ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთორმეტე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთორმეტე
მწვა­ნე ბა­ლახის მრა­ვალ­ნაირ ჩრდი­ლებს, შე­მო­სუ­ლი მარც­ვლეულის ყა­ნებს, ხში­რი, ჩაბ­ნე­ლებული ტყით და­ფარულ ად­გილებ­სა და ოქ­როს­ფ­რად გაც­ისკრ­ოვნებულ მდელ­ოებს შო­რის მზის სხი­ვებ­ზე მოკ­ა­მკ­ა­მე ნა­კ­ადული კლა­კნით მო­წან­წკ­ა­რებ­და. ბორ­ბ­ლე­ბის რახ­რახ­მა გამ­ომა­რკვ­ია, რო­მე­ლიც ჩემ წინ, გზა­ზე ის­მო­და. ავ­იხე­დე და მძი­მედ დატ­ვირ­თუ­ლი ფურ­გო­ნი დავ­ინა­ხე, რო­მე­ლიც გო­რა­კ­ზე გაჭ­ირვებით ად­იოდა. ქვე­მოთ კი, არ­ც­თუ ისე მო­შო­რე­ბით, ორი ძრო­ხა და მწყემ­სი შევ­ნიშნე... ისევ ადამ­იანური ცხოვ­რებ­ისა და ადამ­იან­თა შრო­მის მოწ­მე გავ­ხ­დი; მე ისევ მათ შო­რის აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. სი­ცოცხ­ლის­თ­ვის ბრძო­ლა უნ­და გა­მეგ­რძე­ლებ­ინა, და­მეც­ვა ის და, ყვე­ლას მსგავ­სად, შრო­მას შევ­დ­გო­მო­დი.

და­ახ­ლოებით
ნაშ­უა­დღ­ევის ორ სა­ათ­ზე სო­ფელ­ში შე­ვედი. ერ­თა­დერთი ქუ­ჩის ბო­ლოს პა­ტა­რა საფ­უნთუშე შევ­ნიშნე, რომ­ლის ფან­ჯა­რაში სხვა­დას­ხვა­ნაირი ფუნ­თუ­შა გამ­ოეწყოთ. რო­გორ მინ­დო­და ერ­თი ასე­თი ფუნ­თუ­შა! და­ნაყ­რე­ბა ცო­ტაო­დენ ძა­ლას მომ­ცემ­და და, ასე თუ ისე, ენერ­გიას აღმ­იდგენ­და. უჭ­მე­ლი კი, ვატყობ­დი, გზის გაგ­რძე­ლე­ბას ვე­ღ­არ შევ­ძლებდი. ჩემს მსგავს არ­სე­ბა­თა შო­რის აღ­მოვ­ჩ­ნ­დი თუ არა, კვ­ლავ მო­მინ­და, ძა­ლა და მხნეო­ბა დამ­ბრუნებ­ოდა. ვგრძნობ­დი, რა დამ­ცირე­ბა იქ­ნებ­ოდა სოფ­ლის შა­რაგ­ზა­ზე შიმ­ში­ლით გუ­ლის წას­ვლა. - ნუ­თუ არა­ფერი გა­მაჩ­ნია, რომ ერთ ფუნ­თუ­შა­ში გა­საც­ვლე­ლად შევ­თა­ვაზო? - გავ­იფიქრე ჩემ­თ­ვის. ყელ­ზე აბ­რეშუმის პა­ტა­რა ყელ­სახ­ვევი მეხ­ვია და ხელ­თათ­მანიც მქონ­და, მაგ­რამ ის კი ვერ წარ­მომედ­გინა, რო­გორ იქ­ცეო­დნენ ადამ­ია­ნები უკი­დურესი გაჭ­ირვების დროს. არც ის ვი­ცო­დი, აიღ­ებ­დნენ თუ არა ჩემ მი­ერ გა­საც­ვლე­ლად შე­თა­ვა­ზებულ რო­მელ­იმე ნივთს. შე­საძ­ლე­ბელ­ია, არც აე­ღოთ, მაგ­რამ მე უნ­და მე­ცა­და.
დუ­ქან­ში შე­ვედი. იქ ერ­თი ქა­ლი დამ­ხვდა. კარ­გად ჩაც­მუ­ლი ადამ­იანის და­ნახ­ვა­ზე მან, ალ­ბათ, წარ­მოიდგინა, რომ ვიღ­აც ლე­დი ეს­ტუმრა. ის მაშ­ინვე ზრდი­ლო­ბია­ნად წინ შემ­ომე­გე­ბა და მკი­თხა, რით შემ­იძლია გემ­სახუროთო. შემ­რცხვა. ენაც კი ვერ მო­ვატ­რია­ლე იმის სათ­ქმე­ლად, რაც წი­ნას­წარ გან­ვიზრა­ხე, ვე­ღ­არ გავ­ბე­დე უკ­ვე კარ­გად ნახ­მარი ხელ­თათ­მანი და დაჭ­მუჭ­ნი­ლი შარ­ფი შე­მე­თა­ვა­ზებ­ინა. გარ­და ამ­ისა, იმა­საც ვფიქ­რობ­დი, რომ ეს ყვე­ლა­ფერი უაზ­რო იქ­ნებ­ოდა. მხო­ლოდ ნე­ბარ­თვა ვთხო­ვე, რამ­დენ­იმე წუთს დავ­მჯდარ­იყავი და და­ღლ­ილობა მო­ვი­მი­ზე­ზე. ქა­ლი ცი­ვად დამ­თან­ხმდა თხოვ­ნა­ზე, რად­გან მყიდ­ველ­მა იმე­დი არ გაუ­მარ­თლა, და სკ­ამ­ზე მი­მი­თი­თა. ჩამ­ოვჯექი. ყო­ველ­ივე იმ­დე­ნად მტკი­ვნეუ­ლად გან­ვიცა­დე, ცრემ­ლები მახ­რჩობდა, მაგ­რამ, ვი­ცო­დი, რა უად­გი­ლო იქ­ნებ­ოდა ახ­ლა ტი­რი­ლი და თა­ვი შევ­იკ­ა­ვე. მე­რე გამ­ოკი­თხვა დავ­უწყე, ჰყავ­დათ თუ არა სო­ფელ­ში მკ­ე­რავი ქა­ლი ან ვინ­მე, ვინც უბ­რა­ლო სა­კ­ე­რავს კე­რავ­და.
- დი­ახ, არის ორი თუ სა­მი, მაგ­რამ სამ­უშაო ძალ­იან ცო­ტა აქვთ.

ფიქრს გან­ვაგრძობდი; უკი­დურეს­ობამ­დე მი­ვე­დი, მე­ტის მოთ­მე­ნა აღ­არ შე­მეძლო; შიმ­ში­ლის პი­რის­პირ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი; არ გა­მაჩ­ნდა არც რაი­მე სახ­სარი, არც მეგ­ობარი და არც ერ­თი გრო­ში, რა­მე უნ­და მე­ღო­ნა. მაგ­რამ რა? სად­მე რა­მე სამ­უშაო უნ­და მეშ­ოვა, მაგ­რამ სად?
- მეზ­ობლობაში, აქ, ახ­ლომახლო ვინ­მეს მსა­ხუ­რი ხომ არ სჭირ­დე­ბა? - შე­ვე­კი­თხე მე.

- არა, არა­ფერი გამ­იგონია, - მი­პას­უხა.
- უმ­თავ­რე­სად, რა ხელ­ობას მის­დე­ვენ აქაუ­რები? რით ცხოვ­რობს მო­სახ­ლეობის უმე­ტეს­ობა?
- ზო­გი ფერ­მაში მუ­შა­ობს, ძალ­იან ბევ­რი - მის­ტერ ოლი­ვე­რის ნემ­სის ქარ­ხა­ნაში და ზო­გი კი - სამ­სხმელო ქარ­ხა­ნაში.
- მის­ტერ ოლი­ვე­რი ქა­ლებ­საც იღ­ებს სამ­უშაოდ?
- არა, იქ მხო­ლოდ მა­მა­კ­ა­ცები მუ­შაო­ბენ.
- აბა, ქა­ლები სად მუ­შაო­ბენ?
- არ ვი­ცი, - მი­პას­უხა ქალ­მა, - ზო­გი რას აკ­ე­თებს და ზო­გი - რას. ღარ­იბმა ხალ­ხმა თა­ვი ისე უნ­და გაი­ტანოს, რო­გორც შეუ­ძლია.

ეტ­ყობოდა, ჩე­მი შე­კი­თხვებით და­იღ­ა­ლა და, მარ­თლაც, რა უფ­ლე­ბა მქონ­და, ასე მო­მე­ბეზ­რებ­ინა მის­თ­ვის თა­ვი? ორი თუ სა­მი მეზ­ობელი შემ­ოვიდა. ცხად­ია, ჩე­მი სკ­ამი დას­ჭირდებ­ოდათ და მეც და­ვემ­შვიდობე.
ქუ­ჩას აღ­მა ავ­უყევი; მივ­დი­ო­დი და მარ­ცხ­ნივ თუ მარ­ჯ­ვ­ნივ ყვე­ლა სახლს ვათ­ვალ­იე­რებდი, მაგ­რამ ვე­რავ­ითარი მი­ზე­ზი და სა­ბაბი ვერ მო­მე­ნა­ხა, რო­მელ­იმე მათ­განში შევ­სულიყავი. ერთ სა­ათს ან ცო­ტა უფ­რო მეტს ასე და­ვე­ხე­ტებოდი სოფ­ლის გარ­შემო. ხან­და­ხან ცო­ტა მო­შო­რე­ბით წა­ვი­დო­დი, ხან კი ისევ უკ­ან ვბრუნ­დე­ბო­დი. აუ­ტა­ნელი შიმ­ში­ლის­გან გა­წა­მებული და ძალ­-ღო­ნე გა­მოც­ლი­ლი, მო­სახ­ვევში შევ­ბ­რუნ­დი და ღო­ბის ძი­რას დავ­ჯექი. რამ­დენ­იმე წუ­თიც არ გას­ულა, ძლივს ისევ ფეხ­ზე წამ­ოვდექი და გზა გან­ვაგ­რძე. რაი­მე საშ­უა­ლე­ბა უნ­და გამ­ომე­ნა­ხა ან, ბო­ლოს და ბო­ლოს, იქ­ნებ, ისე­თი მა­ინც შემ­ხვედ­როდა ვინ­მე, რომ რა­მე რჩე­ვა მოე­ცა. მო­სახ­ვევში, სულ ზე­მოთ, პა­ტა­რა, ლა­მაზი სახ­ლი იდ­გა. წინ ბა­ღი ჰქონ­და, მე­ტად სუფ­თა, სა­უცხო­ოდ მოვ­ლი­ლი და ათას­ფერი, მშვენ­იერი ყვავ­ილებით სავ­სე. მის წინ შევ­ჩერდი. რა უფ­ლე­ბა მქონ­და, მი­ვახ­ლოებოდი თეთრ კარს ან მის ბრჭყვია­ლა რგო­ლებს შევ­ხებოდი? ან კი, რა მი­ზე­ზით უნ­და დამ­ხმა­რებ­ოდნენ იმ სახ­ლის ბი­ნა­დარნი? მა­ინც მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და და­ვა­კ­ა­კუ­ნე. კა­რი მშვენ­იერი სა­ხის, სუფ­თად ჩაც­მულმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა გამ­იღო. მე კი იმედ­და­კ­არგული და ძა­ლა­გამოცლილი ადამ­იანის და­ბალი, შე­საბ­რალისი და მთრთო­ლა­რე ხ
მით შე­ვე­კი­თხე, მსა­ხუ­რი ხომ არ გჭირ­დე­ბათ­-მეთ­ქი.
- არა, - მი­პას­უხა მან, - ჩვენ მსახ­ურებს არ ვქი­რა­ობთ.
- იქ­ნებ ის მა­ინც მითხ­რათ, სად შეი­ძლე­ბა ვი­შო­ვო რაი­მე სამ­უშაო? გან­ვაგრძობდი შე­კი­თხვებს. - მე აქ უცხო ვარ, ამ მი­დამ­ოებში ნაც­ნობები არ მყავს. მინ­და, რა­მე სამ­უშაო ვი­შო­ვო. არ და­ვე­ძებ, რო­გო­რი იქ­ნე­ბა.

