ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ორმოცდამეორე/ორმოცდამესამე

ჯეინ ეარი. თავი ორმოცდამეორე/ორმოცდამესამე
- სრუ­ლი­ად უსარ­გებლო იქ­ნე­ბა ამის ახ­სნა თქვენ­თ­ვის. მაგ­რამ არის ერ­თი რამ, რაც დი­დი ხან­ია მტკი­ვნეულ ეჭვს იწ­ვევს ჩემ­ში. მე ვერ­სად წა­ვალ, სა­ნამ რა­მე საშ­უა­ლებით არ გა­ვა­რკ­ვევ ამ ამ­ბავს. - მე ვი­ცი, რაც გაქვთ გულ­ში და საი­თკ­ენ მი­ილ­ტ­ვით. ის ინ­ტე­რესი, რო­მელ­საც გუ­ლით ატა­რებთ, უკ­ან­ონოა და ღვ­თისგან შეუ­წყნა­რე­ბელი. დი­დი ხნის წინ უნ­და მო­გეს­პოთ იგი. უნ­და წით­ლ­დებ­ოდეთ ახ­ლა, რო­ცა მას­ზე ლა­პა­რა­კობთ. ისევ მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­ზე ფიქ­რობთ?
ეს სი­მარ­თლე იყო და დუ­მი­ლით ვა­ღ­ია­რე.

- მის­ტერ რო­ჩეს­ტერის ძებ­ნას აპ­ირებთ?
- უნ­და გა­ვი­გო,
რო­გორ არის.
- მე­ტი არა­ფერი დამ­რჩენ­ია, - თქვა მან, - გარ­და იმი­სა, რომ ლოც­ვებ­ში მო­გიხ­სე­ნოთ და მთე­ლი გუ­ლით შევ­თხო­ვო ღმერთს, არ იქ­ცეთ საზ­ოგად­ოებ­ისგან გა­რი­ყულ ადამ­ია­ნად. მე მეგ­ონა, რომ თქვენ­ში ღვთის რჩე­უ­ლი შევ­იცანი. მაგ­რამ ღმერ­თი სხვა­ნაი­რად ხე­დავს. აღს­რულდეს ნე­ბა მი­სი.
მან გა­ა­ღო ჭიშკ­არი, გავ­იდა გა­რეთ და ვიწ­რო ხეო­ბას აუ­ყვა. მა­ლე თვალს მიე­ფა­რა.
რო­ცა სას­ტუმ­რო ოთახ­ში დავ­ბ­რუნ­დი, დავ­ინა­ხე, რომ დია­ნა ძალ­ზე ჩაფ­იქრებული იდ­გა. დია­ნა ბევ­რად უფ­რო მა­ღ­ალი იყო ჩემ­ზე. მხარ­ზე ხე­ლი და­მადო, დაი­ხა­რა და სა­ხეში ჩამ­ხე­და.

- ჯე­ინ, - მითხ­რა მან, - ამ ბო­ლო ხა­ნებში მუ­დამ აღ­ელ­ვებული და ფერ­მკრ­თალი ხარ. დარ­წმუნებული ვარ, რა­ღ­აც მოხ­და. მითხა­რი, რა გეგ­მებს აწყობთ შენ და სენტ-ჯო­ნი. მე გი­ყუ­რებ­დით ფან­ჯრიდან ნა­ხე­ვარი სა­ათის გან­მავ­ლობაში. უნ­და მა­პატიო ეს ჯაშ­უშობა, მაგ­რამ დი­დი ხნის გან­მავ­ლობაში, ღმერ­თმა იცის, რა­ზე არ ვფიქ­რობ­დი. სენტ-ჯო­ნი ისე­თი უც­ნა­უ­რი ვინ­მე­ა, რომ...
ის შე­ჩერ­და. მე ხმა არ ამ­ომიღ­ია. მა­ლე მან გა­ნაგრძო:

- დარ­წმუნებული ვარ, ჩემს ძმას რა­ღ­აც აზ­რები და გეგ­მები აქვს შენ­თან და­კ­ავ­შირებით. დი­დი ხან­ია, რაც გამ­ოგარ­ჩია სხვებ­ში და დაი­ნტე­რეს­და შე­ნით ისე, რო­გორც არას­ოდეს არც ერ­თი პი­როვ­ნე­ბით არ დაი­ნტე­რე­სებ­ულა. რა­ტომ? ნე­ტა, უყ­ვარ­დე; ჯე­ინ, უყ­ვარ­ხარ?
მი­სი გრი­ლი ხე­ლი დავ­იდე გახ­ურებულ შუბ­ლ­ზე და ვუ­პას­უხე:
- არა, დი, ოდ­ნა­ვა­დაც არა.
- მაშ, რა­ტომ გაყ­ოლებს თვალს მუ­დამ, რა­ტომ ცდი­ლობს გან­მარ­ტოე­ბას შენ­თან და რა­ტომ ჰყავ­ხარ გამ­უდმებით თავ­ისთან? მე­რიმ და მე და­ვა­სკ­ვენით, რომ მას შე­ნი ცო­ლად შერ­თვა უნ­და.

- მარ­თალ­ია. მან მთხო­ვა ცო­ლო­ბა.
დია­ნამ ტა­ში შემ­ოჰკ­რა.
- სულ ამა­ზე ვოც­ნე­ბობ­დით და ვფიქ­რობ­დით. ხომ გახ­დები მი­სი ცო­ლი, ჯე­ინ? და მა­შინ ის ინ­გ­ლის­ში დარ­ჩე­ბა.
- პი­რი­ქით, დია­ნა. ერ­თა­დერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც მან ცო­ლო­ბა შემ­ომთა­ვა­ზა, არის ის, რომ შე­სა­ფერისი დამ­ხმა­რე სჭირ­დე­ბა თა­ვი­სი საქ­მის­თ­ვის ინ­დო­ეთ­ში.
- რა? მას უნ­და, რომ შენ ინ­დო­ეთ­ში წახ­ვიდე?
- ჰო.
- სი­გიჟ­ე­ა! - წამ­ოიძა­ხა მან. - სამ თვე­საც ვერ გაძ­ლებ იქ, დარ­წმუნებული ვარ. შენ არ წახ­ვალ იქ, ხომ არ და­თანხმდი, ჯე­ინ?
- მე უარი ვუთხა­რი ცო­ლო­ბა­ზე...
- და, რა თქმა უნ­და, მი­სი უკ­მაყ­ოფილე­ბა გამ­ოიწვიე?
- საშ­ინელი, ვში­შობ, არას­ოდეს მა­პატ­იებს. თუმ­ცა, შევ­თა­ვა­ზე, რომ წავ­ყვები, რო­გორც და.
- ამის გა­კ­ე­თე­ბა ნამ­დ­ვი­ლი სი­სუ­ლე­ლე­ა, ჯე­ინ. წარ­მოიდგინე ის საქ­მე, რო­მე­ლიც იკი­სრე: გამ­უდმებით უნ­და იღ­ლებ­ოდე იმ ქვე­ყა­ნაში, სა­დაც და­ღ­ლა ძლიე­რებ­საც კი კლავს. შენ კი სუს­ტი ხარ. ხომ იც­ნობ სენტ-ჯონს? ის შეუ­ძლე­ბელს მოგ­თხოვს. მას­თან სიცხე­შიც კი არ გექ­ნე­ბა დას­ვე­ნების უფ­ლე­ბა. და, სამ­წუხაროდ, შე­ვამ­ჩნიე, შენ აი­ძულებ შენს თავს გა­ა­კ­ეთო ის, რა­საც ის ამ­ოიჩე­მებს. მიკ­ვირს, რო­გორ მოა­ხერ­ხე უარი მის ცო­ლო­ბა­ზე. მაშ, არ გიყ­ვარს, ჯე­ინ?
- რო­გორც ქმა­რი, არა.
- მაგ­რამ ხომ ლა­მაზ­ია.
- მე კი ძალ­იან შეუ­ხე­დავი ვარ, დი. ჩვენ შეუ­ფე­რებ­ლები ვართ.
- შეუ­ხე­დავი, შენ? სრუ­ლია­დაც არა. შენ მეტ­ისმე­ტად ლა­მაზი და კარ­გი ხარ და ცოდ­ვა ხარ იმის­თ­ვის, რომ ცოცხ­ლად შეი­წვა კა­ლკუ­ტაში, - და ისევ სერ­იოზულად მემ­უდა­რა, რომ მის ძმას­თან ერ­თად წას­ვლა­ზე არც მეფ­იქრა.
- მარ­თალი ხარ, - მი­ვუ­გე მე, - რად­გან ახ­ლა, რო­დე­საც გავ­უმეო­რე, რომ თა­ნა­შემ­წედ წავ­ყვები, ის გან­ცვიფრდა, არ მო­ეწ­ონა. მი­აჩ­ნია, რომ თავ­და­ჭერ­ილობა მა­კლ­ია, რომ შეუ­ფე­რებ­ლად მო­ვი­ქე­ცი, რო­ცა მას დაუ­ქორწინებ­ლად წას­ვლა შევ­თა­ვა­ზე; თით­ქოს თავ­იდან­ვე იმე­დი არ მქო­ნო­და, რომ ძმა ვპო­ვე მას­ში, თით­ქოს ყო­ველ­თ­ვის ასე­თად არ მი­მაჩ­ნდა.

- რა­ტომ გგო­ნია, რომ არ უყ­ვარ­ხარ, ჯე­ინ?
- უნ­და მო­უს­მი­ნო, რო­გორ ლა­პა­რა­კობს ამ სა­კი­თხზე. მან ბევ­რჯერ გან­მიმარ­ტა, რომ ცხოვ­რე­ბის თა­ნამ­გზავრი თა­ვის­თ­ვის კი არა, საქ­მის­თ­ვის უნ­და. მან მითხ­რა, რომ მე სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის კი არა, შრო­მის­თ­ვის ვარ შექ­მ­ნი­ლი. ეს უდა­ვოდ მარ­თალ­ია, მაგ­რამ, გა­მო­დის, თუ სიყ­ვა­რუ­ლის­თ­ვის არ ვარ შექ­მ­ნი­ლი, არც ქორ­წი­ნე­ბის­თ­ვის გამ­ოვდგები. გა­ნა, უც­ნა­უ­რი არ იქ­ნე­ბა, დი, რომ მთე­ლი სი­ცოცხ­ლე მი­ჯაჭ­ვუ­ლი იყო ადამ­იან­ზე, რო­მელ­საც მხო­ლოდ სა­სარ­გებლო ია­რა­ღ­ად მი­აჩ­ნიხარ?

