ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამესამე/ოცდამეოთხე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამესამე/ოცდამეოთხე
- თავ­ისუფლად შე­გეძლო თავ­იდან აგეც­ილებ­ინა ის ტან­ჯვა, რო­მე­ლიც ამ ტი­რა­დის გად­მოცემის დროს გან­იცა­დე, - უპას­უხა ჯორ­ჯია­ნამ, - თით­ქ­მის ყვე­ლასთვის ცნო­ბი­ლია, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დი­დი თა­ვკ­ერ­ძა და უგუ­ლო არ­სე­ბა ბრძან­დები.
კარ­გად ვი­ცი, რა საშ­ინელი სი­ძულ­ვი­ლი გამ­ოქმე­დებს ჩემ მი­მართ. მე უკ­ვე ვი­გე­მე კი­დეც შე­ნი ყოვ­ლად უმ­ს­გავ­სი საქ­ციელი, რაც ლორდ ედ­ვინ ვერ­თან და­კ­ავ­შირებით გაი­თა­მა­შე. შენ ვერ აი­ტან, რომ მე საზ­ოგად­ოე­ბაში შენ­ზე მე­ტად ავ­მა­ღლ­დე, ლორ­დის ტი­ტულს მი­ვა­ღწიო და ისე­თი საზ­ოგად­ოების წევ­რი გავ­ხდე, სა­დაც შენ თა­ვი არ გამ­ოგეყ­ოფა. აი, სწო­რედ
ამი­ტომ ითა­მა­შე ჯაშ­უშისა და მა­ბე­ზღ­ა­რას რო­ლი და სამ­უდამოდ დამ­იხშე მო­მავ­ლის იმე­დი. - ამის შემ­დეგ ჯორ­ჯია­ნამ ცხვირ­სა­ხო­ცი ამ­ოიღო და ერ­თი სა­ათი ცხვირს იწ­მენ­დდა. ელ­იზა კი იჯ­და, ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი, მი­უკ­ა­რე­ბელი და თა­ვი­სი საქ­მით გარ­თუ­ლი.

მარ­თალ­ია, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი გრძნო­ბა ზო­გი­ერ­თის­თ­ვის ძალ­იან ცო­ტას ნიშ­ნავს, მაგ­რამ აქ ორი სხვა­დას­ხვა ბუ­ნე­ბის ადამ­იანი იყო: ერ­თი გან­უსა­ზღვ­რელი გეს­ლით სავ­სე, მეო­რე კი - აუ­ტა­ნელი ქა­რაფ­შუტა. გრძნო­ბა გო­ნე­ბის გა­რე­შე მხო­ლოდ სუს­ტი ქარ­ია, მაგ­რამ გო­ნე­ბაც გრძნო­ბის გა­რე­შე მწა­რეა და ადამ­იანისთვის გამ­ოუსა­დე­გარი.

მო­სა­ღ­ამ­ოვდა. ქა­რი ქრო­და და ჰა­ერში სი­ნეს­ტე იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ჯორ­ჯია­ნას რო­მა­ნის ჩუმ კი­თხვაში ჩა­ეძ­ინა დი­ვან­ზე, ელ­იზა კი რო­მელ­იღ­აც წმინ­და­ნის პატ­ივსა­ცე­მად გა­მართული წირ­ვის მო­სას­მე­ნად წავ­იდა ახალ ეკ­ლეს­იაში. რე­ლი­გი­ურ წე­სებს ის მე­ტად მტკი­ცედ იცავ­და და, რო­გო­რი ამინ­დიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, ხელს ვე­რა­ფერი შეუ­შლიდა. ზუს­ტად ას­რულებ­და ყო­ველ­ივეს, რა­საც ღვთის­მო­ში­ში ადამ­იანის ვალ­დებ­ულე­ბად თვლი­და.

ყვე­ლა­ნაირ ამინ­დ­ში, კვ­ირა დღ­ეს, ის სამ­ჯერ მი­დი­ო­და საყ­დარში, და­ნარ­ჩენ დღ­ე­ებში კი - მხო­ლოდ მა­შინ, რო­ცა წირ­ვა-­ლოცვა მიმ­დი­ნა­რეო­ბდა.
გავ­იფიქრე, ზე­და სარ­თულზე ავ­სულიყავი და მე­ნა­ხა მო­მა­კვ­დავი ქა­ლი, რო­მე­ლიც თით­ქ­მის უპატ­რო­ნოდ იწ­ვა თა­ვი­სი თა­ვის ანა­ბა­რად მი­ტო­ვე­ბუ­ლი. თვით მსახ­ურებიც ძალ­იან ნა­კ­ლებ მზრუნ­ველ­ობას იჩენ­დნენ მის მი­მართ. დაქ­ირა­ვებული მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი კი, რად­გან ზე­დამ­ხედ­ველ­ობას არა­ვინ უწევ­და, რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლობა მიე­ცემ­ოდა, ცდი­ლობ­და, ოთახ­იდან გა­მო­სუ­ლი­ყო. ბე­სის, თუმ­ცა კვ­ლავ თავ­და­დებული იყო მათ­თ­ვის, ახ­ლა სა­კუ­თარი ოჯა­ხი ჰყავ­და და იშ­ვია­თად მო­დი­ო­და გეი­ტსჰედში. რო­გორც ვე­ლო­დი, ავად­მ­ყო­ფის ოთა­ხი კვ­ლავ უმეთ­ვალ­ყურეოდ მი­ეტ­ოვებ­ინათ, მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი არ­სად ჩან­და; ავად­მ­ყო­ფი წყნა­რად იწ­ვა და ლე­თარგიულ ძილს მის­ცემ­ოდა; გა­ნა­წა­მები სა­ხე ბალ­იშებში ჰქონ­და ჩა­მალული; ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი ჩა­ფერფლილიყო; ნა­კ­ვერ­ჩხლები გა­ვა­ღვ­ივე, საწ­ოლზე სა­ბანი შევ­უსწორე და რამ­დენ­იმე ხანს დავ­ყურებდი ავად­მ­ყოფს, რო­მელ­საც ჩე­მი და­ნახ­ვა არ შე­ეძლო. შემ­დეგ კი სა­რკმ­ლისკ­ენ გა­ვე­მარ­თე.

წვი­მა ძლიე­რად შხაპ­უნობდა სა­რკმლის მი­ნებ­ზე. ქა­რი გამ­ძაფ­რდა და ქარ­იშხალივით ზუ­ზუ­ნებ­და. - აი, წევს ადამ­იანი, - გავ­იფიქრე მე, რომ­ლის­თ­ვი­საც მა­ლე უცხო იქ­ნე­ბა ამ­ქვეყნიური ჭირ-ვა­რამი. სად წა­ვა მი­სი სუ­ლი, რო­მე­ლიც ამჟ­ა­მად იბ­რ­ძ­ვის, გან­შორდეს ხორ­ცი­ელ სხე­ულს? ნე­ტა, სა­ით გაფ­რინდე­ბა სა­ბო­ლო­ოდ გა­თავ­ისუფლებული?

ამ დიდ საი­დუმლოე­ბა­ზე ფიქ­რ­ში გარ­თულს ელენ ბერ­ნ­სი გა­მახ­სენ­და. მო­მაგ­ონდა მი­სი უკ­ა­ნა­სკ­ნელი სიტყ­ვე­ბი, მი­სი რწმე­ნა და სა­კუ­თარი მოძღვ­რე­ბა სხე­ულს გან­შორებული სუ­ლე­ბის თა­ნას­წორობა­ზე. ფიქ­რებ­ში მე კვ­ლავ ვუს­მენ­დი მის დაუ­ვიწყარ ხმას. ჯერ კი­დევ თვალ­წინ მედ­გა მი­სი გაფ­ითრებული, ზეშ­თაგ­ონებით აღ­სავ­სე სა­ხე, მი­სი ნა­წა­მები, მაგ­რამ დი­დე­ბუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა, რო­დე­საც მშვი­დად იწ­ვა სას­იკვდილო სა­რე­ცელ­ზე და ჩურ­ჩუ­ლით ნატ­რობდა, დაბ­რუნებ­ოდა ღვ­თა­ებრივ მა­მას. ამ ფიქ­რებ­ში გარ­თულს, ჩემ უკ­ან, საწ­ოლიდან, სუს­ტი ხმა შემ­ომეს­მა: - ვინ არის მანდ?
- ეს მე ვარ, ძალ­უა რიდ.
- ვინ "მე"? - შემ­ომეს­მა მი­სი პა­სუ­ხი, - ვი­ნა ხარ? - გა­კვ­ირვებული და შეშ­ფოთებული მა­კვ­ირდებ­ოდა, თუმ­ცა გამ­ოხედ­ვაში დაბ­ნეუ­ლობა აღ­არ ეტ­ყობოდა.
- თქვენ სრუ­ლი­ად უცხო ხართ ჩემ­თ­ვის, - სად არის ბე­სი?
- ის თა­ვის ქოხ­შია, ძალ­უა.
- ძალ­უა! - გაი­მეო­რა მან. - ვინ მე­ძახის ძალ­უას? თქვენ გიბ­სონ­თა ოჯახ­იდან არ უნ­და იყოთ, მაგ­რამ მა­ინც გიც­ნობთ; ეს სა­ხე, ეს თვა­ლები და შუბ­ლი ნამ­დვილად ნაც­ნობია ჩემ­თ­ვის, ჰო, დი­ახ, თქვენ ჯე­ინ ეარს გავ­ხართ!
არა­ფერი ვუ­პას­უხე. მეშ­ინოდა, მის­თ­ვის ჩე­მი ვი­ნა­ო­ბის თქმას ნერ­ვუ­ლი კრ­უნჩხვა არ გამ­ოეწ­ვია.

- თუმ­ცა, - თქვა მან, - ვში­შობ, რომ ვცდე­ბი. ჩე­მი წი­ნათ­გრძნობა მატ­ყუებს. მე მინ­დო­და მე­ნა­ხა ჯე­ინ ეარი და, ალ­ბათ, ამი­ტომ მსგავ­სე­ბას ვხე­დავ იქ, სა­დაც ის სრუ­ლე­ბით არ არის. მაგ­რამ რვა წელ­იწადში ხომ შე­საძ­ლე­ბელ­ია ასე გა­მოც­ვ­ლი­ლი­ყო.

ალერ­სია­ნად ვამ­შვიდებდი, რომ სწო­რედ ის ადამ­იანი ვი­ყა­ვი, ვი­სი ნახ­ვაც სურ­და. მე­რე კი, რო­დე­საც დავ­ინა­ხე, ჩე­მი სიტყ­ვე­ბის აზრს ჩას­წვდა და გო­ნე­ბა­ზე მო­ვი­და, ავ­უხსენი, თუ რო­გორ გამ­ოგზავ­ნა ბე­სიმ თა­ვი­სი მე­უღ­ლე, რომ თორ­ნ­ფილ­დი­დან მო­ვეყ­ვა­ნე.

