ნოველები

ჯეინ ეარი. თავი მეჩვიდმეტე/მეთვრამეტე

ჯეინ ეარი. თავი მეჩვიდმეტე/მეთვრამეტე
"სა­ღ­ამოვდე­ბა, - ვთქვი და ფან­ჯრისკ­ენ გავ­იხე­დე, - დღ­ეს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ხმა არ გამ­იგონია. არც მი­სი ფე­ხის ხმის­თ­ვის მო­მიკ­რავს ყუ­რი, მაგ­რამ დაძ­ინე­ბამ­დე, უდა­ვოდ, ვნა­ხავ. დი­ლით ეს შეხ­ვედ­რა მა­კრ­თობდა, ახ­ლა - მე­ნატ­რე­ბა". დი­დი ხნის ლო­დინ­მა და თავ­შე­კ­ა­ვე­ბამ მოთ­მი­ნე­ბის ფია­ლა ამივ­სო.

რო­დე­საც მთლად დაბ­ნელ­და და ადე­ლიც თა­ვის ოთახ­ში წავ­იდა სო­ფის­თან სა­თა­მაშოდ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან შეხ­ვედრის სურ­ვი­ლი გამ­იმწვავ­და. სმე­ნად ვი­ქე­ცი. ნე­ტა, არ დაი­წკრ­ია­ლებს ზა­რი ქვე­ვით ან ლი არ გამ­ოჩნდე­ბა, რომ დამ­იძახონ? ხან­და­ხან მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს თვით მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­დი­ო­და. მა­შინ კარს არ
ვაც­ილებდი თვალს და ვე­ლო­დი, სა­და­ცაა კა­რი გა­იღ­ე­ბა და შემ­ოვა-­მეთქი, მაგ­რამ კა­რი კვ­ლავ დახ­შუ­ლი რჩებ­ოდა. მხო­ლოდ სიბ­ნე­ლე შემ­ოდიოდა ფან­ჯრიდან. ჯერ კი­დევ გვი­ა­ნი არ იყო: მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ხში­რად მიხ­მობ­და შვიდ ან რვა სა­ათ­ზე, ახ­ლა კი მხო­ლოდ ექ­ვ­სი იყო. შეუ­ძლე­ბელ­ია, მო­ლო­დი­ნი გამ­იცრუვდეს ამ სა­ღ­ამოს, რო­დე­საც ამ­დენი რამ მაქვს მის­თ­ვის სათ­ქმელი! მინ­დო­და, კვ­ლავ გრე­ის პულ­ზე ჩამ­ომეგდო ლა­პა­რა­კი. მაი­ნტე­რე­სებ­და, რას მი­პას­უხებ­და. გა­დავ­წყვიტე, პირ­და­პირ მე­კი­თხა, დარ­წმუნებული იყო თუ არა, რომ სწო­რედ ამ ქალ­მა სცა­და იმ საშ­ინელი საქ­მის ჩა­დე­ნა. თუ ეს ასე იყო, მა­შინ რა­ტომ აფა­რებ­და ხელს მის ბო­რო­ტე­ბას. არ და­ვე­ძებდი, თუ ჩე­მი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა გა­ა­ღი­ზია­ნებ­და მას. ჩემ­თ­ვის უკ­ვე ნაც­ნო­ბი იყო მი­სი გაბ­რა­ზე­ბა­ცა და დამ­შვიდე­ბაც. სწო­რედ ეს იყო, რაც უზო­მო სი­ამ­ოვნე­ბას მგვრი­და. მაგ­რამ ჩემს უტყუ­არ წი­ნათ­გრძნობას არას­ოდეს შევ­ყავდი ძალ­იან შორს; არას­ოდეს ვაძ­ლევდი თავს მეტ­ისმეტის უფ­ლე­ბას. გა­რკ­ვეულ ზღვ­რამ­დე კი ძალ­იან მომ­წონ­და სა­კუ­თარი ზე­გავ­ლენის შეგ­რძნე­ბა ამ კაც­ზე. არ ვი­ვიწყებ­დი მის მდგო­მა­რეო­ბას. ყო­ველ­თ­ვის ვი­ცავ­დი სა­პატიო მან­ძილს, მაგ­რამ შე­მეძლო მას­თან უშიშ­რად და თავ­ისუფლად მე­კ­ა­მა­თა. ეს ჩვენ ორი­ვეს გვსურ­და.

რო­გორც იქ­ნა, აჭ­რიალ­და კი­ბე ვიღ­აცის ნაბ­იჯების ქვეშ. გამ­ოჩნდა ლი, მაგ­რამ მან მხო­ლოდ ის მაც­ნობა, ჩაი მზად არის მი­სის ფე­იერ­ფექსის ოთახ­შიო. მეც იქით გა­ვეშ­ურე. მა­ხა­რებ­და, რომ დაბ­ლა ჩას­ვ­ლის სა­ბაბი მო­მე­ცა. ვფიქ­რობ­დი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან ახ­ლოს ვიქ­ნე­ბო­დი.
- ჩაი უთუ­ოდ მო­გინ­დებ­ოდათ, - მითხ­რა კეთ­ილმა ქალ­მა, რო­დე­საც შე­ვედი. - სად­ილზე ხომ თით­ქ­მის არაფ­რის­თ­ვის გიხ­ლი­ათ ხე­ლი. ვგო­ნებ, - გა­ნაგ­რძობდა ის, - კარ­გად არა ხართ დღ­ეს. ლო­ყე­ბი აგ­წითლებ­იათ, თით­ქოს გაც­იებთ.

- ოჰ, სრუ­ლი­ად კარ­გად ვგრძნობ თავს. ასე კარ­გად არას­ოდეს ვყო­ფილ­ვარ.
- მაშ, ეს კარ­გი მა­დით უნ­და და­ამ­ტკიცოთ. ხომ არ გა­აწყობთ ჩა­ის, ვიდ­რე ამ ერთ ხაზს ჩა­ვა­თა­ვებ?
რო­გორც კი საქ­მეს მორ­ჩა, ფარ­და ჩამ­ოუშვა, რო­მე­ლიც გა­და­წეული იყო. ალ­ბათ, უნ­დო­და, სამ­უშაო დღის სი­ნათ­ლე­ზე და­ემ­თავ­რებ­ინა. ახ­ლა ბინ­დ­ბუნ­დი სიბ­ნე­ლეში გა­დად­იოდა.
- მშვენ­იერი ღა­მე­ა, - თქვა შემ­დეგ და ფან­ჯა­რაში გაი­ხე­და, - თუმ­ცა ვარ­სკვ­ლა­ვები არ ჩანს. სა­ერთოდ კი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს კარ­გი და­რი და­ესწრო სამ­გზავროდ.
- სამ­გზავროდ! გა­ნა მის­ტერ რო­ჩეს­ტერი სად­მე წავ­იდა? არ მეგ­ონა, რომ ის შინ არ იყო.
- ოჰ, ისაუ­ზმა თუ არა, მაშ­ინვე გა­ემ­გზავ­რა. ლი­ში წავ­იდა მის­ტერ ეშ­ტონთან. ეს მილ­კო­ტიდან ათი მი­ლი­თაა დაშ­ორებული, მხო­ლოდ იქი­თა მხრი­დან. დარ­წმუნებული ვარ, ახ­ლა იქ მთე­ლი მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოე­ბა მო­იყ­რი­და თავს: ლორ­დი ინ­გ­რე­მი, სერ ჯორჯ ლი­ნი, პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი და სხვე­ბი.
- ხომ არ ელ­ოდებით ღა­მით?
- არა, არც ხვალ. ვფიქ­რობ, ერთ-ორ კვ­ირას დარ­ჩე­ბა იქ. ან შეი­ძლე­ბა მეტხან­საც. რო­დე­საც ეს რჩე­უ­ლი მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოების ხალ­ხი ერ­თად შეი­ყრე­ბა, მათ არ აკლ­იათ ფუ­ფუ­ნე­ბა, მხი­არ­ულე­ბა. ყვე­ლაფრით უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი არ­იან, რაც თვალს აა­მებს და ას­იამ­ოვნებს, ასე რომ, არც ჩქარ­ობენ უკ­ან დაბ­რუნე­ბას. გან­სა­კუ­თრებით, ჯენ­ტლმე­ნებს უყ­ვართ ასე­თი დროს­ტა­რე­ბა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ისე­თი მხი­არ­ულია, ისე­თი ხა­ლი­სის შემ­ტან­ია ამ საზ­ოგად­ოე­ბაში, რომ ყვე­ლასთვის საყ­ვა­რელი ადამ­იან­ია. ქა­ლებს ხომ ძალ­იან მოს­წონთ. არ იფიქ­როთ, თით­ქოს ისი­ნი არ ხე­დავ­დნენ მის გა­რეგ­ნობას, მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, მი­სი ცოდ­ნა, უნა­რი და, ალ­ბათ, სიმ­დიდ­რე და გვარ­იშვილობა ფა­რავს მის გა­რეგნულ ნა­კლს.
- ლი­ში ქა­ლებიც იქ­ნებ­იან?
- დი­ახ, მი­სის ეშ­ტო­ნი და მი­სი სა­მი ასუ­ლი. მარ­თლაც, მე­ტად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ქალ­იშვილები; ბრწყინ­ვა­ლე ბლან­ში და მე­რი ინ­გ­რე­მები - ეს ულა­მა­ზესი ას­ულებიც იქ იქ­ნებ­იან. ამ ექ­ვ­სი თუ შვი­დი წლის წინ ვნა­ხე ბლან­ში, რო­დე­საც ის თვრა­მეტი წლის იყო. აქ მო­ვი­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მი­ერ საშ­ობაოდ გა­მართულ ბალ­ზე. უნ­და გე­ნა­ხათ იმ დღ­ეს სა­სადილო ოთა­ხი! რა მდიდ­რუ­ლად იყო მორ­თუ­ლი, თვა­ლისმომ­ჭ­რე­ლად გაჩ­ირა­ღდ­ნებული! ვგო­ნებ, ორ­მოც­და­ა­თამ­დე ლე­დი და ჯენ­ტლმენი ჰყავ­და სტუმ­რად. ყვე­ლანი სა­უკ­ე­თესო საგ­რაფ­ოებ­იდან. მის ინ­გ­რე­მი ამ ბა­ლის დედ­ოფალი იყო.

