ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეხუთე/ოცდამეექვსე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეხუთე/ოცდამეექვსე
ფეხს ფრთხი­ლად ვად­გამდი ქვი­შით მო­ფე­ნი­ლი გზის ნაპ­ირებს, სა­დაც მო­ლი ჭარ­ბობდა, რომ ხმა­ურს არ გამ­ოე­მჟ­ღ­ავ­ნებ­ინა ჩე­მი იქ ყოფ­ნა. ის კვ­ლებს შო­რის იდ­გა, ერ­თი თუ ორი იარ­დის დაშ­ორებით იმ ად­გილიდან, სა­დაც მე უნ­და ჩა­მევლო, და მთე­ლი ყუ­რა­დღ­ებით ისევ ფარ­ვა­ნას აკვ­ირდებ­ოდა. "სრუ­ლი­ად შეუ­მჩნევ­ლად ჩა­ვივ­ლი", გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის. ხო­ლო, რო­ცა მის ჩრდილ­ზე გა­დავ­ია­რე, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ კარ­გად ამ­ოუსვლელი მთვა­რის შუქ­ზე სა­კ­მაოდ დიდ მან­ძილზე დაჰ­ფენ­ოდა გზას, ის არც კი მობ­რუ­ნებ­ულა, ისე, სრუ­ლი­ად წყნა­რად მითხ­რა:

- ჯე­ინ, მო­დით აქ და შე­ხე­დეთ ამ ქმნი­ლე­ბას.
სრუ­ლი­ად უხ­მა­უ­როდ ვმოძ­რა­ობ­დი. ის ზურ­გით იდ­გა და მის თვა­ლებს შეს­წევ­დათ ძა­ლა, შე­ემ­ჩნიათ რაი­მე? შეი­ძლებ­ოდა, რომ მის ჩრდილს ჩე­მი სი­ახ­ლოვე ეგ­რ­ძ­ნო? პირ­ვე­ლად შე­ვკრთი, მაგ­რამ შემ­დეგ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი.
- შე­ხე­დეთ მის ფრთებს, - მითხ­რა მან. - ის ძალ­იან მაგ­ონებს ვეს­ტინდოეთის რო­მელ­იღ­აც მწერს; ადამ­იანი ხში­რად ვერ შეხ­ვდე­ბა ასეთ დიდ­სა და ნა­თელი ფე­რის ღა­მის ფარ­ვა­ნას ინ­გ­ლის­ში. აი, ხე­დავთ? ის უკ­ვე გაფ­რინდა.
პე­პე­ლა გაფ­რინდა. მეც გაუ­ბე­და­ვად უკ­ან­-უკ­ან ვი­წევ­დი, მაგ­რამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერიც თან გამ­ომყვა. რო­დე­საც ჭიშკ­არ­თან მი­ვა­ღწ­იეთ, მან მითხ­რა:

- დაბ­რუნ­დით უკ­ან, ასეთ სა­უცხოო ღა­მეში სირ­ცხ­ვი­ლიც არის შინ ჯდო­მა. დარ­წმუნებული ვარ, არა­ვინ იძი­ნებს იმ დროს, რო­ცა მზის ჩას­ვლა ასე მომ­ხიბ­ლა­ვად ეგე­ბე­ბა მთვა­რის ამ­ოსვლას.
ჩე­მი ერ­თ-ერ­თი ნა­კლი ის არის, რომ ხან­და­ხან თუ მე­ტად აზ­რია­ნად ვლა­პა­რა­კობ, ხან არის წუ­თე­ბი, რო­დე­საც მთლია­ნად ვიბ­ნე­ვი. ეს კი ყო­ველ­თ­ვის გა­დამ­წყვეტ წუ­თებ­ში ხდე­ბა, რო­დე­საც შე­სა­ფერისი სიტყ­ვა, მო­ხერ­ხებული სა­ბაბი გან­სა­კუ­თრებით საჭ­იროა სა­ვა­ლალო და დაბ­ნეული მდგო­მა­რეო­ბიდან თა­ვის და­სა­ღ­წე­ვად. მე თვი­თონ არ მომ­წონ­და ასეთ დროს მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან სეი­რნობა ჩაბ­ნე­ლებულ ბა­ღში, მაგ­რამ ვერ შევ­ძელი რა­მე მი­ზე­ზი მო­მე­ნა­ხა და და­მემ­ტკი­ცებ­ინა, რომ ჩე­მი წას­ვლა აუ­ცილე­ბელი იყო. გაუ­ბე­და­ვად მივ­ყ­ვე­ბო­დი; მხო­ლოდ იმის ფიქ­რით ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, რო­გორ­მე რა­მე მი­ზე­ზი გამ­ომე­ნა­ხა და თა­ვი და­მე­ღწ­ია; ის კი იმ­დე­ნად მშვი­დი და თავ­და­ჭერილი ჩან­და, მრცხვენ­ოდა კი­დეც, ოდ­ნა­ვი ძრწო­ლაც კი მეგ­რ­ძ­ნო მის გვერ­დით. თუ ყო­ველ­ივე ამა­ში რა­მე ცუ­დი იყო, ამას მხო­ლოდ მე ვფიქ­რობ­დი. მან ამის შე­სა­ხებ არა­ფერი იცო­და და დამ­შვიდებულიც იყო.

- ჯე­ინ, - წა­მო­იწყო მან, რო­გორც კი დაფ­ნის ხეი­ვანში შე­ვედით და ნე­ლა გა­ვე­მარ­თეთ წაქ­ცეული ღო­ბისა და წაბ­ლის ხისკ­ენ, - ზაფხუ­ლო­ბით თორ­ნ­ფილ­დი სას­იამოვნო ად­გილია, არა?
- დი­ახ, სერ, ძალ­იან სას­იამოვნო.
- თქვენ, ალ­ბათ, ასე თუ ისე, მი­ეჩ­ვიეთ ამ სახლს, არა? გან­სა­კუ­თრებით თქვენ, რო­მელ­საც ასე გხიბ­ლავთ ბუ­ნე­ბის სრულ­ყო­ფი­ლი სი­ლა­მა­ზე და ასე­თი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რი გა­გაჩ­ნიათ.
- დი­ახ, მე მარ­თლაც ძალ­იან შე­ვეჩ­ვიე მას.
- თუმ­ცა, ვერ გამ­იგია, რო­გორ მოხ­და, მაგ­რამ დარ­წმუნებული ვარ, თქვენ ძალ­იან კარ­გად შე­ეთ­ვისეთ ამ პა­წაწ­ინა თავ­ქარ­იან ბავშვს, ადელს, და ამ გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ქალ­ბატონ ფე­იერ­ფექსს.
- დი­ახ, სერ, თუმ­ცა სხვა­დას­ხვა­ნაი­რად, მაგ­რამ მე მა­ინც ორი­ვე შემ­იყვარ­და.
- მათ­თან გან­შორე­ბა, ალ­ბათ, ძალ­იან შე­გაწ­უხებთ, არა?
- დი­ახ.
- სამ­წუხარ­ოა! - თქვა მან, ამ­ოიოხრა და ცო­ტა ხანს შე­ჩერ­და. - შემ­თხვევ­ითობას სწო­რედ ეს გზა აუ­რჩევ­ია ამ ცხოვ­რე­ბაში, - გა­ნაგრძო შემ­დეგ: - ვერ მო­ას­წრებ, მო­ეწყო რო­მელ­იმე სას­იამოვნო და მყუდ­რო ად­გილას, რომ რა­ღ­აც ხმა გიხ­მობს და გიბ­რ­ძა­ნებს, ად­გე და სხვა მი­მარ­თულებით გა­ემ­გზავრო, რად­გან დას­ვე­ნების სა­ა­თები უკ­ვე დამ­თავ­რებ­ულია.

- უნ­და გა­ვემ­გზავრო უკ­ვე, სერ? - შე­ვე­კი­თხე მე. - თორ­ნ­ფილ­დი უნ­და დავ­ტო­ვო?
- მგო­ნია, ასე უნ­და მო­იქ­ცეთ, ჯე­ინ. ძალ­იან ვწუხ­ვარ, მაგ­რამ, ჩანს, უნ­და წახ­ვიდეთ.
ეს ამ­ბავი თავ­ზარ­დამ­ცემი აღმ­ოჩნდა ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ ვცა­დე, სუ­ლით არ დავ­ცემ­ულიყავი.
- კე­თი­ლი, სერ, მე მზად ვიქ­ნე­ბი, რო­გორც კი წას­ვ­ლის ბრძა­ნე­ბას მი­ვიღ­ებ თქვენ­გან.
- ბრძა­ნე­ბა გა­ცემ­ულია. მე ის თქვენ ამა­ღ­ამ უნ­და გამ­ოგიცხადოთ.
- თქვენ, ალ­ბათ, სა­ქორ­წი­ნოდ ემ­ზა­დებით, სერ?
- რა­სა­კვ­ირველ­ია, სწო­რედ ასე­ა. აი, თქვენ­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელობით ად­ვილად ჩას­წ­ვ­დით სი­ნამ­დ­ვი­ლის დე­და­არსს.
- ეს მა­ლე მოხ­დე­ბა, სერ?
- ძალ­იან მა­ლე, ჩე­მო... ოჰ, თუმ­ცა, მის ეარ, თქვენ გეხ­სომე­ბათ, ჯე­ინ... პირ­ვე­ლად, არ მახ­სოვს, მე გითხა­რით თუ მით­ქ­მა-მოთ­ქ­მით შეი­ტყვეთ, რომ უკ­ვე ჭარ­მაგ­ობაში შე­სუ­ლი მარ­ტოხე­ლა მა­მა­კ­აცის ცხოვ­რე­ბა მომ­წყინ­და და ქორ­წი­ნე­ბის წმინ­და მარ­ყუჟში მინ­დო­და გა­მეყო თა­ვი, ე.ი. უნ­და შევ­დ­გო­მო­დი ნე­ტარ ოჯა­ხურ ცხოვ­რე­ბას, გულ­ზე მი­მე­კ­რა მის ინ­გ­რე­მი. მოკ­ლედ რომ ვთქვა, ის მე­ტად დი­დია, ძნე­ლად ხელ­შემ­ოსაწვდომი; მაგ­რამ ამას თა­ვი და­ვა­ნებოთ: ყვე­ლას არ შეუ­ძლია იტ­ვირ­თოს ისე­თი ჩი­ნე­ბუ­ლი ნივ­თის სიმ­ძი­მე, რო­გო­რიც ჩე­მი მშვენ­იერი ბლან­შია! დი­ახ, იმას გეუ­ბნებოდით: მის­მი­ნეთ, ჯე­ინ! - თა­ვი იმი­ტომ ხომ არ მი­იბ­რუ­ნეთ გვერ­დზე, რომ ბა­ლა­ხებში სხვა ფარ­ვა­ნები მო­ძებ­ნოთ, გა­ნა, ასე არ არის? ეს მხო­ლოდ ჭია­მა­ია იყო, ბავ­შ­ვო, და სახ­ლისკ­ენ გაფ­რინდა. მინ­და, მო­გა­გო­ნოთ: გა­ნა, თქვენ არ იყა­ვით პირ­ვე­ლი, ვინც მთე­ლი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით, რა­საც ასე დი­დად ვა­ფა­სებ თქვენ­ში, შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელობით, კეთ­ილგონიე­რებ­ითა და თავ­მდაბლობით, რო­მე­ლიც თქვენს სა­პას­უხისმგებლო, მაგ­რამ დამ­ოკი­დებულ მდგო­მა­რეო­ბას ასე კარ­გად შე­ე­ფე­რე­ბა, გა­მაფ­რთხილეთ, რომ იმ შემ­თხვე­ვაში, თუ მე მის ინ­გ­რემს შევ­ირთავდი, ორი­ვე, თქვენ­ცა და პა­ტა­რა ადე­ლიც, დაუ­ყოვნებლივ უნ­და გარ­იდებოდით აქაუ­რობას.
ყუ­რა­დღ­ე­ბას არ ვაქ­ცევ იმ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო შეუ­რაც­ხყოფას, რო­მე­ლიც თქვენ თქვე­ნი წი­ნა­და­დებით მია­ყე­ნეთ ჩე­მი სატ­რ­ფოს პი­რად თვი­სე­ბებს; მაგ­რამ, რო­დე­საც შორს იქ­ნე­ბით, ჯე­ინ, შე­ვეც­დები, და­ვი­ვიწყო ყო­ველ­ივე. მე მხო­ლოდ თქვე­ნი წი­ნა­და­დების სიბ­რ­ძ­ნე არ და­მავ­იწყდე­ბა. ის ისეთ­ია, რომ ჩე­მი მოქ­მე­დების კან­ონად ვაქ­ციე. ადე­ლი სკო­ლაში უნ­და წავ­იდეს, თქვენ კი, მის ეარ, უნ­და მო­ნა­ხოთ სად­მე ახა­ლი სამ­უშაო ად­გი­ლი.

