ნოველები

ჯეინ ეარი. მეცხრამეტე/მეოცე

ჯეინ ეარი. მეცხრამეტე/მეოცე
ლე­დი ლი­ნი - ორ­მო­ცი წლის მსუ­ქა­ნი, ქედ­მა­ღ­ალი ქა­ლი წელ­ში გა­მართული დად­იოდა. ეც­ვა მდიდ­რუ­ლი, სა­უცხოო ფე­რე­ბად მო­ლივ­ლი­ვე კა­ბა. მის შავ თმას ლა­ჟ­ვარ­დისფერი ფრთე­ბი და ძვირ­ფა­სი ქვე­ბის სა­მკ­აული კი­დევ უფ­რო მეტ ბრწყინ­ვა­ლე­ბას მა­ტებ­და. მი­სის დენ­ტი, პოლ­კო­ვნიკის მე­უღ­ლე, არ იყო მაი­ნცდა­მაინც ლა­მაზი. უფ­რო კე­თილ­შო­ბი­ლი მეჩ­ვე­ნა - სუს­ტი აგებ­ულების, ფერ­მკრ­თალი, ნა­ზი სახ­ითა და ოქ­როს­ფე­რი თმით. ამ ქა­ლის შა­ვი ატ­ლასის კა­ბა, ძვირ­ფა­სი, უცხო­უ­რი მაქ­მანით შემ­ოვლებული შარ­ფი, მარ­გალიტის სა­მკ­აუ­ლები უფ­რო მომ­წონ­და, ვიდ­რე ამ დიდ­გ­ვარ­ოვანი სტუმ­რე­ბის ელ­ვა­რე ფე­რადი ჩაც­მულობა.

სტუმ­რებ­იდან ყვე­ლა­ზე მე­ტად სამ­ნი
გამ­ოირჩეო­დნენ. შე­საძ­ლე­ბელ­ია, იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე მა­ღ­ლები იყ­ვ­ნენ. ესე­ნი გახ­ლდათ ლორდ ინ­გ­რე­მის ქვრი­ვი, ლე­დი ინ­გ­რე­მი, თა­ვი­სი ორი ასუ­ლით: ბლან­შითა და მე­რით. ეს სა­მეული თავ­ისი ტა­ნკ­ე­ნარობით ყვე­ლა და­ნარ­ჩენს ჩრდი­ლავ­და. ქვრი­ვი ორ­მოც წელს გა­დაც­ილებული უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, მაგ­რამ მი­სი წერ­წეტი ტა­ნის­თ­ვის წლებს ვე­რა­ფერი და­ე­კლო. თმა­ში ჯერ კი­დევ არ გა­რეო­და ჭა­ღ­ა­რა (ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, სან­თ­ლის შუქ­ზე ასე ჩან­და); კბ­ილებიც მშვენ­იერი ჰქონ­და. ხალ­ხი, ალ­ბათ, მას დი­დე­ბულ ქა­ლად თვლი­და, ასა­კის შე­სა­ფერ­ისად. მარ­თლაც, გა­რეგ­ნულად ასე იყო. მაგ­რამ სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­სა და საქ­ციელში აუ­ტა­ნელი ამ­პარ­ტავ­ნობა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. რო­მა­უ­ლი ნა­კვ­თები ჰქონ­და; ორ­მა­გი ნიკ­აპი, რო­მე­ლიც მის ღა­ბაბს თით­ქოს საყ­რდენივით ებ­ჯინებ­ოდა. ეს ნა­კვ­თები სია­მაყ­ისგან გა­ბღ­ენ­ძილად, ჩამ­უქებ­ულად და და­ღ­არ­ულად მეჩ­ვე­ნა. ნიკ­აპ­საც კი ეტ­ყობოდა ეს მედ­იდურობა. თით­ქოს არაბ­უნებ­რივად სწო­რი იყო. თვა­ლებშიც ასეთ­ივე სიმკ­აც­რე და სი­ცი­ვე ელავ­და. საო­ცრად მაგ­ონებ­და ის მი­სის რი­დის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას. დი­დი პრან­ჭ­ვით ლა­პა­რა­კო­ბდა. ხმა - და­ბალი, ტო­ნი კი მბრძა­ნებლური ჰქონ­და. ლა­პა­რა­კო­ბდა მა­ღ­ალ­ფარ­დოვანი სიტყ­ვე­ბით. ერ­თი სიტყ­ვით, აუ­ტა­ნელი პი­როვ­ნე­ბა იყო. ალ­ისფერი ხა­ვერდის კა­ბა ეც­ვა, თავ­ზე ოქ­რომკ­ედით ნა­კ­ერი ინ­დუ­რი ჩალ­მა ეხ­ურა. ეს კი (ვფიქ­რობ, თვი­თონ ასე ეგ­ონა) ნამ­დ­ვილ მე­ფურ იერს აძ­ლევ­და.
ბლან­ში და მე­რი ერ­თნაი­რად მა­ღ­ლები იყ­ვ­ნენ. ალ­ვის ხე­სავით ტან­წერ­წე­ტნი. მე­რი თა­ვის სი­მა­ღ­ლეს­თან შე­და­რებით გამ­ხდარი იყო, ბლან­ში კი ღმერ­თქალ დია­ნას ჰგავ­და. რა­სა­კვ­ირველ­ია, მას დი­დი ინ­ტე­რესით ვათ­ვალ­იე­რებდი. ჯერ ერ­თი, მინ­დო­და გა­მეგო, სწო­რად აღ­წე­რა თუ არა ის მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა; მეო­რეც - ჰგავ­და თუ არა ის ჩე­მი წარ­მოდგენით შექ­მ­ნილ სუ­რათს; მე­სა­მეც - არ შემ­იძლია დავ­მალო - იქ­ნებ­ოდა თუ არა ისე­თი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის გემ­ოვნე­ბას რომ შე­ე­ფე­რებ­ოდა.

გა­რეგნობით ბლან­ში ზუს­ტად შე­ე­სა­ბა­მებ­ოდა მი­სის ფე­იერ­ფექსის აღ­წე­რა­სა და ჩემ მი­ერ და­ხატულ სუ­რათს; შე­სან­იშნავი გულმკ­ერდი, და­ქა­ნებული მხრე­ბი, გედ­ისებური, მოხ­დე­ნი­ლი ყე­ლი, შა­ვი თვა­ლები და ყორ­ნის­ფე­რი კუ­ლულები. მაგ­რამ - სა­ხე? სა­ხით პირ­წა­ვარდნილი დე­და იყო, მხო­ლოდ ახალ­გაზ­რდა; იგი­ვე და­ბალი შუბ­ლი, დახ­ვეწილი სა­ხის ნა­კვ­თები; ისეთ­ივე ქედ­მა­ღლ­ობა, თუმ­ცა ისე­თი ზვი­ა­დი სია­მა­ყე არ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ხში­რად იცი­ნო­და, ოღონდ დამ­ცინა­ვად. ჩანს, ეს გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მის ზვი­ად­სა და მშვენ­ივრად მო­ხა­ზულ ბა­გე­ებს მუ­დამ თან სდევ­და. ამ­ბობენ, გე­ნი­ო­სი თა­ვის თავ­ში დარ­წმუნებ­ულიაო. ვე­რა­ფერს გეტყ­ვით მის ინ­გ­რე­მის გენ­იოსობა­ზე, მაგ­რამ თა­ვის თავ­ში კი დი­დად დარ­წმუნებული იყო. ის ნაზ მი­სის დენტს ბო­ტან­იკის სა­კი­თხებ­ზე ეკ­ა­მა­თებ­ოდა. რო­გორც ჩანს, ამ უკ­ა­ნა­სკ­ნელს თა­ვის დრო­ზე არ ჰქონ­და ეს სა­განი შეს­წავლილი; თუმ­ცა, მი­სი თქმით, ყვავ­ილები ძალ­იან უყ­ვარ­და - გან­სა­კუ­თრებით, მინ­დ­ვ­რის. მის ინ­გ­რე­მი, რო­მელ­საც ბო­ტან­იკა ნას­წავლი ჰქონ­და, ლა­პა­რა­კო­ბდა ქედ­მა­ღლ­ურად და თან უამ­რავ სპეც­იალურ ტერ­მინსაც იშ­ველ­იებ­და. შე­ვამ­ჩნიე, რომ მის ინ­გ­რე­მი (უბ­რა­ლოდ რომ ვთქვათ) ერ­თობოდა მი­სის დენ­ტით, ე.ი. დას­ცინოდა მის უცო­დი­ნრ­ობას. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს დაც­ინვა მარ­თებული იყო, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერი მის უზ­ნეო­ბას ავ­ლენ­და. შემ­დეგ მის ინ­გ­რემ­მა და­უკ­რა. ბრწყინ­ვა­ლედ შე­ას­რულა. იმღ­ე­რა კი­დეც. ხმაც შე­სან­იშნავი ჰქონ­და. ფრან­გულად და­ე­ლა­პა­რაკა დე­დას. ენას თავ­ისუფლად ფლობ­და, ლა­პა­რა­კო­ბდა ამ ენის სა­თა­ნადო კი­ლოზე.

მე­რის, ბლან­შთან შე­და­რებით, უფ­რო გულღ­ია და კე­თი­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ჰქონ­და, სა­ხის ნა­კვ­თები - უფ­რო ნა­ზი, ფე­რიც - უფ­რო ღია (მის ინ­გ­რე­მი ეს­პა­ნელივით შავ­გვრე­მანი იყო). მაგ­რამ მე­რის ნა­კლიც გა­აჩ­ნდა; სა­ხეს მეტ­ყვე­ლე­ბა აკლ­და, თვა­ლებს - ელ­ვა­რე­ბა. ჩაჯ­და თუ არა სა­ვარ­ძელში, ნიშ­ში ჩას­მულ ქან­და­კ­ე­ბას და­ემ­სგავ­სა, გაი­რინდა. დებს თეთ­რად მო­ქათ­ქა­თე კა­ბები ეც­ვათ.
მეგ­ონა იმ წუთს, რომ შეი­ძლებ­ოდა, მის ინ­გ­რე­მი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის გუ­ლის რჩე­უ­ლი გამ­ხდარიყო? ვე­რა­ფერს გეტყ­ვით, არ ვიც­ნობ­დი მის გემ­ოვნე­ბას. არ ვი­ცო­დი, რო­გო­რი ქა­ლები მოს­წონ­და. თუ მას დი­დებ­ულე­ბა იზი­დავ­და, ბლან­ში ზედ­გამოჭრილი იყო. ამას გარ­და, ნას­წავლიც და მხი­ა­რუ­ლიც. მა­მა­კ­ა­ცების უმ­რავ­ლეს­ობა, ალ­ბათ, აღ­ტა­ცე­ბაში მოჰ­ყავ­ს-მეთ­ქი, ასე ვფიქ­რობ­დი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც რომ მო­ხიბ­ლუ­ლი იყო, ვგო­ნებ, უკ­ვე მო­გახ­სე­ნეთ ამის და­მამ­ტკი­ცე­ბელი სა­ბუ­თი. უკ­ა­ნა­სკ­ნელი ეჭ­ვის გა­სა­ფან­ტად სა­ჭი­რო იყო კვ­ლავ ერ­თად მე­ნა­ხა ისი­ნი.

