ნოველები

ჯეინ ეარი. თავი მეცამეტე/მეთოთხმეტე

ჯეინ ეარი. თავი მეცამეტე/მეთოთხმეტე
სტუმ­რე­ბის წას­ვ­ლის შემ­დეგ დიდ ხანს არ გაუ­ვლია, მან ზა­რი და­რეკა და შეგ­ვატ­ყობინეს, რომ მე და ადე­ლი დაბ­ლა უნ­და ჩავ­სულიყავით. ადელს თმა დავ­ვარც­ხნე და სუფ­თად გამ­ოვაწ­ყვე. მე, ჩვეუ­ლებრივ, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, კვა­კ­ერივით ვი­ყა­ვი ჩაც­მუ­ლი უბ­რა­ლოდ და წეს­იე­რად მეც­ვა, თმაც ასე­ვე მქონ­და დაწ­ნუ­ლი და მო­წეს­რიგებული, ასე რომ, აღ­ა­რა­ფერი დამ­რჩენ­ოდა და დაბ­ლა ჩა­ვედით. ადელს აი­ნტე­რე­სებ­და, ბო­ლოს და ბო­ლოს, მი­იღ­ეს თუ არა მი­სი პე­ტიტ ცოფ­ფ­რე, რომ­ლის გად­მოგზავ­ნა, რა­ღ­აც მი­ზე­ზების გა­მო, აქამ­დე ყოვ­ნ­დებ­ოდა. ამ­ჯე­რად იმე­დი გაუ­მარ­თლდა. სა­სადილო ოთახ­ში შე­ვედით თუ არა, მაგ­იდა­ზე
შევ­ნიშნეთ პა­ტა­რა მუ­ყა­ოს ყუ­თი. ადელ­მა ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად იგ­რ­ძ­ნო, რომ ეს ის ყუ­თი იყო.

- Ma boîte! ma boîte!! - წამ­ოიძა­ხა და მისკ­ენ გა­ქან­და.
- დი­ახ, აი, ესეც შე­ნი ბოიტე, ბო­ლოს და ბო­ლოს, წა­იღ­ე. და­ჯექი სად­მე კუ­თხეში, შე მარ­თლაც ნამ­დ­ვი­ლო პარ­იზელო, და გა­ერ­თე მი­სი თვალ­იე­რებით, - გაი­სმა მის­ტერ რო­ჩეს­ტერის და­ბალი და სა­კ­მაოდ დამ­ცინავი ხმა. ის ამ დროს ცეცხ­ლის პი­რას მდგარ უზარ­მა­ზარ სა­ვარ­ძელში იჯ­და.

- და იცო­დე, - გა­ნაგრძო მან, - არ შე­მაწუხო და დაწ­ვრილებით არ გამ­ომკითხო, რა არის შიგ და რო­გორ გა­ა­კ­ე­თეს ესა თუ ის ნივ­თი. ყვე­ლა­ფერი ეს ჩუ­მად უნ­და გა­ა­კ­ეთო. თი­ენს-ტოი ტრან­ქუ­ილ­ლე, ენ­ფანტ ცომ­პ­რენდს-ტუ?..

რო­გორც ჩანს, ადელს ეს გაფ­რთხილე­ბა არ სჭირ­დებ­ოდა. ის თა­ვი­სი გან­ძით დი­ვან­ზე გან­მარ­ტოვდა და თას­მის გამ­ოხსნას შეუ­დგა, რომ­ლი­თაც ყუ­თის სახ­ურავი იყო და­მაგ­რებული. მო­აც­ილა თუ არა თას­მები და სახ­ურავი, პა­პი­რო­სის ქა­ღ­ალდივით სიფ­რი­ფა­ნა სა­ფარი გა­დას­წია და მხო­ლოდ ეს წამ­ოძა­ხა: Oჰ ცი­ელ! Qუე ც"ესტ ბეაუ! - და კარ­გა ხანს აღ­ტა­ცებით უმ­ზერ­და მას.
- მის ეარი აქ არის? - იკი­თხა მბრძა­ნებ­ლურად მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, სა­ვარ­ძლიდან ოდ­ნავ წამ­ოიწია და მო­ი­ხე­და კარ­ისკ­ენ, რომ­ლის სი­ახ­ლოვე­საც ვი­დე­ქი.

- აი, თურ­მე აქ ყო­ფილ­ხართ! მო­დით, აქ და­ჯექით, - და სკ­ამი თა­ვი­სი სა­ვარ­ძლისკ­ენ მის­წია. - არ მიყ­ვარს ბავ­შვების ტი­ტი­ნი, - გა­ნაგ­რძობდა ის. - რად­გან ამ­დენი ხნის უცოლ­შ­ვი­ლო კა­ცი ვარ, არავ­ითარი სას­იამოვნო მო­გო­ნე­ბანი არ მა­კ­ავ­შირებს ბავ­შ­ვურ ტიკტ­იკ­თან. ჩემ­თ­ვის აუ­ტა­ნელი იქ­ნებ­ოდა მთე­ლი სა­ღ­ამო ტêტე-ა-ტêტე ბავ­შვებ­თან გა­მე­ტა­რებ­ინა. ნუ სწევთ სკ­ამს იქით, მის ეარ, და­ჯექით სწო­რედ იქ, სა­დაც მე და­გიდ­გით! ანუ მინდოდა მეთქვა - გთხოვთ, თუ შეი­ძლე­ბა. ეშ­მა­კ­მა და­ლახვროს ზრდი­ლო­ბის ეს წე­სები, მე ისი­ნი ყო­ველ­თ­ვის მავ­იწყდე­ბა. ასე­ვე კარ­გად ვერ ვგრძნობ თავს გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო მო­ხუც მან­დილოსნებ­თან, მაგ­რამ ჩემ­იანი ხომ უნ­და ავ­იტანო: სულ უყუ­რა­დღ­ებოდ ხომ ვერ დავ­ტოვებ; ის ქა­ლი ფე­იერ­ფექსის გვარს ატა­რებს. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ფე­იერ­ფექსის მე­უღ­ლე იყო და, რო­გორც იტყ­ვი­ან, სის­ხ­ლით ნა­თე­საო­ბა სულ სხვა რამ არის.

მან ზა­რი და­რეკა და მი­სის ფე­იერ­ფექსის და­სა­ძა­ხებ­ლად მსა­ხუ­რი გაგ­ზავ­ნა. მი­სის ფე­იერ­ფექსიც, ხელ­საქმის კა­ლათით ხელ­ში, უმალ­ვე გამ­ოჩნდა.
- მე დაგ­იძა­ხეთ ერ­თი მე­ტად მად­ლიანი საქ­მის გა­სა­კ­ე­თებ­ლად. ადელს ავ­უკრ­ძა­ლე თა­ვის საჩ­უქრებ­ზე ჩემ­თან ლა­პა­რა­კი. მას კი დი­დი სურ­ვი­ლი აქვს ვინ­მეს გა­დაუ­შალოს სავ­სე გუ­ლი. გამ­ოიჩინეთ გულ­მოწყა­ლე­ბა, მო­უს­მი­ნეთ და ესაუ­ბრეთ კი­დეც. ეს ნამ­დ­ვი­ლი სიკ­ე­თე იქ­ნე­ბა თქვენ­გან.
მარ­თლაც ადელ­მა, დაი­ნა­ხა თუ არა მი­სის ფე­იერ­ფექსი, მაშ­ინვე თა­ვის დი­ვან­თან მი­იყ­ვა­ნა და სწრა­ფად აუვ­სო კალ­თა თა­ვი­სი "ბოîტე"-დან ამ­ოლა­გებული ფა­ი­ფუ­რის, სპი­ლოს ძვლი­სა და სან­თლისგან გა­კ­ე­თებული სა­თა­მაშ­ოებით. თან ენად­გა­კ­რეფილი, დამ­ტვრეული ინ­გ­ლი­სუ­რით უხ­ს­ნი­და და გამ­ოთქვამ­და თა­ვის აღ­ტა­ცე­ბას.

- ახ­ლა მე ყუ­რა­დღ­ებ­იანი მას­პინ­ძ­ლის ვა­ლი მო­ვი­ხა­დე, - გა­ნაგრძო მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - ჩემს სტუმ­რებს შეუ­ძლიათ ერ­თმა­ნეთი გა­ართონ. მინ­და თავ­ისუფალი ვი­ყო, რომ ჩემს სა­კუ­თარ სი­ამ­ოვნე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო. მის ეარ, თქვე­ნი სკ­ამი უფ­რო წინ წამ­ოსწიეთ, ძალ­იან უკ­ან ზი­ხართ. მე კი ამ მო­ხერ­ხებულ სა­ვარ­ძელში ისე კარ­გად ვზი­ვარ, რომ გან­ძრე­ვაც არა მაქვს გან­ზრახული.
ისე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც მიბ­რ­ძა­ნეს, თუმ­ცა მო­ფა­რებულში ჯდო­მა მერ­ჩივნა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ისე­თი პირ­და­პი­რი ბრძა­ნე­ბა იცო­და, რომ ყვე­ლა, თავ­ისდა უნებ­ურად, მაშ­ინვე უნ­და დამ­ორჩილებ­ოდა.


ჩვენ, რო­გორც უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ, სა­სადილო ოთახ­ში ვის­ხე­დით. ჭა­ღი სა­დი­ლო­ბის­თ­ვის აენ­თოთ და იქაუ­რობას სა­დღ­ე­სას­წაულო იერს აძ­ლევ­და. ბუ­ხარ­ში დი­დი ცეცხ­ლი გიზ­გი­ზებ­და. მა­ღ­ალი სა­რკმ­ლისა და მას­ზე კი­დევ უფ­რო მა­ღ­ალი თა­ღი­დან მდიდ­რუ­ლი მე­წამული და გან­იერი ფარ­დები ეშ­ვებ­ოდა. ირ­გ­ვ­ლივ სი­ჩუ­მე იყო. ადე­ლიც კი ხმა­დაბ­ლა ტი­ტი­ნებ­და (ის ვერ ბე­დავ­და ხმა­მა­ღ­ლა ლა­პა­რა­კს). მხო­ლოდ ხან­გამ­ოშვებით გვეს­მოდა, რო­გორ შხაპ­უნობდა წვი­მა ფან­ჯ­რის მი­ნებ­ზე.