მაგ­რამ ის ხომ ვალ­დებული არ იყო, ჩემ­ზე ეზ­რუნა და სამ­უშაო ეძებ­ნა. ამა­ვე დროს, ჩემს გა­რეგ­ნობას, მდგო­მა­რეო­ბა­სა და მო­ნათხ­რობს, შე­საძ­ლოა, მის თვალ­ში ეჭ­ვიც გამ­ოეწ­ვია. უარის ნიშ­ნად თა­ვი გა­აქ­ნია, ეტ­ყობოდა წუხ­და, რომ რა­მე რჩე­ვის მო­ცე­მა არ შე­ეძლო. ძალ­იან წყნა­რად და ზრდი­ლო­ბია­ნად მო­მი­ხუ­რა თეთ­რი კა­რი და მეც მის გა­რეთ დავ­რ­ჩი. დარ­წმუნებული ვარ, კა­რი რომ ცო­ტა ხანს კი­დევ ყო­ფი­ლი­ყო ღია, ალ­ბათ, ერთ ნა­ჭერ პურს ვთხოვ­დი. თავ­მოყვა­რეობის ნა­ტა­მალიც კი აღ­არ გა­მაჩ­ნდა.

ძა­ლა არ შემ­წევ­და იქ, იმ არას­ტუმარ­თმოყვა­რე სო­ფელ­ში დავ­ბრუნებ­ულიყავი, სა­დაც დახ­მა­რების არავ­ითარი იმე­დი არ მქონ­და. უმ­ჯო­ბე­სად მი­მაჩ­ნდა, თა­ვი შე­მე­ფა­რებ­ინა ტყის­თ­ვის, რო­მე­ლიც არ­ც­თუ ისე მო­შო­რე­ბით ჩან­და. მუ­ქი ჩრდი­ლე­ბით ის თავ­ისკ­ენ მიხ­მობ­და და თავ­შე­სა­ფარს მთა­ვაზ­ობდა. მე კი აუ­ტა­ნელი შიმ­ში­ლით ისე ვი­ყა­ვი ნა­ტანჯი, დას­უსტებული და ძა­ლა­გამოცლილი, ინ­ს­ტინ­ქ­ტი მაი­ძულებ­და, მხო­ლოდ საც­ხოვრე­ბელი სახ­ლების გარ­შემო მე­ხეტ­ია­ლა - იქ­ნებ საჭ­მელი მეშ­ოვა. ვი­ცო­დი, გან­მარ­ტოე­ბა გან­მარ­ტოე­ბად არ ჩაი­თვლებ­ოდა და არც დას­ვე­ნე­ბა დას­ვე­ნე­ბად, სა­ნამ შიმ­ში­ლი გაუ­მა­ძღ­არი ფა­სკუნჯის ნისკ­არ­ტითა და ბრჭყა­ლებით ასე ძალ­უმად ჩამ­ფრენ­ოდა და გულ-ღვიძლს მი­კო­რტნიდა.

საც­ხოვრე­ბელ ბი­ნებ­თან სულ ახ­ლოს მივ­დი­ო­დი... გან­ვშორდებოდი, კვ­ლავ უკ­ან ვბრუნ­დე­ბო­დი და მე­რე ისევ მათ­გან შორს და­ვე­ხე­ტებოდი. კარ­გად ვი­ცო­დი, არა­ვის წი­ნა­შე არავ­ითარი მოთხოვ­ნის წა­ყე­ნე­ბა არ შე­მეძლო. არც იმის უფ­ლე­ბა მქონ­და, მეფ­იქრა, რომ გან­წი­რუ­ლი ადამ­იანის ბე­დით ვინ­მე ოდ­ნავ მა­ინც დაი­ნტე­რეს­დებ­ოდა. სა­ნამ უპატ­რო­ნო და დამ­შეული ძა­ღლივით და­ვე­ხე­ტებოდი, შუა­დღე გა­დავ­იდა. მინ­დო­რი გა­დავ­ია­რე და ჩემ წინ ეკ­ლესიის სამ­რე­კლო დავ­ინა­ხე. მთე­ლი სის­წ­რა­ფით მისკ­ენ გა­ვეშ­ურე. ეკ­ლესიის ეზოს ახ­ლოს, ბა­ღჩის შუ­ა­გულ­ში, პა­ტა­რა, მაგ­რამ კარ­გად ნა­შენი სახ­ლი იდ­გა. ეჭ­ვიც კი არ შემ­პარ­ვია, რომ ის მღვდლის სახ­ლი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ისიც მახ­სოვდა, რო­ცა უცხო ადამ­ია­ნები ისეთ ად­გილას ჩად­იან, სა­დაც ნაც­ნობ-მეგ­ობრები არ ჰყავთ და სამ­უშაოს და­ე­ძე­ბენ, ზოგ­ჯერ ცნო­ბი­სა და დახ­მა­რებისთვის მღვ­დელს მი­მარ­თა­ვენ ხოლ­მე. ბო­ლოს და ბო­ლოს, მღვდლის მო­ვა­ლეო­ბა ხომ ის არის, იმას და­ეხ­მაროს რჩე­ვა-­დარ­იგებით, ვი­საც უჭირს. ვფიქ­რობ­დი, მეც მქონ­და უფ­ლე­ბა, ასე­თი რჩე­ვა-­დარ­იგე­ბა იქ მე­ძებ­ნა. რო­გორც იქ­ნა, მხნეო­ბა და უკ­ა­ნა­სკ­ნელი ძალ­-ღო­ნე მო­ვიკრ­იბე და ჩქა­რი ნა­ბი­ჯით წინ გავ­წიე. სახლს მი­ვა­ღწ­იე თუ არა, სამ­ზა­რეულოს კარ­ზე და­ვა­კ­ა­კუ­ნე. კა­რი მო­ხუც­მა ქალ­მა გამ­იღო და მას ვკი­თხე: - ეს მღვდლის ბი­ნა­ა?
- დი­ახ.
- მღვ­დელი შინ ბრძან­დე­ბა?
- არა.
- მა­ლე მო­ვა?
- არა, სოფ­ლი­დან წას­ულია.
- შორს არის წა­სუ­ლი?
- არც ისე შორს, და­ახ­ლოებით სა­მი მი­ლის დაშ­ორებით. მა­მის უე­ცარი გარ­დაც­ვა­ლების გა­მო გამ­ოიძა­ხეს. ახ­ლა მარ­შენ­დშია და, ვფიქ­რობ, ორი კვ­ირა მა­ინც დარ­ჩე­ბა.
- ამ სახ­ლის დია­სახლისიც არ არის აქ?
- არა, ჩემ გარ­და, არა­ვინ არის. მე კი ამ სახ­ლის მნე ვარ.

მკი­თხველო, ვერ შევ­ძელი მოწყა­ლე­ბა მეთ­ხოვა მის­თ­ვის. ვი­ღუ­პებოდი, მაგ­რამ ჯერ კი­დევ არ შე­მეძლო მე­მათ­ხოვრა და უკ­ან გა­მოვ­ბ­რუნ­დი.
ერ­თხელ კი­დევ მო­ვიხ­სე­ნი ყელ­იდან შარ­ფი და ერ­თხელ კი­დევ ვი­ფიქ­რე, გა­და­მეც­ვა­ლა ნამ­ცხვარ­ზე, რო­მე­ლიც პა­ტა­რა საფ­უნთუშეში ვნა­ხე. ოჰ, ქერ­ქი მა­ინც მომ­ცა ან ერ­თი ყლუ­პი სუ­პი, რომ რო­გორ­მე დამ­იწყნაროს შიმ­ში­ლით გამ­ოწვეული ტკი­ვილები! ჩემ­და უნებ­ურად, პი­რი ისევ სოფ­ლისკ­ენ ვიბ­რუ­ნე. კვ­ლავ ვი­პო­ვე პა­ტა­რა საფ­უნთუშე და შე­ვედი. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ, გამ­ყიდველის გარ­და, სხვე­ბიც იყ­ვ­ნენ, მა­ინც მივ­მარ­თე თხოვ­ნით:
- არ შეგ­იძლიათ, ერ­თი ფუნ­თუ­შა ჩემს შარ­ფ­ში გამ­იცვალოთ?
ცხა­დად შე­ვატ­ყვე, მან უკ­ვე ეჭ­ვის თვა­ლით შემ­ომხე­და.
- არა, მე ასე არ ვყი­დი ჩემს საქ­ონელს - მი­პას­უხა მან.
მთლად სას­ოწა­რკ­ვეთ­ილმა ნა­ხე­ვარი ფუნ­თუ­შაც კი ვთხო­ვე.
მან კი ამა­ზეც ცი­ვი უარი მითხ­რა.
- აბა, რო­გორ გა­ვი­გო, სად აიღ­ეთ ეს შარ­ფი? - მითხ­რა მან.
- იქ­ნებ ხელ­თათ­მანში მა­ინც გამ­იცვალოთ ერ­თი ფუნ­თუ­შა?
- არა, რა­ში გამ­ომად­გე­ბა ეს ხელ­თათ­მანი? - მი­პას­უხა მან.

