ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეცხრე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეცხრე
ჯე­ინ, მე შენ აქ არ დაგ­ტოვებ და არც მე გავ­ჩერ­დები. შევ­ც­დი, რომ თორ­ნ­ფილ­დ­ში მო­ვაყ­ვან­ინე შე­ნი თა­ვი. მე ხომ კარ­გად ვი­ცო­დი, რომ ის ნაძ­რახ ად­გილად იყო მიჩ­ნე­უ­ლი. ჯერ კი­დევ სა­ნამ გა­გიც­ნობ­დი, ყვე­ლა მის ბი­ნა­დარს მოვ­თხო­ვე, და­ე­მა­ლათ ყვე­ლა­ფერი შენ­თ­ვის, რაც ამ დაწ­ყევლილი ად­გი­ლის შე­სა­ხებ იცოდ­ნენ. უბ­რა­ლოდ, ვში­შობ­დი, რომ ადელ­თან არც ერ­თი აღმ­ზრდელი არ გა­ჩერ­დებ­ოდა, თუ გაი­გებ­და, ვინ ბი­ნად­რობდა ამ სახ­ლ­ში. არც ის შე­მეძლო, თვი­თონ სუ­ლით ავად­მ­ყო­ფი ქა­ლი გა­და­მეყ­ვა­ნა სად­მე, მი­უ­ხე­
და­ვად იმი­სა, რომ ძვე­ლი სახ­ლიც მაქვს ფერ­ნ­დინ­ში, უფ­რო გან­მარ­ტოებულ და მი­ვარ­დ­ნილ ად­გილას, სა­დაც უცხო თვალ­თა­გან მო­შო­რებ­ულად და უფ­რო გულ­დამ­შვიდებით შევ­ინა­ხავდი მას. მაგ­რამ სინ­დი­სი მქენ­ჯნიდა, ჯან­მრთელობისთვის სახლს ძალ­იან ცუ­დი ად­გილმდე­ბა­რეო­ბა აქვს, სწო­რედ ტყის შუ­აგ­ულშია. ამ­იტომაც ვთქვი უარი ამ­გვარ გან­ზრახ­ვა­ზე. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბელ­ია, მი­სი ნეს­ტიანი კედ­ლები უფ­რო ად­რეც გა­მა­თავ­ისუფლებ­დნენ მას­ზე მზრუნ­ველ­ობისგან, მაგ­რამ ყვე­ლა ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბას ხომ თა­ვი­სი შე­დეგი მოს­დევს. მე კი არას­ოდეს მქო­ნია მიდ­რე­კი­ლე­ბა ფა­რუ­ლი მკვ­ლელ­ობისკ­ენ, თუნ­დაც იმათ მი­მართ, ვინც უზო­მოდ მძულს.

და­მალ­ვა იმი­სა, რომ აქ­ვე, შენ მეზ­ობლად, ეს შეშ­ლი­ლი ქა­ლი ცხოვ­რობ­და, სწო­რედ იმას ჰგავ­და, ინ­დუ­რი შხამ­იანი ხის მახ­ლობლად ლა­ბა­და­გა­და­ფა­რებული ბავ­შ­ვი დაგ­ვეწ­ვინა. მარ­ტო ამ ბო­რო­ტი სუ­ლის მეზ­ობლობაც წამ­ლავ­და ყვე­ლას. ეს ასე იყო ყო­ველ­თ­ვის, მაგ­რამ თორ­ნ­ფილ­დ-­ჰოლს მე გამ­ოვკ­ე­ტავ, სა­დარ­ბაზო კა­რს დავ­ლურსმავ, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის ფან­ჯრებს ფიც­რებს ავა­კ­რავ, მი­სის პულს ორას გირ­ვან­ქას გა­დავუხდი წელ­იწადში, რომ აქ, ჩემს მე­უღ­ლეს­თან იცხოვ­როს, რო­გორც შენ უწო­დებ ამ შე­მაძ­რწუნე­ბელ ჯად­ოქარს. გრე­ისს ფუ­ლის გუ­ლის­თ­ვის ბევ­რი რა­მის გა­კ­ე­თე­ბა შეუ­ძლია. აქ­ვე ეყ­ოლე­ბა თა­ვი­სი ვა­ჟიშვილი, რო­მე­ლიც ერ­თ-ერ­თი დუქ­ნის პატ­რონია. ჯერ ერ­თი, გრე­ი­სი სულ მარ­ტოდმარტო აღ­არ იქ­ნე­ბა და, ამას­თა­ნა­ვე, შვი­ლი და­ეხ­მა­რე­ბა, რო­დე­საც ჩემს მე­უღ­ლეს სიშ­მა­გე მო­უვ­ლის და გან­იზრა­ხავს მის­თ­ვის კარ­გად ნაც­ნობ საქ­მიან­ობას: ან სა­წოლ­ში გამ­ოწვას ვინ­მე ღა­მით, ან მი­ვარ­დეს და ხან­ჯ­ლით დაჭ­რას, ან ხორ­ცი ამ­ოაგლიჯოს კბ­ილებით.
- სერ, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე მე, - თქვენ მე­ტად ულ­მო­ბე­ლი ხართ ამ უბე­დუ­რი ქალ­ისადმი. თქვენ მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ სი­ძულ­ვი­ლით ლა­პა­რა­კობთ. მხო­ლოდ და მხო­ლოდ შუ­რის­მაძ­იებლური სი­ძულ­ვი­ლით. ეს სი­სას­ტიკ­ე­ა. ის ხომ თვი­თონ არაა დამ­ნა­შა­ვე იმა­ში, რომ ავა­და­ა.
- ჯე­ინ, ჩე­მო საყ­ვა­რელო პა­წა­წავ (ა­სე დაგ­იძა­ხებ ამ­იერ­იდან, რად­გან ასე­თი ხარ ჩემ­თ­ვის), შენ არც კი იცი, რის შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობ და ტყუ­ი­ლად გაქვს კვ­ლავ ასე­თი მცდა­რი აზ­რი ჩემ­ზე. მე ის მხო­ლოდ იმი­ტომ არ მე­ჯავ­რე­ბა, რომ შეშ­ლილია. შენც რომ შეშ­ლი­ლი იყო, ფიქ­რობ, შეგ­იძულებდი?
- დი­ახ, მარ­თლაც ასე ვფიქ­რობ, სერ.
- მა­შინ ცდე­ბი. სრუ­ლი­ად არ მიც­ნობ და არც ის იცი, რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლი შემ­იძლია. შე­ნი სხე­უ­ლის თი­თო­ე­უ­ლი უმ­ცი­რე­სი ნა­წი­ლიც კი ჩემ­თ­ვის ისე­ვე ძვირ­ფას­ია, რო­გორც სა­კუ­თარი. ავად­მყოფობისა და მძი­მე ტკი­ვილების დრო­საც ის ასეთ­ივე ძვირ­ფა­სი იქ­ნებ­ოდა ჩემ­თ­ვის. შე­ნი გო­ნე­ბა ჩემ­თ­ვის საუ­ნჯეა და, თუნ­დაც მი­სი ჯან­მრთელ­ობა საფ­რთხეში ჩა­ვადნილიყო, ის ისევ უძ­ვირ­ფა­სეს გან­ძად დარ­ჩებ­ოდა. შენც რომ ისე გაშ­მა­გებ­ულიყავი, მე შენ ხე­ლებს მოგ­ხ­ვევ­დი, გულ­ში ჩაგ­იკ­რავდი და და­მამ­შვიდე­ბელ პე­რანგს კი ვერ გა­და­გაც­მევდი. შე­ნი ხვევ­ნა ასე­თი გაშ­მა­გების დრო­საც მომ­ხიბ­ლავ­და. შენც რომ ასე გა­აფ­თრებული მომ­ვარ­დ­ნო­დი, რო­გორც ის ქა­ლი მომ­ვარ­და ამ დი­ლით, მე არა მარ­ტო სიყ­ვა­რუ­ლით მოგ­ხ­ვევ­დი ხელს, არა­მედ შე­ვეც­დებოდი, და­მეწ­ყნა­რებ­ინე, ზიზღით უკ­ან არ დავ­იწევდი, რო­გორც ეს ამ დი­ლით ჩავ­იდინე, ხო­ლო სიმ­შ­ვი­დის წუ­თებ­ში, ჩემ გარ­და, მეთ­ვალ­ყურე­სა და მომ­ვ­ლელს ახ­ლოს არ მო­გა­კ­ა­რებდი. ერ­თი ღი­მი­ლიც რომ არ გე­ღი­რსებ­ინა, სულ შენ­თან გა­ვა­ტა­რებდი დროს და დაუ­სრულე­ბელი მზრუნ­ველ­ობითა და სიფ­რ­თხი­ლით მო­გივ­ლი­დი. არას­ოდეს დავ­იღ­ლებოდი მაგ თვა­ლებში ცქე­რით, თუნ­დაც მათ­ში ჩამ­ქრალიყო სხი­ვი, რო­მე­ლიც მე შემ­იცნობდა. მაგ­რამ რა­ტომ გავ­ყევი ასეთ ფიქ­რებს? მე ხომ იმა­ზე ვლა­პა­რა­კობდი, რომ თორ­ნ­ფილ­დი­დან უნ­და წაგ­იყვანო. დაუ­ყოვნებლივ გა­სამ­გზავ­რებ­ლად, რო­გორც იცი, ყვე­ლა­ფერი მზად არის. ხვალ შენ გზას გაუ­დგები. გთხოვ, რო­გორ­მე აი­ტანო და ერ­თი ღა­მეც გა­ათიო ამ ჭერ­ქვეშ, ჯე­ინ. შემ­დეგ კი სამ­უდამოდ და­ემ­შვიდობები იმ თავ­ზარ­დამ­ცემ შიშ­სა და საშ­ინე­ლე­ბებს, რაც აქ გა­დაი­ტა­ნე. მე მაქვს ად­გი­ლი, საი­თაც უნ­და გა­ვემ­გზავროთ. ის საი­მედო თავ­შე­სა­ფარი იქ­ნე­ბა საძ­ულველი მო­გო­ნე­ბების, ავ­ყია სტუმ­რე­ბის, მაც­დურებ­ისა და ავე­ნებ­ისგან თავ­და­სა­ცა­ვად.

