ნოველები

ჯეინ ეირი. თავი ოცდამეთვრამეტე/ოცდამეცხრამეტე

ჯეინ ეირი. თავი ოცდამეთვრამეტე/ოცდამეცხრამეტე
- დე­და­ჩემის გვა­რი ეარი იყო. მას ორი ძმა ჰყავ­და. ერ­თი მღვ­დელი იყო. სწო­რედ მან შე­ირ­თო გეი­ტსჰე­დელი მის ჯე­ინ რი­დი; მეო­რე კი - ჯონ ეარი, ესკ­ვაირი, ვა­ჭარი, რო­მე­ლიც მა­დეი­რა­ზე, ფან­ჩელში ცხოვ­რობ­და. მის­ტერ ბრიგ­ს­მა, მის­ტერ ეარის რწმუ­ნებ­ულმა, შარ­შან, აგ­ვის­ტო­ში, წე­რი­ლით გვაც­ნობა ბი­ძაჩ­ვენის სიკ­ვ­დი­ლი. მან აგ­რეთ­ვე მოგ­ვ­წე­რა, რომ მთე­ლი თა­ვი­სი ქო­ნე­ბა თა­ვის ობოლ ძმის­შ­ვილს, მღვდლის ქა­ლიშ­ვილს დაუ­ტოვა. მან ჩვენ გვერ­დი აგ­ვიქცია, რად­გან ოდე­სღ­აც უსი­ამ­ოვნე­ბა მოს­ვ­ლია მა­მაჩ­ვენ­თან და ეს არ აპატ­ია მას. რამ­დენ­იმე კვი­რის შემ­დეგ ისევ მი­ვიღ­ეთ წე­რი­ლი მის­ტერ ბრიგ­სის­გან,
რომ­ლი­თაც იტყო­ბი­ნებ­ოდა, რომ მე­მკვ­იდრე და­იკ­არ­გა, და მე­კი­თხებ­ოდა, ხომ არ ვი­ცო­დი რა­მე მის შე­სა­ხებ. ქა­ღ­ალდის ნაგ­ლეჯ­ზე შემ­თხვევით და­წერ­ილმა სიტყ­ვებ­მა მაპ­ოვნინეს იგი. და­ნარ­ჩენი თქვენც იცით. - მან ისევ და­აპ­ირა წას­ვლა, მაგ­რამ გზა გა­დავ­უღო­ბე.
- ნე­ბა მო­მე­ცით, ვი­ლა­პა­რა­კო, - ვუთხა­რი მე. - სუ­ლი მო­მათ­ქმევ­ინეთ და ფიქ­რის საშ­უა­ლე­ბა მო­მე­ცით. - გავ­ჩერდი. სენტ-ჯო­ნი იდ­გა ჩემ წინ, ქუ­დით ხელ­ში, სა­კ­მაოდ მშვი­დი. მე გან­ვაგ­რძე.

- დე­დათ­ქვენი მა­მა­ჩემის და იყო?
- დი­ახ.
- ეს იგი, ჩე­მი მამ­იდა, არა?
მან თა­ვი დამ­იქნია.
- ბი­ძა­ჩემი ჯო­ნი თქვე­ნი ბი­ძაც იყო? თქვენ, დია­ნა და მე­რი მი­სი დის­შ­ვი­ლე­ბი ხართ, რო­გორც მე - ძმის­შ­ვი­ლი.
- აუ­ცილებ­ლად.
- მაშ, თქვენ, სამ­ნი, ჩე­მი მამ­იდაშ­ვილები ხართ; ჩვე­ნი სის­ხ­ლის ნა­ხე­ვარი ერ­თი წყარ­ოდან მო­ედ­ინე­ბა?
- დი­ახ, ბი­ძაშ­ვილ-მამ­იდაშ­ვილები ვართ.

მე შე­ვათ­ვალ­იე­რე ის. ასე მეგ­ონა, ძმა ვი­პო­ვე-­მეთქი - ძმა, რომ­ლი­თაც შე­მეძლო მე­ა­მა­ყა, რო­მე­ლიც შე­მეძლო მყვა­რებ­ოდა - და ორი და, რომ­ლებ­საც ისე­თი თვი­სე­ბები ჰქონ­დათ, რომ უცხო­ნიც რომ მეგ­ონენ, ნამ­დ­ვილ სიყ­ვარ­ულსა და აღფ­რთოვა­ნე­ბას იწ­ვევ­დნენ ჩემ­ში. ეს ორი ქა­ლიშ­ვი­ლი, რომ­ლებ­საც ასე­თი მწა­რე ინ­ტე­რეს­ითა და სას­ოწა­რკ­ვეთ­ილებით ვუც­ქერ­დი სველ მი­წა­ზე და­ჩო­ქი­ლი და­ბალი, გი­სო­სი­ა­ნი ფან­ჯრიდან მურ-­ჰა­უ­სის სამ­ზა­რეულოში, ჩე­მი ახ­ლო ნა­თე­სა­ვები იყ­ვ­ნენ; და ეს ახალ­გაზ­რდა, წარ­მოსა­დეგი კა­ცი, რო­მელ­მაც თით­ქ­მის მო­მა­კვ­დავი მი­პო­ვა თა­ვი­სი სახ­ლის ზღუ­რბლზე, ჩე­მი სის­ხ­ლი და ხორ­ცი იყო. რა დი­დე­ბუ­ლი აღმ­ოჩე­ნაა მარ­ტოხე­ლა უბე­დუ­რის­თ­ვის! აი, ეს იყო სიმ­დიდ­რე! სიმ­დიდ­რე გუ­ლის­თ­ვის! წმინ­და, ნამ­დ­ვი­ლი სიყ­ვა­რუ­ლის სა­ბადო. ეს იყო ღვთის წყალ­ობა - ნა­თელი, ბრწყინ­ვა­ლე და აღ­მაფ­რთოვა­ნე­ბელი; და არა მძი­მე ოქ­როს საჩ­უქარი, თავ­ისებ­ურად მდიდ­რუ­ლი და სას­იხარულო, მაგ­რამ გამ­ომაფ­ხიზლე­ბელი ტვირ­თი. უე­ცარი სი­ხა­რუ­ლით შემ­ოვკ­არი ტა­ში, გულ­მა აჩ­ქა­რებით და­იწყო ცე­მა და სა­ამო ჟრ­უან­ტელ­მა დამ­ია­რა სხე­ულ­ში.

- ოჰ, რო­გორ მი­ხარ­ია! რო­გორ მი­ხარ­ია! - შევ­ძა­ხე.
სენ­ტ-ჯონ­მა გა­იღი­მა. - ხომ გითხა­რით, რომ წვრილ­მა­ნების ძებ­ნაში მთა­ვარი და­გავ­იწყდათ... - მითხ­რა მან, - თქვენ მშვი­დად მი­იღ­ეთ ნაანდერძევი სიმ­დიდ­რე და ახ­ლა ამ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ამ­ბავ­მა აგა­ღ­ელ­ვათ?
- რას ამ­ბობთ? ეს შეი­ძლე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო იყოს თქვენ­თ­ვის. თქვენ გყავთ დე­ბი და არ გაი­ნტე­რე­სებთ ბი­ძაშ­ვი­ლი. მე კი არა­ვინ მყავ­და. ახ­ლა კი შე­მეძ­ინა სა­მი მოზ­რ­დი­ლი ნა­თე­სავი, ან ორი, თუ თქვენ არ გსურთ მათ რიცხ­ვ­ში ყოფ­ნა. კი­დევ ერ­თხელ ვიტყ­ვი, რომ მი­ხარ­ია.
სწრა­ფად გავ­ია­რე ოთახ­ში: შევ­ჩერდი. ფიქ­რე­ბი შემ­ომაწ­ვა სწრა­ფად, უფ­რო სწრა­ფად, ვიდ­რე მათ აღქ­მა­სა და და­ლა­გე­ბას მო­ვა­ხერ­ხებდი; ფიქ­რე­ბი იმის შე­სა­ხებ, თუ რა შეი­ძლებ­ოდა მომ­ხ­და­რი­ყო ან რა მოხ­დებ­ოდა მა­ლე. ცარ­იელ კე­დელს შევ­ხე­დე: ამ­ომა­ვალი ვარ­სკვ­ლა­ვებით სავ­სე ცად მო­მეჩ­ვე­ნა. თი­თო­ე­უ­ლი ვარ­სკვ­ლავი სი­ამ­ოვნებით ან მიზ­ნე­ბით სავ­სე მენ­თებ­ოდა წინ. ახ­ლა შე­მეძლო სარ­გებ­ლობა მო­მე­ტა­ნა მათ­თ­ვის, ვინც სი­ცოცხ­ლე შემ­ინარ­ჩუნა და ვინც აქამ­დე მხო­ლოდ მიყ­ვარ­და. ისი­ნი უღ­ელში იყ­ვ­ნენ შებ­მულ­ნი; მე შე­მეძლო მა­თი გა­თავ­ისუფლე­ბა; ისი­ნი შორს იყ­ვ­ნენ ერ­თმა­ნეთ­ისგან; მე შე­მეძლო მა­თი კვ­ლავ შე­ერ­თე­ბა. ჩე­მი დამ­ოუკი­დებ­ლობა და სიმ­დიდ­რე შეი­ძლებ­ოდა მა­თიც ყო­ფი­ლი­ყო. ოთხ­ნი არ ვი­ყა­ვით? თა­ნაბ­რად გა­ნაწ­ილებული ოცი ათა­სი გირ­ვან­ქა, ხუ­თი ათასს შე­ად­გენ­და თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის. ეს ბევ­რიც იყო. სა­მარ­თალი აღს­რულდე­ბა და ყვე­ლა გა­ბედ­ნიერ­დე­ბა. ახ­ლა სიმ­დიდ­რე აღ­არ მაწ­ვა ტვირ­თად. ახ­ლა ეს აღ­არ იყო მხო­ლოდ მე­მკვ­იდრეობით მიღ­ებული ფუ­ლი; ეს იყო საწ­ინდარი სი­ცოცხ­ლის, იმე­დის, ბედ­ნიე­რების.

ვერ გეტყ­ვით, რო­გო­რი სა­ხე მქონ­და, რო­ცა ამ აზ­რებ­მა შემ­ომიტიეს. მაგ­რამ მა­ლე ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მის­ტერ რი­ვერ­სმა სკ­ამი დამ­იდგა უკ­ან და ფრთხი­ლად ცდი­ლობ­და, და­ვესვი. მირ­ჩია დავ­მშვიდებ­ულიყავი. უთუ­ოდ იფიქ­რა, რომ უმ­წეო­ბას ვგრძნობ­დი და სი­ხარ­ულისგან შევ­იშა­ლე. ხე­ლი ავ­უქნიე და ისევ დავ­იწყე ოთახ­ში სი­ა­რუ­ლი.
- ხვალ დია­ნა­სა და მე­რის მის­წერთ, - ვთქვი მე, - რომ დაუ­ყოვნებლივ შინ დაბ­რუნდნენ. დია­ნამ თქვა, რომ თავს მდიდ­რე­ბად იგუ­ლებ­დნენ, ათა­სი გირ­ვან­ქა რომ ჰქონ­დეთ, ასე რომ, ხუ­თი ათა­სი მათ სავ­სებით ეყ­ოფათ.
- მითხა­რით, საი­დან შემ­იძლია მო­გი­ტა­ნოთ წყა­ლი, - მითხ­რა სენ­ტ-ჯონ­მა, - უნ­და სცა­დოთ და დაშ­ოშმინდეთ.
- სი­სუ­ლე­ლე­ა! რო­გორ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს მე­მკვ­იდრეობის მიღ­ე­ბა თქვენ­ზე? დაგ­ტოვებთ ინ­გ­ლის­ში, შე­გარ­თვევ­ინებთ მის ოლი­ვერს და და­გა­სახ­ლებთ, რო­გორც ჩვეუ­ლებრივ მოკვ­დავს.
- თქვენ გო­ნე­ბა გე­რე­ვათ; ძალ­იან მო­უ­ლოდ­ნე­ლად გითხა­რით ეს ამ­ბავი. მი­სი მშვი­დად მიღ­ე­ბა თქვენს ძალ­-ღო­ნეს აღ­ე­მა­ტე­ბა.
- მის­ტერ რი­ვერს! მოთ­მი­ნე­ბას მა­კ­არ­გვინებთ. მე გონ­ზე ვარ. თქვენ ვერ გამ­იგეთ სწო­რად ან თავს იკ­ატ­უნებთ, თით­ქოს ვერ გამ­იგეთ.
- უფ­რო სრუ­ლად რომ გან­მარტოთ თქვე­ნი აზ­რი, უკ­ე­თე­სად გავ­იგებდი.
- გან­ვმარტო! რა უნ­და გან­ვმარტო? შეუ­ძლე­ბელ­ია, არ გეს­მოდეთ, რომ ეს თან­ხა, ოცი ათა­სი გირ­ვან­ქა, თა­ნაბ­რად გა­ყო­ფი­ლი ძმის­შ­ვილ-მამ­იდაშ­ვილებს შო­რის, თი­თო­ე­უ­ლის წი­ლად ხუ­თი ათასს შე­ად­გენს. მე მინ­და, რომ მის­წე­როთ თქვენს დებს იმ ქო­ნე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მათ ერ­გოთ.
- გინ­დათ თქვათ, რომ თქვენ გერ­გოთ.

- მე გითხა­რით ჩე­მი აზ­რი ამ საქ­მე­ზე. მე არ შემ­იძლია სხვა აზ­რი მქონ­დეს, მე არ ვარ უგუ­ლო ეგო­ის­ტი, ბრმად უსა­მართლო ან ბო­რო­ტი და უმა­დუ­რი. გარ­და ამ­ისა, გა­დაწ­ყვეტილი მაქვს, სახ­ლი მქონ­დეს და ნა­თე­სა­ვები მყავ­დეს. მე მომ­წონს მურ-­ჰა­უ­სი და ვიცხოვ­რებ მურ­ჰა­უს­ში; მიყ­ვარს დია­ნა და მე­რი და სამ­უდამოდ დავ­უკ­ავ­შირებ მათ ჩემს სი­ცოცხ­ლეს. გამ­იხარ­დე­ბა და გამ­ომად­გე­ბა ხუ­თი ათა­სი გირ­ვან­ქის მიღ­ე­ბა; გა­მა­წა­მებს და სულს შემ­იხუთავს ოცი ათა­სი, რო­მე­ლიც, სა­დაც სა­მარ­თალ­ია, არც მე­კუთვნის, თუნ­დაც კა­ნო­ნი ასე ით­ვალ­ისწინებ­დეს; და მე გაძ­ლევთ თქვენ იმას, რაც ზედ­მეტ­ია ჩემ­თ­ვის. მო­დი, ნუ ვიკ­ა­მა­თებთ ამა­ზე. შევ­თან­ხმდეთ ერ­თმა­ნეთში და ახ­ლა­ვე გა­დავწყვიტოთ ეს სა­კითხი.
- თქვენ პირ­ვე­ლი გრძნო­ბე­ბი გამ­ოქმე­დებთ. ასე­თი სა­კითხი ბევრ ფიქრს მო­ითხოვს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შეი­ძლე­ბა მი­ვიჩ­ნი­ოთ თქვე­ნი სიტყ­ვა სარ­წ­მუ­ნოდ.
- ოჰ! თუ თქვენ მხო­ლოდ ჩემს გულ­წ­რ­ფელ­ობაში გე­პა­რე­ბათ ეჭ­ვი, აღ­არ ვდარ­დობ. ხე­დავთ სა­მარ­თლიან­ობას ასეთ გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბაში?
- დი­ახ, ვხე­დავ გა­რკ­ვეულ სა­მარ­თლიან­ობას; მაგ­რამ ის ეწ­ინა­ა­ღმ­დე­გე­ბა წესს. გარ­და ამ­ისა, მთე­ლი ქო­ნე­ბა თქვენ გე­კუთვნით კა­ნო­ნით. ბი­ძა­ჩემ­მა ის სა­კუ­თარი შრო­მით მო­ი­პო­ვა და გი­ან­დერ­ძათ თქვენ. ბო­ლოს და ბო­ლოს, სა­მარ­თლიან­ობა ნე­ბას გაძ­ლევთ, და­ი­ტო­ვოთ ეს ქო­ნე­ბა თქვენ­თ­ვის. შეგ­იძლიათ, ყო­ველ­გვარი სინ­დი­სის ქენ­ჯ­ნის გა­რე­შე, ის თქვენს სა­კუ­თრე­ბად იგუ­ლოთ.
- ჩემ­თ­ვის, - ვთქვი მე, - ეს არის რო­გორც გრძნო­ბის, ისე სინ­დი­სის საქ­მე. მე უნ­და დავ­იკ­მაყოფილო გრძნო­ბე­ბი. ძალ­იან იშ­ვია­თად მქო­ნია ამის შე­საძ­ლებ­ლობა. მთე­ლი წელ­იწადიც რომ მე­კ­ა­მათოთ, წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობა გა­მი­წი­ოთ და გა­მაბ­რაზოთ, მა­ინც არ ვიტყ­ვი უარს ამ სი­ამ­ოვნე­ბა­ზე. ეს სი­ამ­ოვნე­ბაა ჩემ­თ­ვის - ნა­წი­ლობ­რივ მა­ინც გა­დავ­იხადო დი­დი ვა­ლი და მო­ვი­პო­ვო მეგ­ობრები, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლობაში გვერ­დ­ში მეყ­ოლებ­იან...
- ახ­ლა გგო­ნი­ათ ასე, - მო­მი­გო სენ­ტ-ჯონ­მა, - რად­გან არ იცით, რა არის ქო­ნე­ბა და, აქე­დან გამ­ომდინა­რე, ტკბ­ობა სიმ­დიდ­რით. თქვენ ვერ წარ­მოიდგენთ სა­კუ­თარი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის შეგ­რძნე­ბას, რო­მელ­საც ოცი ათა­სი გირ­ვან­ქა გამ­ოიწვევს თქვენ­ში. ვერც იმას წარ­მოიდგენთ, თუ რა ად­გილს და­იკ­ა­ვებთ ამ თან­ხის გა­მო საზ­ოგად­ოე­ბაში; ვერც იმ პერ­სპექ­ტივებს, რომ­ლებ­საც ის გა­გიხ­ს­ნით. თქვენ ვერ...
- თქვენ კი, - გა­ვაწ­ყვეტ­ინე მე, - სრუ­ლი­ად ვერ წარ­მოიდგენთ დაძ­მუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის წყურ­ვილს. მე არას­ოდეს მქო­ნია სახ­ლი, არც და-­ძმა მყო­ლია. მე უნ­და მყავ­დეს ისი­ნი და მეყ­ოლე­ბა კი­დეც. ხომ მი­მიღ­ებთ დად?
- ჯე­ინ, მე ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი ძმა, ჩე­მი დე­ბიც იქ­ნებ­იან თქვე­ნი დე­ბი, ოღონდ ამის­თ­ვის მსხვერ­პ­ლი არ არის სა­ჭი­რო.
- ძმა? დი­ახ, ათა­სი ლი­ეს მან­ძილზე! დე­ბი? დი­ახ, უცხო ხალ­ხთან მო­ნურ ჯა­ფაში! მე კი - მდი­და­რი, ყე­ლამ­დე ჩაფ­ლუ­ლი ოქ­რო­ში, რო­მე­ლიც არ შემ­იძენ­ია და რომ­ლის ღირ­სი არა ვარ! თქვენ - უსახ­ს­როდ! სა­ხელ­განთქმული თა­ნას­წორობა და ძმო­ბა! მჭიდ­რო კავ­ში­რი! თბი­ლი დამ­ოკი­დებ­ულე­ბა!
- მაგ­რამ ხომ შეგ­იძლიათ თქვე­ნი მის­წ­რა­ფე­ბები ოჯა­ხუ­რი კავ­შირისა და ბედ­ნიე­რებ­ისადმი სხვა გზი­თაც გა­ნახ­ორციელოთ, შეგ­იძლიათ გათ­ხოვდეთ.
- სი­სუ­ლე­ლე­ა, ისევ! გავ­თხოვდე! არ მინ­და გათ­ხოვე­ბა და არც არას­ოდეს გავ­თხოვდები.
- ეს მეტ­ისმეტ­ია. ასე­თი სახ­იფათო გან­ცხა­დე­ბები მოწ­მობს, რომ ძალ­იან აღ­ელ­ვებული ხართ.
- ეს მეტ­ისმეტი არ არის. ვი­ცი, რა­საც ვგრძნობ და რამ­დე­ნად მძულს გათ­ხოვე­ბა­ზე ფიქ­რიც კი. არა­ვინ წამ­იყვანს სიყ­ვა­რუ­ლით; მე კი არ მინ­და, ფუ­ლა­დი სპე­კუ­ლაციის სა­განი გავ­ხდე. არც უცხო ადამ­იანი მინ­და, რო­მე­ლიც ვერ თა­ნამიგრძნობს და გან­სხვა­ვებული იქ­ნე­ბა ჩემ­გან. მე მინ­და ჩე­მი სის­ხ­ლი და ხორ­ცი, ისე­თი ადამ­ია­ნები, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერთო მაქვს. გაი­მეო­რეთ, რომ ჩე­მი ძმა იქ­ნე­ბით. რო­ცა ეს სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქ­ვით, კმა­ყო­ფი­ლი და ბედ­ნიერი ვი­ყა­ვი. გაი­მეო­რეთ, თუ შეგ­იძლიათ, გაი­მეო­რეთ გულ­წ­რ­ფე­ლად.
- მე მგო­ნი, შემ­იძლია. ვი­ცი, რომ ყო­ველ­თ­ვის მიყ­ვარ­და სა­კუ­თარი დე­ბი; ვი­ცი, რა არის ჩე­მი მათ­დამი სიყ­ვა­რუ­ლის საფ­უძველი: მე პა­ტივს ვცემ მათ, რო­გორც პი­როვ­ნე­ბებს და აღფ­რთოვა­ნებული ვარ მა­თი ნი­ჭით. თქვენც ჭკვ­იანი ხართ. თქვე­ნი გემ­ოვნე­ბა და ჩვე­ვები დია­ნა­სა და მე­რის გემ­ოვნე­ბა­სა და ჩვე­ვებს ჰგავს. თქვე­ნი საზ­ოგად­ოე­ბა ყო­ველ­თ­ვის სას­იამ­ოვნოა ჩემ­თ­ვის; თქვენს საუ­ბარში უკ­ვე ვი­პო­ვე კეთ­ილმოქმედი ნუ­გე­ში. ვგრძნობ, რომ თავ­ისუფლად და სავ­სებით ბუ­ნებ­რივად შემ­იძლია და­გით­მოთ ად­გი­ლი ჩემს გულ­ში, რო­გორც მე­სა­მე და ყვე­ლა­ზე პა­ტა­რა დას.
- გმად­ლობთ. ამ სა­ღ­ამოს ესეც სა­კ­მარ­ისია ჩემ­თ­ვის. ახ­ლა უმ­ჯო­ბეს­ია წახ­ვიდეთ, რად­გან, თუ კი­დევ დარ­ჩით, შეი­ძლე­ბა ისევ გა­მაბ­რაზოთ მო­რი­გი უნ­დობ­ლო­ბით.
- სკო­ლა, მის ეარ? უნ­და და­ი­ხუ­როს, არა?
- არა. მე დავ­რჩები აქ, სა­ნამ შემ­ცვლელს ვი­შო­ვი.
მან კმაყ­ოფილებით გა­იღი­მა. ერ­თმა­ნეთს ხე­ლი ჩამ­ოვართვით და წავ­იდა.
არ არის სა­ჭი­რო შემ­დ­გო­მი ბრძო­ლე­ბის დაწ­ვრილებით აღ­წე­რა, არც იმ საბ­უთების მოყ­ვა­ნა, რომ­ლებ­ითაც ვსარ­გებლობდი, რომ მე­მკვ­იდრეობის საქ­მე ისე მო­მეგ­ვა­რებ­ინა, რო­გორც მსურ­და. ძალ­იან გამ­იჭირდა, მაგ­რამ, რად­გან გა­დაწ­ყვეტილი მქონ­და, რად­გან ჩემ­მა მამ­იდაშ­ვილებ­მა სა­ბო­ლო­ოდ დაი­ნა­ხეს, რომ ნამ­დვილად და მტკი­ცედ მსურ­და ზუს­ტად გა­მეყო ქო­ნე­ბა, და რად­გან გუ­ლის სიღრ­მეში იცოდ­ნენ, რომ თვი­თო­ნაც ასე მო­იქ­ცეო­დნენ, დამ­თან­ხმდნენ, ეს საქ­მე არ­ბიტ­რის გა­დაწ­ყვეტ­ილებისთვის მი­ენ­დოთ. მსაჯ­ულე­ბად მის­ტერ ოლი­ვე­რი და ერ­თი გა­მოც­დი­ლი ვე­ქი­ლი აი­რჩიეს. ორი­ვემ გაი­ზია­რა ჩე­მი აზ­რი და მე დო­კუ­მენ­ტურად გა­ვაფ­ორმე ჩე­მი სურ­ვი­ლი. შე­ად­გინეს ქო­ნე­ბის ახალ მფლო­ბელ­თა სია. მას­ში შედ­იოდნენ: სენტ-ჯო­ნი, დია­ნა, მე­რი და მე. თი­თოეუ­ლმა თა­ვი­სი წი­ლი მი­ი­ღო.

ჯეინ ეარი. თავი ოცდამეთექვსმეტე/ოცდამეჩვიდმეტე
თა­ვი ოცდამეცხრამეტე

ყვე­ლა­ფერი შო­ბამ­დე მოგ­ვარ­და: ახ­ლოვდებ­ოდა საყ­ოველ­თაო დღ­ე­სას­წაული. მე დავ­ითხოვე მორ­ტო­ნის სკო­ლის მო­წა­ფე­ები; ვე­ცა­დე, რომ ბავ­შვები დაუ­საჩ­უქრებ­ლად არ გა­მეშ­ვა. კარ­გი შემ­ოსა­ვალი ხელს უწყობს ხელ­გაშ­ლილობას და გუ­ლიც კარ­გი სურ­ვი­ლე­ბით ივ­სე­ბა; შე­სან­იშნავ­ია, რო­ცა გას­ცემ რა­მეს, თუ თვი­თო­ნაც ბევ­რი მი­იღ­ე. ეს არის სა­უკ­ე­თესო გამ­ოსა­ვალი მოზღ­ვა­ვებული გრძნო­ბებ­ისა. დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში სი­ამ­ოვნე­ბას მგვრი­და იმის შეგ­რძნე­ბა, რომ ჩე­მი სოფ­ლე­ლი მოს­წავ­ლე­ებ­იდან ბევრს ვუყ­ვარ­დი. გან­შორებ­ისას ეს გრძნო­ბა უფ­რო ცხა­დი გახ­და: მათ თა­ვი­სი სიყ­ვა­რუ­ლი აშკ­ა­რად და ძლიე­რად გამ­ოა­მჟ­ღ­ავ­ნეს. დი­დი კმაყ­ოფილე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, რო­დე­საც მივ­ხ­ვ­დი, რომ ნამ­დვილად მქონ­და გა­რკ­ვეული ად­გი­ლი მათ უმა­ნკო გუ­ლებ­ში. შევ­პირ­დი, რომ მო­მა­ვალში ყო­ველ კვ­ირას ვი­ნახ­ულებდი და სკო­ლაში ერ­თსა­ათ­იან გა­კ­ვეთ­ილებს ჩავ­უტა­რებდი.

მოგ­ვი­ახ­ლოვდა მის­ტერ რი­ვერ­სი. მე უკ­ვე ვნა­ხე, რო­გორ დამ­წკრ­ივდნენ ჩემ წინ კლა­სები, რომ­ლე­ბიც ახ­ლა სამ­ოცამ­დე გო­გო­ნას ით­ვ­ლი­და, და კა­რი და­ვკ­ე­ტე. ახ­ლა გა­სა­ღ­ებით ხელ­ში ვი­დე­ქი და ექ­ვსიოდე სა­უკ­ე­თესო მოს­წავ­ლეს ვემ­შვიდობებოდი; მათ­თ­ვის სა­გან­გებო გამ­ოსამ­შვიდობე­ბელი სიტყ­ვე­ბი მქონ­და. ასე­თი თავ­და­ჭერილი, კდე­მამოსილი, პატ­იოსანი და გა­ნათ­ლებული გო­გო­ნე­ბი მხო­ლოდ ინ­გ­ლი­სელ გლეხ­თა შვი­ლებ­ში თუ მო­ი­ძებ­ნებ­ოდა. ეს კი ბევრს ნიშ­ნავს, რად­გა­ნაც ინ­გ­ლი­სის გლეხ­ობა ყვე­ლა­ზე გა­ნათ­ლებული, ზრდი­ლი და პატ­იოსან­ია მთელ ევ­როპაში. მე მი­ნა­ხავს პაყ­სან­ნეს და ბäუერინნენ და სა­უკ­ე­თესონი მათ­გან, მაგ­რამ ისი­ნი, ჩე­მი აზ­რით, ბევ­რად უფ­რო უვი­ცე­ბი, უხე­შები და მო­სუ­ლელ­ოები იყ­ვ­ნენ მორ­ტო­ნის გო­გო­ნებ­თან შე­და­რებით.

- რო­გორ ფიქ­რობთ. ანა­ზღ­აუ­რდა თუ არა თქვე­ნი მთე­ლი წლის შრო­მა? - მკი­თხა მის­ტერ რი­ვერ­სმა, რო­ცა ისი­ნი წავ­იდნენ. - სი­ამ­ოვნე­ბას არ გან­იჭებთ იმის შეგ­რძნე­ბა, რომ რა­ღ­აც ნამ­დვილად სა­სარ­გებლო გა­ა­კ­ე­თეთ თქვე­ნი დრო­ი­სა და თა­ო­ბის­თ­ვის?
- უეჭ­ვე­ლად.
- თქვენ კი მხო­ლოდ რამ­დენ­იმე თვე იმუ­შა­ვეთ! კარ­გი არ იქ­ნე­ბა მთე­ლი სი­ცოცხ­ლე ერის სუ­ლი­ერ აღო­რძინე­ბას შეს­წი­როთ?
- დი­ახ, - ვთქვი მე, - მაგ­რამ არ შემ­იძლია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე ასე ვიცხოვ­რო: მე მინ­და სა­კუ­თარი გრძნო­ბე­ბით ვი­სი­ა­მოვ­ნო, ისე­ვე რო­გორც მინ­და გან­ვავ­ითარო ისი­ნი სხვებ­ში. მე მინ­და სი­ამ­ოვნე­ბა. ნურც ჩემს სულს და ნურც სხე­ულს ნუღ­არ გა­ახ­სე­ნებთ სკო­ლას; მე მოვ­რ­ჩი ამ საქ­მეს და მსურს დავ­ისვენო.
მას სე­რი­ო­ზუ­ლი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა ჰქონ­და.
- რა იყო? რა უე­ცარი აღტ­ყინებით ხართ შეპყ­რო­ბი­ლი? რას აპ­ირებთ?
- მოქ­მე­დე­ბას, რამ­დე­ნა­დაც შემ­იძლია. უპირ­ვე­ლე­სად, მინ­და გთხო­ვოთ, გა­ა­თავისუფლოთ ჰა­ნა და სხვა მო­ახ­ლე იშო­ვოთ.
- თქვენ გჭირ­დე­ბათ?
- დი­ახ, რომ მურ-­ჰა­უს­ში წამ­ომყვეს; დია­ნა და მე­რი ერთ კვ­ირაში შინ იქ­ნებ­იან და მინ­და, რომ ყვე­ლა­ფერი წეს­რიგ­ში და­ვახ­ვედრო.
- გა­სა­გებ­ია. მეგ­ონა, თქვენ თვი­თონ აპ­ირებდით სამ­ოგზაუროდ წას­ვლას. ეს უკ­ე­თეს­ია. ჰა­ნა წამ­ოვა თქვენ­თან ერ­თად.
- მა­შინ უთხა­რით ხვა­ლის­თ­ვის მო­ემ­ზადოს; აი, სა­კ­ლასო ოთა­ხის გა­სა­ღ­ები; ჩე­მი კო­ტეჯის გა­სა­ღ­ებს დი­ლით მოგ­ცემთ.
მან გამ­ომარ­თვა გა­სა­ღ­ები.
- დი­დი სი­ხა­რუ­ლით მაძ­ლევთ, - მითხ­რა მან. - არ მეს­მის თქვე­ნი სი­ხა­რუ­ლი, რად­გა­ნაც ვერ მივ­მ­ხ­ვ­დარ­ვარ, რა საქ­მიან­ობას შეუ­დგებით იმის ნაც­ვლად, რო­მელ­საც თავს ანე­ბებთ, რა მი­ზა­ნი გაქვთ, რა მის­წ­რა­ფე­ბა ცხოვ­რე­ბაში?
- ჩე­მი პირ­ვე­ლი მი­ზა­ნი იქ­ნე­ბა მურ-­ჰა­უ­სის საფ­უძვლია­ნად და­ლა­გე­ბა (გრძნობთ მთელ ძა­ლას ამ სიტყ­ვებ­ისა?) სა­წო­ლი ოთახ­იდან სარ­და­ფამ­დე; მეო­რე მი­ზა­ნი - ვაპ­რიალო ის ცვი­ლით, ზეთ­ითა და ურიცხ­ვი ჩვრით, სა­ნამ ისევ დაი­წყებ­დეს კრ­იალს, მე­სა­მე - მა­თე­მატ­იკური სი­ზუს­ტით დავ­დგა ყო­ვე­ლი სკ­ამი, მაგ­იდა, სა­წო­ლი, ყვე­ლა ხალ­იჩა დავ­ფი­ნო. ამის შემ­დეგ უნ­და გა­ვა­ნადგურო ნახ­შირისა და ტორ­ფის მა­რაგი და და­ვანთო ცეცხ­ლი ყვე­ლა ოთახ­ში. და­ბო­ლოს, თქვე­ნი დე­ბის ჩამ­ოსვლამ­დე ორი დღით ად­რე მე და ჰა­ნა დავ­იწყებთ კვერც­ხების თქვე­ფას, მოცხა­რის რჩე­ვას, საშ­ობაო ნამ­ცხვრების შე­ზა­ვე­ბას. ღვე­ზე­ლებისთვის ხორ­ცის კეპ­ვას და გან­ვად­იდებთ სხვა სამ­ზა­რეულო რი­ტუა­ლებს; ამას ვე­რავ­ითარი სიტყ­ვით ვერ გა­ვა­გებ­ინებ ამ სა­კითხში ისეთ გაუ­თვითცნობიე­რე­ბელ ადამ­იანს, რო­გო­რიც თქვენ ხართ. ჩე­მი მი­ზან­ია, მოკ­ლედ რომ ვთქვათ, დია­ნა­სა და მე­რის ჩა­მოს­ვ­ლის­თ­ვის, მო­მა­ვალ ხუთ­შა­ბათს, ყვე­ლა­ფერი სრულ წეს­რიგ­ში მქონ­დეს, და ჩე­მი მის­წ­რა­ფე­ბა­ა, შევ­უქმნა შეხ­ვედრის ბეაუ იდéალ, რო­ცა ჩამ­ოვლენ.
სენ­ტ-ჯონ­მა გა­იღი­მა, მაგ­რამ მა­ინც არ ჩან­და კმა­ყო­ფი­ლი.
- ეს ყვე­ლა­ფერი კარ­გია ახ­ლა, - თქვა მან, - მაგ­რამ ნამ­დვილად დარ­წმუნებული ვარ, რო­ცა პირ­ვე­ლი აღფ­რთოვა­ნე­ბა გა­ივ­ლის, ცო­ტა უფ­რო სხვა რამ მო­გინ­დე­ბათ, ვიდ­რე ში­ნაუ­რებ­თან ალერ­სია.
- ეს არის სა­უკ­ე­თესო რამ, რაც კი კაც­ობრიობას მო­ეპ­ოვე­ბა, - შე­ვაწ­ყვეტ­ინე მე.
- არა, ჯე­ინ, არა. ეს ქვე­ყა­ნა არ არის სი­ამ­ოვნებისთვის შექ­მ­ნი­ლი, ნურც ეც­დებით ასე­თად აქ­ცი­ოთ. არც დას­ვე­ნებისთვის შექ­მნილა; ნუ გა­ზარ­მაც­დებით, ჯე­ინ.
- პი­რი­ქით, მე მუ­შაო­ბას ვაპ­ირებ.
- ჯე­ინ, ახ­ლა გა­პატ­იებთ. გაძ­ლევთ ნე­ბას, ორი თვის გან­მავ­ლობაში და­ტკ­ბეთ თქვე­ნი ახა­ლი მდგო­მა­რეობით და ისი­ა­მოვ­ნოთ ახ­ლად შე­ძენილი ნა­თე­საური კავ­ში­რით, მაგ­რამ შემ­დეგში, იმე­დი მაქვს, თქვე­ნი მზე­რა გას­ცდე­ბა მურ­-ჰაუ­სსა და მორ­ტონს, დაძ­მურ საზ­ოგად­ოე­ბას, ეგო­ის­ტურ სიმ­შ­ვი­დე­სა და ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის სი­უხ­ვით მო­ნი­ჭე­ბულ სუ­ლი­ერ სიმ­ყუდ­რო­ვეს. იმე­დი მაქვს, თქვე­ნი ენერ­გია ერ­თხელ კი­დევ გვაგ­რძნობინებს თა­ვის ძა­ლას.
გაო­ცებ­ულმა შევ­ხე­დე.
- სენტ-ჯონ, - მი­ვუ­გე, - ჩე­მი აზ­რით, უმოწყა­ლო ხართ. მინ­და დედ­ოფალივით დამ­შვიდებული და კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყო. თქვენ კი მირ­ჩევთ კვ­ლავ ავ­ფორიაქ­დე და მო­უს­ვენ­რად ვიცხოვ­რო. რა­ტომ?

- იმი­ტომ, რომ მინ­და სა­სარ­გებლოდ ვაქ­ციო ის ნი­ჭი, რომ­ლი­თაც ღმერ­თმა და­გაჯ­ილდოვათ და რომ­ლის მკ­აცრ ან­გარიშს მოგ­თხოვთ ოდეს­მე. ჯე­ინ, გაფ­რთხილებთ, რომ და­კვ­ირვებით და მო­უთ­მენ­ლად გა­დევ­ნებთ თვალ­ყურს. ეცა­დეთ, და­ზო­გოთ ენერ­გია, რომ­ლი­თაც ჩვეუ­ლებრივ ში­ნა­ურ სი­ამ­ოვნე­ბაში ებ­მებით. ნა­თე­საო­ბას ნუ ებღ­აუ­ჭებით ასე მწა­რედ; გა­დაი­ნა­ხეთ სიმ­ტ­კი­ცე და ლტოლ­ვა სა­ჭი­რო საქ­მის­თ­ვის. ამა­ოდ ნუ და­ხარ­ჯავთ მათ ასე­თი უბ­რა­ლო, წარ­მა­ვალი მიზ­ნე­ბის­თ­ვის. გეს­მით, ჯე­ინ?

- დი­ახ, მაგ­რამ ეგ ამაო ლა­პა­რა­კ­ია ჩემ­თ­ვის. ვგრძნობ, რომ მაქვს საფ­უძველი ბედ­ნიე­რებისთვის. მინ­და და ვიქ­ნე­ბი ბედ­ნიერი. ნახ­ვამდის.
ბედ­ნიერიც ვი­ყა­ვი მურ­ჰა­უს­ში. ბევრს ვმუ­შა­ობ­დი. ჰა­ნაც ჩემ­სავით შრო­მობ­და. მო­ხიბ­ლუ­ლი იყო, რო­ცა ხე­დავ­და, რო­გორ მხი­არ­ულად ვფუს­ფუ­სებ­დი არეუ­ლ-და­რეულ სახ­ლ­ში; რო­გორ ვწმენ­დ­დი, ვბერ­ტყავდი, ვას­უფთა­ვებდი, კერ­ძებს ვამ­ზა­დებდი. და მარ­თლაც, ორი­ო­დე დღის საშ­ინელი არე­უ­ლო­ბის შემ­დეგ, სა­ამო სა­ნა­ხავი იყო, რო­გორ გარ­დაი­ქმნებ­ოდა ჩვენ­ივე ხე­ლით შექ­მ­ნი­ლი ქა­ო­სი წეს­რიგად. სა­ნამ და­ლა­გე­ბას დავ­იწყებდით, მე გა­ვემ­გზავ­რე ქა­ლაქ N-ში ახა­ლი ავე­ჯის შე­სა­ძე­ნად. ჩემ­მა ბი­ძაშ­ვილებ­მა თავ­ისუფალი მოქ­მე­დების უფ­ლე­ბა მომ­ცეს და სა­ჭი­რო თან­ხაც გა­დავ­დეთ ამ მიზ­ნით. საც­ხოვრე­ბელ ოთახ­სა და საძ­ინებ­ლებში თით­ქ­მის არა­ფერი შემ­იცვლია, რად­გან ვი­ცო­დი, რომ მერ­ისა და დია­ნას ძვე­ლი, მშობ­ლი­უ­რი მაგ­იდების, სკ­ა­მებ­ისა და საწ­ოლების და­ნახ­ვა უფ­რო გაუ­ხარ­დებ­ოდათ, ვიდ­რე ულა­მა­ზესი, ახა­ლი ნივ­თებ­ისა. მა­ინც იყო სა­ჭი­რო რა­ღ­აც სი­ახ­ლის შემ­ოტა­ნა; მინ­დო­და სი­ლა­მა­ზე ეგ­რ­ძ­ნოთ ყველ­გან. მუ­ქი ფე­რის ახა­ლი, ლა­მაზი ხალ­იჩები და ფარ­დები, გულ­დას­მით შერ­ჩეული ფაი­ფურისა და ბრინ­ჯა­ოს ძვე­ლებური ნივ­თე­ბი, ახა­ლი გა­და­სა­ფა­რებ­ლები და სა­რკ­ე­ები, ყუ­თე­ბი ტუა­ლეტის მაგ­იდებ­ზე ამ მი­ზანს ემ­სახ­ურებ­ოდა. მათ­ში იგ­რ­ძ­ნო­ბო­და სი­ახ­ლე, მაგ­რამ თვალს არ ჭრი­და. დი­დი სას­ტუმ­რო ოთა­ხი და საძ­ინე­ბელი სულ ახა­ლი ავე­ჯით მო­ვაწ­ყვე. ავე­ჯი ძვე­ლებური იყო, წი­თე­ლი ხი­სა, და მუ­ქი წი­თე­ლი ნა­ჭერი ჰქონ­და გა­და­კრული. ტა­ლანში ფარ­დაგი და­ვა­გე და კი­ბე­ზე ხალ­იჩები. რო­ცა ყვე­ლა­ფერი დას­რულდა, გავ­იფიქრე, რომ მურ-­ჰა­უ­სი ისე­ვე სრულ­ყო­ფი­ლია თა­ვი­სი სი­ლა­მაზით, სიმ­ყუდ­რო­ვი­თა და მხი­არ­ულებით, რო­გორც წელ­იწადის ეს დროა სრულ­ყო­ფი­ლი თა­ვი­სი სი­ცარ­იელით, უდაბ­ურებ­ითა და სას­ოწა­რკ­ვეთით.

რო­გორც იქ­ნა, დად­გა ხუთ­შა­ბათი. მათ და­ღ­ა­მებ­ისას ვე­ლო­დი და, სა­ნამ შებ­ინდდებ­ოდა, ცეცხ­ლი და­ვან­თეთ ორი­ვე სარ­თულზე. სამ­ზა­რეულო სრულ წეს­რიგ­ში იყო. მე და ჰა­ნა ჩაც­მულები ვი­ყა­ვით და ყვე­ლა­ფერი მზად გვქონ­და.
პირ­ვე­ლი სენტ-ჯო­ნი მო­ვი­და. ვთხო­ვე, სახლს არ გა­კ­ა­რებ­ოდა, სა­ნამ ყვე­ლა­ფერს მო­ვაწყობ­დით; და მარ­თლაც, მის და­საფ­რთხობად სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა იმ ყო­ველ­დღიური უსი­ა­მოვ­ნო არე­უ­ლო­ბის წარ­მოდგე­ნაც კი, რო­მე­ლიც იმ დროს მა­თი სახ­ლის კედ­ლებში სუ­ფევ­და. რო­დე­საც მო­ვი­და, სამ­ზა­რეულოში ვი­ყა­ვი. ნამ­ცხვრებს ვაცხობ­დი ჩა­ის­თ­ვის. მკი­თხა, ბო­ლოს და ბო­ლოს, იჯე­რეთ თუ არა გუ­ლი სახ­ლ­ში მუ­შა­ო­ბი­თო. პა­სუ­ხის ნაც­ვლად შევ­თა­ვა­ზე, და­ეთ­ვალ­იე­რებ­ინა ჩე­მი შრო­მის შე­დეგი. ძლივს დავ­ითან­ხმე, გამ­ომყოლოდა და ენა­ხა სახ­ლი. თი­თო­ე­ულ ოთახს ღია კარ­იდან მო­ავ­ლო თვა­ლი და მითხ­რა, ალ­ბათ, დი­დი ჯა­ფა და­გად­გათ და ძლი­ერ გა­და­იღ­ა­ლეთ, ასე ცო­ტა ხან­ში ასე რომ შეგ­იცვლიათო ყვე­ლა­ფერი, მაგ­რამ არც ერ­თი სიტყ­ვით არ გამ­ოუხა­ტავს სი­ამ­ოვნე­ბა იმის გა­მო, რომ მი­სი სახ­ლი ეს­ოდენ გა­ლა­მაზ­და.
თით­ქოს ცი­ვი წყა­ლი გა­და­მას­ხა ამ სი­ჩუ­მემ. ნე­ტა, ამ ცვლი­ლე­ბებ­მა მის­თ­ვის ძვირ­ფა­სი ძვე­ლი ას­ოციაც­იები ხომ არ და­ა­რღვ­ია-­მეთქი, გავ­იფიქრე. სა­კ­მაოდ ნირ­წამ­ხდარ­მა ვკი­თხე, ასე ხომ არ მოხ­და-­მეთქი?

- სუ­ლაც არაო, - მითხ­რა. - პი­რი­ქით, ვში­შობ, იმა­ზე მე­ტი ყუ­რა­დღ­ე­ბა დაუ­თმეთ ამ ამ­ბავს, ვიდ­რე სა­ჭი­რო იყოო. მკი­თხა, რამ­დენი წუ­თი დავ­უთმე, მა­გალ­ითად, ამ ოთა­ხის მოწყო­ბის შეს­წავ­ლას, ან, სხვა­თა შო­რის, ხომ ვერ ვეტყო­დი, სად იყო ესა და ეს წიგ­ნი?
ვუჩ­ვე­ნე ის წიგ­ნი თარ­ოზე. გად­მოიღო, წავ­იდა თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი ად­გილისკ­ენ, ფან­ჯა­რას­თან და კი­თხვას შეუ­დგა.

არ მო­მეწ­ონა, მკი­თხველო, ეს ამ­ბავი. სენტ-ჯო­ნი კარ­გი ადამ­იანი იყო, მაგ­რამ ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მარ­თალი იყო, რო­ცა მითხ­რა, გულ­ქ­ვა და ცი­ვი ვა­რო. ცხოვ­რე­ბის ჰუ­მან­ურობა და სიტკბ­ოე­ბა არ იზი­დავ­და. მშვი­დი ცხოვ­რე­ბა არ ხიბ­ლავ­და. უფ­რო სწო­რად, იგი მი­ის­წ­რაფ­ოდა მხო­ლოდ იმისკ­ენ, რაც ნამ­დვილად კე­თი­ლი და დი­ა­დი იყო. დას­ვე­ნე­ბა არ უყ­ვარ­და და არც ის მოს­წონ­და, რო­ცა სხვე­ბი მის გარ­შემო უსაქ­მოდ იყ­ვ­ნენ. რო­ცა ვუ­ყუ­რებ­დი მის მა­ღ­ალ შუბლს - თეთრ ქვა­სავით მშვიდს, და ფერ­მკრ­თალი, კი­თხვისგან და­ძაბული სა­ხის ლა­მაზ ნა­კვ­თებს, უეც­რად მივ­ხ­ვ­დი: ის არ იქ­ნებ­ოდა კარ­გი ქმა­რი, ძალ­იან ძნე­ლი იქ­ნებ­ოდა მი­სი ცო­ლო­ბა. მივ­ხ­ვ­დი, თუ რო­გო­რი სიყ­ვა­რუ­ლით უნ­და ჰყვა­რებ­ოდა მას მის ოლი­ვე­რი; ვე­თან­ხმებოდი, რომ ეს იყო მხო­ლოდ მო­ნუ­რი სიყ­ვა­რუ­ლი. მეს­მოდა, რო­გორ სძულ­და თა­ვი იმ ვნე­ბა­თა­ღ­ელვის გა­მო, რო­მელ­საც ეს სიყ­ვა­რუ­ლი იწ­ვევ­და მას­ში; რო­გორ სურ­და მი­სი ჩახ­შობა და გა­ნად­გურე­ბა; რო­გო­რი ეჭ­ვით უყუ­რებ­და ამ გრძნო­ბას, რად­გან არ სჯერ­ოდა, რომ მუდ­მივ ბედ­ნიე­რე­ბას მო­უ­ტან­და რო­მელ­იმე მათ­განს; დავ­ინა­ხე, რომ ის იმ მა­სალის იყო, რომ­ლის­გა­ნაც ბუ­ნე­ბა ძერ­წავს თა­ვის გმი­რებს - ქრის­ტია­ნებ­სა და წარ­მარ­თებს; თა­ვის კან­ონმდებ­ლებს, სა­ხელმწიფო მოღ­ვა­წე­ებს, დამ­პყრობლებს; დი­დი ინ­ტე­რე­სების მტკი­ცე და­საყ­რდენს; მაგ­რამ ოჯა­ხის კე­რას­თან ხში­რად ცივ­სა და მძი­მე სვეტს, კუ­შტსა და შეუ­ფე­რე­ბელს.

- ეს სას­ტუმ­რო ოთა­ხი არ არის მი­სი სფე­რო, - ვფიქ­რობ­დი. - ჰი­მა­ლაის მთაგ­რეხილი, სამ­ხრეთი აფ­რიკის ვე­ლები ან თვით გვი­ნე­ის სა­ნაპიროს ცი­ებ­ცხე­ლებ­იანი ჭაო­ბებიც კი უფ­რო შე­ე­ფე­რე­ბა მას. რა თქმა უნ­და, აარ­იდებს თავს ოჯა­ხურ სიმ­ყუდ­რო­ვეს. ოჯა­ხი არ არის მი­სი სტი­ქია; აქ მი­სი შეგ­რძნე­ბები იყი­ნე­ბა, ვერ ვი­თარ­დე­ბა და ვერც შე­სა­ფერის გამ­ოყე­ნე­ბას პო­ვებს. ის იმოქ­მე­დებს და ილა­პა­რა­კ­ებს, რო­გორც წი­ნამ­ძღოლი და სხვებ­ზე მა­ღ­ლა მდგო­მი, მხო­ლოდ იქ, სა­დაც იქ­ნე­ბა ხი­ფა­თი და ბრძო­ლა, სა­დაც გამ­ბე­დაო­ბა გა­მარ­თლებ­ულია, სა­დაც საჭ­იროა ენერ­გია და სიმ­ტ­კი­ცე. ამ ოჯა­ხურ კე­რა­ზე ყო­ველ მხი­ა­რულ ბავშვს ექ­ნე­ბა უპი­რა­ტეს­ობა მის წი­ნა­შე. ახ­ლა მეს­მის, სწო­რია, რომ მი­სი­ო­ნე­რის საქ­მე აი­რჩია. 

- მო­დი­ან, მო­დი­ან! - წამ­ოიძა­ხა ჰა­ნამ და სას­ტუმ­რო ოთა­ხის კა­რი გა­აფ­რია­ლა. იმა­ვე წუთს მხი­არ­ულად და­ყე­ფა ბე­ბერ­მა კარ­ლომ. გა­რეთ გავ­ვარდი. უკ­ვე ბნელ­ოდა, მაგ­რამ გა­რკ­ვევით ის­მო­და ბორ­ბ­ლე­ბის ხმა­უ­რი. ჰა­ნამ სას­წრაფოდ აან­თო ფა­რანი. ეტ­ლი ჭიშკ­არ­თან გა­ჩერ­და. მე­ეტ­ლემ კა­რი გა­ა­ღო; ჯერ ერ­თი და გად­მოვიდა ეტ­ლიდან, მე­რე მეო­რე - ორი­ვე კარ­გად ნაც­ნო­ბი. ერ­თი წუ­თის შემ­დეგ ჩე­მი სა­ხე მა­თი ქუ­დე­ბის ქვეშ დაი­მა­ლა; ჯერ მე­რის რბილ ლო­ყას შე­ვე­ხე, მე­რე დია­ნას გაშ­ლილ კუ­ლულებს. იცი­ნოდ­ნენ, მკო­ცნიდნენ ჯერ მე, მე­რე ჰა­ნას; ეფე­რებ­ოდნენ კარ­ლოს, რო­მე­ლიც კი­ნა­ღ­ამ გაგ­იჟ­და სი­ხარ­ულისგან; კი­თხულობდნენ, ყვე­ლა­ფერი რიგ­ზე იყო თუ არა და, რო­ცა და­დებითი პა­სუ­ხი მი­იღ­ეს, სწრა­ფად შევ­იდნენ სახ­ლ­ში. 

უიტ­კ­რო­სის გრძელ და მო­უ­კი­რწყლავ გზა­ზე ჯაყ­ჯაყით მა­ვალ ეტლს დია­ნა და მე­რი მოე­ქან­ცა, თა­ნაც ღა­მის სუს­ხი­ან ჰა­ერს ემ­ოქმე­და და გათ­ოშილიყვნენ. მაგ­რამ მო­გუზ­გუ­ზე ცეცხ­ლის და­ნახ­ვა­ზე სა­ხე­ები გა­ე­ბად­რათ. სა­ნამ მე­ეტ­ლე­სა და ჰა­ნას ბარ­გი შემ­ოჰქონდათ, სენტ-ჯო­ნი მო­ი­კი­თხეს, იმა­ვე წუთ­ში ისიც გამ­ოვიდა სას­ტუმ­რო ოთახ­იდან. ორი­ვემ ერ­თდროულად შემ­ოხვია მას მკ­ლა­ვები კი­სერ­ზე. მან მშვი­დად აკო­ცა ორი­ვეს, და­ბალი ხმით მიე­სალ­მა რამ­დენ­იმე სიტყ­ვით, ცო­ტა ხანს იდ­გა და უს­მენ­და (სა­ნამ მას ელა­პა­რა­კ­ებ­ოდნენ). შემ­დეგ გა­ნაც­ხა­და, იმე­დი მაქვს, მა­ლე შემ­ოხვალთ სას­ტუმ­რო ოთახ­შიო და თავ­შე­სა­ფარივით მი­აშ­ურა იმ ოთახს.
სან­თლებს მო­ვუ­კი­დე ზე­ვით ასას­ვლე­ლად, მაგ­რამ დია­ნამ მა­ნამ­დე ბრძა­ნე­ბა გას­ცა, მე­ეტ­ლე და­ე­ნაყ­რებ­ინათ; ამის შემ­დეგ ორი­ვე გამ­ომყვა. ეს­იამ­ოვნათ სი­ახ­ლე თავ­იანთ ოთა­ხებში და მო­ეწ­ონათ მა­თი მორ­თუ­ლო­ბა; ახა­ლი ფარ­დები და სა­ფე­ნები; ლა­მაზი ფე­რის ფა­ი­ფუ­რის ლარ­ნა­კ­ები; სიტყ­ვე­ბი არ დაი­შურეს აღფ­რთოვა­ნების გამ­ოსა­ხა­ტა­ვად. ძალ­იან გამ­იხარ­და, რო­ცა დავ­ინა­ხე, რომ ჩე­მი საქ­მიან­ობა მათ სურ­ვი­ლებს ზუს­ტად და­ემ­თხვა; გამ­იხარ­და ისიც, რომ ამან კი­დევ უფ­რო მე­ტი სი­ლა­მა­ზე შეს­ძინა მათ მხი­ა­რულ დაბ­რუნე­ბას შინ.

ის სა­ღ­ამო ძალ­იან სას­იამოვნო იყო. ჩე­მი ბი­ძაშ­ვილები იმ­დე­ნად აღ­სავ­სენი იყ­ვ­ნენ სი­ხა­რუ­ლით, რომ მათ­მა ენამ­ჭევ­რობამ და შენ­იშვნებ­მა სრუ­ლი­ად და­ფა­რეს სენტ-ჯო­ნის გულ­ჩათ­ხრობილობა. მას გულ­წ­რ­ფე­ლად უხარ­ოდა დე­ბის ჩამ­ოსვლა, მაგ­რამ არ შე­ეძლო გა­ეზ­ია­რებ­ინა მა­თი მოზღ­ვა­ვებული სი­ხა­რუ­ლი. ეს გან­სა­კუ­თრებული ამ­ბავი - დია­ნა­სა და მე­რის ჩამ­ოსვლა - სი­ამ­ოვნებ­და მას, მაგ­რამ თან­მხლები მოვ­ლე­ნები, სას­იხარულო ჟრ­იამული და სიტყ­ვა­უხ­ვი შეხ­ვედ­რა ღლ­იდა. ვგრძნობ­დი, რომ ოც­ნებ­ობდა, მა­ლე დამ­დგარიყო უფ­რო მშვი­დი ხვალ­ინდელი დღ­ე. ჩა­ის შემ­დეგ და­ახ­ლოებით ერ­თმა სა­ათ­მა გა­ია­რა. მხი­არ­ულე­ბამ ზე­ნიტს მია­ღწ­ია, რომ ამ დროს კარ­ზე და­ა­კ­ა­კუ­ნეს. ჰა­ნა შემ­ოვიდა და თქვა, ამ უდ­როო დროს ერ­თი საბ­რალო ბი­ჭი მო­ვი­დაო, რა­თა მის­ტერ რი­ვერ­სი მო­მა­კვ­დავი დე­დის სა­ნა­ხა­ვად გაჰ­ყოლოდა.
- სად ცხოვ­რობს, ჰა­ნა?
- უიტ­კ­როს ბრაუ­სთან, თით­ქ­მის ოთხი მი­ლის დაშ­ორებით, და მთე­ლი გზა სულ ტორ­ფ­ნარ­ია.
- უთხა­რით ბიჭს, რომ წამ­ოვალ.
- ჩე­მი აზ­რით, სერ, უმ­ჯო­ბეს­ია, არ წახ­ვიდეთ. ყვე­ლა­ზე სახ­იფათო გზაა ბნელ­ში სას­იარულოდ, მთელ იმ ჭა­ობ­ში ბი­ლი­კიც კი არ არის. თა­ნაც, ამ­ისთა­ნა სუს­ხი­ა­ნი ღა­მე­ა, ცი­ვი ქა­რი უბე­რავს. უმ­ჯო­ბეს­ია შეუ­თვალოთ, სერ, რომ ხვალ დი­ლით მიხ­ვალთ.
მაგ­რამ სენტ-ჯო­ნი უკ­ვე ტა­ლანში იყო და მო­სას­ხამს იც­ვამ­და. უსიტყ­ვოდ, უყოყ­მა­ნოდ წავ­იდა. ცხრა სა­ათი იყო. მხო­ლოდ შუა­ღ­ა­მეს დაბ­რუნდა, მში­ე­რი და და­ღლილი, მაგ­რამ უფ­რო ბედ­ნიერი ჩან­და, ვიდ­რე წას­ვლამ­დე. მან მო­ი­ხა­და თა­ვი­სი ვა­ლი, და­ძა­ბა ნებ­ისყოფა, იგ­რ­ძ­ნო სა­კუ­თარი ძა­ლა და კმა­ყო­ფი­ლი იყო სა­კუ­თარი თა­ვით.

ვში­შობ, რომ მთე­ლი მომ­დევ­ნო კვ­ირა ძნე­ლი ასა­ტანი იყო მის­თ­ვის. ეს იყო საშ­ობაო კვ­ირა; ჩვენ არ გვქონ­და არავ­ითარი აუ­ცილე­ბელი საქ­მე და მხი­არ­ულად ვა­ტა­რებდით დროს. ტორ­ფ­ნა­რის ჰა­ერი, სახ­ლის თავ­ისუფლე­ბა, კე­თი­ლი ცხოვ­რე­ბის გან­თიადი ისე მოქ­მე­დებ­და დია­ნა­სა და მერ­იზე, რო­გორც უკვ­და­ვების წყა­რო. მხი­არ­ულობდნენ დი­ლი­დან და­ღ­ა­მე­ბამ­დე, დაუ­სრულებ­ლად შე­ეძლოთ ლა­პა­რა­კი; მა­თი საუ­ბარი - გო­ნე­ბა­მახვილური, ში­ნა­არ­სიანი, თავ­ისებური - იმ­დე­ნად მხიბ­ლავ­და, რომ სხვა რა­მის კე­თე­ბას მერ­ჩია მათ­თ­ვის მეს­მინა და მო­ნაწ­ილეო­ბა მი­მე­ღო მათ საუ­ბარში. სენტ-ჯო­ნი არ კი­ცხავ­და ჩვენს მხი­არ­ულე­ბას, მაგ­რამ გაუ­რბოდა მას. შინ იშ­ვია­თად იყო: დი­დი მრევ­ლი ჰყავ­და, შო­რი­შორს და­სახ­ლებული; მო­უც­ლე­ლი იყო, რად­გან ყო­ველ­დღე დად­იოდა ღარ­იბთა და ავად­მყოფთა სა­ნა­ხა­ვად.
ერთ დი­ლას, სა­უზ­მის დროს, დია­ნა ერ­თხანს დაფ­იქრდა და შემ­დეგ ჰკი­თხა ძმას, გეგ­მები ხომ არ შეგ­იცვლიაო.
პას­უხად მი­ი­ღო: უც­ვ­ლელ­ია და არც შეი­ცვლე­ბაო. გვამ­ც­ნო, რომ მი­სი გამ­გზავ­რე­ბა ინ­გ­ლი­სი­დან უკ­ვე სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწ­ყვეტილი იყო მო­მა­ვალი წლის­თ­ვის.
- რო­ზა­მონდ ოლი­ვე­რი? - ჰკი­თხა მე­რიმ. სიტყ­ვე­ბი, რო­გორც ჩანს, უნებ­ლიეთ წამ­ოსცდა, რად­გა­ნაც თქმა ვერ მო­ას­წ­რო, რომ მაშ­ინვე სა­ხე­ზე ისე­თი გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა აღ­ე­ბეჭ­და, თით­ქოს მა­თი უკ­ან დაბ­რუნე­ბა უნ­დაო. სენ­ტ-ჯონ­მა წიგ­ნი (ა­სეთი უწე­სო ჩვე­ვა ჰქონ­და - კი­თხვა უყ­ვარ­და ჭა­მის დროს) დახ­ურა და თა­ვი ას­წია.

- რო­ზა­მონდ ოლი­ვე­რი, - თქვა მან, - მის­ტერ გრებ­ნიზე თხოვ­დე­ბა. მის­ტერ გრებ­ნის კარ­გი ნაც­ნობობა აქვს მა­ღ­ალ საზ­ოგად­ოე­ბაში და მე­ტად პატ­ივცემულ პი­როვ­ნე­ბად ით­ვ­ლე­ბა ქა­ლაქ ს-ში. ის არის სერ ფრე­დერ­იკ გრებ­ნის შვი­ლიშ­ვი­ლი და მე­მკვ­იდრე. რო­ზა­მონ­დის მა­მამ მი­ამ­ბო ამის შე­სა­ხებ გუ­შინ.
დებ­მა ერ­თმა­ნეთს გა­და­ხე­დეს. შემ­დეგ მე შემ­ომხე­დეს; შემ­დეგ სამ­ივემ მას შევ­ხე­დეთ. ცი­ვი და უძ­რა­ვი იყო, შე­შა­სავით.
- რო­გორც ჩანს, საქ­მე უეც­რად გა­დაწ­ყდა, - თქვა დია­ნამ, - არა მგო­ნია, დი­დი ხან­ია იც­ნობ­დ­ნენ ერ­თმა­ნეთს.
- მხო­ლოდ ორი თვე­ა. ოქ­ტომ­ბერ­ში შეხ­ვდნენ ერ­თმა­ნეთს საგ­რაფოს მეჯ­ლისზე ქა­ლაქ ს-ში. მაგ­რამ, რო­დე­საც კავ­შირს წინ არა­ფერი ეღო­ბე­ბა, რო­გორც ამ შემ­თხვე­ვაში, და შე­ერ­თე­ბა ყო­ველ­მ­ხ­რივ სას­ურველ­ია, ისი­ნი დაქ­ორწინდებ­იან რო­გორც კი საც­ხოვრე­ბელი ად­გი­ლი, რო­მელ­საც სერ ფრე­დერ­იკი აძ­ლევს, მზად იქ­ნე­ბა მათ მი­სა­ღ­ე­ბად.

ამის შემ­დეგ პირ­ველ­ივე შემ­თხვევ­ისას, რო­ცა სენ­ტ-ჯონ­თან მარ­ტო დავ­რ­ჩი, ცდუ­ნე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი მე­კი­თხა, ხომ არ და­ამ­წუხრა ამ ამ­ბავ­მა. მაგ­რამ შე­ვატ­ყვე, რომ თა­ნაგ­რძნობა არ სჭირ­დე­ბა და სირ­ცხ­ვი­ლი ვიგ­რ­ძე­ნი იმ სიბ­რა­ლუ­ლის გა­მო, რო­მე­ლიც ად­რე გამ­ოვიჩინე. გარ­და ამ­ისა, გა­და­ვეჩ­ვიე მას­თან ლა­პა­რა­კს. ისევ ძალ­იან ცი­ვად ეჭ­ირა თა­ვი, მი­სი გულ­ჩათ­ხრობილობა ჩემს გუ­ლახ­დილობას ყი­ნავ­და. მან არ შე­ას­რულა თა­ვი­სი პი­რო­ბა, რომ მომ­ქ­ცეო­და ისე, რო­გორც თა­ვის დებს, გამ­უდმებით ვგრძნობ­დი, რომ დებ­ისგან მას­ხვა­ვებ­და და ცი­ვად მექ­ცეო­და. ეს კი სრუ­ლია­დაც არ უწყობ­და ხელს ჩვენ შო­რის გულ­თ­ბილ დამ­ოკი­დებ­ულე­ბას. მოკ­ლედ რომ ვთქვა, მას შემ­დეგ, რაც ჩვე­ნი ნა­თე­საო­ბა დამ­ტკი­ცდა და მას­თან ერთ ჭერ­ქვეშ დავ­იწყე ცხოვ­რე­ბა, გაც­ილებით უფ­რო დიდ მან­ძილს ვგრძნობ­დი ჩვენ შო­რის, ვიდ­რე მა­შინ, რო­ცა ის მიც­ნობ­და, რო­გორც სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს. რო­ცა ვიხ­სე­ნებდი, რამ­დენ რა­მეს მან­დობდა, სრუ­ლი­ად არ მეს­მოდა მი­სი ამჟ­ამ­ინდელი სი­ცი­ვე.
ასე­თი იყო საქ­მის ვი­თა­რე­ბა და ამი­ტომ ძალ­იან გამ­იკვ­ირდა, რო­ცა მან უეც­რად ას­წია თა­ვი სა­წერი მაგ­იდიდან და მითხ­რა:
- რო­გორც ხე­დავთ, ჯე­ინ, ვიბ­რ­ძო­ლე და გავ­იმარ­ჯვე.

ასეთ­მა მო­მარ­თვამ შე­მა­კრთო და ამი­ტომ პა­სუ­ხი მაშ­ინვე ვერ გა­ვეცი. ერ­თი წუ­თის ყოყ­მა­ნის შემ­დეგ ვუ­პას­უხე:
- დარ­წმუნებული ხართ, რომ არა ხართ იმ დამ­პყრობთა რიცხ­ვ­ში, რო­მელ­თაც გა­მარ­ჯვე­ბა ძალ­იან ძვი­რად დაუ­ჯდათ? ხომ არ და­გღუ­პავთ კი­დევ ერ­თი ასე­თი გა­მარ­ჯვე­ბა?
- მგო­ნი, არა. და რომც მოხ­დეს ასე, ეს არა­ფერს ნიშ­ნავს, აღ­ა­რას­ოდეს დამ­ჭირდე­ბა ასე­თი ბრძო­ლის გა­და­ტა­ნა. ეს ბრძო­ლა გა­დამ­წყვეტ­ია. ჩე­მი გზა ნა­თელ­ია ახ­ლა. ღმერთს მად­ლობას ვწი­რავ ამის­თ­ვის.
ამ სიტყ­ვე­ბით ის თა­ვის გა­ზე­თებს დაუ­ბრუნდა და დად­უმდა.

რო­ცა ჩვენ­მა სა­ერთო ბედ­ნიე­რე­ბამ (დია­ნას, მერ­ისა და ჩემ­მა) უფ­რო მშვი­დი ხას­იათი მი­ი­ღო და ჩვენ ისევ შევ­უდექით ჩვე­ულ შრო­მა­სა და სწავ­ლას, სენტ-ჯო­ნი უფ­რო ხში­რად იყო შინ; ზოგ­ჯერ სა­ათობით იჯ­და ოთახ­ში ჩვენ­თან ერ­თად. სა­ნამ მე­რი ხა­ტავ­და, დია­ნა უჯ­და ენ­ციკლ­ოპედ­იას (რა­მაც ჩე­მი გან­ცვიფრე­ბა და გაო­ცე­ბა გამ­ოიწვია), მე კი გერ­მანულ ენას ვსწავ­ლობ­დი, ის მუ­შაო­ბდა რა­ღ­აც სა­ი­დუმ­ლო სიბ­რ­ძ­ნე­ზე; ეს იყო რო­მელ­იღ­აც აღმ­ოსავლური ენა, რომ­ლის შეს­წავ­ლა, რო­გორც ის ფიქ­რობ­და, სა­ჭი­რო იყო მი­სი გეგ­მების შე­სას­რულებ­ლად.
ასეთ საქ­მიან­ობაში გარ­თუ­ლი, რო­ცა ის თა­ვის კუ­თხეში იჯ­და ფან­ჯა­რას­თან, სა­კ­მაოდ მშვი­დი და საქ­მიანი ჩან­და. მაგ­რამ ხან­და­ხან მი­სი ცის­ფე­რი თვა­ლები უცხო ენის გრა­მატ­იკის სა­ხელ­მძღ­ვა­ნელოს ტო­ვებ­დნენ და უჩ­ვე­უ­ლო სიძ­ლი­ერ­ითა და და­კვ­ირვებით მოგ­ვაშ­ტერ­დებ­ოდნენ ჩვენ, იმა­ვე ოთახ­ში მყოფთ და სწავ­ლაში გარ­თულთ. თუ მის მზე­რას დავ­იჭერდით, სას­წრაფოდ აგ­ვარ­იდებ­და ხოლ­მე თვალს. მაგ­რამ დრო­დად­რო მი­სი მზე­რა კვ­ლავ უბ­რუნ­დებ­ოდა ჩვენს მაგ­იდას. ძალ­იან მაი­ნტე­რე­სებ­და ამ მზე­რის მნიშ­ვ­ნელ­ობა. მაო­ცებ­და, რა­ტომ არ ავ­იწყდებ­ოდა, გამ­ოე­ხა­ტა კმაყ­ოფილე­ბა ჩემ­თ­ვის ისეთ უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო მოვ­ლე­ნა­ზე, რო­გო­რიც იყო ჩე­მი ყო­ვე­ლკვ­ირეული სი­ა­რუ­ლი მორ­ტო­ნის სკო­ლაში; და კი­დევ უფ­რო მაო­ცებ­და ერ­თი რამ: თუ ცუ­დი ამინ­დი იყო, ან ძლი­ე­რი ქა­რი, ან წვიმ­და და მი­სი დე­ბი მთხოვ­დ­ნენ, არ წავ­სულიყავი, ის აუ­ცილებ­ლად გა­ა­ქარ­წყლებ­და მათ მზრუნ­ველ­ობას და მა­ქე­ზებ­და, რომ, უამინ­დო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ჩე­მი ვა­ლი შე­მეს­რულებ­ინა.

- ჯე­ი­ნი არც ისე­თი სუს­ტი არ­სე­ბა­ა, რო­გო­რიც თქვენ გგო­ნი­ათ, - ამ­ბობდა ხოლ­მე სენტ-ჯო­ნი. - ის მთი­დან მო­ვარ­დ­ნილ ქარ­საც გაუ­ძლებს, კო­კის­პი­რულ წვი­მა­საც და თოვ­ლ­საც, ისე­ვე რო­გორც ყო­ვე­ლი ჩვენ­განი. მი­სი აგებ­ულე­ბა ჯან­მრთელიც არის და მოქ­ნი­ლიც. და უფ­რო კარ­გა­დაც გაუ­ძლებს ჰა­ვის ცვა­ლე­ბად­ობას, ვიდ­რე ბევ­რი უფ­რო ძლი­ე­რი აგებ­ულების ადამ­იანი.
რო­დე­საც ვბრუნ­დე­ბო­დი, ზოგ­ჯერ სა­კ­მაოდ და­ღლილი და ცუ­დი ამ­ინდისგან გაწ­ვა­ლებული, ვერ ვბე­დავდი ჩი­ვილს, რად­გან ვი­ცო­დი, ეს მას გა­აბ­რა­ზებ­და; მხო­ლოდ ყველ­გან და ყვე­ლა­ფერში სიმ­ტ­კი­ცის და­ნახ­ვა სი­ამ­ოვნებ­და, ხო­ლო სა­პი­რის­პი­რო რამ საო­ცრად აღი­ზია­ნებ­და.
მაგ­რამ ერ­თხელ, ნაშ­უა­დღ­ევს, მე შინ დარ­ჩენის ნე­ბარ­თვა მი­ვიღ­ე, რად­გა­ნაც გაც­იებული ვი­ყა­ვი. მორ­ტონ­ში ჩემს მაგ­ივრად მი­სი დე­ბი წავ­იდნენ. ვი­ჯე­ქი და ში­ლერს ვკითხუ­ლობ­დი; ის არ­ჩევ­და თა­ვის ძნე­ლად გა­სარ­ჩევ აღმ­ოსავლურ ნა­წე­რებს. რო­ცა თარ­გმანი სა­ვარჯიშოთი შევ­ცვა­ლე, შემ­თხვევით მისკ­ენ გავ­იხე­დე და დავ­ინა­ხე, რომ მი­სი მუ­დამ ფხი­ზე­ლი ცის­ფე­რი თვა­ლები მა­კვ­ირდებ­ოდნენ. რამ­დენ ხანს გრძელ­დებ­ოდა ეს, ვერ გეტყ­ვით. მზე­რა ბას­რი იყო, მაგ­რამ ისე­თი ცი­ვი, რომ ერ­თი წუ­თით ცრუ­მორ­წ­მუ­ნის ში­ში ვიგ­რ­ძე­ნი - თით­ქოს ჩემ­თან ერ­თად ოთახ­ში რა­ღ­აც ზებ­უნებრივი ძა­ლა იმ­ყო­ფებ­ოდა.
- ჯე­ინ, რას აკ­ე­თებთ?
- გერ­მანულს ვსწავ­ლობ.
- მე მინ­და, რომ გერ­მანულს თა­ვი და­ა­ნებოთ და ურ­დუ ის­წავ­ლოთ.
- სერ­იოზულად ამ­ბობთ?
- იმ­დე­ნად სერ­იოზულად, რამ­დე­ნა­დაც საჭ­იროა და გეტყ­ვით, რა­ტომ.
მან მითხ­რა, რომ თვი­თონ სწავ­ლობს ურ­დუს ამჟ­ა­მად, მაგ­რამ რაც უფ­რო წინ წა­ვა, შე­საძ­ლოა, ძვე­ლად ნას­წავლი და­ავ­იწყდეს; ამი­ტომ მის­თ­ვის ძალ­იან კარ­გი იქ­ნე­ბა მო­წა­ფის ყო­ლა, ვის­თან ერ­თა­დაც ხე­ლახ­ლა გაი­მეო­რებს გან­ვ­ლილს და, ამ­გვა­რად, კარ­გა­დაც დაი­მახ­სოვრებს. შემ­დეგ თქვა, რომ ერ­თხანს მერ­ყეო­ბდა, თა­ვი­სი დე­ბი აერ­ჩია ამ მიზ­ნით თუ მე; მაგ­რამ შემ­დეგ არ­ჩე­ვანი ჩემ­ზე შე­ა­ჩე­რა, რად­გან დაი­ნა­ხა, რომ ჩვენ შო­რის ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს მე შე­მეძლო მუ­შაო­ბა. გავ­უწევ ამ სამ­სახურს? შე­საძ­ლოა, ამ მსხვერ­პ­ლის გა­ღ­ე­ბა დიდ­ხანს არ დამ­ჭირდეს, რად­გან მის წას­ვლამ­დე მხო­ლოდ სა­მი თვეა დარ­ჩენილი.