გულ­შიც არ გა­ივ­ლოთ, მკი­თხველო, თით­ქოს მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში ადე­ლი პა­ტა­რა სკ­ამ­ზე, ჩემს ფერ­ხ­თით, უძ­რა­ვად მჯდა­რი­ყოს. არა. რო­გორც კი ქა­ლები შემ­ოვიდნენ, ის წამ­ოდგა, მათ შე­სახ­ვედ­რად გა­ეშ­ურა, მოხ­დე­ნი­ლი რე­ვე­რანსი გა­ა­კ­ე­თა და სერ­იოზულად წარ­მოთქვა Bonjour, mes­da­mes.
მის ინ­გ­რემ­მა ადელს გად­მოხე­და და და­ცინ­ვით წამ­ოიძა­ხა: - ოჰ, რა პა­ტა­რა თო­ჯი­ნა­ა!
ლე­დი ლინ­მა გან­მარ­ტა: - მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მფარ­ველობს. მი­სი მეუ­რვე­ა. ვგო­ნებ, ეს ის პა­ტა­რა ფრან­გი გო­გო­ნა­ა, რო­მელ­ზეც გვი­ამ­ბობდა.
მი­სის დენ­ტმა გულკ­ეთ­ილად ჩამ­ოარ­თვა ხე­ლი ადელს და აკო­ცა. ემი და ლუ­ი­ზა ეშ­ტონებ­მა ერ­თხმად წამ­ოიძა­ხეს:
- რა საყ­ვა­რელი ბავ­შვია!
მათ ადე­ლი დი­ვან­თან მი­იხ­მეს. ისიც მი­ვი­და, მათ შო­რის მოკ­ა­ლათ­და და მოჰ­ყ­ვა ტიკტ­იკს ხან ფრან­გულ და ხან დამ­ტვრეულ ინ­გ­ლი­სურ ენა­ზე. ადელ­მა მი­იპყ­რო არა მარ­ტო ახალ­გაზ­რდა­თა, არა­მედ მი­სის ეშ­ტონისა და ლე­დი ლი­ნის ყუ­რა­დღ­ე­ბა. სი­ამ­ოვნებ­ისგან გა­ბად­რულმა, გუ­ლი იჯე­რა.
აი, ყა­ვაც შემ­ოაქვთ. მა­მა­კ­ა­ცებს უხ­მო­ბენ. ისე ვზი­ვარ, რომ ჩრდი­ლი მფა­რავს, ამ გაჩ­ირა­ღდ­ნებულ ოთახ­ში თუ­კი შეი­ძლე­ბა ჩრდი­ლი იყოს. სა­რკ­მელ­ზე ჩამ­ოფა­რებული ფარ­და ნა­ხევ­რად მი­ცავს. ფარ­დას კვ­ლავ სწე­ვენ. შემ­ოდიან მა­მა­კ­ა­ცებიც. მა­თი ერ­თად გამ­ოჩე­ნა, ისე­ვე, რო­გორც ქა­ლების, საზ­იემო იერს ატა­რებს. ყვე­ლა შავ კო­სტიუმებ­შია გა­მოწყო­ბი­ლი. უმ­რავ­ლეს­ობა მა­ღ­ალ­ია. ახალ­გაზ­რდებიც ჩანან. ჰენ­რი და ფრე­დერ­იკი მარ­თლაც მოხ­დე­ნი­ლი, მხი­ა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდები არ­იან. პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი მშვენ­იერი კა­ცი ჩანს, სამ­ხედრო იერით. მის­ტერ ეშ­ტო­ნი, ამ რა­ი­ო­ნის მო­სა­მარ­თლე, ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტლმენ­ია. თმა მთლად ჭა­ღ­ა­რა აქვს, თუმ­ცა წარ­ბებ­სა და წვერს შა­ვი ფე­რი ჯერ კი­დევ შერ­ჩენ­ია. ეს მას ამ­სგავ­სებს pére nob­le de thèatre-ს. ლორ­დი ინ­გ­რე­მი სი­მა­ღლით დებს ჰგავს. ისიც ლა­მაზ­ია, მაგ­რამ გულ­გ­რი­ლი, არაფ­რის მთქმე­ლი სა­ხით მე­რის დამ­სგავ­სებ­ია. თით­ქოს ამ ადამ­იანში სი­მა­ღ­ლეს უმარ­ჯვია სი­ცოცხ­ლი­სად­მი ლტოლ­ვა­სა და გო­ნე­ბა­მახ­ვილობა­ზე.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი სა­დღ­ა­ა?
აი, ისიც. არ ვი­ყუ­რე­ბი თა­ღი­სკ­ენ, მაგ­რამ ვგრძნობ, ოთახ­ში შე­მო­დის. ვცდი­ლობ, ყუ­რა­დღ­ე­ბა საქ­სოვ ჩხი­რებ­სა და ქი­სის ქსო­ვა­ზე გა­დავ­იტანო. მინ­და, მხო­ლოდ ჩემს სამ­უშაო­ზე ვი­ფიქ­რო; მხო­ლოდ ჩემს კალ­თაში დაწყო­ბილ ვერ­ცხ­ლის მძი­ვებ­სა და აბ­რეშუმის ძა­ფებს ვხე­დავ­დე. ამის ნაც­ვლად გა­რკ­ვევით ვხე­დავ მას, თავ­იდან ვერ ვი­შო­რებ ჩვენს ბო­ლო შეხ­ვედ­რას და კვ­ლავ მო­გო­ნე­ბა ცოცხ­ლ­დე­ბა ჩემ­ში. არ მავ­იწყდე­ბა, ხან­ძ­რის შემ­დეგ რომ მითხ­რა, თუ რა დი­დი სამ­სახური გავ­უწიე. ისიც მაგ­ონდე­ბა, რო­გორ ეჭ­ირა ჩე­მი ხე­ლი, სა­ხეში მი­ყუ­რებ­და. მის მზე­რაში ჩან­და, გუ­ლი ვე­ღ­არ იტევ­და სურ­ვი­ლებს და გად­მოხეთ­ქვას ლამ­ობდა. ამ მღ­ელ­ვა­რე­ბაში მეც მე­დო წი­ლი. ოჰ, რო­გორ და­ვახლოვდით მა­შინ! მაგ­რამ შემ­დეგ რა მოხ­და ისე­თი, რა­მაც შე­ზღუ­და ჩვე­ნი ასე­თი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა? რო­გო­რი შო­რე­ულ­ნი და უცხო­ნი გავ­მხდარ­ვართ ერ­თმა­ნეთისთვის! იმ­დე­ნად შო­რე­ულ­ნი, რომ არც ვე­ლი, მო­მი­ახ­ლოვდეს და და­მე­ლა­პა­რა­კოს. არც ის მიკ­ვირს, ოთა­ხის მეო­რე მხა­რეს რომ გა­ეშ­ურა, ზე­დაც არ შემ­ომხე­და, იქ დაჯ­და და ქა­ლებ­თან საუ­ბარი გა­ა­ბა.

რო­გორც კი შევ­ნიშნე, რომ მთე­ლი მი­სი ყუ­რა­დღ­ე­ბა ქა­ლებ­მა მი­იპყ­რეს და შე­მეძლო, შეუ­მჩნევ­ლად მემ­ზირა მის­თ­ვის, მაშ­ინვე თვა­ლები, ჩემ­და უნებ­ურად, მის სა­ხეს მი­აშ­ტერ­დნენ. წი­ნა­ა­ღმ­დეგობის ძა­ლა არ შემ­წევ­და. მზე­რა აღ­არ მემ­ორჩილებ­ოდა, თვა­ლები მისკ­ენ ბრუნ­დებ­ოდნენ, მას უმ­ზერ­დნენ. მეც დავ­მორ­ჩილ­დი. მი­სი ჭვრე­ტა მტკი­ვნეულ ნე­ტა­რე­ბას მაგ­რძნობინებ­და - ტკბ­ილსა და, ამა­ვე დროს, შხამ­ნა­რევს; ოქ­რო­სა­ვით ფას­დაუ­დე­ბელს, რო­მელ­შიც წა­მე­ბაც შე­პარულიყო. ალ­ბათ, ეს გრძნო­ბა გამ­ოუცდია მწყურ­ვალ ადამ­იანს, წყა­როს წყალს რომ დას­წა­ფებ­ია. მან იცის, წყა­რო მო­წამ­ლულია, მაგ­რამ მა­ინც სვამს ამ ღვ­თა­ებრივ სას­მელს და უზო­მოდ ბედ­ნიერ­ია.

მარ­თალ­ია ან­და­ზა: ვი­საც ვინ მოს­წონს, მი­სი ლა­მაზიც ის არი­სო. ჩე­მი პატ­რო­ნის უფე­რუ­ლი, მოყ­ვი­თა­ლო სა­ხე, ოთხ­კუ­თხა დი­დი შუბ­ლი, გან­იერი შა­ვი წარ­ბები, ღრ­მად ჩამ­ჯდარი თვა­ლები, სა­ხის მკ­აცრი ნა­კვ­თები, მტკი­ცე, პირ­ქუ­ში ბა­გე­ები - ძალ­ისა და ენერ­გი­ის, სიმ­ტ­კი­ცისა და ნე­ბის­ყო­ფის გამ­ომხატ­ველი - არ მეტ­ყვე­ლებ­და მი­სი მფლო­ბე­ლის სი­ლა­მა­ზე­ზე, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე ლა­მაზი კი იყო; უზო­მოდ მიმ­ზიდ­ვე­ლი, რო­მელ­მაც მთლია­ნად შე­მიპყ­რო, თა­ვი­სი გავ­ლენის ქვეშ მო­მაქ­ცია; მო­ი­ტა­ცა ყვე­ლა ჩე­მი გრძნო­ბა და თა­ვის ნე­ბას დაუ­მორჩილა. არ ვაპ­ირებდი მის სიყ­ვა­რულს. მკი­თხველ­მა კარ­გად უწყის, რო­გორ გულ­მოდ­გი­ნედ ვცდი­ლობ­დი, ჩე­მი სუ­ლი­დან ძირ­ფეს­ვია­ნად ამ­ომეგდო სიყ­ვა­რუ­ლის პირ­ვე­ლი ჩა­ნა­სახი. ახ­ლა კი პირ­ვე­ლი და­ნახ­ვისთა­ნა­ვე, ჩემ­და უნებ­ურად, კვ­ლავ გამ­ოცოცხლდა, კვ­ირტები გამ­ოიღო, მწვა­ნით შეი­მოსა. ეს ადამ­იანი ან­თებ­და ჩემ­ში სიყ­ვა­რულს, თა­ნაც ისე, რომ ზე­დაც არ მი­ყუ­რებ­და.

