ნოველები

ჯეინ ეარი, თავი ოცდამეშვიდე

ჯეინ ეარი, თავი ოცდამეშვიდე
- კე­თი­ლი, სერ, მა­შინ მოწყა­ლე­ბა მო­იღ­ეთ და და­ა­კ­მაყ­ოფილეთ ჩე­მი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა. ერ­თი რამ ძალ­იან მაი­ნტე­რე­სებს. მის გამ­ოხედ­ვაში შეშ­ფოთე­ბა შევ­ნიშნე. - რა, რა? - მკი­თხა მან სწრა­ფად, - ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა სა­ში­ში თვი­სე­ბა­ა.
- მაგ­რამ ამ ჩემს თხოვ­ნა­ში არავ­ითარი საშ­იშროე­ბა არ შეი­ძლე­ბა იყოს, სერ.
- თქვი, ჯე­ინ, მაგ­რამ, რა­ღ­აც სა­ი­დუმ­ლო ამ­ბის გამ­ოკი­თხვას, მირ­ჩევ­ნია, ჩე­მი სამ­ფლობელოს ნა­ხე­ვარი მთხო­ვო.
- მაგ­რამ მე­ფეო, აჰას­უერუს, რას ვაქ­ნევ თქვე­ნი სამ­ფლობელოს ნა­ხე­ვარს? ხომ არ ფიქ­რობთ, ებ­რა­ელი მე­ვახ­შე ვი­ყო და რაც შეი­ძლე­ბა ხელ­საყ­რელ პი­რო­ბებს ვე­ძებ­დე ამ­ქვეყ­ნად ჩე­მი
კაპ­იტალის და­სა­ბან­დებ­ლად? ვირ­ჩევ­დი, რწმე­ნა გქო­ნო­დათ ჩემ­დამი! თუ თქვენს გულ­ში ად­გილს და­მით­მობთ, მა­შინ არც თქვე­ნი ნდო­ბა მო­მა­კლ­დე­ბა.

- მთე­ლი ჩე­მი გუ­ლი­თა და სუ­ლით გენ­დო­ბი, ჯე­ინ, მაგ­რამ, ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, ნუ ისურ­ვებ უსარ­გებლო ტვირ­თის ზიდ­ვას, ნუ ეს­წრაფვი სა­წამ­ლავს, ხელ­ისგულზე ნუ გა­დამიშლი ევას საქ­ციელს.
- რა­ტომ არა, სერ? გა­ნა, თქვენ არ აღ­ია­რეთ სულ ახ­ლა­ხან, რა ძალ­იან მოგ­წონთ ჩემ­დამი მორ­ჩი­ლე­ბა და რაო­დენ სი­ამ­ოვნე­ბას გან­იჭებთ ის? ნუ­თუ არ ფიქ­რობთ, ჩემ­თ­ვის ბევ­რად უმ­ჯო­ბეს­ია ვი­სარ­გებლო თქვე­ნი ასე­თი აღ­სა­რებით და და­ვიწყო ალერ­სი, მუ­და­რა, ტი­რი­ლი, ხო­ლო, თუ სა­ჭი­რო გახ­და, შემ­ოგწყრეთ კი­დეც, რა­თა გამ­ოვცადო ჩე­მი ძა­ლა თქვენ­ზე.

- ნე­ბას გაძ­ლევ, რო­გო­რი ცდაც გსურს, ისე­თი ჩა­ა­ტარო. აბა, შემ­ომკ­ად­რე, გა­ბე­დე და თა­მაშიც დამ­თავ­რდე­ბა.
- ასე ჩქა­რა დამ­თავ­რდე­ბა, სერ? თქვენ მა­ლე­ვე იშო­რებთ თავ­იდან თქვენს აზრს. რა მო­ღუ­შუ­ლი გამ­ოიყურებით ახ­ლა? რა­ტომ შეჰ­ყა­რეთ წარ­ბები და კო­პები შე­ჰკ­არით შუბ­ლ­ზე? ახ­ლა თქვე­ნი შუბ­ლი მაგ­ონებს ერთ მე­ტად საო­ცარ ლექ­ს­ში აღ­წერილ გან­რისხებულ ცას, ჭე­ქა-ქუ­ხი­ლის წინ, ალ­ბათ, ასე­თი იქ­ნე­ბა თქვე­ნი გამ­ოხედ­ვა ჯვრის­წე­რის შემ­დეგ, არა, სერ?

- მაგ­რამ, თუ თქვენც ასეთ­ივე იქ­ნე­ბით ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, მე, რო­გორც ქრის­ტი­ა­ნი, ვალ­დებული ვიქ­ნე­ბი შევ­წყ­ვი­ტო ყო­ველ­გვარი ურ­თი­ერ­თობა ასეთ წყლის ჯად­ოქარ­სა და სა­ლა­მან­დრას­თან, მაგ­რამ რა უნ­და გე­კი­თხა, ქა­ლო? თქვი ჩქა­რა.
- აი, ახ­ლა კი ზრდი­ლო­ბი­ა­ნიც აღ­ა­რა ხართ და მეც მლიქ­ვ­ნელ­ობას ბევ­რად მირ­ჩევ­ნია ეს უხეშ­ობა. მე უფ­რო უტი­ფა­რი ქმნი­ლე­ბა გახ­ლა­ვართ, ვიდ­რე ან­გელოზი. ახ­ლა კი მის­მი­ნეთ, რის თქმაც მსურ­და: რის­თ­ვის ცდი­ლობ­დით და­გერ­წმუნებ­ინეთ, რომ თით­ქოს მის ინ­გ­რე­მის შერ­თვა გქონ­დათ გა­დაწ­ყვეტილი?

- მხო­ლოდ ეს უნ­და გე­კი­თხათ? ღმერ­თო ჩე­მო, ეს ხომ არც ისე ცუ­დია.
მან შეჭ­მუხ­ნი­ლი წარ­ბები გახ­სნა, დაბ­ლა დაი­ხე­და, გამ­იღი­მა და თავ­ზე ხე­ლი გა­დამ­ისვა. ჩან­და, დი­დად ნას­იამ­ოვნები იყო იმის შეგ­ნებით, რომ რა­ღ­აც გან­საც­დელს ას­ცდა.
- ვფიქ­რობ, ახ­ლა შეი­ძლე­ბა გამ­ოგიტყდეთ, - გა­ნაგრო მან, - თუმ­ცა, ვა­ი­თუ, აღშ­ფოთე­ბა გა­მო­ვიწ­ვიო შენ­ში, ჯე­ინ. ისიც ვი­ცი, რო­გორ ცეცხ­ლი­ვით აენ­თები ხოლ­მე, თუ რა­მე­ზე გა­ჯავ­რებული ხარ. წუ­ხელ მთვა­რის შუქ­ზე შევ­ნიშნე, თით­ქ­მის იწ­ვო­დი ისეთ გრილ ღა­მეში, რო­ცა ბე­დის წი­ნა­ა­ღმ­დეგ გაი­ბრძოლე და მარ­წმუნებდი, რომ თა­ნას­წორუფლებ­იანნი ვართ. სხვა­თა შო­რის, ჯე­ნიტ, ეს წი­ნა­და­დე­ბა შენ მო­მე­ცი.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, მე მო­გე­ცით. მაგ­რამ მო­დით, თუ შეი­ძლე­ბა, პირ­და­პირ საქ­მეს დავ­უბრუნდეთ. სერ, რას იტყ­ვით მის ინ­გ­რემ­ზე?

- კე­თი­ლი, თავს ისე გაჩ­ვე­ნებდი, თით­ქოს მის ინ­გ­რემს ვეტ­რ­ფო­დი, იმი­ტომ, რომ მსურ­და ისე­ვე თავ­დავ­იწყებით გყვა­რებოდი, რო­გორც მე შემ­იყვარდი. ეჭ­ვიან­ობა კი ასეთ შემ­თხვე­ვაში ყვე­ლა­ზე საი­მედო მოკ­ავ­შირედ მი­მაჩ­ნდა და ამი­ტომ ვუხ­მობ­დი და­სახ­მა­რებ­ლად.
- შე­სან­იშნავ­ია. ახ­ლა სულ და­პა­ტა­რავდით ჩემს თვალ­ში, ერ­თი ნამ­ცეც­ითაც არ აღ­ე­მა­ტებით ჩე­მი ნე­კის ფრჩხილს. რა გან­უზომელი სირ­ცხ­ვი­ლია! რა და­მამ­ცირე­ბელ­ია ადამ­იანის ასე­თი საქ­ციელი! გა­ნა, მის ინ­გ­რე­მის გრძნო­ბებ­ზე არ ფიქ­რობ­დით, სერ?

- მთე­ლი მი­სი გრძნო­ბიე­რე­ბა მხო­ლოდ სია­მა­ყე­ა. ამ სია­მა­ყეს კი დამ­ორჩილე­ბა სჭირ­დე­ბა. ეჭ­ვიანობდი, ჯე­ინ?
- მო­დით, ამას თა­ვი და­ვა­ნებოთ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ. ამის ცოდ­ნა თქვენ­თ­ვის საი­ნტე­რესო არ არის. ერ­თხელ მა­ინც მი­პას­უხეთ მთე­ლი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით, გჯე­რათ, რომ მის ინ­გ­რე­მი არ დაი­ტან­ჯე­ბა ამ უსულ­გუ­ლო საქ­ციელით? აი­ტანს გა­ნა, რომ მი­ატ­ოვეთ და გა­აუ­ბედ­ურეთ?
- ეს შეუ­ძლე­ბელ­ია! მე ხომ უკ­ვე გი­ამ­ბე, რომ მას ჩემს ხელ­მოკ­ლეო­ბა­ზე ფიქ­რ­მა გუ­ლი გაუ­ცივა და სიყ­ვა­რუ­ლის ცეცხ­ლიც სწრა­ფად ჩა­უქ­რო.

