით. ორი­ვე ოთახ­ში თეთ­რი ნო­ხე­ბი და­ეფ­ინათ. თვალს იტა­ცებ­და მათ­ზე ამოქ­სო­ვი­ლი უმ­შ­ვენ­იე­რესი ყვავ­ილწნულები. ორი­ვე ოთა­ხის თოვ­ლი­ვით მო­ქათ­ქა­თე ჭერ­ზე კი ვა­ზის ფოთ­ლე­ბი და მტევ­ნები ამ­ოე­ძერ­წათ. ამ მო­ელ­ვა­რე თეთრ ფონ­ზე მკ­ვეთ­რად გამ­ოირჩეო­და თურ­ქუ­ლი მუ­ქი წი­თე­ლი ტახ­ტები და დივ­ნე­ბი. მკრ­თალი ფე­რის ბერ­ძ­ნუ­ლი მარ­მარილოთი მო­პირკ­ე­თებულ ბუ­ხარ­ზე მბრწყი­ნა­ვი, ბო­ჰე­მუ­რი, მუ­ქი ლალ­ისფერი მი­ნის ლარ­ნა­კ­ები იდ­გა. სა­რკმ­ლებს შუა უზარ­მა­ზარ სა­რკ­ე­ებში თეთ­რისა და ალ­ისფერის თვალ­ისმომჭრელი ბრწყინ­ვა­ლე­ბა ირე­კ­ლებ­ოდა.

- რო­გორ კარ­გად გაქვთ ოთა­ხები მოვ­ლი­ლი, მი­სის ფე­იერ­ფექს, - ვუთხა­რი მე: - არც მტვერ­ია, არც ტი­ლოს შალ­ითები. ჰა­ერში რომ ოდ­ნავ ნეს­ტის სუ­ნი არ იდ­გეს, კა­ცი იფიქ­რებ­და, რომ ამ ოთა­ხებში მუდ­მი­ვად ცხოვ­რო­ბენ.

- იცით, მის ეარ, მარ­თალ­ია, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი იშ­ვია­თად გვი­ნახ­ულებს ხოლ­მე, მაგ­რამ მი­სი ჩამ­ოსვლა ყო­ველ­თ­ვის უცა­ბედი და მო­უ­ლოდ­ნელ­ია. და­კვ­ირვებული ვარ, არ უყ­ვარს, რო­ცა ავე­ჯი შალ­ითებში ხვდე­ბა და მი­სი ჩა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ იწყე­ბა ფუს­ფუ­სი და ოთა­ხების და­ლა­გე­ბა. ამ­იტომაც მირ­ჩევ­ნია, ყო­ველ­თ­ვის ყვე­ლა ოთა­ხი მზად მქონ­დეს მის და­სახ­ვედ­რად.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ასე­თი მომ­თხოვ­ნი და მკ­აც­რია?
- არა, არ­ც­თუ ისე ძალ­იან. მაგ­რამ ბატ­ონკ­აცური ჩვე­ვებ­ისა და არ­ისტოკ­რატული გემ­ოვნების გა­მო მო­ე­ლის, ყვე­ლა­ფერი მათ შე­სა­ბამ­ისად კეთ­დებ­ოდეს.
- თქვენ თუ მოგ­წონთ? ან, სა­ერთოდ, ხალხს თუ უყ­ვარს ბ-ნი რო­ჩეს­ტერი?
- ოჰ, რა­სა­კვ­ირველ­ია. მათ ოჯახს მუ­დამ დი­დი პატ­ივისცემით ეპ­ყრობიან. თით­ქ­მის მთე­ლი ეს მი­და­მო, რა­ზე­დაც თვა­ლი მი­გიწ­ვ­დე­ბათ, ჯერ კი­დევ უხ­სო­ვა­რი დრო­ი­დან რო­ჩეს­ტერ­თა გვარს ეკუ­თვნოდა.
- კე­თი­ლი. მის ად­გილ-მამ­ულსა და სიმ­დიდ­რეს რომ თა­ვი და­ვა­ნებოთ, მოგ­წონთ ის, რო­გორც ადამ­იანი? ან ხალ­ხის სიყ­ვარ­ულსა და პატ­ივისცე­მას თუ იმ­სახ­ურებს?
- პი­რა­დად არავ­ითარი სა­ბაბი არა მაქვს, არ მიყ­ვარ­დეს. ვფიქ­რობ, მას მო­ი­ჯა­რე­ებიც გულ­მოწყა­ლე და სა­მარ­თლიან მე­მამ­ულედ თვლი­ან, თუმ­ცა მათ შო­რის დიდ­ხანს არას­ოდეს უცხოვ­რია.

- გა­ნა, რაი­მე თავ­ისებ­ურებით არ გამ­ოირჩე­ვა? რო­გო­რი ხას­იათი აქვს?
- ჩე­მი აზ­რით, ის უნა­კლ­ოა, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ხან­და­ხან სა­კ­მაოდ თავ­ისებურიც. მან ძალ­იან ბევ­რი იმოგ­ზაუ­რა და ბევ­რი ნა­ხა ამ­ქვეყ­ნად. ეტ­ყობა, მე­ტად ჭკვ­იან­იცა­ა, თუმ­ცა მე თვი­თონ დიდ­ხანს არას­ოდეს მი­საუ­ბრია მას­თან.
- მა­ინც რა­ში გამ­ოიხა­ტე­ბა მი­სი ხას­იათის თავ­ისებ­ურე­ბანი?

- ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, ად­ვი­ლი არ არის ამის თქმა. ისე­თი გა­საო­ცარი არა­ფერ­ია, მაგ­რამ ეს თავ­ისებ­ურე­ბა მას­თან საუ­ბარში მჟ­ღ­ავ­ნდე­ბა. ვე­რას­ოდეს გაი­გებს ადამ­იანი, რო­დის ხუმ­რობს და რო­დის გე­საუ­ბრე­ბათ სერ­იოზულად, რა სწყინს, რა ეს­იამ­ოვნე­ბა... მის საუ­ბარს მთლია­ნად ვე­რას­ოდეს გაი­გებთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მე ვერ ვუ­გებ. მაგ­რამ ამას რა მნიშ­ვ­ნელ­ობა აქვს? ის ძალ­იან კარ­გი პატ­რონია.
აი, ყვე­ლა­ფერი, რაც მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შე­სა­ხებ შევ­იტყვე მი­სის ფე­იერ­ფექ­სისგან. არ­იან ადამ­ია­ნები, რო­მელ­თაც არ ძა­ლუძთ და­ა­ხას­იათონ სხვები, და­ა­კვ­ირდნენ სა­განს ან პი­როვ­ნე­ბას და აღ­წერონ ის ნი­შან­-თვი­სე­ბანი, რი­თაც ისი­ნი გამ­ოირჩევ­იან. ეს კე­თი­ლი მან­დილოსანი უთუ­ოდ ასეთ ადამ­იან­თა ჯგუფს ეკუ­თვნოდა. ჩემ­მა კი­თხვებ­მა ის დი­დად გა­აო­ცა, თუმ­ცა საგ­ონე­ბელში არ ჩაუ­გდია. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მის თვალ­ში მხო­ლოდ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი იყო, ჯენ­ტლმენი და მი­წის მფლო­ბე­ლი მე­მამ­ულე. ის მეტს არც კი­თხულობდა და არც ეძებ­და. რო­გორც ჩან­და, აც­ვიფრებ­და კი­დეც ჩე­მი სურ­ვი­ლი მას­ზე ყვე­ლა­ფერი დაწ­ვრილებით მცოდ­ნო­და.

