ნოველები

ჯეინ ეარი. თავი მეთხუთმეტე/მეთექვსმეტე

ჯეინ ეარი. თავი მეთხუთმეტე/მეთექვსმეტე
ეს მოხ­და ხეი­ვანში, აღ­მარ­თზე. ჩვენ წინ იყო სა­სახ­ლე. მან შე­ხე­და მის ქონ­გუ­რებს. ეს მზე­რა ისე­თი იყო, რო­გო­რიც არც მა­ნამ­დე და არც შემ­დ­გომ არ მი­ნა­ხავს. თით­ქოს შა­ვი წარ­ბების ქვე­მოთ მის ბავ­შვურად ფარ­თოდ გა­ხელილ თვა­ლებში ერთ წუთს გამ­ძაფ­რებით შე­ებ­ნენ ერ­თმა­ნეთს ტკი­ვი­ლი, სირ­ცხ­ვი­ლი, მრის­ხა­ნე­ბა, მო­უთ­მენ­ლობა, სი­ძულ­ვი­ლი და საშ­ინელი ზიზღი. ბრძო­ლა იყო ცხა­რე და დაუ­ნდობელი. მაგ­რამ, აი, მა­ლე თა­ვი იჩი­ნა და გაი­მარ­ჯვა კი­დეც მეო­რე გრძნო­ბამ: სიძ­ლი­ე­რის, და­ცინ­ვის, ნე­ბის­ყო­ფის, სიმ­ტ­კი­ცისა და გამ­ბე­
დაობის გრძნო­ბამ. მან მღ­ელ­­ვა­რე­ბა დაი­ოკ­ა, კვ­ლავ მშვი­დი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ი­ღო და გა­ნაგრძო. - რამ­დენ­იმე წუთს ვდუმ­დი, მის ეარ, რად­გა­ნაც ჩემს ბედ­თან ვკ­ა­მათობდი. ის იდ­გა, აი, იქ, იმ წიფ­ლის ხის კუ­ნძთან და ერ­თ-ერთ კუ­დიან დე­და­ბერს ჰგავ­და, მა­კ­ბეტს რომ მო­ევ­ლინა ფო­რე­სის ტრი­ალ მინ­დორ­ში.

"მოგ­წონს თორ­ნ­ფილ­დი?" - თქვა კუ­დიან­მა, თი­თი ას­წია და ჰა­ერში შემ­ზა­რავი იერ­ოგლიფები შემ­ოხა­ზა, რომ­ლე­ბიც ზე­და და ქვე­და ფან­ჯრებს შო­რის მთელ კე­დელს აე­კ­რა: "მოგ­წონ­დეს, თუ შეგ­იძლია, გიყ­ვარ­დეს, თუ გა­ბე­დავ!.."

- დია­ხაც, მეყ­ვა­რე­ბა, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი მე.
- გავ­ბე­დავ კი­დეც მის სიყ­ვა­რულს და... (სევ­დია­ნად დაუ­მა­ტა) და შე­ვას­რულებ ჩემს სიტყ­ვას, გა­დავ­ლა­ხავ ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას ბედ­ნიე­რებ­ისკ­ენ, კე­თი­ლი საქ­მისკ­ენ, დი­ახ, კე­თი­ლი საქ­მისკ­ენ მი­მა­ვალ გზა­ზე; მსურს, უფ­რო კარ­გი ადამ­იანი გავ­ხდე, ვიდ­რე ვი­ყა­ვი, ვიდ­რე ვარ. ლევიათანმა იობის შუბი და ისარი დაამსხვრია და რთულ, ფოლადივით მტკიცე ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს მეც დამპალ ხესავით გავსრეს.
ამ დროს მას­თან ადელ­მა მი­ირ­ბი­ნა ვო­ლა­ნით. "შორს", - დაუ­ყვირა მან მკ­აც­რად, - შორს, ჩემ­გან, ბავ­შ­ვო, ან სო­ფის­თან შე­დი!.." უხ­მოდ მივ­ყ­ვე­ბო­დი მას და ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, გავ­ბე­დე, შე­მეხ­სე­ნებ­ინა ის ად­გი­ლი, სა­დაც მან ასე უეც­რად შეწ­ყვიტა თხრო­ბა.
- დარ­ჩით აი­ვან­ზე, სერ, - ვკი­თხე მე, - რო­დე­საც მად­მუა­ზელ ვა­რენსი შემ­ოვიდა ოთახ­ში?
ჩემს უად­გი­ლო კი­თხვა­ზე მის­გან უკ­მეხ პა­სუხს ვე­ლო­დი, მაგ­რამ, პი­რი­ქით, ის შა­ვი ფიქ­რის­გან გამ­ოე­რკ­ვა, შემ­დეგ მო­მიბ­რუნ­და, მო­ღუ­შუ­ლი შუბ­ლი გა­ეხ­სნა და სა­ხე გაუ­ნათ­და.

- ოჰ, სელ­ინა, სულ და­მავ­იწყდა! მაშ, ვაგ­რძე­ლებ. რო­დე­საც დავ­ინა­ხე, თუ რო­გორ შემ­ოვიდა ჩე­მი მო­მა­ჯად­ოე­ბელი კა­ვალერის თან­ხლებით, თით­ქოს სი­სი­ნიც შემ­ომეს­მა და ეჭ­ვიანობის მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა და­გორ­გ­ლი­ლი გვე­ლი კლა­კნით წამ­ოიმარ­თა მთვა­რით გა­ნა­თებულ აი­ვან­ზე, ჩე­მი ჟი­ლეტის ქვეშ შეს­რიალ­და და ორ წუთ­ში გეს­ლ­ვით გზა გა­იკვ­ლია ჩე­მი გუ­ლის სიღრ­მეში. რა საო­ცარ­ია! - წამ­ოიძა­ხა მან და უცებ კვ­ლავ გა­დაუ­ხვია სა­უბ­რის თე­მას. - უც­ნაუ­რია, რომ სწო­რედ თქვენ უნ­და ამერ­ჩიეთ ჩემს მე­საი­დუმლედ. მით უფ­რო უც­ნაუ­რია, რომ თქვენ ისე მშვი­დად მის­მენთ, თით­ქოს სრუ­ლი­ად ჩვეუ­ლებრივი რამ იყოს ჩემ­თ­ვის, ასე უც­ნაუ­რსა და გამ­ოუცდელ გო­გო­ნას გიყ­ვებ­ოდეთ ჩემს სიყ­ვარ­ულზე ოპე­რის მო­ცე­კ­ვა­ვე ქა­ლის მი­მართ. მაგ­რამ თქვე­ნი გამ­ოუცდელ­ობა ამარ­თლებს ჩემს გუ­ლახ­დილობას. რო­გორც ეს ერ­თხელ უკ­ვე გითხა­რით, თქვე­ნი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით, წინ­და­ხედულობით და თავ­და­ჭერილობით სხვა­თა მე­საი­დუმლედ ხართ და­ბა­დებული. გარ­და ამ­ისა, ისიც ვი­ცი, რო­გორ ადამ­იან­თან ვსა­უბ­რობ. ვი­ცი, არ შეი­ძლე­ბა მქონ­დეს მას­ზე ცუ­დი გავ­ლე­ნა; ვი­ცი, რომ ის სრუ­ლი­ად თავ­ისებური ადამ­იან­ია. ერ­თა­დერ­თია. სა­ბედ­ნიეროდ, არც მინ­და ცუ­დად ვი­მოქ­მე­დო მას­ზე; რომ მე­ცა­და კი­დეც, ვე­რა­ფერს და­ვა­კ­ლებდი. რაც მეტს ვი­საუ­ბრებთ, მით უკ­ე­თეს­ია ჩვენ­თ­ვის, რად­გან ჩე­მი გავ­ლენ­ისგან და­ზღ­ვეული ხართ და თქვენ კი შეგ­იძლიათ სრუ­ლი­ად სხვა ადამ­ია­ნად მაქ­ცი­ოთ, - სა­უბ­რის თემ­იდან ასე­თი გა­დახ­ვევის შემ­დეგ მან გა­ნაგრძო:

- დავ­რ­ჩი აი­ვან­ზე. უდავ­ოა, ისი­ნი მის ბუ­დუ­არ­ში შევ­ლენ! - ვფიქ­რობ­დი. "მო­დი, მე მათ მა­ხეს დავ­უგებ!.." გა­ღ­ებულ ფან­ჯა­რაში ხე­ლი გა­დავ­ყავი, მივ­წ­ვ­დი ფარ­დას, გამ­ოვწიე და მხო­ლოდ პა­ტა­რა ად­გი­ლი დავ­ტოვე, რომ თვა­ლი მე­დევ­ნებ­ინა მათ­თ­ვის. შემ­დეგ და­რა­ბაც ისე მივ­ხუ­რე, რომ შეყ­ვა­რებ­ულთა ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­მუ­ლი ფი­ცი მო­მეს­მინა და უკ­ან გავ­იპა­რე, ჩე­მი სა­ვარ­ძლისკ­ენ. ის იყო, ჩემს ად­გილს და­ვუბ­რუნ­დი, რომ ოთახ­ში წყვი­ლიც შემ­ოვიდა. მაშ­ინვე ჭუჭ­რუ­ტა­ნას­თან გავ­ჩ­ნ­დი. სელ­ინას პი­რის­ფა­რეში შემ­ოვიდა, ლამ­პა აან­თო, მაგ­იდა­ზე დად­გა და გავ­იდა. ახ­ლა ორი­ვეს გა­რკ­ვევით ვხე­დავდი: ორი­ვემ მო­ი­ხა­და მო­სას­ხამი და, აი, დავ­ინა­ხე ოპე­რის პრი­მად­ონა ვა­რენსი ძვირ­ფას ფარ­ჩის კა­ბა­სა და სა­მკ­აულში. ყო­ველ­ივე ეს, რა­სა­კვ­ირველ­ია, ჩე­მი ნაჩ­უქარი გახ­ლდათ. იქ­ვე იდ­გა მი­სი საყ­ვა­რელი, ოფიც­რის ტან­ისამოსში გა­მოწყო­ბი­ლი. ვი­ცა­ნი. ეს გახ­ლდათ ახალ­გაზ­რდა, თა­ვაშ­ვებული ვი­კონ­ტი, უჭ­კუო და ზნე­და­ცემული ყმაწ­ვი­ლი, რო­მელ­საც მე ზოგ­ჯერ ვხვდე­ბო­დი ხოლ­მე მა­ღ­ალ საზ­ოგად­ოე­ბაში. აზ­რა­დაც არ მომ­ს­ვ­ლია მი­სი სი­ძულ­ვი­ლი, რად­გა­ნაც სი­ძულ­ვი­ლის ღი­რსა­დაც არ ვთვლი­დი. რო­გორც კი ვი­ცა­ნი, ეჭ­ვიანობის გველს მაშ­ინვე გა­დაუ­ტყდა ხერ­ხე­მალი, რად­გა­ნაც იმა­ვე წუთს სელ­ინა­სადმი ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ჩაქ­რა და ჩაი­ფერ­ფლა. ქა­ლი, რო­მელ­საც შე­ეძლო გა­ვეც­ვა­ლე ასეთ ადამ­იან­ზე, არ შეი­ძლებ­ოდა ჩე­მი ყუ­რა­დღ­ების ღირ­სი ყო­ფი­ლი­ყო. ის მხო­ლოდ ზიზღს იმ­სახ­ურებ­და, თუმ­ცა ჩემ­თან შე­და­რებით - ნა­კ­ლებს. მე უფ­რო მეტ ზიზღს ვიმ­სახ­ურებდი, რად­გან ასე­თი ადამ­იან­ისგან ვი­ყა­ვი მოტყუ­ე­ბუ­ლი.

