ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეათე/ოცდამეთერთმეტე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეათე/ოცდამეთერთმეტე
ჩემს ოთახ­ში ვი­ჯე­ქი, კა­რი ოდ­ნავ ღია მქონ­და და შე­მეძლო, გა­მეგ­ონა და და­მე­ნა­ხა ყვე­ლა­ფერი. რამ­დენ­იმე ხანს მთე­ლი შე­ნი ყუ­რა­დღ­ე­ბა თით­ქოს ადელ­მა მი­იპყ­რო, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, რომ შე­ნი ფიქ­რე­ბი ამ დროს სა­დღ­აც შორს დაქ­როდა.
შენ მას ძალ­იან მშვი­დად ექ­ცეოდი და ბევრს უთ­მენ­დი, ჩე­მო პა­ტა­რა ჯე­ინ, დიდ­ხანს ელა­პა­რა­კ­ებოდი და არ­თობ­დი. ბო­ლოს, რო­გორც კი დაგ­ტოვა, ღრ­მა ოც­ნე­ბას მი­ე­ცი თა­ვი და დე­რე­ფანში ნე­ლი ნა­ბი­ჯით დაი­წყე სი­ა­რუ­ლი. დრო­დად­რო სა­რკ­მელს ახ­ლოს ჩა­უვ­ლი­დი და ბარ­დნას აკვ­ირდებოდი; ყურს უგ­დებ­დი ქა­რის ქვი­თინს: მე­რე ისევ იწყებ­დი დე­რე­ფანში
მშვი­დად სი­ა­რულს და კვ­ლავ ოც­ნე­ბას გა­ნაგრძობდი. შენს იმდღ­ე­ვან­დელ ოც­ნე­ბას სიმ­ძი­მი­ლი არ ემ­ჩნეო­და, თვა­ლებში დრო­დად­რო სი­ამ­ოვნების ნა­პერ­წკ­ალ­თა ელ­ვას გამ­ჩნევდი. სა­ხე­ზე მსუ­ბუ­ქი მღ­ელ­ვა­რე­ბა აღგ­ბეჭ­დოდა, რო­მე­ლიც მწა­რე, გუ­ლის გამ­გმირავ და სევ­დიან ფიქ­რებ­ზე არ მეტ­ყვე­ლებ­და. შე­ნი გამ­ოხედ­ვა უფ­რო ახალ­გაზრდულ, ტკბილ ოც­ნე­ბას გამ­ოხა­ტავ­და, რო­დე­საც ჯერ კი­დევ ნორ­ჩი სუ­ლი ზეც­ისკ­ენ მფრი­ნავ იმე­დებს ხა­ლი­სით, კვალ­და­კ­ვალ მის­დევს. მი­სის ფე­იერ­ფექსის ხმამ (დე­რე­ფანში მსა­ხურს და­ე­ლა­პა­რა­კ­ა) გამ­ომაფ­ხიზლა. რა უც­ნაუ­რად გა­იღი­მე მა­შინ შენ­თ­ვის, ჯე­ნიტ! ეს იყო შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელური ღი­მი­ლი, რომ­ლი­თაც თით­ქოს სა­კუ­თარ ოც­ნე­ბას დას­ცი­ნო­დი და ამ­ბობ­დი: - ჩე­მი ოც­ნე­ბა წარ­მტაც­ია, მაგ­რამ არ უნ­და და­ვი­ვიწყო, რომ ის სრუ­ლი­ად გან­უხორციე­ლე­ბელ­ია. ოც­ნე­ბაში მე ვხა­ტავ ვარ­დისფერ ცას, მწვა­ნით შე­მო­სილ ყვავ­ილებში ჩაფ­ლულ სამ­ოთხეს, მაგ­რამ ძალ­იან კარ­გად ვი­ცი, წინ ძნე­ლი გზა მი­დევს და ჩემ გარ­შემო ძლი­ე­რი ქარ­იშხალი ბო­ბოქ­რობს, რო­მელ­თა­ნაც შებ­მა არ ამ­ცდე­ბა. ბო­ლოს დაბ­ლა ჩახ­ვედი და მი­სის ფე­იერ­ფექსს რა­ღ­აც სამ­უშაო სთხო­ვე, მგო­ნი, კვი­რის გა­სავლის აღრ­იცხვა თუ რა­ღ­აც ამ­გვარი. მე კი გუ­ლი მო­მი­ვი­და შენ­ზე, რად­გან თვალ­თა­ხედ­ვიდან გა­და­მე­კ­არ­გე.

მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი და­ღ­ა­მე­ბას, რად­გან მხო­ლოდ მა­შინ მო­მე­ცემ­ოდა საშ­უა­ლე­ბა, გამ­ომე­ძა­ხებ­ინე. ვფიქ­რობ­დი, სრუ­ლი­ად უჩ­ვე­უ­ლო, ახა­ლი და გა­მო­უც­ნო­ბი თვი­სე­ბების მქო­ნე ადამ­იანს შევ­ხ­ვ­დი და მინ­დო­და, ღრ­მად ჩავ­წ­ვ­დო­მო­დი მის ბუ­ნე­ბას, რაც შეი­ძლე­ბა კარ­გად გა­მეცნო ის. და, აი, ამ დროს ჩემს ოთახ­ში მორ­ცხ­ვად შემ­ოხვედი, თუმ­ცა თა­ვი ძალ­იან ამა­ყად გეჭ­ირა. ძალ­იან თავ­ისებ­ურად გეც­ვა, სწო­რედ ისე­ვე, რო­გორც ახ­ლა. საუ­ბარში გამ­ოგიწვიე. და მა­ლე დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ შე­ნი აზ­რები სავ­სე იყო ურ­თი­ერ­თსაპირისპირო ცნო­ბე­ბით. რო­გორც ჩაც­მულობაში, ისე ქცე­ვაში ჩან­და, ადათ­-წე­სებით იყა­ვი შე­ზღუდული და ხში­რად დიდ გაუ­ბე­დაო­ბას იჩენ­დი. ბუ­ნე­ბით მე­ტად ნა­ტი­ფი ჩან­დი, თუმ­ცა ვატყობ­დი, საზ­ოგად­ოე­ბაში ყოფ­ნას სრუ­ლი­ად მი­უჩ­ვე­ველი იყა­ვი და ძალ­იან ფრთხი­ლობ­დი, მო­უ­ხერ­ხებლობით, უხე­ში შეც­დო­მით ან საზ­ოგად­ოების მი­ერ და­კ­ან­ონებული წე­სების უნე­ბუ­რი და­რღ­ვევით ყუ­რა­დღ­ე­ბა არ მი­გეპყ­რო. რო­დე­საც მოგ­მარ­თავ­დნენ, თა­ნამ­ოსაუბრის სა­ხეს აზ­რიან, გა­ბედულ და მო­ციმ­ცი­მე თვა­ლებს მი­აპყ­რობ­დი და შენს ყო­ველ გამ­ოხედ­ვაში შორ­ს­მ­ჭ­ვ­რე­ტელ­ობა­სა და ძა­ლას ვამ­ჩნევდი. თუ კი­თხვებს და­ჟი­ნებით და ახ­ირებ­ულად გაყ­რი­დი, მოს­წ­რებ­ულად მპა­სუ­ხობ­დი. ძალ­იან მა­ლე შე­მეჩ­ვიე და ახ­ლა უკ­ვე მწამ­და, კარ­გად გრძნობ­დი, რომ შენ­სა და შენს მკ­აცრ, პირ­ქუშ პატ­რონს შო­რის თა­ნაგ­რძნობა დამ­ყარ­და, ჯე­ინ.

გამ­ჩნევდი და მაო­ცებ­და, რა სწრა­ფად მშვიდ­დე­ბო­დი და რა წყნა­რი და კე­თი­ლი ხდე­ბო­დი ჩემ მი­მართ. თუ რა­მე­ზე ვბუზღუ­ნებდი და გა­ჯავ­რებული ვი­ყა­ვი, შენ არც გან­ცვიფრე­ბა გეტ­ყობოდა, არც ში­ში, არც აღ­ელ­ვე­ბა და არც უსი­ა­მოვ­ნო გან­წყობილე­ბა. არ ამჟ­ღ­ავ­ნებდი, რომ ჩე­მი პირ­ქუ­შო­ბა შენ­ზე მოქ­მე­დებ­და. მა­კვ­ირდებოდი და დრო­დად­რო გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ მი­ღი­მო­დი. ამ ღი­მილ­ში ისე­თი თვალ­წარ­მტაცი სი­ნატ­იფე და აზ­რი ჩან­და, აღ­წე­რაც არ შემ­იძლია. მომ­წონ­და, მა­კ­მაყ­ოფილებ­და და მა­ღ­ელ­ვებ­და ყვე­ლა­ფერი, რაც შენ­ში ვნა­ხე, და უფ­რო მე­ტად მწყუ­რო­და მი­სი ნახ­ვა, თუმ­ცა დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში თა­ვი შორს მეჭ­ირა და ვცდი­ლობ­დი, იშ­ვია­თად შეგ­ხვედროდი. მსურ­და, გაგ­რძე­ლებულიყო ის სი­ამ­ოვნე­ბა, რა­საც ეს შო­რე­უ­ლი რო­მა­ნი და ჩვე­ნი ამა­ღ­ელ­ვე­ბელი ნაც­ნობობა ქმნი­და. გარ­და ამ­ისა, დიდ­ხანს ვი­ტან­ჯებოდი ში­შით, რომ, თუ ამ ყვა­ვილს თავ­ისუფლად შე­ვა­ხებდი ხელს, მი­სი გაშ­ლი­ლი ფურ­ც­ლე­ბი და­ჭკ­ნებ­ოდა და მი­სი სი­ნორ­ჩის მო­მა­ჯად­ოე­ბელი მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობაც მსწრაფლ გაქ­რებ­ოდა. მა­შინ ვერ მივ­ხ­ვ­დი, რომ მი­სი ყვავ­ილობა წარ­მა­ვალი არ იყო და, რომ ის ჟამ­თა სვლის მი­უ­ხე­და­ვად ფერ­უცვლელი ბრწყინ­ვა­ლებით სავ­სე ძვირ­ფას თვალს მია­გავ­და. გარ­და ამ­ისა, მინ­დო­და გა­მეგო, მომ­ძებ­ნი­დი თუ არა, რო­დე­საც თავს აგარ­იდებდი. შენ ამას არ ცდი­ლობ­დი. ისე­ვე იყა­ვი გამ­ოკ­ეტილი სა­კ­ლასო ოთახ­ში, რო­გორც შე­ნი სა­წერი მაგ­იდა და მოლ­ბერ­ტი. თუ შემ­თხვევით სად­მე შეგ­ხვდებოდი, ისე სწრა­ფად ჩა­მივ­ლი­დი გვერ­დით და მხო­ლოდ იმ­დენ ყუ­რა­დღ­ე­ბას იჩენ­დი ჩემ მი­მართ, რამ­დენ­საც ზრდი­ლო­ბა მო­ითხოვ­და. შე­ნი ჩვეუ­ლებრივი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა იმ­ხა­ნად, ჯე­ინ, ღრ­მა ფიქ­რე­ბით შეპყ­რო­ბი­ლი ადამ­იანის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა იყო. ის არც მძი­მე სევ­დით იყო სავ­სე, რად­გან ავად არ იყა­ვი, და არც ხალ­ისიანი ყო­ფი­ლა, რად­გან ოდ­ნა­ვი იმე­დი შეგ­რჩენ­ოდა და, სი­ნამ­დვილეში, არავ­ითარი სი­ამ­ოვნე­ბა არ გა­გაჩ­ნდა. მაი­ნტე­რე­სებ­და, რას ფიქ­რობ­დი ჩემ­ზე ან თუ ფიქ­რობ­დი სა­ერთოდ; აი, სწო­რედ ეს მინ­დო­და გა­მეგო და ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე, კვ­ლავ შეგ­ხვედროდი ხოლ­მე. შენს გამ­ოხედ­ვაში, რო­დე­საც ვინ­მეს ესაუ­ბრებოდი, და სა­უბ­რის ტონ­ში მუ­დამ სით­ბო - სი­ხა­რუ­ლი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ვამ­ჩნევდი, გულ­თ­ბი­ლი იყა­ვი. ალ­ბათ, ამ მდუ­მა­რე სა­კ­ლასო ოთახ­მა და ერ­თფერ­ოვან­მა ცხოვ­რე­ბამ გაქ­ცია ნა­ღვ­ლიან არ­სე­ბად. თავს უფ­ლე­ბა მი­ვე­ცი, თბი­ლად მოგ­ქ­ცე­ო­დი და ამით დიდ სი­ამ­ოვნე­ბას ვიღ­ებდი. სიკ­ე­თემ სწრა­ფად აღ­გაგზნო, სა­ხე­ზე სი­ნა­ზე და­გეტყო, ხმა­ში კი - სით­ბო. მომ­წონ­და, რო­დე­საც შე­ნი ბა­გენი ჩემს სა­ხელს მხი­ა­რუ­ლი და სა­ამური ხმით წარ­მოთქვამ­დნენ. შენ­თან შემ­თხვევითი შეხ­ვედ­რებით დიდ სი­ამ­ოვნე­ბას გან­ვიც­დი­დი იმ­ხა­ნად, ჯე­ინ. შენს საქ­ციელს უც­ნა­უ­რი გაუ­ბე­დაო­ბა ეტ­ყობოდა, ოდ­ნა­ვი ში­ში­თა და ფა­რუ­ლი ეჭ­ვით შემ­ომხე­დავდი ხოლ­მე და არ იცო­დი, რა გუ­ნე­ბა­ზე დავ­დგებოდი: მკ­აცრი პატ­რო­ნის თუ კე­თი­ლი მე­გობ­რის რო­ლი უნ­და გა­მე­თა­მა­შა. მაგ­რამ უკ­ვე იმ­დე­ნად მიყ­ვარ­დი, ჩე­მი გა­მო­გო­ნი­ლი რო­ლით ასე იოლად ვერ გან­ვიც­დი­დი სი­ამ­ოვნე­ბას. რო­დე­საც ხელს გულ­თ­ბი­ლად გიწ­ვ­დი­დი, შენს ნორჩ ნა­ღვ­ლიან სა­ხეს ისე­თი ნა­თელი, მო­წი­თალ­ო-მო­ვარ­დის­ფ­რო და ნე­ტარი ღი­მი­ლი ეფ­ინებ­ოდა, მინ­დო­და, გულ­ში ჩა­მე­კ­არი. ხში­რად ამ სურ­ვი­ლის­გან თა­ვის და­ღ­წე­ვა ძალ­ია­ნაც მიძ­ნელ­დებ­ოდა.
- ნუღ­არ მო­ი­გო­ნებთ იმ დღ­ე­ებს, სერ, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე და ფარ­ულად მო­ვიწ­მინ­დე ცრემ­ლი თვა­ლებ­ზე. მი­სი საუ­ბარი ჩემ­თ­ვის წა­მე­ბა იყო, რად­გა­ნაც გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა უკ­ვე მიღ­ებული მქონ­და და ვი­ცო­დი ისიც, რომ ის სწრა­ფად უნ­და შე­მეს­რულებ­ინა. მი­სი გრძნო­ბე­ბის ასე გა­მჟ­ღ­ავ­ნე­ბა კი ამა­ში ხელს შემ­იშლიდა.