სენტ-ჯო­ნი არ იყო ისე­თი კა­ცი, რო­მელ­საც უარს ად­ვილად ეტყო­დი: იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რომ ყვე­ლა შთა­ბეჭ­დილე­ბა, მტკი­ვნეული თუ სას­იამოვნო, ღრ­მა და სამ­უდამო კვალს ტო­ვებ­და მის გო­ნე­ბაში. დავ­თანხმდი. რო­ცა დია­ნა და მე­რი დაბ­რუნდნენ, დია­ნამ დაი­ნა­ხა, რომ მის­მა მო­წა­ფემ მის ძმას­თან გა­დაი­ნაც­ვლა. გაი­ცინა. დია­ნა­მაც და მერ­იმაც და­ა­დას­ტურეს, რომ სენტ-ჯო­ნი ვე­რას­ოდეს დაი­თან­ხმებ­და მათ ამ­გვარი ნა­ბი­ჯის გა­დად­გმა­ზე. მან მშვი­დად მი­უ­გო:
- ვი­ცი.
ის იყო მე­ტად მომ­თ­მე­ნი, მე­ტად მომ­თხოვ­ნი, მაგ­რამ ამას­თა­ნა­ვე, მე­ტად მკ­აცრი მას­წავ­ლე­ბელი. ძალ­იან ბევრს ითხოვ­და ჩემ­გან, ამჟ­ღ­ავ­ნებ­და თა­ვის კმაყ­ოფილე­ბას. თან­და­თანობით მან მო­ი­პო­ვა გა­რკ­ვეული გავ­ლე­ნა ჩემ­ზე და აზ­როვნების თავ­ისუფლე­ბა წა­მარ­თვა. მი­სი ქე­ბა და ყუ­რა­დღ­ე­ბა უფ­რო მბო­ჭავ­და, ვიდ­რე მი­სი გულ­გ­რი­ლო­ბა. უკ­ვე აღ­არ შე­მეძლო თავ­ისუფლად ლა­პა­რა­კი და სი­ცი­ლი, რო­ცა ის ახ­ლოს იყო, რად­გა­ნაც აბე­ზარი და ჯი­უ­ტი ინ­ს­ტინ­ქ­ტი მაგ­ონებ­და, რომ მხი­არ­ულე­ბა (გან­სა­კუ­თრებით ჩე­მი) უსი­ა­მოვ­ნო იყო მის­თ­ვის. იმ­დე­ნად გამ­იჯდა ძვალ­სა და რბილ­ში, რომ მის­თ­ვის მხო­ლოდ სე­რი­ო­ზუ­ლი გან­წყობილე­ბა და საქ­მიან­ობაა მი­სა­ღ­ები, რომ მი­სი თან­დას­წრებით სხვა­ნაირ გუ­ნე­ბა­ზე ყოფ­ნა ამაო ცდა იყო. რა­ღ­აც გამ­ყინავი გავ­ლენის ქვეშ მო­ვე­ქეცი. მეუ­ბნებ­ოდა: წა­დი, - მივ­დი­ო­დი; მეუ­ბნებ­ოდა: მო­დი, - მოვ­დი­ო­დი; ეს გა­ა­კ­ე­თე, - ვა­კ­ე­თებდი; მაგ­რამ არ მომ­წონ­და ჩე­მი დამ­ონე­ბა; ბევ­რჯერ მი­ნატ­რია, ნე­ტა, ძვე­ლებ­ურად არ მო­მაქ­ცი­ოს ყუ­რა­დღ­ე­ბა-­მეთქი.

ერთ სა­ღ­ამოს, რო­დე­საც და­წო­ლის წინ მი­სი დე­ბი და მე გარ­შემო ვე­დექით და მშვი­დო­ბი­ან ღა­მეს ვუ­სურ­ვებ­დით, მან, ჩვეუ­ლებ­ისა­მებრ, აკო­ცა დებს. შემ­დეგ, ისევ ჩვეუ­ლების თა­ნახ­მად, გამ­ომიწოდა ხე­ლი. დია­ნამ, რო­მე­ლიც იმ სა­ღ­ამოს ცელ­ქო­ბის გუ­ნე­ბა­ზე იყო (მის­თ­ვის უცხო იყო ძმის ზე­გავ­ლენით გამ­ოწვეული გან­ცდები, რად­გან მა­სავით ძლი­ე­რი ნებ­ისყოფა ჰქონ­და), წამ­ოიძა­ხა:
- სენტ-ჯონ! შენ ხომ ეძა­ხი ჯე­ინს შენს მე­სა­მე დას! მაგ­რამ სრუ­ლია­დაც არ ექ­ცევი მას, რო­გორც დას. მა­საც უნ­და აკო­ცო.
ხე­ლი მკ­რა მისკ­ენ. გავ­იფიქრე, დია­ნა ძალ­იან გამ­ომწვე­ვად მო­იქ­ცა-­მეთქი, და უსი­ა­მოვ­ნო უხერ­ხულობა ვიგ­რ­ძე­ნი. სა­ნამ ამას ვფიქ­რობ­დი, სენ­ტ-ჯონ­მა თა­ვი და­ხა­რა. მი­სი ბერ­ძნულნა­კვ­თებ­იანი სა­ხე მო­უ­ახ­ლოვდა ჩემ­სას, თვა­ლი თვალ­ში გამ­იყა­რა და მა­კო­ცა. არ არ­სებობს მარ­მარილოს ან ყი­ნუ­ლის კო­ცნა, თო­რემ ვიტყო­დი, ასე მა­კო­ცა-­მეთქი ჩემ­მა ღვ­თისმსახ­ურმა ბი­ძაშ­ვილმა. მაგ­რამ, შე­საძ­ლოა, არ­სებ­ობდეს საც­დელი კო­ცნა და ეს იყო სწო­რედ ასე­თი კო­ცნა. კოც­ნის შემ­დეგ შემ­ომხე­და, რომ შე­დეგი და­ე­ნა­ხა. შე­დეგი შე­სამ­ჩნევი არ იყო. დარ­წმუნებული ვარ, არ გავ­წითლებ­ულვარ, შე­საძ­ლოა, ოდ­ნავ გავ­ფით­რ­დი, რად­გან ისე­თი გრძნო­ბა მქონ­და, რომ ეს კო­ცნა ჩე­მი ბორ­კი­ლების გა­სა­მაგ­რე­ბელი იყო. ამის შემ­დეგ მას არას­ოდეს ავ­იწყდებ­ოდა ეს ცე­რემ­ონიალი. სერ­იოზულობა და მორ­ჩი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ვი­ტან­დი მას ამ პრო­ცეს­ში, გა­რკ­ვეულ მომ­ხიბ­ვ­ლელ­ობას მმა­ტებ­და მის თვალ­ში.

რაც შე­მე­ხე­ბა მე, დღი­თი დღე უფ­რო მე­ტად მსურ­და მეს­იამ­ოვნებ­ინა მის­თ­ვის. მაგ­რამ, ამას­თა­ნა­ვე, ვგრძნობ­დი, რომ ასე­თი საქ­ციელით სულ უფ­რო და უფ­რო ვკ­არ­გავდი ჩე­მი თა­ვის ნა­წილს, ვიც­ვ­ლი­დი გემ­ოვნე­ბას და ვაი­ძულებდი ჩემს თავს, გა­მე­კ­ე­თებ­ინა ისე­თი რამ, რაც უცხო იყო ჩე­მი ბუ­ნე­ბის­თ­ვის. ამა­ოდ ცდი­ლობ­და ის, აღ­ე­მა­ღ­ლებ­ინა სუ­ლი ჩე­მი. სა­ათობით ვე­წა­მებოდი იმის­თ­ვის, რომ მი­მე­ღწ­ია ჩემ წინ აღ­მართულ სი­მა­ღ­ლემ­დე, მაგ­რამ ეს შეუ­ძლე­ბელი იყო, ისე­ვე რო­გორც შეუ­ძლე­ბელი იყო ჩე­მი სა­ხის ნა­კვ­თებ­იდან გამ­ოე­კ­ვე­თათ სწო­რი და კლას­იკუ­რნა­კვ­თებ­იანი სა­ხე; ან ის, რომ ჩე­მი ცვა­ლე­ბადი მწვა­ნე თვა­ლებისთვის მი­სი თვა­ლების ზღვ­ისფერი და დი­ა­დი ელ­ვა­რე­ბა მიე­ცათ.
მაგ­რამ გა­ნა მარ­ტო მი­სი ძა­ლა მი­მო­ნებ­და იმჟ­ა­მად? ბო­ლო ხა­ნებში სა­კ­მაოდ ად­ვი­ლი იყო ჩე­მი და­სევ­დია­ნე­ბა. უბედ­ურების წი­ნათ­გრძნობა ღრღნ­იდა ჩემს გულს და აშ­თობდა ჩემს ბედ­ნიე­რე­ბას. მე ეჭ­ვის ავი სუ­ლი მაწ­უხებ­და.
გგო­ნია, მკი­თხველო, რომ ცხოვ­რე­ბის ად­გილისა და მდგო­მა­რეობის გა­მოც­ვ­ლის შემ­დეგ მის­ტერ რო­ჩეს­ტერი დავ­ივიწყე? ერ­თი წუ­თი­თაც არა. მე ისევ ვფიქ­რობ­დი მას­ზე. ეს ხომ ნის­ლი არ იყო, მზის სხი­ვებს რომ გა­ე­ფან­ტა; ან ქვი­შა­ზე და­ხატული სუ­რა­თი, ქარ­იშხალს რომ წა­ე­ლე­კ­ა; ეს იყო სა­ხელი ფირ­ფი­ტა­ზე ამ­ოკ­ვეთილი, რო­მე­ლიც იმ­დენ ხანს გაძ­ლებ­და, რამ­დენ­საც თვი­თონ ეს მარ­მარილოს ფირ­ფი­ტა. ყველ­გან თან მდევ­და სურ­ვი­ლი, გა­მეგო, რა და­ე­მარ­თა მას. რო­ცა მორ­ტონ­ში ვი­ყა­ვი, ყო­ველ სა­ღ­ამოს ვბრუნ­დე­ბო­დი ჩემს კო­ტეჯში, რომ ამა­ზე მეფ­იქრა და ახ­ლაც მურ­ჰა­უს­ში ყო­ველ ღა­მე ამა­ზე ფიქ­რით მი­ვაშ­ურებდი ხოლ­მე სა­წოლს.

წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93