- ვი­ცი, ახ­ლა ძალ­იან ავად ვარ, - მითხ­რა მი­სის რიდ­მა სწრა­ფად, - ვცდი­ლობ­დი, რამ­დენ­იმე წუ­თის წინ გვერ­დი მეც­ვა­ლა სა­წოლ­ში, მაგ­რამ სხე­უ­ლის ვერც ერ­თი ნა­წი­ლი ვერ დავ­იმორჩილე. აი, ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე, სიკ­ვ­დი­ლის წინ სუ­ლი მა­ინც გავ­ითავისუფლო. რაც კარ­გად ყოფ­ნის დროს ადამ­იანს არაფ­რად ეჩ­ვე­ნე­ბა, მძი­მე ტვირ­თად აწევს ასეთ დროს გულ­ზე, ისე­ვე, რო­გორც მე ამჟ­ა­მად. მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი აქ არის? თუ, თქვენ გარ­და, სხვა არა­ვინ არის ოთახ­ში?
და­ვარ­წმუნე, რომ მხო­ლოდ ჩვენ ორ­ნი ვი­ყა­ვით.
- კე­თი­ლი, მე ორ­ჯერ ჩავ­იდინე და­ნა­შაული შენ მი­მართ და ახ­ლა ძალ­იან ვნა­ნობ. პირ­ვე­ლი ის იყო, რომ არ შე­ვას­რულე მე­უღლ­ისადმი მი­ცე­მუ­ლი სიტყ­ვა, აღ­მე­ზარ­დე, რო­გორც სა­კუ­თარი შვი­ლი; მეო­რე, - აქ ის შე­ჩერ­და: - ბო­ლოს და ბო­ლოს, იქ­ნებ, არ­ცა აქვს ამას რაი­მე დი­დი მნიშ­ვ­ნელ­ობა, - ჩურ­ჩუ­ლით თქვა თა­ვის­თ­ვის: - შე­საძ­ლე­ბელ­ია, უამ­ისოდაც გამ­ოვკ­ეთ­დე, თა­ვის დამ­დაბ­ლე­ბა კი მის წინ ძალ­იან მიმ­ძიმს.
სცა­და, სხე­უ­ლი და­ემ­ორჩილებ­ინა და სხვა­ნაი­რად და­წო­ლი­ლი­ყო, მაგ­რამ ვერ შეძ­ლო. სა­ხე შე­ეც­ვა­ლა. ვატყობ­დი, რა­ღ­აც ში­ნა­გან სუ­ლი­ერ ბრძო­ლას გან­იცდიდა, ჩან­და, ამ­ჩნევ­და, რომ ყო­ველ­ივე ეს დი­დი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვა-­წა­მების მაუ­წყე­ბელი ნიშ­ნე­ბი იყო.

- დი­ახ, უნ­და დას­რულდეს ყო­ველ­ივე. წინ მა­რად­ისობა მე­ლის. უმ­ჯო­ბეს­ია, ვუთხ­რა ყვე­ლა­ფერი. ჩე­მი ნივ­თე­ბის ყუთ­თან მი­დი, გა­აღე და ამ­ოიღე წე­რი­ლი, რო­მელ­საც იქ ნა­ხავ.
მის ბრძა­ნე­ბას და­ვემ­ორჩილე.
- ახ­ლა წა­იკი­თხე! - მითხ­რა მან. წე­რი­ლი მოკ­ლე იყო და ასე­თი ში­ნა­არსის:

"ქალ­ბატონო, მოწყა­ლე­ბა მო­იღ­ეთ და გამ­ომიგზავ­ნეთ ჩე­მი ძმის­შ­ვი­ლის, ჯე­ინ ეარის მი­სა­მართი. ამას­თა­ნა­ვე, შე­მატ­ყობინეთ, რო­გორ ცხოვ­რობს ის. მსურს, წე­რი­ლით ვაც­ნო­ბო, რომ ჩემ­თან ჩამ­ოვიდეს, მა­დეი­რა­ზე. გან­გე­ბამ კე­თი­ლი თვა­ლით გად­მოხე­და ჩემს გარ­ჯას და სიმ­დიდ­რე შევ­იძინე. ცოლ-შვი­ლი არა მყავს და მინ­და, ჩემს სი­ცოცხ­ლეშ­ივე ვიშ­ვი­ლო ის და, რაც სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ დამ­რჩე­ბა, ყვე­ლა­ფერი მას ვუ­ან­დერძო. პატ­ივისცემით, ქალ­ბატონო და ა.შ. და ა.შ. ჯონ ეარი. მა­დეი­რა".
წე­რი­ლი სა­მი წლის წი­ნათ იყო და­წერილი.

- რა­ტომ აქამ­დე არა­ფერი მსმენ­ია ამ წე­რი­ლის შე­სა­ხებ? - ვკი­თხე მე.
- ისე ძლიე­რად მძულ­დი, არ შე­მეძლო ხე­ლი შე­მეწყო შე­ნი გან­დიდებ­ისა და კეთ­ილდღ­ეობისთვის. მე არ შე­მეძლო და­მევ­იწყებ­ინა შე­ნი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა ჩემ­დამი, არც ის გა­აფ­თრე­ბა, ჯე­ინ, რომ­ლი­თაც ერ­თხელ შენ მო­მიბ­რუნ­დი, არც ის ხმა, რო­დე­საც გან­მიცხა­დე, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მე­ტად გეზ­იზღ­ებოდი. შენ­მა არა­ბავ­შვურმა გამ­ოხედ­ვამ და ხმამ და­მარ­წმუნა, რომ ჩე­მი ერ­თი გახ­სე­ნე­ბაც კი ავად გხდი­და და, ამას­თა­ნა­ვე, ამ­ტკი­ცებ­და, რომ აუ­ტა­ნელი სიმკ­აცრით გავ­იწროებდი.
არ შემ­იძლია და­ვი­ვიწყო ის, რაც მა­შინ გან­ვიცა­დე, რო­დე­საც დავ­ინა­ხე, რა სა­წამ­ლავი გად­მოან­თხიე ჩემ წი­ნა­ა­ღმ­დეგ. შევ­ძ­რ­წუნ­დი, თით­ქოს ჩემ მი­ერ დევ­ნი­ლი და ნა­ცემი პი­რუტყ­ვი მიმ­ზერ­და ადამ­იანური თვა­ლებით და მწყევ­ლიდა ადამ­იან­ისა­ვე ხმით. - მო­მი­ტა­ნე ცო­ტა წყა­ლი! ოჰ, იჩ­ქა­რე!

- ძვირ­ფა­სო მი­სის რიდ, - მივ­მარ­თე მე, რო­გორც კი წყა­ლი მი­ვაწ­ოდე, - ნუ იფიქ­რებთ ამ ამ­ბავ­ზე მე­ტად, დაი­ვიწყეთ ყვე­ლა­ფერი, მა­პატ­იეთ, თუ უსი­ა­მოვ­ნო სიტყ­ვე­ბი გა­კ­ად­რეთ. მე ხომ მთლად ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი მა­შინ. მას შემ­დეგ რვა თუ ცხრა წელ­ია გა­სუ­ლი.
ჩანს, ჩემს ნათ­ქვამს ყუ­რა­დღ­ე­ბა არ მი­აქ­ცია. რო­გორც კი წყა­ლი გა­დაყ­ლა­პა და სუ­ლი მო­ით­ქ­ვა, გა­ნაგრძო:
- მო­მის­მი­ნე, რა­საც ვამ­ბობ: მე არ შე­მეძლო ყო­ველ­ივე ამის დავ­იწყე­ბა და სა­მაგ­იეროც მო­გიზღ­ე. ბი­ძას რომ ეშ­ვილებ­ინე, სიმ­დიდ­რე და გან­ცხრომა გელ­ოდა. ამის გა­და­ტა­ნა კი მე არ შე­მეძლო და მივ­წე­რე: ძალ­იან ვწუხ­ვარ, რომ დიდ მწუ­ხა­რე­ბას გა­ყე­ნებთ, მაგ­რამ ჯე­ინ ეარი გარ­დაი­ცვა­ლა. ის ლო­ვუდ­ში გავ­რცე­ლებ­ულმა ტი­ფის ეპ­იდემ­იამ იმ­ს­ხ­ვერ­პლა-­მეთქი. ახ­ლა ისე მო­ი­ქე­ცი, რო­გორც გინ­დო­დეს. მის­წე­რე და უარ­ყავი, რა­საც მე ვუმ­ტ­კი­ცებდი; გამ­ოა­მჟ­ღ­ავ­ნე ჩე­მი მაც­დურე­ბა, რაც შეგ­იძლია მა­ლე. რო­გორც ვატყობ, შენ ჩემს სა­წა­მებ­ლად და­ბა­დებ­ულხარ, ჩე­მი სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელი წუ­თე­ბიც წა­მე­ბად აქ­ცია იმ სი­ა­ვის მო­გო­ნე­ბებ­მა, რო­მე­ლიც მხო­ლოდ შენ გა­მო ჩავ­იდინე, რად­გან ასე­თი ბო­როტ­მოქ­მე­დების ჩა­დე­ნას ვე­რავ­ითარი ცდუ­ნე­ბა ვერ მა­კი­სრებ­ინებ­და.

- ოჰ, რომ შე­მეძლოს და­გარწმუნოთ რო­გორ­მე, რომ მე­ტი აღ­არ იფიქ­როთ ამ ამ­ბავ­ზე, ძალ­უა. მა­პატ­იეთ ყვე­ლა­ფერი და ამ­იერ­იდან კეთ­ილად მო­მე­ქეცით.
- შენ ძალ­იან ცუ­დი ხას­იათი გაქვს, - მითხ­რა მან, - და დღ­ემ­დე ძალ­იან ძნელ­ია ჩემ­თ­ვის მი­სი გამ­ოცნობა. რო­გორ შე­ძელი რვა წლის გან­მავ­ლობაში მშვი­დად და მოთ­მი­ნე­ბით აგე­ტა­ნა ყო­ველ­ივე ჩემ ხელ­ში და მხო­ლოდ მე­ა­თე წელს გად­მომაფ­რქვიე ასე­თი ცეცხ­ლი. აი, სწო­რედ ამის გა­გე­ბა არ შემ­იძლია.
- მე არც ისე ცუ­დი ხას­იათი მაქვს, რო­გორც თქვენ ფიქ­რობთ. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ფიცხი ვარ, მაგ­რამ შუ­რისმაძ­იე­ბელი არას­ოდეს ვყო­ფილ­ვარ. ძალ­იან ბევ­რჯერ, ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად უსუ­სურ­მა ბავ­შვმა, ვცა­დე, შე­მეყ­ვა­რებ­ინეთ, მაგ­რამ თქვენ ხელს ჰკ­რავდით ამ გრძნო­ბას. ახ­ლა დი­დი ხან­ია გულ­წ­რ­ფე­ლად ვნატ­რობ, შეგ­ირიგდეთ. მა­კო­ცეთ, ძალ­უა.
დავ­იხა­რე და სა­ხე მის ტუ­ჩებ­თან ახ­ლოს მი­ვი­ტა­ნე. ის არ შე­ხებ­ია მას და თა­ნაც გან­მიცხა­და, რომ ძალ­იან შე­ვაწ­უხე იმით, რომ მის საწ­ოლზე გა­დავ­იხა­რე. მან კვ­ლავ წყა­ლი მო­ითხო­ვა. რო­ცა და­ვაწ­ვინე (რად­გან წამ­ოვა­ყე­ნე და ხელ­ზე მყავ­და მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი, სა­ნამ სვამ­და), ხე­ლი და­ვა­დე მის ყი­ნუ­ლი­ვით ცივ­სა და ნამ­იან ხელს. გამ­ხდარი თი­თე­ბი თით­ქოს შე­კრ­თა ჩე­მი შე­ხებ­ისგან, ხო­ლო და­ბინ­დუ­ლი თვა­ლები უმალ­ვე აარ­იდა ჩემს გამ­ოხედ­ვას.