მკი­თხველო, სრუ­ლებ­ითაც არ არის სას­იამოვნო ამ წვრილ­მა­ნებ­ზე დიდ­ხანს შე­ჩე­რე­ბა. ზო­გი ირ­წ­მუ­ნე­ბა, გარ­დასულ ტან­ჯვა­თა მო­გო­ნე­ბა სას­იამ­ოვნოაო, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის დღ­ე­საც მე­ტად სამ­ძიმოა ჩე­მი ცხოვ­რებ­იდან იმ პე­რი­ო­დის გახ­სე­ნე­ბა. სუ­ლი­ერ გამ­ოფიტვას თან ერ­თოდა სხე­უ­ლის ფი­ზი­კუ­რი წა­მე­ბაც. ამან სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბამ­დე მი­მიყ­ვა­ნა. იმ­დე­ნად მწა­რედ მაგ­ონდე­ბა ყო­ველ­ივე, რომ აღ­არ მინ­და ამა­ზე კვ­ლავ შევ­ჩერ­დე. არ ვა­და­ნა­შაუ­ლებ არა­ვის, ვინც ხე­ლი მკ­რა და უარით გამ­ომისტუმრა. ვი­ცო­დი, მხო­ლოდ ასე­თი რამ იყო მო­სალ­ოდნელი. რა გა­ეწ­ყობა? ხში­რად ჩვეუ­ლებრივი მათ­ხოვარიც კი ეჭვს იწ­ვევს და რა გა­სა­კვ­ირია, კარ­გად ჩაც­მულმა მათ­ხოვარ­მა რომ გა­მო­იწ­ვი­ოს. ვთქვათ, მხო­ლოდ სამ­უშაოს ვე­ძებდი. ვინ იყო ვალ­დებული, ეშ­ოვა ის ჩემ­თ­ვის? რა­სა­კვ­ირველ­ია, არა ის ადამ­ია­ნები, რო­მელ­თაც პირ­ვე­ლად მნა­ხეს მა­შინ და არა­ფერი იცოდ­ნენ ჩემ შე­სა­ხებ. რაც შე­ე­ხე­ბა იმ ქალს, რო­მელ­მაც ჩე­მი ყელ­სახ­ვევი ერთ ლუკ­მაში არ გამ­იცვა­ლა, თა­ვის მხრივ, მარ­თალი იყო, თუ, რა­სა­კვ­ირველ­ია, ჩე­მი წი­ნა­და­დე­ბა არა­ხელ­საყ­რე­ლად ან რაი­მე ავი საქ­მის მო­მას­წა­ვებ­ლად მი­აჩ­ნდა. ნე­ბა მო­მე­ცით, ჩე­მი აზ­რი შე­ვამ­ოკლო. სა­ერთოდ, ამ თე­მა­ზე საუ­ბარი მიმ­ძიმს.

სა­ნამ მთლად დაბ­ნელ­დებ­ოდა, ფერ­მის ახ­ლოს ჩავ­ია­რე. ფერ­მერი ვახ­შმად იჯ­და და ყველ­სა და პურს შე­ექ­ცეო­და. შევ­ჩერდი და ვუთხა­რი, თუ შეი­ძლე­ბა, ძალ­იან მში­ე­რი ვარ და პუ­რის პა­ტა­რა ნა­ჭერი მო­მეც­ით-მეთ­ქი.
მან გან­ცვიფრებით შემ­ომხე­და, არც კი მი­პას­უხა, ერ­თი კარ­გა მოზ­რ­დი­ლი სქე­ლი ნა­ჭერი მო­მიჭ­რა მრგვა­ლი პუ­რი­დან და მო­მაწ­ოდა. მგო­ნი, მათ­ხოვრად არც კი ჩამ­თვა­ლა. ალ­ბათ, ვინ­მე ექ­სცენტრული ლე­დი ვეგ­ონე, რო­მელ­საც მი­სი შა­ვი, მრგვა­ლი პუ­რის ჭა­მის სურ­ვილ­მა წას­ძლია. რო­გორც კი მის სახლს მოვ­შორ­დი, დავ­ჯექი და იმ პუ­რის ნა­ჭერს მად­ია­ნად შე­ვე­ქეცი.
იმე­დი არ მქონ­და, რომ ვინ­მეს ჭერ­ქვეშ ღა­მის გა­სა­თევს ვი­შო­ვი­დი. ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე, თა­ვი ისევ ტყის­თ­ვის შე­მე­ფა­რებ­ინა, რო­მე­ლიც გა­და­კვრით უკ­ვე ვახ­სე­ნე. ღა­მე საშ­ინელი გამ­ოდგა. ვერ მო­ვის­ვე­ნე, მი­წა სვე­ლი იყო და ჰა­ერი ცი­ვი. გარ­და ამ­ისა, ადამ­ია­ნებ­მაც ბევ­რჯერ დამ­ირღვ­იეს სიმ­შ­ვი­დე. რამ­დენ­იმე­ჯერ გამ­ოვიცვა­ლე ად­გი­ლი. იმე­დი მთლად და­ვკ­არ­გე, ვატყობ­დი, უხი­ფა­თოდ და მშვი­დად ვერ გა­ვა­ტა­რებდი იმ ღა­მეს. გა­თე­ნებ­ისას წვი­მა წამ­ოვიდა და მთე­ლი დღე ჟი­ნჟ­ღ­ლავ­და. მკი­თხველო, დაწ­ვრილებით ნუ მომ­თხოვთ მთელ ამ თავ­გა­და­სა­ვალს. სამ­უშაოს და­ვე­ძებდი. ისევ თავ­იდან მი­შო­რებ­დნენ და წი­ნან­დელივით ვშიმ­ში­ლობ­დი. ჩემს ყელ­ში იმ დღ­ეს მხო­ლოდ ერ­თხელ გა­დავ­იდა საჭ­მელი. ერ­თი სახ­ლის კარ­თან პა­ტა­რა გო­გო­ნა დავ­ინა­ხე, ბავშვს ღო­რებისთვის გაც­ივებული ფა­ფა უნ­და ჩა­ეს­ხა როფ­ში.

- არ შეგ­იძლია, ეგ ფა­ფა მე მომ­ცე? - ვკი­თხე მე.
ბავ­შ­ვი გან­ცვიფრებული და­მაშ­ტერ­და.
- დე­და! - დაი­ძა­ხა მან, - აქ ერ­თი ქალ­ია და ამ ფა­ფას მთხოვს.
- კარ­გი, მი­ე­ცი, - მო­ის­მა ხმა შიგ­ნი­დან, - მი­ე­ცი, თუ მათ­ხოვარ­ია, ღო­რი მა­ინც არ შე­ჭამს.
გო­გო­ნამ გაც­ივებული, შე­დე­დებული და გა­მაგ­რებული მა­სა ხელ­ზე და­მი­დო და მეც, დამ­შეუ­ლმა, ხარ­ბად გა­დავ­სან­სლე.
მწუხ­რი ჩამ­ოწვა; თან­და­თან ჩამ­ობნელ­და; ისევ ჟი­ნჟ­ღ­ლავ­და; სა­ცალ­ფეხო, ცხე­ნის სა­ვალ ბი­ლიკ­ზე შევ­ჩერდი და იქ თით­ქ­მის ერთ სა­ათ­ზე მეტ­ხანს ვზო­ზი­ნობ­დი.
ძა­ლა მთლია­ნად გამ­ომე­ცა­ლა და მო­ნო­ლო­გი­ვით წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- ვგრძნობ, უფ­რო შორს წას­ვლა აღ­არ შემ­იძლია, ნუ­თუ ამ ღა­მე­საც ასე, გა­რეთ გა­ძე­ვებულივით წა­მე­ბაში გა­ვა­ტა­რებ? ნუ­თუ ამა­ღ­ა­მაც ცივ და გა­ჟი­ვებულ მი­წა­ზე უნ­და დავ­დო თა­ვი? ვში­შობ­დი, ეს არ ამ­ცდებ­ოდა. ვინ გამ­იღ­ებ­და კარს, ვინ შემ­იფა­რებ­და? რა საშ­ინე­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ასე­თი მში­ე­რი, დას­უსტებული, სი­ცი­ვის­გან გა­თო­ში­ლი და მარ­ტო­ო­ბის გრძნო­ბით შეშ­ფოთებული, ისევ აქ დავ­რჩე? ყო­ველ­ივე ამას სრულ უმოქ­მედ­ობამ­დე მივ­ყა­ვარ. ჩანს, დი­ლამ­დე ვერ გა­ვა­ტან და მა­ინც, რა­ტომ არ შემ­იძლია სიკ­ვ­დი­ლის მო­ახ­ლოე­ბას შევ­ურიგდე? რა­ტომ ვიბ­რ­ძ­ვი ასე­თი უში­ნა­არსო ყო­ფის შე­სა­ნარ­ჩუნებ­ლად? იმი­ტომ, რომ მჯე­რა და ვი­ცი, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ცოცხალ­ია. გარ­და ამ­ისა, შიმ­ში­ლით ან სი­ცი­ვით სიკ­ვ­დი­ლი ადამ­იანისთვის ისე­თი ბედ­ისწე­რა­ა, რო­მელ­საც ბუ­ნე­ბა ასე უმოქ­მე­დოდ არ ემ­ორჩილე­ბა. ოჰ, გან­გების ძა­ლავ, და­მეხ­მა­რე ცო­ტა კი­დევ! მიშ­ვე­ლე და გზა გამ­იკ­ვა­ლე!

და­ბინ­დუ­ლი თვა­ლით ვა­კვ­ირდებოდი სიბ­ნე­ლე­სა და ნის­ლ­ში გახ­ვეულ ლან­დშაფტს. შე­ვამ­ჩნიე, სო­ფელს იმ­დე­ნად დი­დი მან­ძი­ლით დავ­შორებოდი, რომ აღ­არც კი ჩან­და. სა­სოფ­ლო გზებ­სა და ბი­ლიკ­ებ­ზე ხეტ­იალში კვ­ლავ უდა­ბურ ად­გილას მოვ­ხ­ვ­დი. ახ­ლა მხო­ლოდ რამ­დენ­იმე ად­გილას ჩან­და მინ­დო­რი, სრუ­ლი­ად გა­ველ­ურებული და მო­უ­სავ­ლიანი, რო­გორც ტრა­მალი, რომ­ლის­გა­ნაც მას ძლივს გამ­ოარ­ჩევდით. აი, ეს მინ­დ­ვ­რე­ბი გა­დაჭიმულიყო ახ­ლა ჩემ­სა და ნის­ლ­ში გახ­ვეულ გო­რა­კ­ებს შო­რის.
- უმ­ჯო­ბეს­ია, აქ მოვკვ­დე, ვიდ­რე ქუ­ჩა­ში ან ხალ­ხით სავ­სე გზა­ზე, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. - თუ­კი ყვავ­-ყო­რა­ნი ბუ­დობს ამ მი­დამ­ოებში, ჯო­ბია, მათ გა­ნაშორონ ჩე­მი ხორ­ცი ძვლებს, ვიდ­რე უპატ­რონოთა თავ­შე­სა­ფარში სა­მადლოდ გა­კ­ე­თებულ კუ­ბო­ში ჩა­მალურსმონ და ღარ­იბ-ღ­ა­ტა­კ­თა სა­მა­რეში მტვრად იქ­ცეს ჩე­მი სხე­უ­ლი.