- ადე­ლიც თან წაი­ყვა­ნეთ, სერ, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე მე. - ის სი­მარ­ტოვეს აღ­არ გაგ­რძნობინებთ.
- რის თქმას აპ­ირებ ამით, ჯე­ინ? ხომ გითხა­რი, რომ ადელს სას­წავ­ლე­ბელში ვგზავ­ნი. რად მინ­და ბავ­შ­ვი, თან ისიც არა სა­კუ­თარი, ვიღ­აც ფრან­გი მო­ცე­კ­ვა­ვე ქა­ლის უკ­ანონო შვი­ლი? ასე და­ჟი­ნებით რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კ­ები მის შე­სა­ხებ? კი­დევ გე­კი­თხები, რა­ტომ გინ­და, რომ ადე­ლი მაი­ნცდა­მაინც ჩემ­თან ერ­თად იყოს?
- თქვენ გან­მარ­ტოებულ ცხოვ­რე­ბა­ზე ლა­პა­რა­კობდით, სერ. მარ­ტოხელ­ობა და გან­ცა­ლკ­ე­ვე­ბა ძნე­ლი იქ­ნე­ბა თქვენ­თ­ვის, ძალ­იან ძნე­ლი, სერ.
- მარ­ტოობა, მარ­ტოობა, - გაი­მეო­რა მან, - ვხე­დავ, უნ­და მო­გე­ლა­პა­რა­კო. ვერ გამ­იგია, რას ნიშ­ნავს ეს სფინ­ქ­სი­სე­ბუ­რი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა შენს სა­ხე­ზე. შენ იქ­ნე­ბი ჩემ­თან იმ მარ­ტოხელობის დროს, გაი­გე?
თა­ვი გავ­იქნიე. გან­სა­კუ­თრებული გამ­ბე­დაო­ბა იყო სა­ჭი­რო, თუნ­დაც ასე, მუნ­ჯუ­რად, გა­მე­ბე­და და გამ­ომეთ­ქვა მი­სი საწ­ინა­ა­ღმ­დეგო აზ­რი, რად­გან ვხე­დავდი, რო­გორ ღე­ლავ­და. ოთახ­ში სწრა­ფად მი­მო­დი­ო­და, მე­რე უცებ შე­ჩერ­და, თით­ქოს ერთ წერ­ტილს მიე­ჯაჭ­ვაო, შემ­ომხე­და და ხან­გრძლივად და მკ­აც­რად და­მა­კვ­ირდა. მე თვა­ლი ავარ­იდე, ცეცხლს ჩავ­ცქეროდი და ვცდი­ლობ­დი, რაც შეი­ძლე­ბა მშვი­დი და გულ­გ­რი­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მი­მე­ღო და შე­მე­ნარ­ჩუნებ­ინა.

- აი, ახ­ლა კი ვამ­ჩნევ, რო­გო­რი შარ­იანი ყო­ფი­ლა ჯე­ი­ნი, - თქვა მან უფ­რო მშვი­დად, ვიდ­რე მო­სალ­ოდნელი იყო მი­სი გამ­ომეტ­ყვე­ლების მი­ხედ­ვით. - აბ­რეშუმის ძა­ფის გორ­გა­ლი ამ­დენი ხნის გან­მავ­ლობაში სწო­რად ეხ­ვეო­და, მაგ­რამ ყო­ველ­თ­ვის ვი­ცო­დი, რომ სად­მე კვან­ძი აღმ­ოჩნდებ­ოდა და თავ­სა­ტეხი ამ­ბავიც მოჰ­ყ­ვებ­ოდა. აი, ისიც. ამ­იერ­იდან მხო­ლოდ მღ­ელ­ვა­რებ­ისა და უსი­ამ­ოვნების გამ­ომწვევი მი­ზე­ზების ახ­სნა და დაუ­სრულე­ბელი წა­მე­ბა. ღმერთს გეფ­იცები, სამ­სო­ნის ძა­ლის სულ მცი­რე ნა­წილს ვნატ­რობ, რომ ეს დახ­ლართული და აძენ­ძი­ლი ძა­ფი და­ვწყვიტო.
მან კვ­ლავ და­იწყო ბოლ­თის ცე­მა ოთახ­ში, მაგ­რამ ისევ შე­ჩერ­და და ახ­ლა უკ­ვე სწო­რედ ჩემ წინ.
- ჯე­ინ, გინ­და გა­ი­გო ჩე­მი მო­საზ­რე­ბა (ის დაი­ხა­რა და ტუ­ჩე­ბი ჩემს ყურს მო­უ­ახ­ლოვა)? თუ შენ არ მო­ი­სურ­ვებ, მა­შინ მე აღ­ა­რა­ფერს და­ვერ­იდები.
ხმა ჩახ­ლეჩილი ჰქონ­და, გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა კი ისე­თი ადამ­იან­ისა, რო­მე­ლიც მზად არის, გაგ­ლი­ჯოს ეს გაუ­საძლისი ბორ­კი­ლი და გან­უსჯე­ლად გა­და­ეშ­ვას თავ­დაუ­ჭერლობის მო­რევ­ში. მივ­ხ­ვ­დი, ერ­თი წა­მიც და, თუ კი­დევ და­ეუ­ფლებ­ოდა ასე­თი თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლობა, მას­თან ვე­ღ­ა­რა­ფერს გავ­ხდებოდი. მხო­ლოდ, აი, ახ­ლა, ამ წარ­მა­ვალ წა­მებ­შიღა თუ შევ­ძლებდი, და­მემ­ორჩილებ­ინა მი­სი ნებ­ისყოფა და შე­მე­ჩე­რებ­ინა ის. მხო­ლოდ ერ­თი გამ­ოხედ­ვა მის მი­მართ ზიზღით, გაქ­ცევის სურ­ვი­ლი ან ში­ში, და სამ­უდამოდ დას­რულდებ­ოდა რო­გორც ჩე­მი, ისე მი­სი ბედ­ისწე­რა. მაგ­რამ მე სრუ­ლებ­ითაც არ შემ­შინებ­ია, რა­ღ­აც ში­ნა­განი ძა­ლა ვიგ­რ­ძე­ნი, ზემ­ოქმე­დების გან­სა­კუ­თრებული უნა­რი, რო­მე­ლიც იმ დროს და­მეხ­მა­რა. ეს გა­დამ­წყვეტი წუ­თი მეტ­ისმე­ტად სახ­იფათო აღმ­ოჩნდა, მაგ­რამ მას არ აკლ­და თავ­ისებური მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბის ძა­ლა, ისე­თი, რო­გორ­საც ინ­დი­ე­ლი გა­ნიც­დის ხოლ­მე, რო­დე­საც პა­ტა­რა ბაი­დარით სწრა­ფად მიე­ქა­ნე­ბა მდი­ნა­რის ჭო­რო­მებ­ზე. მის მო­მუ­ჭულ ხელს ხე­ლი მოვ­კი­დე, და­კრუნჩხული თი­თე­ბი გავ­უხსენი და მშვი­დად ვუთხა­რი:
- დაბ­რძანდით. მე იმ­დენ ხანს გე­საუ­ბრებით, რამ­დენიც თქვენ გინ­დათ, და ყვე­ლა­ფერს მო­ვის­მენ, რისი თქმაც გნე­ბავთ, ჭკვ­იანური იქ­ნე­ბა ის თუ არა­გო­ნივ­რუ­ლი.

ის დაჯ­და, მაგ­რამ საუ­ბარი მაშ­ინვე არ დაუ­წყია. დიდ წა­მე­ბად დამ­იჯდა, მაგ­რამ რამ­დენ­იმე ხნის გან­მავ­ლობაში სა­კუ­თარ თავს ვებ­რ­ძო­დი და ცრემლს ვიკ­ა­ვებდი. ვი­ცო­დი, არ ეს­იამ­ოვნებ­ოდა მას, მტი­რა­ლი ვე­ნა­ხე. ახ­ლა კი ჩავ­თვა­ლე, უკ­ე­თესი იქ­ნებ­ოდა, თავ­ისუფლად დამ­დენ­ოდა ცრემ­ლი და იმ­დენ ხანს მეტ­ირა, სა­ნამ გულს არ მო­ვი­ო­ხებ­დი. თუ მას ცრემ­ლის და­ნახ­ვა აა­ღ­ელ­ვებ­და, უმ­ჯო­ბე­სიც იყო. ასე რომ, თა­ვი აღ­არ შემ­იკ­ა­ვებ­ია და გუ­ლამ­ოსკვნილი ვტი­რო­დი. მა­ლე გავ­იგონე, რო­გორ გულ­წ­რ­ფე­ლად მემ­უდა­რებ­ოდა, დავ­წყნა­რებ­ულიყავი. მე კი ვუ­პას­უხე, რომ არ შე­მეძლო, სა­ნამ მას ასე აგ­ზნებულს ვხე­დავდი.

- მე გა­ჯავ­რებული არა ვარ, ჯე­ინ. მე მხო­ლოდ ძალ­იან მიყ­ვარ­ხარ. შენ კი ისე გაი­ქვა­ვე ეგ პა­ტა­რა ფერ­მკრ­თალი სა­ხე და ზედ ისე­თი მტკი­ცე, ყი­ნუ­ლი­ვით ცი­ვი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა აღი­ბეჭ­დე, რომ მე მი­სი ატა­ნა ვერ შევ­ძელი. გა­ჩუმ­დი ახ­ლა და ცრემ­ლი მო­იწ­მინ­დე.
მის­მა თბილ­მა ხმამ მამ­ც­ნო, რომ და­მემ­ორჩილა. მეც, ჩე­მი მხრივ, დავ­მ­შ­ვიდ­დი. მან სცა­და, თა­ვი ჩემს მხარ­ზე და­ეყრდნო, მაგ­რამ მე ამის ნე­ბა არ მი­ვე­ცი. შემ­დეგ გულ­შიც ჩამ­იკ­რავს... არა!

- ჯე­ინ! ჯე­ინ! - მითხ­რა მან ისე­თი მწა­რე ნა­ღვლით, რომ მთელ სხე­ულ­ში უც­ნაუ­რმა თრთო­ლამ დამ­ია­რა, - რო­გორც ჩანს, შენ არ გყვა­რებ­ივარ. შენ, ალ­ბათ, მხო­ლოდ ჩემს მდგო­მა­რეო­ბას აფა­სებდი და ის უპი­რა­ტეს­ობანი გხიბ­ლავ­და, რაც ჩემს მე­უღ­ლეს უნ­და ჰქო­ნო­და. ახ­ლა კი, რად­გან ფიქ­რობ, რომ უფ­ლე­ბა ჩამ­ომარ­თვეს, შე­ნი ჯვარ­და­წერილი მე­უღ­ლე გავ­ხდე, ჩე­მი შე­ხე­ბაც კი ისე გაფ­რ­თხობს, თით­ქოს მა­ი­მუ­ნი ან გომ­ბე­შო ვი­ყო.
ამ სიტყ­ვებ­მა გუ­ლი გამ­იგმირა, მაგ­რამ რა უნ­და მექ­ნა ან რა პა­სუ­ხი უნ­და გა­მე­ცა? ალ­ბათ, უმ­ჯო­ბე­სი იყო, არც საქ­მით და არც სიტყ­ვით არ გამ­ოვხმაუ­რებოდი. მაგ­რამ სინ­დი­სის ქენ­ჯნა ისე მა­წა­მებ­და და მი­სი შეუ­რაცხყოფილი გრძნო­ბა ისე მიკ­ლავ­და გულს, თა­ვი ვე­ღ­არ შევ­იკ­ა­ვე, ბალ­ზამი არ მე­პკუ­რებ­ინა იმ ჭრი­ლო­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მე თვი­თონ მი­ვა­ყე­ნე.
- მე თქვენ მიყ­ვარ­ხართ, - ვუთხა­რი, - და უფ­რო მე­ტა­დაც, ვიდ­რე ოდეს­მე, მაგ­რამ არ შემ­იძლია გამ­ოვა­მჟ­ღ­ავნო ის თქვენ წი­ნა­შე ან მე­ტი გა­ტა­ცების ნე­ბა დავ­რ­თო მას სა­კუ­თარ გულ­ში. ახ­ლა სა­ბო­ლო­ოდ გე­საუ­ბრებით ჩე­მი გან­ცდების შე­სა­ხებ.
- სა­ბო­ლო­ოდ, ჯე­ინ? რას ნიშ­ნავს ეს სიტყ­ვე­ბი? ნუ­თუ ფიქ­რობ, შეგ­იძლია იცხოვ­რო ჩემ გვერ­დით, მხე­დავ­დე ყო­ველ­დღე და, თუ ისევ გიყ­ვარ­ვარ, ასე ცი­ვად და შო­რე­უ­ლი ნაც­ნო­ბი­ვით მექ­ცეო­დე?

