ნოველები

ჯეინ ეარი. თავი მეთორმეტე

ჯეინ ეარი. თავი მეთორმეტე
დე­ზის პირ­ვე­ლი შემ­ოკვ­რისთა­ნა­ვე ცხე­ნი ყალ­ყზე შედ­გა და გას­წია. ძა­ღლიც მათ ნა­კ­ვა­ლევს გაჰ­ყვა და მა­ლე სამ­ივე თვალს მიე­ფა­რა. რო­გორც ტრა­მალ­ზე და უდაბ­ნო­ში.
მძაფ­რი ქა­რები სწრა­ფად მიქ­რი­ან...
ხელ­სათბური ავ­იღე და გზა გან­ვაგ­რძე. ეს ამ­ბავი ჩემ­თ­ვის ასე დამ­თავ­რდა და წარ­სულს ჩა­ბარ­და. ეს უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო შემ­თხვე­ვა ყო­ველ­გვარ რო­მან­ტიზმსა და ინ­ტე­რესს მოკ­ლებული იყო, მაგ­რამ მან ერ­თი სა­ათით მა­ინც შეც­ვა­ლა ჩე­მი ერ­თფერ­ოვანი ცხოვ­რე­ბა. ჩე­მი დახ­მა­რე­ბა დას­ჭირდათ, მთხო­ვეს და თა­ვი არ
დამ­იზოგავს. ნას­იამ­ოვნებიც დავ­რ­ჩი, რომ ცო­ტაო­დენი დახ­მა­რე­ბა მა­ინც შევ­ძელი. თუმ­ცა, რაც გა­ვა­კ­ე­თე, მე­ტად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო და შემ­თხვევით ამ­ბად მი­მაჩ­ნდა, მაგ­რამ მან საშ­უა­ლე­ბა მომ­ცა, მემ­ოქმე­და. მე ხომ ძალ­იან დამ­ქან­ცა ასეთ­მა უმოქ­მედ­ობამ და ერ­თფერ­ოვან­მა ცხოვ­რე­ბამ. ამ უც­ნო­ბი ადამ­იანის სა­ხით კი­დევ ერ­თი სუ­რა­თი შე­ე­მა­ტა იმ სუ­რათ­თა გა­ლე­რე­ას, რო­მელ­თაც ჩე­მი მეხ­სიე­რე­ბა ინა­ხავ­და. ის სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დებ­ოდა გო­ნე­ბაში გა­და­ნახული ყვე­ლა სხვა სახ­ისგან. ერ­თი მხრივ, იმი­ტომ, რომ ეს იყო მა­მა­კ­აცის სა­ხე, მეო­რე მხრივ კი იმი­ტომ, რომ ის გახ­ლდათ შავ­გვრე­მანი, ძლი­ე­რი და მბრძა­ნებლური ხას­იათის ადამ­იანი. და, აი, ეს სა­ხე გო­ნებ­იდან არ მშორ­დებ­ოდა, სა­ნამ ჰე­ის მი­ვა­ღ­წევდი და ფოს­ტის ყუთ­ში სწრა­ფად ჩავ­უშვებდი წე­რილს. მაშ­ინაც კი, რო­დე­საც გო­რა­კი­დან სწრა­ფად ვეშ­ვებოდი და სახ­ლისკ­ენ მი­ვეშ­ურებოდი, თვალ­წინ სულ ის სა­ხე მედ­გა. რო­დე­საც გა­და­საბიჯს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, ერ­თი წუ­თით შევ­ჩერდი, გარ­შემო მი­მო­ვი­ხე­დე და სმე­ნად ვი­ქე­ცი იმ იმე­დით, რომ იქ­ნებ ლა­ბა­დაში გახ­ვეული მხედ­რისა და გიტ­რე­შის მსგავ­სი ნი­უ­ფაუ­ნდლენდური ძა­ღლისთვის თვა­ლი მო­მე­კ­რა. მაგ­რამ ჩემ წინ მხო­ლოდ ღო­ბე და მა­ღ­ლა ამარ­თუ­ლი, კე­ლაპ­ტარივით სწო­რი, გას­ხლეტილი ტი­რი­ფის ხე შე­ვამ­ჩნიე, რო­მე­ლიც თით­ქოს მთვა­რის სხი­ვე­ბის შე­სახ­ვედ­რად მი­ის­წ­რაფ­ოდა. ჩე­მამ­დე ოდ­ნა­ვღა აღ­წევ­და მძაფ­რი ქა­რის შხუ­ი­ლი, რო­მე­ლიც აქე­დან ერ­თი მი­ლის დაშ­ორებით, თორ­ნ­ფილ­დის გარ­შემო, ხე­თა შო­რის და­თა­რეშ­ობდა. რო­დე­საც დაბ­ლა გა­დავ­იხე­დე, საი­და­ნაც ეს ხმა მო­დი­ო­და, შევ­ნიშნე, შე­ნო­ბის წი­ნა ხე­დის მხო­ლოდ ერ­თი სა­რკმ­ლიდან გამ­ოკრ­თოდა სი­ნათ­ლე, ამ სი­ნათ­ლემ გა­მახ­სე­ნა, რომ უკ­ვე გვი­ა­ნი იყო და ნა­ბიჯს ავ­უჩქა­რე.

თორ­ნ­ფილ­დ­ში მის­ვ­ლა აღ­არ მინ­დო­და, ჩემ­თ­ვის მის ზღუ­რბლზე ფე­ხის გა­დად­გმა ნიშ­ნავ­და დავ­ბრუნებოდი უმოქ­მე­დო ცხოვ­რე­ბას, კვ­ლავ გა­მევლო მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი დე­რე­ფანი, ავ­ყო­ლო­დი ჩაბ­ნე­ლებულ კი­ბეს, მო­მე­ნა­ხა ჩე­მი პა­ტა­რა, გან­მარ­ტოებული ოთა­ხი, მეხ­ილა წყნა­რი, მუ­დამ აუღ­ელ­ვე­ბელი მი­სის ფე­იერ­ფექსი და მხო­ლოდ მას­თან ერ­თად გა­მე­ტა­რებ­ინა ზამ­თ­რის გრძე­ლი სა­ღ­ამ­ოები. ამ ფიქ­რ­მა ჩა­მიხ­შო ოდ­ნა­ვი გან­ცდებიც კი, რო­მე­ლიც ამ გა­სეი­რნებით მი­ვიღ­ე. აი, იმა­ვე ერ­თფერ­ოვანი და მეტ­ისმე­ტად უმოქ­მე­დო ცხოვ­რე­ბის უხი­ლა­ვი ბორ­კი­ლებით უნ­და შე­მე­ზღუ­და ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლობანი. მე უკ­ვე აღ­არ შე­მეძლო მშვი­დი და უშ­ფოთ­ვე­ლი ცხოვ­რე­ბის და­ფა­სე­ბა. რა კარ­გი იქ­ნებ­ოდა, სწო­რედ ამ დროს მოვ­ხ­ვედ­რილიყავი ბო­ბო­ქა­რი ცხოვ­რე­ბის ქარც­ეცხლში. მწა­რე და მკ­აცრი ცხოვ­რე­ბის გამ­ოცდილე­ბას ეს­წავ­ლებ­ინა და სა­ნატ­რე­ლად გა­ე­ხა­და ის მშვი­დი და წყნა­რი ცხოვ­რე­ბა, რო­მელ­ზე­დაც ახ­ლა ასე ვბუზღუ­ნებდი. დი­ახ, ეს ისე­ვე სა­სარ­გებლო იქ­ნებ­ოდა ჩემ­თ­ვის, რო­გორც სა­ვარ­ძელში ჯდო­მით გა­და­ღლილი ადამ­იანისთვის ფე­ხის გა­მარ­თვა და გა­სეი­რნე­ბა.

ალა­ყაფის კარ­თან შევ­ჩერდი, მე­რე დიდ­ხანს ვი­დე­ქი მოლ­ზე ერთ ად­გილას. შემ­დეგ ქვა­ფენ­ილზე ნელ­-ნე­ლა მი­მოვ­დი­ო­დი. მი­ნის კა­რების და­რა­ბები და­ხუ­რუ­ლი იყო და იმის იქით ვე­ღ­ა­რა­ფერს ვხე­დავდი. ჩე­მი ფიქ­რი და სუ­ლი გან­შორებ­ოდა ამ მო­ღუ­შულ, პა­ტარ­-პა­ტა­რა, უსი­ნათ­ლო სა­კნის მსგავ­სი ოთა­ხებით სავ­სე რუხ შენ­ობას, რო­გორც ის მა­შინ წარ­მომედ­გინა, და მი­ის­წ­რაფ­ოდა ჩემ წინ უსა­ზღვროდ გა­დაშლილი ლა­ჟ­ვარ­დოვანი, ზღ­ვა­სავით მო­ლივ­ლი­ვე უღ­რუბ­ლო ცისკ­ენ. მთვა­რე კი ამა­ყად მი­ი­წევ­და სულ უფ­რო მა­ღ­ლა და მა­ღ­ლა. ახ­ლა ის ზემ­ოდან გად­მოჰყურებ­და მთის მწვერ­ვა­ლებს, საი­და­ნაც სულ რამ­დენ­იმე ხნის წინ ამ­ოვიდა, თან­და­თანობით შორს, დაბ­ლა ტო­ვებ­და მათ, თვი­თონ კი უკუ­ნეთი შუა­ღ­ამის გან­უზომელ და უძი­რო სივ­რ­ცე­ში ზენ­იტისკ­ენ მი­ილ­ტ­ვო­და. უამ­რავი მო­ციმ­ცი­მე ვარ­სკვ­ლავი კი მის გზას დას­დევ­ნებ­ოდა. მათ და­ნახ­ვა­ზე გუ­ლი სი­ა­მით ამ­ითრთოლდა, სის­ხ­ლი ამ­იჩქეფ­და, მაგ­რამ სულ პა­ტა­რა რა­მეც კი სა­კ­მარ­ისია, რომ მი­წი­ერ ცხოვ­რე­ბას დავ­უბრუნდეთ. დარ­ბაზში სა­ათ­მა და­რეკა და ეს სრუ­ლი­ად სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა. მაშ­ინვე თა­ვი ვა­ნე­ბე მთვა­რე­სა და ვარ­სკვ­ლა­ვებს, გა­ნის კა­რი გა­ვაღე და შიგ­ნით შე­ვედი.