შემ­დეგ ერ­თ-ერ­თი გო­რა­კი­სკ­ენ ვიბ­რუ­ნე პი­რი. მი­ვა­ღწ­იე იქამ­დე, ახ­ლა მხო­ლოდ ის­ღა დამ­რჩენ­ოდა, ჩა­ღრ­მა­ვებული ად­გი­ლი მო­მე­ძებ­ნა, სა­დაც თავ­ისუფლად დაწ­ოლა შე­მეძ­ლებ­ოდა. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, თუ საფ­რთხეს ვერ ავ­იცილებდი, თვალ­ში მა­ინც აღ­ა­რავის მოვ­ხ­ვ­დე­ბო­დი. მაგ­რამ მთე­ლი ეს ფარ­თო ად­გი­ლი ხე­ლის­გუ­ლი­ვით ჩან­და. მწვა­ნე მო­ჩან­და მხო­ლოდ იქ, სა­დაც ჭა­ო­ბის პი­რებს ლერ­წამი და ხავ­სი მოს­დებ­ოდა. შა­ვი კი იქ, სა­დაც გამ­ხმარ მი­წა­ზე მხო­ლოდ მა­ნა­ნა ხარ­ობდა. ბნელ­დებ­ოდა, მაგ­რამ ასე­თი სხვა­ო­ბის გარ­ჩე­ვა ჯერ კი­დევ შე­მეძლო. ეს ხომ სი­ნათ­ლისა და ჩრდი­ლის ლა­ქების უბ­რა­ლო ცვა­ლე­ბად­ობა იყო, რად­გან ფე­რიც დღის სი­ნათ­ლეს­თან ერ­თად ქრე­ბა.
ჯერ კი­დევ თვა­ლებს ვა­ცე­ცებდი და პირ­ქუშ, ამ­ოზნექილ მა­ღლ­ობებ­სა და შამ­ბნარით და­ფარულ, დაუ­მუშა­ვე­ბელ მი­წის ნაპ­ირებს ვა­კვ­ირდებოდი, რომ­ლე­ბიც უსი­ერ ტევ­რ­ში იკ­არ­გებ­ოდა, რომ წინ, სა­დღ­აც შორს, ერთ ჩაბ­ნე­ლებულ წერ­ტილ­ში, ჭაო­ბებ­სა და გო­რა­კის თხე­მებს შო­რის, სი­ნათ­ლე გამ­ოკრ­თა. "ეს ვარ­სკვ­ლავ­მორბედ­ია~, გავ­იფიქრე და ვე­ლო­დი, მა­ლე გაქ­რებ­ოდა. ის კი კვ­ლავ აგ­რძე­ლებ­და ნა­თე­ბას და სულ ერ­თნაი­რად ციმ­ცი­მებ­და: არც მი­ახ­ლოვდებ­ოდა და არც მშორ­დებ­ოდა. "ალ­ბათ, კო­ცონია და ახ­ლა და­ან­თეს?~ ვე­კი­თხებოდი სა­კუ­თარ თავს და თვალ­ყურს ვა­დევ­ნებდი, შუ­ქი უფ­რო თუ გაძ­ლიერ­დებ­ოდა. მაგ­რამ არა, ის არც იკ­ლებ­და და არც იმა­ტებ­და. "შე­საძ­ლე­ბელ­ია, ეს რო­მელ­იმე სახ­ლიდან გამ­ომკრ­თალი სი­ნათ­ლის შუ­ქი იყოს", გა­დავ­წყვიტე ბო­ლოს; "მაგ­რამ, თუ ასე­ა, მე ხომ ვერ მი­ვა­ღ­წევ იქამ­დე. ის ძალ­იან შორს არის. თუნ­დაც ერ­თი იარ­დის დაშ­ორებით იყოს, მა­ინც რას მარ­გებს, კარ­ზე და­ვა­კ­ა­კუ­ნებ თუ არა, მას უმალ­ვე ცხვირ­წინ მო­მი­ხუ­რა­ვენ."

სა­დაც ვი­დე­ქი, იქ­ვე ჩავ­იკ­ე­ცე. სა­ხით მი­წას ვე­კვროდი და ასე რამ­დენ­იმე ხანს გაუ­ნძრევ­ლად ვი­წე­ქი. გო­რა­კ­ებ­იდან ქარ­მა დაქ­როლა, თავ­ზე გა­დამ­ია­რა და სა­დღ­აც შორს კვ­ნესით გაი­ჭრა. წვი­მა კო­კი­სპირულად ას­ხამ­და და ძვალ-რბილ­ში მა­ტან­და. ოჰ, რა კარ­გი იქ­ნებ­ოდა, გავ­თოშილიყავი და, აი, აქ­ვე გავ­შე­შებ­ულიყავი. რა უმოქ­მე­დოდ დავ­ნებ­დებოდი ახ­ლა სიკ­ვ­დილს. და­ე, უმოწყა­ლოდ მას­ხამ­დეს წვი­მა, მე ხომ ვე­ღ­ა­რა­ფერს გავ­იგებ! მაგ­რამ ჯერ ისევ ცოცხა­ლი სხე­უ­ლი ამ ცივ­მა ნია­ღ­ვარ­მა აა­კ­ა­ნკ­ა­ლა და მა­ლე­ვე წამ­ოვდექი.
სი­ნათ­ლე კი იმ ად­გილიდან კვ­ლავ გამ­ოკრ­თოდა. წვი­მის გა­მო მკრ­თა­ლად, მაგ­რამ ციმ­ციმს გან­უწყვეტლივ გა­ნაგ­რძობდა. კვ­ლავ ვცა­დე სი­ა­რუ­ლი, ძლივს მი­ვით­რევ­დი ძა­ლა­გამოცლილ სხე­ულს. სი­ნათ­ლის შუქს კი ფარ­თო, ჭა­ო­ბის გზით გო­რა­კი­სკ­ენ მივ­ყავ­დი. ეს გზა, ალ­ბათ, ზამ­თ­რო­ბით მთლად გაუ­ვალი იქ­ნებ­ოდა. ახ­ლაც კი, ამ შუა ზაფხულ­ში იმ­დე­ნად სვე­ლი იყო, ფეხ­ქვეშ ჭყა­პუ­ნი გაჰ­ქონდა და თავს ვერ ვი­მაგ­რებდი. ორ­ჯერ წავ­იქეცი, მაგ­რამ უკ­ა­ნა­სკ­ნელ ძალ-ღო­ნეს ვიკ­რებდი და ისევ წამ­ოვდგებოდი ხოლ­მე. ეს შუ­ქი ჩემს შო­რე­ულ იმე­დად გა­დაი­ქცა და გა­დავ­წყვიტე, იქამ­დე მი­მე­ღწ­ია.

ჭა­ო­ბი გა­დავ­ია­რე და მა­ნა­ნებით და­ბუ­რულ ად­გილ­ში თეთ­რი ზო­ლი გამ­ოჩნდა. მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. შე­ვამ­ჩნიე, ის ან გზა, ან ბი­ლი­კი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო და სწო­რედ სი­ნათ­ლის მი­მარ­თულებით მი­დი­ო­და. სი­ნათ­ლე კი ხე­ების მწკრ­ივებს შო­რის ბორ­ც­ვის­მაგ­ვარი მა­ღლ­ობიდან გამ­ოკრ­თოდა. ვამ­ჩნევდი, ნაძ­ვის ხე­ები უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გან ჯერ კი­დევ შეი­ძლებ­ოდა ბინ­დ­ში მა­თი მოყ­ვან­ილობისა და წიწ­ვო­ვა­ნი ტო­ტე­ბის გა­რკ­ვევით გარ­ჩე­ვა. რო­გორც კი მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, გზის მაჩ­ვე­ნე­ბელი ვარ­სკვ­ლავი ჩაქ­რა და რა­ღ­აც ზღუ­დე­სავით აღი­მარ­თა ჩემ­სა და მას შო­რის. ხე­ლის ფა­თუ­რით მოვ­სინ­ჯე და ჩემ წინ რა­ღ­აც შავ მა­სას შე­ვე­ხე. მივ­ხ­ვ­დი, გაუ­თლელი ქვით ნა­შენი და­ბალი კე­დელი იყო. მის თავ­ზე მე­სერიც შე­ვამ­ჩნიე, შიგ­ნით კი - ეკლ­იანი ღო­ბე. ხე­ლის ცე­ცე­ბას ისევ გან­ვაგრძობდი, კვ­ლავ შევ­ნიშნე, რა­ღ­აც მო­თეთ­რო სა­განი ბრწყი­ნავ­და ჩემ წინ. და­ვა­კვირდი და ეს ჭიშკ­არი აღმ­ოჩნდა - პა­ტა­რა ჭიშკ­არი. რო­გორც კი შე­ვე­ხე, რკი­ნის ან­ჯა­მა გა­იღო და ეზო­ში ორი­ვე მხა­რეს შა­ვი ბუჩ­ქ­ნა­რი გამ­ოჩნდა. არ ვი­ცი, ეკლ­იანი ჭყო­რი იყო თუ და­ბალი ურ­თხე­ლი.

ჭიშკ­არში შე­ვედი; ბუჩ­ქ­ნა­რი გავ­ია­რე და ჩემ წინ აღი­მარ­თა სახ­ლის სი­ლუ­ე­ტი: ბნე­ლი, და­ბალი და სა­კ­მაოდ მოგ­რ­ძო. გზის მაჩ­ვე­ნე­ბელი სი­ნათ­ლე აღ­არ­სად ჩან­და, ყვე­ლა­ფერი უკუ­ნეთს მო­ეც­ვა. ნუ­თუ მის ბი­ნა­დართ უკ­ვე ეძ­ინათ? ვში­შობ­დი, რომ ასე იქ­ნებ­ოდა. კა­რის ძებ­ნაში გვერ­დით შევ­ტრიალდი. მა­შინ მი­წი­დან, და­ახ­ლოებით ერ­თი ფუ­ტის სი­მა­ღ­ლე­ზე, ის სას­იამოვნო შუ­ქი კვ­ლავ გამ­ოკრ­თა ერ­თ-ერ­თი სა­რკმლის რომ­ბის­მაგ­ვარი მი­ნი­დან. ახ­ლა ის კი­დევ უფ­რო მკრ­თა­ლად მო­ჩან­და სუ­როს თუ კე­დელ­ზე ასუ­ლი რო­მელ­იღ­აც მცე­ნარის გა­მო, რად­გან მი­სი ფოთ­ლე­ბი მთლია­ნად ფა­რავ­და კედ­ლის იმ ნა­წილს, რო­მელ­თა­ნაც იდ­გა. სა­რკმლის თი­თო­ე­უ­ლი მი­ნა იმ­დე­ნად ვიწ­რო იყო და თან მცე­ნარის ფოთ­ლე­ბით ისე და­ფარული, რომ ფარ­დები და და­რა­ბები სრუ­ლი­ად აღ­არ ესაჭ­იროებ­ოდა. დავ­იხა­რე, სა­რკ­მელ­ზე ასუ­ლი მცე­ნარის ფოთ­ლი­ა­ნი ყლორ­ტე­ბი გან­ზე გა­დავ­წიე და ახ­ლა უკ­ვე შე­მეძლო შიგ­ნით ყვე­ლა­ფერი და­მე­ნა­ხა. ფი­ლაქ­ნით მო­პირკ­ე­თებულ, სუფ­თად გა­რეცხილ ია­ტა­კს პრი­ა­ლი გაჰ­ქონდა. კა­კლის ხის ჭურ­ჭ­ლის კა­რა­დაში მწკრ­ივე­ბად ელა­გა მოკ­ალული ჭურ­ჭე­ლი, რო­მე­ლიც ტორ­ფის ცეცხ­ლის მო­ციმ­ცი­მე შუქ­ზე წით­ლად ბზი­ნავ­და. დავ­ინა­ხე კედ­ლის სა­ათი, თეთ­რი ნაძ­ვის მაგ­იდა, რამ­დენ­იმე სკ­ამი, სან­თელი, რომ­ლის სხი­ვე­ბი იმ ღა­მეს ჩემს შუ­ქურ­ვარ­სკვ­ლა­ვად ციმ­ცი­მებ­და. მის სი­ნათ­ლე­ზე იჯ­და და წინ­დას ქსოვ­და სუფ­თად ჩაც­მუ­ლი, არ­ც­თუ ისე სან­დომიანი შე­ხედ­ულების მო­ხუ­ცი ქა­ლი, რომ­ლის გარ­შემო ყვე­ლა­ფერი კრ­ია­ლებ­და.