- თქვენ ბრძა­ნეთ, რომ ის ნა­ხეთ, არა, მი­სის ფე­იერ­ფექს? რო­გო­რია?
- დი­ახ, ვნა­ხე. სა­სადილო ოთა­ხის ყვე­ლა კა­რი ფარ­თოდ იყო გა­ღ­ებული. შო­ბა იყო და მო­სამ­სახ­ურე­ებს ნე­ბა დარ­თეს, შეს­ულიყვნენ ჰოლ­ში და მო­ეს­მინათ, რო­გორ მღ­ერ­ოდნენ და უკ­რავ­დნენ ეს ქალ­ბატ­ონები. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ნე­ბა დამ­რ­თო, ოთახ­ში შევ­სულიყავი. მეც წყნა­რი კუ­თხე ამ­ოვირჩიე. დავ­ჯექი და მათ ვათ­ვალ­იე­რებდი. ასე­თი სა­უცხოო კრე­ბუ­ლი წი­ნათ არას­ოდეს მე­ნა­ხა. ქა­ლებს მდიდ­რუ­ლად ეც­ვათ. მა­თი უმ­რავ­ლეს­ობა, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში - ახალ­გაზ­რდების უმ­რავ­ლეს­ობა, მე­ტად მომ­ხიბ­ვ­ლელ­ი იყ­ო. მის ინ­გ­რე­მი კი ამ წვეუ­ლების მარ­თლაც რომ დედ­ოფალი იყო.
- რო­გო­რი იყო?
- მა­ღ­ალი, ლა­მაზი მკ­ერდი, და­ქა­ნებული მხრე­ბი; აღ­ერილი ყე­ლი; სა­ხის მშვენ­იერი ფე­რი, შავ­გვრე­მანი სუფ­თა სა­ხე; კე­თილ­შო­ბი­ლი ნა­კვ­თები; თვა­ლები, მსგავ­სი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისა: დიდ­რო­ნი და შა­ვი, მი­სი ბრი­ლი­ან­ტებივით მო­ელ­ვა­რე; თმაც მშვენ­იერი: ყო­რა­ნი­ვით შა­ვი და მოხ­დენ­ილად და­ვარცხნილი. კე­ფა­ზე მსხვი­ლი ნაწ­ნავის გვირ­გ­ვი­ნი, წინ კი - მბზინ­ვა­რე გრძე­ლი კუ­ლულები, რომ­ლის მსგავ­სი მა­ნამ­დე არა­ფერი მე­ნა­ხა. თოვ­ლი­ვით ქათ­ქა­თა სა­მო­სი ეც­ვა. ქარ­ვისფერი შარ­ფი მხრებ­იდან მკ­ერ­დზე გად­მოდიოდა, წელ­ზე ეკვ­როდა და მუხ­ლებს ქვე­მოთ ფო­ჩე­ბით მთავ­რდებ­ოდა. კუ­ლულებში დაბ­ნეული ასეთ­ივე ფე­რის ყვა­ვი­ლი კუპ­რი­ვით შავ თმა­ში გამ­ოირჩეო­და.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ყვე­ლა მო­ხიბ­ლა, არა?
- დი­ახ. მარ­თლაც რომ ყვე­ლა აღ­ტა­ცებული იყო არა მარ­ტო მი­სი სი­ლა­მაზით, არა­მედ მი­სი მოხ­დე­ნი­ლი ქცევ­ითაც, სიმღ­ერ­ითაც არ ჩამ­ორჩებ­ოდა სხვა ქა­ლებს. ვიღ­აც ჯენ­ტლმენის აკო­მპა­ნე­მენტით მან და მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა რა­ღ­აც დუ­ე­ტიც იმღ­ე­რეს.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა? არ ვი­ცო­დი, თუ მღ­ერის.
- რო­გორ არა. მშვენ­იერი ბა­ნი აქვს და კარ­გა­დაც ერკ­ვე­ვა მუ­სიკ­აში.
- მის ინ­გ­რე­მი? რო­გო­რი ხმა აქვს?

- ძალ­იან ძლი­ე­რი და ლა­მაზი. მე­ტად სა­ამოდ მღ­ერ­ოდა. მი­სი მოს­მე­ნა მხო­ლოდ სია­მეს აგ­რძნობინებ­და ადამ­იანს. შემ­დეგ თვი­თონ და­უკ­რა. მე მუ­სიკ­აში ბევ­რი არა­ფერი მეს­მის, მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს კარ­გად ეს­მის და გავ­იგონე, რომ თქვა, ბლან­ში სა­კ­მაოდ კარ­გად უკ­რავსო.
- და ეს მშვენ­იერი და უნა­კლო ლე­დი ჯერ არაა გათხო­ვი­ლი?
- რო­გორც ჩანს, არა. ვგო­ნებ, არც მას და არც მის დას დი­დი ქო­ნე­ბა არ უნ­და ჰქონ­დეთ. მო­ხუ­ცი ლორ­დი ინ­გ­რე­მის თით­ქ­მის მთე­ლი ქო­ნე­ბა მაი­ორატის წე­სით მის უფ­როს ვა­ჟს გა­და­ე­ცა.
- მიკ­ვირს, ნუ­თუ, არც ერთ შეძ­ლებულ კე­თილ­შო­ბილს ან ჯენ­ტლმენს არ შეუ­ყვარ­და იგი? თუნ­დაც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს? მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ხომ მდი­დარ­ია?
- ოჰ, დი­ახ, ის მდი­დარ­ია, მაგ­რამ, იცით, მათ შო­რის დი­დი ასა­კობრივი სხვაო­ბა­ა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი თით­ქ­მის ორ­მო­ცის ხდე­ბა. ის კი მხო­ლოდ ოც­დახ­უთისა­ა.
- მე­რე რა? გა­ნა ყო­ველ­დღი­ურად არ ხდე­ბა ამა­ზე უთა­ნაბრო ქორ­წი­ნე­ბანი?
- მარ­თალ­ია, მაგ­რამ არა მგო­ნია, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მომ­ხ­რე იყოს ასე­თი ქორ­წი­ნებ­ისა. მაგ­რამ თქვენ რა­ტომ არა­ფერს ჭამთ? რაც მაგ­იდას შემ­ოვუსხედით, ჩა­ის გარ­და, ხე­ლი არაფ­რის­თ­ვის გიხ­ლი­ათ.
- გმად­ლობთ. ძალ­იან მწყუ­რია და ჭა­მა არ შემ­იძლია. ხომ არ დამ­ისხამთ კი­დევ ერთ ფინ­ჯან ჩა­ის?
კვ­ლავ ვაპ­ირებდი გა­მეგ­რძე­ლებ­ინა საუ­ბარი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­სა და მშვენ­იერ ბლანშს შო­რის შე­საძლო ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ ამ დროს ადე­ლი შემ­ოვიდა და დი­ალ­ოგმაც სულ სხვა მი­მარ­თულე­ბა მი­ი­ღო.

რო­დე­საც კვ­ლავ მარ­ტო დავ­რ­ჩი, მოს­მენ­ილზე ფიქ­რი ხელ­მეო­რედ დავ­იწყე. ჩემს გულ­ში ჩავ­იხე­დე. ჩე­მი ფიქ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი შე­ვამ­ოწმე. ვცა­დე, შეუ­ბრა­ლე­ბელი ხე­ლით ამე­ლაგ­მა ეს გა­ბედული, ფუ­ჭი ოც­ნე­ბა და კვ­ლავ ჭეშ­მარ­იტების ჩვეუ­ლებრივ გზას დავ­ბრუნებოდი.
სა­კუ­თარი სამ­სჯავროს წი­ნა­შე წარ­ვდექი. მეხ­სიე­რე­ბა მხარს უჭერ­და ყვე­ლა ჩემს იმედს, სურ­ვილს, გრძნო­ბას, რო­მელ­საც წი­ნა ღა­მის შემ­დეგ გუ­ლით ვა­ტა­რებდი. გა­მახ­სენ­და ჩე­მი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რეო­ბა ამ ორი კვი­რის გან­მავ­ლობაში, მაგ­რამ აქ გო­ნე­ბის თვა­ლი წამ­ოდგა და ჩვე­უ­ლი მშვი­დი ხმით, ნათ­ლად და პირ­და­პირ, შეუ­ლა­მა­ზებ­ლად გამ­ოთქვა თა­ვი­სი აზ­რი. გა­მახ­სენ­და, თუ რო­გორ უარ­ვყავი სი­ნამ­დვილე და გა­ტა­ცებით მი­ვენ­დე აუ­ხდე­ნელ ოც­ნე­ბებს. ყო­ველ­ივე ამის შე­დე­გად მსჯავ­რი გამ­ოვიტა­ნე:

"ამ­ქვეყ­ნად არ და­ბა­დებ­ულა მეო­რე ისე­თი სუ­ლე­ლი ადამ­იანი, რო­გო­რიც ჯე­ინ ეარ­ია. არც ერ­თი იდი­ო­ტი ამა­ზე მე­ტად არ მო­იტყუ­ებ­და თავს ასე­თი ტკბი­ლი სიც­რუ­ით, არ და­ე­წა­ფებ­ოდა სა­წამ­ლავს, თით­ქოს ის მაც­ოცხლე­ბელი ნექ­ტ­რით სავ­სე ფია­ლა იყოს".
"ჰეი, შენ, - გან­ვაგრძობდი მე, - შენ გგო­ნია, რომ მო­ეწ­ონე მის­ტერ რო­ჩეს­ტერს? შენ შეგ­წევს ძა­ლა, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ას­იამოვნო? მის­თ­ვის რა­მეს წარ­მოად­გენ? თა­ვი და­მა­ნე­ბე, შე­ნი უგუ­ნუ­რე­ბა გულს მი­რევს. გა­ხა­რებ­და ის შემ­თხვევითი ორაზ­როვანი სიტყ­ვე­ბი, თით­ქოს უპი­რა­ტეს­ობას გან­იჭებ­და ეს ბრწყინ­ვა­ლე ოჯა­ხიშ­ვი­ლი, ჯენ­ტლმენი, მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოების ადამ­იანი შენ, მის ხელ­ქვეი­თსა და გამ­ოუცდელ პი­როვ­ნე­ბას? რო­გორ ბე­დავ, შე საბ­რალო ჩურ­ჩუ­ტო! ნუ­თუ, სა­კუ­თარ­მა ინ­ტე­რე­სებ­მა მა­ინც არ და­გა­ჭკვ­ია­ნა? მთე­ლი დღე შენს გო­ნე­ბაში ნათ­ლად ცოცხ­ლობ­და წი­ნა ღა­მით მომ­ხ­და­რი პა­ტა­რა ამ­ბავი, არა? და­მა­ლე სა­ხე და უნ­და გრცხვენ­ოდეს! რა­ღ­აც ქე­ბის მსგავ­სი გითხ­რა პირ­ში, არა? უჭ­კუო თო­ჯი­ნავ! კარ­გად გა­ახ­ილე ეგ ბინ­დ­გა­და­კრული თვა­ლები, იფიქ­რე ამ შენს უბად­რუკ უგუ­ნუ­რე­ბა­ზე! არც ერთ ქალს არ მო­უ­ტანს სიკ­ე­თეს მას­ზე მა­ღ­ლა მდგო­მი ადამ­იანის ქათ­ინაუ­რები, თუ ის მარ­თლაც არ აპ­ირებს მის ცო­ლად შერ­თვას. სი­გიჟ­ე­ა, რომ რო­მელ­იმე ქა­ლი თა­ვის გულ­ში ამაო სიყ­ვა­რუ­ლით დან­თებულ ხან­ძარს ააგ­იზგიზებს. სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც ცალ­მხრივია და გაუ­მხე­ლელი, თვი­თონ სპობს თა­ვის მა­საზ­რდოე­ბელს - სი­ცოცხ­ლეს. გა­მჟ­ღ­ავ­ნების შემ­თხვე­ვაში კი, თუნ­დაც მას სიყ­ვა­რუ­ლით უპა­სუ­ხონ, ის ემ­სგავ­სე­ბა შორს მოკ­ია­ფე სი­ნათ­ლეს, ტრა­მა­ლებში რომ შეი­ტყუებს ადამ­იანს და უკ­ან და­სა­ხევ გზას მო­უჭ­რის.