- არა, ჯე­ინ, - მო­მიბ­რუნ­და ის, - რა საჭ­იროა წარ­სულზე ფიქ­რი, რო­დე­საც აწ­მ­ყო ბევ­რად უკ­ე­თეს­ია და მო­მა­ვალი კი ასე­თი ნა­თელი?
გა­მა­ჟ­რჟო­ლა, რო­დე­საც ეს თავ­ბრუდამ­ხვევი წი­ნა­და­დე­ბა მო­ვის­მი­ნე.

- შენ ახ­ლა ხე­დავ, რო­გორ არის საქ­მე, არა, ჯე­ინ? - გა­ნაგრძო მან. - ახალ­გაზ­რდობისა და მო­წი­ფუ­ლო­ბის შემ­დეგ, რო­მელ­მაც ენით გამ­ოუთქმელ უბედ­ურე­ბა­სა და სევ­დით სავ­სე მარ­ტოობაში გა­ია­რა, პირ­ვე­ლად ვნა­ხე ის, ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლიც ნამ­დვილად შემ­იძლია. გნა­ხე და მხო­ლოდ შენ მომ­წონ­ხარ, შენ ხარ ჩე­მი რჩე­უ­ლი და ჩე­მი ან­გელოზი. შენ­თან ძლი­ე­რი და ურღ­ვევი გრძნო­ბა მა­კ­ავ­შირებს, შენ მი­მაჩ­ნიხარ კე­თილ, ნი­ჭი­ერ და თვალ­წარ­მტაც არ­სე­ბად. მგზნე­ბა­რე, თავ­დავ­იწყე­ბამ­დე მი­სუ­ლი გრძნო­ბით სავ­სეა ჩე­მი გუ­ლი. ეს გრძნო­ბა შე­ნკ­ენ, რო­გორც სი­ცოცხ­ლის წყარ­ოსკ­ენ, ისე მო­ილ­ტ­ვის და ჩემს გულ­თან უფ­რო და უფ­რო გა­ახ­ლოებს. ჩე­მი არ­სებობის მი­ზა­ნი შენ­შია. ის წმინ­და, მო­გიზ­გი­ზე ალით იწ­ვის, რომ ორი­ვე ერთ არ­სე­ბად გა­დაგ­ვაქციოს.

სწო­რედ იმი­ტომ, რომ ჩე­მი გრძნო­ბე­ბი ასე­თი იყო, გა­დავ­წყვიტე, ჯვა­რი და­მე­წე­რა შენ­ზე. იმის თქმა, რომ მე მე­უღ­ლე უკ­ვე მყავს, უბ­რა­ლოდ, ჩე­მი დაც­ინვა იქ­ნებ­ოდა. ახ­ლა უკ­ვე იცი, რომ ის მხო­ლოდ საშ­ინელი დემ­ონია. შეც­დომა და­ვუშ­ვი, რომ ყვე­ლა­ფერი არ გაგ­იმხილე, მაგ­რამ მეშ­ინოდა სი­ჯი­უ­ტი­სა, რო­მელ­საც შენს ხას­იათში ვამ­ჩნევდი. მეშ­ინოდა ად­რიდან­ვე გო­ნე­ბაში გამ­ჯდარი ცრურ­წ­მენ­ისაც. მინ­დო­და, არა­ფერი გცოდ­ნო­და, სა­ნამ ჩემს სა­ი­დუმ­ლოს პირ­და­პირ გან­გიცხა­დებდი, მაგ­რამ ეს ხომ სულ­მ­დაბ­ლობა იყო. უპირ­ვე­ლე­სად, შენს კე­თილ­შო­ბი­ლურ გრძნო­ბებ­სა და დიდ­სუ­ლოვ­ნე­ბას უნ­და დავ­ყ­რ­დ­ნო­ბო­დი, რა­საც ახ­ლა ჩავ­დივარ; შენ­თ­ვის უნ­და გა­და­მე­შა­ლა ჩე­მი მშფოთ­ვა­რე ცხოვ­რე­ბის სუ­რა­თი; ამეხ­სნა, რო­გორ ვეს­წრაფოდი ან რო­გორ მწყუ­რო­და უფ­რო ღი­რსეული და ადამ­იანური ყო­ფა; არ და­მე­ფა­რა არც ჩე­მი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა (ეს სიტყ­ვა ძალ­იან სუს­ტი­ა), არც ჩე­მი შეუ­ნე­ლე­ბელი სწრაფ­ვა ნამ­დ­ვი­ლი და წრფე­ლი სიყ­ვარ­ულისკ­ენ. სა­მაგ­იეროდ, შენც წრფე­ლად და ნამ­დვილად შემ­იყვა­რებდი. მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­მეძლო მეთ­ხოვა, ასე­თი ერ­თგულების საწ­ინდარი მი­გე­ღო ჩემ­გან, და შენ­გა­ნაც მო­მეთ­ხოვა სა­მაგ­იერო. ჯე­ინ, აი, ახ­ლა გთხოვ ამ საწ­ინდარს.

სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და.
- რად გა­ჩუმ­დი, ჯე­ინ?
მე ნამ­დ­ვი­ლი წა­მე­ბა გა­დავ­იტა­ნე, თით­ქოს გა­ვარ­ვა­რებული რკი­ნის ხე­ლი მო­მი­ჭი­რა ვინ­მემ გულ­ზე. საშ­ინელი წუ­თე­ბი იყო: ნამ­დ­ვი­ლი ბრძო­ლა, წყვდი­ა­დი და ცეცხ­ლი. ვერც ერ­თი ადამ­იანი, რო­მელ­საც კი ოდეს­მე ამ­ქვეყ­ნად უცხოვ­რია, ვერ ინატ­რებ­და უფ­რო ძლი­ერ სიყ­ვა­რულს, ვიდ­რე მე მას ვუყ­ვარ­დი, მე თვი­თო­ნაც ვა­ღ­მერ­თებდი და, მა­ინც, უარი უნ­და მეთ­ქვა ასეთ სიყ­ვარ­ულსა და ჩემს სა­თაყ­ვა­ნე­ბელ კერ­პზე. მხო­ლოდ ერ­თი საშ­ინელი სიტყ­ვა შეი­ცავ­და და მაგ­ონებ­და ჩემს მო­ვა­ლეო­ბას: "გან­შორე­ბა!"

- ჯე­ინ, გაი­გე, ალ­ბათ, რა­საც მო­ვითხოვ შენ­გან. მხო­ლოდ, აი, ასეთ დაპ­ირე­ბას: "მე თქვე­ნი ვიქ­ნე­ბი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ".
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მე თქვე­ნი ვერ გავ­ხდები.
უფ­რო დიდ­ხანს გაგ­რძელ­და დუ­მი­ლი.
- ჯე­ინ, - და­იწყო მან ისე­თი თბი­ლი და ალერ­სიანი ხმით, რომ მის­მა მწუ­ხა­რე­ბამ წელ­ში გამ­ტე­ხა და საშ­ინელ­მა საფ­რთხემ ძა­რღ­ვებში სის­ხ­ლი გამ­იყინა. მის ასეთ მშვიდ ხმა­ში ახ­ლად გა­ღვ­იძებული ლო­მის ბრდღვ­ინვა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და.
- ჯე­ინ, იმის თქმას აპ­ირებ, რომ ამ­ქვეყ­ნად შენ სხვა გზით ივ­ლი და მე - სხვით?
- დი­ახ.
- ჯე­ინ (ჩე­მკ­ენ გად­მოიხა­რა და მო­მეხ­ვია), ახ­ლაც ამ­ბობ ამას?
- დი­ახ, სერ.
- ახ­ლაც? - და მან ნა­ზად და­მიწყო კო­ცნა შუბ­ლ­სა და ლო­ყა­ზე.
- დი­ახ, ახ­ლაც, - ვუთხა­რი და თა­ვი სწრა­ფად გავ­ითავ­ისუფლე მი­სი ხვევ­ნისგან.
- ოჰ, ჯე­ინ, ეს მეტ­ისმე­ტად მძი­მე ასა­ტან­ია. ეს... ხომ ბო­რო­ტე­ბა­ა. გა­ნა, ცუ­დი იქ­ნებ­ოდა, რომ გყვა­რებოდი.
- ასე გამ­ოვა, თუ თქვენ და­გემ­ორჩილეთ.