დე­რე­ფანში არ ბნელ­ოდა, მაგ­რამ არც ძალ­იან იყო გა­ნა­თებული. იქაუ­რობას მხო­ლოდ ჭერ­ში და­კი­დებული ბრინ­ჯა­ოს ლამ­პა ანა­თებ­და. ეს სას­იამოვნო შუ­ქი დაჰ­ფენ­ოდა მუ­ხის კი­ბის ქვე­და სა­ფეხ­ურებ­საც. მო­წი­თა­ლო შუ­ქი გამ­ოდიოდა დი­დი სა­სადილო ოთახ­იდან, რომ­ლის ორი­ვე კა­რი ღია იყო. მო­ჩან­და ბუ­ხარ­ში მხი­არ­ულად მო­გიზ­გი­ზე ცეცხ­ლი, რომ­ლის შუ­ქი მარ­მარილოთი მო­პირკ­ე­თებულ, ბუხ­რის თით­ბ­რის კარს ანა­თებ­და და მე­წამულ ფარ­დებ­სა და კრ­ია­ლა ავეჯს მე­ტად სას­იამოვნო ფერს აძ­ლევ­და. იგი­ვე შუ­ქი ეფ­ინებ­ოდა ბუხ­რის წინ მსხდომ­თაც. ის იყო თვა­ლი მოვკ­არი მათ და მხი­ა­რუ­ლი, ერ­თმა­ნეთში არე­უ­ლი ხმე­ბი შემ­ომეს­მა. ადე­ლის ხმა ვი­ცა­ნი და კა­რიც მო­ხუ­რეს.

მი­სის ფეი­რფექსის ოთახ­ისკ­ენ გა­ვეშ­ურე. ცეცხ­ლი იქაც გიზ­გი­ზებ­და ბუ­ხარ­ში, მაგ­რამ არც სან­თლები აენ­თოთ და არც თვით მი­სის ფე­იერ­ფექსი დამ­ხვდა იქ. მხო­ლოდ დი­დი, შა­ვი და თეთ­რი ბეწ­ვით და­ფარული ძა­ღლი წამ­ომჯდარიყო მარ­ტოდმარტოდ, ბუხ­რის წინ, ნოხ­ზე. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და წამ­ოვიძა­ხე:

- პა­ი­ლოტ!
ისიც ად­გა, ჩემ­თან მო­ვი­და და დამ­ყნოსა. მე მო­ვე­ფე­რე. ის გრძელ კუდს აქ­იცინებ­და, მაგ­რამ ისევ იმ შე­მაძ­რწუნე­ბელ არ­სე­ბას ჰგავ­და და მას­თან ახ­ლოს ყოფ­ნა ძალ­იან მი­ჭირ­და. არც ის ვი­ცო­დი, საი­დან მო­ვი­და აქ. ზა­რი დავ­რე­კ­ე. მინ­დო­და სან­თლები აენ­თოთ. ისიც მინ­დო­და გა­მეგო, საი­დან გაჩ­ნდა ის. შემ­ოვიდა ლი.
- ეს ძა­ღლი აქ საი­დან გაჩ­ნდა?
- თა­ვის პატ­რონს მოჰ­ყ­ვა.
- ვის?
- თა­ვის პატ­რონს, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, იგი ეს­-ე­საა ჩამ­ოვიდა.
- მარ­თლა! მი­სის ფე­იერ­ფექსი მას­თან არის?
- დი­ახ, მის ადე­ლიც; ისი­ნი სა­სადილო ოთახ­ში არ­იან ახ­ლა. ჯო­ნი კი მკუ­რნალის მო­საყ­ვა­ნად გაგ­ზავ­ნეს, რად­გან მის­ტერ რო­ჩეს­ტერს გზად რა­ღ­აც უბედ­ურე­ბა შემ­თხვევ­ია. და­ცემ­ულა და ფე­ხი უღრ­ძია.
- სად წაქ­ცეუ­ლა ცხე­ნი? ჰე­ის შა­რა­ზე?
- დი­ახ, გო­რა­კ­თან, დაბ­ლა რომ ჩამ­ოდიოდა, ცხენს ფე­ხი ყი­ნულ­ზე დას­ცურებ­ია.
- ჰმ, თუ შეი­ძლე­ბა სან­თელი შემ­ოიტა­ნეთ, ლი!

ლიმ სან­თელი შემ­ოიტა­ნა. მას მი­სის ფე­იერ­ფექსი შემ­ოჰყვა, რო­მელ­მაც ახა­ლი ამ­ბავი კვ­ლავ გაი­მეო­რა. ისიც დაუ­მა­ტა, რომ ქი­რურ­გი მის­ტერ კარ­ტერი მო­სუ­ლი­ყო და მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან იყო. შემ­დეგ ის სას­წრაფოდ გავ­იდა, რა­თა გა­ნკ­არ­გულე­ბა გა­ე­ცა, ჩაი გა­ემ­ზა­დებ­ინათ, მე კი ზე­და სარ­თულზე პალ­ტოს გა­სახ­დე­ლად ავე­დი.


***
მკუ­რნალის მოთხოვ­ნით მის­ტერ რო­ჩეს­ტერი იმ ღა­მეს ად­რე დაწ­ვა. დი­ლით გვი­ან ად­გა, ქვე­და სარ­თულზე ჩამ­ოვიდა და მაშ­ინვე თა­ვი­სი საქ­მე­ების მოგ­ვა­რე­ბას შეუ­დგა. მო­უ­რა­ვი და რამ­დენ­იმე მო­ი­ჯა­რე კი უკ­ვე კარ­გა ხან­ია მო­სა­ლა­პა­რა­კ­ებ­ლად უც­დიდ­ნენ.
მე და ადელს ბიბ­ლი­ო­თე­კა უნ­და გაგ­ვე­თავ­ისუფლებ­ინა, ამ ოთახს ახ­ლა უცხო პირ­თა მი­სა­ღ­ებ ოთა­ხად იყე­ნებ­დნენ. ზე­და სარ­თუ­ლის ერ­თ-ერთ ოთახ­ში ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი და­ან­თეს. ჩვე­ნი წიგ­ნე­ბი იქ გა­დავ­იტა­ნე და სა­მე­ცადინო ოთა­ხად მო­ვაწ­ყვე. იმა­ვე დი­ლით შე­ვამ­ჩნიე, რომ თორ­ნ­ფილ­დი მთლად გამ­ოცვლილა. სახ­ლ­ში უკ­ვე აღ­არ იყო გა­მე­ფებული ეკ­ლეს­იისებური მყუდ­როე­ბა. ყო­ველ ერთ ან ორ სა­ათში კარ­ზე აკ­ა­კუ­ნებ­დნენ. დე­რეფ­ნიდან მო­ის­მო­და ზა­რის წკრ­იალი, გახ­შირებული ფე­ხის ხმა და უცხო ადამ­იან­თა სხვა­დას­ხვა­ნაირი ხმე­ბი. გა­რე სამ­ყარ­ოდან თორ­ნ­ფილ­დ­ში თით­ქოს მჩქე­ფა­რე ნა­კ­ადული შემ­ოიჭრა და მეც ახ­ლა უფ­რო მომ­წონ­და ის.

იმ დღ­ეს ადელ­თან მე­ცად­ინეო­ბა არც ისე ად­ვი­ლი იყო. მი­სი ყუ­რა­დღ­ე­ბა ვე­რაფრით მი­ვიქ­ციე. ხში­რად მი­ირ­ბენ­და ხოლ­მე კარ­თან და კი­ბის მო­აჯ­ირიდან დაბ­ლა იყუ­რებ­ოდა. უნ­დო­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერისთვის თვა­ლი მოე­კ­რა. ათას რა­მეს იგო­ნებ­და ქვე­და სარ­თულზე ჩა­სას­ვლე­ლად. ვი­ცო­დი, ამას იმი­ტომ აკ­ე­თებ­და, რომ რო­გორ­მე ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში შე­სუ­ლი­ყო, სა­დაც, დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, ასეთ დროს მი­სი გამ­ოჩე­ნა სრუ­ლი­ად ზედ­მეტი იქ­ნებ­ოდა. ბო­ლოს, რო­დე­საც გუ­ლი მო­მი­ვი­და და ვაი­ძულე, წყნა­რად მჯდა­რი­ყო, ის მა­ინც გა­ნაგ­რძობდა ტიკტ­იკს დაუ­სრულებ­ლად თა­ვის მეგ­ობარ Mონსიეურ Eდოუარდ Fაირფახ დე ღოც­ჰეს­ტერ, - ახ­ლა ის ასე იხ­სენ­იებ­და მას (მე კი ჯერ კი­დევ არავ­ისგან მსმენ­ოდა მი­სი ნათ­ლო­ბის სა­ხელი). გო­გო­ნა წი­ნას­წარ ცდი­ლობ­და გამ­ოეცნო, თუ რა საჩ­უქრები ჩამ­ოუტა­ნა მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა. რო­გორც ჩანს, მან წი­ნა სა­ღ­ამოს უთხ­რა გო­გო­ნას, რომ, რო­დე­საც მილ­კო­ტიდან ბარგს მი­იღ­ებ­დნენ, მას­ში ის აღმ­ოა­ჩენ­და მის­თ­ვის საი­ნტე­რესო ნივ­თე­ბით სავ­სე პა­ტა­რა ყუთს.
- Eტ ცე­ლა დო­იტ სიგ­ნი­ფი­ერ, - მითხ­რა მან - ქუ"ილ ყ აურა ლა დე­დანს უნ ცა­დეაუ პო­ურ მოი, ეტ პე­უტ-êტრე პო­ურ ვო­უს აუს­სი, Mადემოისელლე. Mონსიეურ ა პარლé დე ვო­უს: ილ მ"ა დე­მან­დე ლე ნომ დე მა გო­უ­ვერ­ნან­ტე, ეტ სი ელ­ლე ნ"éტაიტ პას უნე პე­ტი­ტე პერ­სონ­ნე, ას­სეზ მინ­ცე ეტ უნ პეუ პâლე. ჟ"აი დიტ ქუ­"ოუი: ცარ ც"ესტ ვრაი, ნ"ესტ-ცე პას, Mადემოისელლე?