მის­ტერ რო­ჩეს­ტერს სტუმ­რებს ვა­და­რებდი. რას წარ­მოად­გენ­და ლი­ნის სი­კო­ხტა­ვე, ლორდ ინ­გ­რე­მის სი­ცოცხ­ლეს მოკ­ლებული მოხ­დენ­ილობა; თუნ­დაც პოლ­კო­ვნიკ დენ­ტის მხედ­რუ­ლი მიხ­რა-­მოხრა მის­ტერ რო­ჩეს­ტერის უშ­რეტ ენერ­გია­სა და ნამ­დ­ვილ ში­ნა­გან ძა­ლას­თან შე­და­რებით? არც მა­თი გა­რეგ­ნობა მხიბ­ლავ­და და არც მა­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა; თუმ­ცა, ჩე­მი აზ­რით, ქა­ლების უმ­რავ­ლეს­ობა მათ ლა­მაზ, წარ­მოსა­დეგ და დი­დე­ბულ მა­მა­კ­ა­ცე­ბად თვლი­და, ხო­ლო მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ულა­მაზოს, უხე­ში სა­ხის მქო­ნე­სა და მე­ლანქოლიურს უწო­დებ­და. ვხე­დავდი, რო­გორ იცი­ნოდ­ნენ, იღი­მებ­ოდნენ ისი­ნი, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის ამას ჩა­ლის ფა­სი ჰქონ­და. მა­თი ღი­მი­ლი ისე­ვე უგუ­ლო იყო, რო­გორც სან­თლების შუ­ქი. მა­თი სი­ცი­ლი ზა­რის ხმას ჰგავ­და. მაგ­რამ დავ­ინა­ხე, რო­გორ გა­იღი­მა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა. მკ­აც­რმა ნა­კვ­თებ­მა თბი­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­ი­ღო, თვა­ლები სი­ნა­ზე­სა და ელ­ვა­რე­ბას აფ­რქვევ­და.

მი­სი სხი­ვე­ბი ადამ­იანს სულ­ში სწვდებ­ოდა და ელამ­უნებ­ოდა. ამ წუთს ის ლუ­ი­ზა და ემი ეშ­ტონებს ესაუ­ბრებ­ოდა. გა­ვოც­დი, რო­გორ გულ­გ­რი­ლად უყუ­რებ­დნენ ისი­ნი; მა­შინ, რო­დე­საც მი­სი მზე­რა გულ­ში მწვდებ­ოდა. ვე­ლო­დი, ქალ­იშვილები თვა­ლებს დახ­რიან და გაწ­ითლდებ­იან­-მეთ­ქი, მაგ­რამ არა­ფერი ამის მსგავ­სი! მე­ტად გავ­იხა­რე, რო­ცა ვნა­ხე, რომ ოდ­ნა­ვა­დაც არ აღ­ელ­ვებ­ულან. "ის მათ­თ­ვის ის არა­ა, რაც ჩემ­თ­ვის, - გავ­იფიქრე, - მა­თი გემ­ოვნების არა­ა. ის ჩე­მი გემ­ოვნებ­ისა­ა. ამა­ში დარ­წმუნებულიც ვარ. ჩვენ შო­რის რა­ღ­აც ში­ნა­გან კავ­შირს ვგრძნობ; მეს­მის მი­სი ყო­ვე­ლი გამ­ოხედ­ვა, თი­თო­ე­უ­ლი მიხ­რა-­მოხრაც კი. მარ­თალ­ია, სიმ­დიდ­რე და გვარ­იშვილობა გა­დაუ­ლა­ხავ უფსკრ­ულად აღ­მარ­თულა ჩვენ შო­რის, მაგ­რამ ჩემს გო­ნე­ბა­სა და გულ­ში, ჩემს სის­ხ­ლ­სა და ნერ­ვებში არის ის, რაც გო­ნებ­რივად მამ­სგავ­სებს მას. ეს მე ვთქვი ამ რამ­დენ­იმე დღის წინ, რომ მას­თან მხო­ლოდ ხელ­ფასის მიღ­ე­ბა მა­კ­ავ­შირებ­ს-მეთ­ქი? ეს მე ავ­უკრ­ძა­ლე ჩემს თავს, მის­ტერ რო­ჩეს­ტერში მხო­ლოდ ჩე­მი აღ­საზ­რდელის მეუ­რვე და­მე­ნა­ხა და მე­ტი არა­ვინ? ეს ხომ ბუ­ნე­ბის გმო­ბა­ა. ჩემ­ში არ­სებული ყვე­ლა სათ­ნო, ჭეშ­მარიტი და ძლი­ე­რი გრძნო­ბა უნებ­ურად მას ევ­ლე­ბა თავს. ვი­ცი, უნ­და დავ­ფარო ყო­ველ­ივე ეს, უნ­და ჩა­ვიქ­რო ყო­ველ­გვარი იმე­დი, უნ­და მახ­სოვდეს, რომ არ შეი­ძლე­ბა ვუყ­ვარ­დე მას. მას ვგა­ვარ­-მეთ­ქი, რომ ვამ­ბობ, ეს არ ნიშ­ნავს, თით­ქოს მეც გა­მაჩ­ნია ისე­თი ძა­ლა და ენერ­გია, რომ შე­მეძლოს მი­სი მო­ხიბ­ვ­ლა და მი­სე­ბუ­რი გავ­ლენის მოხ­დე­ნა. ამით მხო­ლოდ იმის თქმა მინ­და, რომ ჩვენ ერ­თნაირი გემ­ოვნე­ბა და გრძნო­ბე­ბი გვაქვს. აი, რა­ტომ უნ­და მახ­სოვდეს: ჩვენ ერ­თმა­ნეთისთვის არ ვართ და­ბა­დებულნი. თუმ­ცა, ვიდ­რე პირ­ში სუ­ლი მიდ­გას და ვაზ­როვნებ, ის მუ­დამ მეყ­ვა­რე­ბა".

ყა­ვას აწ­ოდე­ბენ სტუმ­რებს. მა­მა­კ­ა­ცები შემ­ოდიან თუ არა, ქა­ლები მერც­ხლებივით იწყე­ბენ ჭიკჭ­იკს, მხი­არ­ულად და გაც­ხოვე­ლებით საუ­ბრობენ. პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი და მის­ტერ ეშ­ტო­ნი პო­ლი­ტიკ­ა­ზე მსჯელ­ობენ. ცო­ლე­ბი უს­მე­ნენ. ორი ამა­ყი ქვრი­ვი - ლე­დი ლი­ნი და ლე­დი ინ­გ­რე­მი - ერ­თად საუ­ბრობენ. სერ ჯორ­ჯი, რომ­ლის აღ­წე­რა, სხვა­თა შო­რის, და­მავ­იწყდა, მა­ღ­ალი, ჯან­სა­ღი შე­ხედ­ულების, სოფ­ლად მცხოვ­რე­ბი ჯენ­ტლმენი, მათ დი­ვან­თან დგას ყა­ვის ფინ­ჯ­ნით ხელ­ში და დრო­დად­რო სიტყ­ვას ურ­თავს. მის­ტერ ფრე­დერ­იკ ლი­ნი მე­რი ინ­გ­რე­მის გვერ­დით დამ­ჯდა­რა და შე­სან­იშნავ­ყდიან წიგნს და მის ლა­მაზ ილუს­ტ­რაც­იებს ათ­ვალ­იე­რებს. ქა­ლი დრო­დად­რო იღი­მე­ბა, თუმ­ცა, ჩვეუ­ლებრივ, ცო­ტას ლა­პა­რა­კობს. მა­ღ­ალი და ფლეგ­მატური ლორ­დი ინ­გ­რე­მი გულ­ხელ­და­კ­რეფილი დახ­რილა პა­ტა­რა და მხი­ა­რუ­ლი ემი ეშ­ტო­ნის სა­ვარ­ძელ­თან. ემი შეჰ­ყურებს მას და ნიბ­ლია­სავით ეჭ­იკჭ­იკ­ე­ბა. მას ლორ­დი ინ­გ­რე­მი უფ­რო მოს­წონს, ვიდ­რე მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. ჰენ­რი ლი­ნი თურ­ქულ და­ბალ ტახ­ტზე მოკ­ა­ლა­თებ­ულა ლუ­ი­ზას ფერ­ხ­თით. ადე­ლიც იქ­ვე­ა. ჰენ­რი ლი­ნი ცდი­ლობს, ფრან­გულად ილა­პა­რა­კოს და ლუ­ი­ზა დას­ცი­ნის მის შეც­დომებს. ვინ იქ­ნე­ბა ბლანშ ინ­გ­რე­მის თა­ნამ­ოსაუ­ბრე? ის მაგ­იდას­თან გან­მარ­ტოებ­ულა, მოხ­დენ­ილად დახ­რილა და ალ­ბომს ათ­ვალ­იე­რებს. რო­გორც ჩანს, უც­დის, მას­თან მი­ვიდ­ნენ. დიდ­ხანს ლო­დი­ნი არ სურს. თვი­თონ ირ­ჩევს მო­საუ­ბრეს.

მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მოს­ცილ­და ეშ­ტონებს და ისიც ახ­ლა გან­მარ­ტოებით დგას ბუ­ხარ­თან. ბლან­ში მისკ­ენ მი­დის და ბუხ­რის მეო­რე მხა­რეს ჩერ­დე­ბა.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მეგ­ონა, ბავ­შვები არ გიყ­ვარ­დათ.
- ასეც არის.
- მაშ, რამ გაი­ძულათ აღ­საზ­რდე­ლად აგეყ­ვა­ნათ ასე­თი პა­ტა­რა თო­ჯი­ნა (და ადელ­ზე მი­უ­თი­თა)? სად მო­ძებ­ნეთ?
- არ მო­მი­ძებ­ნია. აღ­საზ­რდე­ლად დამ­იტოვეს.
- სკო­ლაში უნ­და გა­გეგ­ზავ­ნათ.
- არ შემ­იძლია, სწავ­ლა ძალ­იან ძვი­რი ჯდე­ბა.
- კი მაგ­რამ, ჩე­მი აზ­რით, თქვენ აღმ­ზრდელი გყავთ მის­თ­ვის. ახ­ლა­ხან დავ­ინა­ხე ვიღ­აც ქა­ლი - წავ­იდა? ოჰ, არა! აი, ჯერ კი­დევ აქ არის, ფან­ჯ­რის ფარ­დას მო­ფა­რებული. თქვენ, რა თქმა უნ­და, უხ­დით მას. ვფიქ­რობ, იმ­დენ­ივე თან­ხა გე­ხარ­ჯე­ბათ და, ალ­ბათ, მე­ტიც. ხელ­ფასის გარ­და, ორი­ვეს შე­ნახ­ვა გიხ­დე­ბათ.
მეშ­ინოდა, თუ, იქ­ნებ, იმე­დი მქონ­და, - ჩე­მი ხსე­ნე­ბა მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ჩე­მკ­ენ მოა­ხე­დებ­ს-მეთ­ქი. უფ­რო ღრ­მად შევ­იმა­ლე სა­ფარში. მაგ­რამ შევ­ც­დი, ერ­თხე­ლაც არ გამ­ოუხე­დავს ჩე­მკ­ენ.
- ამა­ზე არც მი­ფიქ­რია, - გულ­გ­რი­ლად წარ­მოთქვა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და კვ­ლავ პირ­და­პირ ყუ­რე­ბა გა­ნაგრძო.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, თქვენ, მა­მა­კ­ა­ცები, მარ­თლაც არას­ოდეს უწევთ ან­გარიშს მომ­ჭირ­ნეო­ბას და გო­ნი­ერ აზრს. უნ­და გა­ი­გოთ, რას ამ­ბობს დე­და ამ აღმ­ზრდე­ლებ­ზე. მერ­ისა და მე, თუ არ ვცდე­ბი, თა­ვის დრო­ზე თორ­მე­ტამ­დე აღმ­ზრდელი მა­ინც გვყავ­და. ზო­გი აუ­ტა­ნელი და ზო­გიც მე­ტად სა­საცილო იყო. ყვე­ლა ერ­თად კი - რა­ღ­აც სას­წაუ­ლები. გა­ნა ასე არა­ა, დე­და?
- მე მითხა­რი რა­მე, ჩე­მო ასუ­ლო?
ქვრი­ვის ახალ­გაზ­რდა ას­ულმა გაი­მეო­რა თა­ვი­სი კი­თხვა სა­თა­ნადო გან­მარ­ტებით:
- ჩე­მო ძვირ­ფა­სო, აღმ­ზრდე­ლებს ნუ გა­მახ­სე­ნებ. თვით ეს სიტყ­ვაც კი ნერ­ვებს მიშ­ლის, რო­გორ გა­მა­წა­მა მათ­მა უნი­ჭო­ბამ და ჟი­ნიან­ობამ. მად­ლობა უფალს, მოვ­რ­ჩი ამ ამ­ბებს.
მი­სის დენ­ტი გა­დაი­ხა­რა ამ ღვ­თისმოსავი ადამ­იან­ისკ­ენ და რა­ღ­აც ჩას­ჩურჩულა ყურ­ში. გა­ცემული პა­სუ­ხით მივ­ხ­ვ­დი, იმ უჯი­შო­თა ერ­თ-ერ­თი წარ­მომად­გე­ნელი აქ არი­სო, შე­ახ­სე­ნა მი­სის დენ­ტმა.
- მით უკ­ე­თესი, - გა­ნაც­ხა­და ამ ქალ­ბატ­ონმა, - ვი­მედ­ოვნებ, ეს საუ­ბარი მა­საც გამ­ოად­გე­ბა. - შემ­დეგ კი ხმა­დაბ­ლა, მაგ­რამ ჩემ გა­საგ­ონად დაუ­მა­ტა:
- ერ­თი შე­ხედვით ვცნობ ადამ­ია­ნებს და, დავ­ინა­ხე თუ არა, მის სა­ხე­ზე ამ­ოვიკი­თხე ყვე­ლა ის ნა­კლი, რაც მის მოდ­გ­მას ახას­ია­თებს.
- რა არის ეს ნა­კლი, მა­დამ? - იკი­თხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა.
- სი­ამ­ოვნებით გეტყ­ვით, მხო­ლოდ სა­ი­დუმ­ლოდ, - უპას­უხა ქალ­მა და მრა­ვალ­მნიშვნელ­ოვნად და მედ­იდურად შე­არ­ხია თა­ვი­სი ჩალ­მა.
- მე­რე რა­ღა გე­მო აქვს. ახ­ლა­ვე დამ­იოკ­ეთ ცნო­ბის სურ­ვი­ლი.
- ბლანშს ჰკი­თხეთ. ის უფ­რო ახ­ლოს დგას თქვენ­თან.
- მე ნუ მიგ­ზავ­ნი, დე­და! ერ­თი სიტყ­ვაც სა­კ­მარ­ისია მთე­ლი ამ ბრბოს და­სა­ხას­ია­თებ­ლად: მო­მა­ბეზ­რე­ბელნი არ­იან. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ მჯაბ­ნიდნენ, პი­რი­ქით, თვით ვჯაბ­ნი­დი, რა ოინებს არ ვუწყობ­დი თეო­დორთან ერ­თად იმ ჩვენს მის უილ­სონს, მი­სის გრეი­სა და მა­დამ ჟუ­ბერს! მე­რი მეტ­ისმე­ტად ზარ­მაცი იყო და ცხო­ველ მო­ნაწ­ილეო­ბას არ იღ­ებ­და ჩვენს შეთ­ქმულე­ბაში. ყვე­ლა­ზე სა­საცილო ამ­ბებს მა­დამ ჟუ­ბერს ვუწყობ­დით. მის უილ­სო­ნი საც­ოდავი, ავად­მ­ყო­ფი არ­სე­ბა იყო, მტი­რა­ლა და ყო­ველ­თ­ვის ნა­ღვ­ლიანი. არც ღი­რდა მის გა­საბ­რა­ზებ­ლად თა­ვის შეწ­უხე­ბა. მი­სის გრეი უხე­ში და გულ­ქ­ვა ადამ­იანი იყო. მას­ზე არა­ფერი მოქ­მე­დებ­და, მაგ­რამ საბ­რალო მა­დამ ჟუ­ბერი! ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას მი­სი გაშ­მა­გებული სა­ხე, მოთ­მი­ნებ­იდან რომ გამ­ოვიყვანდით ხოლ­მე. ჩა­ის და­ვღვრიდით, კა­რაქ­ისა და პუ­რის ნამ­ცე­ცებს მი­მო­ვაბ­ნევდით, ჭერ­ში ვის­რო­დით წიგ­ნებს, მერ­ხების ბრა­ხუ­ნით, სა­ხა­ზავის დარ­ტყმითა და ცეცხ­ლის მა­შით ბუ­ხარ­ზე ისეთ ბრა­ხაბრუხს ავ­ტეხდით, რომ ყურ­თას­მე­ნა აღ­არ იყო. გახ­სოვს, თე­ო­დორ, ის მხი­ა­რუ­ლი დღ­ე­ები?

- დი­ახ, რა­სა­კვ­ირველ­ია, მახ­სოვს, - ზან­ტად წარ­მოთქვა ლორ­დ­მა ინ­გ­რემ­მა. - საბ­რალო მო­ხუ­ცი გამ­ხმარი ქა­ლი ყვი­რო­და: "ოჰ, ბო­რო­ტო ბავ­შვებო!" შემ­დეგ ვუ­კი­თხავდით ქა­და­გე­ბებს, თუ რო­გორ ბე­დავ­და ეს­წავ­ლებ­ინა ჩვენ­ისთა­ნა ჭკვ­იანი ბავ­შვებისთვის, რო­დე­საც თვი­თონ არა­ფერი იცო­და.
- დი­ახ, ესეც მახ­სოვს, და შემ­დეგ, თედ, გახ­სოვს, გეხ­მა­რებოდი გა­გეგ­რძე­ლებ­ინა მე­ცად­ინეო­ბა (თუ, უფ­რო სწო­რად, შე­ნი აღმ­ზრდელის, გა­დაყ­ვითლებული მის­ტერ ვი­ნინ­გის წა­მე­ბა, ამ მო­დუდღუ­ნე დია­კვ­ნისა, რო­გორც ჩვენ ვუ­წო­დებ­დით მას). იცით, მან და მის უილ­სონ­მა გა­ბე­დეს და ერ­თმა­ნეთი შეი­ყვა­რეს. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, თე­დი და მე ასე ვფიქ­რობ­დით. ხან ნაზ მზე­რას ვამ­ჩნევდი და ხან გვეს­მოდა მა­თი ჩუ­მი ოხ­ვ­რა. ეს La bel­le pas­si­on-ის ნიშ­ნად ჩავ­თვა­ლე. მერ­წმუნეთ, ჩვე­ნი აღმ­ოჩე­ნა მაშ­ინვე ყვე­ლას გა­ვა­გებ­ინეთ. ამ ამ­ბით ვი­სარ­გებ­ლეთ, რომ ეს მძი­მე და არა­სას­იამოვნო ტვირ­თი თავ­იდან მოგ­ვეშ­ორებ­ინა. და, აი, ამ ჩემ­მა ძვირ­ფას­მა დედ­იკომ, რო­გორც კი ამ ამ­ბავს ყუ­რი მოჰკ­რა, უზ­ნეო­ბად ჩათ­ვა­ლა ასე­თი საქ­ციელი. გა­ნა ასე არა­ა, ჩე­მო კე­თილ­შო­ბი­ლო დე­და?
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ჩე­მო მშვენ­იერო, და მარ­თალიც გახ­ლ­დით. მერ­წმუნეთ, ათა­სი მი­ზეზ­ია, რა­ტომ არ შეი­ძლე­ბა წეს­იერ ოჯახ­ში ერ­თი წუ­თი­თაც კი მო­ით­მი­ნონ აღმ­ზრდელი ქალ­ისა და მას­წავ­ლებლის ურ­თი­ერთ­სიყვარული. უპირ­ვე­ლე­ს ყოვ­ლი­სა...

- მო­ი­ღე მოწყა­ლე­ბა, დე­და! გვიხ­სე­ნი ამ ჩამ­ოთვლისგან! Aureste, ისე­დაც ვი­ცით ყვე­ლა­ფერი: უმა­ნკო ბავ­შვებისთვის ცუ­დი მა­გალითის ჩვე­ნების საშ­იშროე­ბა, მა­თი დაბ­ნეუ­ლობა და, აქე­დან გამ­ომდინა­რე, უყუ­რა­დღ­ებ­ობა თავ­იანთი მო­ვა­ლეო­ბისადმი, ურ­თი­ერ­თისკ­ენ სწრაფ­ვა და ურ­თი­ერ­თმხარ­და­ჭე­რა. ამის შემ­დეგ რწმე­ნა თავ­იანთ თავ­ში, რა­საც თან სდევს კად­ნიე­რე­ბა, დაუ­მორჩილებ­ლობა და არევ­-და­რე­ვა ოჯახ­ში. ასე არა­ა, ბარ­ონე­სა ინ­გ­რემ, ინ­გ­რე­მის მამ­ულთა მფლო­ბე­ლო?
- ჩე­მო შრო­შა­ნო, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ახ­ლაც მარ­თალს ამ­ბობ.