- მაშ, ჯე­ინ ეარ, მო­ის­მი­ნე შე­ნი გა­ნა­ჩენი: ხვალ დი­ლით შენ აიღ­ებ სა­რკ­ეს, წინ დაი­დგამ და და­ხა­ტავ სა­კუ­თარ პორ­ტ­რეტს - ოღონდ ზუს­ტად: არც ერთ შენს ნა­კლს არ შე­ა­ლა­მა­ზებ; არ გამ­ოტოვებ სა­ხის არც ერთ უხეშ ხაზ­საც კი; არ შე­არ­ბილებ შე­ნი სა­ხის უს­წო­რო ნა­კვ­თებს; ქვეშ მია­წერ: უთ­ვის­ტო­მო, ღა­რი­ბი და უბ­რა­ლო აღმ­ზრდელის სუ­რა­თი. შემ­დეგ აიღე სპი­ლოს ძვლის ფირ­ფი­ტა - შენ გაქვს ის შენს სა­ხა­ტავ ყუთ­ში, - შე­ნი პალ­იტრა, აუ­რიე ყვე­ლა­ზე ახა­ლი, კარ­გი და სუფ­თა სა­ღ­ე­ბა­ვები; აი­რჩიე ყვე­ლა­ზე კარ­გი აქ­ლემის თმის ფუნ­ჯი, შექ­მენი ყვე­ლა­ზე მშვენ­იერი სა­ხე, რო­გო­რიც კი შეგ­იძლია წარ­მო­იდ­გი­ნო; ყვე­ლა­ზე ნა­ზი ფე­რებით შე­ა­ფე­რა­დე; ეს სუ­რა­თი უნ­და ეთან­ხმებ­ოდეს მი­სის ფე­იერ­ფექსის მი­ერ აღ­წერილ ბლანშ ინ­გ­რემს. გახ­სოვდეს ყო­რა­ნი­ვით შა­ვი კუ­ლულები, მო­ელ­ვა­რე თვა­ლები. რო­გორ? შენ გინ­და ნი­მუ­შად მის­ტერ რო­ჩეს­ტერის თვა­ლები გამ­ოიყენო? გიბ­რ­ძა­ნებ! არავ­ითარი წუ­წუ­ნი! არავ­ითარი გრძნო­ბა! არავ­ითარი სი­ნა­ნუ­ლი! მხო­ლოდ გო­ნიე­რე­ბა და ნე­ბის­ყო­ფის სიმ­ტ­კი­ცე. არ და­ი­ვიწყო სა­ხის დი­დე­ბუ­ლი და, ამა­ვე დროს, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ნა­კვ­თები, მშვენ­იერი ყე­ლი და მოხ­დე­ნი­ლი გულ-მკ­ერდი, გამ­ოუჩინე მრგვა­ლი და გა­საო­ცრად ლა­მაზი მკ­ლავი და ჩა­მოს­ხ­მუ­ლი თი­თე­ბი; არ გამ­ოგრჩეს არც ბრი­ლი­ან­ტის ბე­ჭედი და არც სა­მაჯური; ზუს­ტად გად­მოეცი ჩაც­მულობა, უნა­ზესი ბაბ­თები და ბრწყინ­ვა­ლე ატ­ლასი, ლა­მაზი შარ­ფი და მოყ­ვი­თა­ლო ვარ­დი. ამ სუ­რათს უწო­დე: ბლან­ში, მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოების დი­დე­ბუ­ლი ასუ­ლი.

მო­მა­ვალში, თუ­კი შემ­თხვევით გულ­ში გაი­ვლებ აზრს, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მოს­წონ­ხარ, ამ­ოიღე ეს ორი­ვე სუ­რა­თი და ერ­თმა­ნეთს შე­ა­და­რე; თქვი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი უთუ­ოდ დაი­მსახ­ურებს ამ კე­თილ­შო­ბი­ლი ლე­დის სიყ­ვა­რულს, თუ­კი ეც­დე­ბა. ნუ­თუ შეი­ძლე­ბა მან რა­მე სერ­იოზულად იფიქ­როს ამ ღა­რიბ და შეუ­მჩნე­ველ მდაბ­იოზე?" ასეც მო­ვიქ­ცე­ვი", - გა­დავ­წყვიტე. ამ გა­დაწ­ყვეტ­ილების მიღ­ების შემ­დეგ დავ­მ­შ­ვიდ­დი და ჩა­მეძ­ინა.
სიტყ­ვა შე­ვას­რულე. ერ­თი თუ ორი სა­ათი სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა, რომ ფე­რადი ფან­ქრებით სა­კუ­თარი პორ­ტ­რე­ტი და­მე­ხა­ტა, და თით­ქ­მის ორ კვ­ირაში მის ბლან­შის სპი­ლოს ძვლის მი­ნი­ატ­იურა და­ვამ­თავ­რე. სა­კ­მაოდ მშვენ­იერი გამ­ოვიდა. რო­დე­საც ის ჩემ მი­ერ შექ­მ­ნილ სა­კუ­თარ პორ­ტ­რეტს შე­ვა­და­რე, სხვაო­ბა სწო­რედ ისე­თი დი­დი იყო, რო­გო­რიც ჩე­მი გო­ნე­ბის თვალს უნ­დო­და. მუ­შაო­ბამ ნა­ყო­ფი გამ­ოიღო. გო­ნე­ბა და ხე­ლები გარ­თულ­ნი იყ­ვ­ნენ საქ­მით. ამან ძა­ლა შემ­მა­ტა და გან­მიმტკი­ცა ის გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა, რო­მე­ლიც მინ­დო­და წარ­უშლე­ლად აღ­ბეჭდილიყო ჩემს გულ­ში.
სულ მა­ლე სა­კუ­თარ თავს მი­ვუ­ლო­ცე. შევ­ძელი, ჩე­მი ფიქ­რე­ბი იმ წე­სის­თ­ვის და­მემ­ორჩილებ­ინა, მა­ლამოდ რომ გულ­ზე მე­დებ­ოდა. ამის წყა­ლო­ბით შევ­ძელი სა­თა­ნადო სიმ­შ­ვი­დით შევ­ხვედროდი შემ­დ­გომ ამ­ბებ­საც. ეს ამ­ბები რომ ად­რე მომ­ხ­და­რი­ყო და ასე აღ­ელ­ვებული დავ­ხვედროდი, უდა­ვოდ, ძა­ლა არ მეყ­ოფოდა, თუნ­დაც ზე­რე­ლედ გად­მომე­ცა ყო­ველ­ივე.


თა­ვი მეთვრამეტე

ერ­თმა კვ­ირამ ისე გა­ია­რა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისა არა­ფერი ის­მო­და. ათი დღ­ეც გავ­იდა. ის ჯერ კი­დევ არ დაბ­რუნებულიყო. მი­სის ფე­იერ­ფექსის თქმით, გა­სა­კვირი არ იყო, თუ ის ლი­ი­დან პირ­და­პირ ლონ­დონ­ში წავ­იდოდა, იქი­დან - ევ­როპაში და, შეი­ძლებ­ოდა, თორ­ნ­ფილ­დისკ­ენ მთე­ლი წლის გან­მავ­ლობაში პი­რიც არ ექ­ნა. მის­თ­ვის ჩვეუ­ლებრივი ამ­ბავი იყო ასე უეც­რად და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გამ­გზავ­რე­ბა. ამის გაგ­ონე­ბა­ზე გა­მა­ჟ­რჟო­ლა და გულ­ში რა­ღ­აც ჩამ­წყდა. იმედ­გაც­რუების და­მაუ­ძლურე­ბელი გრძნო­ბა კვ­ლავ მეუ­ფლებ­ოდა. გო­ნე­ბა მო­ვიკრ­იბე, გავ­იხსე­ნე ჩე­მი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა და გრძნო­ბე­ბი დავ­იოკ­ე. გამ­იკვ­ირდა კი­დეც, რო­გორ დავ­ძლიე ეს დრო­ე­ბი­თი ცდუ­ნე­ბა, რო­გორ მო­ვი­შო­რე მცდა­რი ფიქ­რი, თით­ქოს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის საქ­ციელს რაი­მე სა­სი­ცოცხ­ლო მნიშ­ვ­ნელ­ობა ჰქონ­და ჩემ­თ­ვის. ჩემს თავს ვუთხა­რი:

"აბა, რა საქ­მე გაქვს თორ­ნ­ფილ­დის პატ­რონთან. შენ მხო­ლოდ ხელ­ფასს იღ­ებ მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შვი­ლო­ბი­ლის აღ­ზ­რ­დის­თ­ვის. გარ­და ამ­ისა, მად­ლობელიც უნ­და იყო, ასე პატ­ივისცემით და გულკ­ეთ­ილად რომ გეპ­ყრობიან. უფ­ლე­ბა გაქვს, ასეთ მოპყ­რო­ბას ელ­ოდე, თუ­კი შენს მო­ვა­ლეო­ბას კეთ­ილსინდისიე­რად შე­ას­რულებ. დარ­წმუნებული იყა­ვი, რომ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის აზ­რით, მხო­ლოდ ასე­თი კავ­ში­რი შეი­ძლე­ბა იყოს თქვენ შო­რის. ასე რომ, ნუ შეს­წირავ მას შენს ფა­ქიზ სიყ­ვა­რულს, აღ­ტა­ცე­ბას, ნუ გაი­წა­მებ თავს. ის შე­ნი წრის არ არის. ზურგს ნუ უჩ­ვე­ნებ შენს გვარს. თავს პა­ტი­ვი ეცი და სა­კუ­რთხე­ველ­ზე ნუ მი­ი­ტან მთელ შენს სიყ­ვა­რულს, სულს, გულს - ენერ­გიას მა­შინ, რო­დე­საც ეს სა­ჭი­რო არ არის, რო­დე­საც ამას ვერ და­ა­ფა­სე­ბენ და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სი­ძულ­ვი­ლი­თაც კი უარ­ყონ".
მშვი­დად გან­ვაგრძობდი ჩემს ყო­ველ­დღიურ საქ­მიან­ობას. ხან­და­ხან, მარ­თალ­ია, ბუნ­დოვ­ნად, მაგ­რამ თავ­ში უკ­ვე რა­ღ­აც აზ­რები მიტ­რია­ლებ­და. ვცდი­ლობ­დი, და­მე­საბ­უთებ­ინა ჩემ მი­ერ თორ­ნ­ფილ­დის დატ­ოვების შე­საძ­ლებ­ლობა. ჩემ­და უნებ­ურად, ვი­გო­ნებ­დი გან­ცხა­დე­ბებს და ვფიქ­რობ­დი, სად ამ­ომერ­ჩია ახა­ლი ად­გი­ლი. სა­ჭი­როდ არ ვთვლი­დი, გან­მე­დევ­ნა ეს ფიქ­რე­ბი. ისი­ნი მა­ინც გაჩ­ნდებ­ოდნენ და, ალ­ბათ, თავ­იანთ შე­დეგ­საც გამ­ოიღ­ებ­დნენ.