- გინ­და, გიყ­ვარ­დეთ და გინ­და, გე­ჯავ­რებ­ოდეთ, რო­გორც გე­ნებოთ, - ვუთხა­რი. - მე გა­პატ­იეთ ჩემ წი­ნა­შე ჩა­დენილი ყვე­ლა და­ნა­შაული. ღმერთს პატ­იე­ბა სთხო­ვეთ ახ­ლა და სუ­ლის სიმ­შ­ვი­დეს დაგ­იბრუნებთ.
საწ­ყალი, ცოდ­ვი­ლი ქა­ლი! ახ­ლა უკ­ვე გვი­ან იყო, ძა­ლა და­ე­ტა­ნებ­ინა თა­ვის­თ­ვის და რო­გორ­მე ცვლი­ლე­ბა შე­ე­ტა­ნა თა­ვის მო­საზ­რე­ბაში. სი­ცოცხ­ლე­ში ვძულ­დი და სიკ­ვ­დი­ლის წი­ნაც ვერ მო­ი­შო­რა ეს გრძნო­ბა.
მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი შემ­ოვიდა და ბე­სიც შემ­ოჰყვა. და­ახ­ლოებით ნა­ხე­ვარი სა­ათი კი­დევ შევ­იცა­დე. იმედს არ ვკ­არ­გავდი, იქ­ნებ ოდ­ნა­ვი სით­ბო მა­ინც გამ­ოე­მჟ­ღ­ავ­ნებ­ინა ჩემ მი­მართ, მაგ­რამ ამა­ოდ. მას კვ­ლავ პირ­ვან­დელი მდგო­მა­რეო­ბა დაუ­ბრუნდა, გა­შეშ­და და გო­ნე­ბა­ზე აღ­არ მო­სუ­ლა. იმ ღა­მეს თორ­მეტ სა­ათ­ზე გარ­დაი­ცვა­ლა. არც მე და არც ერ­თი მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლი იმ დროს იქ არ ვყო­ფილ­ვართ, რომ მის­თ­ვის თვა­ლები დაგ­ვეხ­უჭა. დი­ლით შეგ­ვატ­ყობინეს, რომ ყვე­ლა­ფერი დამ­თავ­რებულიყო.

ის უკ­ვე გას­წორებული ეს­ვე­ნა, რო­დე­საც მე და ელ­იზა შე­ვედით მის სა­ნა­ხა­ვად. ჯორ­ჯია­ნას კი ხმა­მა­ღ­ალი ტი­რი­ლი აუ­ვარ­და და გა­ნაც­ხა­და, რომ წამ­ოსვლას ვერ შეძ­ლებ­და. ერთ დროს ძლი­ე­რი და მუ­დამ მოძ­რა­ვი სა­რა რი­დის სხე­უ­ლი გა­შე­შებული და უმოძ­რაო დაგ­ვხვდა. მის მკ­აცრ მზე­რას ახ­ლა გაც­იებული ქუ­თუ­თო­ე­ბი ფა­რავ­და, მაგ­რამ შუბ­ლ­სა და სა­ხის მკ­აცრ ნა­კვ­თებს მი­სი სუ­ლი­ე­რი გულ­ქ­ვაო­ბისა და შეუ­ბრა­ლებლობის და­ღი კვ­ლავ აჩ­ნდა. მი­სი უმოძ­რაო სხე­უ­ლი ჩემ­ში მე­ტად უც­ნაუ­რსა და შავ­ბნელ გრძნო­ბას იწ­ვევ­და. მოწყე­ნი­ლი და გულ­ნა­ტკ­ენი დავ­ყურებდი მას. ამა­ოდ ვე­ძებდი ჩემს გულ­ში რაი­მე თბილ­სა და სა­თუთ მო­გო­ნე­ბას. ის ჩემ­ში აღ­არც სიბ­რა­ლულს, აღ­არც იმედს და აღ­არც პატ­ივისცე­მას იწ­ვევ­და. მი­სი სიკ­ვ­დი­ლით გამ­ოწვეული მწუ­ხა­რე­ბა კი არ მაშ­ფოთებ­და, არა­მედ ამ ადამ­იანის აღუ­წე­რელი ტან­ჯვა და გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი. და­ღვ­რემილი, უც­რემ­ლოდ, ში­შის ზა­რით შევ­ცქეროდი შე­მაძ­რწუნე­ბელ სიკ­ვ­დილს.
ელ­იზა მშვი­დად დაჰ­ყურებ­და თა­ვის მშო­ბელს, რამ­დენ­იმე წუ­თის დუ­მი­ლის შემ­დეგ კი გა­ნაც­ხა­და:
- მი­სი აგებ­ულების ადამ­იანს ღრ­მად მო­ხუ­ცებ­ულობამ­დე შე­ეძლო ეც­ხოვრა, მაგ­რამ ტან­ჯვამ შეუ­მოკ­ლა სი­ცოცხ­ლე.
შე­ვამ­ჩნიე, თით­ქოს ბა­გე უთ­რ­თო­და სატ­ირლად, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ წამ­იე­რად. მა­ლე ამა­ნაც გა­უა­რა. მიბ­რუნ­და და ოთახ­იდან გავ­იდა. მეც თან გავ­ყევი. არც ერთ ჩვენ­განს ცრემ­ლი არ გად­მოვარ­დნია.



***
მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა მხო­ლოდ ერ­თი კვი­რით გა­მა­თავ­ისუფლა. თით­ქ­მის ერ­თი თვე გავ­იდა და მე ჯერ კი­დევ ვერ ვა­ხერ­ხებდი გეი­ტსჰედ­ჰოლიდან წას­ვლას. და­საფ­ლა­ვების შემ­დეგ დაუ­ყოვნებლივ ვაპ­ირებდი გამ­გზავ­რე­ბას, მაგ­რამ ჯორ­ჯია­ნამ მთხო­ვა, დავ­რჩენ­ილიყავი იმ დრომ­დე, სა­ნამ თვი­თონ ლონ­დონ­ში წას­ვლას შეძ­ლებ­და. ბო­ლოს, მან, რო­გორც იქ­ნა, მი­ი­ღო მიწ­ვე­ვა თა­ვი­სი ბი­ძის, მის­ტერ გიბ­სო­ნის­გან, რო­მე­ლიც საქ­მე­ების მო­საგ­ვა­რებ­ლად დის და­საფ­ლა­ვე­ბა­ზე ჩამ­ოვიდა გეი­ტსჰედ-ჰოლში. ჯორ­ჯია­ნა მეუ­ბნებ­ოდა, რომ მას ელ­იზას­თან მარ­ტო დარ­ჩენის ეშ­ინოდა, რად­გან ელ­იზა ასეთ მწუ­ხა­რე­ბაში არც თა­ნაგ­რძნობას უწევ­და, არც იმა­ზე ზრუ­ნავ­და, შეშ­ინებული რო­გორ­მე გა­ემ­ხნე­ვებ­ინა, და არც სამ­გზავრო სამ­ზადისში ეხ­მა­რებ­ოდა. მის მრა­ვალ­ნაირ სულ­მოკ­ლე სურ­ვი­ლებს მხო­ლოდ მე­ღა ვი­ტან­დი და ვას­რულებდი, მე­ვე თა­ნავუგრძნობდი გლო­ვა-ტი­რილ­ში, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ეგო­ის­ტუ­რი გრძნო­ბით იყო გამ­ოწვეული. თავს არ ვზო­გავ­დი, ყვე­ლა­ფერი გა­მე­კ­ე­თებ­ინა: ვკ­ე­რავდი და ვუ­ლა­გებდი ტან­საც­მელს, მაგ­რამ ისიც უნ­და დავ­ძი­ნო, რომ ჩე­მი ასე­თი გა­მა­ლებული საქ­მიანობის დროს ის მხო­ლოდ გან­ცხრომას უნ­დებ­ოდა. მე კი ხში­რად ვეუ­ბნებოდი სა­კუ­თარ თავს: ბედს რომ სამ­უდამოდ ჩვენ­თ­ვის ერ­თად ცხოვ­რე­ბა ერ­გუნებ­ინა, ბი­ძაშ­ვი­ლო, ჩვე­ნი საქ­მე სულ სხვა გზით წარ­იმარ­თებ­ოდა. მა­შინ მე ასე ად­ვილად არ ვი­კი­სრებდი მომ­თ­მე­ნი და თავ­მოდრე­კილი ადამ­იანის როლს, საქ­მეს თა­ნაბ­რად გა­ვა­ნაწ­ილებდი და გაი­ძულებდი, ყვე­ლა­ფერი რიგ­ზე გქო­ნო­და, თუ არა და, გა­უკ­ე­თე­ბელს დავ­ტოვებდი. ამას­თა­ნა­ვე, მოგ­თხოვ­დი, გულ­ში ფარ­ულად შე­გე­ნა­ხა ეგ დაუ­სრულე­ბელი, ნა­ხევ­რად ფარ­ისევლური ჩი­ვი­ლი და წუ­წუ­ნი. ახ­ლა კი, თუ გით­მენ, მხო­ლოდ იმის­თ­ვის, რომ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა ხან­მოკ­ლეა და სამ­გლოვიარო წუ­თებ­ში ხდე­ბა. ალ­ბათ, სწო­რედ ამი­ტომ გით­მობ და გე­თან­ხმები ასე მშვი­დად.

ბო­ლოს ჯორ­ჯია­ნა გა­ვაც­ილე, მაგ­რამ ახ­ლა ელ­იზამ და­მიწყო ხვეწ­ნა-­მუდა­რა, ერ­თი კვ­ირა კი­დევ დავ­რჩენ­ილიყავი. მარ­წმუნებ­და, რომ მი­სი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბანი დიდ დრო­სა და ყუ­რა­დღ­ე­ბას მო­ითხოვ­და მის­გან. ის სა­დღ­აც უც­ნობ მხა­რეში აპ­ირებ­და გამ­გზავ­რე­ბას. მთელ დღ­ე­ებს თა­ვის ოთახ­ში ატა­რებ­და, კა­რი შიგ­ნი­დან ურ­დუ­ლით ჰქონ­და ჩა­კ­ეტილი. ალა­გებ­და ჩემ­ოდნებს, აცარ­იე­ლებ­და უჯ­რებს, წვავ­და ქა­ღ­ალ­დებს და არა­ვის ეჩ­ვე­ნებ­ოდა; სურ­და, სახ­ლის­თ­ვის მე მი­მე­ხე­და, მი­მე­ღო და მე­პას­უხა წერ­ილებ­ზე, რომ­ლებ­ითაც მათ თა­ნაგ­რძნობას უცხა­დებ­დნენ.