- მაშ, მე­ტის თქმა აღ­არ არის სა­ჭი­რო. გა­დავ­იდეთ სხვა თე­მა­ზე.
ემი ეშ­ტონმა, რო­მელ­მაც ვერ გაი­გონა ან ყუ­რა­დღ­ე­ბა არ მი­აქ­ცია ნათ­ქვამს, თა­ვი­სი ნა­ზი, ბავ­შ­ვუ­რი ხმით და­იწყო:
- ლუ­ი­ზა და მეც დავ­ცი­ნო­დით ხოლ­მე ჩვენს აღმ­ზრდელს, მაგ­რამ ის იმ­დე­ნად კე­თი­ლი და კარ­გი ადამ­იანი გახ­ლდათ, ყვე­ლა­ფერს იტან­და. არას­ოდეს კარ­გავ­და მოთ­მი­ნე­ბას, არას­ოდეს გვიბ­რაზ­დებ­ოდა. ასე არ არის, ლუ­ი­ზა?
- დი­ახ, მარ­თალ­ია, რა­საც გვინ­დო­და, იმას ვა­კ­ე­თებდით. გა­და­ვაქ­ოთებდით ხოლ­მე მის მაგ­იდას და სამ­უშაო კა­ლა­თას. უჯ­რებ­ში ავ­ურ-დავ­ურევდით ყვე­ლა­ფერს; ის კი იმ­დე­ნად კე­თი­ლი იყო, რაც უნ­და გვეთ­ხოვა, ყვე­ლა­ფერს გვაძ­ლევ­და.
- ჩე­მი აზ­რით, - ტუ­ჩე­ბის ირო­ნი­უ­ლი პრან­ჭ­ვით დაუ­მა­ტა მის ინ­გ­რემ­მა, - გვეყ­ოფა ამ აღმ­ზრდე­ლების შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კი. ამ მო­გო­ნე­ბა­თა თავ­იდან ასაც­ილებ­ლად კვ­ლავ შემ­ომაქვს წი­ნა­და­დე­ბა, შევ­ცვალოთ სა­უბ­რის თე­მა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მხარს უჭერთ ჩემს წი­ნა­და­დე­ბას?
- დი­ახ, რო­გორც თქვენს ყვე­ლა აზრს, ამა­საც მხარს ვუ­ჭერ.
- მა­შინ ჩემს მო­ვა­ლეო­ბად ჩავ­თ­ვ­ლი, მო­ვი­ფიქ­რო, რა გა­ვა­კ­ეთოთ... სე­ნი­ორ ედ­უარდო, ხმა­ზე რო­გო­რა ხართ?
- დო­ნა ბია­ნკ­ა, თუ მიბ­რ­ძა­ნებთ, მზად ვიქ­ნე­ბი.
- მაშ, სე­ნი­ორ, ის­მი­ნეთ ჩე­მი უმა­ღ­ლესობის ბრძა­ნე­ბა: მო­ამ­ზა­დეთ თქვე­ნი ფილ­ტ­ვე­ბი და სხვა სას­იმღ­ერო ორ­გან­ოები, რად­გა­ნაც ისი­ნი დას­ჭირდე­ბა ჩემს მე­ფურ სურ­ვილს.
- ვინ არ ისურ­ვებს ღვ­თა­ებრივი მე­რის რი­ჩი­ოდ ყოფ­ნას.
- თა­ვი და­ვა­ნებოთ რი­ჩი­ოს! - წამ­ოიძა­ხა მან და თა­ვი­სი მშვენ­იერი კუ­ლულების რხე­ვით რო­ი­ალ­ისკ­ენ გა­ე­მარ­თა. - ჩე­მი აზ­რით, ვი­ო­ლი­ნო­ზე და­მკვ­რელი ფრი­ად უსი­ა­მოვ­ნო ვინ­მე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ბო­რო­ტი ბოთ­ვე­ლი გაც­ილებით უფ­რო მომ­წონს. აბა, მა­მა­კ­აცი რა მა­მა­კ­აც­ია, თუ მას­ში არა­ფერ­ია სა­ტან­ისებური. ის­ტო­რი­ამ რაც უნ­და, ის თქვას ჯე­იმს ჰეპ­ბორნზე, მაგ­რამ მე მგო­ნია, სწო­რედ ის წარ­მოად­გენს ვე­ლუ­რი და შეუ­ბრა­ლე­ბელი ყა­ჩა­ღის სუ­ლის მქო­ნე გმირს, რო­მელ­საც სი­ამ­ოვნებით შევ­თა­ვა­ზებდი ჩემს ხელს.
- გაი­გონეთ, ჯენ­ტლმე­ნებო? რო­მე­ლი თქვენ­განი წა­ა­გავს ყვე­ლა­ზე მე­ტად ბოთ­ველს? - წამ­ოიძა­ხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა.
- მე ვიტყო­დი, რომ უპი­რა­ტეს­ობა თქვენ მხა­რე­ზე­ა, - გაი­სმა პოლ­კო­ვნიკ დე­ნეტის ხმა.
- პატ­იოსნე­ბას ვფი­ცავ, დი­დად და­მა­ვა­ლეთ, - მო­ის­მა სა­პასუხოდ.