უკ­ვე ორ კვ­ირა­ზე მე­ტი გავ­იდა, რაც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი არ ჩან­და. ერთ დღ­ეს მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა ფოს­ტით წე­რი­ლი მი­ი­ღო.
- ეს პატ­რონისგან არის, - თქვა მან, რო­დე­საც მი­სა­მართს და­ხე­და. - ახ­ლა გავ­იგებთ, უნ­და ვე­ლო­დოთ მას თუ არა.
და­ბეჭდილი კო­ნვერტი გახ­სნა და წე­რი­ლის კი­თხვას შეუ­დგა. კი­თხულობდა გულ­დას­მით. მე კი ყა­ვის სმა გან­ვაგ­რძე (ჩვენ ამ დროს ვსა­უზ­მობ­დით); ყა­ვა ცხე­ლი იყო და ამ­იტომაც მო­მე­დო სა­ხე­ზე ალ­მუ­რი. მაგ­რამ ხე­ლი რა­ღ­ად ამ­იცახ­ცახ­და? რა­ტომ და­მე­ღ­ვა­რა ყა­ვა ლამ­ბაქ­ზე? ამა­ზე ფიქ­რი არ მინ­დო­და.
- იცით, ზოგ­ჯერ ვფიქ­რობ, რა მეტ­ისმე­ტად მიყ­რუ­ებ­ულად ვცხოვ­რობთ-მეთ­ქი, მაგ­რამ ახ­ლა დი­დი საქ­მე გვე­ლის გა­რკ­ვეული შემ­თხვევის გა­მო, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, რამ­დენ­იმე ხანს მა­ინც, - თქვა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. წე­რი­ლი კვ­ლავ სათ­ვა­ლეს­თან ახ­ლოს ეჭ­ირა.
ვიდ­რე თავს ნე­ბას მივ­ცემ­დი, შე­ვკითხოდი, ადელს წინ­სა­ფარ­ზე გახ­ს­ნი­ლი ბაბ­თები შევ­უბნიე, კი­დევ ერ­თი ფუნ­თუ­შა მი­ვაწ­ოდე, ჭი­ქა რძით ხელ­მეო­რედ შევ­უვსე და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ ვკი­თხე გულ­გ­რი­ლად:

- ალ­ბათ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ჯერ კი­დევ არ დაბ­რუნდე­ბა?
- პი­რი­ქით, დაბ­რუნდე­ბა და ძალ­იან მა­ლე. სამ დღ­ეში აქ იქ­ნე­ბა, რო­გორც ის იწე­რე­ბა. ესე იგი, შემ­დეგ ხუთ­შა­ბათს. თა­ნაც, მარ­ტო არ მო­დის. ნე­ტა, ლი­ი­ში თავ­მოყ­რი­ლი იმ მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოებ­იდან რამ­დენი აპ­ირებს მას­თან ერ­თად ჩამ­ოსვლას. ბრძა­ნებს, მზად დახ­ვდეს ყვე­ლა სა­უკ­ე­თესო საძ­ინე­ბელი ოთა­ხი; გა­კრ­იალ­დეს ბიბ­ლი­ო­თე­კა და მი­სა­ღ­ები ოთა­ხები. მით­ვ­ლის, მილ­კო­ტის სას­ტუმ­რო "ჯორ­ჯი­დან" ვი­ქი­რა­ვო მზა­რეუ­ლები და, თუ შევ­ძლებ, სხვა ად­გილებ­იდა­ნაც. ქალ­ბატ­ონებს თავ­იანთი პი­რის­ფა­რეშნი მოჰ­ყ­ვებ­იან და მა­მა­კ­ა­ცებს - მსა­ხურ­ნი. ასე რომ, სახ­ლი მთლად გაი­ვსე­ბა.

მი­სის ფე­იერ­ფექსის წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბა გა­მარ­თლდა. მომ­დევ­ნო სა­მი დღის გან­მავ­ლობაში ფუს­ფუ­სი წა­მით არ მიმ­წყ­და­რა. აქამ­დე ვფიქ­რობ­დი, თორ­ნ­ფილ­დ­ში ყვე­ლა ოთახ­ში იდე­ალური სი­სუფ­თა­ვე სუ­ფევს და მშვენ­ივრად არის ოთა­ხები მოწყო­ბი­ლი-მეთ­ქი, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ვცდე­ბო­დი. სა­მი ქა­ლი დაი­ხმა­რეს. ისე ხე­ხავ­დნენ იქაუ­რობას ჯაგ­რი­სით, რეც­ხავ­დნენ, წმენ­დდნენ, ნო­ხებს ბერ­ტყავ­დნენ, სა­რკ­ე­ებ­სა და ჭა­ღ­ებს აპ­რია­ლებ­დნენ, სუ­რა­თებს ხან ხსნიდ­ნენ და ხან კი­დებ­დნენ. ოთა­ხებში აგ­იზგიზებული ბუხ­რე­ბის წინ ისე ამ­ზეუ­რებ­დნენ ბუმ­ბუ­ლის საბ­ნებს, გა­და­სა­ფა­რებ­ლებს, რომ ასე­თი რამ ჩემს ცხოვ­რე­ბაში არც წი­ნათ და არც შემ­დეგ არ მი­ნა­ხავს. ადე­ლი გი­ჟი­ვით დარ­ბოდა. სტუმ­რე­ბის და­სახ­ვედ­რად მზა­დე­ბამ და ლო­დინ­მა, რო­გორც ჩანს, ისიც აა­ღ­ელ­ვა. მან აი­ძულა სო­ფი, გა­და­ეთ­ვალ­იე­რებ­ინა მთე­ლი მი­სი "ტუა­ლეტი", რო­გორც ის თა­ვის კა­ბებს უწო­დებ­და; მო­დი­დან გა­მო­სუ­ლი კა­ბები გა­ე­ახ­ლებ­ინა, გა­ემ­ზეუ­რებ­ინა და ახ­ლები და­ემ­თავ­რებ­ინა. თვი­თონ შე­ნო­ბის წი­ნა მხა­რეს გან­ლა­გებულ ოთა­ხებში დარ­ბოდა, საწ­ოლებ­ზე ხტებ­ოდა, წვებ­ოდა ლეი­ბებ­ზე და ცეცხ­ლის პი­რას დაგ­როვებულ მუ­თა­ქებ­სა და ბალ­იშებ­ზე. მე­ცად­ინეო­ბისგან გა­ვა­თავ­ისუფლე. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მთხო­ვა, დავ­ხმა­რებოდი; ამ­იტომაც მთელ დღ­ე­ებს სა­კუ­ჭნაოში ვა­ტა­რებდი, ვეხ­მა­რებოდი ან ხელს ვუშ­ლი­დი მას და მზა­რეულს; ვსწავ­ლობ­დი კრე­მის, ხაჭ­ოსა და ფრან­გუ­ლი ნამ­ცხვრების გა­კ­ე­თე­ბას, ფრინ­ვე­ლის შეწ­ვას, სა­დე­სერტო ლან­გრების მორ­თ­ვას.
სტუმ­რებს ხუთ­შა­ბათს, ექ­ვ­სი სა­ათისთვის სად­ილად ელ­ოდნენ. მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში ოც­ნე­ბის დრო აღ­არ მრჩებ­ოდა. მახ­სენ­დე­ბა, ადელ­ზე თუ აღ­ა­რა­ფერს ვიტყ­ვი, მეც სხვე­ბი­ვით საქ­მეში ვი­ყა­ვი ჩაბ­მუ­ლი და ვმხი­ა­რუ­ლობ­დი. თუმ­ცა, დრო­დად­რო გულ­ში რა­ღ­აც ჩამ­წყდებ­ოდა თით­ქოს, ჩემ­და უნებ­ურად, ეჭ­ვების, ავის მო­მას­წა­ვე­ბელი გრძნო­ბებ­ისა და შავ­ბნელი ფიქ­რე­ბის სამ­ყაროში ამოვ­ყოფ­დი ხოლ­მე თავს. ეს ხდებ­ოდა მა­შინ, რო­დე­საც მე­სა­მე სარ­თუ­ლის კი­ბის კა­რი (რო­მელ­საც ბო­ლო ხანს ყო­ველ­თ­ვის კე­ტავ­დნენ) წყნა­რად გა­იღ­ებ­ოდა და შემ­თხვევით თვალს მოვკ­რავდი, რო­გორ შემ­ოვიდოდა გრე­ის პუ­ლი გა­ხა­მებული ჩა­ჩით, თეთ­რი წინ­საფ­რითა და მან­დი­ლით. ვხე­დავდი, რო­გორ მი­დი­ო­და ტა­ლანში. მი­სი რბი­ლი ფაჩ­უჩები სულ მცი­რე ხმაუ­რსაც კი არ იწ­ვევ­და. ვამ­ჩნევდი, რო­გორ ათ­ვალ­იე­რებ­და სა­წოლ ოთა­ხებს, სა­დაც ყვე­ლა­ფერს ალა­გებ­დნენ და ფუს­ფუ­სებ­დნენ. მი­ვი­დო­და, ალ­ბათ, იმის­თ­ვის, რომ ორი­ო­დე სიტყ­ვით ეს­წავ­ლებ­ინა დაქ­ირა­ვებული ქა­ლის­თ­ვის, რო­გორ გა­ეპ­რია­ლებ­ინა მარ­მარილოს ბუხ­რის თა­ვი, კე­დელ­ზე გა­კრული შპა­ლერ­იდან ამ­ოეწ­მინდა ლა­ქები, და შემ­დეგ გზას გა­ნაგ­რძობდა. დღ­ეში ერ­თხელ ჩავ­იდოდა სამ­ზა­რეულოში, ისად­ილებ­და, ბუხ­რის წინ პა­ტა­რა ჩი­ბუხს გა­აბ­ოლებ­და და უკ­ან ბრუნ­დებ­ოდა: თან სუ­რით თა­ვის ჩაბ­ნე­ლებულ ბუ­ნაგ­ში სა­ნებივროდ ლუ­დი აჰ­ქონდა. დღ­ე­-ღ­ამის გან­მავ­ლობაში მხო­ლოდ ერთ სა­ათს თუ დაჰყ­ოფდა ხოლ­მე თავ­ისივე მსგავს ხელ­ქვეი­თებ­თან. და­ნარ­ჩენ დროს მე­სა­მე სარ­თულზე, თა­ვის და­ბალ­ჭერ­იან, მუ­ხისხისპა­ნე­ლებ­იან ოთახ­ში ატა­რებ­და. იქ იჯ­და ის უმე­გობ­რო, რო­გორც საპ­ყრობილეში გამ­ოკ­ეტილი პატ­იმარი და ქსოვ­და, თან, ალ­ბათ, თა­ვის­თ­ვის სა­ზარ­ლად იცი­ნო­და კი­დეც.

ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­კვ­ირვებ­და, რომ ამ სახ­ლ­ში, ჩემ გარ­და, არც ერ­თი ადამ­იანი ყუ­რა­დღ­ე­ბას არ აქ­ცევ­და მის ამ თვი­სე­ბებს და, რო­გორც ჩანს, არც უკვ­ირდათ. არა­ვის მოს­დი­ო­და თავ­ში აზ­რად, ეფ­იქრა მის მდგო­მა­რეო­ბა­სა და ად­გილზე; არა­ვინ იბ­რა­ლებ­და მას, ასე­თი გან­დეგილი და მი­ტო­ვე­ბუ­ლი რომ იყო. ერ­თხელ ყუ­რი მოვკ­არი ლი­სა და დაქ­ირა­ვებული ქა­ლის საუ­ბარს. ისი­ნი გრე­ის პულ­ზე ლა­პა­რა­კო­ბდნენ. ლიმ რა­ღ­აც თქვა, რაც ვერ გავ­იგონე. დაქ­ირა­ვებ­ულმა ქალ­მა ჰკი­თხა:
- მგო­ნი, კარ­გად უხ­დი­ან, არა?
- დი­ახ, - უპას­უხა ლიმ, - ნე­ტა, მეც ამ­დენს მიხ­დიდ­ნენ. არ იფიქ­როთ, ჩემს ხელ­ფას­ზე ვწუ­წუ­ნებ­დე. არა, თორ­ნ­ფილ­დ­ში სი­ძუნ­წე არ სჩვევ­იათ, მაგ­რამ ჩვენ არ ვიღ­ებთ იმის მეხ­უთედ­საც კი, რა­საც გრე­ის პუ­ლი. ის ფულს აგ­როვებს, ყო­ველ სამ თვე­ში ერ­თხელ მილ­კო­ტის ბა­ნკში მი­დის. მას ახ­ლა სა­კ­მაოდ დი­დი თან­ხა აქვს დაგ­როვებული, არც უნ­და მიკვ­ირდეს. წას­ვლა რომ უნ­დო­დეს, ალ­ბათ, შეძ­ლებ­და დამ­ოუკი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბას, მაგ­რამ მი­ეჩ­ვია აქაუ­რობას. გარ­და ამ­ისა, ჯერ ორ­მო­ცი­საც არა­ა, ღო­ნიერ­ია, ჯან­მრთელი და ყვე­ლა­ფერი შეუ­ძლია. ჯერ მის­თ­ვის მეტ­ისმე­ტად ად­რე­ა, მუ­შაო­ბას თა­ვი და­ა­ნებოს.
- უნ­და ით­ქ­ვას, რომ საქ­მე კარ­გად იცის, - თქვა დაქ­ირა­ვებ­ულმა ქალ­მა.
- კი, მან შე­სან­იშნა­ვად იცის თა­ვი­სი საქ­მე, - უპას­უხა ლიმ მრა­ვალ­მნიშვნელ­ოვნად. - ბევ­რი ვერ შეძ­ლებს მის ად­გილას ყოფ­ნას, თუნ­დაც იმ ფუ­ლის­თ­ვის, ის რომ იღ­ებს.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, - გავ­იგონე პა­სუ­ხი. - ნე­ტა, პატ­რო­ნი თუ...
მო­მუ­შა­ვე ქა­ლი გაგ­რძე­ლე­ბას აპ­ირებ­და, მაგ­რამ ამ დროს ლი მობ­რუნ­და, თვა­ლი მომკ­რა და მაშ­ინვე მუჯ­ლუ­გუ­ნი ჰკ­რა თა­ვის მო­საუ­ბრეს.
- არა­ფერი იცის? - შემ­ომეს­მა ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბი.
ლიმ თა­ვი გა­აქ­ნია და, რა­სა­კვ­ირველ­ია, საუ­ბარიც შეწ­ყდა. მოს­მენ­ილმა ერთ რა­მეში და­მარ­წმუნა: თორ­ნ­ფილ­დი რა­ღ­აც სა­ი­დუმ­ლოს ფა­რავ­და და ამ სა­ი­დუმ­ლოს ჩემ­გან შეგ­ნებ­ულად მა­ლავ­დნენ.
დად­გა ხუთ­შა­ბათი. ოთხ­შა­ბათს, სა­ღ­ამ­ოსათვის, მთე­ლი სამ­უშაო დამ­თავ­რდა. ხალ­იჩები გაფ­ინეს, სა­წო­ლის ფარ­დები ლა­მა­ზად ჩამ­ოა­ფა­რეს, ლო­გი­ნის გა­და­სა­ფა­რებ­ლები თეთ­რად ქათ­ქა­თებ­და. ტუა­ლეტის მაგ­იდებ­ზე ყვე­ლა სა­ჭი­რო ნივ­თი ლა­მა­ზად და­ა­ლა­გეს. ავე­ჯი გა­ა­კრ­ია­ლეს, ყვავ­ილებით სავ­სე ვა­ზები შემ­ოიტა­ნეს, სა­წო­ლი და მი­სა­ღ­ები ოთა­ხები სი­სუფ­თა­ვით ბრწყი­ნავ­და. ამა­ზე მე­ტის გა­კ­ე­თე­ბა ადამ­იანის ძა­ლას აღ­ე­მა­ტებ­ოდა. ჰო­ლიც ასე­ვე ბრწყი­ნავ­და; მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი კედ­ლის სა­ათი, თვით კი­ბის სა­ფეხ­ურები და მო­ა­ჯი­რიც კი სა­რკ­ე­სავით პრია­ლებ­და. სა­სადილო ოთახ­ში ჭურ­ჭ­ლის კა­რა­და და შიგ შე­ლა­გებული ვერ­ცხ­ლის ჭურ­ჭე­ლი ადამ­იანს თვალს სჭრი­და. სას­ტუმ­რო ოთახ­ისა და ბუ­დუ­ა­რის ყო­ვე­ლი მხრი­დან უცხო მცე­ნა­რე­ები იჭყი­ტებ­ოდნენ.

სა­ღ­ამ­ოვდებ­ოდა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა სა­უკ­ე­თესო შა­ვი ატ­ლასის კა­ბა და ხელ­თათ­მანი ჩაი­ცვა, ოქ­როს სა­ათიც კი გა­იკ­ე­თა, რად­გან სწო­რედ მას უნ­და მიე­ღო სტუმ­რე­ბი და ქალ­ბატ­ონები მათ­თ­ვის გა­ნკუთვნილ ოთა­ხე­ბამ­დე მი­ეც­ილებ­ინა. ადელ­საც სურ­და გამ­ოპრან­ჭვა. ვფიქ­რობ­დი, მას არ მიე­ცემ­ოდა სტუმ­რებ­თან წარ­დ­გო­მის შე­საძ­ლე­ბელ­ობა, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, პირ­ველ­სა­ვე დღ­ეს მა­ინც, მაგ­რამ გო­გო­ნას გუ­ლი რომ არ დას­წყვეტ­ოდა, სო­ფის ნე­ბა დავ­რთე, ადე­ლის­თ­ვის მოკ­ლე, ნაო­ჭე­ბასხმული აბ­რეშუმის კა­ბა ჩა­ეც­მია; თვი­თონ კი არ მი­ფიქ­რია, კა­ბა გამ­ომეც­ვა­ლა. ვი­ცო­დი, იმ დღ­ეს ჩე­მი სე­ნა­კი­დან არ გა­მო­ვი­დო­დი (ა­სე ვუ­წო­დებ­დი სა­მე­ცადინო ოთახს), რად­გან იგი ჩემ­თ­ვის ახ­ლა მარ­თლაც სე­ნა­კ­ად იქ­ცა, "მწუ­ხა­რების ჟამს სა­ამო თავ­შე­საფ­რად".

გა­ზაფხულის მშვი­დი, თბი­ლი დღე იყო, ერ­თ-ერ­თი იმ დღ­ე­თა­განი, მარ­ტის დამ­ლევ­სა და აპ­რი­ლის და­საწყისში რომ იცის და მზი­ა­ნი და­რი დე­დამ­იწა­ზე ზაფხუ­ლის მო­ახ­ლოე­ბას რომ გვამ­ც­ნობს ხოლ­მე. დღე ილეო­და. მო­სა­ღ­ამ­ოვდა, მაგ­რამ მა­ინც თბი­ლო­და. სა­მე­ცადინო ოთახ­ში ღია ფან­ჯა­რას­თან ვი­ჯე­ქი და ვსაქ­მიანობდი.
- უკ­ვე სა­ღ­ამ­ოვდე­ბა, - თქვა კა­ბის შა­რი­შუ­რით ჩემს ოთახ­ში შემ­ოსულმა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. - რა კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, სა­დი­ლი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისგან ნაბ­რძა­ნები ექ­ვ­სი სა­ათის ნაც­ვლად შვი­დის­თ­ვის რომ მო­ვამ­ზა­დებ­ინე. ახ­ლა უკ­ვე შვი­დის ნა­ხე­ვარ­ია. ჯო­ნი გავ­გზავ­ნე ჭიშკ­არ­თან, ნა­ხოს, ხომ არ მო­დი­ან. ჭიშკრ­იდან მილ­კო­ტისკ­ენ მი­მა­ვალი გზა კარ­გად ჩანს. - მი­სის ფე­იერ­ფექსი ფან­ჯა­რას­თან მი­ვი­და. - აი, ისიც, - წამ­ოიძა­ხა.
- აბა, ჯონ, - და ფან­ჯრიდან გა­და­ხე­და, - გამ­ოჩნდნენ?
- მო­დი­ან, ქალ­ბატონო, - მო­ის­მა პა­სუ­ხი. - ათ წუთ­ში აქ იქ­ნებ­იან.

