ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამერვე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამერვე
ვერც კი შევ­ნიშნე, რო­გო­რი დღე იყო, მოწ­მენ­დი­ლი თუ ნის­ლი­ა­ნი, რო­დე­საც ხეი­ვანში ჩა­ვედით. მე არც ცას ვუ­ყუ­რებ­დი და არც მი­წას, მხო­ლოდ სა­კუ­თარ გულ­ში ვი­ყუ­რე­ბო­დი და ორი­ვე, რო­გორც გუ­ლი, ისე თვა­ლები, მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ზე იყო მი­ჯაჭ­ვუ­ლი. მინ­დო­და, და­მე­ნა­ხა ის უხი­ლა­ვი სა­განი, რო­მელ­საც, რაც წინ მივ­დი­ო­დით, ასე­თი ულ­მო­ბე­ლი და მკ­აცრი თვა­ლით უჭ­ვ­რეტ­და. ასე­ვე მინ­დო­და, გა­მეგო მი­სი ფიქ­რე­ბი, რო­მელ­თა ძა­ლას ასე ეწ­ინა­ა­ღმ­დე­გებ­ოდა და ეუ­რჩებ­ოდა. ის ეკ­ლესიის ეზოს ჭიშკ­არ­თან შე­ჩერ­და, შე­ამ­ჩნია, რომ სულს ძლივ­ს­ღა ვით­ქ­ვამ­დი.

- მკ­აცრი ვარ, არა, სიყ­ვა­რულ­ში?
- მკი­თხა მან. - შეი­სვე­ნე რამ­დენ­იმე წა­მი და და­მეყ­რდენი, ჯე­ინ.
ახ­ლაც შემ­იძლია გავ­იხსენო ის სუ­რა­თი: ჩემ წინ იყო მშვი­დად აღ­მართული ძვე­ლი, ნაც­რისფე­რკ­ედ­ლებ­იანი საყ­დარი; სამ­რე­კლოს გარ­შემო ჭილ­ყ­ვავ­ნი და­ფარ­ფა­ტებ­დნენ, მა­ღ­ლა დი­ლის მზის სხი­ვე­ბით წით­ლად პი­რა­ტკ­ეცილი ცა მახ­სოვს, აგ­რეთ­ვე, საფ­ლავის მწვა­ნე ბორ­ც­ვე­ბი და არც ორი უცხო ადამ­იანის ლან­დი და­მავ­იწყდე­ბა, რო­მელ­ნიც ამ პა­ტა­რა ბორ­ც­ვებს შო­რის და­აბ­ოტებ­დნენ და მხო­ლოდ სულ რამ­დენ­იმე, ხავ­სით და­ფარულ საფ­ლავის ქვა­ზე სა­მახსოვროდ ამ­ოკ­ვეთილ წარ­წე­რებს კი­თხულობდნენ. მე ისი­ნი იმი­ტომ შე­ვამ­ჩნიე, რომ, რო­გორც კი ჩვენ შეგ­ვნიშნეს, ეკ­ლესიის უკ­ან მი­ი­მალ­ნენ. ეჭ­ვიც კი აღ­არ მე­პა­რებ­ოდა, რომ ისი­ნი ტა­ძარში გა­ნის კარ­იდან შემ­ოვიდოდნენ და ჯვრის­წე­რის ცე­რემ­ონიალს და­ეს­წრებ­ოდნენ. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ისი­ნი ვერ შენ­იშნა, რად­გან თვალ­მოუშორებ­ლად მე ჩამ­ყურებ­და სა­ხეში, რის გა­მოც ძა­რღ­ვებში სის­ხ­ლის მოძ­რაო­ბა შემ­იწყდა; შუბ­ლ­ზე ცვა­რი­ვით გამ­ოჟო­ნა ოფ­ლ­მა და სა­ხე და ტუ­ჩე­ბი გამ­იცივდა. რო­დე­საც გონს მო­ვე­დი, მან ფრთხი­ლად ჩა­მა­ტა­რა ბი­ლიკ­ზე საყ­დ­რის კა­რამ­დე.

შე­ვედით მდუ­მა­რებით მო­ცულ პა­ტა­რა საყ­დარში; თეთრ სტი­ქარ­ში გა­მოწყო­ბი­ლი მღვ­დელი დაბ­ლა, სა­კუ­რთხე­ველ­თან გვიც­დი­და; დია­კონიც მის გვერ­დით იდ­გა; ირ­გ­ვ­ლივ სრუ­ლი მყუდ­როე­ბა გა­მე­ფებულიყო. მხო­ლოდ ორი ჩრდი­ლი მოძ­რაო­ბდა ჩვენ­გან შორს, კუ­თხეში. ჩე­მი ვა­რაუდი გა­მარ­თლდა; უც­ნო­ბე­ბი ჩვენ­ზე ად­რე შე­პარ­ულიყვნენ იქ და ახ­ლა რო­ჩეს­ტე­რების აკლ­დამის გვერ­დით ჩვე­ნკ­ენ ზურ­გ­შექ­ცეულნი იდ­გ­ნენ. ისი­ნი მო­ა­ჯი­რის იქით ძველ, ჟამ­თა სვლი­სა­გან და­ლა­ქა­ვებულ მარ­მარილოს ძეგლს ათ­ვალ­იე­რებ­დნენ, რო­მელ­ზეც გამ­ოსახული მუხ­ლ­მოდ­რე­კილი ან­გელოზი, სამ­ოქა­ლაქო ომის დროს მარ­ს­ტონ მუ­რის ბრძო­ლა­ში და­ღუპული დაი­მერ დე რო­ჩეს­ტერ­ისა და მი­სი მე­უღლის, ელ­ისა­ბედის, ნეშტს და­რაჯ­ობდა.

ჩვენ სა­კუ­რთხე­ველ­თან სწო­რედ იმ ად­გილზე დავ­დექით, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ჯვრის­წე­რის­თ­ვის იყო გა­მო­ყო­ფი­ლი. უკ­ა­ნა მხრი­დან ფრთხი­ლი ნა­ბი­ჯის ხმა შემ­ომეს­მა. თა­ვი გვერ­დზე მი­ვაბ­რუნე და ცხა­დად შე­ვამ­ჩნიე, ერ­თ-ერ­თი უც­ნო­ბი ჯენ­ტლმენ­თა­განი სა­კუ­რთხე­ველს უახ­ლოვდებ­ოდა. მღვ­დელ­მსახ­ურე­ბა და­იწყო. ახ­სნა-­გან­მარ­ტე­ბა ქორ­წი­ნე­ბის როლ­ზე უკ­ვე წა­კითხული გვქონ­და, რო­ცა მღვ­დელ­მა ერ­თი ნა­ბი­ჯი წინ გად­მოდგა, ოდ­ნავ გად­მოიხა­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისკ­ენ და გა­ნაგრძო:

- გთხოვთ და, ამას­თა­ნა­ვე, გიბ­რ­ძა­ნებთ ორი­ვეს (რად­გან გა­ნკითხვის დღ­ეს, მარ­თლმსაჯ­ულების წი­ნა­შე, გულ­ში ჩა­მარხული ყვე­ლა სა­ი­დუმ­ლო უნ­და გამ­ოა­შკ­ა­რავ­დეს), თუ რო­მელ­იმე თქვენ­განს აქვს რაი­მე და­მაბ­რკო­ლე­ბელი მი­ზე­ზი, რის გა­მოც არ შეუ­ძლია კან­ონიერი ქორ­წი­ნე­ბით შე­უღლ­დეს მეო­რეს­თან, საჭ­იროა, ახ­ლა­ვე აღ­იაროს, თო­რემ დარ­წმუნებული უნ­და ბრძან­დებ­ოდეთ, მათ კავ­შირს, რო­მელ­ნიც სრუ­ლი­ად სხვა გზით, ე.ი. ღვთის მი­ერ დად­გენილი კა­ნო­ნის გა­რე­შე, შე­უღ­ლებ­ულან, ზე­ცი­უ­რი მა­მა არ ამ­ტკი­ცებს, ქორ­წი­ნე­ბა კან­ონიე­რად არ ით­ვ­ლე­ბა.
ის შე­ჩერ­და, რო­გორც ამას წე­სი მო­ითხოვ­და. გა­ნა, ოდეს­მე და­რღ­ვეუ­ლა დუ­მი­ლი ამ წი­ნა­და­დების შემ­დეგ რაი­მე პა­სუ­ხით? შე­საძ­ლე­ბელ­ია, სა­უკუ­ნეში ერ­თხელ. მღვ­დელ­მაც წიგ­ნი­დან თვალ­მოუშორებ­ლად ერთ წამს სუ­ლი მო­ით­ქ­ვა და უნ­დო­და გა­ნეგრძო. მან ხე­ლიც კი გაი­წოდა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისკ­ენ და პი­რიც გა­ა­ღო, რომ ეკი­თხა: "გსურთ ჯვა­რი დაი­წეროთ ამ ქალ­ზე?" რომ სულ ახ­ლოს, გა­რკ­ვევით გაი­სმა ვიღ­აცის ხმა:

- ჯვრის­წე­რა არ მოხ­დე­ბა. გიცხა­დებთ, მას წინ დი­დი და­მაბ­რკო­ლე­ბელი მი­ზე­ზი ეღო­ბე­ბა.
მღვ­დელ­მა მო­საუ­ბრეს ახე­და და დად­უმდა. დია­კონიც თით­ქ­მის ასე­ვე მო­იქ­ცა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ოდ­ნავ შეი­რხა, მის ფეხ­ქვეშ თით­ქოს მი­წის­ძ­ვ­რი­სა­გან დე­დამ­იწა შერ­ყეულიყოს. მე­რე შე­ე­ცა­და, უფ­რო მტკი­ცედ მოე­მაგ­რებ­ინა ფე­ხი მი­წა­ზე და თავ­მოუბრუნებ­ლად, ისე, რომ არა­ვის­თ­ვის შეუ­ხე­დავს, თქვა: - გა­ნაგ­რძეთ.
ირ­გ­ვ­ლივ სა­მარ­ისებური დუ­მი­ლი გა­მეფ­და, რო­დე­საც და­ბალი და ყრუ ხმით მან ეს სიტყ­ვე­ბი წარ­მოთქვა. მე­რე კი მის­ტერ ვუდ­მა უცებ გა­ნაც­ხა­და: - ასე­თი გან­ცხა­დების შემ­დეგ არ შემ­იძლია გან­ვაგრძო, ყვე­ლა­ფერი უნ­და გამ­ოირკ­ვეს. საჭ­იროა ვი­ცო­დე, ყო­ველ­ივე ეს სიც­რუეა თუ სი­მარ­თლე.
- ჯვრის­წე­რა ჩაშ­ლილია, - დაუ­მა­ტა ბო­ლოს ვიღ­აცის ხმამ ჩვენ უკ­ან. - შემ­იძლია ჩე­მი მტკი­ცე­ბა და­ვა­საბუთო: ამ ქორ­წი­ნე­ბას წინ ძალ­იან დი­დი დაბ­რკო­ლე­ბა ეღო­ბე­ბა.

მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ყვე­ლა­ფერი გაი­გონა, მაგ­რამ ჩან­და, ყუ­რა­დღ­ე­ბას აღ­არ აქ­ცევ­და. იდ­გა სას­ტიკი და შეუ­დრე­კ­ელი. ოდ­ნა­ვა­დაც არ იძ­ვ­რო­და, მხო­ლოდ ხელს არ მიშ­ვებ­და. ოჰ, რო­გორ ღე­ლავ­და და რო­გორ ძლიე­რად მი­ჭერ­და ხელს ხელ­ზე! რო­გორ ჰგავ­და ამ­წუთას მი­სი გაფ­ითრებული, ძლი­ე­რი და მტკი­ცე ნე­ბის­ყო­ფის გამ­ომხატ­ველი შუბ­ლი ძნე­ლად სა­ტეხ მარ­მარილოს; რო­გორ ანა­თებ­და თვა­ლები ან რა და­ძაბული მზე­რა ჰქონ­და და რა ვე­ლუ­რი ცეცხ­ლი უღვ­იოდა მათ­ში.
ჩან­და, მის­ტერ ვუ­დი დაი­ბნა.

- მა­ინც, რა დაბ­რკო­ლე­ბაა ასე­თი? - იკი­თხა მან. - იქ­ნებ მი­სი თავ­იდან აც­ილე­ბა შეი­ძლე­ბა და გავ­მარ­თლდეთ?
- სა­ეჭ­ვოა, - წარ­მოთქვა იმა­ვე ხმამ. - მე მას შეუ­ძლე­ბელი ვუ­წო­დე და არც უსა­ბუ­თოდ ვლა­პა­რა­კობ.
მო­საუ­ბრე წინ წამ­ოდგა, მო­აჯ­ირზე გად­მოიხა­რა და გა­ნაგრძო. თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას მტკი­ცედ, გა­რკ­ვევით, მშვი­დად და, ამას­თა­ნა­ვე, ხმა­დაბ­ლა წარ­მოთქვამ­და.

- საქ­მე, უბ­რა­ლოდ, პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბას ეხე­ბა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს მე­უღ­ლე ჰყავს, რო­მე­ლიც ჯერ ისევ ცოცხალ­ია.
მე­ხის და­ცე­მაც ვერ ამ­ითრთოლებ­და ისე ნერ­ვებს, რო­გორც ამ ხმა­დაბ­ლა წარ­მოთქმულმა სიტყ­ვებ­მა იმოქ­მე­და ჩემ­ზე. მათ­მა მომ­წამ­ვლელ­მა ძა­ლამ სის­ხ­ლი ისე ამ­იჩქროლა, რა­საც ვერც ყინ­ვა და ვერც ცეცხ­ლი ვერ მაგ­რძნობინებ­და. ძალ­-ღო­ნე მო­ვიკრ­იბე: ვგრძნობ­დი, გუ­ლი არ წამ­ივიდოდა; მის­ტერ რო­ჩეს­ტერს შევ­ხე­დე და ვაი­ძულე, მა­საც შემ­ოე­ხე­და ჩემ­თ­ვის. მას მთელ სა­ხე­ზე მი­წის­ფე­რი დას­დებ­ოდა; ჯი­უ­ტად მომ­ზი­რალ თვა­ლებში ცეცხ­ლი უკრ­თოდა. ის არა­ფერს უარ­ყოფდა და ყო­ველ­ივეს ამ­ქვეყ­ნად გამ­ომწვე­ვად შეჰ­ყურებ­და; არც იღი­მებ­ოდა, არც მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა და, თით­ქოს, ვე­ღ­არც იმას გრძნობ­და, რომ მის გვერ­დით სუ­ლი­ე­რი არ­სე­ბა იდ­გა. ის მხო­ლოდ წელ­ზე ხელს მხვევ­და და, რაც შე­ეძლო, თავ­ისკ­ენ მი­ზი­დავ­და.

- ვინ ხართ თქვენ? - ჰკი­თხა მან აბე­ზარს.
- ჩე­მი გვა­რი ბრიგ­სია. სა­სა­მართლოს რწმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ლონ­დო­ნი­დან.
- თქვენ გსურთ დამ­იდასტუროთ, რომ მე ცო­ლი მყავს?
- მინ­და, გა­გახ­სენოთ თქვე­ნი მე­უღლის არ­სებ­ობა, სერ, რო­მელ­საც კა­ნო­ნი ცნობს, თუ თქვენ არა.
- მოწყა­ლე­ბა მო­იღ­ეთ, აღმ­იწე­რეთ და მითხა­რით მი­სი გვა­რი, სა­ხელი, წარ­მო­შო­ბის ად­გი­ლი ან სად ცხოვ­რობს ის?
- სი­ამ­ოვნებით. - მის­ტერ ბრიგ­ს­მა მშვი­დად ამ­ოიღო ჯი­ბი­დან ქა­ღ­ალდი და, მი­სი საქ­მიანობისთვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი, ცხვირ­ში მო­დუდღუ­ნე ხმით, წა­იკი­თხა: ვამ­ტკი­ცებ და შემ­იძლია და­ვა­საბუთო, რომ ამა და ამ წლის (თხუთ­მე­ტი წლის წინ) ოც ოქ­ტომ­ბერს ედ­ვარდ ფე­იერ­ფექს რო­ჩეს­ტერ­მა, თორ­ნ­ფილ­დის ამა და ამ საგ­რაფოში მცხოვ­რებ­მა და ფერ­ნ­დი­ნის მამ­ულისა და სა­სახლის პატ­რონმა, რო­მე­ლიც შა­ი­რის საგ­რაფ­ოშია, ინ­გ­ლის­ში, ჯვა­რი დაი­წე­რა ჩემს და­ზე, ბერ­თა ან­ტუა­ნე­ტა მეზ­ონზე, ვა­ჭარ ჯონს მეზ­ონისა და მი­სი მე­უღლის, კრე­ო­ლი ქა­ლის, ან­ტოინე­ტას ქალ­იშვილზე. ქორ­წი­ნე­ბა მოხ­და ქალაქ სპენ­იშტაუნის ეკ­ლეს­იაში, ია­მა­იკ­ა­ზე. ქორ­წი­ნე­ბის ჩა­ნა­წერი შეი­ძლე­ბა მო­ნა­ხოთ სა­ე­კ­ლესიო დავ­თრებში, ხო­ლო ახა­ლი პი­რი ხელ­თა მაქვს. ხე­ლის მო­წე­რა: რი­ჩარდ მე­ზო­ნი.
- ეგ თუ ნამ­დ­ვი­ლი საბ­უთია, მხო­ლოდ იმას ადას­ტურებს, რომ მე ჯვარ­და­წერილი ვი­ყა­ვი, და არა იმას, რომ იქ ჩემს მე­უღ­ლედ მოხ­სენ­იებული ქა­ლი ჯერ კი­დევ ცოცხა­ლი იყოს.

- სა­მი თვის წინ ის ცოცხა­ლი იყო, - გა­ნაც­ხა­და მო­სა­მარ­თლემ.
- საი­დან იცით?
- ამ ფაქ­ტის და­სა­დას­ტურებ­ლად, მე მყავს მოწ­მე, რომ­ლის ჩვე­ნების უარ­ყოფა თქვენ ძალ­იან გაგ­იძნელ­დე­ბათ.
- წარ­მოად­გინეთ ის აქ, თუ არა და, ჯან­და­ბამ­დე გზა გქო­ნი­ათ!
- მე მას ახ­ლა­ვე წარ­მოგიდგენთ, რად­გან ის სწო­რედ აქ გახ­ლავთ. მის­ტერ მე­ზონ, კეთ­ილინე­ბეთ და წინ წამ­ოდექით.
ამ გვა­რის გაგ­ონე­ბა­ზე მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა კბ­ილები გა­ა­ღრ­ჭია­ლა და, თით­ქოს სხე­ულ­ში ძლი­ერ­მა კრ­უნჩხვამ გა­უა­რაო, ისე აცახ­ცახ­და. ისე ახ­ლოს ვი­დე­ქი, რომ სიბ­რაზ­ისა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილებ­ისგან გამ­ოწვეულ თრთო­ლას მთელ მის სხე­ულ­ში ცხა­დად ვგრძნობ­დი. მეო­რე უც­ნო­ბი ადამ­იანი, რო­მე­ლიც აქამ­დე სა­დღ­აც, უკ­ა­ნა მხა­რეს იდ­გა, წინ წამ­ოდგა. სა­სა­მართლოს რწმუ­ნე­ბუ­ლის მხრის ზე­მოთ ფერ­მკრ­თალი სა­ხე გამ­ოჩნდა. დი­ახ, ეს, მარ­თლაც, მის­ტერ მე­ზო­ნი იყო. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მიტ­რი­ალ­და და მას ცეცხ­ლის მფრქვე­ველი თვა­ლები შე­ა­ნა­თა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს თვა­ლები, რო­გორც წი­ნათ ხში­რად მო­გახ­სე­ნებდით, შა­ვი ჰქონ­და, მაგ­რამ ახ­ლა არა მარ­ტო დას­წითლებ­ოდა, არა­მედ თით­ქოს სიღრ­მეში სის­ხ­ლის­ფ­რად ან­თებ­ოდა. სა­ხე ისე წით­ლად უვარ­ვა­რებ­და, გეგ­ონებ­ოდათ, გუ­ლის სიღრ­მიდან მომ­დი­ნა­რე ცეცხ­ლი მომ­წ­ვა­ნო ლო­ყებ­სა და გაფ­ითრებულ შუბ­ლ­ზეც წა­ჰკი­დებ­იაო. ის შეი­ნძრა, ძლი­ე­რი მკ­ლავი მა­ღ­ლა ას­წია; მზად იყო, გა­ე­კ­რა მე­ზო­ნის­თ­ვის, და­ე­ნარც­ხებ­ინა ეკ­ლესიის ფი­ლა­ქან­ზე და ასე­თი შეუ­ბრა­ლე­ბელი გარ­ტყ­მით სუ­ლი ამ­ოერ­თმია კი­დეც მის­თ­ვის, მაგ­რამ მეზ­ონმა უკ­ან დაი­ხია და საც­ოდა­ვად წამ­ოიკ­ნავ­ლა: - ღვთის გუ­ლი­სათ­ვის, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ!

მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ზიზღ­მა აღშ­ფოთე­ბა გაუ­ნე­ლა. მი­სი გუ­ლის­წყ­რო­მა გაქ­რა, თით­ქოს სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბამ შთან­თქა ყო­ველ­ივე, და მხო­ლოდ იკი­თხა:
- რა გაქვს სათ­ქმელი?
მეზ­ონმა გაფ­ითრებული ტუ­ჩე­ბი აამ­ოძრა­ვა და რა­ღ­აც ჩაი­ლუღლ­უღ­ა.
- ჯან­და­ბამ­დე გზა გქო­ნია, თუ გა­რკ­ვევით ერ­თი სიტყ­ვის წარ­მოთქმაც არ შეგ­იძლია. კვ­ლავ გი­მეო­რებ: რა გაქვს სათ­ქმელი.
- სერ, სერ! - შე­აწ­ყვეტ­ინა მღვ­დელ­მა. - ნუ გავ­იწყდე­ბათ, რომ ღვთის სახ­ლ­ში იმ­ყო­ფე­ბით. - შემ­დეგ მან ისევ მე­ზონს მი­მარ­თა და წყნა­რად ჰკი­თხა: - თქვენ იცით, სერ, ამ ჯენ­ტლმენის მე­უღ­ლე ცოცხალ­ია ჯერ კი­დევ თუ არა?
- მხნეო­ბა მო­იკრ­იბეთ, - სთხო­ვა ვექ­ილმაც. - ილა­პა­რა­კ­ეთ!
- ის ახ­ლაც თორ­ნ­ფილ­დის სა­სახ­ლეში ცხოვ­რობს, - თქვა მეზ­ონმა უფ­რო გა­რკ­ვევით. - მე ის იქ გა­სულ აპ­რილს ვნა­ხე. მე მი­სი ძმა ვარ.
- თორ­ნ­ფილდ-ჰოლ­ში? - წამ­ოიძა­ხა მღვ­დელ­მა, - შეუ­ძლე­ბელ­ია! დი­დი ხან­ია მეზ­ობელი მი­დამ­ოების მკვიდ­რი ვარ და არას­ოდეს გამ­იგონია, რომ მაგ სახ­ლ­ში მი­სის რო­ჩეს­ტერი ცხოვ­რობ­დეს.