- თქვენ მეტ­ისმე­ტად უც­ნა­უ­რი და მაც­დუ­რი გო­ნე­ბის პატ­რო­ნი უნ­და იყოთ, სერ. ვში­შობ, თქვე­ნი ზრახ­ვებიც ზო­გი­ერთ სა­კითხში მე­ტად ექ­სცენ­ტრიკუ­ლია.
- ჩე­მი გო­ნე­ბის გა­წაფვით არა­ვინ დაი­ნტე­რე­სებ­ულა, ჯე­ინ. შე­საძ­ლე­ბელ­ია, ასე­თი ყუ­რა­დღ­ების ლო­დინ­ში ჩემ­მა აზ­რებ­მაც ცო­ტაო­დენ სხვა მი­მარ­თულე­ბა მი­იღ­ეს.
- ერ­თხელ კი­დევ მითხა­რით, სერ­იოზულად, შემ­იძლია თუ არა დავ­ტკ­ბე იმ უდი­დე­სი ბედ­ნიე­რებით, რო­მე­ლიც წი­ლად მხვდა? ამას­თა­ნა­ვე, არ მინ­და მუ­დამ ში­ში მა­კრ­თობდეს, რომ ვინ­მე ჩემ გა­მო უზო­მოდ იტან­ჯე­ბა.
- შეგ­იძლია, ჩე­მო კარ­გო, პა­წაწ­ინა გო­გო­ნი. ამ­ქვეყ­ნად არა­ვინ მო­ი­ძებ­ნე­ბა ისე­თი, რო­მელ­საც ასე წმინ­და გრძნო­ბით ვუყ­ვარ­დე, რო­გორც შენ. "ეს სან­უგეშო საც­ხე­ბელი ამ ჩემს ია­რას~ ბალ­ზამივით ვა­პკუ­რე და ის შენს სიყ­ვა­რულ­ში რწმე­ნას მიმ­ტ­კი­ცებს.
თა­ვი მი­ვაბ­რუნე და მის ხელს და­ვე­კო­ნე, რო­მე­ლიც ჩემს მხარ­ზე ედო. მე ის ძალ­იან მიყ­ვარ­და, უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე გამ­ოთქმა შე­მეძლო და უფ­რო ძლიე­რა­დაც, ვიდ­რე, სა­ერთოდ, სიტყ­ვებს შეს­წევთ ძა­ლა გად­მოსცენ ეს გრძნო­ბა.
- მთხო­ვე კი­დევ რაი­მე, - მითხ­რა მან უცებ: - ძალ­იან მსი­ამ­ოვნებს, რო­დე­საც რა­მეს მთხოვ და მეც გე­თან­ხმები.
სათ­ხოვარი კვ­ლავ მზად მქონ­და. - სერ, აც­ნობეთ თქვე­ნი გან­ზა­რახ­ვა მი­სის ფე­იერ­ფექსს. მან წუ­ხელ დე­რე­ფანში თქვენ­თან ერ­თად დამ­ინა­ხა და შეშ­ფოთდა. გთხოვთ, შე­ატყობინოთ ყვე­ლა­ფერი, სა­ნამ კვ­ლავ შევ­ხვდები მას. ძალ­იან მიმ­ძიმს, რომ ეს კე­თი­ლი ქა­ლი სულ სხვა­ნაი­რად გამ­იგებს ყო­ველ­ივეს.
- წა­დი შენს ოთახ­ში და ქუ­დი დაი­ხურე, - მითხ­რა მან. - ამ დი­ლით მიკ­ლოტ­ში ჩემ­თან ერ­თად წამ­ოხვალ. ხო­ლო, სა­ნამ სამ­გზავროდ მო­ემ­ზა­დებ­ოდე, მე ყვე­ლა­ფერს შე­ვატ­ყობინებ მო­ხუც ლე­დის. ნუ­თუ ფიქ­რობს, ჯე­ნიტ, რომ შენ ყვე­ლა­ფერი გას­წირე სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის და სი­ნან­ულსაც კი არ გა­ნიც­დი?

- დარ­წმუნებული ვარ, ის ფიქ­რობს, რომ მე და­მავ­იწყდა რო­გორც ჩე­მი, ისე თქვე­ნი მდგო­მა­რეო­ბა, სერ.
- მდგო­მა­რეო­ბა, საზ­ოგად­ოებრივი მდგო­მა­რეო­ბა, შე­ნი ად­გი­ლი, არა? შე­ნი ად­გი­ლი ახ­ლა ჩემს გულ­შია და ძვი­რად დავ­უსვამ მათ, ვინც შეუ­რაცხყოფის მო­ყე­ნე­ბას გან­იზრა­ხავს ამ­იერ­იდან. წა­დი ახ­ლა.
მა­ლე ჩა­ვიც­ვი და, რო­დე­საც გავ­იგონე, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მი­სის ფე­იერ­ფექსის ოთახ­იდან გამ­ოვიდა, სწრა­ფად იქით გა­ვეშ­ურე. ეტ­ყობოდა, მო­ხუ­ცი ქა­ლი დი­ლის ლოც­ვებს კი­თხულობდა, რად­გან ეს მი­სი ყო­ველ­დღიური საქ­მიან­ობა იყო, ბიბ­ლი­აც ჯერ ისევ გა­დაშლილი ედო წინ და სათ­ვა­ლეც წიგ­ნის ფურ­ც­ლებ­ზე შევ­ნიშნე. ჩან­და, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ნათ­ქვამ ახალ ამ­ბებს შე­ე­ჩე­რებ­ინა და საყ­ვა­რელი საქ­მიან­ობაც კი და­ევ­იწყებ­ინა მის­თ­ვის. თვა­ლები მო­პირ­დაპ­ირე ცარ­იელი კედ­ლის­თ­ვის მი­ეპყ­რო და შიგ გან­ცვიფრე­ბა ეხა­ტებ­ოდა. მი­სი მშვი­დი გო­ნე­ბა ამ უჩ­ვე­უ­ლო ახალ ამ­ბავს შე­ეშ­ფოთებ­ინა. დამ­ინა­ხა თუ არა, წამ­ოდგა და თავს ძა­ლა და­ა­ტა­ნა, ღი­მი­ლით შემ­გე­ბებ­ოდა. რო­გორღ­აც შე­არ­ჩია მო­სალ­ოცად რამ­დენ­იმე სიტყ­ვა, მაგ­რამ ღი­მი­ლი ბა­გე­ზე და­ა­კვ­და და სიტყ­ვე­ბიც ვერ და­ამ­თავ­რა. სათ­ვა­ლე აიღო, ბიბ­ლია დახ­ურა და თა­ვი­სი სა­ვარ­ძელი მაგ­იდიდან უკ­ან დას­წია.

- ძალ­იან გან­ცვიფრებული ვარ, - და­იწყო მან. - არც კი ვი­ცი, რა უნ­და გითხ­რათ, მის ეარ. თით­ქოს ძილ-ბუ­რან­ში არ უნ­და ვი­ყო, არა? არის ხოლ­მე წუ­თე­ბი, თუ მარ­ტო ვზი­ვარ, ჩამ­თვლემს და მა­შინ მეჩ­ვე­ნე­ბა ის, რაც არას­ოდეს ყო­ფი­ლა. რო­დე­საც რამ­დენ­იმე­ჯერ ასე ვთვლემ­დი, მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ჩე­მი ძვირ­ფა­სი მე­უღ­ლე შემ­ოვიდა, რო­მე­ლიც და­ახ­ლოებით თხუთ­მე­ტი წლის წინ გარ­დაი­ცვა­ლა, და ჩემ გვერ­დით დაჯ­და. მა­შინ მე გავ­იგონე, რომ მან სა­ხელიც კი დამ­იძა­ხა: - ალის! - რო­გორც ჩვეუ­ლებრივ უყ­ვარ­და და­ძა­ხე­ბა. ახ­ლა კი შეგ­იძლიათ, მითხ­რათ, ნუ­თუ მარ­თლია ისიც, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს თქვე­ნი შერ­თვა უნ­და და წი­ნა­და­დე­ბაც მოგ­ცათ? ნუ დამ­ცინებთ, მაგ­რამ ხუ­თი წუ­თის წინ ისე მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ის აქ შემ­ოვიდა, ჩემს ოთახ­ში, და გან­მიცხა­და, რომ ერთ თვე­ში თქვენ მი­სი მე­უღ­ლე იქ­ნე­ბით.
- მან იგი­ვე გან­მიცხა­და მეც, - ვუ­პას­უხე მე.
- გითხ­რათ და თქვენც დაუ­ჯე­რეთ? და­ე­თან­ხმეთ კი­დეც?
- დი­ახ.
მან დაბ­ნეუ­ლად შემ­ომხე­და.
- ამას არას­ოდეს ვი­ფიქ­რებ­დი, ის ძალ­იან ამა­ყი კაც­ია. მა­თი გვა­რის ყვე­ლა წარ­მომად­გე­ნელი ასე­თი ამა­ყი იყო. მის მა­მას ფუ­ლი ძალ­იან უყ­ვარ­და და მა­საც მე­ტად ფრთხილ ადამ­იანს ეძახ­იან ამ საქ­მეში. ნუ­თუ ის მარ­თლა აპ­ირებს თქვენ­ზე ჯვრის და­წე­რას?
- ასე გან­მიცხა­და და...
მო­ხუც­მა თა­ვით ფე­ხამ­დე ამათ­ვალ­იერ­-ჩა­მათ­ვალ­იე­რა. მის თვა­ლებში ამ­ოვიკი­თხე, რომ მან ჩემ­ში ის მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობა ვერ შენ­იშნა, რო­მე­ლიც ამ ამ­ოცა­ნას აუ­ხსნიდა.
- საო­ცარ­ია, ვერ გამ­იგია, - გა­ნაგ­რძობდა ის, - მაგ­რამ, ალ­ბათ, ეს ასე­ა, რად­გან თქვენ ამ­ბობთ. მაგ­რამ, რა მოჰ­ყ­ვე­ბა ყო­ველ­ივე ამას, არ შემ­იძლია გითხ­რათ. მარ­თლაც, არ ვი­ცი, რა უნ­და ვთქვა. რო­დე­საც ქო­ნებ­რი­ვი და წო­დებ­რი­ვი მდგო­მა­რეო­ბა ერ­თნაი­რია, ასეთ შემ­თხვე­ვაში ქორ­წი­ნე­ბა უფ­რო მი­ზან­შეწ­ონილია. გარ­და ამ­ისა, თქვენს წლო­ვა­ნე­ბაში სხვაო­ბა თით­ქ­მის ოცი წელ­ია, ის უფ­რო მა­მად შე­გე­ფე­რე­ბათ.
- არა, რას ბრძა­ნებთ, მი­სის ფე­იერ­ფექს! - წამ­ოვიძა­ხე გაგ­ულისებ­ულმა. - სრუ­ლებ­ითაც არ შე­მე­ფე­რე­ბა მა­მად. ვინც უნ­და გვნა­ხოს ერ­თად, ერ­თი წუ­თი­თაც ვერ წარ­მოიდგენს ასეთ რა­მეს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ისე ახალ­გაზ­რდულად გამ­ოიყურე­ბა, რომ მხო­ლოდ ოც­და­ხუ­თი წლი­სას ჰგავს.