ერთ დი­ლას კი გამ­ომიცხა­და, რომ უკ­ვე თავ­ისუფალი ვი­ყა­ვი. - დი­ახ, დაუ­მა­ტა მან: - დი­დად და­ვა­ლებული ვარ თქვენ­გან იმ ფას­დაუ­დე­ბელი და თავ­მდა­ბალი სამ­სახურისთვის, რაც ამ მოკ­ლე დრო­ში გამ­იწიეთ. ძალ­იან დი­დი გან­სხვა­ვე­ბაა თქვენ­სა და ჯორ­ჯია­ნას შო­რის. ცხოვ­რე­ბა ისეთ ადამ­იან­თან, რო­გო­რიც თქვენ ხართ, რა­სა­კვ­ირველ­ია, ად­ვი­ლი იქ­ნე­ბა. თქვენ თქვე­ნი საქ­მე კარ­გად გეს­მით და არც არა­ვის ეკი­დებით ტვირ­თად.


- ხვალ, - გა­ნაგრძო მან, - ევ­როპაში მი­ვემ­გზავ­რები. გან­ზრახული მაქვს, ამ­იერ­იდან წმინ­და სა­ვა­ნეში ვიცხოვ­რო ლი­ლის ახ­ლოს. თქვენ, ალ­ბათ, მას მო­ნას­ტერს უწო­დებთ. იქ შემ­იძლია ჩე­მი სი­ცოცხ­ლე სრუ­ლი­ად მშვი­დად და შეუ­შფოთებ­ლად გა­ვა­ტარო. მინ­და, მთე­ლი დრო რო­მა­უ­ლი კათ­ოლიკური სა­ე­კ­ლესიო დოგ­მებ­ისა და ამ სის­ტე­მის საფ­უძველ­ზე დად­გენილი წე­სების დაწ­ვრილებით გაც­ნობა-­დათ­ვალ­იე­რე­ბა­სა და შეს­წავ­ლას მო­ვახ­მარო. თუ ამ რე­ლი­გი­უ­რი მოძღვ­რების მა­ღ­ალ­ზნეობრივ და სა­ნი­მუ­შო წეს­რიგიან­ობაში დავ­რწმუნდები, რა­შიც ნა­ხევ­რად დარ­წმუნებული ვარ, მა­შინ მი­ვიღ­ებ რო­მა­ულ კათ­ოლიკურ სარ­წმუნოე­ბას და მო­ნაზ­ვნა­დაც აღვ­იკ­ვე­ცები.
მის ასეთ გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბას მე არც გან­ვუცვიფრებ­ივარ და არც ვცდილ­ვარ, ეს აზ­რი რო­გორ­მე გა­და­მეთ­ქმევ­ინებ­ინა. რწმე­ნა ძვალ-რბილ­ში გაქვს გამ­ჯდარი, - გავ­იფიქრე, - და ალ­ბათ, ეს გზა უფ­რო მეტ სიკ­ე­თეს გპირ­დე­ბა.
გან­შორებ­ისას მითხ­რა:
- ნახ­ვამდის, ჩე­მო ბი­ძაშ­ვი­ლო ჯე­ინ ეარ, კარ­გად ყოფ­ნას გი­სურ­ვებთ. თქვენ კარ­გად მო­აზ­როვნე ადამ­იანი ხართ.
ჩე­მი მხრივ, მეც ასე­ვე ვუ­პას­უხე.
- არც თქვენ ხართ საღ აზ­როვნე­ბას მოკ­ლებული, ბი­ძაშ­ვი­ლო ელ­იზა, მაგ­რამ, ხომ ხე­დავთ, მო­მა­ვალი წლი­დან ცოცხ­ლად აპ­ირებთ ჩაი­მარხოთ თა­ვი რო­მელ­იმე ფრან­გულ მო­ნას­ტერში. რა­სა­კვ­ირველ­ია, ეს ჩე­მი საქ­მე არ არის, მაგ­რამ, თუ თქვენ­თ­ვის ასე უფ­რო კარ­გი იქ­ნე­ბა, მე აღ­ა­რა­ფერს გირ­ჩევთ.

- თქვენ მარ­თალი ხართ, - მითხ­რა მან და ამ სიტყ­ვე­ბით დავ­შორ­დით კი­დეც ერ­თმა­ნეთს, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­განი თა­ვი­სი არ­ჩეული გზით წა­სუ­ლი­ყო. რად­გან მე შემ­თხვე­ვა აღ­არ მექ­ნე­ბა ამ­იერ­იდან კვ­ლავ სად­მე ის ან მი­სი და, ჯორ­ჯია­ნა, მო­ვიხ­სე­ნიო, მინ­და აქ­ვე დავ­ძი­ნო: ჯორ­ჯია­ნამ ბრწყინ­ვა­ლე მო­მა­ვალი შეი­ქმნა, მან ჯვა­რი დაი­წე­რა ვიღ­აც მდი­დარ, გაქ­ნილ ჯენ­ტლმენ­ზე. ელ­იზამ კი, სა­დაც თა­ვი­სი პირ­ველ­მოქცევის ხა­ნა დაჰ­ყო, დღ­ემ­დე იმა­ვე მო­ნას­ტ­რის იღუ­მენ­იად ით­ვ­ლე­ბა და მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბაც მას შეს­წირა.
არ ვი­ცი, რას გან­იცდიან ის ადამ­ია­ნები, რომ­ლე­ბიც დი­დი ხნით ან სრუ­ლი­ად ხან­მოკ­ლე დრო­ით გან­შორდებ­იან ხოლ­მე მშობ­ლი­ურ კე­რას და ისევ უკ­ან ბრუნ­დებ­იან. მე არას­ოდეს გან­მიცდია ეს გრძნო­ბა. მახ­სოვდა მხო­ლოდ ის, ჩე­მი ბავ­შვობისას დი­დი ხნით სე­ირ­ნო­ბის შემ­დეგ რო­გორ ვბრუნ­დე­ბო­დი უკ­ან, გეი­ტსჰედში, და რო­გო­რი დაუ­სრულე­ბელი საყ­ვედ­ურებით მი­მას­პინძლდებ­ოდნენ, თუ სა­ხე­ზე რაი­მე ნა­ღ­ველის კვა­ლი ან სი­ცი­ვის­გან გამ­ოწვეული ჭმუნ­ვა მემ­ჩნეო­და. გა­მახ­სენ­და მი­სი მომ­დევ­ნო ხა­ნაც: რო­დე­საც ეკ­ლეს­იიდან ლო­ვუდ­ში ვბრუნ­დე­ბო­დით, აგ­იზგიზებული ცეც­ხლისა და უხ­ვი ულუ­ფის ნატ­ვ­რით და­ქანცულნი, და, რო­ცა არც ერ­თი მე­ღი­რსებ­ოდა ხოლ­მე და არც მეო­რე. არც ერ­თი ასე­თი დაბ­რუნე­ბა, რა თქმა უნ­და, არ ყო­ფი­ლა ჩემ­თ­ვის სას­იამოვნო და სას­ურველი, არავ­ითარი მაგ­ნი­ტუ­რი ძა­ლა არ მი­ზი­დავ­და რო­მელ­იმე ასე­თი ად­გილისკ­ენ. მი­სი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბის ძა­ლა მით უფ­რო კლებ­ულობდა, რაც უფ­რო ვუ­ახ­ლოვდებოდი. ნე­ტა, თორ­ნ­ფილ­დ­ში დაბ­რუნე­ბა რას მი­ქად­და ახ­ლა?

მოგ­ზაუ­რობა მე­ტად მო­საწ­ყენი მეჩ­ვე­ნა, ძალ­იან მო­საწ­ყენი. ერთ დღ­ეში ორ­მოც­და­ათი მი­ლი გავ­ია­რე და ღა­მე სას­ტუმ­რო­ში გა­ვა­თე­ნე. მეო­რე დღ­ე­საც სწო­რედ ამ­დენ­ივე მან­ძი­ლის გავ­ლა მო­მიხ­და. პირ­ველ დღ­ეს, და­ახ­ლოებით თორ­მე­ტი სა­ათის გან­მავ­ლობაში, მხო­ლოდ მი­სის რიდ­სა და მი­სი სი­ცოცხ­ლის უკ­ა­ნა­სკ­ნელ წა­მებ­ზე ვფიქ­რობ­დი. მი­სი გა­ტანჯული და გაფ­ითრებული სა­ხე მეჩ­ვე­ნებ­ოდა და თით­ქოს მი­სი საო­ცრად შეც­ვ­ლი­ლი ხმაც მეს­მოდა. კვ­ლავ და­საფ­ლა­ვების დღე წარ­მოვიდგინე: მი­სი კუ­ბო, კა­ტა­ფა­ლკი, შა­ვად ჩაც­მუ­ლი მო­ი­ჯა­რე­ებ­ისა და მო­სამ­სახ­ურე­თა გრძე­ლი რი­გი, სულ რამ­დენ­იმე ნა­თე­სავი, პირ­და­ღ­ებული აკლ­და­მა და მდუ­მა­რებით მო­ცუ­ლი ეკ­ლეს­ია, სა­დაც იმ დღ­ეს გან­სა­კუ­თრებულ, სა­ზეიმო ვი­თა­რე­ბაში ღვ­თისმსახ­ურე­ბა იმარ­თებ­ოდა. ფიქ­რით მე­რე ისევ ელ­იზა­სა და ჯორ­ჯია­ნას და­ვუბ­რუნ­დი. ერ­თი წარ­მოვიდგინე სამეჯლისო დარ­ბაზის შუ­ა­გულ­ში, ცამ­დე ამა­ღ­ლებული, მეო­რე კი - მო­ნას­ტ­რის მღვ­იმე­ების მო­ბი­ნად­რე და კარ­გამ­ოკ­ეტილი. გო­ნე­ბაში ერ­თმა­ნეთს ვა­და­რებდი მათ ადამ­იანურ თავ­ისებ­ურე­ბებ­სა და ხას­იათს. სა­ღ­ამოს დიდ ქა­ლაქს მი­ვა­დექით და ეს ფიქ­რი სა­დღ­აც შორს გაი­ფან­ტა. ღა­მემ მას სრუ­ლი­ად სხვა მი­მარ­თულე­ბა მის­ცა. ჩავ­წექი თუ არა სა­წოლ­ში, მო­გო­ნე­ბებს თა­ვი მი­ვა­ნე­ბე და სა­კუ­თარ მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რ­მა გამ­იტა­ცა.