ახ­ლა მის­ტერ რო­ჩეს­ტერი აბ­რეშ­უმგა­და­კრულ სა­ვარ­ძელში იჯ­და და სულ სხვა­ნაი­რად გამ­ოიყურებ­ოდა, ვიდ­რე წი­ნათ. ის აღ­არ იყო პირ­ქუ­ში და მკ­აცრი, ბა­გე­ზე ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­და და თვა­ლები უბ­რ­წყი­ნავ­და. თუმ­ცა, არ შემ­იძლია დარ­წმუნებით ვთქვა, ღვ­ინისგან იყო ეს თუ არა. ვფიქ­რობ, უფ­რო - ღვ­ინისგან. ერ­თი სიტყ­ვით, ნა­სად­ილევს ის, ჩვეუ­ლებრივ, ასეთ გუ­ნე­ბა­ზე გახ­ლდათ ხოლ­მე: უფ­რო გულღ­ია, ალერ­სიანი და კე­თი­ლი. დი­ლა­ო­ბით კი უფ­რო ცი­ვი და სას­ტიკი ხას­იათის მეჩ­ვე­ნებ­ოდა. ახ­ლაც სა­ხე­ზე ჯერ კი­დევ მთლად არ გაჰ­ქრობოდა პირ­ქუ­ში გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა. დი­დი თა­ვი სა­ვარძლის რბილ ბალ­იშზე მი­ეყ­რ­დ­ნო, ცეცხ­ლის ალი თით­ქოს გრან­იტისგან გამ­ოკ­ვეთილ მის სა­ხის ნა­კვ­თებს დას­თა­მა­შებ­და და დიდ შავ თვა­ლებში კი­აფ­ობდა. მას ხომ მარ­თლაც ძალ­იან დიდ­რო­ნი, შა­ვი და მე­ტად მშვენ­იერი თვა­ლები ჰქონ­და. თუ კარ­გად და­ა­კვ­ირდებოდით, მის თვალ­თა სიღრ­მეში დრო­დად­რო ცვლი­ლე­ბებ­საც შე­ამ­ჩნევდით. თუ მის თვა­ლებში ხან­და­ხან ლმო­ბიე­რე­ბა არ იხა­ტებ­ოდა, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ამ გრძნო­ბის მსგავ­სი რა­ღ­აც მა­ინც ჩან­და.

ორი­ო­დე წუთს ის ცეცხლს შეჰ­ყურებ­და და ამ ხნის გან­მავ­ლობაში მე მის სა­ხეს ვა­კვ­ირდებოდი. უცებ ის შემ­ოტრიალ­და და ჩე­მი მზე­რა დაი­ჭირა.
- თქვენ მე მათ­ვალ­იე­რებთ, მის ეარ, - მითხ­რა მან. - რო­გორ ფიქ­რობთ, ლა­მაზი ვარ?
დრო რომ მქო­ნო­და და წი­ნას­წარ მო­მეფ­იქრებ­ინა, ამ კი­თხვას შე­სა­ფერის მო­რი­დე­ბულ და ზრდი­ლო­ბი­ან პა­სუხს გავ­ცემდი, ახ­ლა კი, ჩემ­და უნებ­ურად, წამ­ომცდა: - არა, სერ. 

- ოჰ, მარ­თალი გითხ­რათ, თქვენ­ში რა­ღ­აც არის თავ­ისებური, - მითხ­რა მან. - თქვენ ახ­ლა პა­ტა­რა მო­ნა­ზონ ქალს გამ­სგავ­სებთ, ისე უც­ნაუ­რად, მშვი­დად, სერ­იოზულად და მოკრ­ძა­ლებ­ულად ზი­ხართ. ხე­ლები მუხ­ლებ­ზე დაგ­იწყვიათ და, ჩვეუ­ლებრივ, თვალ­დახრილი ნოხს დას­ჩე­რებ­იხართ (მხო­ლოდ იმ წუ­თე­ბის გარ­და, რო­დე­საც თქვე­ნი მზე­რა და­ჟი­ნებით ჩე­მკ­ე­ნაა მო­მარ­თუ­ლი, მა­გალ­ითად, რო­გორც, აი, ახ­ლა). რო­ცა რა­მეს გე­კი­თხებ­იან ან შენ­იშვნას გაძ­ლე­ვენ და თქვენ კი იძუ­ლე­ბუ­ლი ხართ, უპა­სუ­ხოთ, ისე ენამ­წა­რედ წამ­ოიძა­ხებთ რა­ღ­ა­ცას, რომ, ის პა­სუ­ხი უკ­მეხი თუ არა, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მა­ინც მეტ­ისმე­ტად მო­უ­რი­დე­ბელ­ია. რა გსურთ ამით?

- მეტ­ისმეტი წინ­დაუ­ხე­დაო­ბა გამ­ოვიჩინე, სერ, მო­მი­ტე­ვეთ. უნ­და მეთ­ქვა, რომ ად­ვი­ლი არ არის ასეთ შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა, გან­სა­კუ­თრებით, მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე გა­რეგ­ნობას ეხე­ბა; ადამ­იან­თა გემ­ოვნე­ბა ხომ სხვა­დას­ხვა­ნაი­რია; სი­ლა­მა­ზეს ძალ­იან ცო­ტა მნიშ­ვ­ნელ­ობა აქვს, ან სხვა რაი­მე ამის მსგავ­სი მა­ინც მეთ­ქვა.

- თქვენ ასე­თი პა­სუ­ხი არ უნ­და მო­გე­ცათ. სი­ლა­მა­ზეს, მარ­თლაც, ძალ­იან ცო­ტა მნიშ­ვ­ნელ­ობა აქვს! იმ მიზ­ნით, რომ შე­არბილოთ თქვე­ნი პირ­ვან­დელი შეუ­რაც­ხყოფა, და­მაწ­ყნაროთ და და­მამშვიდოთ, კი­დევ უფ­რო მო­ხერ­ხებ­ულად მირ­ტყამთ გულ­ში და­ნას. გა­ნაგ­რძეთ, გთხოვთ, მითხა­რით, კი­დევ რა ნა­კლი მაქვს. ვფიქ­რობ, სა­ხის ნა­კვ­თები და სხე­უ­ლის ყვე­ლა სხვა ნა­წი­ლი ისეთ­ივე მაქვს, რო­გო­რიც სხვა ადამ­ია­ნებს!
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, ნე­ბა მო­მე­ცით, უკ­ან წავ­იღო ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, სრუ­ლებ­ითაც არ მსურ­და ასე­თი პა­სუ­ხი გა­მე­ცა. შეც­დო­მით წამ­ომცდა.
- სწო­რედ ასე­ა. მეც ასე ვფიქ­რობ, პა­სუ­ხი უნ­და აგოთ. მაშ, შე­მა­ფა­სეთ კრ­იტიკული თვა­ლით, შე­მა­ფა­სეთ. არ მოგ­წონთ ჩე­მი შუბ­ლი? - მან გა­დაი­წია წარ­ბებს ზე­მოთ სიგ­რ­ძე­ზე ტა­ლღი­სებ­ურად ჩა­მოშ­ლი­ლი შა­ვი თმა და მა­ღ­ალი, ფარ­თო და ჭკვ­იანი შუბ­ლი გამ­ოაჩ­ინა, თუმ­ცა მას­ზე თა­ვაზ­იან­ობისა და ლმო­ბიე­რების ვე­რავ­ითარ ნი­შანს ვერ შენ­იშნავდით.
- ახ­ლა, ქალ­ბატონო, სუ­ლე­ლიც ხომ არ გგო­ნი­ვართ?
- სრუ­ლებ­ითაც არა, სერ. თქვენ, ალ­ბათ, უხეშ­ობად ჩამ­ომარ­თმევთ, ამის პას­უხად რომ გკითხოთ: თვლით თუ არა თქვენს თავს კაც­თმოყვა­რე ადამ­ია­ნად?

- აი, ისევ, იმის მაგ­იერ, რომ რა­მე სას­იამოვნო გეთ­ქვათ, კვ­ლავ მწა­რე სიტყ­ვებს მეუ­ბნებით. ალ­ბათ, ეს იმი­ტომ, რომ გითხა­რით, ბავ­შვებ­თან და მო­ხუ­ცებ­თან ყოფ­ნა არ მიყ­ვარ­ს-მეთ­ქი (თუმ­ცა, ეს ჩუ­მად უნ­და მეთ­ქვა). არა, ახალ­გაზ­რდა ლე­დი, სა­ერთოდ, კაც­თმოყვა­რე არა ვარ, მაგ­რამ ადამ­იანური სინ­დი­სი კი გა­მაჩ­ნია. - აქ მან თა­ვი­სი შუბ­ლის წინ წამ­ოწეულ ნაწ­ილზე მი­მი­თი­თა, რო­მე­ლიც, რო­გორც ამ­ბობენ, აშკ­ა­რად მეტ­ყვე­ლებს ადამ­ია­ნებში ასე­თი გრძნო­ბის არ­სებ­ობა­ზე. სა­ბედ­ნიეროდ, ეს ნი­შა­ნი აქ სა­კ­მაოდ შე­სამ­ჩნევი გახ­ლდათ და მის შუბლს უფ­რო გო­ნი­ერ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას მა­ტებ­და. - ერთ დროს მეც გა­მაჩ­ნდა ნა­ზი გრძნო­ბე­ბი, მაგ­რამ ყო­ველ­ივე ამას უხე­შად ვავ­ლენდი. თქვენს ასა­კში სა­კ­მაოდ მგრძნო­ბია­რე ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და მებ­რა­ლებ­ოდა უსუ­სუ­რი, უპატ­რო­ნო და უბე­დუ­რი ადამ­ია­ნები. ბედ­მა მი­მუხ­თ­ლა, ცხოვ­რე­ბამ თა­ვი­სი და­ღი და­მას­ვა, დამ­წიხლა და ახ­ლა სი­ამ­ოვნე­ბას ის­ღა მან­იჭებს, რომ ისე­თი ჯი­უ­ტი და უდ­რე­კი ვარ, რო­გორც ინ­დუ­რი კაუ­ჩუკის ბურ­თი. თუმ­ცა ერ­თსა და ორ ად­გილას ამ გარ­სის შიგ­ნით შეი­ძლე­ბა შე­ღ­წე­ვა და მის შუ­ა­გულ­ში მგრძნო­ბია­რე წერ­ტი­ლის მიგ­ნე­ბა. ასე რომ, შეი­ძლე­ბა, იმე­დი მქონ­დეს?
- რის იმე­დი, სერ?
- რომ, სა­ბო­ლო­ოდ, ინ­დუ­რი კაუ­ჩუკი­დან ხორ­ც­შეს­ხ­მულ ადამ­ია­ნად გარ­დავ­იქმნები.
"ნამ­დვილად ზო­მა­ზე მე­ტი ღვი­ნო დაუ­ლევ­ია~, - გავ­იფიქრე და არ ვი­ცო­დი, მის უც­ნა­ურ შე­კი­თხვა­ზე რა მე­პას­უხა. საი­დან ვი­ცო­დი, შეძ­ლებ­და თუ არა ის ასეთ გარ­დაქ­მნას?
- თქვენ ძალ­იან შეფ­იქრიანდით, მის ეარ. ისე­ვე რო­გორც მე, არც თქვენ ხართ ლა­მაზი, მაგ­რამ საგ­ონე­ბელში ჩა­ვარ­დნა კი ძალ­იან გშვე­ნით. გარ­და ამ­ისა, ეს ჩვენ­თ­ვის ხელ­საყ­რელ­ია, რად­გან მე აღ­ა­რა ვარ თქვე­ნი და­კვ­ირვების სა­განი და გარ­თუ­ლი ხართ ნოხ­ზე ამ­ოქარგული ყვავ­ილების თვალ­იე­რებით. გა­ნაგ­რძეთ ფიქ­რი, ახალ­გაზ­რდა ლე­დი, ამ სა­ღ­ამოს გან­წყო­ბი­ლი ვარ სა­საუბროდ და მინ­და, გუ­ლახ­დი­ლი ვი­ყო.