ადე­ლი ფან­ჯა­რას მი­ვარ­და. მეც მივ­ყე­ვი. ვე­ცა­დე, ფარ­დას ისე მოვ­ფა­რებოდი, რომ ყვე­ლა­ფერი და­მე­ნა­ხა და არ გამ­ოვჩენ­ილიყავი.
ჯო­ნის ათი წუ­თი გაუ­თა­ვე­ბელი მეჩ­ვე­ნა. რო­გორც იქ­ნა, გავ­იგონე ეტ­ლების ბორ­ბ­ლე­ბის ხმა­უ­რი. ოთხ­მა ცხენ­ოსან­მა შემ­ოაჯ­ირითა ცხე­ნები სა­ეტლო გზა­ზე. მათ ორი ღია კა­რე­ტა მოჰ­ყ­ვა. გაფ­რია­ლებული პირ­ბა­დე­ებ­ისა და მო­სარ­თავი ბუმ­ბუ­ლებ­ისგან ეტ­ლი არც კი ჩან­და. ორი ახალ­გაზ­რდა ცხენ­ოსანი მხი­არ­ულად მოა­გელ­ვებ­და ცხე­ნებს, მე­სა­მე თა­ვად მის­ტერ რო­ჩეს­ტერი იყო; თა­ვის შავ ცხენ­ზე, მეზ­რურზე იჯ­და. წინ პა­ი­ლო­ტი მორ­ბო­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერის გვერ­დით ვიღ­აც ლე­დი მო­აჯ­ირითებ­და ცხენს. ეს ორ­ნი მო­უძღო­დნენ და­ნარ­ჩენთ. ქა­ლის მე­წამული ფე­რის სა­ჯი­რი­თო სა­მო­სი თით­ქ­მის მი­წას სწვდებ­ოდა. ნი­ა­ვი გრძელ პირ­ბა­დეს უფ­რია­ლებ­და. მის გამ­ჭვირვა­ლე ნა­კ­ე­ცებს შო­რის ყო­რა­ნი­ვით შა­ვი, მშვენ­იერი თმა ბზი­ნავ­და.

- მის ინ­გ­რე­მი! - წამ­ოიძა­ხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა და დაბ­ლა, თა­ვი­სი ად­გილისკ­ენ გა­ეშ­ურა.
ცხენ­ოსნები გა­და­სახ­ვევ­ისკ­ენ გა­ე­მარ­თნენ. სწრა­ფა­დაც შეუ­ხვიეს იქ­ვე, სახ­ლის კუ­თხეში, და თვალს მიე­ფარ­ნენ. ადე­ლი მემ­უდა­რებ­ოდა, დაბ­ლა გა­მეშ­ვა, მაგ­რამ მუხ­ლ­ზე და­ვის­ვი და ვცა­დე ამეხ­სნა, რომ არავ­ითარ შემ­თხვე­ვაში არ შეი­ძლებ­ოდა იმ ქალ­ბატ­ონებ­თან მის­ვ­ლა; არც ახ­ლა და არც შემ­დ­გომ, ვიდ­რე არ დაუ­ძა­ხებ­დნენ, თო­რემ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ძალ­იან გა­ნაწ­ყენ­დებ­ოდა. კი­დევ უამ­რავი რამ ვუთხა­რი. ატ­ირდა პა­ტა­რა, რო­გორც იტყ­ვი­ან, "ცრემ­ლე­ბად და­იღ­ვა­რა", მაგ­რამ რო­გორც კი მკ­აცრი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ვიღ­ე, დაწ­ყნარ­და და ცრემ­ლები მო­იწ­მინ­და.

დარ­ბაზ­იდან მხი­ა­რუ­ლი ხმე­ბი და ხმა­უ­რი ის­მო­და. მა­მა­კ­აც­თა ბო­ხი და ქა­ლების წკრ­ია­ლა ხმე­ბი ერ­თმა­ნეთში ჰარ­მონიულად ირეო­და. თორ­ნ­ფილ­დის მე­პატრონის არ­ც­თუ ისე მა­ღ­ალი, მაგ­რამ მჟ­ღ­ერი ხმა აშკ­ა­რად გამ­ოირჩეო­და. ის თა­ვის ჭერ­ქვეშ იღ­ებ­და კე­თილ­შო­ბილ და მშვენ­იერ სტუმ­რებს. კი­ბე­ზე მსუ­ბუ­ქი ფე­ხის ხმე­ბი გაი­სმა. ასე­ვე მსუ­ბუ­ქად მი­მო­დი­ოდ­ნენ ტა­ლანში. მეს­მოდა ნა­ზი და მხი­ა­რუ­ლი სი­ცი­ლი, კა­რის გა­ღ­ებ­ისა და და­ხურ­ვის ხმა და დრო­დად­რო სი­ჩუ­მე.
-Elles chan­gent de to­i­let­tes, - თქვა ადელ­მა, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღ­ებით უს­მენ­და სტუმ­რე­ბის ყო­ველ მოძ­რაო­ბას. შემ­დეგ ამ­ოიოხრა. - Chez ma­man, - თქვა მან, -qu­and il y ava­it du mon­de, je le su­i­va­is par­to­ut, au sa­lon et â le­urs cham­b­res; so­u­vent je re­gar­da­is les fem­mes de cham­b­re co­if­fer et ha­bil­ler les da­mes, c’e­ta­it si amu­sant: com­me ce­la on ap­p­rend.
- არ გშია, ადელ?
-Mais oui, Mademoiselle; vo­ilâ cinq ou six he­u­res que no­us n’a­vons pas mangè..
- აბა, მაშ, ვიდ­რე ქალ­ბატ­ონები თავ­იანთ ოთა­ხებში არ­იან, დაბ­ლა ჩა­ვალ და რა­მეს ამ­ოვიტან.
ჩე­მი თავ­შე­საფ­რიდან ფრთხი­ლად გამ­ოვედი, უკ­ა­ნა კი­ბეს მი­ვაშ­ურე, საი­და­ნაც პირ­და­პირ სამ­ზა­რეულოში ჩა­ვი­დო­დი. იქ ყვე­ლა­ფერს სიცხის ალ­მუ­რი ას­დიოდა. გა­მა­ლებული ფუს­ფუ­სებ­დნენ. წვე­ნი და თევ­ზი თით­ქ­მის უკ­ვე მზად იყო. მზა­რეული ისე დახ­რი­ლი­ყო ცეც­ხლთან, გეგ­ონებ­ოდათ, სა­დაც არის, თვი­თო­ნაც ალი მოე­დე­ბაო. მო­სამ­სახ­ურე­თა ოთახ­ში ორი მე­ეტ­ლე და სა­მი მსა­ხუ­რი დამ­ხვდა. მათ­გან ზო­გი იდ­გა და ზო­გიც ცეცხლს შემ­ოსხდომოდა. პი­რის­ფა­რეშნი, ალ­ბათ, ქალ­ბატ­ონებს ახ­ლდნენ ზე­ვით. მილ­კო­ტიდან დაქ­ირა­ვებული ახა­ლი მო­სამ­სახ­ურე­ები ყველ­გან ფუს­ფუ­სებ­დნენ. ძლივს გავ­იკვ­ლიე გზა ამ არეუ­ლ-და­რეუ­ლობაში და ბო­ლოს სა­კუ­ჭნაოს მი­ვა­ღწ­იე. ავ­იღე წი­წი­ლა, პუ­რის ნა­ჭერი, ნამ­ცხვარი, ორი თეფ­ში, და­ნა-­ჩან­გალი და ამ ნა­დავლით დატ­ვირ­თუ­ლი სას­წრაფოდ უკ­ან დავ­ბ­რუნ­დი. უკ­ვე ტა­ლანში ვი­ყა­ვი. ის იყო, უკ­ა­ნა კი­ბის კარს ვხუ­რავ­დი, რომ ხმა­უ­რი შემ­ომეს­მა. ქალ­ბატ­ონები თავ­იანთი ოთა­ხებ­იდან გამ­ოდიოდნენ. სა­მე­ცადინო ოთა­ხამ­დე მა­თი ოთა­ხების წინ უნ­და გა­მევლო და, სან­ოვაგით ასე დატ­ვირ­თულს თუ დამ­ინა­ხავ­დნენ, უდა­ვოდ გაო­ცდებ­ოდნენ. ამ­იტომაც შევ­ჩერდი. უფან­ჯ­რო ტა­ლანში ჯერ ისე­დაც ბნელ­ოდა, ახ­ლა კი მზე ჩა­სუ­ლი იყო, ბინ­დ­დებ­ოდა და უკ­ვე აღ­ა­რა­ფერი ჩან­და იქ, სა­დაც მე ვი­დე­ქი.

ოთა­ხებ­იდან ერ­თიმეორის მი­ყო­ლე­ბით გამ­ოდიოდნენ მშვენ­იერი სტუმ­რე­ბი. თი­თო­ე­უ­ლი მხი­არ­ულად და მედ­იდურად გამ­ოდიოდა. მა­თი კა­ბები წყვდი­ად­ში ბრწყი­ნავ­დნენ. ერ­თხანს ტა­ლანის მეო­რე ბო­ლო­ში შეჯ­გუფდნენ და თავ­შე­კ­ა­ვებ­ულად ბჭობ­დ­ნენ რა­ღ­ა­ცა­ზე. შემ­დეგ კი, თით­ქოს გამ­ჭვირვა­ლე ნის­ლი ჩამ­ოეშ­ვა მთებ­იდანო, მსუ­ბუ­ქად ჩავ­იდნენ კი­ბე­ზე. ამ კრებ­ულმა მა­ნამ­დე ჩემ­თ­ვის გან­უცდელი მა­ღ­ალი წარ­მო­შო­ბის სი­ნატ­იფე მაგ­რძნობინა.
ადელს სა­მე­ცადინო ოთა­ხის კა­რი გა­ე­ღო და იჭყი­ტებ­ოდა. - რა ლა­მა­ზები არ­იან! - წამ­ოიძა­ხა მან ინ­გ­ლი­სუ­რად. - ნე­ტა, შეი­ძლებ­ოდეს მათ­თან მის­ვ­ლა! რო­გორ ფიქ­რობთ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მიგ­ვიწ­ვევს სა­დი­ლის შემ­დეგ?
- რა­სა­კვ­ირველ­ია, არა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს უამ­რავი საზ­რუნავი აქვს. ამ სა­ღ­ამოს ნუ ფიქ­რობ მათ­ზე. ხვალ, შე­საძ­ლე­ბელ­ია, მიხ­ვი­დე მათ­თან. ახ­ლა კი, აი, სა­დი­ლი მო­გი­ტა­ნე.