- არა, სერ, ცხად­ია, ამას ვერ შევ­ძლებ. ამ­იტომაც მხო­ლოდ ერ­თა­დერთ გზას ვხე­დავ, მაგ­რამ თქვე­ნი გა­ჯავ­რების მეშ­ინია.
- ოჰ, მითხა­რი! თუ გავ­ჯავ­რდები, შეგ­იძლია, ცრემ­ლი მო­იშ­ვე­ლიო.
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მე თქვენ უნ­და დაგ­ტო­ვოთ.
- მა­ინც რამ­დენ ხანს? სულ რამ­დენ­იმე წუ­თით, ალ­ბათ, არა? სა­ნამ ჩა­მოშ­ლილ თმას შეი­სწორებ და პირ­ზე წყალს შეი­სხამ, რად­გან ცრემ­ლისგან სა­ხე გეწ­ვის.
- თორ­ნ­ფილ­დი და ადე­ლი უნ­და დავ­ტო­ვო და თქვენც სამ­უდამოდ გაგ­შორდეთ, სერ. სრუ­ლი­ად ახა­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და და­ვიწყო უც­ნობ ადამ­ია­ნებ­თან და უცხო ად­გილას.
- რა თქმა უნ­და, მეც ხომ გითხა­რი წე­ღ­ან, ასეც მო­იქ­ცე­ვი, მაგ­რამ მე ხომ ვერ გა­დავ­იტან, შენ რომ დამ­შორდე? შენ ხომ მხო­ლოდ იმას ფიქ­რობ, რომ ჩე­მი მე­უღ­ლე უნ­და გახ­დე. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ახალ ცხოვ­რე­ბას, ასეც იქ­ნე­ბა - შენ გახ­დები ჩე­მი მე­უღ­ლე. მე ცო­ლი­ა­ნი არა ვარ. მი­იღ­ებ რო­ჩეს­ტერის გვარს, რო­გორც სი­ნამ­დვილეში, ისე ფორ­მალ­ურად და, სა­ნამ ცოცხ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, მე შე­ნი ერ­თ­გუ­ლი დავ­რჩები. წაგ­იყვან საფ­რან­გეთის სამ­ხრეთში, სა­დაც ხმელ­თაშ­უა ზღვის ნაპ­ირას თეთ­რად შე­ღ­ებილი ვი­ლა მაქვს. შენ იქ ბედ­ნიერი, მყუდ­რო და წმინ­და ცხოვ­რე­ბა გექ­ნე­ბა. ნუ ში­შობ, არას­ოდეს ფიქ­რა­დაც არ გავ­ივლებ, რაი­მე ცდუ­ნე­ბით ჩემს სატ­რ­ფოდ გაქ­ციო. თავს რა­ტომ აქ­ნევ, ჯე­ინ? შენ მე­ტი გო­ნიე­რე­ბა მო­გეთ­ხოვე­ბა, თო­რემ გარ­წმუნებ, ძალ­იან გამ­იძნელ­დე­ბა თა­ვი კვ­ლავ ხელ­ში ავ­იყვანო.
მას ხმა აუკ­ა­ნკ­ალ­და და შევ­ნიშნე, ხე­ლიც უთ­რ­თო­და. გან­იერი ნეს­ტოები და­ე­ბე­რა, თვა­ლები ცეცხ­ლი­ვით ან­თებ­ოდა და მა­ინც გავ­ბე­დე და­ლა­პა­რა­კ­ე­ბა.

- სერ, თქვე­ნი მე­უღ­ლე ცოცხალ­ია. ეს ხომ სი­ნამ­დვილეა და ამ დი­ლით თქვენ­ვე აღ­ია­რეთ. თუ ამ­იერ­იდან თქვენ გვერ­დით ვიქ­ნე­ბი ისე, რო­გორც თქვენ გსურთ, რა­ღა თქმა უნ­და, მხო­ლოდ თქვენს სატ­რ­ფოდ ჩავ­ითვლები. სხვაგ­ვა­რად ამი­სი თქმა მხო­ლოდ თა­ვის მოტყუე­ბა და სიც­რუე იქ­ნებ­ოდა.
- ჯე­ინ, გავ­იწყდე­ბა, რომ მშვი­დი ხას­იათის კა­ცი არ ვარ, არ შემ­იძლია დიდ­ხანს ვით­მი­ნო რა­მე, ამას­თა­ნა­ვე, არც გულ­ცი­ვი ვარ და არც უგ­რ­ძ­ნო­ბე­ლი. შემ­იბრა­ლე, შეი­ბრა­ლე შე­ნი თა­ვიც. აი, შე­ე­ხე ჩემს მა­ჯას. იგ­რ­ძ­ნობ, რო­გორ მი­ცემს გუ­ლი. მიფ­რ­თხილ­დი!
მა­ჯა გაი­შიშვლა და ხე­ლი გამ­ომიწოდა. სა­ხე­სა და ტუ­ჩებ­ზე მკვდრის ფე­რი დას­დებ­ოდა, თით­ქოს სის­ხ­ლის­გან და­ე­ცა­ლათ. მძი­მე ნა­ღ­ველ­მა შე­მიპყ­რო. მი­სი კი­დევ უფ­რო მე­ტად აღ­ელ­ვე­ბა ასე­თი წი­ნა­ა­ღმ­დეგობით, რაც მას, ვი­ცო­დი, ეზ­იზღ­ებ­ოდა, ბო­რო­ტე­ბა იყო. მაგ­რამ დათ­მობაც დაუ­შვებ­ლად მი­მაჩ­ნდა და მეც ისე მო­ვი­ქე­ცი, რო­გორც იქ­ცევ­იან ხოლ­მე ადამ­ია­ნები, რო­დე­საც რაი­მე უკი­დურესობის წი­ნა­შე აღმ­ოჩნდებ­იან. დახ­მა­რებისთვის ადამ­იან­თა მოდ­გ­მა­ზე მა­ღ­ლა მდგომს - ზე­ცი­ურ მა­მას მივ­მარ­თე და, უნებ­ურად, ეს სიტყ­ვე­ბი აღმ­ოხდა ჩემს ბა­გეს: - ღმერ­თო, მიშ­ვე­ლე!
- ნამ­დვილად სუ­ლე­ლი ვარ, - წამ­ოიძა­ხა მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა უცებ. - ვარ­წმუნებ, რომ ჯვარ­და­წერილი არა ვარ და იმას კი აღ­არ ვუხ­ს­ნი, თუ რა­ტომ? და­მავ­იწყდა, რომ მან არა­ფერი იცის არც იმ ქა­ლის და არც იმ პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ, რო­მელ­მაც მაი­ძულა ამ ჯო­ჯო­ხე­თურ ქორ­წი­ნე­ბა­ზე დავ­თან­ხმებ­ულიყავი. ჰმ, მე დარ­წმუნებული ვარ, ჯე­ი­ნი და­მე­თან­ხმე­ბა და თა­ნამიგრძნობს ყვე­ლა­ფერში, რო­ცა გაი­გებს ყო­ველ­ივე იმას, რაც მე ვი­ცი. მო­მე­ცი შე­ნი ხე­ლი, ჯე­ინ, რომ არა მარ­ტო გხე­დავ­დე, არა­მედ შე­ხებ­ითაც ვგრძნობ­დე შენს სი­ახ­ლოვეს, და სულ რამ­დენ­იმე სიტყ­ვით გი­ამ­ბობ გულ­წ­რ­ფე­ლად მთელ ამ ამ­ბავს. შეგ­იძლია, მო­მის­მი­ნო?
- დი­ახ, სერ, რამ­დენი ხა­ნიც გნე­ბავთ.
- მე მხო­ლოდ წუ­თებს გთხოვ. ჯე­ინ, გაგ­იგონია ოდეს­მე ან იცი თუ არა, რომ მე არა ვარ ამ ოჯა­ხის უფ­რო­სი ვა­ჟიშვილი, რომ მე ჩემ­ზე უფ­რო­სი ძმა მყავ­და?
- დი­ახ, მახ­სოვს, ერ­თხელ მი­სის ფე­იერ­ფექ­სმა მი­ამ­ბო ეს ამ­ბავი.
- და ისიც გსმენ­ია, რომ მა­მა­ჩემი ძუნ­წი და მეტ­ისმე­ტად ფუ­ლის მოყ­ვა­რუ­ლი ადამ­იანი იყო?
- დი­ახ, გამ­იგონია, რომ ის ასე­თი ყო­ფი­ლა.