ამ სიტყ­ვე­ბით ის სა­ვარ­ძლიდან წამ­ოდგა და ხე­ლით მარ­მარილოს ბუხ­რის თავს და­ეყრდნო. ამ მდგო­მა­რეო­ბაში მი­სი სხე­უ­ლი ისე ნათ­ლად ჩან­და, რო­გორც მი­სი სა­ხე. სხე­უ­ლის სი­მა­ღ­ლეს­თან შე­და­რებით, მკ­ერდი სა­კ­მაოდ გან­იერი ჰქონ­და. დარ­წმუნებული ვარ, ბევ­რი მას ულა­მაზო მა­მა­კ­ა­ცად ჩათ­ვლიდა, მაგ­რამ მის საქ­ციელში იმ­დე­ნი ქვეც­ნობიერი სია­მა­ყე ჩან­და, თა­ვი ისე თავ­ისუფლად ეჭ­ირა, მის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაში სა­კუ­თარი გა­რეგ­ნობისადმი ისეთ გულ­გ­რი­ლო­ბას ამ­ოიკი­თხავდით, ხო­ლო თა­ვის სხვა სა­უკ­ე­თესო თვი­სე­ბა­თა სიძ­ლიე­რეში ისე იყო დარ­წმუნებული და ისეთ ქედ­მა­ღლ­ობას ამჟ­ღ­ავ­ნებ­და, მი­სი შემ­ხედ­ვა­რე ადამ­იანი უეჭ­ვე­ლად გაი­ზია­რებ­და მის ასეთ გულ­გ­რი­ლო­ბას და ბრმად იწა­მებ­და იმ აზ­რსაც, რო­მელ­შიც თვი­თონ იყო დარ­წმუნებული.

- ამ სა­ღ­ამოს სა­საუბროდ ვარ გან­წყო­ბი­ლი და მინ­და, გუ­ლახ­დი­ლი ვი­ყო, - გაი­მეო­რა მან. - ამ­იტომაც გის­მენთ. მარ­ტო ბუხ­რის ცეცხ­ლი, სან­თლების შუ­ქი და პა­ი­ლო­ტი, რა­სა­კვ­ირველ­ია, სა­კ­მარისი არ იქ­ნებ­ოდა ჩემ­თ­ვის. მათ ხომ საუ­ბარი არ შეუ­ძლიათ. ადე­ლი მათ­ზე უკ­ე­თეს­ია, მაგ­რამ ამ საქ­მის­თ­ვის არც ის გამ­ოდგე­ბა. ასეთ­ივეა მი­სის ფე­იერ­ფექსი. თქვენ კი, დარ­წმუნებული ვარ, თუ მო­ინ­დო­მებთ, კარგ მო­საუ­ბრედ გამ­ომად­გებით. თქვენ მე იმ სა­ღ­ამ­ოსვე ჩა­მაფ­იქრეთ, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გიხ­მეთ. მას შემ­დეგ თით­ქ­მის გა­და­მავიწყდით, სხვა ფიქ­რე­ბით ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი. მაგ­რამ ახ­ლა გა­დაწ­ყვეტილი მაქვს, ეს სა­ღ­ამო მშვი­დად გა­ვა­ტარო, თავ­იდან ავი­რი­დო მო­მა­ბეზ­რე­ბელი აზ­რები და მხო­ლოდ სი­ამ­ოვნე­ბა­ზე ვი­ფიქ­რო. ძალ­იან ნას­იამ­ოვნები დავ­რჩები, თუ საუ­ბარში ჩა­გა­ბამთ და მე­ტი მეც­ოდინე­ბა თქვენ­ზე. ამ­იტომაც ილა­პა­რა­კ­ეთ.
იმის ნაც­ვლად, რომ ლა­პა­რა­კი და­მეწყო, გავ­იღი­მე. ეს არ იყო არც მოწყა­ლე და არც მორ­ჩი­ლე­ბის გამ­ომხატ­ველი ღი­მი­ლი.
- ილა­პა­რა­კ­ეთ! - და­ჟი­ნებით მო­ითხოვ­და ის.
- რის შე­სა­ხებ, სერ?
- რის შე­სა­ხე­ბაც გსურთ. ორი­ვეს თქვენ მო­გან­დობთ: სა­უბ­რის თე­მა­საც და მის წარ­მარ­თვა­საც.
პას­უხად ვი­ჯე­ქი და ვდუმ­დი. "თუ ის მო­ე­ლის, რომ ვე­საუ­ბრები მხო­ლოდ საუ­ბრისათვის და თა­ვის გამ­ოსა­ჩე­ნად, მა­ლე დარ­წმუნდე­ბა, რომ ტყუ­ი­ლად მომ­მარ­თა~, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის.
- რო­გორც ვატყობ, და­მუნ­ჯ­დით, მის ეარ.

კვ­ლავ ვდუმ­დი. თა­ვი ოდ­ნავ ჩე­მკ­ენ გად­მოხა­რა და თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლე­ბაც კი სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა, ღრ­მად ჩა­მე­ხე­და მის თვა­ლებში.
- ჯი­უ­ტობთ? - მითხ­რა მან. - ნაწ­ყენი ხართ? ეს გა­სა­გებ­ია. თით­ქ­მის შეუ­რაც­ხყოფა მო­გა­ყე­ნეთ, რად­გა­ნაც ასე მოგ­მარ­თეთ. ბო­დიშს ვიხ­დი, მის ეარ. საქ­მე ის არის, რომ მე ერ­თხელ და სამ­უდამოდ გთხოვთ, იცო­დეთ, არ მსურს გეპ­ყრობოდეთ, რო­გორც ჩემ­ზე დაბ­ლა მდგომ ადამ­იანს. ეს იმას ნიშ­ნავს (შე­ას­წორა მან), მხო­ლოდ იმ უპი­რა­ტეს­ობას ვუს­ვამ ხაზს, რო­მელ­საც ჩვე­ნი ოცი წლის ასა­კობრივი სხვაო­ბა და ცხოვ­რე­ბის გამ­ოცდილე­ბა მან­იჭებს. ეს სწო­რია, ეტ ჯ"ყ ტი­ენს, რო­გორც ადე­ლი იტყო­და. ახ­ლა, მხო­ლოდ ამ უპი­რა­ტესობის გა­მო, გთხოვთ, მოწყა­ლე­ბა მო­ი­ღოთ და მე­საუბროთ. გა­ფან­ტეთ ჩე­მი ფიქ­რი, რო­მელ­საც ჩემ­ში დაუ­სად­გურებ­ია და ჭია­სავით მღ­რღნის.
მან კე­თი­ლი ინე­ბა ახ­სნა-­გან­მარ­ტე­ბა მოე­ცა და თით­ქ­მის ბო­დი­შიც კი მო­ი­ხა­და. მეც ამ სიტყ­ვებ­ისადმი გულ­გ­რი­ლი არ დავ­რჩენ­ილვარ და არც მინ­დო­და და­მე­ფა­რა ეს მის­თ­ვის.

- ძალ­იან მინ­და გა­გართოთ, თუ შევ­ძელი, სერ, ძალ­იან მინ­და, მაგ­რამ არ შემ­იძლია შემ­ოგთა­ვაზოთ სა­უბ­რის თე­მა. ან საი­დან უნ­და ვი­ცო­დე, რა გაი­ნტე­რე­სებთ? შე­მე­კი­თხეთ და მე კი ყვე­ლა­ნაი­რად ვეც­დები, გი­პა­სუ­ხოთ.
- მა­შინ, უპირ­ვე­ლე­სად, მითხა­რით, თა­ნახ­მა ხართ თუ არა, რომ მომ­თხოვ­ნი და ხან­და­ხან მკ­აცრიც ვი­ყო, ზოგ­ჯერ მეტ­ისმე­ტა­დაც, ყვე­ლა იმ მი­ზე­ზის გა­მო, რო­მელ­საც დაგ­ისა­ხე­ლებთ: სა­ხელდობრ, იმის გა­მო, რომ თქვენ­ზე ამ­დე­ნად უფ­რო­სი ვარ, მა­მად შე­გე­ფე­რებით, მრა­ვალი ერ­ოვნების ადამ­იანს შევ­ხვედ­რივარ და ცხოვ­რე­ბამ ყველ­ნაი­რად გამ­ომაწრთო. თით­ქ­მის მსოფ­ლი­ოს ნა­ხე­ვარი შემ­ოვია­რე, მა­შინ, რო­დე­საც თქვენ მშვი­დად ცხოვ­რობ­დით ერ­თსა და იმა­ვე სახ­ლ­ში ერ­თსა და იმა­ვე ადამ­ია­ნებ­თან.
- ისე მო­ი­ქე­ცით, რო­გორც გეს­იამ­ოვნე­ბათ, სერ.
- ეს პა­სუ­ხი არ არის. ასე­თი ორაზ­როვანი პა­სუ­ხი მე­ტად გა­მა­ღი­ზია­ნე­ბელ­ია. მი­პას­უხეთ უფ­რო გა­რკ­ვევით.
- ვფიქ­რობ, უფ­ლე­ბა არ გაქვთ, მიბ­რ­ძა­ნოთ მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უფ­რო­სი ხართ ან იმი­ტომ, რომ ამ­ქვეყ­ნად მე­ტი რამ გი­ნა­ხავთ. თქვე­ნი უპი­რა­ტეს­ობა იმა­ზეა დამ­ოკი­დებული, თუ რო­გორ გამ­ოიყე­ნეთ ეს ცხოვ­რე­ბა და გამ­ოცდილე­ბა.