ვბრუნ­დე­ბო­დი თორ­ნ­ფილდს, მაგ­რამ რამ­დენ ხანს დავ­რჩებოდი იქ? დიდ­ხანს არა, რა­სა­კვ­ირველ­ია, ამა­ში ღრ­მად ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული. მი­სის ფე­იერ­ფექ­სისგან შევ­იტყვე, რომ სტუმ­რე­ბი ჩე­მი იქ არ­ყოფ­ნის დროს უკ­ვე წას­ულ-წამ­ოსულიყვნენ. მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც ლონ­დონს წა­სუ­ლი­ყო სა­მი კვი­რის წი­ნათ (ორ კვ­ირაში ელ­ოდნენ მის დაბ­რუნე­ბას). მი­სის ფე­იერ­ფექსი ვა­რაუ­დობდა, რომ ის სა­ქორ­წი­ნო სამ­ზადისისთვის იყო წა­სუ­ლი, ახა­ლი ეტ­ლის შე­ძე­ნა ჰქონ­და გან­ზრახული თურ­მე. იმა­საც იწე­რებ­ოდა, რომ თვით მას, ჯერ კი­დევ დღ­ემ­დე ძალ­იან უც­ნა­ურ ამ­ბად ეჩ­ვე­ნე­ბა მის ინ­გ­რემ­ისა და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ქორ­წი­ნე­ბა. მაგ­რამ ხალ­ხის მით­ქ­მა-­მოთქმა და სა­კუ­თარი და­კვ­ირვე­ბები აფ­იქრებ­ინებ­და, რომ ეს ამ­ბავი სულ მოკ­ლე ხან­ში უნ­და დამ­თავ­რებულიყო. - უც­ნა­უ­რი იქ­ნებ­ოდა და­ეჭ­ვე­ბა, - ვა­სკვნიდი გო­ნე­ბაში. - არა, მე სრუ­ლებ­ითაც არ ვეჭ­ვობ.

ბო­ლოს, ასე­თი კი­თხვა და­მე­ბა­და: - სად უნ­და წავ­იდე? მთე­ლი ღა­მე მის ინ­გ­რე­მი მეს­იზმრებ­ოდა. გა­თე­ნებ­ისას კი ის უფ­რო ნათ­ლად წარ­მომიდგა. ვხე­დავდი, რო­გორ მიკ­ე­ტავ­და თორ­ნ­ფილ­დის კარს და ხე­ლით სრუ­ლი­ად სხვა გზას მან­იშნებ­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გულ­ხელ­და­კ­რეფილი იქ­ვე იდ­გა და ხან ერთს და ხან მეო­რეს დამ­ცინავი ღი­მი­ლით გვა­კვ­ირდებ­ოდა.

მი­სის ფე­იერ­ფექსისთვის არ მიც­ნო­ბებ­ია, ზუს­ტად რო­მელ დღ­ეს ჩა­ვი­დო­დი. არ მინ­დო­და, ეტ­ლი დამ­ხვედ­როდა მილ­კოტ­ში; ვარ­ჩიე, ეს მან­ძი­ლი მშვი­დად, ფე­ხით, მარ­ტოს გა­მევლო; ჩემ­ოდანი შე­სა­ნა­ხად ჩა­ვა­ბა­რე და ივ­ნი­სის წყნარ სა­ღ­ამ­ოხანს, ასე და­ახ­ლოებით ექვს სა­ათ­ზე, თორ­ნ­ფილ­დისკ­ენ მი­მა­ვალ გზას და­ვა­დექი. გზა უმ­თავ­რე­სად მინ­დ­ვ­რებ­ზე გად­იოდა და მას­ზე ახ­ლა იშ­ვია­თად მი­მო­დი­ოდ­ნენ.
ის სა­ღ­ამო არც გან­სა­კუ­თრებული მშვენ­იე­რებით გამ­ოირჩეო­და და არც ბრწყინ­ვა­ლებით, მაგ­რამ მე­ტად სა­ამო და მშვი­დი იყო. მთელ გზა­ზე მხვდებ­ოდნენ შრო­მა­ში თავ­ჩარგული მთი­ბა­ვები. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცა ღრ­უბლებით იყო და­ფარული, ვი­ცო­დი, მა­ინც კარ­გი ამინ­დი დად­გებ­ოდა. ცის სი­ლურ­ჯე, მა­ღ­ლა, შორს გა­ფანტული ღრ­უბლების სა­ფარ­ქვეშ, სა­დაც კი ჩემს თვალს ამ სი­ლურ­ჯის და­ნახ­ვა შე­ეძლო, მე­ტად მშვი­დი და ნა­თელი მო­ჩან­და. და­სავ­ლეთ­იდა­ნაც სით­ბო მო­დი­ო­და. შა­ვი საწ­ვიმარი ღრ­უბლების ნა­სახიც კი არ­სად შეი­ნიშნებ­ოდა. ცის და­სავ­ლეთით, მარ­მარ­ილოსფერი ღრ­უბლების მიღ­მა, თით­ქოს სა­კუ­რთხე­ველ­ზე ცეცხ­ლი აენ­თოთ, ღრუბ­ლის ქუ­ლე­ბის თეთრ სა­ფარ­ზე აქა-იქ დარ­ჩენილი ჭუჭ­რუ­ტა­ნებ­იდან მო­წი­თა­ლო ოქ­როს­ფერ სხივ­თა ელ­ვა­რე­ბა გამ­ოკრ­თოდა.

რაც უფ­რო მოკლ­დებ­ოდა გზა, მით უფ­რო დიდ სი­ამ­ოვნე­ბას ვგრძნობ­დი. იმ­დე­ნად მი­ხარ­ოდა რა­ღ­აც, რომ ერ­თხელ შევ­ჩერდი და ჩემს თავს ვკი­თხე: - რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ასე­თი სი­ხა­რუ­ლი? - კარ­გად მახ­სოვდა, სა­კუ­თარ სახ­ლ­ში არ ვბრუნ­დე­ბო­დი, არც იქ, სა­დაც ამ­იერ­იდან მუდ­მი­ვად და მშვი­დად უნ­და მეც­ხოვრა, სა­დაც მო­სიყ­ვარ­ულე მეგ­ობრები მი­გო­ნებ­დნენ და მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდნენ ჩემ დაბ­რუნე­ბას. - დარ­წმუნებული ხარ, - ვეუ­ბნებოდი სა­კუ­თარ თავს, - მი­სის ფე­იერ­ფექსი გაგ­იღი­მებს, გაუ­ხარ­დე­ბა შე­ნი მის­ვ­ლა. პა­ტა­რა ადე­ლიც ტაშ­ისცემ­ითა და ხტუნ­ვით შე­გე­გე­ბე­ბა, მაგ­რამ კარ­გად იცი, სხვა­ზე ფიქ­რობ ახ­ლა და არა მათ­ზე. ის სხვა კი შენ­ზე სრუ­ლი­ად არ ფიქ­რობს.
რა არის სიყ­მაწ­ვილე­ზე უფ­რო უჯი­ა­თი ან ისე­თი ბრმა, რო­გო­რიც გამ­ოუცდელ­ობა? სწო­რედ ამ უჯი­ათ­ობამ და გამ­ოუცდელ­ობამ გან­მიმტკი­ცა აზ­რი, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ნახ­ვა იქ­ნებ­ოდა ერ­თა­დერთი დი­დი სი­ამ­ოვნე­ბა ჩემ­თ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, იმა­საც ეს­იამ­ოვნებ­ოდა თუ არა ჩე­მი ნახ­ვა. ორი­ვე ეს გრძნო­ბა კი ერ­თად მა­ქე­ზებ­და და ჩამ­ძახ­ოდა: იჩ­ქა­რე! იჩ­ქა­რე! ნუ გან­შორდები მას, სა­ნამ ეს შე­საძ­ლე­ბელ­იაო. სულ ბევ­რი, რამ­დენ­იმე დღე თუ კვ­ირა დაგ­რჩენ­ია და მე­რე სამ­უდამოდ უნ­და დაშ­ორდეთ ერ­თმა­ნეთს. ისიც შევ­ნიშნე, თვით სა­კუ­თარ სულ­ში რო­გორ ვახ­შობ­დი ახალ­ნაგრძნობ სუ­ლი­ერ ტკი­ვილებ­სა და მთლად უცხო, სა­ხე­შეცვლილ გრძნო­ბას. ვერ ვრწმუნ­დე­ბო­დი, რომ ისი­ნი მა­შინ ჩემს გულ­ში აღმ­ოცე­ნებულიყო და მის სა­კუ­თრე­ბას შე­ად­გენ­და. მინ­დო­და, გავ­ც­ლო­დი მათ. ამი­ტომ ნა­ბიჯს ავ­უჩქა­რე და თით­ქ­მის გავ­რ­ბო­დი.

ალ­ბათ, თორ­ნ­ფილ­დის მინ­დ­ვ­რებ­შიც ფოცხ­ვაა გა­ჩა­ღ­ებული; ან, იქ­ნებ, მთი­ბა­ვებ­მა თავ­იანთი საქ­მე მოა­თა­ვეს, ფოცხე­ბი მხარ­ზე გაი­დეს და ში­ნისკ­ენ მი­ეშ­ურებ­იან, სწო­რედ, აი, ახ­ლა, რო­დე­საც მე უკ­ან ვბრუნ­დე­ბი. ერ­თი თუ ორი მინ­დო­რიც უნ­და გა­დავირბინო, გზას გა­დავჭრი და ალა­ყაფის კარს მი­ვად­გები. ვარ­დებს ღო­ბე­ები აუ­ვსია, მაგ­რამ მათ და­სა­კ­რე­ფად დრო არა მაქვს. მინ­და, რაც შეი­ძლე­ბა ჩქა­რა მი­ვი­დე სახ­ლ­ში. მა­ღ­ალ ბუჩქს ჩავ­უა­რე გვერ­დით. ეს ას­კი­ლია, რომ­ლის ხშირ­ფოთ­ლი­ა­ნი, აყ­ვა­ვებული გრძე­ლი ტო­ტე­ბი ბი­ლი­კის გას­წ­ვ­რივ დახ­რილან. აი, უკ­ვე ვხე­დავ ქვისსა­ფეხ­ურებ­იან ვიწ­რო გა­და­საბიჯს და უცებ ვამ­ჩნევ, რომ იქ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ზის წიგ­ნი­თა და ფან­ქ­რით ხელ­ში და, მგო­ნი, რა­ღ­ა­ცას წერს.

არა, ეს მოჩ­ვე­ნე­ბა არ არის, და მა­ინც თი­თო­ე­უ­ლი ნერ­ვიც კი მით­რ­თის. მყის­ვე ვკ­არ­გავ უნარს, რომ სა­კუ­თარი თა­ვი და­ვი­მორ­ჩი­ლო. რას ნიშ­ნავს ეს? არ მეგ­ონა, რომ მის და­ნახ­ვა­ზე ასე ავკ­ა­ნკ­ალ­დებოდი, ხმა ჩამ­იწყდებ­ოდა და მოძ­რა­ო­ბის უნა­რი წა­მერ­თმეო­და. რო­გორც კი შევ­ძლებ, მაშ­ინვე უკ­ან გავ­ბრუნდები. ჩემს თავს ნე­ბას არ მივ­ცემ, ასე­თი სი­სუ­ლე­ლე გამ­ოვა­მჟ­ღ­ავნო. მე ხომ სხვა გზაც ვი­ცი სახ­ლისკ­ენ. მაგ­რამ ოცი სხვა გზაც რომ მცოდ­ნო­და, ვე­ღ­ა­რა­ფერს მიშ­ველ­იდა უკ­ვე. მან დამ­ინა­ხა.