სა­სადილო ოთახ­იდან გამ­ოვედით თუ არა, მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა შემ­ომთა­ვა­ზა მთე­ლი შენ­ობა და­მეთ­ვალ­იე­რებ­ინა. აღ­ტა­ცებული დავ­რ­ჩი. ყვე­ლა­ფერი ლა­მაზი იყო და კარ­გად მოწყო­ბი­ლი. შე­ნო­ბის წი­ნა ნა­წილ­ში გან­ლა­გებული დი­დი ოთა­ხები გრან­დი­ო­ზულ შთა­ბეჭ­დილე­ბას ახ­დენ­და. ზო­გი­ერ­თი ოთა­ხი მე­სა­მე სარ­თულზე, თუმ­ცა და­ბალ­ჭერ­იანი და ბნე­ლი, მა­ინც მე­ტად საი­ნტე­რესო იყო თა­ვი­სი კლას­იკური მოწყო­ბი­ლო­ბით. ეს ავე­ჯი, რო­მე­ლიც ერთ დროს დაბ­ლა, სა­დარ­ბაზო ოთა­ხებში იდ­გა, დრო­ი­სა და გემ­ოვნების ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, ეტ­ყობოდა, თან­და­თანობით ზე­და სარ­თულზე გა­დაჰ­ქონდათ. ვიწ­რო სა­რკმ­ლებ­იდან შე­მო­სუ­ლი მკრ­თალი სი­ნათ­ლის შუქ­ზე კარ­გად გა­ვარ­ჩიე ხის საწ­ოლები, რომ­ლე­ბიც და­ახ­ლოებით ერ­თი სა­უკუნის წი­ნათ იხ­მა­რებ­ოდა. მუ­ხი­სა და კა­კლის ხის სკი­ვრებ­ზე პალ­მის რტო­ე­ბი და ქერ­უბიმთა თა­ვები ამ­ოეჩ­უქურთმებ­ინათ. თი­თო­ე­უ­ლი ეს სკივ­რი სი­დი­დით ძველ ებ­რაულ მცნე­ბა­თა შე­სა­ნახ კი­დობანს ჰგავ­და. აქ­ვე ნა­ხავდით სა­მეფო სკ­ა­მებივით მა­ღ­ალ­ზურგიან, ოდ­ნავ ვიწ­რო სა­ვარ­ძლების გრძელ მწკრივს, ჟამ­გა­დასულ რბილ სკ­ა­მებს, რო­მელ­თა ბალ­იშებ­ზე ზემ­ოდან ჯერ კი­დევ ნათ­ლად ჩან­და ნა­ხევ­რად გაც­ვეთილი ნა­ქარგის ნა­კ­ვა­ლევი, იმ ადამ­იან­თა თი­თე­ბით შეს­რულებული, რომ­ლე­ბიც ორი თა­ო­ბის წინ ფერ­ფლად ექ­ცია ბუ­ნე­ბას. ყვე­ლა ამ ძველ­ისძველი ნაშ­თის წყა­ლო­ბით თორ­ნ­ფილ­დის სა­სახლის მე­სა­მე სარ­თულს გარ­დასული სა­უკუნის და­ღი აჩ­ნდა და უკ­ვე მო­გო­ნე­ბა­თა სა­ვა­ნედ ქცე­უ­ლი­ყო. დღი­სით მომ­წონ­და კი­დეც ეს მყუდ­რო და სიბ­ნე­ლით მო­ცუ­ლი სიძ­ვე­ლის უც­ნა­უ­რი თავ­შე­სა­ფარი, მაგ­რამ ღა­მით არავ­ითარ შემ­თხვე­ვაში არ შე­მეძლო და­მეძ­ინა ამ ვე­ე­ბა საწ­ოლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოთახ­იდან გა­მო­ყო­ფი­ლი იყო ზო­გი მუ­ხის კა­რით და ზო­გიც ძვე­ლებური ინ­გ­ლი­სუ­რი გო­ბე­ლე­ნებით. ამ გო­ბე­ლე­ნებ­ზე მო­ხა­ტუ­ლი იყო ჩე­მი თვა­ლის­თ­ვის უცხო, მე­ტად უც­ნა­უ­რი ყვავ­ილები, ფრინ­ვე­ლები და ადამ­იან­თა გამ­ოსახ­ულე­ბანი. მთვა­რის მკრ­თალ შუქ­ზე ყვე­ლა­ფერი ეს კი­დევ უფ­რო ფან­ტას­ტიკურ და სა­შიშ იერს იღ­ებ­და.

- ამ ოთა­ხებში, - ვკი­თხე მე, - მო­სამ­სახ­ურე­ებს სძი­ნავთ?
- არა, მათ უკ­ავ­იათ უფ­რო პა­ტა­რა ოთა­ხების ერ­თი მწკრი­ვი შე­ნო­ბის უკ­ა­ნა ნა­წილ­ში. აქ არა­ვის სძი­ნავს. თორ­ნ­ფილ­დ­ში რომ რაი­მე მოჩ­ვე­ნე­ბა ყო­ფი­ლი­ყო, ის უთუ­ოდ ამ ოთა­ხებში დაი­დებ­და ბი­ნას.
- მეც ასე ვფიქ­რობ. მაშ, აქ მოჩ­ვე­ნე­ბები არ არის?
- არა და არც მსმენ­ია რაი­მე მათ შე­სა­ხებ, - ღი­მი­ლით მი­პას­უხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა.
- ნუ­თუ არას­ოდეს არა­ფერი გსმენ­იათ, ან ლე­გენ­დები, ან თქმუ­ლე­ბები, ან რაი­მე ამ­ბავი მოჩ­ვე­ნე­ბების შე­სა­ხებ?
- სრუ­ლე­ბით არა­ფერი. თუმ­ცა რო­ჩეს­ტე­რებ­ზე ამ­ბობენ, რომ ისი­ნი ბუ­ნე­ბით უფ­რო ფიცხი ადამ­ია­ნები ყო­ფი­ლან, ვიდ­რე - მშვი­დი. ალ­ბათ, ამ­იტომაც ასე მშვი­დად გან­ისვე­ნე­ბენ ახ­ლა თავ­იანთ საფ­ლა­ვებში.

- დი­ახ. "ა­სეთი ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ უშ­ფოთ­ვე­ლი ძი­ლი დაუ­ფლებ­იათ", - ჩავ­იბუტბუტე ჩემ­თ­ვის. - ახ­ლა სა­ით მიბ­რ­ძან­დებით, მი­სის ფე­იერ­ფექს? - ვი­კი­თხე, რად­გან შევ­ნიშნე, ისევ აპ­ირებ­და წას­ვლას.
- ამ გზით ზე­ვით ავალთ. არ გინ­დათ, მა­ღ­ლა ამ­ოხვიდეთ? იქი­დან მთელ მი­და­მოს გა­და­ხე­დავთ. - კვ­ლავ გავ­ყევი; სხვენ­ისკ­ენ მი­მა­ვალ ვიწ­რო კი­ბე­ზე ავე­დით; მე­რე კი­დევ რო­მელ­იღ­აც კი­ბე ავ­ია­რეთ; ჭერ­ში და­ტა­ნებული კა­რი გა­ვა­ღ­ეთ და სხვენ­ში ავე­დით. ახ­ლა ყვა­ვების ად­გილსამყოფლის პირ­და­პირ აღ­მოვ­ჩ­ნ­დით და შე­მეძლო მათ ბუ­დე­ებში ჩა­ხედ­ვა. წინ გა­დავ­იხა­რე, ქონ­გუ­რებს და­ვეყ­რდნე და გავ­ცქეროდი შორს, დაბ­ლა, ხე­ლის­გუ­ლი­ვით გა­დაშლილ პა­რკს. შე­ნო­ბის რუხ კედ­ლებს გარს ხა­ვერდივით ხას­ხა­სა მწვა­ნე მო­ლი ერ­ტყა. მინ­დორ­ზე, რო­მე­ლიც თვალ­უწვდე­ნელი პა­რკივით გა­დაჭიმულიყო, უამ­რავი ძველ­თაძ­ველი ხე მო­ჩან­და. ტყე­ში ფოთ­ლებს ჭკნ­ობა შეჰ­პარ­ვოდათ, ყავ­ისფერი დას­დებ­ოდათ და გაც­რეც­ილიყვნენ. ბი­ლიკს, რო­მელ­საც ხავ­სი მოს­დებ­ოდა, ფოთ­ლებ­ზე მე­ტად შე­ე­ნარ­ჩუნებ­ინა მწვა­ნე ფე­რი და ტყეს ორად ყოფ­და.

ჭიშკ­არ­თან ეკ­ლეს­ია იდ­გა, მის იქით გზა მო­ჩან­და, შემ­დეგ კი მდუ­მა­რე გო­რა­კ­ები. თით­ქოს ყვე­ლა­ფერი თვლემ­და შე­მოდ­გო­მის მზის სხი­ვებ­ზე. ჰო­რი­ზონ­ტის და­სასრულს მარ­გალიტივით თეთ­რი ღრუბ­ლის ქუ­ლე­ბით და­ფარულ ლა­ჟ­ვარ­დოვან ცას ვხე­დავდი. ბუ­ნე­ბის ამ სი­ლა­მა­ზეში გან­საც­ვიფრე­ბელი არა­ფერი იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერი ეს გულს სი­ამ­ოვნებით ავ­სებ­და. უკ­ან გა­მოვ­ბ­რუნ­დი; ჩა­საშ­ვებ კარ­თან მი­ვე­დი. ძლივს ვიკვ­ლევდი გზას კი­ბე­ზე. სხვენ­ში ისე ბნელ­ოდა, მეგ­ონა, სარ­დაფში მოვ­ხ­ვ­დი, რად­გან რამ­დენ­იმე წა­მის წინ გავ­ყურებდი ლა­ჟ­ვარ­დოვანი ცის თა­ღს, მზის შუ­ქით გაბ­რწყინებულ ხეი­ვანს, საძ­ოვრებს, მწვა­ნე გო­რა­კ­ებს, რო­მელ­თა შუ­ა­გულ­ში თორ­ნ­ფილ­დის სა­სახ­ლე აღ­მართულიყო. ოჰ, რა დი­დი სი­ამ­ოვნებით გა­დავ­ცქეროდი ყო­ველ­ივე ამას!

მი­სის ფე­იერ­ფექსი ჩა­საშ­ვები კა­რის და­სა­კ­ე­ტად ცო­ტა ხანს შე­ჩერ­და. ხე­ლების ფა­თუ­რით ვი­პო­ვე გამ­ოსას­ვლელი სხვენ­იდან და ვიწ­რო კი­ბით ჩა­ვედი. გრძელ დე­რე­ფანში შევ­ჩერდი, რო­მე­ლიც წი­ნა და უკ­ა­ნა ნა­წილ­ში მო­თავ­სებულ ოთა­ხებს ერ­თმა­ნეთ­ისგან ყოფ­და. დე­რე­ფანი ვიწ­რო, და­ბალი და ბნე­ლი იყო. ბო­ლო­ში, სა­დღ­აც შორს პა­წაწ­ინა სა­რკ­მელი მო­ჩან­და. დე­რე­ფანში ორი­ვე მხა­რეს გამ­ომა­ვალი კა­რები და­კ­ეტილი იყო. ეს დე­რე­ფანი ლურ­ჯ­წ­ვე­რას ცი­ხე­-კო­შკის დე­რე­ფანს წა­ა­გავ­და.