- მითხა­რით გულ­წ­რ­ფე­ლად, რად­გან უყ­ვარ­ხართ, მხო­ლოდ იმი­ტომ გირ­თავთ? - მკი­თხა მან შემ­დეგ.
მის­მა გულ­ცი­ვო­ბამ და უნ­დობ­ლო­ბამ ისე ამა­ღ­ელ­ვა, რომ თვა­ლები ცრემ­ლებით ამევ­სო.
- მა­პატ­იეთ, რომ ასე და­გამ­წუხრეთ, - გა­ნაგრძო ქვრივ­მა, - მაგ­რამ თქვენ ისე ახალ­გაზ­რდა ხართ და ისე ნა­კ­ლე­ბად იც­ნობთ მა­მა­კ­აც­თა ბუ­ნე­ბას... მინ­დო­და ჩა­მეგ­ონებ­ინა, რომ სა­კუ­თარი თა­ვის დაც­ვა შეძ­ლოთ. ძვე­ლი ან­და­ზა­ა: ყვე­ლა­ფერი ოქ­რო არ არის, რაც ბრწყი­ნავს. და, აი, ამ შემ­თხვე­ვაშიც, ვში­შობ, რომ ყვე­ლა­ფერი, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სულ სხვა­ნაი­რად დამ­თავ­რდეს, ვიდ­რე ჩვენ ვე­ლით.
- რა­ტომ? გა­ნა, ისე­თი გონ­ჯი ვარ? - ვკი­თხე მე. - გა­ნა, შეუ­ძლე­ბელ­ია, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს წრფე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით ვუყ­ვარ­დე?
- არა, თქვენ მშვენ­იერი ხართ და ამ ბო­ლო დროს თან­და­თან ლა­მაზ­დებით. იმა­საც გეტყ­ვით, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­საც ძალ­იან უყ­ვარ­ხართ. ყო­ველ­თ­ვის ვამ­ჩნევდი, რო­გორ გე­ა­ლერ­სებ­ოდათ. იყო წუ­თე­ბიც, რო­დე­საც ის გან­სა­კუ­თრებულ უპი­რა­ტეს­ობას გან­იჭებ­დათ. მინ­დო­და ასეთ დროს გა­მეფ­რთხილებ­ინეთ, რომ თავ­დავ­იწყე­ბამ­დე არ მი­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ამ ამ­ბის შე­სა­ხებ გა­და­კრული საუ­ბარიც კი შეუ­ძლებ­ლად მი­მაჩ­ნდა; ვგრძნობ­დი, ის აღ­გაშ­ფოთებ­დათ და შეუ­რაც­ხგყოფდათ. ამას­თა­ნა­ვე, იმა­საც ვამ­ჩნევდი, თქვენ ისე­თი თავ­და­ჭერილი, გო­ნივ­რუ­ლი და მო­ხერ­ხებული საქ­ციელი გქონ­დათ, სრუ­ლი­ად დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, ძალ­იან კარ­გად შეძ­ლებდით სა­კუ­თარი თა­ვის დაც­ვას; არ შემ­იძლია აგ­იწეროთ ის ტან­ჯვა, რაც თავს გა­დამ­ხდა წუ­ხელ, რო­დე­საც მთელ სახ­ლ­ში გე­ძებდით და ვერ­სად გი­პო­ვეთ ვერც თქვენ და ვერც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი. მე­რე კი ღა­მის თორ­მეტ სა­ათ­ზე მას­თან ერ­თად მოხ­ვე­დით.

- მაგ­რამ ამ ამ­ბავს მნიშ­ვ­ნელ­ობა აღ­არ აქვს ახ­ლა, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე მო­უთ­მენ­ლად. - ისიც სა­კ­მარ­ისია, რომ ყვე­ლა­ფერი რიგ­ზე­ა.
- იმე­დი მაქვს, ყვე­ლა­ფერი სა­ბო­ლო­ოდ რიგ­ზე იქ­ნე­ბა, - მითხ­რა მან. - მაგ­რამ, მერ­წმუნეთ, დი­დი სიფ­რ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. ეცა­დეთ და დიდ სი­ახ­ლოვეს ნუ იქო­ნი­ებთ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან. ნუ ენ­დო­ბით ნურც თქვენს თავს, ნურც მას. მი­სი მდგო­მა­რეობის ადამ­ია­ნები ჩვე­ულ­ნი არ არ­იან აღმ­ზრდელ ქა­ლებ­ზე დაი­წერონ ჯვა­რი.
მე უკ­ვე ნამ­დვილად ვღ­ე­ლავდი, მაგ­რამ, სა­ბედ­ნიეროდ, ადელ­მა შემ­ოირბინა.
- წამ­იყვა­ნეთ, მეც წამ­იყვა­ნეთ მილ­კოტ­ში! - გაი­ძახ­ოდა ის. - მის­ტერ რო­ჩეს­ტერს არ უნ­და ჩე­მი წამ­ოყვა­ნა. იცით, რამ­ოდე­ნა თავ­ისუფალი ად­გილია ახალ ეტ­ლ­ში? სთხო­ვეთ, მად­მუა­ზელ, ნე­ბა დამ­რ­თოს, მეც თქვენ­თან ერ­თად წამ­ოვიდე.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ვთხოვ, ადელ, - ვუ­პას­უხე და მას­თან ერ­თად სწრა­ფად გა­ვეშ­ურე მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისკ­ენ, გა­ხა­რებული იმით, რომ საშ­უა­ლე­ბა მო­მე­ცა, ახ­ლა მა­ინც გავ­ც­ლო­დი ჩემს პირ­ქუშ მრჩე­ველს. ეტ­ლი მზად იყო. მე­ეტ­ლე მას უკ­ვე სა­დარ­ბაზო შე­სას­ვლელი კა­რის წინ აყე­ნებ­და. ჩე­მი პატ­რო­ნიც ამ დროს ქვა­ფენ­ილზე მი­მო­დი­ო­და და პა­ი­ლო­ტიც წინ და უკ­ან დას­დევ­და.
- ხომ შეი­ძლე­ბა, ადე­ლი ჩვენ­თან ერ­თად წამ­ოვიდეს, სერ, არა?
- მე მას უკ­ვე გამ­ოვუცხა­დე, რომ არა. მე ბავ­შვები არ მიმ­ყავს თან, მხო­ლოდ შენ მიმ­ყავ­ხარ.
- ძალ­იან გთხოვთ, ნე­ბა დარ­თოთ, წამ­ოვიდეს, სერ, მგო­ნია, ასე აჯ­ობებს.

- სრუ­ლებ­ითაც არა. ის გაგ­ვაწ­ვა­ლებს თა­ვი­სი საქ­ციელით. - ახ­ლა მის გამ­ოხედ­ვა­სა და ხმა­ში მხო­ლოდ ბრძა­ნე­ბა ის­მო­და. მი­სის ფე­იერ­ფექსის გულ­გამ­გმირავ­მა გაფ­რთხილე­ბებ­მა და მის­მა საშ­ინელ­მა ეჭ­ვებ­მა გა­მაბ­რუეს და უკ­ვე ურ­წ­მუ­ნო გრძნო­ბებ­სა და გაუ­რკ­ვევ­ლობას თა­ვის რკ­ალში მო­ექ­ციათ ჩე­მი იმე­დებიც. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ზე გავ­ლენის მოხ­დე­ნის ფიქ­რი გაქ­რა და თით­ქოს მე­ქან­იკუ­რად, ყო­ველ­გვარი წი­ნა­ა­ღმ­დეგობის გა­რე­შე ვემ­ორჩილებოდი მას. რო­დე­საც ეტ­ლ­ში ჩაჯ­დომაში მშველ­ოდა, სა­ხე­ზე და­მა­კვ­ირდა და მკი­თხა:
- რა მოხ­და, ჯე­ინ? სი­ხა­რუ­ლი მთლად ჩამ­ქრა­ლა შენს თვა­ლებში. მარ­თლა ასე ძალ­იან გინ­და, რომ ბავ­შ­ვი წამ­ოვიდეს? ნუ­თუ ასე გაწ­უხებს მი­სი შინ დატ­ოვე­ბა?
- მირ­ჩევ­ნია წამ­ოვიდეს, სერ.
- მაშ, გაი­ქეცი, ქუ­დი დაი­ხურე და თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბაში აქ გაჩ­ნ­დი, - გა­დას­ძა­ხა მან ადელს.
ბავ­შ­ვი მის ბრძა­ნე­ბას და­ემ­ორჩილა და თით­ქ­მის გაფ­რინდა.
- ბო­ლოს და ბო­ლოს, ერთ დი­ლას ურ­თი­ერ­თისგან გათ­იშვაც არა­ფერს ნიშ­ნავს, - თქვა მან, - რად­გან უახ­ლოეს მო­მა­ვალში ვაპ­ირებ, შე­ნი ფიქ­რებ­ისა და თვით შე­ნი ბატ­ონ-პატ­რო­ნი გავ­ხდე და მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გი­თა­ნამ­გზავრო.
ადე­ლი ჩაჯ­და თუ არა ეტ­ლ­ში, კო­ცნა და­მიწყო. ამ გზით ცდი­ლობ­და ბავ­შ­ვი, მად­ლიე­რე­ბა გამ­ოე­ხა­ტა იმ შუ­ამ­დ­გომ­ლო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც გავ­უწიე. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა კი ის მეო­რე მხა­რეს მო­ის­ვა და კუ­თხეში მი­მა­ლა, თა­ნაც ისე გაუ­ნძრევ­ლად იჯ­და და ზღუ­დე­სავით აღ­მართულიყო მის წინ, რომ ბავ­შ­ვი ძლივ­ს­ღა იჭ­ვ­რი­ტებ­ოდა იქით, რო­მელ მხა­რე­საც მე ვი­ჯე­ქი. რო­დე­საც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ასე მი­უკ­ა­რებ­ლად იქ­ცეო­და, ბავ­შ­ვი ვერ ბე­დავ­და ჩურ­ჩუ­ლით მა­ინც წარ­მოეთ­ქვა თა­ვი­სი და­კვ­ირვების შე­დე­გად გამ­ოტანილი აზ­რები ან ეკი­თხა მის­თ­ვის რაი­მე.
- ნე­ბა მი­ე­ცით ადელს, ჩემ გვერ­დით დაჯ­დეს, სერ, - შე­ვე­ვედ­რე მის­ტერ რო­ჩეს­ტერს. - ის, იქ­ნებ, გაწ­უხებთ კი­დეც. აქეთ სა­კ­მაოდ დი­დი ად­გილია.