- ჰმ! მოს­წ­რებ­ულად არის ნათ­ქვამი, მაგ­რამ ვერ და­გე­თან­ხმებით. ამ შემ­თხვე­ვაში ეს არ გამ­ოდგე­ბა. ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფერი სუ­ლერ­თია. არც ჩემს ასა­კ­სა და არც ჩემს გამ­ოცდილე­ბას ჩემ­თ­ვის კარ­გი არა­ფერი მო­უ­ტან­ია. მო­დი, თა­ვი და­ვა­ნებოთ ამ უპი­რა­ტეს­ობა­ზე ლა­პა­რა­კს, მაგ­რამ ერთ რა­მეში უნ­და და­მე­თანხმოთ. ხან­და­ხან უნ­და და­ემორჩილოთ ჩემს ბრძა­ნე­ბას, ბრძა­ნების ტონ­მა არც უნ­და გა­გა­ჯავროთ და არც უნ­და გეწყი­ნოთ. თა­ნახ­მა ხართ?
გავ­იღი­მე და გავ­იფიქრე, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი თავ­ისებური ადამ­იან­ია-­მეთქი. რო­გორც ჩანს, ავ­იწყდე­ბა, რომ წელ­იწადში ოც­და­ათ გირ­ვან­ქას მიხ­დის.
- ასე­თი ღი­მი­ლი მომ­წონს, - მითხ­რა მან და მაშ­ინვე შენ­იშნა ჩე­მი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა, - მაგ­რამ ილა­პა­რა­კ­ეთ კი­დეც.
- ახ­ლა მე იმა­ზე ვფიქ­რობ, სერ, რომ ამ­ქვეყ­ნად ძალ­იან ცო­ტა­ნი კი­თხულობენ და იწუ­ხე­ბენ თავს იმა­ზე ფიქ­რით, მათ მი­ერ დაქ­ირა­ვებულ ხელ­ქვეითთ ხომ არა­ფერს ვნებს ან რაი­მე ზი­ანს ხომ არ აყე­ნებს მა­თი ბრძა­ნე­ბა.
- დაქ­ირა­ვებული ხელ­ქვეითნი?.. თქვენ ხართ ჩე­მი დაქ­ირა­ვებული ხელ­ქვეითი? ოჰ, მარ­თლა, სულ გა­და­მავ­იწყდა, მე ხომ ჯა­მაგირს გიხ­დით! მაშ, ასე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­მო ნე­ბას მომ­ცემთ ხან­და­ხან გა­გა­ჯავროთ ხოლ­მე?
- არა, სერ, ამი­ტომ არა. მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ თქვენ მარ­თლაც და­გავ­იწყდათ, რომ ფულს მიხ­დით. თქვე­ნი საზ­რუნავი და საფ­იქრალი მხო­ლოდ ის არის, იცო­დეთ, თქვე­ნი ხელ­ქვეითნი კარ­გად გრძნო­ბენ თავს თუ ცუ­დად. ამ­იტომაც გუ­ლით გე­თან­ხმებით.
- თა­ნახ­მა ხართ, გვერ­დი ავ­უარო საზ­ოგად­ოების მი­ერ და­კ­ან­ონებულ მრა­ვალ­ნაირ წეს­სა და მა­ღ­ალ­ფარ­დოვან ფრა­ზებს, მხო­ლოდ იმ პი­რო­ბით, თუ ასეთ საქ­ციელს კად­ნიე­რე­ბად არ ჩა­მით­ვ­ლით?

- დარ­წმუნებული ვარ, სერ, რომ საზ­ოგად­ოების მი­ერ და­კ­ან­ონებული წე­სებ­ისა და მა­ღ­ალ­ფარ­დოვანი ფრა­ზების გა­რე­შე საუ­ბარს კად­ნიე­რე­ბად არ მი­ვიჩ­ნევ. პირ­ვე­ლი მომ­წონს, მაგ­რამ მეო­რეს, თუნ­დაც ჯა­მაგირის გუ­ლის­თ­ვის, ვერ აი­ტანს და­ბა­დებ­იდან­ვე თავ­ისუფლე­ბას ჩვე­უ­ლი ადამ­იანი.

- სი­სუ­ლე­ლე­ა! და­ბა­დებ­იდან­ვე თავ­ისუფლე­ბას ჩვეუ­ლთა უმ­რავ­ლეს­ობა ფუ­ლის გუ­ლის­თ­ვის, რა­საც გინ­დათ, აი­ტანს. ამი­ტომ მხო­ლოდ თქვენს თავ­ზე ილა­პა­რა­კ­ეთ და სხვებ­ზე ნუ­რა­ფერს იტყ­ვით ისეთს, რა­შიც სრუ­ლი­ად გაუ­რკ­ვე­ველი ხართ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თქვენ ჩემს კი­თხვას პირ­და­პირ არ უპას­უხეთ, გო­ნე­ბით მა­ინც მი­ვე­სალ­მები მას. მე მომ­წონს არა მარ­ტო არ­სი ამ პას­უხისა, არა­მედ ისიც, თუ რო­გორ მი­პას­უხეთ, რად­გან თქვე­ნი პა­სუ­ხი გუ­ლახ­დი­ლი და წრფე­ლი იყო. ადამ­ია­ნები ყო­ველ­თ­ვის ასე არ იქ­ცევ­იან. პი­რი­ქით, ჩვეუ­ლებრივ, ფარ­ისევლობით, გულ­ცი­ვო­ბით, სი­სუ­ლელ­ითა და ბრიყ­ვუ­ლი გაუ­გებრობით უპას­უხე­ბენ ადამ­იანის გულ­წ­რ­ფელ­ობას. სა­მი ათა­სი ახალ­გაზ­რდა, გამ­ოუცდელი აღმ­ზრდელი ქალ­იდან სა­მიც კი არ აღმ­ოჩნდებ­ოდა, რო­მე­ლიც ისე მი­პას­უხებ­და, რო­გორც თქვენ მი­პას­უხეთ. არ იფიქ­როთ ვმლიქ­ვ­ნელ­ობდე, მაგ­რამ, თუ თქვენ უმ­რავ­ლეს­ობისგან გან­სხვა­ვებული ხართ, ეს თქვე­ნი დამ­სახ­ურე­ბა არ არის, ბუ­ნე­ბამ გა­გაჩ­ინათ ასე­თი. და მე­რე, მე ძალ­იან ვჩქა­რობ, რო­დე­საც ასე­თი და­სკვ­ნები გამ­ომაქვს. ჯერ­ჯერობით რაც მე თქვენ შე­სა­ხებ ვი­ცი, ნე­ბას არ მაძ­ლევს, სხვებ­ზე უკ­ე­თე­სად წარ­მო­გიდ­გი­ნოთ. შე­საძ­ლე­ბელ­ია, სა­უკ­ე­თესო თვი­სე­ბებ­თან ერ­თად რა­მე აუ­ტა­ნელი ნა­კლიც გქონ­დეთ.
"შე­საძ­ლე­ბელ­ია, თქვენც ასეთ­ივე იყოთ", - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის. რო­გორც კი ამ აზ­რმა გამ­იელ­ვა, ჩვე­ნი თვა­ლები ერ­თმა­ნეთს შეხ­ვდნენ. ჩან­და, მან წა­იკი­თხა ჩე­მი ფიქ­რე­ბი და ისე მი­პას­უხა, თით­ქოს ჩე­მი აზ­რი ხმა­მა­ღ­ლა გამ­ომეთ­ქვას.

- დი­ახ, დი­ახ, თქვენ მარ­თალი ხართ, - თქვა მან. - მეც უამ­რავი ნა­კლი მაქვს. მე ეს ვი­ცი და გარ­წმუნებთ, არც ვცდი­ლობ მათ და­ფარ­ვას. ღმერ­თმა იცის, არ მჭირ­დე­ბა მეტ­ისმეტი სიმკ­აცრის გამ­ოჩე­ნა სხვე­ბის მი­მართ. წარ­სულ­ში მეც ბევ­რი რამ ჩამ­იდენ­ია. რო­დე­საც გო­ნე­ბის თვა­ლით გა­დავ­ხე­დავ, ვგრძნობ, მთე­ლი ჩე­მი ცხოვ­რე­ბა ისეთ­ია, რომ დაც­ინვა­ცა და გა­კი­ცხვაც, რო­მელ­თაც მე ჩემ გარ­შემო მყოფ ადამ­იან­თათვის არ დავ­იშურებდი, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ჩემ მი­მართ უფ­რო სა­მარ­თლიანი ყო­ფი­ლი­ყო. ოც­და­ერთი წლის ასა­კში მცდარ გზას და­ვა­დექი. უფ­რო სწო­რად რომ ვთქვათ, და­მა­ყე­ნეს ამ გზა­ზე (რო­გორც ყვე­ლა გზა­საც­დენილ ადამ­იანს, მეც მსურს, ჩე­მი და­ნა­შაულის ნა­ხე­ვარი მუხ­თალ ბედ­სა და ცხოვ­რე­ბის არა­ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს გა­და­ვაბ­რალო). ამის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბის სწორ გზას ჯერ კი­დევ არ დავ­ბრუნებ­ივარ. შე­საძ­ლე­ბელ­ია, სრუ­ლი­ად სხვა ადამ­იანი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ისეთ­ივე კარ­გი, რო­გო­რიც თქვენ ხართ ახ­ლა, უფ­რო ჭკვ­იანი და თით­ქ­მის თქვენ­სავით უმ­წიკ­ვ­ლო. მშურს თქვე­ნი სიმ­შ­ვი­დე. ეს სუფ­თა და შეუ­ბღ­ა­ლავი მო­გო­ნე­ბანი რა ძვირ­ფა­სი გან­ძი უნ­და იყოს? ის ადამ­იანის სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლის უშ­რე­ტი წყარ­ოა. ასე არ არის?