წყნა­რად მივ­დი­ო­დი. უცებ ხმა შემ­ომეს­მა, რომ­ლის გაგ­ონე­ბა­საც ნა­კ­ლე­ბად მო­ვე­ლო­დი ამ მდუ­მა­რებით მო­ცულ ად­გილას. გა­რკ­ვევით გავ­იგონე სი­ცი­ლი: უც­ნა­უ­რი, უსი­ხა­რუ­ლო და ნა­ძა­ლა­დევი. შევ­ჩერდი. სი­ცი­ლი შეწ­ყდა, მაგ­რამ მხო­ლოდ ერ­თი წა­მით და კვ­ლავ უფ­რო ხმა­მა­ღ­ლა გაი­სმა. პირ­ვე­ლად ვიღ­აც ხმა­დაბ­ლა იცი­ნო­და, მაგ­რამ მა­ინც გა­რკ­ვევით ის­მო­და. შემ­დეგ ის შეწ­ყდა და ახ­ლა ყვე­ლა გან­მარ­ტოებული ოთა­ხი უკ­ვე ხმა­მა­ღ­ალი სი­ცი­ლის ექოს გამ­ოსცემ­და. ვიღ­აც ერ­თ-ერთ ოთახ­ში იცი­ნო­და, მაგ­რამ გა­რკ­ვევით შე­მეძლო მეთ­ქვა, თუ სა­ხელდობრ რო­მელ ოთახ­ში ის­მო­და ეს სი­ცი­ლი პირ­ველად.
- მი­სის ფე­იერ­ფექს, - დავ­უძა­ხე, რად­გა­ნაც ამ წუთს მი­სი ფე­ხის ხმა მო­მეს­მა; ის კი­ბე­ზე ჩამ­ოდიოდა. - გაი­გონეთ ეს ხმა­მა­ღ­ალი სი­ცი­ლი? ვინ არის?
- ვინ­მე მსა­ხუ­რი იქ­ნე­ბა უთუ­ოდ, - მი­პას­უხა, - ან, შეი­ძლე­ბა, გრე­ის პუ­ლი.
- გაი­გონეთ ეს ხმა? - კვ­ლავ ვი­კი­თხე.
- დი­ახ, სრუ­ლი­ად გა­რკ­ვევით. ხში­რად მეს­მის მი­სი ხმა. ის ერ­თ-ერთ ამ ოთახ­შია და კე­რავს. ზოგ­ჯერ ლი არის მას­თან. ისი­ნი ხში­რად იცი­ნი­ან ასე.
სი­ცი­ლი გან­მეო­რდა და­ბალი ხმით და ბო­ლოს უც­ნა­უ­რი ჩურ­ჩუ­ლი გაი­სმა.
- გრე­ის, - წამ­ოიძა­ხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა.
არ ვე­ლო­დი, თუ ვიღ­აც გრე­ი­სი უპას­უხებ­და, რად­გან სი­ცი­ლი ისე­თი არაბ­უნებრივი იყო, რო­გო­რიც არას­ოდეს მსმენ­ოდა. ეს ამ­ბავი დღი­სით რომ არ მომ­ხ­და­რი­ყო და ის ის­ტე­რი­უ­ლი სი­ცი­ლი რაი­მე მოჩ­ვე­ნე­ბებ­თან და­მე­კ­ავ­შირებ­ინა, აუ­ცილებ­ლად ში­ში შემ­იპყრობდა; მაგ­რამ ისე­თი დრო იყო, სა­ბაბი არ მქონ­და შემ­შინებ­ოდა და ცრუ­მორ­წ­მუ­ნეო­ბას ავ­ყო­ლო­დი. მა­ლე გა­რემ­ოე­ბამ და­მარ­წმუნა, რომ ჩე­მი მხრი­დან ისიც კი სი­სუ­ლე­ლე იყო, ასე რომ გა­ვოც­დი.
ჩემ ახ­ლოს კა­რი გა­იღო და და­ახ­ლოებით ოც­და­ათი-ორ­მო­ცი წლის მსა­ხუ­რი ქა­ლი გამ­ოვიდა. ეს იყო მკვრი­ვი აგებ­ულების ქა­ლი, რო­მელ­საც წი­თე­ლი თმა და უხე­ში, უბ­რა­ლო სა­ხის ნა­კვ­თები ჰქონ­და. ძალ­იან ძნელ­ია წარ­მო­იდ­გი­ნოთ ამა­ზე ნა­კ­ლე­ბად რო­მან­ტიკული ან მოჩ­ვე­ნებ­ისგან ამ­დე­ნად გან­სხვა­ვებული ადამ­იანი.
- ძალ­იან დი­დი ხმაუ­რია, - თქვა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. - ბრძა­ნე­ბა გახ­სოვდეს. - გრეი­სმა მდაბ­ლად და­უკ­რა თა­ვი, ხმა არ ამ­ოუღ­ია და ისევ ოთახ­ში შევ­იდა.
- ეს ჩვე­ნი მკ­ე­რავი ქალ­ია და ლი­საც ეხ­მა­რე­ბა საო­ჯახო საქ­მე­ებში, - გა­ნაგრძო ქვრივ­მა. - ზო­გი­ერთ რა­მეში ურ­ჩო­ბას იჩენს, მაგ­რამ თა­ვის საქ­მეს თავს კარ­გად არ­თმევს. სხვა­თა შო­რის, რო­გორ მი­დის ადე­ლის მე­ცად­ინეობის საქ­მე?
ამ­გვა­რად, საუ­ბარი ადელ­ზე გა­დავ­იტა­ნეთ და ლა­პა­რა­კით ჩა­ვედით შე­ნო­ბის გა­ნა­თებულ და მხი­ა­რულ ნა­წილ­ში. დარ­ბაზში ადე­ლი სირ­ბი­ლით შემ­ოგვე­გე­ბა.
- Mესდამეს, ვო­უს êტეს სერ­ვი­ეს! - და დაუ­მა­ტა - ჟ"აი ბი­ენ ფა­იმ!
მი­სის ფე­იერ­ფექსის ოთახ­ში სუფ­რა გა­ე­შა­ლათ, სა­დი­ლი მარ­თლაც უკ­ვე შემ­ოე­ტა­ნათ და ჩვენ გვიც­დიდ­ნენ.


***
იმე­დი, რო­მე­ლიც თორ­ნ­ფილ­დ­ში მის­ვ­ლის პირ­ვე­ლი დღი­დან­ვე ჩა­მე­სა­ხა, რომ ამ­იერ­იდან ბედ­ნიე­რად წარ­იმარ­თებ­ოდა ჩე­მი მო­მა­ვალი ცხოვ­რე­ბა, თან­და­თან უფ­რო გან­მიმტკი­ცდა ამ ად­გილისა და მის ბი­ნა­დარ­თა უკ­ეთ გაც­ნო­ბის მე­რე. მი­სის ფე­იერ­ფექსი სწო­რედ ისე­თი ადამ­იანი აღმ­ოჩნდა, რო­გორ­საც ვე­ლო­დი - მშვი­დი ხას­იათის, კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის, სა­კ­მაოდ გა­ნათ­ლებული და ჭკვ­იანი. ჩე­მი მო­წა­ფე ადე­ლი კი ცოცხა­ლი ბუ­ნე­ბის გო­გო­ნა იყო, სა­კ­მაოდ თავ­ისებური, გა­თა­მა­მებული და ხან­და­ხან თავ­ნე­ბაც. ამ ბავ­შ­ვის აღზ­რდა მთლია­ნად ჩემ­ზე იყო მონ­დო­ბი­ლი. არა­ვინ მი­წევ­და წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას, აღ­მე­ზარ­და და გამ­ომეს­წორებ­ინა ის ისე, რო­გორც მე მი­მაჩ­ნდა მი­ზან­შეწ­ონილად. ბავ­შ­ვი მა­ლე გა­და­ეჩ­ვია წვრილ­მან ჭირ­ვეუ­ლობა­თა გამ­ომჟ­ღ­ავ­ნე­ბას, გახ­და მორ­ჩი­ლი და ად­ვილა­დაც ით­ვი­სებ­და ყვე­ლა­ფერს, რა­საც ვას­წავლიდი. ის გან­სა­კუ­თრებული და შე­სამ­ჩნე­ვად გამ­ოკ­ვეთილი ხას­იათით არ გამ­ოირჩეო­და, არც გემ­ოვნე­ბა და გრძნო­ბე­ბი ჰქონ­და იმ­დე­ნად გან­ვითა­რებული, რომ თა­ნატ­ოლების ჩვეუ­ლებრივი გან­ვითა­რების დო­ნეს­თან შე­და­რებით ოდ­ნავ მა­ღ­ლა მდგა­რი­ყო. თუმ­ცა, არც ისე­თი ნა­კლ­ოვა­ნე­ბები და მა­ნკ­იერი თვი­სე­ბები ჰქონ­და, რომ­ლე­ბიც მათ­თან შე­და­რებით და­ამ­დაბ­ლებ­და. მის­მა გულ­მოდ­გი­ნე მე­ცად­ინეო­ბამ კარ­გი შე­დეგი გამ­ოიღო. გო­გო­ნა არც მაი­ნცდა­მაინც ღრ­მას, მაგ­რამ თავ­ისებურ სიყ­ვა­რულს იჩენ­და ჩემ­დამი. მი­სი ბავ­შ­ვუ­რი უბ­რალ­ოე­ბა, მხი­ა­რუ­ლი ტი­ტი­ნი და კი­დევ უფ­რო ის, რომ ცდი­ლობ­და ყო­ველ­თ­ვის ეს­იამ­ოვნებ­ინა, ძალ­იან მხიბ­ლავ­და. მეც, რაც შე­მეძლო, ვცდი­ლობ­დი, ჩვე­ნი ერ­თად ყოფ­ნა ორი­ვეს­თ­ვის მუ­დამ სას­იამოვნო ყო­ფი­ლი­ყო.