- დი­ახ, სერ. ახ­ლა­ვე შევ­იტან გან­ცხა­დე­ბას. მა­ნამ­დე კი, ვფიქ­რობ... - ის იყო, ვაპ­ირებდი მეთ­ქვა, ვფიქ­რობ, ნე­ბას მომ­ცემთ, აქ­ვე დავ­რჩე, ვიდ­რე ვი­შო­ვი თავ­შე­სა­ფარს, რომ გა­ვემ­გზავ­რო-მეთ­ქი, მაგ­რამ შევ­ჩერდი. ვგრძნობ­დი, ძალ­იან გამ­იძნელ­დებ­ოდა ამსიგ­რ­ძე წი­ნა­და­დების წარ­მოთქმა, რად­გან ხმა აღ­არ მემ­ორჩილებ­ოდა.
- და­ახ­ლოებით ერთ თვე­ში დავ­იწერ ჯვარს, - გა­ნაგრძო მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა. - ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში კი მე თვი­თონ გამ­ოგინა­ხავთ რო­გორც სამ­უშაოს, ისე თავ­შე­სა­ფარს.
- დი­დად გმად­ლობთ, სერ, ვწუხ­ვარ, რომ ეს­ოდენ ჯა­ფას გა­ყე­ნებთ...

- ოჰ, ბო­დი­შის მოხ­და არ არის სა­ჭი­რო. ვფიქ­რობ, რო­დე­საც დაქ­ირა­ვებული პი­რი თა­ვის მო­ვა­ლეო­ბას ისე ას­რულებს, რო­გორც თქვენ, მას უფ­ლე­ბა აქვს, თა­ვი­სი პატ­რონისგან მო­ითხო­ვოს ცო­ტაო­დენი დახ­მა­რე­ბა, მით უფ­რო, თუ პატ­რონს თავ­ისუფლად შეუ­ძლია სა­მაგ­იერო მი­უზღოს. ჩე­მი სას­იდედ­როსგან შევ­იტყვე ერ­თი ად­გი­ლის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც თქვენ შე­გე­ფე­რე­ბათ. თქვენ აღ­საზ­რდე­ლად უნ­და აი­ყვანოთ მი­სის დი­ო­ნა­ი­სი­უს ოკ­გო­ლის ხუ­თი ქა­ლიშ­ვი­ლი, ბი­ტერ­ნატ-ლოჯ­ში, ირ­ლან­დიაში, კო­ნოტ­ში. თქვენ მო­გეწ­ონე­ბათ ირ­ლან­დია. რო­გორც გად­მომცეს, იქ ძალ­იან გულ­თ­ბი­ლი ხალ­ხი ყო­ფი­ლა.
- იქამ­დე ძალ­იან დი­დი მან­ძილია, სერ.
- რა უშავს. თქვენ­ნაირი გო­ნი­ე­რი გო­გო­ნა არც ზღვით მოგ­ზაუ­რობისა და არც მან­ძი­ლის წი­ნა­ა­ღმ­დეგი არ იქ­ნე­ბა.
- არა, ზღვით მოგ­ზა­უ­რო­ბის წი­ნა­ა­ღმ­დეგი არა ვარ, მაგ­რამ მან­ძი­ლი? და მე­რე... ზღ­ვა ხომ ზღუ­დედ აღი­მარ­თე­ბა.
- მე­რედა, ის რას გაშ­ორებს, ჯე­ინ?
- ინ­გ­ლისს და თორ­ნ­ფილდს და კი­დევ...
- კე­თი­ლი. კი­დევ?
- თქვენს თავს, სერ.
ეს სიტყ­ვე­ბი ჩემ­დაუნებ­ურად წამ­ოვიძა­ხე, თით­ქ­მის ან­გარ­იშმიუცემ­ლად. ცრემ­ლებ­მა ღა­პა­ღუპით იწყეს თვალ­თა­გან დე­ნა. ჩუ­მად ვტი­რო­დი და ქვი­თინს ვერ­იდებოდი. მი­სის ოკგ­ოლსა და ბი­ტერ­ნატ­-ლოჯ­ზე ფიქ­რი ყი­ნუ­ლის ისა­რი­ვით მეს­ობოდა გულ­ში. უფ­რო მწა­რე კი აქა­ფებული ზღვის ტა­ლღ­ების წარ­მოდგე­ნა იყო, რომ­ლე­ბიც, რო­გორც ჩანს, ბედ­ისწერის სურ­ვი­ლით აბ­ობოქრებული ჩემ­სა და იმ ადამ­იანს შუა უნ­და ჩამ­დგარიყო, ვის გვერ­დითაც ახ­ლა მივ­დი­ო­დი. ისე­დაც თით­ქ­მის გა­დაუ­ლა­ხავ ბარ­იე­რად მი­მაჩ­ნდა ოკ­ე­ა­ნე­სავით ფარ­თოდ გაშ­ლი­ლი მი­სი სიმ­დიდ­რე, მთე­ლი მი­სი კლა­სის უპი­რა­ტეს­ობა და მა­თი ზნე-­ჩვეუ­ლე­ბები, რომ­ლე­ბიც ზღუ­დე­სავით აღ­მართულიყო ჩემ­სა და ყო­ველ­ივე იმას შო­რის, რაც ასე ბუ­ნებ­რივად და დაუ­ძლე­ველი ძა­ლით მიყ­ვარ­და. 

- ძალ­იან შორს არის, - კვ­ლავ ვუთხა­რი მე.
- დი­ახ, შორს არის. მარ­თლაც, რო­დე­საც თქვენ ბი­ტერ­ნატ-ლოჯ­ში, კო­ნოტ­ში, ირ­ლან­დიაში გა­ემ­გზავ­რებით, ვე­ღ­ა­რას­ოდეს გნა­ხავთ, ჯე­ინ. სრუ­ლი­ად დარ­წმუნებულიც ვარ, არას­ოდეს მო­მიხ­დე­ბა ირ­ლან­დიაში წას­ვლა, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა არ­ც­თუ ძალ­იან ხიბ­ლავ­და ჩემს ოც­ნე­ბას. ჩვენ ხომ კარ­გი მეგ­ობრები ვი­ყა­ვით აქ, ჯე­ინ, არა?
- დი­ახ, სერ.
- ხო­ლო, თუ მეგ­ობრები გან­შორების წი­ნა ­დღ­ეს ერ­თმა­ნეთს ხვდებ­იან, მგო­ნია, მათ ყო­ველ­თ­ვის სურთ, ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლოს გა­ა­ტარონ მცი­რეო­დენი დრო, რაც ერ­თად ყოფ­ნის­თ­ვის დარ­ჩენ­იათ. მო­დი, სა­ნამ ცა­ზე ვარ­სკვ­ლა­ვები აკ­იაფ­დებ­იან, თუნ­დაც ნა­ხე­ვარი სა­ათის გან­მავ­ლობაში, ერ­თად, მშვი­დად მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ შე­ნი შო­რე­უ­ლი ზღვით მოგ­ზაუ­რობისა და ჩვე­ნი გან­შორების შე­სა­ხებ. აი, წაბ­ლის ხე, სკ­ამიც აქ­ვე დგას, მის ძველ ფეს­ვებ­ზე, და აქ სრულ სიმ­შ­ვი­დე­ში გა­ვა­ტა­რებთ სა­ღ­ამოს. ვი­ცი, ამ­იერ­იდან ჩვენ არას­ოდეს გვი­წერ­ია აქ ერ­თად ჯდო­მა.
დამ­სვა და თვი­თო­ნაც ჩამ­ოჯდა.
- ირ­ლან­დიამ­დე ძალ­იან შო­რია, ჯე­ნიტ. ვწუხ­ვარ, რომ ჩემს პა­ტა­რა მეგ­ობარს სამ­ოგზაუროდ ასე დიდ­სა და მომ­ქან­ცველ გზა­ზე ვგზავ­ნი, მაგ­რამ, თუ სხვა, უკ­ე­თესი ვე­რა­ფერი ვი­ღო­ნე, რა უნ­და ვქნა? თქვენ რაი­მე ნა­თე­საურს გრძნობთ ჩემ­დამი, ჯე­ინ, თუ არა?
გუ­ლი ისე მქონ­და ყელ­ში მობ­ჯე­ნი­ლი, რომ პა­სუ­ხის გა­ცე­მა არ შე­მეძლო.