- ამ­იტომაც, ჯე­ინ, მას გა­დაწ­ყვეტილი ჰქონ­და, მთე­ლი თა­ვი­სი სა­კუ­თრე­ბა ხელ­უხლებ­ლად შე­ე­ნარ­ჩუნებ­ინა. ის ვერ შერ­იგებ­ოდა იმ აზრს, რომ თა­ვი­სი სამ­ფლობელო და­ეყო და ჩემ­თ­ვის კუთ­ვ­ნი­ლი წი­ლი მოე­ცა. ყვე­ლა­ფერი, რაც მას გა­აჩ­ნდა, მე­მკვ­იდრეობით ჩე­მი ძმის, რო­უ­ლენ­დის ხელ­ში უნ­და გა­დასულიყო. თუმ­ცა, ვერც იმას იტან­და, რომ მის მეო­რე ვა­ჟს ასე­თი სიღ­არ­იბე ელ­ოდა ცხოვ­რე­ბაში. ალ­ბათ, ამ­იტომაც მე მდი­და­რი ქა­ლი უნ­და შე­მერთო. თა­ვის დრო­ზე მან საც­ოლეც მო­მი­ძებ­ნა. ვეს­ტინდოეთის მკვიდ­რი პლან­ტატორი და ვა­ჭარი მის­ტერ მე­ზო­ნი მი­სი დი­დი ხნის ნაც­ნო­ბი იყო. მა­მა­ჩემ­მა კარ­გად იცო­და, რომ ეს კა­ცი, სი­ნამ­დვილეში, აუ­რაც­ხელ სიმ­დიდ­რეს ფლობ­და. მა­ინც გა­იკი­თხ-გამ­ოიკთ­ხა. აღმ­ოჩნდა, რომ მის­ტერ მე­ზონს ჰყავ­და ორი შვი­ლი, ქალ­-ვა­ჟი. მის­გან შე­იტყო ისიც, რომ ქა­ლიშ­ვი­ლის­თ­ვის მზით­ვად ოც­და­ათი ათა­სი პა­უნ­დის მი­ცე­მა ჰქონ­და გან­ზრახული. ეს ამ­ბავი სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა და, რო­დე­საც კო­ლეჯში სწავ­ლა და­ვას­რულე, ია­მა­იკ­ა­ზე გამ­გზავ­ნეს, რომ ცო­ლად შე­მერთო ქა­ლი, რო­მე­ლიც უკ­ვე და­ნიშ­ნუ­ლი ჰყავ­დათ ჩემ­თ­ვის. მა­მას ამ ქა­ლის ფუ­ლად შემ­ოსა­ვალ­ზე ჩემ­თ­ვის არა­ფერი უთ­ქ­ვამს, მაგ­რამ ის კი მითხ­რა, რომ სპენ­იშტაუნი მი­სი სი­ლა­მაზით ამაყ­ობდა. ეს არც იყო ტყუ­ი­ლი. ის მარ­თლაც მშვენ­იერი იყო, ბლანშ ინ­გ­რე­მის მსგავ­სი: მა­ღ­ალი, შავ­გვრე­მანი და წარ­მოსა­დეგი. მის ოჯახს და თვით მას ჩე­მი ხელ­ში ჩაგ­დე­ბა იმი­ტომ უნ­დო­დათ, რომ კარ­გი წარ­მო­შო­ბის ვი­ყა­ვი. ისი­ნი ჩემს საც­ოლეს მხო­ლოდ წვეუ­ლების დროს მაჩ­ვე­ნებ­დნენ ხოლ­მე, შე­სან­იშნა­ვად და ძვირ­ფა­სად ჩაც­მულს. მარ­ტო იშ­ვია­თად ვხვდე­ბო­დი და ასე­ვე იშ­ვია­თად მიხ­დებ­ოდა მას­თან პი­რის­პირ საუ­ბარი. ის ყვე­ლას­გან გამ­ორჩეუ­ლად მექ­ცეო­და და იმის­თ­ვის, რომ ჩემ­თ­ვის ეს­იამ­ოვნებ­ინა და და­ვეტ­ყვე­ვებ­ინე, მთელ თა­ვის მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობა­სა და გამ­ოცდილე­ბას გუ­ლუხ­ვად მაფ­რქვევ­და. მი­სი წრის ყვე­ლა მა­მა­კ­აცი მი­სით იყო აღ­ტა­ცებული და შუ­რის თვა­ლით მიმ­ზერ­და. მე დაბ­რმა­ვებული და აგ­ზნებული ვი­ყა­ვი და, ჩე­მი უცო­დი­ნარო­ბის, მო­უმ­წი­ფებ­ლობისა და გამ­ოუცდელობის გა­მო, ვფიქ­რობ­დი, რომ მიყ­ვარ­და. იმა­ზე უგუ­ნუ­რე­ბა და გონ­და­კ­არ­გულობა ხომ არა­ფერ­ია, ვიდ­რე ურ­თი­ერ­თისადმი მეტ­ოქეო­ბა და პირ­ველ­ობისათვის ბრძო­ლა საზ­ოგად­ოე­ბაში, ამას­თან, ახალ­გაზრდული, დაუ­ძლე­ველი ვნებ­იან­ობა, სიბ­რ­მა­ვე და წინ­დაუ­ხე­დაო­ბა, რომ­ლე­ბიც აჩ­ქა­რე­ბენ ადამ­იანს ასე­თი გან­უსჯელი საქ­ციელის ჩა­სა­დე­ნად. მი­სი ნა­თე­სა­ვები მაგ­ულია­ნებ­დნენ, მეტ­ოქე­ები კი მა­ღი­ზია­ნებ­დნენ. თვი­თონ მის მე­ზო­ნიც მაც­დურობდა ჩემ წი­ნა­შე და ქორ­წი­ნე­ბის დღ­ემ ისე მოა­ღწ­ია, ვერც კი გავ­იგე. ოჰ, სა­კუ­თარი თავ­ისადმი პატ­ივისცემის გრძნო­ბა აღ­ა­რა მაქვს, რო­დე­საც ეს ამ­ბავი მაგ­ონდე­ბა, და საშ­ინლად მეზ­იზღ­ე­ბა ჩე­მი თა­ვი. მე ის არას­ოდეს მყვა­რებ­ია, არც პა­ტივს ვცემ­დი და არც კარ­გად ვიც­ნობ­დი. იმა­შიც კი არ ვი­ყა­ვი დარ­წმუნებული, ჰქონ­და თუ არა რაი­მე ღი­რსეული, ბუ­ნე­ბით თან­დაყოლილი თვი­სე­ბა. ჯერ არც კი შე­მენ­იშნა მოკრ­ძა­ლე­ბა, ლმო­ბიე­რე­ბა, გულ­წ­რ­ფელ­ობა და ადამ­იანური სი­ფაქ­იზე მის სულ­სა და საქ­ციელში, რო­დე­საც შევ­ირთე. ოჰ, რა დი­დი დამ­ცირე­ბა ავ­იტა­ნე, რო­გორ თხუ­ნე­ლა­სავით მქონ­და თვა­ლები დაბ­რმა­ვებული და რა სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი! გა­ნა, უფ­რო ნა­კ­ლებ ცოდ­ვას არ ჩავ­იდენდი, თუ... მაგ­რამ მე უნ­და მახ­სოვდეს, ვის ვე­ლა­პა­რა­კ­ები.

ჩე­მი სა­ცო­ლის დე­და არას­ოდეს მე­ნა­ხა და მეგ­ონა, რომ მკვ­დარი იყო. თაფ­ლო­ბის თვე გა­თავ­და და მეც ჩემს შეც­დომას მივ­ხ­ვ­დი. ის თურ­მე შეშ­ლი­ლი იყო და ფსი­ქი­კუ­რად და­ა­ვა­დებ­ულთა თავ­შე­სა­ფარში ჰყავ­დათ გამ­ოკ­ეტილი. ოჯახ­ში უმ­ც­რო­სი ვა­ჟიშვილიც ჰყავ­დათ, ნამ­დ­ვი­ლი ენაბ­ლუ იდი­ო­ტი. უფ­რო­სი კი, რო­მე­ლიც უკ­ვე ნა­ხე, არ შეი­ძლე­ბა მძულ­დეს, თუმ­ცა მთე­ლი მა­თი ნა­თე­საო­ბა მეზ­იზღ­ე­ბა, რად­გან მის სუსტ გო­ნე­ბაში არის რა­ღ­აც წეს­იე­რების ნიშ­ნე­ბი. აი, თუნ­დაც ის, რომ ეგ საც­ოდავი დაუ­სრულებ­ლად ზრუ­ნავს თა­ვის გაუ­ბედ­ურებულ და­ზე, და თუნ­დაც ის ძა­ღლური ერ­თგულე­ბა, რო­მე­ლიც ერ­თხელ გამ­იწია. თუმ­ცა, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ერთ მშვენ­იერ დღ­ეს მა­გა­საც ეწი­ოს მა­თი ბე­დი. ჩემ­მა მა­მამ და ძმამ, რო­უ­ლენ­დმა, იცოდ­ნენ ეს ამ­ბავი, მაგ­რამ ისი­ნი მხო­ლოდ ოც­და­ათი ათას პაუ­ნდზე ფიქ­რობ­დ­ნენ და ჩემ წი­ნა­ა­ღმ­დეგ პი­რი ჰქონ­დათ შე­კრული.

ეს ყო­ველ­ივე საშ­ინელი აღმ­ოჩე­ნა იყო ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ, გარ­და ამ ფა­რუ­ლი თვალ­თმაქ­ცობისა, არა­ფერი შე­მეძლო მე­საყ­ვედ­ურებ­ინა ჩე­მი მე­უღლისთვის, მაშ­ინაც კი, რო­დე­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ მი­სი ბუ­ნე­ბა სრუ­ლი­ად უცხო და გა­მო­უც­ნო­ბი იყო ჩემ­თ­ვის. მი­სი გემ­ოვნე­ბა მხო­ლოდ უსი­ა­მოვ­ნო გრძნო­ბას მგვრი­და. იმ­დე­ნად გო­ნე­ბა­შე­ზღუდული იყო და გან­ვითა­რების ისეთ და­ბალ სა­ფეხ­ურზე იდ­გა, რომ უნა­რიც კი არ გა­აჩ­ნდა, რაი­მე დი­ა­დი და წმინ­და იდე­ა­ლებ­ისკ­ენ ჰქო­ნო­და სწრაფ­ვა. მა­ლე იმა­საც მივ­ხ­ვ­დი, შეუ­ძლე­ბელი იყო თუნ­დაც ერ­თი სა­ღ­ამო, ან ერ­თი სა­ათიც კი დღ­ეში მას­თან სი­ამ­ოვნებით გა­მე­ტა­რებ­ინა. ასე გან­სა­ჯე, ჩვენ შო­რის მე­გობ­რუ­ლი საუ­ბარიც კი არ ხერ­ხდებ­ოდა. რა თე­მა­საც არ უნ­და შევ­ხებოდი, მის­გან ყო­ველ­თ­ვის უზ­რ­დელ, ბა­ნალურ და გო­ნე­ბასუსტ, ვნე­ბა­აშლილი ქა­ლის პა­სუხს ვიღ­ებდი. იმა­შიც დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მე არას­ოდეს მექ­ნებ­ოდა მყუდ­რო, დაწყო­ბი­ლი ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბა. არც ერთ მსა­ხურს არ შე­ეძლო შეჰ­გუებ­ოდა მის დაუ­სრულე­ბელ სი­ან­ჩხლეს, მო­უ­ლოდ­ნელ, უაზ­რო გაგ­ულისე­ბას, მუდ­მივ შეუ­რაც­ხყოფას, შეუ­სა­ბამო და უზო­მოდ მომ­თხოვნ, ურ­თი­ერ­თსაწ­ინა­ა­ღმ­დეგო ბრძა­ნე­ბებს. ასე­თი ამ­ბების მაყ­ურე­ბელიც კი, ზო­მიე­რე­ბას ვი­ჩენ­დი; საყ­ვედ­ურებს თავს ვარ­იდებდი; მსურ­და, სა­უბ­რის გა­რე­შე მო­მეხ­დინა გავ­ლე­ნა მას­ზე; ვცდი­ლობ­დი, ფარ­ულად მო­მე­ნან­იებ­ინა ყო­ველ­ივე, გუ­ლის სიღრ­მეში კი მის მი­მართ მხო­ლოდ ზიზღს ვგრძნობ­დი. ჯე­ინ, არ დაგ­ტან­ჯავ საშ­ინელი წვრილ­მა­ნების მო­ყო­ლით. რამ­დენ­იმე სიტყ­ვი­თაც მი­მიხ­ვ­დე­ბი, თუ რი­სი თქმა მინ­და. ოთხი წე­ლი გა­ვა­ტა­რე ამ ქალ­თან და მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლობაში მან საშ­ინლად მა­წა­მა და დამ­ქან­ცა. მი­სი აუ­ტა­ნელი ხას­იათი დღი­თი დღე მწიფ­დებ­ოდა, საშ­ინელი სის­წ­რა­ფით ვი­თარ­დებ­ოდა და უზ­ნეო თვი­სე­ბებიც ასე­ვე სწრა­ფად ემა­ტებ­ოდა. მხო­ლოდ სიმკ­აც­რითღა თუ შეი­ძლებ­ოდა მა­თი და­ოკ­ე­ბა. მე კი სიმკ­აც­რე ვერ გამ­ოვიჩინე. ოჰ, რა ქონ­დ­რისკ­აცური გო­ნე­ბა ჰქონ­და და რა დაუ­ცხრომელი ვნებ­იან­ობა! რა შე­მაძ­რწუნე­ბელ უბედ­ურე­ბას წა­მკი­და ყო­ველ­ივე ამან! ბერ­თა მეზ­ონმა, უსა­ხელო და შეშ­ლი­ლი დე­დის ნამ­დვილმა ორეუ­ლმა და პირ­დაპ­ირმა შთამ­ომა­ვალ­მა, თავს და­მა­ტე­ხა ყვე­ლა ის საზ­იზღ­არი, და­მამ­ცირე­ბელი ამ­ბავი და მე­რე კი ამით გამ­ოწვეული აუ­წე­რელი სუ­ლი­ე­რი ტან­ჯვა, რო­მე­ლიც თან სდევს ყვე­ლა მა­მა­კ­აცს, ვინც კი ოდეს­მე თავ­შე­უკ­ა­ვე­ბელ­სა და ზნეო­ბრივად უწ­მინ­დურ ქალს შე­უღ­ლებ­ია.