სხვა­თა შო­რის, ბავ­შვებ­ისადმი ასე­თი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა შეი­ძლე­ბა გულ­გ­რილ მსჯელ­ობად მი­იჩ­ნი­ოს ზო­გი­ერ­თმა, ვინც მხარს უჭერს გა­მე­ფებულ მოძღვ­რე­ბას, რომ ბავ­შვებს მხო­ლოდ ან­გელოზური ბუ­ნე­ბა აქვთ და აღმ­ზრდელ­თა ვალ­ია, აღ­საზ­რდელ­თა მი­მართ გან­სა­კუ­თრებული თაყ­ვან­ისცე­მა და თავ­გან­წირვა გა­მო­ი­ჩი­ნონ. ამას იმი­ტომ კი არ ვწერ, რომ გან­დიდებით შეპყ­რო­ბილ მშო­ბელ­თა წი­ნა­შე ვი­ფარ­ისევლო, ვიმ­ლიქ­ვ­ნე­ლო და სიც­რუ­ეს და­ვუ­ჭი­რო მხა­რი, არა­მედ, უბ­რა­ლოდ, სი­მარ­თლეს ვა­ღ­ია­რებ. მე კეთ­ილსინდისიე­რად ვზრუ­ნავ­დი ადე­ლის აღზ­რდა-­გან­ვითა­რებ­ისა და წარ­მა­ტებისთვის, კარ­გა­დაც შე­ვეწ­ყვე ამ პა­წაწ­ინა გო­გო­ნას. ასეთ­ივე დი­დი მად­ლიე­რების გრძნო­ბით ვი­ყა­ვი გამ­სჭვალული მი­სის ფე­იერ­ფექ­სისადმი, რად­გან ის მუ­დამ კეთ­ილად მეპ­ყრობოდა. ძალ­იან მსი­ამ­ოვნებ­და მას­თან სი­ახ­ლოვე, მი­სი მშვი­დი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა ჩემ­დამი და, გან­სა­კუ­თრებით კი, მი­სი სი­დარ­ბაი­სლე და თავ­და­ჭერ­ილობა.

და­ე, ვი­საც სურს გა­მკიცხოს, თუ მე შემ­დ­გომ­ში იმა­საც დავ­უმა­ტებ, რომ ხან­და­ხან სრუ­ლი­ად მარ­ტოდმარტო დავ­სეირნობდი ბა­ღში. მიყ­ვარ­და ჭიშკ­არ­თან მის­ვ­ლა და იქი­დან ძალ­იან დიდ­ხანს გავ­ყურებდი ხოლ­მე გზას. ხან­და­ხან კი, რო­დე­საც ადე­ლი ძი­ძას ეთა­მა­შებ­ოდა, ხო­ლო მი­სის ფე­იერ­ფექსი სა­კუ­ჭნაოში მუ­რა­ბებს აკ­ე­თებ­და, დროს ვპო­უ­ლობ­დი, ავივ­ლი­დი ხოლ­მე სა­მი სარ­თუ­ლის კი­ბეს, ვა­ღ­ებდი ჩა­საშ­ვებ კარს, იქი­დან კი ავ­დი­ო­დი სხვენ­ზე და გა­დავ­ცქეროდი გან­მარ­ტოებულ მინ­დორს, გო­რა­კ­სა და ცის და­ბინ­დულ ჰო­რი­ზონტს. ვნატ­რობ­დი, და­მე­ნა­ხა ამ ჩარ­ჩოების იქით მდე­ბა­რე საქ­მიანი სამ­ყარო, ის ქა­ლა­ქები და ად­გილები, სა­დაც დუღ­და და გად­მოდიოდა ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­ზე­დაც ბევ­რი რამ გა­მეგ­ონა, მაგ­რამ არას­ოდეს მე­ნა­ხა. ძალ­იან მინ­დო­და, მქო­ნო­და მე­ტი გამ­ოცდილე­ბა ცხოვ­რე­ბაში, უფ­რო მე­ტი ურ­თი­ერ­თობა და ნაც­ნობობა სხვა­დას­ხვა ხას­იათის ადამ­ია­ნებ­თან, ვიდ­რე მქონ­და. ვა­ფა­სებდი კი­დეც, რაც კარ­გი თვი­სე­ბები ჰქონ­დათ მი­სის ფე­იერ­ფექ­სსა და ადელს, მაგ­რამ მჯერ­ოდა, რომ არ­სებ­ობდა რა­ღ­აც სხვა, უფ­რო მე­ტი სიკ­ე­თე, და რა­შიც დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, მინ­დო­და თვალ­ითაც მე­ნა­ხა.
ვინ მა­და­ნა­შაუ­ლებ­და? უეჭ­ველ­ია, ბევ­რი. ალ­ბათ, უმად­ურსაც კი მი­წო­დებ­დნენ, მაგ­რამ რა უნ­და მექ­ნა? მე ხომ ბუ­ნე­ბით დაუ­დგრომელი ვი­ყა­ვი და ხან­და­ხან ტკი­ვილსაც კი ვგრძნობ­დი მეტ­ისმეტი მღ­ელ­ვა­რებ­ისგან. მა­შინ ერ­თა­დერთ ნუ­გეშს მხო­ლოდ იმაშ­იღა ვპო­უ­ლობ­დი, რომ ბოლ­თას ვცემ­დი მე­სა­მე სარ­თუ­ლის დე­რე­ფანში და თა­ვის დახ­სნას იქ გა­მე­ფებულ მდუ­მა­რე­ბა­სა და გან­მარ­ტოე­ბაში ვე­ძებდი. ამ დროს ოც­ნე­ბით წარ­მოვიდგენდი ხოლ­მე უამ­რავ ნა­თელ სუ­რათს, რომ­ლე­ბიც ბრწყი­ნავ­დნენ ჩემ გარ­შემო. მინ­დო­და, ჩე­მი გუ­ლი აჰ­ყოლოდა ამ ბო­ბო­ქარ მოძ­რაო­ბას და, ტან­ჯვა-­წა­მე­ბას­თან ერ­თად, ნამ­დ­ვი­ლი ცხოვ­რე­ბაც გა­ნე­ცა­და. ყვე­ლა­ზე უკ­ე­თესი კი ის იყო, მეს­მინა იმ დაუ­მთავ­რე­ბელი ამ­ბის­თ­ვის, ჩე­მი ოც­ნე­ბა რომ ქმნი­და და ვიღ­აც დაუ­სრულებ­ლად ჰყვებ­ოდა ჩემს სულ­ში. მას ცხო­ველ­მყოფლობას მა­ტებ­და ის შემ­თხვე­ვები, თვით ცხოვ­რე­ბა, ცეცხ­ლი და გრძნო­ბე­ბი, რომ­ლებ­ისკ­ე­ნაც ასე მი­ვის­წ­რა­ფო­დი და სი­ნამ­დვილეში არ გა­მაჩ­ნდა.

მარ­თალი არ იქ­ნე­ბა, თუ ვინ­მე შე­ეც­დე­ბა იმის მტკი­ცე­ბას, რომ ადამ­იანი მშვი­დი ცხოვ­რე­ბით უნ­და და­კ­მაყ­ოფილდეს. ადამ­იანისთვის აუ­ცილე­ბელ­ია მოქ­მე­დე­ბა და, თუ ეს არა აქვს, სუ­ლერ­თია, ის მა­ინც შე­იქ­მ­ნის საქ­მიანობით აღ­სავ­სე ცხოვ­რე­ბას. მი­ლი­ო­ნო­ბით ადამ­იანს მის­ჯი­ლი აქვს მეტ­ისმე­ტად ერ­თფერ­ოვანი არ­სებ­ობა, ვიდ­რე თუნ­დაც მე მო­მა­კუ­თვნა ბედ­ისწე­რამ. მი­ლი­ო­ნო­ბით­ვე ადამ­იანი უსიტყ­ვოდ უჯან­ყდე­ბა ასეთ ვი­თა­რე­ბას. არა­ვინ უწყის ამ­ქვეყ­ნად, პო­ლი­ტი­კურ მე­ამ­ბოხე­თა გვერ­დით რამ­დენი მე­ამ­ბოხე სუ­ლია. იგუ­ლის­ხ­მე­ბა, რომ ქა­ლები, სა­ერთოდ მე­ტად მშვი­დად უნ­და ატა­რებ­დნენ ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ ისი­ნი ხომ იმას­ვე გრძნო­ბენ და გან­იცდიან, რა­საც მა­მა­კ­ა­ცები. მა­თაც ხომ სწო­რედ ისე­ვე სჭირ­დე­ბათ გამ­ოავლინონ თავ­იანთი ნი­ჭი, უნა­რი და შექ­მნან სამ­ოღ­ვა­წეო ას­პა­რეზი, რო­გორც მათ ძმებს. ისი­ნიც ხომ სწო­რედ ისე­ვე იტან­ჯებ­იან სას­ტიკი ტრა­დი­ცი­უ­ლი თავ­და­ჭერ­ილობითა და ცხოვ­რე­ბის შე­ზღუდული პი­რო­ბე­ბით, რო­გორც მათ ად­გილზე დაი­ტან­ჯებ­ოდნენ მა­მა­კ­ა­ცები. მრა­ვალი უპი­რა­ტესობის მფლო­ბე­ლი სქე­სის გო­ნე­ბა­შე­ზღუ­დულობას უნ­და მიე­წეროს, რო­დე­საც გვარ­წმუნე­ბენ, რომ ქა­ლები ისე უნ­და შევ­ზღუდოთ, მხო­ლოდ პუ­დინ­გი მო­ამ­ზადონ, წინ­დე­ბი ქსო­ვონ, ის­წავ­ლონ ფორ­ტეპ­იან­ოზე და­კვ­რა და ჩან­თები ქარ­გო­ნო. უფ­რო დი­დი სიმ­დაბ­ლეა მა­თი გა­კი­ცხვა და დაც­ინვა, რო­დე­საც ისი­ნი ეძე­ბენ მეტ საქ­მე­სა და მეტ ცოდ­ნას ცხოვ­რე­ბაში, ვიდ­რე ჩვეუ­ლებ­რივად არის და­კ­ან­ონებული მა­თი სქე­სის­თ­ვის.