მან ბავ­შ­ვი ისე აი­ყვა­ნა ხელ­ში და მო­მაწ­ოდა, თით­ქოს ოთა­ხის ფი­ნია ძა­ღლი ყო­ფი­ლი­ყო.
- აუ­ცილებ­ლად გავ­გზავნი მას სკო­ლაში, - თქვა მან, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე ღი­მი­ლით.
ადელ­მა გაი­გონა თუ არა ეს სიტყ­ვე­ბი, ჰკი­თხა: სკო­ლაში უმად­მუა­ზელოდ მგზავ­ნი­თო?
- დი­ახ, - უპას­უხა მან, - სწო­რე­დაც უმად­მუა­ზელოდ. ვაპ­ირებ, მად­მუა­ზელი მთვა­რე­ზე წავ­იყვანო, იქ, თეთრ ვე­ლებ­სა და ვულკ­ა­ნებს შო­რის, გამ­ოქვაბულს ვი­პო­ვი და მხო­ლოდ ჩემ­თან იქ­ნე­ბა, მარ­ტოდმარტო.
- საჭ­მელი რომ არა­ფერი ექ­ნე­ბა? თქვენ, ალ­ბათ, აშ­იმშილებთ მას, სერ, - შენ­იშნა ადელ­მა.
- დი­ლა-­სა­ღ­ამოს ცი­ურ მა­ნანს შე­ვაგ­როვებ. მთვა­რე­ზე მინ­დ­ვ­რე­ბი და მთის ფერ­დობები ცი­უ­რი მა­ნა­ნებ­ითაა გა­და­თეთ­რებული, ადელ.
- გათ­ბობა რომ მო­უნ­დეს, სად გათ­ბე­ბა, რა უნ­და და­ანთოს?
- მთვა­რე­ზე მთე­ბი ცეცხლს აფ­რქვე­ვენ. რო­ცა შეს­ცივდე­ბა, მწვერ­ვალ­ზე ავ­იყვან და ვულკ­ანის ყელ­თან და­ვაწ­ვენ.
- ოო, რო­გორ ცუ­დად იგ­რ­ძ­ნობს თავს იქ! ტან­საც­მელი? ისი­ნი, რაც აქვს, ხომ დაუ­ცვდე­ბა. რო­გორ იშო­ვის ახ­ლებს?
მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ნათ­ლად და­ეტყო გან­ცვიფრე­ბა. - ჰმ! - თქვა მან. - რას იზამს, ადელ? აბა, ერ­თი გო­ნე­ბას ძა­ლა და­ა­ტა­ნე და მო­ი­ფიქ­რე: რო­გო­რი იქ­ნე­ბა თეთ­რი ან ვარ­დისფერი ღრუბ­ლის კა­ბა და ცი­სარ­ტყელ­ისფერი სიფ­რი­ფა­ნა შარ­ფი.
- ის ასე უფ­რო ლა­მაზ­ია, - და­ა­სკვ­ნა ადელ­მა რამ­დენ­იმე ხნის ფიქ­რის შემ­დეგ. - გარ­და ამ­ისა, ხომ მოს­წყინ­დე­ბა მთვა­რე­ზე მარ­ტოდმარტო, თქვენ­თან ერ­თად ყოფ­ნა. მე რომ მის ად­გილას ვი­ყო, არ დაგ­თან­ხმდებოდით იქ გამ­გზავ­რე­ბა­ზე.
- ის კი დამ­თან­ხმდა და სიტყ­ვაც მომ­ცა.
- მა­ინც ვერ წაი­ყვანთ იქ, მთვა­რე­ზე ასას­ვლელი გზა ხომ არ არ­სებობს. იქამ­დე მხო­ლოდ ჰა­ერ­ია. თქვენ კი, არც ერთს, ფრე­ნა არ შეგ­იძლიათ.
- ადელ, გა­ხე­დე, აი, იმ მინ­დორს. - ჩვენ ახ­ლა უკ­ვე თორ­ნ­ფ­ლი­დის ალა­ყაფის კა­რის გა­რეთ ვი­ყა­ვით და მილ­კო­ტისკ­ენ მი­მა­ვალ გზა­ტკ­ეც­ილზე მი­ვიჩ­ქა­რო­დით. წი­ნა­ღ­ამ­ინდელ ქარ­იშხალ­სა და წვი­მას გზის ორი­ვე მხა­რეს ჩამ­წკრ­ივებული და­ბალი მწვა­ნე ღო­ბისა და კე­ლაპ­ტრებივით მა­ღ­ლა აზი­დუ­ლი ხე­ების ფოთ­ლებ­ზე მტვე­რი მთლად გა­და­ე­რეც­ხა და ახ­ლა ისი­ნი საო­ცრად ხას­ხა­სებ­დნენ.

- სწო­რედ, აი, ამ მინ­დორ­ში, ადელ, ერთ სა­ღ­ამოს, ასე და­ახ­ლოებით ორი კვი­რის წი­ნათ, გვი­ან ვბრუნ­დე­ბო­დი. აი, იმ სა­ღ­ამოს, რო­ცა შენ ხი­ლის ბა­ღ­თან მდელ­ოზე ბა­ლახის გათ­იბვას მშვე­ლო­დი. ბო­ლოს, რო­ცა გამ­ონათიბი ბა­ლახის ფოცხ­ვით დავ­იღ­ა­ლე, და­სას­ვე­ნებ­ლად გა­და­საბ­იჯზე ჩამ­ოვჯექი, პა­ტა­რა წიგ­ნა­კი და ფან­ქარი ამ­ოვიღე და წე­რა დავ­იწყე: ვწერ­დი რვე­ულ­ში მო­გო­ნე­ბებს იმ უბედ­ურების შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ძალ­იან დი­დი ხნის წი­ნათ და­მატ­ყდა თავს, მაგ­რამ იქ­ვე ვწერ­დი იმ ბედ­ნიერ დღ­ე­ებ­ზეც, რო­მელ­თა დად­გომა­საც ასე გუ­ლით ვნატ­რობ­დი. ვჩქა­რობ­დი, რად­გან დღის სი­ნათ­ლე თან­და­თან ილეო­და და ოდ­ნა­ვღა ანა­თებ­და ფურ­ც­ლებს. სწო­რედ ამ დროს სრუ­ლი­ად უცხო არ­სე­ბა გამ­ოჩნდა ბი­ლიკ­ზე და ორი იარ­დის მო­შო­რე­ბით შე­ჩერ­და. და­ვა­კვირდი მას და ბინ­დ­ბუნ­დ­ში გა­ვარ­ჩიე: ეს იყო პა­ტა­რა ქმნი­ლე­ბა, რო­მელ­საც თავ­ზე ობო­ბას ქსე­ლი­ვით გამ­ჭვირვა­ლე შარ­ფი ეხ­ვია. თა­ვი დავ­უქნიე, რომ ჩემ­თან უფ­რო ახ­ლოს მო­სუ­ლი­ყო. ის მო­მი­ახ­ლოვდა და სულ ახ­ლოს, ჩემს მუხ­ლ­თან შე­ჩერ­და. არც მას და არც მე ერ­თი სიტყ­ვაც არ წარ­მოგვითქვამს, მაგ­რამ ერ­თმა­ნეთის თვა­ლებში გა­რკ­ვევით ვკითხუ­ლობ­დით ყვე­ლა­ფერს და, აი, რა გამ­ოირკ­ვა ამ უხ­მო საუ­ბრიდან:

ეს იყო ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ჯა­დოს­ნუ­რი სამ­ყარ­ოდან მოვ­ლე­ნი­ლი ფერ­ია, ამ­ქვეყ­ნად ჩემ­თ­ვის ბედ­ნიე­რების მო­სა­ტა­ნად წარ­მოგზავნილი. მე უნ­და გავ­ყვე მას ამ სამ­ყარ­ოდან სა­დღ­აც შორს, გან­მარ­ტოებულ ად­გილას, აი, რო­გორც მთვა­რე­ა, მა­გალ­ითად. ფერ­იაც მა­შინ თავს მიქ­ნევ­და და მთვა­რე­ზე მან­იშნებ­და, რო­მე­ლიც ჰე­ის გო­რა­კ­ებს იქით ამ­ოიწვე­რა. ის მიყ­ვებ­ოდა ვერც­ხლისფერ მდელ­ოებ­სა და ალე­ბასტრის გამ­ოქვაბ­ულებ­ზე, სა­დაც ჩვენ შეგ­ვეძ­ლებ­ოდა ცხოვ­რე­ბა. სურ­ვი­ლი გა­მოვ­თ­ქ­ვი, რომ ძალ­იან მინ­დო­და წას­ვლა, მაგ­რამ მო­ვაგ­ონე, რო­გორც შენ მე წე­ღ­ან, რომ ფრთე­ბი არ გა­მაჩ­ნდა.

- ოჰ, - მი­პას­უხა ფერ­იამ, - ეს არა­ფერს ნიშ­ნავს. აი, თი­ლის­მა, რო­მე­ლიც ყვე­ლა სიძ­ნე­ლეს გა­და­გა­ლახ­ვინებთ. - ამ სიტყ­ვე­ბით მან ოქ­როს ლა­მაზი ბე­ჭედი ამ­ოიღო და მითხ­რა: გა­იკ­ე­თეთ ის მეო­თხე თით­ზე, და მარც­ხე­ნა ხელ­ზე მი­მი­თი­თა. - ამ­იერ­იდან მე თქვე­ნი ვიქ­ნე­ბი, თქვენ კი - ჩე­მი. ჩვენ დე­დამ­იწას დავ­ტოვებთ და ჩვენს ზე­ცი­ურ სა­ვა­ნეს შევ­ქ­მ­ნით. ახ­ლა ეს ბე­ჭედი, ადელ, შარ­ვ­ლის ჯი­ბე­ში მაქვს შე­ნახული, რო­გორც საჩ­უქარი, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, ის მა­ლე ისევ ოქ­როს ბეჭ­დად გა­დაი­ქცე­ვა.
- მაგ­რამ მად­მუა­ზელს რა კავ­ში­რი აქვს ყო­ველ­ივე ამას­თან? მე სუ­ლაც არ ვფიქ­რობ ფერ­იებ­ზე. თქვენ თქვით, რომ მად­მუა­ზელის წაყ­ვა­ნას აპ­ირებდით მთვა­რე­ზე, არა?
- ეს ფერ­ია მად­მუა­ზელ­ია, - თქვა მან რა­ღ­აც სა­ი­დუმ­ლო ჩურ­ჩუ­ლით. ამის შემ­დეგ კი მე ბავშვს ვუთხა­რი, ყუ­რი აღ­არ ეთ­ხოვებ­ინა მი­სი მას­ხ­რო­ბის­თ­ვის. თა­ვის მხრივ, ადელ­მა მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ნამ­დ­ვი­ლი ფრან­გუ­ლი უნ­დობ­ლო­ბა გამ­ოუცხა­და და მატ­ყუა­რაც უწო­და. ამას­თა­ნა­ვე, არ­წმუნებ­და, ერ­თი წუ­თი­თაც არ იჯე­რებ­და მის მო­ნათხ­რობ ამ­ბებს ფერ­იებ­ზე, რად­გან იცო­და, რომ ისი­ნი ამ­ქვეყ­ნად არ არ­სებ­ობდნენ.