მის ინ­გ­რე­მი ამა­ყად დაჯ­და რო­ი­ალ­თან, დედ­ოფლურად გა­შა­ლა ქათ­ქა­თა კა­ბის ნაო­ჭები და სა­ამო პრელ­უდია და­უკ­რა, თან საუ­ბარს გა­ნაგ­რძობდა. ამ სა­ღ­ამოს გა­და­მე­ტებულ სია­მა­ყეს იჩენ­და. თა­ვი­სი სიტყ­ვებ­ითა და საქ­ციელით თით­ქოს გან­ზრახული ჰქონ­და, მსმე­ნელ­თა არა მარ­ტო აღ­ტა­ცე­ბა, არა­მედ გან­ცვიფრე­ბაც გამ­ოეწ­ვია. აშკ­ა­რა იყო, სურ­და, მათ­თ­ვის თავ­ბ­რუ და­ეხ­ვია. ცდი­ლობ­და, მე­ტად მარ­ჯვე და გა­ბედული სჩვე­ნებ­ოდა მათ.
- ოჰ, რო­გორ მო­მა­ბეზ­რეს ახ­ლან­დელ­მა ახალ­გაზ­რდა ყმაწ­ვილებ­მა თა­ვი! - წამ­ოიძა­ხა მან და თან რო­ი­ალ­ზე გა­ნაგრძო ბრა­ხუ­ნი. - საბ­რალო, უძ­ლუ­რი არ­სე­ბანი, მა­მის მა­მუ­ლის იქით ნა­ბი­ჯიც რომ არ გა­დაუ­დგამთ. ვერ­სად წას­ულან დედ­ისა და აღმ­ზრდელის ნე­ბართვის გა­რე­შე! საბ­რალონი, რო­მელ­თაც თავ­იანთი ლა­მაზი სა­ხის გარ­და არა­ფერი ახ­სოვთ: თით­ქოს მა­მა­კ­აც­თან რა­მე კავ­ში­რი ჰქონ­დეს სი­ლა­მა­ზეს, თით­ქოს სი­ლა­მა­ზე მხო­ლოდ ქა­ლების სა­კუ­თრე­ბა არ იყოს, ქა­ლის კან­ონიერი თვი­სე­ბა და მე­მკვ­იდრეო­ბა. ვამ­ტკი­ცებ: ულა­მაზო ქა­ლი მხო­ლოდ ლა­ქაა ამ დი­დე­ბულ ქვე­ყა­ნა­ზე, მაგ­რამ, რაც შე­ე­ხე­ბა მა­მა­კ­ა­ცებს, მათ მხო­ლოდ მა­მაც­ობა და სიძ­ლიე­რე უნ­და გა­აჩ­ნდეთ. და­ე, მათ დე­ვიზს წარ­მოად­გენ­დეს: ნად­ირობა, სრო­ლა და ბრძო­ლა. და­ნარ­ჩენს არავ­ითარი მნიშ­ვ­ნელ­ობა არა აქვს მათ­თ­ვის. ასე­თი იქ­ნებ­ოდა ჩე­მი დე­ვი­ზიც, მა­მა­კ­აცი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- რო­დე­საც გათ­ხოვე­ბას და­ვაპ­ირებ, - გა­ნაგრძო მან სი­ჩუ­მის შემ­დეგ, რო­მე­ლიც არა­ვის დაუ­რღ­ვევ­ია, - გა­დაწ­ყვეტილი მაქვს, ისე­თი მე­უღ­ლე შე­ვარჩიო, რომ სი­ლა­მაზით ჩემს მშვენ­იე­რე­ბას კი არ ჩრდი­ლავ­დეს, არა­მედ, პი­რი­ქით, ელ­ვა­რე­ბას მა­ტებ­დეს. ვერ ავ­იტან ჩემს ტახ­ტზე მეტ­ოქეს. მო­ვითხოვ გან­უყოფელ თაყ­ვან­ისცე­მას. მი­სი ერ­თგულე­ბა არ უნ­და გა­ნაწ­ილდეს ჩემ­სა და იმ სა­ხეს შო­რის, რო­მელ­საც ის სა­რკ­ეში ხე­დავს. ახ­ლა კი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, იმღ­ე­რეთ, სი­ამ­ოვნებით დავ­უკ­რავ თქვენ­თ­ვის.
- თქვე­ნი მო­ნა-მორ­ჩი­ლი ვარ, - გაი­სმა პას­უხად.
- აი, მე­კობრის სიმღ­ე­რა. თქვენ იცით, გაგ­იჟ­ებით მომ­წონს მე­კო­ბრე­ები. ამ­იტომაც იმღ­ე­რეთ "ჩონ სპი­რი­ტო".
- მის ინ­გ­რე­მის ბრძა­ნე­ბა მე კი არა, ცარ­იელ დოქ­საც კი აა­მღ­ე­რებს.
- მაშ, გაფ­რ­თხილ­დით, თუ არ მას­იამ­ოვნებთ თქვე­ნი სიმღ­ერით, შე­გარც­ხვენთ და გიჩ­ვე­ნებთ, რო­გორ უნ­და მღ­ე­რა.
- თქვენ გსურთ, ჩე­მი უვარ­გი­სო­ბის­თ­ვის და­მაჯილდოოთ. ახ­ლა შე­ვეც­დები კი­დეც, რომ დავ­მარც­ხდე.
- Gardez-vo­us en bi­en, თუ გან­გებ შეც­დით, მო­ვი­ფიქ­რებ რა­მეს და შე­სა­ფერ­ისა­დაც დაგ­ს­ჯით.
- მის ინ­გ­რემ­მა მოწყა­ლე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს, რად­გან მას ძა­ლუძს ისე­თი სას­ჯელი მო­ი­ფიქ­როს, რო­მელ­საც ვერც ერ­თი ადამ­იანი ვერ აი­ტანს.
- მა­ინც? - ბრძა­ნა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა.
- მო­მი­ტე­ვეთ, მა­დამ. მაგ­რამ რა საჭ­იროა ახ­სნა-­გან­მარ­ტე­ბა. სა­კუ­თარი გო­ნე­ბა, ალ­ბათ, გეტ­ყოდათ, რომ თქვე­ნი შუბ­ლის ერ­თხელ შე­კვ­რაც კი სა­კ­მარ­ისია ადამ­იანის სა­თა­ნადოდ და­სას­ჯე­ლად.
- იმღ­ე­რეთ, - ბრძა­ნა კვ­ლავ მან და შთაგ­ონებით და­იწყო და­კვ­რა.
- "ახ­ლა კი დროა, გავ­იპარო", - გავ­იფიქრე, მაგ­რამ ჰა­ერში დარ­ხეუ­ლმა ბგე­რებ­მა შე­მა­ჩე­რა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მითხ­რა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მშვენ­იერი ხმა აქ­ვ­სო. მარ­თლაც ასე იყო: ძლი­ე­რი, სას­იამოვნო ბა­ნი; სიმღ­ე­რაში მთელ თა­ვის გრძნო­ბებ­სა და ენერ­გიას აქ­სოვდა. მსმე­ნელს გულ­ში სწვდებ­ოდა მი­სი ხმა და უც­ნაუ­რად აღ­ელ­ვებ­და. შევ­იცა­დე, ვიდ­რე უკ­ა­ნა­სკ­ნელი ძლი­ე­რი და მჟ­ღ­ერი ბგე­რები მიწყ­დებ­ოდა, ვიდ­რე შეწ­ყვეტილი საუ­ბარი გა­ნახ­ლდებ­ოდა და მა­შინ კი დავ­ტოვე ჩე­მი თავ­შე­სა­ფარი. გა­ნის კა­რით გამ­ოვედი, რო­მე­ლიც, სა­ბედ­ნიეროდ, ახ­ლოს იყო. ვიწ­რო ტა­ლანს გავ­ყევი. რამ­დენ­იმე ნა­ბი­ჯი გა­დავდგი თუ არა, შევ­ნიშნე, ფეხ­საცმლის თას­მები შემ­ხსნოდა. შევ­ჩერდი. უნ­და შე­მე­კ­რა. დავ­იჩოქე ია­ტა­კ­ზე, კი­ბის სა­ფეხ­ურებ­თან გა­ფენილ ნოხ­ზე. ამ დროს სა­სადილო ოთა­ხის კა­რის გა­ღ­ების ხმა შემ­ომეს­მა. ვიღ­აც ჯენ­ტლმენი გამ­ოვიდა. სას­წრაფოდ წამ­ოვდექი და პი­რის­პირ შე­ვე­ჩე­ხე მის­ტერ რო­ჩეს­ტერს.
- რო­გორ ხართ? - მკი­თხა.
- ძალ­იან კარ­გად, სერ.
- რა­ტომ არ მოხ­ვე­დით და არ და­მე­ლა­პა­რა­კ­ეთ ოთახ­ში?
ვი­ფიქ­რე, ეს, ალ­ბათ, მე უნ­და მე­კი­თხა-­მეთქი, მაგ­რამ ვერ გავ­ბე­დე თქმა. ნაც­ვლად ამ­ისა, ვუ­პას­უხე:
- არ მინ­დო­და შე­მეწ­უხებ­ინეთ, რად­გა­ნაც ისე­დაც მო­უც­ლე­ლი იყა­ვით, სერ.
- რას აკ­ე­თებდით, ვიდ­რე აქ არ ვი­ყა­ვი?
- ისეთს არა­ფერს. ჩვეუ­ლებრივ, ადელს ვა­მე­ცად­ინებდი.
- და თან­და­თან ფერს კარ­გავდით. ეს მე ერ­თი შე­ხედვით შევ­ნიშნე. რა მოხ­და?
- არა­ფერი, სერ.
- ხომ არ გა­ცივ­დით იმ სა­ღ­ამოს, კი­ნა­ღ­ამ რომ და­მახ­რჩვეთ?
- ოდ­ნა­ვა­დაც არა, სერ.
- დაბ­რუნ­დით სას­ტუმ­რო ოთახ­ში, ძალ­იან ად­რე მირ­ბი­ხართ.
- და­ღლილი ვარ, სერ.
ერთ წუთს მი­ყუ­რებ­და.
- და სევ­დიანიც, - თქვა მან. - მი­ზე­ზი? მითხა­რით.
- რა უნ­და იყოს... არა­ფერი, სერ. სრუ­ლე­ბით არ ვარ სევ­დიანი.
- ხარ­თ-მეთ­ქი. ისე შემ­ოგწოლიათ დარ­დი, რომ რამ­დენ­იმე სიტყ­ვაც და, ატ­ირდებით. ცრემ­ლები ისე­დაც კი­აფ­ობენ თქვენს თვა­ლებში. მრავ­ლდებ­იან. ერ­თი წვე­თი უკ­ვე მოს­წყ­და ქუ­თუ­თოს და ჩამ­ოგორდა. დრო რომ მქონ­დეს და რო­მელ­იმე ჭო­რიკ­ა­ნა მო­სამ­სახურის გამ­ოჩენის არ მეშ­ინოდეს, გავ­იგებდი, რა მოხ­და. კარ­გი. ამ სა­ღ­ამოს გიშ­ვებთ, მაგ­რამ გახ­სოვდეთ: სა­ნამ ჩე­მი სტუმ­რე­ბი ჩემს სახ­ლ­ში არ­იან, ყო­ველ სა­ღ­ამოს უნ­და ჩამ­ოხვიდეთ სას­ტუმ­რო ოთახ­ში. ასეთ­ია ჩე­მი სურ­ვი­ლი. ნუ უკ­უაგ­დებთ. ახ­ლა კი წა­დით და სო­ფი გამ­ოგზავ­ნეთ ადე­ლის წა­საყ­ვა­ნად. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო...
აქ ის შე­ჩერ­და, ტუ­ჩი მო­იკვ­ნიტა და სას­წრაფოდ გამ­შორდა.


თა­ვი მეოცე

მხი­ა­რუ­ლი დღ­ე­ები დაუ­დგა თორ­ნ­ფილ­დ­ჰოლს - სი­ცოცხ­ლით სავ­სე და მო­უს­ვე­ნარი. ოჰ, რო­გორ გან­სხვავ­დებ­ოდა ეს დრო პირ­ვე­ლი სა­მი თვის გან­მავ­ლობაში, ამა­ვე ჭერ­ქვეშ მყუდ­როე­ბაში, სრულ მარ­ტოობა­სა და მო­სა­ბეზ­რე­ბელ ერ­თსა და იმა­ვე საქ­მიან­ობაში გა­ტა­რებული დღ­ე­ებ­ისგან. მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ სევ­და სა­დღ­აც გაქ­რა და მოწყენ­ილობაც სამ­უდამოდ მიე­ცა დავ­იწყე­ბას. მთე­ლი დღე ყო­ველ კუ­თხეში სი­ცოცხ­ლე და ფუს­ფუ­სი შეი­მჩნეო­და. რამ­დენ­იმე ხნის წი­ნათ მდუ­მა­რებით მო­ცულ დე­რე­ფანში, აქამ­დე მიყ­რუ­ე­ბულ რო­მელ­იმე სა­დარ­ბაზო ოთახ­ში ისე ვერ შეი­ხე­დავდით ან გა­ივ­ლი­დით, რომ მშვენ­იერ მო­ახ­ლე ქალს ან ლაქ­იას არ გა­დაჰყროდით.
სამ­ზა­რეულო, მო­უ­რა­ვის სა­კუ­ჭნაო, მსახ­ურთა დარ­ბაზი და შე­სას­ვლელი დე­რეფ­ნები - ყვე­ლა ერ­თნაი­რად იყო გამ­ოცოცხლებული და ხალ­ხით სავ­სე. მხო­ლოდ სას­ტუმ­რო დარ­ბაზი რჩებ­ოდა ცარ­იელი და მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი, რო­დე­საც დი­დე­ბუ­ლი გა­ზაფხულის ლა­ჟ­ვარ­დოვანი ცა და წყნა­რი მზის სხი­ვე­ბი გა­რეთ ბა­ღ­ჩებში იხ­მობ­და მის ბი­ნა­დართ. მაშ­ინაც კი, რო­დე­საც ამინ­დი შეი­ცვლებ­ოდა და რამ­დენ­იმე დღე გაბ­მით, კო­კი­სპირულად წვიმ­და, მი­წის სის­ვე­ლე მხი­არ­ულე­ბას ხელს ვერ უშ­ლი­და. სტუმ­რე­ბი მა­შინ შიგ­ნით მო­იკ­ა­ლა­თებ­დნენ ხოლ­მე და იქ ეძებ­დნენ ათას­ნაირ გა­სართობს.