იმ ხა­ნებში ჩე­მი ძმა გარ­დაი­ცვა­ლა. სწო­რედ მეო­თხე წლის ბო­ლოს კი მა­მაც მო­მიკვ­და. სა­კ­მაოდ გავ­მ­დიდ­რ­დი, თუმ­ცა სა­თა­კილო სიღ­არ­იბეში მქონ­და თა­ვი ჩარ­გუ­ლი. მე ხომ სამ­უდამოდ ვი­ყა­ვი და­კ­ავ­შირებული ამ გა­და­რეულ, უწ­მინ­დურ და ბილწ არ­სე­ბას­თან. ის, რო­გორც საზ­ოგად­ოების თვალ­ში, ისე კა­ნო­ნით, ჩემს მე­უღ­ლედ იწო­დებ­ოდა და ვე­ღ­არც კან­ონიერი გან­ქორწინებით ავარ­იდებდი თავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ექ­იმებ­მა შეშ­ლილად ცნეს. მის­მა გა­და­ჭარ­ბებ­ულმა თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლობამ ნა­ად­რე­ვად გა­ნავ­ითა­რა მას­ში არან­ორმალურობის ნიშ­ნე­ბი. ჯე­ინ, შენ, ალ­ბათ, არ გსი­ამ­ოვნებს ასე­თი ამ­ბების მოს­მე­ნა. ისე­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა გაქვს, ასე მგო­ნია, ავად უნ­და იყო. გინ­და, და­ნარ­ჩენს ხვა­ლის­თ­ვის გა­დავ­დებ?

- არა, სერ, ახ­ლა და­ამ­თავ­რეთ. მე თქვენ მებ­რა­ლებით, ძალ­იან მებ­რა­ლებით.
- სიბ­რა­ლუ­ლი, ჯე­ინ, ზო­გი­ერ­თი ადამ­იან­ისგან მომ­წამ­ვლელი და შეუ­რაც­ხმყოფელი მოწყა­ლე­ბა­ა. სრუ­ლი­ად სა­მარ­თლიანი იქ­ნე­ბა, თუ ასეთ სიბ­რა­ლულს უკ­ან­ვე მი­ვახ­ლით თავ­ში იმ ადამ­ია­ნებს, ვინც მათ გვთა­ვაზობს. ასე­თი სიბ­რა­ლუ­ლი გულ­ქ­ვა და ეგო­ისტ ადამ­იან­თა თან­დაყოლილი თვი­სე­ბა­ა. მას­ში შერ­წყმულია ეგო­ის­ტუ­რი ჩი­ვი­ლი სხვი­სი ურ­ვა-წუ­ხი­ლის გაგ­ონებ­ისას, და უგუ­ნუ­რი სი­ძულ­ვი­ლი იმ ადამ­იან­თა მი­მართ, რომ­ლე­ბიც გან­საც­დელში არ­იან. მაგ­რამ შე­ნი სიბ­რა­ლუ­ლი ასე­თი არ არის. ამ წუ­თებ­ში სრუ­ლი­ად სხვა გრძნო­ბა იხა­ტე­ბა შენს სა­ხე­ზე, რომ­ლის გა­მო, სა­დაც არის, ცრემ­ლის ნია­ღ­ვარი და­ედ­ინე­ბა შენს თვა­ლებს. გუ­ლიც ასე იმი­ტომ გიღ­ე­ლავს და შე­ნი ხე­ლიც ასე იმი­ტომ თრთის ჩემს ხელ­ში. შე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი, ჩე­მო ღვ­თა­ე­ბავ, სიყ­ვა­რუ­ლის წა­მებული დე­და­ა, მი­სი წუ­ხი­ლი ნამ­დ­ვი­ლი მწვა­ვე გუ­ლის­ტ­კი­ვილია ღვთი­უ­რი იდე­ა­ლებით გა­ტა­ცებული ადამ­იან­ისა. მე ვიღ­ებ მას, ჯე­ინ. და­ე, ეს ქა­ლიშ­ვი­ლი თავ­ისუფლად მო­ვი­დეს ჩემ­თან, ჩე­მი გაშ­ლი­ლი მკ­ლა­ვები მას უც­დის მი­სა­ღ­ე­ბად.
- ახ­ლა კი, სერ, გა­ნაგ­რძეთ, მე­რე რო­გორ მო­ი­ქე­ცით, რო­დე­საც შეი­ტყვეთ, რომ ის შეშ­ლი­ლი იყო?

- ჯე­ინ, მე სას­ოწა­რკ­ვეთ­ილების სა­ზღ­ვარს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. მხო­ლოდ სა­კუ­თარი თავ­ისადმი შერ­ჩენილი ოდ­ნა­ვი პატ­ივისცემის გრძნო­ბა მა­კ­ა­ვებ­და უფ­ს­კ­რუ­ლის პი­რას. უეჭ­ველ­ია, ქვეყ­ნის თვალ­ში სა­მარცხვინოდ პატ­ივაყრილი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ გა­დავ­წყვიტე, სა­კუ­თარი სინ­დი­სის წი­ნა­შე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მარ­თალი და ბო­ლომ­დე შორს ვმდგარ­იყავი მი­სი სა­მარცხვინო და­ნა­შაუ­ლებრივი საქ­ციელ­ისგან, რო­გორ­მე და­მე­ღწ­ია თა­ვი ამ გო­ნე­ბასუსტი არ­სების ბი­წიე­რებისთვის. საზ­ოგად­ოე­ბა კი მის სა­ხელს ჩემს სა­ხელს უკ­ავ­შირებ­და. მე მას ყო­ველ­დღე ვხე­დავდი და მეს­მოდა მი­სი ხმა. მი­სი ამ­ონასუნთქი ჰა­ერი (თფუ!) შე­რეული იყო იმ ჰა­ერში, რო­მელ­საც მე ვსუნ­თ­ქავ­დი. არ მავ­იწყდებ­ოდა, რომ ოდე­სღ­აც მი­სი ქმა­რი ვი­ყა­ვი. ეს მო­გო­ნე­ბა ენით გამ­ოუთქმელ სი­ბილ­წედ მი­მაჩ­ნდა და მი­მაჩ­ნია. გარ­და ამ­ისა, ვი­ცო­დი, რომ სა­ნამ ის ცოცხა­ლი იქ­ნებ­ოდა, ვერ შევ­ირთავდი სხვას, უკ­ე­თესს, ცო­ლად. ხუ­თი წლით ჩემ­ზე უფ­რო­სი (მის­მა ოჯახ­მა და მა­მა­ჩემ­მა მო­მატ­ყუეს მი­სი წლო­ვა­ნე­ბაც) იმ­დენ ხანს იცოცხ­ლებ­და, რამ­დენ­საც მე, რად­გან აგებ­ულებით იმ­დე­ნად ძლი­ე­რი იყო, რამ­დე­ნა­დაც გო­ნებ­რივად სუს­ტი. ასე რომ, ოც­და­ექვსი წლის ასა­კში სრუ­ლი­ად უიმე­დო მდგო­მა­რეო­ბაში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.

ერთ ღა­მეს ყურ­თას­მენის წა­მღ­ებ­მა კი­ვილმა გამ­ომა­ღვ­იძა (მას შემ­დეგ, რაც ექ­იმებ­მა და­ა­დას­ტურეს, რომ ის შეშ­ლი­ლი იყო, ცა­ლკე გვყავ­და გამ­ოკ­ეტილი). სუ­ლის შემ­ხუთველი სიცხე იყო იმ ღა­მეს, რო­გო­რიც ვეს­ტინდოეთში იცის ხოლ­მე. იქ, სა­დაც ასე­თი ჰა­ვა­ა, ამ­გვარ ღა­მე­ებს ძალ­იან ხში­რად თან სდევს გრი­გა­ლი. სა­წოლ­ში ძი­ლი შეუ­ძლე­ბელი გახ­და, წამ­ოვდექი და სა­რკ­მელი გამ­ოვა­ღ­ე. ისე მო­მეჩ­ვე­ნა, ჰა­ერი ფოს­ფორ­ნა­რევი ნის­ლით გა­ჟ­ღ­ენთილიყო. სუფ­თა ჰა­ერს ვე­ღ­არ­სად მი­ვა­გენი. ოთახ­ში კოღ­ოები შემ­ოფრინდნენ და გუ­ლის შე­მაწ­უხებ­ლად ბზუ­ოდ­ნენ. ზღ­ვა, რომ­ლის ხმა­უ­რი ჩე­მამ­დე კარ­გად აღ­წევ­და, ისე ბო­ბოქ­რობ­და, რო­გორც მი­წის­ძ­ვ­რის დროს იცის ხოლ­მე. მის ზე­მოთ შა­ვი ღრ­უბლები მიქ­როდ­ნენ. მო­წი­თა­ლო ფე­რის სავ­სე მთვა­რე ტა­ლღ­ებში ისე ჩაი­ნთქა, რო­გორც გა­ვარ­ვა­რებული ზარ­ბაზნის ყუმ­ბა­რა და უკ­ა­ნა­სკ­ნე­ლად სის­ხ­ლი­ა­ნი მზე­რა სტყორ­ც­ნა ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ბო­ბო­ქა­რი ქა­რიშ­ხ­ლის მო­ლო­დინ­ში თრთო­და. ბუ­ნე­ბის ასე­თი პეი­ზა­ჟი და ატ­მოსფერული ცვლი­ლე­ბები ფი­ზი­კუ­რად მა­ნად­გურებ­და; ამას­თა­ნა­ვე, ყურ­ში გამ­უდმებით ჩა­მეს­მოდა შეშ­ლი­ლის კი­ვი­ლი და წყევ­ლა­-კრ­ულვა; დრო­დად­რო ის ჩემს სა­ხელს ახ­სე­ნებ­და ისე­თი გაბ­ოროტებული სი­ძულ­ვი­ლი­თა და ისე­თი ენით, რომ არც ერთ გაქ­ნილ მე­ძავ ქალს არას­ოდეს ექ­ნებ­ოდა მას­ზე ბინ­ძუ­რი ლექ­სიკონი. ჩვენ ერ­თმა­ნეთ­ისგან ორი ოთა­ხი გვყოფ­და, მაგ­რამ მე ყვე­ლა სიტყ­ვა გავ­იგონე, რად­გან ვეს­ტინდოეთში ისე­თი თხე­ლი კედ­ლებ­ია, ხმა თავ­ისუფლად გა­დის და ისი­ნი ოდ­ნა­ვა­დაც ვერ ახ­შობდნენ მის მგლურ ყმუ­ილს.
ეს ცხოვ­რე­ბა ჯო­ჯო­ხეთ­ია! - ვთქვი ბო­ლოს ჩემ­თ­ვის. - ეს უძი­რო ქვე­სკ­ნელ­იდან მომ­დი­ნა­რე ხმებ­ია! მე უფ­ლე­ბა მაქვს, გან­ვშორდე მას, თუ შევ­ძელი. ამ მო­მა­კვ­დავი სხე­უ­ლის ტან­ჯვა-­წა­მე­ბა თან გაჰ­ყვე­ბა ხორცს, რო­მე­ლიც ასე მძი­მედ ბორკ­ავს ჩემს სულს. სა­ი­ქი­ოს სამ­უდამოდ ცეცხ­ლის ალ­ში წვა, რაც ფა­ნატ­იკო­სებს სწამთ, მე უკ­ვე აღ­არ მაშ­ინებს. მო­მა­ვალი აწ­მყოზე ცუ­დი არ იქ­ნე­ბა. მე უნ­და გან­ვშორდე აქაუ­რობას და ჩემს ზე­ცი­ურ მა­მას­თან გა­ვემ­გზავრო (სამ­უდამო სა­მკვიდროში).