ხში­რად დე­რე­ფანში მარ­ტო დარ­ჩენილს მეს­მოდა გრე­ის პუ­ლის სი­ცი­ლი. ეს კვ­ლავ ისეთ­ივე ნაწ­ყვეტ­ნაწ­ყვეტი, ხმა­და­ბალი ჰა-­ჰა-­ჰა იყო, რო­მელ­მაც ჟრ­უან­ტელივით დამ­ია­რა მთელ სხე­ულ­ში, რო­დე­საც პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე. ხან­და­ხან ამ სი­ცილ­ზე უფ­რო უც­ნა­უ­რი ბუტ­ბუ­ტიც მეს­მოდა. იყო დღ­ე­ები, რო­დე­საც ის სრუ­ლი­ად დუმ­და. მე კი ვცდი­ლობ­დი და ვერ გა­მე­რკვ­ია, მა­ინც რა ხმე­ბი იყო ეს. ზოგ­ჯერ ამ ქალს თეფ­შითა და ლან­გ­რით სამ­ზა­რეუ­ლოსკ­ენ მი­მა­ვალს ვხვდე­ბო­დი, საი­და­ნაც, ჩვეუ­ლებრივ, მა­ლე­ვე ბრუნ­დებ­ოდა უკ­ან. ხში­რად მის ხელ­ში შა­ვი ლუ­დით სავ­სე ტოლ­ჩა­საც ვამ­ჩნევდი (ოჰ, მა­პატ­იეთ, რო­მან­ტიკულო მკი­თხველო, რომ ასე გად­მოგცემთ ამ ტლანქ სი­ნამ­დვილეს!). გრე­ის პუ­ლის და­ნახ­ვისთა­ნა­ვე მი­სი­ვე უც­ნა­უ­რი სი­ცი­ლით გამ­ოწვეული ჩე­მი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა სწრა­ფად ქრებ­ოდა, რად­გან მის მშვიდ საქ­ციელ­სა და სა­ხის უხეშ ნა­კვ­თებ­ზე ვერ შენ­იშნავდით ვე­რა­ფერს ისეთს, რა­საც შეი­ძლებ­ოდა ინ­ტე­რესი გამ­ოეწ­ვია. რამ­დენ­ჯერ ვცა­დე გამ­ოვლა­პა­რა­კ­ებოდი, მაგ­რამ, ჩან­და, ლა­პა­რა­კი არ უყ­ვარ­და, მოკ­ლე პა­სუხს მაძ­ლევ­და და ყო­ვე­ლი ჩე­მი ცდა უშე­დეგო რჩებ­ოდა.

ამ სახ­ლის სხვა ბი­ნა­დარნი: ჯო­ნი და მი­სი ცო­ლი, ხელ­ზე მო­სამ­სახ­ურე ლი და ფრან­გი აღმ­ზრდელი სო­ფი - ჩვეუ­ლებრივი ადამ­ია­ნები იყ­ვ­ნენ. მათ არა­ფერი ჰქონ­დათ ისე­თი, რომ სხვებ­ისგან გამ­ოსარ­ჩევნი და გან­სხვა­ვებულნი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. სო­ფის­თან ხში­რად ვსა­უბ­რობ­დი ფრან­გულად, ვე­კი­თხებოდი მის მშობ­ლი­ურ მხა­რე­ზე, მაგ­რამ მას არც აღ­წერის ნი­ჭი გა­აჩ­ნდა და არც მო­ყო­ლის. მუ­დამ ისეთ უში­ნა­არსო და გაუ­რკ­ვე­ველ პა­სუხს მაძ­ლევ­და, სურ­ვი­ლი მე­კ­არ­გებ­ოდა, არა­თუ გამ­ომეწ­ვია სა­საუბროდ, არა­მედ კი­დევ მე­კი­თხა რა­მე.

ასე გავ­იდა სა­მი თვე: ოქ­ტომ­ბე­რი, ნო­ემ­ბერი და დე­კ­ემ­ბერი. იან­ვ­რის ერთ სა­ღ­ამოს, რად­გან ადე­ლი გაც­იებული იყო, მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მთხო­ვა, მე­ცად­ინეო­ბა გა­დაგ­ვედო. ადელ­საც აღფ­რთოვა­ნე­ბა შე­ვამ­ჩნიე - ის კვერს უკ­რავ­და მი­სის ფე­იერ­ფექსის თხოვ­ნას. ამ ამ­ბავ­მა ჩე­მი ბავ­შვობა გა­მახ­სე­ნა. რა­რიგ მი­ხარ­ოდა მეც მე­ცად­ინეობის გა­და­დე­ბა და შემ­თხვევითი თავ­ისუფლე­ბა. და­ვე­თან­ხმე, რად­გან ვი­ფიქ­რე, რომ დათ­მობა ამ შემ­თხვე­ვაში სა­ჭი­რო იყო. მოწ­მენ­დი­ლი და წყნა­რი დღე ჩან­და, თუმ­ცა სუს­ხი­ა­ნი. დი­ლით კარ­გა ხანს ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში ვი­ჯე­ქი მარ­ტოდმარტო და დავ­იღ­ა­ლე. ამ ხნის გან­მავ­ლობაში მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა წე­რი­ლის წე­რა და­ამ­თავ­რა და გა­საგ­ზავ­ნად გა­ამ­ზა­და. ქუ­დი დავ­იხურე, პალ­ტო ჩა­ვიც­ვი და შევ­თა­ვა­ზე, წე­რი­ლი ჩემ­თ­ვის გა­ე­ტა­ნებ­ინა ჰე­ი­ში. ჰეი ჩვენ­გან ასე ორი მი­ლით იქ­ნებ­ოდა დაშ­ორებული. ამ მან­ძი­ლის გავ­ლა კი ზამ­თ­რის ასეთ წყნარ ამინ­დ­ში სას­იამოვნოდ მეჩ­ვე­ნებ­ოდა. ადე­ლი თა­ვის პა­ტა­რა სა­ვარ­ძელში, მი­სის ფე­იერ­ფექსის სას­ტუმ­რო ოთახ­ში, მის გვერ­დითვე დავ­ტოვე ცეცხ­ლის პი­რას. სა­თა­მაშოდ ყვე­ლა­ზე ლა­მაზი სან­თ­ლის დედ­ოფა­ლა მი­ვე­ცი (ამ დედ­ოფა­ლას მე, ჩვეუ­ლებრივ, ვერც­ხლისფერ ტყვი­ის ქა­ღ­ალდში გახ­ვეულს, უჯ­რა­ში ვი­ნა­ხავდი). მოთხ­რო­ბე­ბის წიგ­ნიც დავ­უტოვე, რომ ერ­თი და იმა­ვე ნივ­თე­ბით გარ­თობა არ მოს­წყენ­ოდა და ადე­ლის ამ სიტყ­ვებს: "ღე­ვე­ნეზ ბი­ენ­ტოტ, მა ბონ­ნე ამიე, მა ცჰèრე მა­დე­მო­ი­სელ­ლე, Gეანნეტტე", კოც­ნით ვუ­პას­უხე და გა­ვეშ­ურე.