- თუნ­დაც რომ არ­სებ­ობდნენო, - ამ­ბობდა ბავ­შ­ვი, - არც ერ­თი მათ­განი არ გამ­ოცხად­დებ­ოდა თქვენ წი­ნა­შე, არ მოგ­ცემ­დათ ბე­ჭედს, არც იმას შემ­ოგთა­ვა­ზებ­დათ, მარ­ტოდმარტო გეც­ხოვრათ მთვა­რე­ზე მას­თან ერ­თადო.
ის დრო, რაც მილ­კოტ­ში გა­ვა­ტა­რეთ, ჩემ­თ­ვის მე­ტად შე­მაშ­ფოთე­ბელი აღმ­ოჩნდა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა მაი­ძულა, აბ­რეშუმის ქსო­ვი­ლე­ბის ერთ-ერთ სა­უკ­ე­თესო მა­ღ­აზ­იაში შევ­სულიყავით და თით­ქ­მის მიბ­რ­ძა­ნა, ჩემ­თ­ვის ექ­ვ­სი აბ­რეშუმის კა­ბა ამ­ომერ­ჩია. მე, სა­ერთოდ, ჩაც­მა-­დახურვის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი არ ვი­ყა­ვი და ვთხოვ­დი, სხვა დრო­ის­თ­ვის გა­და­ედო, თუ ეს აუ­ცილე­ბელი იყო.
- არა, ყვე­ლა­ფერი ახ­ლა­ვე უნ­და შე­მის­რუ­ლო, - მეუ­ბნებ­ოდა ის.

ბო­ლოს, და­ჟი­ნებული ჩურ­ჩუ­ლით იმ­დენს ვემ­უდა­რებოდი, ექ­ვ­სი ორამ­დე ჩამ­ოვაყ­ვან­ინე, მაგ­რამ ეს ორი კი, დაი­ფიცა, თვი­თონ უნ­და ამ­ოერ­ჩია. დი­დი მღ­ელ­ვა­რებით ვა­დევ­ნებდი თვალს მის მზე­რას, რო­დე­საც მა­ღ­აზიის თარ­ოებს ათ­ვალ­იე­რებ­და. არ­ჩე­ვანი ამეთ­ვისტოსფერ, ყვე­ლა­ზე ძვირ­ფას აბ­რეშ­უმსა და ვარ­დისფერ სტავ­რა­ზე შე­ა­ჩე­რა. მე კი კვ­ლავ ვეჩ­ურჩულებოდი, რომ უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნებ­ოდა, ბა­რემ ოქ­როს კა­ბა და ვერ­ცხ­ლის ქუ­დი ეყ­იდა, თო­რემ მის არ­ჩეულ ტან­საც­მელს აღ­ა­რას­ოდეს ჩავ­იცვამდი. დი­დი ხვეწ­ნა-­მუდარის შემ­დეგ, რად­გან ძალ­იან გაჯ­იუტდა და ქვა­სავით უტე­ხი გახ­და, და­ვარ­წმუნე, შე­ეც­ვა­ლა ეს ქსო­ვი­ლე­ბი შავ, მაგ­რამ დაწ­ინწკლულ სტავ­რა­სა და მო­ლივ­ლი­ვე ვერც­ხლისფერ აბ­რეშ­უმზე.
- დღ­ეისთვის ასე იყოს, - მითხ­რა მან, მაგ­რამ, რო­გორც ჩან­და, მო­მა­ვალში კი მაი­ძულებ­და ფე­რად­-ფე­რადი, ყვა­ვი­ლის კვა­ლი­ვით ჭრელ­-ჭრე­ლი სა­მო­სი ჩა­მეც­ვა.

გამ­იხარ­და, რო­დე­საც ქსო­ვი­ლებ­ისა და ოქ­რომ­ჭედ­ლების მა­ღ­აზ­იიდან გამ­ოვიყვა­ნე. რაც უფ­რო მეტს ყი­დუ­ლობ­და, მით უფ­რო მიწ­ვავ­და სა­ხეს მღ­ელ­ვა­რე­ბა და და­მამ­ცირე­ბელი გრძნო­ბა. რო­დე­საც კვ­ლავ ეტ­ლ­ში ჩავ­სხედით და და­ქანცული და ილაჯ­გაწ­ყვეტილი საზ­ურგეს მი­ვეყ­რდნე, მხო­ლოდ მაშ­ინღა გა­მახ­სენ­და ბი­ძა­ჩემის, ჯონ ეარის წე­რი­ლი მი­სის რი­დი­სად­მი. რო­გორც ჩან­და, ბი­ძას გა­დაწ­ყვეტილი ჰქონ­და, მე­მკვ­იდრედ გამ­ოვეც­ხა­დებ­ინე. - ეს ხომ უდი­დეს შვე­ბას მაგ­რძნობინებს, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის, - ცო­ტაო­დენი დამ­ოუკი­დებლობის ნე­ბას მომ­ცემს. არ შემ­იძლია იმის ატა­ნა, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ასე დედ­ოფალივით მომ­რ­თოს. მე კი მეო­რე და­ნა­ია­სავით გულ­ხელ­და­კ­რეფილი ვიჯ­დე და თავ­ზე ოქ­როს წვი­მა მეს­ხურებ­ოდეს. რო­გორც კი შინ დავ­ბრუნდები, მაშ­ინვე მივ­წერ ბი­ძა­ჩემს მა­დეი­რა­ზე. შე­ვატ­ყობინებ, რომ ჯვარს ვი­წერ და იმა­საც მივ­წერ, ვის­ზე. თუ­კი იმის იმე­დი მექ­ნე­ბა, რომ ერთ მშვენ­იერ დღ­ეს შე­მეძ­ლე­ბა სულ მცი­რე სა­კუ­თარი თან­ხა მა­ინც მი­ვუ­მა­ტო მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შემ­ოსა­ვალს, უფ­რო ად­ვილად ავ­იტან, რომ ახ­ლა ის მი­ნა­ხავს. ამ აზ­რმა ცო­ტაო­დენ და­მამ­შვიდა (გა­დავ­წყვიტე, გან­ზრახ­ვა იმ დღ­ეს­ვე მო­მეყ­ვა­ნა სის­რუ­ლე­ში). ახ­ლა უფ­რო ად­ვილად შევ­ხე­დე და თვა­ლი გავ­უსწორე ჩემს პატ­რონსა და სატ­რ­ფოს, რო­მე­ლიც და­ჟი­ნებით ეძებ­და ჩემს გამ­ოხედ­ვას. უნ­და ვთქვა, მე თვალს ვარ­იდებდი რო­გორც მის სა­ხეს, ისე მის გამ­ოხედ­ვას. მან კი გამ­იღი­მა და ვი­ფიქ­რე, რომ მი­სი ღი­მი­ლი თვითკ­მაყოფილი სულ­თ­ნის ღი­მილს ჰგავ­და, რო­მელ­მაც თა­ვი­სი მო­ნა და­ა­საჩ­უქრა და ოქ­რო­თი და ძვირ­ფა­სი ნივ­თე­ბით გა­ამ­დიდრა. ხე­ლი ვკ­არი მის ხელს, რო­მე­ლიც ჩემ­სას და­ე­ძებ­და, თა­ნაც ისე ძლიე­რად, რომ ხე­ლი მთლად გაუ­წითლდა, იმ­დე­ნად გაგ­ულისებული და შეშ­ფოთებული ვი­ყა­ვი.

- ნუ მი­ყუ­რებთ ასე, - ვუთხა­რი მე, - ხო­ლო, თუ მა­ინც არ მო­იშ­ლით, მა­შინ ჩემს ცხოვ­რე­ბაში არ ჩავ­იცვამ არც ერთ კა­ბას, გარ­და ჩე­მი ძვე­ლი, ლო­ვუდ­ში შე­კ­ერილი კაბ­ისა. იმ ია­სამ­ნისფერ, უბ­რა­ლო, ხე­ლოვ­ნუ­რი აბ­რეშუმის კა­ბაში დავ­იწერ ჯვარს. თქვენ შეგ­იძლიათ ამ მო­ლივ­ლი­ვე ვერც­ხლისფერი აბ­რეშუმის ქსო­ვი­ლის­გან ხა­ლათი შე­იკ­ეროთ და მაგ შავ სტავ­რაშიც რამ­დენ­იმე ჟი­ლეტი გამ­ოგივათ.
მან ჩუ­მად ჩაი­ცინა, ხე­ლების მტვრე­ვას მოჰ­ყ­ვა და მე­რე წამ­ოიძა­ხა:

- გა­ნა, სას­წაული არ არის მი­სი ყუ­რე­ბა და მოს­მე­ნა! გა­ნა, ის მე­ტად თავ­ისებური არ არის და თა­ვი­სი პიკ­ანტურობით უზო­მოდ არ ხიბ­ლავს ადამ­იანს? ვერ გავ­ც­ვ­ლი­დი ამ ერთ პა­ტა­რა ინ­გ­ლი­სელ ასულს ნი­ამ­ორისთვა­ლებ­იან, სწორ­ნა­კვ­თა ქა­ლებ­სა და სხვა მათ მსგავ­სთა სა­სახლის ლა­მაზ­მა­ნებში.
აღმ­ოსავლური სი­ლა­მაზის გა­და­კვრით ხსე­ნე­ბამ მწა­რედ გა­მკ­ენ­წლა.
- დარ­წმუნებული ბრძან­დებ­ოდეთ, სრუ­ლე­ბით არ ვაპ­ირებ სა­სახლის ლა­მაზ­მან­თა მაგ­ივრობა გა­გი­წი­ოთ, სერ, - ვუ­პას­უხე მე. - თუ ასე­თი გან­ზრახ­ვა გაქვთ, დაუ­ყოვნებლივ გა­ეშ­ურეთ სტამ­ბოლს. შეგ­იძლიათ, და­ნაზოგი თან­ხა იქ, მო­ნე­ბით სა­ვაჭრო დიდ ბა­ზარ­ზე და­ხარჯოთ, რად­გან არ იცით, აქ რო­გორ გამ­ოიყენოთ.