- რო­გო­რია თქვე­ნი მო­გო­ნე­ბანი, რო­დე­საც თვრა­მეტი წლი­სა იყა­ვით, სერ?
- მა­შინ ყვე­ლა­ფერი რიგ­ზე იყო. მაშ­ინდელი მო­გო­ნე­ბანი წმინ­და და შეუ­ბღ­ა­ლავ­ია. ვე­რავ­ითარი ნია­ღ­ვარი ანკ­ა­რა წყა­როს ამ­ყა­ყებულ გუ­ბედ ვერ გა­და­აქ­ცევს. თვრა­მეტი წლის ასა­კში მეც თქვენ­ნაირი ვი­ყა­ვი. ბუ­ნე­ბამ კარგ ადამ­ია­ნად დამ­ბა­და. მე ერ­თ-ერ­თი იმათ­განი ვი­ყა­ვი, ვინც ღი­რსეუ­ლთა შო­რის პირ­ველ­ნი არ­იან. რო­გორც ხე­დავთ, ახ­ლა ასე­თი არა ვარ. ალ­ბათ, მეტყ­ვით, ვერ ვხე­დავო, მაგ­რამ თავს ვი­ი­მე­დებ, რად­გან ამას თქვენს თვა­ლებში ვკითხუ­ლობ. სხვა­თა შო­რის, გაფ­რ­თხილ­დით, თქვენს თვა­ლებში ნათ­ლად ჩანს და მე ძალ­იან სწრა­ფად ვხვდე­ბი, რა­საც ფიქ­რობთ. ერ­წმუნეთ ჩემს სიტყ­ვას, არამ­ზა­და არა ვარ. თქვენ არც უნ­და იფიქ­როთ ეს და არც ასე­თი რამ მო­მა­წეროთ. ღრ­მად მწამს, რომ მხო­ლოდ გა­რემო პი­რო­ბე­ბის - და არა სა­კუ­თარი ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბების - გა­მო ვარ სრუ­ლი­ად ჩვეუ­ლებრივი ცოდ­ვი­ლი, ჩაბ­მუ­ლი ყვე­ლა იმ ფუქ­სა­ვატურ გარ­თობაში, რომ­ლი­თაც მდი­და­რი და უმაქ­ნი­სი ადამ­ია­ნები თავ­იანთი ცხოვ­რე­ბის შე­ლა­მა­ზე­ბას ცდი­ლო­ბენ. ალ­ბათ, გაო­ცებთ ჩე­მი აღ­სა­რე­ბა. მაგ­რამ, იცო­დეთ, მო­მა­ვალში, თქვენ­და უნებ­ურად, ხში­რად გაი­გებთ თქვენს ნაც­ნობ ადამ­იან­თა საი­დუმლოე­ბას. ისე, რო­გორც მე, ადამ­ია­ნები ალ­ღო­თი იგ­რ­ძ­ნო­ბენ, რომ თქვენ სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი კი არ გჩვევ­იათ, არა­მედ შეგ­იძლიათ უს­მი­ნოთ სხვე­ბის საუ­ბარს. ისი­ნი იმა­საც იგ­რ­ძ­ნო­ბენ, რომ მათ ქედ­მა­ღლურ საუ­ბარს მტრუ­ლად და დამ­ცინა­ვად კი არ უს­მენთ, არა­მედ თით­ქ­მის თა­ნაუგრძნობთ კი­დეც. ამით თქვენ ამ­ხნე­ვებთ და ამ­შვიდებთ მათ, რაც მე­ტად აუ­ცილე­ბელ­ია აღ­სა­რების დროს.

- საი­დან იცით, რო­გორ გაი­გეთ ყო­ველ­ივე ეს, სერ?
- ეს მე კარ­გად ვი­ცი; ამ­იტომაც ყო­ველ­თ­ვის ისე თავ­ისუფლად ვამ­ბობ, თით­ქოს დღი­ურ­ში ვწერ­დე ჩემს სა­კუ­თარ ფიქ­რებს. თქვენ, ალ­ბათ, მეტყო­დით, რომ მე უნ­და ავ­მა­ღ­ლებ­ულიყავი გა­რემ­ოსთან შე­და­რებით. დი­ახ, ასე უნ­და მოვ­ქ­ცეუ­ლიყავი, სწო­რედ ასე. მაგ­რამ, რო­გორც ხე­დავთ, ასე არ მოხ­და და, რო­დე­საც ბედ­მა მი­მუხ­თ­ლა, იმ­დე­ნი სიბ­რ­ძ­ნეც კი ვერ გამ­ოვიჩინე, რომ გულ­გ­რი­ლი დავ­რჩენ­ილიყავი. სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბამ შე­მიპყ­რო. აი, სწო­რედ აქე­დან იწყე­ბა ჩე­მი გა­დაგ­ვა­რე­ბა და ახ­ლა, რო­დე­საც რო­მელ­იმე ზნეო­ბას მოკ­ლებული დოყ­ლაპ­ია თა­ვი­სი უბად­რუკი საქ­ციელით ზიზღს იწ­ვევს ჩემ­ში, არ შემ­იძლია თა­ვი იმით ვი­ნუ­გე­შო, რომ მას­ზე უკ­ე­თესი ვარ. იძუ­ლე­ბუ­ლი ვარ, ჩემს თავს გამ­ოვუტყდე, რომ ორი­ვე ერ­თნაირი ვართ და მის­გან არაფ­რით გან­ვსხვავ­დები. ოჰ, რო­გორ მსურ­და, რომ ძლი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი! ღმერ­თმა იცის, რო­გორ ვნა­ნობ. გეშ­ინოდეთ სინ­დი­სის ქენ­ჯნისა. თუ ცდუ­ნე­ბა დაგ­ძლევთ და შეც­დომას ჩაი­დენთ, მის ეარ, სინ­დი­სის ქენ­ჯნა ცხოვ­რე­ბას მო­გი­წამ­ლავთ.
- ამ­ბობენ, მო­ნან­იე­ბა არი­სო მკუ­რნალი, სერ.
- არა, ეს არ არის მი­სი მკუ­რნალი. ადამ­იანი მთლად უნ­და გარ­დაი­ქმნას. მე ეს შემ­იძლია, ძა­ლაც შემ­წევს, თუ­კი... მაგ­რამ რა აზ­რი აქვს ამა­ზე ფიქრს ისე­თი გზა­საც­დენილი, ცოდ­ვე­ბით დამ­ძიმებული და დაწ­ყევლილი ადამ­იანისთვის, რო­გო­რიც მე ვარ. მას შემ­დეგ, რაც ბედ­ნიე­რე­ბამ ზურ­გი მაქ­ცია, უფ­ლე­ბა მაქვს ვე­ძიო სი­ამ­ოვნე­ბა ამ ცხოვ­რე­ბაში. მსურს ის და მი­ვიღ­ებ კი­დეც, რა­დაც უნ­და დამ­იჯდეს.
- ეს თქვენ კი­დევ უფ­რო მე­ტად გა­და­გაგ­ვა­რებთ, სერ.
- შე­საძ­ლე­ბელ­ია, მაგ­რამ რი­სი გუ­ლის­თ­ვის უნ­და უარ­ვ­ყო, თუ­კი შე­მეძ­ლე­ბა ცხოვ­რებ­ისგან მი­ვი­ღო ტკბი­ლი და ახალ­-ა­ხალი გან­ცდები? და მი­ვიღ­ებ კი­დეც. ეს ისეთ­ივე სა­ამო და ხელ­შეუ­ხე­ბელი იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც გა­რეული თაფ­ლი, რო­მელ­საც ფუტკ­რები აგ­როვე­ბენ ხოლ­მე მა­ნა­ნებ­იდან.

- ფუტკ­არი ნეს­ტარს ჩა­გასობთ, გა­რეულ თაფლს კი მწა­რე გე­მო აქვს.
- საი­დან იცით? თქვენ ხომ არას­ოდეს გი­გემ­იათ. რო­გო­რი სე­რი­ო­ზუ­ლი და დაფ­იქრებული ჩან­ხართ. თქვენ ისე­ვე ვერ ერკ­ვევით ამ საქ­მეში, რო­გორც აი, ეს კა­მე­ა, - და ამ სიტყ­ვე­ბით მან ის ბუხ­რი­დან აიღო. - თქვენ უფ­ლე­ბა არ გაქვთ, ჭკ­უა მას­წავლოთ, თქვენ ხომ ახ­ლა იწყებთ ცხოვ­რე­ბას. ჯერ ნა­ბი­ჯიც კი არ გა­დაგ­იდგამთ ამ გზა­ზე და სრუ­ლი­ად არ იც­ნობთ მის საი­დუმლოე­ბას.
- მე მხო­ლოდ თქვენს სა­კუ­თარ სიტყ­ვებს მო­გაგ­ონებთ, სერ. თქვენ თქვით, შეც­დომას სინ­დი­სის ქენ­ჯნა მოჰ­ყ­ვე­ბაო, და, ამას­თა­ნა­ვე, დას­ძინეთ, ის ადამ­იანს ცხოვ­რე­ბას უწამ­ლავსო.

- ვინ ლა­პა­რა­კობს შეც­დომებ­ზე ახ­ლა? სრუ­ლებ­ითაც არ ვფიქ­რობ, რომ აზ­რი, რო­მელ­მაც თავ­ში გამ­იელ­ვა, შეც­დომა იყო. დარ­წმუნებული ვარ, ეს უფ­რო ზეშ­თაგ­ონე­ბა იყო, ვიდ­რე ცდუ­ნე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, ძალ­იან სა­ამო და სიმ­შ­ვი­დის მომ­გ­ვ­რე­ლი. ეს კარ­გად ვი­ცი, აი, ისიც. კვ­ლავ გარ­წმუნებთ, ეს ეშ­მა­კი არ არის. ის რომ ეშ­მა­კი ყო­ფი­ლი­ყო, მა­შინ სი­ნათ­ლის ან­გელოზის სამ­ოსელში გა­ეხ­ვეო­და. ვფიქ­რობ, ამ მშვენ­იერ სტუ­მარს ად­გი­ლი უნ­და და­ვუთ­მო ჩემს გულ­ში, თუ­კი იქ და­ვა­ნე­ბას მომ­თხოვს.
- ნუ ენ­დო­ბით მას, სერ. ის ნამ­დ­ვი­ლი ან­გელოზი არ არის.
- ერ­თხელ კი­დევ გე­კი­თხებით, საი­დან იცით ეს ყო­ველ­ივე? რით ას­ხვა­ვებთ უფ­ს­კ­რულ­ში მყო­ფი სე­რაფიმის სა­მა­რადისო სას­უფე­ველს მაც­ნეს­გან, ნამ­დ­ვილ მეგ­ზურს - მაც­დუნებ­ლისგან?

