ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთოთხმეტე/ოცდამეთხუთმეტე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთოთხმეტე/ოცდამეთხუთმეტე
კვ­ლავ გაჩ­უმდა. თით­ქოს სურ­ვი­ლიც აღ­არ ჰქონ­და, გა­ეგ­რძე­ლებ­ინა ლა­პა­რა­კი. მო­უთ­მენ­ლობამ შე­მიპყ­რო. ავ­წრიალდი. ჩემს მზე­რაში ჩან­და სურ­ვი­ლი: ზუს­ტად გა­მეგო ყვე­ლა­ფერი. თვალს არ ვაც­ილებდი სენტ-ჯონს. ამან სიტყ­ვებ­ზე ნა­კ­ლებად არ გაჭ­რა. თა­ნაც, ასე უფ­რო ად­ვი­ლი იყო. მიხ­ვ­და, რაც მინ­დო­და. - ნუ ჩქა­რობთ გა­გე­ბას, - მითხ­რა მან. - ნე­ბა მი­ბო­ძეთ, გუ­ლახ­დილად გითხ­რათ, თქვენ­თ­ვის არავ­ითარი შე­სა­ფერისი ან კარ­გი ად­გი­ლი არა მაქვს. ვიდ­რე ყვე­ლა­ფერს გეტყ­ვით, თუ შეი­ძლე­ბა, გაი­ხსე­ნეთ ჩე­მი გაფ­რთხილე­ბა, რო­მე­ლიც, ვგო­ნებ, გა­სა­გები იყო: და­გეხ­მა­რებით, მაგ­რამ ეს დახ­მა­რე­ბა იქ­ნე­ბა ისე­თი, რო­გორ­საც ბრმა გაუ­წევ­და
კოჭლს. ღა­რი­ბი ვარ. მა­მა­ჩემის ვა­ლების გას­ტუმრების შემ­დეგ სა­მე­მკვ­იდრეოდ დამ­რჩე­ბა მხო­ლოდ ეს პა­ტა­რა ფერ­მა, ბე­ბერი ნაძ­ვების ხეი­ვანი და წინ კი მი­წის პა­ტა­რა ნა­კ­ვეთი, ურ­თხ­ლი­თა და დე­კ­ათი და­ფარული ჭა­ლა. მე არ მიც­ნო­ბენ აქ: რი­ვერ­სი ძველ­თაძ­ველი გვარ­ია, მაგ­რამ ამ გვა­რის მხო­ლოდ სა­მი შთამ­ომა­ვალ­ია დარ­ჩენილი. ორი სხვე­ბის სამ­სახურით ირ­ჩე­ნს თავს, ხო­ლო მე­სა­მე მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის­თ­ვის თავს უცხოდ თვლის რო­გორც სი­ცოცხ­ლე­ში, ასე­ვე სიკ­ვ­დი­ლის მე­რეც. დი­ახ, იგი თვლის და ასეც არის, რომ მას ბედ­ნიე­რე­ბა ხვდა წი­ლად. მი­სი სწრაფ­ვაა, მა­ლე დად­გეს დღ­ე, რო­დე­საც გან­შორების ჯვა­რი მხრებ­ზე და­ეს­ვე­ნე­ბა და გა­ნაშ­ორებს მის სულს ხორ­ცის­გან. ელის იმ დღ­ეს, რო­დე­საც გან­მგე­ბელი პრო­ტეს­ტანტული ეკ­ლეს­იისა, რომ­ლის ერ­თი უბ­რა­ლო წევ­რი ისიც არის, მას მო­უხ­მობს: "ა­ღს­დექ და მომ­ყე­ვი მე".

სენ­ტ-ჯონ­მა ეს სიტყ­ვე­ბი ქა­და­გებისთვის ჩვე­უ­ლი წყნა­რი, გუ­ლი­დან ამ­ომა­ვალი ხმით წარ­მოთქვა. სა­ხე ფერ­მკრ­თალი ჰქონ­და. თვა­ლები უე­ლავ­და და ისევ გა­ნაგრძო:

- ღა­რი­ბი და უც­ნა­უ­რი ვარ და ასეთ­ივე ღარ­იბულსა და უბ­რა­ლო სამ­უშაოს თუ შემ­ოგთა­ვა­ზებთ. თქვენ შეი­ძლე­ბა და­მამ­ცირებ­ლად მი­იჩ­ნი­ოთ. ვხე­დავ, ფა­ქიზ საქ­მიან­ობას ხართ ჩვე­უ­ლი, რო­გორც ხალ­ხი უწო­დებს, არა? თქვე­ნი გემ­ოვნე­ბა ამა­ღ­ლებულს ეს­წრაფვის. გეტ­ყობათ, გა­ნათ­ლებულ ხალ­ხთან გიხ­დებ­ოდათ ყოფ­ნა. მაგ­რამ მე არავ­ითარი სამ­უშაო არ მი­მაჩ­ნია და­მამ­ცირებ­ლად, რო­მე­ლიც ადამ­ია­ნების სა­სარ­გებლოდ კეთ­დე­ბა. მე იმ აზრს ვი­ცავ, რომ რაც უფ­რო ძნელ­ია და დაუ­მუშა­ვე­ბელი ნია­დაგი, რომ­ლის დამ­უშა­ვე­ბაც ქრის­ტი­ან მუ­შა­კს ხვდა წი­ლად, და რაც უფ­რო მცი­რეა ამ შრო­მის ნა­ყო­ფი, მით უფ­რო მა­ღ­ალ­ია ასე­თი შრო­მა. ეს პი­ო­ნე­რის ხვედ­რია. სა­ხა­რების მი­ხედ­ვით კი, ქრის­ტი­ა­ნო­ბის პი­ო­ნე­რები მო­ცი­ქუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. მა­თი მო­თა­ვე იყო თვით იესო მაც­ხოვარი.

- შემ­დეგ, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი, რო­დე­საც კვ­ლავ შე­ჩერ­და, - გა­ნაგ­რძეთ.
ვიდ­რე ლა­პა­რა­კს გა­ნა­ახ­ლებ­და, შემ­ომხე­და. ისე მი­ყუ­რებ­და, თით­ქოს ყო­ვე­ლი ჩე­მი ნა­კვთი იეროგ­ლი­ფი იყო, თუმც არ ეჩ­ქა­რებ­ოდა მა­თი წა­კი­თხვა. და­კვ­ირვებით მიღ­ებული და­სკვ­ნები შემ­დეგ­ნაი­რად გამ­ოთქვა:

- დარ­წმუნებული ვარ, ჩემს შემ­ოთა­ვა­ზე­ბა­ზე უარს არ იტყ­ვით, - გა­ნაგრძო მან, - და რამ­დენ­იმე ხანს იმუ­შა­ვებთ კი­დეც. მაგ­რამ ვი­ცი, მუდ­მი­ვად არ დარ­ჩებით. ვერც მე ჩავ­იკ­ე­ტები აქ, ვერ ვიქ­ნე­ბი მიყ­რუ­ე­ბუ­ლი, მშვი­დი ინ­გ­ლი­სუ­რი სოფ­ლის მღვ­დელი. თქვენს ბუ­ნე­ბაშიც არ არის ისე­თი რამ, რაც მშვიდ ცხოვ­რე­ბას ეგ­უე­ბა. თუმ­ცა, ეს თვი­სე­ბა თქვენ­ში სულ სხვა­ნაი­რად მჟ­ღ­ავ­ნდე­ბა.
- თუ შეი­ძლე­ბა, ამ­იხსენით, - ვთხო­ვე, რო­დე­საც სენტ-ჯო­ნი გაჩ­უმდა.

- სი­ამ­ოვნებით. ახ­ლა­ვე გეტყ­ვით, რა ღა­რი­ბულ სამ­სახურს გთა­ვაზობთ, რო­გო­რი უმ­ნიშ­ვ­ნელ­ოა ეს სამ­უშაო და დამ­ქან­ცველი. მა­მის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ მე ვარ ჩე­მი თა­ვის ბატ­ონ-პატ­რო­ნი და მორ­ტონ­ში აღ­არ დავ­რჩები. ამ ად­გილს, ალ­ბათ, ერთ წელ­იწადში გა­ვეც­ლები, მაგ­რამ ვიდ­რე აქ ვარ, ყო­ველ­მ­ხ­რივ ვეც­დები, ჩე­მი მრევ­ლის ცხოვ­რე­ბა გა­ვაუ­მჯობესო. ამ ორი წლის წინ, მე რომ მორ­ტონ­ში ჩამ­ოვედი, აქ სკო­ლაც კი არ იყო. ღარ­იბთა ბავ­შვებს იმე­დიც არ ჰქონ­დათ, რომ ოდეს­მე სკო­ლაში ივ­ლიდ­ნენ. რო­გორც იქ­ნა, მო­ვა­ხერ­ხე და ვა­ჟ­ებისთვის გავ­ხსენი სკო­ლა. ახ­ლა მინ­და გო­გო­ნებ­მაც შეძ­ლონ სწავ­ლა. ამ მიზ­ნის­თ­ვის შენ­ობაც ვი­შო­ვე ქი­რით. ამ შენ­ობას­თან ახ­ლოს პა­ტა­რა, ორო­თახ­იანი კო­ტეჯიც დავ­იქირა­ვე მას­წავ­ლებლისთვის. ეს მას­წავ­ლე­ბელი წელ­იწადში 30 გირ­ვან­ქას მი­იღ­ებს. ბი­ნა უკ­ვე მოწყო­ბი­ლია, თუმ­ცა ღარ­იბულად, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერი ექ­ნე­ბა, რაც კი ადამ­იანს სჭირ­დე­ბა. ამას ჩვენ მის ოლი­ვერს უნ­და ვუ­მად­ლოდეთ. მის ოლი­ვე­რი ჩემს სამ­რევლოში შე­მა­ვალი ერ­თა­დერთი მდი­და­რი პი­როვ­ნე­ბის დედ­ისერ­თა ქალ­იშვილია. მას ეკუთ­ვ­ნის ამ დაბ­ლობ­ში ნემ­სების და­მამ­ზა­დე­ბელი და თუჯ­სას­ხმელი ქარ­ხა­ნა. გარ­და ამ­ისა, მის ოლი­ვერს გან­ზრახული აქვს, ას­წავლოს და ჩა­აც­ვას ობოლ­თა თავ­შე­საფ­რიდან გამ­ოყვანილ ერთ უპატ­რო­ნო ბავშვს იმ პი­რო­ბით, რომ გო­გო­ნა მას­წავ­ლე­ბელს სახ­ლსა და სკო­ლაში ყო­ველ­დღიურ საქ­მიან­ობაში და­ეხ­მა­რე­ბა, რად­გან მას­წავ­ლე­ბელს არ ექ­ნე­ბა დრო, ყვე­ლა­ფერი თვი­თონ გა­ა­კ­ეთოს. გსურთ, ეს მას­წავ­ლე­ბელი იყოთ?

ნაჩ­ქა­რე­ვად შე­მე­კი­თხა. რო­გორც ჩანს, ეგ­ონა, რომ ამ სამ­სახ­ურზე ზიზღით თუ არა, ცი­ვად მა­ინც უარს ვიტყო­დი. მის­თ­ვის უც­ნო­ბი იყო ჩე­მი ფიქ­რე­ბი და გრძნო­ბე­ბი, თუმ­ცა ზო­გი­ერთს გუ­მა­ნით ხვდებ­ოდა. ძნე­ლი იყო, წი­ნას­წარ გა­ეგო, თუ რო­გორ შევ­ხვდებოდი ჩემს ხვედრს. სამ­უშაო მარ­თლაც მე­ტად უბ­რა­ლო იყო, მაგ­რამ, რო­დე­საც შე­ვა­და­რე მდი­დარ ოჯახ­ში აღმ­ზრდელის საქ­მიან­ობას, პირ­ვე­ლი ვარ­ჩიე, რად­გან არავ­ისზე ვიქ­ნე­ბო­დი დამ­ოკი­დებული. უც­ნო­ბებ­თან სამ­სახურის შიშ­მა და­ნა­სავით დამ­ისე­რა გუ­ლი. შემ­ოთა­ვა­ზებული სამ­უშაო არც სა­მარცხვინო იყო, არც უღირ­სი და არც გო­ნე­ბის და­მაჩ­ლუნგე­ბელი. ამი­ტომ გა­დავ­წყვიტე.

- დი­დად გმად­ლობთ, რომ მი­შო­ვეთ სამ­უშაო, მის­ტერ რი­ვერს. სი­ამ­ოვნებით ვიღ­ებ მას.
- კი მაგ­რამ, გაი­გეთ, რას გთა­ვაზობთ? - მკი­თხა მან. - ესაა სოფ­ლის სკო­ლა; თქვე­ნი მოს­წავ­ლე­ები მხო­ლოდ ღა­რი­ბი გლე­ხის შვი­ლე­ბი იქ­ნებ­იან, უკ­ე­თეს შემ­თხვე­ვაში, ფერ­მერ­თა შვი­ლე­ბი. ქსო­ვა, ჭრა­-კ­ერ­ვა, კი­თხვა, წე­რა, ან­გარიში, აი, რა უნ­და ას­წავლოთ მათ. რას უზამთ თქვენს გა­ნათ­ლე­ბას? თქვენს ჭკ­უა-­გონე­ბას? გრძნო­ბებს ან გემ­ოვნე­ბას?
- შევ­ინა­ხავ, ვიდ­რე კვ­ლავ არ დამ­ჭირდე­ბა. არ დავ­ივიწყებ.
- იცით, რა­ზეც თან­ხმდებით?
- რა­სა­კვ­ირველ­ია.
ახ­ლა უკ­ვე გა­იღი­მა. ღი­მი­ლი არც სიმ­წა­რე­სა და არც სევ­დას არ გამ­ოხა­ტავ­და, არა­მედ მხო­ლოდ სი­ამ­ოვნე­ბა­სა და ღრ­მა კმაყ­ოფილე­ბას.
- რო­დის შეუ­დგებით თქვენს საქ­მეს?
- მინ­და, ხვალ­ვე წავ­იდე ჩემს სახ­ლ­ში. მო­მა­ვალ კვ­ირას კი, თუ გნე­ბავთ, მე­ცად­ინეო­ბა­საც შევ­უდგები.
- კე­თი­ლი, მაშ, ასე იყოს.
წამ­ოდგა და ოთახ­ში გა­ია­რა. რამ­დენ­იმე ხანს უსიტყ­ვოდ იდ­გა და შემ­დეგ კვ­ლავ შემ­ომხე­და. თა­ვი გა­აქ­ნია.
- რი­სი არ გჯე­რათ, მის­ტერ რი­ვერს? - ვკი­თხე.
- მორ­ტონ­ში დიდ­ხანს არ დარ­ჩებით. რა­სა­კვ­ირველ­ია, არა!
- რა­ტომ? - რა საფ­უძველი გაქვთ, ასე რომ ამ­ბობთ?
- თქვენს თვა­ლებში ვკითხუ­ლობ ამას. ეს ის თვა­ლები არა­ა, მშვიდ ცხოვ­რე­ბაში დახ­მა­რე­ბას გვპირ­დებ­ოდეს.
- პატ­ივმოყვა­რე არ გახ­ლა­ვართ.
ამ სიტყ­ვე­ბის გაგ­ონე­ბა­ზე შე­კრ­თა. არაო, გაი­მეო­რა.
- რამ გაფ­იქრებ­ინათ პატ­ივმოყვა­რეო­ბა­ზე. ვინ არის პატ­ივმოყვა­რე? ვი­ცი, მე ვარ, მაგ­რამ თქვენ რო­გორ გაი­გეთ?
- მე მხო­ლოდ ჩემს თავ­ზე მო­გახ­სე­ნებთ.
- კარ­გი. თუ თქვენ პატ­ივმოყვა­რე არა ხართ, მაშ, თქვენ ხართ... - აქ ის შე­ჩერ­და.
- რა?

- ვაპ­ირებდი მეთ­ქვა, მო­უთ­მე­ნელი, მაგ­რამ შე­მეშ­ინდა, რომ ვერ გამ­იგებდით და გამ­ინაწ­ყენ­დებოდით. მე მხო­ლოდ იმის თქმა მინ­და, რომ ადამ­იანური გრძნო­ბე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი ჭარ­ბად არის თქვენ­ში. დარ­წმუნებული ვარ, დიდ­ხანს ვერ გაძ­ლებთ მარ­ტოობაში. ამ ერ­თფერ­ოვან შრო­მას, რო­მე­ლიც მიმ­ზიდ­ვე­ლი არ იქ­ნე­ბა, ვერ შეს­წირავთ მთელ თქვენს დროს. მეც ვერ ვეგ­უები, - დაუ­მა­ტა მან ხაზ­გასმით, - ამ მთებს შო­რის გამ­ოკ­ეტილ ჭა­ლებში ჩაფ­ლულ ცხოვ­რე­ბას. ღვთით ბო­ძე­ბუ­ლი ჩე­მი ბუ­ნე­ბა ვერ ეგ­უე­ბა ამას. ნი­ჭი და უნა­რი, ზე­ცით მო­ნა­მადლი, დამ­იდუნდა, გამ­ომეფ­იტა. ხომ გეს­მით ახ­ლა, რო­გორ ვეწ­ინა­ა­ღმ­დე­გები სა­კუ­თარ თავს მე, რო­მე­ლიც უბ­რა­ლო ხვედ­რით და­კ­მაყ­ოფილე­ბას ვქა­და­გებ და ვამ­ტკი­ცებ, შე­შის მჭრელ­სა და წყლის მზი­დავ­საც კი შეუ­ძლიათ თავ­იანთი შრო­მით ღმერთს ემ­სახ­ურონ-მეთ­ქი. მე, მი­სი ეკ­ლესიის მსა­ხუ­რი, მო­უს­ვენ­რობისგან ვბო­ბოქ­რობ. ჰო­და, ჩვე­ნი მის­წ­რა­ფე­ბანი და პრინ­ცი­პე­ბი ერ­თმა­ნეთს რო­გორ­მე უნ­და ეთან­ხმებ­ოდეს.
ოთახ­იდან გავ­იდა. ამ ერთ სა­ათში უფ­რო ბევ­რი რამ გავ­იგე მას­ზე, ვიდ­რე მთე­ლი ერ­თი თვის გან­მავ­ლობაში. კვ­ლავ გაო­ცებული დავ­რ­ჩი.
რაც უფ­რო ახ­ლოვდებ­ოდა დია­ნა­სა და მე­რის გამ­გზავ­რების დღ­ე, ძმას­თან და სა­კუ­თარ სახ­ლთან მა­თი გან­შორების დრო, მით უფ­რო სევ­დიანნი და მდუ­მა­რენი გახ­დნენ ისი­ნი. ორი­ვე ცდი­ლობ­და, არ შე­ემ­ჩნია ეს და კვ­ლავ ბუ­ნებ­რივ­ნი ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ. დია­ნამ გამ­იმხილა, ეს გან­შორე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა წი­ნან­დელ­ისგან, სენტ-ჯონს, ალ­ბათ, რამ­დენ­იმე წელს ვე­ღ­არ შევ­ხვდებით და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, სუ­ლაც ვე­ღ­არ ვნა­ხო­თო.

- ის თავს შეს­წირავს თა­ვის დი­დი ხნის ჩაფ­იქრებულ საქ­მეს, - თქვა მან. - ში­ნა­განი გრძნო­ბე­ბი და სიყ­ვა­რუ­ლი ჯერ კი­დევ ძლი­ერ­ია მას­ში. სენტ-ჯო­ნი მშვი­დი ჩანს, ჯე­ინ, მაგ­რამ მას­ში ნერ­ვი­უ­ლი და­ძაბ­ულობა იმა­ლე­ბა. შეი­ძლე­ბა, ერ­თი შე­ხედვით ფა­ქი­ზი ჩანს, მაგ­რამ არის რამ­დენ­იმე სა­კითხი, რო­მელ­შიც სიკ­ვ­დი­ლი­ვით ულ­მო­ბელ­ია. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მიმ­ძიმს, რომ ვერ გა­და­ვათ­ქმევ­ინე სას­ტიკი გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა. რა­სა­კვ­ირველ­ია, ერ­თი წუ­თი­თაც არ ვა­და­ნა­შაუ­ლებ ამა­ში. ეს მი­ზა­ნი სწო­რია, კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი და ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, მაგ­რამ გუ­ლი მტკი­ვა.
მი­სი მშვენ­იერი თვა­ლები ცრემ­ლით აივ­სო. მე­რიმ თა­ვი და­ხა­რა თა­ვის სამ­უშაო­ზე.
- მა­მა აღ­არ გვყავს, მა­ლე აღ­არც ძმა გვეყ­ოლე­ბა და აღ­არც სახ­ლ-კ­არი გვექ­ნე­ბა, - ჩაი­ლა­პა­რაკა მან.
ამას მაშ­ინვე მეო­რე ამ­ბავი და­ემ­თხვა, თით­ქოს ბედ­ისწერ­ისგან დად­გენილი, რომ ერ­თხელ კი­დევ და­ემ­ტკი­ცებ­ინა ჭეშ­მარ­იტე­ბა თქმუ­ლებ­ისა - "უბედ­ურე­ბას ყო­ველ­თ­ვის უბედ­ურე­ბა სდევს თან" - და მა­თი გა­საჭირისთვის კი­დევ ერ­თი მწუ­ხა­რე­ბა და­ე­მა­ტებ­ინა. ფან­ჯა­რას­თან სენ­ტ-ჯონ­მა გა­ია­რა. წე­რილს კი­თხულობდა. ოთახ­ში შემ­ოვიდა.
- ჩვე­ნი ძია ჯო­ნი გარ­დაი­ცვა­ლა, - თქვა მან.
დე­ბი გაო­ცდნენ, მაგ­რამ არც აღ­ელ­ვე­ბა გამ­ოუმჟ­ღ­ავ­ნებ­იათ და არც წუ­ხი­ლი. მათ­თ­ვის ეს ამ­ბავი უფ­რო მნიშ­ვ­ნელ­ოვანი იყო, ვიდ­რე სამ­წუხარო.
- გარ­დაი­ცვა­ლა? - გაი­მეო­რა დია­ნამ.
- დი­ახ.
მან ცნო­ბის­მოყ­ვა­რეობით სავ­სე მზე­რა ძმას მი­აპყ­რო.
- და მე­რე? - მო­უთ­მენ­ლად იკი­თხა მან ხმა­დაბ­ლა.
- რა უნ­და იყოს, დი? - უპას­უხა ძმამ და ერ­თი ნა­კვთიც არ შერ­ხევ­ია მარ­მარ­ილოსავით უძ­რავ სა­ხე­ზე, - რა შეი­ძლე­ბა იყოს? არა­ფერი. წა­იკი­თხე.
წე­რი­ლი კალ­თაში ჩა­უგ­დო. დია­ნამ თვა­ლი გა­და­ავლო და მე­რის გა­დას­ცა. მე­რიმ უსიტყ­ვოდ წა­იკი­თხა და ძმას დაუ­ბრუნა. სამ­ივემ ერ­თმა­ნეთს გა­და­ხე­და და სამ­ივემ გა­იღი­მა: სა­კ­მაოდ უხა­ლი­სოდ, ნა­ღვ­ლია­ნად.
- ღმერ­თმა აცხო­ნოს. ჩვენ უიმი­სო­დაც ვიცხოვ­რებთ, - თქვა დია­ნამ ბო­ლოს.
- ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, იმა­ზე უა­რე­სად არ ვიცხოვ­რებთ, ვიდ­რე აქამ­დე ვცხოვ­რობ­დით.
- ისე კი, წარ­მომიდგენ­ია, რო­გორ შეი­ძლებ­ოდა მოწყო­ბი­ლი­ყო ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა, - თქვა მის­ტერ რი­ვერ­სმა, - და რო­გორ გან­სხვავ­დე­ბა იგი დღ­ე­ვან­დელ­ისგან.
მან და­კ­ე­ცა წე­რი­ლი, მა­გი­დის უჯ­რა­ში ჩა­კ­ე­ტა და ოთახ­იდან გავ­იდა.
რამ­დენ­იმე ხანს ვდუმ­დით. შემ­დეგ დია­ნა მო­მიბ­რუნ­და და მითხ­რა:

- ჯე­ინ, ალ­ბათ, გიკ­ვირს ჩვე­ნი და ჩვე­ნი საი­დუმლოებ­ისა. ალ­ბათ, გულ­ქ­ვა ადამ­ია­ნე­ბა­დაც გვთვლი, ასე­თი ახ­ლობელი ნა­თე­სავის, ბი­ძის სიკ­ვ­დი­ლი ასე რომ მი­ვიღ­ეთ. მაგ­რამ ჩვენ არას­ოდეს გვი­ნა­ხავს ბი­ძაჩ­ვენი და არც ვიც­ნობ­დით. დე­დის ძმა იყო. მა­მა­ჩემი და ის ამ რამ­დენ­იმე წლის წინ წაი­ჩხუბნენ. სწო­რედ მან ურ­ჩია მა­მას, ხი­ფათ­ში ჩა­ეგდო თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და მო­ნაწ­ილეო­ბა მიე­ღო იმ სა­ვაჭრო საქ­მეში, რო­მელ­მაც გა­კო­ტრე­ბამ­დე მი­იყ­ვა­ნა. შემ­დეგ ერ­თმა­ნეთს ადა­ნა­შაუ­ლებ­დნენ. ბრა­ზით სავ­სენი დას­ცილდნენ ერ­თმა­ნეთს და აღ­არც შეხ­ვედ­რიან. ჩემ­მა ბი­ძამ შემ­დეგ ხე­ლი მოჰ­კი­და საქ­მეს, რო­მელ­მაც გა­ამ­დიდრა. ვგო­ნებ, ოცი ათა­სი გირ­ვან­ქის ქო­ნე­ბა აქვს. ცო­ლი არ ჰყო­ლია და, ჩვენ მე­ტი ახ­ლო ნა­თე­სა­ვები არ ჰყავს, ერ­თი ჩვენ­სავით დის­შ­ვი­ლის გარ­და. მა­მას ყო­ველ­თ­ვის იმე­დი ჰქონ­და, რომ ბი­ძა­ჩემი თა­ვის შეც­დომას იმით გამ­ოისყიდდა, რომ ქო­ნე­ბას დაგ­ვიტოვებ­და. ეს წე­რი­ლი კი გვატ­ყობინებს, რომ მან ან­დერძით მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა მეო­რე ნა­თე­სავს დაუ­ტოვა. ჩვენ დაგ­ვიტოვა მხო­ლოდ ოც­და­ათი გი­ნე­ა, რა­თა შე­ვი­ძი­ნოთ სამ­გლოვიარო ბე­ჭედი. რა­სა­კვ­ირველ­ია, მას უფ­ლე­ბა ჰქონ­და, რო­გორც უნ­დო­და, ისე მოქ­ცე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ წუ­თი­ერ­მა სევ­დამ შეგ­ვიპყ­რო ამ ამ­ბის გა­გე­ბა­ზე. მე­რი და მე მდიდ­რე­ბად ჩავ­თ­ვ­ლი­დით თავს, თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის ათა­სი გირ­ვან­ქაც რომ და­ეტ­ოვებ­ინა, ხო­ლო სენტ-ჯო­ნის­თ­ვის ხომ ეს თან­ხა ფას­დაუ­დე­ბელი იქ­ნებ­ოდა. უამ­რავი კე­თი­ლი საქ­მის გა­კ­ე­თე­ბას შეძ­ლებ­და.

ასე­თი გან­მარ­ტების შემ­დეგ სა­უბ­რის თე­მა შეი­ცვა­ლა და ერ­თი სიტყ­ვი­თაც აღ­არ უხ­სე­ნებ­იათ ის არც მის­ტერ რი­ვერ­სსა და არც მის დებს. მეო­რე დღ­ეს მარ­შენდი დავ­ტოვე და მორ­ტონ­ში წა­ვედი. ერ­თი დღის შემ­დეგ დია­ნა და მე­რიც გა­ეშ­ურნენ შო­რე­ულ ქა­ლაქ ბ-ში. ერთ კვ­ირაში მის­ტერ რი­ვერ­სი და ჰა­ნაც დაბ­რუნდნენ მღვდლის­თ­ვის გა­ნკუთვნილ სახ­ლ­ში. ასე და­ცარ­იელ­და ეს ძვე­ლებური საც­ხოვრე­ბელი.


თა­ვი ოცდამეთხუთმეტე

ამ­გვა­რად, სახ­ლი, რო­მე­ლიც ძლივს ვი­პო­ვე, კო­ტეჯ­ია. პა­ტა­რა ოთა­ხი თეთ­რი კედ­ლებ­ითა და მო­პირკ­ე­თებული ია­ტა­კით. დგას ოთხი შე­ღ­ებილი სკ­ამი. აქ­ვეა მაგ­იდა, სა­ათი, ჭურ­ჭ­ლის კა­რა­და სამ­იოდე თეფ­შით, ლან­გრებ­ითა და ფა­ი­ფუ­რის ჩა­ის ჭურ­ჭ­ლით. მა­ღ­ლა საძ­ინე­ბელი ოთახ­ია, ფიჭ­ვის ხის საწ­ოლითა და უჯ­რებ­იანი კო­მო­დით. კო­მო­დი პა­ტა­რა­ა, მაგ­რამ მე­ტიც არის ჩე­მი ღა­რი­ბუ­ლი ტან­ისამოსისთვის, თუმ­ცა, ჩე­მი ფა­ქი­ზი და კე­თი­ლი მეგ­ობრების წყა­ლო­ბით, ბევ­რი აუ­ცილე­ბელი რამ შევ­იძინე.

სა­ღ­ამ­ოა. ცო­ტაო­დენი გა­სამ­რჯელო მი­ვე­ცი პა­ტა­რა ობოლ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც მემ­სახ­ურე­ბა, და დავ­ითხოვე. მარ­ტო ვზი­ვარ ბუ­ხარ­თან. სოფ­ლის სკო­ლა ამ დი­ლით გაი­ხსნა. ოცი მო­წა­ფე მყავ­და, მაგ­რამ აქე­დან მხო­ლოდ სამ­მა იცის ქსო­ვა და რამ­დენ­იმემ - ცო­ტაო­დენი კერ­ვა. ამ რა­ი­ო­ნის­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელ კი­ლოზე ლა­პა­რა­კო­ბენ. ჯერ­ჯერობით გვი­ჭირს ურ­თი­ერ­თობა. ზოგ­მა მოქ­ცე­ვაც კი არ იცის - უხეშ­ია და იმ­დე­ნად­ვე გაუ­ზრდელი, რამ­დე­ნა­დაც უვი­ცი; მაგ­რამ და­ნარ­ჩე­ნები გამ­გონენი არ­იან, სწავ­ლაც უნ­დათ და თან ცდი­ლო­ბენ, მას­იამოვნონ. მუ­დამ უნ­და მახ­სოვდეს, რომ ეს უბად­რუკი პა­ტა­რა გლეხ­უჭები სუ­ლი­თა და ხორ­ცით ისე­ვე კარ­გები არ­იან, რო­გორც უკ­ეთ­ილშობილესი წარ­მო­შო­ბის შთამ­ომა­ვალნი; რომ სიკ­ეთის, კეთ­ილშობილების, სიბ­რ­ძ­ნი­სა და კარ­გი გრძნო­ბე­ბის საწყი­სი მათ­შიც ისე­ვეა მო­ცე­მუ­ლი, რო­გორც სა­უკ­ე­თესო წარ­მო­შო­ბის ადამ­ია­ნებში. ჩე­მი ვალ­ია, მათ­ში ეს საწყი­სი გან­ვავ­ითარო; უდა­ვოდ, მეც გა­რკ­ვეულ სი­ხა­რულს მი­ვიღ­ებ ჩე­მი საქ­მიან­ობისგან და, თუ სიმ­ტ­კი­ცე გამ­ოვიჩინე და ძა­ლა ჭკუ­ით მო­ვიხ­მა­რე, მა­ინც შევ­ძლებ სი­ცოცხ­ლეს.

დღ­ეს იქ, იმ ზუ­ზუ­ნა სა­კ­ლასო ოთახ­ში, ვგრძნობ­დი თუ არა სიმ­შ­ვი­დეს, სი­ხარ­ულსა და რწმე­ნას? რომ არ ვიც­რუო ჩე­მი თა­ვის წი­ნა­შე, უნ­და ვა­ღ­იარო, რომ - არა. სი­ცარ­იე­ლეს ვგრძნობ­დი; დი­ახ, ვი­ცო­დი, რომ იდი­ო­ტი ვარ; დამ­ცირებ­ულად ვგრძნობ­დი თავს. ვეჭ­ვობ­დი, რომ ასე­თი ნა­ბი­ჯით უა­რე­სად ჩა­ვეფლობოდი ყო­ველ­დღი­ურობაში. შე­მა­კრთო უვი­ცო­ბამ, სიღ­ა­ტა­კ­ემ და სიტ­ლუ­ემ, რა­საც ვგრძნობ­დი ყვე­ლა ნათ­ქვამ­სა და მოძ­რაო­ბაში. მაგ­რამ, მო­დი, ამ გრძნო­ბე­ბის­თ­ვის ნუ შევ­იზიზღ­ებ და შევ­იძულებ სა­კუ­თარ თავს. ხომ ვი­ცი, რომ ეს გრძნო­ბე­ბი მარ­თალი არ არის. ეს კი დი­დი რა­მე­ა. შე­ვებ­რძოლები და დავ­ძლევ მათ. დარ­წმუნებული ვარ, ზო­გი­ერთს ხვალ­ვე გამ­ოვას­წორებ ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც, რამ­დენ­იმე კვ­ირაში კი, ალ­ბათ, სულ მთლად მო­ვათ­ვინიე­რებ. იქ­ნებ, ამ რამ­დენ­იმე თვე­ში ჩემ­მა მიღ­წე­ვებ­მა და მოს­წავ­ლე­თა წინ­ს­ვ­ლამ მად­ლიე­რებით შემ­იცვალოს ზიზღის გრძნო­ბა.

ამას­თან, ერ­თი რამ უნ­და ვკითხო სა­კუ­თარ თავს: რო­მე­ლი ჯო­ბია? - და­ნებ­დე ცდუ­ნე­ბას; ვნე­ბას აჰ­ყვე; ტკი­ვი­ლით თა­ვი არ შე­ი­წუ­ხო; არ ებ­რ­ძო­ლო სა­კუ­თარ თავს; პი­რი­ქით, აბ­რეშუმის სირ­ბი­ლე­ში ჩა­ი­ძი­რო; მას­ზე ამ­ოქარგულ ყვავ­ილებში ჩა­ი­ძი­ნო; გამ­ოგე­ღვიძოს სამ­ხრეთის სით­ბო­ში, დი­დე­ბულ, სას­იამოვნო ვი­ლა­ში; ან იყო საფ­რან­გეთში მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მე­უღ­ლე, თით­ქ­მის მთე­ლი დღე მი­სი სიყ­ვა­რუ­ლით გაბ­რუებული, რად­გან მარ­თლაც ვეყ­ვა­რებოდი, ერ­თხანს მა­ინც ძალ­იან ვეყ­ვა­რებოდი. აკი, ვუყ­ვარ­დი კი­დეც; არც არა­ვის ვეყ­ვა­რები, ალ­ბათ, ასე; ვე­ღ­ა­რავინ მაგ­რძნობინებს სი­ლა­მა­ზეს, სი­ნორ­ჩეს, მოქ­ნი­ლო­ბას, რად­გან სხვა ვე­ღ­ა­რავინ დაი­ნა­ხავს ამას ჩემ­ში. მას მოვ­წონ­დი და ამაყ­ობდა ჩე­მით.

ჩემ­დამი ეს გრძნო­ბა კი, მის გარ­და, არა­ვის ექ­ნე­ბა. მაგ­რამ სად დავ­ბორია­ლებ, რას ვლა­პა­რა­კობ და რას ვგრძნობ? იმას ვამ­ბობ­დი, რო­მე­ლი ჯო­ბია-­მეთქი: იყო მხე­ვალი სუ­ლელ­თა სამ­ოთხისა მარ­სელში, ერ­თსა­ათ­იანი მოჩ­ვე­ნებითი ნე­ტა­რებით, და­ნარ­ჩენ დროს კი დაი­ტანჯო მწა­რე ცრემ­ლებით, სი­ნან­ულითა და სირ­ცხ­ვი­ლით, თუ იყო სოფ­ლის მას­წავ­ლე­ბელი, თავ­ისუფალი და პატ­იოსანი, ინ­გ­ლი­სის ამ მთი­ან, ნი­ავ­იან, მყუდ­რო და ჯან­საღ კუ­თხეში?

დი­ახ, ახ­ლა ვგრძნობ, რომ მარ­თალი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც სიმ­ტ­კი­ცე გამ­ოვიჩინე, მო­ვი­ქე­ცი ისე, რო­გორც წეს­ია, ზიზღით უკუ­ვაგ­დე აღგ­ზნების წუ­თით ნა­კ­არ­ნა­ხევი ცდუ­ნე­ბა. ღმერ­თმა მიჩ­ვე­ნა სწო­რი არ­ჩე­ვანი. მფარ­ველ­ობისათვის ვმად­ლობ მის ყოვ­ლის­მ­ხილ­ველ ძა­ლას.
ასე გა­ვა­ტა­რე მთე­ლი სა­ღ­ამო. მე­რე ავ­დექი, კარ­თან მი­ვე­დი და ერ­თხანს შე­მოდ­გო­მის ჩა­მა­ვალ მზეს ვუც­ქერ­დი. ჩე­მი კო­ტეჯის წინ, მყუდ­რო ვე­ლებ­ზე მო­სავ­ლის აღ­ების ჟა­მი იყო. აქე­დან, ესე იგი, სკო­ლიდან, ნა­ხე­ვარი მი­ლის სი­შო­რე­ზე სო­ფე­ლი იყო. ახ­ლა ჩი­ტე­ბი უკ­ა­ნა­სკ­ნელ სა­გალ­ობლებს ჟღუ­რტულებ­დნენ:
"ნი­ა­ვი თბი­ლი იყო, ცვა­რი - მათ­რობელი".
უცებ ბედ­ნიე­რად ჩავ­თვა­ლე თა­ვი და გამ­იკვ­ირდა, რის­თ­ვის ვიგ­ლო­ვე ამ­დენი? ნუ­თუ იმ ბედ­ზე, რო­მელ­მაც გამ­ომტა­ცა პატ­რონს ისე, რომ ვე­ღ­ა­რას­ოდეს ვნა­ხავ; თუ იმ ამაო მწუ­ხა­რე­ბა­სა და სა­ბედ­ისწერო აღშ­ფოთე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მოჰ­ყ­ვა ჩვენ გან­შორე­ბას და, შე­საძ­ლოა, დღ­ეს სწო­რი გზი­დან მი­ათ­რევს და უიმე­დოდ სწი­რავს მას. ამის გაფ­იქრე­ბა­ზე თვა­ლი ავარ­იდე მშვენ­იერ ცას და მორ­ტო­ნის მყუდ­რო ველს. მყუდ­რო-მეთ­ქი, ვამ­ბობ, რად­გან მის გა­და­ღ­მა არც ერ­თი შენ­ობა არ ჩან­და, გარ­და ეკ­ლეს­იისა და ხე­ებს შო­რის მდგა­რი მღვდლის სახ­ლისა. ვე­ლის ბო­ლოს კი მო­ჩან­და სახ­ურავი ვეი­ლჰოლისა, სა­დაც მდი­და­რი მის­ტერ ოლი­ვე­რი და მი­სი ასუ­ლი ცხოვ­რობ­დ­ნენ. შუბ­ლით მი­ვეყ­რდენი კა­რის ქვის ჩარ­ჩოს, მაგ­რამ უე­ცარ­მა ხმაუ­რმა ჭიშკ­არ­თან, რო­მე­ლიც ჩემს პა­ტა­რა ბა­ღს გამ­ოჰყოფდა მინ­დ­ვ­რის­გან, ზე­ვით ამა­ხე­და. დავ­ინა­ხე კარ­ლო - მის­ტერ რი­ვერ­სის ბე­ბერი პო­ინ­ტე­რი, რო­მე­ლიც ცხვი­რით აწ­ვებ­ოდა კარს. სენტ-ჯო­ნი გულ­ხელ­და­კ­რეფილი დახ­რი­ლი­ყო და მას დას­ცქერ­ოდა. ვიგ­რ­ძე­ნი მი­სი პირ­ქუ­ში, მრის­ხა­ნე, თით­ქ­მის უსი­ა­მოვ­ნოდ მო­ჩე­რებული მზე­რა. ვთხო­ვე, მობ­რ­ძან­დით-მეთ­ქი.
- არა, ვერ დავ­რჩები. მხო­ლოდ ამის გად­მოსა­ცე­მად მო­ვე­დი. ჩემ­მა დებ­მა დაგ­იტოვეს ეს ხვეუ­ლა. ვგო­ნებ, შიგ სა­ღ­ე­ბა­ვებ­ია, ფან­ქრები და ქა­ღ­ალდი.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და გამ­ოვართვი ეს ჩი­ნე­ბუ­ლი საჩ­უქარი. რო­გორ მათ­ვალ­იე­რებ­ს-მეთ­ქი, გავ­იფიქრე, რო­ცა მი­ვუ­ახ­ლოვ­დი; ნამ­დვილად მემ­ჩნეო­და ნამ­ტირა­ლევი.
- მო­სალ­ოდნელ­ზე ძნე­ლად ხომ არ გეჩ­ვე­ნათ მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი დღე? - მკი­თხა მან.
- ოჰ, არა! პი­რი­ქით. მგო­ნია, რომ თან­და­თან ძალ­იან შე­ვეჩ­ვევი ჩემს მოს­წავ­ლე­ებს.
- მაგ­რამ, ალ­ბათ, აქა­უ­რი მოწყო­ბი­ლო­ბა, ეს კო­ტეჯი და ავე­ჯი არ არის ისე­თი, რო­გორ­საც მო­ე­ლო­დით, არა? მარ­თლაც ღარ­იბულია, მაგ­რამ... - აქ მე გა­ვაწ­ყვეტ­ინე:
- ჩე­მი კო­ტეჯი სუფ­თაა და უამ­ინდობისგან და­ცუ­ლი, ავე­ჯი - მოსა­ხერ­ხებელი და სა­კ­მარისი. აქ ყვე­ლა­ფერი მად­ლიე­რე­ბას იწ­ვევს ჩემ­ში და არა სი­ნა­ნულს. ისე­თი სუ­ლე­ლი და ნებ­იე­რა სუ­ლაც არა ვარ, რომ ხა­ლი­ჩის, ტახ­ტისა და ვერ­ცხ­ლის თეფ­შების უქონ­ლო­ბამ შე­მაწუხოს. გარ­და ამ­ისა, ხუ­თი კვი­რის წინ სულ არა­ფერი გა­მაჩ­ნდა, გაგ­დებული ვი­ყა­ვი, მათ­ხოვარი და მო­ხეტ­ია­ლე. ახ­ლა კი ნაც­ნობები მყავს, სახ­ლიც მაქვს და საქ­მეც. მაო­ცებს ღვთის მოწყა­ლე­ბა, ჩე­მი მეგ­ობრების ერ­თგულე­ბა და ჩე­მი ბე­დი. ასე რომ, არ ვწუ­წუ­ნებ.
- მაგ­რამ, ალ­ბათ, მარ­ტოობა გაწ­უხებთ. ის სახ­ლი, უკ­ან, ბნელ­ია და უკ­აც­რიელი.
- იცით, არც კი მაქვს დრო, რომ შე­ვიგ­რ­ძ­ნო ეს სიმ­შ­ვი­დე და, მით უმე­ტეს, მარ­ტოობამ შე­მაწუხოს.
- ძალ­იან კარ­გი. იმე­დი მაქვს, ისე­ვე გრძნობთ თავს, რო­გორც ამ­ბობთ. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ალ­ბათ, გრძნობთ, რომ ჯერ ძალ­იან ად­რეა ლო­ტის ცო­ლი­ვით ყოყ­მა­ნი და ში­ში. მე არ ვი­ცი, რა მი­ატ­ოვეთ, ვიდ­რე მე შემ­ხვდებოდით, მაგ­რამ გირ­ჩევთ, მტკი­ცედ გაუ­მკ­ლავ­დეთ ყვე­ლა ცდუ­ნე­ბას, რო­მე­ლიც ეც­დე­ბა უკ­ან მი­გა­ხედოთ, და უყოყ­მა­ნოდ შეი­ნარ­ჩუნეთ თქვე­ნი დღ­ე­ვან­დელი მდგო­მა­რეო­ბა რამ­დენ­იმე თვეს მა­ინც.
- ვაპ­ირებ, სწო­რედ ასე მო­ვიქ­ცე, - მი­ვუ­გე მე. სენ­ტ-ჯონ­მა გა­ნაგრძო:
- გამ­ოცდილებით ვი­ცი, რომ მიდ­რე­კი­ლების მო­თოკ­ვა და ბუ­ნე­ბის გარ­დაქ­მნა ძალ­იან ძნე­ლი საქ­მე­ა, მაგ­რამ მა­ინც შე­საძ­ლე­ბელ­ია. ღმერ­თმა გა­რკ­ვეული ძა­ლა მოგ­ვ­ცა ჩვენ­ივე ბე­დის შე­საქ­მნე­ლად და, რო­დე­საც ჩვე­ნი ენერ­გია იმ საზ­რ­დოს ითხოვს, რომ­ლის მიღ­ე­ბა არ შეუ­ძლია, რო­დე­საც ჩვე­ნი სურ­ვი­ლი იმ გზით წარ­გვმარ­თავს, რომ­ლის გვერ­დის აქ­ცე­ვა შეუ­ძლე­ბელ­ია, გუ­ლი არ უნ­და გავ­იტეხოთ. სხვა საზ­რუნავი უნ­და მო­ვუ­ნა­ხოთ გო­ნე­ბას, იმ აკრ­ძალულ საზ­რდოსავით ძლი­ე­რი, რო­მელ­საც ის ვერ ეღი­რსა, სხვა საზ­რუნავი და, შე­საძ­ლოა, უფ­რო წმინ­დაც. საჭ­იროა, გავ­იკ­აფოთ ისეთ­ივე სწო­რი და ვრცე­ლი გზა, რო­გო­რიც ად­რე გვქონ­და, ვიდ­რე ბე­დი ჩაგ­ვიკ­ე­ტავ­და. რა ვუ­ყოთ, თუ ის ცო­ტა­თი უხე­შიც იქ­ნე­ბა.
- ერ­თი წლის წინ საო­ცრად უბედ­ურად ვგრძნობ­დი თავს, რად­გან მეგ­ონა, შეც­დომა და­ვუშ­ვი, რომ ღვ­თისმსახ­ურე­ბა დავ­იწყე. საო­ცრად მქან­ცავ­და ეს საყ­ოველ­თაო მო­ვა­ლეო­ბები. მწყუ­რო­და ნამ­დ­ვი­ლი სი­ცოცხ­ლე, მწე­რალ­თა ამა­ღ­ელ­ვე­ბელი საქ­მე­ები; მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსა­ხი­ო­ბი, ავ­ტო­რი, ორა­ტო­რი და თით­ქ­მის ყვე­ლა­ფერი უფ­რო მინ­დო­და, ვიდ­რე მღვ­დლობა. დი­ახ, ჩემს დია­კვნურ ქა­და­გე­ბაში სცემ­და გუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სისა, მხედ­რისა, დი­დე­ბის, სა­ხელ­მოხვეჭის მსურ­ველ­ისა, ძა­ლაუ­ფლებისთვის მებ­რძოლისა. ვფიქ­რობ­დი, ჩე­მი სი­ცოცხ­ლე უბად­რუკ­ია და უნ­და შეი­ცვალოს, თო­რემ მოვკვ­დებ­ი-მეთ­ქი. წყვდი­ა­დი და ბრძო­ლა სი­ნათ­ლემ და იმედ­მა შეც­ვა­ლა. ჩე­მი უმ­წეო არ­სებ­ობა უეც­რად უკი­დე­განო სივ­რ­ცედ იქ­ცა, ზე­ცის ძახ­ილზე აღდ­გა ძა­ლა ჩემ­ში, მოზღ­ვავ­და, ფრთა გა­შა­ლა, უხი­ლავ სამ­ყაროში აღი­მარ­თა. ღმერ­თმა და­მა­ვა­ლა, კარ­გად მე­ტა­რებ­ინა და და­მეც­ვა ძა­ლა და ხელ­ოვნე­ბა, სი­მა­მა­ცე და მჭევ­რმეტ­ყვე­ლე­ბა, მხედ­რის, მო­ქა­ლაქ­ისა თუ ორა­ტო­რის სა­უკ­ე­თესო თვი­სე­ბები: ყო­ველ­ივე ეს აუ­ცილე­ბელ­ია და თავ­მოყ­რი­ლი უნ­და იყოს კარგ მი­სი­ო­ნერ­ში.
ასე გა­დავ­წყვიტე, მი­სი­ო­ნე­რი გავ­მხდარ­იყავი და იმ დრო­ი­დან ჩე­მი გო­ნე­ბა სრუ­ლი­ად შეი­ცვა­ლა; ბორ­კი­ლები ჩამ­ომეხ­სნა - მათ­გან არა­ფერი დამ­რჩა, მტკი­ვნეული წყლუ­ლე­ბის გარ­და, რო­მელ­თაც დრო თუ გა­ნკუ­რნავს. მა­მა­ჩემი, მარ­თალი რომ ვთქვა, წი­ნა­ა­ღმ­დეგი იყო ჩე­მი არ­ჩე­ვან­ისა. მაგ­რამ მი­სი გარ­დაც­ვა­ლების შემ­დეგ აღ­ა­რავინ მყავს კან­ონიერი მო­წი­ნა­ა­ღმ­დე­გე. საქ­მე­ები მოგ­ვარ­და. რო­გორც მე­მკვ­იდრე მორ­ტო­ნი­სა, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი. დამ­რჩა რამ­დენ­იმე ცა­ლკ­ეული სიძ­ნე­ლე, გამ­ოწვეული გრძნო­ბე­ბის დამ­სხვრევით; ამ უკ­ა­ნა­სკ­ნელის შეხ­ლა ადამ­იანურ სი­სუს­ტეს­თან, რო­მელ­საც, ვი­ცი, დავ­ძლევ. დავ­იფიცე და უთუ­ოდ დავ­ძლევ. ახ­ლა ვტო­ვებ ევ­როპას და აღმ­ოსავ­ლეთ­ისკ­ენ მი­ვემ­გზავ­რები.
ყვე­ლა­ფერი ეს მან თავ­ისებური, უც­ნა­უ­რი, და­ბალი, შე­კ­ა­ვებული და ამა­ღ­ელ­ვე­ბელი ტო­ნით წარ­მოთქვა. ლა­პა­რა­კს რომ ამ­თავ­რებ­და, შევ­ნიშნე, მე არ მი­ყუ­რებ­და, ჩა­მა­ვალ მზეს გას­ცქერ­ოდა. მეც მზეს ვუც­ქერ­დი. ორი­ვე ზურ­გით ვი­დე­ქით ბი­ლი­კი­სკ­ენ, რო­მე­ლიც მინ­დ­ვ­რი­დან ჭიშკ­რამ­დე მო­დი­ო­და. ამი­ტომ ბა­ლახით და­ფარულ ბი­ლიკ­ზე ფე­ხის ხმა არ გაგ­ვიგონია. ამ დროს მხო­ლოდ ველ­ზე მი­მა­ვალი წყლის ნა­ნა­სავით დუ­დუ­ნი ის­მო­და. ის იყო, წას­ვლას ვაპ­ირებდით, რომ ვერ­ცხ­ლის ზა­რი­ვით მხი­არ­ულმა ხმამ შემ­ოგვძა­ხა:
- სა­ღ­ამო მშვი­დო­ბი­სა, მის­ტერ რი­ვერს; სა­ღ­ამო მშვი­დო­ბი­სა, ჩე­მო კარ­ლო. თქვე­ნი ძა­ღლი უფ­რო ად­რე ცნობს მეგ­ობრებს, ვიდ­რე თქვენ, სერ. ჯერ კი­დევ ვე­ლის ბო­ლოს ვი­ყა­ვი, რომ ყუ­რე­ბი ცქვი­ტა და კუ­დი ააქ­იცინა, თქვენ კი ზურ­გი შემ­ოგიქცევ­იათ ჩემ­თ­ვის.
მარ­თლაც ასე იყო, მის­ტერ რი­ვერ­სი შე­ა­კრთო ამ წკრ­ია­ლა ხმამ, რო­მელ­მაც მე­ხი­ვით იფეთ­ქა და ღრ­უბელი გა­აპო მის თავ­ზე, თუმ­ცა, მო­ლა­პა­რა­კით გაო­ცებული ისე­ვე უძ­რა­ვად დარ­ჩა. მკ­ლავით ჭიშკ­არს ეყ­რდნობოდა და და­სავ­ლეთს გას­ცქერ­ოდა. ბო­ლოს და ბო­ლოს, დინ­ჯად მობ­რუნ­და; გეგ­ონებ­ოდათ, მის გვერ­დით ზმა­ნე­ბა გაჩ­ნდაო, მის­გან სამ ნაბ­იჯზე თეთ­რად შე­მო­სი­ლი ნორ­ჩი და მოქ­ნი­ლი არ­სე­ბა იდ­გა; სავ­სე, მაგ­რამ ლა­მა­ზად გამ­ოკ­ვეთილი. რო­დე­საც კარ­ლოსთან ალერ­სი მოა­თა­ვა, თა­ვი აიღ­ე­რა და პირ­საბ­ურავი უკ­ან გა­დაი­წია, სენტ-ჯო­ნის თვალ­წინ სრულ­ყო­ფი­ლი მშვე­ნე­ბა აღი­მარ­თა. ძლი­ე­რი რამ არის სრულ­ყო­ფი­ლი სი­ლა­მა­ზე, მაგ­რამ მე არ ვაპ­ირებ მის გან­ხილვა­სა და გან­სა­ზღვ­რას. მი­სი ნა­კვ­თები ისე­თი ლა­მაზი იყო, რო­გო­რის გამ­ოკ­ვე­თა მხო­ლოდ ალ­ბი­ო­ნის თბილ კლ­იმატს შეუ­ძლია - წმინ­და ფე­რები ვარ­დისა და შრო­შა­ნის, რაც იქა­ურ ნი­ავ­სა და ნის­ლი­ან ცას სჩვევ­ია. ეშ­ხი არ სჭირ­დებ­ოდა უნა­კლოს; ამ გო­გო­ნას მწყობ­რი და ნა­ზი ნა­კვ­თები ჰქონ­და. ლა­მაზ ნა­ხატ­ზე რომ გი­ნა­ხავთ, ისე­თი მო­ხა­ზუ­ლო­ბის დიდ­რო­ნი, მუ­ქი და სავ­სე თვა­ლები, მომ­ხიბ­ვ­ლე­ლად შემ­ორკ­ალული გრძე­ლი, ჩრდი­ლი­ა­ნი წამ­წა­მები, ფან­ქ­რით ნა­ხატი წარ­ბები, რაც სიწ­მინ­დის შეგ­რძნე­ბას ქმნი­და. თეთ­რი შუბ­ლი ამ დი­დე­ბულ სი­ლა­მა­ზეს სხივ­სა და სი­ნათ­ლეს მა­ტებ­და. სავ­სე ლო­ყე­ბი ჰქონ­და, ნორ­ჩი და გლუ­ვი; ტუ­ჩე­ბი - ცინ­ცხა­ლი, ჯან­სა­ღი, წი­თე­ლი და ლა­მა­ზად და­ბურ­ცუ­ლი; ციმ­ცი­მა, მჭიდ­როდ მიჯ­რი­ლი ნა­თელი კბ­ილები; პა­ტა­რა ფო­სო ნიკ­აპ­ზე. მდიდ­რუ­ლად ეც­ვა. მოკ­ლედ, მას­ში თავს იყ­რი­და ყვე­ლა­ფერი იდე­ალური სი­ლა­მაზის წარ­მოსად­გე­ნად. გაო­ცებული შევ­ცქეროდი ამ ზღ­აპრულ ქმნი­ლე­ბას და მთე­ლი გუ­ლით თაყ­ვანს ვცემ­დი მას. ბუ­ნე­ბას დი­დი სიყ­ვა­რუ­ლით შე­ექ­მნა იგი, დავ­იწყებ­ოდა მის­თ­ვის ჩვე­უ­ლი დედ­ინაცვლური სი­ძუნ­წე და საყ­ვა­რელი არ­სების მი­მართ ბე­ბი­ის სი­უხ­ვე გამ­ოეჩ­ინა.
ნე­ტა, რას ფიქ­რობ­და სენტ-ჯონ რი­ვერ­სი ამ მი­წი­ე­რი ან­გელოზის შე­სა­ხებ? ბუ­ნებ­რივია, ასე­თი კი­თხვა და­მე­ბა­და, რო­დე­საც ის გო­გო­ნა­სკ­ენ შებ­რუნდა და მას შე­ხე­და. ბუ­ნებ­რივია, ამის პა­სუხს მის გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაში ვე­ძებდი. მან თვა­ლი აარ­იდა ფერ­იას და ჭიშკ­არ­თან ამოზ­რ­დი­ლი მორ­ცხ­ვი გვი­რი­ლე­ბის წყე­ბას ჩა­ა­ჩერ­და.
- მშვიენი­ე­რი სა­ღ­ამ­ოა, მაგ­რამ შენ­თ­ვის მარ­ტო სას­იარულოდ გვი­ან­ია, - უთხ­რა მან გო­გო­ნას და ფე­ხით გას­რისა თეთ­რთოვლა გვი­რი­ლე­ბი.
- მხო­ლოდ ნაშ­უა­დღ­ევს დავ­ბ­რუნ­დი ქა­ლაქ ს-დან (მან ერ­თ-ერ­თი დი­დი ქა­ლაქი და­ა­სა­ხე­ლა, და­ახ­ლოებით ოცი მი­ლის მან­ძილზე აქე­დან). მა­მამ მითხ­რა, სკო­ლა გაგ­იხსნიათ და ახა­ლი მას­წავ­ლე­ბელი ჩამ­ოვიდაო. ასე რომ, ჩაი დავ­ლიე თუ არა, ქუ­დი დავ­იხურე და მის სა­ნა­ხა­ვად გამ­ოვეშ­ურე ველ­ისკ­ენ. ეს არის, არა? - ჩემ­ზე მი­უ­თი­თა.
- დი­ახ, - უთხ­რა სენ­ტ-ჯონ­მა.
- რო­გორ ფიქ­რობთ, მო­გეწ­ონე­ბათ მორ­ტო­ნი? - მომ­მარ­თა მან ბავ­შ­ვუ­რი, სას­იამოვნო გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო­ბით, უშუ­ა­ლოდ.
- იმედ­ია, მო­მეწ­ონე­ბა. ამის­თ­ვის ბევ­რი პი­რო­ბაც მაქვს.
- მოს­წავ­ლე­ები აღმ­ოჩნდნენ ისე გუ­ლის­ხ­მი­ერ­ნი, რო­გორც მო­ე­ლო­დით?
- სავ­სებით.
- სახ­ლი მო­გეწ­ონათ?
- ძალ­იან.
- ხომ კარ­გად მო­გიწყ­ვეთ?
- ნამ­დვილად ძალ­იან კარ­გად.
- მსა­ხუ­რიც ხომ კარ­გი აგ­ირჩიეთ, ალ­ისა ვუ­დი?
- ნამ­დვილად კარ­გია. მორ­ჩი­ლი და გო­ნი­ე­რი.
ეს, ალ­ბათ, მის ოლი­ვერ­ია-­მეთქი, - გავ­იფიქრე, - ოლი­ვე­რის ერ­თა­დერთი მე­მკვ­იდრე, ნამ­დ­ვი­ლი, უხ­ვი წყა­ლო­ბით რჩე­უ­ლი, რო­გორც ბედ­ისგან, ისე ბუ­ნებ­ისგან. ნე­ტა, რო­მელ ბედ­ნიერ ვარ­სკვ­ლავ­ზე იყო და­ბა­დებული?
- ხან­და­ხან მო­ვალ ხოლ­მე და მო­გეხ­მა­რებით სწავ­ლე­ბაში, - დას­ძინა მან. - გა­მა­ხალ­ისებს თქვენ­თან სტუმ­რო­ბა. მე მიყ­ვარს სი­ახ­ლე. მის­ტერ რი­ვერს, მე­ტად ვი­სი­ამ­ოვნე იქ დარ­ჩენით. წუ­ხელ ან, უფ­რო სწო­რად, ამ დი­ლით ორ სა­ა­თამ­დე ვცე­კ­ვავდი. კა­ტასტროფის შემ­დეგ სამ­ხედრო ნა­წი­ლი დგას იქ და ოფიც­რე­ბი მთელ ქვე­ყა­ნა­ზე სა­უკ­ე­თესო ადამ­ია­ნები არ­იან. ჩვე­ნი მლე­სა­ვები და მა­კ­რატლით მო­ვაჭ­რენი მათ ვერ შე­ედ­რებ­იან.
უცებ მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს მის­ტერ სენტ-ჯონს წუ­თით ქვე­და ტუ­ჩი დაუ­გრძელ­და, ხო­ლო ზე­და აეპ­რიხა და აშკ­ა­რა უკ­მაყ­ოფილე­ბა და­ეტყო. საო­ცრად მტკი­ცე, ოთხ­კუ­თხედი ქვე­და ყბა მო­ექ­ცა, რო­დე­საც გო­გო­ნა სი­ცი­ლით ჰყვებ­ოდა ამ ამ­ბავს. გვი­რი­ლებს თა­ვი ანე­ბა და მზე­რა ისევ გო­გო­ნა­ზე გა­დაი­ტა­ნა. ეს იყო სე­რი­ო­ზუ­ლი, და­კვ­ირვებული და მნიშ­ვ­ნელ­ოვანი მზე­რა. გო­გო­ნამ ისევ სი­ცი­ლით უპას­უხა მას. სი­ცი­ლი ძალ­იან მო­უხ­და მის სი­ნორ­ჩეს, ლო­ყებ­ზე ვარ­დისფერ ღრ­მულებ­სა და ნა­თელ თვა­ლებს.
უძ­რა­ვად მდგა­რი სენტ-ჯო­ნი მუნ­ჯი­ვით გაყ­უჩდა. გო­გო­ნამ კი კარ­ლოს და­უწყო ფე­რე­ბა.
- საწ­ყალ კარ­ლოს ვუყ­ვარ­ვარ, - თქვა მან. - არ იცის მეგ­ობრებ­ისგან გან­ზე გად­გომა და, ლა­პა­რა­კი რომ შე­ეძლოს, ასე არ გაჩ­უმდებ­ოდა.
სა­ნამ ის, ახალ­გაზ­რდა და მკ­აცრი პატ­რო­ნის წი­ნა­შე დახ­რი­ლი, ძა­ღლს ეფე­რებ­ოდა, შე­ვამ­ჩნიე, რო­გორ­მა ალ­მურმა იფეთ­ქა კა­ცის სა­ხე­ზე. შე­ვამ­ჩნიე, რო­გო­რი ცეცხ­ლით აინ­თო მი­სი მშვი­დი თვა­ლები. აღგ­ზნებული და ალ­მოდებული, ის ახ­ლა კა­ცის კვალ­ობა­ზე ისეთ­ივე ლა­მაზი იყო, რო­გო­რიც მის წინ დახ­რი­ლი გო­გო­ნა. მი­სი მკ­ერდი მა­ღ­ლა აი­ზიდა, თით­ქოს დეს­პო­ტიზ­მით შე­კუმშული მი­სი დი­დი გუ­ლი აივ­სო, სურ­ვილ­თა ჯიბ­რ­ზე აი­წყვიტა და თავ­ისუფლების მო­საპ­ოვებ­ლად გაი­ბრძოლა. მაგ­რამ მან მო­თო­კა ეს გრძნო­ბა, რო­გორც, ჩე­მი აზ­რით, კარ­გი მხე­დარი თუ მო­თოკ­ავს ყალ­ყზე შემ­დგარ ულაყს. არც სიტყ­ვით, არც მოძ­რა­ო­ბით არ უპას­უხა მისკ­ენ მო­მარ­თულ სი­ნა­ზეს.
- მა­მა ამ­ბობს, რომ სულ აღ­არ მო­დი­ხართ ჩვენ­თან, - გა­ნაგრძო მის ოლი­ვერ­მა და თა­ვი ას­წია, - რომ სულ უცხო გახ­დით ვე­ილ-ჰოლ­ში. ახ­ლაც მარ­ტოა და ცუ­დად გრძნობს თავს. არ წამ­ომყვებით მის სა­ნა­ხა­ვად?
- ახ­ლა უდ­როოა მის­ტერ ოლი­ვე­რის შეწ­უხე­ბა, - მი­უ­გო სენ­ტ-ჯონ­მა.
- უდ­როოაო! მე კი გეუ­ბნებით, დრო­უ­ლია-­მეთქი. ეს სწო­რედ ის დროა, რო­დე­საც მა­მას გან­სა­კუ­თრებით სჭირ­დე­ბა ხმის გამ­ცემი, რო­დე­საც სამ­უშაო დამ­თავ­რებ­ულია და თავ­შე­საქ­ცევი არა­ფერი აქვს. წა­მო­დით რა, მის­ტერ რი­ვერს. რა­ტომ ხართ ასე­თი მორ­ცხ­ვი და გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი? - პას­უხად ჩა­მო­წო­ლი­ლი უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე ისევ თვი­თონ და­ა­რღვ­ია.
- რო­გორ და­მავ­იწყდა, - წამ­ოიძა­ხა მან და, თით­ქოს თა­ვის თავ­ზე გან­რისხებ­ულმა, ლა­მაზი, კუ­ლულებ­იანი თა­ვი გა­აქ­ნია, - რო­გო­რი გულ­მა­ვიწყი და დაბ­ნეული ვარ. გემ­უდა­რებით მა­პატ­იეთ, სულ გამ­ომრჩა მხედ­ველ­ობიდან, რომ მი­ზე­ზი გაქვთ, უარი არ მითხ­რათ. დია­ნა და მე­რი წავ­იდნენ და მურ-ჰა­უ­სის კა­რი გამ­ოკ­ეტ­ილია. თქვენ სულ ობ­ლად ხართ. გულ­წ­რ­ფე­ლად მებ­რა­ლებით. წა­მო­დით რა, ინახ­ულეთ მა­მა­ჩემი.
- ამა­ღ­ამ არა, მის რო­ზა­მონდ, ამა­ღ­ამ არა.
მის­ტერ სენტ-ჯო­ნი მე­ქან­იკუ­რად ამ­ბობდა ამას და გრძნობ­და, რო­გორ უმ­ძიმ­და ასე უარის თქმა.
- მაშ, რად­გან ასე გა­ჯი­უტ­დით, მე წა­ვალ, ნა­მი ეცე­მა და მეტს ვე­ღ­არ დავ­რჩები. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა.
ახალ­გაზ­რდა ქალ­მა ხე­ლი გამ­ოუწოდა. სენტ-ჯო­ნი ოდ­ნავ შე­ეხო მის ხელს.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, - წარ­მოთქვა სენ­ტ-ჯონ­მა და­ბალი და ექ­ოსავით ყრუ ხმით. გო­გო­ნა წა­სას­ვლე­ლად გაბ­რუნდა, მაგ­რამ მაშ­ინვე უკ­ან შემ­ოტრიალ­და.
- კარ­გად ხართ? - ჰკი­თხა მან. რო­გორც კი ეს თქვა, სენტ-ჯონს გო­გო­ნას კა­ბის ფერ­მა გა­და­ჰკ­რა სა­ხე­ზე.
- ძალ­იან კარ­გად, - გა­ნაც­ხა­და მან, თა­ვი და­უკ­რა და ჭიშკ­არს გას­ცილდა. სხვა­დას­ხვა გზით წავ­იდნენ. ველ­ზე ზღ­აპ­რულად მი­მა­ვალ­მა გო­გო­ნამ ორ­ჯერ მო­ი­ხე­და და თვა­ლი გა­აყ­ოლა სენტ-ჯონს. ის კი მტკი­ცედ მი­აბ­იჯებ­და და არც მო­უ­ხე­დავს.
სხვა­თა ტან­ჯვისა და მსხვერ­პლშეწირვის ნახ­ვამ მი­ყუ­ჩე­ბუ­ლი ფიქ­რე­ბი ამ­იშა­ლა. დია­ნა რი­ვერ­სმა ძმას "სიკ­ვ­დი­ლი­ვით ულ­მო­ბე­ლი" უწო­და და არც შემ­ცდა­რა.


თა­ვი ოც­და­მეთ­ორმე­ტე

რაც შე­მეძლო, ერ­თგულად და გულ­მოდ­გი­ნედ გან­ვაგრძობდი მუ­შაო­ბას სკო­ლაში. და­საწყისში ეს მარ­თლაც ძნე­ლი სამ­უშაო იყო. კარ­გა ხა­ნი და დი­დი ენერ­გია დამ­ჭირდა, ვიდ­რე ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­სა და მათ ბუ­ნე­ბას მო­ვათ­ვინიე­რებდი. მთელ რიგ სა­კი­თხებში სრუ­ლი­ად გაუ­ცნობიე­რე­ბელნი და გაუ­თლელნი, ერ­თი შე­ხედვით ერ­თნაი­რად უიმე­დო­ნი მეჩ­ვე­ნებ­ოდნენ. მაგ­რამ მა­ლე მივ­ხ­ვ­დი, რომ ვცდე­ბო­დი. მათ შო­რი­საც, რო­გორც გა­ნათ­ლებულ ხალ­ხ­ში, დი­დი სხვაო­ბა იყო. რო­ცა ისი­ნი ახ­ლოს გავ­იცანი, ეს სხვაო­ბა გან­სა­კუ­თრებით ნათ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი. გაო­ცებულნი იყ­ვ­ნენ ჩე­მით, ჩე­მი ენით, წე­სებ­ითა და ჩვე­ვებით. მე­რე თან­და­თან ვამ­ჩნევდი, რომ ამ თვა­ლებ­დაჭ­ყეტილი, გაუ­თლელი არ­სე­ბებ­იდან სა­კ­მაოდ გო­ნე­ბა­მახვილი გო­გო­ნე­ბი ყალ­იბდებ­ოდნენ. ბევ­რი მათ­განი თვი­ნი­ე­რი და კე­თი­ლი ჩან­და. მათ­ში თან­და­თან აღმ­ოვაჩ­ინე ბუ­ნებ­რი­ვი ზრდი­ლო­ბის, ქვეც­ნობიერი ღი­რსებ­ისა და შე­სან­იშნავი ნი­ჭის არა­ერთი ნი­შა­ნი, რა­მაც მათ­დამი კეთ­ილგან­წყობა და სიყ­ვა­რუ­ლი ჩამ­ინერ­გა. ამან კი უდი­დე­სი სი­ამ­ოვნე­ბა მაგ­რძნობინა. გა­საო­ცარიც კი იყო, ისე სწრა­ფად მი­დი­ოდ­ნენ წინ, და ამის გა­მო პატ­იოსანი შრო­მით მო­პო­ვე­ბუ­ლი ბედ­ნიერი სია­მა­ყე ვიგ­რ­ძე­ნი. გარ­და ამ­ისა, შემ­იყვარ­და ზო­გი­ერ­თი მათ­განი. ვატყობ­დი, მა­თაც შევ­უყვარდი. მო­წა­ფე­თა შო­რის მყავ­და რამ­დენ­იმე უკ­ვე მოზ­რ­დი­ლი, ფერ­მერის გო­გო­ნა, რო­მელ­თაც წე­რა­-კი­თხვა და კერ­ვა შე­ეძლოთ. მათ ვას­წავლიდი სა­კი­თხებს გრა­მატ­იკი­დან, გეო­გრაფ­იიდან, ის­ტო­რი­ი­დან. ვას­წავლიდი ნემ­სით მუ­შა­ო­ბის სა­უკ­ე­თესო ნი­მუ­შებს. მათ­ში შე­სან­იშნავ ბუ­ნე­ბას ვხე­დავდი: სწყუ­რო­დათ ახ­ლის გა­გე­ბა, გაუ­მჯობე­სე­ბა. მათ სახ­ლებში ბევ­რი კარ­გი სა­ღ­ამო გამ­იტა­რებ­ია. მა­თი მშობ­ლე­ბი დიდ ყუ­რა­დღ­ე­ბას მაქ­ცევ­დნენ. საო­ცარი სი­ამ­ოვნე­ბა იყო მა­თი უბ­რა­ლო პატ­ივისცემის მიღ­ე­ბა და სა­ნაცვლოდ ყუ­რა­დღ­ების მი­გე­ბა, მა­თი გან­ცდების გაზ­ია­რე­ბა, რა­საც, რო­გორც ჩანს, სულ არ იყ­ვ­ნენ ჩვე­ულ­ნი და რაც ხიბ­ლავ­და და თაყ­ვან­ისცემით აღ­ავ­სებ­და მათ... ეს, ერ­თი მხრივ, მათ თვალ­ში მა­მა­ღ­ლებ­და და, მეო­რე მხრივ, აღ­არ გრძნობ­დ­ნენ მათ­თ­ვის ჩვე­ულ, გან­სხვა­ვებულ დამ­ოკი­დებ­ულე­ბას.

ვიგ­რ­ძე­ნი, რომ სა­მეზობლოში ყვე­ლას ვუყ­ვარ­დი. რო­დე­საც გა­მოვ­დი­ო­დი ში­ნი­დან, ყო­ვე­ლი მხრი­დან მეს­მოდა გულ­თ­ბი­ლი სა­ლამი და ვხე­დავდი მე­გობ­რულ ღი­მილს. ხალ­ხის, თუნ­დაც მშრო­მე­ლი ხალ­ხის პატ­ივისცე­მა ისე­ვე სა­ამ­ოა, რო­გორც "მშვი­დად და გან­ცხ­რო­მით მზე­ში ჯდო­მა", რო­გორც სუ­ლი­ერ გრძნო­ბა­თა კვ­ირ­ტების გაშ­ლა და გაფ­ურჩქნა. ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ჩე­მი გუ­ლი მწუ­ხა­რებ­ისა­გან კი არ იძი­რებ­ოდა, არა­მედ მად­ლიე­რების გრძნო­ბით ივ­სებ­ოდა. იმა­საც გეტყ­ვი, ჩე­მო მკი­თხველო, რომ დღე ილეო­და მო­წა­ფე­ებ­თან ღი­რსეულ მუ­შაო­ბაში, სა­ღ­ამო მშვი­დად მი­დი­ო­და ხატ­ვა­სა და კი­თხვაში. ასე­თი მშვი­დი და სა­სარ­გებლო დღის მე­რე ღა­მით საო­ცარ სიზ­მ­რებს ვხე­დავდი. სიზ­მ­რებს ათას­ფერს, წარ­მტაცს, იდე­ა­ლებით სავ­სეს, ამა­ღ­ელ­ვე­ბელს, ქარ­იშხლიანს, სა­დაც არა­რე­ალურ სა­თავ­გა­და­სავლო ამ­ბებში, რისკ­სა და რო­მან­ტიკულ თავ­გან­წირვაში, გან­საც­დელში ისევ და ისევ ვხვდე­ბო­დი მის­ტერ რო­ჩეს­ტერს და მა­შინ მი­სი მკ­ლა­ვების შეგ­რძნე­ბა, მი­სი ხმის გაგ­ონე­ბა, თვა­ლებით შეხ­ვედ­რა, ხელ­ისა და ლო­ყის შე­ხე­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი მის­გან და მის­და­მი, იმე­დი, რომ მის გვერ­დით ვიქ­ნე­ბი მთე­ლი სი­ცოცხ­ლე - პირ­ვან­დელი ძალ­ითა და ცეცხ­ლით გა­ნახ­ლდებ­ოდა ხოლ­მე ჩემ­ში. მე­რე ვიღვ­იძებდი, გა­მახ­სენ­დებ­ოდა, სად ვარ, რა მდგო­მა­რეო­ბაში, ცახ­ცახ­ითა და თრთო­ლით წამ­ოვდგებოდი უფარ­დო საწ­ოლიდან და მშვი­დი და ბნე­ლი ღა­მე იყო ჩე­მი სას­ოწა­რკ­ვეთ­ისა და მოზღ­ვა­ვებული გრძნო­ბე­ბის მოწ­მე. დი­ლით კი, ზუს­ტად ცხრა სა­ათისთვის, მე ისევ შევ­დი­ო­დი სკო­ლაში დაწ­ყნა­რებული და მომ­ზა­დებული ყო­ველ­დღიურ მო­ვა­ლეო­ბა­თა შე­სას­რულებ­ლად.

რო­ზა­მონდ ოლი­ვერ­მა და­ნაპ­ირები შე­ას­რულა და ჩვენ სა­ნა­ხა­ვად მო­დი­ო­და ხოლ­მე. ჩვეუ­ლებრივ, დი­ლით, ცხე­ნით სეი­რნობისას შემ­ოივლიდა ხოლ­მე სკო­ლაში. თა­ვი­სი ულა­ყით კარს მო­ად­გებ­ოდა. უკ­ან ცხენ­ზე შემ­ჯდარი მსა­ხუ­რი მოს­დევ­და. ძნელ­ია წარ­მო­იდ­გი­ნოთ უკ­ე­თესი სა­ნა­ხაო­ბა, ვიდ­რე მე­წამული ფე­რის სა­მოს­ში გა­მოწყო­ბი­ლი ეს გო­გო­ნა იყო. შა­ვი ხა­ვერდის საც­ხენოსნო ქუ­დი მოხ­დენ­ილად ეხ­ურა კუ­ლულებ­ზე, ლო­ყებს რომ უკო­ცნიდა და ფარ­ფატით მხრე­ბამ­დე ეშ­ვებ­ოდა. ასე შემ­ოდიოდა ის ამ უბ­რა­ლო შენ­ობაში და ჩაი­ვლიდა გაო­ცებ­ისა­გან თვა­ლებ­დაჭ­ყეტილ სოფ­ლის ბავ­შვებს შო­რის. ის, ჩვეუ­ლებრივ, მო­დი­ო­და ისეთ დროს, რო­დე­საც მის­ტერ რი­ვერ­სი გარ­თუ­ლი იყო გა­კ­ვეთილის გამ­ოკითხვით. ვგო­ნებ, მი­სი გამ­ოხედ­ვა მღვ­დელს გულ­ში ძალ­იან მწვა­ვედ ხვდებ­ოდა. თით­ქოს რა­ღ­აც ინ­ს­ტინ­ქ­ტი ამ­ცნობდა მის მოს­ვ­ლას მაშ­ინაც კი, რო­დე­საც ვერ ხე­დავ­და. გო­გო­ნა კარ­თან გამ­ოჩნდებ­ოდა თუ არა, მღვ­დელს ღაწ­ვები აე­ლე­წებ­ოდა, მარ­მარ­ილოსგან თლი­ლი ნა­კვ­თები აღ­არ ემ­ორჩილებ­ოდა და სა­ხე მთლია­ნად ეც­ვლებ­ოდა. სა­ხის ნა­კვ­თების ეს უძ­რაო­ბა უფ­რო მე­ტის მთქმე­ლი იყო, ვიდ­რე აცახ­ცა­ხებული კუნ­თი ან ელ­ვისებური გამ­ოხედ­ვა.

რა­სა­კვ­ირველ­ია, გო­გო­ნა გრძნობ­და თა­ვის ძა­ლას. არ შე­ეძლო და ამ­იტომაც არ მა­ლავ­და მას. სა­კ­მარისი იყო მი­სი გამ­ოჩე­ნა, და­ლა­პა­რა­კ­ე­ბა, მხი­ა­რუ­ლი, გა­მამ­ხნე­ვე­ბელი, თით­ქ­მის კე­კლუცი ღი­მი­ლი, რომ, მი­უ­ხე­და­ვად ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­შ­ვი­დი­სა და ურ­ყეო­ბისა, სენტ-ჯონს ხე­ლები უთ­რ­თო­და და თვა­ლები ენ­თებ­ოდა. თუ ტუ­ჩე­ბით არა, სევ­დიანი და მტკი­ცე გამ­ოხედვით მა­ინც ამ­ბობდა: "მიყ­ვარ­ხარ და ვი­ცი, შე­ნი რჩე­უ­ლი ვარ. წარ­მა­ტებ­ისგან თავ­ბრუსხვე­ვამ კი არ და­მამ­უნჯა. მე რომ გუ­ლი შემ­ოგთა­ვაზო, მჯე­რა, მი­იღ­ებ მას, მაგ­რამ ეს გუ­ლი წმინ­და სა­კუ­რთხე­ველ­ზე ას­ვენ­ია. ცეცხ­ლი ან­თია მის გარ­შემო და მა­ლე აღს­რულდე­ბა მსხვერ­პლშეწ­ირვა".

მა­შინ გო­გო­ნა ბავ­შ­ვი­ვით გაი­ბუტებ­ოდა, ღრ­უ­ბელი დაჩ­რდილავ­და მის კა­შკ­ა­შა ბრწყინ­ვა­ლე­ბას. სას­წრაფოდ ხელს ჩამ­ოარ­თმევ­და, ჯი­უ­ტად და კე­კლ­უცად მოს­წყ­დებ­ოდა ად­გილს და ასე, გმი­რუ­ლად, მარ­ტვილურად თვალს მიე­ფა­რებ­ოდა. რა­ღა თქმა უნ­და, სენტ-ჯო­ნი მთელ ქვე­ყა­ნას არ დაზ­ოგავ­და, ოღონდ გას­დევ­ნებ­ოდა, შე­ე­ჩე­რებ­ინა და და­ე­ძა­ხა მის­თ­ვის, მაგ­რამ ვერ თმობ­და ზე­ცას სიყ­ვა­რუ­ლის მსხვერ­პლად, ვერ ელეო­და ჭეშ­მარ­იტსა და ერ­თა­დერთ რწმე­ნას მა­რადიული სამ­ოთხისა. გარ­და ამ­ისა, უჭირ­და ერთ პი­როვ­ნე­ბაში ჩა­ეტ­ია თა­ვი­სი ბუ­ნე­ბა და ერთ ვნე­ბაში გამ­ოე­ხა­ტა სუ­ლი პო­ეტ­ისა, მო­ხეტ­იალ­ისა, მეო­ცნებ­ისა და სუ­ლი­ე­რი მამ­ისა. არც შე­ეძლო და არც სურ­და უარი ეთ­ქვა დი­ად მი­სია­ზე, ვერ გა­ცვლიდა მას ვე­ილ­-ჰო­ლის სა­სახ­ლე­სა და მყუდ­როე­ბა­ზე. ერ­თხელ თვი­თონ მის­გან ბევ­რი რამ გავ­იგე. მი­უ­ხე­და­ვად მი­სი ასე­თი გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი ხას­იათ­ისა, მა­ინც გავ­ბე­დე და გუ­ლახ­დილ საუ­ბარში გამ­ოვიწვიე.

მის ოლი­ვე­რი ძალ­იან ხში­რად პა­ტივს მდებ­და და მო­დი­ო­და ხოლ­მე ჩემ­თან კო­ტეჯში. კარ­გად გავ­იგე მი­სი ბუ­ნე­ბა; არც არა­ფერი იყო მას­ში იდუ­მა­ლი და და­ფარული: მის ოლი­ვე­რი კე­კლუცი იყო, მაგ­რამ არა უგუ­ლო; მომ­თხოვ­ნი, მაგ­რამ არა შეუ­ბრა­ლე­ბელი ეგო­ის­ტი; და­ბა­დებ­იდან­ვე ნებ­იერი, მაგ­რამ არა თავ­გასული; ფიცხი, მაგ­რამ კე­თი­ლი ბუ­ნე­ბის; თავ­და­ჯე­რებული (ან რო­გორ არ იქ­ნებ­ოდა, რო­ცა სა­რკ­ეში ჩა­ხედ­ვისას ასეთ სი­ლა­მა­ზეს ხე­დავ­და), მაგ­რამ არა პრან­ჭია. გუ­ლუხ­ვიც იყო, გუ­ლახ­დი­ლი, სა­კ­მაოდ ჭკვ­იანიც, მხი­ა­რუ­ლი, ხალ­ისიანი და წინ­დაუ­ხე­დავი. ერ­თი სიტყ­ვით, მეტ­ისმე­ტად მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, მი­სი სქე­სის ისე­თი კრ­იტიკული თვა­ლით შემ­ფა­სებ­ლისთვისაც კი, რო­გო­რიც მე ვი­ყა­ვი. მაგ­რამ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, ის დიდ ინ­ტე­რესს არ იწ­ვევ­და ჩემ­ში და არც ღრ­მა შთა­ბეჭ­დილე­ბას ახ­დენ­და ჩემ­ზე. ჭკუ­ით სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დებ­ოდა სენტ-ჯო­ნის დებ­ისგან. მა­ინც მიყ­ვარ­და. მიყ­ვარ­და ისე, რო­გორც ერთ დროს ადე­ლი. თუმ­ცა, ერ­თი რამ ცხად­ია, ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც შენ ას­წავლი და რო­მელ­ზეც ზრუ­ნავ, უფ­რო მე­ტად ახ­ლობელ­ია და გიყ­ვარს, ვიდ­რე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი, მაგ­რამ უკ­ვე მოზ­რ­დი­ლი პი­როვ­ნე­ბა.

ახ­ირებულ ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბას იჩენ­და ჩემ მი­მართ, თუმ­ცა კე­თი­ლი გუ­ლით. მითხ­რა, მის­ტერ რი­ვერსს ჰგავ­ხართო (თუმ­ცა, ისიც არ დამ­იმა­ლა, რომ ის ერ­თია­თად ჩემ­ზე ლა­მაზი იყო. თქვენ, მარ­თალ­ია, პა­ტა­რა, კო­ხტა, ფა­ქი­ზი არ­სე­ბა ხართ, მაგ­რამ ის ან­გელოზივით მშვენ­იერ­იაო), სენტ-ჯო­ნი­ვით კე­თი­ლი, ჭკვ­იანი, მშვი­დი, თავ­შე­კ­ა­ვებული და მტკი­ცე ხარ­თო. ამ­ტკი­ცებ­და, რომ სოფ­ლის სკო­ლის მას­წავ­ლებლისთვის მე ლუ­სუს ნა­ტუ­რაე ვი­ყა­ვი. იმა­საც ამ­ბობდა, რომ ჩე­მი წარ­სუ­ლი ცხოვ­რე­ბის ამ­ბავი რომ სცოდ­ნო­დათ, შე­სან­იშნავი რო­მა­ნი დაი­წე­რებ­ოდა.

ერთ სა­ღ­ამოს ბავ­შ­ვუ­რი ენერ­გი­ით, დაუ­ფიქრებ­ლად, მაგ­რამ არა შეუ­რაც­ხმყოფელი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეობით ათ­ვალ­იე­რებ­და ჩემს კა­რა­დას და მა­გი­დის უჯ­რებს პა­ტა­რა სამ­ზა­რეულოში; იპო­ვა ორი ფრან­გუ­ლი წიგ­ნი, ში­ლე­რის ტო­მი, გერ­მანული ენის გრა­მატ­იკის სა­ხელ­მძღ­ვა­ნელო და ლექ­სიკონი. სა­ხა­ტავი მოწყო­ბი­ლო­ბა და რამ­დენ­იმე ჩა­ნა­ხაზი. მათ შო­რის შენ­იშნა ფან­ქ­რით შეს­რულებული, ჩე­მი ერ­თ-ერ­თი მოს­წავ­ლის, ქე­რუ­ბი­მი­ვით მშვენ­იერი პა­ტა­რა გო­გო­ნას თა­ვი; მორ­ტო­ნის ვე­ლი და გარ­შემორტყმული ტორ­ფ­ნა­რი ბუ­ნე­ბის სხვა­დას­ხვა პეი­ზა­ჟი. პირ­ვე­ლად გაო­ცებ­ისგან გა­შეშ­და, მაგ­რამ შემ­დეგ სი­ამ­ოვნებ­ისგან აენ­თო.

წაიკითხეთ წინა თავები

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93