- იმი­ტომ, რომ, - თქვა მან, - ხან­და­ხან უც­ნა­უ­რი გრძნო­ბა მეუ­ფლე­ბა თქვენ­დამი. გან­სა­კუ­თრებით მა­შინ, რო­დე­საც, აი, ასე ახ­ლოს ხართ ჩემ­თან, რო­გორც ახ­ლა. თით­ქოს რაი­მე სი­მი მქონ­დეს სა­დღ­აც, მკ­ერ­დქვეშ, გამ­ოუხსნე­ლად გა­და­კ­ვანძული და ჩახ­ლართული იმ სიმ­თან, რო­მე­ლიც მკ­ერ­დქვეშ თქვე­ნი პა­წაწ­ინა სხე­უ­ლის სწო­რედ იმა­ვე ად­გილას თრთის. და, თუ ეს აბ­ობოქრებული სრუ­ტე, ორა­სი თუ მე­ტი მი­ლი, ასე ფარ­თო ზღუ­დედ აღი­მარ­თა ჩვენ შო­რის, ვში­შობ, ის შე­მა­ერ­თე­ბელი სი­მიც გაწ­ყდე­ბა. ახ­ლა­ვე მაფ­ორია­ქებს ის აზ­რი, რომ ჩე­მი გუ­ლი სის­ხ­ლის­გან დაი­ცლე­ბა, ხო­ლო რაც შე­გე­ხე­ბათ თქვენ, ვი­ცი, დამ­ივიწყებთ.
- თქვენ მე არას­ოდეს დაგ­ივიწყებთ, სერ. თქვენ ეს იცით.
არა, მე აღ­არ შე­მეძლო სა­უბ­რის გაგ­რძე­ლე­ბა.
- ჯე­ინ, გეს­მით, რო­გორ უს­ტ­ვენს ბულ­ბუ­ლი ტყე­ში? აბა, ყუ­რი დაუ­გდეთ!
ვუს­მენ­დი, ვქვი­თი­ნებ­დი და კრ­უნჩხვა მე­მარ­თებ­ოდა. მინ­დო­და, რო­გორ­მე ჩა­მეხშო მოზღ­ვა­ვებული გრძნო­ბა, ჩემს თავს გავ­მკ­ლა­ვებოდი, მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, მათ დავ­მორჩილებოდი. აუ­ტა­ნელი მწუ­ხა­რებით მთე­ლი სხე­უ­ლი მიკ­ა­ნკ­ა­ლებ­და. რო­დე­საც ლა­პა­რა­კი დავ­იწყე, მხო­ლოდ ის მსურ­და მეთ­ქვა გულ­წ­რ­ფე­ლად, ნე­ტა, არას­ოდეს დავ­ბა­დებ­ულიყავი და არც თორ­ნ­ფილ­დი მეხ­ილა-­მეთქი.
- ეს მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მას­თან გან­შორე­ბა ასე გიძ­ნელ­დე­ბათ?

მწუ­ხა­რებ­ითა და სიყ­ვა­რუ­ლით გამ­ოწვეუ­ლმა დიდ­მა მღ­ელ­ვა­რე­ბამ მთლია­ნად შებ­ოჭა ჩე­მი არ­სე­ბა, მთე­ლი ძა­ლით გაი­ბრძოლა და სცა­და, სხვა გრძნო­ბებ­ზე გა­ბატ­ონებულიყო; ეც­ოცხლა, გა­ე­მარ­ჯვა, გა­ნახ­ლებულიყო და დი­ახ, გა­ნეც­ხა­დებ­ინა კი­დეც:
- დი­ახ, ძალ­იან ვწუხ­ვარ და მიმ­ძიმს თორ­ნ­ფილ­დი­დან წას­ვლა. მე მიყ­ვარს ის იმი­ტომ, რომ აქ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ხან­და­ხან მა­ინც ვცხოვ­რობ­დი ბედ­ნიერი და მხი­ა­რუ­ლი ცხოვ­რე­ბით. აქ მე ფეხ­ქვეშ არა­ვის გავ­უთელ­ივარ, არც უგ­რ­ძ­ნობ­ლად მომ­ქ­ცევ­ია ვინ­მე. არა­ვის დავ­უმდაბ­ლებ­ივარ უბე­დურ ადამ­იან­თა დო­ნემ­დე, არა­ვის გამ­ოურიცხივარ ადამ­იან­თა იმ ბრწყინ­ვა­ლე ფერ­ხულიდან, სა­დაც სი­ნათ­ლე, მჩქე­ფა­რე ცხოვ­რე­ბა და მა­ღ­ალი იდე­ა­ლებ­ია. პი­რის­პირ ვე­საუ­ბრებოდი ადამ­იანს, ვი­საც ვთვლი­დი მო­წი­წე­ბის ღი­რსად, ვი­სი არაჩ­ვეუ­ლებრივი, ძლი­ე­რი და დი­დი გო­ნე­ბით აღ­ტა­ცებული ვი­ყა­ვი. მე თქვენ უკ­ვე კარ­გად გიც­ნობთ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, და ში­ში­თა და მწუ­ხა­რებით მავ­სებს ის ფიქ­რი, რომ სამ­უდამოდ უნ­და დაგ­შორდეთ. გან­შორების აუ­ცილებ­ლობას ვხე­დავ და ეს კი ჩემ­თ­ვის სიკვ­დილზე უფ­რო მძი­მე­ა.
- სად ხე­დავთ მე­რე ასეთ აუ­ცილებ­ლობას? - მკი­თხა მან უცებ.
- სად? ეს სა­კითხი ხომ თქვენ წამ­ოჭერით ჩემ წი­ნა­შე, სერ.
- რა მი­ზე­ზით, ვის გა­მო?
- თქვე­ნი მშვენ­იერი სა­ცო­ლის, მის ინ­გ­რე­მის გა­მო.
- ჩე­მი საც­ოლე! რო­მე­ლი საც­ოლე! მე არ მყავს საც­ოლე!
- მაგ­რამ გეყ­ოლე­ბათ.
- დი­ახ, მეყ­ოლე­ბა, მეყ­ოლე­ბა!
მან კბი­ლი კბილს და­აჭ­ირა.
- მა­შინ მე უნ­და წავ­იდე აქე­დან. თქვენ ეს თვი­თონ­ვე მითხა­რით.
- არა, თქვენ უნ­და დარ­ჩეთ! ვფი­ცავ და ეს ფი­ცი აღს­რულდე­ბა კი­დეც.

- მე კი გეუ­ბნებით, რომ უნ­და წავ­იდე, - ვუ­პას­უხე რა­ღ­აც საო­ცარი მღ­ელ­ვა­რებით. - ნუ­თუ, თქვენ ფიქ­რობთ, რომ შემ­იძლია დარ­ჩე­ნა? მე ხომ არა­რაო­ბად ვიქ­ცე­ვი მა­შინ თქვენს თვალ­ში? თუ იმას ფიქ­რობთ, რომ შეუ­გნებ­ლად ვმოქ­მე­დებ, რა­ღ­აც უგ­რ­ძ­ნო­ბე­ლი მან­ქა­ნა ვარ და შემ­იძლია ავ­იტანო ისიც, თუ რო­გორ წამ­გლე­ჯენ პი­რი­დან ერთ ლუკ­მა პურ­სა და ერთ ყლუპ სა­არ­სებო წყალს? რად­გან ღა­რი­ბი, და­ბალი წარ­მომავლობის, სრუ­ლი­ად უბ­რა­ლო და შეუ­ხე­დავი ვარ, ალ­ბათ, გგო­ნი­ათ, გრძნო­ბა და გუ­ლი არ გა­მაჩ­ნია. თქვენ ცდე­ბით! მეც ისეთ­ივე სუ­ლი მაქვს და ისეთ­ივე გრძნო­ბე­ბით სავ­სე გუ­ლი, რო­გო­რიც თქვენ. ღმერთს რომ ცო­ტაო­დენი სი­ლა­მაზ­ითა და დი­დი სიმ­დიდ­რით და­ვეჯ­ილდოებ­ინე, თქვენც ისე­ვე გაგ­იძნელ­დებ­ოდათ ახ­ლა ჩემ­თან გან­შორე­ბა, რო­გორც მე მიმ­ძიმს თქვე­ნთან... თქვენ მე არ გე­საუ­ბრებით ახ­ლა პი­რო­ბი­თად დად­გენილი ზნე-­ჩვეუ­ლე­ბებ­ისა და ადათ­-წე­სების მი­ხედ­ვით, არც - რო­გორც მი­წი­ერ ქმნი­ლე­ბას. ჩე­მი სუ­ლი ესაუ­ბრე­ბა თქვენს სულს, თით­ქოს მათ ორი­ვემ ჩა­ია­რეს სა­მარის კარ­თან და ახ­ლა ღვთის ფერ­ხ­თით დგა­ნან თა­ნასწორნი, რო­გორ­ნიც სი­ნამ­დვილეში არ­იან.
- რო­გორ­ნიც სი­ნამ­დვილეში ვართ! - გაი­მეო­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - სწო­რია, - დაუ­მა­ტა მან და ორი­ვე ხე­ლი მომ­ხ­ვია, გულ­ზე მი­მიკ­რა და ჩემს ბა­გეს და­ე­წა­ფა. - სწო­რია, ჯე­ინ!