- ჰა­ლო! - დაი­ძა­ხა მან და წიგ­ნი და ფან­ქარი გა­დადო. - თქვენ უკ­ვე მო­სულ­ხართ. მო­მი­ახ­ლოვ­დით, თუ შეი­ძლე­ბა.
მგო­ნი, მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, მაგ­რამ რო­გორ, ეს კი აღ­არ მახ­სოვს. ჩემს ცნო­ბიე­რე­ბამ­დე ძლივს აღ­წევს, რომ ვმოძ­რა­ობ და მხო­ლოდ იმას ვცდი­ლობ, მშვი­დად მო­ვაჩ­ვენო თა­ვი. ყვე­ლა­ზე მთა­ვარი კი ის მგო­ნია, რო­გორ­მე სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა და­ვი­მორ­ჩი­ლო. ის ეწ­ინა­ა­ღმ­დე­გე­ბა ჩემს ნე­ბას და მთე­ლი ძა­ლით ის­წ­რაფ­ვის, გამ­ოა­მჟ­ღ­ავნოს ის, რი­სი და­ფარ­ვაც ასე მტკი­ცედ გა­დავ­წყვიტე. მაგ­რამ მე ხომ პირ­ბა­დე მაქვს?! ეს გა­მახ­სენ­და და მაშ­ინვე ჩამ­ოვიფა­რე. იქ­ნებ ამან მა­ინც მიშ­ვე­ლოს, მღ­ელ­ვა­რე­ბა დავ­ფარო და მოჩ­ვე­ნებითი სიმ­შ­ვი­დე შევ­ინარჩუნო.
- ეს ჯე­ინ ეარ­ია? და მე­რე მილ­კო­ტიდან ფე­ხით მო­დი­ხართ?

- დი­ახ.
- ეს კი­დევ თქვე­ნი ეშ­მა­კობის ერ­თ-ერ­თი ახა­ლი ხერ­ხია, ალ­ბათ! ეტ­ლი არ დაი­ბა­რეთ, ჩვეუ­ლებრივი მოკვ­დავივით არ ისურ­ვეთ გზებ­ზე მი­სი ბორ­ბ­ლე­ბის რახ­რახში მგზავ­რობა. თქვე­ნი სახ­ლის ახ­ლოს მდე­ბა­რე მი­დამ­ოებში სა­ღ­ამოს ბინ­დ­თან ერ­თად ფარ­ულად შემ­ოიპა­რეთ, რო­გორც ზმა­ნე­ბა თუ აჩ­რ­დი­ლი. მა­ინც რა ეშ­მა­კს აკ­ე­თებდით მთე­ლი თვე იქ?
- ძალ­უას­თან ვი­ყა­ვი, სერ. ის ხომ გარ­დაი­ცვა­ლა.

- ნამ­დ­ვი­ლი ჯე­ი­ნის პა­სუ­ხი! კე­თილ­ნო ან­გელოზნო, თქვენ დამ­იფა­რეთ! - ის, მგო­ნი, საი­ქიოდან გამ­ომეც­ხა­და, იმ ად­გილებ­იდან, სა­დაც მხო­ლოდ მიც­ვა­ლებულნი გან­ისვე­ნე­ბენ და მე­საუ­ბრე­ბა მათ­ზე აი, აქ, მარ­ტოდმარტოს, შეხ­ვედ­რისთა­ნა­ვე, მწუ­ხა­რებ­ისას. რომ გა­მე­ბე­და და ხე­ლი შე­მეხო, იქ­ნებ, გა­მეგო, ცოცხა­ლი არ­სე­ბა ხართ თუ აჩ­რ­დი­ლი. ოჰ, შე წყლის ფერ­იავ! მაგ­რამ ცთო­მი­ლი ვარ­სკვ­ლავის ცის­ფერ შუქს უფ­რო ად­ვილად შე­ვიპყ­რობ­დი ჭა­ობ­ში, ვიდ­რე შენ, მაც­დუ­რო! მაც­დუ­რო! - დაუ­მა­ტა მან რამ­დენ­იმე წა­მის სი­ჩუ­მის შემ­დეგ. - მთე­ლი თვე ჩემ ახ­ლოს არ ყო­ფი­ლა და დავ­იფიცებ, რომ სრუ­ლი­ად და­ვავ­იწყდებოდი.

ღრ­მად ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული, სი­ხა­რუ­ლით ამავ­სებ­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან ახა­ლი შეხ­ვედ­რა. თუმ­ცა, ში­შით მაძ­რწუნებ­და იმის გაფ­იქრე­ბა და ცოდ­ნა, რომ ძალ­იან მა­ლე ის უკ­ვე აღ­არ იქ­ნებ­ოდა ჩე­მი მფარ­ველი და მის­თ­ვის არა­ფერს წარ­მოვად­გენდი. მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს (ალ­ბათ, მარ­ტო მე ვფიქ­რობ­დი ასე) გან­სა­კუ­თრებული უნა­რი ჰქონ­და, თა­ვი­სი ბედ­ნიე­რე­ბა ად­ვილად მი­მოე­ფან­ტა თა­ვის გარ­შემო და სხვე­ბის­თ­ვის ად­ვილად გა­და­ე­ცა. ხო­ლო იმ ნამ­ცე­ცების გე­მოს გას­ინჯვაც კი, რო­მელ­საც ის ასე ფან­ტავ­და თა­ვის ირ­გ­ვ­ლივ, ისე­თი გზა­აბ­ნეული და უცხო ფრინ­ვე­ლის­თ­ვის, რო­გო­რიც მე ვი­ყა­ვი, სა­დღ­ე­სას­წაულო ნა­დიმს წარ­მოად­გენ­და. მი­სი უკ­ა­ნა­სკ­ნელი სიტყ­ვე­ბი ბალ­ზამივით მომ­ხ­ვ­და გულ­ზე. ამ სიტყ­ვებ­იდან ჩან­და, რომ ჩე­მი პატ­რო­ნის­თ­ვის გა­რკ­ვეული მნიშ­ვ­ნელ­ობა ჰქონ­და, მახ­სოვდა თუ არა ის. ამას­თა­ნა­ვე, მან თორ­ნ­ფილდს ჩე­მი სახ­ლი უწო­და. ოჰ, რო­გორ მინ­დო­და, რომ მარ­თლაც ჩე­მი სახ­ლი ყო­ფი­ლი­ყო!
ის ად­გილიდან არ ამ­დგა­რა. მეც არ მინ­დო­და მეთ­ხოვა, რომ გზა და­ეთმო და სწრა­ფად ვკი­თხე, იყო თუ არა ლონ­დონს.
- დი­ახ, ვფიქ­რობ, ზებ­უნებრივი, შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელი თვა­ლი უნ­და გქონ­დეთ.
- მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა შე­მატ­ყობინა წე­რი­ლით.
- და ისიც გაც­ნობათ, თუ რის­თ­ვის წა­ვედი?
- ჰო, რა­სა­კვ­ირველ­ია, სერ, ყვე­ლამ იცის ამ ამ­ბის შე­სა­ხებ.
- თქვენ უნ­და ნა­ხოთ ეტ­ლი, ჯე­ინ, და მითხ­რათ, ნამ­დვილად შე­ე­ფე­რე­ბა თუ არა ის მი­სის რო­ჩეს­ტერს: და­ემ­სგავ­სე­ბა თუ არა ის ნამ­დ­ვილ დედ­ოფალ ბო­ა­დისს, ეტ­ლის მე­წამულ ბალ­იშებ­ზე მიყ­რ­დ­ნო­ბი­ლი. ძალ­იან მინ­და, ჯე­ინ, ცო­ტა უფ­რო კარ­გი ვი­ყო, რომ ჩე­მი გა­რეგ­ნობა შე­ე­ფე­რებ­ოდეს მის გა­რეგ­ნობას. მითხა­რით ახ­ლა, ფერ­იავ! არ შეგ­იძლიათ მომ­ცეთ თი­ლის­მა, სას­წაუ­ლმოქმედი ჯა­დო ან სხვა რაი­მე მი­სი მსგავ­სი, რომ ლა­მაზ მა­მა­კ­ა­ცად გა­და­მაქციოს?
- ვე­რავ­ითარი ჯად­ოსნობა ვერ გიშ­ვე­ლით, სერ.
გულ­ში კი გავ­იფიქრე, მხო­ლოდ შეყ­ვა­რებულ თვალს ძა­ლუძს ასე­თად გაქ­ცი­ოთ. ასე­თი თვა­ლის­თ­ვის კი თქვენ სა­კ­მაოდ ლა­მაზი ხართ ან, უფ­რო სწო­რად, თქვენს მკ­აცრ სა­ხეს სი­ლა­მა­ზე­ზე მე­ტი ზემ­ოქმე­დების ძა­ლა შეს­წევს.
მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ხან­და­ხან ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად მი­უწ­ვ­დო­მე­ლი შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელობით კი­თხულობდა ჩემს გამ­ოუთქმელ აზ­რებს. იმ წუ­თებ­ში კი ყუ­რა­დღ­ე­ბაც არ მი­უქ­ცევ­ია ჩემ­გან უცა­ბე­დად წა­მოს­რო­ლი­ლი პა­სუ­ხის­თ­ვის, მაგ­რამ გამ­იღი­მა რა­ღ­აც უჩ­ვე­უ­ლო, მხო­ლოდ მის­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი ღი­მი­ლით, რო­მელ­საც ძალ­იან იშ­ვია­თად თუ შენ­იშნავდით მის სა­ხე­ზე. ჩანს, ასეთ ღი­მილს გა­და­ჭარ­ბებ­ულად თვლი­და ყო­ველ­დღიური საყ­ოფაც­ხოვრებო მიზ­ნე­ბის­თ­ვის. ეს იყო გრძნო­ბა, მზის სხი­ვი­ვით მა­ნათ­ობელი, რო­მე­ლიც ახ­ლა მხო­ლოდ მე გად­მომაფ­რქვია. 

- გამ­ოია­რეთ, ჯე­ინ, - მითხ­რა მან და ად­გი­ლი და­მით­მო, რომ გა­და­საბ­იჯზე გა­დავ­სულიყავი. - ადით მა­ღ­ლა, შინ, და შე­ას­ვე­ნეთ ხეტ­იალ­ისა­გან და­ქანცული პა­წაწ­ინა ფე­ხები თქვე­ნი ახ­ლობელი ადამ­იანის კა­რის ზღუ­რბლზე.
მე მხო­ლოდ ის­ღა დამ­რჩენ­ოდა, სიტყ­ვის შეუ­ბრუნებ­ლად დავ­მორჩილებოდი. სა­ჭი­როდ აღ­არ ვცა­ნი სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა. გა­და­საბ­იჯზე უსიტყ­ვოდ გა­და­ვედი. ვფიქ­რობ­დი, ასე­ვე ჩუ­მად გავ­ც­ლო­დი მას, მაგ­რამ უეც­რად რა­ღ­აც ძა­ლამ შე­მიპყ­რო, მაი­ძულა შევ­ტრია­ლებ­ულიყავი და მეთ­ქვა (არ ვი­ცი, ვიღ­ა­ცამ ჩემს ში­ნა­გან არ­სე­ბაში, ჩე­მი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, წარ­მოთქვა):
- მად­ლობას მო­გახ­სე­ნებთ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, იმ დი­დი სიკ­ეთისთვის, რო­მელ­საც ჩემ­დამი იჩენთ. უსა­ზღვროდ მი­ხარ­ია თქვენ­თან დაბ­რუნე­ბა და სა­დაც თქვენ გხე­დავთ, ის ჩე­მი სახ­ლი მგო­ნია, ჩე­მი ერ­თა­დერთი სახ­ლი.

მე­რე ისე­თი ჩქა­რი ნა­ბი­ჯით გა­ვეშ­ურე, ვერ შეძ­ლებ­და დამ­წეო­და, კი­დეც რომ ცდი­ლი­ყო. ჩემ და­ნახ­ვა­ზე პა­ტა­რა ადელ­მა უსა­ზღვროდ გაი­ხა­რა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მის­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი გულ­თ­ბი­ლო­ბი­თა და მეგ­ობრულად მი­მი­ღო. ლი იღი­მებ­ოდა; სო­ფი­მაც კი დი­დი სი­ხა­რუ­ლით მი­სურ­ვა: - Bon so­ir. ეს ყვე­ლა­ფერი მე­ტად სას­იამოვნო იყო ჩემ­თ­ვის. იმა­ზე დიდ ბედ­ნიე­რე­ბას არას­ოდეს გა­ნიც­დის ადამ­იანი, რო­ცა გრძნობს, რომ გარ­შემო მყოფთ უყ­ვართ და მას­თან ყოფ­ნით სი­ამ­ოვნე­ბას იღ­ე­ბენ.

იმ სა­ღ­ამოს ისე დავ­ხუჭე თვა­ლი, მო­მა­ვალ­ზე აღ­არ მი­ფიქ­რია. არ მინ­დო­და გა­მეგ­ონა ხმა, რო­მე­ლიც გან­შორების სი­ახ­ლოვე­სა და მო­სალ­ოდნელ მწუ­ხა­რე­ბას მაც­ნობებ­და. ჩაი დამ­თავ­რდა. მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა თა­ვი­სი ხელ­საქ­მე აიღო. მეც მის ახ­ლოს პა­ტა­რა სკ­ამ­ზე დავ­ჯექი. ადელ­მა ხალ­იჩა­ზე დაი­ჩოქა და მო­მე­კ­რა. ურ­თი­ერ­თ­შო­რის სიყ­ვარ­ულმა სიმ­შ­ვი­დი­სა და მყუდ­რო­ე­ბის ოქ­როს რკ­ალი გარს შემ­ოგვარ­ტყა. უსიტყ­ვოდ ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ სულ მოკ­ლე ხან­ში დი­დი მან­ძი­ლით არ და­ვეშ­ორებ­ინეთ. აი, სწო­რედ ასეთ ყო­ფა­ში, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი შემ­ოვიდა, შემ­ოგვხე­და, ჩვე­ნი მე­გობ­რუ­ლი გან­წყობილების ხილ­ვამ სი­ამ­ოვნე­ბა მოჰ­გ­ვა­რა და გვითხ­რა: ვფიქ­რობ, მო­ხუ­ცი ლე­დი ძალ­იან ნას­იამ­ოვნებ­ია, რომ თა­ვი­სი შვი­ლო­ბი­ლი უკ­ან დაუ­ბრუნდაო. და ისიც დაუ­მა­ტა, ალ­ბათ, ადე­ლის სი­ხა­რულს კი Prête á cro­qu­er sa pe­ti­te ma­man Anglaise.

ნა­ხევ­რად იმე­დიც კი ჩა­მე­სა­ხა, რომ ქორ­წი­ნე­ბის შემ­დე­გაც ის ჩვენ ერ­თმა­ნეთს არ დაგ­ვაშ­ორებ­და, თავ­ისივე მფარ­ველობის ქვეშ მოგ­ვ­ცემ­და თავ­შე­სა­ფარს და არ მოგ­ვა­კ­ლებ­და მზის სხი­ვი­ვით აუ­ცილე­ბელ ბედ­ნიე­რე­ბას, რომ თვა­ლი ხან­და­ხან მა­ინც მოგ­ვე­კ­რა მის­თ­ვის.
ორ­მა კვ­ირამ თორ­ნ­ფილ­დ­ში ჩე­მი დაბ­რუნების შემ­დეგ სა­ეჭვო სიმ­შ­ვი­დე­ში გა­ია­რა. არა­ფერს ამ­ბობდნენ ჩვე­ნი პატ­რო­ნის ქორ­წი­ლის შე­სა­ხებ. არც არავ­ითარი სამ­ზადისი შემ­იტყვია, რაც ასეთ ამ­ბავს გარ­დაუ­ვლად თან ახ­ლავს ხოლ­მე. თით­ქ­მის ყო­ველ­დღე ვე­კი­თხებოდი მი­სის ფე­იერ­ფექსს, სმენ­ოდა თუ არა რა­მე ნამ­დ­ვი­ლი გა­დაწ­ყვეტ­ილების შე­სა­ხებ. ის ყო­ველ­თ­ვის უარს ამ­ბობდა. ერ­თხელ პირ­და­პირ უკი­თხავს ჩვე­ნი მფლო­ბე­ლის­თ­ვის, თუ რო­დის აპ­ირებ­და სა­ცო­ლის სახ­ლ­ში მოყ­ვა­ნას, მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მხო­ლოდ ხუმ­რო­ბით უთ­ქ­ვამს რა­ღ­აც და უც­ნაუ­რად გა­დაუ­ხე­დავს მო­ხუ­ცის­თ­ვის. ალ­ბათ, ამ­იტომაც მი­სის ფე­იერ­ფექსს არ შე­ეძლო თქმა, რა აზ­რის გამ­ოტა­ნა შეი­ძლებ­ოდა ჩვე­ნი პატ­რო­ნის სიტყ­ვებ­იდან.

ერ­თი რამ ძალ­იან მაო­ცებ­და - თორ­ნ­ფილ­დ­სა და ინ­გ­რემ­-პა­რკს შო­რის ყო­ველ­გვარი მის­ვ­ლა­მოსვლა და სტუმ­რად წვე­ვა გაქ­რა. ისიც მარ­თალ­ია, თორ­ნ­ფილ­დი ოცი მი­ლით იყო დაშ­ორებული მა­თი საგ­ვა­რეულო სახ­ლიდან და მეო­რე საგ­რაფოს სა­ზღ­ვარ­ზე მდე­ბა­რეო­ბდა, მაგ­რამ რას წარ­მოად­გენ­და ეს მან­ძი­ლი მგზნე­ბა­რე, მო­სიყ­ვარ­ულე გუ­ლის­თ­ვის, გან­სა­კუ­თრებით, ისე­თი გა­მოც­დი­ლი და და­უღ­ა­ლავი ცხე­ნოს­ნის­თ­ვის, რო­გო­რიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გახ­ლდათ. მას ეს მან­ძი­ლი შე­ეძლო ერთ დი­ლას, შუა­დღ­ემ­დე, გა­ევლო. გულ­ში იმე­დი ჩა­მე­სა­ხა და მას ველ­ოლია­ვებოდი, თუმ­ცა უფ­ლე­ბა არ მქონ­და, რაი­მეში დავ­რწმუნებ­ულიყავი. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ქორ­წი­ნე­ბა ჩაი­შა­ლა ან მით­ქ­მა-­მოთქმა არ იყო მარ­თალი. იქ­ნებ, ან ერ­თმა, ან მეო­რე მხა­რემ, ან - ორი­ვემ ერ­თად შეი­ცვა­ლა აზ­რი. ხში­რად შევ­ცქეროდი ჩე­მი მფარ­ველის სა­ხეს, რა­თა სევ­და ან გან­რისხე­ბა­ ა­ღმ­ომეჩ­ინა, მაგ­რამ ეს სა­ხე არას­ოდეს მახ­სოვდა უფ­რო მე­ტად ნა­თელი, კე­თი­ლი და ყო­ველ­გვარ ჭმუნ­ვას მოკ­ლებული. რო­ცა მე და ადელს გვი­წევ­და, მას­თან რამ­დენ­იმე ხა­ნი გაგ­ვე­ტა­რებ­ინა, გუ­ნე­ბა მეც­ვლებ­ოდა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა მიპყ­რობ­და, რად­გან ის ზო­მა­ზე მე­ტად მხი­არ­ულობდა. არას­ოდეს მე­ძახ­და წი­ნათ ასე ხში­რად თავ­ისთან, არც არას­ოდეს ყო­ფი­ლა ისე­თი კე­თი­ლი ჩემ მი­მართ, რო­გორც მა­შინ, და, ღმერ­თო ჩე­მო! არც მე არას­ოდეს მყვა­რებ­ია ის ასე ძლიე­რად.


თა­ვი ოც­და­მე­ოთხე


სა­უცხოო შუა ზაფხუ­ლი ბრწყი­ნავ­და ინ­გ­ლის­ში. მი­ყო­ლე­ბით ასე­თი მოწ­მენ­დი­ლი ცა და მოკ­ა­შკ­ა­შე მზე ძალ­იან იშ­ვია­თად იცის ზღვით გა­რემ­ოცულმა ჩვენ­მა მი­წა-­წყალ­მა. თით­ქოს იტა­ლი­უ­რი თბი­ლი დღ­ე­ები, უმ­შ­ვენ­იე­რეს მოგ­ზა­ურ ფრინ­ველ­თა მსგავ­სად, მოფ­რინ­დ­ნენ სამ­ხრეთ­იდან და და­სას­ვე­ნებ­ლად ალ­ბი­ო­ნის კლ­დე­ებს მო­აშ­ურეს. თი­ვა ყველ­გან აიღ­ეს. თორ­ნ­ფილ­დის გარ­შემო გა­თი­ბუ­ლი მინ­დ­ვ­რე­ბი ისევ მწვა­ნედ შე­ფერილიყო. მი­წა გახ­მა და გზე­ბი თეთ­რად გამ­ოიყურებ­ოდა. მუქ­მ­წ­ვა­ნედ გა­ფოთ­ლი­ლი ხე­ები, ღო­ბე­ები და ტყე მო­შა­ვო არ­შიად გარს შემ­ორტყმოდა მათ შუა მოქ­ცე­ულ, მზის სხი­ვე­ბით შე­ფე­რა­დებულ მდელ­ოებს.
სა­ღ­ამო ხანს ადე­ლი ჰეი­ლეინში მარ­წყ­ვის კრე­ფით და­იღ­ა­ლა და ჯერ კი­დევ მზის ჩას­ვლამ­დე ჩაწ­ვა ლო­გინ­ში. მის ჩაძ­ინე­ბას ვე­ლო­დი, მე­რე ოთახ­იდან გამ­ოვედი და ბა­ღი­სკ­ენ გა­ვეშ­ურე.