სა­ნამ ამას ვამ­ბობ­დი, მუხ­ლებ­ზე და­ვეშვი და ყუ­თი გავ­ხსენი, რო­მელ­შიც ორი გა­ტენილი დამ­ბა­ჩა იდო. გა­დავ­წყვიტე, თა­ვი მო­მე­კ­ლა. მაგ­რამ ეს ფიქ­რი წამ­იერი გამ­ოდგა, რად­გან შეშ­ლი­ლი არ ვი­ყა­ვი. ხო­ლო ის მწვა­ვე და გაუ­საძლისი სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა, რო­მელ­მაც ასე­თი რამ მაფ­იქრებ­ინა და თვითმკვ­ლელ­ობა გა­და­მაწ­ყვეტ­ინა, ერთ წამ­ში გაქ­რა. ევ­როპიდან დაძ­რულმა სუფ­თა ნი­ავ­მა ოკ­ე­ა­ნეს გად­მოუქროლა და ღია სა­რკ­მელში შემ­ოიჭრა. ქარ­იშხალი გაძ­ლიერ­და, წვი­მა კო­კი­სპირულად ას­ხამ­და; ქუხ­და; ელავ­და; ჰა­ერი გაი­წმინდა. სა­კუ­თარ ბა­ღში სვე­ლი ფორ­თოხ­ლის ხე­ებში და­ვე­ხე­ტებოდი; ქარ­იშხლისა და წვი­მის­გან წა­ლე­კილ ბრო­წეუ­ლებ­სა და ანა­ნასის ხე­ებს შო­რის მი­მოვ­დი­ო­დი და, ვიდ­რე ტრო­პი­კუ­ლი ზო­ნის მო­ციმ­ცი­მე ცისკ­არი ჩემ გარ­შემო ცეც­ხლისფერ სხი­ვე­ბად აენ­თებ­ოდა, ასე გან­ვიზრა­ხე: აბა, მო­მის­მი­ნე, ჯე­ინ! ვფიქ­რობ, ეს ნამ­დვილად ბრძნუ­ლი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა იყო, რო­მელ­მაც და­მაწ­ყნა­რა იმ წუ­თებ­ში და მიჩ­ვე­ნა გზა, რო­მელ­საც მო­მა­ვალში უნ­და გავ­ყო­ლო­დი.
ევ­როპიდან შე­მოჭ­რი­ლი მო­სალ­ბუნე ნი­ა­ვი ჯერ კი­დევ ახ­ლად გან­ბანილ ფოთ­ლებს ეჩ­ურჩულებ­ოდა და ატ­ლანტის ოკ­ე­ა­ნე კი გრგვინ­ვით დი­დე­ბულ თავ­ისუფლე­ბას უმღ­ერ­ოდა, რო­დე­საც დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში მთლად მკვ­დარი, სის­ხ­ლ­გამ­შრალი და გაც­ივებული ჩე­მი გუ­ლი ამ ხმამ გამ­ოაც­ოცხლა და სა­არ­სებო სის­ხ­ლით შე­ავსო. ჩე­მი დი­დი ხნის ნატ­ვრა და სურ­ვი­ლი, რომ ხელ­მეო­რედ დავ­ბა­დებ­ულიყავი და ამ­ქვეყნიური ცოდ­ვებ­ისგან მთლია­ნად გავ­წმენ­დილიყავი, ახ­ლა ჩემ წინ იმე­დის სა­ხით გამ­ოჩნდა და მეც ჩე­მი არ­სების მთლია­ნად გარ­დაქ­მნა და ხელ­მეო­რე აღდ­გომა შე­საძ­ლებ­ლად ვცა­ნი. ბა­ღის ბო­ლო­ში ვი­დე­ქი და ყვავ­ილების თა­ღ­ებ­ქვეშ გავ­ყურებდი ზღ­ვას, რო­მე­ლიც ცა­ზე უფ­რო ლურ­ჯი ჩან­და. მის იქით ძვე­ლი სამ­ყარო - ევ­როპა მეგ­ულებ­ოდა და ჩე­მი ნა­თელი იმე­დებიც იქ იშ­ლებ­ოდა.

- წა­დი! - ჩამ­ძახ­ოდა ის, - და კვ­ლავ ევ­როპაში იცხოვ­რე. იქ არა­ვინ იცის, რა შერც­ხვენილ სა­ხელს ატა­რებ და რა ბინ­ძუ­რი ტვირ­თი გკი­დია. შეგ­იძლია, შეშ­ლი­ლი ინ­გ­ლის­ში წაი­ყვანო. ჩა­კ­ე­ტე თორ­ნ­ფილ­დ­ში, კარ­გი მომ­ვ­ლე­ლი მი­უ­ჩი­ნე და ფრთხი­ლად შეი­ნა­ხე. მე­რე კი, რო­მელ ქვე­ყა­ნაშიც გინ­და, იქით გა­ემ­გზავ­რე და იმას დაუ­მეგობრდი, ვინც უფ­რო მო­გეწ­ონე­ბა. ეს ქა­ლი, რო­მელ­მაც ასე ბო­რო­ტად გამ­ოიყე­ნა შე­ნი ამ­დენი ხნის ტან­ჯვა-­წა­მე­ბა, ასე შე­არც­ხვინა შე­ნი სა­ხელი, ასე დი­დად შეუ­რაცხყო შე­ნი პატ­იოსნე­ბა და ამ­დენი ზი­ა­ნი მო­უ­ტა­ნა შენს სიყ­მაწ­ვილეს, შე­ნი მე­უღ­ლე არ არის. არც შე­ნა ხარ მი­სი ქმა­რი. ყუ­რა­დღ­ე­ბა მი­აქ­ციე, რომ მას­ზე იზ­რუ­ნონ, რო­გორც ამას მი­სი ჯან­მრთელ­ობა მო­ითხოვს. მა­შინ ვა­ლი მოხ­დი­ლი გექ­ნე­ბა ყვე­ლას მი­მართ, რო­გორც ამას ღმერ­თი და ადამ­იან­თა საზ­ოგად­ოე­ბა მო­ითხოვს. და­ე, მი­სი სა­ხელი და ახ­ლობლობა შენ­თან დაი­მარხოს და დავ­იწყე­ბას მიე­ცეს. შენ ვალ­დებული არა ხარ, ამ ამ­ბის შე­სა­ხებ რო­მელ­იმე სულ­დ­გ­მულს რა­მე გაუ­ზიარო. მოა­თავ­სე ის უში­შარ ად­გილას, კარგ პი­რო­ბებ­ში, სა­ი­დუმ­ლოდ შეი­ნა­ხე მი­სი ავად­მყოფობა და გან­შორ­დი მას...

მეც სწო­რედ ამ რჩე­ვას გავ­ყევი. ჩემს ძმა­სა და მა­მას ნაც­ნობებისთვის არ გაუ­გებ­ინებ­იათ ჩე­მი ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბავი, რად­გან პირ­ველ­ივე წე­რილ­ში ვატ­ყობინებდი, რა გან­უზომელ ზიზღ­საც გან­ვიც­დი­დი ამ ქორ­წი­ნე­ბის მი­მართ. რად­გან ვი­ცო­დი ჩე­მი მე­უღლის ხას­იათი და მი­სი გო­ნებ­რი­ვი სი­სუს­ტე, წი­ნას­წარ­ვე ვხე­დავდი, რა საშ­ინელი მო­მა­ვალი მელ­ოდა. იქ­ვე ვუ­მა­ტებდი და და­ჟი­ნებით ვთხოვ­დი მათ, ყო­ველ­ივე სა­ი­დუმ­ლოდ შე­ე­ნა­ხათ. ბო­ლოს კი ჩე­მი მე­უღლის უსირ­ცხ­ვი­ლო საქ­ციელ­მა ისე­თი სა­ხე მი­ი­ღო, რომ მა­მას, რო­მელ­მაც ის თვი­თონ ამ­ომირჩია, ასე­თი რძლის ყო­ლა ახ­ლა სა­თა­კილოდ მი­აჩ­ნდა და აწ­ითლებ­და. ამ ქორ­წი­ნე­ბას ის არამ­ც­თუ ახ­სე­ნებ­და სად­მე, არა­მედ ჩემ­ზე მე­ტად ცდი­ლობ­და, და­ე­მა­ლა.

შემ­დეგ მე ის ინ­გ­ლის­ში ჩამ­ოვიყვა­ნე. საშ­ინელი მოგ­ზაუ­რობა იყო. წარ­მოიდგინე, ასე­თი ურ­ჩხუ­ლით გე­მით მგზავ­რობა. გამ­იხარ­და, რო­დე­საც ბო­ლოს თორ­ნ­ფილდს მო­ვა­ღწ­იეთ და მე­სა­მე სარ­თუ­ლის ერ­თ-ერთ ოთახ­ში მშვი­დო­ბია­ნად მო­ვა­თავ­სე. ეს სწო­რედ შე­ნო­ბის შიგ­ნით ის ღრ­მად მი­მა­ლუ­ლი სამ­უშაო ოთა­ხი იყო, რო­მე­ლიც მან ამ ათი წლის გან­მავ­ლობაში გა­რეული ცხო­ვე­ლის ბუ­ნა­გად და ბო­რო­ტი სუ­ლე­ბის სა­კ­ნად აქ­ცია. პირ­ვე­ლად ძალ­იან გამ­იძნელ­და მის­თ­ვის მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლის შოვ­ნა. სა­ჭი­რო იყო ძალ­იან ერ­თ­გუ­ლი ადამ­იანი, რად­გან შეშ­ლი­ლის გა­აფ­თრე­ბას შეი­ძლე­ბა ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო გა­ე­ცა. იყო დღ­ე­ები და კვ­ირებიც, რო­დე­საც ის დამ­შვიდებული იყო და მა­შინ შეუ­რაც­ხმყოფელი სიტყ­ვე­ბით მავ­სებ­და. ბო­ლოს გრიმ­ს­ბი რიტ­რი­ტი­დან გრე­ის პუ­ლი დავ­იქირა­ვე. მხო­ლოდ მან და ექ­იმმა კარ­ტერ­მა (რო­მელ­მაც მე­ზონს ჭრი­ლო­ბე­ბი შეუ­ხვია იმ ღა­მეს, რო­დე­საც ის დამ დაჭ­რა და და­კბ­ინა), აი, ამ ორ­მა ადამ­იან­მა იცო­და ჩე­მი სა­ი­დუმ­ლო. შე­საძ­ლე­ბელ­ია, მი­სის ფე­იერ­ფექსი რა­მეს ეჭ­ვობდეს, მაგ­რამ და­ნამ­დვილებით და სწო­რად მან ამ საქ­მის შე­სა­ხებ არა­ფერი იცის. გრე­ი­სი მარ­თლაც კარ­გი მომ­ვ­ლე­ლი აღმ­ოჩნდა, თუმ­ცა, ნა­წი­ლობ­რივ, სა­კუ­თარ თავს უნ­და და­აბ­რალოს, რაც შე­ემ­თხვა და რა­შიც ვე­რავინ და­ეხ­მა­რე­ბა. რა თქმა უნ­და, ეს, ნა­წი­ლობ­რივ, მი­სი მო­მა­ბეზ­რე­ბელი პრო­ფე­სი­ის ბრალ­იცა­ა. მი­უ­ხე­და­ვად მი­სი გამ­უდმებული სიფხიზ­ლი­სა, ავად­მყოფმა ის არა­ერ­თხელ შე­აც­დინა და გამ­ოუვალ მდგო­მა­რეო­ბაში ჩა­აგდო. შეშ­ლი­ლი ადამ­იანი მეტ­ისმე­ტად ეშ­მა­კი და ბო­რო­ტია. მას შეუ­ძლია, ყო­ველ­თ­ვის ისარ­გებლოს თა­ვი­სი მომ­ვ­ლე­ლის დრო­ე­ბი­თი გაუ­ფრთხილებლობით. აი, ერ­თხელ და­ნა აა­ცა­ლა, რომ­ლი­თაც სა­კუ­თარი ძმა დაჭ­რა. ორ­ჯერ კი თა­ვი­სი სა­კნის გა­სა­ღ­ები იგ­დო ხელთ და იქი­დან ღა­მით გამ­ოიპა­რა. პირ­ვე­ლად ისე­თი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა მო­უ­ვი­და თავ­ში, რომ უნ­დო­და სა­წოლ­ში გამ­ოვეწვი. მეო­რედ კი შენ გეს­ტუმრა ფარ­ულად. ღმერთს მად­ლობას ვწი­რავ, რომ დაგ­იცვა და მან თა­ვი­სი სიშ­მა­გე გად­მოან­თხია მხო­ლოდ შენს ჯვრის­წე­რის მორ­თუ­ლო­ბა­ზე, რო­მელ­მაც, ალ­ბათ, ბუნ­დოვ­ნად, თა­ვი­სი სა­კუ­თარი ჯვრის­წე­რის დღ­ე­ები გა­ახ­სე­ნა. გაფ­იქრე­ბაც კი მზა­რავს, რა უბედ­ურე­ბა შეი­ძლებ­ოდა დატ­რია­ლებულიყო, თუ ის, ვინც ამ დი­ლით ყელ­ში ასე გა­აფ­თრებით მე­ცა, თა­ვი­სი დაწ­ითლებული და ჩა­შა­ვებული სა­ხით, ჩე­მი პა­წაწ­ინა მტრე­დის ბუ­დე­ში ჩაი­ხე­დავ­და! ეს ფიქ­რი ძა­რღ­ვებში სისხლს მი­ყი­ნავს...