- დი­ახ, სწო­რია, სერ, - ვუ­პას­უხე მე, - თუმ­ცა, სულ ასეც არ არის. იმი­ტომ, რომ თქვენ ცო­ლი­ა­ნი ხართ ან, სუ­ლერ­თია, მა­ლე იქ­ნე­ბით. მაგ­რამ თქვენ ხომ თქვე­ნი ბე­დი სრუ­ლი­ად შეუ­ფე­რე­ბელ არ­სე­ბას და­უკ­ავ­შირეთ, რომ­ლის მი­მართ არავ­ითარი გრძნო­ბა არ გა­გაჩ­ნიათ და ვერც იმას ვირ­წ­მუ­ნებ, რომ ნამ­დვილად გიყ­ვარ­დეთ. მე ხომ ჩე­მი თვა­ლით დავ­ინა­ხე და გავ­იგონე კი­დეც, რო­გორ დას­ცი­ნო­დით მას. მე ზიზღს მომ­გ­ვ­რი­და ასე­თი ურ­თი­ერ­თობა. ამის გა­მო თქვენ­ზე ბევ­რით უკ­ე­თესი ვარ! გა­მიშ­ვით!
- სად, ჯე­ინ, ირ­ლან­დიაში?
- დი­ახ, ირ­ლან­დიაში. მე ჩე­მი აზ­რი გითხა­რით და ახ­ლა ყველ­გან შემ­იძლია წას­ვლა.
- ჯე­ინ, იყუ­ჩეთ; ნუ მებ­რ­ძ­ვით, რო­გორც გა­რეული, გაგ­ულისებული ფრინ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ასე­თი გა­აფ­თრების დროს მხო­ლოდ სა­კუ­თარ ბუმ­ბულს კარ­გავს.
- მე ფრინ­ვე­ლი არა ვარ და ვე­რავ­ითარი გალ­ია ვერ დამ­იჭერს. მე თავ­ისუფალი ქმნი­ლე­ბა ვარ, სრუ­ლი­ად დამ­ოუკი­დე­ბელი სურ­ვი­ლი­სა და უფ­ლე­ბების მქო­ნე, და ეს მაი­ძულებს, რომ დაგ­ტო­ვოთ.
ერ­თხელ კი­დევ გავ­იბრძოლე, გავ­თავისუფლდი და წელ­ში გა­მართული მის წინ დავ­დექი.
- დი­ახ, სწო­რედ თქვე­ნი თავ­ისუფლების მოყ­ვა­რუ­ლი სუ­ლი გა­დაწ­ყვეტს თქვენს ბედს, - მითხ­რა მან. - მე გთა­ვაზობთ თქვენ ჩემს ხელს, ჩემს გულს და, რაც გა­მაჩ­ნია, მთე­ლი იმ ქო­ნე­ბის ნა­წილს.
- თქვენ ხუმ­რობთ, მე კი, უბ­რა­ლოდ, დავ­ცი­ნი ასეთ საქ­ციელს.
- გთხოვთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლობაში ჩემ გვერ­დით იყოთ, გახ­დეთ ჩე­მი მე­უღ­ლე და ამ­ქვეყ­ნად უახ­ლოესი მეგ­ობარი.
- თქვენ ასე­თი ბე­დი უკ­ვე აი­რჩიეთ და მას უერ­თგულეთ.
- ჯე­ინ, ნუ­რა­ფერს მეტყ­ვით რამ­დენ­იმე წუთს, თქვენ ძალ­იან ღე­ლავთ და მეც გავ­ჩუმდები.
ნი­ავ­მა დაფ­ნის ბუჩ­ქე­ბის ხეი­ვანს ჩამ­ოუქროლა და წაბ­ლის ხის რტო­ებს შო­რის ფოთ­ლე­ბი ააშ­რია­ლა; მე­რე სა­დღ­აც შორს, ძალ­იან შორს გა­და­იკ­არ­გა და იქ გაქ­რა. ღა­მის მყუდ­როე­ბაში მხო­ლოდ ბულ­ბუ­ლის გალ­ობაღა ის­მო­და. ვუს­მენ­დი მას და ისევ უხ­მოდ ვტი­რო­დი. რო­ჩეს­ტერი კი ჩუ­მად იჯ­და, დაფ­იქრებული, ალერ­სია­ნად შემ­ომყურებ­და. გავ­იდა რამ­დენ­იმე წუ­თი, სა­ნამ და­მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა, და ბო­ლოს მითხ­რა:
- მო­მი­ახ­ლოვ­დი, ჩემ გვერ­დით და­ჯექი, ჯე­ინ, და, მო­დი, ერ­თმა­ნეთს ავ­უხსნათ და გა­ვა­გებინოთ ერ­თმა­ნეთის სურ­ვი­ლი.
- მე აღ­ა­რას­ოდეს მო­ვალ თქვენ­თან ახ­ლოს. სა­კ­მაოდ ვე­წა­მე და დაბ­რუნე­ბა აღ­არ შემ­იძლია.
- მაგ­რამ, ჯე­ინ, მე გე­ძახით ახ­ლა, რო­გორც ჩემს მე­უღ­ლეს. ეს მხო­ლოდ თქვე­ნა ხართ, ვის­ზე­დაც ვაპ­ირებდი დაქ­ორწინე­ბას.
ვდუმ­დი და ვფიქ­რობ­დი, რომ ის მე ამით მა­ღი­ზია­ნებ­და.
- მო­დი, ჯე­ინ! მო­დი აქ!
- თქვე­ნი საც­ოლე დგას ჩვენ შო­რის.
ის წამ­ოდგა, ერ­თი ნა­ბი­ჯი გად­მოდგა და ჩემ­თან გაჩ­ნდა. - აი, ჩე­მი საც­ოლე, - მითხ­რა მან და კვ­ლავ გულ­ზე მი­მიკ­რა. - ეს არის ჩე­მი თა­ნასწორიც და ჩე­მი რჩე­უ­ლიც. ჯე­ინ, გამ­ომყვებით ცო­ლად?
მე ისევ ვდუმ­დი და ვცდი­ლობ­დი, მი­სი ძლი­ე­რი ხე­ლებ­იდან თა­ვი გა­მე­თავ­ისუფლებ­ინა, რად­გან ჯერ კი­დევ არ ვენ­დო­ბო­დი.
- არ მენ­დო­ბით, ჯე­ინ?
- რა თქმა უნ­და.
- ალ­ბათ, არავ­ითარი რწმე­ნა არ გა­გაჩ­ნიათ ჩემ­დამი?
- სრუ­ლებ­ითაც არა.
- ნუ­თუ ასე­თი მაც­დუ­რი ვჩან­ვარ თქვენს თვალ­ში? - იკი­თხა აღ­ელ­ვებ­ულმა. - პა­ტა­რა სკ­ეპ­ტიკოსო, თქვენ მე უნ­და მერ­წ­მუ­ნოთ. რა სიყ­ვა­რუ­ლი მა­კ­ავ­შირებს მის ინ­გ­რემ­თან? არავ­ითარი. ეს თქვენ კარ­გად იცით. ან მას თუ ვუყ­ვარ­ვარ? რა­სა­კვ­ირველ­ია, არა. ამის და­სამ­ტკი­ცებ­ლად დი­დი წვა­ლე­ბაც არ დამ­ჭირვებ­ია. რამ­დენ­იმე ხნის წი­ნათ ხმა გა­ვავ­რცე­ლე, თით­ქოს ჩე­მი შემ­ოსა­ვალი სამ­ჯერ უფ­რო ნა­კ­ლებ­ია, ვიდ­რე სი­ნამ­დვილეში. მინ­დო­და, ამ ხმას მის ყუ­რამ­დე მიე­ღწ­ია; ამის შემ­დეგ მა­თი ოჯა­ხი ვი­ნახ­ულე, მინ­დო­და გა­მეგო, რა შთა­ბეჭ­დილე­ბას მო­ახ­დენ­და ეს ამ­ბავი მას­ზე. რო­გორც შვი­ლი, ისე დე­და ძალ­იან ცი­ვად შემ­ხვდნენ. მე ვერ შევ­ირთავ და არც შე­მეძლო შე­მერთო მის ინ­გ­რე­მი. თქვენ კი, არაჩ­ვეუ­ლებრივო, თით­ქ­მის არა­ამ­ქვეყნიურო არ­სე­ბავ, ჩემს თავ­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ. თქვენ კი, ღა­ტა­კო, მდა­ბიო, თვალ­ტა­ნად­ობას მოკ­ლებულო და სრუ­ლი­ად უბ­რა­ლო ქმნი­ლე­ბავ, გე­ვედ­რებით, ჩე­მი მე­უღ­ლე გახ­დეთ.
- რო­გორ, მე! - წამ­ოვიძა­ხე და თით­ქოს უკ­ვე მჯერ­ოდა მი­სი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის. გან­სა­კუ­თრებით, მი­სი სი­თა­მა­მე მარ­წმუნებ­და მის სიწ­რ­ფე­ლეში. - მე, რო­მელ­საც ერ­თი მეგ­ობარიც კი არ გა­მაჩ­ნია ამ­ქვეყ­ნად, თქვენ გარ­და - თუ თქვენ ჩე­მი მეგ­ობარი ხართ ნამ­დვილად - და არ მა­ბად­ია არც ერ­თი გრო­ში, გარ­და იმ თან­ხისა, რა­საც თქვენ მიხ­დით?
- დი­ახ, თქვენ, ჯე­ინ, თქვენ უნ­და გახ­დეთ ჩე­მი, მხო­ლოდ ჩე­მი. მითხა­რით, გახ­დებით ჩე­მი მე­უღ­ლე? თქვით: დი­ახ, რაც შეი­ძლე­ბა ჩქა­რა.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, ნე­ბა მო­მე­ცით, თვა­ლებში ჩაგ­ხედოთ, სა­ხე­ზე და­გა­კვ­ირდეთ, მოტ­რი­ალ­დით, თუ შეი­ძლე­ბა, მთვა­რის სი­ნათ­ლისკ­ენ.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ რომ თქვე­ნი სა­ხის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ მამ­ც­ნოს სი­მარ­თლე. მოტ­რი­ალ­დით!
- აი, ინე­ბეთ, ჯე­ინ, მას­ზე ახ­ლა გაც­ილებით ძნე­ლად ამ­ოიკი­თხავთ რა­მეს, ვიდ­რე დაჭ­მუჭ­ნილ, დაფ­ხაჭნილ ფურ­ცელ­ზე. წა­იკი­თხეთ, მხო­ლოდ ძალ­იან ჩქა­რა, რად­გან ეს დი­დი წა­მე­ბაა ჩემ­თ­ვის.
სა­ხე­ზე დი­დი მღ­ელ­ვა­რე­ბა აღ­ბეჭ­დოდა; სი­წით­ლის ალ­მუ­რი გა­დას­დიოდა; სა­ხის თი­თო­ე­უ­ლი ნა­კვთი უთ­რ­თო­და და თვა­ლებშიც რა­ღ­აც უჩ­ვე­უ­ლო შუ­ქი უბ­რ­წყი­ნავ­და.
- ოჰ, ჯე­ინ, თქვენ მე მა­წა­მებთ! - წამ­ოიძა­ხა მან. - თქვე­ნი გამ­ომცდელი, მაგ­რამ ეს­ოდენ ერ­თგულებ­ისა და სულ­გ­რ­ძე­ლო­ბის გამ­ომხატ­ველი მზე­რა მა­წა­მებს.
- რო­გორ შევ­ძლებ ამას, თუ თქვენ მარ­თალი ხართ და თქვე­ნი წი­ნა­და­დე­ბაც წრფე­ლი გუ­ლი­თაა ნა­კ­არ­ნა­ხევი. მე მხო­ლოდ მად­ლობა უნ­და გა­დაგ­იხადოთ და ერ­თგულებით გი­პა­სუ­ხოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გრძნო­ბებს, მათ თქვე­ნი წა­მე­ბა არ ძა­ლუძთ.
- მად­ლობა! - წამ­ოიძა­ხა მან და მღ­ელ­ვა­რებ­ისგან მთლად აფ­ორია­ქებ­ულმა დაუ­მა­ტა: - ჯე­ინ, მი­იღ­ეთ მა­ლე ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა და თქვით: ედ­ვარდ, - დამ­იძა­ხეთ მხო­ლოდ სა­ხელი, ედ­ვარდ, და მითხა­რით ასე: - მე ჯვარს დავ­იწერ თქვენ­ზე!
- ნუ­თუ გულ­წ­რ­ფე­ლად ლა­პა­რა­კობთ? ნუ­თუ მარ­თლა გიყ­ვარ­ვართ და მარ­თლა გსურთ, ცო­ლად შე­მირ­თოთ?
- დი­ახ, მარ­თლა და, თუ ფი­ცი აუ­ცილე­ბელ­ია, თქვენს და­სარ­წმუნებ­ლად, ვფი­ცავ კი­დეც.
- მა­შინ სერ, თა­ნახ­მა ვარ, ჯვა­რი დავ­იწერო თქვენ­ზე.
- გაი­მეო­რე: ედ­ვარდ! ჩე­მო პა­წაწ­ინა მე­უღ­ლევ.
- ძვირ­ფა­სო ედ­ვარდ.
- მო­მი­ახ­ლოვ­დი, მო­მი­ახ­ლოვ­დი უსიტყ­ვოდ, ახ­ლა­ვე, - წარ­მოთქვა მან.
სა­ხით ჩემს სა­ხეს მოეკრო და ძალ­იან და­ბალი ხმით დაუ­მა­ტა, თით­ქ­მის ყურ­ში ჩამ­ჩურჩულა: გა­მა­ბედ­ნიე­რე და მეც მხო­ლოდ შენს ბედ­ნიე­რე­ბას შევ­წირავ სი­ცოცხ­ლეს.
- ღმერ­თი მა­პატ­იებს! - დაუ­მა­ტა ცო­ტა ხნის შემ­დეგ: - არ მინ­და, ვინ­მე ჩა­ერიოს ამ საქ­მეში. ის ჩემ­ია და მე თვი­თონ ვეც­დები, აღ­არ­სად გავ­უშვა.
- ვე­რავინ ჩა­ე­რე­ვა თქვენს საქ­მეში, სერ, მე ხომ ახ­ლო ნა­თე­სა­ვები არ მყავს, რომ ამ საქ­მეში ჩა­რე­ვა მო­ი­სურ­ვონ.
- ეს უკ­ე­თეს­ია! - თქვა მან.
მე რომ ის ცო­ტა უფ­რო ნა­კ­ლე­ბად მყვა­რებ­ოდა, მაშ­ინვე შევ­ნიშნავდი, რომ მი­სი ხმა­ცა და მხი­ა­რუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაც იმ წუ­თებ­ში ულ­მობ­ლო­ბას გამ­ოხა­ტავ­და. მაგ­რამ მის გვერ­დით მჯდო­მი, გან­შორების ში­შით შეპყ­რო­ბი­ლი, ღა­მის კო­შმარ­იდან გამ­ოფხიზლებული, მო­მა­ვალი ოჯა­ხუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­ოთხისებური სი­ამ­ოვნებით აღ­ვ­სი­ლი, მხო­ლოდ იმ ნე­ტა­რე­ბა­ზეღა ვფიქ­რობ­დი, რო­მე­ლიც ასე უხ­ვად მიწყალ­ობა მან და რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე უნ­და შე­მეს­ვა. ის კი ისევ და ისევ მე­კი­თხებ­ოდა: - ბედ­ნიერი ხარ, ჯე­ინ? - და მეც ისევ და ისევ ვპა­სუ­ხობ­დი: - დი­ახ.
- ეს ყვე­ლა­ფერს გა­მო­ის­ყი­დის, ეს ყვე­ლა­ფერს გა­მო­ის­ყი­დის, - ჩურ­ჩუ­ლებ­და თა­ვის­თ­ვის. - გა­ნა, მე არ ვი­პო­ვე ის უმე­გობ­რო, სუ­ლი­ერ მარ­ტოობაში მყო­ფი და უნუ­გე­შო? გა­ნა, მე არ ვიქ­ნე­ბი მი­სი მფარ­ველი, ყვე­ლა მი­სი სურ­ვი­ლის აღმ­სრულე­ბელი და ნუ­გე­შის მიმ­ცე­მი? გა­ნა, ჩე­მი გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით არ არის სავ­სე და ჩე­მი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა კი - მტკი­ცე და ურ­ყე­ვი? ეს კი ღმერ­თის სამ­სჯავროს წი­ნა­შე ყვე­ლა­ფერს გა­მო­ის­ყი­დის. ვი­ცი, ზე­ცი­უ­რი მა­მა ეთან­ხმე­ბა ჩემს საქ­ციელს; ამ­ქვეყნიური გა­ნა­ჩენი არა­ფერ­ია ჩემ­თ­ვის, ადამ­იან­თა შე­ხედ­ულე­ბებს კი ვერ და­ვემ­ორჩილები და უკუ­ვაგ­დებ.