ვერ გავ­იგე, რას აპ­ირებ­დნენ, რო­დე­საც ერთ სა­ღ­ამოს წი­ნა­და­დე­ბა შემ­ოიტა­ნეს, გარ­თო­ბის ერ­თი სა­ხე მე­ო­რით შე­ეც­ვა­ლათ. ისი­ნი შა­რა­დებს ახ­სე­ნებ­დნენ. ჩე­მი უცო­დი­ნრ­ობა უნ­და ვა­ღ­იარო - ვერ მივ­ხ­ვ­დი, მა­თი საუ­ბარი რას გუ­ლის­ხ­მობ­და. მსახ­ურებს დაუ­ძა­ხეს, სა­სადილო მაგ­იდები სხვა მხა­რეს გა­და­ა­ტან­ინეს, სა­სან­თლე­ებს სხვა ად­გილები მი­უ­ჩი­ნეს და სა­ვარ­ძლებიც თა­ღის მო­პირ­დაპ­ირედ ნა­ხე­ვარ­წრიულად და­აწ­ყვეს. რო­დე­საც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი და სხვა ჯენ­ტლმე­ნები ასეთ გა­ნკ­არ­გულე­ბას იძ­ლეო­დნენ, მან­დილოსნები ქვე­და და ზე­და სარ­თულების კი­ბე­ზე არ­ბოდ-ჩარ­ბოდნენ, თავ­იანთ მო­ახ­ლე­ებს ურე­კ­ავ­დნენ და იხ­მობ­დ­ნენ. მი­სის ფე­იერ­ფექსიც მო­იწ­ვი­ეს და გამ­ოჰკი­თხეს, ტან­საცმლის რო­გო­რი მა­რაგი იყო გა­და­ნახული. უფ­რო გარ­დასული ხა­ნის სა­მო­სი, შა­ლები და სხვა­დას­ხვა­ნაირი დე­კო­რატიული ქსო­ვი­ლეი აი­ნტე­რე­სებ­დათ. მე­სა­მე სარ­თულზე გარ­დერ­ობები გა­დას­ინჯეს და ფარ­ჩის სა­მო­სი, გან­იერი ქვე­დაკა­ბები, ატ­ლასის გუ­ლის­პი­რე­ბი, შა­ვი გამ­ჭვირვა­ლე შარ­ფები, გრძე­ლი ბაფ­თები, მარ­მაშის ჟაბ­ოები და სხვა მრა­ვალი ასე­თი ნივ­თი მო­ახ­ლე­ებ­მა, ვი­საც კი რამ­დენი შე­ეძლო, დაბ­ლა ჩამ­ოზიდეს. შემ­დეგ და­იწყო შერ­ჩე­ვა. მათ შო­რის, რაც უფ­რო მო­ეწ­ონათ, ამ­ოარ­ჩიეს და სას­ტუმ­რო ოთახ­იდან ბუ­დუ­არ­ში გა­დაი­ტა­ნეს.

ამას­ობაში მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა კვ­ლავ მო­უხ­მო მან­დილოსნებს, ირ­გ­ვ­ლივ შემ­ოიკრ­იბა და მათ­გან რამ­დენ­იმე თა­ვის ჯგუფ­ში სა­თა­მაშოდ შე­არ­ჩია. - მის ინ­გ­რე­მი ჩემ­ია, რა თქმა უნ­და, - თქვა მან, მას შემ­დეგ, რაც ემი და ლუ­ი­ზა ეშ­ტონები და მი­სის დენ­ტი და­ა­სა­ხე­ლა. შემ­დეგ მე შემ­ომხე­და, შემ­თხვევით მის ახ­ლოს ვი­დე­ქი, მი­სის დენ­ტის­თ­ვის გახ­ს­ნი­ლი სა­მაჯური უნ­და შე­მე­კ­რა ხელ­ზე.

- ითა­მა­შებ? - მკი­თხა მან. უარის ნიშ­ნად თა­ვი გა­ვაქ­ნიე. მას ძა­ლა არ დაუ­ტა­ნებ­ია. თუმ­ცა, უცებ კი შე­ვკრთი, რო­ცა გავ­იფიქრე, შეი­ძლე­ბა მომ­თხო­ვოს და იძუ­ლე­ბით მა­თა­მაშ­ოს-მეთ­ქი. მაგ­რამ მან ნე­ბა დამ­რ­თო, სრუ­ლი­ად მშვი­დად ჩემს ჩვე­ულ ად­გილს დავ­ბრუნებოდი.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი და მის მხა­რე­ზე მო­თა­მა­შენი ფარ­დის უკ­ან გაუ­ჩინარ­დნენ. მეო­რე ჯგუ­ფის წარ­მომად­გენ­ლები კი, პოლ­კო­ვნიკ დენ­ტის მე­თაურობით, ნა­ხე­ვარ­წრიულად გან­ლა­გებულ სა­ვარ­ძლებში ჩას­ხდნენ. ერ­თ-ერ­თი ჯენ­ტლმენი, მის­ტერ ეშ­ტო­ნი, მე მი­ყუ­რებ­და, ჩან­და, შეს­თა­ვა­ზა, მეც მო­თა­მა­შე­ებს შე­ვერ­თებოდი, მაგ­რამ ლე­დი ინ­გ­რემ­მა ეს აზ­რი იმ­წამ­სვე უარ­ყო.

- არა, - გავ­იგონე მი­სი ნათ­ქვამი, - ის ისე­თი ქა­რაფ­შუტა ჩანს, ასეთ თა­მაშს ვერ შეძ­ლებს.
მა­ლე ზა­რის ხმა გაი­სმა და ფარ­დაც აი­ხა­და. მის შიგ­ნით გამ­ოჩნდა წარ­მოსა­დეგი სერ ჯორჯ ლი­ნი, რო­მე­ლიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს თა­ვი­სი ჯგუ­ფის­თ­ვის შე­ერ­ჩია. ის თეთრ ზე­წარში გახ­ვეულიყო. მის წინ მაგ­იდა­ზე გა­დაშლილი დი­დი წიგ­ნი იდო. ერთ მხა­რეს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ლა­ბა­დაში გა­მოწყო­ბი­ლი მის ემი ეშ­ტო­ნი ედ­გა წიგ­ნით ხელ­ში, ვიღ­აც უჩი­ნა­რი ზარს მხი­არ­ულად აწკ­არ­უნებ­და. შემ­დეგ ადე­ლი გამ­ოჩნდა (მან და­ჟი­ნებით მო­ითხო­ვა, თა­ვი­ს მეუ­რვეს­თან ერ­თად ეთა­მა­შებ­ინათ).
ბავ­შ­ვი წინ გამ­ოიჭრა და მკ­ლავ­ზე ჩამ­ოკი­დებული ლა­მაზი კა­ლათ­იდან ირ­გ­ვ­ლივ ყვავ­ილებს აბ­ნევ­და. მე­რე გამ­ოჩნდა უმ­შ­ვენ­იე­რესი მის ინ­გ­რე­მი თა­ვი­სი უნა­კლო ტა­ნის ნარ­ნარი რხე­ვით, მთლად თეთრ სა­მოს­ში, თავ­ზე გრძე­ლი სიფ­რი­ფა­ნა ლე­ჩაქ­ითა და შუბ­ლ­ზე ვარ­დების გვირ­გ­ვი­ნით. მის გვერ­დით მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­აბ­იჯებ­და. ორი­ვე მაგ­იდას მი­უ­ახ­ლოვდა და დაი­ჩოქა. თეთრ ტან­საც­მელში გამ­ოწყობილმა ლუ­ი­ზა ეშ­ტონმა და მი­სის დენ­ტმა მათ უკ­ან და­იკ­ა­ვეს ად­გილები. ყო­ველ­ივე ეს მუნ­ჯურ სცე­ნას წარ­მოად­გენ­და, მაგ­რამ მას­ში ად­ვილად გა­მო­იც­ნობ­დით სა­ქორ­წი­ნო ცე­რემ­ონიალის ამ­სახ­ველ პან­ტომიმას. პოლ­კო­ვნიკი დენ­ტი და მი­სი მომ­ხ­რე­ები და­ახ­ლოებით ორი წუ­თის გან­მავ­ლობაში ჩურ­ჩუ­ლით უთან­ხმდებ­ოდნენ ერ­თმა­ნეთს და ბო­ლოს პოლ­კო­ვნიკ­მა ხმა­დაბ­ლა გა­ნაც­ხა­და:
- ბრა­იდ.

მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად თა­ვი და­უკ­რა, შა­რა­და აი­ხსნა და ფარ­დაც და­ეშ­ვა.
კარ­გა ხა­ნი გავ­იდა, სა­ნამ ფარ­და კვ­ლავ აი­ხდებ­ოდა. მეო­რე პირ­ველ­თან შე­და­რებით, უფ­რო საგ­ულდაგულოდ მომ­ზა­დებული სცე­ნა იყო. სას­ტუმ­რო ოთა­ხი, რო­გორც წი­ნათ მო­გახ­სე­ნეთ, სა­სადილო ოთახ­თან კი­ბის ორი სა­ფეხურით მა­ღ­ლა იყო. უკ­ა­ნა­სკ­ნელი სა­ფეხურის ზე­მოთ, ერ­თი თუ ორი იარ­დის დაშ­ორებით, ოთა­ხის შუ­ა­გულ­ში, დი­დი მარ­მარილოს აუზი მო­ჩან­და. მაშ­ინვე ვი­ცა­ნი, ის ხომ ჩვე­ნი ორა­ნჟ­ე­რეის მშვე­ნე­ბას წარ­მოად­გენ­და. მის გარ­შემო ცხე­ლი ქვეყ­ნების მცე­ნა­რეუ­ლობა ხარ­ობდა და შიგ ოქ­როს თევ­ზები დაც­ურავ­დნენ. წარ­მოვიდგინე, მი­სი ზო­მი­სა და სიმ­ძი­მის გა­მო, რა დიდ ჯა­ფა­სა და ტან­ჯვას მო­ითხოვ­და მი­სი ოთახ­ში შემ­ოტა­ნა და მოწყო­ბა.

აუზის გვერ­დით და­გებულ მდიდ­რულ ხალ­იჩა­ზე სხვა­დას­ხვა­ნაირი შა­ლით მორ­თუ­ლი მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­ჩან­და. თავ­ზე ჩალ­მა ეხ­ურა. მი­სი მუ­ქი თვა­ლები, შავ­გვრე­მანი სა­ხის კა­ნი და არაქ­რისტიანული სა­ხის ნა­კვ­თები სწო­რედ ზედ­გამოჭრილი იყო მის ჩაც­მულობას­თან. ის აღმ­ოსავ­ლეთის ამ­ირას ნამ­დ­ვი­ლი გან­სახ­იე­რე­ბა გახ­ლდათ, მშვილ­დოს­ნუ­რი ბრძო­ლის ფან­ტას­ტიკური გმი­რი ან მსხვერ­პ­ლი. მა­ლე მის ინ­გ­რე­მიც გამ­ოჩნდა. ისიც აღმ­ოსავლური გემ­ოვნებით იყო მორ­თუ­ლი. მე­წამული გამ­ჭვირვა­ლე შარ­ფი ქა­მარივით ჰქონ­და წელ­ზე შემ­ოკრული. ამ­ოქარგული თავ­საბ­ურავი ორი­ვე სა­ფეთ­ქელ­თან ოდ­ნავ შე­ეტ­რია­ლებ­ინა, თით­ქოს კვან­ძი გამ­ოე­სკვ­ნათ. მი­სი ნა­ტი­ფი მოყ­ვა­ნი­ლო­ბის მკ­ლა­ვები მთლად შიშ­ვე­ლი ჩან­და. თავ­ზე წყლის სუ­რა ედ­გა, ცა­ლი ხე­ლი მა­ღ­ლა აეწ­ია და ჭურ­ჭე­ლი მე­ტად მოხ­დენ­ილად ეჭ­ირა. მთე­ლი მი­სი გა­რეგ­ნობა, სა­ხე და გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაც კი პატ­რიარ­ქალური ეპო­ქის იუდე­ველ­თა მე­ფის ას­ულებს მო­გაგ­ონებ­დათ. უეჭ­ველ­ია, სი­ნამ­დვილეშიც ასე­თი გმი­რის გან­სახ­იე­რე­ბა ჰქონ­და გათ­ვალ­ისწინებული.