უც­ნაუ­რმა გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბამ სა­ხის ყო­ვე­ლი ნა­კვთი აუ­თრთოლა, წარ­ბები მა­ღ­ლა აზ­იდა, წამ­ოდგა, მაგ­რამ თავს იჭერ­და. თა­ვის შე­სა­მაგ­რებ­ლად ხე­ლი სა­ვარძლის ზურგს მოვ­კი­დე. ში­შის­გან ვთრთო­დი, ვცახ­ცა­ხებდი, მაგ­რამ მა­ინც გა­დავ­წყვიტე.
- ჯე­ინ, ერ­თი წა­მით გა­და­ხე­დე ჩემს საშ­ინელ ცხოვ­რე­ბას და მითხა­რი, რა მოხ­დე­ბა, რო­დე­საც შენ წახ­ვალ. მთე­ლი ჩე­მი ბედ­ნიე­რე­ბა შენ­თან ერ­თად გაქ­რე­ბა. რა დამ­რჩე­ბა? მე­უღლის ნაც­ვლად ის შეშ­ლი­ლი ქა­ლი ზე­და სარ­თულზე, ასე­ვე ად­ვილად შე­გეძლო, გა­გეგ­ზავ­ნე რო­მელ­იმე საფ­ლავის ბი­ნა­დარ­თან, აი, იქ, საყ­დ­რის ეზო­ში. რა უნ­და ვქნა, ჯე­ინ? სად უნ­და ვი­პო­ვო მეგ­ობარი ან რი­სი იმე­დი უნ­და მქონ­დეს?
- ისე მო­ი­ქე­ცით, რო­გორც მე ვიქ­ცე­ვი, სერ... მი­ენ­დეთ ღმერ­თსა და სა­კუ­თარ თავს. ერ­წმუნეთ ზეც­იერ მა­მას, იმე­დი იქო­ნი­ეთ, რომ კვ­ლავ იქ შევ­ხვდებით ერ­თმა­ნეთს.
- არ და­მით­მობ?
- არა.
- მაშ, შენ მის­ჯი ასეთ ჯო­ჯო­ხე­თურ ცხოვ­რე­ბას და დაწ­ყევლილ სიკ­ვ­დილს?
მან ხმას აუ­წია.
- გირ­ჩევთ, ისე იცხოვ­როთ, რომ არავ­ითარი ცოდ­ვა არ ჩა­ი­დი­ნოთ... და მინ­და, მშვი­და­დაც გარ­დაი­ცვალოთ.
- ასე რომ, მტა­ცებ სიყ­ვა­რულს, სიწ­მინ­დეს და მი­ბიძ­გებ კვ­ლავ უკ­ან, ავ­ხორ­ცი გრძნო­ბებ­ისა და მა­ნკ­იე­რებ­ისკ­ენ?

- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მე ისე­ვე ვერ გი­ბიძ­გებთ ასე­თი საქ­ციელ­ისკ­ენ, რო­გორც სა­კუ­თარ თავს. ჩვენ ბრძო­ლი­სა და წა­მებისთვის დავ­ბა­დებ­ულვართ და რო­გორც თქვენ, ისე მეც მშვი­დად უნ­და ვით­მი­ნოთ. იცო­დეთ, ვიდ­რე მე დაგ­ივიწყებ­დეთ, თქვენ დამ­ივიწყებთ.
- შე­ნი ასე­თი საუ­ბრიდან გა­მო­დის, რომ მე მატ­ყუა­რა ვარ. შენ შეუ­რაცხყოფ ჩემს პატ­იოსნე­ბას. მე გან­ვაც­ხა­დე, რომ ვე­რავისში გაგ­ც­ვ­ლი, შენ კი ამ­ტკი­ცებ, რომ სულ მოკ­ლე ხან­ში გიღ­ა­ლა­ტებ. ოჰ, რო­გო­რი და­მახ­ინჯებ­ულია შე­ნი გო­ნე­ბა, რამ­დე­ნად გა­უკ­უღ­მარ­თებ­ულია შე­ნი აზ­რები და რას მეტ­ყვე­ლებს შე­ნი საქ­ციელი! ნუ­თუ უმ­ჯო­ბე­სად მი­გაჩ­ნია, შე­ნი ახ­ლობელი ადამ­იანი ასეთ სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბაში და­ტო­ვო, ვიდ­რე და­ა­რღვიო ადამ­იან­თა მი­ერ მო­გო­ნი­ლი უბ­რა­ლო კა­ნო­ნი, მით უფ­რო, რომ მი­სი და­რღ­ვე­ვა არა­ვის მო­უ­ტანს ზი­ანს. შენ ხომ არც ნა­თე­სა­ვები გყავს და არც ნაც­ნობები, რო­მელ­თაც ჩემ­თან სამ­უდამო დარ­ჩენით შეუ­რაც­ხყოფას მია­ყე­ნებდი?

ეს სრუ­ლი სი­მარ­თლე იყო. სა­ნამ ის ლა­პა­რა­კს და­ამ­თავ­რებ­და, გო­ნე­ბა და სინ­დი­სი გა­დამ­იდგნენ, ჩემ წი­ნა­ა­ღმ­დეგ ამ­ხედ­რდნენ და იმა­ში მა­და­ნა­შაუ­ლებ­დნენ, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას ვუ­წევ­დი და ამით მის მი­მართ დიდ ცოდ­ვა­საც ჩავ­დი­ო­დი. ისი­ნიც ისე­ვე ხმა­მა­ღ­ლა ალა­პა­რა­კდ­ნენ, რო­გორც გუ­ლი და გრძნო­ბე­ბი. გან­სა­კუ­თრებით, გუ­ლი არ ცხრებ­ოდა: - ოჰ, დაუ­თმე! - ჩამ­ძახ­ოდა ის, - იფიქ­რე იმ უბედ­ურე­ბა­სა და საფ­რთხე­ზე, რაც მას მო­ე­ლის, რო­დე­საც სულ მარ­ტოდმარტო დარ­ჩე­ბა. გაი­ხსე­ნე მი­სი თავ­შე­უკ­ა­ვე­ბელი ბუ­ნე­ბა და წარ­მოიდგინე, რა უგუ­ნუ­რი საქ­ციელი შეი­ძლე­ბა მოჰ­ყ­ვეს მის ასეთ სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბას. და­ამ­შვიდე, გა­და­არ­ჩინე და გიყ­ვარ­დეს! უთხა­რი, რომ გიყ­ვარს და მო­მა­ვალში მი­სი იქ­ნე­ბი. ვის აი­ნტე­რე­სებს, არ­სებობ თუ არა ამ­ქვეყ­ნად, ან ვის შეუ­რაცხყოფს შე­ნი საქ­ციელი?

პა­სუ­ხი ისევ შეუ­პოვრად გაი­სმოდა: "მე თვი­თონ ვიზ­რუ­ნებ ჩემს თავ­ზე. რამ­დე­ნა­დაც მარ­ტოხე­ლა ვარ, მთლად უმე­გობ­რო და არავ­ისგან მო­ვე­ლი შვე­ლას, იმ­დე­ნად მე­ტად უნ­და დავ­იცვა სა­კუ­თარი ღი­რსე­ბა. ვერც ღმერ­თის ბო­ძე­ბულ და ადამ­იანის მი­ერ და­დას­ტურებულ კა­ნონს და­ვა­რღ­ვევ. იმ მცნე­ბებს არ ვუღ­ა­ლა­ტებ, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ სა­ღ­ად მო­აზ­როვნეს მწამ­და და არა ისეთ სუ­ლე­ლურ მდგო­მა­რეო­ბაში მყოფს, რო­გორ­შიც ახ­ლა ვარ. კან­ონები და წე­სები იმ წუ­თე­ბის­თ­ვის კი არ არ­სებობს, რო­დე­საც ცდუ­ნე­ბის ში­ში არა გაქვს, არა­მედ სწო­რედ იმ დრო­ის­თ­ვის არის გა­ნკუთვნილი, რო­დე­საც სხე­უ­ლი და სუ­ლი მათ აუ­ტა­ნელ სიმკ­აც­რეს უჯან­ყდე­ბა. და, რაც უფ­რო სას­ტიკ­ია მა­თი ძა­ლა, მით უფ­რო ურღ­ვე­ვად შევ­ინა­ხავ. თუ სა­კუ­თარი კეთ­ილდღ­ეობისთვის და­ვა­რღვ­იე ისი­ნი, რა­ღა ფა­სი ექ­ნე­ბათ მა­შინ? მათ გა­რკ­ვეული ფა­სი და მნიშ­ვ­ნელ­ობა აქვთ; მე ეს ყო­ველ­თ­ვის მჯერ­ოდა და, თუ ახ­ლა არ მჯე­რა, იმი­ტომ, რომ ჩემს გო­ნე­ბა­ზე არ ვარ, ნამ­დვილად არ ვარ. ძა­რღ­ვებში სის­ხ­ლი ბო­ბოქ­რობს. ვერც კი და­ით­ვ­ლი, ისე სწრა­ფად ფეთ­ქავს ჩე­მი გუ­ლი და ლა­მის საგ­ულე­დან ამ­ომივარ­დეს. წი­ნას­წარ გან­ს­ჯილ შე­ხედ­ულე­ბებ­სა და ძვე­ლად მიღ­ებულ გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბებს უნ­და და­ვეყრდნო ამ წუ­თებ­ში და აქე­დან ფეხ­საც ვე­რავინ მო­მაც­ვლევ­ინებს.
ასეც მო­ვი­ქე­ცი. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ჩემს სა­ხე­ზე ყვე­ლა­ფერი ამ­ოიკი­თხა; დაი­ნა­ხა, რომ ჩე­მი გავ­იტა­ნე. მის­მა აღშ­ფოთე­ბამ უმა­ღ­ლეს წერ­ტილს მია­ღწ­ია და, რა­ღა თქმა უნ­და, ცო­ტა ხნით მა­ინც უნ­და და­ნე­ბებ­ოდა მას. პირ­და­პირ ჩე­მკ­ენ გამ­ოეშ­ურა, მკ­ლავ­ზე ხე­ლი მომ­კი­და და წელ­ზე მო­მეხ­ვია. ისე მეჩ­ვე­ნებ­ოდა, თით­ქოს თა­ვი­სი აღგ­ზნებული მზე­რით ჩემს შთან­თქმას აპ­ირებ­და. იმ წუ­თებ­ში ჩე­მი თა­ვი ფი­ზი­კუ­რად ისე უღო­ნო მო­მეჩ­ვე­ნა, რო­გორც ქარ­ისა და ცეცხ­ლის ალ­ში გახ­ვეული ბა­ლახის ღე­რო, მაგ­რამ ჩემს სულს ისევ გო­ნე­ბა გა­ნა­გებ­და და დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, რომ არავ­ითარი საფ­რთხე არ მო­ელ­ოდა. სა­ბედ­ნიეროდ, სულს თა­ვი­სი ჭეშ­მარ­იტების მქა­და­გე­ბელი ჰყავს, ხში­რად შეუ­გნებ­ლად მოქ­მე­დი, მაგ­რამ მა­ინც გულ­წ­რ­ფე­ლი მქა­და­გე­ბელი... ის თვა­ლებ­შია მი­მა­ლუ­ლი. მეც სწო­რედ მის თვა­ლებში ჩავ­იხე­დე და, სა­ნამ მის ვნე­ბის ცეცხ­ლით ალე­წილ სა­ხეს შევ­ყურებდი, უნე­ბუ­რი ოხ­ვ­რა აღმ­ომხდა. ისე მეხ­ვეო­და, ტკი­ვილებს ვგრძნობ­დი. უკ­ა­ნა­სკ­ნელი ღო­ნე კი, რო­მე­ლიც ძლივს შევ­ინარ­ჩუნე, თით­ქოს ამ­ოიწურა.