- თქვენ რას იზამ­დით, ჯე­ნიტ, მე რომ ამ ურიცხვ, ხორ­ც­სავ­სე, სხვა­დას­ხვა ჯი­შის შავ­თვა­ლა ას­ულებ­ზე ვაჭ­რობას გა­ვა­ჩა­ღ­ებდი?
- მი­სი­ო­ნე­რად მო­ვემ­ზა­დებოდი, რა­თა, უპირ­ვე­ლე­სად, თავ­ისუფლების სიყ­ვა­რუ­ლი მე­ქა­და­გა თქვე­ნი ჰა­რამ­ხანის მკვიდ­რი მო­ნა ქა­ლებისთვის. შევ­იჭრებოდი იქ და ამ­ბოხე­ბას მო­ვაწყობ­დი. თქვენ კი, სა­მკუ­დიანო ფა­შავ, სამ­მა­გად შებ­ორკილი აღმ­ოჩნდებოდით ჩვენს ხელ­ში. მა­ნამ­დე არ დავ­თან­ხმდებოდი, მო­ეხ­სნათ ბორ­კი­ლები თქვენ­თ­ვის, სა­ნამ ხელს არ მოა­წერდით ყვე­ლა­ზე ლი­ბე­რალურ მან­იფესტს, რო­გო­რიც კი ოდეს­მე რო­მელ­იმე მტარ­ვალს დაუ­შვია.

- და­ველ­ოდებოდი თქვენს წყალ­ობას, ჯე­ინ.
- შეწ­ყა­ლების იმე­დი არ უნ­და გქო­ნო­დათ, სერ, თუ თქვენ თავს ნე­ბას მის­ცემ­დით, ისე­თი თვა­ლებით შემ­ოგე­ხე­დათ ჩემ­თ­ვის, რო­გორც, აი, ახ­ლა. დარ­წმუნებული ვარ, ასე­თი ძა­ლადობის შემ­დეგ რა მან­იფესტიც უნ­და გამ­ოსცეთ, პირ­ვე­ლი, რა­საც ჩაი­დენთ გა­თავ­ისუფლების შემ­დეგ, ის იქ­ნე­ბა, რომ შე­ლა­ხავთ და არ შე­ას­რულებთ იქ ჩა­მოთ­ვ­ლილ პი­რო­ბებს.

- რა­ტომ ამ­ბობ ამას, ჯე­ინ, რას გუ­ლის­ხ­მობ ამით? ვში­შობ, შენ გინ­და მა­ი­ძუ­ლო, ჯვა­რი არა მარ­ტო ეკ­ლეს­იაში, სა­კუ­რთხევლის წინ დავ­იწერო, არა­მედ ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა ნო­ტა­რი­უ­სის კან­ტორაში და­ვა­დასტურო. ალ­ბათ, და­ჟი­ნებით მომ­თხოვ რა­ღ­აც გან­სა­კუ­თრებულ სა­ხელ­შე­კრ­ულებო პი­რო­ბებს. მა­ინც რო­გო­რია ისი­ნი?
- მინ­და სრუ­ლი­ად თავ­ისუფალი ვი­ყო, სერ, და არა რა­ღ­აც ურიცხ­ვი მო­ვა­ლეობით შე­ზღუდული. გახ­სოვთ თუ არა, რა თქვით სე­ლინ ვა­რენ­სზე? ან იმ ბრი­ლი­ან­ტებ­სა და ქიშ­მი­რის სა­კ­ა­ბე­ებ­ზე, რომ­ლე­ბიც მას­თან მიგ­ქონ­დათ საჩ­უქრად. მე არ ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი ინ­გ­ლი­სე­ლი სე­ლინ ვა­რენსი. მსურს, გა­ვაგ­რძელო შრო­მა, რო­გორც ადე­ლის აღმ­ზრდელ­მა ქალ­მა. ამით მე გამ­ოვიმუშა­ვებ თა­ვის შე­სა­ნახ­სა და ბი­ნის გა­და­სა­ხადს, გარ­და ამ­ისა, ოც­და­ათ გირ­ვან­ქას წელ­იწადში. ამ შემ­ოსავლით მე ჩავ­იცვამ და თქვენ მოგ­თხოვთ მხო­ლოდ...
- მხო­ლოდ რას, ჯე­ინ?
- პატ­ივისცე­მას. და, თუ თქვენც ჩემ­გან სა­მაგ­იეროს მი­იღ­ებთ, ურ­თი­ერ­თის ვალ­ში აღ­არ აღმ­ოვჩნდებით.
- კე­თი­ლი, ასეთ ცივ თან­დაყოლილ კად­ნიე­რე­ბა­სა და ბუ­ნებ­რივად შეს­ისხლხორცებულ სია­მა­ყეში ტო­ლი არ მო­გე­ძებ­ნე­ბათ, - მითხ­რა მან და ამ დროს ჩვენ თორ­ნ­ფილ­დ­საც მი­ვუხ­ლოვ­დით.
- ხომ არ ინე­ბებთ ჩემ­თან ერ­თად ისა­დი­ლოთ დღ­ეს? - მკი­თხა მან, რო­დე­საც ჩვე­ნი ეტ­ლი ალა­ყაფის კა­რებში შევ­იდა.
- არა, გმად­ლობთ, სერ.
- და რის გა­მო ამ­ბობთ "ა­რა, გმად­ლობთ", ნე­ბას მომ­ცემთ, გკითხოთ, ქალ­ბატონო?
- მე თქვენ­თან არას­ოდეს მი­სად­ილია, სერ, და მი­ზეზ­საც ვერ ვხე­დავ, რის­თ­ვის უნ­და და­გემორჩილოთ, სა­ნამ...
- სა­ნამ რა? თქვენ ძალ­იან დიდ სი­ამ­ოვნე­ბას გან­იჭებთ დაუ­მთავ­რე­ბელი ფრა­ზები.
- სა­ნამ სხვა­ნაი­რად მოქ­ცე­ვა ჩემ­თ­ვის უკ­ვე შეუ­ძლე­ბელი გახ­დე­ბა.
- ალ­ბათ, ფიქ­რობთ, რომ კაც­იჭამ­ია­სავით ან სის­ხ­ლის­მ­ს­მე­ლი ვე­ლუ­რი­ვით ვი­ლუკ­მები და ჩემ­თან ერ­თად ჭა­მას ერ­იდებით!
- ასე­თი რამ არას­ოდეს მი­ფიქ­რია, სერ, მაგ­რამ მინ­და, ამ ერთ თვე­საც ისე­ვე ვცხოვ­რობ­დე, რო­გორც წი­ნათ.
- თქვენ ახ­ლა­ვე და­ა­ნე­ბებთ თავს აღმ­ზრდელი ქა­ლის ამ მო­ნურ შრო­მას.

- არა, სერ. გთხოვთ, მა­პატიოთ, მაგ­რამ მე ამას ვერ გა­ვა­კ­ე­თებ. ჩემს ჩვეუ­ლებრივ საქ­მიან­ობას გან­ვაგრძობ, რო­გორც აქამ­დე ვი­ყა­ვი მიჩ­ვე­უ­ლი. მთე­ლი დღის გან­მავ­ლობაში ჩვენ ერ­თმა­ნეთს ვერ შევ­ხვდებით, სა­ღ­ამოთი კი მიხ­მეთ, რო­დე­საც გან­წყობა გექ­ნე­ბათ, რომ მნა­ხოთ. მა­შინ გე­ახ­ლებით, მაგ­რამ სხვა დროს კი - არას­ოდეს.
- მინ­და მოვ­წიო ან ერ­თი მწიკ­ვი ბურ­ნუ­თი შე­ვიყ­ნო­სო, ჯე­ინ, რომ ყო­ველ­ივე იმი­სა­გან, რა­საც მეუ­ბნებით, ოდ­ნავ მა­ინც დავ­მშვიდდე, პო­ურ მე დონ­ნერ უნე ცონ­ტე­ნან­ცე, რო­გორც ადე­ლი იტყო­და. საუ­ბედუროდ, თან არა მაქვს არც სათ­უთუნე და არც ბურ­ნუ­თის კო­ლო­ფი, მაგ­რამ მის­მი­ნე, - ჩურ­ჩუ­ლით მითხ­რა მან, - ახ­ლა შე­ნი დროა, პა­ტა­რა ტი­რა­ნო, თუმ­ცა იმე­დი მაქვს, ჩე­მიც მა­ლე დად­გე­ბა: შე­გიპყ­რობ, სამ­უდამოდ ჩე­მი გახ­დები, მთლია­ნად და­გე­პატ­რონები. და ქა­რაგ­მულად რომ გითხ­რა, აი, ასე და­გა­ბამ ამ ჯაჭ­ვით, - მან თა­ვი­სი სა­ათის ძე­წკვს ხე­ლი შე­ახო და გა­ნაგრძო: - "დი­ახ, ტკბი­ლი იყავ, პა­ტა­რავ, წყნა­რი იყავ, პა­ტა­რავ, ჩემ­მა გულ­მა სათ­უთად, სიყ­ვა­რუ­ლით გა­ტა­რა და, შენ გარ­და, საუ­ნჯე არც უნ­დო­და მას".
მითხ­რა ეს და ეტ­ლიდან გად­მოსვლაში მიშ­ვე­ლა. სა­ნამ ადელ­საც გად­მოიყვ ან­და, შინ შე­ვედი. ასე მო­ვა­ხერ­ხე თვალ­თა­გან მივ­ფა­რებოდი და მაშ­ინვე ზე­და სარ­თულისკ­ენ გა­ვეშ­ურე.