მე და ჩემ­მა მო­წა­ფემ იმ დღ­ეს, ჩვეუ­ლებრივ, მი­სის ფე­იერ­ფექსის ოთახ­ში ვი­სად­ილეთ. ნაშ­უა­დღ­ევს ძალ­იან აც­ივდა და თოვ­ლი წამ­ოვიდა. ეს დრო სა­კ­ლასო ოთახ­ში გა­ვა­ტა­რეთ. რო­ცა დაბ­ინდდა, ადელს ნე­ბა დავ­რთე წიგ­ნე­ბი თა­ვის ად­გილას და­ეწყო, სამ­უშაო შე­ე­ნა­ხა და ქვე­და სარ­თულზე ჩა­სუ­ლი­ყო. დაბ­ლა უკ­ვე ყვე­ლა­ფერი შე­და­რებით მიწყ­ნარ­და. შეწ­ყდა მომ­ს­ვ­ლელ­თა ხმა და ზა­რის წკრ­იალი. მივ­ხ­ვ­დი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც ახ­ლა თავ­ისუფალი იქ­ნებ­ოდა. მარ­ტო დავ­რ­ჩი. სა­რკ­მელ­თან მი­ვე­დი, მაგ­რამ გა­რეთ უკ­ვე ვე­ღ­ა­რა­ფერს ვარ­ჩევდი. გა­რემო თოვ­ლის ფან­ტე­ლებ­სა და ბინდს და­ებ­ურა. მოლ­ზე ბუჩ­ქე­ბიც კი აღ­არ მო­ჩან­და. ფარ­და ჩა­მო­ვუშ­ვი და ისევ ბუხ­რისკ­ენ გა­მოვ­ბ­რუნ­დი. ჩა­ფერფლილი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ მოკ­ია­ფე ნა­კ­ვერ­ჩხლების შუქ­ზე მინ­დო­და წარ­მომედ­გინა პეი­ზა­ჟი, რო­მე­ლიც, თუ მეხ­სიე­რე­ბა არ მღ­ა­ლატობს, ჰაი­დელ­ბერგის კო­შკის სუ­რათს ჰგავ­და რაი­ნზე, რომ ამ დროს ოთახ­ში მი­სის ფე­იერ­ფექსი შემ­ოვიდა. მი­სი შე­მოს­ვ­ლით გაქ­რა კი­დეც ალ­ისფერი ნა­კ­ვერ­ჩხლებ­ისგან ჩემს გო­ნე­ბაში წარ­მოდგენით შექ­მ­ნი­ლი მო­ზა­იკური ფიქ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მარ­ტო­ო­ბის გა­მო ის იყო ჩემს სულ­ში მოზღ­ვა­ვე­ბას აპ­ირებ­დნენ.

- მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­ხა­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ თქვენ და თქვე­ნი მო­წა­ფე ამ სა­ღ­ამოს ჩა­ის მას­თან ერ­თად და­ლევთ, - მითხ­რა მან. - მთელ დღ­ეს იმ­დე­ნად მო­უც­ლე­ლად იყო, არ შე­ეძლო უფ­რო ად­რე ენა­ხეთ.
- რო­მელ სა­ათ­ზე სვამს ჩა­ის? - ვი­კი­თხე მე.
- ექვს სა­ათ­ზე. სო­ფელ­ში ის სამ­უშაოს ად­რე ამ­თავ­რებს და ად­რე წვე­ბა. ახ­ლა კი უმ­ჯო­ბეს­ია, ტან­საც­მელი გამ­ოიცვალოთ. მეც თქვენ­თან ერ­თად წამ­ოვალ და მო­გეშ­ვე­ლებით. აი, სან­თელიც.
- კა­ბის გამ­ოცვლა აუ­ცილე­ბელ­ია?
- დი­ახ, უმ­ჯო­ბეს­ია ასე მო­იქ­ცეთ. სა­ღ­ამო ხანს მე ყო­ველ­თ­ვის ვიც­ვ­ლი ტან­საც­მელს, რო­ცა მის­ტერ რო­ჩეს­ტერი აქ არის.
ასე­თი და­მა­ტებითი წეს­-ჩვეუ­ლე­ბები ამ სახ­ლის დი­დებ­ულე­ბას ადას­ტურებ­და. ოთახ­ში შევ­ბ­რუნ­დი. მი­სის ფე­იერ­ფექსის დახ­მა­რებით შა­ვი შა­ლის კა­ბა გავ­იხა­დე და შა­ვი აბ­რეშუმის კა­ბა ჩა­ვიც­ვი, რო­მე­ლიც, ჯერ კი­დევ ლო­ვუდ­ში მიღ­ებული გემ­ოვნების მი­ხედ­ვით, იმ­დე­ნად ლა­მაზ კა­ბად მი­მაჩ­ნდა, რომ მხო­ლოდ გან­სა­კუ­თრებულ შემ­თხვე­ვებში, დღ­ე­სას­წაუ­ლების დროს ვიც­ვამ­დი ხოლ­მე.
- გუ­ლის ქინ­ძის­თა­ვიც გა­იკ­ე­თეთ, - მითხ­რა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა.

მე მქონ­და ერ­თი პა­ტა­რა მარ­გალიტის გუ­ლის ქინ­ძის­თა­ვი, რო­მე­ლიც გან­შორების ჟამს მის ტემ­პლმა მაჩ­უქა. ის გავ­იკ­ე­თე და ქვე­და სარ­თულზე ჩა­ვედით. მიჩ­ვე­უ­ლი არ ვი­ყა­ვი უცხო ადამ­ია­ნებ­თან შეხ­ვედ­რას და მე­ტად მიძ­ნელ­დებ­ოდა მის­ტერ რო­ჩეს­ტერის წი­ნა­შე წარ­დგომა, გან­სა­კუ­თრებით, ასე­თი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გამ­ოძა­ხების შემ­დეგ. ეს ჩემ­თ­ვის გამ­ოცდა იყო. შე­ვე­ცა­დე, მი­სის ფე­იერ­ფექსი პირ­ვე­ლი შე­სუ­ლი­ყო სა­სადილო ოთახ­ში. მე უკ­ან მივ­ყ­ვე­ბო­დი და მას ვე­ფა­რებოდი. ასე გავ­ია­რეთ ეს ოთა­ხი. გავ­ც­დით თუ არა ფარ­და­ჩამ­ოფა­რებულ თა­ღს, ერთ მე­ტად ლა­მაზ ოთახ­ში შე­ვედით.

მაგ­იდა­ზე ორი ცვი­ლის სან­თელი ენ­თო, ორიც - ბუხ­რის თავ­ზე; ცეცხ­ლი მხი­არ­ულად გიზ­გი­ზებ­და. ბუხ­რის წინ პა­ი­ლო­ტი იწ­ვა და, ეტ­ყობოდა, მი­სი შუ­ქი­თა და სით­ბო­თი ტკ­ბებ­ოდა. ადე­ლი ძა­ღლის ახ­ლოს ჩა­ცუც­ქუ­ლი­ყო, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი კი ნა­ხევ­რად იყო მი­წო­ლი­ლი ტახ­ტზე, ფე­ხი ბალ­იშზე და­ეყრდნო და ძა­ღლ­სა და ადელს შეჰ­ყურებ­და. ცეცხ­ლის ალი მის სა­ხეს ახ­ლა მთლია­ნად ანა­თებ­და. მას­ში ჩე­მი ნაც­ნო­ბი მოგ­ზა­უ­რი ვი­ცა­ნი კუპ­რი­ვით შა­ვი სქე­ლი წარ­ბებ­ითა და ფარ­თო შუბ­ლით, რო­მელ­საც გვერ­დზე გა­და­ვარცხნილი შა­ვი თმა ოთხ­კუ­თხედის ფორ­მას აძ­ლევ­და. ვი­ცა­ნი, აგ­რეთ­ვე, მკ­ვეთ­რად გამ­ოკ­ვეთილი ცხვი­რი­თაც, რო­მე­ლიც ხას­იათის სიმ­ტ­კი­ცე­ზე უფ­რო მეტ­ყვე­ლებ­და, ვიდ­რე სი­ლა­მა­ზე­ზე. ცხვი­რის და­ბერილი ნეს­ტოები პატ­რო­ნის გულ­ფიცხო­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და, ხო­ლო სა­ხის სა­მი ნა­კვთი - კუშ­ტი ბა­გენი, ნიკ­აპი და ქვე­და ყბა - ეჭ­ვმიუტან­ლად ადას­ტურებ­და მის პირ­ქუ­შო­ბას. რაც შე­ე­ხე­ბა მის ტა­ნად­ობას, მას ახ­ლა გა­რკ­ვევით ვხე­დავდი. ლა­ბა­და გახ­დი­ლი ჰქონ­და და ნათ­ლად ჩან­და, რომ მი­სი სხე­უ­ლის ფორ­მე­ბი მის სა­ხეს ჰარ­მონიულად შე­ე­ფე­რებ­ოდა. ეს იყო სა­უკ­ე­თესო აღ­ნაგობის მა­მა­კ­აცი. ფარ­თო მკ­ერ­დთან შე­და­რებით წე­ლი ვიწ­რო უჩან­და, თუმ­ცა ისიც უნ­და ვა­ღ­იარო, რომ არც ძალ­იან მა­ღ­ალი იყო და არც ძალ­იან მოხ­დე­ნი­ლი.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, ალ­ბათ, შენ­იშნა ჩვე­ნი შეს­ვლა ოთახ­ში, მაგ­რამ, რო­გორც ჩან­და, სრუ­ლია­დაც არ იყო გან­წყო­ბი­ლი, ჩვენ­თ­ვის ყუ­რა­დღ­ე­ბა მო­ექ­ცია. თა­ვიც კი არ აუ­წევ­ია მა­ღ­ლა, რო­დე­საც მი­ვუ­ახ­ლოვ­დით.
- მის ეარი გე­ახ­ლათ, სერ, - ჩვე­უ­ლი სიმ­შ­ვი­დით წარ­მოთქვა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. მან თა­ვი დაგ­ვიკ­რა, მაგ­რამ ისე, რომ თვა­ლი არ მო­უ­შო­რებ­ია ბავ­შვისა და ძა­ღლისთვის.