- ეს თქვე­ნი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლებით შევ­იტყვე, სერ. ძალ­იან წუხ­დით, რო­დე­საც ეს აზ­რი კვ­ლავ და­გე­ბა­დათ თავ­ში. დარ­წმუნებული ვარ, თუ თქვენ მას მო­უს­მენთ, ის მეტ უბედ­ურე­ბას მო­გახ­ვევთ თავს.
- სრუ­ლებ­ითაც არა. ამ­ქვეყ­ნად ის ყვე­ლა­ზე კარ­გი ამ­ბების მაუ­წყე­ბელ­ია. ხო­ლო, რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენს, თქვენ ჩე­მი სინ­დი­სის დამ­ცველი არ ხართ. ამი­ტომ თავს ნუ შეი­წუხებთ. ახ­ლა კი მო­მი­ახ­ლოვ­დით, მშვენ­იერო მოგ­ზა­უ­რო!
მან ისე წარ­მოთქვა ეს სიტყ­ვე­ბი, თით­ქოს ყვე­ლა თვა­ლის­თ­ვის უჩი­ნარ, მხო­ლოდ მი­სი თვა­ლის­თ­ვის ხი­ლულ მოჩ­ვე­ნე­ბას ესაუ­ბრებ­ოდა. შემ­დეგ წინ გა­მოწ­ვ­დი­ლი ხე­ლები გულ­თან მი­ი­ტა­ნა, თით­ქოს ამ უხი­ლავ არ­სე­ბას გულ­ში იკ­რავ­და.
- ახ­ლა, - გა­ნაგრძო მან და კვ­ლავ მე მომ­მარ­თა, - მი­ვი­ღე ჩე­მი მოგ­ზა­უ­რი და ვი­ცი, ის შენ­იღბული ღვ­თა­ე­ბა­ა. ნამ­დვილად მჯე­რა, მან სიკ­ე­თე უკ­ვე მო­მი­ტა­ნა. ჩე­მი გუ­ლი აქამ­დე საფ­ლა­ვად იყო ქცე­უ­ლი, ახ­ლა კი წმინ­და ად­გილად იქ­ცა.
- მარ­თალი გითხ­რათ, სერ, მე თქვენ სრუ­ლე­ბით ვერ გაგ­იგეთ. აღ­არ შემ­იძლია გან­ვაგრძო თქვენ­თან საუ­ბარი, რად­გან ძნელ­ია თქვე­ნი გა­გე­ბა. მხო­ლოდ ერ­თი რამ ვი­ცი, თქვენ თვი­თონ თქვით, რომ არა ხართ ისე­თი კარ­გი ადამ­იანი, რო­გო­რიც გსურ­დათ, ყო­ფი­ლი­ყა­ვით, და ამ ნა­კლის გა­მო დიდ სი­ნან­ულსაც გა­ნიც­დით. გარ­და ამ­ისა, თქვენ ისიც აღნ­იშნეთ, რომ შე­ბღ­ალული სინ­დი­სი და მი­სი მო­გო­ნე­ბა ადამ­იანს გამ­უდმებით უწამ­ლავს ცხოვ­რე­ბასო. ვფიქ­რობ, თუ გულ­მოდ­გი­ნედ შე­ეც­დებით, დრო­თა გან­მავ­ლობაში შე­საძ­ლე­ბელი გახ­დე­ბა გარ­დაი­ქმნათ ისეთ ადამ­ია­ნად, რო­გო­რიც გსურ­დათ ყო­ფი­ლი­ყა­ვით. თუ თქვენ დღ­ეი­დან­ვე დაი­წყებთ სრუ­ლი­ად ახ­ლებ­ურად აზ­როვნე­ბას და საქ­მიან­ობა­საც შე­იც­ვ­ლით, რამ­დენ­იმე წლის შემ­დეგ თქვენც გექ­ნე­ბათ უამ­რავი ახა­ლი და უბი­წო მო­გო­ნე­ბანი, რო­მელ­თა გახ­სე­ნე­ბა სი­ამ­ოვნე­ბას მო­გან­იჭებთ.
- სწო­რი აზ­რია. კარ­გად არის ნათ­ქვამი, მის ეარ. ამ­იერ­იდან კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბით ვთრგუ­ნავ ჯო­ჯო­ხეთს.
- სერ?
- ჩემ­ში კეთ­ილმა სურ­ვი­ლებ­მა უფ­რო მე­ტად იჩი­ნა თა­ვი. მწამს, ისი­ნი კა­ჟივით გამ­ძლე­ა. ამ­იერ­იდან ადამ­იან­თა მი­მართ ჩე­მი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა­ცა და საქ­მიან­ობაც სრუ­ლი­ად სხვა იქ­ნე­ბა, ვიდ­რე აქამ­დე იყო.
- და უკ­ე­თესიც?

- და უკ­ე­თესიც, იმ­დე­ნად უკ­ე­თესი, რამ­დე­ნა­დაც წმინ­და ლი­თო­ნი ბინ­ძურ ხენ­ჯთან შე­და­რებით. რო­გორც ჩანს, ჩემ­ში ეჭ­ვი გე­პა­რე­ბათ. თა­ვად მე კი არას ვეჭ­ვობ. ვი­ცი, რა მი­ზან­იცა მაქვს და რაც მამ­ოძრა­ვებს. კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც ამ­იერ­იდან უნ­და ვი­ხელ­მძღ­ვა­ნელო, მი­დი­ელ­თა და ირა­ნელ­თა კა­ნო­ნი­ვით მტკი­ცე და უც­ვ­ლელ­ია, და ორი­ვე ეს კი სწო­რია.
- ეს შეუ­ძლე­ბელ­ია, სერ, თუ მათ გან­სახ­ორციე­ლებ­ლად კი­დევ ახა­ლი კან­ონია სა­ჭი­რო.
- ეს ასე­ა, მის ეარ, თუმ­ცა ისი­ნი სრუ­ლი­ად ახალ კა­ნონს მო­ითხო­ვენ. უჩ­ვე­უ­ლო გა­რემ­ოე­ბები უჩ­ვე­უ­ლო კან­ონებს მო­ითხო­ვენ.
- ეს აფო­რიზ­მი მეტ­ისმე­ტად საშ­იშად ჟღ­ერს, სერ. ყვე­ლას შეუ­ძლია მი­სი ბო­რო­ტად გამ­ოყე­ნე­ბა.
- ჭკუ­ის სას­წავ­ლე­ბელი სიბ­რ­ძ­ნე­ა! სწო­რედ ასე­ა. მაგ­რამ ვფი­ცავ ჩე­მი ოჯა­ხის მფარ­ველ ყვე­ლა წმინ­და ან­გელოზს, ბო­რო­ტად არ გამ­ოვიყე­ნებ ამას.
- თქვენ ადამ­იანი ხართ და ამის გა­მო ცოდ­ვი­ლიც.
- დი­ახ, ვარ. ასე­ვე, თქვენც - მაგ­რამ რა?
- ადამ­ია­ნები და ცოდ­ვილ­ნი არ უნ­და მი­ის­წ­რაფ­ოდნენ ისე­თი ძალ­ისკ­ენ, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ღვ­თიურთა და უცოდ­ველთ აქვთ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი.
- რა ძა­ლა?
- რო­გორც ამ­ბობენ, ეს არის ადამ­ია­ნებისთვის რა­ღ­აც უც­ნო­ბი, ჯერ კი­დევ და­უკ­ან­ონე­ბელი სამ­ოქმედო გზა. და­ე, ის ჭეშ­მარ­იტე­ბა იყოს.
- და­ე, ჭეშ­მარ­იტე­ბა იყოს! სწო­რედ ასეა და თქვენ თქვით ეს!
- შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს მარ­თალიც იყოს, - ვთქვი და წამ­ოვდექი.
ჩე­მი აზ­რით, ასე­თი გაუ­რკ­ვე­ველი სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა უსარ­გებლო იყო. ამას­თა­ნა­ვე, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ჩე­მი მო­სა­უბ­რის ფიქ­რებს ვერ ჩავ­წვდებოდი - გან­სა­კუ­თრებით, ახ­ლა; ვგრძნობ­დი რა ამ გაუ­რკ­ვევ­ლობას, ბუნ­დო­ვან შიშ­საც გან­ვიც­დი­დი, რაც თან სდევს ხოლ­მე უცო­დი­ნარ­ობას.
- სად მი­დი­ხართ?
- ადე­ლის და­საძ­ინებ­ლად. უკ­ვე დი­დი ხან­ია მი­სი ძი­ლის დროა.
- თქვენ ჩე­მი გეშ­ინიათ, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ სფინ­ქ­სი­ვით ვლა­პა­რა­კობ.
- თქვე­ნი საუ­ბარი ძალ­იან ძნე­ლი გა­სა­გებ­ია ჩემ­თ­ვის და, თუმ­ცა გაო­ცებული ვარ, რა თქმა უნ­და, ში­შით მა­ინც არ მეშ­ინია.
- თქვენ გეშ­ინიათ თავ­მოყვა­რეობის გა­მო, ფრთხი­ლობთ, სუ­ლე­ლუ­რი შეც­დომა არ დაუ­შვათ.
- ამ მხრივ მარ­თლაც მეშ­ინია, არავ­ითარი სურ­ვი­ლი არ მაქვს, სი­სუ­ლე­ლე გე­ლა­პა­რა­კოთ.
- ასეც რომ ყო­ფი­ლი­ყო, თქვენ ყო­ველ­ივეს ისე მშვი­დად და სერ­იოზულად იტყო­დით, რომ მე მათ მა­ინც ჭკვ­იანურ აზ­რე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი. ნუ­თუ არას­ოდეს იცი­ნით, მის ეარ. თავს ნუ შეი­წუხებთ პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად. ვხე­დავ, იშ­ვია­თად იცი­ნით. მაგ­რამ ვამ­ჩნევ, ძალ­იან მხი­ა­რუ­ლი სი­ცი­ლიც შეგ­იძლიათ. მერ­წმუნეთ, ბუ­ნე­ბით თქვენ ისე­ვე არა ხართ მკ­აცრი, რო­გორც მე - ბი­წი­ე­რი. ლო­ვუ­დი გაი­ძულებთ, ჯერ კი­დევ მი­სი გავ­ლენის ქვეშ იყოთ. ამ გავ­ლენის წყალ­ობითაა სწო­რედ, რომ თვალ­ყურს ადევ­ნებთ სა­კუ­თარი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას, მე­ტად ხმა­დაბ­ლა ლა­პა­რა­კობთ და თავს თავ­ისუფლად ვერ გრძნობთ. მა­მა­კ­აცის თან­დას­წრებით კი, სუ­ლერ­თია, ის ძმა არის, მა­მა თუ პატ­რო­ნი, ან, რაც გსურთ, ის უწო­დეთ მას, გეშ­ინიათ გა­იღიმოთ, ილა­პა­რა­კოთ მხი­არ­ულად, თავ­ისუფლად და იმოძ­რა­ოთ სწრა­ფად. ვფიქ­რობ, დრო­თა გან­მავ­ლობაში თქვენ მი­ეჩ­ვევით სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივად მო­იქ­ცეთ ჩემ­თან, რად­გან სხვა­ნაი­რად შეუ­ძლე­ბელი იქ­ნე­ბა. მეც მინ­და ასე­ვე ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ყო თქვენ მი­მართ. მა­შინ რო­გორც თქვე­ნი გამ­ოხედ­ვა, ისე მოძ­რაო­ბაც სულ სხვა­ნაირი იქ­ნე­ბა და მე­ტი სი­ხალ­ისე მო­გე­მა­ტე­ბათ, ვიდ­რე ახ­ლა ამჟ­ღ­ავ­ნებთ. ხან­გამ­ოშვებით მე საგ­ულდაგულოდ ჩა­კ­ეტილ გალ­იაში მო­თავ­სებული ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ფრინ­ვე­ლის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას ვხე­დავ თქვენს თვა­ლებში. ის სი­ცოცხ­ლით სავ­სე, მო­უს­ვე­ნარი და გა­ბედული ტყვე­ა. თავ­ისუფალი რომ იყოს, ღრ­უბლებს ზე­მოთ ინა­ვარ­დებ­და. თქვენ კვ­ლავ ფიქ­რობთ წას­ვლას?