სა­ღ­ამოს თა­ვის დრო­ზე მიხ­მო. გა­სართობი მის­თ­ვის უკ­ვე წი­ნას­წარ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და, რად­გან ად­რე­ვე გა­დავ­წყვიტე, მთე­ლი სა­ღ­ამო მას­თან პი­რის­პირ საუ­ბარში არ გა­მე­ტა­რებ­ინა. მო­მაგ­ონდა მი­სი სა­უცხოო ხმა, ისიც ვი­ცო­დი, უყ­ვარ­და სა­კუ­თარი სიმღ­ერის მოს­მე­ნა. სა­ერთოდ, კარგ მომღ­ერ­ლებს ასე სჩვევ­იათ. მე თვი­თონ ხმა არ მქონ­და და, მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მკ­აცრი შე­ფა­სების შემ­დეგ, ისიც ვი­ცო­დი, მუ­სი­კო­სად არ ჩავ­ითვლებოდი, მაგ­რამ კარგ შემ­სრულე­ბელს კი დი­დი სი­ამ­ოვნებით ვუს­მენ­დი. სა­რკმ­ლიდან ვხე­დავდი, რო­გორ შემ­ოიპა­რა რო­მან­ტიკული სა­ღ­ამო და მი­და­მოს თა­ვი­სი მო­ლურ­ჯო, ვარ­სკვ­ლა­ვებით დაწ­ინწკლული პირ­ბა­დე გა­და­ა­ფა­რა. სწო­რედ მა­შინ ავ­დექი, რო­ი­ალ­თან მი­ვე­დი, ავ­ხა­დე და ზე­ცი­უ­რი მა­მა და­ვაფ­იცე, რა­მე ემღ­ე­რა ჩემ­თ­ვის. მან სას­წაუ­ლმოქმედი ჯად­ოსანი მი­წო­და და უმ­ჯო­ბე­სად ჩათ­ვა­ლა, ეს საქ­მე სხვა დრო­ის­თ­ვის გა­და­ედო, მაგ­რამ ვუმ­ტ­კი­ცებდი, რომ იმ წუ­თებს ვე­რა­ფერი შე­ედ­რებ­ოდა.
- მოგ­წონს ჩე­მი ხმა? - მკი­თხა მან.
- ძალ­იან.
არ მიყ­ვარ­და მის­თ­ვის ხოტ­ბის შეს­ხმა, რად­გა­ნაც მის მე­დი­დურ ბუ­ნე­ბას კარ­გად ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ერ­თხელ და ისიც გა­რკ­ვეულ მი­ზეზ­თა გა­მო, მი­ზან­შეწ­ონილად ვცა­ნი, პირ­ფე­რო­ბით შე­მეგ­ულია­ნებ­ინა.
- მა­შინ, ჯე­ინ, აკო­მპან­იატ­ორობა შენ უნ­და იკის­რო.
- კე­თი­ლი, სერ, შე­ვეც­დები.
მე მარ­თლაც ვცა­დე, მაგ­რამ მან მაშ­ინვე წამ­ომა­ყე­ნა სკ­ამ­იდან და "პა­ტა­რა ფი­ნა­ჩი" მი­წო­და. მე­რე სრუ­ლი­ად უბო­დი­შოდ ოდ­ნავ ხე­ლი მი­ბიძ­გა და გვერ­დით და­მა­ყე­ნა. მეც, რა­სა­კვ­ირველ­ია, სწო­რედ ეს მინ­დო­და. მან ჩე­მი ად­გი­ლი და­იკ­ა­ვა რო­ი­ალ­თან და და­კვ­რა და­იწყო. მას და­კვ­რა ისე­ვე კარ­გად შე­ეძლო, რო­გორც სიმღ­ე­რა. მე კი ფან­ჯ­რის წა­ლო­ში ჩამ­ოვჯექი და შიგ­ნით შევ­იმა­ლე. იქი­დან გავ­ცქეროდი უმოძ­რა­ოდ გა­შე­შებულ ხე­ებ­სა და ბუ­რუს­ში გახ­ვეულ მოლს. ის კი ტკბი­ლი, ხა­ვერ­დოვანი ხმით ასეთ სიმღ­ე­რას მღ­ერ­ოდა:

ჯერ არ­ნახული და ჭეშ­მარიტი
როს გულ­მა იგ­რ­ძ­ნო ეს სიყ­ვა­რუ­ლი,
აფეთ­ქდა ძა­რღვში სის­ხ­ლი ნა­რინ­დი,
ყოფ­ნის ხა­ლი­სით ვერ­და­ფარული.

მფენ­და იმე­დებს, როს მო­დი­ო­და;
როს მშორ­დებ­ოდა - მუ­დამ მტკი­ოდა
და ლო­დი­ნის­გან იმის მოს­ვ­ლამ­დე
ჩემს სულ­ში ყინ­ვა შემ­ოდიოდა.
ნე­ტარ ოც­ნე­ბად მქონ­და ქცე­უ­ლი;
ვით მე მიყ­ვარ­და, მას ვყვა­რებოდი.
მი­სი მშვე­ნებით დაბ­რმა­ვებული,
მი­სი წყურ­ვი­ლით, ნდო­მით ვკვ­დებოდი.
მაგ­რამ ჩვენ შო­რის ჩად­გა უფ­ს­კ­რუ­ლი;
გაჰ­ყა­რა ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის გზე­ბი,
გად­მოსკ­და ღვა­რი ქაფ­მოდებული
და ოკ­ე­ანის მწვა­ნე ზვირ­თე­ბი.

და გაჩ­ნდა, რო­გორც ქურ­დ­თა ბი­ლი­კი
უღ­რან ტყე­ში თუ უდა­ბურ ვე­ლად,
ძა­ლა, უფ­ლე­ბა, რის­ხ­ვა თუ მტრო­ბა
ჩვე­ნი სუ­ლე­ბის გა­სათ­იშვე­ლად.

ვძლიე ხი­ფა­თი და დაბ­რკო­ლე­ბა,
შიშს და სიმ­ხ­და­ლეს არ ვეზ­ია­რე,
ბევ­რი მუ­ქა­რა და შებ­რძოლე­ბა
შეუ­დრე­კ­ე­ლად გამ­ოვია­რე.

ჩემს ცი­სარ­ტყე­ლას მი­ვაქ­როლებდი,
ოც­ნე­ბას მე ვერ გა­და­მაჩ­ვიეს,
მა­რად დი­დე­ბულს, თაყ­ვან­სა ვცემ­დი
მზი­სა და წვი­მის ლა­მაზ ნაშ­იერს.

ტან­ჯვა­თა შო­რის ახ­ლაც მი­ნა­თებს,
ვით სი­ხა­რუ­ლი ვერ­და­ფარული,
და ამ­იტომაც აღ­არ მა­დარ­დებს
ათა­სი ჭი­რი შემ­ოჯარული.

ამ ნე­ტარ წამ­ში მე არას ვდარ­დობ!
თუმც, იქ­ნებ, ყვე­ლა არ ვძლიე იმ დროს.
რკი­ნის ფრთას­ხ­მუ­ლი სრუ­ლი­ად მარ­ტოს
შუ­რის­ძი­ე­ბით გამ­ომეც­ხადოს.

იქ­ნე­ბა ზიზღ­მა გა­მა­ნადგუროს;
წინ გა­დამ­იდგეს უფ­ლე­ბა, ნე­ბა;
ძა­ლამ დამ­ლახვროს და არ და­მინ­დოს,
ყვე­ლა მათ­განი გად­მექ­ცეს მტრე­ბად.

მე ჩემ­მა სატ­რ­ფომ პა­წა­წა ხე­ლი
ხელ­ში ჩა­მი­დო და დამ­იფიცა,
რომ სიყ­ვა­რულ­ში შე­უღ­ლებულნი
შევ­ირწყმებოდით მეც და ისი­ცა.
სიკ­ვ­დილ­ში გვერ­დით რომ მეყ­ოლე­ბა,
ბეჭ­დად ამ­ბო­რი და­ურ­თო სიტყ­ვას
და მე მე­ღი­რსა ეს ნე­ტა­რე­ბა:
ვუყ­ვარ­ვარ ისე, რო­გორც მე მიყ­ვარს.

სიმღ­ე­რა და­ამ­თავ­რა თუ არა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი წამ­ოდგა და ჩე­მკ­ენ გამ­ოე­მარ­თა. შევ­ნიშნე, მღ­ელ­ვა­რებ­ისგან აწ­ითლებულიყო; შე­ვარ­დნისებურ თვა­ლებში მო­ციმ­ცი­მე სხი­ვი უკრ­თოდა და სა­ხის ყო­ვე­ლი ნა­კვთიც უჩ­ვე­უ­ლო სით­ბო­სა და მგზნე­ბა­რე სიყ­ვარ­ულზე მეტ­ყვე­ლებ­და. წამ­იე­რად შე­ვკრთი, მაგ­რამ მა­ლე­ვე გონს მო­ვე­დი. არც უნა­ზესი სცე­ნების ხილ­ვა მსურ­და და არც ასე­თი თა­ვაწ­ყვეტილი გრძნო­ბე­ბით თა­მაში. მაგ­რამ ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ორი­ვე მხრივ გან­საც­დელის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. თავ­და­სა­ცავი ია­რა­ღი უნ­და შე­მერ­ჩია... მეც, ბას­რი მახ­ვი­ლი­ვით, ენა მო­ვი­მარ­ჯვე და, რო­გორც კი მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მო­მი­ახ­ლოვდა, კად­ნიე­რად ვკი­თხე, მა­ინც ვის­ზე აპ­ირებ­და ჯვრის და­წე­რას.
- რა უც­ნა­ურ რა­მეს მე­კი­თხე­ბა ჩე­მი ძვირ­ფა­სი ჯე­ი­ნი.

სწო­რე­დაც, მე­ტად ბუ­ნებ­რი­ვი და აუ­ცილე­ბელი იყო ჩე­მი შე­კი­თხვა. ის სულ რამ­დენ­იმე წუ­თის წინ მღ­ერ­ოდა, რომ მი­სი მო­მა­ვალი მე­უღ­ლეც მას­თან ერ­თად უნ­და გან­შორებ­ოდა ამ წუ­თი­სო­ფელს. მე­რე­და, რას გუ­ლის­ხ­მობ­და ამ წარ­მართულ აზ­რებში?
შეუ­ძლია დარ­წმუნებული იყოს, რომ სრუ­ლია­დაც არ ვაპ­ირებ სიკ­ვ­დილს მას­თან ერ­თად. ის კი მხო­ლოდ იმას ნატ­რობდა და იმა­ზე ლო­ცუ­ლობ­და, რომ მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლობაში არ გან­ვშორებოდი. სიკ­ვ­დი­ლი ისე­თებისთვის არ არის მო­გო­ნი­ლი, რო­გო­რიც მე ვარ.
მარ­თლაც ასე­ა, რო­ცა დრო მო­მი­ვა, მეც ისეთ­ივე უფ­ლე­ბა მაქვს მოვკვ­დე, რო­გო­რიც მას, მაგ­რამ მინ­და, იმ დრომ­დე ვი­ცოცხ­ლო და, ჟამ­გა­დასული წეს­ისა­მებრ, მე­უღლის ცხე­დარ­თან ერ­თად არ დავ­იმარხო.
ნუ­თუ შევ­ძლებ, ვა­პატიო მას ეს ეგო­ის­ტუ­რი აზ­რი და ამ პატ­იებ­ისა და შერ­იგების ნიშ­ნად კო­ცნას მი­ვუძღ­ვ­ნი? - არა, უმ­ჯო­ბეს­ია თავ­ისუფალი ვი­ყო.