მაგ­რამ რა და­ე­მარ­თა ღა­მეს? მთვა­რე ჯერ კი­დევ არ ჩა­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ ჩვენ უკუ­ნეთ სიბ­ნე­ლეში გა­ვეხ­ვიეთ. თუმ­ცა ძალ­იან ახ­ლოს ვი­დე­ქი მას­თან, ძლივ­ს­ღა ვხე­დავდი ჩე­მი პატ­რო­ნის სა­ხეს. რამ შე­აშ­ფოთა წაბ­ლის ხე? ის ირ­ხეო­და და კვ­ნეს­ოდა. ქა­რი დაფ­ნის ბუჩ­ქე­ბის ხეი­ვანში დაზ­უზუნებ­და და ჩვენც რამ­დენ­იმე­ჯერ ჩამ­ოგვიქროლა.
- უნ­და წავ­იდეთ, - მითხ­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა, - ამინ­დი იც­ვ­ლე­ბა. შე­მეძლო შენ­თან ერ­თად გა­თე­ნე­ბამ­დე ვმჯდარ­იყავი, ჯე­ინ.
- მეც, ასე­ვე, - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის, - შე­მეძლო თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა.
მინ­დო­და მეთ­ქვა, მაგ­რამ უცებ ცეცხ­ლი­ვით ბრწყინ­ვა­ლე მო­ლურ­ჯო ნა­პერ­წკ­ალი გამ­ოჩნდა და ღრ­უბლებში და­იკ­ლა­კ­ნა. ამას მოჰ­ყ­ვა ჭე­ქა და ქუ­ხი­ლი, სულ ახ­ლოს ის­მო­და საშ­ინელი გრგვინ­ვა და გრუ­ხუ­ნი. მხო­ლოდ იმა­სღა ვფიქ­რობ­დი, რო­გორ­მე და­მაბ­რმა­ვე­ბელი შუ­ქის­თ­ვის თვა­ლი ამერ­იდებ­ინა და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მხარს ვე­ფა­რებოდი. 

წვი­მა შხა­პუ­ნით წამ­ოვიდა. ის მაჩ­ქა­რებ­და, რაც შეი­ძლე­ბა სწრა­ფად გა­დაგ­ვერ­ბინა ბი­ლიკ­ზე და სახ­ლ­ში შევ­სულიყავით. სა­ნამ კა­რის ზღურბლს მი­ვა­ღ­წევდით, მთლია­ნად დავ­სველდით. რო­დე­საც დე­რე­ფანში მან მხრებ­იდან შა­ლი მომ­ხ­ს­ნა და ჩა­მოშ­ლილ, დას­ვე­ლებულ თმას მი­წუ­რავ­და, თა­ვი­სი სა­წო­ლი ოთა­ხის კარ­ში მი­სის ფე­იერ­ფექსი გამ­ოჩნდა. პირ­ვე­ლად არც მე და არც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ის არც კი შეგ­ვინიშნავს, ლამ­პა ჯერ ისევ ენ­თო და სა­ათიც ის იყო, თორ­მე­ტის და­რე­კ­ვას აპ­ირებ­და.
- წა­დი და სწრა­ფად გაი­ხა­დე სვე­ლი ტან­საც­მელი, - მითხ­რა მან. - სა­ნამ წახ­ვიდოდე, მინ­და გამ­ოგემშვიდობო: ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო ძვირ­ფა­სო!

მან რამ­დენ­იმე­ჯერ მა­კო­ცა და, რო­დე­საც ბო­ლოს ხელ­იდან და­ვუს­ხ­ლ­ტი, დავ­ინა­ხე ქვრი­ვი, გაფ­ითრებული, შეწ­უხებული და გან­ცვიფრებული შემ­ოგვცქერ­ოდა. მე მხო­ლოდ გავ­უღი­მე მას და კი­ბე­ზე ავ­ირბინე.
- ყვე­ლა­ფერს შემ­დეგ აგიხ­ს­ნით, - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ საძ­ინე­ბელ ოთახს მი­ვა­ღწ­იე თუ არა, საშ­ინელი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი ვიგ­რ­ძე­ნი. მო­ხუც ქალს იმ წუ­თებ­ში შეი­ძლე­ბა, ძალ­იან ცუ­დად გა­ეგო ის ყო­ველ­ივე, რი­სი მოწ­მეც გახ­და. სი­ხარ­ულმა კი ყვე­ლა სხვა გრძნო­ბა მა­ლე და­ფა­რა და თით­ქ­მის ორი სა­ათის გან­მავ­ლობაში, რო­დე­საც ქა­რი ხმა­მა­ღ­ლა ზუ­ზუ­ნებ­და, ჭე­ქა-ქუ­ხი­ლის ხმა სულ ახ­ლოს ის­მო­და, შე­მაძ­რწუნე­ბელი და გამ­უდმებული ელ­ვის შუ­ქი ანა­თებ­და ცას და ამ ქარ­იშხალში წვი­მაც კო­კი­სპირულად ას­ხამ­და, არც შიშ­სა და არც ძრწო­ლას აღ­არ გან­ვიც­დი­დი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში სამ­ჯერ მო­ვი­და კარ­თან, რომ ეკი­თხა, თავს რო­გორ ვგრძნობ­დი და დავ­მ­შ­ვიდ­დი თუ არა. აი, ეს იყო სწო­რედ ჩე­მი ნუ­გე­ში და ძა­ლის მომ­ცე­მი ყვე­ლა­ფერში.
დი­ლით, ჯერ კი­დევ სა­ნამ ლო­გი­ნი­დან წამ­ოვდგებოდი, პა­ტა­რა ადე­ლი სირ­ბი­ლით შემ­ოიჭრა და მამ­ც­ნო, რომ ბა­ღის ბო­ლო­ში, ღა­მით, წაბ­ლის ხეს დი­დი მე­ხი დას­ცემ­ოდა და შუა­ზე გა­ეპო.