- არას­ოდეს, - თქვა მან კბ­ილების ღრ­ჭიალით, - არას­ოდეს შემ­ხვედ­რია ასე­თი სუს­ტი ქმნი­ლე­ბა და ასე­თი გაუ­ტე­ხელი. ის ხომ ლერ­წ­მის ღერ­ოსავ­ითაა ჩემს ხელ­ში (და მთე­ლი ძა­ლით აქეთ-იქით მაქ­ნევ­და). მი­სი მოხ­რა ორი თი­თი­თაც შემ­იძლია, მაგ­რამ რა გამ­ოვა მე­რე აქე­დან? თუნ­დაც მოვ­ხა­რო, დავ­ფ­ლი­თო და გავ­ს­რი­სო... ჩაი­ხე­დეთ ამ თვა­ლებში და დაი­ნა­ხავთ, რა მტკი­ცე, ვე­ლუ­რი­ვით შეუ­დრე­კ­ელი და თავ­ისუფალი არ­სე­ბა გი­ყუ­რებთ იქი­დან! უჩ­ვე­უ­ლო სი­მა­მაცით უარ­მ­ყოფს და წარ­ბგაუ­ხსნელი ზე­ი­მობს გა­მარ­ჯვე­ბას! რო­გორც უნ­და მი­ვუდ­გე მის გალ­იას, ამ გა­რეულ, მშვენ­იერ ქმნი­ლე­ბას ხელ­ში ვერ ჩავ­იგდებ! თუ ამ სა­პატიმროს სუსტ კედ­ლებს და­ვან­გრევ და გა­ვა­ნად­გურებ, ჩე­მი ძალ­მომრეო­ბა მხო­ლოდ ტყვეს გა­ა­თავ­ისუფლებს. ამ სახ­ლის მპყრო­ბე­ლი კი გავ­ხდები, მაგ­რამ მი­სი ბი­ნა­დარი მა­ნამ­დე გა­მექ­ცე­ვა და ზე­ცას მი­აშ­ურებს, სა­ნამ ჩემს თავს ამ მი­წით შე­ლესილი ხუ­ხუ­ლის მფლო­ბე­ლად გამ­ოვაც­ხა­დებ­დე. მე კი სწო­რედ შენ მინ­დი­ხარ, ზე­ცი­უ­რო სუ­ლო, მთე­ლი შე­ნი სურ­ვი­ლებ­ითა და ენერ­გი­ით, სიძ­ლი­ერ­ითა და სიწ­მინ­დით, და არა მხო­ლოდ შე­ნი სუს­ტი სხე­უ­ლი. შენ რომ გინ­დო­დეს, მოფ­რინ­დე­ბო­დი და ჩემს გულ­ში ჩა­სახ­ლდებოდი, მაგ­რამ, სა­კუ­თარი სურ­ვი­ლის საწ­ინა­ა­ღმ­დეგოდ გან­წყო­ბი­ლი, ისე აარ­იდებ თავს ჩემს ხვევ­ნას და ნელ­სურნე­ლე­ბა­სავით ისე სწრა­ფად გაქ­რები, რომ მის შეს­უნთქვა­საც კი ვერ მო­ვას­წრებ. ოჰ! მო­დი, ჯე­ინ, მო­დი ჩემ­თან!
თქვა თუ არა ეს, ხე­ლი გამ­იშვა და მხო­ლოდ მი­ყუ­რებ­და. ამ გამ­ოხედ­ვას­თან ბრძო­ლა უფ­რო გამ­იჭირდა, ვიდ­რე მის მგზნე­ბა­რე ხვევ­ნა­-ა­ლერ­სთან. მხო­ლოდ სუ­ლელს შე­ეძლო დათ­მობა­ზე წა­სუ­ლი­ყო ახ­ლა. იმ­დე­ნი გამ­ბე­დაო­ბა გამ­ოვიჩინე, რომ მის სიშ­მა­გეს წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობა გავ­უწიე. ახ­ლა კი მი­სი სევ­დის­თ­ვის უნ­და ამერ­იდებ­ინა თა­ვი. კარ­ისკ­ენ გა­ვე­მარ­თე.
- მი­დი­ხარ, ჯე­ინ?
- მივ­დი­ვარ, სერ.
- მტო­ვებ?
- დი­ახ.
- აღ­არ მოხ­ვალ? აღ­არც ჩე­მი ნუ­გე­შის მცე­მელი იქ­ნე­ბი და არც ჩე­მი მხსნე­ლი? ჩე­მი ასე­თი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი, ეს აუ­ტა­ნელი მწუ­ხა­რე­ბა და გულ­მ­ხურ­ვა­ლე ლოც­ვა არა­ფერს ნიშ­ნავს შენ­თ­ვის?
რა გამ­ოუთქმელი მწუ­ხა­რე­ბა ის­მო­და მის ხმა­ში! რა ძნე­ლი იყო მტკი­ცედ მე­პას­უხა, მივ­დი­ვარ­-მეთ­ქი.
- ჯე­ინ!
- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ!
- გან­მ­შორ­დი მა­შინ, თა­ნახ­მა ვარ, მაგ­რამ გახ­სოვდეს, რა მწუ­ხა­რე­ბა­სა და გან­საც­დელში მტო­ვებ. წა­დი შენს ოთახ­ში, იფიქ­რე ყო­ველ­ივე იმა­ზე, რაც გითხა­რი და, ჯე­ინ, ერ­თხელ მა­ინც გად­მოხე­დე ჩემს ტან­ჯვა-­ვა­ე­ბას, იფიქ­რე ჩემ­ზეც.
ის მიბ­რუნ­და და დი­ვან­ზე პირ­ქ­ვე და­ემხო.
- ოჰ, ჯე­ინ, ჩე­მო იმე­დო, ჩე­მო სიყ­ვა­რუ­ლო, ჩე­მო სი­ცოცხ­ლევ, - ტან­ჯ­ვით აღმ­ოხდა მის ბა­გეს. შემ­დეგ კი გუ­ლის სიღრ­მიდან ამო­სუ­ლი საშ­ინელი ქვი­თი­ნი გავ­იგონე.
უკ­ვე კარ­თან ვი­ყა­ვი მი­სუ­ლი, მკი­თხველო, უკ­ან მოვ­ტ­რი­ალ­დი. მოვ­ბ­რუნ­დი იმა­ვე გა­დაწ­ყვეტ­ილებით, რომ­ლი­თაც გა­ვედი ოთახ­იდან. მის წინ დავ­იჩოქე; სა­ხე ჩე­მკ­ენ მო­ვუტ­რია­ლე, ვკოც­ნი­დი და თმას ვუს­წო­რებ­დი ხე­ლით.

- ღმერ­თი გფა­რავ­დეთ, ჩე­მო ძვირ­ფა­სო პატ­რო­ნო! - ვეუ­ბნებოდი მე. - ღმერ­თმა გიხ­ს­ნათ ავი საქ­მისა და შეც­ოდებ­ისგან, ის იყოს თქვე­ნი გზის წარ­მმარ­თველი, ნუ­გეშ­ისმცე­მელი და გუ­ლუხ­ვი მწყალ­ობელი ყვე­ლა იმ სიკ­ეთისთვის, რაც წარ­სულ­ში გამ­იწიეთ.
- პა­ტა­რა ჯე­ი­ნის სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნებ­ოდა ჩემ­თ­ვის მი­სი უდი­დე­სი მოწყა­ლე­ბა, - მი­პას­უხა მან. - უიმი­სოდ ჩე­მი გუ­ლი დაი­მსხვრე­ვა. მაგ­რამ ჯე­ი­ნი არ დაი­შურებს თა­ვის სიყ­ვა­რულს ჩემ­თ­ვის, დი­ახ, კეთ­ილშობილურად და დიდ­სუ­ლოვ­ნად მო­იქ­ცე­ვა...
სა­ხე­ზე სის­ხ­ლი მო­აწ­ვა, ცეცხ­ლის ნა­პერ­წკ­ლებ­მა იელ­ვა მის თვა­ლებში, წამ­ოდგა; ხე­ლები გა­შა­ლა, რომ გულ­ში ჩა­ვე­კ­არი. მე კი მის ხვევ­ნას თა­ვი ავარ­იდე და ოთახ­იდან მაშ­ინვე გა­ვედი.

- მშვი­დო­ბით! - კი­ოდა ჩე­მი გუ­ლი, რო­დე­საც ოთა­ხი დავ­ტოვე. სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა კი უმა­ტებ­და: "მშვი­დო­ბით სა­უკუნოდ!"
იმ ღა­მეს ძილ­ზე სრუ­ლია­დაც არ მი­ფიქ­რია, მაგ­რამ, რო­გორც კი ჩავ­წექი, წამ­თვლიმა. ძილ-ბუ­რან­ში ფიქ­რ­მა ბავ­შ­ვო­ბის ხა­ნა მო­მაგ­ონა. მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს გეი­ტსჰედ-ჰოლში, წი­თელ ოთახ­ში ვი­წე­ქი. ღა­მე ბნე­ლი იყო და გუ­ლი ში­შით მით­რ­თო­და. სი­ნათ­ლე, რო­მელ­მაც დი­დი ხნის წი­ნათ გრძნო­ბა და­მა­კ­არ­გვინა, ახ­ლა სიზ­მ­რად კვ­ლავ გამ­ოჩნდა. ის სრი­ა­ლით მი­ცო­ცავ­და მა­ღ­ლა კე­დელ­ზე, კრ­თოდა და ბო­ლოს ბნე­ლი ჭე­რის შუ­ა­გულ­ში შე­ჩერ­და. თა­ვი წამ­ოვწიე, გავ­იხე­დე, სახ­ურავი გამ­ქრალიყო და მის მაგ­იერ სივ­რ­ცე­ში, შორს, მა­ღ­ლა, შავ ღრ­უბლებ­სღა ვხე­დავდი. ეს შუ­ქი ისე­თი იყო, რო­გო­რიც მთვა­რის ჩას­ვლისას იცის ხოლ­მე ბუ­რუ­სი­ან ღა­მეს. ახ­ლა მთვა­რის ამ­ოსვლას საო­ცარი წი­ნას­წარი მღ­ელ­ვა­რებით ვე­ლო­დი. ვუც­დი­დი ისე, თით­ქოს ბედ­ისწე­რა მის დის­კო­ზე უნ­და წე­რებულიყო. აი, ისიც ამ­ოვიდა, მაგ­რამ მთვა­რე ასე არას­ოდეს გა­მო­დის ღრ­უბლებ­იდან. პირ­ვე­ლად ხე­ლი დავ­ინა­ხე. მან სია­სამ­ურისფერი ღრუბ­ლის ნა­კ­ე­ცები გა­დას­წია და ღრ­უბლები ტა­ლღ­ებივით ააბ­ობოქრა. შემ­დეგ ცის­ფერ შო­რეთ­ში მთვა­რე კი არა, თეთ­რებში გა­მოწყო­ბი­ლი ადამ­იანის ბრწყინ­ვა­ლე გამ­ოსახ­ულე­ბა დავ­ინა­ხე. მას დე­დამ­იწისკ­ენ გად­მოე­ხა­რა სხი­ვო­სა­ნი შუბ­ლი, თვალს არ მაშ­ორებ­და, დიდ­ხანს ასე მა­კვ­ირდებ­ოდა და ბო­ლოს ჩემს სულს მი­მარ­თა; მი­სი ხმა თვალ­მიუწვდომელი სი­შო­რი­დან მო­დი­ო­და და, ამას­თა­ნა­ვე, ისე ახ­ლოს იყო, თით­ქოს შიგ გულ­ში ჩამ­ჩურჩულებ­და:

- შვი­ლო ჩე­მო, გა­ე­ქეცი ცდუ­ნე­ბას!
- დე­დაო ღვ­თისავ, შეგ­ისრულებ აღ­თ­ქ­მულს!
ასე ვუ­პას­უხე მას შემ­დეგ, რაც ძილ-ბუ­რან­იდან გა­მოვ­ფხიზ­ლ­დი. ჯერ კი­დევ არ გა­თე­ნებულიყო. ივ­ლის­ში ღა­მე­ები მოკ­ლე იცის და შუა­ღ­ამის შემ­დეგ უკ­ვე აისი იწყე­ბა. - დროა, შევ­უდგე იმ საქ­მეს, რო­მე­ლიც გულ­ში გა­დავ­წყვიტე და რო­მე­ლიც ამა­ღ­ამ უნ­და შე­ვასრულო, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. წამ­ოვდექი; ჩაც­მუ­ლი ვი­ყა­ვი, რად­გან დაწ­ოლისას მხო­ლოდ ფეხ­საც­მელი გავ­იხა­დე. სიბ­ნე­ლეშიც კარ­გად შე­მეძლო, მი­მეგ­ნო ჩე­მი უჯ­რე­ბის­თ­ვის, სა­დაც თეთ­რეული, მე­დალიონი და ბე­ჭედი მქონ­და შე­ნახული. იმ ნივ­თე­ბის ძებ­ნაში ხე­ლი მძივს შე­ვა­ხე. ეს ის მარ­გალიტის ყელ­სა­ბამი იყო, რო­მე­ლიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ძა­ლით მი­მა­ღ­ებ­ინა ამ რამ­დენ­იმე დღის წი­ნათ. ის უჯ­რაშ­ივე დავ­ტოვე, რად­გან მე არ მე­კუ­თვნოდა; ის ეკუ­თვნოდა ოც­ნე­ბით წარ­მოდგენილ საც­ოლეს, რო­მე­ლიც ჰა­ერში გაქ­რა. და­ნარ­ჩენი ნივ­თე­ბი ფუ­თა­ში გამ­ოვკ­არი. ჩე­მი საფ­ულე, რო­მელ­შიც ოცი ში­ლინ­გი იყო (სულ ეს იყო, რაც გა­მაჩ­ნდა), ჯი­ბე­ში ჩავ­იდე, ჩა­ლის ქუ­დი დავ­იხურე, ბაფ­თები შევ­იკ­არი, შა­ლი წა­მო­ვის­ხი. ფუ­თა და ფეხ­საც­მელი ავ­იღ­ე, რად­გან ჯერ ჩაც­მა არ შეი­ძლებ­ოდა, და ოთახ­იდან ფარ­ულად გამ­ოვედი.
- ნახ­ვამდის, კე­თი­ლო მი­სის ფე­იერ­ფექს! - დავ­იჩურჩულე, რო­დე­საც მის ოთახს უხ­მა­უ­როდ ჩავ­უა­რე, - მშვი­დო­ბით, ჩე­მო უძ­ვირ­ფა­სესო ადელ! - ვთქვი, რო­დე­საც სა­ბავშვო ოთახს მოვკ­არი თვა­ლი, მაგ­რამ შიგ შეს­ვლა და მი­სი კო­ცნა ფიქ­რა­დაც ვერ გავ­ივლე. მახ­ვილ სმე­ნას უნ­და ავ­რიდებოდი - შე­საძ­ლე­ბელ­ია, ის მო­ყუ­რა­დებულიც კი იყო.

მის­ტერ რო­ჩეს­ტერის საძ­ინე­ბელი ოთა­ხის გვერ­დით შეუ­ჩე­რებ­ლად უნ­და ჩა­მევლო, მაგ­რამ მის ზღუ­რბლთან ჩე­მი გუ­ლის­ცე­მა უცებ თით­ქ­მის შეწ­ყდა. ოთახ­ში არ ეძ­ინათ. გავ­იგე, მი­სი ბი­ნა­დარი მო­უს­ვენ­რად ბოლ­თას სცემ­და და თა­ნაც დაუ­სრულებ­ლად ოხ­რავ­და. თუ საქ­მე არ­ჩე­ვან­ზე მიდ­გებ­ოდა და ამ­ოვირჩევდი, აი, აქ იყო ზე­ცი­უ­რი სამ­ოთხე, დრო­ე­ბი­თი სამ­ოთხე ჩემ­თ­ვის... მხო­ლოდ უნ­და შევ­სულიყავი და მეთ­ქვა:

- მის­ტერ რო­ჩეს­ტერ, მთე­ლი სი­ცოცხ­ლე, სიკვ­დილამ­დე თქვე­ნი ვიქ­ნე­ბი, - და ჩემს ბა­გეს­თან ნე­ტა­რების ულევ წყა­როს გა­ა­ჩენ­დნენ მაშ­ინვე. მე ამა­ზე ვფიქ­რობ­დი...
ვფიქ­რობ­დი იმა­ზეც, რომ ჩე­მი კე­თი­ლი პატ­რო­ნი, რო­მელ­საც ახ­ლა ძი­ლი არ შე­ეძლო, გა­თე­ნე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდა. დი­ლით ის მიხ­მობ­და, მაგ­რამ მე უკ­ვე წა­სუ­ლი დავ­ხვდებოდი. ძებ­ნა­საც დამ­იწყებ­და, მაგ­რამ ამა­ოდ. რო­დე­საც იგ­რ­ძ­ნობს, რომ მი­ატ­ოვეს და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი უკ­უაგ­დეს, ტან­ჯვა მოე­ძა­ლე­ბა და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა­მაც შე­იპყ­როს. კა­რის სა­ხელ­ურისკ­ენ წავ­იღე ხე­ლი, მაგ­რამ ისევ უკ­ან გამ­ოვწიე და ფრთხი­ლად გა­ვე­მარ­თე ჩე­მი გზით.

და­ღო­ნებული ჩავ­დი­ო­დი ქვე­და სარ­თულზე. ვი­ცო­დი, რაც უნ­და გა­მე­კ­ე­თებ­ინა და მე­ქან­იკუ­რად ვას­რულებდი ყვე­ლა­ფერს. სამ­ზა­რეულოში გა­ნის კა­რის გა­სა­ღ­ები მოვ­ძებ­ნე; ზე­თის ბოთ­ლი და ფრთაც ვი­პო­ვე: კლ­იტე­სა და გა­სა­ღ­ებს წა­ვუს­ვი; წყა­ლი დავ­ლიე და ცო­ტაო­დენი პუ­რი ავ­იღ­ე. შე­საძ­ლე­ბელ­ია, დიდ­ხანს მევ­ლო და არ მინ­დო­და, ძა­ლა გამ­ომლეო­და, რად­გან ბო­ლო ხანს ძალ­იან დავ­სუს­ტ­დი. ყვე­ლა­ფერი უხ­მა­უ­როდ გა­ვა­კ­ე­თე. კა­რიც ასე­ვე ჩუ­მად გამ­ოვა­ღ­ე, გამ­ოვედი და ფრთხი­ლად მივ­ხუ­რე. რო­დე­საც ეზო­ში ჩა­ვედი, გან­თიადის მკრ­თალი სხი­ვე­ბი ოდ­ნავ ციმ­ცი­მებ­და. ალა­ყაფის ორი­ვე კა­რი ჩა­კ­ეტილი იყო, მაგ­რამ ერ­თ-ერ­თ­ში პა­ტა­რა კა­რი მხო­ლოდ მი­ხუ­რუ­ლი დარ­ჩენ­ოდათ. გამ­ოვედი, ისიც მივ­ხუ­რე და, აი, უკ­ვე თორ­ნ­ფილ­დის გა­რეთ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.

ერ­თი მი­ლის დაშ­ორებით, მინ­დ­ვ­რებს იქით, გზა მილ­კო­ტის საწ­ინა­ა­ღმ­დეგო მი­მარ­თულებით გად­იოდა. ამ გზა­ზე არას­ოდეს გა­მევლო, მაგ­რამ ხში­რად, რო­ცა დავ­ინა­ხავდი, ჩემს თავს ვე­კი­თხებოდი, თუ სა­ით მი­დი­ო­და ის. ახ­ლა სწო­რედ იქით გა­ვე­მარ­თე. არავ­ითარი ფიქ­რის ნე­ბა არ მქონ­და: აღ­არც უკ­ან შეი­ძლებ­ოდა მი­ხედ­ვა და აღ­არც წინ ყუ­რე­ბა. ერ­თი წამ­ითაც კი არ უნ­და გა­მევლო გულ­ში არც წარ­სულსა და არც მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რი. წარ­სუ­ლი ღვთი­უ­რი ნე­ტა­რებ­ისა და, იმა­ვე დროს, სიკ­ვ­დი­ლის კა­რამ­დე მიმ­ყ­ვა­ნი სევ­და-­ნა­ღვლის ფურ­ც­ლე­ბი იყო; მი­სი ერ­თი პწკ­არის წა­კი­თხვაც კი ახ­ლა მხნეო­ბას დამ­იკ­არ­გავ­და და უკ­ა­ნა­სკ­ნელ ძა­ლას გამ­ომაც­ლიდა. მო­მა­ვალი კი საშ­ინელ სი­ცარ­იე­ლედ მეჩ­ვე­ნებ­ოდა. ის მაგ­ონებ­და სამ­ყაროს წა­რღვნის შემ­დეგ.