დავ­ინა­ხე, გეს­ლიან­მა ღი­მილმა ბა­გე რო­გორ მო­უგ­რი­ხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერს და ჩაი­ბუტბუტა:
- არა, ღვთის შე­წევნით, მე ვიზ­რუ­ნე, რომ არა­ვის სცოდ­ნო­და მი­სი არ­სებ­ობა ამ გვა­რით და არც ვინ­მეს სცნო­ბო­და ის.
ასე ათი წუ­თის გან­მავ­ლობაში ის რა­ღ­ა­ცას ფიქ­რობ­და და თა­ვის თავს ესაუ­ბრებ­ოდა. ეტ­ყობა, გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა მი­ი­ღო და გა­ნაც­ხა­და:
- კმა­რა! ყვე­ლა­ფერი გამ­ოა­შკ­ა­რავ­დე­ბა ახ­ლა­ვე, რო­გორც ლუ­ლი­დან გას­რო­ლი­ლი ტყვია თავს ვერ დაი­ჭერს. ვუდ, დახ­ურეთ თქვე­ნი წიგ­ნი, სტი­ქა­რი გაი­ხა­დეთ! ჯონ გრინ, - მი­მარ­თა დია­კონს, - დატ­ოვეთ ეკ­ლეს­ია, ჯვრის­წე­რა დღ­ეს აღ­არ გაი­მარ­თე­ბა.

- ისიც და­ემ­ორჩილა. თვით მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა კი ბო­ლოს გა­ბედ­ულად და გამ­ომწვე­ვად გა­ნაგრძო: - ორ­ცო­ლი­ან­ობა საშ­ინელი სიტყ­ვა­ა... მე კი, თურ­მე, მა­ინც ამას ვაპ­ირებდი, მაგ­რამ ბედ­მა გზი­დან გა­და­მაგდო, გან­გე­ბამ თვით შემ­იშა­ლა ხე­ლი, შე­საძ­ლე­ბელ­ია, უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად. ამ წუთ­ში კი მე სა­ტა­ნა­ზე ცო­ტა უკ­ე­თესი ვარ და, რო­გორც ჩე­მი სუ­ლი­ე­რი მოძღ­ვარი იტყო­და, უეჭ­ველ­ია, ღვთის უმკ­აც­რეს სას­ჯელს ვიმ­სახ­ურებ - ჩაუ­ქრობელ ცეც­ხლსა და სამ­უდამო ტან­ჯვა-­წა­მე­ბას. ჯენ­ტლმე­ნებო, ჩე­მი გეგ­მა ჩაშ­ლილია. რა­საც ვე­ქი­ლი და კლ­იენტი მო­გახ­სე­ნე­ბენ, მარ­თალ­ია. მე ჯვარ­და­წერილი ვი­ყა­ვი და ის ქა­ლიც, რო­მე­ლიც მა­შინ შევ­ირთე, ცოცხალ­ია. ვუდ, თქვენ ამ­ბობთ, რომ არას­ოდეს არა­ფერი გსმენ­იათ მი­სის რო­ჩეს­ტერ­ზე, ამ სახ­ლის დია­სახ­ლისზე, მაგ­რამ ის კი ვი­ცი, თქვენს ყურს ძალ­იან ხში­რად სმენ­ია ჭო­რი იდუ­მა­ლებით მო­ცულ, ცხრა­კლიტულში გამ­ოკ­ეტილ შეშ­ლილ არ­სე­ბა­ზე, რო­მელ­საც ამ სახ­ლ­ში ინა­ხა­ვენ. ზო­გი­ერ­თი, ალ­ბათ, ჩაგ­ჩურჩულებ­დათ, რომ ის ჩე­მი უკ­ანონოდ შო­ბი­ლი ნა­ხე­ვარ­და იყო, ზო­გი კი, ალ­ბათ, გა­ძე­ვებულ სატ­რ­ფოს ეძახ­და. მე კი გიცხა­დებთ ახ­ლა, რომ ის ჩე­მი მე­უღ­ლე­ა, რო­მე­ლიც თხუთ­მე­ტი წლის წი­ნათ შევ­ირთე. მი­სი გვა­რი და სა­ხელი ბერ­თა მეზ­ონია, აი, ამ მა­მაცი პი­როვ­ნე­ბის და, რო­მე­ლიც ახ­ლა თა­ვი­სი აცახ­ცა­ხებული სხეუ­ლითა და გაფ­ითრებული სა­ხით გიჩ­ვე­ნებთ, რამ­დენის ატა­ნა უნ­და შე­ეძლოს გუ­ლად მა­მა­კ­აცს. გუ­ლი გაი­მაგ­რე, დიკ, ნუ გეშ­ინია, მე შენ ისე­ვე ვერ გა­გარ­ტყამ, რო­გორც ქალს! ბერ­თა მე­ზო­ნი შეშ­ლილია.

შთამ­ომავლობით ის ასეთ ოჯახ­ში დაი­ბა­და. სამ თაო­ბაში მხო­ლოდ სუ­ლე­ლები და მა­ნი­ით შეპყ­რო­ბილ­ნი და­ბა­დებ­ულან. ბერ­თას დე­და, კრე­ო­ლი ქა­ლი, რო­გორც მის ქალ­იშვილზე დაქ­ორწინების შემ­დეგ შევ­იტყვე, ლო­თიც იყო და შეშ­ლი­ლიც. მა­ნამ­დე ამ ოჯა­ხურ საი­დუმლოზე კრ­ინტსაც არ ძრავ­დნენ. ბერ­თა კი, რო­გორც მორ­ჩი­ლი შვი­ლი, ორი­ვე მხრივ, მშობ­ლის გან­სახ­იე­რე­ბა გახ­ლდათ. აი, რო­გო­რი მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი მე­უღ­ლე მყავ­და: წმინ­და­ზე წმინ­და, ჭკვ­იანი და თავ­და­ჭერილი. შეგ­იძლიათ წარ­მო­იდ­გი­ნოთ, რა ბედ­ნიერი ვი­ყა­ვი ამ­ქვეყ­ნად და რა დი­დე­ბუ­ლი სა­ნა­ხაობის მოწ­მე გავ­ხ­დი! თქვენ რომ ყვე­ლა­ფერი იცო­დეთ, ჩე­მი მაშ­ინდელი ცხოვ­რე­ბა ზე­ცი­უ­რი გან­ცხრომა გეგ­ონებ­ოდათ. ახ­ლა კი ყო­ველ­გვარი ახ­სნა-­გან­მარ­ტე­ბა ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია! ბრიგს, ვუდ, მე­ზონ, მე ყვე­ლას ჩემს სახ­ლ­ში გე­პატ­იჟ­ებით, თქვე­ნი თვა­ლით ნა­ხეთ მი­სის პუ­ლის ავად­მ­ყო­ფი, ეგ­რეთ წო­დე­ბუ­ლი ჩე­მი მე­უღ­ლე! თქვენ იქ ნა­ხავთ, მოტყუ­ე­ბით რო­გორ ქალ­ზე და­მა­წერ­ინეს ჯვა­რი. გან­სა­ჯეთ, მქონ­და თუ არა ნე­ბა, და­მე­რღვ­ია ეს სა­ქორ­წი­ნო ხელ­შე­კრ­ულე­ბა და მე­ძებ­ნა ურ­თი­ერ­თობა, ბო­ლოს და ბო­ლოს, ნამ­დ­ვილ ადამ­იან­თან. ამ გო­გო­ნამ, - გა­ნაგრძო მან და მე შემ­ომხე­და, - თქვენ­ზე მე­ტი არ იცის, ვუდ, ამ საზ­იზღ­არი საი­დუმლოების შე­სა­ხებ. მას ყვე­ლა­ფერი სა­მარ­თლია­ნად და კან­ონიე­რად მი­აჩ­ნდა. არას­ოდეს ფიქ­რა­დაც არ მოს­ვ­ლია, რომ ამ კავ­ში­რით ეს გაქ­ნი­ლი არამ­ზა­და მა­ხეს უგებ­და და უკ­ვე ჯვარ­და­წერილი იყო ამ უშ­ნო, სუ­ლელ და პი­რუტყ­ვად ქცე­ულ ქალ­ზე! ყვე­ლა წა­მო­დით, მომ­ყე­ვით, ჩქა­რა!

ხელს ჯერ ისევ მაგ­რად მი­ჭერ­და ხელ­ზე და ასე გამ­ოვიდა საყ­დრიდან. სა­მი ჯენ­ტლმენი უკ­ან გამ­ოგვყვა. დარ­ბაზის წინ ეტ­ლი გველ­ოდა.
- უკ­ან წაი­ყვა­ნე, სა­ჯი­ნი­ბო­ში, ჯონ, - უთხ­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა მას ცი­ვად, - დღ­ეისთვის სა­ჭი­რო აღ­არ არის.
შეს­ვლისთა­ნა­ვე მი­სის ფე­იერ­ფექსი, ადე­ლი, სო­ფი და ლი ჩვენს შე­სახ­ვედ­რად და მო­სალ­ოცად გამ­ოცვივდნენ.
- თვა­ლით არა­ვინ და­მე­ნახოს! - დაუ­ყვირა მათ პატ­რონმა, - მომ­შორ­დით, არ მინ­და მო­ლოც­ვა. ვის სჭირ­დე­ბა ახ­ლა ის? ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მე აღ­არ გამ­ომად­გე­ბა, მან უკ­ვე თხუთ­მე­ტი წლით დაი­გვია­ნა.

მან გზა გა­ნაგრძო და კი­ბის სა­ფეხ­ურებს შეუ­დგა; ხელს ჯერ კი­დევ არ მიშ­ვებ­და; ჯენ­ტლმე­ნებს კი თა­ვის ქნე­ვით ან­იშნებ­და, უკ­ან გაჰ­ყოლოდნენ. ისი­ნიც მოგ­ვ­ყ­ვებ­ოდნენ. ავ­ია­რეთ პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის კი­ბე, გავ­ია­რეთ დე­რე­ფანი და მე­სა­მე სარ­თულისკ­ენ გა­ვეშ­ურეთ. აქ მან თა­ვი­სი გა­სა­ღ­ებით, რო­მე­ლიც თით­ქ­მის ყვე­ლა კლ­იტეს ხსნი­და, შა­ვი კა­რი გა­ა­ღო და გო­ბე­ლე­ნებით მორ­თულ ოთახ­ში შეგ­ვიყვა­ნა. ოთახ­ში უზარ­მა­ზარი სა­წო­ლი და მო­ჩუ­ქურ­თ­მე­ბუ­ლი კა­რა­და იდ­გა.