- მის ეარს შეუ­ძლია დაჯ­დეს, - თქვა მან. ამ ნა­ძა­ლა­დევ თა­ვის და­კვ­რაში, ამ მო­უთ­მე­ნელ, თუმ­ცა თა­ვაზ­იან კი­ლო­ში იყო რა­ღ­აც უც­ნა­უ­რი, რო­მე­ლიც თით­ქოს შემ­დეგს გუ­ლის­ხ­მობ­და: - რა მე­კი­თხე­ბა, მის ეარი აქ იქ­ნე­ბა თუ არა, ამჟ­ა­მად მას­თან სა­ლა­პა­რა­კოდ სრუ­ლია­დაც არა ვარ გან­წყო­ბი­ლიო.
დავ­ჯექი. მღ­ელ­ვა­რე­ბამ გამ­ია­რა. მეტ­ისმე­ტად თა­ვაზ­იან მიღ­ე­ბას, შე­საძ­ლე­ბელ­ია, და­ვებ­ნიე კი­დეც. ასეთ მი­სალ­მე­ბა­ზე მე თვი­თონ ასე­ვე თა­ვაზ­ია­ნად და მოხ­დენ­ილად ვერ ვუ­პას­უხებდი. რო­ჩეს­ტერის უხეშ­ობამ მის მი­მართ ყო­ველ­გვარი მო­ვა­ლეო­ბისგან გა­მა­თავ­ისუფლა. პი­რი­ქით, მი­სი უჩ­ვე­უ­ლო საქ­ციელის ფონ­ზე ჩე­მი სიმ­შ­ვი­დე და თავ­და­ჭერ­ილობა გა­რკ­ვეულ უპი­რა­ტეს­ობა­საც კი მან­იჭებ­და. თუმ­ცა, მი­სი ეს უც­ნა­უ­რი საქ­ციელი ამა­ღ­ელ­ვე­ბელიც იყო. მაი­ნტე­რე­სებ­და, რო­გორ­ღა მო­იქ­ცეო­და შემ­დეგ.
ქან­და­კ­ე­ბა­სავით გა­შეშ­და. არც ლა­პა­რა­კო­ბდა და არც ინ­ძ­რეო­და. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა სა­ჭი­როდ მი­იჩ­ნია, რომ რო­მელ­იმე ჩვენ­განს მე­ტი თა­ვაზ­იან­ობა გამ­ოეჩ­ინა, და თვი­თონ და­იწყო საუ­ბარი. ის ჩვეუ­ლებრივ, ტკბ­ილად ლა­პა­რა­კო­ბდა და ახ­ლაც, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, მი­სი სა­უბ­რის თე­მა ყო­ველ­დღიურ ამ­ბებს შე­ე­ხებ­ოდა. წუხ­და, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ნა­ღრძობი ფე­ხი აწ­უხებ­და, ამას­თა­ნა­ვე, იმ­დე­ნი საქ­მე გამ­ოუჩნდა, რომ მთე­ლი დღე არ ეცა­ლა. ისიც დას­ძინა, რომ მე­ტი სიმ­ტ­კი­ცე და მოთ­მი­ნე­ბა უნ­და გამ­ოეჩ­ინა, რა­თა მა­ლე გამ­ომჯობინებულიყო.
- მა­დამ, კარ­გი იქ­ნებ­ოდა, თუ ერთ ფინ­ჯან ჩა­ის შემ­ოიტანდით, - აი, ერ­თა­დერთი პა­სუ­ხი, რო­მე­ლიც მან მი­ი­ღო. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მაშ­ინვე და­რეკა და, რო­დე­საც ლან­გარი შემ­ოიტა­ნეს, სწრა­ფად და გულ­მოდ­გი­ნედ შეუ­დგა მაგ­იდა­ზე კო­ვზებ­ისა და ფინ­ჯ­ნე­ბის და­ლა­გე­ბას. მე და ადე­ლი მაგ­იდას შემ­ოვუსხედით. ჩვე­ნი პატ­რო­ნი კი ტახ­ტიდან არ ამ­დგა­რა.

- თუ შეი­ძლე­ბა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მი­აწ­ოდეთ ეს ფინ­ჯა­ნი, - მითხ­რა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა, - ადელ­მა შეი­ძლე­ბა და­ღ­ვაროს.
მეც ისე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც მითხ­რეს. მან ფინ­ჯა­ნი გამ­ომარ­თვა. ადელ­მაც სწო­რედ ეს წუ­თე­ბი მი­იჩ­ნია შე­სა­ფერ­ისად, რაი­მე ეთ­ქვა ჩემ შე­სა­ხებ და წამ­ოიძა­ხა N"ესტ-ცე პას, Mონსიეურ, ქუ­"ილ ყ â უნ ცა­დეაუ პო­ურ Mადემოისელლე Eყრე, დანს ვოტ­რე პე­ტიტ ცოფ­ფ­რე?
- ვინ ლა­პა­რა­კობს საჩ­უქრებ­ზე? - თქვა მან მკ­აც­რად. - გა­ნა, თქვენ საჩ­უქარს ელო­დით, მის ეარ? გიყ­ვართ საჩ­უქრების მიღ­ე­ბა? - და მან და­კვ­ირვებით მო­მაპყ­რო შა­ვი თვა­ლები, რომ­ლებ­იდა­ნაც მრის­ხა­ნე­ბა და გამ­ჭო­ლი მზე­რა გამ­ოკრ­თოდა.
- მარ­თალი მო­გახ­სენოთ, არ ვი­ცი, სერ. ამ საქ­მეში მე­ტად მცი­რე გამ­ოცდილე­ბა მაქვს. რო­გორც ამ­ბობენ, საჩ­უქრების მიღ­ე­ბა ძალ­იან სას­იამოვნო უნ­და იყოს.
- სა­ერთოდ, ასე ფიქ­რო­ბენ, არა? თქვენ რო­გორ გგო­ნი­ათ?
- მო­მე­ცით დრო, სა­ნამ თქვენს სა­კ­ადრის პა­სუხს მო­გახ­სე­ნებ­დეთ, სერ. საჩ­უქარი მრა­ვალ­ნაი­რია. ადამ­იან­მა წი­ნას­წარ უნ­და გაი­თვალისწინოს, სა­ნამ თა­ვის სა­კუ­თარ აზრს იტყო­დეს მის რაო­ბა­ზე.
- მის ეარ, თქვენ ისეთ­ივე გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო არ ყო­ფილ­ხართ, რო­გო­რიც ადელ­ია. ის ჩე­მი და­ნახ­ვისთა­ნა­ვე და­ჟი­ნებით მო­ითხოვს საჩ­უქარს, თქვენ კი ფრთხი­ლად მოქ­მე­დებთ.
- იმი­ტომ, რომ მე ნა­კ­ლე­ბად ვარ დარ­წმუნებული, ვიდ­რე ადე­ლი, სერ, რად­გან საჩ­უქარი არაფ­რით დამ­იმსახ­ურებ­ია. მას კი თქვე­ნი ძვე­ლი ნაც­ნობობა მე­ტის მოთხოვ­ნის უფ­ლე­ბას ან­იჭებს, ამას­თა­ნა­ვე - ჩვეუ­ლე­ბაც. რო­გორც ის მარ­წმუნებს, თქვენ მას ყო­ველ­თ­ვის ასაჩ­უქრებდით სა­თა­მაშ­ოებით. თქვენ რომ ჩემ­თ­ვის რაი­მე საჩ­უქარი შემ­ოგე­თა­ვა­ზებ­ინათ, ეს ამ­ბავი გა­მაო­ცებ­და კი­დეც. მე ხომ ჯერ სრუ­ლი­ად უცხო ვარ და არც არა­ფერი გამ­იკ­ე­თებ­ია, რომ მად­ლობა და­მემ­სახ­ურებ­ინა.
- ოჰ, ნუ იჩენთ გა­და­ჭარ­ბებულ მოკრ­ძა­ლებ­ულობას. ადე­ლი შე­ვამ­ოწმე და დავ­რ­წ­მუნ­დი, დი­დი შრო­მა გაგ­იწევ­იათ. ის ხომ სწრა­ფად ვერ ით­ვი­სებს, არც მაი­ნცდა­მაინც ნი­ჭით გამ­ოირჩე­ვა. ამ ცო­ტა ხან­ში კი ბევ­რი რამ შეუ­სწავ­ლია.
- სერ, აი, სწო­რედ ეს გახ­ლავთ ჩე­მი საჩ­უქარი. ეს სწო­რედ ისა­ა, რა­საც ყო­ვე­ლი მას­წავ­ლე­ბელი ეს­წრაფვის. გან­უსა­ზღვ­რელ სი­ამ­ოვნე­ბას მხო­ლოდ ის ან­იჭებთ, თუ მათ მოს­წავ­ლე­ებს აქე­ბენ.
- ჰმ! - ჩაი­ლა­პა­რაკა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და ჩუ­მად გა­ნაგრძო ჩა­ის სმა.

- ცეც­ხლთან მო­დით, - მითხ­რა მან, რო­დე­საც ლან­გარი გაი­ტა­ნეს. მი­სის ფე­იერ­ფექსი ერ­თ-ერთ კუ­თხეში დაჯ­და თა­ვი­სი ხელ­საქმით, ხო­ლო ადელს ხელ­ჩა­კი­დებული დავ­ყავდი ოთახ­ში და მაჩ­ვე­ნებ­და შე­სან­იშნავ წიგ­ნებ­სა და სხვა­დას­ხვა­ნაირ მორ­თუ­ლო­ბას კო­ნსოლებ­სა და კა­რა­დებ­ზე. ჩვენც და­ვემ­ორჩილეთ. ვალ­დებულნიც ვი­ყა­ვით, ასე მოვ­ქ­ცეუ­ლიყავით. ადელს უნ­დო­და, ჩემს მუხ­ლებ­ზე მოკ­ა­ლა­თებულიყო, მაგ­რამ უბ­რ­ძა­ნეს, ძა­ღლ­თან თა­მაშით გა­ერთო თა­ვი.
- სა­მი თვე­ა, არა, რაც ჩემს სახ­ლ­ში ცხოვ­რობთ?
- დი­ახ, სერ.
- თქვენ ჩამ­ოხვედით...
- ლო­ვუ­დის სას­წავ­ლებ­ლიდან, შა­ი­რის საგ­რაფ­ოდან.
- აჰ! საქ­ველ­მოქმედო სას­წავ­ლებ­ლიდან. რამ­დენ ხანს იყა­ვით იქ?
- რვა წე­ლი.
- რვა წე­ლი! მაშ, ძალ­იან სი­ცოცხ­ლი­სუ­ნარ­იანი ყო­ფილ­ხართ. იმ დრო­ის ნა­ხე­ვარიც კი, რაც თქვენ ლო­ვუდ­ში გაგ­იტა­რებ­იათ, სხვას რომ გა­ე­ტა­რებ­ინა, ჯან­მრთელ­ობას მთლია­ნად და­კ­არ­გავ­და. იმი­ტო­მაც აღ­არ არის სა­კვ­ირველი, რომ საი­ქიოდან მო­სულს ჰგავ­ხართ. ძალ­იან მაო­ცებ­და, რა­ტომ გქონ­დათ ასე­თი სა­ხე. გა­სულ ღა­მეს, რო­დე­საც ჰეი­ლეინში შემ­ხ­ვ­დით, ჩემ­და უნებ­ურად, გა­მახ­სენ­და ზღ­ა­პარი ფერ­იებ­ზე და გო­ნე­ბაში იმ აზ­რმაც კი გამ­იელ­ვა, რომ თქვენ მოა­ჯად­ოვეთ ჩე­მი ცხე­ნი. ამა­ში ჯერ კი­დევ კარ­გად არა ვარ დარ­წმუნებული. ვინ არ­იან თქვე­ნი მშობ­ლე­ბი?
- მშობ­ლე­ბი არ მყავს.
- ვფიქ­რობ, არც არას­ოდეს გეყ­ოლებ­ოდათ. გახ­სოვთ თუ არა ისი­ნი?
- არა.
- მეც ასე ვფიქ­რობ­დი. მაშ, გა­და­საბ­იჯზე მჯდა­რი თქვენს ნა­თე­სა­ვებს უც­დი­დით, არა?
- ვის, სერ?
- მწვა­ნე­სამ­ოსია­ნებს, სწო­რედ შე­სა­ფერისი მთვარ­იანი სა­ღ­ამო იყო მათ­თ­ვის. ერ­თ-ერთ თქვენს თი­ლის­მურ წრე­ში ხომ არ შევ­იჭერი, შა­რაგ­ზა­ზე ის დაწ­ყევლილი ყი­ნუ­ლი ასე რომ იყო მო­ჯად­ოებული.
თა­ვი გავ­იქნიე.
- ერთ სა­უკუ­ნე­ზე მეტ­ია, რაც მწვა­ნე­სამ­ოსიან­მა ადამ­ია­ნებ­მა ინ­გ­ლი­სი დატ­ოვეს, - ვუთხა­რი და ისე­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ტო­ნით გან­ვაგ­რძე საუ­ბარი, რო­გორც თვი­თონ მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა: - ახ­ლა ვე­ღ­არც ჰეი­ლეი­ნსა და ვერც მის ახ­ლომახლო მი­დამ­ოებში აღმ­ოა­ჩენთ მათ კვალ­საც კი. ვფიქ­რობ, ვერც ზაფხუ­ლის, ვერც შემ­ოდგომისა და ვერც ზამ­თ­რის მთვა­რის მა­ნათ­ობელი სხი­ვე­ბი ამ­იერ­იდან ვერ მოჰ­ფე­ნენ ნა­თელს მათ ნად­იმებს.
მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა ქსო­ვას თა­ვი მია­ნე­ბა და წარ­ბები აზ­იდა, ჩან­და, ძალ­იან გა­უკვ­ირდა სა­უბ­რის ში­ნა­არსი.
- კე­თი­ლი, - და­ა­სკვ­ნა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - თუ მშობ­ლე­ბი არ გყავთ, ნა­თე­სა­ვები მა­ინც გეყ­ოლე­ბათ: ბი­ძე­ბი ან დეი­დები.
- არა, არც ერ­თი მათ­განი არას­ოდეს მი­ნა­ხავს.
- სახ­ლი გაქვთ?
- არა.
- მაშ, სად ცხოვ­რო­ბენ თქვე­ნი დე­ბი და ძმე­ბი?
- არც დე­ბი მყავს და არც ძმე­ბი.
- ვინ გირ­ჩი­ათ, რომ აქ მო­სუ­ლი­ყა­ვით?
- გა­ზეთში გამ­ოვაც­ხა­დე და მი­სის ფე­იერ­ფექსი გამ­ოეხ­მაუ­რა ჩემს გან­ცხა­დე­ბას.
- დი­ახ, - ჩა­ურ­თო კეთ­ილმა ქალ­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ახ­ლა მიხ­ვ­და, თუ რა­ზე ვსა­უბ­რობ­დით. - ყო­ველ­დღე მად­ლობას ვწი­რავ გან­გე­ბას, რომ ასე­თი არ­ჩე­ვანი მარ­გუნა წი­ლად. მის ეარი ფას­დაუ­დე­ბელი მეგ­ობარ­ია ჩემ­თ­ვის. ამას­თა­ნა­ვე, მე­ტად კე­თი­ლი და და­კვ­ირვებული აღმ­ზრდელი ადე­ლის­თ­ვის.
- მი­სი და­ხას­ია­თებისთვის ნუ შეწ­უხდებით, - მი­უბ­რუნ­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. - ეს ქე­ბა-­დიდე­ბა ჩემ­ზე არ მოქ­მე­დებს, ხოტ­ბით ვერ მომ­ხიბ­ლავთ, მე თვი­თონ შე­ვამ­ოწმებ. მის ეარ­მა ჩე­მი ცხე­ნის წაქ­ცევით და­იწყო.
- სერ! - წამ­ოიძა­ხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა გან­ცვიფრებით.
- ფე­ხი რომ ვიღრ­ძე, მას უნ­და ვუ­მად­ლოდე.
ქვრი­ვი გან­ცვიფრებული გამ­ოიყურებ­ოდა.
- მის ეარ, გიცხოვ­რი­ათ ოდეს­მე ქა­ლაქში?
- არა, სერ.
- გიხ­დებ­ოდათ საზ­ოგად­ოე­ბაში ყოფ­ნა?
- არა, მხო­ლოდ ლო­ვუ­დის მას­წავ­ლე­ბელ­თა და მოს­წავ­ლე­თა წრე­ში. ახ­ლა კი აქა ვარ, თორ­ნ­ფილ­დის მცხოვ­რებ­თა შო­რის.
- ბევ­რი წაგ­იკი­თხავთ?
- მხო­ლოდ ის წიგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც კი ხელ­ში ჩამ­ვარ­დნია, არ­ც­თუ ისე ბევ­რი და მეც­ნიერული.
- მო­ნაზ­ვ­ნუ­რი ცხოვ­რე­ბა გქო­ნი­ათ. ეჭ­ვი არ არის, კარ­გად იქ­ნე­ბით გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლი რე­ლი­გი­ურ წეს­-ჩვეუ­ლე­ბებში. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, ბროკ­ლე­ჰერსტი, ლო­ვუ­დის მმარ­თველი, მღვ­დელ­ია, არა?
- დი­ახ, სერ.
- თქვენც, ალ­ბათ, გო­გო­ნე­ბი, აღ­მერ­თებდით მას, რო­გორც ქალ­თა მო­ნას­ტ­რის მხევ­ლები აღ­მერ­თე­ბენ თავ­იანთ წი­ნამ­ძღ­ვარს.
- ოჰ, არა.
- ძალ­იან ცუ­დად მსჯე­ლობთ! აბა, იფიქ­რეთ, რას ნიშ­ნავს ეს! ადამ­იანი იზ­რ­დებ­ოდეს რო­გორც მორ­წ­მუ­ნე, და არ აღ­მერ­თებ­დეს თა­ვის მოძღ­ვარს, ეს ღვთის გმო­ბა­ა!
- მე მძულს მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერსტი, მაგ­რამ ეს გრძნო­ბა მარ­ტო მე არ მეუ­ფლე­ბა. ის ძალ­იან ყოყ­ლო­ჩი­ნა და გულ­ქ­ვა ადამ­იან­ია, ყვე­ლას საქ­მეში და­უკი­თხა­ვად ერე­ვა. თმა ყვე­ლას შეგ­ვჭრა, მომ­ჭირ­ნე­ო­ბის გა­მო კი ისეთ ცუდ ძაფ­სა და ნემ­სებს ყი­დუ­ლობ­და, რომ ძლივს ვა­ხერ­ხებდით კერ­ვას.
- ეს ძალ­იან ცუ­დი მომ­ჭირ­ნეო­ბა­ა, - შენ­იშნა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა, რო­მელ­მაც კვ­ლავ აუღო ალ­ღო ჩვენს საუ­ბარს.
- ეს არის მი­სი შეც­ოდების თა­ვი და ბო­ლო? - იკი­თხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა.
- სა­ნამ მარ­ტო მის ხელთ იყო სურ­სათ­-სან­ოვაგის გა­ნაწ­ილების საქ­მე და კო­მიტეტში ახალ წევ­რებს აი­რჩევ­დნენ, შიმ­ში­ლით სულს გვარ­თმევ­და. კვ­ირაში ერ­თხელ თავს გვა­ბეზ­რებ­და დაუ­სრულე­ბელი ლექ­ციებით, სა­ღ­ამოობით კი თავ­ისივე წიგ­ნე­ბის კითხ­ვით, სა­დაც მოთხ­რო­ბი­ლი იყო მო­უ­ლოდ­ნელ სიკვ­დილსა და ღმერ­თის მი­ერ დად­გენილ სას­ჯელ­თა შე­სა­ხებ, რაც ისე გვაშ­ინებ­და, რომ ვე­ღ­არც კი ვი­ძი­ნებ­დით.
- რამ­დენი წლი­სა მიხ­ვე­დით ლო­ვუდ­ში?
- და­ახ­ლოებით ათის.
- იქ დარ­ჩით რვა წე­ლი. მაშ, თვრა­მეტი წლი­სა ყო­ფილ­ხართ.
მე და­ვე­თან­ხმე.
- რო­გორც ხე­დავთ, არ­ითმეტ­იკა ძალ­იან სა­ჭი­რო ყო­ფი­ლა; მი­სი დახ­მა­რების გა­რე­შე ვერ მივ­ხ­ვ­დე­ბო­დი, რამ­დენი წლი­სა ხართ. ამის დად­გე­ნა ძალ­იან ძნელ­ია, რად­გან თქვე­ნი სა­ხე და გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა ერ­თმა­ნეთს. ახ­ლა კი მითხა­რით, რა ის­წავ­ლეთ ლო­ვუდ­ში? უკ­რავთ?
- არც მაი­ნცდა­მაინც კარ­გად.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ყო­ველ­თ­ვის ასე პას­უხობენ. შე­დით ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში, - მე, რა­სა­კვ­ირველ­ია, ვგუ­ლის­ხ­მობ, თუ შეი­ძლე­ბა (მა­პატ­იეთ ჩე­მი სა­უბ­რის მბრძა­ნებლური ტო­ნი, მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ასე ლა­პა­რა­კს. ვიტყ­ვი: გა­ა­კ­ე­თეთ ეს! და ყვე­ლა­ფერი კეთ­დე­ბა. ჩემს ჩვეუ­ლე­ბას ვერ გა­მო­ვიც­ვ­ლი ერ­თი ახა­ლი მო­ბი­ნად­რის გა­მო), - მაშ, წა­დით ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში, სან­თელი თან წა­იღ­ეთ, კა­რი ღია დატ­ოვეთ, და­ჯექით რო­ი­ალ­თან და რა­მე და­უკ­არით.
მის ბრძა­ნე­ბას და­ვემ­ორჩილე და წა­ვედი.

- სა­კ­მარ­ისია! - დაი­ძა­ხა მან რამ­დენ­იმე წუ­თის შემ­დეგ. - რო­გორც ვხე­დავ, თქვენ მარ­თლაც ვერ უკ­რავთ ძალ­იან კარ­გად, რო­გორც ყვე­ლა სხვა ინ­გ­ლი­სე­ლი მოს­წავ­ლე გო­გო­ნა. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ცო­ტა უფ­რო უკ­ე­თე­სად, მაგ­რამ მთლად კარ­გად არა.
რო­ი­ა­ლი დავ­ხურე და გა­მოვ­ბ­რუნ­დი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა კი გა­ნაგრძო:
- ადელ­მა მიჩ­ვე­ნა რამ­დენ­იმე ჩა­ნა­ხატი ამ დი­ლით, რო­მე­ლიც თქვე­ნი ხე­ლით ყო­ფი­ლა შეს­რულებული. ნუ­თუ ისი­ნი მარ­თლა მარ­ტო თქვენ გე­კუთვნით? ალ­ბათ, მას­წავ­ლე­ბელ­მა წა­გახ­მა­რათ ხე­ლი.
- არა, ნამ­დვილად არა, - წამ­ოვიძა­ხე მე.
- აჰ, ეს თავ­მოყვა­რეო­ბა­ზე მოქ­მე­დებს? კე­თი­ლი, მო­მი­ტა­ნეთ თქვე­ნი სუ­რა­თების შე­სა­ნახი ყდა. შეგ­იძლიათ ითავ­დებოთ, რომ ისი­ნი მხო­ლოდ თქვე­ნი სა­კუ­თარი ხელ­ითაა შეს­რულებული? ნუ­რა­ფერს იტყ­ვით, თუ დარ­წმუნებული არა ხართ. მე მაშ­ინვე შე­ვამ­ჩნევ, თუ სხვებ­ისგან გად­მოგიღ­იათ.
- მა­შინ მე არა­ფერს ვიტყ­ვი. თქვენ თვი­თონ გან­სა­ჯეთ, სერ.
ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან სუ­რა­თები გამ­ოვიტა­ნე.
- მაგ­იდა ჩე­მკ­ენ მოს­წი­ეთ! - მითხ­რა მან. მაგ­იდა მის ტახ­ტთან ახ­ლოს მი­ვი­ტა­ნე სუ­რა­თების და­სათ­ვალ­იე­რებ­ლად. მი­სის ფე­იერ­ფექსი და ადე­ლიც ახ­ლოს მო­ვიდ­ნენ.
- აქ ნუ შეჯ­გუფდებით, - თქვა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - სუ­რა­თები გამ­ომართვით, რო­დე­საც მე და­ვათ­ვალ­იე­რებ, ასე ახ­ლოს ნუ მოხ­ვალთ.
აუ­ჩქა­რებ­ლად აკვ­ირდებ­ოდა თი­თო­ე­ულ ეს­კი­ზსა და ჩა­ნა­ხატს. სა­მი სუ­რა­თი გვერ­დზე გა­დადო, ხო­ლო და­ნარ­ჩენი, დათ­ვალ­იე­რების შემ­დეგ, მათ გა­დას­ცა. - მი­სის ფე­იერ­ფექს, მეო­რე მაგ­იდა­ზე გა­და­აწ­ყვეთ ისი­ნი და ადელ­თან ერ­თად იქ და­ათ­ვალ­იე­რეთ. თქვენ კი (მე შემ­ომხე­და), თქვენს ად­გილას და­ჯექით და კი­თხვებ­ზე მი­პას­უხეთ. ახ­ლა კი ვხე­დავ, რომ ეს სუ­რა­თები ერთ ხელს შეუ­ქმნია. ეს თქვე­ნი ხელ­ია?
- დი­ახ.
- რო­დის პო­უ­ლობ­დით დროს მათ შე­საქ­მნე­ლად? ამას დი­დი დრო და ფიქ­რი დას­ჭირდებ­ოდა.
- ისი­ნი ორი უკ­ა­ნა­სკ­ნელი არ­და­დე­გების დროს დავ­ხა­ტე ლო­ვუდ­ში, რო­დე­საც სხვა საქ­მე აღ­ა­რა­ფერი მქონ­და.
- საი­დან აიღ­ეთ ამ სუ­რა­თების სი­უჟ­ე­ტები?
- თვი­თონ მო­ვი­ფიქ­რე.
- ეს ყვე­ლა­ფერი იმ თავ­მა მო­ი­ფიქ­რა, რო­მელ­საც მე თქვენს მხრებ­ზე ვხე­დავ?
- დი­ახ, სერ.
- კი­დევ არის მას­ში სხვა ასეთ­ივე ჩა­ნაფიქრი?
- შე­საძ­ლე­ბელ­ია, იყოს. იმე­დი მაქვს, უკ­ე­თესიც.

მან სუ­რა­თები გა­შა­ლა და რიგ­რი­გო­ბით ათ­ვალ­იე­რებ­და.
მკი­თხველო, სა­ნამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ამ საქ­მიან­ობითაა გარ­თუ­ლი, მინ­და მო­გითხ­როთ, რას წარ­მოად­გენ­და თი­თო­ე­უ­ლი სუ­რა­თის სი­უჟ­ეტი. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, წი­ნას­წარ უნ­და გა­გაფრთხილოთ, რომ მათ­ში არა­ფერ­ია გან­საც­ვიფრე­ბელი. ეს სი­უჟ­ე­ტები ჩემს ოც­ნე­ბაში ცოცხ­ლად ინა­ხებ­ოდა, ვიდ­რე მათ გო­ნე­ბის თვა­ლით ვუმ­ზერ­დი და ჯერ კი­დევ არ გა­და­მე­ტა­ნა ქა­ღ­ალ­დზე. ხე­ლი კი ყო­ველ­თ­ვის ვერ გად­მოსცემ­და ფან­ტაზიით შექ­მ­ნილ სუ­რა­თებს და ოდ­ნა­ვღა ემ­სგავ­სებ­ოდა ოც­ნე­ბით წარ­მოდგენილს.
სუ­რა­თები აკ­ვა­რელით იყო შეს­რულებული. პირ­ვე­ლი სუ­რა­თი წარ­მოად­გენ­და აბ­ობოქრებულ ზღ­ვას, რომ­ლის ზე­მოთ დაბ­ლა ჩა­მო­წო­ლი­ლი რუ­ხი იის­ფე­რი ღრ­უბლები მი­ცუ­რავ­დნენ. მთე­ლი სივ­რ­ცე სიბ­ნე­ლეს შთა­ენ­თქა. დე­დამ­იწა არ­სად ჩან­და. ოდ­ნავ თუ შენ­იშნავდით სიბ­ნე­ლით მო­ცულ წი­ნა ხედს და უფ­რო კი უახ­ლოეს აზ­ვირთებულ ტა­ლღ­ებს. სი­ნათ­ლის სხი­ვი გე­მის ნა­ხევ­რად ჩა­ძი­რულ ან­ძას ეცემ­ოდა, რო­მელ­ზეც უზარ­მა­ზარი შა­ვი ჩვა­მა შემ­ომჯდარიყო. მი­სი ფრთე­ბი ზღვის ქაფს და­ეწ­ინწკ­ლა. ფრინ­ველს ნისკ­არტით ძვირ­ფა­სი ქვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ოქ­როს სა­მაჯური ეჭ­ირა. შე­ვე­ცა­დე, ეს შე­სან­იშნავი ფე­რები და მა­თი მკ­ვეთრი ბრწყინ­ვა გად­მომე­ცა, რამ­დე­ნა­დაც ეს ჩემს კა­ლამ­სა და სა­ღ­ე­ბა­ვებს შე­ეძლოთ. ან­ძისა და მას­ზე ჩამ­ომჯდარი ფრინ­ვე­ლის ქვე­მოთ, მომ­წ­ვა­ნო ტა­ლღ­ებში, შე­ამ­ჩნევდით დამ­ხრჩვალი ადამ­იანის გვამს, რო­მე­ლიც თან­და­თან იძი­რებ­ოდა. ტა­ლღ­ებში გა­რკ­ვევით მხო­ლოდ მი­სი მშვენ­იერი მკ­ლავ­იღა მო­ჩან­და, რომ­ლის­თ­ვი­საც ტა­ლღ­ას სა­მაჯური, არ ვი­ცი, წა­ე­რეც­ხა თუ წა­ეგ­ლიჯა.
მეო­რე სუ­რა­თის წი­ნა ხედ­ზე ბუ­რუს­ში გახ­ვეული მთის მწვერ­ვალი მო­ჩან­და. ფერ­დობზე ბა­ლახი და ფოთ­ლე­ბი მსუ­ბუქ ნი­ავს თით­ქოს ერთ მხა­რეს გა­და­ეზ­ნიქა. შორს, მა­ღ­ლა, უსა­ზღვრო, მუ­ქი ლა­ჟ­ვარ­დოვანი ცა გა­დაშლილიყო, ისე­თი, რო­გო­რიც დაი­სმა იცის. ცის უსა­ზღვრო ეთერ­ში წე­ლამ­დე მო­ჩან­და ქა­ლის სხე­უ­ლი. მის და­სა­ხა­ტად შე­ვე­ცა­დე, რამ­დე­ნა­დაც შე­მეძლო, ყვე­ლა­ზე ნა­ზი და მკრ­თალი ბინ­დის­ფე­რი შე­მერ­ჩია. მქრქალ შუბლს გვირ­გ­ვი­ნად ვარ­სკვ­ლავი ედ­გა, ხო­ლო სა­ხე­ზე ღია მე­წამული ნის­ლი გა­დაჰ­ფენ­ოდა. თვა­ლები შა­ვად, უჩ­ვე­უ­ლო ძა­ლით უბ­რ­წყი­ნავ­და. მი­სი გაშ­ლი­ლი შა­ვი თმა ელ­ვითა და ქა­რიშ­ხ­ლით მოგ­ლე­ჯილ მუქ ღრ­უბელს ჰგავ­და. კი­სერ­ზე მთვა­რის ნა­თელივით მკრ­თალი სხი­ვი დას­ციმციმებ­და. ამ სხი­ვის შუ­ქი ანა­თებ­და გამ­ჭვირვა­ლე ღრ­უბლებს, საი­და­ნაც მწუხ­რის ვარ­სკვ­ლავის ჩვე­ნე­ბა წამ­ომდგარიყო და თავს გვიკ­რავ­და.

მე­სა­მე სუ­რათ­ზე და­ხატული პო­ლა­რუ­ლი ზამ­თ­რის ცის კი­დემ­დე აღ­მართულიყო აი­სბერგი, ცა­დაწ­ვდენილ წვე­ტებ­იან კო­შკს რომ მო­გაგ­ონებ­დათ. ჩრდი­ლო­ე­თის ნა­თების უხ­ვი, მიჯ­რით მიწყო­ბი­ლი, შუ­ბე­ბი­ვით ცა­დატყორცნილი სხი­ვე­ბი ჰო­რი­ზონ­ტ­ზე კი­აფ­ობდნენ. მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფერი სუ­რა­თის უკ­ა­ნა ხედ­ზე მო­ჩან­და, წი­ნა­ზე კი გა­რკ­ვევით იყო გამ­ოკ­ვეთილი უზარ­მა­ზარი თა­ვი, რო­მე­ლიც აი­სბერ­გისკ­ენ გა­დახრილიყო და მას­ზე მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი ის­ვე­ნებ­და. ორი ჩონ­ჩხად ქცე­უ­ლი ხე­ლი შუბ­ლ­თან ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­ეჯ­ვა­რედ­ინებ­ინა და ზედ დაყ­რდნობოდა. ისი­ნი ქვე­და ნა­კვ­თებს ისე მა­ლავ­დნენ, თით­ქოს სა­ხე­ზე პირ­ბა­დე ჩამ­ოე­ფა­რებ­ინათ. სის­ხ­ლის­გან მთლად დაწ­რეტილ, ძვა­ლი­ვით თეთრ შუბ­ლ­ზე და ერთ წერ­ტილს მიშ­ტე­რებულ, ღრ­მად ჩაც­ვენილ, უაზ­რო თვა­ლებში მხო­ლოდ გან­წირულობა იხა­ტებ­ოდა. სა­ფეთ­ქლების მა­ღ­ლა ღრ­უბელივით მქრქა­ლი, შა­ვი, გამ­ჭვირვა­ლე ქსო­ვი­ლის ჩალ­მის ნა­კ­ე­ცებს შუა ძვირ­ფა­სი თვლე­ბი­ვით სხვა­დას­ხვაფ­რად მოკ­ია­ფე ნა­თელი ედ­გა. ეს ფერ­მიხ­დი­ლი, ნა­ხე­ვარ­მთვარ­ისებური რკ­ალი მო­გაგ­ონებ­დათ მე­ფე­თა გვირ­გ­ვინს, რო­მე­ლიც ამ უს­ხე­უ­ლო და უფორ­მო ლანდს ამ­შვე­ნებ­და.

- ბედ­ნიერი იყა­ვით, რო­დე­საც ამ სუ­რა­თებს ხა­ტავდით? - მკი­თხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა უეც­რად.
- მხო­ლოდ მათ­ზე მუ­შა­ო­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცებული, სერ. დი­ახ, რა­სა­კვ­ირველ­ია, ბედ­ნიერიც ვი­ყა­ვი. ერ­თი სიტყ­ვით, რო­დე­საც მათ ვხა­ტავდი, გან­ვიც­დი­დი უდი­დეს სი­ამ­ოვნე­ბას, რაც კი ოდეს­მე მიგ­რ­ძ­ნია ცხოვ­რე­ბაში.
- ეს მაი­ნცდა­მაინც ბევ­რის მთქმე­ლი არ არის. რო­გორც თქვენ მითხა­რით, ძალ­იან ცო­ტა რამ გქო­ნი­ათ ცხოვ­რე­ბაში სას­იამოვნო. ვფიქ­რობ, თქვენ ხელ­ოვანის მი­ერ ოც­ნე­ბით წარ­მოდგენილ სამ­ყაროში ცხოვ­რობ­დით, ალ­ბათ, რო­დე­საც ამ უც­ნა­ურ ფე­რებს ერ­თმა­ნეთს უხა­მებდით. ყო­ველ­დღე მუ­შა­ობ­დით მათ­ზე და დიდ დროს ან­დომებდით?
- სხვა არა­ფერი საქ­მე მქონ­და არ­და­დე­გების დროს და მთელ დროს დი­ლი­დან სა­ღ­ამ­ომდე მათ ვან­დომებდი. ზაფხუ­ლის გრძე­ლი დღ­ე­ებიც ხელს მიწყობ­და ჩემს საქ­მიან­ობაში.
- გა­კ­მაყ­ოფილებ­დათ თქვე­ნი თავ­და­დებული შრო­მის შე­დეგი?

- სრუ­ლია­დაც არა. მა­წა­მებ­და სხვაო­ბა ჩა­ნაფ­იქრსა და და­ხატულ სუ­რათს შო­რის. ვატყობ­დი, უძ­ლუ­რი ვი­ყა­ვი, გად­მომე­ცა ის, რაც ოც­ნე­ბით მქონ­და წარ­მოდგენილი.
- არც ასეა საქ­მე: მარ­თალ­ია, სრულ­ყო­ფი­ლად ვე­რა, მაგ­რამ თქვენ მა­ინც შე­ძელით, გად­მოგე­ცათ თქვე­ნი ჩა­ნაფიქრი, თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბელ­ია, მე­ტი არა­ფერი. ამ მიზ­ნის მი­სა­ღ­წე­ვად, რა თქმა უნ­და, ხელ­ოვანის ოს­ტატ­ობა და ცოდ­ნა გჭირ­დებ­ოდათ, მაგ­რამ მოს­წავ­ლე გო­გო­ნას­თ­ვის ასე­თი სუ­რა­თები მა­ინც უჩ­ვეუ­ლოა. ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­ნაფიქრს, ის მეტ­ისმე­ტად ფან­ტას­ტიკუ­რია. ალ­ბათ, სიზ­მ­რად თუ ნა­ხეთ "მწუხ­რის ვარ­სკვ­ლავის~ თვა­ლები. რო­გორ შე­ძელით და­გე­ხა­ტათ ასე­თი ნა­თელი თვა­ლები, რო­ცა ისი­ნი სრუ­ლე­ბით არ ბრწყი­ნა­ვენ, ხო­ლო ვარ­სკვ­ლავის შუ­ქი კი იმ თვალ­თა­გან გამ­ომკრ­თალ სხი­ვებს ელ­ვა­რე­ბას უკ­არ­გავს? რა აზ­რი იმა­ლე­ბა ამ მშვი­დად გამ­ომზირალ თვალ­თა სიღრ­მეში? ან ვინ გას­წავ­ლათ ქა­რის ხატ­ვა? ეს ხომ ქარ­იშხალ­ია ცა­ზე და ამ მთის მწვერ­ვალ­ზე. სად ნა­ხეთ ლატ­მო­სის მთა? ეს ხომ ლატ­მოსია? ახ­ლა კი აიღ­ეთ თქვე­ნი ნა­ხა­ტები.

ძლივს მო­ვას­წარი, შე­მე­კ­რა სუ­რა­თების ჩა­საწყობი ყდის ზონ­რე­ბი, რო­ცა მან სა­ათს და­ხე­და და უეც­რად მითხ­რა:
- უკ­ვე ცხრა სა­ათ­ია. რას ფიქ­რობთ, მის ეარ, ადელს ნე­ბას აძ­ლევთ ამ­დენ ხანს აქ იჯ­დეს? წაი­ყვა­ნეთ და­საძ­ინებ­ლად.
ადე­ლი გა­ე­მარ­თა, რომ დამ­შვიდობებ­ოდა და ეკო­ცნა მის­თ­ვის, სა­ნამ ოთახ­იდან გა­ვი­დო­დით. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა მოთ­მი­ნე­ბით აი­ტა­ნა ეს ალერ­სი, მაგ­რამ ჩან­და, ამ საქ­ციელს მას­ში დი­დი სი­ამ­ოვნე­ბა არ გამ­ოუწვევ­ია. შე­საძ­ლე­ბელ­ია, პა­ი­ლოტს უფ­რო სი­ამ­ოვნებ­და ბავ­შ­ვის ასე­თი ალერ­სი.
- ახ­ლა კი ყვე­ლას ტკბილ ძილს გი­სურ­ვებთ, - გვითხ­რა მან, თით­ქოს ამით გვან­იშნა, რომ ჩვენ­თან ყოფ­ნით გა­და­იღ­ა­ლა და სურ­და, მა­ლე გა­ვეს­ტუმრებ­ინეთ. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა და­კ­ე­ცა, რა­საც ქსოვ­და, მე ჩე­მი სუ­რა­თების შე­სა­ნახი ყდა ავ­იღე და რე­ვე­რანსით და­ვემ­შვიდობეთ. პას­უხად მან თა­ვი ცი­ვად დაგ­ვიკ­რა და ასე დავ­ტოვეთ ოთა­ხი.
- თქვენ მითხა­რით, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს არა აქვს ისე­თი უც­ნა­უ­რი რამ ხას­იათში, რაც თვალ­ში გე­ცე­მათ, არა, მი­სის ფე­იერ­ფექს? - ვუთხა­რი მე, რო­დე­საც შე­ვედით მის ოთახ­ში და ადე­ლი ლო­გინ­ში ჩა­ვაწ­ვინეთ.
- კე­თი­ლი, მაგ­რამ რა არის ასე­თი?
- მე ვფიქ­რობ, ის ძალ­იან ცვა­ლე­ბადი ხას­იათ­ისაა და ამას­თან, ფიცხიც.
- მარ­თალ­ია, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ასე ეჩ­ვე­ნე­ბა უცხოს, მაგ­რამ მის ასეთ საქ­ციელს ისე მი­ვეჩ­ვიე, აღ­არც კი ვფიქ­რობ ამა­ზე. თუ რაი­მე უც­ნაუ­რობა ახას­ია­თებს, ჩვენ უნ­და ვა­პატიოთ.
- რა­ტომ?
- ნა­წი­ლობ­რივ იმი­ტომ, რომ მას ასე­თი ხას­იათი აქვს. ვერც ერ­თი ჩვენ­განი კი სა­კუ­თარ თავ­თან ვე­რა­ფერს გა­აწყობს. ნა­წი­ლობ­რივ კი მას მოს­ვე­ნე­ბას უკ­არ­გავს მძი­მე ფიქ­რე­ბი. ეჭ­ვი არ არის, ისი­ნი უფო­რია­ქე­ბენ გულს და გუ­ნე­ბას უც­ვ­ლი­ან.
- რა აწ­უხებს?
- ერ­თი მხრივ, ოჯა­ხუ­რი უსი­ამ­ოვნე­ბა.
- მას ხომ არა აქვს ოჯა­ხი?
- ახ­ლა არა, მაგ­რამ ხომ ჰქონ­და. ხომ ჰყავ­და ახ­ლობლები? სულ რამ­დენ­იმე წელ­ია, რაც უფ­რო­სი ძმა და­კ­არ­გა.
- უფ­რო­სი ძმა?

- დი­ახ, ახ­ლან­დელი ჩვე­ნი პატ­რო­ნი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი, დი­დი ხა­ნი არ არის, რაც აქა­უ­რო­ბის მფლო­ბე­ლი შეი­ქნა. ასე, და­ახ­ლოებით, ცხრა წე­ლი იქ­ნე­ბა.
- ცხრა წე­ლი კარ­გა დი­დი დროა. ისე ძალ­იან უყ­ვარ­და ძმა, რომ ჯერ კი­დევ ასე მწვა­ვედ გა­ნიც­დის მის და­კ­არ­გვას?

- არა, არც ასე­ა. ვი­ცი, რა­ღ­აც უსი­ამ­ოვნე­ბა იყო მათ შო­რის. მის­ტერ რო­უ­ლენდ რო­ჩეს­ტერი ხში­რად არ იყო მარ­თალი მის­ტერ ედ­ვარდ რო­ჩეს­ტერის წი­ნა­შე და, ალ­ბათ, ის ამ­ხედ­რებ­და მა­მა­საც სა­კუ­თარი შვი­ლის წი­ნა­ა­ღმ­დეგ. მო­ხუ­ცი ჯენ­ტლმენი ფუ­ლის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი იყო და ზრუ­ნავ­და, რა­თა თა­ვი­სი სამ­ფლობელოს მთლი­ან­ობა შე­ე­ნარ­ჩუნებ­ინა. მას არ სურ­და და­ექ­უცმა­ცებ­ინა თა­ვი­სი სამ­ფლობელო, მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, იმა­ზეც ზრუ­ნავ­და, რომ მის­ტერ ედ­ვარ­დსაც ჰქო­ნო­და სიმ­დიდ­რე და მა­თი წო­დებ­რი­ვი ღი­რსე­ბა შე­ე­ნარ­ჩუნებ­ინა. რო­გორც კი ის სრულ­წ­ლო­ვა­ნი გახ­და, მო­ხუც­მა სა­კ­მაოდ არა­სა­კ­ადრისი ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რა­საც თან დი­დი უბედ­ურე­ბა მოჰ­ყ­ვა. მო­ხუც­მა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და რო­უ­ლენ­დმა, თავ­იანთი გამ­დიდრების მიზ­ნით, საქ­მე ისე მო­აწ­ყვეს, რომ მის­ტერ ედ­ვარდი მეტ­ისმე­ტად მძი­მე მდგო­მა­რეო­ბაში აღმ­ოჩნდა. კარ­გად არ ვი­ცი, რა მოხ­და, მაგ­რამ მის­მა სულ­მა ვერ გა­დაი­ტა­ნა ის, რა ტან­ჯვა-­წა­მების ატა­ნა­საც ავალ­დებ­ულებ­დნენ. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი არ­ც­თუ იოლად აპატ­იებს ვინ­მეს რა­მეს, ამ­იტომაც ყო­ველ­გვარი ურ­თი­ერ­თობა გაწ­ყვიტა ოჯახ­თან და რამ­დენ­იმე წელ­ია მო­ხეტ­ია­ლე ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა. არ მახ­სოვს, თორ­ნ­ფილ­დ­ში ზედ­იზედ ორი კვ­ირაც კი გა­ე­ტა­რებინოს მას შემ­დეგ, რაც ძმა გარ­და­ეც­ვა­ლა და მი­სი ან­დერძის გა­რე­შე ამ ად­გილ-მა­მუ­ლის მფლო­ბე­ლი გახ­და და, მარ­თლაც, რა გა­სა­კვ­ირია, რომ თავს არ­იდებ­დეს ძველ სახ­ლ-კ­არს. 
- რა­ტომ უნ­და არ­იდებ­დეს თავს?
- შე­საძ­ლე­ბელ­ია იმი­ტომ, რომ აქაუ­რობა მო­საწ­ყე­ნად მი­აჩ­ნია.
ეს ორ­ჭო­ფუ­ლი პა­სუ­ხი არ მა­კ­მაყ­ოფილებ­და. მინ­დო­და, უფ­რო გა­რკ­ვეული პა­სუ­ხი მი­მე­ღო, მაგ­რამ მი­სის ფე­იერ­ფექსს ან არ შე­ეძლო, ან არ სურ­და ეამ­ბნა ჩემ­თ­ვის ის უსი­ა­მოვ­ნო ამ­ბები, რომ­ლე­ბიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს თავს გა­დახ­დომოდა. ის მიმ­ტ­კი­ცებ­და, რომ მის­თ­ვი­საც ეს ამ­ბავი საი­დუმლოებით იყო მო­ცუ­ლი და რაც იცო­და, იმა­საც გუ­მა­ნით ხვდებ­ოდა. ცხა­დი იყო, სურ­და, ამ სა­კი­თხზე საუ­ბარი შე­მეწ­ყვიტა. მეც, რა­სა­კვ­ირველ­ია, ასე მო­ვი­ქე­ცი და საუ­ბარი შევ­წყვიტეთ.

***
მომ­დევ­ნო რამ­დენ­იმე დღის გან­მავ­ლობაში იშ­ვია­თა­დღა ვხე­დავდი მის­ტერ რო­ჩეს­ტერს. დი­ლა­ო­ბით ის თა­ვი­სი საქ­მით იყო გარ­თუ­ლი. ნაშ­უა­დღ­ევს ხან მილ­კო­ტიდან და ხან მეზ­ობელი საგ­რაფ­ოებ­იდან ნაც­ნო­ბი ჯენ­ტლმე­ნები აკი­თხავ­დნენ და ზოგ­ჯერ მას­თან სად­ილა­დაც რჩებ­ოდნენ. რო­დე­საც ნა­ღრძობი ფე­ხი იმ­დე­ნად მო­ურ­ჩა, რომ ცხენ­ზე ჯდო­მა შე­ეძლო, თვი­თო­ნაც ბევრს დად­იოდა და შინ, ჩვეუ­ლებრივ, შუა­ღ­ამ­ისას ბრუნ­დებ­ოდა. რო­გორც ჩანს, ისიც უნ­და წა­სუ­ლი­ყო იმ ადამ­ია­ნების სა­ნა­ხა­ვად, რომ­ლე­ბიც მას­თან სტუმ­რად მო­დი­ოდ­ნენ.

ამ დღ­ე­ებში ის ადელ­საც იშ­ვია­თად იხ­მობ­და ხოლ­მე თავ­ისთან, ხო­ლო ჩვე­ნი ნაც­ნობობა იმა­ში გამ­ოიხა­ტებ­ოდა, რომ სრუ­ლი­ად შემ­თხვევით თუ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს დარ­ბაზში, კი­ბე­ზე თუ დე­რე­ფანში. ამ შეხ­ვედ­რების დროს ხან თავს ოდ­ნავ დამ­იკ­რავ­და და გულ­გ­რი­ლად გად­მომხე­დავ­და, ხან კი გამ­იღი­მებ­და და გულ­თ­ბი­ლად მო­მე­სალ­მებ­ოდა, რო­გორც ეს მა­ღ­ალი წრის ჯენ­ტლმე­ნებს სჩვევ­იათ. ამით ვი­გებ­დი, რომ შეუ­მჩნე­ველი არ ვრჩე­ბო­დი. მი­სი ხას­იათის ეს ცვლი­ლე­ბანი არავ­ითარ შეუ­რაც­ხყოფას არ მა­ყე­ნებ­და, რად­გან ვგრძნობ­დი, ასეთ ცვა­ლე­ბად­ობას ჩემ­თან არავ­ითარი სა­ერთო არ ჰქონ­და. მი­სი ცუ­დი და კარ­გი გუ­ნე­ბა და­კ­ავ­შირებული იყო სრუ­ლი­ად სხვა მი­ზე­ზებ­თან, რომ­ლე­ბიც მე არ მე­ხებ­ოდა.
ერთ დღ­ეს მას სად­ილად სტუმ­რე­ბი ჰყავ­და. ეტ­ყობა, უნ­დო­და, ჩე­მი სუ­რა­თები მათ­თ­ვის ეჩ­ვე­ნებ­ინა და ვიღ­აც გამ­ოგზავ­ნა მათ წა­სა­ღ­ე­ბად. რო­გორც შემ­დეგ მი­სის ფე­იერ­ფექ­სისგან შევ­იტყვე, ჯენ­ტლმე­ნები ად­რე წას­ულიყვე­ნენ მილ­კოტ­ში სა­ჯარო კრე­ბა­ზე და­სას­წრე­ბად, ხო­ლო, რად­გან სა­ღ­ამო ცი­ვი და წვი­მი­ა­ნი იყო, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მათ არ გაჰ­ყოლია.

რომანი იდება ყოველდღე
წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93