მივ­დი­ო­დი მინ­დ­ვ­რებ­ში, ორ­ღო­ბე­ებ­სა და სა­სოფ­ლო გზებ­ზე, სა­ნამ მზე არ ამ­ოიწვე­რა. ვი­ცი, რომ მშვენ­იერი ზაფხუ­ლის დღე იყო, იმა­საც ვატყობ­დი, რომ ფეხ­საც­მელი, რო­მე­ლიც სახ­ლიდან გა­მოს­ვ­ლის მე­რე ჩა­ვიც­ვი, ნამ­მა დამ­ისვე­ლა, მაგ­რამ არა­ფერს ვა­კვ­ირდებოდი - არც ამ­ომა­ვალ მზეს, არც მოკ­ა­მკ­ა­მე ცას და არც ახალ­გამ­ოღვ­იძებულ ბუ­ნე­ბას. ის, ვინც თვალ­წარ­მტაცი გზით ეშაფ­ოტისკ­ენ მი­დის, ყვავ­ილებ­ზე კი არ ფიქ­რობს, რომ­ლე­ბიც გზა­ზე უღი­მიან, არა­მედ გა­ლესილ ცულ­სა და ჯა­ლათის კუ­ნძზე, რომ­ლე­ბიც ძვალ­სა და ძა­რღვს გა­ნაშ­ორებს ერ­თმა­ნეთს, და­სასრულ, - რა თქმა უნ­და, ღია სა­მა­რე­ზე. მე კი ამ სამ­წუხარო გაქ­ცე­ვა­სა და უსახ­ლკ­არო ხეტ­იალ­ზე ვფიქ­რობ­დი. ოჰ, რა მწუ­ხა­რებით მავ­სებ­და ის, რაც მი­ვატ­ოვე! მაგ­რამ მე სხვა­ნაი­რად მოქ­ცე­ვა არ შე­მეძლო. ახ­ლა ისევ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი წარ­მოვიდგინე. ალ­ბათ, თა­ვის ოთახ­ში უც­დის მზის ამ­ოსვლას და იმე­დი აქვს, რომ სულ მა­ლე ჩა­ვალ და შე­ვატ­ყობინებ, რომ მას­თან ვრჩე­ბი და სამ­უდამოდ მი­სი ვიქ­ნე­ბი. მე ხომ ვნატ­რობ­დი, რომ მი­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რო­გორ მწყუ­რო­და უკ­ან დაბ­რუნე­ბა! ჯერ კი­დევ არ იყო გვი­ან, შე­მეძლო ის მძი­მე გან­საც­დელი შე­მემ­სუბუქებ­ინა, რო­მე­ლიც ამ და­ნა­კლ­ისმა მია­ყე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს გაქ­ცე­ვას, დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, ის ჯერ კი­დევ არა­ვის ეც­ოდინებ­ოდა. შე­მეძლო, უკ­ან დავ­ბრუნებ­ულიყავი და ნუ­გე­ში მე­ცა მის­თ­ვის, გავ­ფრთხილებოდი მის სია­მა­ყეს, მეხ­სნა უბედ­ურებ­ისა და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სა­ბო­ლოო გა­ნად­გურებ­ისგან. ოჰ, იმის ში­ში, რომ ის თავ­დავ­იწყე­ბამ­დე მი­ვი­დო­და, გაც­ილებით მძი­მე იყო, ვიდ­რე ჩე­მი სი­მარ­ტოვე. ოჰ, რო­გორ მა­წა­მებ­და და თან მდევ­და ეს ფიქ­რი! თით­ქოს ბას­რი ისა­რი მქო­ნო­დეს გულ­ში ჩა­სო­ბი­ლი! მან ჭრი­ლო­ბა გამ­იღრ­მა­ვა, რად­გან ამ­ოღ­ე­ბას შე­ვე­ცა­დე; ხო­ლო სა­სი­ცოცხ­ლო ძა­ლას მთლად ვკ­არ­გავდი, რო­დე­საც მო­გო­ნე­ბებს ის უფ­რო და უფ­რო ღრ­მად შეჰ­ყავ­დათ გუ­ლის სიღრ­მეში. ბუჩ­ქებ­სა და ხე­ებ­ზე ფრინ­ვე­ლები გალ­ობდნენ, მათ ხომ ურ­თი­ერ­თ­შო­რის მეტ­ისმე­ტად თავ­და­დებული ჯუფ­თო­ბა იცი­ან. ფრინ­ვე­ლები ხომ სიყ­ვა­რუ­ლის სიმ­ბო­ლოს წარ­მოად­გე­ნენ... მე კი რა ვი­ყა­ვი? მწა­რე ფიქ­რე­ბით გულ­გან­გ­მი­რუ­ლი, რო­მე­ლიც შლე­გუ­რი სი­ჯი­უ­ტით ცდი­ლობ­და, თა­ვი­სი რწმენ­ისა და რა­ღ­აც პრინ­ცი­პე­ბის ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩენილიყო. ამ­იტომაც მეზ­იზღ­ებ­ოდა ჩე­მი თა­ვი. იმის ცოდ­ნა, რომ მარ­თალი ვი­ყა­ვი, რა ნუ­გეშს მცემ­და? ან რად მინ­დო­და პი­რა­დი ღი­რსების პატ­ივისცე­მა და მი­სი თაყ­ვან­ისცე­მა? მე შეუ­რაც­ხყოფა მი­ვა­ყე­ნე, გუ­ლი გავ­უგმირე და მი­ვატ­ოვე ჩე­მი პატ­რო­ნი. ჩე­მი თა­ვი მძულ­და, მაგ­რამ უკ­ან დაბ­რუნე­ბა არ შე­მეძლო. ერთ ნაბ­იჯსაც კი ვერ გა­დავ­დგამდი უკ­ან. შე­საძ­ლე­ბელ­ია, თვით ღმერთს მივ­ყავ­დი ამ გზით. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სურ­ვი­ლებ­სა და ცნო­ბიე­რე­ბას, აღგ­ზნებ­ულმა მწუ­ხა­რე­ბამ მოს­პო ერ­თი და მთლად დამ­იბნე­ლა მეო­რე. ახ­ლა, ამ უკ­აც­რიელ გზა­ზე, თავ­შე­უკ­ა­ვებ­ლად ვქვი­თი­ნებ­დი და სულ უფ­რო სწრა­ფად, შეშ­ლი­ლი­ვით მი­ვეშ­ურებოდი სა­დღ­აც წინ. სი­სუს­ტემ იძა­ლა, შიგ­ნით, გუ­ლის სიღრ­მეში და­მეწყო და მთელ სხე­ულს მო­ე­დო, შემ­ბოჭა და ბო­ლოს წა­მაქ­ცია კი­დეც. რამ­დენ­იმე წამს ასე ვეგ­დე მი­წა­ზე და თა­ვი სველ ბა­ლახში მქონ­და წარ­გუ­ლი. სა­ხე­ზე ნამ­იანი ბა­ლახი მე­ლამ­უნებ­ოდა. არ ვი­ცი, მეშ­ინოდა თუ იმე­დი მას­ულდგმულებ­და, რომ აქ მოვკვ­დებოდი, მაგ­რამ მა­ინც შევ­ძელი და მა­ლე წამ­ოვდექი. პირ­ვე­ლად ოთხით ძლივს მივ­ცო­ცავ­დი, ბო­ლოს ფეხ­ზე წამ­ოდგომაც მო­ვა­ხერ­ხე და ახ­ლა ერ­თა­დერთი სურ­ვი­ლი და გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა მამ­ოძრა­ვებ­და - რო­გორ­მე გზამ­დე მი­მე­ღწ­ია.

რო­დე­საც ბო­ლოს გზა­ზე გა­ვედი, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი, იქ­ვე, ღო­ბის ახ­ლოს, სად­მე და­მეს­ვე­ნა. ჯერ ისევ ვი­ჯე­ქი, რომ ბორ­ბ­ლე­ბის ხმა შემ­ომეს­მა, ეტ­ლი დავ­ინა­ხე, წამ­ოვდექი და ხე­ლი ავ­წიე. ეტ­ლი გა­ჩერ­და. ვკი­თხე, სად მი­დი­ო­და, და მე­ეტ­ლე­მაც რო­მელ­იღ­აც შო­რე­უ­ლი ად­გი­ლი დამ­ისა­ხე­ლა. იქ, დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერს არავ­ითარი ნაც­ნობობა არ ექ­ნებ­ოდა. რო­დე­საც ვკი­თხე, იქამ­დე მგზავ­რობა რა ღი­რდა, მე­ეტ­ლემ ოც­და­ათი ში­ლინ­გი დამ­იფა­სა. მე მხო­ლოდ ოცი მაქ­ვს-მეთ­ქი, ვუთხა­რი და ის მა­ინც დამ­თან­ხმდა. მითხ­რა, რომ ოცი­თაც მოა­ხერ­ხებ­და ჩემს წაყ­ვა­ნას. შიგ­ნით მომ­ცა ად­გი­ლი, რად­გან ეტ­ლი ცარ­იელი იყო. შე­ვედი თუ არა, მე­ეტ­ლემ კა­რი დახ­ურა და გზას გავ­უდექით.
ჩე­მო ძვირ­ფა­სო მკი­თხველო, და­ე, თქვენ არას­ოდეს გეგ­რ­ძ­ნოთ ის, რაც მე მა­შინ გან­ვიცა­დე! და­ე, თქვენს თვალთ არას­ოდეს დას­დენ­ოდეთ მწუ­ხა­რებ­ისგან ისე­თი ცხა­რე და მდუღ­ა­რე ცრემ­ლი, რო­გო­რიც ჩემს თვალ­თა­გან ღა­პა­ღუპით მა­შინ ცვი­ო­და! და­ე, თქვენ არას­ოდეს მი­გე­მართოთ ღვთის­თ­ვის უიმე­დო და სულ­თ­მობ­რ­ძა­ვი ადამ­იანის ისე­თი სიტყ­ვე­ბით, რო­გორ­საც მა­შინ ჩე­მი ბა­გენი წარ­მოთქვამ­დნენ! გი­სურ­ვებთ, არას­ოდეს გან­გე­ცადოთ ში­ში, რომ თქვენ იქ­ნე­ბით მი­ზე­ზი და უბედ­ურე­ბას წა­ჰკი­დებთ მას, ვინც ყვე­ლა­ზე ძალ­იან გიყ­ვართ.


თა­ვი ოცდამეთერთმეტე

ორი დღე გავ­იდა. ზაფხუ­ლის მშვენ­იერი სა­ღ­ამო იყო. მე­ეტ­ლემ იმ ად­გილას გად­მომსვა ეტ­ლიდან, რო­მელ­საც უიტ­კ­როსს ეძახ­დნენ. იმ თან­ხით, რაც მე მას მი­ვე­ცი, არ შე­ეძლო უფ­რო შორს წა­ვეყ­ვა­ნე. მე კი ამ­ქვეყ­ნად ერ­თი ში­ლინ­გიც აღ­არ გა­მაჩ­ნდა, მთლად მარ­ტო დავ­რ­ჩი. ეტ­ლი ერ­თი მი­ლით მა­ინც იქ­ნებ­ოდა დაშ­ორებული, და მხო­ლოდ მა­შინ მო­მაგ­ონდა, რომ ეტ­ლის სა­ბარ­გულიდან ჩე­მი ფუ­თა არ ამ­ომიღ­ია, მე ის იქ ფრთხი­ლად შევ­ინა­ხე. იქ დამ­რჩა... იქ­ვე იდე­ბა და მე კი აღ­ა­რა­ფერი გა­მაჩ­ნია.