მარ­თლაც მო­ში­ებ­ოდა. წი­წი­ლამ და ნამ­ცხვარ­მა ცო­ტა ხნით მი­სი ყუ­რა­დღ­ე­ბა სხვა რა­მე­ზე გა­დაი­ტა­ნა. სო­ფი­საც გავ­უზია­რე ჩვე­ნი სა­დი­ლი. რა კარ­გად მო­ვი­ქე­ცი, რომ სად­ილზე ვიზ­რუ­ნე, თო­რემ ადე­ლი, მეც და სო­ფიც უსა­დი­ლოდ დავ­რჩებოდით. დაბ­ლა ყვე­ლას თავ­ბ­რუ ჰქონ­და დახ­ვეული და ჩვენ­თ­ვის არ ეცა­ლათ. დე­სერტი მხო­ლოდ ცხრა სა­ათის შემ­დეგ მი­ი­ტა­ნეს. ათ სა­ათ­ზეც კი მო­სამ­სახ­ურენი ჯერ კი­დევ წინ და უკ­ან დარ­ბოდნენ ლან­გრებ­ითა და ყა­ვის ფინ­ჯ­ნე­ბით. ადელს ნე­ბა დავ­რთე, ჩვეუ­ლებ­რივზე გვი­ან და­ეძ­ინა. მი­სი თქმით, აბა, რო­გორ დაი­ძინებ­და, ვიდ­რე კა­რების გა­ღ­ებ­ისა და და­ხურ­ვის ხმა და ხალ­ხის ფუს­ფუ­სით გამ­ოწვეული ხმა­უ­რი ის­მო­და. გარ­და ამ­ისა, - ამ­ბობდა ის, - მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა რომ ვინ­მე გამ­ოგზავნოს და მე გახ­დი­ლი დავ­ხვდეო, et, alors, qu­el dom­ma­ge!
ვუ­ამ­ბობ­დი სხვა­დას­ხვა ამ­ბავს, ვიდ­რე მოს­მე­ნის თა­ვი ჰქონ­და, შემ­დეგ კი, გა­ხალ­ისების მიზ­ნით, ტა­ლანში გამ­ოვიყვა­ნე. ჰო­ლი გა­ეჩ­ირა­ღდ­ნებ­ინათ. ადე­ლი გა­ერთო. მო­აჯ­ირიდან გა­დაჰ­ყურებ­და მო­სამ­სახ­ურე­ებს, წინ და უკ­ან რომ დარ­ბოდნენ. უკ­ვე სა­კ­მაოდ გვი­ა­ნი იყო, რო­დე­საც მი­სა­ღ­ები ოთახ­იდან, სა­დაც რო­ი­ა­ლი გა­და­ე­ტა­ნათ, მუ­სი­კის ხმე­ბი მო­ის­მა. ადე­ლი და მე კი­ბის და­საწყისში, სა­ფეხ­ურებ­ზე ჩამ­ოვსხედით და ვუს­მენ­დით. გაი­სმა მშვენ­იერი მუ­სი­კა და სიმღ­ე­რა. რო­მელ­იღ­აც ლე­დი მღ­ერ­ოდა. მე­ტად სას­იამოვნო ხმა ჰქონ­და. შუა­ლე­დებში მხი­ა­რუ­ლი სა­უბ­რით გამ­ოწვეული ჟრ­იამული ის­მო­და. დიდ­ხანს ვუგ­დებ­დი ყურს. უცებ მივ­ხ­ვ­დი: სმე­ნას ვძა­ბავდი, რა­თა ეს ერ­თმა­ნეთში არე­უ­ლი ხმე­ბი გა­მე­რკვ­ია, სხვა­დას­ხვა კი­ლო­თი წარ­მოთ­ქ­მულ სიტყ­ვებ­ში მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ხმა გამ­ომეცნო. ჩემ­მა სმე­ნამ ეს მარ­თლაც შეძ­ლო. ახ­ლა უკ­ვე სხვა საზ­რუნავი გამ­იჩნდა: გა­მეგ­ონა წი­ნა­და­დე­ბები თუ არა, ცა­ლკ­ეული სიტყ­ვე­ბი მა­ინც.

სა­ათ­მა თერ­თმეტი და­რე­კ­ა. ადელს გა­დავ­ხე­დე. მას თა­ვი ჩემს მხარ­ზე ედო. თვა­ლებს ძლივს ახელ­და. ხელ­ში ავ­იყვა­ნე და თა­ვის სა­წოლ­ში ჩა­ვაწ­ვინე. ღა­მის პირ­ვე­ლი სა­ათი იქ­ნებ­ოდა, სტუმ­რე­ბი რომ დაი­შალ­ნენ და თავ­იანთი ოთა­ხებ­ისკ­ენ გა­ეშ­ურნენ.

მეო­რე დღ­ე­მაც ასე­ვე მხი­არ­ულად გა­ია­რა. სტუმ­რებ­მა თორ­ნ­ფილ­დის მეზ­ობლად მდე­ბა­რე ად­გილები და­ათ­ვალ­იე­რეს. დი­ლით ად­რე გაუ­დგნენ გზას. ზო­გი ცხე­ნებით და და­ნარ­ჩენნი - კა­რე­ტებით. არც მა­თი წას­ვლა გამ­ომპარ­ვია და არც დაბ­რუნე­ბა. რო­გორც პირ­ველ დღ­ეს, ახ­ლაც ცხენ­ოსანი ქა­ლი მის ინ­გ­რე­მი იყო, ხო­ლო მის გვერ­დით ცხენს კვ­ლავ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მია­გელ­ვებ­და. ეს წყვი­ლი და­ნარ­ჩე­ნებ­ისგან ოდ­ნავ მო­შო­რე­ბით მიქ­რო­და. ამ გა­რემ­ოე­ბა­ზე მი­ვუ­თი­თე მი­სის ფე­იერ­ფექსს, რო­მე­ლიც ჩემ­თან ერ­თად ფან­ჯა­რას­თან იდ­გა.
- თქვენ ბრძა­ნეთ, სა­ეჭ­ვოა, ისი­ნი დაქ­ორწინდნენო, - ვუთხა­რი მას. - მაგ­რამ ხე­დავთ, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი სხვებ­თან შე­და­რებით მას აშკ­ა­რა უპი­რა­ტეს­ობას აძ­ლევს.
- დი­ახ, უნ­და გითხ­რათ, რომ მარ­თალი ხართ. ეჭ­ვი არ არის, აღ­ტა­ცებ­ულია მის ინ­გ­რე­მით.
- და მის ინ­გ­რე­მიც მო­ხიბ­ლუ­ლია, - დავ­უმა­ტე. - შე­ხე­დეთ, რო­გორ იხ­რე­ბა მისკ­ენ, თით­ქოს სა­ი­დუმ­ლოდ რა­ღ­ა­ცა­ზე საუ­ბრობენო: ნე­ტა, შე­მეძლოს დავ­ინახო მი­სი სა­ხე. ჯერ თვა­ლიც არ მო­მიკ­რავს მის­თ­ვის.
- ამ სა­ღ­ამოს ნა­ხავთ, - მი­პას­უხა მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა. - შემ­თხვევით ვუთხა­რი მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, თუ რო­გორ ნატ­რობს ადე­ლი სტუმ­რე­ბის ნახ­ვას და მან მითხ­რა: მა­შინ, გა­მო­უშ­ვით მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში ნა­სად­ილევს. სთხო­ვეთ მის ეარს, თვი­თონ ჩამ­ოიყვანოს ადე­ლი!
- ეს, რა­სა­კვ­ირველ­ია, თა­ვაზ­იან­ობამ ათ­ქმევ­ინა. დარ­წმუნებული ვარ, არავ­ითარი საჭ­იროე­ბა არ მო­ითხოვს, რომ ჩავ­იდე, - ვუ­პას­უხე.
- იცით, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მო­ვახ­სე­ნე, რომ თქვენ არ ხართ ჩვე­უ­ლი ასეთ საზ­ოგად­ოე­ბას და, ჩე­მი აზ­რით, არ მო­ი­სურ­ვებს ასე­თი მხი­ა­რუ­ლი სტუმ­რე­ბის წი­ნა­შე წარ­დგე­ნას­-მეთ­ქი; თა­ნაც, სულ უც­ნო­ბე­ბის წი­ნა­შე. მან კი თავ­ისებ­ურად სწრა­ფად მო­მი­გო: - სი­სუ­ლე­ლე­ა! თუ უარს იტყ­ვის, გა­და­ეცით, რომ ეს ჩე­მი პი­რა­დი სურ­ვი­ლია. და, თუ კვ­ლავ იუა­რებს, უთხა­რით, რომ მი­ვალ და ძა­ლით ჩამ­ოვიყვან!
- ასე არ შე­ვაწ­უხებ, - ვუ­პას­უხე, - თუ სხვა­ნაი­რად არ ხერ­ხდე­ბა, რა გა­ეწ­ყობა. მაგ­რამ ძალ­იან არ მინ­და ჩას­ვლა. თქვენ იქ­ნე­ბით იქ, მი­სის ფე­იერ­ფექს?
- არა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ვთხო­ვე, გა­ვე­თავ­ისუფლებ­ინე და უარი არ მითხ­რა. ახ­ლა გეტყ­ვით, რო­გორ აიცი­ლოთ თავ­იდან მათ წი­ნა­შე გამ­ოჩენით გამ­ოწვეული დაბ­ნეუ­ლობა: ეს ხომ ყვე­ლა­ზე უსი­ამ­ოვნოა. ვიდ­რე სტუმ­რე­ბი მაგ­იდიდან აი­შლებ­იან და მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში არა­ვინ იქ­ნე­ბა, შე­დით შიგ და ამ­ოირჩიეთ წყნა­რი კუ­თხე; თუ თქვენ­თ­ვის სას­იამოვნო არ იქ­ნე­ბა იქ ყოფ­ნა, რო­დე­საც მა­მა­კ­ა­ცებიც შემ­ოვლენ, შეგ­იძლიათ, გამ­ოხვიდეთ. მხო­ლოდ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა გნა­ხოთ, რომ იქ ხართ, და შემ­დეგ გა­მო­დით. თქვენ წამ­ოსვლას არა­ვინ შენ­იშნავს.
- რო­გორ ფიქ­რობთ, დიდ­ხანს აპ­ირე­ბენ დარ­ჩე­ნას?