თვა­ლის ერ­თი გა­დავ­ლებით სხვა საგ­ნებიც შევ­ნიშნე, მაგ­რამ მათ­ში გან­საც­ვიფრე­ბელი არა­ფერი ყო­ფი­ლა. მთე­ლი ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა ბუხ­რის წინ მსხდო­მებ­მა მი­იქ­ცი­ეს. ამ მყუდ­რო, თბილ და ცეცხ­ლის მო­ვარ­დის­ფ­რო შუ­ქით გა­ნა­თებულ ოთახ­ში იჯ­და ორი ახალ­გაზ­რდა, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი და ყო­ველ­მ­ხ­რივ უნა­კლო ლე­დი: ერ­თი - და­ბალ სა­ქა­ნაო სკ­ამ­ზე და მეო­რე კი - მას­ზე უფ­რო და­ბალ ტაბ­ურეტ­ზე. ორი­ვე მძი­მე ძა­ძებით იყო შე­მო­სი­ლი: კრეპ­ისა და ბამ­ბაზიის ძა­ძები ეც­ვათ. ამ ტან­საცმლის მუ­ქი ფე­რი გან­სა­კუ­თრებულ სი­ლა­მა­ზეს მა­ტებ­და მათ მშვენ­იერ კი­სრებ­სა და სა­ხე­ებს. დიდ, უკ­ვე და­ბე­რებულ პო­ინ­ტერს ნებ­ივრად და­ედო უზარ­მა­ზარი თა­ვი ერ­თი მათ­განის კალ­თა­ზე. მე­ო­რის კალ­თაში კი ბა­ლი­ში­ვით მოკ­ეცილი კა­ტა იწ­ვა.

ასეთ კე­თილ­შო­ბილ და მომ­ხიბ­ვ­ლელ ბი­ნა­დარ­თა ხილ­ვა ამ უბ­რა­ლო და ღა­რი­ბულ სამ­ზა­რეულოში სა­კვ­ირველი სა­ნა­ხავი იყო. ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი? მაგ­იდას­თან მჯდო­მი მო­ხუ­ცი ქა­ლის შვი­ლე­ბი, რა თქმა უნ­და, არ იქ­ნებ­ოდნენ. მო­ხუცს სოფ­ლე­ლი, გლე­ხი ქა­ლის შე­ხედ­ულე­ბა ჰქონ­და, მათ ნა­ტიფ და მომ­ხიბ­ვ­ლელ სა­ხე­ებს კი კეთ­ილშობილთა იერი დას­თა­მა­შებ­და. მე ისი­ნი წი­ნათ არას­ოდეს მე­ნა­ხა, თუმ­ცა ახ­ლა, რო­დე­საც და­კვ­ირვებით ვუმ­ზერ­დი, მა­თი სა­ხის თი­თო­ე­უ­ლი ნა­კვთი მე­ტად ნაც­ნო­ბი მეჩ­ვე­ნებ­ოდა. არ შეი­ძლე­ბა, რო­მელ­იმე მათ­განისთვის ლა­მაზი მეწ­ოდებ­ინა, იმ­დე­ნად ფერ­მკრ­თალი და ნა­ღვ­ლიანი სა­ხე­ები ჰქონ­დათ. ორი­ვე­ნი, თავ­დახ­რილები, წიგ­ნებს ჩაჰ­ყურებ­დნენ და იმ­დე­ნად ჩაფ­იქრებ­ულები იყ­ვ­ნენ, რომ მათ გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბას სიმკ­აცრის ელ­ფერიც კი დას­დებ­ოდა. მათ შო­რის, პა­ტა­რა მაგ­იდა­ზე, სა­სან­თლე იდ­გა და შიგ მეო­რე სან­თელი ენ­თო. იქ­ვე ორი დი­დი ტო­მი იდო, ამ წიგ­ნებს ისი­ნი ხში­რად იღ­ებ­დნენ და ადა­რებ­დნენ მათ­თან შე­და­რებით მომ­ც­რო წიგ­ნებს, რომ­ლე­ბიც ხელ­ში ეჭ­ირათ, იმ ადამ­იან­თა მსგავ­სად, რომ­ლე­ბიც ლექ­სიკო­ნებით ხელ­მძღ­ვა­ნელ­ობენ და მა­თი დახ­მა­რებით რაი­მეს თარ­გმნიან. ყვე­ლა­ფერი ისე ჩუ­მად და მშვი­დად ხდებ­ოდა, თით­ქოს ყო­ვე­ლი ხი­ლუ­ლი სა­განი ჩრდილ­ში ყო­ფი­ლი­ყო და ცეცხ­ლის შუ­ქით გა­ნა­თებული ბი­ნა კი - სუ­რა­თი. იქაუ­რობა ისეთ დუ­მილს მო­ეც­ვა, რომ ბუხ­რი­დან ჩამ­ოცვენილი ფერ­ფ­ლის, ერ­თ-ერთ ბნელ კუ­თხეში სა­ათის წიკწ­იკი­სა და ხან­ში შე­სუ­ლი ქა­ლის საქ­სო­ვი ჩხი­რე­ბის ტკ­აცუნის ხმაც კი შეი­ძლებ­ოდა გა­მეგ­ონა. ამ­იტომაც, რო­დე­საც ბო­ლოს ვიღ­აცის ხმამ და­ა­რღვ­ია ეს საო­ცარი მდუ­მა­რე­ბა, ყო­ვე­ლი სიტყ­ვა გა­რკ­ვევით გავ­იგონე:

- მის­მი­ნე, დია­ნა, - წარ­მოთქვა წიგ­ნის კითხ­ვით გა­ტა­ცებ­ულმა ერთ-ერ­თმა ახალ­გაზ­რდა ქალ­მა: - ფრან­ცი და დან­იელი ღა­მეს ერ­თად ათე­ნე­ბენ. ფრან­ცი უყ­ვე­ბა შე­მაძ­რწუნე­ბელ სიზ­მარს, რომ­ლის გა­მოც შეშ­ინებ­ულმა გამ­ოიღვ­იძა. მის­მი­ნე! - და მან და­ბალ ხმა­ზე რო­მელ­იღ­აც ნაწ­ყვეტი წა­იკი­თხა ჩემ­თ­ვის სრუ­ლი­ად უც­ნობ ენა­ზე. ვერც ერ­თი სიტყ­ვა ვერ გავ­იგე. ის არც ფრან­გუ­ლი იყო და არც ლა­თი­ნუ­რი. ვერც იმას ვიტყ­ვი, ბერ­ძ­ნუ­ლი იყო თუ გერ­მანული.
- ეს კი ძალ­იან ძლი­ე­რი ად­გილია, - თქვა მან, რო­დე­საც კი­თხვა და­ამ­თავ­რა, - აღ­ტა­ცებული ვარ.
მეო­რე გო­გო­ნამ თა­ვი ას­წია, დის წა­კითხული ნაწ­ყვეტი მო­ის­მი­ნა და ცეცხ­ლის­თ­ვის თვა­ლი არ მო­უ­შო­რებ­ია, ისე გაი­მეო­რა ის სტრი­ქო­ნე­ბი. მოგ­ვია­ნებით მე ეს ენაც ვის­წავ­ლე და ამ წიგ­ნ­საც ვცნობ­დი, ამ­იტომაც აქ მომ­ყავს ეს ცი­ტა­ტა, თუმ­ცა, რო­დე­საც ის პირ­ვე­ლად მო­ვის­მი­ნე, სიტყ­ვე­ბი ყო­ველ­გვარ აზრს მოკ­ლებულ, ლი­თო­ნის ყუ­რის­მომ­ჭ­რელ ჟღ­არ­უნად ჩა­მეს­მა:

- Dა ტრატ ჰერ­ვორ Eინერ, ან­ზუ­სე­ჰენ წიე დიე შტერ­ნენ-Nაცჰტ.
- მშვენ­იერ­ია! მშვენ­იერ­ია! - წამ­ოიძა­ხა მან და შა­ვი, ღრ­მა თვა­ლები აუ­ციმციმდა. - ხე­დავ, რო­გორ დი­დებ­ულად არის ასა­ხუ­ლი ეს პირ­ქუ­ში და ყოვ­ლის­შემ­ძლე მთა­ვა­რან­გელოზი! მხო­ლოდ ეს სტრი­ქო­ნი ღირს მა­ღ­ალ­ფარ­დოვანი სტი­ლის ას­ოებით ლი­ტე­რატურულ ფურ­ცელ­ზე მე­ტი. Iცჰ წა­გე დიე Gედანკენ ინ დერ შცჰა­ლე მე­ი­ნეს ძორ­ნეს უნდ დიე ჭერ­კე მიტ დემ Gეწიცჰტე მე­ი­ნეს Gრიმმს. ძალ­იან მომ­წონს.
ორი­ვე გაჩ­უმდა.
- არის სად­მე ქვე­ყა­ნა, სა­დაც ასე ლა­პა­რა­კო­ბენ? - იკი­თხა მო­ხუც­მა ქალ­მა და საქ­სოვიდან თა­ვი აიღო.
- დი­ახ, ჰა­ნა. არის და ის ქვე­ყა­ნა გაც­ილებით დი­დია, ვიდ­რე ინ­გ­ლი­სი. იქ სწო­რედ ამ ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ.
- ოჰ, პირ­და­პირ არ ვი­ცი, რო­გორ აგებ­ინე­ბენ ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ნათ­ქვამს. რო­მელ­იმე თქვენ­განი რომ წავ­იდეს მათ ქვე­ყა­ნაში, გაი­გებს, რა­საც ეტ­ყვიან, არა?
- შე­საძ­ლე­ბელ­ია, ჩვენც რაი­მე გვეთ­ქვა და გაგ­ვეგო, რა­საც გვეტ­ყოდნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს, რა თქმა უნ­და, ვერ გავ­იგებდით, რად­გა­ნაც ისე­თი მცოდ­ნე­ნი არა ვართ, რო­გორც თქვენ გგო­ნი­ათ, ჰა­ნა. გერ­მან­ულად ვერ ვლა­პა­რა­კობთ და არც კი­თხვა შეგ­ვიძლია ლექ­სიკონის დაუ­ხმა­რებ­ლად.
- მაშ, რა­ღა სიკ­ე­თე მო­აქვს მას თქვენ­თ­ვის?
- ვფიქ­რობ, რამ­დენ­იმე ხან­ში ეს ენა ვის­წავ­ლოთ ან, უკი­დურეს შემ­თხვე­ვაში, რო­გორც ახ­ლა უწო­დე­ბენ, მი­სი შე­სა­ვალი კურ­სის სწავ­ლე­ბა მა­ინც შევ­ძ­ლოთ. მა­შინ მეტ ხელ­ფასს მი­ვიღ­ებთ, ვიდ­რე ახ­ლა ვიღ­ებთ.
- შე­საძ­ლე­ბელ­ია, მაგ­რამ ახ­ლა თა­ვი და­ა­ნე­ბეთ მე­ცად­ინეო­ბას, თქვენ ამ სა­ღ­ამოს სა­კ­მაოდ ბევ­რი იმუ­შა­ვეთ.
- ვფიქ­რობ, მარ­თლაც ძალ­იან ბევ­რი, უკ­ვე დავ­იღ­ა­ლე, შენც და­იღ­ა­ლე, მე­რი?
- საშ­ინლად დავ­იქან­ცე. მარ­თლაც ძალ­იან ძნე­ლი და წელ­ში გამ­წყვეტი სამ­უშა­ოა უმას­წავ­ლებლოდ, მხო­ლოდ ლექ­სიკონით ენის შეს­წავ­ლა.
- სწო­რედ ასე­ა: გან­სა­კუ­თრებით, ისე ძნე­ლად გა­სა­გები და შე­სას­წავლი ენ­ისა, რო­გო­რიც ეს სა­უცხოო გერ­მანული ენა­ა. ნე­ტა, რო­დის მო­ვა ჯო­ნი?
- იმე­დი მაქვს, ახ­ლა აღ­არ დაი­გვია­ნებს. ზუს­ტად ათ­ია (და­ხე­და თა­ვის პა­ტა­რა ოქ­როს სა­ათს, რო­მე­ლიც სარ­ტყლიდან ამ­ოიღო), ძალ­იან წვიმს. ჰა­ნა, იმ­დენ სიკ­ე­თეს ვერ გამ­ოიჩენთ, შეხ­ვიდეთ და ნა­ხოთ ცეცხ­ლი სას­ტუმ­რო ოთახ­ში?
ქა­ლი წამ­ოდგა. კა­რი გა­ა­ღო და შიგ­ნით ბუნ­დოვ­ნად გამ­ოჩნდა დე­რე­ფანი. ისიც გავ­იგონე, რო­გორ შე­ას­წორა ცეცხ­ლი და ისევ სწრა­ფად დაბ­რუნდა უკ­ან.
- ოჰ, ბავ­შვებო, - თქვა მან. - ახ­ლა ნამ­დვილად ძალ­იან მიმ­ძიმს და მტან­ჯავს იმ ოთახ­ში შეს­ვლა. ის ისეა და­ცარ­იე­ლებული... და გან­მარ­ტოებით კუ­თხეში მიდ­გ­მუ­ლი ცარ­იელი სა­ვარძლის და­ნახ­ვა კი...
თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი წინ­საფ­რით მო­იწ­მინ­და. ახალ­გაზ­რდა ქა­ლების ისე­დაც და­ღვ­რემილი სა­ხე­ები უფ­რო მე­ტად და­ა­ნა­ღვ­ლია­ნა.
- მაგ­რამ ის უკ­ე­თეს ქვე­ყა­ნაშ­ია, - გა­ნაგრძო ჰა­ნამ. - უკ­ან ნუღ­არ მო­ი­ხე­დავს. ნე­ტა, ყვე­ლას ეღირ­სოს ასე­თი მშვი­დი სიკ­ვ­დი­ლი, რო­გო­რიც მას ჰქონ­და.

- რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, მას ჩვენ არ ვუხ­სე­ნებ­ივართ? - შე­ე­კი­თხა ერ­თ-ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქა­ლი.
- ვერ მო­ას­წ­რო, ბავ­შ­ვო. ერთ წუთ­ში გა­თავ­და მა­მათ­ქვენი. წი­ნა დღ­ეს თა­ვი ცო­ტა ცუ­დად იგ­რ­ძ­ნო, მაგ­რამ საყ­ურა­დღ­ებო არა­ფერი ყო­ფი­ლა. სენ­ტ-ჯონ­მა ჰკი­თხა, უნ­დო­და თუ არა რო­მელ­იმე თქვენ­განის ჩამ­ოსაყ­ვა­ნად ვინ­მე გამ­ოეგ­ზავ­ნა. მან კი მხო­ლოდ გაი­ცინა. მეო­რე დღ­ე­საც რა­ღ­აც სიმ­ძი­მე იგ­რ­ძ­ნო თავ­ში. ეს სწო­რედ ორი კვი­რის წი­ნათ მოხ­და. დაწ­ვა და­საძ­ინებ­ლად და ვე­ღ­არ გა­იღვ­იძა. თქვე­ნი ძმა სა­ნა­ხა­ვად შევ­იდა და ის უკ­ვე გაც­ივებული დახ­ვდა. ოჰ, ბავ­შვებო, ის სულ სხვა თა­ო­ბის ადამ­იანი იყო. თქვენ და მის­ტერ ჯო­ნი სრუ­ლი­ად სხვა ჯი­ში­სა­ნი ხართ მათ­თან შე­და­რებით, ვინც უკ­ვე წავ­იდნენ იმ ქვეყ­ნად. თუმ­ცა, თქვე­ნი დე­დაც ძალ­იან ბევრ რა­მეში გგავ­დათ. ისიც თქვენ­სავით გა­ნათ­ლებული იყო და სა­ხით კი მთლად თქვე­ნი სუ­რა­თი, მე­რი. დია­ნა უფ­რო მა­მათ­ქვენს ჰგავს.

მე ისე ვამ­სგავ­სებდი მათ ერ­თმა­ნეთს, ვერ გეტყ­ვით, რა­ში პო­უ­ლობ­და მო­ხუ­ცი მსა­ხუ­რი გან­სხვა­ვე­ბას (სა­ბო­ლო­ოდ და­ვა­სკ­ვენი, რომ ის მსა­ხუ­რი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო). ორი­ვეს მშვენ­იერი სა­ხის კა­ნი და ნა­კვ­თები ჰქონ­და. გამ­ხდარნი, მაგ­რამ ტა­ნა­დები იყ­ვ­ნენ. გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა­ზე ეტ­ყობოდათ, რომ უკ­ეთ­ილშობილესი ზებ­უნებრივი თვი­სე­ბები ჰქონ­დათ და ამას­თა­ნა­ვე, გო­ნი­ერ­ნიც იყ­ვ­ნენ. ერ­თ-ერთს თმა უფ­რო მუ­ქი ჰქონ­და და თმის ვარც­ხნილობითაც გან­სხვავ­დებ­ოდა მეო­რისა­გან. მე­რის ღია წაბ­ლისფერი თმა შუა­ზე ჰქონ­და გა­ყო­ფი­ლი და სა­დად დაწ­ნუ­ლი. დია­ნას კი ყორ­ნის ფრთის­ფე­რი თმა კუ­ლულე­ბად ეფ­ინებ­ოდა მხრებ­ზე.
სა­ათ­მა ათი და­რე­კ­ა.

- დარ­წმუნებული ვარ, ვახ­შამი გინ­დათ, - გა­ნაც­ხა­და ჰა­ნამ. - ალ­ბათ, მის­ტერ სენტ-ჯო­ნიც მო­ში­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, რო­დე­საც დაბ­რუნდე­ბა.
ის ვახ­შ­მის სამ­ზადისს შეუ­დგა. ახალ­გაზ­რდა ქა­ლები წამ­ოდგნენ, ჩან­და, სას­ტუმ­რო ოთახ­ში გას­ვლას აპ­ირებ­დნენ. აქამ­დე მა­თი ცქე­რით ისე ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, მათ­მა გა­რეგ­ნობამ და საუ­ბარ­მა იმ­დე­ნად და­მაი­ნტე­რე­სა, რომ სა­კუ­თარი გაჭ­ირვე­ბა თით­ქ­მის გა­და­მავ­იწყდა კი­დეც. ახ­ლა კი კვ­ლავ გან­მიახ­ლდა ყვე­ლა­ფერი. მთე­ლი ძა­ლით ვიგ­რ­ძე­ნი, რა უნუ­გე­შო და სას­ოწა­რკ­ვეთილ მდგო­მა­რეო­ბაში ვი­ყა­ვი; რა შეუ­ძლებ­ლად და უაზ­როდ მი­მაჩ­ნდა, შე­მეწ­უხებ­ინა ამ სახ­ლის ბი­ნა­დარნი. გა­მე­გებ­ინებ­ინა მათ­თ­ვის, რამ­დე­ნად უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი და რა გაჭ­ირვე­ბა მა­წა­მებ­და; მეთ­ხოვა, თავ­შე­სა­ფარი მიე­ცათ უსახ­ლკ­არო მო­ხეტ­იალისთვის. კარ­ზე ხელს ვა­ცე­ცებდი და გაუ­ბე­და­ვად და­ვა­კ­ა­კუ­ნე. ვიგ­რ­ძე­ნი, ჩე­მი უკ­ა­ნა­სკ­ნელი იმე­დი მხო­ლოდ ქი­მე­რა იყო. კა­რი ჰა­ნამ გამ­იღო.

- რა გინ­და? - მკი­თხა მან გან­ცვიფრებით და და­მათ­ვალ­იე­რა სან­თ­ლის შუქ­ზე, რო­მე­ლიც ხელ­ში ეჭ­ირა.
- შეი­ძლე­ბა თქვე­ნი სახ­ლის პატ­რონ ახალ­გაზ­რდა ქა­ლებს და­ვე­ლა­პა­რა­კო? - შე­ვე­კი­თხე.
- უკ­ე­თეს­ია, მე მითხ­რა, რაც მათ უნ­და უთხ­რა. საი­დან მოხ­ვე­დი?
- მე აქ უცხო ვარ.
- მე­რე აქ ასეთ დროს რა საქ­მე გაქვს?
- ღა­მის გა­სა­თევი მინ­და, ეზო­ში ან სად­მე სხვა­გან რაი­მე შენ­ობა თუ გაქვთ და ერ­თი ნა­ჭერი პუ­რი.
ყვე­ლა­ზე ძალ­იან უნ­დობ­ლო­ბის მეშ­ინოდა და ახ­ლა სწო­რედ ის ამ­ოვიკი­თხე ჰა­ნას სა­ხე­ზე.
- პუ­რის ნა­ტეხს მოგ­ცემთ, - მითხ­რა მან ცო­ტა ხნის შემ­დეგ, - მაგ­რამ ჩვენ არ შეგ­ვიძლია მა­წან­წა­ლას ღა­მის გა­სა­თევი მივ­ცეთ. ეს ვის გაუ­გონია?
- ნე­ბა მო­მე­ცი, შენს პატ­რონებს ვე­ლა­პა­რა­კო.
- არა, ამის ნე­ბას არ მოგ­ცემ. მათ რა უნ­და გაგ­იკ­ეთონ? ასეთ დროს რას და­ე­ხე­ტები, ნუ­თუ არ იცი, ეს რამ­დე­ნად სა­მარც­ხვინოა?
- თქვენც რომ გა­მაგდოთ, სად უნ­და წავ­იდე? რა უნ­და ვქნა?
- ოჰ, მე რა ვი­ცი, სად უნ­და წახ­ვიდე და რა უნ­და ქნა. რაც მთა­ვარ­ია, ნე­ტა ცუდს არა­ფერს ჩაი­დენ­დე. აი, აიღე ეს ფუ­ლი და წა­დი.
- ეგ ფუ­ლი საჭ­მ­ლის საყ­იდლად არ მეყ­ოფა და არც ძა­ლა შემ­წევს, გზა გან­ვაგრძო. ნუ მო­მი­ხუ­რავთ კარს, ოჰ, ღვთის გუ­ლის­ათ­ვის.
- უნ­და დავ­ხუ­რო, წვი­მა შე­მო­დის.
- უთხა­რით თქვენს ახალ­გაზ­რდა ქალ­ბატ­ონებს, შე­მიშ­ვით მათ­თან.
- იცო­დე, არ შეგ­იშვებ. შენ კარგ სულს არ ჰგავ­ხარ, თო­რემ ასეთ ხმა­ურს არ ატეხ­დი, წა­დი აქე­დან!
- მოვკვ­დები, თქვენ რომ აქე­დან გა­მაგდოთ.
- არა მგო­ნია. ძალ­იან ვში­შობ, რა­ღ­აც ცუ­დი გან­ზრახ­ვა უნ­და გქონ­დეს გულ­ში და ალ­ბათ, იმი­ტომ და­ე­ხე­ტები პატ­იოსანი ადამ­ია­ნების სახ­ლების ახ­ლომახლო. თუ ვინ­მე თა­ნამ­ზრახ­ვე­ლებიც გყავს სად­მე, სახ­ლის მძარც­ველი ქურ­დ­ბა­ცა­ცები ან სხვა მა­თი მსგავ­ს­ნი, შეგ­იძლია უთხ­რა, ჩვენ მარ­ტო­ნი არა ვართ. მა­მა­კ­აციც გვყავს სახ­ლ­ში, ძა­ღ­ლებიც და ია­რა­ღიც გვაქვს.

აქ კი პატ­იოსან­მა და გაუ­ტე­ხელ­მა მსახ­ურმა კა­რი მო­ხუ­რა და შიგ­ნი­დან ურ­დუ­ლით ჩა­კ­ე­ტა.
ეს უკ­ვე მეტ­ისმეტი იყო. ენით აუ­წე­რელ ტკი­ვილს გან­ვიც­დი­დი, სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა მო­მე­ძა­ლა, გულს მი­პობ­და და ის ახ­ლა საგ­ულიდან ამ­ოვარ­დნას ლამ­ობდა. მარ­თლაც, იმ­დე­ნად დას­უსტებული ვი­ყა­ვი, ერ­თი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა და გან­ძრე­ვაც კი აღ­არ შე­მეძლო. სველ კი­ბე­ზე კა­რის ზღუ­რბლთან­ვე წავ­იქეცი. ვკვ­ნესოდი და ხე­ლებს ვიმ­ტ­ვ­რევ­დი აუ­წე­რელი დარ­დითა და ნა­ღ­ველით სავ­სე.
ოჰ, ეს სიკ­ვ­დი­ლის აჩ­რ­დი­ლი! ოჰ, ეს უკ­ა­ნა­სკ­ნელი წუ­თი, რა საშ­ინე­ლებით მი­ახ­ლოვდებ­ოდა! ოჰ, ეს სი­მარ­ტოვე და ჩემ­ივე მსგავს არ­სე­ბა­თა­გან გან­დევ­ნა!

მარ­ტოოდენ თავ­შე­საფრის იმე­დი რო­დი და­ვკ­არ­გე, მხნეო­ბა­მაც მიმ­ტყუ­ნა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ წამ­იე­რად მოხ­და. ბო­ლოს ისევ შე­ვე­ცა­დე გონს მოვ­სუ­ლი­ყა­ვი.
- სიკ­ვ­დი­ლი დამ­რჩენ­ია, - ჩავ­ილა­პა­რაკე ჩემ­თ­ვის, - მაგ­რამ მე ხომ მწამს ღმერ­თი, ვეც­დები მის სურ­ვილს უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად და­ველოდო.
ეს სიტყ­ვე­ბი არა მარ­ტო გავ­იფიქრე, არა­მედ ხმა­მა­ღ­ლა წარ­მოვ­თ­ქ­ვი. მთე­ლი ჩე­მი უბედ­ურე­ბა უკ­ან გულ­ში ჩავ­იბრუნე. ახ­ლა ჩემს თავს ძა­ლას ვა­ტანდი, რომ აღუ­შფოთებ­ლად და უხ­მოდ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.

- ყვე­ლა ადამ­იანი უნ­და მოკვ­დეს, - ჩაი­ლა­პა­რაკა ვიღ­ა­ცამ ჩემ­თან სულ ახ­ლოს, - მაგ­რამ ყვე­ლას არა აქვს მის­ჯი­ლი ნელ­-ნე­ლა წა­მებით ამ­ოხდეს სუ­ლი და უდ­როო ბედ­ისწერით და­იღუპოს, რო­გორც ეს თქვენ გხვდათ წი­ლად, თუ აქ ასეთ უმ­წეო მდგო­მა­რეო­ბა­სა და გა­საჭირში და­იღუ­პებით.

- ვინ ან რა ლა­პა­რა­კობს? - ვი­კი­თხე შეშ­ინებ­ულმა მო­უ­ლოდ­ნე­ლი ხმის გაგ­ონე­ბა­ზე, რად­გან იმე­დის ნა­სახიც კი აღ­არ გა­მაჩ­ნდა, რომ ვინ­მე დამ­ხმა­რებ­ოდა. რა­ღ­აც გამ­ოსახ­ულე­ბა იდ­გა ჩემ­თან ახ­ლოს, მაგ­რამ რა გამ­ოსახ­ულე­ბა? უკუ­ნეთივით შა­ვი ღა­მე და ჩე­მი დას­უსტებული მხედ­ველ­ობა საშ­უა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და, რა­მე გა­მერ­ჩია. ახალ­მო­სუ­ლი დიდ­ხანს ძლიე­რად არახ­უნებ­და კარ­ზე.
- ეს თქვე­ნა ხართ, მის­ტერ სენტ-ჯონ? - იკი­თხა ჰა­ნამ.
- დი­ახ, დი­ახ, ჩქა­რა გა­აღე კა­რი.
- ოჰ, რო­გორ დას­ვე­ლებული და შეც­იებული იქ­ნე­ბით ამ საშ­ინელ ამინ­დ­ში. შე­მო­დით, თქვენ­მა დებ­მა აღ­არ იცი­ან, რა ქნან თქვენ­ზე ფიქ­რით. დარ­წმუნებული ვარ, ბო­რო­ტი ადამ­ია­ნები ბევ­რ­ნი და­ე­ხე­ტებ­იან ირ­გ­ვ­ლივ. აქ ვიღ­აც მათ­ხოვარი ქა­ლი უკ­ვე იყო. ხე­დავთ? თურ­მე არც კი წას­ულა. აქ­ვე წევს. ადე­ქი ახ­ლა­ვე! ნუ­თუ არ გრცხვენ­ია! წა­დი აქე­დან, გეუ­ბნები!

- ჰა­ნა, ჰა­ნა! რა­ღ­აც მაქვს მაგ ქალ­თან სათ­ქმელი. თქვენ შე­ას­რულეთ თქვე­ნი მო­ვა­ლეო­ბა და ის სახ­ლ­ში არ შე­უშ­ვით. ახ­ლა ნე­ბა მო­მე­ცით, მე შე­ვასრულო ჩე­მი მო­ვა­ლეო­ბა და შემ­ოვუშვა. ახ­ლოს ვი­დე­ქი და ორი­ვეს მო­გის­მი­ნეთ. ვფიქ­რობ, ეს რა­ღ­აც გან­სა­კუ­თრებული შემ­თხვე­ვა უნ­და იყოს. ბო­ლოს და ბო­ლოს, მე უნ­და გა­ვე­რკ­ვე ამ საქ­მეში. აბა, ახალ­გაზ­რდა ქა­ლო, ადე­ქით და შემ­იძეხით შინ.
დი­დი გაჭ­ირვებით წამ­ოვდექი და და­ვემ­ორჩილე. იმ­წუთ­ში­ვე ბუ­ხარ­თან სულ ახ­ლოს სუფ­თა და ნა­თელ სამ­ზა­რეულოში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ვკ­ა­ნკ­ა­ლებდი და ძა­ლა მე­ლეო­და. ვი­ცო­დი, ქარ­იშხლისგან ასე გა­ნა­წა­მები, უც­ნა­ურ და საშ­ინელ შთა­ბეჭ­დილე­ბას მო­ვახ­დენდი მათ­ზე. ორი­ვე ახალ­გაზ­რდა ქა­ლი, მა­თი ძმა სენტ-ჯო­ნი და მო­ხუ­ცი მსა­ხუ­რი, ყვე­ლა და­კვ­ირვებით მომ­ჩე­რებ­ოდა.