უიტ­კ­რო­სი ქა­ლაქი არ არის. სოფ­ლა­დაც კი არ ჩაი­თვლე­ბა: ეს არის გზაჯ­ვა­რედ­ინზე აღ­მართული ქვის სვე­ტი, სა­დაც ოთხი გზა ხვდე­ბა ერ­თმა­ნეთს. ვფიქ­რობ, თეთ­რად ალ­ბათ, იმი­ტომ შე­უღ­ე­ბავთ, რომ უფ­რო ად­ვილად გამ­ოჩნდეს შო­რი­დან და სიბ­ნე­ლეში. მის წვერ­ზე გზის მაჩ­ვე­ნე­ბელი ოთხი ისარ­ია და­მაგ­რებული. წარ­წერის მი­ხედ­ვით, უახ­ლოესი ქა­ლაქი ამ ად­გილიდან ათი მი­ლით არის დაშ­ორებული, ხო­ლო ყვე­ლა­ზე შო­რე­უ­ლი - ოც მილ­ზე მე­ტით. ამ ქა­ლა­ქების სა­კ­მაოდ ცნო­ბი­ლი სა­ხელ­წოდე­ბებ­იდან შევ­იტყვე, რო­მელ საგ­რაფოშიც მოვ­ხ­ვ­დი. ეს იყო ჩრდი­ლო­ე­თის ერ­თ-ერ­თი ცენ­ტრალური საგ­რაფო, შამ­ბნარით გა­და­შა­ვებული და ბორ­ც­ვე­ბით და­სერილი ად­გი­ლი. რო­გორც უკ­ან, ისე ჩემ­გან მარ­ცხ­ნივ თუ მარ­ჯ­ვ­ნივ თვალ­უწვდე­ნელი უდა­ბუ­რი ვე­ლებ­ია. იმ ჩა­ღრ­მა­ვებული დაბ­ლობიდან, რო­მე­ლიც ჩემს ფეხ­ქვეშ და­ფენ­ილა, შორს ტა­ლღი­სებ­ურად ერ­თმა­ნეთ­ზე გა­და­ჯაჭვული მთე­ბი მო­ჩანს. მო­სახ­ლეო­ბა აქ ძალ­იან ცო­ტა უნ­და იყოს, მგზავ­რებ­საც კი ვერ ვამ­ჩნევდი გზებ­ზე. თეთ­რი, ფარ­თო და უკ­აც­რიელი გზე­ბი ოთხი­ვე მი­მარ­თულებით მიე­მარ­თე­ბა. ისი­ნი უდა­ბუ­რი ად­გილებ­ითაა და­სერილი, სა­დაც ხში­რი და ვე­ლუ­რი მა­ნა­ნა იზ­რ­დე­ბა და მათ შე­რეულ სა­ზღვ­რე­ბამ­დე აღ­წევს. შე­საძ­ლე­ბელ­ია, შემ­თხვევით ვინ­მე მგზავ­რმა ჩამ­ოიაროს. მე კი არ მინ­და, ვინ­მემ თვა­ლი მომკ­რას. უც­ნო­ბებს გა­უკვ­ირდე­ბათ და იფიქ­რე­ბენ, რას ვა­კ­ე­თებ სა­ნიშ­ნო სვეტ­თან უსაქ­მოდ მდგა­რი, დაბ­ნეული გამ­ომეტ­ყვე­ლებით; შე­საძ­ლე­ბელ­ია, რა­მე მკითხონ, მე კი ისეთ პა­სუხს ვერ გავ­ცემ, რომ ჩემ­მა არაბ­უნებ­რივმა ხმამ ეჭ­ვი არ გა­მო­იწ­ვი­ოს. ახ­ლა ადამ­იან­თა საზ­ოგად­ოე­ბას­თან უკ­ვე აღ­ა­რა­ფერი მა­კ­ავ­შირებს. ვე­რავ­ითარი მო­მა­ჯად­ოე­ბელი ცდუ­ნე­ბა და იმე­დი ვერ მიხ­მობს იქ, სა­დაც ჩე­მი მსგავ­სი არ­სე­ბანი ცხოვ­რო­ბენ. ჩე­მი და­ნახ­ვა არა­ვის­ში გამ­ოიწვევს კე­თილ ზრახ­ვებ­სა და თა­ნაგ­რძნობას ჩემ­დამი. მე არა მყავს ნა­თე­სავი, გარ­და ყვე­ლასთვის სა­ერთო მშობ­ლი­სა, და ეს კი ბუ­ნე­ბა­ა. მის მკ­ერდს მი­ვე­კ­არი და ვთხო­ვე, სიმ­შ­ვი­დე მო­მა­ნი­ჭოს.

პირ­და­პირ მა­ნა­ნებით და­ფარულ, გაუ­ვალ ად­გილ­ში შევ­იჭერი. ერ­თი ჩა­ღრ­მა­ვებული ად­გილისკ­ენ გა­ვე­მარ­თე და დავ­ინა­ხე, რომ მცე­ნა­რეულობით და­ფარული მხა­რე სიღრ­მეში ბი­ლი­კით იყო და­სერილი. გაჭ­ირვებით გა­ვა­ღწ­იე მუხ­ლამ­დე ხშირ და გაუ­ვალ ბა­ლახში და იქით ვუხ­ვევ­დი, საი­თაც ბი­ლი­კი მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა. ერთ მი­ვარ­დ­ნილ კუ­თხეში ხავ­სით გა­და­შა­ვებული გრა­ნი­ტის კლ­დე შევ­ნიშნე, მის ქვეშ დავ­ჯექი. გარს მერ­ტყა მა­ღ­ალი, მა­ნა­ნებით და­ფარული ფერ­დობები. თავ­ზე კლ­დე მედ­გა მცვე­ლად, მის მა­ღ­ლა კი ლა­ჟ­ვარდი ცა იშ­ლებ­ოდა.
კარ­გა ხა­ნი გავ­იდა, სა­ნამ დავ­წყნარ­დებოდი. აუ­ტა­ნელ­მა შიშ­მა შე­მიპყ­რო. ვში­შობ­დი, სად­მე ახ­ლოს ნა­ხირს ჩამ­ორჩენილ, გა­გა­რეუ­ლებულ ში­ნა­ურ პი­რუტყვს, ვინ­მე მოგ­ზა­ურ მთამ­სვლელს ან ქურ­დუ­ლად მო­ნად­ირეს არ მო­ეგ­ნო. თუ ამ გან­მარ­ტოებულ, უკ­აც­რიელ ად­გილას ქა­რის ხმა შემ­ომეს­მებ­ოდა, ში­შით აქეთ-იქით ვი­ყუ­რე­ბო­დი, ვფიქ­რობ­დი, ხა­რი შემ­ოვარ­დებ­ოდა. ხო­ლო, თუ ღა­ლღა უს­ტ­ვენ­და, მა­შინ ის უკ­ვე ადამ­იანი მეგ­ონა. ბო­ლოს დავ­ინა­ხე, რომ ჩე­მი ში­ში მთლად უსა­ფუძ­ვ­ლო იყო. მო­სა­ღ­ამ­ოვდა თუ არა, ბინ­დი ჩამ­ოწვა. ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფერი დაწ­ყნარ­და და მეც მე­ტი იმე­დი მო­მე­ცა. აქამ­დე არა­ფერ­ზე ფიქ­რი არ შე­მეძლო - მხო­ლოდ და­ძაბული ვუს­მენ­დი, ყვე­ლა­ფერს ვათ­ვალ­იე­რებდი და ში­შით ვთრთო­დი. ახ­ლა კი ფიქ­რის უნა­რი დამ­იბრუნდა.

რა უნ­და ვქნა? სა­ით უნ­და წავ­იდე? ოჰ, რო­გორ მა­წა­მებ­და ეს კი­თხვები, რო­დე­საც უკ­ვე აღ­ა­რა­ფერი მქონ­და გა­სა­კ­ე­თე­ბელი და არ­საით ვი­ყა­ვი წა­სას­ვლელი. ჩემს და­ქანცულ და მთრთოლ­ა­რე სხე­ულს ჯერ კი­დევ დი­დი გზა უნ­და გა­ევლო, სა­ნამ შეძ­ლებ­და და მო­სახ­ლეო­ბამ­დე მია­ღ­წევ­და. მე ხვეწ­ნა-­მუდარით უნ­და მი­მე­მარ­თა გულ­გ­რილ გულ­მოწყა­ლე­თათვის, სა­ნამ თავ­შე­სა­ფარს ვი­შო­ვი­დი და საძ­ულველ თა­ნაგ­რძნობას გამ­ოვიწვევდი ვინ­მე­ში. შე­საძ­ლე­ბელ­ია, უარ­ითაც გამ­ოვეს­ტუმრებ­ინე, ვიდ­რე ჩემს ამ­ბავს მო­ის­მენ­და ან ჩემს რო­მელ­იმე თხოვ­ნას და­ა­კ­მაყ­ოფილებ­და.

მა­ნა­ნას ხე­ლი შე­ვა­ხე. ის მშრა­ლი იყო და ზაფხუ­ლის ცხელ დღ­ეში მიღ­ებული სით­ბო ჯერ კი­დევ შემ­ოე­ნა­ხა. ცას ავ­ხე­დე. მოწ­მენ­დი­ლი იყო. სწო­რედ კლდის თავ­ზე, მა­ღ­ლა, ერ­თი ვარ­სკვ­ლავი ალერ­სია­ნად ციმ­ცი­მებ­და. ცვარ­მა სა­ამ­ურად და შეუ­მჩნევ­ლად და­ნა­მა იქაუ­რობა. ნი­ა­ვის ჩურ­ჩუ­ლიც შეწ­ყდა. ბუ­ნე­ბა მწყალ­ობელი და კე­თი­ლი მეჩ­ვე­ნა. მივ­ხ­ვ­დი, ყვე­ლას­გან გან­დევნილი, რო­გო­რიც ვი­ყა­ვი მა­შინ, მხო­ლოდ მას ვუყ­ვარ­დი. მე კი, რო­მე­ლიც ადამ­ია­ნებ­ისგან მხო­ლოდ უნ­დობ­ლო­ბას, ხე­ლის კვ­რა­სა და შეუ­რაც­ხყოფას მო­ვე­ლო­დი, მის მკ­ერდს სიყ­ვა­რუ­ლით მი­ვე­კ­არი. ამა­ღ­ამ, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მი­სი სტუ­მა­რი ვი­ყა­ვი და მის შვი­ლად მი­მაჩ­ნდა თა­ვი. ის კი, რო­გორც სა­კუ­თარი დე­და, შემ­იფა­რებ­და ყო­ველ­გვარი ფუ­ლი­სა და გა­და­სა­ხადის გა­რე­შე. კი­დევ მქონ­და ერ­თი ლუკ­მაპუ­რი და ფუნ­თუ­შის პა­ტა­რა ნა­ჭერი, რო­მე­ლიც ჩე­მი უკ­ა­ნა­სკ­ნელი გრო­შე­ბით ქა­ლაქში ვი­ყი­დე, სა­დაც შუა­დღი­სას გამ­ოვია­რეთ. აქა-იქ მა­ნა­ნებს შო­რის, ბუჩ­ქებ­ში, მწი­ფე მოც­ვი დავ­ინა­ხე, რო­მე­ლიც აქა­ტის მძი­ვე­ბი­ვით ბრწყი­ნავ­და, ერ­თი მუ­ჭა მოვკრ­იფე და პურს შე­ვა­ტა­ნე. გან­დეგილისთვის სა­კ­მარ­ისმა ამ მცი­რეო­დენ­მა საჭ­მელ­მა ძლი­ე­რი შიმ­ში­ლი ვერ მო­მიკ­ლა, მაგ­რამ ოდ­ნავ მა­ინც და­მა­ნაყ­რა. სა­ღ­ამოს ლოც­ვა წარ­მოვ­თ­ქ­ვი და სა­წო­ლი ად­გი­ლი ამ­ოვირჩიე. კლდის მახ­ლობლად მა­ნა­ნა ძალ­იან ხში­რი იყო. დავ­წექი თუ არა, ფე­ხები შიგ ჩა­მეფლო, რად­გან ორი­ვე მხრი­დან მა­ღ­ალი კე­დელივით აღ­მართულიყო; მხო­ლოდ ვიწ­რო ად­გილიღა რჩებ­ოდა, რომ ღა­მით ჰა­ერს ემ­ოძრა­ვა. შა­ლი ორად მოვკ­ე­ცე და სა­ბანივით გა­დავ­იფა­რე. ხავ­სით და­ფარული და­ბალი კოლ­ბო­ხი ჩე­მი ბა­ლი­ში იყო. ასე მო­ვეწ­ყვე და, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, პირ­ველ ღა­მეს სი­ცი­ვე არ მიგ­რ­ძ­ნია.
ეს დას­ვე­ნე­ბა ნამ­დ­ვი­ლი ნე­ტა­რე­ბა იქ­ნებ­ოდა, სევ­დით სავ­სე გულს რომ არ მოე­წამ­ლა. ღია ჭრი­ლო­ბის გა­მო ის ისე მტკი­ოდა, თით­ქოს სის­ხ­ლი შიგ­ნით წვეთ­-წვე­თად დამ­დიოდა და სი­მე­ბი დამ­წყვეტ­ოდა. ის თრთო­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისა და მი­სი ბედ­ისწერის გა­მო, დას­ტიროდა მას მწვა­ვე სიბ­რა­ლუ­ლით და გან­უწყვეტლივ ნატ­რობდა მის ნახ­ვას; რო­გორც ფრთამ­ოტეხილი, უღო­ნო ფრინ­ვე­ლი, თა­ვის დამ­ტვრეულ ფრთებს კვ­ლავ ამ­ოძრა­ვებ­და და ამა­ოდ ცდი­ლობ­და, ის მოე­ძებ­ნა.