თა­ვი ოცდამეექვსე

ვდგე­ბო­დი, ვიც­ვამ­დი და იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რაც წი­ნა ღა­მით მოხ­და. ნუ­თუ სიზ­მარ­ია ყო­ველ­ივე? ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს. გა­ნა, შე­მეძლო და­მე­ჯე­რებ­ინა სი­ნამ­დვილე, სა­ნამ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს არ ვნა­ხავდი და გან­მეო­რებით არ მო­ვის­მენ­დი მის­გან იმა­ვე დაპ­ირე­ბა­სა და სიყ­ვა­რუ­ლის და­მა­დას­ტურე­ბელ სიტყ­ვებს?

თმას ვი­ვარ­ცხ­ნი­დი და თან სა­რკ­ეში სა­კუ­თარ თავს ვათ­ვალ­იე­რებდი. შევ­ნიშნე, სა­ხის ჩვეუ­ლებრივი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა სა­დღ­აც გამ­ქრალიყო, ახ­ლა მას­ში იმე­დის შუ­ქი ბრწყი­ნავ­და, ხო­ლო ფე­რი კი სი­ცოცხ­ლი­სად­მი დაუ­სრულე­ბელ სწრაფ­ვა­ზე მეტ­ყვე­ლებ­და. თვა­ლებს იმე­დის დაუ­შრე­ტელი წყა­როს­თ­ვის მი­ეგ­ნოთ და ისე კი­აფ­ობდნენ, თით­ქოს მო­ციმ­ცი­მე სხი­ვებ­სა და მოკ­ა­მკ­ა­მე წვე­თებს და­სეს­ხებ­იანო. ხში­რად ჩემს პატ­რონს თავს ვარ­იდებდი, არ მინ­დო­და პირ­და­პირ შე­მე­ხე­და მის­თ­ვის. ვში­შობ­დი, ჩე­მი გა­რეგ­ნობა სას­იამოვნო შთა­ბეჭ­დილე­ბას ვერ მო­ახ­დენ­და მას­ზე. ახ­ლა კი დავ­რ­წ­მუნ­დი, თა­მა­მად შე­მეძლო ამეწ­ია თა­ვი მის წი­ნა­შე, რად­გან ასე­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ვე­ღ­არ გა­აც­ივებ­და მის სიყ­ვა­რულს. უჯ­რი­დან ყვე­ლა­ზე სა­და, ღია ფე­რის სუფ­თა სა­ზაფხულო კა­ბა ამ­ოვიღე და ჩა­ვიც­ვი. ასე მეგ­ონა, თით­ქოს არც ერ­თი კა­ბა ასე არას­ოდეს მო­მიხ­დებ­ოდა, ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ არც ერ­თი არ მცმია ეს­ოდენ ბედ­ნიერს.

არ გან­ვცვიფრებ­ულვარ, რო­დე­საც დაბ­ლა, დე­რე­ფანში ჩავ­ირბინე და დავ­ინა­ხე, რომ ივ­ნი­სის მშვენ­იერ დი­ლას წი­ნა­ღ­ამ­ინდელი ქარ­იშხალი და­ეძ­ლია. მი­ნის ღია კარ­იდან შე­მოჭ­რი­ლი სა­ამური, დი­ლის მაც­ოცხლე­ბელი ნი­ა­ვის სუნ­თ­ქ­ვა ვიგ­რ­ძე­ნი. ბუ­ნე­ბა­საც უნ­და ემ­ხიარ­ულა, რად­გან ასე­თი ბედ­ნიერი ვი­ყა­ვი. ბი­ლიკ­ზე სახ­ლისკ­ენ მო­მა­ვალი მათ­ხოვარი ქა­ლი და ბი­ჭუ­ნა შევ­ნიშნე: ორი­ვეს დაფ­ლეთილი სა­მო­სი ეც­ვა. დაბ­ლა ჩავ­ირბინე და, რაც კი ქი­სა­ში ფუ­ლი მქონ­და, სა­მი თუ ოთხი ში­ლინ­გი, მათ ვუწყალ­ობე. მსურ­და, ავ­სა თუ კარგს, ყვე­ლას მო­ნაწ­ილეო­ბა მიე­ღო ჩემს სი­ხა­რულ­ში. ირ­გ­ვ­ლივ ჭილ­ყ­ვავ­თა ჩხა­ვი­ლი და ფრინ­ველ­თა სა­ამო გალ­ობა გაი­სმოდა, მაგ­რამ არა­ფერი მეჩ­ვე­ნებ­ოდა ისე მე­ლო­დი­უ­რი და მხი­ა­რუ­ლი, რო­გორც სა­კუ­თარი გუ­ლის ტკბ­ილხმოვანი ძგე­რა.

მი­სის ფე­იერ­ფექსის საქ­ციელ­მა, ცო­ტა არ იყოს, გან­მაც­ვიფრა. მოწყენ­ილმა სა­რკმ­ლიდან გად­მოიხე­და და დინ­ჯად მკი­თხა: - მის ეარ, ამ­ოხვალთ საუ­ზმე­ზე? მთე­ლი იმ დრო­ის გან­მავ­ლობაში, სა­ნამ საუ­ზმე დამ­თავ­რდებ­ოდა, მშვი­დად იჯ­და, მაგ­რამ ცი­ვი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა არ მო­შო­რებ­ია სა­ხე­ზე. არ შე­მეძლო, ის, რაც მან შეც­დო­მით სრუ­ლი­ად სხვაგ­ვა­რად გა­ი­გო, გან­მე­მარ­ტა მის­თ­ვის. სა­ჭი­რო იყო, და­მე­ცა­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერისთვის, რომ თა­ვად გა­ნე­მარ­ტა მო­ხუ­ცი ქალ­ისათვის, მა­ნამ­დე კი მა­საც უნ­და მო­ეთ­მინა. რამ­დენ­იმე ლუკ­მა ძა­ლით შევ­ჭა­მე და სწრა­ფი ნა­ბი­ჯით ზე­და სარ­თულისკ­ენ გა­ვეშ­ურე. სა­კ­ლასო ოთახ­იდან პა­ტა­რა ადე­ლი გამ­ოვიდა და წინ შე­მე­ფე­თა.
- სად მი­დი­ხარ? უკ­ვე მე­ცად­ინეობის დროა.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა სა­ბავშვო ოთახ­ში გამ­გზავ­ნა.
- თვი­თონ სად არის?
- იქ, შიგ­ნით, - და იმ ოთახ­ზე მან­იშნა, საი­და­ნაც გამ­ოვიდა. ოთახ­ში შე­ვედი და დავ­ინა­ხე, რომ ის მარ­თლაც იქ იდ­გა.
- მო­მი­ახ­ლოვ­დი და დი­ლა მშვი­დო­ბი­სა მითხა­რი, - მითხ­რა მან.
მეც სი­ხა­რუ­ლით გა­ვე­მარ­თე მისკ­ენ. ეს, უბ­რა­ლოდ, ცი­ვად წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვა კი აღ­არ იყო ან მარ­ტო ხე­ლის ჩამ­ორთმე­ვა, რი­თაც ის შემ­ომე­გე­ბა, არა­მედ მო­მეხ­ვია და მა­კო­ცა. სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რივად მი­ვიჩ­ნიე, რომ ასე ძალ­იან ვყვა­რებოდი და ალერ­სია­ნად მომ­ქ­ცეო­და. ეს კი, მი­სი მხრივ, მეტ­ისმეტი ლმო­ბიე­რე­ბა იყო.
- ჯე­ინ, შენ ძალ­იან მხი­ა­რუ­ლი, მო­ღი­მარი და ლა­მაზი ხარ დღ­ეს, - მითხ­რა მან. - ძალ­იან ლა­მაზი მეჩ­ვე­ნები ამ დი­ლით. ნუ­თუ ეს ჩე­მი ფერ­მკრ­თალი პა­ტა­რა ჯად­ოქარ­ია? ეს ის ჩე­მი მდოგ­ვის თეს­ლია? ეს პა­წაწ­ინა, პირ­მო­ცი­ნა­რი, ღაწ­ვებ­შე­ფა­კლული, ვარ­დის ფურ­ცე­ლი­ვით რომ შეჰ­ფერ­ია ბა­გენი. აბ­რეშუმივით რბილ წაბ­ლისფერ­თმიანი, მოკ­ია­ფე თაფ­ლისფერ­თვა­ლა (მე მწვა­ნე თვა­ლები მქონ­და, მკი­თხველო, მაგ­რამ უნ­და აპა­ტიო ასე­თი შეც­დომა. მის­თ­ვის, რო­გორც ვფიქ­რობ, მათ ახა­ლი ფე­რი მი­იღ­ეს)?
- დი­ახ, ეს ჯე­ინ ეარი გახ­ლავთ, სერ.
- მა­ლე ჯე­ინ რო­ჩეს­ტერი, - დაუ­მა­ტა მან. - ერთ თვე­ში, ჯე­ნიტ, ერ­თი დღის გა­დაც­ილე­ბაც კი არ შეი­ძლე­ბა, გეს­მის, ჯე­ინ?
მეს­მოდა და არ შე­მეძლო, ყვე­ლა­ფერი ნათ­ლად გა­მეგო. ამ ამ­ბავ­მა თავ­ბ­რუ და­მახ­ვია. ამ გრძნო­ბამ და მის­მა ასეთ­მა სიტყ­ვებ­მა ჟრ­უან­ტელივით დამ­ია­რა და სი­ხარ­ულზე ბევ­რად ძლი­ე­რი რა­ღ­აც სხვა გრძნო­ბა გამ­ოიწვია, თით­ქოს გუ­ლი გაი­გმირა და თავ­ზარი და­მე­ცა. ვფიქ­რობ, ეს ნამ­დვილად ში­ში იყო.
- რა­ტომ გა­ფით­რ­დი, ჯე­ინ, რო­გორ ავარ­დისფრებული გქონ­და სა­ხე, რა და­გე­მარ­თა?
- ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ ახ­ლა გვა­რით მო­მიხ­სენ­იეთ, სერ. ჯე­ინ რო­ჩეს­ტერი - ეს ძალ­იან უც­ნაუ­რად ჟღ­ერს.
- დი­ახ, მი­სის რო­ჩეს­ტერი, - წარ­მოთქვა მან, - ახალ­გაზ­რდა მი­სის რო­ჩეს­ტერი, ფე­იერ­ფექს რო­ჩეს­ტერის პა­ტა­რა საც­ოლე.
- ეს შეუ­ძლე­ბელ­ია, სერ. და­მა­ჯე­რებ­ლად არ ჟღ­ერს: ადამ­იან­თა მოდ­გ­მას ამ­ქვეყ­ნად სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნიე­რე­ბა ჯერ კი­დევ არას­ოდეს ხვდო­მია წი­ლად. არც მე დავ­ბა­დებ­ულვარ ისეთ ვარ­სკვ­ლავ­ზე, რომ ამ ქმნი­ლე­ბა­თა­გან გან­სხვა­ვებული ბე­დი დამ­ყოლოდა. რო­დე­საც ვფიქ­რობ, თუ რა ბე­დი მხვდა წი­ლად, ის ზღ­ა­პარი ან უძი­ლო ადამ­იანის სიზ­მა­რი მგო­ნია.
- რო­მე­ლიც მე შემ­იძლია სი­ნამ­დვილედ ვაქ­ციო და ვაქ­ცევ კი­დეც. დღ­ეს­ვე დავ­იწყებ. ამ დი­ლით ლონ­დონ­ში უკ­ვე მივ­წე­რე ჩემს ბა­ნკირს, გამ­ოეგ­ზავ­ნა ზო­გი­ერ­თი ძვირ­ფა­სი ნივ­თი, რო­მე­ლიც მას­თან ინა­ხე­ბა. ეს ნივ­თე­ბი თორ­ნ­ფილ­დის ქალ­თა საგ­ვა­რეულო სა­გან­ძურია. ერთ-ორ დღ­ეში, იმე­დი მაქვს, მათ კალ­თაში ჩაგ­ილა­გებ. მინ­და, ყვე­ლა იმ უპი­რა­ტეს­ობითა და ყუ­რა­დღ­ებით სარ­გებ­ლობდე, რა­საც ლორ­დის ქა­ლიშ­ვილს მი­ვან­იჭებდი, თუ მის ცო­ლად შერ­თვას გა­დავ­წყვეტდი.