ის აუზს მი­უ­ახ­ლოვდა და ისე დაი­ხა­რა, თით­ქოს სუ­რის ავ­სე­ბა სურ­და. მე­რე ჭურ­ჭე­ლი კვ­ლავ თავ­ზე შეი­დგა. წყა­როს პი­რად მჯდო­მი ახ­ლაღა გამ­ოე­რკ­ვა და შე­ეს­იტყვა ქალს. ჩან­და, რა­ღ­აც სთხო­ვა. ქალ­მა სას­წრაფოდ ჩამ­ოდგა სუ­რა და წყა­ლი მი­არ­თვა. ვა­ჟ­მა სა­კი­ნძე შეი­ხსნა, კო­ლო­ფი ამ­ოიღო, გახ­სნა და მას თვალ­ისმომჭრელი სი­ლა­მაზის სა­მაჯ­ურები და საყ­ურე­ები აჩ­ვე­ნა. ის­რა­ელ­თა მე­ფის ასუ­ლი ამ ნივ­თ­თა სი­ლა­მა­ზემ გა­ნაც­ვიფრა და აღ­ტა­ცებული დარ­ჩა. ვა­ჟ­მა კი დაი­ჩოქა და გან­ძეული ფერ­ხ­თით და­უწყო. უნ­დობ­ლო­ბა და სი­ხა­რუ­ლი ერ­თად მო­ჩან­და მის გამ­ოხედ­ვა­სა და მი­მოხ­რა­ში. უც­ნობ­მა სწრა­ფად გა­უკ­ე­თა ხელ­ზე სა­მაჯ­ურები, სა­ყუ­რით კი ლა­მაზი ყუ­რე­ბი დაუ­მშვე­ნა. აქ­ლე­მები არ­სად ჩან­და, თო­რემ ყვე­ლამ შე­იც­ნო ელ­ია­ზარი და რე­ბე­კ­ა.
შა­რადის გამ­ომცნობთა ჯგუ­ფის მო­ნაწ­ილე­ებ­მა თა­ვები კვ­ლავ ერ­თმა­ნეთს მი­უ­ახ­ლოვეს, ჩან­და, ვერ შე­თან­ხმდნენ, რო­მელ სიტყ­ვა­სა თუ მარც­ვალს გამ­ოხა­ტავ­და სცე­ნა. პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­ტმა და მი­სი ჯგუ­ფის წარ­მომად­გენ­ლებ­მა სუ­რა­თის მთლია­ნად ნახ­ვა მო­ითხო­ვეს, რის შემ­დე­გაც ფარ­და კვ­ლავ და­ეშ­ვა.
ფარ­და მე­სა­მედ გაი­ხსნა და ახ­ლა მხო­ლოდ სას­ტუმ­რო ოთა­ხის ერ­თი მხა­რე ჩან­და. და­ნარ­ჩენი თალ­ხი და უხე­ში ქსო­ვი­ლის ფარ­დე­ბა­კრული თე­ჯი­რით იყო და­ფარული. მარ­მარილოს აუზი გა­ე­ტა­ნათ. მის ად­გილას ნაძ­ვის ხის მაგ­იდა და სამ­ზა­რეულოს სკ­ამი და­ედ­გათ. მკრ­თალ შუქ­ზე ამ საგ­ნებს ძლივს გა­არ­ჩევდით. სან­თლები ჩა­ექროთ და სი­ნათ­ლე მხო­ლოდ ფარ­ნიდან ბჟუ­ტავ­და.

ამ ღარ­იბულად მოწყო­ბილ სცე­ნა­ზე იჯ­და ვიღ­აც მა­მა­კ­აცი, რო­მელ­საც ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაჭდობილი ხე­ლები მუხ­ლებ­ზე ეწყო და თავ­დახრილი მი­წას ჩაჰ­ყურებ­და. თუმ­ცა სა­ხე გრი­მით ჰქონ­და და­ფარული და ტან­საც­მელიც შემ­ოხეული ეც­ვა, მა­ინც ვი­ცა­ნი მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. ზურ­გი­დან ჩამ­ოხეული პალ­ტო ერთ მხა­რეს სა­ნა­ხევროდ ეკი­და მკ­ლავ­ზე. თით­ქოს ჩხუბ­ში, მუშ­ტი-კრი­ვის დროს ჩამ­ოეხ­იათ. წარ­ბშე­კრული, ასეთ პირ­ქუშ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­სა და ჯა­გარივით ყალ­ყზე მდგარ თმას სრუ­ლი­ად გამ­ოეც­ვა­ლა, მოძ­რაო­ბისას ჯაჭ­ვის ჟღ­არუნი ის­მო­და. ხე­ლებ­ზე ბორ­კი­ლები ედო.
- ბრაი­დუელი, - წამ­ოიძა­ხა პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­ტმა და შა­რა­დაც ახ­სნა.
სა­ნამ შემ­სრულებ­ლები სა­კუ­თარ ტან­საც­მელში გამ­ოეწ­ყობოდნენ, დი­დი დრო გავ­იდა. მე­რე ისი­ნი სა­სადილო ოთახ­ში შემ­ოვიდნენ... მის ინ­გ­რე­მი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა შემ­ოიყვა­ნა. ქა­ლი მას, რო­გორც რო­ლის სა­უკ­ე­თესოდ შემ­სრულე­ბელს, ქათ­ინაუ­რებით უმას­პინძლდებ­ოდა.
- იცით თუ არა, - თქვა ახალ­გაზ­რდა ლე­დიმ, - რომ სამ­ივე გმი­რის გამ­ოსახვის დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად ბო­ლოს მო­მეწ­ონეთ? ოჰ, თქვენ რომ ცო­ტა უფ­რო ად­რეულ სა­უკუ­ნე­ებში გეც­ხოვრათ, თქვენ­გან დი­დე­ბუ­ლი შა­რაგზის ყა­ჩა­ღი დად­გებ­ოდა.
- სა­ხე­ზე სა­ღ­ე­ბავი კი­დევ მეტ­ყობა? - ჰკი­თხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და მისკ­ენ შეტ­რიალ­და.
- ვაი რომ, აღ­არ გემ­ჩნე­ვათ, რა სამ­წუხარ­ოა! არა­ფერი ისე არ უხ­დე­ბა თქვენს სა­ხეს, რო­გორც თავ­ზეხე­ლა­ღ­ებული ავა­ზა­კის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა.
- მაშ, თქვენ შა­რაგზის ყა­ჩა­ღს შეი­ყვა­რებდით?
- შა­რაგზის ინ­გ­ლი­სელ ყა­ჩა­ღ­ზე უფ­რო საი­ნტე­რესო იტალ­იელი ბან­დი­ტი იქ­ნებ­ოდა. მას კი მხო­ლოდ ლე­ვან­ტიელი მე­კო­ბრე თუ გაუ­წევ­და მეტ­ოქეო­ბას.
- კე­თი­ლი, რა­დაც უნ­და ჩამ­თვალოთ, გახ­სოვდეთ, რომ თქვენ ჩე­მი მე­უღ­ლე ხართ. ჩვენ ჯვა­რი ამ­დენი ხალ­ხის თან­დას­წრებით მხო­ლოდ ერ­თი სა­ათის წინ დავ­იწე­რეთ.
ბლან­შის კი­სკისი გავ­იგონე და დავ­ინა­ხე, რო­გორ ვარ­დისფრად აე­ტკი­ცა ღაწ­ვები.
- ახ­ლა კი, დენტ, - გა­ნაგრძო მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - თქვე­ნი ჯერ­ია.
ახა­ლი ჯგუ­ფი გაუ­ჩინარ­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და მი­სი ჯგუ­ფის მო­თა­მა­შე­ებ­მა ად­გილები და­იკ­ა­ვეს.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მარ­ჯ­ვ­ნივ მის ინ­გ­რე­მი იჯ­და. და­ნარ­ჩენი მო­ნაწ­ილე­ები კი მათ აქეთ-იქით ჩას­ხდნენ სა­ვარ­ძლებში. მე ახ­ლა მსახ­იობთა თა­მაშს უკ­ვე აღ­არ ვუ­ყუ­რებ­დი. აღ­არ მაი­ნტე­რე­სებ­და, რო­დის აი­ხდებ­ოდა ფარ­და, მთე­ლი ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა მაყ­ურებ­ლებ­მა მი­იქ­ცი­ეს. თუ რამ­დენ­იმე ხნის წინ თა­ღის ფარ­დას ვერ ვაც­ილებდი თვალს, ახ­ლა და­ჟი­ნებით მხო­ლოდ ნა­ხე­ვარ­წრიულად დად­გ­მულ სა­ვარ­ძლებს შევ­ყურებდი. რა გაი­თა­მა­შეს პოლ­კო­ვნიკ­მა დენ­ტმა და მის­მა მომ­ხ­რე­ებ­მა, რო­მე­ლი სიტყ­ვა აი­რჩიეს ან რო­გორ გაი­მარ­თლეს თა­ვი, სუ­ლაც არ მახ­სოვდა. მაგ­რამ მაყ­ურე­ბელ­თა ურ­თი­ერ­თ­შო­რის შე­თან­ხმე­ბა ყო­ვე­ლი წარ­მოდგენის შემ­დეგ ჯერ კი­დევ კარ­გად მახ­სოვს. ვხე­დავდი, რო­გორ შეტ­რიალ­დებ­ოდა ხოლ­მე მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მის ინ­გ­რემ­ისკ­ენ, ხო­ლო - ბლან­ში კი მისკ­ენ. ვხე­დავდი, რო­გორ ხრი­და ის თავს მის წი­ნა­შე და შა­ვი ბრწყინ­ვა­ლე კუ­ლულები თით­ქ­მის ეხებ­ოდა მის მხრებს და ელამ­უნებ­ოდა მის სა­ხეს. მეს­მოდა მა­თი ინ­ტი­მუ­რი ჩურ­ჩუ­ლი. მახ­სოვს, რო­გო­რი გრძნო­ბით გა­ხე­დავ­დნენ ხოლ­მე ერ­თმა­ნეთს და ახ­ლაც, რო­დე­საც ყო­ველ­ივე იმას ვი­გო­ნებ, იგი­ვე გრძნო­ბა მეუ­ფლე­ბა, რა­საც მა­შინ გან­ვიც­დი­დი.

იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93