საუ­ბარი დაი­წყეს. იმ­დე­ნად უაზ­რო იყო მა­თი საუ­ბარი, უგუ­ლო, თა­ვაშ­ვებული და ქა­რაფშუტული, რომ მაშ­ინვე დავ­მ­შ­ვიდ­დი; და­ღ­ლა უფ­რო შეი­ძლებ­ოდა ამ­ისგან, ვიდ­რე გაბ­რა­ზე­ბა. ჩე­მი სა­დარ­ბაზო ბა­რათი მაგ­იდა­ზე იდო. ბა­რათ­მა ჩე­მი თა­ვი გა­ახ­სე­ნა და სა­კ­ა­მათო ობი­ექ­ტად ვი­ქე­ცი. არც ერთს არ აღმ­ოაჩ­ნდა იმ­დე­ნი გამ­ბე­დაო­ბა და ჭკ­უა, რომ გო­ნივ­რუ­ლად გა­ვე­ლან­ძღ­ე. უხე­შად შეუ­რაც­ხმყვეს, რამ­დე­ნა­დაც ამის უნა­რი შეს­წევ­დათ, გან­სა­კუ­თრებით, სელ­ინამ, რო­მე­ლიც ჩემს გა­რეგნულ ნა­კლ­ოვა­ნე­ბებს მო­ხერ­ხებ­ულად აზ­ვია­დებ­და და დას­ცინოდა -"სი­მახ­ინჯეს" უწო­დებ­და. წი­ნათ კი, ჩვეუ­ლებრივ, ის აღ­ტა­ცებით ლა­პა­რა­კო­ბდა ხოლ­მე ჩემს "be­a­uté mále" (მა­მა­კ­აცურ სი­ლა­მა­ზე­ზე). ამა­ში თქვენ სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დებით მის­გან. ჩვე­ნი მეო­რე შეხ­ვედ­რისას თქვენ პირ­და­პირ მითხა­რით, რომ არ მთვლით ლა­მაზ მა­მა­კ­ა­ცად. ამ გან­სხვა­ვე­ბამ მაშ­ინვე გა­მაო­ცა და...

ამ დროს ადელ­მა კვ­ლავ მო­ირ­ბი­ნა.
- მუ­სიე, ეს­-ეს არის, ჯო­ნი იყო და თქვა, რომ თქვე­ნი საქ­მე­ების მწარ­მოე­ბელი მო­სუ­ლა და თქვე­ნი ნახ­ვა სურს.
- ოჰ, ამ შემ­თხვე­ვაში ჩე­მი ამ­ბავი უნ­და შე­ვამ­ოკლო. მაშ, ასე: კა­რი გა­ვა­ღ­ე, ოთახ­ში შე­ვედი და თავ­ზე და­ვა­დექი. ვუთხა­რი, რომ სელ­ინა ამ­იერ­იდან ჩემ­გან თავ­ისუფალ­ია და გა­ვაფ­რთხილე, და­ეტ­ოვებ­ინა სას­ტუმ­რო. სა­ჭი­რო ხარ­ჯებისთვის მი­ვე­ცი ფუ­ლით სავ­სე ქი­სა. ყუ­რა­დღ­ე­ბა არ მი­ვაქ­ციე მის ტი­რილს, ის­ტერ­იკ­ას, თხოვ­ნას, გუ­ლის წას­ვლას. ვი­კონ­ტი დუ­ელ­ში გამ­ოვიწვიე; უნ­და შევ­ხვედროდით ბუ­ლო­ნის პა­რკში. მეო­რე დღ­ეს ბედ­ნიე­რე­ბა მქონ­და, ის და­ნიშ­ნულ ად­გილზე მე­ნა­ხა. იმ საც­ოდავს, გამ­ხდარ წი­წი­ლას ფრთა­სავით უძ­ლურ მკ­ლავში ტყვია მო­ვარ­ტყი და ვი­ფიქ­რე, ამ­იერ­იდან მათ არ­სად შევ­ხვდები და არც არა­ფერს გავ­იგებ მათ­ზე-­მეთქი, მაგ­რამ, საუ­ბედუროდ, ვა­რენ­სმა ექ­ვ­სი თვის წინ მი­ბო­ძა ეს პა­ტა­რა გო­გო­ნა ადე­ლი, რო­მე­ლიც, მი­სი მტკი­ცებით, ჩე­მი შვი­ლი იყო. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს ასე­ა, თუმ­ცა ამ გო­გო­ნა­ში ვე­რავ­ითარ მსგავ­სე­ბას ვერ ვხე­დავ. ვირ­წ­მუ­ნე ეს სამ­წუხარო ამ­ბავი, რომ მე მი­სი მშო­ბე­ლი ვარ, თუმ­ცა პა­ი­ლო­ტი უფ­რო მე­ტად მგავს, ვიდ­რე ადე­ლი. ჩვე­ნი დაშ­ორებ­იდან რამ­დენ­იმე წელ­საც არ გა­ევლო, რომ მან ბავ­შ­ვი მი­ატ­ოვა და ვიღ­აც მუ­სი­კო­სსა თუ მომღ­ე­რალს გაჰ­ყვა იტალ­იაში. რო­გორც მა­შინ, არც ახ­ლა ვთვლი თავს ვალ­დებ­ულად, აღვზარდო ეს ბავ­შ­ვი. მე ხომ მი­სი მშო­ბე­ლი არა ვარ. მაგ­რამ, რო­გორც კი გავ­იგე, ბავ­შ­ვი საშ­ინელ გაჭ­ირვე­ბას გა­ნიც­დი­სო, მო­ვაც­ილე ის პა­რი­ზის სი­ბინ­ძუ­რე­სა და ჭუჭყს და აქ მო­ვიყ­ვა­ნე, რა­თა ინ­გ­ლი­სუ­რი სოფ­ლის ბა­ღის სუფ­თა, ჯან­საღ მი­წა­ზე აღვ­ზარდო. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მის აღ­საზ­რდე­ლად თქვენ მო­გიწ­ვი­ათ. ახ­ლა თქვენ იცით, რომ ბავ­შ­ვი ფრან­გი მო­ცე­კ­ვა­ვე ქა­ლის უკ­ანონო შვი­ლია. ალ­ბათ, სულ სხვა თვა­ლით შე­ხე­დავთ თქვენს აქ ყოფ­ნას და თქვენს აღ­საზ­რდელს. ერთ დღ­ეს, ალ­ბათ, მოხ­ვალთ ჩემ­თან, მეტყ­ვით, რომ თქვენ უკ­ვე მო­ძებ­ნეთ ახა­ლი ად­გი­ლი, მთხოვთ, სხვა აღმ­ზრდელი მოვ­ძებ­ნო მის­თ­ვის ან რა­მეს ამის მსგავსს; ხომ ასე­ა?

- არა, ადე­ლი არც თა­ვის დე­დის და არც თქვენს და­ნა­შაუ­ლზე პა­სუხს არ აგებს. ბავშვს მი­ვეჩ­ვიე და ახ­ლა უფ­რო მე­ტად დავ­უახ­ლოვდები, რად­გან ვი­ცი, თუ რას წარ­მოად­გენს ის, ე. ი. რომ არც დე­და ჰყავს და არც მა­მა; ის ხომ დე­დამ მი­ატ­ოვა, ხო­ლო თქვენ უარს ამ­ბობთ მას­ზე. რო­გორ შემ­იძლია უპი­რა­ტეს­ობა მი­ვა­ნი­ჭო მდი­და­რი ოჯა­ხის გა­თა­მა­მებულ ნებ­იერს, რო­მელ­საც თა­ვი­სი აღმ­ზრდელი სძულს და არაფ­რად აგ­დებს მას, უპატ­რო­ნო, პა­ტა­რა ობოლ­თან შე­და­რებით; ის ხომ თა­ვის აღმ­ზრდელში მეგ­ობარს ეძებს და მისკ­ენ ის­წ­რაფ­ვის.

- ოჰ, აი, თურ­მე რო­გორ უყუ­რებთ ამ სა­კითხს! აბა, ახ­ლა კი უნ­და შევ­იდე შინ და თქვენც, ასე­ვე, უკ­ვე ბნელ­დე­ბა.
მაგ­რამ მე რამ­დენ­იმე ხანს კი­დევ დავ­რ­ჩი ეზო­ში ადელ­სა და პაი­ლოტთან. მე და ადელ­მა ერ­თად ვირ­ბი­ნეთ და ვო­ლა­ნი ვი­თა­მა­შეთ. ბო­ლოს სახ­ლ­ში შე­ვედით. გო­გო­ნას გავ­ხა­დე პალ­ტო, ქუ­დი, მუხ­ლ­ზე და­ვის­ვი და ასე მთე­ლი სა­ათი კალ­თაში მეჯ­და; ნე­ბა დავ­რთე, ეტ­იკტ­იკ­ა, რა­ზე­დაც სურ­და; არც იმ თავ­ისუფალი და თა­მამი საქ­ციელისთვის დამ­იტუქსავს, ზედ­მეტი ყუ­რა­დღ­ების დროს რომ ამჟ­ღ­ავ­ნებ­და ხოლ­მე. ეს თვი­სე­ბა მი­სი ხას­იათის ფუქ­სა­ვატ­ობას ავ­ლენ­და და, ალ­ბათ, დედ­ისგან ჰქონ­და მე­მკვ­იდრეობით გა­მო­ყო­ლი­ლი, რად­გან ინ­გ­ლი­სელს ასე­თი რამ იშ­ვია­თად თუ ახას­ია­თებს. მაგ­რამ ადელს კარ­გი თვი­სე­ბებიც ჰქონ­და. რაც კარ­გი იყო ამ გო­გო­ნა­ში, მინ­დო­და და­მე­ნა­ხა და და­მე­ფა­სებ­ინა. ვცდი­ლობ­დი, მის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­სა და სა­ხის ნა­კვ­თებში აღმ­ომეჩ­ინა რაი­მე მსგავ­სე­ბა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან, მაგ­რამ ამა­ოდ. არც ერ­თი ნა­კვთი, სა­ხის არც ერ­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა არ ადას­ტურებ­და მათ ნა­თე­საო­ბას. რო­გორ მწყინ­და! ადელს რომ შეს­ძლებ­ოდა და ოდ­ნავ მა­ინც დამ­სგავ­სებ­ოდა მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, ეს უკ­ა­ნა­სკ­ნელი უფ­რო მეტ ყუ­რა­დღ­ე­ბას მი­აქ­ცევ­და.