ამ ფიქ­რე­ბით გულ­გან­გმირულმა, მუხ­ლებ­ზე წამ­ოვიწიე და დავ­იჩოქე. უკ­ვე დი­დი ხნის და­ღ­ა­მებული იყო. ცი­უ­რი მნა­თობ­ნი ამ­ოსულიყვნენ. წყნა­რი და მშვი­დი ღა­მე ჩან­და, იმ­დე­ნად მშვი­დი, რომ შიშს არ შე­ეძლო და­ე­სად­გურებ­ინა ჩემს გულ­ში. ჩვენ ვი­ცით, რომ ღმერ­თი ყველ­გა­ნა­ა, მაგ­რამ მის არ­სებ­ობას მა­შინ უფ­რო ვგრძნობთ, რო­დე­საც ის თა­ვის ნამ­ოღ­ვა­წარს ასე­თი დი­დე­ბით გად­მოფენს ხოლ­მე ჩვენ წი­ნა­შე. და, აი, სწო­რედ მოწ­მენ­დილ ცა­ზე, სა­დაც ცი­უ­რი მნა­თობ­ნი უხ­მოდ მოძ­რაო­ბენ, კარ­გად ვგრძნობ, რომ ის ყველ­გან არის თა­ვი­სი გან­უზომელი ძლიე­რებ­ითა და ყოვ­ლის­შემ­ძლეობით. მეც იმი­ტომ დავ­იჩოქე, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერისთვის მელ­ოცა. რო­დე­საც ცრემ­ლით დაბ­ნე­ლებული თვა­ლებით მა­ღ­ლა ავ­იხე­დე, ირ­მის ნახ­ტო­მი დავ­ინა­ხე. გა­მახ­სენ­და, რას წარ­მოად­გენ­და ის, რამ­დენ­ნაირი დაუ­თვლელი მზის სის­ტე­მა ბრუ­ნავ­და იქ, სივ­რ­ცე­ში, და სი­ნათ­ლის ოდ­ნავ შე­სამ­ჩნევ კვალს ტო­ვებ­და მხო­ლოდ. ვიგ­რ­ძე­ნი ღმერ­თის ძა­ლა და ძლიე­რე­ბა. დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, შე­ეძლო თავ­ისივე შექ­მ­ნი­ლი არ­სე­ბა თვი­თონ­ვე ეხ­სნა. რწმე­ნაც გან­მიმტკი­ცდა, რომ არც დე­დამ­იწა და არც ერ­თი მი­სი ბი­ნა­დარი არას­ოდეს და­იღუ­პებ­ოდა. მად­ლობა შევ­წირე ქვეყ­ნიე­რების შემ­ქმნელს, რად­გან სი­ცოცხ­ლის მომ­ნი­ჭე­ბელი სულ­თა მხსნე­ლიც არის. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გა­დარ­ჩე­ბა. ის ღმერთს ეკუ­თვნოდა და შემ­ოქმედი დაი­ცავ­და მას. კვ­ლავ ფრი­ა­ლო კლ­დეს მი­ვე­კ­არი მკ­ერ­დზე და ძილ­ში მწუ­ხა­რე­ბაც მა­ლე გა­და­მავ­იწყდა.

მეო­რე დღ­ეს ყვე­ლა ადამ­იანური სურ­ვი­ლი მთე­ლი სიგ­რ­ძე-­სიგანით წარ­მომიდგა. პა­წაწ­ინა ჩი­ტებს თავ­იანთი ბუ­დე­ები მი­ეტ­ოვებ­ინათ. სა­ნამ ცვა­რი შე­აშ­რებ­ოდათ, ფუტკ­რებიც თაფ­ლის შე­საგ­როვებ­ლად აყ­ვა­ვებულ ტკბილ მა­ნა­ნებს თავ­ზე დახ­ვეო­დნენ. დი­ლის გრძე­ლი ჩრდი­ლე­ბი თან­და­თან მოკლ­დებ­ოდნენ. მზის სხი­ვე­ბით ივ­სებ­ოდა ცა და მი­წა; მეც წამ­ოვდექი და ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე.

რა წყნა­რი, ცხე­ლი და მშვენ­იერი დღე იყო! მო­ოქ­როს­ფ­რო უდაბ­ნოს დამ­სგავ­სებ­ოდა ეს უდა­ბუ­რი, გაშ­ლი­ლი ტრა­მალი! ყველ­გან მზის სხი­ვე­ბი ჩა­ღვრილიყო და ბრწყი­ნავ­და. ოჰ, ნე­ტავ, შე­საძ­ლე­ბელი ყო­ფი­ლი­ყო ამ ბრწყინ­ვა­ლე­ბაში მეც­ხოვრა და მი­სით­ვე მე­საზ­რდოვა! დავ­ინა­ხე, ხვლიკ­მა გაი­რბინა კლ­დე­ზე, ისიც შე­ვამ­ჩნიე, ფუტკ­არი რო­გორ საქ­მია­ნად დაფ­უსფუსებ­და მოც­ვის მარც­ვლებს შო­რის. დი­დი სი­ამ­ოვნებით ვიქ­ცე­ო­დი იმ­წუ­თას ფუტკ­რად ან ხვლიკ­ად, რომ ნო­ყი­ე­რი საზ­რ­დოს შოვ­ნა შემ­ძლებ­ოდა და აქ, ამ მი­დამ­ოებში, სამ­უდამო თავ­შე­სა­ფარი მეპ­ოვა. მაგ­რამ მე ხომ ადამ­იანი ვი­ყა­ვი და ადამ­იანური სურ­ვი­ლე­ბი მქონ­და. არ შეი­ძლებ­ოდა დიდ­ხანს გა­ჩე­რე­ბა იქ, სა­დაც მათ ვე­რაფრით დავ­იკ­მაყ­ოფილებდი. წამ­ოვდექი და სა­წოლს გა­დავ­ხე­დე, რო­მე­ლიც ის-ის იყო, მი­ვატ­ოვე. უიმე­დო­ბით შეპ­ყრობილმა, გავ­იფიქრე, ღმერ­თი დიდ სიკ­ე­თეს გამ­იწევ­და, თუ ძილ­ში, ღა­მით, სულს ამ­ომარ­თმევ­და-­მეთქი. ახ­ლა კი ამ და­ქანცულ სხე­ულს, სიკ­ვ­დი­ლის ბრჭყა­ლებ­ისგან რომ გა­თავ­ისუფლდა, ის­ღა დარ­ჩენ­ოდა, მტარ­ვალ ბედ­ისწე­რას უფ­რო კარ­გად შებ­მოდა, მშვი­დად, თან­და­თანობით გახ­რ­წ­ნი­ლი­ყო და შენ­ივთებ­ოდა ამ უდაბ­ნოს მი­წას. მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე მთე­ლი თა­ვი­სი მოთხოვ­ნი­ლე­ბებით, ტკი­ვილებ­ითა და მო­ვა­ლეობით არ მტო­ვებ­და. ეს მძი­მე ტვირ­თი უნ­და მე­ტა­რებ­ინა, მი­სი სურ­ვი­ლე­ბი და­მე­კ­მაყ­ოფილებ­ინა; გა­და­მე­ტა­ნა ტან­ჯვა-­წა­მე­ბა და ჩე­მი ადამ­იანური მო­ვა­ლეო­ბა შე­მეს­რულებ­ინა: ამ­იტომაც გზას გავ­უდექი.

უიტ­კ­როსს მი­ვა­ღწ­იე და გე­ზი და­სავ­ლეთ­ისკ­ენ ავ­იღ­ე. მზე კარ­გა მა­ღ­ლა ამ­ოწვერილიყო და მცხუნ­ვა­რე სხი­ვე­ბით ავ­სებ­და არე­მა­რეს. სხვა, აბა, რა შე­მეძლო მი­მარ­თულების არ­ჩევის დროს გამ­ომე­ყე­ნებ­ინა. დიდ­ხანს მივ­დი­ო­დი და ბო­ლოს გავ­იფიქრე, რომ ყვე­ლა­ფერი უკ­ვე გა­ვა­კ­ე­თე და სინ­დი­სის წი­ნა­შე სრუ­ლი­ად მარ­თალი ვიქ­ნე­ბი, თუ ჩემს ასეთ და­ქან­ცულობას ოდ­ნავ ყუ­რა­დღ­ე­ბას მა­ინც მი­ვაქ­ცევ­-მეთ­ქი. და­ღლ­ილობა ჩემს არ­სე­ბას მთლია­ნად დაუ­ფლებ­ოდა და სა­ჭი­რო იყო, ოდ­ნავ მა­ინც შე­მემ­სუბუქებ­ინა ის იძუ­ლე­ბი­თი მოძ­რაო­ბა, რომ­ლი­თაც წინ მი­ვის­წ­რა­ფო­დი. იქ­ვე მახ­ლობლად ქვა­ზე ჩამ­ოვჯექი. საშ­ინელ­მა უხალ­ისობამ შე­მიპყ­რო და გულ­სა და მთელ სხეუ­ლზე ლო­დი­ვით და­მაწ­ვა. აი, სწო­რედ ამ დროს ზა­რების რე­კ­ვა შემ­ომეს­მა: ეს ეკ­ლესიის ზა­რი იყო.

ზა­რის ხმას გავ­ყევი და იქ, რო­მან­ტიკუ­ლად აღ­მართულ ბორ­ც­ვებს შო­რის, რო­მელ­თა გა­რეგნულ სი­ლა­მა­ზეს ვე­ღ­არც კი ვამ­ჩნევდი და ერ­თი სა­ათის წინ მას­ზე უკ­ვე და­კვ­ირვე­ბაც შევ­წყვიტე, სო­ფე­ლი და ეკ­ლესიის სამ­რე­კლო დავ­ინა­ხე. ხელ­მარჯვნივ მთე­ლი მინ­დო­რი მხო­ლოდ საძ­ოვრე­ბად იყო ქცე­უ­ლი. იქ­ვე ახ­ლოს ვამ­ჩნევდი ყა­ნებს და მო­შო­რე­ბით კი ტყეს.  

იხილეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93