- ალ­ბათ, გეც­ნობათ ეს ად­გი­ლი, მე­ზონ? - ჰკი­თხა მას ჩვენ­მა წი­ნამ­ძღო­ლმა. - მან, მგო­ნი, აქ და­გკბ­ინა და დაგ­ჭრა და­ნით?
მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა კე­დელ­ზე ჩამ­ოშვებული ფარ­დები გა­დას­წია და მეო­რე კა­რი გამ­ოჩნდა; ისიც გა­ა­ღო და დავ­ინა­ხეთ უფან­ჯ­რო ოთა­ხი. ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი ენ­თო, რო­მელ­საც მა­ღ­ალი და მა­გარი რკი­ნის სა­ფარი კა­რი იცავ­და. ჭერ­იდან ჯაჭ­ვი ეშ­ვებ­ოდა, რო­მელ­ზეც მა­ღ­ლა, ჰა­ერში გამ­ოკი­დებულივით ლამ­პა მო­ჩან­და. გრე­ის პუ­ლი ცეც­ხლთან იყო დახ­რი­ლი და, ჩან­და, კარ­და­ლაში რა­ღ­ა­ცას ხარ­შავ­და. ოთა­ხის ბნელ სიღრ­მეში, თით­ქ­მის მის მეო­რე ბო­ლო­ში, რა­ღ­აც უჩ­ვე­უ­ლო გამ­ოსახ­ულე­ბა მი­მო­დი­ო­და წინ და უკ­ან. ერ­თი შე­ხედვით, არა­ვის შე­ეძლო ეთ­ქვა, რა იყო ის, ცხო­ვე­ლი თუ ადამ­იანი. რო­გორც ჩან­და, ოთხ ფეხ­ზე დაფ­ოფხავ­და და ისე ღმ­უოდა და ფრუ­ტუ­ნებ­და, რო­გორც რო­მელ­იმე გა­რეული ცხო­ვე­ლი, თუმ­ცა სხე­ულს ტან­საც­მელი უფა­რავ­და. ხში­რი, შა­ვი, შე­ჭა­ღ­ა­რა­ვებული თმა გა­რეული ცხო­ვე­ლის ფა­ფარივით გაშ­ლი­ლი და ერ­თმა­ნეთში არეუ­ლ-და­რეული, სა­ხე­სა და თავს მთლია­ნად უმა­ლავ­და.
- დი­ლა მშვი­დო­ბი­სა, მი­სის პულ! - უთხ­რა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა. - რო­გორ ხართ? რო­გორ არის დღ­ეს თქვე­ნი ავად­მ­ყო­ფი?
- რო­გორც არის, ვუძ­ლებ, სერ, გმად­ლობთ, - უპას­უხა გრეი­სმა და სა­კი­დარ­ზე კა­ვით ფრთხი­ლად ას­წია მა­ღ­ლა მო­თუხ­თუ­ხე საჭ­მ­ლის ქვა­ბი.
- შფო­თავს, მაგ­რამ ჯერ­ჯერობით არ გაშ­მა­გებ­ულა.
სა­ზა­რელ­მა ყვი­რილ­მა უცებ გა­ა­ბათ­ილა მი­სი პა­სუ­ხი. ტან­საც­მელში გა­მოწყო­ბი­ლი აფ­თარი უკ­ა­ნა ფე­ხებ­ზე წამ­ოდგა და წელ­ში გას­წორდა.
- ოჰ, სერ, ის თქვენ გხე­დავთ უკ­ვე, - წამ­ოიძა­ხა გრეი­სმა. - უმ­ჯო­ბეს­ია, გა­ე­ცალოთ აქაუ­რობას.
- მხო­ლოდ რამ­დენ­იმე წუ­თი, გრე­ის, მხო­ლოდ რამ­დენ­იმე წუ­თი და­მა­ცა­დეთ.
- ფრთხი­ლად, სერ! ღვთის გუ­ლისა­თ­ვის, ფრთხი­ლად!
შეშ­ლი­ლი აღმ­უვლდა. სა­ხე­ზე ჩა­მოშ­ლი­ლი, გრძე­ლი, აბურ­ძ­გ­ნი­ლი თმა მო­ი­შო­რა და მნახ­ვე­ლებს ვე­ლუ­რი­ვით და­უწყო ყუ­რე­ბა. მაშ­ინვე ვი­ცა­ნი ეს ნა­კ­ვერ­ჩხალივით აელ­ვა­რებული სა­ხე და შეშ­უპებული ნა­კვ­თები. მი­სის პუ­ლი წინ წამ­ოვიდა.
- ჩამ­ომე­ცა­ლეთ გზი­დან, - მი­მარ­თა მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა და გვერ­დით გას­წია. - ახ­ლა და­ნა არა აქვს, ალ­ბათ, და თავს რო­გორ­მე დავ­იცავ.
- ვე­რავინ გაი­გებს, რა აქვს მა­გას, სერ, ძალ­იან დი­დი ეშ­მა­კ­ია. მოკვ­დავ­თა ჩვეუ­ლებრივი წინ­და­ხედ­ულე­ბა მა­გის ცბიე­რე­ბას ვერ ჩას­წვდე­ბა.
- უმ­ჯო­ბეს­ია, აქაუ­რობას გავ­ცილდეთ, - დაი­ჩურჩულა მეზ­ონმა.
- ჯან­და­ბამ­დე გზა გქო­ნია! - მია­ძა­ხა სი­ძემ.
- ფრთხი­ლად! - წამ­ოიყვირა გრეი­სმა.

სამ­ივე მა­მა­კ­აც­მა ერ­თდროულად უკ­ან დაი­ხია, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ელ­ვის სის­წ­რა­ფით ზურგს უკ­ან მო­მიქ­ცია. შეშ­ლი­ლი გად­მოხტა, ყელ­ში სწვდა და ლო­ყა­ში კბ­ილები ჩა­ასო. და­იწყო ბრძო­ლა. ქა­ლი მოყ­ვა­ნი­ლო­ბით დი­დი იყო, სი­მა­ღლით თით­ქ­მის თა­ვი­სი მე­უღლის ტო­ლი და, ამას­თა­ნა­ვე, სრუ­ლი; ბრძო­ლის დროს ვა­ჟ­კ­აცურ ძა­ლას ავ­ლენ­და. მი­უ­ხე­და­ვად მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ათ­ლეტური სის­ხარ­ტისა, ქალ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ისე წაუ­ჭირა ყელ­ში ხე­ლი, კი­ნა­ღ­ამ და­ახრჩო. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს, რა­სა­კვ­ირველ­ია, შე­ეძლო ერ­თი სი­ლის გაწ­ვ­ნით და­ე­ნარც­ხებ­ინა დაბ­ლა, მაგ­რამ ხომ არ გა­არ­ტყამ­და; მხო­ლოდ თავს იცავ­და მის­გან. ბო­ლოს შეშ­ლილს ორი­ვე მკ­ლავი დაუ­ჭირა, გრე­ის პულ­მა თო­კი მი­აწ­ოდა და ხე­ლები უკ­ან მაგ­რად შე­უკ­რეს. და­ნარ­ჩენი თო­კით კი მან ის სკ­ამ­ზე მია­ბა. ყვე­ლა­ფერი ეს შეშ­ლი­ლის ყურ­თას­მენის წა­მღ­ებ, გა­აფ­თრებულ ყვი­რილ­ში მოხ­და, ამას­თა­ნა­ვე, ის სიშ­მაგ­ისგან იკრ­უნჩხებ­ოდა და ხელ­იდან დას­ხლტომას ცდი­ლობ­და. ბო­ლოს, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მაყ­ურებ­ლებს მი­უბ­რუნ­და, შე­ხე­და მათ და ბა­გე­ზე მწა­რე და უბე­დუ­რი ადამ­იანის ღი­მილმა გა­დაუ­რბინა.

- აი, ეს გახ­ლავთ ჩე­მი მე­უღ­ლე, - წარ­მოთქვა მან. - რაც მახ­სოვს, მხო­ლოდ ასე­თი მოხ­ვე­ვა იცის, რო­გორც ცოლ­მა; მხო­ლოდ ასე­თი ალერ­სი, რაც ნუ­გეშს მცემს მოც­ლი­ლო­ბის დროს. ეს კი ის არის, ვის­ზე­დაც ვოც­ნე­ბობ­დი, რომ ჩე­მი ყო­ფი­ლი­ყო (ხე­ლი მხარ­ზე და­მადო). ეს ახალ­გაზ­რდა გო­გო­ნა დამ­წუხრებული, მაგ­რამ მშვი­დი დგას ჯო­ჯო­ხე­თის პი­რის­პირ და უშ­ფოთ­ვე­ლად შეს­ცქერის ამ ჯა­დოქ­რის ხტუნ­ვა­სა და ხრიკ­ებს. მე ისე მსურ­და მი­სი სი­ახ­ლოვე, რო­გორც ჯო­ჯო­ხეთ­ურად ცხა­რე კერ­ძის შემ­დეგ რაი­მე გემ­რიელი საჭ­მელი მო­უნ­დე­ბა ადამ­იანს. ვუდ, ბრიგს, შე­ხე­დეთ მათ შო­რის ამ დიდ სხვაო­ბას! შე­ა­და­რეთ ეს ნა­თელი, მო­ციმ­ცი­მე თვა­ლები ამ ჩას­ისხლია­ნებულ თვა­ლებს; ეს სა­ხე - ამ ნიღ­აბივით სა­ხეს; ეს სხე­უ­ლი - მის ხორ­ცის ბელ­ტე­ბად ქცე­ულ სხე­ულს... და მა­შინ გან­სა­ჯეთ ჩე­მი საქ­ციელი, სა­ხა­რების მქა­და­გე­ბელო მღვ­დელო და თქვენც, კა­ნო­ნის დამ­ცველო მო­ხე­ლევ! გახ­სოვდეთ, რა სამ­სჯავროს წი­ნა­შეც მე წარ­ვდგები თქვე­ნი წყა­ლო­ბით, იგი­ვე სამ­სჯავრო გა­გა­სა­მარ­თლებთ თქვენც! ახ­ლა კი გა­მე­ცა­ლეთ აქე­დან, ჩე­მი საუ­ნჯე უნ­და ჩა­ვკ­ეტო. 

ყვე­ლანი გა­რეთ გამ­ოვედით. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი კი­დევ დარ­ჩა შიგ­ნით რამ­დენ­იმე წუთს, ალ­ბათ, უნ­დო­და გრე­ის პუ­ლის­თ­ვის რაი­მე გა­ნკ­არ­გულე­ბა მიე­ცა. კი­ბე­ზე ჩას­ვლისას სა­სა­მართლოს რწმუ­ნე­ბუ­ლი მო­მიბ­რუნ­და და ასე მომ­მარ­თა:
- თქვენ, ქალ­ბატონო, სრუ­ლი­ად თავ­ისუფალი ხართ ყო­ველ­გვარი და­ნა­შაუ­ლისგან. თქვენს ბი­ძას ეს ამ­ბავი უთუ­ოდ ძალ­იან გა­ა­ხა­რებს, თუ, რა­სა­კვ­ირველ­ია, ცოცხა­ლი დახ­ვდე­ბა მის­ტერ მე­ზონს, რო­დე­საც ის მა­დეი­რა­ზე დაბ­რუნდე­ბა.
- ჩე­მი ბი­ძა? რა იცით მის შე­სა­ხებ? თქვენ იც­ნობთ მას?