დე­დამ­იწა გა­ყი­ნუ­ლი იყო, ამინ­დი წყნა­რი და გზა უკ­აც­რიელი. სწრა­ფი ნა­ბი­ჯით მივ­დი­ო­დი, რომ გავ­მთბარ­იყავი. რამ­დენ­იმე ხნის შემ­დეგ კი ნა­ბი­ჯი შე­ვა­ნე­ლე, მინ­დო­და დავ­მტკ­ბარ­იყავი იმ გან­უსა­ზღვ­რელი სი­ამ­ოვნებით, რო­მე­ლიც ჩემს სულ­ში დრო­ი­სა და ად­გი­ლის მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბით იღვ­რებ­ოდა. სამ­რე­კლოს რომ ჩავ­უა­რე, ეკ­ლესიის ზარ­მა და­რე­კ­ა. უკ­ვე სა­მი სა­ათი იყო. ბინ­დ­ბუნ­დ­ში ჩა­მა­ვალი მზის გაც­რეცილი სხი­ვე­ბი მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობას მა­ტებ­დნენ ამ წუ­თებს. თორ­ნ­ფილდს ერ­თი მი­ლით დავ­შორ­დი. ვიწ­რო სა­სოფ­ლო გზით მივ­დი­ო­დი, რო­მე­ლიც ზაფხუ­ლო­ბით ვე­ლუ­რი ვარ­დებით იყო გან­თ­ქ­მუ­ლი, ხო­ლო შე­მოდ­გო­მით - მაყ­ვლისა და კა­კლის უხ­ვი მო­სავ­ლით. ჯერ კი­დევ აქა-იქ ახ­ლაც შენ­იშნავდით რტო­ებს შო­რის შემ­ორჩენილ მარ­ჯნისფერი ას­კი­ლისა და კუ­ნელის ნა­ყოფს. ზამ­თ­რო­ბით ამ გზის მთელ სი­ლა­მა­ზეს მი­სი სრუ­ლი უდაბ­ურობა და უკ­აც­რიელ­ობა წარ­მოად­გენ­და. მთელ ამ არე­მა­რეში არ­სად ჩან­და მა­რად­მწვა­ნე ხე­ები და დე­კ­ა, რომ სი­ოს აეშ­რია­ლებ­ინა და ოდ­ნა­ვი ხმა­უ­რი მა­ინც გამ­ოეწ­ვია. იყო მხო­ლოდ შიშ­ვე­ლი კუ­ნელ­ისა და თხილ­ნა­რის ბუჩ­ქე­ბი, ისეთ­ივე მდუ­მა­რებით მო­ცულ­ნი, რო­გო­რიც შა­რაგ­ზა­ზე მო­ფე­ნი­ლი თეთ­რი გა­და­ხეხილი ქვე­ბი. გზის ორი­ვე მხა­რეს მო­ჩან­და ფარ­თოდ გა­დაჭიმული დი­დი მინ­დ­ვ­რე­ბი, სა­დაც ვერც ერ­თი ში­ნა­უ­რი პი­რუტყ­ვი საჭ­მე­ლად ვე­რა­ფერს იპო­ვი­და. პა­წაწ­ინა, ყავ­ისფერ­ბუმბულიანი ჩი­ტე­ბი დრო­გამ­ოშვებით შეი­ფრთხია­ლებ­დნენ ხოლ­მე ღო­ბეში და იმ დამ­ჭკ­ნარ ფოთ­ლებს წა­ა­გავ­დნენ, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ ბუჩ­ქებს შერ­ჩენ­ოდნენ და დაც­ვე­ნა დავ­იწყებ­ოდათ.
ჰეი­სკ­ენ მი­მა­ვალი ბი­ლი­კი გო­რა­კ­ებ­ზე მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა. შუა გზას მი­ვა­ღწ­იე თუ არა, გა­და­საბ­იჯზე ჩამ­ოვჯექი, რომ­ლის იქით მინ­დ­ვ­რე­ბი იწყებ­ოდა. წამ­ოსას­ხამი მაგ­რად შემ­ოვიხვიე, ხე­ლები ხელ­სათბურში შევ­მა­ლე და სი­ცი­ვეს ვე­ღ­არ ვგრძნობ­დი. ძალ­იან ყი­ნავ­და. ამას იმი­თაც ვამ­ჩნევდი, რომ შა­რაგ­ზას ყი­ნუ­ლის სქე­ლი ფე­ნა გა­და­ჰკვ­როდა და ამ რამ­დენ­იმე დღის წინ უე­ცარი სით­ბოს გავ­ლენით გა­ჩენილი პა­ტა­რა ნა­კ­ადული, რო­მელ­საც ნა­პი­რი გად­მოე­ლა­ხა და გზა­ზე მოჩხ­რია­ლებ­და, ახ­ლა გა­ყი­ნუ­ლი­ყო. ვი­ჯე­ქი და გა­დავ­ცქეროდი დაბ­ლა გაშ­ლილ ველ­ზე აღ­მართულ თორ­ნ­ფილ­დის რუხ, ქონ­გუ­რებ­იან შენ­ობას. მის და­სავ­ლეთით ვხე­დავდი ტყე­სა და და­ბუ­რულ ხეი­ვანს, სა­დაც უამ­რავი ჭილ­ყ­ვა­ვი ბი­ნად­რობდა. ასე ვი­ჯე­ქი, სა­ნამ ალ­ისფერი, კა­შკ­ა­შა მზე ხე­ებს შო­რის ჩავ­იდოდა და თვალს მოე­ფა­რებ­ოდა. მე­რე კი მივ­ტ­რი­ალ­დი და აღმ­ოსავ­ლეთ­ისკ­ენ დავ­იწყე ყუ­რე­ბა.

გო­რა­კის წვერ­ზე, ჩემ მა­ღ­ლა, ამ­ომა­ვალი მთვა­რე შევ­ნიშნე. ის ჯერ კი­დევ ღრ­უბელივით ფერ­მკრ­თალი იყო, მაგ­რამ, რაც უფ­რო ამ­ოდიოდა, მით უფ­რო ემა­ტებ­ოდა სი­ნათ­ლე. ის ნა­ხევ­რად ხე­ებით და­ფარულ სო­ფელ ჰე­ის გა­დაჰ­ყურებ­და. რამ­დენ­იმე სახ­ლის სა­კ­ვამ­ურიდან ცის­ფე­რი ბო­ლი ამ­ოდიოდა და ცისკ­ენ მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა. სულ ერ­თი მი­ლით­ღა ვი­ყა­ვი დაშ­ორებული ჰე­ის, მაგ­რამ ამ ღრ­მა დუ­მილ­შიც მი­სი თვით ოდ­ნა­ვი სა­სი­ცოცხ­ლო მაჯ­ისცე­მაც კი გა­რკ­ვევით მეს­მოდა. ჩემს ყურ­თას­მე­ნას ატკბ­ობდა ნა­კ­ად­ულების რა­კ­რა­კი, მაგ­რამ ის კი ვერ გა­მე­რკვ­ია, თუ რო­მელ ხეო­ბებ­სა და ხე­ვებში მო­ჩუხ­ჩუ­ხებ­დნენ ისი­ნი. ჰე­ის იქით უამ­რავი გო­რა­კი მო­ჩან­და და, უეჭ­ველ­ია, ეს ნა­კ­ად­ულებიც იქი­დან მოჩ­ქეფ­დნენ. ისე­თი წყნა­რი სა­ღ­ამო იყო, რომ გა­რკ­ვევით მეს­მოდა არა მხო­ლოდ ჩემ ახ­ლოს მო­ჩუხ­ჩუ­ხე ნა­კ­ად­ულების ხმა, არა­მედ ყვე­ლა­ზე შო­რეუ­ლთა რა­კ­რა­კიც.

რა­ღ­აც მეტ­ისმე­ტად უხეშ­მა ხმამ და­ა­რღვ­ია ნა­კ­ად­ულების ჩუ­მი ჩურ­ჩუ­ლი და მხი­ა­რუ­ლი რა­კ­რა­კი. ის ძალ­იან შო­რი­დან, მაგ­რამ მე­ტად გა­რკ­ვევით მო­ის­მო­და. ეს იყო ცხე­ნის ფე­ხის ხმა, ნა­ლებით და­ჭედილი ფლოქ­ვე­ბის თქა­რათქური, რო­მე­ლიც მთლია­ნად ფა­რავ­და ნა­კ­ად­ულების სა­ამო დუ­დუნს, ისე­ვე, რო­გორც სუ­რა­თის წი­ნა­ხედ­ზე და­ხატული კლ­დე ან ფარ­თოდ ტო­ტებ­გაშლილი მუ­ხა ფა­რავს ხოლ­მე ლა­ჟ­ვარ­დოვან ცას, იის­ფერ მწვერ­ვა­ლებს, მზით გა­ნა­თებულ ჰო­რი­ზონტს და ღრ­უბლებს, სა­დაც თვალ­წარ­მტაცი ფე­რები დაუ­სრულებ­ლად გა­დად­იან ერ­თიდან მეო­რეში.

ხმა­უ­რი შა­რაგ­ზიდან მო­ის­მო­და. ეტ­ყობოდა, ვიღ­აც ცხე­ნით მო­დი­ო­და. გზა იმ­დე­ნად კლა­კნილი იყო, რომ მგზავ­რი ჯერ კი­დევ არ ჩან­და, მაგ­რამ მეს­მოდა, რო­გორ მი­ახ­ლოვდებ­ოდა. ად­გომა და­ვაპ­ირე, მაგ­რამ გზის სი­ვიწ­რო­ვის გა­მო მა­ლე­ვე გა­დავ­იფიქრე. გა­დავ­წყვიტე იქ­ვე გაუ­ნძრევ­ლად ვმჯდარ­იყავი, რომ ცხენს გა­ევლო. მა­შინ მე ხომ ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და ყო­ველ­ნაირი ოც­ნე­ბა, ხან ნა­თელი და ხან მე­ტად ბუნ­დო­ვა­ნი, სხვა სი­სუ­ლე­ლე­ებ­თან ერ­თად სწრა­ფად ჩნდებ­ოდა ჩემს გო­ნე­ბაში. ჯერ კი­დევ ცოცხ­ლობ­და შო­რე­უ­ლი მო­გო­ნე­ბანი და ბავ­შვობაში გა­გო­ნი­ლი ამ­ბები. რო­დე­საც ეს მო­გო­ნე­ბანი კვ­ლავ გამ­იახ­ლდებ­ოდა ხოლ­მე, ახალ­გაზრდული ასა­კი მა­ტებ­და მას ისეთ ძა­ლა­სა და სიცხა­დეს, რო­მე­ლიც ბავ­შვობამ არ იცის. ცხე­ნის გამ­ოჩე­ნამ და ჩემ მი­ერ ბინ­დ­ბუნ­დ­ში მის­მა თვალ­თვალ­მა გა­მახ­სე­ნა ბე­სის მი­ერ მო­ყო­ლი­ლი ერ­თ-ერ­თი ზღ­ა­პარი, რო­მელ­შიც ადამ­ია­ნებს, ჩრდი­ლო­ეთ ინ­გ­ლი­სის მკვიდრთ, რა­ღ­აც სუ­ლი, სა­ხე­ლად გიტ­რე­ში, მო­ევ­ლინებ­ოდათ ხოლ­მე. ის ცხე­ნის, ჯო­რის ან დი­დი ძა­ღლის სა­ხით და­ე­ხე­ტებ­ოდა უკ­აც­რიელ გზებ­ზე და ხან­და­ხან დაგ­ვია­ნებულ მგზავ­რებს წინ უხ­ვ­დებ­ოდა.
ცხე­ნი სულ ახ­ლოს იყო, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არ ჩან­და. ფლოქ­ვე­ბის თქა­რუნს ისიც და­ე­მა­ტა, რომ ღო­ბის ქვეშ რა­ღ­აც ხმა­უ­რი ატ­ყდა. სულ ახ­ლოს, თხილ­ნა­რის ბუჩ­ქებ­იდან, დი­დი ძა­ღლი გამ­ოძვრა. ცხა­დად დავ­ინა­ხე, ბეწ­ვი შა­ვად და თეთ­რად უბ­ზი­ნავ­და. ეს ბე­სის მო­ნა­ყო­ლი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე­შეცვლილი გიტ­რე­ში იყო: ლო­მის მსგავ­სი, რა­ღ­აც უც­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლი, გრძელ­ბეწ­ვიანი და დიდ­თა­ვა. მან სრუ­ლი­ად მშვი­დად ჩამ­ია­რა, არც კი შე­ჩე­რებ­ულა, რომ თა­ვი­სი უც­ნა­უ­რი მეტ­ყველი, ძა­ღლური თვა­ლებით შემ­ოე­ხე­და, თუმ­ცა დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ შეუ­მჩნე­ველი არ დავ­რჩებოდი. მას უკ­ან მე­ტად მა­ღ­ალი, ჯი­ში­ა­ნი ცხე­ნი მოს­დევ­და. ცხენ­ზე მხე­დარი იჯ­და. ადამ­იანის, ცოცხა­ლი არ­სების გამ­ოჩე­ნამ სწრა­ფად გა­აქრო ჯა­დოს­ნუ­რი ქსე­ლი. ჯერ ხომ არა­ვის უმ­გ­ზავ­რია გიტ­რე­შით. ის მარ­ტოდმარტო დად­იოდა მუ­დამ. ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი, ჩე­მი აზ­რით, პი­რუტყ­ვის სა­ხეს კი იღ­ებ­დნენ, მაგ­რამ იშ­ვია­თად თუ მო­ევ­ლინებ­ოდნენ ვინ­მეს ადამ­იანის სა­ხით. არა, ეს არ იყო გიტ­რე­ში. ეს იყო მგზავ­რი, რო­მე­ლიც მოკ­ლე გზით მილ­კო­ტისკ­ენ მი­იჩ­ქარ­ოდა. მან ჩამ­ია­რა და მეც გზა გან­ვაგ­რძე. გა­დავდგი თუ არა რამ­დენ­იმე ნა­ბი­ჯი, უკ­ან მო­ვი­ხე­დე, რად­გან ყი­ნულ­ზე რა­ღ­აც დაც­ურდა და წამ­ოძახილიც შემ­ომეს­მა:

- რა ვქნა ახ­ლა? - ამას მოჰ­ყ­ვა ცხე­ნის და­ცემის ხმა. კა­ცი და ცხე­ნი ორი­ვე წაქ­ცეულიყო. ეტ­ყობოდა, ისი­ნი ყი­ნულ­ზე დაც­ურდნენ, რო­მე­ლიც შა­რაგ­ზა­ზე ლაპ­ლა­პებ­და. ძა­ღლი გა­დახ­ტა და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბაში მათ­თან გაჩ­ნდა. შე­ამ­ჩნია თუ არა, რომ პატ­რო­ნი გა­საჭირში ჩა­ვარ­და და ცხე­ნის გმინ­ვაც გა­ი­გო, ყე­ფა ატე­ხა. ისე­თი ძა­ლით და ისე ხმა­მა­ღ­ლა ყეფ­და, ვიდ­რე ბინ­დ­ბუნ­დ­ში მთვლე­მა­რე გო­რა­კ­ებ­მა ასეთ­ივე ექო არ გამ­ოსცა. მან წაქ­ცეუ­ლები დაყ­ნოსა და მხო­ლოდ ის­ღა მოა­ხერ­ხა, რომ მე­რე ჩემ­თან მო­ირ­ბი­ნა, ჩემს მე­ტი იქ არა­ვინ ჩან­და, რომ დახ­მა­რებ­ოდა. პი­რუტყვს და­ვემ­ორჩილე და გა­ვე­მარ­თე მგზავ­რისკ­ენ, რო­მე­ლიც უზან­გიდან ფე­ხის გა­თავ­ისუფლე­ბას ცდი­ლობ­და. ის არ­ც­თუ მძი­მედ უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და­შა­ვებული, ისე­თი ძა­ლით ცდი­ლობ­და გა­ე­თავ­ისუფლებ­ინა თა­ვი. მი­უ­ხე­და­ვად ამ­ისა, მა­ინც ვკი­თხე:
- იტ­კი­ნეთ რა­მე, სერ?

მგო­ნი, ამ დროს ის ილან­ძღ­ებ­ოდა, მაგ­რამ ამა­ში ახ­ლაც არ ვარ დარ­წმუნებული. ასე იყო თუ ისე, ის რა­ღ­ა­ცას ბუტ­ბუ­ტებ­და და სწო­რედ ამან შეუ­შა­ლა ხე­ლი მაშ­ინვე პა­სუ­ხის გა­ცე­მაში.
- შემ­იძლია რა­მეში და­გეხ­მაროთ? - კვ­ლავ ვკი­თხე მე.
- გან­ზე გა­დექით, - მი­პას­უხა მან და პირ­ვე­ლად მუხ­ლებ­ზე წამ­ოიწია, შემ­დეგ კი ფეხ­ზე წამ­ოდგა. ჩამ­ოვე­ცა­ლე, რად­გან დავ­ინა­ხე, რომ ცხე­ნი ფეხ­ზე წამ­ოსად­გომად მძი­მედ ურ­ტყამ­და ფლოქ­ვებს ყი­ნულ­ზე. ძა­ღლიც გან­უწყვეტლივ ყეფ­და. ყო­ველ­ივე ამან მაი­ძულა, რამ­დენ­იმე იარ­დით და­მეხ­ია უკ­ან, მაგ­რამ წას­ვლა არ მინ­დო­და, სა­ნამ არ ვნა­ხავდი, რით დამ­თავ­რდებ­ოდა ეს ამ­ბავი. ბო­ლოს, მათ ბედ­მა გა­უღი­მა. ცხე­ნი წამ­ოდგა და ძა­ღლიც პატ­რო­ნის შე­ძახ­ილზე: - და­წექი, პა­ი­ლოტ! - გაჩ­უმდა. მგზავ­რი დაი­ხა­რა და ფეხს ისინ­ჯავ­და, ალ­ბათ, იმის გა­გე­ბა სურ­და, ხომ არა­ფერი დამ­იშავ­დაო. ნათ­ლად ჩან­და, ტკი­ვილები აწ­უხებ­და. ის კოჭ­ლო­ბით მი­ვი­და გა­და­საბ­იჯთან, საი­და­ნაც ის იყო ავ­დექი, და მას­ზე ჩამ­ოჯდა. 

მინ­დო­და, მეგ­ობრულად შე­მე­თა­ვა­ზებ­ინა ხე­ლი, დავ­ხმა­რებოდი და ამი­ტომ ვკი­თხე:
- თუ თქვენ მძი­მედ და­შავდით, სერ, და დახ­მა­რე­ბა გჭირ­დე­ბათ, შემ­იძლია თორ­ნ­ფილ­დი­დან ან ჰეი­დან მო­გიყ­ვა­ნოთ ვინ­მე.
- გმად­ლობთ, მე თვი­თონ მო­ვუვ­ლი თავს. ძვლე­ბი არა მაქვს დამ­ტვრეული, მხო­ლოდ ფე­ხი ვიღრ­ძე. - ის კვ­ლავ წამ­ოდგა, შე­ე­ცა­და, ფეხ­ზე დამ­დგარიყო, მაგ­რამ ტკი­ვი­ლის გა­მო უნებ­ურად შეჰ­ყვირა.

ჯერ კი­დევ დღის ნა­თელი არ გამ­ქრალიყო. პირ­ბად­რი მთვა­რე ანა­თებ­და და ახ­ლა სრუ­ლი­ად გა­რკ­ვევით ვხე­დავდი მხე­დარს ბეწ­ვისსა­ყელ­ოიან საც­ხენოსნო წამ­ოსას­ხამში, რო­მე­ლიც ფო­ლა­დის შე­სა­კ­რა­ვებით იკვ­რებ­ოდა. კარ­გად ვერ და­ვა­კვირდი, თუ რო­გორ გამ­ოიყურებ­ოდა, მაგ­რამ შევ­ნიშნე, რომ საშ­უალო სი­მა­ღლის იყო, გაშ­ლილმკ­ერ­დიანი, შავ­გვრე­მანი, ფარ­თო შუბ­ლი­თა და სა­ხის მკ­აცრი ნა­კვ­თებით. ახ­ლა, შე­ერ­თებული წარ­ბები მრის­ხა­ნედ შე­ე­კ­რა და თვა­ლებშიც სი­ჯი­უ­ტე უკრ­თოდა. ახალ­გაზრდულ ასა­კს გა­დაც­ილებული ჩან­და, მაგ­რამ არც შუ­ახ­ნის იყო. ასე, და­ახ­ლოებით, ოც­დათ­ხუთმეტი წლი­სა თუ იქ­ნებ­ოდა. მის და­ნახ­ვა­ზე არ შემ­შინებ­ია, მაგ­რამ ოდ­ნავ შემ­რცხვა. ის რომ უფ­რო ლა­მაზი, წარ­მოსა­დეგი და ოც­ნე­ბით წარ­მოდგენილი გმი­რი ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ მი­ახ­ლოე­ბას და ამ­დენი კითხ­ვის დას­მას ვერ გავ­ბე­დავდი, ვერც სამ­სახურს შევ­თა­ვა­ზებდი, რად­გან ვატყობ­დი, არ სი­ამ­ოვნებ­და. არას­ოდეს მე­ნა­ხა ახალ­გაზ­რდა, ლა­მაზი მა­მა­კ­აცი. ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში ჯერ კი­დევ არც ერთ მათ­განს არ დავ­ლა­პა­რა­კ­ებოდი. წარ­მოდგენით ვე­თაყ­ვა­ნებოდი და მო­წი­წე­ბას ვგრძნობ­დი სი­ლა­მაზის, მოხ­დე­ნი­ლო­ბის, სი­მა­მაც­ისა და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის მი­მართ. ყვე­ლა ამ თვი­სე­ბით დაჯ­ილდოებული ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვილკ­ა­ცები კი­დეც რომ შემ­ხვედ­როდნენ, ალ­ღო­თიც ვიგ­რ­ძ­ნობ­დი, რომ მათ არა­ფერი მო­ეწ­ონებ­ოდათ ჩე­მი. მეც თავს ისე ავარ­იდებდი, რო­გორც მო­გიზ­გი­ზე ცეცხლს, ელ­ვას ან რაი­მე ისეთ ნივთს, რა­საც ბრწყინ­ვა­ლე­ბა არ აკლ­ია, მაგ­რამ მა­ინც საძ­ულველ­ია.