ამ დროს დღ­ე­-ღ­ამის უტკ­ბესი წუ­თე­ბი დგე­ბა. "დღის მცხუნ­ვა­რე­ბა ჩაი­ფერ­ფლა" და ცვა­რი მარ­გალ­იტე­ბად მო­ეფ­ინა ცის ნამს მოწყუ­რე­ბულ მინ­დ­ვ­რებ­სა და მზით გა­დამ­წვარ მთის მწვერ­ვა­ლებს. უღ­რუბ­ლო ცა­ზე მზე და­სავ­ლეთ­ისკ­ენ გა­დაი­ხა­რა, ცის ტატ­ნო­ბი სა­დღ­ე­სას­წაულო ვარ­დისფერ­მა შე­ღ­ე­ბა და იქ მო­წი­თა­ლო პატ­იოსანი თვა­ლის ბრწყინ­ვა­ლებით აც­იაგ­და, მე­რე გო­რა­კის მწვერ­ვალ­ზე ერთ წერ­ტილს ქუ­რა­ში გა­ღვ­ივებულ ცეც­ხლისფრად წა­ე­კი­და: სულ მა­ღ­ლა აი­ჭრა, ზე­ცი­ურ სამ­ყაროში გაი­ბნა, თან­და­თანობით გა­ფერ­მკრ­თალ­და და თით­ქ­მის ნა­ხე­ვარი ცა და­ფა­რა. ამ დროს აღმ­ოსავ­ლეთის მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობა სრუ­ლი­ად თავ­ისებური იყო. მის მუქ ცის­ფერ ცას ერ­თა­დერთი ამ­ომა­ვალი ვარ­სკვ­ლავი გულ­ზე თვალ­წარ­მტაცი სა­მკ­აულივით ეკი­და. მა­ლე, მთვა­რის ნა­თელში გახ­ვეული, ის უფ­რო ზვია­დად გად­მოხე­დავ­და მი­და­მოს, მაგ­რამ ღა­მის მნა­თო­ბი ჯერ კი­დევ ჰო­რი­ზონ­ტის იქით იმა­ლებ­ოდა.

ცო­ტა ხანს იქ­ვე, ქვა­ფენ­ილზე მი­მოვ­დი­ო­დი. მა­ლე ვიგ­რ­ძე­ნი, რო­მელ­იღ­აც სა­რკმ­ლიდან ჰა­ერში ჩემ­თ­ვის კარ­გად ნაც­ნო­ბი სი­გა­რის ოდ­ნავ შე­სამ­ჩნევი სურ­ნე­ლე­ბა იფან­ტებ­ოდა. ბიბ­ლი­ო­თე­კის ერ­თ-ერ­თი სა­რკ­მელი ოდ­ნავ ღი­აც შევ­ნიშნე და ვი­ფიქ­რე, შე­საძ­ლე­ბელ­ია, იქი­დან თვალ­საც მა­დევ­ნებ­და ვინ­მე. ამი­ტომ გვერ­დზე გა­დავ­უხვიე და ხე­ხი­ლის ბა­ღში შე­ვედი. ეს ად­გი­ლი იმ არე­მა­რეში ყვე­ლა­ზე მყუდ­რო, გან­მარ­ტოებულ ედემს ჰგავ­და. მას უამ­რავი ხე­ხი­ლი და ათას­ფრად გა­დაშლილი ყვა­ვი­ლი ამ­კო­ბდა. ერთ მხა­რეს ამ ბა­ღ­სა და სა­სახ­ლეს შო­რის მე­ტად მა­ღ­ალი კე­დელი იყო აღ­მართული, მეო­რე მხა­რეს, მწვა­ნედ აბ­იბინებულ ეზ­ოსა და კე­დელს შო­რის წიფ­ლის ხე­ების ხეი­ვანი მო­ჩან­და, ბო­ლო­ში კი აქა-იქ წაქ­ცეული ღო­ბე ჩაუ­დიოდა, რომ­ლის იქით გან­მარ­ტოებული მინ­დ­ვ­რე­ბი იწყებ­ოდა. ბა­ღში მიხ­ვეუ­ლ-მოხ­ვე­უ­ლი ბი­ლი­კი დაფ­ნის ბუჩ­ქე­ბის ხეი­ვანში მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა; ბო­ლო­ში უზარ­მა­ზარი ხე იდ­გა. ამ ხეს ერ­თი გრძე­ლი სკ­ამის წრი­უ­ლი რკ­ალი ერ­ტყა, რო­მე­ლიც დაბ­ლა, ღო­ბეს­თან თავ­დებ­ოდა. აქ ადამ­იანს ყვე­ლას­გან შეუ­მჩნევ­ლად შე­ეძლო ოც­ნე­ბა. ოდის და­მათ­რობელი ტკბი­ლი სურ­ნე­ლე­ბა, იქ გა­მე­ფებული მდუ­მა­რე­ბა და მე­ტად მშვი­დი სა­ღ­ამოს ჟა­მი იმ­დე­ნად მხიბ­ლავ­და, ასე მგო­ნია, ამ ჩრდილ­ში სამ­უდამოდ შე­მეძლო თა­ვის შე­ფა­რე­ბა. შემ­ოღობილის ზე­და ნა­წილ­ში, ერ­თ-ერთ გაშ­ლილ მხა­რეს, რო­მელ­საც ამ­ომა­ვალი მთვა­რე ყვე­ლა­ზე მე­ტად აწ­ვდენ­და სხი­ვებს, ხეხ­ილსა და ყვავ­ილებს შო­რის მი­მოვ­დი­ო­დი. უცებ ნა­ბი­ჯი შე­ვა­ნე­ლე. არა იმი­ტომ, რომ რაი­მე ხმა შემ­ომეს­მა ან ვინ­მე დავ­ინა­ხე, არა­მედ კვ­ლავ ვიგ­რ­ძე­ნი სურ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც წი­ნას­წარ მატ­ყობინებ­და რა­ღ­აც იდუ­მალს.

ას­კი­ლი, არ­ტემ­იზია, ჟას­მი­ნი, მი­ხა­კი და ვარ­დი სა­ღ­ამო ჟამს უკ­ვე დი­დი ხან­ია გამ­ოსცემ­დნენ მკ­ვეთრ სურ­ნე­ლე­ბას. ისე­თი სუ­ნი იდ­გა, თით­ქოს ჰა­ერში გუნ­დ­რუკს აკ­მევ­დნენ, მაგ­რამ ამ უცხო სურ­ნე­ლე­ბას არც ბუჩ­ქ­ნა­რი აფ­რქვევ­და და არც გაშ­ლი­ლი ყვავ­ილები. ძალ­იან კარ­გად ვი­ცო­დი, ის მის­ტერ რო­ჩეს­ტერის სი­გა­რის სურ­ნე­ლი იყო. გარ­შემო მი­მო­ვი­ხე­დე და სმე­ნად ვი­ქე­ცი. ვხე­დავდი, ხის ტო­ტე­ბი მწი­ფე ნა­ყოფს და­ემ­ძიმებ­ინა. მეს­მოდა ბულ­ბუ­ლის გალ­ობაც ტყი­დან, რო­მე­ლიც ჩემ­გან ნა­ხე­ვარი მი­ლით მა­ინც იქ­ნებ­ოდა დაშ­ორებული. ადამ­იანის ჭა­ჭა­ნე­ბა არ­სად ჩან­და. არც ფე­ხის ხმა ის­მო­და. სი­გა­რის სუ­ნი კი თან­და­თან უფ­რო მკ­ვეთრი ხდებ­ოდა. გა­დავ­წყვიტე, გავ­ქცეუ­ლიყავი. ჭიშკრ­ისკ­ენ გა­ვეშ­ურე, რომ­ლის იქით ბუჩ­ქ­ნა­რი იწყებ­ოდა და შევ­ნიშნე, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ბა­ღში შემ­ოდიოდა. გვერ­დზე გა­დავ­უხვიე. ვცა­დე, თა­ვი სუ­როს ფოთ­ლე­ბით და­ფარული მიყ­რუ­ე­ბუ­ლი ად­გი­ლის­თ­ვის შე­მე­ფა­რებ­ინა და გავ­იფიქრე: ის დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ბა, მა­ლე­ვე გაბ­რუნდე­ბა, საი­და­ნაც მო­ვი­და და, თუ წყნა­რად ვიჯ­დე­ბი, ვერც კი შე­მამ­ჩნევ­ს-მეთ­ქი.

მაგ­რამ არა, სა­ღ­ამო ჟა­მი მის­თ­ვის ისეთ­ივე სას­იამოვნო აღმ­ოჩნდა, რო­გორც ჩემ­თ­ვის, ხო­ლო ეს ძვე­ლებური ბა­ღი მას ისე­ვე იზი­დავ­და, რო­გორც მე. ის გზას გა­ნაგრძობს, ხან კი­ნკრ­იჟ­ას ტოტს ას­წევს მა­ღ­ლა და ქლი­ა­ვის ტოლ ნა­ყოფს დას­ცქერის, რომ­ლის სიმ­ძი­მეს ტო­ტე­ბი მთლად დაბ­ლა დაუ­ხრია, ხან ბა­ღის კე­დელ­თან სულ ახ­ლოს მდგარ ხე­ზე მწი­ფე ალ­უბალს კრეფს, ხან კი ერ­თმა­ნეთში გა­დახ­ლართული ყვავ­ილებ­ისკ­ენ იხ­რე­ბა. არ ვი­ცი, მა­თი სუ­ნით დათ­რობა სწად­ია თუ მათ სიფ­რი­ფა­ნა ფურ­ც­ლებ­ზე მარ­გალ­იტე­ბად დაფ­რქვეულ ცვარს აკვ­ირდე­ბა. ღა­მის დიდ­მა ფარ­ვა­ნამ ჩემ წინ ფრთე­ბის ფარ­ფატით ჩაი­ქროლა და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ფეხ­თან სულ ახ­ლოს, რო­მელ­იღ­აც მცე­ნა­რე­ზე დაჯ­და. მან მაშ­ინვე შენ­იშნა ის და დაი­ხა­რა, რომ კარ­გად და­ეთ­ვალ­იე­რებ­ინა.
ახ­ლა ის ზურ­გით დგას ჩე­მკ­ენ და პეპ­ლის თვალ­იე­რებ­ითაა გარ­თუ­ლი. თუ ფე­ხა­კ­რეფით ჩა­ვივ­ლი, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ისე გავ­იპარო, რომ ვერც შემ­ნიშ­ნოს, გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93