- მე­რე, სერ, - ვკი­თხე მე, რო­დე­საც ის შე­ჩერ­და, - რო­გორ მო­ი­ქე­ცით მას შემ­დეგ, რაც ის აქ და­აბ­ინა­ვეთ? სა­ით გა­ემ­გზავ­რეთ?
- რო­გორ მო­ვი­ქე­ცი, ჯე­ინ? გავ­უჩინარდი. მუდ­მივ მოგ­ზაუ­რად გა­დავ­იქეცი. სად წა­ვედი? მარ­ტის დაუ­დე­გარი ქა­რი­ვით და­ვე­ხე­ტებოდი აქეთ-იქით. ევ­როპას მი­ვა­ღწ­იე და ყვე­ლა მის ქვე­ყა­ნას გზა­აბ­ნეულივით შემ­ოვუა­რე. მხო­ლოდ ერ­თი ფიქ­რით ვი­ყა­ვი შეპყ­რო­ბი­ლი: მო­მე­ძებ­ნა კარ­გი და ჭკვ­იანი ქა­ლი, რომ­ლის შეყ­ვა­რე­ბა შე­მეძ­ლებ­ოდა. მინ­დო­და, სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო ყო­ფი­ლი­ყო იმ ავი და ცო­ფი­ა­ნი ქალ­ისა, რო­მე­ლიც თორ­ნ­ფილ­დ­ში დავ­ტოვე.

- მაგ­რამ თქვენ ხომ მას ვერ შეი­რთავდით, სერ?
- მე გა­დავ­წყვიტე და არა მარ­ტო დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ ასე უნ­და მოვ­ქ­ცეუ­ლიყავი, არა­მედ ვალ­დებ­ულა­დაც ვთვლი­დი თავს. პირ­ვე­ლად სრუ­ლებ­ითაც არ გან­მიზრა­ხავს, ვინ­მე მო­მეტ­ყუებ­ინა ისე, რო­გორც შენ­თან ვიც­რუე და დაგ­იმა­ლე ყო­ველ­ივე. ვფიქ­რობ­დი, მთე­ლი ჩე­მი თავ­გა­და­სა­ვალი გუ­ლახ­დილად მე­ამ­ბნა და წი­ნა­და­დე­ბაც პირ­და­პირ მი­მე­ცა. ეს იმ­დე­ნად სწორ და გო­ნივ­რულ მო­საზ­რე­ბად მი­მაჩ­ნდა, რომ ვვა­რაუდობდი, ისეთ თავ­ისუფალ პი­როვ­ნე­ბად ჩამ­თვლიდნენ, რო­მელ­საც შე­ეძლო შე­ეყ­ვა­რებ­ინა და ჰყვა­რებ­ოდათ. ეჭ­ვიც არ მე­პა­რებ­ოდა, რომ შემ­ხვდებ­ოდა ისე­თი ადამ­იანი, რო­მე­ლიც გამ­იგებ­და, ­თა­ნამიგ­რძნობდა და მი­მიღ­ებ­და, მი­უ­ხე­და­ვად თავს და­ტეხილი მძი­მე უბედ­ურებ­ისა და წყევ­ლა­-კრ­ულვისა.

- კე­თი­ლი, სერ, მე­რე?
- რო­დე­საც ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა გძლევს, ჯე­ინ, არ შემ­იძლია ღი­მი­ლი შევ­იკ­ავო. თვა­ლებს მო­უთ­მე­ნელი ჩი­ტი­ვით ახელ და გან­უწყვეტლივ მოძ­რა­ობ, თით­ქოს პა­სუ­ხი იგ­ვია­ნებ­დეს, დაც­და არ შე­გეძლოს და გსურ­დეს, ის მო­სა­უბ­რის გუ­ლის­ფი­ცარ­ზე ამ­ოიკითხო. მაგ­რამ ახ­ლა, სა­ნამ ჩემს ამ­ბავს გან­ვაგ­რძობდე, მითხა­რი, რას გუ­ლის­ხ­მობ, რო­დე­საც მე­კი­თხები: - შემ­დეგ, სერ? - ამ მოკ­ლე ფრა­ზას ძალ­იან ხში­რად წამ­ოიძა­ხებ ხოლ­მე. მე ის დი­დად მეხ­მა­რე­ბა და საუ­ბარს გან­ვაგრძობ, მაგ­რამ ვერ გამ­იგია, რა­ტომ მოქ­მე­დებს ის ჩემ­ზე ასე?
- მაი­ნტე­რე­სებს, რა მოხ­და შემ­დეგ, თქვენ რო­გორ მო­ი­ქე­ცით ან ამა თუ იმ შემ­თხვე­ვას რა და­სასრული მოჰ­ყ­ვებ­ოდა ხოლ­მე.
- აი, სწო­რედ მა­გას ვამ­ბობ, ახ­ლა რი­სი გა­გე­ბა გინ­და.

- იპო­ვეთ თუ არა ის, ვინც მოგ­წონ­დათ, მი­ე­ცით თუ არა წი­ნა­და­დე­ბა, ცო­ლად გამ­ოგყოლოდათ, ან მან რა გი­პას­უხათ?
- მხო­ლოდ ის შემ­იძლია გითხ­რა, ვნა­ხე თუ არა, ვინც მო­მეწ­ონა, ან შევ­თა­ვა­ზე თუ არა ჩე­მი ხე­ლი, მაგ­რამ ის, რაც მი­პას­უხა, ჯერ კი­დევ საი­დუმლოებით არის მო­ცუ­ლი ბედ­ისწერის წიგ­ნ­ში. ათი წე­ლი და­ვე­ხე­ტებოდი ერ­თი დე­და­ქა­ლაქ­იდან მეო­რეში - ხან პე­ტერბურგში, უფ­რო ხში­რად პა­რიზ­ში, ხან­და­ხან რომ­ში, ნე­აპ­ოლსა და ფლო­რენ­ციაში. ფუ­ლით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, შთამ­ომავლობით უძ­ვე­ლეს გვარს ვე­კუთვნოდი და ამი­ტომ შე­მეძლო, თვი­თონ ამ­ომერ­ჩია საზ­ოგად­ოე­ბა, რო­მელ­თა­ნაც და­ახ­ლოე­ბა მინ­დო­და. საზ­ოგად­ოების არც ერ­თი წრე არ იყო ჩემ­თ­ვის მი­უწ­ვ­დო­მე­ლი. ამი­ტომ ჩემს საო­ცნებო არ­სე­ბას და­ვე­ძებდი ინ­გ­ლი­სელ ლე­დებს, ფრანგ გრაფ­ინიებს, იტალ­იელ სი­ნი­ო­რი­ნებ­სა და გერ­მა­ნელ ბარ­ონე­სებს შო­რის. მი­სი პოვ­ნა ვერ შევ­ძელი. ხან­და­ხან მხო­ლოდ წამ­იე­რად ვფიქ­რობ­დი, რომ, აი, უკ­ვე თვა­ლი მოვკ­არი, ხმა გავ­იგონე და ჩე­მი ოც­ნე­ბის ხორ­ც­შეს­ხ­მუ­ლი ხა­ტე­ბა დავ­ინა­ხე-­მეთქი, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ოც­ნე­ბა იყო და მაშ­ინვე ამეხ­ილებ­ოდა ხოლ­მე თვა­ლი. ნუ წარ­მოიდგენ, რომ სუ­ლით ან გა­რეგნობით უნა­კლო არ­სე­ბას და­ვე­ძებდი, მხო­ლოდ ჩემს შე­სა­ფერისს ვნატ­რობ­დი, კრე­ო­ლი ქა­ლის სა­პი­რის­პი­რო არ­სე­ბას, მაგ­რამ, თურ­მე, ამა­ოდ ვე­ძებდი. ისე­თი არა­ვინ შემ­ხვედ­რია, თავ­ისუფალიც რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ცო­ლო­ბა მეთ­ხოვა, მას შემ­დეგ მა­ინც, რაც მაგ­ონდებ­ოდა, პირ­ვე­ლად რა საშ­ინელ, საზ­იზღ­არ და ყოვ­ლად შეუ­ფე­რე­ბელ ქორ­წი­ნე­ბა­ზე დავ­თანხმდი. იმე­დის გაც­რუე­ბამ უგუ­ნუ­რე­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. ვცა­დე გარ­თობა, მაგ­რამ გარ­ყვნილე­ბამ­დე არას­ოდეს დავ­ცემ­ულვარ. ის მე ყო­ველ­თ­ვის მძულ­და და მძულს, რად­გან ასე­თი ავ­ხორცობა ჩე­მი ვეს­ტინდოელი მე­სალ­ინას სტი­ქია იყო. ძვალ-რბილ­ში გამ­ჯდარი ზიზღი მის­და­მი და მი­სი ასე­თი საქ­ციელ­ისადმი მბორკ­ავ­და, რაი­მე სი­ამ­ოვნე­ბა თავ­ისუფლად მე­გე­მა; ასე­თი გრძნო­ბა სა­ზღ­ვარს გა­დას­ცდებ­ოდა თუ არა, მეჩ­ვე­ნებ­ოდა, რომ მას­თან და მის მა­ნკ­იერ საქ­ციელ­თან მა­ახ­ლოებ­და, და მაშ­ინვე თავს ვარ­იდებდი.