- სენტ-ჯონ, ვინ არის ეს? - გავ­იგონე ერ­თ-ერ­თის შე­კი­თხვა.
- ვერ გეტყ­ვით: მე ის კარ­თან ვნა­ხე, - იყო პა­სუ­ხი.
- რა ფერ­მკრ­თალ­ია, - თქვა ჰა­ნამ.
- ისე გაფ­ითრებ­ულა, სიკ­ვ­დი­ლის ფე­რი ადევს, - გამ­ოე­პას­უხნენ მას, - სა­და­ცაა წაი­ქცე­ვა, დავ­სვათ.
მარ­თლაც, თავ­ბ­რუ და­მეხ­ვა. ვიქ­ცე­ო­დი, მაგ­რამ სკ­ამი მო­მაშ­ვე­ლეს. გო­ნე­ბა ჯერ კი­დევ არ და­მკ­არ­გოდა, თუმ­ცა ლა­პა­რა­კი არ შე­მეძლო.
- იქ­ნებ წყალ­მა მო­ას­ულიეროს. ჰა­ნა, მო­ი­ტა­ნე ცო­ტა წყა­ლი. მაგ­რამ საც­ოდავი მთლად ძა­ლა­გამ­ოცლილია, რა გამ­ხდარ­ია და სის­ხ­ლ­ნა­კლული!
- ნამ­დ­ვი­ლი აჩ­რდილია.
- ნე­ტა, ავა­დაა თუ მხო­ლოდ შიმ­ში­ლით მო­უ­ვი­და?
- საფ­იქრე­ბელ­ია, შიმ­ში­ლით. ჰა­ნა, ეს რძე­ა? მო­მაწ­ოდე და ერ­თი ნა­ჭერი პუ­რიც მო­ი­ტა­ნე. დია­ნამ (ის გრძე­ლი კუ­ლულებით ვი­ცა­ნი. რო­დე­საც ჩემ წინ დაი­ხა­რა, თა­ვი­სი თმით ისე ჩამ­ოე­ფა­რა ცეცხლს, რომ ვე­ღ­არ ვხე­დავდი) მო­ტე­ხა პუ­რი, რძე­ში ჩა­ას­ვე­ლა და ტუ­ჩებ­თან მო­მი­ტა­ნა. მი­სი სა­ხე სულ ახ­ლოს იყო ჩემ­თან და შევ­ნიშნე, რომ ზედ სიბ­რა­ლუ­ლი ეხა­ტებ­ოდა, თა­ნაც ისე აჩ­ქა­რებით სუნ­თ­ქავ­და. ვიგ­რ­ძე­ნი, თა­ნამ­იგრძნობდა კი­დეც. ასეთ­ივე იყო მი­სი სულ უბ­რა­ლოდ წარ­მოთ­ქ­მუ­ლი სიტყ­ვე­ბიც, თით­ქოს ტკი­ვილების და­მაყ­უჩე­ბელი სით­ბო­თი ნათ­ქვამი: - სცა­დეთ, აბა, იქ­ნებ შე­ჭამოთ.
- დი­ახ, უნ­და სცა­დოთ, - გაი­მეო­რა მე­რიმ. მომ­ხა­და სვე­ლი ქუ­დი და თა­ვი ამ­იწია. რაც შემ­ომთა­ვა­ზეს, უარი არ მით­ქ­ვამს, გე­მო გავ­სინჯე, თუმ­ცა პირ­ვე­ლად უსი­ცოცხ­ლოდ, მაგ­რამ შემ­დეგ კი მო­უთ­მენ­ლად.
- ამ­დენი ერ­თად სა­ჭი­რო არ არის, შე­ა­ჩე­რეთ, - თქვა ძმამ, - ამ­ჯე­რად უკ­ვე სა­კ­მარ­ისია, - და მან რძი­ა­ნი ფინ­ჯა­ნი და პუ­რის თეფ­ში იქით გას­წია.
- ცო­ტა კი­დევ მივ­ცეთ, სენტ-ჯონ, შე­ხე­დეთ, რა დამ­შეული თვა­ლით გვი­ყუ­რებს.
- მე­ტი არ შეი­ძლე­ბა უცებ, ჩე­მო კარ­გო. აბა, სცა­დე, რა­მე ათ­ქმევინო. სა­ხელი ჰკი­თხე.
ვგრძნობ­დი, ლა­პა­რა­კი შე­მეძლო და ვუ­პას­უხე: - ჩე­მი გვა­რი და სა­ხელი ჯე­ინ ელ­იოტია.
ვში­შობ­დი ჩე­მი ვი­ნაო­ბა არ გა­მჟ­ღ­ავ­ნებულიყო და გა­დავ­წყვიტე, რა­მე გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხელი და გვა­რი მეთ­ქვა.
- სად ცხოვ­რობ? სა­და გყავს მეგ­ობრები?
ვდუმ­დი.
- შეი­ძლე­ბა შენს ახ­ლობლებ­თან გავ­გზავნოთ კა­ცი მო­საყ­ვა­ნად?
თა­ვი გა­ვაქ­ნიე.
- რა შეგ­იძლია გვითხ­რა შენ­ზე?
რად­გან ამ სახ­ლის ზღურბლს გა­და­ვაბ­იჯე და მის პატ­რონებს პი­რის­პირ შევ­ხ­ვ­დი, თავს დევ­ნილ მა­წან­წა­ლად და ქვეყ­ნიე­რებ­ისგან უარ­ყოფილად აღ­არ ვგრძნობ­დი. გავ­იფიქრე, მათ მათ­ხოვრად აღ­არ ვჩვე­ნებოდი და კვ­ლავ აღ­მედ­გინა ჩე­მი ჩვეუ­ლებრივი ქცე­ვები და თვი­სე­ბები. რო­დე­საც გონს მო­ვე­დი და მის­ტერ სენ­ტ-ჯონ­მა მთხო­ვა, ჩემ­ზე რა­მე მე­ამ­ბნა, იმ­დე­ნად სუს­ტად ვი­ყა­ვი, რომ იმ­წუ­თას ამას ვერ შევ­ძლებდი და მცი­რეო­დენი დაყ­ოვნების შემ­დეგ ვუ­პას­უხე:
- სერ, ამ სა­ღ­ამოს დაწ­ვრილებით ვე­რა­ფერს გი­ამ­ბობთ.
- მაშ, - მითხ­რა მან, - კი­დევ რით შემ­იძლია გემ­სახუროთ?
- გმად­ლობთ, არა­ფერ­ია სა­ჭი­რო, - ვუ­პას­უხე მე. მხო­ლოდ ასე­თი მოკ­ლე პას­უხებ­ისთვისღა მყოფ­ნი­და ძა­ლა.
დია­ნა საუ­ბარში ჩა­ერ­ია.
- გინ­დათ თქვათ, - მკი­თხა მან, - რომ ჩვენ უკ­ვე და­გეხ­მა­რეთ და ახ­ლა, ამ წვი­მა­სა და ბნელ­ში, შამ­ბნარით და­ფარულ გაუ­ვალ გზა­ზე, შეი­ძლე­ბა მარ­ტოდმარტო გაგ­იშვათ?
დია­ნას გა­დავ­ხე­დე და გავ­იფიქრე, რომ შე­სან­იშნავი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ჰქონ­და. მის სა­ხე­ზე რო­გორც ნებ­ისყოფას, ისე სიკ­ე­თეს ამ­ოიკი­თხავდით. უეც­რად ძა­ლა მო­ვიკრ­იბე, მის გულ­შე­მა­ტკი­ვარ მზე­რას ღი­მი­ლი შე­ვა­გე­ბე და ვუთხა­რი: - მე თქვენ გენ­დო­ბით. უპატ­რო­ნო, მო­ხეტ­ია­ლე და მა­წან­წა­ლა ძა­ღლიც რომ ვი­ყო, ვი­ცი, ასეთ ღა­მეში გა­რეთ აღ­არ გა­მაგ­დებთ. არაფ­რის ში­ში აღ­ა­რა მაქვს, ისე მო­მე­ქეცით, რო­გორც გე­ნებოთ და რო­გორც ფიქ­რობთ. ბო­დიშს ვიხ­დი, რომ დიდ­ხანს ვერ გე­საუ­ბრებით და ბევ­რი ლა­პა­რა­კის ძა­ლაც არ შემ­წევს. სუნ­თ­ქ­ვა მიმ­ძიმს და ყე­ლის ძა­რღ­ვები მეჭ­იმე­ბა, რო­დე­საც ვლა­პა­რა­კობ.
სამ­ივემ გად­მომხე­და და დად­უმდა.
- ჰა­ნა, - უთხ­რა ბო­ლოს მის­ტერ სენ­ტ-ჯონ­მა, - ის აქ იჯ­დეს და ცო­ტა ხანს ნუ­რა­ფერს ჰკი­თხავთ. ათი წუ­თის შემ­დეგ დარ­ჩენილი რძე და პუ­რი მი­ე­ცით. მე­რი, დია­ნა, წავ­იდეთ სას­ტუმ­რო ოთახ­ში და იქ მო­ვი­ლა­პა­რა­კოთ!
გავ­იდნენ. ერ­თი ახალ­გაზ­რდა ქალ­თა­განი მა­ლე­ვე უკ­ან შემ­ობრუნდა. არ ვი­ცი, რო­მე­ლი იყო, რად­გან მხი­არ­ულად მო­გიზ­გი­ზე ცეც­ხლთან გა­რინ­დუ­ლი ვი­ჯე­ქი. მან რა­ღ­აც უბ­რ­ძა­ნა ჰა­ნას. მა­ლე მსა­ხუ­რის დახ­მა­რებით იმ­დე­ნი მო­ვა­ხერ­ხე, კი­ბე­ზე ავე­დი. ამო­წუ­წუ­ლი, სვე­ლი ტან­საც­მელი გა­მაძ­ვრეს და თბილ­სა და მშრალ სა­წოლ­ში ჩა­მაწ­ვინეს. ღმერთს მად­ლობა! მათ­დამი მად­ლიე­რების გრძნო­ბამ სი­ხა­რუ­ლით ამან­თო და მა­ლეც ჩა­მეძ­ინა.


***
რა მოხ­და შემ­დეგი სა­მი დღ­ე­-ღ­ამის გან­მავ­ლობაში, ბუნ­დოვ­ნად მახ­სოვს. მახ­სენ­დე­ბა მხო­ლოდ რამ­დენ­იმე შეგ­რძნე­ბა. არც ფიქ­რი და არც მოძ­რაო­ბა არ შე­მეძლო. მაგ­ონდე­ბა, პა­ტა­რა ოთახ­ში ვიწ­რო სა­წოლ­ში ვი­წე­ქი. ასე მეგ­ონა, ამ სა­წოლს შე­ვე­ზარ­დე-­მეთქი. გაქ­ვა­ვებულივით ვი­ყა­ვი. ლო­გი­ნი­დან მო­შო­რე­ბა თით­ქ­მის ჩემს სიკ­ვ­დილს ნიშ­ნავ­და. დრო­ის შეგ­რძნე­ბა და­ვკ­არ­გე: ვერ ვამ­ჩნევდი, რო­გორ იც­ვ­ლებ­ოდა დი­ლა შუა­დღით, შუა­დღე - სა­ღ­ამოთი. მხო­ლოდ იმას ვგრძნობ­დი, ვინ­მე თუ შემ­ოვიდოდა ოთახ­ში ან გავ­იდოდა. იმა­საც გეტყო­დით, ვინ იყ­ვ­ნენ ისი­ნი, თუ მო­საუ­ბრე იქ­ვე ჩემ­თან ახ­ლოს იყო. მეს­მოდა, რა­საც მეუ­ბნებ­ოდნენ, მაგ­რამ პა­სუ­ხის გა­ცემის თა­ვი არ მქონ­და. ძა­ლა არ შემ­წევ­და, ბა­გე გა­მეხ­სნა ან თუნ­დაც გავ­ნძრეუ­ლიყავი. ჰა­ნა, მო­სამ­სახ­ურე ქა­ლი, ჩე­მი ყვე­ლა­ზე ხში­რი სტუ­მა­რი იყო. მი­სი შემ­ოსვლა მაწ­უხებ­და. ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, თით­ქოს ჩე­მი თავ­იდან მო­შო­რე­ბა სურ­და; ვგრძნობ­დი, ჩე­მი არ ეს­მოდა და არც ჩემს მდგო­მა­რეო­ბას უწევ­და ან­გარიშს; არ მოვ­წონ­დი, რად­გან ცუდს ფიქ­რობ­და ჩემ­ზე. დია­ნა და მე­რი ერ­თხელ ან ორ­ჯერ შემ­ოვიდოდნენ ოთახ­ში, საწ­ოლთან მო­ვი­დოდ­ნენ და ჩურ­ჩუ­ლით გა­ა­ბამ­დნენ ასეთ საუ­ბარს. 
წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93