- ოჰ, სერ! სრუ­ლე­ბით არ არის სა­ჭი­რო ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი! გაგ­ონე­ბაც კი არა მსურს მათ შე­სა­ხებ. ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბი და ჯე­ინ ეარი ერ­თად? ძალ­იან უც­ნა­უ­რი და არაბ­უნებ­რივია. უმ­ჯო­ბეს­ია, თუ არ მექ­ნე­ბა.
- ჩე­მი ხე­ლით შე­გა­ბამ ყელ­ზე ალ­მა­სებით მო­ოჭ­ვილ ყელ­სა­ბამს. შუბლს დია­დემით დაგ­იმშვე­ნებ. ვი­ცი, ძალ­იან მო­გიხ­დე­ბა. ბუ­ნე­ბას კე­თილ­შო­ბი­ლი ბე­ჭედი დაუ­მჩნევ­ია შენს შუბ­ლ­ზე, ჯე­ინ. ამ მშვენ­იერ მა­ჯებ­ზე სა­მაჯ­ურებს გაგ­იკ­ე­თებ, ხო­ლო მაგ ფერ­იისმაგ­ვარ თი­თებ­ზე - ნაი­რნა­ირ ბეჭ­დებს.
- არა, სერ, არა. სხვა რა­მე­ზე იფიქ­რეთ და, ჯო­ბია, სა­ლა­პა­რა­კო თე­მაც გამ­ოვცვალოთ. ნუ მეპყ­რო­ბით ისე, რო­გორც ლა­მაზ ქალს. მე ჩვეუ­ლებრივი აღმ­ზრდელი ვარ მხო­ლოდ, კვა­კ­ერი ქა­ლების მსგავ­სი.
- ჩემს თვალ­ში შენ ძალ­იან ლა­მაზი ხარ, ჯე­ინ, და ისე­თი ლა­მაზი, რო­გორ­საც ჩე­მი გუ­ლი ნატ­რობდა - სა­თუ­თი და ჰა­ერ­ოვანი.
- სუს­ტი და არა­რაო­ბა, ალ­ბათ, ამას გუ­ლის­ხ­მობთ. თქვენ ოც­ნე­ბობთ, სერ, ან დამ­ცი­ნით. ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, თა­ვი და­ა­ნე­ბეთ ირო­ნი­ას!
- მე ვაი­ძულებ მთელ ქვე­ყა­ნას, ცნოს შე­ნი სი­ლა­მა­ზე, - გა­ნაგ­რძობდა ის, რო­დე­საც მე უდი­დეს უხერ­ხულობას გან­ვიც­დი­დი მი­სი და­ძაბული მეტ­ყვე­ლებ­ისგან, რად­გან ვგრძნობ­დი, ან თავს იტყუ­ებ­და, ან ცდი­ლობ­და, მე შე­ვეყ­ვა­ნე შეც­დომაში.
- მე გამ­ოვაწყობ ჩემს ჯე­ინს სტავ­რა­სა და მაქ­მანში, ვარ­დებს ჩა­ვაწ­ნავ თმა­ში, თავ­ზე კი, რო­მე­ლიც ასე ძალ­იან მიყ­ვარს, უძ­ვირ­ფა­სეს თავ­საბ­ურავს და­ვახ­ურავ.

- მა­შინ ვე­ღ­არც კი მიც­ნობთ, სერ, მე უკ­ვე თქვე­ნი ჯე­ინ ეარი კი აღ­არ ვიქ­ნე­ბი, არა­მედ გა­დავ­იქცევი მაი­მუნად - ხუ­მა­რას სა­მოს­ში, ყვა­ვად - ფარ­შა­ვანგის ბუმ­ბულ­ში. ჩემ­თ­ვის ისე­ვე ძნელ­ია წარ­მო­ვიდ­გი­ნო სა­კუ­თარი თა­ვი სა­სახლის სე­ფე­ქალის ტან­საც­მელში, რო­გორც თქვენ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, ბრწყინ­ვა­ლე თე­ატ­რალურ სა­მოს­ში. მე, მა­გალ­ითად, თქვენ არ გთვლით ლა­მაზ მა­მა­კ­ა­ცად, სერ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძალ­იან მიყ­ვარ­ხართ. იმ­დე­ნად ძლი­ერ მიყ­ვარ­ხართ, რომ მაც­დურობა არ ძალ­მიძს თქვენ წი­ნა­შე და გთხოვთ, ნურც თქვენ შე­ეც­დებით ამას.
ის თა­ვის მი­ერ არ­ჩეულ თე­მა­ზე საუ­ბარს გა­ნაგ­რძობდა და ყუ­რა­დღ­ე­ბაც არ მი­უქ­ცევ­ია ჩე­მი სიტყ­ვე­ბის­თ­ვის: - ეტ­ლით დღ­ეს­ვე წაგ­იყვან მილ­კოტ­ში. იქ რამ­დენ­იმე კა­ბას ამ­ოირჩევ შენ­თ­ვის და, რო­გორც უკ­ვე გითხა­რი, ერთ თვე­ში ვი­ქორ­წი­ნებთ. ჯვარს, აი, იქ, კა­რის ეკ­ლეს­იაში დავ­იწერთ, ყვე­ლას მო­შო­რე­ბუ­ლი, მშვი­დად, და მაშ­ინვე ლონ­დონს მი­ვაშ­ურებთ. იქ ძალ­იან ცო­ტა ხანს დავ­რჩებით და მე­რე ჩემს უძ­ვირ­ფა­სეს მე­უღ­ლეს წავ­იყვან სამ­ხრეთის ქვეყ­ნებში სამ­ოგზაუროდ, სა­დაც ასე ბრწყინ­ვა­ლედ ანა­თებს მზე. მინ­და, ნა­ხოს ფრან­გუ­ლი ვა­ზი და იტა­ლი­ის თვალ­უწვდე­ნელი ტრა­მა­ლები, ყო­ველ­ივე ის, რაც ეს­ოდენ თვალ­წარ­მტა­ცად არის აღ­წერილი ძველ წიგ­ნებ­ში და საქ­ვეყნოდ ცნო­ბი­ლია დღ­ე­საც. ის უნ­და ეზ­იაროს დი­დი ქა­ლა­ქების ცხოვ­რე­ბას და ის­წავ­ლოს სა­კუ­თარი თა­ვის ფა­სი სხვებ­თან შე­და­რებით.

- ვი­მოგ­ზაუ­რებ? და ისიც თქვენ­თან ერ­თად, სერ?
- რამ­დენ­იმე ხანს ყველ­გან დავ­რჩებით: პა­რიზ­ში, რომ­ში, ნე­აპოლში. მინ­და, იც­ნობ­დე ფლო­რენ­ციას, ვე­ნეც­იას და ვე­ნას. ყვე­ლა ის ად­გი­ლი, სა­დაც ოდე­სღ­აც და­ვე­ხე­ტებოდი, მინ­და, შენც შემ­ოგა­ტარო. მინ­და, შე­ნი სილ­ფი­დის ფე­ხი და­ად­გა იმ მი­წას, სა­დაც ოდეს­მე გამ­ივლია. თით­ქ­მის ათი წე­ლი გავ­იდა მას შემ­დეგ, რაც მე, თით­ქოს ნა­ხევ­რად გო­ნე­ბა­შეშ­ლილმა, თავ­ბრუდამ­ხვევი სის­წ­რა­ფით შემ­ოვია­რე ევ­რო­პის ქვეყ­ნები. მა­შინ თან მდევ­და ზიზღი, სი­ძულ­ვი­ლი და გუ­ლარ­ძნილობა. ახ­ლა კი, სუ­ლიე­რად მთლად გან­წმენდილი და გა­ნკუ­რნებული, გან­მეო­რებით შე­მო­ვივ­ლი იმა­ვე ქვეყ­ნებს, ჩე­მი სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დის შთა­მაგ­ონე­ბელ ან­გელ­ოზთან ერ­თად.