- ალ­ბათ, ორ ან სამ კვ­ირას. მეტს კი აღ­არ დარ­ჩებ­იან. სა­ა­ღდგომო დას­ვე­ნების შემ­დეგ სერ ჯორჯ ლი­ნი, რო­მე­ლიც ამ ბო­ლო დროს პარ­ლა­მენტის წევ­რად აი­რჩიეს მილ­კო­ტიდან, უნ­და გა­ემ­გზავროს და მო­ვა­ლეობის შეს­რულე­ბას შეუ­დგეს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც, ალ­ბათ, თან გაჰ­ყვე­ბა. მიკ­ვირს, ამ­დენ ხან­საც რომ დარ­ჩა თორ­ნ­ფილ­დ­ში.

გუ­ლის კა­ნკ­ალით ვე­ლო­დი იმ წუთს, რო­დე­საც ჩემს აღ­საზ­რდელ­თან ერ­თად მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში უნ­და ჩავ­სულიყავი. ადელ­მა, რო­გორც კი გაი­გონა, იმ სა­ღ­ამოს სტუმ­რებ­თან ჩას­ვ­ლის ნე­ბა მეძ­ლე­ვაო, მთელ დღ­ეს ვერ მო­ის­ვე­ნა, ღე­ლავ­და. მხო­ლოდ მა­შინ დამ­შვიდდა, რო­ცა სო­ფიმ სას­ტუმ­როდ გამ­ოპრან­ჭა. მე­ტად დი­დი მნიშ­ვ­ნელ­ობა ჰქონ­და მის­თ­ვის, რო­გორ ჩა­აც­მევ­დნენ და ამ ამ­ბავ­მა მთლად შე­იპყ­რო. თმა ლა­მა­ზად და­ვარც­ხნეს; კუ­ლულები მხრებ­ზე ეფ­ინებ­ოდა; ჩა­აც­ვეს ვარ­დისფერი ატ­ლასის კა­ბა; სარ­ტყელი გამ­ოუბაფ­თეს; მაქ­მანის ხელ­თათ­მანიც მო­არ­გეს. გო­გო­ნამ მსა­ჯუ­ლი­ვით სე­რი­ო­ზუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ი­ღო. სა­ჭი­როც არ იყო, გვეთ­ქვა, კა­ბას გაფ­რთხილებ­ოდა, კო­ხტად ყო­ფი­ლი­ყო. ჩა­აც­ვეს თუ არა, თა­ვის პა­ტა­რა სკ­ამ­ზე ფრთხი­ლად ჩამ­ოჯდა, ატ­ლასის კა­ბა აი­წია, რომ არ დაჭ­მუჭნოდა, და მარ­წმუნებ­და, არ გავ­ინძრევი, ვიდ­რე თქვენც მზად არ იქ­ნე­ბი­თო. ჩემ ჩაც­მას დი­დი დრო არ დას­ჭირვებ­ია. ჩა­ვიც­ვი ჩე­მი სა­უკ­ე­თესო კა­ბა (ვერც­ხლისფერი, მის ტემ­პ­ლის ქორ­წი­ლის­თ­ვის რომ ვი­ყი­დე და შემ­დეგ აღ­არც ჩამ­იცვამს), თმა სა­დად დავ­ივარც­ხნე; ჩე­მი ერ­თა­დერთი სა­მკ­აული - მარ­გალიტის გულ­საბ­ნევი - გავ­იკ­ე­თე და ჩა­ვედით.

ჩემ­და სა­ბედ­ნიეროდ, მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში მეო­რე კარ­ითაც შეი­ძლებ­ოდა შეს­ვლა ისე, რომ იმ ოთახ­ში არ გაგ­ვევლო, სა­დაც სტუმ­რე­ბი სად­ილობდნენ. ოთახ­ში მარ­თლაც არა­ვინ დაგ­ვხვდა. მარ­მარილოთი მო­პირკ­ე­თებულ ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი უხ­მა­უ­როდ ენ­თო. ოთახს მხო­ლოდ თაფ­ლის სან­თლები ანა­თებ­დნენ. სან­თლები ყვავ­ილებს შო­რის ციმ­ცი­მებ­დნენ. მაგ­იდა მშვენ­იერი ყვავ­ილებით მო­ერ­თოთ. თა­ღი­დან ალ­ისფერი ფარ­და ეშ­ვებ­ოდა. სა­სადილო ოთახ­ში ისე ხმა­დაბ­ლა საუ­ბრობდნენ, რომ, მი­უ­ხე­და­ვად იმ თხე­ლი ფარ­დისა, რო­მე­ლიც ჩვენ გვყოფ­და, შეუ­ძლე­ბელი იყო, გა­მეგო, რა­ზე საუ­ბრობდნენ. ის­მო­და მხო­ლოდ მშვი­დი, თავ­შე­კ­ა­ვებული ჟრ­იამული. ამ სა­ზეიმო გან­წყობილების გავ­ლენით იყო, რომ ადე­ლი წყნა­რად, უსიტყ­ვოდ ჩამ­ოჯდა ჩემ მი­ერ მი­თი­თე­ბულ პა­ტა­რა სკ­ამ­ზე. მე ფან­ჯ­რის ახ­ლოს სკ­ამ­ზე მოვ­თავ­ს­დი, ერ­თ-ერ­თი მაგ­იდიდან რა­ღ­აც წიგ­ნი ავ­იღე და ვცა­დე, თა­ვი კითხ­ვით გა­მერთო. ადელ­მა თა­ვი­სი სკ­ამი ჩემს ფერ­ხ­თით დად­გა. უცებ მუხ­ლ­ზე შე­მახო ხე­ლი.
- რა იყო, ადელ?
- Est-ce que je ne pu­is pas pren­d­re une se­u­le de ces f’le­urs mag­ni­fi­qu­es, Mademoiselle? se­u­le­ment po­ur com­p­le­ter ma to­i­let­te?
- ადელ, ძალ­იან ბევრს ფიქ­რობ შენს მორ­თუ­ლო­ბა­ზე, მაგ­რამ ყვა­ვი­ლი შეგ­იძლია აიღო.
ვაზ­იდან ერ­თი ვარ­დი ამ­ოვიღე და გო­გო­ნას კა­ბის ბაფ­თა­ზე დავ­უმაგ­რე. ენით გამ­ოუთქმელი კმაყ­ოფილებით ამ­ოიოხრა: თით­ქოს მი­სი ბედ­ნიე­რების ფია­ლა ახ­ლა პი­რამ­დე სავ­სე ყო­ფი­ლი­ყო. ღი­მი­ლი ვერ შევ­იკ­ა­ვე და, მას რომ არ შე­ემ­ჩნია, სა­ხე ვიბ­რუ­ნე. იყო რა­ღ­აც სა­საცილო და თა­ნაც სა­ვა­ლალო ჩაც­მისადმი ამ პა­ტა­რა პარ­იზელის მის­წ­რა­ფე­ბა­სა და თან­დაყოლილ სიყ­ვა­რულ­ში.

წყნარ­მა ხმაუ­რმა სტუმ­რე­ბის მაგ­იდიდან აშ­ლა გვაუ­წყა. თა­ღი­დან ფარ­და გა­დას­წიეს. გამ­ოჩნდა სა­სადილო ოთა­ხი. დი­დი ჭა­ღი უხ­ვად ფენ­და სი­ნათ­ლეს ვერც­ხლისა და ბრო­ლის შე­სან­იშნავ ჭურ­ჭელს, რომ­ლი­თაც დე­სერტი მიე­ტა­ნათ გრძელ მაგ­იდა­ზე. გამ­ოჩნდა ქალ­თა ჯგუ­ფი. ისი­ნი მი­სა­ღ­ებ ოთახ­ში შემ­ოვიდნენ და ფარ­დაც ჩამ­ოეშ­ვა.
რვა­ნი იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ისე გუნ­დუ­რად შემ­ოფრთხიალ­დნენ ოთახ­ში, გაც­ილებით მე­ტი გეგ­ონებ­ოდათ. ზო­გი­ერ­თი ტან­წერ­წე­ტა იყო. უმ­რავ­ლეს­ობა თეთ­რებში იყო გა­მოწყო­ბი­ლი. ამ კა­ბების სი­თეთ­რეში ისე მკ­ვეთრი იყო მა­თი დი­დებ­ულე­ბა, რო­გორც მთვა­რე ნის­ლ­ში. წამ­ოვდექი და მი­ვე­სალ­მე. ერ­თმა თუ ორ­მა მი­პას­უხა სა­ლამ­ზე, და­ნარ­ჩე­ნებ­მა მხო­ლოდ შემ­ომხე­დეს.

ქა­ლები ოთახ­ში მი­მო­ი­ფან­ტნენ. მსუ­ბუ­ქი და ნარ­ნარი მოძ­რაო­ბებით თეთ­რფრთიან ჩი­ტებს ჰგავ­დნენ. ზო­გი დი­ვან­სა და რბილ სა­ვარ­ძლებში ნა­ხევ­რად გა­დაწ­ვა. ზო­გი მაგ­იდას­თან მი­ვი­და: წიგ­ნებ­სა და ყვავ­ილებს და­უწყო სინ­ჯ­ვა; და­ნარ­ჩე­ნები ცეცხ­ლის პი­რას შეგ­როვდნენ. ყვე­ლა ხმა­დაბ­ლა, მაგ­რამ მკ­აფიოდ ლა­პა­რა­კო­ბდა. რო­გორც ჩანს, ასე სჩვეო­დათ. მა­თი სა­ხე­ლები შემ­დ­გომ გავ­იგე, მაგ­რამ ახ­ლა­ვე სა­ხე­ლებით გა­გაცნობთ მათ.
პირ­ვე­ლად მი­სის ეშ­ტონსა და მის ქალ­იშვილებს წარ­მოგიდგენთ. ეტ­ყობოდა, თა­ვის დრო­ზე მი­სის ეშ­ტო­ნი ლა­მაზ ქა­ლად ით­ვ­ლებ­ოდა. არც ახ­ლა აკლ­და სი­ლა­მა­ზე. უფ­რო­სი ასუ­ლი, ემი, შე­და­რებით და­ბალი იყო. გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ბავ­შ­ვი­ვით სა­ხე, ქცე­ვები და აღ­ნაგ­ობაც ბავშვს მი­უ­გავ­და. მე­ტად შვენ­ოდა ცის­ფერ­ბაფ­თიანი თეთ­რი აბ­რეშუმის კა­ბა. მის დას, ლი­ო­ზას, უფ­რო მა­ღ­ალ­სა და მოხ­დე­ნილ ქა­ლიშ­ვილს, მშვენ­იერი სა­ხე ჰქონ­და. ფრან­გები რომ mi­no­is chif­fon­ne-ს უწო­დე­ბენ ხოლ­მე. დე­ბი მინ­დ­ვ­რის შრო­შა­ნებს ჰგავ­დნენ.
იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93