ამ უც­ნობ მგზავ­რსაც რომ გა­ე­ღი­მა, კარ­გად მომ­ქ­ცეო­და, მად­ლობა გა­და­ე­ხა­და ან თა­ვაზ­ია­ნად ეთ­ქვა უარი და არ მიე­ღო ჩე­მი დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც შევ­თა­ვა­ზე, ჩე­მი გზით წა­ვი­დო­დი და სა­ჭი­როდ არ ჩავ­თ­ვ­ლი­დი, გა­მე­მეო­რებ­ინა მის­თ­ვის შე­კი­თხვები, მაგ­რამ მის­მა მო­ღუ­შულმა სა­ხემ და უხეშ­ობამ გამ­ბე­დაო­ბა შემ­მა­ტა. რო­დე­საც მან­იშნა, წავ­სულიყავი, არც კი გავ­ნძრეუ­ლვარ და გან­ვუცხა­დე:
- ვერ დაგ­ტოვებთ, სერ, ასე გვი­ან აქ, ამ უკ­აც­რიელ შა­რაგ­ზა­ზე მა­ნამ­დე მა­ინც, სა­ნამ ცხენ­ზე შეჯ­დომას არ შეძ­ლებთ.

ვთქვი თუ არა ეს, მან შემ­ომხე­და, აქამ­დე კი, მგო­ნი, ერ­თხე­ლაც არ შემ­ოე­ხე­და ჩემ­თ­ვის.
- ვფიქ­რობ, ასეთ დროს თქვენ თვი­თონ შინ უნ­და იჯ­დეთ, თუ სახ­ლი აქ სად­მე ახ­ლომახ­ლოსა გაქვთ. საი­დან მო­დი­ხართ?
- ქვემ­ოდან. სრუ­ლია­დაც არ მეშ­ინია ასე გვი­ან გა­რეთ ყოფ­ნა, თუ მთვარ­იანი ღა­მე­ა. თუ გნე­ბავთ, სი­ამ­ოვნებით გა­გეგ­ზავ­ნებით ჰე­ი­ში, მა­ინც იქით მივ­დი­ვარ წე­რი­ლის გა­საგ­ზავ­ნად.
- თქვენ, აი, იქ, დაბ­ლა ცხოვ­რობთ? იმ ქონ­გუ­რებ­იან სახ­ლ­ში? - და მან თორ­ნ­ფილ­დ­ზე მი­მი­თი­თა, რო­მელ­საც მთვა­რე უხ­ვად აფ­რქვევ­და ვერც­ხლისფერ სხი­ვებს და უფ­რო გა­რკ­ვევით მო­ჩან­და ტყის ფონ­ზე, რო­მე­ლიც გა­ნა­თებული ცის და­სავ­ლეთ­თან შე­და­რებით უზარ­მა­ზარი ჩრდი­ლი­ვით გა­წო­ლი­ლი­ყო.
- დი­ახ, სერ.
- ვი­სია ეს სახ­ლი?
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერის.
- იც­ნობთ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს?
- არა, არას­ოდეს მი­ნა­ხავს.
- მაშ, ის იქ არ ცხოვ­რობს?
- არა.
- იცით თუ არა, სად არის ახ­ლა?
- არა, არ ვი­ცი.
- თქვენ, რა­სა­კვ­ირველ­ია, მო­სამ­სახ­ურე არ იქ­ნე­ბით, ალ­ბათ, თქვენ იქ... - ის შე­ჩერ­და, თვა­ლი შე­ავლო ჩემს ჩაც­მულობას, რო­მე­ლიც, ჩვეუ­ლებრივ, მე­ტად უბ­რა­ლო იყო: შა­ვი მე­რი­ნო­სის მო­სას­ხამი, ასეთ­ივე ფე­რის წა­ვის ბეწ­ვის ქუ­დი. არც ერ­თსა და არც მეო­რეს მდი­და­რი ქალ­ბატონის პი­რის­ფა­რეშიც კი არ იკ­ად­რებ­და. რო­გორც ჩან­და, ძალ­იან უჭირ­და გა­ეგო, რა საქ­მიან­ობა მე­ვა­ლებ­ოდა იქ. მე და­ვეხ­მა­რე და ვუთხა­რი:
- აღმ­ზრდელი გახ­ლა­ვართ, სერ.
- ოჰ, აღმ­ზრდელი? - გაი­მეო­რა მან. - ეშ­მა­კ­მა და­ლახვროს, სულ და­მავ­იწყდა აღმ­ზრდელი! - და მან კვ­ლავ და­კვ­ირვებით აათ­ვალ­იერ­-ჩა­ათ­ვალ­იე­რა ჩე­მი ჩაც­მულობა. ასე, ორი წუ­თის შემ­დეგ გა­და­საბ­იჯიდან ის კვ­ლავ წამ­ოდგა, მაგ­რამ, შე­ე­ცა­და თუ არა, ფე­ხი გა­და­ედ­გა, სა­ხე­ზე საშ­ინელი ტკი­ვი­ლის კვა­ლი აღ­ე­ბეჭ­და.
- რა თქმა უნ­და, ვინ­მეს მოყ­ვა­ნას ვერ და­გა­ვა­ლებთ, - მითხ­რა მან, - მაგ­რამ შეგ­იძლიათ, თვი­თონ და­მეხ­მაროთ, თუ ასე­თი გულკ­ეთილი ხართ.
- სი­ამ­ოვნებით, სერ.
- ქოლ­გა რომ გქონ­დეთ, საბ­ჯენი ჯო­ხის მაგ­იერ გამ­ოვიყე­ნებდი.

- ქოლ­გა არა მაქვს, სერ.
- მა­შინ სცა­დეთ, ჩემს ცხენს აღ­ვირ­ში ხე­ლი მოჰ­კი­დოთ და აქ მო­მიყ­ვა­ნოთ. ხომ არ გეშ­ინიათ?
რა­სა­კვ­ირველ­ია, მარ­ტო რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ცხე­ნის შე­მეშ­ინდებ­ოდა, მაგ­რამ, რო­დე­საც მთხო­ვეს, მეც და­ვემ­ორჩილე. ხელ­სათბური გა­და­საბ­იჯზე დავ­დე და მა­ღ­ალ­ფე­ხებ­იან, ჯი­ში­ან ცხენს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. შე­ვე­ცა­დე აღ­ვირ­ში წა­მევლო ხე­ლი, მაგ­რამ ცხე­ნი მე­ტად ფიცხი აღმ­ოჩნდა და ახ­ლოს არ მი­მიშ­ვა. ბევ­რი ვე­ცა­დე, მაგ­რამ ამა­ოდ. თა­ნაც სიკვ­დილზე მე­ტად მაფ­რთხობდა მი­სი ტო­რე­ბის დაუ­სრულე­ბელი ცე­მა მი­წა­ზე. მხე­დარი რამ­დენ­იმე ხნის გან­მავ­ლობაში იც­დი­და, მით­ვალ­თვა­ლებ­და, ბო­ლოს გაი­ცინა და წარ­მოთქვა: - ვხე­დავ, მთას ვერ მი­ი­ტანთ მუ­ჰა­მედ­თან, მა­შინ ერ­თი გამ­ოსა­ვალ­იღა დაგ­რჩათ: და­ეხ­მაროთ მუ­ჰა­მედს, თვი­თონ მი­ვი­დეს მთას­თან. გთხოვთ, მო­მი­ახ­ლოვდეთ.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დი.

- მა­პატ­იეთ, - გა­ნაგრძო მან, - აუ­ცილებ­ლობა მაი­ძულებს, თქვე­ნი დახ­მა­რებით ვი­სარ­გებლო.
თა­ვი­სი ვა­ჟ­კ­აცური მძი­მე ხე­ლი მხარ­ზე და­მადო, ზედ და­ეყრდნო და ასე, კოჭ­ლო­ბით, მი­ვი­და ცხენ­თან. მოჰ­კი­და თუ არა ხე­ლი ცხე­ნის აღ­ვირს, მაშ­ინვე დაი­მორჩილა ის და უნა­გირს მო­ახ­ტა. სა­ხე ემან­ჭებ­ოდა, რად­გან თავს ძა­ლას ატან­და და ნა­ღრძობი ფე­ხიც, ალ­ბათ, უფ­რო და უფ­რო აწ­უხებ­და.
- ახ­ლა, - მითხ­რა მან მას შემ­დეგ, რაც გა­მე­ტებით იკბ­ინა ქვე­და ტუჩ­ზე, - ჩე­მი მათ­რახი მო­მაწ­ოდეთ. აი, იქ, ღო­ბის ძი­რას გდია.
მოვ­ძებ­ნე და ჩქა­რაც ვი­პო­ვე.
- გმად­ლობთ, ახ­ლა კი იჩ­ქა­რეთ, წა­იღ­ეთ წე­რი­ლი ჰე­ი­ში და რაც შეი­ძლე­ბა მა­ლე დაბ­რუნ­დით.

რომანი იდება ყოველდღე
წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი