ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეცამეტე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეცამეტე
- კი­დევ კარ­გი, რომ შევ­იფა­რეთ. - დი­ახ, მთე­ლი ღა­მე გა­რეთ რომ დარ­ჩენილიყო, მეო­რე დი­ლით უთუ­ოდ მკვ­დარს ვნა­ხავდით კარ­თან. ნე­ტა, რა გა­დახ­და?
- ჩე­მი აზ­რით, რა­ღ­აც დი­დი გაჭ­ირვე­ბა გა­დაუ­ტან­ია. საბ­რალო გო­ნე­ბამიხდილი და ფერ­და­კ­არგული მო­ხეტ­ია­ლე.
- მი­სი სა­უბ­რის მი­ხედ­ვით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებთ, გა­ნათ­ლებული ადამ­იანი ჩანს. დახ­ვეწ­ილად ლა­პა­რა­კობს, ტან­ისამოსიც, მარ­თალ­ია, ტა­ლახ­იანი და შეწ­უწულია, მაგ­რამ ახალ­ია და ძვირ­ფა­სი.

- ძალ­იან თავ­ისებური სა­ხე აქვს, გამ­ხდარი და და­ქანცული, მაგ­რამ წარ­მომიდგენ­ია, რა სას­იამოვნო იქ­ნებ­ოდა, რო­დე­საც არა­ფერი აწ­უხებ­და და სი­ცოცხ­ლე ჩქეფ­და მას­ში.
მათ საუ­ბარში ერ­თი
სიტყ­ვი­თაც კი არ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და სი­ნა­ნუ­ლი, რომ სტუ­მარ­თმოყვა­რე ხე­ლი გამ­ომიწოდეს. ჩემ­დამი რა­მე ეჭ­ვი ან სი­ძულ­ვი­ლი არ შემ­იმჩნევ­ია. ეს მამ­შვიდებ­და.

მის­ტერ სენტ-ჯო­ნი მხო­ლოდ ერ­თხელ შემ­ოვიდა, დამ­ხე­და და გა­ნაც­ხა­და, რომ ჩე­მი ლე­თარგიული მდგო­მა­რეო­ბა ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და მე­ტად დი­დი გა­და­ქანცვის შე­დეგი იყო. მი­სი აზ­რით, არც ექი­მის მოყ­ვა­ნა იყო აუ­ცილე­ბელი. დარ­წმუნებული იყო, ჩემ­თ­ვის ბუ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე კარ­გი მკუ­რნალი იქ­ნებ­ოდა. ისიც დას­ძინა: "მი­სი თი­თო­ე­უ­ლი ნერ­ვი მეტ­ისმე­ტად და­ძაბ­ულია და მთე­ლი ორ­გა­ნიზ­მი რამ­დენ­იმე ხანს სრუ­ლი­ად მშვიდ მდგო­მა­რეო­ბაში უნ­და იყოს". არავ­ითარი ავად­მყოფობა. მი­სი აზ­რით, რო­გორც კი გამ­ოჯან­მრთე­ლებ­ისკ­ენ ერ­თხელ პირს ვი­ზამ­დი, ძალ­იან მა­ლე კარ­გად გავ­ხდებოდი. ეს მო­საზ­რე­ბანი რამ­დენ­იმე სიტყ­ვით, მშვი­დად და და­ბალი ხმით წარ­მოთქვა. ცო­ტა ხნის შემ­დეგ სიტყ­ვაძ­ვი­რი ადამ­იანის კი­ლო­თი დაუ­მა­ტა, სა­კ­მაოდ უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ა, არავ­ითარი ზნე­და­ცემ­ულობა და გარ­ყვნილობა არ იგ­რ­ძ­ნო­ბაო.
- ნამ­დვილად, - გამ­ოეხ­მაუ­რა დია­ნა, - მარ­თალი გითხ­რა, სენტ-ჯონ, ამ პა­ტა­რა, საც­ოდავი არ­სებ­ისადმი რა­ღ­აც თბი­ლი გრძნო­ბაც გამ­იჩნდა. ნე­ტა, შეგ­ვეძლოს, მუ­დამ ჩვე­ნი მფარ­ველობის ქვეშ გვყავ­დეს.

- ეს სა­ეჭ­ვოა, - გაი­სმა პას­უხად. - მა­ლე გავ­იგებთ, რომ ამ ახალ­გაზ­რდა ლე­დის შე­ლა­პა­რა­კ­ე­ბა მო­უ­ვი­და თა­ვის მეგ­ობრებ­თან და, ალ­ბათ, დაუ­ფიქრებ­ლად მი­ატ­ოვა ისი­ნი. იქ­ნებ და­ვუბ­რუ­ნოთ კი­დეც თა­ვის მეგ­ობრებს, თუ არ გაჯ­იუტდა. მის სა­ხე­ზე ისე­თი ნე­ბის­ყო­ფის გამ­ომხატ­ველ ხა­ზებს ვამ­ჩნევ, ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, და­ვი­ყო­ლი­ოთ.

ის იდ­გა და რამ­დენ­იმე წუთს მა­კვ­ირდებ­ოდა. შემ­დეგ კვ­ლავ დაუ­მა­ტა:
- გო­ნი­ე­რი სა­ხე აქვს, მაგ­რამ ულა­მაზო.
- ახ­ლა ხომ ძალ­იან ავად არის, სენტ-ჯონ.
- ავად იქ­ნე­ბა თუ კარ­გად, მის სა­ხეს არ ექ­ნე­ბა ჰარ­მონიულობა და სი­ნარ­ნა­რე, რაც სი­ლა­მა­ზეს ქმნის.

მე­სა­მე დღ­ეს ცო­ტა მო­ვი­ხე­დე. მეო­თხე დღ­ეს შევ­ძელი ლა­პა­რა­კი, მოძ­რაო­ბა, სა­წოლ­ში წამ­ოჯდომა და გა­დაბ­რუნე­ბა. ჰა­ნამ ფა­ფა და გაფ­იცხებული პუ­რი შემ­ომიტა­ნა, ვგო­ნებ, და­ახ­ლოებით სად­ილობისას. სი­ამ­ოვნებით შე­ვექ­ცეოდი. საჭ­მელი გემ­რიელი მეჩ­ვე­ნა. მას უკ­ვე აღ­არ ჰქონ­და სიცხის­გან გამ­ოწვეული ცუ­დი გე­მო, რო­მე­ლიც ად­რე ყო­ველ ლუკ­მას მიმ­წა­რებ­და. ჰა­ნა წავ­იდა. ვიგ­რ­ძე­ნი, ღო­ნე და ენერ­გია მომ­მა­ტებ­ოდა. მომ­ბეზ­რდა ლო­გინ­ში ასე დიდ­ხანს წო­ლა. მსურ­და გავ­ნძრეუ­ლიყავი, საქ­მე გა­მე­კ­ე­თებ­ინა; მინ­დო­და წამ­ოდგომა, მაგ­რამ რას ჩავ­იცვამდი? მხო­ლოდ ჩემს ნო­ტი­ო­სა და მთლად ტა­ლახში ამოს­ვ­რილ კა­ბას. იმ კა­ბაში მეძ­ინა მი­წა­ზე და ჭა­ობ­შიც იმით ჩავ­ვარდი. მრცხვენ­ოდა, ჩემს კეთ­ილისმყოფლებს ასეთ სა­მოს­ში ვჩვე­ნებოდი, მაგ­რამ ამ დამ­ცირებ­ისგან მიხ­ს­ნეს.

ჩემს საწ­ოლთან, სკ­ამ­ზე, ჩე­მი მშრა­ლი და გაწ­მენდილი ტან­საც­მელი და­ეწყოთ. შა­ვი აბ­რეშუმის კა­ბა კე­დელ­ზე ეკი­და. არც ემ­ჩნეო­და, ჭა­ობ­ში იმით რომ ჩავ­ვარდი. ერ­თი ად­გი­ლიც არ ჰქონ­და ოდ­ნავ დაჭ­მუჭ­ნი­ლი, ისე კარ­გად გა­ეუ­თოებ­ინათ. სვე­ლი ფეხ­საც­მელი და მა­ღ­ალ­ყელ­იანი წინ­დე­ბი გა­ეს­უფთა­ვებ­ინათ და ჩაც­მის მე­ტი არა­ფერი უნ­დო­და. პი­რის და­სა­ბანი თა­სიც და­ედ­გათ ოთახ­ში; თმის ჯაგ­რი­სი და სა­ვარც­ხელიც არ დავ­იწყებ­ოდათ. რო­გორც იქ­ნა, ჩა­ვიც­ვი, მა­ლე ვიღ­ლებოდი და ყო­ველ ხუთ წუთ­ში ერ­თხელ ვის­ვე­ნებდი. ტან­საც­მელი ზედ მე­კი­და, იმ­დე­ნად გავ­მხდარ­იყავი. ამ ნა­კლის და­სა­ფა­რა­ვად შარ­ფი მო­ვი­ხუ­რე. კვ­ლავ ჩვეუ­ლებ­რივად სუფ­თად და სა­თა­ნადოდ ჩაც­მუ­ლი, - ისე, რომ აქ მქონ­და ჭუჭყის არც ერ­თი ლა­ქა და უწეს­რი­გო­ბის ნი­შან­წყალი არ მეტ­ყობოდა, - ქვის კი­ბით დაბ­ლა ჩა­ვედი. მო­ა­ჯირს ვეყ­რ­დ­ნო­ბო­დი, გავ­ია­რე ვიწ­რო, და­ბალ­ჭერ­იანი ტა­ლანი და სამ­ზა­რეულოს მი­ვა­დექი.

ახალ­გამ­ომცხვარი პუ­რი­სა და ცეცხ­ლის სას­იამოვნო სუ­ნი ვიგ­რ­ძე­ნი, ჰა­ნა აც­ხობდა. ყვე­ლასთვის ცნო­ბი­ლია, რაო­დენ ძნელ­ია ცრურ­წ­მე­ნის აღმ­ოფხვრა იმ ადამ­იან­თა გუ­ლებ­იდან, რო­მელ­თაც გა­ნათ­ლების ნა­თელი არ მოჰ­ფენ­იათ. ისი­ნი სა­რე­ვე­ლა ბა­ლა­ხებს ჰგვა­ნან, შეუ­პოვრად რომ იზ­რ­დებ­იან ქვებს შო­რის. თავ­დაპ­ირვე­ლად ჰა­ნა ცი­ვად და უხე­შად შემ­ხვდა. შემ­დეგ ცო­ტა­თი მოლ­ბა, ხო­ლო, რო­დე­საც წეს­იე­რად და სუფ­თად ჩაც­მუ­ლი დამ­ინა­ხა, გამ­იღი­მა კი­დეც.

- რო­გორ, უკ­ვე ადე­ქით? - მკი­თხა. - მაშ, უკ­ეთ ხართ. თუ გნე­ბავთ, ჩემს სკ­ამ­ზე და­ჯექით, ბუ­ხარ­თან.
მან მი­მი­თი­თა სა­ქა­ნე­ლა სკ­ამ­ზე. დავ­ჯექი. ის ფუს­ფუ­სებ­და და თან დრო­დად­რო ცა­ლი თვა­ლით მათ­ვალ­იე­რებ­და. ღუ­მელ­იდან პუ­რი გამ­ოიღო, მო­მიბ­რუნ­და და პირ­და­პირ მო­მა­ხა­ლა:
- სა­ნამ აქ მოხ­ვი­დო­დით, მოწყა­ლე­ბას თხო­უ­ლობ­დით?
ერთ წუთს აღშ­ფოთე­ბამ შე­მიპყ­რო, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, გაბ­რა­ზე­ბა არ შეი­ძლებ­ოდა. მარ­თლაც მათ­ხოვარივით მი­ვა­დექი კარ­ზე. თა­ვი შევ­იკ­ა­ვე და მშვი­დად ვუ­პას­უხე. ჩემს ხმა­ში გა­რკ­ვეული სიმ­ტ­კი­ცე მა­ინც ჩან­და.
- თქვენ ცდე­ბით, მათ­ხოვარი რომ გგო­ნი­ვართ. მე ისე­ვე არ ვარ მათ­ხოვარი, რო­გორც თქვენ და თქვე­ნი ქალ­ბატ­ონები.
ცო­ტა ხნის შემ­დეგ ჰა­ნამ დაუ­მა­ტა:
- არა­ფერი მეს­მის. ვგო­ნებ, არც სახ­ლი უნ­და გქონ­დეთ და არც ბრჭყვია­ლა ლი­თო­ნი.
- თუ ადამ­იანს სახ­ლი და ლი­თო­ნი არა აქვს (ვგო­ნებ, ლი­თონ­ში ფულს გუ­ლის­ხ­მობ­და), ეს არ ნიშ­ნავს, რომ მათ­ხოვარ­ია, თუმ­ცა თქვენ ასე გეს­მით.
- ნას­წავლი ხართ? - მკი­თხა შემ­დეგ.
- დი­ახ. ძალ­იან.
- მაგ­რამ სკო­ლაში, ალ­ბათ, არას­ოდეს გის­წავ­ლიათ?
- რვა წე­ლი ვსწავ­ლობ­დი სას­წავ­ლე­ბელში.
ამის გაგ­ონე­ბა­ზე თვა­ლები ჭყი­ტა.
- მაშ, რა­ტომ არ შეგ­იძლიათ თა­ვის რჩე­ნა?
- თავს ვირ­ჩენ­დი, და, იმე­დი მაქვს, მო­მა­ვალშიც ასე იქ­ნე­ბა - რის გა­კ­ე­თე­ბას აპ­ირებთ ამით? - ვკი­თხე, რო­დე­საც ჰა­ნამ ხი­ლით სავ­სე კა­ლათა გად­მოიღო.
- ნამ­ცხ­ვ­რის.
- მო­მე­ცით და გაგ­ირჩევთ.
- არა. არ მინ­და საქ­მე გა­გა­კ­ე­თებინოთ.
- რა­ღ­აც ხომ უნ­და ვა­კ­ეთო. მო­მე­ცით.
დამ­თან­ხმდა. სუფ­თა პირ­სა­ხო­ციც კი მო­მი­ტა­ნა კა­ბა­ზე გა­და­სა­ფა­რებ­ლად, რომ არ გამ­ჭუჭყია­ნებ­ოდა.
- ხე­ლებ­ზე გემ­ჩნე­ვათ, მო­სამ­სახ­ურე­თა შრო­მა უცხოა თქვენ­თ­ვის. მკ­ე­რავი ხართ?
- არა, ჰა­ნა. ნუ ცდი­ლობთ, გა­ი­გოთ, ვინ ვი­ყა­ვი. თავს ნუ შეი­წუხებთ ამა­ზე ფიქ­რით. მითხა­რით, რა ჰქვია ამ ად­გილს, სა­დაც ჩვენ ვართ?
- ზო­გი მას მარ­შენდს უწო­დებს და ზო­გი კი­დევ მურ­ჰა­უსს.
- იმ ჯენ­ტლმენს, აქ რომ ცხოვ­რობს, სენტ-ჯო­ნი ჰქვია?
- არა, ის აქ არ ცხოვ­რობს. ცო­ტა ხნით არის ჩა­მო­სუ­ლი. ის მორ­ტონ­ში ცხოვ­რობს, თა­ვის სამ­რევლოში.
- ეს სო­ფე­ლი რამ­დენ­იმე მი­ლი­თაა დაშ­ორებული, არა?
- დი­ახ.
- ვინ არის სენტ-ჯო­ნი?
- მღვ­დელ­ია.
გა­მახ­სენ­და მღვდლის სახ­ლის მო­ხუ­ცი მნის პა­სუ­ხი, რო­დე­საც ვთხო­ვე, მე­ნა­ხა სუ­ლი­ე­რი მა­მა.
- მაშ, ეს მა­მამისის სამ­ფლობელ­ოა?
- დი­ახ. აქ მო­ხუ­ცი მის­ტერ რი­ვერ­სი ცხოვ­რობ­და. მი­სი მა­მა, მა­მის მა­მა და მის წინ კი დი­დი პა­პა.
- მაშ, იმ ჯენ­ტლმენის გვა­რი და სა­ხელი მის­ტერ სენტ-ჯონ რი­ვერ­სია?
- დი­ახ. სენტ-ჯო­ნი მი­სი ნათ­ლო­ბის სა­ხელ­ია.
- მი­სი დე­ბი კი დია­ნა და მე­რი რი­ვერ­სები არ­იან?
- დი­ახ.
- მა­მა მკვ­დარი ჰყავთ?
- სა­მი კვ­ირა­ა, რაც დამ­ბლისგან გარ­დაი­ცვა­ლა.
- დე­და არ ჰყავთ?
- ამ სახ­ლის დია­სახლისი უკ­ვე მრა­ვალი წელ­ია, რაც მოკვ­და.
- დი­დი ხან­ია ამ ოჯახ­ში ცხოვ­რობთ?
- უკ­ვე ოც­და­ათი წელ­ია. სამ­ივე ჩე­მი გაზ­რდილია.
- ეს ამ­ტკი­ცებს, რომ პატ­იოსანი და ერ­თ­გუ­ლი მსა­ხუ­რი ყო­ფილ­ხართ, თუმ­ცა უზ­რ­დელ­ობა გამ­ოიჩინეთ - მათ­ხოვარი მი­წო­დეთ...
კვ­ლავ გან­ცვიფრებით მო­მაშ­ტერ­და.
- მე მგო­ნია, - თქვა მან, - მცდა­რი აზ­რის ვი­ყა­ვი თქვენ­ზე. მაგ­რამ იმ­დე­ნი უპატ­რო­ნო ადამ­იანი და­ე­ხე­ტე­ბა ამ­ქვეყ­ნად, რომ უნ­და მა­პატიოთ.
- და ჩე­მი გან­დევ­ნაც კი გინ­დო­დათ იმ ღა­მეს, - გან­ვაგრძობდი სა­კ­მაოდ მკ­აც­რად, - რო­დე­საც ადამ­იანი ძა­ღლ­საც არ გაი­მე­ტებ­და გა­რეთ გა­საგ­დე­ბად.
- მარ­თალ­ია, ძალ­იან ცუ­დად მო­მი­ვი­და. მაგ­რამ რას იზამთ? ჩე­მი თა­ვი არ მა­დარ­დებ­და, ბავ­შვებ­ზე ვფიქ­რობ­დი. საწ­ყლები! ამ­ქვეყ­ნად ჩემ გარ­და არა­ვინ ჰყავთ მიმ­ხე­დავი. ძა­ლაუ­ნებ­ურად მკ­აცრი უნ­და ვი­ყო.
რამ­დენ­იმე ხანს უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და.
- ცუ­დად ნუ გამ­იგებთ, - კვ­ლავ მომ­მარ­თა მან.
- მაგ­რამ მა­ინც ცუ­დი აზ­რის ვარ თქვენ­ზე, - ვუ­პას­უხე, - და გეტყ­ვით, რა­ტომ: იმი­ტომ კი არა, რომ არ გინ­დო­დათ შე­გევ­რდომებ­ინეთ და მატ­ყუა­რად ჩამ­თვა­ლეთ, არა­მედ იმი­ტომ, რომ მი­საყ­ვედ­ურეთ, "ლი­თო­ნი" და სახ­ლი არ გა­გაჩ­ნიაო. ამ­ქვეყ­ნად ძალ­იან ბევ­რი კარ­გი ადამ­იან­ია ჩემ­სავით გაჭ­ირვებული და თქვენ თუ ქრის­ტი­ა­ნი ხართ, სიღ­არ­იბე და­ნა­შაუ­ლად არ უნ­და მი­იჩ­ნი­ოთ.
- აღ­არც მი­ვიჩ­ნევ, - მითხ­რა მან. - ამას­ვე მეუ­ბნე­ბა ხოლ­მე სენტ-ჯო­ნი. ახ­ლა ვხე­დავ, ის მარ­თალ­ია და მე ვცდე­ბო­დი. თქვენ­ზე სულ სხვა აზ­რისა ვარ ახ­ლა. მარ­თლაც­და, პა­ტა­რა, კე­თი­ლი არ­სე­ბა ხართ.
- მაშ, კარ­გი. გა­პატ­იებთ. მო­დით, ხე­ლი ჩამ­ოვარ­თვათ ერ­თმა­ნეთს.

მან თა­ვი­სი ფქვი­ლი­ა­ნი, და­კ­ოჟ­რებული ხე­ლი ჩამ­ომარ­თვა. უხე­ში სა­ხე თბილ­მა, კეთ­ილმა ღი­მილმა გაუ­ნა­თა. იმ წუ­თი­დან დავ­მეგობრდით.
ჰა­ნას, რო­გორც ჩანს, ლა­პა­რა­კი უყ­ვარ­და. ვიდ­რე მე ხილს ვარ­ჩევდი და ის ნამ­ცხ­ვ­რის ცომს ზელ­და, დაწ­ვრილებით მი­ამ­ბო თა­ვის გან­სვე­ნებულ ბატ­ონსა და ქალ­ბატ­ონზე, "ბავ­შვებ­ზე", რო­გორც ის სენტ-ჯონს, დია­ნა­სა და მე­რის უწო­დებ­და.

მო­ხუ­ცე­ბუ­ლი მის­ტერ რი­ვერ­სი, რო­გორც მან მი­ამ­ბო, ძალ­იან უბ­რა­ლო ადამ­იანი ყო­ფი­ლა, მაგ­რამ ნამ­დ­ვი­ლი ჯენ­ტლმენი, თა­ნაც უძ­ვე­ლესი ოჯა­ხიშ­ვი­ლი. მარ­შენდი ორა­სი წელ­ია რაც აუ­შე­ნებ­იათ და დღი­დან არ­სებ­ობისა, რე­ვერ­სებს ეკუ­თვნოდა. მარ­თალ­ია, - მი­ამ­ბობდა ჰა­ნა, - გა­რეგ­ნულად ის პა­ტა­რა, წყნა­რი სახ­ლია და არაფ­რით ჰგავს მის­ტერ ოლი­ვე­რის სა­სახ­ლეს მორ­ტონ ვე­ილ­ში, მაგ­რამ ისიც კარ­გად მახ­სოვს, - გა­ნაგ­რძობდა ის, - ბილ ოლი­ვე­რის მა­მა რო­გორ მუ­შაო­ბდა დღი­ურ მუ­შად ნემ­სების ქარ­ხა­ნაში, მა­შინ, რო­დე­საც რი­ვერ­სები, ჯერ კი­დევ მე­ფე ჰენ­რიხ VIII-ს დროს, აზ­ნაუ­რთა გვარს ეკუ­თვნოდნენ. ამა­ში ყვე­ლა დარ­წმუნდე­ბა, თუ სა­რეგ­ისტრაციო დავ­თარს და­ათ­ვალ­იე­რებს, რო­მე­ლიც მორ­ტო­ნის ეკ­ლეს­იაში ინა­ხე­ბა. მო­ხუ­ცი რი­ვერ­სი თა­ვის წი­ნაპ­რებს ჰგავ­და. მა­საც, წი­ნაპ­რებივით, გა­ტა­ცებით უყ­ვარ­და ნად­ირობა, მა­მუ­ლის მოვ­ლა და სხვა ამ­გვარი საქ­მიან­ობა. ქალ­ბატონი სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დებ­ოდა მის­გან. ის კითხ­ვის დი­დი მოყ­ვა­რუ­ლი იყო და სულ სწავ­ლობდა. ბავ­შვებიც მას და­ემ­სგავ­სნენ, ამ მხა­რეში მათ არა­ვინ ჰგავს, - მი­ამ­ბობდა ჰა­ნა. - რო­გორც კი ლა­პა­რა­კი შეძ­ლეს, მე­ცად­ინეო­ბა შეი­ყვა­რეს და სულ რა­ღ­ა­ცას სწავ­ლობდნენ, ყო­ველ­თ­ვის ყველ­გან გამ­ოირჩეო­დნენ. მის­ტერ სენტ-ჯო­ნი წამ­ოიზარ­და თუ არა, კო­ლეჯში მია­ბა­რეს და მღვ­დლად აკუ­რთხეს; ხო­ლო გო­გო­ნებ­მა, და­ამ­თავ­რეს თუ არა სას­წავ­ლე­ბელი, აღმ­ზრდე­ლე­ბად დაი­წყეს მუ­შაო­ბა. რო­გორც მათ უთ­ქ­ვამთ ჰა­ნასთვის, მო­ხუ­ცე­ბულ მის­ტერ რი­ვერსს რამ­დენ­იმე წლის წინ უამ­რავი ფუ­ლი და­უკ­არ­გავს ერ­თი ადამ­იანის გა­მო, რო­მელ­საც ენ­დობოდა. იმ ადამ­იანს თა­ვი გა­კო­ტრებ­ულად გამ­ოუცხა­დებ­ია. მო­ხუ­ცე­ბულ რი­ვერსს უკ­ვე აღ­არ შე­ეძლო გო­გო­ნე­ბის­თ­ვის მა­თი წი­ლი ქო­ნე­ბა და­ეტ­ოვებ­ინა და ამი­ტომ მათ თა­ვად უნ­და ეზ­რუნათ თავ­იანთ თავ­ზე. დე­ბი აქ თით­ქ­მის არ ცხოვ­რო­ბენ, - თქვა ერ­თგულმა მსახ­ურმა, - და ახ­ლაც მა­მის გარ­დაც­ვა­ლების გა­მო ჩამ­ოვიდნენ რამ­დენ­იმე კვი­რით. ისე კი, მათ ძალ­იან უყ­ვართ მარ­შენდი, მორ­ტო­ნი, ირ­გ­ვ­ლივ მდე­ბა­რე მა­ნანით მო­ფე­ნი­ლი ად­გილები და გო­რა­კ­ები. ყო­ფი­ლან ლონ­დონ­სა და ბევრ სხვა დიდ ქა­ლაქში, მაგ­რამ ამ­ბობენ, რომ მათ მშობ­ლი­ურ სახლს ვე­რა­ფერი შე­ედ­რე­ბა. შეხ­მა­ტკბ­ილებულნი არ­იან: არას­ოდეს გამ­ოდიან მოთ­მი­ნებ­იდან და არც არას­ოდეს კი­ნკ­ლაო­ბენ. ასე­თი წყნა­რი ოჯა­ხი არ­სად მეგ­ულე­ბა, - და­ამ­თავ­რა ჰა­ნამ თხრო­ბა.

ამ დრო­ის­თ­ვის მეც მოვ­რ­ჩი ხი­ლის გარ­ჩე­ვას და ვკი­თხე, სად არ­იან დე­ბი ან მა­თი ძმა-­მეთქი.
- სა­სეირნოდ წავ­იდნენ მორ­ტო­ნისკ­ენ, მაგ­რამ, ალ­ბათ, საუ­ზმისათვის ნა­ხე­ვარ სა­ათში უკ­ან დაბ­რუნდებ­იან.
მარ­თლაც, ისი­ნი ჰა­ნას მი­ერ დათ­ქ­მუ­ლი დრო­ის­თ­ვის დაბ­რუნდნენ, სამ­ზა­რეულოს კა­რით შემ­ოვიდნენ. მის­ტერ სენ­ტ-ჯონ­მა თა­ვი ოდ­ნავ დამ­იკ­რა და ჩამ­ია­რა. ქალ­იშვილები შე­ჩერ­დნენ. მე­რიმ რამ­დენ­იმე სიტყ­ვით წყნა­რად და გულ­თ­ბი­ლად გამ­ოხა­ტა სი­ამ­ოვნე­ბა, რომ უკ­ვე ასე კარ­გად ვარ და დაბ­ლა ჩამ­ოსვლა შევ­ძელი. დია­ნამ ხე­ლი ჩამ­ომარ­თვა და თა­ვი გა­აქ­ნია.
- უნ­და და­გე­ცა­დათ, ვიდ­რე ნე­ბას დაგ­რთავდით, რომ ჩამ­ოსულიყავით, - მითხ­რა მან. - ჯერ კი­დევ ფერ­წასული და გამ­ხდარი ხართ! საბ­რალო გო­გო­ნა! საწ­ყალი ბავ­შ­ვი!

დია­ნას ხმა მტრე­დის ღუ­ღუ­ნი­ვით მეს­მოდა. მი­სი მზე­რა უზო­მო სი­ამ­ოვნე­ბას მგვრი­და. სა­ხე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი მეჩ­ვე­ნებ­ოდა. მე­რის ჭკვ­იანი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ჰქონ­და, სა­ხის ნა­კვ­თებიც ლა­მაზი, მაგ­რამ გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი იყო. სა­კ­მაოდ ნა­ზად, მაგ­რამ თავ­და­ჭერ­ილად იქ­ცეო­და. დია­ნას გამ­ოხედ­ვა­სა და ლა­პა­რა­კში რა­ღ­აც ძა­ლა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ეტ­ყობოდა, დი­დი ნე­ბის­ყო­ფის პატ­რო­ნი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. ნამ­დვილად მსი­ამ­ოვნებ­და, რომ ეს გო­გო­ნა თა­ვი­სი სიძ­ლი­ე­რით მი­მორ­ჩი­ლებ­და. ასე­თი იყო ჩე­მი ბუ­ნე­ბა: ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის წი­ნა­შე ქედს ვიხ­რი­დი, ოღონდ თუ ეს ჩემს სინ­დის­სა და თავ­მოყვა­რეო­ბას არ შეუ­რაც­ხყოფდა.

- აქ რას აკ­ე­თებთ? - გა­ნაგ­რძობდა ის. - თქვე­ნი ად­გი­ლი აქ არ არის. მე და მე­რი ზოგ­ჯერ ჩამ­ოვდივართ აქ, რად­გა­ნაც ჩვენს სახ­ლ­ში თავ­ისუფლებით ვსარ­გებლობთ და თავს ამის ნე­ბას ვაძ­ლევთ, მაგ­რამ თქვენ სტუ­მა­რი ხართ და სას­ტუმ­რო ოთახ­ში უნ­და შეხ­ვიდეთ.
- აქ თავს კარ­გად ვგრძნობ.
- სრუ­ლებ­ითაც არა. ჰა­ნა აქ საქ­მიანობს და ფქვი­ლი გეყ­რე­ბათ.
- გარ­და ამ­ისა, აქ ძალ­იან დაგ­ცხე­ბათ, - ჩა­ურ­თო მე­რიმ.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, - დაუ­მა­ტა მის­მა დამ. - წა­მო­დით, უნ­და და­მემორჩილოთ, - ხე­ლი არ გაუ­შვია, ისე ამა­ყე­ნა და ოთახ­ში შემ­იყვა­ნა.
- აქ და­ჯექით, - მითხ­რა და დი­ვან­ზე დამ­სვა, - ვიდ­რე კა­ბებს გა­მო­ვიც­ვ­ლით და ჩა­ის მო­ვამ­ზა­დებთ. ამ უპი­რა­ტეს­ობითაც ვსარ­გებლობთ ამ ჩვენს პა­ტა­რა, ჭა­ლებით გარ­შემორტყმულ სახ­ლ­ში - თვი­თონ ვამ­ზა­დებთ საჭ­მელს, რო­დე­საც გვინ­და ან რო­დე­საც ჰა­ნას არ სცალ­ია: აცხობს, ლუდს ხდის, რეც­ხავს ან აუ­თოებს.
მან კა­რი გაი­ხურა და სენ­ტ-ჯონ­თან მარ­ტო დამ­ტოვა. სენტ-ჯო­ნი ჩემ პირ­და­პირ იჯ­და. ხელ­ში წიგ­ნი თუ გა­ზეთი ეჭ­ირა. მე ჯერ სას­ტუმ­რო ოთა­ხი შე­ვათ­ვალ­იე­რე და შემ­დეგ მი­სი პატ­რო­ნი.

პა­ტა­რა ოთა­ხი იყო, უბ­რა­ლო ავე­ჯით მოწყო­ბი­ლი, მაგ­რამ სა­კ­მაოდ მყუდ­რო, რად­გან აქ სი­სუფ­თა­ვე და წეს­რი­გი სუ­ფევ­და. ძვე­ლებური სა­ვარ­ძლები ბრწყი­ნავ­დნენ; ხო­ლო კა­კლის ხის მაგ­იდა სა­რკ­ე­სავით პრია­ლებ­და. შე­ღ­ებილ კედ­ლებს გარ­დასულ დრო­თა რამ­დენ­იმე უც­ნა­უ­რი მა­მა­კ­აც­ისა და ქა­ლის სუ­რა­თი ამ­შვე­ნებ­და. მი­ნისკ­ა­რებ­იან კა­რა­დაში წიგ­ნე­ბი და ძვე­ლებური ფა­ი­ფუ­რის ჭურ­ჭე­ლი ელა­გა. ოთახ­ში ზედ­მეტი არა­ფერი იდ­გა. არავ­ითარი ახა­ლი ავე­ჯი, გარ­და ორი დაწ­ნუ­ლი სამ­უშაო კა­ლათ­ისა და ვარ­დის ხის­გან გა­კ­ე­თებული სა­წერი მაგ­იდისა გო­გო­ნე­ბის­თ­ვის, რო­მე­ლიც მო­შო­რე­ბით იდ­გა. ყვე­ლა­ფერი, თვით ხალ­იჩებ­იცა და ფარ­დებიც დი­დი ხნის ჩან­და, მაგ­რამ კარ­გად იყო მოვ­ლი­ლი.
მის­ტერ სენტ-ჯო­ნი კე­დელ­ზე ჩამ­ოკი­დებულ ფერ­გა­დასულ სუ­რათს მია­გავ­და. ხმას არ იღ­ებ­და და წიგნს თვალს არ აც­ილებ­და. მთე­ლი გუ­ლის­ყუ­რით კი­თხულობდა. ბა­გე მოე­კუ­მა. ადამ­იანის ნაც­ვლად ქან­და­კ­ე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო ჩემ წინ, ალ­ბათ, ამა­ზე ად­ვილად ვერ და­ვათ­ვალ­იე­რებდი. ახალ­გაზ­რდა იყო, და­ახ­ლოებით ოც­დარ­ვა თუ ოც­და­ათი წლის: მა­ღ­ალი, ტა­ნადი, თვალს იტა­ცებ­და მი­სი სა­ხე: ბერ­ძ­ნუ­ლი სა­ხე, დახ­ვეწილი ნა­კვ­თები, სწო­რი, კლას­იკური ცხვი­რი; ათი­ნუ­რი ბა­გე და ნიკ­აპი. ძალ­იან იშ­ვია­თად, რომ ინ­გ­ლი­სელს ეს­ოდენ ან­ტიკური გა­რეგ­ნობა ჰქონ­დეს. ცხად­ია, გაო­ცდებ­ოდა, რომ ჩე­მი სა­ხის ნა­კვ­თებს შო­რის არავ­ითარი ჰარ­მონიულობა არ იყო, მა­შინ, რო­დე­საც თვი­თონ სრუ­ლი­ად უნა­კლო იყო. დი­დი, ცის­ფე­რი თვა­ლები ჰქონ­და და წაბ­ლისფერი წამ­წა­მები. მა­ღ­ალ, სპი­ლოს­ძ­ვ­ლის­ფერ შუბლს ოდ­ნავ უფა­რავ­და ქე­რა კუ­ლულები.

მარ­თლაც ნა­ზი სა­ხე აღვ­წე­რე, მკი­თხველო, არა? მაგ­რამ ამ სა­ხის პატ­რო­ნი სრუ­ლე­ბით არ ტო­ვებ­და ნა­ზი, დამ­თ­მო­ბი, შთაგ­ონებული ან თუნ­დაც მშვი­დი ბუ­ნე­ბის ადამ­იანის შთა­ბეჭ­დილე­ბას. უძ­რა­ვად იჯ­და, მაგ­რამ ცხვი­რის, პი­რი­სა და წარ­ბების მო­ხაზ­ულობაში ვხე­დავდი რა­ღ­ა­ცას, რაც, ჩე­მი აზ­რით, მის დაუ­დგრომელ, მკ­აცრ თუ თავ­შე­კ­ა­ვებულ ხას­იათ­ზე მეტ­ყვე­ლებ­და. ერ­თი სიტყ­ვაც არ უთ­ქ­ვამს ჩემ­თ­ვის, ერ­თხე­ლაც არ შემ­ოუხე­დავს, ვიდ­რე მი­სი დე­ბი დაბ­რუნდებ­ოდნენ. დია­ნა ჩა­ის მზა­დებით იყო გარ­თუ­ლი. ის ხან შემ­ოვიდოდა და ხან გავ­იდოდა ოთახ­იდან. მა­ლე ღუ­მელში გამ­ომცხვარი ნამ­ცხ­ვ­რის ნა­ჭერი შემ­ომიტა­ნა.

- შე­ჭა­მეთ ეს ახ­ლა, ალ­ბათ, მოგ­შივ­დებ­ოდათ. ჰა­ნა ამ­ბობს, რომ სა­უზ­მის შემ­დეგ ფა­ფის მე­ტი არა­ფერი მო­უ­ცია თქვენ­თ­ვის.
უარი არ მით­ქ­ვამს, რად­გან მა­და გა­მღვ­იძებ­ოდა და მში­ო­და. მის­ტერ რი­ვერ­სმა ახ­ლა კი დახ­ურა წიგ­ნი, მაგ­იდას მო­უ­ახ­ლოვდა, დაჯ­და და თა­ვი­სი ცის­ფე­რი, კალ­მით ნა­ხატი, ლა­მაზი თვა­ლები მო­მაპყ­რო. მათ­ში მო­უ­რი­დე­ბელი პირ­დაპ­ირობა გამ­ოსჭვიოდა. მზე­რა მტკი­ცე, სულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი ჰქონ­და. მივ­ხ­ვ­დი, ის ამ­დენ ხანს თვალს მარ­იდებ­და არა იმი­ტომ, რომ ვერ ბე­დავ­და შემ­ოხედ­ვას, არა­მედ ასე სურ­და.
- ძალ­იან მოგ­ში­ებ­იათ, - მითხ­რა მან.
- დი­ახ, სერ.
ჩე­მი ჩვეუ­ლე­ბა­ა, მოკ­ლე კი­თხვას ასე­ვე მოკ­ლედ ვუ­პა­სუ­ხო, პირ­დაპ­ირობას პირ­და­პი­რო­ბით შევ­ხვდე.
- ძალ­იან კარ­გია თქვენ­თ­ვის, რომ მა­ღ­ალი სიცხის გა­მო ამ სა­მი დღის გან­მავ­ლობაში არ ჭამ­დით. სა­ში­ში იქ­ნებ­ოდა, თავ­იდან­ვე კარ­გი მა­და გქო­ნო­დათ. ამჟ­ა­მად კი შეგ­იძლიათ მი­ირ­თ­ვათ, თუმ­ცა ჯერ კი­დევ ზო­მიე­რად.
- იმე­დი მაქვს, დიდ­ხანს არ მო­მიხ­დე­ბა თქვენს ხარ­ჯზე ცხოვ­რე­ბა, სერ, - ვუ­პას­უხე თავ­შე­კ­ა­ვებ­ულად, თუმ­ცა მე­ტად უზ­რ­დე­ლად.
- არა, - მითხ­რა მან ცი­ვად, - რო­გორც კი მეტყ­ვით თქვე­ნი მეგ­ობრების მი­სა­მართს, მივ­წერ მათ და შე­გეძ­ლე­ბათ შინ დაბ­რუნე­ბა.
- გუ­ლახ­დილად უნ­და გითხ­რათ, ეს ჩემს ძა­ლას აღ­ე­მა­ტე­ბა: არც სახ­ლი გა­მაჩ­ნია და არც მეგ­ობარი.
სამ­ივემ შემ­ომხე­და, თუმ­ცა არა უნ­დობ­ლად. მათ მზე­რაში არ იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ეჭ­ვი, ის უფ­რო ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას ამჟ­ღ­ავ­ნებ­და. მაგ­რამ, მკი­თხველო, მე მხედ­ველ­ობაში მხო­ლოდ ქა­ლები მყავს. სენტ-ჯო­ნის თვა­ლებში ვე­რა­ფერს წა­იკი­თხავდით, თუმ­ცა ისი­ნი ნა­თელი და მოკრ­ია­ლებული იყო. ჩან­და, მა­თი პატ­რო­ნი სხვი­სი ფიქ­რე­ბის წა­სა­კი­თხად უფ­რო იყე­ნებ­და მათ, ვიდ­რე სა­კუ­თარის გა­სა­მჟ­ღ­ავ­ნებ­ლად. სხვის სულ­ში ჩაწ­ვდომა და სა­კუ­თარი გრძნო­ბე­ბის და­მალ­ვა კარ­გად ეთან­ხმებ­ოდა ერ­თმა­ნეთს ადამ­იანის ასა­ღ­ელ­ვებ­ლად და არა და­სამ­შვიდებ­ლად.

- გინ­დათ თქვათ, - მკი­თხა მან, - რომ მთელ ქვე­ყა­ნა­ზე არავ­ისთან არა­ფერი გა­კ­ავ­შირებთ?
- დი­ახ. არავ­ისთან არა­ფერი მა­კ­ავ­შირებს. არც არავ­ითარი უფ­ლე­ბა მაქვს აქ, ინ­გ­ლის­ში, მოვ­თხო­ვო ვინ­მეს, თა­ვის ჭერ­ქვეშ მო­მი­ა­როს.
- ეს თქვენს ასა­კში მე­ტად უც­ნა­უ­რი ამ­ბავ­ია!
ამის თქმა­ზე შევ­ნიშნე, მი­სი მზე­რა ჩემს ხე­ლებს მის­წ­ვ­და. ხე­ლები ამ დროს წინ, მაგ­იდა­ზე მეწყო. გამ­იკვ­ირდა, რა უნ­და-­მეთქი, მაგ­რამ მის­მა სიტყ­ვებ­მა მაშ­ინვე მი­მახ­ვედ­რა.
- გათხო­ვი­ლი არ ყო­ფილ­ხართ? ში­ნა­ბე­რა ხართ?
- ის ხომ ჯერ ჩვიდ­მეტ­-თვრა­მეტი წლი­სა­ზე მე­ტის არ იქ­ნე­ბა, სენტ-ჯონ, - გაი­ცინა დია­ნამ.
- ცხრა­მეტის ვხდე­ბი, მაგ­რამ გათხო­ვი­ლი არა ვარ. დი­ახ, არა.
ვიგ­რ­ძე­ნი, სა­ხე­ზე ალ­მუ­რი მო­მე­დო. გათ­ხოვების ხსე­ნე­ბამ მწა­რე და ამა­ღ­ელ­ვე­ბელი მო­გო­ნე­ბები ამ­იშა­ლა.
სამ­ივემ შე­მატყო შეშ­ფოთე­ბა და აღ­ელ­ვე­ბა. დია­ნამ და მე­რიმ ჩემს ავარ­დისფე­რებულ სა­ხეს თვა­ლი მო­არ­იდეს. ამ მხრივ შვე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, მაგ­რამ მა­თი გულ­ქ­ვა და მკ­აცრი ძმა თვალს არ მაც­ილებ­და, ვიდ­რე ამ აღ­ელ­ვე­ბამ სი­წით­ლეს­თან ერ­თად არ ამატ­ირა კი­დეც.
- ბო­ლოს სად ცხოვ­რობ­დით? - მკი­თხა შემ­დეგ.

- მეტ­ისმე­ტად ბევრს ეკი­თხები, სენტ-ჯონ, - ჩაი­ლა­პა­რაკა მე­რიმ და­ბალი ხმით. მაგ­რამ სენტ-ჯო­ნი მაგ­იდას და­ეყრდნო და პა­სუხს ითხოვ­და. მზე­რა კვ­ლავ მტკი­ცე და გულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი ჰქონ­და.
- სახ­ლი, სა­დაც ვცხოვ­რობ­დი და სა­ხელი იმ ადამ­იან­ისა, ვის­თა­ნაც ერ­თად ვცხოვ­რობ­დი, ჩე­მი საი­დუმლოა, - მი­ვუ­გე მოკ­ლედ.
- და ეს სა­ი­დუმ­ლო, ჩე­მი აზ­რით, სრუ­ლი უფ­ლე­ბა გაქვთ, არც სენტ-ჯონს უთხ­რათ და არც ვინ­მე სხვას, თუ არ გსურთ, - შენ­იშნა დია­ნამ.
- მაგ­რამ, თუ არა­ფერი მეც­ოდინე­ბა თქვენ შე­სა­ხებ, ვერ და­გეხ­მა­რებით, - წარ­მოთქვა სენ­ტ-ჯონ­მა, - დახ­მა­რე­ბა კი გჭირ­დე­ბათ. გა­ნა ასე არა­ა?
- დი­ახ, მჭირ­დე­ბა და ვე­ძებ მას, სერ, ვიდ­რე რო­მელ­იმე კაც­თმოყვა­რე ადამ­იანი არ მომ­ცემს ისეთ სამ­უშაოს, რომ­ლის შეს­რულე­ბას შევ­ძლებ და აღ­ებული გა­სამ­რჯელოთი ვიცხოვ­რებ. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ეს გა­სამ­რჯელო ცხოვ­რე­ბის სა­ჭი­რო მი­ნი­მუ­მი­სათ­ვის სა­კ­მარისი იქ­ნე­ბა.
- არ ვი­ცი, კაც­თმოყვა­რე ვარ თუ არა, მაგ­რამ ძალ­იან მინ­და და­გეხ­მაროთ, რო­გორც კი შე­მეძ­ლე­ბა. ამი­ტომ, უპირ­ვე­ლე­სად მითხა­რით, რას აკ­ე­თებდით და რა შეგ­იძლიათ?

რო­გორც იქ­ნა, ჩაი მოვ­ს­ვი. სას­მელ­მა მხნეო­ბა დამ­იბრუნა. იმ ღვ­ინოსავით მო­მა­მაგ­რა, გო­ლი­ათს რომ მა­ტებს ხოლ­მე ძა­ლას. აღ­ელ­ვებული ნერ­ვები დამ­იმშვიდდა და შე­მაძ­ლებ­ინა ამ ახალ­გაზ­რდა მო­სა­მართლის სულ­ში ჩამ­წ­ვ­დომ სიტყ­ვებს მტკი­ცედ დავ­ხვედროდი.
- მის­ტერ რი­ვერს, - მი­ვუბ­რუნ­დი მას და ისე­ვე პირ­და­პირ და მო­უ­რი­დებ­ლად ვუმ­ზერ­დი, რო­გორც თვი­თონ მი­ყუ­რებ­და: - თქვენ და თქვენ­მა დებ­მა დი­დი სამ­სახური გამ­იწიეთ. უდი­დე­სი სამ­სახური, რო­მე­ლიც ადამ­იანს შეუ­ძლია მეო­რე ადამ­იანს აღ­მო­უ­ჩი­ნოს. თქვე­ნი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი სტუ­მარ­თმოყვა­რეობით სიკვ­დილისგან მიხ­სე­ნით. თქვენ მი­ერ აღმ­ოჩენილი დახ­მა­რე­ბა მა­ვალ­დებ­ულებს, მად­ლიერი და შეძ­ლებ­ისდაგ­ვა­რად გუ­ლახ­დი­ლი ვი­ყო. ამ­იტომაც მინ­და იმ მო­ხეტ­იალის ამ­ბავი გი­ამ­ბოთ, რო­მე­ლიც შეი­ფა­რეთ. გი­ამ­ბობთ ისე, რომ არ დავ­ირღვიო სუ­ლის სიმ­შ­ვი­დე, არ დავ­იქანცო არც გო­ნებ­რივად, არც ფი­ზი­კუ­რად და არც სხვე­ბი დავ­ქანცო.

- მე ობო­ლი ვარ. მღვდლის ქა­ლიშ­ვი­ლი, მშობ­ლე­ბი არ მახ­სოვს. ად­რე გარ­დაი­ცვალ­ნენ. ვიზ­რ­დე­ბო­დი სხვის კარ­ზე. სწავ­ლა-­გა­ნათ­ლე­ბა საქ­ველ­მოქმედო სას­წავ­ლე­ბელში მი­ვიღ­ე. დაგ­ისა­ხე­ლებთ სას­წავ­ლებლის სა­ხელს, სა­დაც რვა წე­ლი დავ­ყავი: ექ­ვ­სი, რო­გორც მოს­წავ­ლემ, და ორიც - რო­გორც მას­წავ­ლე­ბელ­მა. ეს გახ­ლავთ ობოლ ბავ­შვთა ლო­ვუ­დის თავ­შე­სა­ფარი - შა­ი­რის საგ­რაფოში. ალ­ბათ, გსმენ­იათ მას­ზე, მის­ტერ რი­ვერს? ამ სას­წავ­ლებლის მნეა დი­დად პატ­ივცემული რო­ბერტ ბროკ­ლე­ჰერსტი.

- მის­ტერ ბროკ­ლე­ჰერ­სტზე გამ­იგია და სას­წავ­ლე­ბელიც მი­ნახავს.
- და­ახ­ლოებით ერ­თი წლის წინ ლო­ვუ­დი დავ­ტოვე და გა­დავ­წყვიტე, აღმ­ზრდე­ლად და­მეწყო კერ­ძო ოჯახ­ში მუ­შაო­ბა. კარ­გი ად­გი­ლი ვი­შო­ვე და ბედ­ნიერიც ვი­ყა­ვი. აი, ამ ოჯა­ხის დატ­ოვე­ბა მო­მიხ­და ოთხი დღის წინ, ვიდ­რე აქ მო­ვი­დო­დი. წა­მოს­ვ­ლის მი­ზეზს ვერ გეტყ­ვით და არც უნ­და გითხ­რათ. ამის თქმა უსარ­გებ­ლოა და სახ­იფათოც. ალ­ბათ, დაუ­ჯე­რებ­ლა­დაც მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. ამ საქ­მეში ბრა­ლი არა მაქვს. ისე­ვე უდა­ნა­შაულო ვარ, რო­გორც თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­განი. ერ­თი ცხად­ია - უბე­დუ­რი ვარ და რამ­დენ­იმე ხანს კი­დევ ასე ვიქ­ნე­ბი, რად­გან საშ­ინელ­მა, უც­ნაუ­რმა უბედ­ურე­ბამ გამ­ომაგდო იმ სახ­ლიდან, სა­დაც ოდე­სღ­აც სამ­ოთხე ვი­პო­ვე. მხო­ლოდ ორი რამ მამ­ოძრავ­ებ­და: რაც შეი­ძლე­ბა სწრა­ფად და ფარ­ულად და­მეტ­ოვებ­ინა იქაუ­რობა. ამი­ტომ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ფერი, რაც გა­მაჩ­ნდა, და­მეტ­ოვებ­ინა და თან მხო­ლოდ პა­ტა­რა ბოხ­ჩა წამ­ომე­ღო. ისიც, გო­ნე­ბა­ა­რეულს, სიჩ­ქა­რით იმ ეტ­ლ­ში დამ­რჩა, უიტ­კ­როს­ში რომ მო­მიყ­ვა­ნა. ასე რომ, ამ არე­მა­რეში სრუ­ლი­ად უფუ­ლოდ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ორი ღა­მე ღია ცის ქვეშ მეძ­ინა. ორი დღე ისე და­ვე­ხე­ტებოდი, რომ არც ერ­თი სახ­ლის ზღუ­რბლზე ფე­ხი არ გა­დამ­იდგამს. ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში მხო­ლოდ ორ­ჯერ ვჭა­მე საჭ­მელი; და სწო­რედ იმ დროს, რო­დე­საც შიმ­შილ­მა, სი­სუს­ტემ და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბამ სიკ­ვ­დი­ლის პი­რას მი­მიყ­ვა­ნა, თქვენ, მის­ტერ რი­ვერს, არ და­უშ­ვით, რომ გაჭ­ირვებით სუ­ლი ამ­ომსვლოდა და თქვენს ჭერ­ქვეშ შემ­იფა­რეთ. კარ­გად ვი­ცი, რაც თქვენ­მა დებ­მა გა­ა­კ­ე­თეს ჩემ­თ­ვის. მაშ­ინაც კი, რო­ცა გულ­წა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, გო­ნე­ბა წუ­თი­თაც არ დამ­იკ­არ­გავს. უზო­მოდ მად­ლიერი ვარ თქვე­ნი დე­ბის უშუ­ა­ლო, ჭეშ­მარიტი, კე­თი­ლი თა­ნაგ­რძნობისა და თქვე­ნი ღვთი­უ­რი ქველ­მოქმე­დებ­ისა.

- მეტს ნუღ­არ ალა­პა­რა­კ­ებ, სენტ-ჯონ, - უთხ­რა დია­ნამ, რო­დე­საც შევ­ჩერდი. - რა­სა­კვ­ირველ­ია, ჯერ კი­დევ არ შეი­ძლე­ბა მის­თ­ვის აღ­ელ­ვე­ბა. ახ­ლა მო­დით და დი­ვან­ზე და­ჯექით, მის ელი­ოტ.
ჩემ­დაუნებ­ურად შევ­ც­ბუნ­დი ამ გა­მო­გო­ნი­ლი სა­ხელის გაგ­ონე­ბა­ზე. უკ­ვე დამ­ვიწყებ­ოდა ჩე­მი ახა­ლი გვა­რი. მის­ტერ რი­ვერსს, რო­მელ­საც, რო­გორც ჩანს, არა­ფერი გამ­ოე­პა­რებ­ოდა, არც ეს დარ­ჩენ­ია შეუ­მჩნე­ველი.
- თქვენ თქვით, რომ ჯე­ინ ელი­ო­ტი ხართ, - შენ­იშნა მან.
- დი­ახ, ასე­ა. ეს სა­ხელ­ია, რო­მე­ლიც უნ­და მერ­ქვას ამჟ­ა­მად. ეს არ არის ჩე­მი ნამ­დ­ვი­ლი გვა­რი. ამ­იტომაც მე­ხამ­უშე­ბა მი­სი გაგ­ონე­ბა.
- თქვენს ნამ­დ­ვილ სა­ხელ­სა და გვარს, რა­სა­კვ­ირველ­ია, არ გვეტყ­ვით?
- არა. ყვე­ლა­ზე მე­ტად ამის გა­მჟ­ღ­ავ­ნების მეშ­ინია. ამი­ტომ მისკ­ენ მი­მა­ვალ ყო­ველ საშ­უა­ლე­ბას ვსპობ.
- თქვენ სრუ­ლი­ად მარ­თალი ხართ, დარ­წმუნებული ვარ, - თქვა დია­ნამ. - ახ­ლა კი, გთხოვთ, ძმაო, ცო­ტა ხანს და­ა­ნე­ბეთ თა­ვი, რომ დამ­შვიდდეს.
მაგ­რამ რამ­დენ­იმე ხნის ფიქ­რის შემ­დეგ მან კვ­ლავ აღუ­შფოთებ­ლად და კვ­ლავ ისეთ­ივე სულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი მზე­რით გა­ნაგრძო:
- თქვენ, ალ­ბათ, არ მო­ინ­დო­მებთ დიდ­ხანს ისარ­გებლოთ ჩვე­ნი სტუ­მარ­თმოყვა­რეობით. რო­გორც ვხე­დავ, მო­ი­სურ­ვებთ, რაც შეი­ძლე­ბა მა­ლე გაი­თავისუფლოთ თა­ვი ჩე­მი დე­ბის ზრუნ­ვი­სა და ყვე­ლა­ზე მე­ტად ჩე­მი ქველ­მოქმე­დებ­ისგან (კ­არ­გად მეს­მის ეს სხვაო­ბა და არც შეუ­რაცხყოფილი ვარ. ასეც უნ­და იყოს). გინ­დათ თავ­ისუფალი იყოთ ჩვენ­გან?
- დი­ახ, ასე­ა, აკი გითხა­რით კი­დეც, მიჩ­ვე­ნეთ, რო­გორ ვიშ­რო­მო ან რო­გორ ვი­შო­ვო სამ­უშაო. სულ ეს არის ჩე­მი თხოვ­ნა ახ­ლა. რო­ცა ვი­შო­ვი, ნე­ბა მო­მე­ცით, თუნ­დაც ის უღ­არ­იბესი ქო­ხი იყოს, მა­ინც წავ­იდე. მა­ნამ­დე კი ნე­ბა დამ­რთეთ, აქ დავ­რჩე. ში­შის ზარს მცემს, რომ კვ­ლავ უსახ­ლკ­აროდ და უგ­რო­შოდ ხეტ­იალი მო­მი­წევს.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, უნ­და დარ­ჩეთ, - მითხ­რა დია­ნამ და თა­ვი­სი თეთ­რი ხე­ლი თავ­ზე გა­დამ­ისვა.
- უნ­და დარ­ჩეთ, - გაი­მეო­რა მე­რიმ იმ ფა­რუ­ლი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით, რო­მე­ლიც მას სჩვეო­და.
- თქვენ ხე­დავთ, ჩემს დებს დიდ სი­ამ­ოვნე­ბას ან­იჭებს თქვენ­ზე ზრუნ­ვა, - წარ­მოთქვა სენ­ტ-ჯონ­მა, ასე­ვე სას­იამოვნო იქ­ნებ­ოდა მათ­თ­ვის ზამ­თ­რის ყინ­ვი­ა­ნი ქარ­ისა­გან ბუ­დი­დან დამ­ფრთხალი, გა­თო­ში­ლი ბე­ღუ­რების მოვ­ლა-­პატ­რონობა. თა­ვი რომ ირ­ჩი­ნოთ, ძალ­-ღო­ნეს არ დავ­ზოგავ ამის­თ­ვის. მაგ­რამ იცო­დეთ: ჩე­მი შე­საძ­ლებ­ლობანი ძალ­იან შე­ზღუ­დულია. მე ხომ მხო­ლოდ ერ­თი ღა­რი­ბი სოფ­ლის მრევ­ლის მღვ­დელი ვარ. ჩე­მი დახ­მა­რე­ბა ყვე­ლა­ზე უბ­რა­ლო იქ­ნე­ბა და, თუ თქვენ გძულთ ასე­თი უბ­რა­ლო, სა­და ცხოვ­რე­ბა, ეძ­იეთ უფ­რო კარ­გი სამ­უშაო, ვიდ­რე მე შემ­იძლია შემ­ოგთა­ვაზოთ.

- მან უკ­ვე თქვა, რომ ყო­ველ­გვარ პატ­იოსან საქ­მეს მოჰ­კი­დებს ხელს, თუ­კი ეს მის ძა­ლას არ აღ­ე­მა­ტე­ბა, - ჩემ მაგ­ივრად უპას­უხა დია­ნამ.
- და შენ იცი, სენტ-ჯონ, მას მე­ტი არა­ვინ ჰყავს დამ­ხმა­რე. ის იძუ­ლებ­ულია ისეთ მკ­აცრ ადამ­იანს და­ეყრდნოს, რო­გო­რიც შენ ხარ.
- მკ­ე­რა­ვა­დაც ვი­მუ­შა­ვებ, არ დავ­იწუნებ არც უბ­რა­ლო სამ­უშაოს; მო­სამ­სახ­ურედ წა­ვალ, მომ­ვ­ლე­ლა­დაც, თუ უკ­ე­თეს სამ­უშაო­ზე ვერ გამ­ოვდგები, - ვუ­პას­უხე.
- კარ­გი, - თქვა სენ­ტ-ჯონ­მა ცი­ვად, - თუ ასე­თი გან­ზრახ­ვა გაქვთ, გპირ­დე­ბით დახ­მა­რე­ბას, რო­გორც შევ­ძლებ.
ამის შემ­დეგ ისევ წიგნს დაუ­ბრუნდა, რო­მელ­საც ჩა­ის შემ­ოტა­ნამ­დე კი­თხულობდა. სა­ნამ ჩე­მი დღ­ე­ვან­დელი სი­სუს­ტე ნე­ბას მაძ­ლევ­და, ვი­ჯე­ქი და ვლა­პა­რა­კობდი. დავ­იღ­ა­ლე, ავ­დექი და ოთახ­იდან გა­ვედი.


***
რაც უფ­რო ვეც­ნო­ბო­დი მურ-ჰა­უ­სის მცხოვ­რებთ, მით უფ­რო მე­ტად მომ­წონ­დ­ნენ ისი­ნი. რამ­დენ­იმე დღ­ეში იმ­დე­ნად მო­ვიკ­ე­თე, მთელ დღ­ეს შე­მეძლო ფეხ­ზე ყოფ­ნა. სეი­რნობაც შევ­ძელი. ახ­ლა უკ­ვე ვმო­ნაწ­ილეობდი დია­ნა­სა და მე­რის ყო­ველ­დღიურ საქ­მიან­ობაში. ვსა­უბ­რობ­დი მათ­თან, რამ­დენ ხან­საც სურ­დათ. მზად ვი­ყა­ვი, დავ­ხმა­რებოდი ყვე­ლა­ფერში, თუ ისი­ნი ამის ნე­ბას მომ­ცემ­დნენ. ეს ურ­თი­ერ­თობა ჩემ­თ­ვის აქამ­დე უც­ნო­ბი, მაც­ოცხლე­ბელი სი­ამ­ოვნების წყა­როდ მექ­ცა. ამ სი­ამ­ოვნე­ბას გემ­ოვნე­ბა­თა, გრძნო­ბა­თა და აზ­რთა ერ­თიან­ობა ქმნი­და.
მომ­წონ­და ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მათ მოს­წონ­დათ; რაც მათ სი­ამ­ოვნებ­დათ, მეც გულს სი­ა­მით მივ­სებ­და; რა­საც ისი­ნი მხარს უჭერ­დნენ, მეც პატ­ივისცემით ვეპყ­რო­ბო­დი. დია­ნა­სა და მე­რის უყ­ვარ­დათ თავ­იანთი გან­მარ­ტოებით მდგა­რი სახ­ლი და მეც მი­ზი­დავ­და ეს რუ­ხი, პა­ტა­რა, ძვე­ლებური სწორ­სახ­ურავ­იანი შენ­ობა გი­სო­სებ­იანი ფან­ჯრებით, უკ­ვე სიძ­ველ­ისგან ბზარ­შე­პარული კედ­ლები, ბე­ბერი ნაძ­ვის ხე­ების ხეი­ვანი, სა­დაც ხე­ები მთი­დან მო­ვარ­დ­ნილ ხშირ ქა­რებს და­ე­ჯაბ­ნათ და გვერ­დზე გა­და­ე­ხა­რათ; მომ­წონ­და ურ­თხ­ლი­თა და დე­კ­ათი და­ბუ­რუ­ლი ბა­ღი, სა­დაც მხო­ლოდ ამ­ტანი ყვავ­ილები იზ­რ­დებ­ოდნენ. აი, აქ ვი­პო­ვე მაც­ოცხლე­ბელი და მუდ­მი­ვი ნე­ტა­რების წყა­რო. ისი­ნი შეჩ­ვეო­დნენ საც­ხოვრებლის ირ­გ­ვ­ლივ მა­ნანით და­ფარულ ად­გილებს, და­ცემულ ველს. ამ სახ­ლის ალა­ყაფის კარ­თან იწყებ­ოდა კენ­ჭებით და­ფარული საც­ხენოსნო გზა და ველ­ზე გად­იოდა. გზა ჯერ გვიმ­რებს შო­რის მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა და შემ­დეგ ტრა­მა­ლებში ჩას­მულ პა­ტა­რა, უკ­აც­რიელ საძ­ოვარ მინ­დ­ვ­რებ­ზე გად­იოდა. ამ მინ­დ­ვ­რებ­ში ცხვრის რუ­ხი ფა­რა გა­ფანტულიყო ხაო­იან­დრუნჩიანი ბა­ტკ­ნებით. აი, ამ ად­გილს შეჩ­ვეო­დნენ­-მეთ­ქი ისი­ნი და დი­დად ახა­რებ­დათ ყო­ველ­ივე ამის და­ნახ­ვა. ეს გრძნო­ბა კარ­გად მეს­მოდა. ვხე­დავდი, რამ­დე­ნად ძლი­ე­რი და ნამ­დ­ვი­ლი იყო იგი, რაო­დენ მიმ­ზიდ­ვე­ლი. ვგრძნობ­დი მის სიწ­მინ­დეს, სიმ­ყუდ­რო­ვეს. მსი­ამ­ოვნებ­და, რო­დე­საც გავ­ცქეროდი პა­ტა­რა ბორ­ც­ვებ­სა და კლა­კნილ ბი­ლიკს. თვალს მტა­ცებ­და ხავ­სი, მა­ნა­ნები, ყვავ­ილებით დაწ­ინწკლული კო­რდები, რომ­ლე­ბიც მთებ­სა და ვე­ლებს ჭია­ტა ფე­რებით ხა­ტავ­და. ამ ყვე­ლა­ფერს მეც მათ­სავით აღვ­იქვამდი, რო­გორც ნამ­დვილსა და ნე­ტარი სი­ამ­ოვნების წყა­როს. ძლი­ე­რი ქა­რი თუ მსუ­ბუ­ქი ნი­ა­ვი; ცუ­დი ამინ­დი თუ უშ­ფოთ­ვე­ლი დღ­ე­ები; მზის ამ­ოსვლა თუ ჩას­ვლა; მთვა­რით გა­კ­ა­შკ­ა­შებული თუ შავ­ბნელი ღრ­უბლებით ჩამ­უქებული ღა­მე ისეთ­ივე მიმ­ზიდ­ვე­ლი იყო ჩემ­თ­ვის, რო­გორც მათ­თ­ვის; ისე­ვე მი­ხა­რებ­და სულ­სა და გულს, რო­გორც მათ.

სახ­ლ­შიც ასე­ვე შეხ­მა­ტკბ­ილებ­ულად ვცხოვ­რობ­დით. დე­ბი ჩემ­ზე უკ­ეთ ნას­წავლი და ნა­კითხნი იყ­ვ­ნენ. ბეჯ­ითად და­ვა­დექი ცოდ­ნისკ­ენ მი­მა­ვალ გზას, რო­მე­ლიც მათ უკ­ვე გა­ევლოთ. ხარ­ბად და­ვე­წა­ფე მათ მი­ერ მო­ცე­მულ წიგ­ნებს. სა­ღ­ამოობით ერ­თად ვმსჯე­ლობ­დით წა­კი­თხულზე და კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი. აზ­რი აზრს ხვდებ­ოდა, ფიქ­რი ფიქრს. ერ­თი სიტყ­ვით, სრუ­ლი სიმ­შ­ვი­დე და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა დამ­ყარ­და ჩვენ შო­რის.
სამ­თა­გან თუ რო­მელ­იმეს უპი­რა­ტეს­ობა და წამ­ყვანი რო­ლი ჰქონ­და, ეს დია­ნა იყო. გა­რეგ­ნულად ის მჯობ­და. ლა­მაზი იყო, ამა­ვე დროს, ენერ­გი­უ­ლიც. მის მხი­არ­ულე­ბაში იმ­დე­ნი სა­სი­ცოცხ­ლო ენერ­გია ჩქეფ­და, იმ­დე­ნი ხა­ლი­სი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ მიკვ­ირდა და ახ­სნა ვერ მო­მე­ძებ­ნა. მო­სა­ღ­ამ­ოვდებ­ოდა თუ არა, ცო­ტა ხნით კი­დევ ვაგ­რძე­ლებდი საუ­ბარს. მაგ­რამ ჩე­მი მხი­არ­ულე­ბა მა­ლე უკ­ვალოდ ქრებ­ოდა. მეტ­ყვე­ლების უნა­რი სა­დღ­აც გაუ­ჩინარ­დებ­ოდა. აი, მა­შინ სი­ამ­ოვნებით ჩამ­ოვჯდებოდი ხოლ­მე დია­ნას ფერ­ხ­თით, და­ბალ სკ­ამ­ზე, თავს მუხ­ლ­ზე და­ვა­დებდი და ხან მას და ხან მე­რის ვუს­მენ­დი. ისი­ნი ღრ­მად და ჭკვ­იან­ურად მსჯელ­ობდნენ. დია­ნამ შემ­ომთა­ვა­ზა, გერ­მანულ ენას გას­წავლიო. რო­გორ მიყ­ვარ­და, მის­გან რა­მეს რომ ვსწავ­ლობ­დი. ვგრძნობ­დი, მა­საც დი­დად სი­ამ­ოვნებ­და ეს საქ­მიან­ობა და უხ­დებ­ოდა კი­დეც მას­წავ­ლებ­ლობა. მეც ასე­ვე მსი­ამ­ოვნებ­და და მიხ­დებ­ოდა მოს­წავ­ლის რო­ლი. ჩვე­ნი ხას­იათი ერ­თმა­ნეთს არ ეწ­ინა­ა­ღმ­დე­გებ­ოდა. შე­დეგი ამ­ისა კი ურ­თი­ერ­თისადმი სიყ­ვა­რუ­ლი და პატ­ივისცე­მა იყო. დებ­მა შეი­ტყვეს, რომ ხატ­ვა შე­მეძლო; მაშ­ინვე გად­მომცეს თავ­იანთი სა­ხა­ტავი ფან­ქრები და სა­ღ­ე­ბა­ვების ყუ­თე­ბი. ხატ­ვაში უპი­რა­ტეს­ობა ჩემ მხა­რეს იყო. ჩემ­მა უნარ­მა გა­ნაც­ვიფრა და მო­ხიბ­ლა ისი­ნი. მე­რი სა­ათობით იჯ­და ხოლ­მე, რო­ცა ვხა­ტავდი და თვალ­ყურს მა­დევ­ნებ­და. დავ­იწყეთ ხატ­ვის გა­კ­ვეთ­ილები. მე­რი გამ­გონე, ბე­ჯი­თი, გო­ნი­ე­რი მო­წა­ფე აღმ­ოჩნდა. ასე ვსაქ­მიანობდით და ურ­თი­ერ­თით გარ­თულებს, დრო არ გვახ­სოვდა. დღ­ე­ები სა­ა­თე­ბად იქ­ცა, კვ­ირები - დღ­ე­ე­ბად.

ეს მეგ­ობრობა მე­ტად ბუ­ნებ­რივად წარ­მოიშვა და სწრა­ფად გან­მტკი­ცდა დებ­სა და ჩემ შო­რის. მაგ­რამ ამას ვერ ვიტყო­დი სენტ-ჯო­ნის შე­სა­ხებ. ამის მი­ზე­ზი შეი­ძლე­ბა ის იყო, რომ შე­და­რებით იშ­ვია­თად იყო შინ. თით­ქ­მის მთელ დროს ავად­მყოფთა და ღარ­იბთა მო­ნახ­ულე­ბას უთ­მობ­და თა­ვის სამ­რევლოში, სა­დაც სახ­ლები ერ­თმა­ნეთ­ისგან შო­რი­შორს იყო.

რო­გორც ჩან­და, ვე­რავ­ითარი ამინ­დი ვერ შე­ა­ფერ­ხებ­და მის ამ საქ­ველ­მოქმედო საქ­მეს. მის­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო, წვიმ­და თუ და­რი იყო. და­ამ­თავ­რებ­და თუ არა დი­ლის წირ­ვას, ქუდს აიღ­ებ­და, მა­მამისის უკ­ვე და­ბე­რებულ პო­ინ­ტერს, კარ­ლოს, წაი­მძღ­ვა­რებ­და და გაუ­დგებ­ოდა გზას, რა­თა აღ­ეს­რულებ­ინა თა­ვი­სი საყ­ვა­რელი საქ­მე თუ მო­ვა­ლეო­ბა. ვერ გეტყ­ვით, რო­გორ უყუ­რებ­და ის ამ საქ­მეს. ზოგ­ჯერ, რო­ცა ძალ­იან ცუ­დი ამინ­დი იყო, დე­ბი უკ­მაყ­ოფილე­ბას არ მა­ლავ­დნენ და სთხოვ­დ­ნენ, წას­ვლა გა­და­ედო. მა­შინ სენტ-ჯო­ნი თავ­ისებური, უფ­რო სა­ზეიმო, ვიდ­რე მხი­ა­რუ­ლი ღი­მი­ლით უპას­უხებ­და:

- თუ ქა­რის უბ­რა­ლო ქრო­ლა­სა და წვი­მის შხე­ფების გა­მო უარი ვთქვი ამ ად­ვილ საქ­მე­ზე, რა უნ­და მელ­ოდეს ასეთ ზარ­მაც კაცს მო­მა­ვალში, რო­დე­საც ჩე­მი მიზ­ნის გან­ხორციე­ლე­ბას შევ­უდგები.
ასეთ პას­უხზე დია­ნა და მე­რი მხო­ლოდ ამ­ოიოხრებ­დნენ და რამ­დენ­იმე წუთს ნა­ღვ­ლიან ფიქ­რებ­ში გა­ეხ­ვეო­დნენ.
ჩვენს და­მეგ­ობრე­ბას სხვა ამ­ბავიც ეღო­ბებ­ოდა წინ. სენტ-ჯო­ნი, მარ­თალ­ია, ხში­რად არ იყო ხოლ­მე შინ, მაგ­რამ, გარ­და ამ­ისა, მე­ტად გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი, ძნე­ლად გა­სა­გები ადამ­იანი ჩან­და. მუ­ყა­ი­თი თა­ვის მო­ვა­ლეობის შეს­რულე­ბაში და უმ­წიკ­ვ­ლო პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და ჩვე­ვებში, ეს ადამ­იანი, ჩანს, არ ტკ­ბებ­ოდა იმ სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დით, ში­ნა­განი სიმ­ყუდ­რო­ვით, რო­მე­ლიც უნ­და მიე­ზღოს ყო­ველ ჭეშ­მარიტ ქრის­ტი­ან­სა და კაც­თმოყვა­რე ადამ­იანს. ხში­რად, სა­ღ­ამოობით, იჯ­და თა­ვის მაგ­იდას­თან წიგ­ნით ხელ­ში, უეც­რად კი­თხვა­სა თუ წე­რას შეწ­ყვეტ­და, ნიკ­აპს ხელ­ისგულზე და­აყ­რდნობდა და არ ვი­ცი, რა ფიქ­რებს გაჰ­ყვებ­ოდა ხოლ­მე. მაგ­რამ ეს ფიქ­რე­ბი ამა­ღ­ელ­ვე­ბელი და მშფოთ­ვა­რე უნ­და ყო­ფი­ლი­ყო, რად­გა­ნაც მის თვა­ლებში ხში­რად გა­იელ­ვებ­და რა­ღ­აც და დრო­დად­რო გუ­გე­ბიც უფარ­თოვდებ­ოდა.
კი­დევ მე­ტიც: ჩე­მი აზ­რით, ბუ­ნე­ბა მის­თ­ვის არ იყო იმ სი­ამ­ოვნების წყა­რო, რაც მი­სი დე­ბის­თ­ვის. მახ­სოვს, მხო­ლოდ ერ­თხელ თქვა ჩე­მი თან­დას­წრებით, რომ ძლი­ერ იზი­დავს ამ მთე­ბის მკ­აცრი სი­ლა­მა­ზე; ბავ­შვობიდან­ვე უყ­ვარს თა­ვი­სი სახ­ლის ჟამ­თა სვლის­გან ჩამ­უქებული სახ­ურავი და კედ­ლები. მაგ­რამ მის სიტყ­ვებ­სა და კი­ლო­ში უფ­რო სევ­და იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, ვიდ­რე სი­ამ­ოვნე­ბა. რო­გორც ჩანს, არას­ოდეს და­ე­ხე­ტებ­ოდა ამ მა­ნანით და­ბუ­რულ ად­გილებში, არ იზი­დავ­და იქ გა­მე­ფებული, და­მამ­შვიდე­ბელი სიმ­ყუდ­რო­ვე, არას­ოდეს მი­აშ­ურებ­და ხოლ­მე ამ ად­გილებს, რა­თა იქ გა­მე­ფებული სა­ამო სიწყ­ნა­რით დამ­ტკ­ბარიყო.

სენტ-ჯო­ნი ისე­თი უკ­ა­რე­ბა იყო, რომ სა­კ­მაო დრო დამ­ჭირდა, ვიდ­რე შემ­თხვე­ვა მო­მე­ცემ­ოდა და მის სუ­ლი­ერ სამ­ყაროს გავ­იგებდი. ეს პირ­ვე­ლად მორ­ტონ­ში მოხ­და, რო­დე­საც მი­სი ქა­და­გე­ბა მო­ვის­მი­ნე, სოფ­ლის სამ­რევლო ეკ­ლეს­იაში. ნე­ტავ, შე­მეძლოს გად­მოგცეთ! მაგ­რამ ვე­რა. ეს აღ­ე­მა­ტე­ბა ჩემს ძა­ლას. არ შემ­იძლია გად­მოგცეთ, თუ რა ვიგ­რ­ძე­ნი, მას რომ ვუს­მენ­დი.

და­იწყო მშვი­დად და გად­მოცემ­ისა და ხმის ტო­ნის მი­ხედ­ვით ბო­ლომ­დე მშვი­დი იყო. მაგ­რამ მკ­აფიო კი­ლო­ში მა­ინც იგ­რ­ძ­ნო­ბო­და გულ­მოდ­გი­ნედ და­ფარული დი­დი გა­ტა­ცე­ბა და მეტ­ყვე­ლების და­ძაბ­ულობა. სიძ­ლიე­რე შე­ე­მა­ტა მის ხმას, რო­მელ­საც თვი­თონ მა­ლავ­და, აჩ­უმებ­და და გო­ნე­ბას უმორ­ჩი­ლებ­და. ეს სიძ­ლიე­რე გულს ათ­რთოლებ­და, გო­ნე­ბას აო­ცებ­და, მაგ­რამ სიმ­შ­ვი­დეს არ ჰფენ­და მას. ქა­და­გე­ბას აკლ­და სი­ნა­ზე, ადამ­იანს რომ სიმ­შ­ვი­დეს შთა­აგ­ონებს. ზუს­ტად გად­მოსცემ­და და ხში­რად იმეო­რებ­და კალ­ვი­ნის­ტუ­რი მოძღვ­რების პრინ­ცი­პებს - წი­ნას­წარ­მეტ­ყვე­ლე­ბას, ბედ­ითობა­სა და გმო­ბას. ყო­ვე­ლი მი­სი სიტყ­ვა ბედ­ისწერ­ისგან გამ­ოტანილი მსჯავ­რი­ვით ხვდებ­ოდა მსმე­ნელს გულ­ში. და­ამ­თავ­რა თუ არა, იმის მაგ­ივრად, რომ უკ­ეთ მეგ­რ­ძ­ნო თა­ვი, დავ­მშვიდებ­ულიყავი და ნა­თელი მოჰ­ფენ­ოდა სულს, გაუ­რკ­ვე­ველი სევ­და ვიგ­რ­ძე­ნი. ასე მეგ­ონა (არ ვი­ცი, სხვე­ბი თუ იმას­ვე გრძნობ­დ­ნენ), ქა­და­გე­ბა, რო­მელ­საც ასე გულ­დას­მით ვუს­მენ­დი, იმედ­გაც­რუებით მო­წამ­ლუ­ლი, ამ­ოდიოდა გაუ­რკ­ვე­ველი სიღრ­მიდან, სა­დაც და­უკ­მაყ­ოფილე­ბელი სურ­ვი­ლე­ბი, მშფოთ­ვა­რე ფიქ­რე­ბი და სუ­ლის შე­მაწ­უხე­ბელი სწრაფ­ვები ბუ­დობ­დ­ნენ. დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, მთე­ლი თა­ვი­სი უმ­წიკ­ვ­ლო ცხოვ­რე­ბის, პატ­იოსნებ­ისა და საქ­მისადმი თავ­და­დებული შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, მან ვერ იპო­ვა ღვ­თისგან ბო­ძე­ბუ­ლი ის სუ­ლი­ე­რი სიმ­შ­ვი­დე, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აღ­ე­მა­ტე­ბა. ვერ უპო­ვია-­მეთქი, ვფიქ­რობ­დი, ისე­ვე, რო­გორც მე ვერ ვი­პო­ვე; მე, რო­მე­ლიც ფარ­ულად ვა­ტა­რებდი მტან­ჯველ სევ­დას, დარდს დამ­სხვრეულ კე­რა­სა და და­კ­არგულ სამ­ოთხე­ზე. ამ მტკი­ვნეულ სა­კი­თხზე ლა­პა­რა­კს გა­ვურ­ბო­დი, მაგ­რამ ის დღ­ემ­უდამ ჩემ­თან იყო და შეუ­ბრა­ლებ­ლად მა­წა­მებ­და.

ამას­ობაში თვეც გავ­იდა. დია­ნა­სა და მე­რის მა­ლე უნ­და და­ეტ­ოვებ­ინათ მურ ჰა­უ­სი და სრუ­ლი­ად სხვა ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მიან­ობას დაბ­რუნებ­ოდნენ. ისი­ნი სამ­ხრეთ ინ­გ­ლი­სის ქა­ლაქში დიდ, მდიდ­რულ სახ­ლებში აღმ­ზრდე­ლე­ბად მუ­შაო­ბდნენ. ამ ოჯა­ხის მდი­და­რი და ამ­პარ­ტა­ვანი წევ­რები მათ მხო­ლოდ მორ­ჩილ ქვე­შევ­რდომე­ბად თვლიდ­ნენ. არ იცოდ­ნენ და არც აი­ნტე­რე­სებ­დათ მა­თი ში­ნა­განი ღი­რსე­ბები. მათ ცოდ­ნას ისე­ვე აფა­სებ­დნენ, რო­გორც მზა­რეულის ოს­ტა­ტურ ხელს ან პი­რის­ფა­რეშის გემ­ოვნე­ბას.

აქამ­დე სენტ-ჯონს ერ­თი სიტყ­ვი­თაც არ უხ­სე­ნებ­ია სამ­უშაო, რომ­ლის შოვ­ნა­საც შემ­პირდა. ახ­ლა აუ­ცილე­ბელი ხდებ­ოდა რა­მე გზას დავ­დ­გო­მო­დი. ერთ დი­ლით, რო­დე­საც სას­ტუმ­რო ოთახ­ში სრუ­ლი­ად მარ­ტო­ნი დავ­რ­ჩით, გავ­ბე­დე და ფან­ჯ­რის ნიშს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი. ეს კუ­თხე სა­წერი მა­გი­დის, სკ­ამ­ისა და წიგ­ნის კა­რადის წყა­ლო­ბით კაბ­ინეტს ჰგავ­და. ლა­პა­რა­კის დაწ­ყე­ბას ვაპ­ირებდი, მაგ­რამ კარ­გა­დაც არ ვი­ცო­დი, რო­გორ და­მეწყო. რო­გო­რი ძნელ­ია იმ ყი­ნუ­ლის გა­რღ­ვე­ვა, გულ­ჩათხ­რო­ბილ ადამ­ია­ნებს გარს რომ აკ­რავს ხოლ­მე. აქ თვით სენ­ტ-ჯონ­მა მიხ­ს­ნა გაჭ­ირვებ­იდან და პირ­ველ­მა და­იწყო ლა­პა­რა­კი.

ახ­ლოს მი­ვე­დი თუ არა, ამ­ომხე­და.
- რა­ღ­აც გინ­დათ მკითხოთ, - მითხ­რა მან.
- დი­ახ. მინ­დო­და გა­მეგო, ხომ არა­ფერი გსმენ­იათ იმ სამ­უშაო­ზე, რო­მე­ლიც შეი­ძლე­ბა მე შე­ვასრულო?
- თქვენ­თ­ვის სამ­უშაო ვი­შო­ვე ან, უკ­ეთ რომ ვთქვათ, მო­ვი­ფიქ­რე რა­ღ­აც ჯერ კი­დევ ამ სა­მი კვი­რის წინ. მაგ­რამ თქვენ აქ სა­ჭი­რო იყა­ვით და ბედ­ნიერიც, ჩე­მი დე­ბი ძალ­იან შე­გეჩ­ვივნენ და მათ­თ­ვის თქვენ­თან ყოფ­ნა დი­დად სას­იამოვნო იყო. ამი­ტომ მი­ზან­შეწ­ონილად ჩავ­თვა­ლე, არ და­მე­რღვ­ია თქვე­ნი მყუდ­როე­ბა, ვიდ­რე მარ­შენ­დიდან მა­თი წას­ვ­ლის დრო არ მო­ახ­ლოვდებ­ოდა. მათ წას­ვლას კი თქვე­ნიც აუ­ცილებ­ლად მოჰ­ყ­ვებ­ოდა.
- ისი­ნი სამ დღ­ეში უკ­ვე მი­ემ­გზავ­რებ­იან, არა? - ვკი­თხე.
- დი­ახ. მა­თი წას­ვ­ლის შემ­დეგ მე მორ­ტონ­ში დავ­ბრუნდები. ჰა­ნას თან წავ­იყვან. ეს ძვე­ლი შენ­ობა კი და­იკ­ე­ტე­ბა.
ცო­ტა ხანს შევ­იცა­დე, ვი­ცო­დი, კი­დევ იტყო­და რა­ღ­ა­ცას დაწ­ყებულ სა­კი­თხზე, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, სხვა ფიქ­რებ­მა გაი­ტა­ცა. თვა­ლებში ეტ­ყობოდა, სულ და­ვავიწყდით მეც და ჩე­მი საქ­მეც. იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, შე­მეხ­სე­ნებ­ინა ის, რაც ჩემ­თ­ვის აუ­ცილე­ბელი, ყვე­ლა­ზე სას­წრაფო და გა­დაუ­დე­ბელი იყო.
- რა სამ­უშაო გაქვთ მხედ­ველ­ობაში, მის­ტერ რი­ვერს? ამ­დენ ხანს რომ არ მი­ვე­დი, იმე­დი მაქვს, ეს არ შე­ა­ფერ­ხებს სამ­უშაოს მიღ­ე­ბას?
- ოჰ, არა. ეს მხო­ლოდ ჩვენ­ზეა დამ­ოკი­დებული. მე უნ­და მოგ­ცეთ და თქვენ უნ­და მი­ი­ღოთ.

წაიკითხეთ წინა თავები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93