- მი­უღ­ე­ბელ­ია, არაბ­უნებ­რივია. ამა­ზე ფიქ­რიც კი გამ­ორიცხულია.
- მე­რე, - გან­ვაგ­რძე მე, - თუმ­ცა ახ­ლა მიყ­ვარს მხო­ლოდ დაძ­მუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით, თუ მაი­ძულა გავ­ხდე მი­სი ცო­ლი, და­საშ­ვებ­ია, რომ შემ­იყვარ­დეს გარ­დაუ­ვალი, უც­ნა­უ­რი, გა­მა­წა­მე­ბელი სიყ­ვა­რუ­ლით, იმი­ტომ, რომ ასე­თი ნი­ჭი­ერ­ია და მის გამ­ოხედ­ვაში, საქ­ციელში, საუ­ბარში ზოგ­ჯერ საო­ცარი სი­დია­დე იგ­რ­ძ­ნო­ბა. ასეთ შემ­თხვე­ვაში, ჩე­მი ხვედ­რი არაჩ­ვეუ­ლებ­რივად მძი­მე იქ­ნე­ბა. მას არ ენ­დომე­ბა, რომ მიყ­ვარ­დეს; თუ გრძნო­ბას გამ­ოვა­მჟ­ღ­ავ­ნებ, ის მაგ­რძნობინებს, რომ ეს ზედ­მეტ­ია და მას არ სჭირ­დე­ბა, თა­ნაც, არ შემ­ფერის. მე ვი­ცი, რომ ასე მო­იქ­ცე­ვა.
- და მა­ინც, სენტ-ჯო­ნი კარ­გი ადამ­იან­ია, - წარ­მოთქვა დია­ნამ.

- ის კარ­გი და დი­დი ადამ­იან­ია, მაგ­რამ უმოწყა­ლოდ ავ­იწყდე­ბა პა­ტა­რა ადამ­ია­ნების მოთხოვ­ნი­ლე­ბები და გრძნო­ბე­ბი, რო­დე­საც დი­ა­დი მიზ­ნე­ბის გან­ხორციე­ლებისთვის იბ­რ­ძ­ვის. ამი­ტომ უმ­ჯო­ბეს­ია, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო ადამ­ია­ნები არ გა­დაუ­დგნენ გზა­ზე, რომ წინ­ს­ვ­ლის დროს არ გას­რი­სოს ისი­ნი. აგერ, მო­დის! მე დაგ­ტოვებ, დია­ნა, - ვუთხა­რი და ზე­ვით გა­ვეშ­ურე, რო­ცა დავ­ინა­ხე, რომ ის ბა­ღში შემ­ოდიოდა.
მაგ­რამ იძუ­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, შევ­ხვედროდი ვახ­შ­მის დროს. სუფ­რა­ზე ის ისე­ვე თავ­და­ჭერილი იყო, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის. მეგ­ონა, არც კი და­მე­ლა­პა­რა­კ­ებ­ოდა და დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, ხე­ლი აიღო ფიქ­რ­ზე ჩვე­ნი შე­ერ­თების შე­სა­ხებ. რო­გორც შემ­დეგ დავ­ინა­ხე, ვცდე­ბო­დი ორი­ვე სა­კითხში. ლა­პა­რა­კის დროს იგი მომ­მარ­თავ­და ჩვეუ­ლებ­რივად, უფ­რო სწო­რად, რო­გორც ბო­ლო დროს მომ­მარ­თავ­და ხოლ­მე - ძალ­იან თა­ვაზ­ია­ნად. უდა­ვოდ, მან წმინ­და სულს მო­უხ­მო და­სახ­მა­რებ­ლად, იმ ბრა­ზის და­სა­ოკ­ებ­ლად, რო­მე­ლიც მე მას­ში გამ­ოვიწვიე, და სწამ­და, რომ კი­დევ ერ­თხელ მა­პატ­ია.

სა­ღ­ამოს ლოც­ვე­ბის წინ წა­სა­კი­თხად ბიბ­ლი­ის 21-ე თა­ვი აი­რჩია. ყო­ველ­თ­ვის სას­იამოვნო იყო მოს­მე­ნა, რო­დე­საც სენტ-ჯო­ნი ბიბ­ლი­ას კი­თხულობდა. არას­ოდეს ჟღ­ერ­და მი­სი ლა­მაზი ხმა ისე სავ­სედ და ტკბ­ი­ლად; არას­ოდეს იყო მი­სი ქცე­ვა ისე შთა­მაგ­ონე­ბელი თა­ვი­სი კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი სი­სა­დავით, რო­გორც იმ დროს, რო­ცა ქა­და­გებ­და ღვთი­ურ ჭეშ­მარ­იტე­ბას; იმ სა­ღ­ამოს მი­სი ხმა უფ­რო სა­ზეიმოდ ჟღ­ერ­და, მი­სი ქცე­ვა უფ­რო მე­ტად გვგვრი­და ჟრჟო­ლას, რო­ცა იჯ­და ში­ნაუ­რების წრე­ში (მა­ი­სის მთვა­რე შემ­ოდიოდა უფარ­დო ფან­ჯრიდან და ისე ანა­თებ­და ოთახს, რომ მაგ­იდა­ზე მდგო­მი სან­თელი თით­ქ­მის აღ­არ იყო სა­ჭი­რო). დახ­რი­ლი იყო ძველ ბიბ­ლია­ზე; გვი­ამ­ბობდა, რო­გორ ჩამ­ოვა ღმერ­თი დე­დამ­იწა­ზე და იცხოვ­რებს ადამ­იან­თა შო­რის, რო­გორ მოს­წ­მენდს მათ ცრემლს; გვპირ­დე­ბა, რომ აღ­არ იქ­ნე­ბა სიკ­ვ­დი­ლი, არც ნა­ღ­ველი, არც ტი­რი­ლი, აღ­არც ტკი­ვი­ლი, რად­გან ყვე­ლა­ფერი, რაც იყო, წავ­იდა.

მომ­დევ­ნო სიტყ­ვებ­მა უც­ნაუ­რად ამა­ღ­ელ­ვეს, გან­სა­კუ­თრებით, რო­ცა ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ხმა ოდ­ნავ, თით­ქ­მის შეუ­მჩნევ­ლად შე­ეც­ვა­ლა და ამ დროს მზე­რა ჩე­მკ­ენ მო­მარ­თა.

- "ის, ვინც მო­ით­მენს, ყვე­ლა­ფერს მი­იღ­ებს: და მე ვიქ­ნე­ბი მი­სი ღმერ­თი, და ის იქ­ნე­ბა ჩე­მი ძე. მაგ­რამ, - კი­თხულობდა ნე­ლა, მკ­აფიოდ, - სა­ზა­რელნი, ურ­წ­მუ­ნო­ნი და სხვა­ნი მი­იღ­ე­ბენ სა­კ­ადრისს იმ ტბა­ში, რო­მელ­შიც ცეცხ­ლი და გო­გირ­დი იწ­ვის და რო­მე­ლიც მეო­რე სიკ­ვ­დილს უდ­რის".

ახ­ლა მე ვი­ცო­დი, რო­გორ ხვედრს მი­ქად­და სენტ-ჯო­ნი. მშვი­დი, დაუ­ოკ­ე­ბელი ზე­ი­მი, შე­რეული რა­ღ­აც ძლი­ერ სურ­ვილ­თან, ახ­ლდა ამ თა­ვის უკ­ა­ნა­სკ­ნელ დი­დე­ბულ სტრი­ქო­ნებს; მკი­თხველს სჯერ­ოდა, რომ მი­სი სა­ხელი უკ­ვე იყო მოხ­სენ­იებული ქრის­ტეს წყა­ლო­ბის მქო­ნე­თა შო­რის და მო­უთ­მენ­ლად ელ­ოდა იმ დროს, რო­დე­საც შევ­იდოდა იმ ქა­ლაქში, სა­დაც ამ­ქვეყნიურ მე­ფე­ებს მი­აქვთ თავ­იანთი პა­ტი­ვი და დი­დე­ბა; სა­დაც არც მზე და არც მთვა­რეა სა­ჭი­რო, რად­გან ღვთის სი­დია­დე ანა­თებს მას და ქრის­ტეა მი­სი სი­ნათ­ლე.

ლოც­ვა­ში, რო­მე­ლიც ამ თავს მოჰ­ყ­ვე­ბა, თა­ვი მო­უ­ყა­რა მთელ თა­ვის ენერ­გიას. მის­მა სას­ტიკ­მა მგზნე­ბა­რე­ბამ გა­იღვ­იძა. ის გულ­წ­რ­ფე­ლად კი­თხულობდა და ერ­კი­ნებ­ოდა ღმერთს და გა­დაწ­ყვეტილი ჰქონ­და გა­მარ­ჯვე­ბა. ის ძა­ლას მა­ტებ­და უძ­ლურთ; მეგ­ზუ­რი იყო გზა­დაბ­ნეუ­ლთათვის; ის მხურ­ვა­ლედ და გულ­წ­რ­ფე­ლად ემ­უდა­რებ­ოდა, არ­წმუნებ­და და ითხოვ­და, რომ და­ღუ­პვისკ­ენ მი­მა­ვალი ადამ­იანი გა­და­ერ­ჩინათ დაწ­ვისგან. პირ­ვე­ლად, რო­ცა ამ ლოც­ვას ვუს­მენ­დი, მაო­ცებ­და მი­სი გულ­წ­რ­ფელ­ობა, შემ­დეგ გუ­ლი ამ­იჩუყა მან და ბო­ლოს სევ­დით ამავ­სო, იმ­დე­ნად გულ­წ­რ­ფე­ლად სწამ­და თა­ვი­სი მიზ­ნის სი­დია­დე და სიკ­ე­თე; სხვებ­მაც, ვი­საც ეს­მოდა მი­სი ვედ­რე­ბა, იგ­რ­ძ­ნეს ეს.
რო­ცა ლოც­ვა დამ­თავ­რდა, გამ­ოვემ­შვიდობეთ. ძალ­იან ად­რე უნ­და წა­სუ­ლი­ყო დი­ლით. დია­ნამ და მე­რიმ აკო­ცეს მას და გავ­იდნენ ოთახ­იდან. მე მგო­ნი, მა­თი წას­ვლა მი­სი ნა­კ­არ­ნა­ხევი იყო. მე ხე­ლი გავ­უწოდე და კე­თი­ლი მგზავ­რობა ვუ­სურ­ვე.

- გმად­ლობთ, ჯე­ინ. რო­გორც ვთქვი, კემ­ბრიჯიდან ორი კვი­რის შემ­დეგ დავ­ბრუნდები. მხო­ლოდ ეს დრო დაგ­რჩათ მო­ფიქ­რე­ბის­თ­ვის. მე რომ ადამ­იანის სია­მა­ყეს ვუგ­დებ­დე ყურს, აღ­ა­რა­ფერს გეტყო­დით ქორ­წი­ნე­ბა­ზე. მე ჩე­მი მო­ვა­ლეო­ბა მაქვს და მტკი­ცედ ვემ­სახ­ურები ჩემს მი­ზანს - ყვე­ლა­ფერი გა­ვა­კ­ეთო ღვთის სად­იდებ­ლად. ჩე­მი მეუ­ფე დიდ­ხანს იტან­ჯებ­ოდა, მეც დავ­იტანჯო. მე ვერ გაგ­წირავთ და­სა­ღუ­პა­ვად: მო­ი­ნან­იეთ და გა­დაწ­ყვიტეთ, სა­ნამ დრო გაქვთ. გახ­სოვდეთ, ჩვენ და­ბა­დებულნი ვართ შრო­მის­თ­ვის. სა­ნამ დღ­ე­ა, ვი­ცით, რომ "ღ­ა­მე მა­შინ დად­გე­ბა, რო­ცა არა­ვინ იმუ­შა­ვებს". გაი­ხსე­ნეთ დი­ვე­სის ბე­დი, რო­მელ­მაც ცხოვ­რე­ბაში მი­ი­ღო ბედ­ნიე­რე­ბა. ღმერ­თმა მოგ­ცეთ ძა­ლა, აირ­ჩი­ოთ უკ­ე­თესი გზა!

ამ სიტყ­ვე­ბის წარ­მოთქმისას თავ­ზე და­მადო ხე­ლი. ის გულ­წ­რ­ფე­ლად, თავ­მდაბ­ლურად ლა­პა­რა­კო­ბდა; მი­სი მზე­რა, რა თქმა უნ­და, არ იყო ისე­თი, რო­გო­რი­თაც შეყ­ვა­რებული კა­ცი უყუ­რებს საყ­ვა­რელ ქალს; ეს იყო მზე­რა პას­ტორისა, რო­მე­ლიც უყუ­რებს თა­ვის გზა­აბ­ნეულ სამ­წყ­სოს, ან, უკ­ეთ რომ ვთქვა - მფარ­ველი ან­გელოზის, რო­მე­ლიც თვალ­ყურს ადევ­ნებს მი­სი მფარ­ველობის ქვეშ მყო­ფის სულს. ყვე­ლა ნი­ჭი­ერ მა­მა­კ­აცს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მგრძნო­ბია­რე­ა, ფა­ნატ­იკო­სია, მებ­რძოლია თუ დეს­პო­ტი - თუ ის გულ­წ­რ­ფელ­ია, ცხოვ­რე­ბაში სი­დი­ა­დის მო­მენ­ტები აქვს. ეს ხდე­ბა, რო­ცა ისი­ნი ამარც­ხე­ბენ ვინ­მეს და ბატ­ონობენ მას­ზე. სენტ-ჯო­ნის მი­მართ თაყ­ვან­ისცე­მა ვიგ­რ­ძე­ნი, თა­ნაც ისე­თი ძლი­ე­რი, რომ მი­ვა­ღწ­იე მდგო­მა­რეო­ბამ­დე, რო­მელ­საც მა­ნამ­დე ასე გა­ვურ­ბო­დი. სურ­ვი­ლი მქონ­და, შე­მეწ­ყვიტა ბრძო­ლა მას­თან, მი­სი სურ­ვი­ლის ნა­კ­ადს გავ­ყო­ლო­დი, მი­სი არ­სებობის მო­რევს შე­ვერ­თებოდი და იქ ჩე­მი სა­კუ­თარი გუ­ლის ხმა და­მე­კ­არ­გა. მე თით­ქ­მის ისე­ვე ძლიე­რად ვი­ყა­ვი შეპყ­რო­ბი­ლი მი­სით ახ­ლა, რო­გორც მა­ნამ­დე, თუმ­ცა სულ სხვა გრძნო­ბით, მეო­რე ადამ­იანით. ორი­ვე­ჯერ სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი. მა­შინ რომ დავ­მორჩილებოდი მას, ეს იქ­ნებ­ოდა პრინ­ცი­პის და­რღ­ვე­ვა. ახ­ლა და­ნე­ბე­ბა კი გო­ნიე­რებ­იდან გა­დახ­ვე­ვა გამ­ოვიდოდა. ასე ვფიქ­რობ ახ­ლა, რო­დე­საც ვი­გო­ნებ ამ კრ­იტიკულ მდგო­მა­რეო­ბას და ვუ­ყუ­რებ მას დრო­ის მშვი­დი ფარ­დის იქი­დან; იმ­წუთ­ში ვერ ვგრძნობ­დი სა­კუ­თარ სი­სუ­ლე­ლეს.

უძ­რა­ვად ვი­დე­ქი ჩე­მი მოძღ­ვ­რის ხე­ლის შე­ხებ­ისას. უარი დავ­იწყებული მქონ­და, ში­ში - დათ­რ­გუნ­ვი­ლი, ბრძო­ლის უნა­რი - და­კ­არგული. შეუ­ძლე­ბელი - ჩე­მი ქორ­წი­ნე­ბა სენ­ტ-ჯონ­თან - შე­საძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნდა, ყვე­ლა­ფერი ძირ­ფეს­ვია­ნად იც­ვ­ლებ­ოდა ხე­ლის ერ­თი უე­ცარი მოს­მით. სარ­წმუნოე­ბა მო­მი­წო­დებ­და; ან­გელ­ოზები მიხ­მობ­დ­ნენ; უფა­ლი მიბ­რ­ძა­ნებ­და; ცხოვ­რე­ბა ერ­თდებ­ოდა; სიკ­ვ­დი­ლის კა­რი იხ­ს­ნებ­ოდა და მა­რად­იულობა მო­ჩან­და. მეგ­ონა, იმ ქვე­ყა­ნა­ზე სიმ­შ­ვი­დი­სა და ნე­ტა­რებისთვის ყო­ველ­ივე ქვეყ­ნი­უ­რის დათ­მობა შეი­ძლებ­ოდა ერთ წამ­ში. ბუნ­დოვ­ნად გა­ნა­თებული ოთა­ხი სავ­სე იყო სხვა­დას­ხვა ხილ­ვით.

- შეგ­იძლიათ გა­დაწყვიტოთ ახ­ლა? - მკი­თხა მი­სი­ო­ნერ­მა. კი­თხვა ნა­ზი ხმით იყო დას­მუ­ლი. ასე­ვე ნა­ზად მი­მი­ზი­და თავ­ისკ­ენ. ოჰ, ეს სი­ნა­ზე! ის ძა­ლა­ზე ძლი­ერ­ია. მე შე­მეძლო გა­მეწ­ია წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობა სენტ-ჯო­ნის რის­ხ­ვის­თ­ვის. ლერ­წამივით დრე­კ­ადი გავ­ხ­დი მი­სი კე­თი­ლი მოპყ­რო­ბის შე­დე­გად და მა­ინც სულ მახ­სოვდა, თუ დავ­ნებ­დებოდი, არა­ნა­კ­ლებ მა­ნა­ნებ­და ოდეს­მე ჩემს პირ­ვან­დელ წი­ნა­ა­ღმ­დეგ­ობას. მი­სი ბუ­ნე­ბა არ შეც­ვლილა ერ­თი სა­ათის გულ­წ­რ­ფე­ლი ლოც­ვის შე­დე­გად. ის მხო­ლოდ ამა­ღ­ლებული იყო.
- მე გა­დავ­წყვეტდი, დარ­წმუნებული რომ ვი­ყო, - მი­ვუ­გე მე, - დარ­წმუნებული რომ ვი­ყო, ჩვე­ნი ქორ­წი­ნე­ბა მარ­თლა ღვთის სას­ურველი საქ­მე­ა. აქ­ვე შემ­ოგფიცავთ ცო­ლო­ბას, რაც უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო მე­რე.

- ჩე­მი ლოც­ვე­ბი ის­მი­ნა ღმერ­თმა, - წამ­ოიძა­ხა სენ­ტ-ჯონ­მა. უფ­რო მაგ­რად და­მაჭ­ირა ხე­ლი თავ­ზე, თით­ქოს თავ­ისად მთვლი­და. მკ­ლავი მომ­ხ­ვია ისე, თით­ქოს ვუყ­ვარ­დი (მე ვამ­ბობ "თით­ქოს", რად­გან ვიგ­რ­ძე­ნი სხვაო­ბა, რად­გან ვი­ცო­დი, რო­გო­რი გრძნო­ბა­ა, რო­ცა ვიღ­ა­ცას უყ­ვარ­ხარ. მაგ­რამ სენტ-ჯო­ნი­ვით მეც აღ­არ ვფიქ­რობ­დი სიყ­ვარ­ულზე. ვფიქ­რობ­დი მხო­ლოდ მო­ვა­ლეო­ბა­ზე). მე შე­ვებ­რძოლე ჩემს თავს, რად­გან ჯერ­ჯერობით სუ­რა­თი ნა­თელი არ იყო ჩემ­თ­ვის, მას ჯერ კი­დევ ღრ­უბლები ფა­რავ­და. გულ­წ­რ­ფე­ლად, ღრ­მად, მგზნე­ბა­რედ მწყუ­რო­და იმის გა­კ­ე­თე­ბა, რაც სწო­რი იყო. ზე­ცას შე­ვე­ვედ­რე: "მიჩ­ვე­ნე გზა!" უჩ­ვე­უ­ლოდ აღ­ელ­ვებული ვი­ყა­ვი; და იყო თუ არა ის, რაც მოჰ­ყ­ვა ამას, გამ­ოწვეული ჩე­მი მღ­ელ­ვა­რებით, მკი­თხველ­მა გან­საჯოს.

სახ­ლ­ში სიწყ­ნა­რე იყო, რად­გან ჩემ­სა და სენტ-ჯო­ნის გარ­და, ყვე­ლას ეძ­ინა. ერ­თა­დერთი სან­თელი ილეო­და. ოთა­ხი სავ­სე იყო მთვა­რის შუ­ქით. გუ­ლი სწრა­ფად და მძლავ­რად მი­ცემ­და. მეს­მოდა მი­სი ფეთ­ქვა. უცებ ის გა­ჩერ­და, რად­გან რა­ღ­აც გამ­ოუთქმელ­მა გრძნო­ბამ გა­ია­რა მას­ში და ჩემს თავ­სა და კი­დურებს გა­და­ე­ცა. ეს გრძნო­ბა არ ჰგავ­და ელექ­ტ­რო­ბის დავ­ლას სხე­ულ­ში, მაგ­რამ ისე­ვე მწვა­ვე, უც­ნა­უ­რი, შე­მა­კრ­თობელი იყო. ამ გრძნო­ბამ გამ­ომაფ­ხიზლა. რა­ღ­ა­ცას ვე­ლო­დი, თვა­ლი და ყუ­რიც ელ­ოდა, ვთრთო­დი.
- რა გაი­გონეთ? რას ხე­დავთ? - ჩა­მე­კი­თხა სენტ-ჯო­ნი. არა­ფერს ვხე­დავდი, მაგ­რამ ხმა­მა­ღ­ლა მეს­მოდა ძა­ხი­ლი: "ჯე­ინ! ჯე­ინ! ჯე­ინ!" და სხვა არა­ფერი.
- ოჰ, ღმერ­თო, რა არის ეს? - აღმ­ომხდა.
მე შე­მეძლო მე­კი­თხა: - საი­დან ის­მის? - რად­გან ხმა ოთახ­იდან არ მო­დი­ო­და, არც სახ­ლიდან, არც ბა­ღი­დან, ის არც ჰა­ერ­იდან ის­მო­და, არც დე­დამ­იწიდან, არც ზემ­ოდან. არ ვი­ცი, საი­დან მო­მეს­მა, ვერც ვე­რას­ოდეს გავ­იგებ. ეს იყო ადამ­იანის ხმა - ნაც­ნო­ბი, საყ­ვა­რელი; ხმა, რო­მე­ლიც კარ­გად მახ­სოვდა - ედ­ვარდ ფე­იერ­ფექს რო­ჩეს­ტერის ხმა; მას­ში ტკი­ვი­ლი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, უბედ­ურე­ბა, სი­გიჟ­ე, შეძ­რწუნე­ბა, გა­საჭირი.
- მოვ­დი­ვარ, - წამ­ოვიძა­ხე, - მო­მი­ცა­დე! ოჰ, მო­ვალ!
კარს ვე­ცი და ტა­ლანში გავ­იხე­დე. იქ ბნელ­ოდა. გავ­ვარდი ბა­ღში. იქ არა­ვინ იყო.
- სად ხარ? - შევ­ძა­ხე.
მარშ გლე­ნის იქით მთე­ბი გამ­ომეხ­მაუ­რნენ სუს­ტად: სად ხარ? - ყუ­რი მი­ვუგ­დე. ქა­რი კვ­ნეს­ოდა ნაძ­ვებში. ტორ­ფ­ნა­რი დუმ­და და ირ­გ­ვ­ლივ შუა­ღ­ამის სი­ჩუ­მე გა­მე­ფებულიყო.

- ძირს ცრუ­მორ­წ­მუ­ნეო­ბა, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი მე, რო­დე­საც ის აჩ­რ­დი­ლი შა­ვად წამ­ოიმარ­თა ჭიშკ­არ­თან მდგარ შავ ურ­თხ­ლებ­თან. - ეს არც თქვე­ნი ტყუ­ი­ლია, არც ჯად­ოქრობა. ეს ბუ­ნე­ბის საქ­მე­ა. ის აღ­ელ­ვებული იყო. არა, სას­წაული არ მო­უ­მოქ­მე­დებ­ია, გა­ა­კ­ე­თა მხო­ლოდ ის, რაც შე­ეძლო.
გამ­ოვე­ქეცი სენტ-ჯონს, რო­მე­ლიც გამ­ომყვა და მა­ჩე­რებ­და კი­დეც. ახ­ლა ჩე­მი ჯე­რი იყო ბა­ტო­ნო­ბის. ახ­ლა ძლი­ე­რი ვი­ყა­ვი. ვუთხა­რი, გაჩ­უმდით-მეთ­ქი, მინ­დო­და, მარ­ტო და­ვეტ­ოვებ­ინე. მარ­ტო უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მაშ­ინვე და­მემ­ორჩილა. იქ, სა­დაც ბრძა­ნების ძა­ლა შეგ­წევს, მორ­ჩი­ლე­ბას ყო­ველ­თ­ვის იპო­ვი. ჩემს ოთახ­ში ავე­დი, ჩავ­იკ­ე­ტე. მუხ­ლებ­ზე და­ვეცი და ვი­ლო­ცე, ჩე­მებ­ურად; ჩე­მი ლოც­ვა სენ­ტ-ჯო­ნი­სას არ ჰგავ­და, მაგ­რამ შვე­ბა მო­მი­ტა­ნა. თით­ქოს ძალ­იან ახ­ლოს ვი­ყა­ვი ყოვ­ლის­შემ­ძლე წმინ­და სულ­თან. ჩე­მი სუ­ლი მად­ლო­ბის ნიშ­ნად მის ფე­ხებ­თან და­ემხო. მად­ლო­ბის შე­წირ­ვის შემ­დეგ მი­ვი­ღე გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა და დავ­წექი. არ მეშ­ინოდა, სუ­ლი გამ­ინათ­ლდა და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი გა­თე­ნე­ბას.



თა­ვი ორმოცდამესამე

ინა­თა. ალ­იონზე ავ­დექი. ერთ-ორ სა­ათში ჩემს ოთახ­ში ყვე­ლა­ფერი მო­ვა­წეს­რიგე. ჩე­მი ნივ­თე­ბი კო­მოდსა და კა­რა­დაში ჩა­ვა­ლა­გე, რა­თა ასე და­მეტ­ოვებ­ინა ყვე­ლა­ფერი ჩე­მი ხან­მოკ­ლე მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს. საქ­მიან­ობაში გარ­თულს, შემ­ომეს­მა, რომ სენტ-ჯო­ნი ოთახ­იდან გამ­ოვიდა. ჩემს კარ­თან შე­ჩერ­და; ვში­შობ­დი, და­ა­კ­ა­კუ­ნებ­ს-მეთ­ქი, მაგ­რამ არა. მან მხო­ლოდ ქა­ღ­ალდის პა­ტა­რა ფურ­ცე­ლი შემ­ოაგდო კა­რის ქვეშ. ავ­იღ­ე. წავ­იკი­თხე.
"თქვენ ისე უეც­რად დამ­ტოვეთ წუ­ხელ. ოდ­ნავ მეტ­ხანს რომ დარ­ჩენ­ილიყავით, აუ­ცილებ­ლად ხელს მოჰ­კი­დებდით ქრის­ტეს ჯვარს და ან­გელ­ოზთა გვირ­გ­ვინს. ორი კვი­რის შემ­დეგ, ამა­ვე დღ­ეს ვე­ლი თქვენს სა­ბო­ლოო გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბას. ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში გაფ­რ­თხილ­დით და ილო­ცეთ. არ გძლი­ოთ ცდუ­ნე­ბამ: მწამს, თქვე­ნი სუ­ლი მზა­დაა დი­ა­დი საქ­მის­თ­ვის, მაგ­რამ ხორ­ცი, რო­გორც ვხე­დავ, სუს­ტია. ვი­ლო­ცებ თქვენ­თ­ვის ყო­ველ წუთს. თქვე­ნი სენტ-ჯო­ნი".

"ჩე­მი სუ­ლი, - გო­ნე­ბაში ვპა­სუ­ხობ­დი, - მზა­დაა შე­ასრულოს ის, რაც ჭეშ­მარ­იტია, ხო­ლო ჩე­მი ხორ­ცი, მწამს, სა­კ­მაოდ ძლი­ერ­ია აღ­ასრულოს ნე­ბა ღვ­თისა, თუ­კი ეს ნე­ბა ჩემ­თ­ვის ნა­თელ­ია. ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, სა­კ­მაოდ ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, რომ ეძი­ოს, იკითხოს, იპო­ვოს გამ­ოსა­ვალი; სიბ­ნე­ლით მო­ცულ ეჭვს თა­ვი და­ა­ღწიოს და ნა­ხოს ჭეშ­მარ­იტების ნა­თელი დღ­ე".
პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი იდ­გა, მაგ­რამ დი­ლა მა­ინც ბუ­რუ­სი­ა­ნი და ცი­ვი იყო. ფან­ჯ­რის მი­ნა­ზე წვი­მას შხა­პუ­ნი გაჰ­ქონდა. შემ­ომეს­მა, რო­გორ გა­იღო სა­დარ­ბაზო კა­რი და სენტ-ჯო­ნი გავ­იდა. ფან­ჯრიდან დავ­ინა­ხე, რო­გორ გა­ია­რა მან ბა­ღი და უიტკრ­ოსისკ­ენ მი­მა­ვალ, ბუ­რუს­ში გახ­ვეულ, ტორ­ფი­ან გზას და­ად­გა. იქ სა­ფოს­ტო ეტლს უნ­და დახ­ვედ­როდა.

"რამ­დენ­იმე სა­ათში მეც იმა­ვე გზას და­ვად­გები, ბი­ძაშ­ვი­ლო ჩე­მო, - ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის, - მეც უნ­და შევ­ხვდე სა­ფოს­ტო ეტლს უიტკრ­ოსთან; მე უნ­და მო­ვი­კითხო და ვნა­ხო ერ­თი ადამ­იანი, ვიდ­რე სამ­უდამოდ მი­ვატ­ოვებ ინ­გ­ლისს".
საუ­ზმემ­დე ორი სა­ათი იყო დარ­ჩენილი. ამ დრო­ის გან­მავ­ლობაში ოთახ­ში უხ­მა­უ­როდ ბოლ­თას ვცემ­დი და ვფიქ­რობ­დი იმ სა­ი­დუმ­ლო ხმა­ზე, რო­მელ­მაც მთლია­ნად შეც­ვა­ლა ჩე­მი გეგ­მები. კვ­ლავ გაც­ოცხლდა წი­ნათ გან­ც­დი­ლი გრძნო­ბე­ბი; გა­მახ­სენ­და, ყვე­ლა­ფერი რო­გორ უც­ნაუ­რად მოხ­და; ისე უც­ნაუ­რად, რომ ძნელ­ია აღ­წე­რაც. გა­მახ­სენ­და ის ხმა და კვ­ლავ ამა­ოდ ვე­კი­თხებოდი თავს, საი­დან მო­მეს­მა; რო­გორც ჩანს, ის ჩემ­გან­ვე მო­დი­ო­და. ნე­ტავ, უბ­რა­ლოდ ნერ­ვი­უ­ლო­ბით გამ­ოწვეული ხომ არ იყო, ან ხომ არ მო­მეჩ­ვე­ნა. არ მჯერ­ოდა და ვერც გავ­რკ­ვეუ­ლიყავი; ის უფ­რო ზეშ­თაგ­ონე­ბას ჰგავ­და. გრძნო­ბა­თა ეს გა­საო­ცარი შეშ­ფოთე­ბა იმ მი­წის­ძ­ვ­რას წა­ა­გავ­და, რო­მელ­მაც და­ლე­წა პავ­ლე­სა და საი­ლასის სა­პატიმრო; სულს გა­უღო სა­კნის კა­რი და ბორ­კი­ლები ჩამ­ოხსნა; გამ­ოა­ღვ­იძა ძი­ლის­გან; და აღდ­გა სუ­ლი თრთოლ­ვით, სმე­ნად­ქცეული, გან­ცვიფრებული; შემ­დეგ, ისე­დაც გაო­ცებულს, კი­დევ სამ­ჯერ შემ­ომეს­მა მი­სი კი­ვი­ლი; გუ­ლი ამ­იძგერ­და და სულ­ში ჩამ­წვდა; მაგ­რამ არ შე­მაშ­ინა, არც თავ­ზარი დამ­ცა, არა­მედ სი­ხა­რუ­ლით ამავ­სო, რომ ამ ცოდ­ვი­ლი სხეუ­ლისგან გა­თავ­ისუფლებულს მი­მა­ღ­ებ­ინა ეს გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბა.

"რამ­დენ­იმე დღ­ეში, - გა­დავ­წყვიტე ფიქ­რის შემ­დეგ, - უთუ­ოდ გავ­იგებ რა­მეს მას­ზე, ვინც წუ­ხელ თავ­ისთან მიხ­მობ­და. წერ­ილებით ხომ ვე­რა­ფერს გავ­ხ­დი, წა­ვალ, პი­რა­დად მი­ვა­კი­თხავ".
საუ­ზმე­ზე დია­ნა­სა და მე­რის ვუთხა­რი, რომ მივ­დი­ვარ და სულ მცი­რე, ოთხი დღე მა­ინც დამ­ჭირდებ­ოდა ჩე­მი საქ­მის­თ­ვის.
- მარ­ტო მი­დი­ხარ, ჯე­ინ? - იკი­თხეს მათ.
- დი­ახ. უნ­და ვნა­ხო ან რაი­მე გა­ვი­გო ერთ მეგ­ობარ­ზე. ამ ბო­ლო დროს მას­ზე ფიქ­რი არ მას­ვე­ნებს.
ეჭ­ვი არ მე­პა­რე­ბა, რომ თავ­ში გა­უელ­ვათ აზ­რმა, აკი, ჩვენ გარ­და, არა­ვინ გყავ­სო. ბევ­რჯერ თვი­თონ მით­ქ­ვამს ეს მათ­თ­ვის. ალ­ბათ, მეტ­ყოდნენ კი­დეც, მაგ­რამ ბუ­ნე­ბით იმ­დე­ნად თავ­და­ჭერილნი იყ­ვ­ნენ, არა­ფერი მითხ­რეს. დია­ნამ მხო­ლოდ ის მკი­თხა, დარ­წმუნებული ხარ, რომ აი­ტან ამ მგზავ­რობასო? ისიც დას­ძინა, ძალ­იან ფერ­მკრ­თალი ხა­რო. და­ვამ­შვიდე, ვუთხა­რი, მხო­ლოდ სუ­ლიე­რად ვარ შეშ­ფოთებული და ესეც მა­ლე გაი­ვლის-მეთ­ქი.
და­ნარ­ჩენის მოგ­ვა­რე­ბა ად­ვი­ლი იყო; არა­ვინ მაწ­უხებ­და არც შე­კი­თხვებით და არც ეჭ­ვებით. ავ­უხსენი, რომ არ შე­მეძლო მათ­თ­ვის ჩე­მი გეგ­მები გა­მეცნო და ისი­ნიც და­მე­თან­ხმნენ ჩვე­უ­ლი კეთ­ილშობილებ­ითა და სიბ­რ­ძ­ნით. შე­საძ­ლებ­ლობა მომ­ცეს მემ­ოქმე­და, რო­გორც სა­ჭი­როდ ჩავ­თ­ვ­ლი­დი. მეც ხომ ასე­ვე მო­ვიქ­ცე­ო­დი.
მურ­-ჰაუ­სიდან დღის სამ სა­ათ­ზე გა­ვემ­გზავ­რე და მეხ­უთე სა­ათი იყო დაწ­ყებული, რომ უიტ­კ­რო­სის სან­იშნე ბოძ­თან ვი­დე­ქი. ვე­ლო­დი ეტლს, რო­მელ­საც შორს, თორ­ნ­ფილ­დ­ში უნ­და წა­ვეყ­ვა­ნე. მი­ტო­ვე­ბუ­ლი გზე­ბი და უკ­აც­რიელი გო­რა­კ­ები დუმ­დ­ნენ და სი­ჩუ­მე­ში ჯერ კი­დევ შო­რი­დან შემ­ომეს­მა, რო­გორ მი­ახ­ლოვდებ­ოდა ეტ­ლი. ეს სწო­რედ ის სა­ფოს­ტო ეტ­ლი იყო, რო­მელ­მაც ერ­თი წლის წინ, ზაფხუ­ლის ერთ სა­ღ­ამოს ამა­ვე ად­გილას მო­მიყ­ვა­ნა - უიმე­დო, უთ­ვის­ტო­მო, უმიზ­ნო. ეტ­ლი გა­ჩერ­და. ჩავ­ჯექი. ახ­ლა უკ­ვე აღ­არ მო­მი­წევ­და მგზავ­რო­ბის სა­ფას­ურად მთე­ლი ჩე­მი ქო­ნე­ბის მი­ცე­მა. კვ­ლავ თორ­ნ­ფილ­დისკ­ენ მივ­დი­ო­დი; თით­ქოს სა­ფოს­ტო მტრე­დი ვი­ყა­ვი და შინ ვბრუნ­დე­ბო­დი.
ოც­და­თექ­ვსმეტი სა­ათი ვი­ყა­ვი გზა­ში. უიტ­კ­რო­სი სამ­შა­ბათს, დღი­სით, დავ­ტოვე და ხუთ­შა­ბათს, ად­რე დი­ლით, ეტ­ლი გზა­ზე ერ­თ-ერთ სას­ტუმროსთან შე­ჩერ­და, რა­თა ცხე­ნებისთვის წყა­ლი და­ე­ლევ­ინებ­ინათ. ვი­ცა­ნი სას­ტუმ­რო, ირ­გ­ვ­ლივ მწვა­ნედ აფეთ­ქებული ცოცხა­ლი ღო­ბე, გა­დაჭიმული მინ­დ­ვ­რე­ბი, საძ­ოვრები; თით­ქოს დი­დი ხნის ნაც­ნო­ბი შემ­ომე­გე­ბაო (ოჰ, რო­გო­რი სას­იამოვნო იყო ეს სირ­ბი­ლე და სი­ხას­ხა­სე მორ­ტო­ნის ნორ­თ­მიდ­ლენ­დის პირ­ქუშ ტორ­ფ­ნარ­თან შე­და­რებით). დი­ახ, ვი­ცა­ნი ჩემ წინ გა­დაჭიმული ად­გი­ლი. დავ­რ­წ­მუნ­დი, ჩემს მი­ზან­თან ახ­ლოს ვი­ყა­ვი.
- შორს არის აქე­დან თორ­ნ­ფილ­დი? - ვკი­თხე იქ­ვე მეჯ­ინიბეს.
- მხო­ლოდ ორი მი­ლია, ქალ­ბატონო, აი, იმ მინ­დ­ვ­რის გა­და­ღ­მა.
"ჩე­მი მოგ­ზაუ­რობა დამ­თავ­რდა", - გავ­იფიქრე, ეტ­ლიდან ჩამ­ოვედი. ბარ­გი ად­გი­ლობ­რივ მეჯ­ინიბეს მი­ვა­ბა­რე და ბარ­გის შე­სა­ნახი ფუ­ლი გა­დავ­იხა­დე. მე­ეტ­ლეც გავ­ისტუმრე და გზას გავ­უდექი. ამ­ომა­ვალი მზის სხი­ვე­ბი სას­ტუმ­როს აბ­რა­ზე ციმ­ცი­მებ­დნენ. წავ­იკი­თხე ოქ­როს­ფე­რი ას­ოებით და­წერილი სიტყ­ვე­ბი: "როჩეს­ტერ­თა გერ­ბი". გუ­ლი ამ­ოხტომას ლამ­ობდა. ჩე­მი პატ­რო­ნის მი­წა­ზე მედ­გა ფე­ხი. მაგ­რამ ისევ ჩამ­წყდა რა­ღ­აც. ერ­თმა აზ­რმა გამ­იელ­ვა:

"შე­ნი პატ­რო­ნი, ალ­ბათ, ლა­მანშის იქი­თა­ა; ამას შენც ხვდე­ბი. ვთქვათ, თუნ­დაც თორ­ნ­ფილ­დ­შია, საი­თკ­ე­ნაც ასე მი­ეშ­ურები. იცი, ვი­ნაა მის გვერ­დით? მი­სი მთვა­რეული ცო­ლი. მა­შა­სა­და­მე, რა საქ­მე გაქვს მას­თან? არც უნ­და ეს­წრაფ­ოდე მას­თან საუ­ბარს და მას­თან ყოფ­ნას. მთე­ლი შე­ნი შრო­მა ამა­ოა, უმ­ჯო­ბეს­ია უკ­ან დაბ­რუნდე". გო­ნი მირ­ჩევ­და: "წა­დი სას­ტუმ­რო­ში და ხალ­ხისგან გაი­გე ყვე­ლა­ფერი. იქ ყვე­ლა შენს კი­თხვას უპას­უხე­ბენ. მაშ­ინვე გაგ­იფან­ტა­ვენ ეჭ­ვებს. მი­დი, აი, იმ კაც­თან და ჰკი­თხე, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი შინ თუ არის".
ეს გო­ნივ­რუ­ლი აზ­რი იყო, მაგ­რამ ვერ შევ­ძელი ასე მოვ­ქ­ცეუ­ლიყავი. მეშ­ინოდა, არ გა­მეგო ისე­თი რამ, რაც სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბაში ჩა­მაგ­დებ­და. მერ­ჩია ეჭ­ვების ქსელ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი და რა­ღ­აცის იმე­დი მქო­ნო­და. იქ­ნებ ერ­თხელ კი­დევ მე­ნა­ხა მი­სი მა­ნათ­ობელი ვარ­სკვ­ლავის შუ­ქით გაბ­რწყინებული ჰო­ლი. ჩემ წინ სწო­რედ ის ღო­ბე­ზე გა­და­სას­ვლელი და მინ­დ­ვ­რე­ბი იყო, რომ­ლე­ბიც იმ დი­ლით გა­დავ­ია­რე, თორ­ნ­ფილ­დი­დან რომ გავ­რ­ბო­დი ჭკ­უა­და­კ­არგული. მა­შინ ვე­რა­ფერს ვხე­დავდი, არა­ფერი მეს­მოდა. მხო­ლოდ გა­ჯავ­რე­ბა ბო­ბოქ­რობ­და ჩემ­ში და უგ­ზო-უკ­ვ­ლოდ მი­მა­ქა­ნებ­და... ვიდ­რე გონს მო­ვი­დო­დი, თა­ვი ამ მინ­დ­ვ­რებ­ზე ამ­ოვყავი. რო­გორ მი­ვიჩ­ქა­რო­დი! ზოგ­ჯერ კი­დეც მივ­რ­ბო­დი! მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დი, თვა­ლი მო­მე­კ­რა ნაც­ნო­ბი ტყე­ებისთვის! ოჰ, რა გრძნო­ბამ შე­მიპყ­რო, რო­დე­საც ვუც­ქერ­დი გან­ცა­ლკ­ე­ვებულ ხე­ებს, მათ შო­რის მდე­ბა­რე გო­რა­კ­სა და მდე­ლოს!

რო­გორც იქ­ნა, გამ­ოჩნდა ტყე. ერ­თად შეგ­რო­ვი­ლი ჭილ­ყ­ვა­ვები აბ­ნე­ლებ­დნენ აქაუ­რობას. მა­თი ხმა­მა­ღ­ალი ჩხა­ვი­ლი არღ­ვევ­და დი­ლის მყუდ­როე­ბას. უც­ნაუ­რმა სი­ხარ­ულმა ამ­იტა­ცა. კი­დევ ერ­თი მინ­დო­რი გა­დავ­ია­რე. ვიწ­რო ბი­ლიკს და­ვა­დექი. და აი, ეს გარ­სშემ­ომდგარი კედ­ლები, სახ­ლის დამ­ხმა­რე სა­თავ­სოები; თვით შენ­ობაც; მაგ­რამ ჭილ­ყ­ვა­ვების სად­გო­მი ჯერ კი­დევ არ ჩან­და. "წი­ნა მხრი­დან დავ­ინა­ხავ­-მეთ­ქი, - გა­დავ­წყვიტე. სა­დაც სა­სახლის ამა­ყი ქონ­გუ­რე­ბი უეც­რად გა­მაო­ცებს თა­ვი­სი სი­დი­ა­დით და სა­დაც მოვ­ნა­ხავ ჩე­მი პატ­რო­ნის ფან­ჯა­რას; შე­საძ­ლე­ბელ­ია, ფან­ჯა­რას­თან დგას - ის ხომ ად­რე დგე­ბა; ან, იქ­ნებ, ხე­ხი­ლის ბა­ღში სე­ირ­ნობს ახ­ლა, ან სახ­ლის წინ მო­კირ­წყ­ლულ გზა­ზე. ნუ­თუ მარ­თლა ვნა­ხავ! - მხო­ლოდ ერ­თი წუ­თით! რა­სა­კვ­ირველ­ია, ასეთ შემ­თხვე­ვაში გო­ნიე­რე­ბა ისე არ უნ­და და­ვკ­არგო, რომ მას­თან მი­ვირ­ბი­ნო. თუმ­ცა, ვერ გეტყ­ვით. არ ვი­ცი. გა­ნა, ასეც რომ გა­მე­კ­ე­თებ­ინა, რა მოხ­დებ­ოდა? ღმერ­თი იყოს შემ­წე - რა მოხ­დებ­ოდა? გა­ნა, ვინ­მეს რა­მე დაუ­შავ­დე­ბა, რომ მის­მა შემ­ოხედ­ვამ კვ­ლავ მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს სი­ცოცხ­ლე. მაგ­რამ მე ვბო­დავ, ის ახ­ლა, ალ­ბათ, გას­ცქერის პი­რე­ნე­ებ­იდან ამ­ომა­ვალ მზეს ან, იქ­ნებ, სამ­ხრეთის წყნარ ზღ­ვას".

ხილ­ნა­რის და­ბალ ღო­ბეს შემ­ოვუა­რე და კუ­თხეში შევ­უხვიე. სწო­რედ იქ იყო ალა­ყაფის კა­რი და მდე­ლოც იქ იწყებ­ოდა. კა­რი ქვის ორ ბოძ­ზე იყო და­მაგ­რებული, რო­მელ­თაც თავ­ზე ქვის­გან­ვე ნა­კ­ეთი ბურ­თე­ბი ედ­გა გვირ­გ­ვი­ნად. ბო­ძის იქი­დან თავ­ისუფლად შე­მეძლო და­მე­ნა­ხა შე­ნო­ბის ფა­სადი. ფრთხი­ლად გა­დავ­ყავი თა­ვი; სუ­ლი მიმ­დი­ო­და, გა­მეგო - რო­მელ­იმე საძ­ინებლის და­რა­ბები უკ­ვე გა­ა­ღ­ეს თუ არა. ჩე­მი თავ­შე­საფ­რიდან შე­სან­იშნა­ვად ვხე­დავდი ყვე­ლა­ფერს: ქონ­გუ­რებს, ფან­ჯრებს, შე­ნო­ბის მთელ ფა­სადს.
ყვა­ვები, რომ­ლე­ბიც თავ­ზე დამ­ფარ­ფა­ტებ­დნენ, ალ­ბათ, თვალ­ყურს მა­დევ­ნებ­დნენ, ვიდ­რე სახლს ვათ­ვალ­იე­რებდი. ნე­ტა, რას ფიქ­რობ­დ­ნენ: ისი­ნი, ალ­ბათ, ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ ჩე­მი თავ­დაპ­ირველი მეტ­ისმეტი სიფ­რ­თხი­ლე და სი­მორ­ცხ­ვე თან­და­თანობით სი­თა­მა­მემ და გა­ბედ­ულე­ბამ შეც­ვა­ლა. შევ­იჭყიტე; შემ­დეგ თავ­შე­სა­ფარს მოვ­წყ­დი, მდე­ლოს გა­დავ­უა­რე, შე­ნო­ბის წინ გავ­ჩ­ნ­დი და დიდ­ხანს, და­კვ­ირვებით ვათ­ვალ­იე­რებდი. "რა თვალ­თმაქცური სი­მორ­ცხ­ვე გამ­ოვიჩინე, - შეი­ძლე­ბა იკითხონ, - და ახ­ლა კი რა სუ­ლელ­ურად გაუ­ფრთხილებ­ლად ვიქ­ცე­ვი?"
მა­გალითს მო­გიყ­ვანთ მკი­თხველო.

შეყ­ვა­რებული საყ­ვა­რელ არ­სე­ბას ხავ­სით მო­ფე­ნილ ნაპ­ირთან დაძ­ინებულს პო­უ­ლობს. სურს თვა­ლი მოჰკ­რას მის მშვენ­იერ სა­ხეს ისე, რომ არ გა­ა­ღვიძოს. ჩუ­მად მი­ი­პა­რე­ბა ბა­ლახ­ზე და ფრთხი­ლობს, სი­ჩუ­მე ოდ­ნა­ვი ხმაუ­რითაც არ და­ა­რღვიოს. ჩერ­დე­ბა; ეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ქა­ლი შეი­ნძრა; უკ­ან იხევს; არაფ­რის გუ­ლის­თ­ვის არ უნ­და, რომ გამ­ოჩნდეს. ირ­გ­ვ­ლივ სი­ჩუ­მე­ა. კვ­ლავ გა­დად­გა წინ ნა­ბი­ჯი. ქალ­ისკ­ენ იხ­რე­ბა. მსუ­ბუ­ქი საბ­ურველი მის სა­ხეს ფა­რავს. ხდის საბ­ურველს, უფ­რო იხ­რე­ბა. ახ­ლა მის თვალ­წინაა გან­ცხ­რო­მით გა­წო­ლი­ლი მშვენ­იერი ზმა­ნე­ბა; ნორ­ჩი, ყვა­ვი­ლი­ვით აფეთ­ქებული და საყ­ვა­რელი. თვალ­მოუცილებლივ უმ­ზერს! ად­გილზე შეშ­დე­ბა! რო­გორ კრთის! სას­წრაფოდ და მგზნე­ბა­რედ იკ­რავს გულ­ში სხე­ულს, ერ­თი წუ­თის წინ თი­თის და­კ­ა­რე­ბა­საც რომ ვერ უბე­დავ­და, ხმა­მა­ღ­ლა უხ­მობს, ძირს უშ­ვებს სან­უკ­ვარ ტვირთს და გაშ­მა­გებით დას­ცქერის. ეხ­ვე­ვა, უხ­მობს, გაშ­ტე­რებით უმ­ზერს; გრძნობს, მი­სი ხმა ან შე­ხე­ბა ვე­ღ­არ გა­ა­ღვ­იძებს მას. მას ეგ­ონა, მის შეყ­ვა­რებულს ტკბ­ილად ეძ­ინა: თურ­მე, ის ქვად უქ­ცევ­ია სიკ­ვ­დილს.

ში­შით აღ­სავ­სე სი­ხა­რუ­ლით შევ­ხე­დე დი­დე­ბულ შენ­ობას: ხელთ მხო­ლოდ ჩა­შა­ვებული ნან­გრე­ვები შემ­რჩა.
აბა, რა­ღა სა­ჭი­რო იყო ჭიშ­კ­რის ბო­ძის იქით და­მალ­ვა! ფა­რუ­ლი თვალ­თვალი და­რა­ბებისთვის, რო­მელ­თა მიღ­მაც, მეგ­ონა, სი­ცოცხ­ლე იღვ­იძებ­და! რა­ღ­ად ვუს­მენ­დი კა­რის გა­ღ­ე­ბას, ფე­ხის ხმას ხრე­შით მო­ფე­ნილ ბი­ლიკ­ებ­ზე! მდე­ლო, ბა­ღი გა­და­ე­თე­ლათ და გა­ე­ნად­გურებ­ინათ. მთა­ვარ შე­სას­ვლელ­თან ხა­ხა­და­ღ­ებულ სი­ცარ­იე­ლეს შე­ვე­ფე­თე. შენ­ობა, რო­გორც ეს ერ­თხელ სიზ­მარ­ში ვნა­ხე, ჰგავ­და და­ცარ­იე­ლებულ ნა­ჭუჭს, რომ­ლის მა­ღ­ალ, ცეც­ხლისგან დან­გრეულ კედ­ლებში მხო­ლოდ უჩარ­ჩო­ოდ დარ­ჩენილი ფან­ჯრებ­იღა მო­ჩან­და. არც სახ­ურავი, არც ქონ­გუ­რე­ბი, არც საბ­უხრე­ები - ყვე­ლა­ფერი დან­გრეულიყო.
სიკ­ვ­დი­ლი ზეი­მობდა შიგ­ნით. მდუ­მა­რე­ბას ეპ­ოვა იქ თავ­შე­სა­ფარი. რა­ღა სა­კვ­ირველ­ია, რა­ტომ რჩებ­ოდა აქ გამ­ოგზავნილი წერ­ილები უპა­სუ­ხოდ! ეს იყო ღა­ღ­ადი უდაბ­ნოსა ში­ნა. ჩა­შა­ვებული ქვე­ბი მეტ­ყვე­ლებ­დნენ, რა ბე­დი ეწ­ია აქაუ­რობას. ის და­იღუ­პა ხან­ძრისგან. მაგ­რამ რამ გამ­ოიწვია ხან­ძარი? რა იმა­ლებ­ოდა ამ უბედ­ურე­ბაში? ნე­ტა, კი­დევ რა იმ­ს­ხ­ვერ­პლა ცეც­ხლმა, გარ­და მარ­მარილოსი და ხის ჩუ­ქურ­თ­მებ­ისა? ხომ არ და­იღუ­პა ვინ­მე ქო­ნე­ბას­თან ერ­თად? და თუ ასე­ა, ვინ? შე­მაძ­რწუნე­ბელი კი­თხვა­ა. ვე­რავინ მი­პას­უხებ­და. არა­ვინ ჩან­და ირ­გ­ვ­ლივ, არც რაი­მე ნი­შა­ნი, არც სა­ბუ­თი.

გარს ვუვ­ლი­დი და­ცარ­იე­ლებულ შენ­ობას, ჩამ­ონგრეულ კედ­ლებს და დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს უბედ­ურე­ბა უკ­ვე დი­დი ხან­ია, რაც თავს დას­ტყდომოდა მის მცხოვ­რებთ. ზამ­თ­რის თოვ­ლი ზვი­ნე­ბად დას­წოლოდა და­ცარ­იე­ლებულ თა­ღ­ებს; ზამ­თ­რის წვი­მა ფან­ჯრებ­ზე შხაპ­უნობდა; მხო­ლოდ ბა­ლახი და ხავ­სი მო­ჩან­და ჩამ­ონგრეულ კედ­ლებ­სა და ჩამ­ოცვენილ ხის კო­ჭებს შო­რის. მაგ­რამ, ღმერ­თო! სად იყო ამ ნან­გრე­ვების ბე­დკრული პატ­რო­ნი? რო­მელ ქვე­ყა­ნაში? რო­მელ მხა­რეს შე­ა­ფა­რა თა­ვი? ჩემ­და უნებ­ურად შევ­ხე­დე რუ­ხი ეკ­ლესიის გო­დოლს ჭიშ­კ­რის ახ­ლოს და ჩემს თავს ვკი­თხე: "ნუ­თუ დეი­მერ დე რო­ჩეს­ტერის მარ­მარილოთი ნა­გები პა­ტა­რა სა­ვა­ნე გაი­ზია­რა და მას შე­ა­ფა­რა თა­ვი?"
ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი უნ­და მი­მე­ღო. პა­სუხს კი მხო­ლოდ სას­ტუმ­რო­ში მი­ვიღ­ებდი და მაშ­ინვე იქით გა­ვეშ­ურე. სას­ტუმ­როს პატ­რონმა თვი­თონ შემ­ომიტა­ნა საუ­ზმე ოთახ­ში. ვთხო­ვე, კა­რი დახ­ურეთ და დაბ­რძან­დით-მეთ­ქი. დაჯ­და და ახ­ლა უკ­ვე აღ­არ ვი­ცო­დი, რო­გორ და­მეწყო; პა­სუ­ხის მეშ­ინოდა, მაგ­რამ გუ­ლის მომკვ­ლელ­მა სა­ნა­ხაო­ბამ, რო­მე­ლიც ის იყო, ვნა­ხე, მო­მამ­ზა­და საშ­ინე­ლების მო­სას­მე­ნად. სას­ტუმ­როს პატ­რო­ნი საშ­უალო ხნის სან­დომიანი შე­ხედ­ულების კა­ცი იყო.
- თქვენ, ალ­ბათ, იც­ნობთ თორ­ნ­ფილ­დ-­ჰოლს? - რო­გორც იქ­ნა, მო­ვა­ხერ­ხე სა­უბ­რის დაწ­ყე­ბა.
- დი­ახ, ქალ­ბატონო; წი­ნათ იქ ვცხოვ­რობ­დი.
- მარ­თლა? - "მაგ­რამ ჩემ დროს არა, - გავ­იფიქრე, - არ გიც­ნობთ".
- მე გან­სვე­ნებული მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მსახ­ურთუხუცესი გახ­ლ­დით, - დას­ძინა მან.
"გან­სვე­ნებუ­ლის!" - თით­ქოს მთე­ლი სიძ­ლი­ე­რით და­მე­ცა მე­ხი, რომ­ლის არ­იდე­ბა­საც ასე ვცდი­ლობ­დი.
- გან­სვე­ნებულის? - ძლივს ამოვ­თ­ქ­ვი: - გა­ნა მოკვ­და?
- მე ახ­ლან­დელი პატ­რო­ნის, მის­ტერ ედ­ვარდის მა­მას ვგუ­ლის­ხ­მობ, - გან­მარ­ტა მან. სუ­ლი მო­ვით­ქ­ვი. სის­ხ­ლი კვ­ლავ ამ­ოძრავ­და ძა­რღ­ვებში. ამ სიტყ­ვე­ბით დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ მის­ტერ ედ­ვარდი, ჩე­მი მის­ტერ რო­ჩეს­ტერი (ღ­მერ­თმა და­ლო­ცოს ის, სა­დაც არის!) ცოცხალ­ია და არის "ახ­ლან­დელი პატ­რო­ნი". გუ­ლის სა­ა­მე­ბელი სიტყ­ვე­ბი! რაც არ უნ­და მოჰ­ყო­ლო­და ამ სიტყ­ვებს, ავ­იტანდი; შე­და­რებით მშვი­დად ავ­იტანდი. რად­გან ცოცხალ­ია, - ვფიქ­რობ­დი, - იმა­საც ავ­იტან, რომ მითხ­რან, ქვეყ­ნის მეო­რე კი­დე­ზე იმ­ყო­ფე­ბაო.

- მის­ტერ რო­ჩეს­ტერი თორ­ნ­ფილ­დ-­ჰოლ­ში ცხოვ­რობს ახ­ლა? - შე­ვე­კი­თხე. ვი­ცო­დი, რა­საც მი­პას­უხებ­და, მაგ­რამ ვნატ­რობ­დი გა­მეგო, სად იყო ის ნამ­დვილად. თუმ­ცა პირ­და­პირ არ ვე­კი­თხებოდი.
- არა, ქალ­ბატონო, ოჰ, არა! იქ არა­ვინ ცხოვ­რობს. თქვენ უცხო ჩან­ხართ ამ მხა­რეში, თო­რემ უსა­თუ­ოდ გაი­გებდით, რა მოხ­და აქ გა­სულ შემ­ოდგომას. თორ­ნ­ფილ­დ-­ჰო­ლი­დან მხო­ლოდ ნან­გრე­ვებ­იღა დარ­ჩა; მთლია­ნად დაი­წვა მო­სავ­ლის აღ­ების დროს. ენით აუ­წე­რელი უბედ­ურე­ბა დატ­რიალ­და! აუ­რაც­ხელი ძვირ­ფა­სეუ­ლობა და­იღუ­პა. ავეჯ­იდან თით­ქ­მის ვე­რა­ფერი გა­და­არ­ჩინეს. ხან­ძარ­მა შუა­ღ­ამ­ისას იფეთ­ქა და, ვიდ­რე მილ­კო­ტიდან დამხმარეები მო­ვი­დოდ­ნენ, შენ­ობა მთლია­ნად ცეცხ­ლ­ში გა­ეხ­ვია. საშ­ინელი სა­ნა­ხავი იყო! ჩე­მი თვა­ლით ვნა­ხე ყვე­ლა­ფერი.
- შუა­ღ­ამ­ისას! - ძლივს გა­საგ­ონად წარ­მოვ­თ­ქ­ვი. დი­ახ, ეს თორ­ნ­ფილ­დ­ში სა­ბედ­ისწერო დრო გახ­ლდათ. - გაი­გეთ, რამ გამ­ოიწვია ხან­ძარი? - თით­ქ­მის ბრძა­ნებით ვკი­თხე. 

- მიხ­ვ­დ­ნენ, ქალ­ბატონო; რა­სა­კვ­ირველ­ია, მხო­ლოდ მიხ­ვ­დ­ნენ. მე კი ვიტყო­დი, ამა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა არ შეი­ძლე­ბა. თქვენ, რა­სა­კვ­ირველ­ია, არ იცით, - გა­ნაგრძო მან, თან სკ­ამი ოდ­ნავ მოს­წია მაგ­იდისკ­ენ და დაუ­მა­ტა: - რომ იმ სახ­ლ­ში ცხოვ­რობ­და ერ­თი, ერ­თი... ლე­დი... მთვა­რეული.
- რა­ღ­აც მსმენ­ია მას­ზე.
- მას არ­სად უშ­ვებ­დნენ და მკ­აც­რად ადევ­ნებ­დნენ თვალს, ქალ­ბატონო. რამ­დენ­იმე წლის გან­მავ­ლობაში ხალ­ხმა არც კი იცო­და, რომ ცოცხა­ლი იყო. თვა­ლი არა­ვის მო­უკ­რავს მის­თ­ვის. მათ მხო­ლოდ გა­გო­ნი­ლი ჰქონ­დათ, რომ ჰოლ­ში ასე­თი ვინ­მე ცხოვ­რობ­და; მაგ­რამ ვინ იყო ან რას წარ­მოად­გენ­და, არა­ვინ იცო­და. ამ­ბობდნენ, რომ მის­ტერ ედ­ვარ­დმა ის სა­ზღ­ვარ­გა­რეთ­იდან ჩამ­ოიყვა­ნა. ზო­გი­ერ­თი ამ­ტკი­ცებ­და, მი­სი მე­უღ­ლე იყოო; მაგ­რამ უც­ნა­უ­რი რამ კი მოხ­და ამ ერ­თი წლის წინ. ძალ­იან უც­ნა­უ­რი.

გულ­ში შიშ­მა გა­მკ­რა, რომ სა­კუ­თარ ამ­ბავს მო­ვის­მენ­დი. შე­ვე­ცა­დე, კვ­ლავ მთა­ვარ ამ­ბავს დაბ­რუნებ­ოდა.
- ჰო, მე­რე, ის ლე­დი?
- ის ლე­დი, ქალ­ბატონო, - მი­პას­უხა მან, - მარ­თლაც მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მე­უღ­ლე აღმ­ოჩნდა. ეს ამ­ბავი გამ­ოირკ­ვა ძალ­იან უც­ნაუ­რად. ჰოლ­ში ცხოვ­რობ­და ერ­თი ახალ­გაზ­რდა ლე­დი, აღმ­ზრდელი, რო­მე­ლიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერს შეუ­ყვარ­და...
- მაგ­რამ ხან­ძარი, - კვ­ლავ მთა­ვარ აზრს და­ვუბ­რუნ­დი.

- სწო­რედ მა­გა­ზე მო­გახ­სე­ნებთ, ქალ­ბატონო. მის­ტერ რო­ჩეს­ტერს შეუ­ყვარ­და ეს ქა­ლი. მო­სამ­სახ­ურენი ამ­ბობდნენ, რომ არას­ოდეს არა­ვინ უნა­ხავთ ასე შეყ­ვა­რებული. სულ თან დას­დევ­და. ისი­ნი მას ყო­ველ­თ­ვის თვალს ადევ­ნებ­დნენ; მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ქალ­ბატონო, მო­სამ­სახ­ურე­ებს რო­გორ უყ­ვართ ეს. მის­ტერ რო­ჩეს­ტერისთვის ეს ქა­ლი ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი იყო. მხო­ლოდ ის ხე­დავ­და მას­ში რა­ღ­აც დიდ სი­ლა­მა­ზეს. ქა­ლი, რო­გორც ამ­ბობენ, ბავ­შ­ვი­ვით პა­ტა­რა ტა­ნის ყო­ფი­ლა. მე არ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ მო­სამ­სახ­ურე ქა­ლი ლი მიყ­ვებ­ოდა მას­ზე. ლი­საც ძალ­იან მოს­წონ­და ის. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი თით­ქ­მის ორ­მო­ცის იყო, ის აღმ­ზრდელი კი ოცის ძლივს იქ­ნებ­ოდა. იცით, რო­დე­საც ამ ხნის ჯენ­ტლმე­ნებს ასე­თი გო­გო­ნე­ბი შეუ­ყვარ­დე­ბათ, ისი­ნი თით­ქოს­და მო­ჯად­ოებულნი არ­იან. ჰო, იმას ვამ­ბობ­დი: მის­ტერ ედ­ვარდს მი­სი შერ­თვა უნ­დო­და.
- ამ ამ­ბავს სხვა დროს მო­მიყ­ვე­ბით, - ვუთხა­რი. - ახ­ლა კი, გა­რკ­ვეული მი­ზე­ზების გა­მო, მინ­და ყვე­ლა­ფერი გა­ვი­გო იმ ხან­ძარ­ზე. ეჭ­ვობდნენ, რომ ამ ხან­ძარში იმ მთვა­რეულის, მი­სის რო­ჩეს­ტერის ხე­ლი ერ­ია?

- თქვენ სწო­რად მიხ­ვ­დით, ქალ­ბატონო. სრუ­ლი­ად ნა­თელ­ია, რომ სწო­რედ მან გა­დაწ­ვა შენ­ობა. მას მომ­ვ­ლე­ლი ქა­ლი ჰყავ­და, სა­ხე­ლად მი­სის პუ­ლი; თა­ვი­სი საქ­მის მცოდ­ნე და ძალ­იან სან­დო ადამ­იანი, მაგ­რამ ერ­თი ნა­კლი ჰქონ­და - ყვე­ლა მომ­ვ­ლელ­ისა და ხან­ში შე­სუ­ლი ქა­ლის­თ­ვის და­მა­ხას­ია­თე­ბელი - თან ყო­ველ­თ­ვის ბოთ­ლით ჯი­ნი დაჰ­ქონდა და დრო­დად­რო ზედ­მეტ­საც გა­და­კ­რავ­და ხოლ­მე. არც გა­ემ­ტყუნებ­ოდა; ძალ­იან გამ­წა­რებული სი­ცოცხ­ლე ჰქონ­და. მაგ­რამ სმა მა­ინც სახ­იფათო იყო, რად­გა­ნაც, რო­დე­საც მი­სის პულს მთვრალს ღრ­მად ეძ­ინა, ეს გი­ჟი ლე­დი, რო­მე­ლიც ჯად­ოქარივით ცბი­ე­რი იყო, მო­ი­პა­რავ­და ხოლ­მე მი­სი ჯი­ბი­დან გა­სა­ღ­ებს, ოთახ­იდან ჩუ­მად გამ­ოვიდოდა, ყო­ველ საშ­ინე­ლე­ბას სჩად­იოდა. ამ­ბობენ, ერ­თხელ თა­ვი­სი ქმა­რი კი­ნა­ღ­ამ მძი­ნა­რე გამ­ოწვა სა­წოლ­შიო. მე არა­ფერი ვი­ცი ამის შე­სა­ხებ. და აი, იმ ღა­მით მან ცეცხ­ლი მო­უ­კი­და ჯერ გვერ­დზე ოთახ­ში ფარ­დებს; შემ­დეგ ერ­თი სარ­თუ­ლი ჩა­ია­რა და გა­ეშ­ურა იმ ოთახ­ისკ­ენ, რო­მე­ლიც იმ აღმ­ზრდელს ეკუ­თვნოდა (თით­ქოს­და იცო­და, რა­ში იყო საქ­მე და ემ­ტე­რებ­ოდა მას). ცეცხ­ლი იქაც წა­უკი­და სა­წოლს. სა­ბედ­ნიეროდ, იქ არა­ვის ეძ­ინა. აღმ­ზრდელი ორი თვის წინ გაქ­ცეულიყო; მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ყველ­გან ეძებ­და მას, თით­ქოს­და ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი არ­სე­ბა და­კ­არ­გა; მაგ­რამ ვე­რა­ფერი შე­იტყო. ამ ამ­ბავ­მა გა­აშ­მა­გა. უიმედ­ობამ მთლად გა­დარ­ია. ბუ­ნე­ბით ავი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ მი­სი და­კ­არგვის შემ­დეგ ახ­ლოს ვე­რავინ ეკ­ა­რებ­ოდა, არა­ვის იღ­ებ­და. მი­სის ფე­იერ­ფექსი, თა­ვი­სი მნე, შორს, ნა­თე­სა­ვებ­თან გაგ­ზავ­ნა. თუმ­ცა, ძალ­იან კარ­გად მო­ექ­ცა - სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე თან­ხა დაუ­ნიშნა. ალა­ლიც იყო ეს მის­თ­ვის. ძალ­იან კარ­გი ქა­ლი იყო. მის ადე­ლი, თა­ვი­სი აღ­ზ­რ­დი­ლი, სკო­ლაში მია­ბა­რა. გაწ­ყვიტა ნაც­ნობობა აქა­ურ აზ­ნაუ­რობას­თან და გან­დეგილივით ჰოლ­ში ჩა­იკ­ე­ტა.

- რო­გორ! არ წას­ულა ინ­გ­ლი­სი­დან?
- ინ­გ­ლი­სი­დან? ღმერ­თი იყოს თქვე­ნი მფარ­ველი! ფე­ხი არ გა­დაუ­დგამს კა­რის ზღუ­რბლზე. მხო­ლოდ ღა­მღ­ამობით, აჩ­რ­დი­ლი­ვით და­ე­ხე­ტებ­ოდა ბა­ღ­სა და ხეხ­ილნარში. გო­ნე­ბა­და­კ­არგულს ჰგავ­და და, ჩე­მი აზ­რით, ასეც იყო. ვე­რას­ოდეს ნა­ხავთ ისეთ ენერ­გი­ულ, მა­მაც და ჭკვ­იან ჯენ­ტლმენს, რო­გო­რიც მის­ტერ რო­ჩეს­ტერი გახ­ლდათ, ვიდ­რე იმ პა­ტა­რა აღმ­ზრდელ­მა მთლად არ მო­უს­პო ყვე­ლა სურ­ვი­ლი. სხვე­ბი­ვით არ იყო გა­დაყოლილი ღვი­ნოს, ბან­ქოს ან დოღს. არც ძალ­იან ლა­მაზი იყო, მაგ­რამ, თუ ვინ­მეს ჰქონ­და ნებ­ისყოფა და სი­მა­მა­ცე, სწო­რედ მას. ბავ­შვობიდან­ვე ვიც­ნობ­დი და ხში­რად მი­ნატ­რია, ნე­ტა, ის მის ეარი ზღ­ვას შთა­ენ­თქა, ვიდ­რე თორ­ნ­ფილ­დ­ში მო­ვი­დო­და-­მეთქი.
- ასე რომ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი შინ იყო, რო­დე­საც ხან­ძარ­მა იფეთ­ქა?

- დი­ახ, შინ იყო. ის ავ­იდა ზე­და სარ­თულზე, რო­დე­საც ხან­ძარი გაძ­ლიერ­და, გა­ა­ღვ­იძა მო­სამ­სახ­ურე­ები და დაბ­ლა ჩას­ვლა უშ­ვე­ლა. შემ­დეგ კი უკ­ან აბ­რუნდა, რომ თა­ვი­სი გი­ჟი ცო­ლი გამ­ოეყ­ვა­ნა სე­ნა­კი­დან. ამ დროს დაუ­ძა­ხეს, ქა­ლი სახ­ურავ­ზე­აო. მარ­თლაც, ქონ­გუ­რებ­თან იდ­გა, ხე­ლებს იქ­ნევ­და და ისე გა­ჰკი­ოდა, ერთ მილ­ზე ის­მო­და. სა­კუ­თარი თვა­ლით ვხე­დავდი მას და მეს­მოდა ყვე­ლა­ფერი. ეს იყო მა­ღ­ალი ქა­ლი, გრძე­ლი თმით. გაშ­ლი­ლი თმა ცეცხ­ლის ფონ­ზე ფრია­ლებ­და. ყვე­ლამ შევ­ნიშნეთ, რო­გორ აძ­ვრა მის­ტერ რო­ჩეს­ტერი პა­ტა­რა მი­ნის კა­რით სახ­ურავ­ზე, შემ­ოგვეს­მა, რომ დაუ­ძა­ხა "ბერ­თა"; დავ­ინა­ხეთ, რო­გორ მი­უ­ახ­ლოვდა და აქ, ქალ­ბატონო, მან და­იკი­ვლა, გა­დახ­ტა და ერთ წამ­ში ქვა­ფენილს და­ე­ნარც­ხა.
- მკვ­დარი?
- მკვ­დარი! რა­სა­კვ­ირველ­ია, მკვ­დარი, რო­გორც ის ქვე­ბი, რო­მელ­თაც მი­სი ტვი­ნი და სის­ხ­ლი გა­და­ეს­ხა.
- ღმერ­თო ჩე­მო!
- დი­ახ, ქალ­ბატონო. ეს საშ­ინე­ლე­ბა იყო.
მას შე­ა­ჟ­რჟო­ლა.
- და შემ­დეგ? - ვკი­თხე.
- შემ­დეგ კი, ქალ­ბატონო, სახ­ლი მთლად ნაც­რად იქ­ცა. მხო­ლოდ კედ­ლების ნან­გრე­ვებ­ია დარ­ჩენილი.
- მე­ტი ხომ არა­ვინ და­ღუ­პულა?
- არა, მაგ­რამ, იქ­ნებ, უკ­ე­თესი ყო­ფი­ლი­ყო.
- რა გინ­დათ ამით თქვათ?
- საბ­რალო მის­ტერ ედ­ვარდი! - წარ­მოთქვა მან. - რას წარ­მოვიდგენდი, რომ ამას მო­ვეს­წრებოდი; ზოგ­ნი ამ­ბობენ, სა­მარ­თლია­ნად დაი­სა­ჯაო, რად­გან ასე სა­ი­დუმ­ლოდ ინა­ხავ­და პირ­ველ ქორ­წი­ნე­ბას და აპ­ირებ­და მეო­რე ცო­ლის მოყ­ვა­ნასო, მაგ­რამ მე კი ძალ­იან მებ­რა­ლე­ბა.
- თქვენ ხომ თქვით, ცოცხა­ლი გა­დარ­ჩაო? - წამ­ოვიძა­ხე მე.
- დი­ახ, დი­ახ, ცოცხა­ლი გა­დარ­ჩა, მაგ­რამ, ბევ­რის აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სი იქ­ნებ­ოდა, მომკვ­დარიყო.
- რა­ტომ? რო­გორ? - კვ­ლავ გა­მეყ­ინა სის­ხ­ლი ძა­რღ­ვებში. - მითხა­რით, სად არის? - თით­ქ­მის ვუბ­რ­ძა­ნე: - ინ­გ­ლის­შია?
- დი­ახ, ინ­გ­ლის­შია. ვერ დატ­ოვებს ინ­გ­ლისს. ჩე­მი აზ­რით, ის ერთ ად­გილზეა მი­ჯაჭ­ვუ­ლი.
რა წა­მე­ბა იყო ეს ჩემ­თ­ვის. ის კი, რო­გორც ჩანს, ახან­გრძლივებ­და ჩემს წა­მე­ბას.
- სულ მთლად ბრმა­ა, - თქვა მან ბო­ლოს. - დი­ახ, ჩვე­ნი მის­ტერ ედ­ვარდი ბრმა­ა.
ში­შით ვე­ლო­დი უა­რეს ამ­ბებს. მეშ­ინოდა, რომ მეტ­ყოდა, გაგ­იჟ­დაო. რო­გორც იქ­ნა, მო­ვიკრ­იბე მხნეო­ბა, ვკი­თხე, რამ გამ­ოიწვია ეს უბედ­ურე­ბა-­მეთქი.
- ეს გამ­ოიწვია მის­მა მა­მაც­ობამ და გულკ­ეთ­ილობამ, ქალ­ბატონო. არ უნ­დო­და და­ეტ­ოვებ­ინა სახ­ლი, ვიდ­რე ყვე­ლას სამ­შ­ვი­დო­ბოს არ გაი­ყვან­და. რო­დე­საც მი­სის რო­ჩეს­ტერი ქონ­გუ­რებ­იდან გად­მოვარ­და და მის­ტერ რო­ჩეს­ტერი დი­დი კი­ბით ჩამ­ოდიოდა, უეც­რად საშ­ინელი ხმა­უ­რი გაი­სმა და ყვე­ლა­ფერი ჩაი­ნგრა. ნან­გრე­ვებ­იდან გამ­ოათ­რიეს ცოცხა­ლი, მაგ­რამ და­სახ­იჩრებული. კო­ჭი ჩამ­ოვარ­და და კი­დევ იმან დაი­ცვა; ერ­თი თვა­ლი მთლად ამ­ოუვარ­და და ერ­თი ხე­ლიც ისე დაუ­ზიან­და, რომ მის­ტერ კარ­ტერი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, მაშ­ინვე მოე­კ­ვე­თა. მეო­რე თვალ­ზე ან­თე­ბა და­ეწყო და მხედ­ველ­ობა და­კ­არ­გა. ახ­ლა მთლად უმ­წე­ოა: ბრმა და ხეი­ბარი.


წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93