- მის­ტერ მე­ზო­ნი იც­ნობს. თქვე­ნი ბი­ძა, მის­ტერ ეარი, რამ­დენ­იმე წლის გან­მავ­ლობაში ქ. ფან­ჩელში მა­თი სა­ვაჭრო ფირ­მის კო­რეს­პონდენტი ყო­ფი­ლა. და რო­დე­საც თქვენს ბი­ძას თქვენ­გან წე­რი­ლი მი­უღ­ია, რო­მე­ლიც თქვენ­სა და მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მო­სალ­ოდნელ ქორ­წი­ნე­ბას ატ­ყობინებ­და, მის­ტერ მე­ზო­ნი ამ დროს მა­დეი­რა­ზე ის­ვე­ნებ­და თურ­მე ჯან­მრთელობის აღ­სად­გე­ნად. იქი­დან ია­მა­იკ­ა­ზე დაბ­რუნებ­ისას, სრუ­ლი­ად შემ­თხვევით, გზად მის­ტერ ეარს შეხ­ვედ­რია. თქვენს ბი­ძას საუ­ბარში ეს ამ­ბავიც უხ­სე­ნებ­ია, რად­გან იცო­და, რომ ჩე­მი კლ­იენტი იც­ნობ­და ვიღ­აც ჯენ­ტლმენს ინ­გ­ლის­ში, გვა­რად რო­ჩეს­ტერს. გან­ცვიფრებ­ულსა და, რო­გორც წარ­მოგიდგენ­იათ, მე­ტად გა­ნაწ­ყე­ნებულ მის­ტერ მე­ზონს საქ­მის ვი­თა­რე­ბა მთლია­ნად გამ­ოუმჟ­ღ­ავ­ნებ­ია. ძალ­იან ვწუხ­ვარ, რომ გეუ­ბნებით, მაგ­რამ ბი­ძათ­ქვენი ამჟ­ა­მად სიკ­ვ­დი­ლის პი­რა­სა­ა. თუ მხედ­ველ­ობაში მი­ვიღ­ებთ მი­სი სნეუ­ლების ხას­იათს, მო­სალ­ოდნელ გა­უა­რე­სე­ბას და იმა­საც, თუ მი­სი ავად­მყოფობა რა სტად­იაშ­ია ახ­ლა, დაუ­ჯე­რე­ბელ­ია, რომ ის კვ­ლავ წამ­ოდგეს. რო­გორც ხე­დავთ, მას მაშ­ინვე ინ­გ­ლისს გამ­ომგზავ­რე­ბა თვი­თონ არ შეს­ძლებ­ია, რა­თა იმ მახ­იდან გამ­ოეხ­სენით, რო­მელ­შიც კი­ნა­ღ­ამ გა­გა­ბეს. სწო­რედ ამის გა­მო მას უთხო­ვია მის­ტერ მე­ზო­ნის­თ­ვის, იქ დრო აღ­არ და­ე­კ­არ­გა, რაც შეი­ძლე­ბა ჩქა­რა წა­მო­სუ­ლი­ყო აქეთ და ყო­ვე­ლი ღო­ნე ეხ­მა­რა ამ მაც­დუ­რო­ბით მოწყო­ბი­ლი ქორ­წი­ნე­ბის ჩა­საშ­ლე­ლად. მან ის ჩემ­თან გამ­ოგზავ­ნა, რომ დავ­ხმა­რებოდი. მეც ყო­ვე­ლი ღო­ნე ვიხ­მა­რე ამ საქ­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად და ჩე­მი თა­ვის მად­ლობელ­იცა ვარ, რომ არ და­ვაგ­ვია­ნე. ეჭ­ვი არ არის, თქვენც ასე­ვე იქ­ნე­ბით გა­ხა­რებული. დარ­წმუნებული რომ ვი­ყო, თქვე­ნი ბი­ძა მის­ტერ მე­ზო­ნის მა­დეი­რაში ჩას­ვლამ­დე არ გარ­დაი­ცვლე­ბა, გირ­ჩევ­დით, გაჰ­ყო­ლო­დით მას, მაგ­რამ, ამ გამ­ოუვალი მდგო­მა­რეობის გა­მო, უმ­ჯო­ბეს­ია ინ­გ­ლის­ში დარ­ჩეთ, სა­ნამ რა­მე ამ­ბავს შეი­ტყობდეთ მის­ტერ ეარ­ისგან ან რაი­მე ცნო­ბას მი­იღ­ებ­დეთ მას­ზე.

- კი­დევ არის რაი­მე საქ­მე ან ჩვე­ნი დარ­ჩე­ნა აქ საჭ­იროა? - მი­უბ­რუნ­და ის მის­ტერ მე­ზონს.
- არა, არა, წავ­იდეთ, - მღ­ელ­ვა­რებით უპას­უხა მან. აღ­არც კი დაუ­ცდიათ, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს გამ­ოთხოვებ­ოდნენ, ისე გა­ე­მარ­თნენ სა­დარ­ბაზო კარ­ისკ­ენ. მღვ­დელი ცო­ტა ხანს კი­დევ დარ­ჩა რამ­დენ­იმე სიტყ­ვის სათ­ქმე­ლად. არ ვი­ცი, საყ­ვედური უნ­დო­და ეთ­ქვა თუ გა­ე­კი­ცხა თა­ვი­სი სამ­რევლოს ასე­თი ქედ­მა­ღ­ალი წარ­მომად­გე­ნელი. რო­დე­საც ეს მო­ვა­ლეო­ბაც მო­იხ­ს­ნა, ისიც წავ­იდა.
ჩემს ოთახ­ში დავ­ბ­რუნ­დი. ნა­ხევ­რად ღია კარ­თან ვი­დე­ქი და მეს­მოდა, რო­გორ გა­ე­ცა­ლა ისიც იქაუ­რობას. სახ­ლი და­ცარ­იელ­და. ჩავ­იკ­ე­ტე. კარ­ში სას­წრაფოდ ურ­დუ­ლი გავ­უყა­რე, რომ არა­ვინ შე­მო­სუ­ლი­ყო ან არა­ვინ დამ­დევ­ნებ­ოდა. ჯერ კი­დევ იმ­დე­ნად მშვი­დად ვი­ყა­ვი, რომ არც ვტი­რო­დი და არც ვწუხ­დი. ჩემ­და უნებ­ურად სა­ქორ­წი­ნო კა­ბა გავ­იხა­დე და ჩე­მი შა­ლის კა­ბა ჩა­ვიც­ვი, რო­მელ­ზეც წი­ნა დღ­ეს გავ­იფიქრე, რომ უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად მეც­ვა. მე­რე დავ­ჯექი; სი­სუს­ტე და და­ღლ­ილობა ვიგ­რ­ძე­ნი; ხე­ლები მაგ­იდა­ზე და­ვაწ­ყვე, ზედ თა­ვი და­ვაყ­რდნე და ახ­ლა უკ­ვე შე­მეძლო მეფ­იქრა. აქამ­დე მხო­ლოდ მეს­მოდა, ვხე­დავდი, ვმოძ­რა­ობ­დი, აქეთ-იქით დავ­ყვებოდი, საი­თაც წამ­იყვან­დნენ ან წა­მათ­რევ­დნენ; თვალ­ყურს ვა­დევ­ნებდი, ერ­თი შემ­თხვე­ვა რო­გორ მოს­დევ­და მეო­რეს, ან ერ­თი სა­ი­დუმ­ლო რო­გორ აა­შკ­ა­რა­ვებ­და მეო­რეს; მაგ­რამ ახ­ლა მხო­ლოდ ვფიქ­რობ­დი.

დი­ლა სა­კ­მაოდ მშვი­დი იყო, თუ მხედ­ველ­ობაში არ მი­ვიღ­ებთ მცი­რე ხანს შეშ­ლილთან შეხ­ვედრის წუ­თებს. ეკ­ლეს­იაში მთელ­მა ამ ამ­ბავ­მა უხ­მა­უ­როდ ჩა­ია­რა. არც დი­დი გრძნო­ბა­თა ღელ­ვა გამ­ოუმჟ­ღ­ავ­ნებ­ია ვინ­მეს, არც ხმა­მა­ღ­ალი ჩხუ­ბი და ყვი­რი­ლი ყო­ფი­ლა, არც კა­მათი, აყალ­მა­ყალი, ქვი­თი­ნი და ცრემ­ლი. მხო­ლოდ რამ­დენ­იმე სიტყ­ვა ით­ქ­ვა სრუ­ლი­ად მშვი­დად ჯვრის­წე­რის საწ­ინა­ა­ღმ­დეგოდ და მი­სი შეუ­ძლებლობის შე­სა­ხებ. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მაც რამ­დენ­იმე შე­კი­თხვა დას­ვა მოკ­ლედ და უკ­მე­ხად, რა­საც მოჰ­ყ­ვა პა­სუ­ხი, ახ­სნა-­გან­მარ­ტე­ბა და მოწ­მე­თა ჩვე­ნებით და­საბ­უთე­ბა. ჩემ­მა პატ­რონმა გულ­წ­რ­ფე­ლად აღ­ია­რა სი­ნამ­დვილე და შემ­დეგ ცოცხა­ლი და­მამ­ტკი­ცე­ბელი საბ­უთები გვიჩ­ვე­ნა თა­ვი­სი სიტყ­ვე­ბის და­სა­დას­ტურებ­ლად. ბო­ლოს, უცხო ადამ­ია­ნები წავ­იდნენ და ყვე­ლა­ფერი დამ­თავ­რდა.
ჩვეუ­ლებრივ, ახ­ლა ჩემს ოთახ­ში ვი­ყა­ვი სრუ­ლი­ად ისეთ­ივე, რო­გო­რიც წი­ნათ, თვალ­ში სა­ცემი არავ­ითარი ცვლი­ლე­ბა არ მომ­ხ­და­რა, არც სა­ხელი გაუ­ტეხ­ია ჩემ­თ­ვის ვინ­მეს, არც რაი­მე ზი­ა­ნი მო­უ­ყე­ნებ­ია, არც არა­ფერი დაუ­შა­ვებ­ია და, მა­ინც, სად იყო გუ­შინ­დე­ლი ჯე­ინ ეარი? სად იყო მი­სი ცხოვ­რე­ბა და იმე­დები?