მა­ინც მარ­ტო ცხოვ­რე­ბა არ შე­მეძლო და ვცდი­ლობ­დი, სატ­რფოები შე­მეძ­ინა. პირ­ვე­ლი, რო­მე­ლიც მა­შინ მე ამ­ოვირჩიე, სე­ლინ ვა­რენსი იყო. ეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის მეო­რე სა­ფეხ­ურია, რომ­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზე ჩე­მი თა­ვი მძულს და მეზ­იზღ­ე­ბა. შენ უკ­ვე იცი, რა პი­როვ­ნე­ბაც იყო ეს ქა­ლი და რო­გორ დამ­თავ­რდა მას­თან ჩე­მი სა­მიჯ­ნუ­რო კავ­ში­რი. მას ორი შემ­ცვლელი ჰყავ­და: იტალ­იელი გი­აც­ინტა და გერ­მა­ნელი კლა­რა. ორი­ვე გან­სა­კუ­თრებული სი­ლა­მაზით გამ­ოირჩეო­და, მაგ­რამ რა ფა­სი ჰქონ­და მათ სი­ლა­მა­ზეს რამ­დენ­იმე კვი­რის მე­რე. გი­აც­ინტა უპ­რინ­ცი­პო და ან­ჩხ­ლი იყო. სა­მი თვის გან­მავ­ლობაში მას­თან სი­ახ­ლოვემ დამ­ქან­ცა. კლა­რა პატ­იოსანი და მშვი­დი იყო, მაგ­რამ გო­ნე­ბა­შე­ზღუდული და გაუ­გე­ბარი. რა სა­ერთო უნ­და ჰქო­ნო­და მას ჩემს გემ­ოვნე­ბას­თან? გამ­იხარ­და, რო­დე­საც სა­კ­მაო თან­ხა გამ­ოვუყავი, რა­ღ­აც შე­სა­ფერისი სამ­უშაო იშო­ვა და ასე, მშვი­დო­ბია­ნად, მო­ვი­შო­რე. მაგ­რამ, ჯე­ინ, შე­ნი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მარ­წმუნებს, რომ კარ­გი წარ­მოდგე­ნა აღ­ა­რა გაქვს ჩემ­ზე. შენ ახ­ლა უგ­რ­ძ­ნო­ბელ, უპ­რინ­ცი­პო და თავ­ქარ­იან მა­მა­კ­ა­ცად მთვლი, არა?

- მარ­თლაც, მე თქვენ ისე აღ­არ მომ­წონ­ხართ, რო­გორც წი­ნათ, სერ. ნუ­თუ არას­ოდეს გი­ფიქ­რი­ათ, რომ ასე­თი ცხოვ­რე­ბა, ასე თუ ისე, სა­ძაგ­ლობა­ა? ჯერ ერ­თი სატ­რ­ფო, ახ­ლა - მეო­რე. თქვენ ამ ამ­ბებ­ზე ისე ლა­პა­რა­კობთ, თით­ქოს სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი იყოს.
- ეს ყვე­ლა­ფერი მე გა­დამ­ხდა, მაგ­რამ მე ის არ მომ­წონს. ეს იყო ჩემს ცხოვ­რე­ბაში ყვე­ლა­ზე და­მამ­ცირე­ბელი ყო­ფა და არც არას­ოდეს მენ­დომე­ბა, მას დავ­უბრუნდე. სიყ­ვა­რუ­ლის ფუ­ლით შოვ­ნა ისეთ­ივე სულ­მ­დაბ­ლობა­ა, რო­გორც მო­ნის ყიდ­ვა. ორი­ვე­ნი, რო­გორც ბუ­ნე­ბით, ისე მდგო­მა­რეობით მეტ­ისმე­ტად დამ­დაბ­ლებულნი არ­იან და ასეთ და­ბალ სა­ფეხ­ურზე მდგომ ადამ­ია­ნებ­თან ახ­ლო მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თობაში მო­უ­რი­დებ­ლად ყოფ­ნა დი­დად და­მამ­ცირე­ბელ­ია. ახ­ლა იმ წუ­თე­ბის მო­გო­ნე­ბაც კი მეზ­იზღ­ე­ბა, რომ­ლე­ბიც გი­აც­ინტას, სელ­ინა­სა თუ კლა­რას­თან გამ­იტა­რებ­ია.

- ამ სიტყ­ვე­ბის სი­მარ­თლე ვიგ­რ­ძე­ნი და მათ­გან გა­რკ­ვეული და­სკვ­ნა გამ­ოვიტა­ნე: თუ მე იმ­დე­ნად და­ვკ­არ­გავ გონს, რომ და­მავ­იწყდე­ბა სა­კუ­თარი თა­ვი და ყო­ველ­ივე ის, რი­თაც ოდეს­მე შთაგ­ონებული ვი­ყა­ვი, ან რაი­მე სა­ბაბით თა­ვის გა­სა­მარ­თლე­ბელ მი­ზე­ზებს დავ­უწყებ ძებ­ნას და ცდუ­ნე­ბას წინ ვერ აღვ­უდგები, ერთ მშვენ­იერ დღ­ეს მეც იმ საც­ოდავი ქა­ლების მე­მკვ­იდრედ გა­დავ­იქცევი და მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ისეთ­ივე შეუ­რაც­ხმყოფელი გრძნო­ბით მო­მიხ­სენ­იებს, რო­გორც ახ­ლა მათ იგო­ნებ­და. ჩე­მი აზ­რი ხმა­მა­ღ­ლა არ გამ­ომითქვამს, მაგ­რამ ესეც სა­კ­მარისი იყო, რომ ყვე­ლა­ფერი ნათ­ლად მეგ­რ­ძ­ნო. მე ის გულ­ში ჩავ­იმარ­ხე, რომ სამ­უდამოდ იქ ჩამ­რჩენ­ოდა და დამ­ხმა­რებ­ოდა, თუ გა­მოც­დის წინ აღმ­ოვჩნდებოდი.

- ჯე­ინ, ახ­ლა რა­ტომ აღ­არ მეუ­ბნები: შემ­დეგ, სერ? რა­ტომ გა­ჩუმ­დი? რა­ტომ გაქვს ასე­თი მკ­აცრი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა? ვხე­დავ, ჩემს საქ­ციელს გმობ, მაგ­რამ და­მა­ცა­დე, ბო­ლომ­დე მი­ვი­დე. გა­სულ იან­ვარს, რო­დე­საც ყვე­ლა ჩე­მი სატ­რ­ფო თავ­იდან მო­ვი­შო­რე, დარ­დიანი და სვე­გამ­წა­რებული, საშ­ინელი სუ­ლი­ე­რი მდგო­მა­რეობით, რაც უმიზ­ნო ხეტ­იალ­სა და მარ­ტოხე­ლა ცხოვ­რე­ბას მოჰ­ყ­ვა თან, უიმე­დო­ბით გულ­გან­გ­მი­რუ­ლი, თით­ქ­მის ყვე­ლა­ზე და, გან­სა­კუ­თრებით, ქალ­თა სქეს­ზე გაგ­ულისებული (რად­გან გო­ნი­ე­რი, პატ­იოსანი და მო­სიყ­ვარ­ულე ქა­ლის არ­სებ­ობას უკ­ვე გან­უხორციე­ლე­ბელ ოც­ნე­ბად მი­ვიჩ­ნევ­დი), საქ­მე­ების გა­მო ინ­გ­ლისს დავ­ბ­რუნ­დი.

მახ­სოვს, სუს­ხი­ა­ნი სა­ღ­ამო იყო, ცხე­ნით ვუ­ახ­ლოვდებოდი თორ­ნ­ფილ­დის სა­სახ­ლეს, ამ საძ­ულველ ად­გილს, სა­დაც არც სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე და არც სი­ამ­ოვნე­ბა არ მელ­ოდა. შე­ვამ­ჩნიე, ჰეი­ლეინში გა­და­საბ­იჯზე, მშვი­დად და სრუ­ლი­ად მარ­ტოდმარტო ერ­თი პა­ტა­რა არ­სე­ბა იჯ­და. მე მას ისე­ვე უყუ­რა­დღ­ებოდ ჩავ­უა­რე, რო­გორც მო­პირ­დაპ­ირე მხა­რეს მდგომ გას­ხ­ლულ ტი­რი­ფის ხეს. წი­ნათ­გრძნობამ ვერ მი­მახ­ვედ­რა, ამ­იერ­იდან რა ად­გილს დაი­ჭერ­და ის ჩემს გულ­ში; არც ში­ნა­განი ხმა მატ­ყობინებ­და, რომ ჩე­მი მო­მა­ვალი ცხოვ­რე­ბის მსა­ჯუ­ლი და უბედ­ურებ­ისა თუ სიკ­ეთის მაუ­წყე­ბელი სუ­ლი მიც­დი­და იქ ასე­თი მწყა­ზარი სა­ხით. წარ­მოიდგინე, ვერც მა­შინ ვი­ცა­ნი, რო­დე­საც ჩემს ცხენს, მეს­რურს, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად უბედ­ურე­ბა შე­ემ­თხვა. ის მოგ­ვი­ახ­ლოვდა და სერ­იოზულად შემ­ომთა­ვა­ზა დახ­მა­რე­ბა. გამ­ხდარი გო­გო­ნა იყო, ჯერ კი­დევ მთლად ბავ­შ­ვი; მის და­ნახ­ვა­ზე ასე მეგ­ონა, ჩემს ფე­ხებ­თან ჭვინ­ტა დახ­ტოდა და მთა­ვაზ­ობდა პა­წაწ­ინა ფრთებ­ზე შე­ვესვი და გა­და­ვერ­ჩინე. უკ­მე­ხად შევ­ხ­ვ­დი, მაგ­რამ წას­ვლა არ უფიქ­რია. იდ­გა ჩემ ახ­ლოს, უც­ნაუ­რად გაჯ­იუტებული მი­ყუ­რებ­და და თით­ქ­მის მბრძა­ნებ­ლურად მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა. აი, სწო­რედ მი­სი ხელ­იდან უნ­და მი­მე­ღო დახ­მა­რე­ბა და მი­ვი­ღე კი­დეც.

რო­დე­საც მის სა­თუთ მხარს და­ვეყ­რდენი, ახალ­მა სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლამ და გრძნო­ბამ ნე­ტა­რებით დამ­ია­რა სხე­ულ­ში. ძალ­იან მეს­იამ­ოვნა, რო­დე­საც მის­გან­ვე შევ­იტყვე, რომ ეს წყლის ფერ­ია თურ­მე ჩემს სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და და იქ უნ­და დაბ­რუნებულიყო. მა­შინ ის მე ხელ­იდან რომ დამ­სხლტომოდა და ამ სიბ­ნე­ლეში ღო­ბის უკ­ან სად­მე გამ­ქრალიყო, ენით აუ­წე­რელი სი­ნა­ნუ­ლი შემ­იპყრობდა. გავ­იგონე, იმ სა­ღ­ამოს რო­გორ დაბ­რუნ­დი შინ, ჯე­ინ. ალ­ბათ, არც კი იცო­დი, რომ შენ­ზე ვფიქ­რობ­დი და გით­ვალ­თვა­ლებდი. მეო­რე დღ­ე­საც, ნა­ხე­ვარი სა­ათის გან­მავ­ლობაში ფარ­ულად გა­კვ­ირდებოდი, ადელს ეთა­მა­შებოდი დე­რე­ფანში. მახ­სოვს, თოვ­და იმ დღ­ეს, თქვენ გა­რეთ გას­ვლა არ შე­გეძლოთ.

წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93