- სა­ათ­მა უკ­ვე ცხრა­ჯერ და­რე­კ­ა, სერ.
- არა­ფერ­ია, კი­დევ ერ­თი წუ­თი მო­ით­მი­ნეთ. ადე­ლი და­საძ­ინებ­ლად ჯერ მზად არ არის. ცეც­ხლისკ­ენ ზურ­გ­შექ­ცეული, სა­ხით თქვე­ნკ­ენ, კარ­გად ვდგა­ვარ, რომ თვალ­ყუ­რი ვა­დევნო. თქვენ­თან საუ­ბრისას, დრო­დად­რო ადელ­საც ვუ­ყუ­რებ­დი (რა­სა­კვ­ირველ­ია, მი­ზე­ზიც მაქვს ასე­თი ფიქ­რი­სა და და­კვ­ირვების საგ­ნად ვაქ­ციო ეს ბავ­შ­ვი). ეს ამ­ბავი, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ოდეს­მე თქვენც გაგ­იზიაროთ. და­ახ­ლოებით ათი წუ­თის წინ მან თა­ვი­სი ყუ­თი­დან ვარ­დისფერი აბ­რეშუმის კა­ბა ამ­ოიღო. რო­დე­საც კა­ბა გა­შა­ლა, სა­ხე გაუ­ბრწყინდა. კო­პწიაო­ბა შთამ­ომავლობით გად­მოე­ცა, ის გო­ნე­ბას ურევს და ძვალ-რბილ­ში აქვს გამ­ჯდარი. JIl fa­ut que je l’es­saie!! - წამ­ოიძა­ხა მან, - et á l’in­s­tant même, და ოთახ­იდან გაი­ქცა. ახ­ლა ის სო­ფის­თან არის და იც­ვამს, რამ­დენ­იმე წუთ­ში კვ­ლავ შემ­ოვა და ვი­ცი, ვი­საც ვი­ხი­ლავთ: პა­ტა­რა სე­ლინ ვა­რენსს, რო­გორც ის გამ­ოჩნდებ­ოდა ხოლ­მე სცე­ნა­ზე, ფარ­დის ახ­დის შემ­დეგ. მაგ­რამ ეს არა­ფერ­ია. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ჩე­მი უნა­ზესი გრძნო­ბე­ბი ამ ელ­და­საც გაუ­ძლებს. ასეთ­ია ჩე­მი წი­ნათ­გრძნობა. დარ­ჩით და ნა­ხეთ, ას­რულდე­ბა თუ არა, რაც გითხა­რით.

მა­ლე ადე­ლის პა­წაწ­ინა ფე­ხის ჩქა­რი ნაბ­იჯების ხმაც გაი­სმა დე­რე­ფანში. ის შემ­ოვიდა ახა­ლი ტან­საც­მლისგან მთლად გა­მოც­ვ­ლი­ლი, რო­გორც მის­მა მეუ­რვემ იწი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლა. ყავ­ისფერი კა­ბის მაგ­იერ ატ­ლასის, ძალ­იან მოკ­ლე, წელს ქვე­მოთ ნაო­ჭებ­იანი, ვარ­დისფერი კა­ბა ეც­ვა. შუბლს კო­კო­რი ვარ­დების გვირ­გ­ვი­ნი უმ­შ­ვე­ნებ­და. ფეხთ აბ­რეშუმის მა­ღ­ალ­ყელ­იანი წინ­დე­ბი და პა­წაწ­ინა თეთ­რი ატ­ლასის ფეხ­საც­მელი ეც­ვა.

-Est-ce que ma ro­be va bi­en? - წამ­ოიძა­ხა მან და ჩვე­ნკ­ენ წამ­ოვიდა. -et mes so­u­li­ers? et mes bas? Te­nez, je cro­is que je va­is dan­ser
კა­ბა გა­შა­ლა და ცე­კ­ვა და­იწყო ოთახ­ში, ასე ცე­კვით მო­უ­ახ­ლოვდა მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, ფე­ხის წვე­რებ­ზე მსუ­ბუ­ქად შემ­ოტრიალ­და, ერთ მუხ­ლ­ზე დაი­ჩოქა და წამ­ოიძა­ხა:
- Monsieur, je vo­us re­mer­cie mil­le fo­is de vot­re bon­te,, - შემ­დეგ წამ­ოდგა და დაუ­მა­ტა: -C’est com­me ce­la que ma­man fa­i­sa­it, n’est-ce pas, mon­si­e­ur?
- სწო­რედ! - გაი­სმა პას­უხად. - და "ცომ­მე ცე­ლა" ად­ვილად ახერ­ხებ­და ინ­გ­ლი­სუ­რი ოქ­როს ამ­ოცლას ჩე­მი ბრი­ტა­ნუ­ლი შარ­ვ­ლის ჯი­ბი­დან. მეც სრუ­ლი­ად გამ­ოუცდელი ყმაწ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, მის ეარ. დი­ახ, ბა­ლღივით გამ­ოუცდელი. სწო­რედ ისეთ­ივე, რო­გო­რიც ახ­ლა თქვენ ხართ, აი, ამ წუთ­ში. ასეა თუ ისე, ჩე­მი გა­ზაფხული დამ­თავ­რდა, მაგ­რამ მან ხელ­ში შე­მატ­ოვა, აი, ეს ფრან­გუ­ლი ყვა­ვი­ლი. ზოგ­ჯერ ისეთ გუ­ნე­ბა­ზე ვარ, რომ სი­ამ­ოვნებით მო­ვი­შო­რებ­დი მას თავ­იდან. მე აღ­ა­რაფ­რად მი­მაჩ­ნია ის ფეს­ვი, რო­მელ­ზე­დაც ის აღმ­ოცენ­და. კარ­გად ვი­ცი, რომ ისიც იმ მოდ­გ­მას ეკუთ­ვ­ნის, რო­მელ­თაც, ოქ­როს გარ­და, ვე­რა­ფერი აკ­მაყ­ოფილებთ. ეს კი ამ ყვა­ვი­ლის სიყ­ვა­რულს მი­ნა­ხევ­რებს, გან­სა­კუ­თრებით მა­შინ, რო­დე­საც ის ისე­თი ხელ­ოვნურია, რო­გო­რიც, აი, ახ­ლა. მე ვი­ნა­ხავ და ვზრდი მას, რად­გან რო­მა­უ­ლი კათ­ოლიკური პრინ­ცი­პი აღ­ია­რებს, რომ ერთ კე­თილ საქ­მეს შეუ­ძლია გა­მო­ის­ყი­დოს მრა­ვალი ცოდ­ვა, რო­გორც დი­დი, ისე პა­ტა­რა. ოდეს­მე ყვე­ლა­ფერს აგიხ­ს­ნით, ახ­ლა კი ღა­მე მშვი­დო­ბი­სა.


თა­ვი მეთოთხმეტე

მა­ლე მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა მარ­თლაც მი­ამ­ბო ყვე­ლა­ფერი. ერ­თხელ, ნაშ­უა­დღ­ევს, შემ­თხვევით შეგ­ვხვდა მე და ადელს ბა­ღში; ვიდ­რე ადე­ლი პა­ი­ლოტს ეთა­მა­შებ­ოდა და ვო­ლა­ნით ერ­თობოდა, მან მთხო­ვა, წიფ­ლის გრძელ ხეი­ვანში გაგ­ვე­სეი­რნა და თან ადელ­ისთვისაც თვალ­ყუ­რი გვე­დევ­ნებ­ინა.

სწო­რედ იმ დღ­ეს მი­ამ­ბო, რომ ადე­ლი ფრან­გი მო­ცე­კ­ვა­ვე ქა­ლის სე­ლინ ვა­რენსის ქა­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მე­ლიც მას ოდე­სღ­აც იმ გრძნო­ბით უყ­ვარ­და, გრან­დე პას­სი­ონ-ს რომ უწო­დებ­და თვი­თონ. ამ სიყ­ვა­რულს სელ­ინა თით­ქოს უფ­რო დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით პას­უხობდა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ფიქ­რით, სელ­ინა მას აღ­მერ­თებ­და კი­დეც, თუმ­ცა ლა­მაზი არ იყო და მას მი­სი ტა­ილ­ლე დ"ატჰლèტე უფ­რო ხიბ­ლავ­და, ვიდ­რე აპო­ლონ ბელ­ვე­დე­რელის მოხ­დენ­ილობა.