ჯე­ინ ეარი, იმედ­იანი ახალ­გაზ­რდა ქა­ლი, რო­მე­ლიც ასე გა­ტა­ცებით ელ­ოდა მო­მა­ვალს, თით­ქ­მის მე­უღ­ლე, ახ­ლა გულ­გაც­ივებულ და მარ­ტოხე­ლა არ­სე­ბად ქცე­უ­ლი­ყო. მი­სი ცხოვ­რე­ბა გაუ­ფერ­ულდა, იმე­დები კი დაე­მსხვრა. საშ­ობაო ყინ­ვა დაუ­დგა შუა ზაფხულ­ში. დე­კ­ემბრის თეთ­რმა ქარ­იშხალ­მა წამ­ოუქროლა ივ­ნის­ში; ყინ­ვამ მწი­ფე ვაშ­ლები და­აზრო; ნამ­ქერ­მა იმ­ს­ხ­ვერ­პლა გაშ­ლი­ლი ვარ­დები; მინ­დ­ვ­რებ­სა და ყა­ნებს თეთ­რი სუ­და­რა გა­და­ე­ფა­რა; ორ­ღო­ბე­ები და გზის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ წი­ნა­ღ­ა­მეს ყვავ­ილებით იყო მორ­თუ­ლი, დღ­ეს თოვლს დაუ­ფა­რავს და ბი­ლი­კიც კი აღ­არ­სად ჩანს ამ გა­უკ­ვა­ლავ ად­გილებში. ტყე­ები კი, რომ­ლე­ბიც ამ თორ­მე­ტი სა­ათის წი­ნათ ფოთ­ლებს აშ­რია­ლებ­დნენ და ისეთ სურ­ნელს აფ­რქვევ­დნენ, რო­გორ­საც ატე­ხი­ლი ჭა­ლები ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებში, ახ­ლა დიდ მან­ძილზე გა­დაჭიმული, გა­ძარცული, გა­ველ­ურებული და და­თოვ­ლი­ლი ისე გამ­ოიყურე­ბა, რო­გორც ფიჭ­ვის ტყე­ები ზამ­თ­რო­ბით, ნორ­ვეგ­იაში. ყვე­ლა ჩე­მი იმე­დი ჩა­კვ­და. ის მტარ­ვალ­მა ბედ­ისწე­რამ ისე­ვე გან­გმირა, რო­გორც გან­რისხებ­ულმა ჰერ­ოდემ ყვე­ლა პირ­ველ­შო­ბი­ლი ბეთ­ლემში. გა­დავ­ხე­დე ჩემს სა­თაყ­ვანო სურ­ვი­ლებს. ნაი­რფრად გაშ­ლილ­ნი, ჯერ კი­დევ გუ­შინ ისი­ნი ბრწყინ­ვა­ლე ფე­რებში მე­ხა­ტებ­ოდნენ. ახ­ლა კი, გა­ყი­ნულ­ნი და უმოძ­რა­ოდ ქცე­ულ­ნი, ჩემ თვალ­წინ ეყარ­ნენ სის­ხ­ლის­გან დაც­ლი­ლი გვა­მებივით, რო­მელ­თაც სა­სი­ცოცხ­ლო ნი­შან­წყალი აღ­ა­რას­ოდეს დაუ­ბრუნდე­ბათ. ჩავ­უკვირდი ჩემს სიყ­ვა­რულს, გრძნო­ბას, რო­მე­ლიც ჩემს პატ­რონს ეკუ­თვნოდა და რო­მე­ლიც მან გა­ა­ღვ­ივა; ის ისე თრთო­და და ცახ­ცა­ხებ­და ჩემს გულ­ში, რო­გორც ტან­ჯუ­ლი ყრმა უპატ­რო­ნო აკ­ვანში. დაუ­ძლურებული, მძი­მე ნა­ღ­ველს შე­ებ­ოჭა; მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მკ­ლავ­თა ხვევ­ნას აღ­არ ეს­წრაფ­ოდა და აღ­არც მი­სი მკ­ერდის სით­ბოს გაზ­ია­რე­ბა შე­ეძლო. ოჰ, აღ­ა­რას­ოდეს დაუ­ბრუნდებ­ოდა ეს გრძნო­ბა მას, რად­გან რწმე­ნა დაი­მსხვრა და ნდო­ბა გა­ცამ­ტვერ­და! მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ის აღ­არ იყო ჩემ­თ­ვის, რაც წი­ნათ, რად­გან ის არ აღმ­ოჩნდა ისე­თი, რო­გო­რიც მეგ­ონა. მე არ ვა­წერდი მას რაი­მე მა­ნკ­იე­რე­ბას, არც იმის თქმა შე­მეძლო, რომ მან მიღ­ა­ლა­ტა, მაგ­რამ გაქ­რა თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც უმ­წიკ­ვ­ლო სი­მარ­თლეს ღა­ღ­ა­დებ­და მუ­დამ. ამი­ტომ უნ­და გავ­ც­ლო­დი მას, ამა­ში ღრ­მად ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული ახ­ლა, მაგ­რამ რო­დის, რო­გორ ან სა­ით, ეს ჯერ კი­დევ ვერ გა­მე­რკვ­ია. ეჭ­ვი არ მე­პა­რებ­ოდა, თვი­თო­ნაც აჩ­ქარ­დებ­ოდა, გან­ვეშ­ორებ­ინე თორ­ნ­ფილ­დის­თ­ვის. ჩან­და, ნამ­დ­ვი­ლი გრძნო­ბით მას არც შე­ეძლო ვყვა­რებოდი. ეს, ალ­ბათ, მგზნე­ბა­რე წამ­იერი გა­ტა­ცე­ბა იყო, რო­მე­ლიც მო­უ­ლოდ­ნე­ლად, რა­ღ­აც დაბ­რკო­ლე­ბა­თა გა­მო შეწ­ყდა და ახ­ლა, ალ­ბათ, აღ­არც ვუნ­დო­დი. მას­თან შეხ­ვედ­რაც კი ში­შით მზა­რავ­და ახ­ლა. ალ­ბათ, თვა­ლით და­სა­ნა­ხა­ვა­დაც კი ვძულ­დი. ოჰ, თურ­მე, რო­გორ ბრმად შევ­ცქეროდი ყო­ველ­ივეს და რა უმ­წეო ვი­ყა­ვი.

თვა­ლები და­ხუ­ჭუ­ლი მქონ­და, სიბ­ნე­ლე ჩამ­ოწვა და მო­შა­ვო კვამ­ლის ბოლ­ქ­ვე­ბად დაც­ურავ­და ჩემ გარ­შემო. შა­ვი ფიქ­რე­ბი გულს შემ­ომაწ­ვა და ნია­ღ­ვარივით აი­რია. თავ­დავ­იწყე­ბამ­დე მი­სულს, დაუ­ძლურებ­ულსა და სულ მთლად ღო­ნემიხდილს ისე მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს დამ­შრალი, დი­დი მდი­ნა­რის ფსკ­ერ­ზე ვი­წე­ქი; მეს­მოდა, შო­რე­უ­ლი მთებ­იდან რო­გორ მო­ის­წ­რაფ­ოდა თა­ვაწ­ყვეტილი ნია­ღ­ვარი; ვგრძნობ­დი, რო­გორ მი­ახ­ლოვდებ­ოდა ის და ად­გო­მის სურ­ვი­ლიც კი არ გა­მაჩ­ნდა. გაქ­ცევის ძა­ლა არ შემ­წევ­და. ვი­წე­ქი გულ­წა­სუ­ლი და სიკ­ვ­დილს ვნატ­რობ­დი. მხო­ლოდ ერ­თი ფიქ­რი­ღა თრთო­და ჩემს სხე­ულ­ში, მა­სღა შერ­ჩენ­ოდა ოდ­ნა­ვი სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლა. ეს იყო ღვთის ხსოვ­ნა, ის წარ­მოუთქმელ ლოც­ვებ­ში გაც­ოცხლდა. ლოც­ვის სიტყ­ვე­ბი ჩემს დაბ­ნე­ლებულ გო­ნე­ბაში აქეთ-იქით დაქ­როდა. მინ­დო­და, ჩურ­ჩუ­ლით მა­ინც წარ­მომეთ­ქვა, მაგ­რამ ძა­ლა არ მყოფ­ნი­და.

- ნუ წახ­ვალ ჩემ­გან შორს, თო­რემ ტან­ჯვა მი­ახ­ლოვდე­ბა და არა­ვინ არის, რომ მო­მეშ­ველოს.
ის სულ ახ­ლოს იყო და, რად­გან მე ვერ შე­ვე­ვედ­რე ზე­ცას, რომ აეშ­ორებ­ინა ის ჩემ­თ­ვის, ვერც ხე­ლები დავ­იკრ­იბე გულ­ზე, ვერც მუხ­ლი მო­ვი­ყა­რე მის წი­ნა­შე და ვერც ბა­გე გავ­ხსენი. ის თავს და­მატ­ყდა. ად­იდებ­ულმა, ძლი­ერ­მა ნია­ღ­ვარ­მა გა­დამ­ია­რა. მთე­ლი ჩე­მი გან­წი­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის მწა­რე შეგ­ნე­ბა, ჩე­მი და­კ­არგული სიყ­ვა­რუ­ლი, სამ­უდამოდ ჩამ­ქრალი იმე­დები და და­სა­მა­რებული რწმე­ნა, თა­ვი­სი საშ­ინელი ძა­ლით, პირ­ქუ­შო­ბი­თა და ვა­რამით, თავს და­მატ­ყდა. ამ უმ­ძი­მე­სი წუ­თე­ბის აღ­წე­რაც კი შეუ­ძლე­ბელ­ია. სი­ნამ­დვილეში, ამ ღვარ­თქაფ­მა სულ­ში ჩა­ია­რა; გაუ­ვალ ლაფ­ში ჩა­ვე­ფალი; ვგრძნობ­დი, რომ ვე­ღ­არც ავ­დგებოდი; უფ­რო და უფ­რო ვი­ძი­რე­ბო­დი, და­ბო­ლოს, წა­რღვ­ნამ წამ­ლეკა კი­დეც.
თა­ვი ოც­და­მეშ­ვიდე

ვინ იცის რო­დის, რო­დე­საც სა­ღ­ამო მო­ახ­ლოვდა, თა­ვი ავ­წიე და გარ­შემო მი­მო­ვი­ხე­დე. დავ­ინა­ხე, მზე და­სავ­ლეთით გა­დაწ­ვერილიყო და მი­სი სხი­ვე­ბი კე­დელს ოქ­როს ვა­რა­ყად შემ­ოვლებ­ოდა. ჩემს თავს შე­ვე­კი­თხე:
- რა უნ­და ვქნა ახ­ლა?

