ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთექვსმეტე/ოცდამეჩვიდმეტე

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთექვსმეტე/ოცდამეჩვიდმეტე
- შენ და­ხა­ტე ეს სუ­რა­თები? იცი ფრან­გუ­ლი და გერ­მანული? რა საყ­ვა­რელი ხარ, რა საო­ცარი! ჩე­მი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­ზე უკ­ეთ ხა­ტავ. ხომ არ და­ხა­ტავდი ჩემს სუ­რათს, მა­მასთვის რომ მეჩ­ვე­ნებ­ინა?

- სი­ამ­ოვნებით,
- ვუ­პას­უხე, სხე­ულ­ში იმ ტკბ­ილმა ჟრ­უან­ტელ­მა დამ­ია­რა, მხატ­ვარი რომ გრძნობს ხოლ­მე, თუ შე­საძ­ლებ­ლობა აქვს ასე­თი მშვენ­იერი და გა­საო­ცარი სი­ლა­მაზის პი­როვ­ნე­ბა ჰყავ­დეს მო­დე­ლად. ქალს მუ­ქი ლურ­ჯი აბ­რეშუმის კა­ბა ეც­ვა. მკ­ლა­ვები და კი­სერი შიშ­ვე­ლი ჰქონ­და; ერ­თა­დერთი სა­მკ­აული, რო­მე­ლიც მხრებ­ზე დაჰ­ფენ­ოდა, მი­სი წაბ­ლისფერი, საო­ცრად ლა­მაზი, ბუ­ნებ­რი­ვი კუ­ლულები იყო. მუ­ყა­ოს
თხე­ლი ფურ­ცე­ლი ავ­იღე და ფრთხი­ლად მოვ­ხა­ზე მი­სი სა­ხე. სი­ამ­ოვნებით ვფიქ­რობ­დი, რო­დის შევ­უდგებოდი სა­ღ­ე­ბა­ვებით ხატ­ვას. ახ­ლა უკ­ვე ბნელ­დებ­ოდა და ვუთხა­რი, მეო­რე დღ­ეს მო­სუ­ლი­ყო.

მას იმ­დე­ნი ელა­პა­რაკა ჩემ­ზე მა­მას­თან, რომ მეო­რე დღ­ეს თვი­თონ მის­ტერ ოლი­ვე­რი მოჰ­ყ­ვა თან. ეს იყო მა­ღ­ალი, მსხვილ­ნა­კვ­თებ­იანი, საშ­უალო ხნის ჭა­ღ­ა­რა კა­ცი. მი­სი ლა­მაზი ასუ­ლი მშვენ­იერ ყვა­ვილს ჰგავ­და ჟამ­თა სვლის­გან და­თოვ­ლი­ლი კო­შკის გვერ­დით. მის­ტერ ოლი­ვე­რი სიტყ­ვა­ძუნ­წი ჩან­და და, შე­საძ­ლე­ბელ­ია, ამა­ყიც. მე კი ძალ­იან კარ­გად მექ­ცეო­და. ძალ­იან მო­ეწ­ონა რო­ზა­მონ­დის პორ­ტ­რე­ტის ჩა­ნა­ხაზი, მითხ­რა, რომ აუ­ცილებ­ლად უნ­და და­მემ­თავ­რებ­ინა და მთხო­ვა, ხვალ უსა­თუ­ოდ მობ­რ­ძან­დით ჩვენ­თან ვე­ილ­-ჰოლ­ში, სა­ღ­ამო ერ­თად გა­ვა­ტაროთო.

ვეს­ტუმრე. ეს იყო დი­დი, მშვენ­იერი ბი­ნა, სა­დაც ყვე­ლა­ფერი პატ­რო­ნის მო­ჭარ­ბებულ სიმ­დიდ­რე­ზე ლა­პა­რა­კო­ბდა. მთე­ლი სა­ღ­ამო რო­ზა­მონ­დი მხი­არ­ულებ­ითა და სი­ამ­ოვნებით იყო სავ­სე. მა­მამისი თა­ვაზ­ია­ნად მე­საუ­ბრებ­ოდა ჩა­ის შემ­დეგ. შე­მი­ქო მორ­ტო­ნის სკო­ლაში ჩე­მი საქ­მიან­ობა და დას­ძინა, რაც ვნა­ხე და გავ­იგე, მაფ­იქრებ­ინებს, რომ რო­გორც კი უფ­რო შე­სა­ფერის ად­გილს იპო­ვით, მაშ­ინვე დატ­ოვებთ აქაუ­რობას, რად­გან ეს საქ­მიან­ობა თქვენ­თ­ვის მეტ­ისმე­ტად უბ­რალ­ოაო.
- მარ­თალ­ია, მამ­იკო, - წამ­ოიძა­ხა რო­ზამ­ონდმა, - იმ­დე­ნად ჭკვ­იან­ია, რომ თავ­ისუფლად შეუ­ძლია მა­ღ­ალი საზ­ოგად­ოების ოჯახ­ში იმუ­შა­ოს აღმ­ზრდე­ლად.

მე კი ვფიქ­რობ­დი, რომ უმ­ჯო­ბე­სი იყო ჩემ­თ­ვის აქ დარ­ჩე­ნა, ვიდ­რე მა­ღ­ალი წრის ადამ­იან­თა ოჯახ­ში აღმ­ზრდე­ლად მუ­შაო­ბა. მის­ტერ ოლი­ვერ­მა მის­ტერ რი­ვერ­სი და, სა­ერთოდ, რი­ვერ­სების ოჯა­ხი პატ­ივისცემით მო­იხ­სენ­ია. თქვა, ეს უძ­ვე­ლესი გვარ­ია ამ მხა­რეში, მა­თი წი­ნაპ­რები მდიდ­რე­ბი იყ­ვ­ნე­ნო; ერთ დროს მთე­ლი მორ­ტო­ნი მათ ეკუ­თვნოდათ და ახ­ლა, მის­ტერ ოლი­ვე­რის აზ­რით, ამ გვა­რის წარ­მომად­გე­ნელს შე­ეძლო, თუ მო­ინ­დო­მებ­და, ბე­დი ყვე­ლა­ზე კარგ ოჯახ­იშვილთან და­ე­კ­ავ­შირებ­ინა. მე­ტად სწყინ­და, რომ ასეთ მშვენ­იერ და ნი­ჭი­ერ ახალ­გაზ­რდა კაცს მი­სი­ო­ნე­რად წას­ვლა ჰქონ­და გა­დაწ­ყვეტილი. ამით ის ზურგს აქ­ცევ­და დი­დე­ბულ ცხოვ­რე­ბას. მივ­ხ­ვ­დი, რომ მის­ტერ ოლი­ვე­რი წი­ნა­ა­ღმ­დეგი არ იყო, რო­ზა­მონდს თა­ვი­სი ბე­დი სენტ-ჯო­ნის­თ­ვის და­ე­კ­ავ­შირებ­ინა. რო­გორც ჩან­და, მის­ტერ ოლი­ვე­რი ფიქ­რობ­და, რომ ახალ­გაზ­რდა მღვდლის კარ­გი გვარ­იშვილობა, ძველ­ისძველი წარ­მოშობა და შეუ­ბღ­ა­ლავი ში­ნა­განი ბუ­ნე­ბა მის უფუ­ლო­ბას შე­ავ­სებ­და.

ეს მოხ­და დღ­ე­სას­წაულის დღ­ეს, ხუთ ნო­ემ­ბერს. პა­ტა­რა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ოთა­ხის და­ლა­გე­ბაში მეხ­მა­რებ­ოდა, ერ­თი პე­ნი მი­ვე­ცი გა­სამ­რჯელოდ და დი­დად კმა­ყო­ფი­ლი გა­ვა­თავ­ისუფლე. ერ­თი ლა­ქაც კი არ ჩან­და არ­სად, გარ­შემო ყვე­ლა­ფერი ბრწყი­ნავ­და: გა­ხეხილი ია­ტა­კი, გაპ­რია­ლებული ბუ­ხა­რი და კარ­გად გაწ­მენდილი სკ­ა­მები. მეც ფაქ­იზად გამ­ოვეწ­ყვე და შე­მეძლო, რო­გორც მინ­დო­და, ისე გა­მე­ტა­რებ­ინა დღ­ე.

გერ­მან­ულიდან რამ­დენ­იმე ფურ­ც­ლის გა­და­თარ­გმნას ერ­თი სა­ათი მო­ვუნ­დი; შემ­დეგ ჩე­მი პალ­იტრა და სა­ხა­ტავი ფან­ქრები ავ­იღ­ე, ჩემს საყ­ვა­რელ და ამ­იტომაც უფ­რო იოლ საქ­მიან­ობას შევ­უდექი. უნ­და და­მემ­თავ­რებ­ინა რო­ზა­მონდ ოლი­ვე­რის მი­ნი­ატ­იურა. უკ­ვე და­ვამ­თავ­რე; მხო­ლოდ ფო­ნი უნ­და გამ­ომე­კ­ვე­თა და ჩაც­მულობა­ზე - ჩრდი­ლე­ბი. ფუნ­ჯის კი­დევ რამ­დენ­იმე წას­მა სჭირ­დებ­ოდა მწი­ფედ და­ბურ­ცულ ტუ­ჩებს, რამ­დენ­იმე ხვეუ­ლა - ფა­ქიზ კუ­ლულებს, ოდ­ნავ მუ­ქი ფე­რი - ლა­ჟ­ვარდი თვა­ლების ქვეშ და­ფენილ წამ­წამ­თა ჩრდილს...

მთლია­ნად გამ­იტა­ცა ამ შე­სან­იშნავ დე­ტა­ლებ­ზე მუ­შაო­ბამ, რომ ამ დროს სწრა­ფი კა­კუნი მო­მეს­მა. კა­რი გა­იღო და სენტ-ჯონ რი­ვერ­სი შემ­ოვიდა.

- მო­ვე­დი, გა­ვი­გო, რო­გორ ატა­რებთ დღ­ე­სას­წაულს, - თქვა მან. - იმე­დი მაქვს, ფიქ­რებ­ში არ ხართ წა­სუ­ლი. ვხე­დავ, რომ არა, ძალ­იან კარ­გი. ხატ­ვისას მარ­ტოობას არ იგ­რ­ძ­ნობთ. იცით, ჯერ კი­დევ არ მჯე­რა თქვე­ნი, თუმ­ცა შე­სან­იშნა­ვად გი­ჭი­რავთ თა­ვი. წიგ­ნი მო­გი­ტა­ნეთ, რომ სა­ღ­ამოობით მშვი­დად იკითხოთ, - მაგ­იდა­ზე ახ­ლად გამ­ოცემული პოე­მა და­დო, ერ­თ-ერ­თი იმ შე­სან­იშნავ ნა­წარ­მოებ­თა­განი, რომ­ლებ­ითაც მაშ­ინდელი საზ­ოგად­ოე­ბა იყო გა­ნებ­ივრებული: ეს იყო თა­ნა­მედ­როვე ლი­ტე­რატურის ოქ­როს ხა­ნა. რა გა­ეწ­ყობა! ჩვე­ნი თა­ო­ბის მკი­თხველს ამ მხრივ ბე­დი ასე არ სწყა­ლობს, მაგ­რამ გულს ნუ გავ­იტეხთ! არ ვი­წუ­წუ­ნოთ, არც და­ვა­და­ნა­შაულოთ ვინ­მე. ვი­ცი, პო­ეზ­ია არ ჩამ­ქრა­ლა, არც გენ­ია და­კ­არ­გულა; ვინ მის­ცა მა­მონს ძა­ლა, შე­ზღუდოს და ჩა­კ­ლას პო­ეზ­ია ან გენ­ია; ოდეს­მე ორი­ვე კვ­ლავ აღმ­ოცენ­დე­ბა, ხორცს შეი­სხამს, მო­ი­პო­ვებს თავ­ისუფლე­ბას და გაძ­ლიერ­დე­ბა. ძლი­ე­რი ან­გელ­ოზები მფარ­ველ­ობენ მათ ზე­ცაში! რო­დე­საც ბო­რო­ტი სუ­ლე­ბი ზეი­მობენ, ისი­ნი მხო­ლოდ იღი­მებ­იან; მხო­ლოდ უძ­ლურ­ნი დას­ტირიან თავ­იანთ და­ღუ­პვას. პო­ეზ­ია გაქ­რა? გენ­ია აღმ­ოიფხვრა? არა, არას­ოდეს! ძა­ლა და­კ­არ­გა? არა. ნე­ბას ნუ მის­ცემთ შურს, ასე­თი რამ შთა­გაგონოთ. ისი­ნი არა მარ­ტო ცოცხ­ლო­ბენ, არა­მედ ყველ­გან არ­იან და გვიშ­ველ­იან; მა­თი მაც­ოცხლე­ბელი გავ­ლენის გა­რე­შე თქვენ ჯო­ჯო­ხეთ­ში იქ­ნე­ბო­დით, თქვენ­ივე სა­კუ­თარი უბად­რუკობის ჯო­ჯო­ხეთ­ში.

ვიდ­რე მარ­მი­ონს ვფურ­ც­ლავ­დი დი­დი გა­ტა­ცებით, სენტ-ჯო­ნი დაი­ხა­რა, რომ ჩე­მი ნა­ხატი და­ეთ­ვალ­იე­რებ­ინა. შე­კრ­თა და მი­სი მა­ღ­ალი სხე­უ­ლი კვ­ლავ აი­მარ­თა. შევ­ხე­დე. სიტყ­ვა არ უთ­ქ­ვამს. თვა­ლი მო­მარ­იდა. კარ­გად ვი­ცო­დი, რას ფიქ­რობ­და, და გა­რკ­ვევით ვკითხუ­ლობ­დი, რა ჰქონ­და გულ­ში. ამ წუთს მას­ზე უფ­რო მშვი­დად და აუღ­ელ­ვებ­ლად მე ვი­ყა­ვი, დრო­ე­ბით მე მე­კუ­თვნოდა უპი­რა­ტეს­ობა. გან­ვიზრა­ხე, შეძ­ლებ­ისდაგ­ვა­რად დავ­ხმა­რებოდი.

მთე­ლი თა­ვი­სი სიმ­ტ­კი­ცისა და ნე­ბის­ყო­ფის მი­უ­ხე­და­ვად, - ვფიქ­რობ­დი, - რა ძნე­ლი საქ­მე გან­უზრა­ხავს, ყო­ველ გრძნო­ბა­სა და მწვა­ვე ტკი­ვილს გულ­ში იხ­ვევს, არ ამ­ხელს. არა­ვის ან­დობს, არა­ვის უზია­რებს. დარ­წმუნებული ვარ, გულ­ზე მო­ეშ­ვე­ბა, რა­მეს რომ იტყო­დეს მშვენ­იერ რო­ზამ­ონდზე, რო­მე­ლიც, მი­სი აზ­რით, არ შეი­ძლე­ბა ცო­ლად შე­ირ­თოს. ძალ­იან მო­მინ­და ამე­ლა­პა­რა­კ­ებ­ინა.
პირ­ველ­მა მე და­ვა­რღვ­იე სი­ჩუ­მე.

- დაბ­რძანდით, მის­ტერ რი­ვერს.
- ჩვეუ­ლებ­ისა­მებრ მი­პას­უხა, არ შემ­იძლია დარ­ჩე­ნაო.
`ძალ­იან კარ­გი, - გო­ნე­ბაში ვუ­პას­უხე. - იდე­ქით, თუ ასე გსურთ. მაგ­რამ უდავ­ოა, ჯერ ვერ წახ­ვალთ: მარ­ტოობა თქვენ­თვისაც აუ­ტა­ნელ­ია. შე­ვეც­დები მო­ვი­პო­ვო თქვე­ნი ნდო­ბა, ვი­პო­ვო ამ მარ­მარ­ილოსავით მა­გარ მკ­ერდში გუ­ლისკ­ენ მი­მა­ვალი ბი­ლი­კი და ვა­პკურო მას თა­ნაგრძნობის მაც­ოცხლე­ბელი ბალ­ზამის წვე­თი~.
- ჰგავს ეს ნა­ხატი? - ვკი­თხე პირ­და­პირ.
- ჰგავს? ვის? არც კი და­ვკვ­ირვებ­ივარ.
- რო­გორ არა, მის­ტერ რი­ვერს.

ჩემ­მა ასეთ­მა უე­ცარ­მა და უც­ნაუ­რმა პირ­დაპ­ირობამ შე­ა­კრთო: გაო­ცებ­ულმა შემ­ომხე­და. "ოჰ, ეს ჯერ არა­ფერ­ია~, გუ­ნე­ბაში გავ­ივლე, "სრუ­ლებ­ითაც არ ვაპ­ირებ ამ ჯი­უ­ტო­ბამ შე­მაშინოს, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კ­ე­თებ, რაც შემ­იძლია~. - შემ­დეგ გან­ვაგ­რძე.
- კარ­გად და და­კვ­ირვებით და­ათ­ვალ­იე­რეთ უკ­ვე. მაგ­რამ არა­ფერი მაქვს საწ­ინა­ა­ღმ­დეგო, თუ კვ­ლავ შე­ამ­ოწმებთ.
ავ­დექი და ნა­ხატი ხელ­ში მი­ვა­ჩე­ჩე.
- კარ­გა­დაა შეს­რულებული, - თქვან მან. - მე­ტად ნა­ზი, ლა­მაზი ფე­რებ­ია, ძალ­იან ლა­მაზი და ზუს­ტად შეს­რულებული ნა­ხატ­ია.
- დი­ახ, დი­ახ, ეს ვი­ცი. მაგ­რამ მსგავ­სე­ბა­ზე რას იტყ­ვით? ვის ჰგავს?
ცო­ტა ხნის ყოყ­მა­ნის შემ­დეგ თავს სძლია და მი­პას­უხა: - ჩე­მი აზ­რით, მის ოლი­ვერს.
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ახ­ლა კი, სერ, მინ­და ამ შე­სან­იშნავი მიხ­ვედ­რი­ლო­ბის­თ­ვის და­გაჯილდოოთ. სი­ამ­ოვნებით გპირ­დე­ბით, რომ ზუს­ტად და გულ­მოდ­გი­ნედ დაგ­იხა­ტავთ ასეთ­სა­ვე სუ­რათს. ოღონდ უნ­და მითხ­რათ, რომ უარს არ იტყ­ვით მის წა­ღ­ე­ბა­ზე. არ მინ­და დრო ტყუ­ი­ლად დავ­ხარჯო და შემ­ოგთა­ვაზოთ საჩ­უქარი, რო­მელ­საც უღი­რსად ჩათ­ვ­ლით.
კვ­ლავ სუ­რათს უმ­ზერ­და. რაც უფ­რო დიდ­ხანს უყუ­რებ­და, მით უფ­რო უჭერ­და ხელს. თით­ქოს მით უფ­რო სურ­და მი­სი მიღ­ე­ბა. "ჰგავს", - ჩურ­ჩუ­ლებ­და. - "თვა­ლები კარ­გად არის და­ხატული, ფე­რიც, გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაც სწო­რედ ასე­თი აქვს. თვა­ლები იღი­მებ­იან კი­დეც~.
- გინ­დათ, გქონ­დეთ ასე­თი სუ­რა­თი, თუ ამით ტკი­ვილს იგ­რ­ძ­ნობთ? მითხა­რით, მა­და­გა­სკ­არში, კე­თი­ლი იმე­დის კუ­ნძულსა და ინ­დო­ეთ­ში ეს სუ­რა­თი თან რომ გქონ­დეთ, დაგ­იმშვიდებთ სულს? თუ მო­გო­ნე­ბებს გაგ­იღვ­იძებთ, ძა­ლას გამ­ოგაცლით და სევ­დას მოგ­გ­ვ­რით?

ახ­ლა მან მალ­ულად შემ­ომხე­და: უნ­დობ­ლად და შეშ­ფოთებით. მე­რე კვ­ლავ სუ­რათს მო­ავ­ლო თვა­ლი.
- თან რომ მინ­და წავ­იღო, ეს ცხად­ია, მაგ­რამ არის თუ არა ეს მი­ზან­შეწონილი ან გო­ნივ­რუ­ლი, მეო­რე ამ­ბავ­ია.
რო­დე­საც დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ რო­ზა­მონდს ნამ­დვილად მოს­წონ­და სენტ-ჯო­ნი და მის­ტერ ოლი­ვე­რიც არ იყო წი­ნა­ა­ღმ­დეგი მა­თი ქორ­წი­ნებ­ისა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩე­მი აზ­რი ცხოვ­რე­ბა­ზე ბევ­რად უფ­რო უნუ­გე­შო იყო, ვიდ­რე სენ­ტ-ჯო­ნი­სა, მა­ინც გუ­ლით მინ­დო­და ხე­ლი შე­მეწყო ამ საქ­მის­თ­ვის. ვფიქ­რობ­დი, რომ თუ სენტ-ჯო­ნი გახ­დებ­ოდა მის­ტერ ოლი­ვე­რის დი­დი სიმ­დიდ­რის პატ­რო­ნი, ეს შე­საძ­ლებ­ლობას მის­ცემ­და ისეთ­ივე მად­ლიანი საქ­მე­ები ეკ­ე­თებ­ინა, რო­გო­რიც იყო მი­სი­ო­ნე­რად წას­ვლა ტრო­პი­კულ ქვეყ­ნებში, სა­დაც მზე და­ა­ჭკნ­ობდა მის გენ­იას და გამ­ოუფიტავ­და ძა­ლას. ამა­ში დარ­წმუნებ­ულმა ვუ­პას­უხე:
- რამ­დე­ნა­დაც ვხე­დავ, უფ­რო გო­ნივ­რუ­ლი და მი­ზან­შეწონილი იქ­ნე­ბა ახ­ლა­ვე და­ეუფლოთ ორი­გი­ნალს.

სენტ-ჯო­ნი უკ­ვე იჯ­და: სუ­რა­თი წინ, მაგ­იდა­ზე ედო, შუბ­ლი ხე­ლებ­ზე და­ეყრდნო და თვალს ვერ აც­ილებ­და. შე­ვამ­ჩნიე, ჩემს გა­ბედულ ნათ­ქვამ­ზე არც გაბ­რაზ­და და არც გა­უკვ­ირდა. ისიც შევ­ნიშნე, რომ ასე გუ­ლახ­დი­ლი საუ­ბარი სა­კი­თხზე, რომ­ლის შე­სა­ხებ წი­ნათ ლა­პა­რა­კს ვერ ბე­დავ­და, ახ­ლა სი­ამ­ოვნებ­და და შვე­ბას ჰგვრი­და. გულ­ჩათხ­რო­ბილ ხალხს უფ­რო ხში­რად სჭირ­დე­ბა გუ­ლახ­დი­ლი საუ­ბარი თავ­იანთ დარ­დსა და გრძნო­ბებ­ზე, ვიდ­რე გულღ­ია ადამ­ია­ნებს. ეს კა­ცი მტკი­ცე ჩანს, მაგ­რამ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ისიც ხომ ადამ­იან­ია. ამ­გვარი ადამ­ია­ნების სუ­ლის "წყნარ ზღ­ვაში~ ასე გა­ბედ­ულად და კე­თი­ლი გან­ზრახ­ვებით შეჭ­რა ხში­რად კე­თი­ლი საქ­მეა და აუ­ცილე­ბელიც.
- დარ­წმუნებული ვარ, მას მოს­წონ­ხართ, - ვუთხა­რი. მი­სი სკ­ამის უკ­ან ვი­დე­ქი. - მა­მამისიც პა­ტივს გცემთ. უფ­რო მე­ტიც, რო­ზა­მონ­დი მე­ტად თბი­ლი ქალ­იშვილია, თუმ­ცა წინ­დაუ­ხე­დავი, მაგ­რამ თქვე­ნი სერ­იოზულობა ორი­ვეს გეყ­ოფათ. უნ­და შე­ირ­თოთ.
- მოვ­წონ­ვარ? - იკი­თხა მან.
- რა­სა­კვ­ირველ­ია; ყვე­ლა­ზე მე­ტად მოს­წონ­ხართ, სულ თქვენ­ზე ლა­პა­რა­კობს. არა­ფერ­ია მის­თ­ვის ამა­ზე მე­ტად სას­იამოვნო და ხში­რად გახ­სე­ნებთ.
- მსი­ამ­ოვნებს, ამას რომ ამ­ბობთ, - მითხ­რა მან, - და ძალ­იან მინ­და კი­დევ ილა­პა­რა­კოთ თხუთ­მე­ტი წუ­თის გან­მავ­ლობაში. - მან სა­ათი ამ­ოიღო და მაგ­იდა­ზე და­დო, დრო რომ და­ენ­იშნა.
- რის­თ­ვის გა­ვაგ­რძელო, - ვკი­თხე, - რო­დე­საც თქვენ, რო­გორც ჩანს, უკ­ვე ემ­ზა­დებით ძლი­ე­რი სა­პასუხო დარ­ტყ­მის­თ­ვის ან ახალ ბორ­კი­ლებს ჭე­დავთ თქვე­ნი გუ­ლის შე­საბ­ორკ­ად.

- ნუ ფიქ­რობთ ასეთ საშ­ინელ ამ­ბებ­ზე. წარ­მოიდგინეთ, რომ მორ­ჩი­ლი და დამ­თ­მო­ბი ვარ. ახ­ლა ხომ მარ­თლაც ასე­ა: მი­წი­ე­რი სიყ­ვა­რუ­ლი ახ­ლად ამ­ოხეთქილი შად­რე­ვანივით ჩქეფს ჩემ­ში. სა­ამო ტა­ლღ­ები ტბო­რავს ველს, რო­მელ­საც ასე ბეჯ­ითად და მუ­ყაი­თად ვქმნი­დი, რო­მელ­ზეც და­უღ­ა­ლა­ვად ვთე­სავდი კე­თილ სურ­ვი­ლებს და უარს ვამ­ბობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე. ახ­ლა ეს ვე­ლი ნექ­ტარივით ტკბი­ლი ნია­ღვ­რითაა და­ფარული, ხო­ლო ნორ­ჩი ყლორ­ტე­ბი იღუ­პე­ბა; ტკბ­ილმა სა­წამ­ლავ­მა მო­წამ­ლა ისი­ნი: ველ­-ჰოლ­ში ვარ ნებ­ივრად ჩამ­ჯდარი სას­ტუმ­რო ოთახ­ში დი­ვან­ზე, ჩე­მი საც­ოლე რო­ზა­მონდ ოლი­ვე­რის ფერ­ხ­თით; ის ჩვე­უ­ლი ტკბი­ლი ხმით მე­ლა­პა­რა­კ­ე­ბა; დამ­ყურებს მშვენ­იერი თვა­ლებით, თქვენ რომ ასე ოს­ტატ­ურად და­ხა­ტეთ; მი­ღი­მის მარ­ჯნისფერი ტუ­ჩე­ბით. ის ჩემ­ია და მე მას ვე­კუთვნი. აი, ეს ცხოვ­რე­ბა და წარ­მა­ვალი სამ­ყარო სრუ­ლი­ად სა­კ­მარ­ისია ჩემ­თ­ვის. ჩუ­მად! ნუ ამ­ოიღ­ებთ ხმას! გუ­ლი ნე­ტა­რებს, გრძნო­ბე­ბი მო­ჯად­ოებ­ულია. და­ე, ჩემ მი­ერ და­ნიშ­ნუ­ლი წუ­თე­ბი ტკბილ ოც­ნე­ბაში ამო­ი­წუ­როს.

მად­ლი მო­ვი­ღე მას­ზე. სა­ათი წიკწ­იკ­ებ­და. სენტ-ჯო­ნი სწრა­ფად და ღრ­მად სუნ­თ­ქავ­და. ვდუმ­დი. ამ სი­ჩუ­მე­ში გა­ია­რა თხუთ­მეტ­მა წუთ­მა. შემ­დეგ სა­ათი ამ­ოიღო, სუ­რა­თი კვ­ლავ და­დო, წამ­ოდგა და ბუ­ხარ­თან მი­ვი­და.
- ამ­გვა­რად, - თქვა მან, - ეს დრო ოც­ნე­ბა­სა და ზმა­ნე­ბას შევ­წირე. შუბ­ლი ცდუ­ნე­ბას მი­ვაყ­რდნე მკ­ერ­დზე და თა­ვი ყვავ­ილთა უღ­ელში გავ­ყავი ჩემ­ივე ნე­ბით. სიტკბ­ოების თა­სი დავ­ცა­ლე. მაგ­რამ ყურ­თ­ბა­ლი­ში ცეცხ­ლ­ში გა­ეხ­ვია; ყვავ­ილების წნულ­ში გველს მოვკ­არი თვა­ლი; ღვი­ნო მემ­წა­რა; დაპ­ირე­ბანი უიმე­დო მეჩ­ვე­ნა და შემ­ოთა­ვა­ზებული სურ­ვი­ლე­ბი - ცრუ. ამას კარ­გად ვხე­დავ და ვი­ცი კი­დეც.
გაო­ცებ­ულმა შევ­ხე­დე.

- უც­ნაუ­რია, - გა­ნაგრძო მან, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რო­ზამ­ონდა ოლი­ვე­რი ასე გაგ­იჟ­ებით მიყ­ვარს, მიყ­ვარს მთე­ლი სუ­ლი­თა და გუ­ლით, პირ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლით, და თვით ქა­ლიშ­ვი­ლიც საო­ცრად ლა­მაზი, ღვე­დი­ვით მოქ­ნი­ლი და მომ­ხიბ­ვ­ლელ­ია, გო­ნე­ბა მა­ინც მშვი­დია, დინ­ჯი; ვგრძნობ, რომ ის ცო­ლად არ გამ­ომად­გე­ბა. ვერ იქ­ნე­ბა ჩე­მი ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავრი. ეს ქორ­წი­ნებ­იდან ერ­თი წლის შემ­დეგ გამ­ომჟ­ღ­ავ­ნდე­ბა. თორ­მე­ტი თვის ნე­ტა­რე­ბა შეი­ცვლე­ბა სამ­უდამო სი­ნა­ნუ­ლით. აი, მე ეს კარ­გად ვი­ცი.
- მარ­თლაც­და უც­ნაუ­რია, - წამ­ომცდა უნებ­ურად.
- და მა­ინც, - გა­ნაგრძო ისევ, - ძალ­იან ვი­ხიბ­ლე­ბი მი­სი მშვენ­იე­რებით, მაგ­რამ, ამა­ვე დროს, კარ­გად ვი­ცი ნა­კლიც: ის ვერ თა­ნაუგრძნობს ვერც ერთ საქ­მეს, რა­საც მე ვეს­წრაფვი; მხარს ვერ დამ­იჭერს ვე­რა­ფერში. შეი­ძლე­ბა რო­ზა­მონ­დი იყოს წა­მებული, მშრო­მე­ლი, ქა­ლი - მო­ცი­ქუ­ლი? იყოს მი­სი­ო­ნე­რის მე­უღ­ლე? არა.
- მაგ­რამ თქვენ აღ­არ წახ­ვალთ მი­სი­ო­ნე­რად. შეგ­იძლიათ თქვენს გან­ზრახ­ვა­ზე ხე­ლი აიღოთ.
- ხე­ლი ავ­იღო! რო­გორ! ჩემს მის­წ­რა­ფე­ბა­ზე? ამ დი­ად საქ­მე­ზე? იმ საქ­მე­ზე, რო­მელ­საც აქ ვემ­სახ­ურები, რა­თა დავ­იმკვიდრო ზე­ცი­უ­რი სას­უფე­ველი? აღ­არ მქონ­დეს იმე­დი, რომ ვიქ­ნე­ბი მათ შო­რის, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა პატ­ივმოყვარული ოც­ნე­ბა დაუ­მორჩილეს ერთ დი­ად სურ­ვილს - გაუ­უმჯობესონ თა­ნამ­ოძმე­ებს ცხოვ­რე­ბა? შეი­ტანონ ცოდ­ნა უვი­ცო­ბის სამ­ყაროში? შეც­ვალონ ომი მშვი­დო­ბით? მო­ნო­ბა - თავ­ისუფლებით, ცრურ­წ­მე­ნა - რე­ლი­გი­ით, ჯო­ჯო­ხე­თის ში­ში - ცი­უ­რი იმე­დით? ამა­ზე უნ­და ავ­იღო ხე­ლი? სულ­ზე უტკ­ბეს­ია ეს საქ­მე ჩემ­თ­ვის. აი, რას უნ­და ველ­ოდე მო­უთ­მენ­ლად, რი­თი უნ­და ვსულ­დ­გ­მუ­ლობ­დე.
- და მის ოლი­ვე­რი? - მი­ვუბ­რუნ­დი სენტ-ჯონს. - ნუ­თუ თქვენ­თ­ვის არა­ფერს ნიშ­ნავს მი­სი იმედ­გაც­რუე­ბა და დარ­დი?
- მის ოლი­ვერს უამ­რავი თაყ­ვან­ისმცე­მელი და პირ­მოთ­ნე ახ­ვევ­ია. ერ­თი თვეც არ გა­ივ­ლის და ჩე­მი სა­ხე მი­სი გუ­ლი­დან წაი­შლე­ბა. დამ­ივიწყებს. გათ­ხოვდე­ბა მას­ზე, ვინც ჩემ­ზე მე­ტად გა­ა­ბედ­ნიე­რებს.

- რო­გორ გულ­გ­რი­ლად ლა­პა­რა­კობთ, თქვენც ხომ სწო­რედ ეს ბრძო­ლა გა­წა­მებთ. დარ­დისგან დნე­ბით.
- არა. თუ გავ­ხ­დი, ეს იმი­ტომ, რომ მაწ­უხებს მო­მა­ვალი, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ მო­უგ­ვა­რე­ბელ­ია, ჩე­მი გამ­გზავ­რე­ბა ფერ­ხდე­ბა. მხო­ლოდ ამ დი­ლით შევ­იტყვე, რომ ჩე­მი შემ­ცვლელი, რომ­ლის ჩამ­ოსვლა­საც ამ­დენი ხან­ია ვე­ლი, კი­დევ სამ თვეს ვერ ჩამ­ოვა. ვინ იცის, იქ­ნებ ეს სა­მი თვე ექ­ვსად იქ­ცეს.

- რო­გორც კი მის ოლი­ვე­რი შე­მო­დის სა­კ­ლასო ოთახ­ში, თქვენ კა­ნკ­ა­ლებთ და წით­ლ­დე­ბით.
კვ­ლავ გაო­ცე­ბა აღ­ე­ბეჭ­და სა­ხე­ზე. არ ეგ­ონა, რომ ქა­ლი ასეთ ლა­პა­რა­კს გა­ბე­დავ­და მა­მა­კ­აც­თან. მე კი თავ­ისუფლად ვგრძნობ­დი თავს ძლი­ე­რი, გულ­ჩათხ­რო­ბი­ლი და დახ­ვეწილი გემ­ოვნების ადამ­იან­თან. საუ­ბრისას, ქა­ლი იქ­ნებ­ოდა ეს თუ მა­მა­კ­აცი, ვერ მო­ვის­ვე­ნებდი, ვიდ­რე ამ პი­რო­ბით ჩა­კ­ეტ­ილობას არ გა­დავ­ლა­ხავდი და არ გა­და­ვაბ­იჯებდი ნდო­ბის ზღურბლს, არ მო­ვი­პო­ვებ­დი ად­გილს მა­თი გუ­ლის სიღრ­მეში.

- თავ­ისებური ადამ­იანი ხართ, - მითხ­რა სენ­ტ-ჯონ­მა, - მაგ­რამ არა მორ­ცხ­ვი. თქვე­ნი სუ­ლი გა­ბედ­ულია და მზე­რა სულ­ში ჩამ­წ­ვ­დო­მი. მერ­წმუნეთ, ჩე­მი გრძნო­ბე­ბი სწო­რად არ გეს­მით. თქვენ ისი­ნი უფ­რო ღრ­მა და ძლი­ე­რი გგო­ნი­ათ. მა­წერთ ისეთ გრძნო­ბებს, რომ­ლე­ბიც სი­ნამ­დვილეში არ გა­მაჩ­ნია. რო­დე­საც ვწით­ლ­დე­ბი და ვცახ­ცა­ხებ მის ოლი­ვე­რის წი­ნა­შე, ჩე­მი თა­ვი არ მებ­რა­ლე­ბა. ვგმობ სი­სუს­ტეს. ვი­ცი, რომ ეს გრძნო­ბა და­მამ­ცირე­ბელ­ია, რად­გან ეს არის ვნე­ბა­თა­ღ­ელ­ვა და არა თრთო­ლა სუ­ლი­სა. სუ­ლი კლ­დე­სავით უტეხ­ია, უძი­რო, ბო­ბო­ქარ ზღ­ვაში მტკი­ცედ აღ­მართული. მიც­ნობ­დეთ ისეთს, რო­გო­რიც სი­ნამ­დვილეში ვარ: ცივს, გულ­ქ­ვა ადამ­იანს.

ურ­წ­მუ­ნოდ გავ­იღი­მე.
- გამ­ომძა­ლეთ გუ­ლახ­დილობა, - გა­ნაგრძო მან. - და ახ­ლა ეს გუ­ლახ­დილობა თქვენს გა­ნკ­არ­გულე­ბაშ­ია. თეთ­რი მო­სას­ხამი რომ მო­ვი­შო­რო, რომ­ლი­თაც საქ­რისტიანო ფა­რავს მი­წი­ერ ნა­კლს, თქვენ წი­ნა­შე წარ­დგე­ბა ბუ­ნე­ბით ცი­ვი, გულ­ქ­ვა, პატ­ივმოყვა­რე ადამ­იანი. ყვე­ლა სხვა გრძნო­ბი­დან მხო­ლოდ ბუ­ნებ­რი­ვი სიყ­ვა­რუ­ლი მი­მორ­ჩი­ლებს. ჩე­მი მეგ­ზუ­რი მი­ზან­ია და არა გრძნო­ბა; ჩე­მი პატ­ივმოყვა­რეო­ბა უსა­ზღვ­როა, ჩე­მი სურ­ვი­ლი - ავ­მა­ღლ­დე, სხვებ­ზე მე­ტი გა­ვა­კ­ეთო - დაუ­ოკ­ე­ბელ­ია. ვა­ფა­სებ ამ­ტან­ობას, სიმ­ტ­კი­ცეს, შრო­მის­მოყ­ვა­რეო­ბას, ნიჭს. მა­თი დახ­მა­რებით ადამ­ია­ნები დი­ად საქ­მე­ებს აკ­ე­თე­ბენ და დი­დე­ბის მწვერ­ვა­ლებს აღ­წე­ვენ. თქვენს შრო­მას დი­დი ინ­ტე­რესით ვა­დევ­ნებდი თვალ­ყურს, რად­გან, ჩე­მი აზ­რით, მუ­ყა­ი­თი, წეს­იერი და ენერ­გი­უ­ლი ქა­ლის გან­სახ­იე­რე­ბა ხართ, და არა იმი­ტომ, რომ დი­დად თა­ნავუგრძნობდი იმ ტან­ჯვას, რო­მე­ლიც გა­დაი­ტა­ნეთ და ჯერ კი­დევ გა­ნიც­დით.

- თავს წარ­მართ ფი­ლო­სო­ფო­სად მაც­ნობთ, - ვუთხა­რი.
- არა. აი, რა გან­სხვა­ვე­ბაა ჩემ­სა და ათე­ისტ ფი­ლო­სო­ფო­სებს შო­რის: მე რწმე­ნა მაქვს და სა­ხა­რების მწამს. თქვენ გან­სა­ზღვ­რაში შეც­დით. მე წარ­მართი კი არა, ქრის­ტი­ა­ნი ფი­ლო­სო­ფო­სი ვარ, იესოს მიმ­დე­ვარი. მე, მის­მა მო­წა­ფემ, მი­სი წმინ­და, მოწყა­ლე, სიკ­ეთის მომ­ტა­ნი მოძღვ­რე­ბა შევ­ითვისე. მას ვქა­და­გებ. დავ­იფიცე, რომ გან­ვ­ფი­ნო იგი. ბავ­შვობიდან­ვე მი­სი ერ­თ­გუ­ლი ვარ და ჩე­მი ბუ­ნებ­რი­ვი შე­საძ­ლებ­ლობანიც ასე გან­ვითარ­და: და­საწ­ყისიდან­ვე შევ­იყვა­რე ყოვ­ლის­მომ­ც­ვე­ლი დარ­გი ფი­ლან­თროპია.
სენ­ტ-ჯონ­მა ქუ­დი აიღო, რო­მე­ლიც იქ­ვე, ჩემს პალ­იტრას­თან მაგ­იდა­ზე იდო. ერ­თხელ კი­დევ და­ხე­და ნა­ხატს.
- რო­გო­რი ლა­მაზ­ია, - ჩაი­ლა­პა­რაკა მან. - ამარ­თლებს თა­ვის სა­ხელს, რო­ზა­მონდ.
- არ დავ­ხატო თქვენ­თ­ვის?
- ჩუი ბო­ნო? - არა.
ნა­ხატს სიფ­რი­ფა­ნა ფურ­ცე­ლი გა­და­ა­ფა­რა, რო­მელ­ზეც ხატ­ვის დროს ხელს ვდებ­დი, რომ მუ­ყა­ოს ფურ­ცე­ლი არ და­მეს­ვა­რა. რა დაი­ნა­ხა ამ სუფ­თა ფურ­ცელ­ზე, ვერ გეტყ­ვით, მაგ­რამ რა­ღ­ა­ცამ მი­იპყ­რო მი­სი ყუ­რა­დღ­ე­ბა. მაშ­ინვე დას­წვდა ფურ­ცელს; კი­დევ და­ხე­და; შემ­დეგ მე შემ­ომხე­და. ენით გამ­ოუთქმელი, უც­ნა­უ­რი და სრუ­ლი­ად გაუ­რკ­ვე­ველი მზე­რა მეს­როლა. თით­ქ­მის ზო­მავ­და თი­თო­ე­ულ ჩემს ნა­კვთს, სა­ხეს, ჩაც­მულობას. ელ­ვისუმალ ამათ­ვალ­-ჩა­მათ­ვალ­იე­რა. ბა­გე­ები გა­ეხ­სნა, თით­ქოს რა­ღ­აც უნ­და ეთ­ქვა, მაგ­რამ ენა­ზე მომ­დ­გა­რი წი­ნა­და­დე­ბა ჩა­ახშო.
- რა მოხ­და? - ვკი­თხე.
- ისე­თი არა­ფერი, - მი­პას­უხა. დავ­ინა­ხე, ფურ­ცე­ლი კვ­ლავ და­დო, სას­წრაფოდ მო­ახ­ია პა­ტა­რა ნა­წი­ლი და ხელ­თათ­მანში ჩა­ი­დო. მაშ­ინვე თა­ვი დამ­იკ­რა, ღა­მე მშვი­დო­ბი­საო, მითხ­რა და გაუ­ჩინარ­და.
- ხე­დავ? - წამ­ოვიძა­ხე და უნებ­ურად წამ­ომცდა. - დაუ­ჯე­რე­ბელ­ია. მეც და­ვათ­ვალ­იე­რე ფურ­ცე­ლი, მაგ­რამ ვე­რა­ფერი დავ­ინა­ხე, გარ­და რამ­დენ­იმე მუ­ქი სა­ღ­ე­ბავის ლაქ­ისა, სა­დაც ფე­რებს ერ­თმა­ნეთს ვუ­ხა­მებდი. ორი­ო­დე წუთს ჩავ­ფიქ­რ­დი ამ გამ­ოცა­ნა­ზე. ვერ მივ­ხ­ვ­დი. გა­დავ­წყვიტე, არ ღი­რს-მეთ­ქი, თა­ვი ვა­ნე­ბე და მა­ლე გა­და­მავ­იწყდა კი­დეც.

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთოთხმეტე/ოცდამეთხუთმეტე
თა­ვი ოცდამეჩვიდმეტე

თო­ვას აპ­ირებ­და, რო­ცა სენტ-ჯო­ნი წავ­იდა; მთე­ლი ღა­მე ქარ­ბუ­ქი მძვინ­ვა­რებ­და, მეო­რე დღ­ეს სუს­ხი­ან ქარს ისევ ხში­რი თო­ვა მოჰ­ყ­ვა. შე­ღ­ა­მებ­ისას ვე­ლი და­ფარული იყო და თით­ქ­მის გაუ­ვალი. და­რა­ბა დავ­ხურე. ქარს რომ თოვ­ლი არ შემ­ოე­ტა­ნა, კა­რებ­თან ტი­ლო და­ვაფ­ინე. ცეცხლს შევ­უკ­ე­თე. თით­ქ­მის ერ­თი სა­ათი ვი­ჯე­ქი კე­რას­თან და ქა­რიშ­ხ­ლის ყრუ გუ­გუნს ვუს­მენ­დი. შემ­დეგ ავან­თე სან­თელი, გად­მოვიღე "მარ­მი­ო­ნი" და კი­თხვა დავ­იწყე:

დღე და­ა­თენ­და ნორ­მის ცი­ხეს, ცი­ცაბ­ო-კლ­დიანს,
ტვი­დის მშვენ­იერ მდი­ნა­რის კი­დეს უძი­რო-წყლი­ანს,
და შე­ვი­ო­ტის მყუდ­რო მწვერ­ვალ­თა,
და გო­დო­ლე­ბი მძი­მედ ნა­გები, კო­შკი მთა­ვარი,
კედ­ლები მცვე­ლად შე­მა­ნა­გები, თლი­ლი, ჯა­ვარი,
ყვი­თე­ლი ჭა­ღის ცეცხ­ლ­ში ელავ­და.
ლექ­სის მუ­სიკ­ამ მა­ლე და­მავ­იწყა ქარ­ბუ­ქი.

უცებ ხმა­უ­რი გავ­იგონე. მეგ­ონა, ქარ­მა შე­ან­ჯღრ­ია კა­რი. არა, სენტ-ჯო­ნი რი­ვერ­სი იყო. რა­ზა აეწ­ია, სუს­ხი­ა­ნი ქარ­ბუქიდან და ბო­ბო­ქა­რი სიბ­ნელ­იდან შე­მო­სუ­ლი­ყო და ჩემ წინ იდ­გა. ლა­ბა­და, რო­მე­ლიც მის მა­ღ­ალ ტანს ფა­რავ­და, მყინ­ვა­რი­ვით თეთ­რი იყო. ისე ნა­კ­ლე­ბად მო­ვე­ლო­დი ვინ­მე სტუ­მარს იმ ღა­მეს თოვ­ლით გა­და­კ­ეტილი ველ­იდან, რომ მის­მა და­ნახ­ვამ შე­მაძ­რწუნა.
- ცუ­დი ამ­ბავ­ია? - შე­ვე­კი­თხე. - მოხ­და რაი­მე?
- არა, რა ად­ვილია თქვე­ნი შეშ­ფოთე­ბა! - მი­პას­უხა მან. შემ­დეგ ლა­ბა­და გაი­ხა­და, კარ­ზე ჩამ­ოკი­და და ტი­ლო, რო­მე­ლიც შემ­ოსვლისას გას­წია, ისევ ძველ ად­გილზე და­დო, ფე­ხები და­ა­ბა­კუ­ნა და თოვ­ლი ჩამ­ოიბერ­ტყა ფეხ­საც­მლიდან.
- მე წავ­ბილწე თქვე­ნი ია­ტა­კის სიწ­მინ­დე, - მითხ­რა მან, - მაგ­რამ უნ­და მა­პატიოთ. - შემ­დეგ ცეცხლს მი­უ­ახ­ლოვდა: - მერ­წმუნეთ, ძალ­იან გამ­იჭირდა აქ მოს­ვ­ლა, - შენ­იშნა მან. იდ­გა და ხე­ლებს ით­ბობ­და ალ­ზე. - წე­ლამ­დე ჩა­ვე­ფალი ზვავ­ში; სა­ბედ­ნიეროდ, თოვ­ლი ჯერ კი­დევ სრუ­ლი­ად ფაფ­უკ­ია.

- რამ მო­გიყ­ვა­ნათ? - ვერ შევ­იკ­ა­ვე თა­ვი.
- სა­კ­მაოდ არას­ტუმართმოყვრული კი­თხვა­ა, მაგ­რამ, რად­გან მე­კი­თხებით, გი­პას­უხებთ: მინ­და მო­გე­ლა­პა­რა­კოთ. მომ­ბეზ­რდა მუნ­ჯი წიგ­ნე­ბი და ცარ­იელი ოთა­ხები. გარ­და ამ­ისა, გუ­შინ­დე­ლის შემ­დეგ მღ­ელ­ვა­რე­ბას გან­ვიც­დი, რო­გორც ადამ­იანი, რო­მელ­საც ნა­ხე­ვარი ზღ­ა­პარი უამ­ბეს და მო­უთ­მენ­ლად ელის მი­სი და­სასრულის მოს­მე­ნას.
ის დაჯ­და. მე გა­მახ­სენ­და მი­სი გუ­შინ­დე­ლი უც­ნა­უ­რი საქ­ციელი და ში­ში შე­მე­პა­რა, რომ ის სრულ გო­ნე­ბა­ზე არ იყო. მაგ­რამ თუ შეშ­ლი­ლი იყო, ეს იყო მე­ტად გულ­გ­რი­ლი და თავ­შე­კ­ა­ვებული სი­გიჟ­ე. არას­ოდეს მე­ნა­ხა, რომ მი­სი ლა­მაზი სა­ხე უფ­რო მე­ტად ჰგვა­ნებ­ოდა ჩამ­ოქან­და­კ­ებულ მარ­მარილოს, ვიდ­რე ახ­ლა, რო­დე­საც შუბ­ლი­დან თოვ­ლით დას­ვე­ლებული თმა გა­დაი­წია და ცეცხ­ლის შუ­ქი თავ­ისუფლად ეცემ­ოდა მის ნა­თელ შუბ­ლ­სა და ფერ­მკრ­თალ ლო­ყას. სამ­წუხაროდ, ამ სა­ხე­ზე გა­რკ­ვევით დავ­ინა­ხე ფიქ­რი­სა და სევ­დის ანა­ბეჭდი. ვი­ცო­დი, ვე­ლო­დი, რომ ისეთ რა­მეს იტყო­და, რა­საც, ბო­ლოს და ბო­ლოს, გავ­იგებდი; მაგ­რამ ახ­ლა ხე­ლი ნიკ­აპ­ზე მი­ე­დო და თი­თი ტუჩ­ზე. ის ფიქ­რობ­და. თვალ­ში მომ­ხ­ვ­და, რომ მი­სი ხე­ლიც ისეთ­ივე გამ­ხდარი იყო, რო­გო­რიც სა­ხე და მის მი­მართ უნე­ბუ­რი სიბ­რა­ლუ­ლი ვიგ­რ­ძე­ნი. გუ­ლი ამ­იჩუყდა და ვთქვი:
- ნე­ტა, დია­ნა და მე­რი მა­ინც ჩამ­ოსულიყვნენ, რომ ერ­თად გეც­ხოვრათ. ძალ­იან ცუ­დია, რომ სულ მარ­ტო ხართ. გარ­და ამ­ისა, სრუ­ლი­ად არ უფ­რ­თხილ­დე­ბით ჯან­მრთელ­ობას.

- რა­ტომ არა, - წარ­მოთქვა მან. - მე თავს ვუვ­ლი, რო­ცა საჭ­იროა. ახ­ლა კარ­გად ვარ. რა მი­ჭირს ვი­თომ?
მი­სი სიტყ­ვე­ბის უდარ­დელ­მა გულ­გ­რი­ლო­ბამ მაგ­რძნობინა, რომ ჩე­მი თა­ნაგ­რძნობა სრუ­ლი­ად ზედ­მეტი იყო, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, მი­სი აზ­რით. გავ­ჩუმ­დი.
იგი ისევ ამ­ოძრა­ვებ­და თითს ზე­და ტუ­ჩის გას­წ­ვ­რივ. მი­სი მეო­ცნე­ბე თვა­ლები ისევ ბუ­ხარ­ში მო­გიზ­გი­ზე ალს ჩას­ჩე­რებ­ოდა. გავ­იფიქრე, რომ სა­ჭი­რო იყო მეთ­ქვა რა­მე და ვკი­თხე, კარ­იდან ორ­პირ ქარს ხომ არ გრძნობთ-მეთ­ქი.
- არა, არა, - მოკ­ლედ და სა­კ­მაოდ უკ­მე­ხად მი­მი­გო მან.
- აბა, - გავ­იფიქრე, - თუ ლა­პა­რა­კი არ გინ­დათ, შეგ­იძლიათ ჩუ­მად იყოთ. თავს აღ­არ მო­გა­ბეზ­რებთ მე­ტად და ჩემს წიგნს დავ­უბრუნდები.
სან­თელს ღვენ­თი მო­ვაც­ილე და ხე­ლახ­ლა დავ­იწყე "მარ­მი­ო­ნის" კი­თხვა. მა­ლე მო­უს­ვენ­რობამ შე­იპყ­რო; ჩე­მი ყუ­რა­დღ­ე­ბა მის­მა მოძ­რაო­ბებ­მა მი­იპყ­რო. ჯი­ბი­დან ტარ­სიკონის საფ­ულე ამ­ოიღო, საფ­ულიდან კი - წე­რი­ლი. ჩუ­მად წა­იკი­თხა, და­კ­ე­ცა, თა­ვის ად­გილას და­აბ­რუნა და ისევ ფიქ­რებს მიე­ცა. ამა­ოდ ვცდი­ლობ­დი, რა­მე მე­კი­თხა. ამ შეუ­ცნობელი ადამ­იანის ყოფ­ნა ჩემს ოთახ­ში საშ­ინლად მეუ­ხერ­ხულებ­ოდა. მო­უთ­მენ­ლობა მაწ­უხებ­და და არც მუნ­ჯად ყოფ­ნა მინ­დო­და. მან შეი­ძლე­ბა წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობა გა­მი­წი­ოს, მაგ­რამ მე მა­ინც ვი­ლა­პა­რა­კ­ებ.
- წე­რი­ლი ხომ არ მი­გიღ­იათ დია­ნას­გან ან მერ­ისგან ამ ბო­ლო ხა­ნებში?
- არ მი­მიღ­ია იმ წე­რი­ლის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ერ­თი კვი­რის წინ გაჩ­ვე­ნეთ.
- თქვე­ნი გეგ­მები ხომ არ შეც­ვლილა? ხომ არ მო­გი­წევთ ინ­გ­ლი­სი­დან წას­ვლა უფ­რო ად­რე, ვიდ­რე ელო­დით?
- ვში­შობ, რომ არა. ეს ბედ­ნიე­რე­ბა იქ­ნებ­ოდა. ვინ მომ­ცა ამის ბე­დი.
რად­გან ისევ ჩიხ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, სა­უბ­რის თე­მა შევ­ცვა­ლე. გა­დავ­წყვიტე, სკო­ლისა და ჩე­მი მოს­წავ­ლე­ების შე­სა­ხებ მე­ლა­პა­რა­კ­ა.
- მე­რი გე­რეტის დე­და უკ­ეთ არის და მე­რიც დღ­ეს დი­ლით მო­ვი­და სკო­ლაში. მო­მა­ვალ კვ­ირას ოთხი ახა­ლი გო­გო­ნა მეყ­ოლე­ბა ფა­უნ­დ­რი კლ­ოუზიდან. დღ­ე­საც მო­ვი­დოდ­ნენ, რომ არ ეთ­ოვა.
- მარ­თლა?
- მის­ტერ ოლი­ვე­რი იხ­დის ორი მათ­განის სწავ­ლის ქი­რას.
- ჰო?
- საშ­ობაოდ ზე­იმს აწყობს მთე­ლი სკო­ლის­თ­ვის.
- ვი­ცი.
- თქვე­ნი აზ­რი იყო?
- არა,
- მაშ, ვი­სი?
- მგო­ნი, მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის.
- სავ­სებით მო­სალ­ოდნელ­ია. ის ხომ ძალ­იან გულკ­ეთ­ილია.
- დი­ახ.
ისევ სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და. სა­ათ­მა რვა­ჯერ და­რე­კ­ა. რე­კ­ვამ სენტ-ჯო­ნი გამ­ოაფ­ხიზლა. გა­ას­წორა მა­ნამ­დე გა­დაჯ­ვა­რედ­ინებული ფე­ხები, გაი­მარ­თა და მო­მიბ­რუნ­და.
- ცო­ტა ხნით წიგნს თა­ვი ანე­ბეთ და ცეც­ხლისკ­ენ გად­მოჯექით, - მითხ­რა მან.
უსა­ზღვროდ გაო­ცებული, და­ვემ­ორჩილე.

- ნა­ხე­ვარი სა­ათის წინ, - გა­ნაგრძო მან, - გითხა­რით, მო­უთ­მენ­ლად ვე­ლი ზღ­აპრის და­სას­რულს-მეთ­ქი. ვი­ფიქ­რე და მი­მაჩ­ნია, რომ ეს საქ­მე უფ­რო ად­ვილად მოგ­ვარ­დე­ბა, თუ ჩემს თავ­ზე ავ­იღ­ებ თხრო­ბას და თქვენ მო­მის­მენთ. სა­ნამ დავ­იწყებ­დე, სა­მარ­თლიანი იქ­ნე­ბა, თუ გა­გაფ­რთხილებთ, რომ ამ­ბავი ცო­ტა გაც­ვეთილი მო­გეჩ­ვე­ნე­ბათ. მაგ­რამ მოძ­ვე­ლებული დე­ტა­ლები ხში­რად იძე­ნენ სი­ახ­ლეს, რო­დე­საც სხვი­სი პი­რი­დან ის­მენთ. სხვა მხრივ, გაც­ვეთ­ილია თუ უცხო, ეს ამ­ბავი მოკ­ლე იქ­ნე­ბა.
- ოცი წლის წინ, სამ­რევლო მღვდლის ერთ ღა­რიბ თა­ნა­შემ­წეს - მი­სი სა­ხელი ამჟ­ა­მად ნუ და­გაი­ნტე­რე­სებთ - შეუ­ყვარ­და მდი­და­რი კა­ცის ქა­ლიშ­ვი­ლი. ქალ­საც შეუ­ყვარ­და იგი და ცო­ლად გაჰ­ყვა, თუმ­ცა მეგ­ობრები არ ურ­ჩევ­დნენ და ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ ზურ­გი აქ­ციეს მას. ორი წე­ლიც არ გა­სუ­ლი­ყო, რომ ეს დაუ­ფიქრე­ბელი წყვი­ლი ცოცხა­ლი აღ­არ იყო და ერ­თი საფ­ლავის ქვის ქვეშ გან­ისვე­ნებ­და (მე ვნა­ხე მა­თი საფ­ლავი ერთ დიდ სა­საფ­ლაო­ზე, რო­მელ­ზე­დაც ძვე­ლი შეჭ­ვარტლული ტა­ძარი იდ­გა. ეს იყო შა­ი­რის ერ­თ-ერთ დიდ სა­ფაბ­რიკო ქა­ლაქში). მათ დარ­ჩათ ქა­ლიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­ბა­დებ­იდან­ვე ქველ­მოქმე­დე­ბამ თა­ვის წია­ღში მი­ი­ღო. ქველ­მოქმე­დე­ბამ, რო­მე­ლიც ისეთ­ივე ცი­ვი იყო, რო­გო­რიც ის ზვა­ვი, რო­მელ­შიც ამ სა­ღ­ამოს ჩა­ვე­ფალი. ქველ­მოქმე­დე­ბამ ეს უმე­გობ­რო არ­სე­ბა დე­დამისის მდი­და­რი ნა­თე­სა­ვების სახ­ლ­ში მი­იყ­ვა­ნა. იგი აღ­ზარ­და ძალ­უამ (ახ­ლა სა­ხე­ლებ­საც ვახ­სე­ნებ), რო­მელ­საც ქ-ნი რი­დი ერ­ქვა. ის გეი­ტსჰედში ცხოვ­რობ­და. თქვენ შე­კრთით, რა­მე ხმა­უ­რი ხომ არ მო­გეს­მათ? ალ­ბათ, ვირ­თხა ფხა­კუნობს მეზ­ობელი სა­კ­ლასო ოთა­ხის სა­კუ­ჭნაოში. აქ ბე­ღ­ელი იყო, სა­ნამ შე­ვა­კ­ე­თებ­ინებდი და შევ­ც­ვ­ლი­დი. ბე­ღ­ელი კი, ჩვეუ­ლებრივ, სავ­სეა ვირ­თხე­ბით. მაშ, გა­ვაგ­რძელოთ. ობოლ­მა ათი წე­ლი და­ყო ქ-ნ რიდ­თან. ვერ ვიტყ­ვი, ბედ­ნიერი იყო თუ უბე­დუ­რი იქ. ეს ჩემ­თ­ვის არ უთ­ქ­ვამთ. მაგ­რამ ცო­ტა ხნის შემ­დეგ ქ-მა რიდ­მა გა­დაი­ყვა­ნა ბავ­შ­ვი ერთ ად­გილას, რო­მელ­საც თქვენ იც­ნობთ. ეს იყო სწო­რედ ლო­ვუ­დის სას­წავ­ლე­ბელი, სა­დაც თქვენ თვი­თონ ასე დიდ­ხანს ცხოვ­რობ­დით. რო­გორც ჩანს, ის ღი­რსეუ­ლად სწავ­ლობდა და მო­წა­ფეობის შემ­დეგ, ისე­ვე რო­გორც თქვენ, მას­წავ­ლე­ბელი გახ­და. უნ­და გითხ­რათ, მაო­ცებს მოვ­ლე­ნა­თა მსგავ­სე­ბა თქვენ­სა და მის ცხოვ­რე­ბაში. სკო­ლიდან წამ­ოვიდა, რომ გამ­ხდარიყო ბავ­შ­ვის აღმ­ზრდელი ერთ ოჯახ­ში. აქაც თქვე­ნი ბე­დი ერ­თნაირი იყო. მან ითა­ვა აღზ­რდა-­გა­ნათ­ლე­ბა პა­ტა­რა ბავ­შვისა, რო­მელ­საც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი უწევ­და მეუ­რვეო­ბას.

- მის­ტერ რი­ვერს! - გა­ვაწ­ყვეტ­ინე მე.
- ვხვდე­ბი, რა­საც გრძნობთ, - თქვა მან, - მაგ­რამ შე­იკ­ა­ვეთ თქვე­ნი გრძნო­ბე­ბი ცო­ტა ხნით. მე თით­ქ­მის და­ვამ­თავ­რე. მო­მის­მი­ნეთ ბო­ლომ­დე. მე არა­ფერი ვი­ცი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ, გარ­და იმი­სა, რომ მან შეს­თა­ვა­ზა სა­პატიო ქორ­წი­ნე­ბა ამ ახალ­გაზ­რდა ქალს, რო­მელ­მაც მხო­ლოდ სა­კუ­რთხე­ველ­თან შე­იტყო, რომ მის­ტერ რო­ჩეს­ტერს ჰყავ­და ცო­ლი, ცოცხა­ლი, მაგ­რამ ჭკ­უა­ზე შეშ­ლი­ლი. რო­გორ იქ­ცეო­და მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ამის შემ­დეგ ან რას სთა­ვაზ­ობდა ქალს, შეი­ძლე­ბა მხო­ლოდ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ. მაგ­რამ, რო­დე­საც გამ­ოირკ­ვა ერ­თი ამ­ბავი, რის გა­მოც სა­ჭი­რო იყო აღმ­ზრდელის პოვ­ნა, აღმ­ოჩნდა, რომ ის წა­სუ­ლი­ყო. არა­ვინ იცო­და - სად, რო­დის ან რო­გორ. მან თორ­ნ­ფილ­დ-­ჰო­ლი ღა­მით დატ­ოვა. ამა­ოდ ეძებ­დნენ მის კვალს. მთელ იმ მხა­რეში მო­ი­კი­თხეს; ვე­რა­ფერი გაი­გეს მის შე­სა­ხებ, მაგ­რამ მი­სი პოვ­ნა აუ­ცილე­ბელი გახ­და. ყვე­ლა გა­ზეთში გამ­ოქვეყ­ნდა გან­ცხა­დე­ბები. მე თვი­თონ მი­ვი­ღე წე­რი­ლი ვინ­მე მის­ტერ ბრი­გის­გან. ამ რწმუ­ნებ­ულმა შე­მატ­ყობინა ის ფაქ­ტები, რომ­ლე­ბიც ახ­ლა გი­ამ­ბეთ. გა­ნა უც­ნა­უ­რი ამ­ბავი არ არის?

- მითხა­რით, - ვკი­თხე მე, - რად­გა­ნაც, თუ­კი ამ­დენი რამ იცით, ამის თქმაც არ გაგ­იჭირდე­ბათ, რა იცით მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შე­სა­ხებ? რო­გორ არის? სად არის? რას აკ­ე­თებს? კარ­გად არის?
- მე არა­ფერი ვი­ცი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შე­სა­ხებ; წე­რილ­ში არა­ფერ­ია ნათ­ქვამი მის შე­სა­ხებ, გარ­და იმ უსინ­დი­სო და უკ­ანონო ცდი­სა, რომ­ლის შე­სა­ხებ მო­გახ­სე­ნეთ. უფ­რო საი­ნტე­რესო უნ­და იყოს აღმ­ზრდელის სა­ხელი და მი­ზე­ზი, რა­ტომ არის სა­ჭი­რო მი­სი გამ­ოჩე­ნა.
- მაშ, არა­ვინ ყო­ფი­ლა თორ­ნ­ფილ­დ-­ჰოლ­ში? არა­ვის უნა­ხავს მის­ტერ რო­ჩეს­ტერი?
- მე მგო­ნი, არა.
- მაგ­რამ ხომ მის­წე­რეს მას?
- რა­სა­კვ­ირველ­ია.
- რა თქვა მან? ვის აქვს მი­სი წერ­ილები?
- მის­ტერ ბრიგ­სი მამ­ც­ნობს, რომ მის თხოვ­ნა­ზე პა­სუ­ხი მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ისგან კი არ მო­ვი­და, არა­მედ ქალ­ისგან, რო­მე­ლიც ხელს აწერს: "ელის ფე­იერ­ფექსი".
სი­ცი­ვემ და ძრწო­ლამ ამ­იტა­ნა. რო­გორც ჩანს, გა­მარ­თლდა ის, რი­სიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მეშ­ინოდა. ალ­ბათ, ინ­გ­ლი­სი დატ­ოვა და, სას­ოწა­რკ­ვეთ­ილებით თავ­გან­წირულმა, კო­ნტინენ­ტზე რო­მელ­იმე ჩვე­ულ ად­გილს მი­აშ­ურა. რო­მელ გა­მაბ­რუე­ბელ საშ­უა­ლე­ბას ეძებ­და იქ თა­ვი­სი აუ­ტა­ნელი ტან­ჯ­ვის გა­სა­ქარ­ვებ­ლად? ვერ ვბე­დავდი ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას. ოჰ, ჩე­მო საბ­რალო ბა­ტო­ნო, ერთ დროს თით­ქ­მის ჩე­მო მე­უღ­ლევ, ჩე­მო ძვირ­ფა­სო ედ­ვარდ!
- რო­გორც ჩანს, ცუ­დი ადამ­იანი იყო, - შენ­იშნა მის­ტერ რი­ვერ­სმა.
- თქვენ არ იც­ნობთ მას. რო­გორ ბე­დავთ აზ­რის გამ­ოთქმას მას­ზე, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი აღ­ელ­ვებით.
- ძალ­იან კარ­გი, - მშვი­დად მო­მი­გო მან. - მე სულ სხვა ამ­ბები მაი­ნტე­რე­სებს. უნ­და და­ვამ­თავრო თხრო­ბა. რად­გან თქვენ არ გსურთ აღმ­ზრდელის ვი­ნა­ო­ბის გა­გე­ბა, მე უნ­და გითხ­რათ ის ჩე­მი ნე­ბით. მო­ი­ცათ, აქ მი­წერ­ია. ფაქ­ტი ყო­ველ­თ­ვის უფ­რო და­მა­ჯე­რე­ბელ­ია, თუ ის ჩა­წერ­ილია, კო­ხტად ჩაწ­იკწ­იკ­ებ­ულია შა­ვით თეთ­რზე.
მან ისევ ამ­ოიღო საფ­ულე, მშვი­დად გახ­სნა და მო­ძებ­ნა. ერ­თ-ერ­თი გან­ყოფილებ­იდან დაძ­ვე­ლებული ქა­ღ­ალდის ფურ­ცე­ლი ამ­ოიღო, რო­მე­ლიც ნაჩ­ქა­რე­ვად იყო მო­ხე­უ­ლი. ამ სხვა­დას­ხვა სა­ღ­ე­ბავით დას­ვ­რილ ფურ­ცელ­ში სუ­რა­თის ყდის მო­ტა­ცებული კი­დე შევ­იცანი. ის წამ­ოდგა, ქა­ღ­ალდი თვა­ლებ­თან მო­მი­ტა­ნა და მე წავ­იკი­თხე ჩე­მი სა­კუ­თარი ხე­ლით ჩი­ნუ­რი ტუ­შით და­წერილი სიტყ­ვე­ბი: "ჯე­ინ ეარი". რო­გორც ჩანს, ფიქ­რებ­ში გარ­თულს დამ­იწერ­ია.
- ბრიგ­სი მწერ­და ვინ­მე ჯე­ინ ეარის შე­სა­ხებ, - თქვა სენ­ტ-ჯონ­მა, - გან­ცხა­დე­ბაშიც მას კი­თხულობდნენ. მე ვიც­ნობ­დი ვინ­მე ჯე­ინ ელი­ოტს. გამ­ოვტყდები, მეც მქონ­და ჩე­მი ეჭ­ვები, მაგ­რამ ისი­ნი მხო­ლოდ გუ­შინ იქ­ცა სი­ნამ­დვილედ. აღ­ია­რებით ამ სა­ხელს თქვე­ნად თუ უარ­ყოფთ?
- დი­ახ, დი­ახ. მაგ­რამ სად არის მის­ტერ ბრიგ­სი? მან შეი­ძლე­ბა მე­ტი იცო­დეს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შე­სა­ხებ, ვიდ­რე თქვენ.
- ბრიგ­სი ლონ­დონ­შია; ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა, რომ მან რა­მე იცო­დეს მის­ტერ რო­ჩეს­ტერის შე­სა­ხებ; მას მის­ტერ რო­ჩეს­ტერი არ აი­ნტე­რე­სებს. თქვენ კი წვრილ­მა­ნის დევ­ნაში არ­სებითი ამ­ბავი გავ­იწყდე­ბათ: არ მე­კი­თხებით, რა­ტომ გე­ძებ­დათ მის­ტერ ბრიგ­სი? რა უნ­დო­და თქვენ­გან?
- ჰო, რა უნ­დო­და?
- მხო­ლოდ ის, რომ შე­ეტ­ყობინებ­ინა თქვენ­თ­ვის ბი­ძათ­ქვენის, მა­დეი­რელი ჯონ ეარის სიკ­ვ­დი­ლი, რომ მან დაგ­იტოვათ მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა და რომ ახ­ლა მდი­და­რი ხართ. მხო­ლოდ ეს და მე­ტი არა­ფერი.
- მე! მდი­და­რი?
- დი­ახ. მი­სი ქო­ნე­ბის მე­მკვ­იდრე.
სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და.
- რა თქმა უნ­და, უნ­და და­ამ­ტკიცოთ თქვე­ნი ვი­ნაო­ბა, - გა­ნაგრძო სენ­ტ-ჯონ­მა. - არავ­ითარი სიძ­ნე­ლე არ იქ­ნე­ბა. შემ­დეგ შეგ­იძლიათ და­ე­პატრონოთ ქო­ნე­ბას. იგი და­ბან­დებ­ულია ინ­გ­ლი­სის სა­ხელმწიფო პრო­ცენ­ტიან ქა­ღ­ალ­დებში; ან­დერძი და სა­ჭი­რო საბ­უთები ბრიგს აქვს.
სი­ახ­ლე შემ­ოვიდა ჩემს ცხოვ­რე­ბაში! მო­გეხ­სე­ნე­ბა, მკი­თხველო, კარ­გია ერთ წუთ­ში სიღ­არ­იბიდან სიმ­დიდ­რე­ში გა­დას­ვლა - ძალ­იან კარ­გი; მაგ­რამ ად­ვი­ლი არ არის მი­სი შეგ­რძნე­ბა ერ­თბა­შად და ამი­ტომ არც სი­ამ­ოვნე­ბა მო­დის მაშ­ინვე. თა­ნაც ხომ არ­სებობს ცხოვ­რე­ბაში სხვა, გაც­ილებით უფ­რო ამა­ღ­ელ­ვე­ბელი და აღ­მაფ­რთოვა­ნე­ბელი ამ­ბები: სიმ­დიდ­რე მყარ­ია, გა­რე სამ­ყარ­ოსგან დამ­ოუკი­დე­ბელი; იდე­ალური არა­ფერ­ია მას­ში: ყვე­ლა­ფერი და­კ­ავ­შირებული მას­თან, მყარ­ია და ფხი­ზე­ლი; მი­სი გამ­ოვლინე­ბაც ასეთ­ივე­ა. არ ხტი და ცმუკ­ავ სი­ხა­რუ­ლით, რო­დე­საც გაი­გებ, რომ ქო­ნე­ბა მი­იღ­ე. მაშ­ინვე იწყებ ფიქრს იმ პას­უხისმგებ­ლობა­სა და საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც მას­თან არის და­კ­ავ­შირებული; ძლი­ერ კმაყ­ოფილე­ბას­თან ერ­თად სე­რი­ო­ზუ­ლი საზ­რუნავიც ჩნდე­ბა და თავ­შე­კ­ა­ვებით, შუბ­ლ­შე­კრ­ულები ვუ­ფიქ­რ­დე­ბით ჩვენს ბედ­ნიე­რე­ბას.

გარ­და ამის, სიტყ­ვას "მე­მკვ­იდრეო­ბა" ყო­ველ­თ­ვის ახ­ლავს თან სიტყ­ვე­ბი: "სიკ­ვ­დი­ლი, და­საფ­ლა­ვე­ბა". რო­გორც შევ­იტყვე, ბი­ძა­ჩემი - ჩე­მი ერ­თა­დერთი ნა­თე­სავი - გარ­დაც­ვლილა; იმ დღი­დან, რაც გავ­იგე მი­სი არ­სებობის შე­სა­ხებ, ვოც­ნე­ბობ­დი, მე­ნა­ხა. ახ­ლა კი ვე­ღ­ა­რას­ოდეს ვნა­ხავ. მე­რე, ეს ფუ­ლი მი­ვი­ღე მხო­ლოდ მე და არა ჩემ­მა გა­ხა­რებ­ულმა ოჯახ­მა. მარ­ტო მე. უეჭ­ველ­ია, ეს დი­დი წყალ­ობა იყო და დამ­ოუკი­დებლობის გრძნო­ბაც შე­სან­იშნავი რამ გახ­ლდათ. დი­ახ, ვგრძნობ­დი ამას. ეს ფიქ­რი ავ­სებ­და ჩემს გულს.
- შუბ­ლ­ზე ნა­თელი მო­გეფ­ინათ, რო­გორც იქ­ნა, - მითხ­რა მის­ტერ რი­ვერ­სმა. - მეგ­ონა, მედ­უზამ შემ­ოგხე­დათ და ქვად უნ­და ქცეუ­ლიყავით. იქ­ნებ ახ­ლა მა­ინც მკითხოთ, რა ქო­ნე­ბა გერ­გოთ?
- ჰო, რამ­დენი?
- ოჰ, ძალ­იან ცო­ტა. ბევ­რი არა­ფერ­ია. ოცი ათა­სი გირ­ვან­ქა, მგო­ნი. მაგ­რამ რა მოხ­და?
- ოცი ათა­სი გირ­ვან­ქა?
კი­დევ ახა­ლი საო­ცრე­ბა! მე ვვა­რაუდობდი, რომ ოთხი-ხუ­თი ათას­ზე მე­ტი არ იქ­ნებ­ოდა. ამ ახალ­მა ამ­ბავ­მა სუნ­თ­ქ­ვა შემ­იკ­რა ერ­თი წუ­თით. სენ­ტ-ჯონ­მა, რომ­ლის სი­ცი­ლი არას­ოდეს გა­მეგ­ონა, ახ­ლა გაი­ცინა.
- იცით, - თქვა მან, - მკვ­ლელ­ობა რომ ჩა­გედ­ინათ და მე მეთ­ქვა თქვენ­თ­ვის, რომ თქვე­ნი ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბა გამ­ოა­შკ­ა­რა­ვებ­ულია, ალ­ბათ, მაშ­ინაც არ გექ­ნებ­ოდათ ასე­თი გაო­გნებული გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა.
- თან­ხა ძალ­იან დი­დია. იქ­ნებ რა­მე შეც­დომა­ა?
- არავ­ითარი შეც­დომა.
- იქ­ნებ სწო­რად არ წა­იკი­თხეთ ციფ­რე­ბი, იქ­ნებ ორი ათას­ია.
- და­წერ­ილია ას­ოებით და არა ციფ­რე­ბით - ოცი ათა­სი.
ისე ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, რო­გორც საშ­უალო მა­დის მქო­ნე ადამ­იანი გრძნობს ხოლ­მე, რო­დე­საც მარ­ტო მი­უჯ­დე­ბა ასი ადამ­იანისთვის გაშ­ლილ სუფ­რას. მის­ტერ რი­ვერ­სი წამ­ოდგა და ლა­ბა­და ჩაი­ცვა.
- ასე­თი საშ­ინელი ღა­მე რომ არ იყოს, - მითხ­რა მან, - ჰა­ნას გამ­ოგიგზავნიდით; ძალ­იან სას­ოწა­რკ­ვეთილი სა­ხე გაქვთ. ცოდ­ვაა თქვე­ნი მარ­ტო დატ­ოვე­ბა. მაგ­რამ საბ­რალო ჰა­ნა ვერ ივ­ლის ამ თოვ­ლ­ში ჩემ­სავით. მას ძალ­იან მოკ­ლე ფე­ხები აქვს. ასე რომ, უნ­და დაგ­ტო­ვოთ მარ­ტო თქვენს ნა­ღ­ველ­თან. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა.
ახ­ლა ის კარ­თან იდ­გა და რა­ზას სწევ­და. უცებ ერ­თი აზ­რი და­მე­ბა­და.
- მო­ი­ცა­დეთ! - შევ­ძა­ხე.
- რა იყო?
- მიკ­ვირს, რა­ტომ მოგ­წე­რათ მის­ტერ ბრიგ­ს­მა ჩემ შე­სა­ხებ თქვენ. საი­დან იცო­და, რომ თქვენ, ან რო­გორ წარ­მოიდგინა, რომ თქვენ, რო­მე­ლიც ასეთ გა­და­კ­არგულ ად­გილას ცხოვ­რობთ, და­ეხ­მა­რებოდით მას ჩემს აღმ­ოჩე­ნაში?
- ოჰ! მე მღვ­დელი ვარ, - თქვა მან, - სა­მღვ­დელ­ოე­ბას ხში­რად მი­მარ­თა­ვენ უც­ნა­უ­რი ამ­ბების გა­სა­რკ­ვე­ვად, - ისევ დაი­ჩხა­კუ­ნა რა­ზამ.
- არა. ეს არ არის სა­კ­მარისი ჩემ­თ­ვის! - წამ­ოვიძა­ხე და, მარ­თლაც, მის ნაჩ­ქა­რევ და გაუ­რკ­ვე­ველ პა­სუხ­ში იყო რა­ღ­აც, რა­მაც ჩე­მი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეო­ბა კი­დევ უფ­რო გა­ა­ღვ­ივა.
- ძალ­იან უც­ნა­უ­რი საქ­მე­ა, - ვთქვი მე, - ყვე­ლა­ფერი უნ­და ვი­ცო­დე მის შე­სა­ხებ.
- სხვა დროს გეტყ­ვით.
- არა, ამ სა­ღ­ამოს! ამ სა­ღ­ამოს! - და რო­ცა ზურ­გი აქ­ცია კარს, მე ჩავ­დექი მა­სა და კარს შო­რის. ის სა­კ­მაოდ დაბ­ნეული ჩან­და.
- ვერ­სა­დაც ვერ წახ­ვალთ, სა­ნამ ყვე­ლა­ფერს არ მეტყ­ვით! - წამ­ოვიძა­ხე მე.
- მირ­ჩევ­ნია, სხვა დროს გითხ­რათ.
- მეტყ­ვით! უნ­და მითხ­რათ!
- მირ­ჩევ­ნია, რომ დია­ნამ ან მე­რიმ გითხ­რათ.
რა­სა­კვ­ირველ­ია, ამ წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობამ ჩე­მი სურ­ვი­ლი უმა­ღ­ლეს მწვერ­ვა­ლამ­დე მი­იყ­ვა­ნა. ის უნ­და და­კ­მაყ­ოფილებულიყო. ასეც ვუთხა­რი.
- მე ხომ გითხა­რით, მტკი­ცე ვარ­-მეთ­ქი, - თქვა მან, - ძნელ­ია ჩე­მი დარ­წმუნე­ბა.
- მეც მტკი­ცე ვარ, შეუ­ძლე­ბელ­ია ჩე­მი თავ­იდან მო­შო­რე­ბა.
- გარ­და ამ­ისა, - გა­ნაგრძო მან, - ცი­ვი ვარ. არავ­ითარი აღგ­ზნე­ბა არ მოქ­მე­დებს ჩემ­ზე.
- მე კი ცეცხ­ლი ვარ და ცეცხ­ლი ალ­ღობს ყი­ნულს. ალ­მა და­ადნო თოვ­ლი თქვენს ლა­ბა­და­ზე. ალ­მა ჩამ­ოად­ინა ის ჩემს ია­ტა­კს და ტა­ლახ­იან ქუ­ჩად აქ­ცია. თუ გსურთ, მის­ტერ რი­ვერს, რომ გა­პატიოთ უდი­დე­სი და­ნა­შაული, სამ­ზა­რეულოს დას­ვრა, მითხა­რით, რაც იცით.
- მაშ, კარ­გი, - მითხ­რა მან. - ვნებ­დები, თუ თქვენს ძლი­ერ სურ­ვილს არა, თქვენს სი­უ­ჯი­უ­ტეს მა­ინც, ისე­ვე რო­გორც ქვა ცვდე­ბა გამ­უდმებული წვე­თებ­ისგან. გარ­და ამ­ისა, ხომ უნ­და გა­ი­გოთ ოდეს­მე, ად­რე თუ გვი­ან, რა მნიშ­ვ­ნელ­ობა აქვს. თქვენ ჯე­ინ ეარი გქვი­ათ?
- რა­სა­კვ­ირველ­ია, ეს სა­კითხი ხომ უკ­ვე გა­ვა­რკვ­იეთ.
- თქვენ, შე­საძ­ლოა, არ იცით, რომ მე თქვე­ნი მოგ­ვა­რე ვარ? რომ ნათ­ლობისას სენტ-ჯონ ეარ რი­ვერ­სი და­მარ­ქვეს?
- რა თქმა უნ­და, არა! ახ­ლა ვიხ­სე­ნებ, რომ მი­ნა­ხავს ასო "ე" თქვენს ინი­ცია­ლებს შო­რის იმ წიგ­ნებ­ში, რომ­ლე­ბიც სხვა­დას­ხვა დროს გითხო­ვებ­იათ ჩემ­თ­ვის, მაგ­რამ არას­ოდეს მი­კი­თხავს, რას ნიშ­ნავ­და ეს. მე­რე რა? მარ­თლაც, - შევ­ჩერდი: თავს ნე­ბა ვერ მი­ვე­ცი, და­მეშ­ვა, გამ­ომე­ხა­ტა სიტყ­ვე­ბით აზ­რი, რო­მე­ლიც და­მე­ბა­და, რო­მელ­საც ხორ­ცი შე­ეს­ხა და ერთ წუთ­ში გამ­ოიკ­ვე­თა, რო­გორც ძლი­ე­რი, მყა­რი შე­საძ­ლებ­ლობა. მოვ­ლე­ნები ჩამ­ოყალ­იბდნენ, მო­ერ­გნენ ერ­თმა­ნეთს და და­ეწ­ყვნენ მწკრ­ივე­ბად. ეჭ­ვი, რომ­ლის რგო­ლე­ბი აქამ­დე უფორ­მო გრო­ვას წარ­მოად­გენ­დნენ, გას­წორდა. ყო­ვე­ლი რგო­ლი სრულ­ყო­ფი­ლი იყო, ერ­თმა­ნეთ­თან მჭიდ­როდ შე­კ­ავ­შირებული. ვიდ­რე სენტ-ჯო­ნი კი­დევ რა­მის თქმას მო­ას­წრებ­და, ქვეც­ნობიე­რად ვი­ცო­დი, რო­გო­რი იყო მდგო­მა­რეო­ბა. მაგ­რამ რად­გა­ნაც მკი­თხველს არ მო­ეთ­ხოვე­ბა ასეთ­ივე ში­ნა­განი აღქ­მა, მე უნ­და გავ­იმეორო მი­სი სიტყ­ვე­ბი:

წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93