- და იცით, მის ეარ, იმ­დე­ნად მო­ვი­ხიბ­ლე იმით, რომ გალ­იელი სილ­ფი­და ამ ინ­გ­ლი­სელ გნომს ყვე­ლა მა­მა­კ­აცის წი­ნა­შე უპი­რა­ტეს­ობას მან­იჭებ­და, რომ მაშ­ინვე სას­ტუმ­რო­ში და­ვაბ­ინა­ვე, ვა­ნებ­ივრე მო­სამ­სახ­ურე­ებით, ეკი­პა­ჟით, შა­ლის ქსო­ვი­ლე­ბით, ბრი­ლი­ან­ტებით, მაქ­მა­ნებ­ითა და ა.შ. ერ­თი სიტყ­ვით, რო­გორც ყო­ველ­მა ბრმად შეყ­ვა­რებ­ულმა ადამ­იან­მა, დავ­იწყე ჩე­მი ქო­ნე­ბის გან­ია­ვე­ბა. რო­გორც ჩანს, ვერ შევ­ძელი სირ­ცხ­ვი­ლი­სა და გა­ნად­გურებ­ისკ­ენ სხვა, ახა­ლი გზა ამ­ომერ­ჩია; სუ­ლე­ლუ­რი ერ­თგულებით მივ­ყ­ვე­ბო­დი ძველ ბი­ლიკს და ერ­თი გო­ჯი­თაც არ გა­დამ­იხვევ­ია ამ გა­ტკ­ეპნილი გზი­დან. ამი­ტომ, სრუ­ლი­ად დამ­სახ­ურებ­ულად, მეც სხვა ბრმად შეყ­ვა­რებულ დოყ­ლაპ­ია­თა ბე­დი მეწ­ვია. ერთ სა­ღ­ამოს, რო­დე­საც სელ­ინა არ მელ­ოდა, მას­თან მი­ვე­დი. შინ არ დამ­ხვდა. თბი­ლი სა­ღ­ამო იყო. პა­რი­ზის ქუ­ჩებ­ში ხეტ­იალით და­ღლილი, შე­ვედი მის ბუ­დუ­არ­ში და გა­დავ­წყვიტე, იქ დავ­ლოდებოდი. ვიგ­რ­ძე­ნი, ახ­ლა­ხან წა­სუ­ლი­ყო სახ­ლიდან. მი­სი ყოფ­ნით გან­წმენდილ ჰა­ერს ვი­სუნ­თ­ქავ­დი და თავს ბედ­ნიე­რად ვგრძნობ­დი. არ ვაზ­ვია­დებ. არც მი­ფიქ­რია, რომ სელ­ინას ოდეს­მე ჰქო­ნო­და გან­წმენდის ღვთი­უ­რი ნი­ჭი. ოთახ­ში უფ­რო თამ­ბაქოს, მუშ­კი­სა და ამ­ბ­რის სუ­ნი იდ­გა, ვიდ­რე წმინ­და სა­კ­მევ­ლისა. ამას თან სათ­ბუ­რის ყვავ­ილების სურ­ნე­ლი ერ­თვოდა და სუ­ლი მეხ­უთებ­ოდა. გა­დავ­წყვიტე, მი­ნის კა­რი გა­მე­ღო და აი­ვან­ზე გავ­სულიყავი. მთვა­რის შუ­ქი იყო და ქუ­ჩის ფარ­ნებ­ისაც. ირ­გ­ვ­ლივ სიმ­შ­ვი­დე და სიმ­ყუდ­რო­ვე იყო. აი­ვან­ზე რამ­დენ­იმე სა­ვარ­ძელი იდ­გა. ერ­თ-ერ­თ­ში ჩავ­ჯექი და სი­გა­რა ამ­ოვიღ­ე...
ახ­ლაც მოვ­წევ, თუ ნე­ბას მომ­ცემთ.

ჩამ­ოვარ­და სი­ჩუ­მე. მან სი­გა­რა ამ­ოიღო, მო­უ­კი­და და გა­აბ­ოლა. სუს­ხი­ან უმ­ზეო ჰა­ერში ჰა­ვანური სი­გა­რის ნა­ფაზი რგო­ლე­ბად ამ­ოუშვა და გა­ნაგრძო:
- მა­შინ, მის ეარ, კან­ფე­ტებიც მიყ­ვარ­და. ხრა­მუ­ნით შე­ვექ­ცეოდი (მა­პატ­იეთ ბარ­ბარიზმი), დი­ახ, ხრა­მუ­ნით შე­ვექ­ცეოდი კან­ფე­ტებს, თან ვაბ­ოლებდი, დრო­გამ­ოშვებით კი ვათ­ვალ­იე­რებდი ეკი­პა­ჟ­ებს, რომ­ლე­ბიც მდიდ­რულ ქუ­ჩებ­ში მის­რია­ლებ­დნენ იქ­ვე ახ­ლოს, ოპერ­ისკ­ენ. ამ დროს გამ­ოჩნდა კო­ხტა კა­რე­ტა ორი მშვენ­იერი ინ­გ­ლი­სუ­რი ცხე­ნით. გაჩ­ირა­ღდ­ნებულ ქუ­ჩა­ში გა­რკ­ვევით დავ­ინა­ხე და ვი­ცა­ნი ვო­ი­ტუ­რე (კ­ა­რე­ტა), რო­მე­ლიც სელ­ინას ვაჩ­უქე. სელ­ინა შინ ბრუნ­დებ­ოდა. რა­სა­კვ­ირველ­ია, ჩემს გულს ბა­გაბუგი გაჰ­ქონდა რკი­ნის მო­აჯ­ირზე, რო­მელ­საც ვეყ­რ­დ­ნო­ბო­დი. რო­გორც ვვა­რაუდობდი, კა­რე­ტა, მარ­თლაც, სას­ტუმ­როს კარ­თან გა­ჩერ­და; ჩე­მი ცეცხ­ლის წა­მკი­დე­ბელი (რად­გან მხო­ლოდ ეს სა­ხელი თუ შე­ე­ფე­რე­ბა ოპე­რის მო­ცე­კ­ვა­ვე მიჯ­ნურს) მსუ­ბუ­ქად გად­მოხტა კა­რეტ­იდან. ივ­ნი­სის თბი­ლი სა­ღ­ამო იყო, მაგ­რამ მას მა­ინც მო­სას­ხამი ეხ­ურა. მყის ვი­ცა­ნი პა­ტა­რა ფე­ხი, რო­მე­ლიც ეტ­ლიდან ჩამ­ოსვლისას კა­ბის ბო­ლო­დან გამ­ოუჩნდა. აი­ვნიდან გა­დავ­იხა­რე და შეყ­ვა­რებულის იდუ­მა­ლი ხმით ის იყო უნ­და დამ­ცდენ­ოდა მონ ან­გე, რომ კა­რეტ­იდან სელ­ინას ვიღ­აც გად­მოჰყვა, ისიც მო­სას­ხამში, მაგ­რამ ამ­ჯე­რად დე­ზების წკ­არუნი ქვა­ფენ­ილზე გაი­სმა და სას­ტუმ­როს პორ­ტე-ცოცჰèრე-ს თა­ღ­ებ­ქვეშ მა­მა­კ­აცის ცი­ლინ­დ­რ­მა გა­იელ­ვა.

- თქვენ, ალ­ბათ, არას­ოდეს გამ­ოგიცდიათ ეჭ­ვიანობის გრძნო­ბა, არა, მის ეარ? რა­სა­კვ­ირველ­ია, არა. არც უნ­და მე­კი­თხა, რად­გან არა­ვინ გყვა­რებ­იათ. მო­გი­წევთ ორი­ვე ამ გრძნო­ბის გამ­ოცდა. თქვე­ნი სუ­ლი ჯერ მი­ძი­ნებ­ულია. საჭ­იროა ბიძ­გი და გამ­ოიღვ­იძებს. თქვენ გგო­ნი­ათ, რომ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის დი­ნე­ბა ისე­ვე წყნა­რი და აუ­მღვ­რე­ველი იქ­ნე­ბა, რო­გორც ბავ­შვობაში? გაჰ­ყვებით ამ დი­ნე­ბას თვალ­დახუჭული, სმე­ნა­დახშული; ვერც დი­ნე­ბის და­საწყისში აღ­მართულ მრის­ხა­ნე კლ­დე­ებს შენ­იშნავთ და ვერც ამ კლ­დე­ების გარ­შემო აბ­ობოქრებული და აქა­ფებული ტა­ლღ­ების ხმა­უ­რი მოგ­წ­ვ­დე­ბათ. მაგ­რამ მე გეუ­ბნებით და დაი­ხსომეთ ჩე­მი სიტყ­ვე­ბი: ოდეს­მე თქვენ მი­ად­გებით კლ­დოვან გა­სას­ვლელს, სა­დაც თქვე­ნი ცხოვ­რე­ბის ნა­კ­ადული აბ­ობოქრებულ, აღ­ელ­ვებულ, ქაფ­მორეულ და მგრგვი­ნავ მო­რე­ვად გა­დაი­ქცე­ვა. მა­შინ ან მთლად დაი­მსხვრევით ამ კლდის წვეტ­იან ლო­დებ­ზე, ან რო­მელ­იმე მხსნე­ლი ტა­ლღა აგ­იტა­ცებთ და ჩემ­სავით წაგ­იყვანთ უფ­რო წყნა­რი დი­ნებ­ისკ­ენ. მე მიყ­ვარს ეს დღ­ე; მიყ­ვარს ეს ტყვი­ის­ფე­რი ცა; ყინ­ვის­გან დად­უმებული და გა­თო­ში­ლი არე­მა­რე; მიყ­ვარს თორ­ნ­ფილ­დი; მი­სი წელ­თა სიმ­რავ­ლე; სი­მარ­ტოვე; ყვა­ვის ბუ­დე­ებით სავ­სე მი­სი ხე­ები და ეკ­ლით და­ფარული ბუჩ­ქ­ნა­რი; მი­სი ნაც­რისფერი ხე­დი; წყვდი­ა­დით მო­ცულ ფან­ჯრებში არე­კლილი ტყვი­ის­ფე­რი ცა და, მი­უ­ხე­და­ვად ამ­ისა, რამ­დენი ხან­ია მი­სი გახ­სე­ნე­ბაც კი მზა­რავს. გა­ვურ­ბი, რო­გორც კეთ­როვან სახლს, გა­ვურ­ბი დღ­ემ­დე.

მან კბ­ილები გა­ა­ღრ­ჭია­ლა და გაჩ­უმდა. გა­ჩერ­და და ფე­ხი ყინ­ვის­გან გაქ­ვა­ვებულ მი­წას და­ჰკ­რა. რო­გორც ჩანს, მის­თ­ვის რა­ღ­აც საძ­ულველ­მა ფიქ­რ­მა გამ­სჭვა­ლა და ისე შე­იპყ­რო, რომ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაც კი ვე­ღ­არ შეძ­ლო.
იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93