გო­ნე­ბამ კი ასე­თი პა­სუ­ხი გას­ცა: დაუ­ყოვნებლივ დატ­ოვე თორ­ნ­ფილ­დი! - ეს სიტყ­ვე­ბი ისე­თი ბრძა­ნებით მიკ­არ­ნა­ხა და იმ­დე­ნად შე­მაძ­რწუნებ­ლად, მე­ტი აღ­ა­რაფრის გაგ­ონე­ბა აღ­არ მინ­დო­და. - არ შემ­იძლია ამ სიტყ­ვე­ბის ატა­ნა ახ­ლა, - ვუ­პას­უხე მე, - ედ­ვარდ რო­ჩეს­ტერის მე­უღ­ლე რომ აღ­ა­რა ვარ, ეს ჩემ­თ­ვის არც ისე­თი მძი­მე ნა­ღ­ველ­ია, - ვუმ­ტ­კი­ცებდი მას.
და­ე, უმ­შ­ვენ­იე­რესი სიზ­მ­რი­დან გა­მღვ­იძებ­ოდა და დავ­რწმუნებ­ულიყავი, რომ ყო­ველ­ივე მხო­ლოდ არა­რაო­ბა და ცდუ­ნე­ბა იყო. რა­სა­კვ­ირველ­ია, ეს საშ­ინე­ლე­ბა იქ­ნებ­ოდა, მაგ­რამ შე­მეძლო ყვე­ლა­ფერი გა­და­მე­ტა­ნა და თა­ვი ხელ­ში ამეყ­ვა­ნა. ის კი, რომ უკ­ვე გა­დაწ­ყვეტილი იყო, დაუ­ყოვნებლივ და სამ­უდამოდ და­მეტ­ოვებ­ინა მის­ტერ რო­ჩეს­ტერი, ყოვ­ლად აუ­ტან­ლად მი­მაჩ­ნდა. მე არ ძალ­მიძდა ეს.
მაგ­რამ ში­ნა­განი ხმა მიმ­ტ­კი­ცებ­და, რომ შე­მეძლო ეს, და მი­წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლებ­და კი­დეც, რომ ასეც მო­ვიქ­ცე­ო­დი. სა­კუ­თარ გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბას შე­ვებ­რძოლე. მინ­დო­და, უძ­ლუ­რი აღმ­ოვჩენ­ილიყავი და ამერ­იდებ­ინა საშ­ინელი გან­საც­დელი, რო­მე­ლიც ჩემ წინ აღ­მართულიყო. ბე­დი მო­მა­ვალში კი­დევ უფ­რო აუ­ტა­ნელ ტან­ჯვა-­წა­მე­ბას მი­ქად­და, მაგ­რამ გულ­ქ­ვა გო­ნე­ბა ამ ფიქრს მაშ­ინვე ყელ­ში სწვდა, მო­ახ­რ­ჩო და თა­ნაც გამ­ქირდა­ვად ჩას­ძა­ხა: - მას მხო­ლოდ ახ­ლა ჩაუ­ცდა ფე­ხი გაუ­ვალ ჭა­ობ­ში და ვფი­ცავ, ჩე­მი რკი­ნისებური მკ­ლავით მო­ვა­ხერ­ხებ და ტან­ჯვა-­წა­მების უძი­რო უფ­ს­კ­რულ­ში გა­დავ­ჩე­ხავო.

- და­ე, სხვებ­მა გა­მომ­გ­ლი­ჯონ მი­სი ხელ­იდან მა­შინ! - წამ­ოვიყვირე მე. - და­ე, სხვა მო­მეხ­მაროს!
- არა, ამ სუ­ლი­ერ წა­მე­ბას შენ თვი­თონ გა­დაი­ტან, არა­ვინ და­გეხ­მა­რე­ბა, შენ თვი­თონ ამო­ითხ­რი მარ­ჯვე­ნა თვალს და შენ თვი­თონ­ვე მო­იჭ­რი მარ­ჯვე­ნა ხელ­საც. შენს გულს სამ­სხვერ­პლოზე მი­ი­ტან, შენ­ვე იქ­ნე­ბი მოძღ­ვარი და დამ­სჯელი მი­სი.
უცებ ად­გილიდან წამ­ოვიჭერი, რომ ამ საშ­ინელ სი­მარ­ტოვეს გავ­ც­ლო­დი, რო­მელ­შიც ეს უგუ­ლო მო­სა­მარ­თლე თან მდევ­და, ვე­ღ­არც იქ გა­მე­ფებულ მდუ­მა­რე­ბას ვუძ­ლებ­დი, სა­დაც მი­სი სა­ზა­რელი ხმა გაი­სმა და ახ­ლა იქაუ­რობას ავ­სებ­და. რო­გორც კი წელ­ში გავ­ს­წორ­დი, თავ­ბ­რუ და­მეს­ხა. მივ­ხ­ვ­დი, რომ მთე­ლი დღის მღ­ელ­ვა­რებ­ისა და უჭ­მელ­ობისგან მთლად დაუ­ძლურებული ვი­ყა­ვი. არც საჭ­მელი და არც სას­მელი იმ დღ­ეს ჩემს პირს არ გა­ჰკ­ა­რებ­ია. დი­ლი­თაც ხომ საუ­ზმე არ მინ­დო­და და ხე­ლი ვე­რა­ფერს ვახ­ლე. ახ­ლა მძი­მე სევ­და მარ­წუ­ხი­ვით მი­ჭერ­და გულ­ზე და ვფიქ­რობ­დი: აი, რა დიდ­ხანს ვი­ყა­ვი ჩა­კ­ეტილი ოთახ­ში და ჩე­მი ამ­ბის გა­გე­ბაც კი არა­ვის მო­სურ­ვებ­ია, აღ­არც დაბ­ლა მე­ძახ­დნენ. პა­ტა­რა ადელ­საც კი არ მო­უკ­ა­კუ­ნებ­ია კარ­ზე, არც მი­სის ფე­იერ­ფექსს მო­ვუ­ძებ­ნივარ. მეგ­ობრებს ყო­ველ­თ­ვის ავ­იწყდე­ბათ ისი­ნი, ვი­საც ბე­დი გაწ­ირავს, - ჩავ­იჩურჩულე ჩემ­თ­ვის; ურ­დუ­ლი გამ­ოვწიე, კა­რი გამ­ოვაღე და გა­რეთ გამ­ოვედი. რა­ღ­ა­ცას გა­და­ვაწყდი; თავ­ბ­რუ ისევ მეს­ხმოდა; თვალთ მიბ­ნელ­დებ­ოდა, მთე­ლი სხე­უ­ლი მო­დუ­ნე­ბუ­ლი მქონ­და; ძა­ლა ვე­ღ­არ მო­ვიკრ­იბე და წავ­იქეცი, მაგ­რამ მი­წა­ზე კი არა, ვიღ­აცის გამ­ოწვდილმა ხელ­მა დამ­იჭირა. ავ­იხე­დე მა­ღ­ლა და შე­ვამ­ჩნიე, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მკ­ლა­ვებ­ზე ვეს­ვე­ნე, რო­მე­ლიც ჩე­მი ოთა­ხის ზღუ­რბლთან, სკ­ამ­ზე იჯ­და.

- რო­გორც იქ­ნა, გამ­ოხვედი, - მითხ­რა მან. - ძალ­იან დი­დი ხან­ია გიც­დი მო­ყუ­რა­დებული. მაგ­რამ არც ქვი­თი­ნი­სა და არც ოდ­ნა­ვი მოძ­რა­ო­ბის ხმაც კი არ გამ­იგონია. ხუთ წუთს კი­დევ თუ ავ­იტანდი ამ სა­მარ­ისებურ სი­ჩუ­მეს და მე­რე კი ყა­ჩა­ღივით უნ­და შემ­ომემ­ტვრია კა­რი. ასე რომ მარ­იდებ თავს, გამ­ოიკ­ე­ტე ოთახ­ში და მარ­ტოდმარტო ეძ­ლევი მწუ­ხა­რე­ბას! უმ­ჯო­ბე­სი იყო, მო­სუ­ლი­ყა­ვი და ჩემ წინ გამ­ოგეთ­ქვა საყ­ვედური და გუ­ლის­წყ­რო­მა. ვი­ცი, რომ ფიცხი ხარ, ვე­ლო­დი, სცე­ნას გამ­იმარ­თავდი. მეგ­ონა, ცხა­რე და შეუ­წყვე­ტელი ცრემ­ლთა დე­ნის მოწ­მე შევ­იქნებოდი და ვემ­ზა­დებოდი, მინ­დო­და, ის ცრემ­ლი ჩემს მკ­ერ­დზე და­ღვრილიყო, ისი­ნი კი ამ უსუ­ლო ია­ტა­კ­სა და მაგ ცხვირ­სახ­ოცზე და­იღ­ვა­რა. მაგ­რამ მო­ი­ცა, მე მგო­ნი, ვცდე­ბი, შენ სუ­ლაც არ გი­ტი­რია. ვხე­დავ შენს გაფ­ითრებულ სა­ხეს და სხივ­ჩამ­ქრალ თვა­ლებს, მაგ­რამ მათ ცრემ­ლის კვა­ლი არ ემ­ჩნე­ვათ. ნუ­თუ შენ­მა გულ­მა და­ან­თხია სის­ხ­ლის ცრემ­ლები? კე­თი­ლი, ჯე­ინ, ნუ­თუ, ერთ სიტყ­ვა­საც არ მეუ­ბნები საყ­ვედურით, არა­ფერს მწა­რე­სა და გეს­ლიანს? არაფ­რით გსურს და­მიფ­ლი­თო გრძნო­ბა, შხამ­იანი ისა­რი მიჩხ­ვ­ლი­ტო და გა­მა­ხელო? შენ ზი­ხარ იქ, სა­დაც მე დაგ­ს­ვი და მი­ყუ­რებ და­ღლილი და უსი­ცოცხ­ლო გამ­ომეტ­ყვე­ლებით. ჯე­ინ, არას­ოდეს გამ­ივლია ფიქ­რად, ასე­თი ჭრი­ლო­ბა მო­მე­ყე­ნებ­ინა შენ­თ­ვის. თუ რო­მელ­იმე ადამ­იანს ჰყო­ლია ერ­თა­დერთი პა­წაწ­ინა კრა­ვი, რო­მე­ლიც ისეთ­ივე უძ­ვირ­ფა­სესი ყო­ფი­ლა მის­თ­ვის, რო­გორც სა­კუ­თარი ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ის სა­კუ­თარი ჯამ­იდან აჭ­მევ­და, ას­მევ­და და სა­კუ­თარ მკ­ერ­დზე აძ­ინებ­და, ხო­ლო მე­რე კი, რა­ღ­აც შეც­დო­მის გა­მო, სა­სა­კ­ლაო­ზე თვი­თონ­ვე და­ღ­ვა­რა მი­სი სის­ხ­ლი, ალ­ბათ, ისიც ვერ შეძ­ლებ­და თა­ვი­სი გამ­ოუსწორე­ბელი შეც­დომა ისე მძი­მედ მოე­ნან­იებ­ინა, რო­გორც მე ვი­ნან­იებ ახ­ლა. შეგ­იძლია, ოდეს­მე მა­პატიო, ჯე­ინ?

მკი­თხველო, მე იმ­წუ­თას­ვე, იქ­ვე ვა­პატ­იე მას ყო­ველ­ივე. მის თვა­ლებში ისე­თი სინ­დი­სის ქენ­ჯნა ვი­ხი­ლე, მის ხმა­ში ისე­თი მწუ­ხა­რე­ბა ის­მო­და, ყო­ველ მის მოქ­მე­დე­ბაში იმ­დე­ნი ვა­ჟ­კ­აცური ძა­ლა, მის გამ­ოხედ­ვა­სა და მთელ მის გა­რეგ­ნობაში კი იმ­დე­ნად უც­ვ­ლე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, რომ ყვე­ლა­ფერი მაშ­ინვე ვა­პატ­იე. მაგ­რამ ეს უსიტყ­ვოდ, მდუ­მა­რედ მოხ­და მხო­ლოდ ჩე­მი გუ­ლის სიღრ­მეში.
- შენ ახ­ლა იცი, რომ მე არამ­ზა­და ვარ, ჯე­ინ, არა? - მკი­თხა მან სწრა­ფად, დაი­ნტე­რე­სებ­ულმა და ჩაფ­იქრებ­ულმა, ვფიქ­რობ, ჩე­მი დაუ­სრულე­ბელი დუ­მი­ლი­თა და მორ­ჩი­ლე­ბით შეშ­ფოთებ­ულმა, რო­მე­ლიც სი­სუს­ტით უფ­რო აი­ხსნებ­ოდა, ვიდ­რე სურ­ვი­ლით, ხმა არ ამ­ომე­ღო.
- დი­ახ, სერ.
- მა­შინ გუ­ლახ­დილად და მო­უ­რი­დებ­ლად მითხა­რი ყვე­ლა­ფერი, ნუ შემ­იბრა­ლებ.