აქ შემ­ომეს­მა, რო­გორ მი­წო­და მან "პა­ტა­რა ბო­რო­ტი ქმნი­ლე­ბა~ და თა­ნაც დაუ­მა­ტა, სხვა ქა­ლი, ალ­ბათ, სუ­ლით ხორ­ცამ­დე დად­ნებ­ოდა, ასე­თი სა­ხოტ­ბო ლექ­სი რომ ემღ­ე­რათ მის­თ­ვი­სო.
მე კი ვარ­წმუნებდი, რომ ბუ­ნე­ბით მკ­აცრი და ჯი­უ­ტი ვი­ყა­ვი და ყო­ველ­ივე ეს ხში­რად შე­ეძლო თა­ვი­სი თვა­ლით ენა­ხა მო­მა­ვალში. გა­დავ­წყვიტე, მთე­ლი ამ ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში, თუ­კი ხას­იათში რაი­მე ნა­კლი გა­მაჩ­ნდა, მხო­ლოდ ის გამ­ომე­მჟ­ღ­ავ­ნებ­ინა მის წი­ნა­შე. ჯობ­და, სა­ნამ ჯერ კი­დევ გვი­ან არ იყო, სცოდ­ნო­და, რა ტვირ­თის ზიდ­ვაც იკი­სრა.

ნუ­თუ, დავ­მშვიდდები და ოდეს­მე გო­ნივ­რუ­ლად ვე­საუ­ბრები? თუ­კი მო­ი­სურ­ვებ­და, დამ­შვიდე­ბა შე­მეძლო, მაგ­რამ მო­ფიქ­რე­ბულ და გო­ნივ­რულ საუ­ბარ­ზე კი რა მო­გახ­სენოთ, მხო­ლოდ თავს ვიტყუ­ებ­დი. ის კი აღშ­ფოთებული იყო. თა­ვის­თ­ვის რა­ღ­ა­ცას დუ­დუ­ნებ­და და მო­უთ­მენ­ლობა ეტ­ყობოდა. "ძალ­იან კარ­გი, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. - შეგ­იძლიათ აღშ­ფოთდეთ და მო­უს­ვენ­რად გა­ა­ტაროთ დრო, რამ­დენიც გე­ნებოთ, მაგ­რამ დარ­წმუნებული ვარ, თქვენ წი­ნა­შე სწო­რად მოქ­ცე­ვის ხერ­ხი მხო­ლოდ ეს არის. იმა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­ხართ და მომ­წონ­ხართ, ვიდ­რე სიტყ­ვებს ძა­ლუძთ გად­მოსცენ ჩე­მი გრძნო­ბა, მაგ­რამ მის სიღრ­მეში ვერ ჩავ­იძირები. ამ ბას­რი, გო­ნე­ბა­მახვილური სიტყ­ვე­ბით უნ­და შევ­ძ­ლო, რო­გორ­მე შე­გა­ჩეროთ უფ­ს­კ­რუ­ლის პი­რას. გარ­და ამ­ისა, რაც უფ­რო მე­ტად გან­მტკი­ცდე­ბა ამ მწა­რე-­მწა­რე ფრა­ზების გავ­ლე­ნა, მით უფ­რო შევ­ძლებ შევ­ინარჩუნო მან­ძი­ლი ჩვენ შო­რის, რო­მე­ლიც უფ­რო ხელ­საყ­რელი იქ­ნე­ბა ჩვენს მო­მა­ვალ ურ­თი­ერ­თობაში~.
თან­და­თანობით საშ­ინლად გა­ვა­ღი­ზია­ნე და, რო­დე­საც ის, ასე აღშ­ფოთებული, ოთა­ხის მეო­რე ბო­ლო­ში გან­ცა­ლკ­ევ­და, წამ­ოვდექი და ჩავ­ილა­პა­რა­კ­ე: - ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, სერ. - სრუ­ლი­ად ჩვეუ­ლებრივ, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ჩემ­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი მოკრ­ძა­ლებით, ჩუ­მად გამ­ოვედი გა­ნის კარ­იდან და ჩე­მი ოთახ­ისკ­ენ გა­ვეშ­ურე.

ასე გრძელ­დებ­ოდა თით­ქ­მის მთე­ლი ამ თვის გან­მავ­ლობაში, ვცდი­დი ჩემს თავს. სა­ბედ­ნიეროდ, წარ­მა­ტე­ბა­საც მი­ვა­ღწ­იე. თუმ­ცა ის მე­ტად შეშ­ფოთებული და გა­ა­ვებული იყო, ჩან­და, რომ ასე­თი საქ­ციელი უფ­რო არ­თობდა. კრავ­ისებური მორ­ჩი­ლე­ბა და გვრი­ტი­სე­ბუ­რი ღუ­ღუ­ნი მის დეს­პო­ტიზმს კი­დევ უფ­რო გა­ა­ღვ­ივებ­და, მაგ­რამ მის აზ­როვნე­ბა­ზე, საღ გრძნო­ბებ­სა და გემ­ოვნე­ბა­ზე კი მე­ტად უფე­რულ შთა­ბეჭ­დილე­ბას მო­ახ­დენ­და.

უცხო ადამ­იან­თა თან­დას­წრებით მე ძვე­ლებ­ურად პატ­ივისმცე­მელი და მოკრ­ძა­ლებული ვი­ყა­ვი. სხვაგ­ვარი ქცე­ვა სრუ­ლი­ად უად­გი­ლოც იქ­ნებ­ოდა. მხო­ლოდ სა­ღ­ამოობით, შეხ­ვედრის დროს­ღა თუ გავ­უწევდი წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას და რა­მეს ვაწ­ყენ­ინებდი. ყო­ველ­დღ­ე, შვიდ სა­ათ­ზე, ის თა­ვის ოთახ­ში მიხ­მობ­და ხოლ­მე, მაგ­რამ, რო­ცა ახ­ლა მის წი­ნა­შე წარ­ვდგებოდი, ის სა­ა­ლერსო და თაფ­ლი­ვით ტკბი­ლი სიტყ­ვე­ბით, რო­გო­რიც იყო "საყ­ვა­რელო" და "ძვირ­ფა­სო", უკ­ვე აღ­არ მი­მას­პინძლდებ­ოდა, არა­მედ "უტი­ფარ თო­ჯი­ნას", "ავ­გულ ჭინკ­ას~, "ალ­ქაჯს", "მაქ­ციას" და სხვა ამ­გვარ სა­ხე­ლებს მე­ძახ­და. ალერ­სის ნაც­ვლად მე­მან­ჭებ­ოდა, ხე­ლის ჩამ­ორთმევის მაგ­იერ მკ­ლავ­ზე მჩქმეტ­და და კოც­ნის მაგ­იერ ყურს მწიწკნ­იდა. მაგ­რამ ამა­ში ცუდს მა­ინც ვე­რა­ფერს ვამ­ჩნევდი. ალერსს ბევ­რად მერ­ჩია ასე­თი უხე­ში მოპყ­რო­ბა. რო­გორც ვამ­ჩნევდი, მი­სის ფე­იერ­ფექსიც ამარ­თლებ­და ჩემს საქ­ციელს და მი­სი ში­შიც თან­და­თანობით გაქ­რა. დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ კარ­გად ვიქ­ცე­ო­დი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი კი მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში მარ­წმუნებ­და, რომ მის ჯან­მრთელ­ობას ბო­ლოს ვუღ­ებდი. ამი­ტომ იყო, რომ გამ­უდმებით მემ­უქრებ­ოდა, მოკ­ლე ხან­ში ჩე­მი ასე­თი საქ­ციელის გა­მო საშ­ინელი შუ­რის­ძი­ე­ბით გას­წორე­ბას მპირ­დებ­ოდა. მის ასეთ მუ­ქა­რას მე მხო­ლოდ დავ­ცი­ნო­დი. - ახ­ლა უკ­ვე შემ­იძლია გო­ნივ­რუ­ლი საქ­ციელით ხელ­ში და­გი­ჭი­როთ, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის, - და, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, მო­მა­ვალშიც კარ­გად შევ­ძლებ. თუ ერ­თი ხერ­ხი და­კ­არ­გავს მძლე­თამ­ძლე ძა­ლას, მეო­რეს გამ­ოვიყე­ნებ.

თუმ­ცა, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩე­მი ამ­ოცა­ნა არ­ც­თუ ისე ად­ვი­ლი იყო. ძალ­იან ხში­რად თვი­თონ მსურ­და ალერ­სიანი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და გუ­ლი არ მე­ტკი­ნა მის­თ­ვის. ჩემ­თ­ვის მთელ ქვეყ­ნიე­რე­ბად მხო­ლოდ ჩე­მი მო­მა­ვალი მე­უღ­ლე იქ­ცა. ხში­რად მას­ზე ძვირ­ფა­სა­დაც მი­მაჩ­ნდა. ის იყო ზე­ცი­უ­რი იმე­დი და ისე იდ­გა ჩემ­სა და რე­ლი­გი­ურ რწმე­ნას შო­რის, თით­ქოს ადამ­იან­სა და მა­ნათ­ობელ მზეს შო­რის ბნე­ლი ჩრდი­ლი ჩამ­დგარიყოს. იმ დღ­ე­ებში მე ღმერ­თის არ­სებ­ობაც აღ­არ მახ­სოვდა, რად­გან და­მატ­ყვე­ვა მი­სი­ვე ძა­ლით შექ­მნილმა ქმნი­ლე­ბამ, რომ­ლის­გა­ნაც თაყ­ვან­სა­ცემი კერ­პი შევ­ქმენი.

იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93