რო­დე­საც ჩემს ოთახ­ში და­საძ­ინებ­ლად წა­ვედი, ხელ­მეო­რედ და­ვუბ­რუნ­დი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ნა­ამბობს და კვ­ლავ დაწ­ვრილებით გავ­იხსე­ნე ყვე­ლა­ფერი. რო­გორც თვი­თონ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა თქვა, არა­ფერი უჩ­ვე­უ­ლო არ იყო ამ ამ­ბავში. მდი­და­რი ინ­გ­ლი­სე­ლის გა­ტა­ცე­ბა ფრან­გი მო­ცე­კ­ვა­ვე ქა­ლით და ქა­ლის ღა­ლატი. ეჭ­ვგა­რე­შე­ა, საზ­ოგად­ოე­ბაში ეს სრუ­ლი­ად ჩვეუ­ლებრივ ამ­ბავს წარ­მოად­გენ­და. მაგ­რამ, უდა­ვოდ, ერ­თი რამ იყო უჩ­ვე­უ­ლო. მან მღ­ელ­ვა­რებით გა­ნაც­ხა­და, რომ კმაყ­ოფილია თა­ვი­სი გა­დაწ­ყვეტ­ილებით, რომ კვ­ლავ უხარ­ია თა­ვის მხა­რეში და თა­ვის ძველ სა­სახ­ლეში დაბ­რუნე­ბა. გაო­ცებული ვფიქ­რობ­დი ამ ამ­ბავ­ზე. მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფერი გაუ­გე­ბარი იყო. მა­შინ ჩე­მი პატ­რო­ნის ჩემ­დამი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა მაი­ნტე­რე­სებ­და. მომ­დევ­ნო რამ­დენ­იმე კვი­რის გან­მავ­ლობაში მი­სი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა ჩემ­დამი შეი­ცვა­ლა, უფ­რო თბი­ლი გახ­და, ვიდ­რე ეს და­საწყისში იყო. არაფ­რით ვუშ­ლი­დი ხელს. თუ მო­უ­ლოდ­ნე­ლად შევ­ხვდებოდი, უკ­ვე ისე ცი­ვად და ქედ­მა­ღლ­ურად აღ­არ მე­სალ­მებ­ოდა. ასე­თი უე­ცარი შეხ­ვედ­რა თით­ქოს სი­ამ­ოვნებ­და. ყო­ველ­თ­ვის მზად ჰქონ­და ჩემ­თ­ვის რა­მე სათ­ქმელი და ზოგ­ჯერ გამ­იღი­მებ­და კი­დეც. ხან კი თავ­ისთან მიხ­მობ­და. რო­გორც ჩანს, ფიქ­რობ­და, რომ გულღ­იად შეხ­ვედრის ღირ­სი ვი­ყა­ვი. ამით ვგრძნობ­დი, რომ ჩე­მი პატ­რო­ნის­თ­ვის თან­და­თან საი­ნტე­რესო გავ­ხ­დი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ეს­წრაფ­ოდა ასეთ შეხ­ვედ­რებს, რად­გან ეს საუ­ბარი სა­ღ­ამოობით მა­საც ისე სი­ამ­ოვნებ­და, რო­გორც მე.

მე, რა­სა­კვ­ირველ­ია, ცო­ტას ვლა­პა­რა­კობდი. სა­მაგ­იეროდ, გა­ტა­ცებით ვუგ­დებ­დი ყურს მის საუ­ბარს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ბუ­ნე­ბით ტკბ­ილმოუბარი გახ­ლდათ. უყ­ვარ­და, გამ­ოუცდელი ადამ­იანისთვის ეჩ­ვე­ნებ­ინა ამ ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა კუნ­ჭუ­ლი და გზე­ბი (მხედ­ველ­ობაში მაქვს ცხოვ­რე­ბის არა გარ­ყ­ვ­ნი­ლი მხა­რე­ები და სი­ბო­რო­ტით აღ­სავ­სე ჩვე­ვები, არა­მედ ის, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად სხვა, დიდ სამ­ყაროს ასა­ხავს და რო­მელ­საც სრუ­ლი­ად სხვა მის­წ­რა­ფე­ბანი და უჩ­ვე­უ­ლო სი­ახ­ლე ახას­ია­თებს). ყუ­რად ვიღ­ებდი ჩე­მი პატ­რო­ნის ახალ აზ­რებს; გო­ნე­ბის თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი მის მი­ერ და­ხატულ სუ­რა­თებს; ფიქ­რით კი მივ­ყ­ვე­ბო­დი მას იმ ახალ სამ­ყაროში, რო­მელ­საც თან­და­თან ფარ­დას ხდი­და. დი­დად მსი­ამ­ოვნებ­და ყო­ველ­ივე ეს. არას­ოდეს, ერ­თი უად­გი­ლოდ ნათ­ქვამი სიტყ­ვი­თაც კი არ შეუ­შფოთებ­ია ან შეუ­შინებ­ია ჩე­მი სუ­ლი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ბუ­ნებ­რიობა მძი­მე ბორ­კი­ლებს მხსნი­და და თავს თავ­ისუფლად ვგრძნობ­დი. ამ მეგ­ობრულმა გუ­ლახ­დილობამ, გულ­წ­რ­ფელ­ობამ და გულ­თ­ბილ­მა დამ­ოკი­დებ­ულე­ბამ მას­თან მე­ტად და­მა­ახ­ლოვა. ზოგ­ჯერ მეგ­ონა, თით­ქოს ის ჩე­მი სის­ხ­ლი და ხორ­ცი იყო და არა ჩე­მი პატ­რო­ნი. თუმ­ცა, ხან­და­ხან მა­ინც თავს იჩენ­და ხოლ­მე მი­სი მბრძა­ნებლური ხას­იათი, მაგ­რამ ამას ყუ­რა­დღ­ე­ბას აღ­არ ვაქ­ცევდი. ვგრძნობ­დი, ეს მას ძვალ-რბილ­ში ჰქონ­და გამ­ჯდარი. ჩემს არ­სე­ბაში შემ­ოჭრილმა ცხოვ­რე­ბის ამ ახალ­მა ინ­ტე­რეს­მა იმ­დე­ნად გა­მა­ბედ­ნიე­რა, ბედს აღ­არ ვუ­ჩი­ო­დი და აღ­არც უთ­ვის­ტო­მო­ბას ვნა­ღვლობდი. ბედ­ისწერ­ისა და ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მი­ლე­უ­ლი მთვა­რე თით­ქოს გაი­ზარ­და და გაი­ბად­რა. სუ­ლი­ე­რი სი­ცარ­იე­ლე გაქ­რა, ახა­ლი ინ­ტე­რე­სები გამ­იჩნდა, ფი­ზი­კუ­რად მოვ­მ­ჯო­ბინ­დი, მო­ვიკ­ე­თე და ძა­ლაც მო­მე­მა­ტა.

რო­გორ გგო­ნი­ათ, კი­დევ ულა­მაზო იყო ჩემ­თ­ვის მის­ტერ რო­ჩეს­ტერი? სრუ­ლებ­ითაც არა, მკი­თხველო. მად­ლიე­რე­ბამ, მეგ­ობრულმა სით­ბომ და სხვა უამ­რავ­მა სა­ამო გრძნო­ბამ ის ჩემ­თ­ვის ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე სას­ურველ ადამ­ია­ნად აქ­ცია. ბუ­ხარ­ში მო­გიზ­გი­ზე ცეც­ხლზე მე­ტად მათ­ბობდა და სიმ­ხ­ნე­ვეს მმა­ტებ­და მი­სი ყოფ­ნა ოთახ­ში და მა­ინც არ მავ­იწყდებ­ოდა მი­სი უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ებიც. არც შეი­ძლებ­ოდა დამ­ვიწყებ­ოდა, რად­გან ის მათ ჩემ­თან ხში­რად ავ­ლენ­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გახ­ლდათ ამა­ყი, დამ­ცინავი, მკ­აცრი ყო­ვე­ლი მას­ზე დაბ­ლა მდგო­მი ადამ­იანის მი­მართ. გუ­ლის სიღრ­მეში ვგრძნობ­დი, რომ ჩემ­დამი ასე­თი თბი­ლი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა სრუ­ლია­დაც არ უშ­ლი­და ხელს, ზოგ­ჯერ უსა­მართლოდ და მკ­აც­რად მოპყ­რო­ბო­და სხვებს. ძალ­იან ხში­რად ეც­ვლებ­ოდა გან­წყობილე­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, უმი­ზე­ზოდ. ხში­რად მო­მიხ­მობ­და ხოლ­მე, რომ რა­მე წა­მე­კი­თხა მის­თ­ვის და, რო­ცა მივ­სულ­ვარ, მი­ნა­ხავს ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში მარ­ტო მჯდა­რი, თავ­ჩაქინდრული და გულ­ხელ­და­კ­რეფილი; თავს რომ ას­წევ­და, ვხე­დავდი, რო­გორ ჩა­შა­ვებ­ოდა სა­ხე მრის­ხა­ნე, პირ­ქუ­ში გამ­ომეტ­ყვე­ლებ­ისგან. ახ­ლა მწამს, რომ მი­სი ხას­იათის ცვა­ლე­ბად­ობა, სიმკ­აც­რე და ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი (ვამ­ბობ ძველ­ი-მეთ­ქი, რად­გა­ნაც ახ­ლა ის თით­ქოს გამ­ოსწორდა) მი­სი ბე­დის უკ­უღ­მართობით იყო გამ­ოწვეული. ისიც მწამ­და, რომ ბუ­ნე­ბით მის­ტერ რო­ჩეს­ტერი უფ­რო კარ­გი მის­წ­რა­ფე­ბების, მა­ღ­ალი იდე­ების, ფა­ქი­ზი გემ­ოვნების ადამ­იანი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რომ არა გა­რემო პი­რო­ბე­ბი, გა­ნათ­ლე­ბა და მი­სი ბე­დის უკ­უღ­მარ­თობა. ჩე­მი აზ­რით, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს შე­სან­იშნავი საწ­ყისები ჰქონ­და ბუ­ნე­ბაში, მაგ­რამ ამჟ­ა­მად - ერ­თმა­ნეთში არე­უ­ლი და გა­დაგ­ვა­რების გზა­ზე დამ­დგარი. არ უარ­ვ­ყოფ, რომ მი­სი ვა­რამი, რო­გო­რიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ის, ჩე­მი ვა­რამი იყო; არც იმას უარ­ვ­ყოფ, რომ ყვე­ლა­ფერს გავ­იღ­ებდი, რომ მის­თ­ვის დარ­დი გა­მე­ქარ­ვებ­ინა.

სან­თელი ჩა­ვაქ­რე; სა­წოლ­ში ჩავ­წექი, მაგ­რამ ძი­ლი არ მე­კ­ა­რებ­ოდა. არ მავ­იწყდებ­ოდა ის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა, ხეი­ვანში რომ შე­ჩერ­და, მო­მიბ­რუნ­და და მითხ­რა, თუ რო­გორ გამ­ოეც­ხა­და თა­ვი­სი ბე­დი და აუკრ­ძა­ლა მას ბედ­ნიერი ყო­ფი­ლი­ყო თორ­ნ­ფილ­დ­ში.

"კი მაგ­რამ, რა­ტომ? - ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს. - რა აი­ძულებს მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, თა­ვის სახლს გა­ნერიდოს? ნე­ტავ, კვ­ლავ მა­ლე დატ­ოვებს აქაუ­რობას? რო­გორც მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მითხ­რა, ის ორ კვ­ირა­ზე მეტხანს არას­ოდეს რჩე­ბა აქ. ახ­ლა კი, აი, უკ­ვე რვა კვ­ირა­ა, რაც აქ არის. მარ­თლა რომ წავ­იდეს, აუ­ტან­ლად შეი­ცვლე­ბა ყვე­ლა­ფერი. ვთქვათ, მთე­ლი გა­ზაფხული, ზაფხუ­ლი და შემ­ოდგომა არ ჩამ­ოვიდა, რო­გორ უხა­ლი­სოდ ჩაი­ვლიან მშვენ­იერი მზი­ა­ნი დღ­ე­ები".
ვერ გეტყ­ვით, ასე­თი ფიქ­რე­ბის შემ­დეგ ჩა­მეძ­ინა თუ არა, მაგ­რამ, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, უეც­რად გამ­ომა­ღვ­იძა რა­ღ­აც გაუ­რკ­ვე­ველ­მა, უც­ნაუ­რმა და ავის მო­მას­წა­ვე­ბელ­მა ლუღლ­უღ­მა, რო­მე­ლიც, ჩე­მი აზ­რით, სწო­რედ ჩე­მი ოთა­ხის ზე­ვით გაი­სმა. ვი­ნა­ნე, ნე­ტა, სან­თელი არ ჩა­მექ­რო-მეთ­ქი. უკუ­ნი ღა­მე გა­მე­ფებულიყო ირ­გ­ვ­ლივ და ჩემს სულ­საც მოს­ვე­ნე­ბა და­ე­კ­არ­გა. წამ­ოვიწიე და ლო­გინ­ში წამ­ოვჯექი. სმე­ნა დავ­ძა­ბე. ხმა მიწყ­და. კვ­ლავ ვცა­დე, და­მეძ­ინა. მღ­ელ­ვა­რებ­ისგან გულს ბა­გაბუგი გაჰ­ქონდა. სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე გაქ­რა. შორს, ქვე­ვით, დარ­ბაზში, სა­ათ­მა ორ­ჯერ და­რე­კ­ა. სწო­რედ ამ დროს მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ვიღ­აც ხე­ლის ცე­ცებით გზას იკვ­ლევ­და ბნელ დე­რე­ფანში და ხე­ლებით ჩემს კა­რამ­დე მო­ვი­და. "ვინ არის?" - ვი­კი­თხე. პა­სუ­ხი არ იყო. ში­შის ჟრ­უან­ტელ­მა დამ­ია­რა.
უცებ გა­მახ­სენ­და, რომ, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს პა­ი­ლო­ტი ყო­ფი­ლი­ყო. ძა­ღლი, რო­დე­საც სამ­ზა­რეულოს კა­რი შემ­თხვევით ღია დარ­ჩებ­ოდათ, ხში­რად მი­ი­პა­რებ­ოდა ხოლ­მე მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ოთახ­ისკ­ენ. მე თვი­თონ მი­ნა­ხავს ის კარ­თან გა­წო­ლი­ლი დი­ლით. ამ აზ­რმა ოდ­ნავ და­მამ­შვიდა. დავ­წექი. სიწყ­ნა­რე ადამ­იანს მა­ლამოდ ეფ­ინე­ბა და, რო­დე­საც სახ­ლ­ში კვ­ლავ სი­ჩუ­მე გა­მეფ­და, ვიგ­რ­ძე­ნი, თვა­ლები ისევ მეხ­უჭებ­ოდა. მაგ­რამ იმ ღა­მით, რო­გორც ჩანს, გან­გე­ბამ ასე არ ისურ­ვა. ის იყო, ძი­ლის ან­გელოზი მო­უ­ახ­ლოვდა ჩემს სას­თუმალს, რომ შემ­ზა­რავ­მა ხმამ და­აფრთხო და შეშ­ინებული შორს გაფ­რინდა.

დე­მო­ნუ­რი სი­ცი­ლი - ხმა­და­ბალი, შეგ­უბებული და ყრუ - თით­ქოს კა­რის გა­სა­ღ­ების ჭუჭ­რუ­ტა­ნაში გაი­სმა. ჩე­მი სა­წო­ლი ისე იდ­გა, რომ თა­ვი ახ­ლოს მე­დო კარ­თან და პირ­ვე­ლად ისიც ვი­ფიქ­რე, ეს დემ­ონურად მო­ხარ­ხა­რე ბო­რო­ტი სუ­ლი აქ­ვე, ჩემს სას­თუმალ­თან დგას და სწო­რედ ჩემს ბალ­იშებს ებღ­აუ­ჭე­ბა-­მეთქი. წამ­ოვიწიე; მი­მო­ვი­ხე­დე; მაგ­რამ ვე­რა­ფერი დავ­ინა­ხე. ვიდ­რე მე იქაუ­რობას ვათ­ვალ­იე­რებდი, ეს ზებ­უნებრივი ხმა გან­მეო­რდა. ახ­ლა აშკ­ა­რა იყო, ის ჩე­მი ოთა­ხის კა­რის იქი­დან მო­დი­ო­და. პირ­ვე­ლად და­ვაპ­ირე, წამ­ოვმდგარ­იყავი და კა­რი კარ­გად ჩა­მე­კ­ე­ტა, მაგ­რამ ეს გან­ზრახ­ვა მეო­რე აზ­რმა შეც­ვა­ლა: "ვინ არის?" - დავ­იძა­ხე.
რა­ღ­აც დუ­დუ­ნი­სა და კვ­ნესის ხმა შემ­ომეს­მა. მა­ლე ამას მოჰ­ყ­ვა ნაბ­იჯების ხმაც. ვიღ­აც მო­დი­ო­და დე­რე­ფანში კი­ბისკ­ენ. ამ კი­ბეს, რო­მელ­საც მე­სა­მე სარ­თულზე ავ­ყავდით, დი­დი ხა­ნი არ იყო, რაც კა­რი გა­უკ­ე­თეს და კე­ტავ­დნენ. გავ­იგონე ამ კა­რის გა­ღ­ებ­ისა და და­ხურ­ვის ხმა. შემ­დეგ ყვე­ლა­ფერი მი­ჩუმ­და.
"ნე­ტა, გრე­ის პუ­ლი იყო? ეშ­მა­კი ხომ არ დაუ­ფლებ­ია?" - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. აღ­არ შე­მეძლო ოთახ­ში დარ­ჩე­ნა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სთან უნ­და წავ­სულიყავი. სას­წრაფოდ გა­დავიცვი კა­ბა და შა­ლი მო­ვის­ხი; აცახ­ცა­ხებული ხე­ლით ურ­დუ­ლი გამ­ოვწიე და კა­რი გა­ვა­ღ­ე. გა­რეთ, დე­რე­ფანში, ია­ტა­კ­ზე გა­ფენილ ფარ­დაგ­ზე, ან­თებული სან­თელი და­ეტ­ოვებ­ინათ. ამ ამ­ბავ­მა გა­მაო­ცა. მაგ­რამ უფ­რო გამ­იკვ­ირდა, რო­დე­საც ვიგ­რ­ძე­ნი, რომ იქაუ­რობა ბუ­რუსს მო­ეც­ვა და თით­ქოს ბო­ლით იყო სავ­სე. ვიდ­რე აქეთ-იქით ვი­ყუ­რე­ბო­დი, რა­თა გა­მეგო, საი­დან გამ­ოდიოდა ეს ლურ­ჯი რგო­ლე­ბი, ძლი­ე­რი დამ­წ­ვ­რის სუ­ნი ვიგ­რ­ძე­ნი.

რა­ღ­ა­ცამ დაი­ჭრია­ლა. კა­რი გა­იღო. ეს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ოთა­ხის კა­რი იყო. იქი­დან გამ­ოვარ­დნილმა კვამ­ლის ღრ­უბელ­მა იქაუ­რობა და­ფა­რა. მი­სის ფე­იერ­ფექსი სულ გა­და­მავ­იწყდა. აღ­არც გრე­ის პუ­ლი და მი­სი სი­ცი­ლი გამ­ხსე­ნებ­ია. თვა­ლის და­ხამ­ხა­მების უმალ ოთახ­ში გავ­ჩ­ნ­დი. ცეცხ­ლის ალი გარს ევ­ლებ­ოდა სა­წოლს. ფარ­დებს ცეცხ­ლი მოს­დებ­ოდა. ცეცხ­ლის ალ­სა და ბოლ­ში გახ­ვეული მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გაუ­ნძრევ­ლად იწ­ვა საწ­ოლზე; მკვ­დარივით ეძ­ინა.
- გა­იღვ­იძეთ! გა­იღვ­იძეთ! - ვიყ­ვი­რე და ნჯღ­რე­ვა დავ­უწყე, მაგ­რამ მან რა­ღ­აც ჩაი­ლუღლ­უღა და გვერ­დი იბ­რუ­ნა. ბოლ­მა გო­ნე­ბა წა­არ­თვა. არც ერ­თი წუ­თის და­კ­არ­გვა არ შეი­ძლებ­ოდა. ცეცხ­ლი უკ­ვე ზე­წარს მოს­დებ­ოდა. იქ­ვე მდგომ ტაშ­ტსა და დოქს მივ­ვარ­დი. სა­ბედ­ნიეროდ, ერ­თი სა­კ­მაოდ დი­დი აღმ­ოჩნდა და მეო­რე - ღრ­მა, და ორი­ვე - წყლით სავ­სე. ხე­ლი და­ვავ­ლე მათ და წყა­ლი საწ­ოლსა და მას­ზე მძი­ნა­რეს და­ვასხი. შემ­დეგ ჩემს ოთახ­ში შევ­ირბინე, სა­კუ­თარი წყლის დო­ქი მო­ვარ­ბენ­ინე, ისიც სა­წოლს და­ვასხი და, ღვთის შე­წევნით, რო­გორც იქ­ნა, ჩა­ვაქ­რე ხან­ძარი, რო­მე­ლიც იქაუ­რობას გა­ნად­გურე­ბას უქად­და.
ცეცხ­ლის ჩაქ­რო­ბით გამ­ოწვეუ­ლმა შხუ­ილ­მა, დო­ქის მტვრე­ვის ხმამ, რო­მე­ლიც დაც­ლის უმალ გვერ­დზე ვის­რო­ლე და ყვე­ლა­ზე მე­ტად გუ­ლუხ­ვ­მა წყლის აბა­ზა­ნამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი, რო­გორც იქ­ნა, გამ­ოაფ­ხიზლა. თუმ­ცა ბნელ­ოდა, მი­სი უც­ნა­უ­რი ბურ­ტყუ­ნით მივ­ხ­ვ­დი, რომ ეღვ­იძა. ბუზღუ­ნებ­და, ასეთ გუ­ბე­ში რომ აღმ­ოჩნდა.
- წყალ­დიდობა­ა? - დაი­ყვირა მან.
- არა, სერ, - ვუ­პას­უხე, - მაგ­რამ აქ ხან­ძარი იყო. გემ­უდა­რებით, ადე­ქით, ალ­ბათ, გაი­ყინეთ. სან­თელს მო­გი­ტანთ.
- საქ­რისტიანოს ყვე­ლა ფერ­იას გაფ­იცებთ, მითხა­რით, მარ­თლა ჯე­ინ ეარი ხართ? - მიბ­რ­ძა­ნა მან. - ეს რა გამ­იკ­ე­თე, ჯად­ოსანო, გრძნე­უ­ლო ადამ­იანო? ვინ არის კი­დევ ოთახ­ში, თქვენ გარ­და? ჩე­მი დახ­რჩობა გქონ­დათ გან­ზრახული?
- სან­თელს მო­გი­ტანთ, სერ, და, ღვთის გუ­ლის­ათ­ვის, ადე­ქით. რო­გორც ჩანს, რა­ღ­აც გან­უზრა­ხავთ. იქ­ნებ თქვენც მა­ლე ვერ გა­ი­გოთ, ვინ იყო ის ან რა ჰქონ­და გან­ზრახული.
- კარ­გი, აი, უკ­ვე ავ­დექი. ოღონდ ერ­თხელ კი­დევ გამ­ოიჩინეთ სი­მა­მა­ცე და სან­თელი მო­ი­ტა­ნეთ. მაგ­რამ მო­ი­ცა­დეთ ერ­თი წუ­თი, ვიდ­რე მშრალ ჩა­საც­მელს მოვ­ნა­ხავ­დე, თუ­კი სად­მე­ა. ჰო, აი, აგე­რაა ჩე­მი ხა­ლათი. ახ­ლა გაი­ქეცით.
მარ­თლაც, გავ­იქეცი. დე­რე­ფანში რომ იდ­გა, ის სან­თელი მო­ვი­ტა­ნე. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა გამ­ომარ­თვა, მა­ღ­ლა ას­წია და და­ათ­ვალ­იე­რა ცეც­ხლისგან მთლად გა­მუ­რუ­ლი და შეტ­რუ­სუ­ლი სა­წო­ლი, გა­წუ­წუ­ლი ზეწ­რები და შენ­იშნა, რომ ხალ­იჩა წყლის გუ­ბე­ში ცუ­რავ­და.
- რა არის ეს? ვინ ჩაი­დინა? - იკი­თხა მან.
მოკ­ლედ ვუ­ამ­ბე, რაც მოხ­და. ვუ­ამ­ბე იმ უც­ნა­ურ სი­ცილ­ზე, რო­მე­ლიც დე­რე­ფანში მო­მეს­მა. ვუთხა­რი, რო­გორ გავ­იგონე მე­სა­მე სარ­თულისკ­ენ მი­მა­ვალი ვიღ­აცის ნაბ­იჯების ხმა; რო­გორ ვიგ­რ­ძე­ნი ბო­ლი და დამ­წ­ვ­რის სუ­ნი, რო­მელ­მაც მის ოთახ­ში ამ­ომაყ­ოფინა თა­ვი; რო­გორ მდგო­მა­რეო­ბაში დამ­ხვდა ის და რო­გორ გა­და­ვასხი წყა­ლი ყვე­ლა ჭურ­ჭ­ლი­დან, რო­მელ­ზეც კი ხე­ლი მი­მიწ­ვ­დებ­ოდა.
შუბ­ლ­შე­კრული მის­მენ­და. რო­ცა ვუყ­ვე­ბო­დი, მი­სი სა­ხე მწუ­ხა­რე­ბას უფ­რო გამ­ოხა­ტავ­და, ვიდ­რე გაო­ცე­ბას. ამ­ბავი და­ვამ­თავ­რე. ის კარ­გა ხანს დუმ­და.
- დავ­უძახო მი­სის ფე­იერ­ფექსს? - ვი­კი­თხე მე.
- მი­სის ფე­იერ­ფექსს? არა, რა ეშ­მა­კ­ად უნ­და დაუ­ძახოთ? დე­ე, ეძი­ნოს მშვი­დად.
- მაშ, ლის დავ­უძა­ხებ, ან ჯონს გა­ვა­ღვ­იძებ, ან მის მე­უღ­ლეს.

- არა, არც ერ­თი არაა სა­ჭი­რო. მხო­ლოდ წყნა­რად იყა­ვით. შა­ლი ხომ გახ­ვევ­იათ? თუ გცი­ვათ, აი, იქ ჩე­მი წამ­ოსას­ხამ­ია და შეგ­იძლიათ აიღოთ. გა­ეხ­ვიეთ შიგ და და­ჯექით სა­ვარ­ძელში. მე თვი­თონ მო­გახ­ურებთ. ახ­ლა კი, ფე­ხები არ დაგ­ისველ­დეთ, ამ პა­ტა­რა სკ­ამ­ზე და­აწ­ყვეთ. აქ იყა­ვით, ვიდ­რე დავ­ბრუნდები. თაგ­ვი­ვით გაი­ტრუნეთ. მეო­რე სარ­თუ­ლი უნ­და და­ვათ­ვალ­იერო. გახ­სოვდეთ, ად­გილიდან ფე­ხი არ მო­იც­ვა­ლოთ და არც არა­ვის დაუ­ძახოთ.
წავ­იდა. ვხე­დავდი, თუ რო­გორ თან­და­თან მი­ი­წევ­და წინ სი­ნათ­ლე. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ჩუ­მად გა­ია­რა დე­რე­ფანი, რაც შეი­ძლე­ბა უხ­მა­უ­როდ გა­ა­ღო კი­ბე­ზე კა­რი, თა­ვის უკ­ან მი­ი­ხუ­რა და სან­თ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელი სხი­ვიც გაქ­რა. დავ­რ­ჩი უკუ­ნეთ წყვდი­ად­ში. ამა­ოდ ვი­ქე­ცი სმე­ნად, არავ­ითარი ხმა­უ­რი არ ის­მო­და. დიდ­მა დრომ გა­ია­რა. დავ­იღ­ა­ლე. მარ­თალ­ია, წამ­ოსას­ხამში ვი­ყა­ვი გახ­ვეული, მაგ­რამ სი­ცი­ვემ ამ­იტა­ნა. გარ­და ამ­ისა, არ მეს­მოდა, რა სა­ჭი­რო იყო ჩე­მი იქ ყოფ­ნა, თუ­კი არა­ვინ უნ­და გა­მე­ღვ­იძებ­ინა. ის იყო, ვაპ­ირებდი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ბრძა­ნე­ბა და­მე­რღვ­ია და ამით, ვი­ცო­დი, გა­ვაბ­რა­ზებდი მას, რომ დე­რეფნის კე­დელ­ზე სან­თ­ლის სხი­ვი აც­იმციმდა და მი­სი ნაბ­იჯების ხმა მო­მეს­მა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ჩუ­მად მო­დი­ო­და დე­რე­ფანში გა­ფენილ ხალ­იჩა­ზე.
"იმედ­ია, ის არის, - გავ­იფიქრე, - და არა ვინ­მე სხვა".
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი დაბ­რუნდა, გაფ­ითრებული და ნა­ღვ­ლიანი.
- ყვე­ლა­ფერი გა­ვა­რკვ­იე, - თქვა მან. სან­თელი პირ­სა­ბან­ზე დად­გა. - ყვე­ლა­ფერი ისე­ა, რო­გორც ვფიქ­რობ­დი.
- რო­გორ, სერ?
არა­ფერი მი­პას­უხა. გულ­ზე ხელ­და­კ­რეფილი იდ­გა და ია­ტა­კს დას­ცქერ­ოდა. რამ­დენ­იმე წუ­თის შემ­დეგ მო­მიბ­რუნ­და და სა­კ­მაოდ უც­ნა­უ­რი ხმით მკი­თხა:
- და­მავ­იწყდა. თქვენ მითხა­რით, რომ ვიღ­აც ნა­ხეთ, რო­დე­საც თქვე­ნი ოთა­ხის კა­რი გა­ა­ღ­ეთ?
- არა, სერ. მხო­ლოდ ეს სა­სან­თლე ვნა­ხე ია­ტა­კ­ზე.

- მაგ­რამ თქვენ გაი­გონეთ უც­ნა­უ­რი სი­ცი­ლი? ვგო­ნებ, ეს სი­ცი­ლი ან რაი­მე ამის მსგავ­სი თქვენ წი­ნა­თაც გსმენ­იათ?
- დი­ახ, სერ. აქ ცხოვ­რობს მკ­ე­რავი ქა­ლი - გრე­ის პუ­ლი. ასე ის იცი­ნის ხოლ­მე. უც­ნა­უ­რი ადამ­იან­ია.
- სწო­რედ ასე­ა. ეს გრე­ის პუ­ლია. თქვენ გამ­ოიცანით. ის ქა­ლი, რო­გორც თქვენ თქვით, უც­ნა­უ­რი ადამ­იან­ია, მე­ტად უც­ნა­უ­რი. ვი­ფიქ­რებ ამ ამ­ბავ­ზე. ახ­ლა კი ძალ­იან მი­ხარ­ია, რომ თქვენ ერ­თა­დერთი ადამ­იანი ხართ, ჩემ გარ­და, რო­მელ­მაც დაწ­ვრილებით იცის ამ ღა­მეს მომ­ხ­და­რი ამ­ბავი. თქვენ ხომ ყბე­დი არ ხართ; ნუ­რა­ფერს იტყ­ვით. თვი­თონ ავუხ­ს­ნი მათ, რაც მოხ­და (მი­მი­თი­თა საწ­ოლზე). ახ­ლა შეგ­იძლიათ, დაბ­რუნდეთ თქვენს ოთახ­ში. ვიდ­რე გა­თენ­დე­ბა, ბიბ­ლი­ო­თე­კ­აშიც კარ­გად დავ­იძინებ, დი­ვან­ზე. უკ­ვე თით­ქ­მის ოთხი სრულ­დე­ბა. ორ სა­ათში მო­სამ­სახ­ურე­ებიც გა­იღვ­იძე­ბენ და ად­გებ­იან.
- მაშ, ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, სერ, - ვთქვი და წა­სას­ვლე­ლად ავ­დექი.
გაო­ცე­ბა შე­ვამ­ჩნიე და უჩ­ვე­უ­ლოდ მეჩ­ვე­ნა. მან ხომ თვი­თონ მითხ­რა, წავ­სულიყავი.
- რო­გორ? - წამ­ოიძა­ხა მან. - უკ­ვე მი­დი­ხართ და თა­ნაც ასე?
- თქვენ ხომ მითხა­რით, სერ, რომ შემ­იძლია წავ­იდე.
- ოღონდ არა გამ­ოუმშვიდობებ­ლად, არა ასე უმოწყა­ლოდ, ასე უსიტყ­ვოდ. ერ­თი სიტყ­ვით, არა ასე უცებ და ცი­ვად. თქვენ ხომ გა­და­მარ­ჩინეთ. საშ­ინელი, წა­მებით სიკვ­დილისგან მიხ­სე­ნით. ახ­ლა კი ისე მი­დი­ხართ, თით­ქოს სრუ­ლი­ად უც­ნო­ბე­ბი ვი­ყოთ. ხე­ლი მა­ინც ჩამ­ომართვით.
ხე­ლი გამ­ომიწოდა. მეც გავ­უწოდე. მან ჯერ ერ­თი ხე­ლით ჩამ­ომარ­თვა ხე­ლი, მე­რე - ორი­ვე­თი.

- თქვენ მე გა­და­მარ­ჩინეთ. მსი­ამ­ოვნებს, რომ თქვენ­გან ვარ ასე და­ვა­ლებული. მეტს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით. ვერ ავ­იტანდი, რომ რო­მელ­იმე სხვა ადამ­იან­ისგან ვყო­ფი­ლი­ყა­ვი ასე და­ვა­ლებული. მაგ­რამ თქვენ! თქვენ სულ სხვა ხართ. თქვე­ნი სიკ­ე­თე ტვირ­თად არ მა­წევს, ჯე­ინ.
შე­ჩერ­და. და­მა­კვ­ირდა. ტუ­ჩებ­ზე აშკ­ა­რად თრთოდ­ნენ რა­ღ­აც სიტყ­ვე­ბი, მაგ­რამ ხმა ჩაუ­წყდა.

- კვ­ლავ ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, სერ, არავ­ითარ ვალ­ზე, სიკ­ე­თე­ზე ან ტვირ­თ­ზე არ შეი­ძლე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვაში ლა­პა­რა­კი.
- ვი­ცო­დი, - გა­ნაგრძო მან, - ოდეს­მე რა­ღ­აც კარგს რომ გამ­იკ­ე­თებდით. ამა­ზე მეტ­ყვე­ლებ­დნენ თქვე­ნი თვა­ლები, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გნა­ხეთ. ამ თვა­ლების გამ­ოხედ­ვამ და ღი­მილმა ტყუ­ი­ლად კი არ... (აქ ის კვ­ლავ შე­ჩერ­და) ტყუ­ი­ლად კი არ (გა­ნაგრძო მან სწრა­ფად) მომ­გ­ვა­რა შვე­ბა და გამ­ინა­თა გუ­ლის ყვე­ლა­ზე მიყ­რუ­ე­ბუ­ლი კუნ­ჭუ­ლი. ამ­ბობენ, არ­სებობსო თან­დაყოლილი სიკ­ე­თე; მფარ­ველ ან­გელ­ოზზეც მსმენ­ია; თურ­მე ყვე­ლა­ზე აშკ­ა­რა ზღ­ა­პარშიც კი არის სი­მარ­თ­ლის მარც­ვლები. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო სან­უკ­ვარო მხსნე­ლო.
უც­ნა­უ­რი ძა­ლა ჰქონ­და მის ხმას და მის გამ­ოხედ­ვას - საო­ცარი ცეცხ­ლი.
- რო­გორ მი­ხარ­ია, რომ არ მეძ­ინა, - ვთქვი და წას­ვლა და­ვაპ­ირე.
- რო­გორ? წას­ვლა გინ­დათ?
- მცი­ვა, სერ.
- გცი­ვათ? ჰო, თქვენ ხომ გუ­ბე­ში დგა­ხართ. კარ­გი, წა­დით, ჯე­ინ, წა­დით! - მაგ­რამ ჩე­მი ხე­ლი კვ­ლავ ხელ­ში ეჭ­ირა და არ მიშ­ვებ­და. მა­შინ ეშ­მა­კო­ბას მივ­მარ­თე.
- ვგო­ნებ, მი­სის ფე­იერ­ფექსის ხმა მეს­მის, სერ, - ვთქვი მე.
- კარ­გი, დამ­ტოვეთ, - ხე­ლი გამ­იშვა და წა­ვედი.
კვ­ლავ დავ­წექი ჩემს სა­წოლ­ში, მაგ­რამ ძილ­ზე არც მი­ფიქ­რია. რიჟ­რა­ჟ­ამ­დე მო­ნა­ნა­ვე მღ­ელ­ვა­რე ზღ­ვაში ვცუ­რავ­დი. მშფოთ­ვა­რე ტა­ლღ­ებს ბედ­ნიე­რების ტა­ლღ­ები ენაც­ვლებ­ოდა. ზოგ­ჯერ მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს ამ აბ­ობოქრებულ ტა­ლღ­ებს იქით მო­ჩან­და ნა­პი­რი მშვი­დი, მშვენ­იერი, სამ­ოთხისებური. ხო­ლო დრო­დად­რო მაც­ოცხლე­ბელი ნი­ა­ვი, იმე­დით ფრთა­შესხმული და გა­მარ­ჯვებული, ჩემს სულს იმ ნაპ­ირისკ­ენ მი­აფ­რენ­და; მაგ­რამ ოც­ნე­ბაშიც კი ვერ ვა­ღ­წევდი იმ ნა­პირს. იქი­დან სა­პი­რის­პი­რო სიო ქრო­და და კვ­ლავ უკ­ან მაბ­რუნებ­და. ჭკ­უა წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას უწევ­და ოც­ნე­ბას, გო­ნე­ბა ფრთხი­ლობ­და და იმორ­ჩი­ლებ­და ვნე­ბა­თა­ღ­ელ­ვას. იმ­დე­ნად აფ­ორია­ქებული ვი­ყა­ვი, რომ ვერ მო­ვის­ვე­ნე და, რო­გორც კი ირიჟ­რა­ჟ­ა, ავ­დექი.


თა­ვი მე­თექ­ვსმე­ტე

მეო­რე დღ­ეს, მთე­ლი ღა­მის უძი­ლო­ბის შემ­დეგ, ვნატ­რობ­დი, შევ­ხვედროდი მის­ტერ რო­ჩეს­ტერს და თან მეშ­ინოდა კი­დეც. მინ­დო­და, მი­სი ხმა კვ­ლავ გა­მეგ­ონა, მაგ­რამ მა­კრ­თობდა მას­თან პი­რის­პირ შეხ­ვედ­რა. დი­ლით ად­რე ყო­ველ წუთს ვე­ლო­დი მის გამ­ოჩე­ნას. მარ­თალ­ია, ის ჩვე­ნი არ­ც­თუ ისე ხში­რი სტუ­მა­რი იყო, მაგ­რამ ხან­და­ხან რამ­დენ­იმე წუ­თით მა­ინც დაგ­ვათ­ვალ­იე­რებ­და ხოლ­მე სა­მე­ცადინო ოთახ­ში. იმ დღ­ეს, რატ­ომღ­აც, ვფიქ­რობ­დი, აუ­ცილებ­ლად შემ­ოვა-­მეთქი.
დი­ლამ ჩვეუ­ლებ­რივად ჩა­ია­რა. არა­ფერი მომ­ხ­და­რა ისე­თი, რა­საც შე­ეძლო და­ე­რღვ­ია სიმ­შ­ვი­დე ადე­ლის მე­ცად­ინეობის დროს. მხო­ლოდ სა­უზ­მის შემ­დეგ შემ­ომეს­მა რა­ღ­აც ხმა­უ­რი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის საძ­ინებლის გვერ­დი­თი ოთახ­იდან. რო­გორც გა­ვარ­ჩიე, ეს მი­სის ფე­იერ­ფექსის, ლის - ჯო­ნის მე­უღლ­ისა და მზა­რეულ ჯო­ნის უხე­ში ხმა იყო. გა­რკ­ვევით გავ­იგონე წამ­ოძახ­ილები: "მად­ლობა ღმერთს, რომ ბა­ტო­ნი არ დაი­წვა თა­ვის სა­წოლ­ში!" "ყო­ველ­თ­ვის საშ­იშია ან­თებული სან­თ­ლის დატ­ოვე­ბა ოთახ­ში ღა­მით!" "სა­ბედ­ნიეროდ, გა­ახ­სენ­და წყლით სავ­სე დო­ქი!" "მიკ­ვირს, არა­ვინ გა­ა­ღვ­იძა! ნე­ტავ, ხომ არ გაც­ივდა ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში, სა­დაც მას დი­ვან­ზე ეძ­ინა ხან­ძ­რის შემ­დეგ!.."

სა­უბ­რის დროს ხმა­უ­რი ის­მო­და. ოთახს ალა­გებ­დნენ და წმენ­დდნენ. რო­დე­საც პირ­ვე­ლი სარ­თულისკ­ენ მივ­დი­ო­დი სა­სადილოდ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ოთახს ჩავ­უა­რე. გა­ღ­ებული კარ­იდან დავ­ინა­ხე, რომ ყვე­ლა­ფერი უკ­ვე და­ე­ლა­გებ­ინათ და სრუ­ლი წეს­რი­გი და­ემ­ყა­რებ­ინათ. მხო­ლოდ სა­წო­ლის­თ­ვის ჩამ­ოეხ­სნათ ფარ­დები. ლი ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე იდ­გა და ბო­ლის­გან გა­მუ­რულ შუ­შებს წმენ­დდა. და­ვაპ­ირე, გამ­ოვლა­პა­რა­კ­ებოდი, რად­გან მინ­დო­და გა­მეგო, თუ რო­გორ აუ­ხსნა მათ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა წი­ნა ღა­მით მომ­ხ­და­რი ამ­ბავი. რამ­დენ­იმე ნა­ბი­ჯიც გა­დავდგი, მაგ­რამ ამ დროს ოთახ­ში მეო­რე ადამ­იანიც შევ­ნიშნე. ცეცხ­ლის პი­რას, სა­ვარ­ძელში, ვიღ­აც ქა­ლი იჯ­და და ახალ ფარ­დებს რგო­ლებს აკ­ე­რებ­და. ეს ქა­ლი სხვა არა­ვინ იყო, თუ არა გრე­ის პუ­ლი.

რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ის ახ­ლაც მშვი­დად იჯ­და და ხმას არ იღ­ებ­და. ეც­ვა ყავ­ისფერი შა­ლის კა­ბა, კუ­ბოკრული წინ­სა­ფარი, თეთ­რი მო­სახ­ვევი და თავ­ზე ჩა­ჩი ეხ­ურა. იმ­დე­ნად გარ­თუ­ლი იყო საქ­მეში, რომ გეგ­ონებ­ოდათ, თა­ვი­სი სამ­უშაოს მეტს ვე­რა­ფერს ხე­დავსო. მის ჯი­უტ შუბ­ლ­სა და ჩვეუ­ლებრივ ნა­კვ­თებს არც სი­ფერ­მკრ­თა­ლე ეტ­ყობოდა და არც ის სას­ოწა­რკ­ვე­თა, რაც ხში­რად ეტ­ყობა ხოლ­მე კა­ცის მკვ­ლელს. არც ის იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ მის მი­ერ და­საწ­ვა­ვად გან­წირულმა კაც­მა ბუ­ნა­გამ­დე მის­დია მას და ფარ­და ახა­და მის ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბას. გამ­იკვ­ირდა. ჩემს გაო­ცე­ბას სა­ზღ­ვარი არ ჰქონ­და. და იმ დროს, რო­დე­საც ასე გაშ­ტე­რებული შევ­ცქეროდი, მან თა­ვი ას­წია და შემ­ომხე­და; არც შე­მკრ­თა­ლა, არც სა­ხის ფე­რი შეს­ცვლია. მღ­ელ­ვა­რე­ბა არაფ­რით გაუ­მჟ­ღ­ავ­ნებ­ია; არც ის, რომ გრძნობ­და თა­ვის და­ნა­შაულს და ეშ­ინოდა, არ გამ­ოა­შკ­ა­რა­ვებულიყო ყვე­ლა­ფერი. ჩვეუ­ლებ­რივად, უხა­ლი­სოდ და მოკ­ლედ მო­მე­სალ­მა: "დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, მის!" აიღო რგო­ლი, ხვეუ­ლა და კერ­ვა გა­ნაგრძო.
"მო­დი, აბა, გა­მოვ­ც­დი, - გავ­იფიქრე, - არ მეს­მის, რო­გორ შეი­ძლე­ბა ასე შენ­იღბ­ვა".
- დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, გრე­ის, - მი­ვე­სალ­მე, - რა მოხ­და აქ? ვგო­ნებ, რა­ღ­აც ლა­პა­რა­კი მო­მეს­მა მსახ­ურებ­ისგან აქ სულ ცო­ტა ხნის წინ.
- არა­ფერი. მხო­ლოდ ჩვე­ნი პატ­რო­ნი ღა­მით, დაძ­ინე­ბამ­დე, წიგნს ლო­გინ­ში კი­თხულობდა თურ­მე, ჩას­ძინებ­ია და სან­თელი ან­თებული დარ­ჩენ­ია. ცეცხ­ლი ფარ­დებს მოს­დებ­ია. ვიდ­რე სა­წო­ლი და ზეწ­რები ცეცხ­ლ­ში გა­ეხ­ვეო­და, სა­ბედ­ნიეროდ, პატ­რონს გა­ჰღვ­იძებ­ია და დოქ­ში მდგა­რი წყლით მო­უ­ხერ­ხებ­ია ხან­ძ­რის ჩაქ­რობა.
- რა უც­ნა­უ­რი ამ­ბავ­ია, - ჩავ­ილა­პა­რაკე ხმა­დაბ­ლა. შემ­დეგ სა­ხეში ჩა­ვაც­ქერდი და ვუთხა­რი, -მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა გა­ა­ღვ­იძა ვინ­მე? არც არა­ვის გაუ­გია მი­სი ამ­ბავი?
მან კვ­ლავ ას­წია თა­ვი და შემ­ომხე­და. ამ­ჯე­რად მი­სი თვა­ლები თით­ქოს რა­ღ­აცის გა­რკ­ვე­ვას ცდი­ლობ­დ­ნენ, რო­გორც ჩანს. ფრთხი­ლად მათ­ვალ­იე­რებ­და. შემ­დეგ მი­პას­უხა:
- თქვენც ხომ იცით, მის მო­სამ­სახ­ურე­ებს მის­გან ისე შორს სძი­ნავთ, ალ­ბათ, ვე­რა­ფერი გაი­გეს. მი­სის ფე­იერ­ფექ­სისა და თქვე­ნი ოთა­ხებ­ია მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ოთახ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს; თუმ­ცა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა თქვა, არა­ფერი მსმენ­იაო. რო­დე­საც ადამ­იანი ხან­ში შე­დის, მას ღრ­მად სძი­ნავს ხოლ­მე. - აქ შე­ჩერ­და და შემ­დეგ, ვი­თომ გულ­გ­რი­ლად, მაგ­რამ მრავ­ლისმეტ­ყველი ხმით, ხაზ­გასმით დაუ­მა­ტა, - მაგ­რამ თქვენ ახალ­გაზ­რდა ხართ, მის და, მე ვიტყო­დი, ალ­ბათ, ფხი­ზე­ლი ძი­ლიც იცით. თქვენ, ალ­ბათ, გაი­გონებდით ხმა­ურს?
- დი­ახ, გავ­იგონე, - ვთქვი და ხმას დავ­უწიე ისე, რომ ლის, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ფან­ჯ­რის შუ­შებს წმენ­დდა, არ გა­ეგ­ონა, - და პირ­ვე­ლად ვი­ფიქ­რე, პაი­ლოტია-­მეთქი, მაგ­რამ პა­ი­ლოტს სი­ცი­ლი არ შეუ­ძლია. მე კი ნამ­დვილად შემ­ომეს­მა სი­ცი­ლი და სა­კ­მაოდ უც­ნა­უ­რიც.
მან სა­ჭი­რო რაო­დენობის ძა­ფი აიღო, გულ­მოდ­გი­ნედ გა­სან­თლა, მტკი­ცე ხე­ლით ნემ­ს­ში გაუ­ყა­რა და შემ­დეგ, სრუ­ლი­ად დამ­შვიდებ­ულმა, გა­ნაგრძო:
- ვფიქ­რობ, მის, ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბელ­ია, პატ­რონს გას­ცინებ­ოდა, რო­დე­საც ის ასეთ გან­საც­დელში იყო ჩა­ვარდნილი. თქვენ, ალ­ბათ, სიზ­მარ­ში მო­გეჩ­ვე­ნათ.
- არ მომ­ჩ­ვე­ნებ­ია, - ვუთხა­რი აღ­ელ­ვებ­ულმა, რად­გა­ნაც მის­მა უსირ­ცხ­ვი­ლო გულ­გ­რი­ლო­ბამ ამან­თო. გრეი­სმა კვ­ლავ შემ­ომხე­და და­კვ­ირვებით და თით­ქოს სულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი თვა­ლები მო­მაპყ­რო.
- პატ­რონს უთხა­რით, რომ სი­ცი­ლი შემ­ოგეს­მათ? - იკი­თხა მან.
- ამ დი­ლით შემ­თხვე­ვა არ მო­მე­ცა, მას დავ­ლა­პა­რა­კ­ებოდი.
- არც კა­რის გა­ღ­ე­ბა გი­ფიქ­რი­ათ ან ტა­ლანში გა­ხედ­ვა? - იკი­თხა შემ­დეგ.
ისე გამ­ოვიდა, რომ აქეთ მაძ­ლევ­და შე­კი­თხვებს და ცდი­ლობ­და, და­ეც­დენ­ინებ­ინა ის, რაც თვი­თონ არ იცო­და. უცებ თავ­ში ერ­თმა აზ­რმა გამ­იელ­ვა: თუ გაი­გებს, რომ მე ვი­ცი ან ეჭ­ვი მაქვს მას­ზე, უდა­ვოდ, თა­ვის საშ­ინელ ოინს არც ჩემ­თ­ვის დაი­ნა­ნებ­ს-მეთ­ქი. ვარ­ჩიე, გავ­ფრთხილებ­ულიყავი.
- პი­რი­ქით, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი, - კა­რი ჩავ­რა­ზე.
- მაშ, თქვენ კარს ურ­დუ­ლით არ კე­ტავთ, რო­ცა იძი­ნებთ?
"ეშ­მა­კის კერ­ძი! სურს, ჩე­მი ჩვე­ვები გა­ი­გოს და თა­ვი­სი გეგ­მებიც ამის შე­სა­ფერ­ისად და­აწყოს". აღშ­ფოთე­ბამ კვ­ლავ სძლია სიფ­რ­თხი­ლეს და უკ­მე­ხად ვუ­პას­უხე:
- აქამ­დე კარს ურ­დუ­ლით არ ვკ­ე­ტავდი ხოლ­მე, ვფიქ­რობ­დი, არ იყო სა­ჭი­რო. არ ვი­ცო­დი, რომ თორ­ნ­ფილ­დ­ში ადამ­იანს რაი­მე საფ­რთხე ან უსი­ამ­ოვნე­ბა ემ­უქრებ­ოდა, მაგ­რამ მო­მა­ვალში (და მე გან­სა­კუ­თრებით ხა­ზი გა­ვუს­ვი ამ სიტყ­ვებს) დაძ­ინე­ბამ­დე გულ­და­გულ შე­ვამ­ოწმებ, ყვე­ლა­ფერი კარ­გად მაქვს თუ არა და­კ­ეტილი, რა­თა არაფ­რის მეშ­ინოდეს.