გავ­იცინე, რო­დე­საც მან წი­ნა­და­დე­ბა და­ამ­თავ­რა. - ან­გელოზი არა ვარ, - ვუმ­ტ­კი­ცებდი, - და არც არას­ოდეს ვიქ­ნე­ბი სიკვ­დილამ­დე. მე მხო­ლოდ ის ვიქ­ნე­ბი, რაც ვარ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ. თქვენ არ უნ­და მო­ელ­ოდეთ და არც უნ­და მომ­თხო­ვოთ, ზეც­იერ ქმნი­ლე­ბას ვგავ­დე. მე ეს ისე­ვე არ მო­მიხ­დე­ბა, რო­გორც თქვენ, რა თქმა უნ­და, მე მას თქვენ­გან სრუ­ლებ­ითაც არ მო­ვე­ლი.
- აბა, რას მო­ე­ლი ჩემ­გან?

- რამ­დენ­იმე ხნის შემ­დე­გაც შეი­ძლე­ბა ისეთ­ივე იყოთ, რო­გო­რიც ხართ ახ­ლა, მაგ­რამ ეს დიდ­ხანს არ გას­ტანს. შემ­დეგ გუ­ლი გაგ­იცივდე­ბათ და ჟი­ნიან­ობას დაი­წყებთ. მე­რე კი გა­მკ­აც­რდებით კი­დეც და ძალ­იან დი­დი ზრუნ­ვა დამ­ჭირდე­ბა, რომ რო­გორ­მე გას­იამოვნოთ. მაგ­რამ, რო­დე­საც კარ­გად შე­მეჩ­ვევით, ალ­ბათ, ისევ მო­გეწ­ონებით. დი­ახ, მო­გეწ­ონებით... ამას იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ არ გეყ­ვა­რებით უკ­ვე. ასე­თი მგზნე­ბა­რე სიყ­ვა­რუ­ლი მხო­ლოდ ექვს თვეს ან უფ­რო ცო­ტა ხანს გაგ­ყვე­ბათ. მა­მა­კ­აც­თა მი­ერ და­წერილ წიგ­ნებ­ში წამ­იკი­თხავს, რომ ესეც სა­კ­მაოდ დი­დი დროა ქმრე­ბის თავ­გამ­ოდებული და აგ­ზნებული სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის. მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, იმა­საც ვი­მედ­ოვნებ, რო­გორც თა­ნამ­გზავრი და მეგ­ობარი, არას­ოდეს მო­სა­ბეზ­რე­ბელი და საძ­ულველი არ გავ­ხდები ჩე­მი ძვირ­ფა­სი პატ­რო­ნის­თ­ვის.
- საძ­ულველი? და მე­რე ისევ მო­მეწ­ონები? რა თქმა უნ­და, რაც დრო გა­ვა, მე უფ­რო და უფ­რო მო­მეწ­ონები და გაი­ძულებ კი­დეც ირ­წ­მუ­ნო, რომ არა მარ­ტო მომ­წონ­ხარ, არა­მედ მიყ­ვარ­ხარ, ნამ­დ­ვი­ლი, წრფე­ლი სიყ­ვარ­ულითა და გა­ტა­ცებით.
- ნუ­თუ ჭირ­ვე­უ­ლი არა ხართ, სერ?
- იმ ქალ­თა მი­მართ, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ სა­ხით მომ­წონს, თით­ქ­მის სა­ტა­ნად გა­დავ­იქცევი ხოლ­მე. თუ შე­ვამ­ჩნიე, რომ მათ არც სუ­ლი გა­აჩ­ნიათ და არც გუ­ლი, მა­შინ მათ­ში მხო­ლოდ მო­საწ­ყენ საგ­ნებს, ერ­თფერ­ოვნე­ბას, ქა­რაფ­შუტობას, უზ­რ­დელ­ობა­სა და ყვე­ლა ცუდ თვი­სე­ბას ვამ­ჩნევ, მაგ­რამ სიკ­ეთით აღ­სავ­სე ნა­თელი თვალ­ისა და მჭევ­რმეტ­ყველი ენის­თ­ვის, მგზნე­ბა­რე სუ­ლი­სა და დამ­ყო­ლი ხას­იათისთვის, რო­მე­ლიც, ამა­ვე დროს, მტკი­ცეა და ძლი­ე­რი, თუმ­ცა, ერ­თი შე­ხედვით, მორ­ჩი­ლია და თვი­ნი­ე­რი, და, ამას­თა­ნა­ვე, ად­ვილად აგ­ყვე­ბათ აზ­როვნე­ბაში, მე მუ­დამ მგრძნო­ბია­რე და ერ­თ­გუ­ლი ვიქ­ნე­ბი!
- შეგ­ხვედ­რიათ ან გყვა­რებ­იათ ასე­თი ადამ­იანი, სერ?
- მე ის ახ­ლა მიყ­ვარს.
- მაგ­რამ ჩე­მა­მ­დე? ნუ­თუ, მარ­თლა რა­მეთი ვგა­ვარ იმ რჩე­ულ ქმნი­ლე­ბას.
- არას­ოდეს შევ­ხვედ­რივარ შენს მსგავს ადამ­იანს, ჯე­ინ. შენ მე უდი­დეს სი­ამ­ოვნე­ბას მან­იჭებ და თით­ქ­მის ბა­ტო­ნობ ჩემ­ზე. ისე მეჩ­ვე­ნე­ბა, თით­ქოს ჩემს ძლი­ერ სულს იმორ­ჩი­ლებ. შენ ამ დამ­ყო­ლი ხას­იათით გან­უსა­ზღვ­რე­ლად მხიბ­ლავ და, რო­დე­საც ამ ნაზ აბ­რეშუმის ძაფს ხელ­ზე ვიხ­ვევ, რა­ღ­აც გრძნო­ბა ათ­რთოლებს ჩემს თი­თებს და ხელ­იდან გულს გა­და­ე­ცე­მა. მე შე­ნი გავ­ლენის ქვეშ მო­ვე­ქეცი და დაგ­მორ­ჩილ­დი, მაგ­რამ გავ­ლე­ნა იმ­დე­ნად ტკბ­ილია, რომ არ ძალ­მიძს სიტყ­ვე­ბით გად­მოგცე ჩე­მი გან­ცდები; ხო­ლო იმ ძა­ლაში, რომ­ლი­თაც დაი­მორჩილე ჩე­მი სუ­ლი, რა­ღ­აც მო­მა­ჯად­ოე­ბელი სი­ხარ­ულია, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჩემს გა­მარ­ჯვე­ბა­ზე ძლი­ერ­ია. რა­ტომ იღი­მები, ჯე­ინ? რას ნიშ­ნავს შე­ნი სა­ხის გაუ­რკ­ვე­ველი და იდუ­მა­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა?

- ვფიქ­რობ, სერ (მა­პატ­იეთ, რომ ასე­თი აზ­რი და­მე­ბა­და, ეს ჩემ­და უნებ­ურად მოხ­და), დი­ახ, მე ვფიქ­რობ­დი ჰე­რკუ­ლეს­ზე, სამ­სონზე და მათ მო­მა­ჯად­ოე­ბელ არ­სე­ბა­თა შე­სა­ხებ.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ასეთ რა­მე­ზე იფიქ­რებ­დით, პა­ტა­რა ჯად­ოქარო.
- იყუ­ჩეთ, სერ! თქვენ ახ­ლა არც ისე ბრძნუ­ლად მსჯე­ლობთ და არც იმა­ზე უკ­ე­თე­სად იქ­ცე­ვით, ვიდ­რე ეს ჯენ­ტლმე­ნები მო­იქ­ც­ნენ. მაგ­რამ დაქ­ორწინებ­ისთა­ნა­ვე, უეჭ­ველ­ია, რო­გორც მე­უღ­ლე მა­მა­კ­აც­თა წეს­ია, ისი­ნიც მთე­ლი სიმკ­აცრით აი­ნა­ზღ­აუ­რებ­დნენ იმ ლმო­ბიე­რე­ბა­სა და სით­ბოს, რაც ქორ­წი­ნე­ბამ­დე გა­აჩ­ნდათ. ვში­შობ, სწო­რედ ასე­თი იქ­ნე­ბით თქვენც. ნე­ტა, რო­გორ მი­პას­უხებდით ერ­თი წლის მე­რე, რაი­მე წყალ­ობა რომ მეთ­ხოვა, თუ ის თქვენ­თ­ვის სა­სარ­გებლო ან სას­იამოვნო არ იქ­ნებ­ოდა.
- ახ­ლა მთხო­ვე რაი­მე, ჯე­ნიტ. მსურს, თუნ­დაც სულ მცი­რე რა­მე მარ­თლა მთხო­ვო.
- მარ­თლაც, მინ­დო­და მეთ­ხოვა, სერ.
- აბა, მითხა­რი! თუ შენ ასე დამ­იწყებ ყუ­რე­ბას და სა­ხის ამ­გვარი გამ­ომეტ­ყვე­ლებით გამ­იღი­მებ, ვფი­ცავ, ყვე­ლა­ფერ­ზე, ალ­ბათ, წი­ნას­წარ­ვე და­გე­თან­ხმები და ამით კი გამ­ომას­ულე­ლებ.

- სრუ­ლებ­ითაც არა, სერ, მხო­ლოდ ის უნ­და გთხო­ვოთ, ნუ­რა­ვის გაგ­ზავნით ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბის ჩამ­ოსა­ტა­ნად. ნურც ვარ­დებით შემ­იმკობთ თავს. ეს იმას ჰგავს, ოქ­რომკ­ედის მაქ­მანი შემ­ოავლოთ ჯი­ბის უბ­რა­ლო ცხვირ­სა­ხოცს, რო­მე­ლიც ხელ­ში გი­ჭი­რავთ.
- მე ხომ შე­მეძლო "ხა­ლასი ოქ­როს მო­ვა­რა­ყე­ბა". ეს მე ვი­ცი. თხოვ­ნას ამ­ჯე­რად შეგ­ისრულებ. წი­ნას­წარ გავ­უგზავნი ბრძა­ნე­ბას ბა­ნკირს, მაგ­რამ შენ ხომ ჩემ­თ­ვის ჯერ კი­დევ არა­ფერი გითხო­ვია. მხო­ლოდ ის გსურ­და, საჩ­უქარ­ზე უარი შე­მეთ­ვა­ლა. აბა, სცა­დე ახ­ლა და მთხო­ვე რა­მე.

წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93