- არ შემ­იძლია, და­ღლილი ვარ და ძალ­იან ცუ­დად ვგრძნობ თავს. თუ შეი­ძლე­ბა, წყა­ლი მო­მაწ­ოდეთ.
მან თრთო­ლით ამ­ოიკვ­ნე­სა, ხელ­ში ამ­იყვა­ნა და ქვე­და სარ­თულისკ­ენ გა­ეშ­ურა. ჩემს ბინ­დ­გა­და­კრულ თვა­ლებში ყვე­ლა­ფერი ისე იყო ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი, რომ პირ­ვე­ლად ვერც ვი­ცა­ნი, რო­მელ ოთახ­ში შემ­იყვა­ნა. უცებ ცეცხ­ლის მაც­ოცხლე­ბელი სით­ბო ვიგ­რ­ძე­ნი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზაფხუ­ლი იყო, ჩემს ოთახ­ში მთლად გავ­ყინულიყავი. მან ჭი­ქით ტუ­ჩებ­თან ღვი­ნო მო­მი­ტა­ნა. სულ რამ­დენ­იმე წვე­თი გავ­სინჯე და უკ­ე­თეს­ობა ვიგ­რ­ძე­ნი. მე­რე, რაც საჭ­მელი შემ­ომთა­ვა­ზა, უარი არ მით­ქ­ვამს და მა­ლე სულ გამ­ოვკ­ეთდი. ახ­ლა შე­ვამ­ჩნიე, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კ­აში, მის სა­ვარ­ძელში ვი­ჯე­ქი. ისიც ჩემ­თან ახ­ლოს იყო. - ოჰ, რა კარ­გი იქ­ნებ­ოდა, რომ სწო­რედ ახ­ლა, ამ წუ­თებ­ში, უწა­მებ­ლად და უმ­ტ­კი­ვნეულოდ გან­ვშორებოდი ამ ქვე­ყა­ნას, - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის, მა­შინ აღ­არ მო­მიხ­დებ­ოდა ასე­თი ძა­ლით და­მეწ­ყვიტა ჩე­მი გუ­ლის სი­მე­ბი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­თან გან­შორებ­ისას. მა­ინც, რო­გორც ჩანს, მე უნ­და გან­ვშორდე მას, მაგ­რამ მე არ მინ­და მი­სი დატ­ოვე­ბა და არც მი­სი გან­შორე­ბა შემ­იძლია.
- ახ­ლა რო­გორ ხარ, ჯე­ინ?
- ბევ­რად უკ­ე­თე­სად, სერ, მა­ლე სულ კარ­გად ვიქ­ნე­ბი.
- ღვი­ნო კი­დევ მოს­ვი, ჯე­ინ.
და­ვემ­ორჩილე. შემ­დეგ მან ჭი­ქა მაგ­იდა­ზე დად­გა, ჩემ წინ გა­ჩერ­და და ყუ­რა­დღ­ებით და­მა­კვ­ირდა. უცებ შეტ­რიალ­და, რა­ღ­აც გაუ­რკ­ვევ­ლად წამ­ოიძა­ხა, რო­მე­ლიც, მე მგო­ნი, ფა­რუ­ლი ვნე­ბა­თა­ღ­ელვით უფ­რო იყო სავ­სე. ოთახ­ში სწრა­ფად ჩა­ია­რა და უკ­ან­ვე მობ­რუნ­და. ისე გად­მოიხა­რა ჩე­მკ­ენ, თით­ქოს კო­ცნა უნ­დო­და, მაგ­რამ გა­მახ­სენ­და, რომ მი­სი ალერ­სი ჩემ­თ­ვის უკ­ვე აკრ­ძალული იყო და მი­სი სა­ხე ხე­ლით ავ­ირიდე.
- რო­გორ! რა­ტომ მექ­ცევი ასე? - წამ­ოიძა­ხა მან სწრა­ფად. - ოჰ, მივ­ხ­ვ­დი. შენ არ აკო­ცებ ბერ­თა მე­ზო­ნის ქმარს. შენ ფიქ­რობ, რომ ჩე­მი ხვევ­ნა და ალერ­სიც სხვის­თ­ვის არის გა­ნკუთვნილი.
- ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ისი­ნი მე არ მე­კუთვნის, სერ, და არც რაი­მე უფ­ლე­ბა მაქვს მათ­ზე.
- რა­ტომ, ჯე­ინ? ახ­ლა შეგ­იბრა­ლებ და თავ­იდან აგაც­ილებ გა­საჭირს, რომ ბევ­რი არ ილა­პა­რა­კო, შენ მაგ­ივრად მე ვუ­პას­უხებ: იმი­ტომ, რომ მე უკ­ვე მყავს ცო­ლი. ასე მი­პას­უხებდი, არა? ხომ სწო­რად მივ­ხ­ვ­დი?
- დი­ახ.
- თუ ასე ფიქ­რობ, ძალ­იან უც­ნა­უ­რი წარ­მოდგე­ნა გქო­ნია ჩემ­ზე. მა­შინ შენ მე მთვლი ცბი­ერ ოინ­ბა­ზად, გარ­ყ­ვ­ნილ ადამ­ია­ნად, საზ­იზღ­არ და ყოვ­ლად დამ­ცირებულ კა­ცად, რო­მე­ლიც ყო­ველ ღო­ნეს ხმა­რობს, უან­გარო სიყ­ვა­რულ­ში და­გარწმუნოს, რა­თა ად­ვილად გა­გა­ბას ცდუ­ნე­ბით და­გებულ მა­ხეში, წაგ­გ­ლი­ჯოს ქა­ლუ­რი უმა­ნკ­ოე­ბა, სინ­დი­სი და გაგ­ძარცვოს მხო­ლოდ სა­კუ­თარი სი­ამ­ოვნებ­ისა და გან­ცხ­რო­მის­თ­ვის. რას იტყ­ვი ამა­ზე? რო­გორც ვხე­დავ, აღ­ა­რა­ფერი შეგ­იძლია მი­პა­სუ­ხო. პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ჯერ კი­დევ ძალ­იან სუს­ტა­და ხარ და ძლივს სუნ­თ­ქავ, მეო­რე მხრივ კი, ჯერ არა ხარ მიჩ­ვე­უ­ლი, რომ ბრა­ლი დამ­დო და გა­მკიცხო, გარ­და ამ­ისა, უკ­ვე სატ­ირლა­დაც ემ­ზა­დები: ვი­ცი, თუ ბევრს ილა­პა­რა­კ­ებ, ღა­პა­ღუპით წაგ­სკ­დე­ბა ცრემ­ლი. მაგ­რამ გატყობ, მა­ინც არ გსურს საყ­ვედურით ამავ­სო, შეუ­რაც­ხყოფა მო­მა­ყენო და სცე­ნა მო­მიწყო. შენ ახ­ლა მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობ, რო­გორ მო­იქ­ცე; საუ­ბარს უმიზ­ნოდ თვლი; მე შენ გიც­ნობ და ფხიზ­ლა­დაც ვარ.
- სერ, მე არ მსურს თქვენ საწ­ინა­ა­ღმ­დეგოდ მო­ვიქ­ცე, - ვუთხა­რი მე და ჩემ­მა მთრთო­ლა­რე ხმამ მაგ­რძნობინა, რომ წი­ნა­და­დე­ბა უნ­და შე­მემ­ოკ­ლებ­ინა.

- შენს გო­ნე­ბაში არა, მაგ­რამ ჩემ­საში კი შე­ნი გეგ­მები მე მოს­პო­ბას მი­ქა­დის. რო­გორც ვი­ცი, იმის თქმა გინ­და, რომ მე ცო­ლი­ა­ნი კა­ცი ვარ და, ყვე­ლა­ნაი­რად შე­ეც­დები, რომ მო­მე­რი­დო, რო­გორც ცო­ლი­ან მა­მა­კ­აცს, გზი­დან ჩამ­ომეც­ლები. აი, სწო­რედ ამი­ტომ თქვი უარი, რომ გე­კო­ცნა ჩემ­თ­ვის. შენ გინ­და სრუ­ლი­ად უცხო ადამ­ია­ნად იქ­ცე; იცხოვ­რო ამ ჭერ­ქვეშ, რო­გორც მხო­ლოდ ადე­ლის აღმ­ზრდელ­მა და, თუ ოდეს­მე სა­ა­ლერსო სიტყ­ვა დამ­ცდა, ან შენ თვი­თონ მო­გი­ზი­და წი­ნან­დელ­მა სით­ბომ ჩე­მკ­ენ, მაშ­ინვე იმას იტყ­ვი: ამ კაც­მა კი­ნა­ღ­ამ თა­ვის საყ­ვარ­ლად მაქ­ცია და კლ­დედ და ყი­ნუ­ლად უნ­და აღვ­იმართო მის წი­ნა­შეო, და შენ მარ­თლა კლ­დედ და ყი­ნუ­ლად გა­დაი­ქცევი.
ხმა გავ­იმაგ­რე, რომ მეც მე­პას­უხა:

- ჩემ გარ­შემო ყვე­ლა­ფერი შეი­ცვა­ლა, სერ, და მეც უნ­და გამ­ოვიცვალო. ამა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნაც არ შეი­ძლე­ბა. თავ­იდან რომ ავი­შო­რო გრძნო­ბა­თა ასე­თი მერ­ყეო­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, ეს დაუ­სრულე­ბელი ჭი­დი­ლი მო­გო­ნე­ბებ­სა და სა­კუ­თარი გუ­ლის ძა­ხილს შო­რის, მხო­ლოდ ერ­თი გზა არ­სებობს: ადელს სხვა აღმ­ზრდელი უნ­და ჰყავ­დეს, სერ.

- ოჰ, ადე­ლი სკო­ლაში უნ­და გავ­გზავნოთ, ყვე­ლა­ფერი უკ­ვე მო­ვა­წეს­რიგე. მე თვი­თონ სრუ­ლია­დაც არ მინ­და გა­წამო იმ საშ­ინელი მო­გო­ნე­ბებით, რო­მე­ლიც თორ­ნ­ფილ­დ­თან გა­კ­ავ­შირებ­და. ეს დაწ­ყევლილი ად­გილია, აჩე­ნის თავ­შე­სა­ფარი, საზ­იზღ­არი აკლ­და­მა, სა­დაც ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი სიკ­ვ­დი­ლის შავ­ბნელი აჩ­რ­დი­ლი გაშ­ლი­ლი ცის ნა­თელს შე­ღ­ა­ღ­ა­დებს. ეს ქვის ჯო­ჯო­ხეთ­ია, რო­მელ­საც ერ­თი ბო­რო­ტი სუ­ლი დაჰ­პატ­რონებ­ია, რო­მე­ლიც ადამ­იანის წარ­მოდგენით შექ­მ­ნილ აუ­რაც­ხელ ბო­როტ სულ­ზე ბევ­რად უა­რეს­ია.
იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ნან
თუ დებთ ამ წიგნში მოცემულ თავებს, მაშინ სრულად ასახეთ, ეს არ არის სრული ვერსია
11:16 / 22-01-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93