- ჭკვ­იანური აზ­რია, - გავ­იგონე პას­უხად. - ისე კი, მე ვი­ცი, რომ ამ არე­მა­რეში ისეთ­ივე სიწყ­ნა­რე­ა, რო­გორც ყველ­გან. რაც ეს სახ­ლი აშენ­და, არა­ვის უც­დია მი­სი გაქ­ურდვა. თუმ­ცა, ყვე­ლამ იცის, რომ მის საჭ­ურჭლე­ებში ასო­ბით გირ­ვან­ქად ღი­რებული უამ­რავი ძვირ­ფა­სი ვერ­ცხ­ლის ჭურ­ჭელ­ია. გარ­და ამ­ისა, თქვენც ხე­დავთ, რომ ამ­ისთა­ნა დიდ სახლს ძალ­იან ცო­ტა მო­სამ­სახ­ურე ჰყავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჩვე­ნი პატ­რო­ნი დიდ­ხანს არ რჩე­ბა ხოლ­მე აქ და, რო­დე­საც ჩამ­ოვა, რო­გორც უცო­ლოს, ძალ­იან ცო­ტა რამ სჭირ­დე­ბა. ჩე­მი აზ­რით, გა­და­ჭარ­ბებული სიფ­რ­თხი­ლე სჯო­ბია მეტ­ისმე­ტად გაუ­ფრთხილებ­ლობას. უმ­ჯო­ბეს­ია, კა­რი მაშ­ინვე ჩა­კ­ეტოთ, რად­გა­ნაც, ვინ იცის, რა უბედ­ურე­ბა შეი­ძლე­ბა გეწ­ვი­ოთ, მის. ხალ­ხის უმ­რავ­ლეს­ობას ბედ­ისწერის სწამს, ჩე­მი აზ­რით კი, ბედ­ისწე­რა მხო­ლოდ მა­შინ გვწყა­ლობს, რო­დე­საც სწო­რად წარ­ვმარ­თავთ ჩვენს საქ­მე­ებს.
საუ­ბარი ამით და­ამ­თავ­რა. ისე­დაც ამ­დენი ლა­პა­რა­კი მის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლო ამ­ბავი იყო. ლა­პა­რა­კო­ბდა კვა­კ­ერისთვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი თავ­შე­კ­ა­ვებ­ულობითა და სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით.
მე კვ­ლავ ფეხ­ზე ვი­დე­ქი უზო­მოდ გაო­ცებული და გაო­გნებული მი­სი სას­წაუ­ლებრივი თავ­და­ჭერ­ითა და უკი­დურესი ფარ­ისევლობით. სწო­რედ ამ დროს ოთახ­ში მზა­რეულიც შემ­ოვიდა.
- მი­სის პულ, - მი­მარ­თა მან, - სა­დი­ლი მსახ­ურებისთვის მა­ლე მზად იქ­ნე­ბა. ხომ არ ჩამ­ოხვალთ დაბ­ლა?
- არა, ჩე­მი კუთ­ვ­ნი­ლი ლუ­დი და პუ­დინ­გის ნა­ჭერი და­დეთ სინ­ზე და მე თვი­თონ ამ­ოვიტან მა­ღ­ლა.
- ხორ­ცი არ გნე­ბავთ?
- მხო­ლოდ პა­ტა­რა ნა­ჭერი და ცო­ტა ყვე­ლიც, მე­ტი არა­ფერი.
- სა­გო?
- ჯერ არა. მე თვი­თონ ჩამ­ოვალ საუ­ზმემ­დე და მო­ვიმ­ზა­დებ.

მზა­რეული ახ­ლა მე მო­მიბ­რუნ­და, მითხ­რა, მი­სის ფე­იერ­ფექსი გიც­დი­თო და მეც იქით გა­ვეშ­ურე.
სად­ილობისას მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა ამ ღა­მეს მომ­ხ­და­რი ხან­ძ­რის ამ­ბავი მი­ამ­ბო, მაგ­რამ ჩე­მამ­დე ვერ აღ­წევ­დნენ მი­სი სიტყ­ვე­ბი. მე გრე­ის პულ­ზე ვფიქ­რობ­დი და მაო­ცებ­და მი­სი გამ­ოცა­ნად ქცე­უ­ლი საქ­ციელი. ვერც ის გა­მე­რკვ­ია, თუ რა ად­გი­ლი ეკ­ა­ვა ამ ქალს თორ­ნ­ფილ­დ­ში. ჩემს თავს ვე­კი­თხებოდი, იმა­ვე დი­ლით რა­ტომ არ გაგ­ზავ­ნეს საპ­ყრობილეში? ან, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, რა­ტომ არ დაი­თხოვეს სახ­ლიდან­-მეთ­ქი. გა­ნა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა თვი­თონ არ თქვა, რომ დამ­ნა­შა­ვე ეს ქა­ლი იყო? რა იდუ­მა­ლი მი­ზე­ზი აბ­რკო­ლებ­და მას, რომ არ ამ­ხელ­და მის და­ნა­შაულს? რა­ტომ მიბ­რ­ძა­ნა, მეც სა­ი­დუმ­ლოდ შე­მე­ნა­ხა ყო­ველ­ივე? უც­ნა­უ­რი იყო. ეს მა­მაცი, ქედ­მა­ღ­ალი ადამ­იანი, რო­მე­ლიც ჯავრს არა­ვის შე­არ­ჩენ­და, რო­გორც ჩანს, მი­სი ერ­თ-ერ­თი ყვე­ლა­ზე უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ხელ­ქვეითის გავ­ლენის ქვეშ იყო. თა­ნაც იმ­დე­ნად გან­იცდიდა მის გავ­ლე­ნას, რომ არამ­ც­თუ არ ცდი­ლა სა­ჯაროდ ემ­ხილებ­ინა მი­სი და­ნა­შაული, არა­მედ არც კი და­სა­ჯა, თუმ­ცა ამ ქალ­მა ხე­ლი აღ­მარ­თა მის გა­სა­ნად­გურებ­ლად.

გრე­ი­სი რომ ახალ­გაზ­რდა და ლა­მაზი ყო­ფი­ლი­ყო, ალ­ბათ, ცდუ­ნე­ბა დამ­ძლევ­და და ვი­ფიქ­რებ­დი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ამ ქა­ლის მი­მართ ნა­ზი გრძნო­ბე­ბი უფ­რო ამ­ოძრა­ვებს, ვიდ­რე სიფ­რ­თხი­ლე ან ში­ში-მეთ­ქი. მაგ­რამ შეუ­ხე­დავი მსა­ხუ­რი დე­და­კ­აცის მი­მართ ეს აზ­რი ძა­ლას კარ­გავ­და.
"თუმ­ცა, - გან­ვაგრძობდი ფიქრს, - ერთ დროს ისიც ახალ­გაზ­რდა იყო და, შე­საძ­ლოა, სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც ჩვე­ნი პატ­რო­ნიც ჭაბ­უკი იყო. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა ხომ მითხ­რა ერ­თხელ, გრე­ი­სი აქ უკ­ვე მრა­ვალი წელ­ია ცხოვ­რობ­სო. ჩე­მი აზ­რით, შეუ­ძლე­ბელ­ია, ის ოდეს­მე ლა­მაზი ყო­ფი­ლი­ყო. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, შეი­ძლე­ბა მას თავ­ისებური და მტკი­ცე ხას­იათი ჰქო­ნო­და და ამით ფა­რავ­და გა­რეგნულ ნა­კლს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ხომ იზი­დავს მტკი­ცე და თავ­ისებური ბუ­ნე­ბის ადამ­ია­ნები. გრე­ი­სი კი, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, სა­კ­მაოდ თავ­ისებური და უც­ნაუ­რია. ნე­ტა, წი­ნათ ჩა­დენილი ერ­თ-ერ­თი ახ­ირებული საქ­ციელის გა­მო ხომ არ მო­ექ­ცა მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ამ ქა­ლის გავ­ლენის ქვეშ (ეს ახ­ირებ­ულობა კი სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივია ასე­თი სულ­ს­წ­რა­ფი და თავ­ნე­ბა ადამ­იანისთვის)? ნე­ტა, ეს თა­ვი­სი წინ­დაუ­ხე­დავი ამ­ბავი ხომ არ ზღუ­დავს მას და უქ­ვემ­დე­ბა­რებს თა­ვის საქ­ციელს. ახ­ლა ეს ქა­ლი ვე­ღ­არ მო­უ­ცი­ლებ­ია თავ­იდან და არც შეუ­ძლია, ან­გარიში არ გა­უ­წი­ოს". აი, ამ დროს ისე ნათ­ლად წარ­მომიდგა მი­სის პუ­ლის კვად­რატული და უხე­ში სა­ხე, რომ გავ­იფიქრე: "ა­რა, ეს შეუ­ძლე­ბელ­ია! შეუ­ძლე­ბელ­ია, ჩე­მი ვა­რაუდი მარ­თალი იყოს. თუმ­ცა, - თა­ვი წა­მო­ყო იდუ­მალ­მა ხმამ, რო­მელ­საც ყვე­ლას გულ­ში აქვს და­დებული ბი­ნა, - შენც არა ხარ ლა­მაზი და თით­ქოს მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მოს­წონ­ხარ. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, უკ­ვე რამ­დენ­ჯერ იგ­რ­ძე­ნი, რომ ეს ასე­ა. გაი­ხსე­ნე წი­ნა ღა­მე და მი­სი სიტყ­ვე­ბი, მი­სი მზე­რა, მი­სი ხმა!.."
შე­სან­იშნა­ვად მახ­სოვდა სიტყ­ვე­ბიც, მი­სი შემ­ოხედ­ვაც და ხმაც. ეს ყვე­ლა­ფერი კვ­ლავ გაც­ოცხლდა ჩემ­ში. ახ­ლა მე სა­მე­ცადინო ოთახ­ში ვი­ყა­ვი. ადე­ლი ხა­ტავ­და. დავ­იხა­რე, რომ დავ­ხმა­რებოდი, ფან­ქარი სწო­რად და­ეჭ­ირა. მან შეშ­ფოთებით ამ­ომხე­და.
-Qu’avez-vo­us, ma­de­mo­i­sel­le?, -თქვა მან, -Vos do­igts trem­b­lent com­me la fe­u­il­le, et vos jo­u­es sont ro­u­ges: ma­is, ro­u­ges com­me des ce­ri­ses!
- არა­ფერი, რო­დე­საც დავ­იხა­რე, სის­ხ­ლი მო­მაწ­ვა სა­ხეში და დამ­ცხა!

ადელ­მა ხატ­ვა გა­ნაგრძო, მე კი - ფიქ­რი.
ვცა­დე, გრე­ის პულ­თან და­კ­ავ­შირებული ფიქ­რე­ბი სას­წრაფოდ მო­მეც­ილებ­ინა თავ­იდან. ეს ფიქ­რე­ბი მზა­რავ­და. გო­ნე­ბაში ის ქა­ლი და სა­კუ­თარი თა­ვი ერ­თმა­ნეთს შე­ვა­და­რე. დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სრუ­ლი­ად გან­ვსხვავ­დებოდით ერ­თმა­ნეთ­ისგან. გა­ნა, ბე­სი ლი­ვენ­მა არ მითხ­რა, მთლად ლე­დის დამ­სგავ­სებ­იხარო? და ის მარ­თალი იყო. მე მარ­თლაც ლე­დი ვი­ყა­ვი. თუმ­ცა, ახ­ლა გაც­ილებით უკ­ე­თე­სად გამ­ოვიყურებოდი, ვიდ­რე მა­შინ, ბე­სიმ რომ მნა­ხა. ფე­რი მო­მე­მა­ტა და მო­ვიკ­ე­თე, ნა­თელ­მა იმე­დებ­მა, სას­იამოვნო ცვლი­ლე­ბებ­მა ცხოვ­რე­ბის ხა­ლი­სი შემ­მა­ტა.


წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93