ნოველები

ჯეინ ეარი. თავი ორმოცდამეოთხე

ჯეინ ეარი. თავი ორმოცდამეოთხე
- სად არის? ახ­ლა სად ცხოვ­რობს? - ფერ­ნდენში, აქე­დან და­ახ­ლოებით 30 მი­ლის დაშ­ორებით. იქ სა­თა­ვადო სახ­ლი უდ­გას, მაგ­რამ ად­გი­ლი უკ­აც­რიელ­ია.
- ვინ არის მას­თან?
- მო­ხუ­ცი ჯო­ნი და მი­სი ცო­ლი. მე­ტი არა­ვინ ისურ­ვა. ძალ­იან გაუ­ბედ­ურებ­ულია.
- გაქვთ თქვენ რა­მე ეტ­ლის მაგ­ვარი?
- გვაქვს მხო­ლოდ სა­ფოს­ტო ეტ­ლი, ქალ­ბატონო, ძალ­იან კო­ხტა.
- უთხა­რით ახ­ლა­ვე მო­ამ­ზადონ და, თუ თქვე­ნი მე­ეტ­ლე მი­მიყ­ვანს ფერ­ნდენში დღ­ეს, და­ღ­ა­მე­ბამ­დე, თქვენც და ისიც ორ­მაგ გა­სამ­რჯელოს მი­იღ­ებთ.


***
სა­თა­ვადო სახ­ლი ფერ­ნდენში შუ­ა­გულ ტყე­ში იდ­გა. ეს იყო
საშ­უალო ზო­მის სა­კ­მაოდ ძვე­ლი შენ­ობა და არ­ქიტექტურული თვალ­საზრისით დიდს არა­ფერს წარ­მოად­გენ­და. ამ სახ­ლზე წი­ნა­თაც მსმენ­ოდა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ხში­რად ახ­სე­ნებ­და მას და ზოგ­ჯერ მი­დი­ო­და კი­დეც იქ. ეს ად­გი­ლი მის­ტერ რო­ჩეს­ტერის მა­მას უყი­დია სა­ნადიროდ და გა­რეული ფრინ­ვე­ლის მო­სა­შე­ნებ­ლად. შენ­ობას, ალ­ბათ, გა­აქ­ირა­ვებ­და კი­დეც, მაგ­რამ მო­ი­ჯა­რე ვერ იშო­ვა. სახ­ლი მე­ტად მო­უ­ხერ­ხე­ბელ და ჯან­მრთელობისთვის უვარ­გის ად­გილას იდ­გა. ამ­იტომაც ფერ­ნდენის სახ­ლ­ში არა­ვინ ცხოვ­რობ­და და ოთა­ხებიც მო­უწყო­ბე­ლი იყო. ალა­გებ­დნენ მხო­ლოდ ორ თუ სამ ოთახს, სა­დაც პატ­რო­ნი ნა­დი­რო­ბის დროს ათევ­და ღა­მეს.

უკ­ვე ბნელ­დებ­ოდა, შენ­ობას რომ მი­ვა­ღწ­იე. ცა მო­ღუ­შუ­ლი­ყო; ცი­ვი ქა­რი ქრო­და და წვრი­ლი წვი­მა ძვალ-რბილ­ში ატან­და. დარ­ჩენილი ერ­თი მი­ლი ფე­ხით გავ­ია­რე; ეტ­ლი გა­ვუშ­ვი, მე­ეტ­ლეს შეპ­ირებული ორ­მა­გი გა­სამ­რჯელო მი­ვე­ცი. ამ მცი­რე მან­ძილიდა­ნაც კი შეუ­ძლე­ბელი იყო შე­ნო­ბის და­ნახ­ვა, იმ­დე­ნად ხში­რი და უღ­რანი ტყე ეკ­რა გარ­შემო. გრა­ნი­ტის ბო­ძებ­ზე და­მაგ­რებ­ულმა ჭიშკ­არ­მა მი­მახ­ვედ­რა, სად უნ­და შევ­სულიყავი. ჭიშკ­არი გავ­ია­რე და ხში­რი ხე­ებ­ისგან ჩაბ­ნე­ლებულ ად­გილას აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. ტყე­ში, დაბ­ლა, ბა­ლახით და­ფარული და ერ­თმა­ნეთ­ზე მიჯ­რი­ლი ხე­ებ­ისა და ტო­ტე­ბის ჩრდი­ლით და­ფარული ბი­ლი­კი მი­იკ­ლა­კ­ნებ­ოდა. მეც მას გავ­ყევი. იმე­დი მქონ­და საც­ხოვრე­ბელ ად­გილს მა­ლე მი­ვა­ღ­წევდი. მაგ­რამ გზა არ ილეო­და. მიხ­ვეუ­ლ-მოხ­ვე­ულ ბი­ლიკს ბო­ლო არ უჩან­და. არც მო­სახ­ლე ჩან­და ახ­ლომახლო და არც არავ­ითარი ბა­ღი.

ვი­ფიქ­რე, არას­წორად მივ­დი­ვარ და გზა და­ვკ­არ­გე-­მეთქი. ტყე­ში ჩამ­ომდგარ სიბ­ნე­ლეს სა­ღ­ამოს ბინ­დიც და­ე­მა­ტა. მი­მო­ვი­ხე­დე, ეგებ მეო­რე გზა ვი­პო­ვო-მეთ­ქი, მაგ­რამ ამა­ოდ. მეო­რე ბი­ლი­კი ვერ ვნა­ხე; მო­ჩან­და მხო­ლოდ ერ­თმა­ნეთში გა­დახ­ლართული ტო­ტე­ბი, ზაფხუ­ლის ხში­რი ფოთ­ლე­ბით ჩა­ბუ­რუ­ლი აშოლ­ტი­ლი ხე­ები; არ­სად ტა­ფო­ბი.

მა­ინც წინ მივ­დი­ო­დი. რო­გორც იქ­ნა, გზა გავ­იკვ­ლიე. ხე­ები შეთ­ხელ­და. მა­ლე ღო­ბე­საც მოვკ­არი თვა­ლი; შემ­დეგ სახ­ლსაც, რო­მე­ლიც სიბ­ნე­ლეში ძლივს გა­ვარ­ჩიე ხე­ებ­ისგან; მი­სი ძველ­თაძ­ველი კედ­ლები ხავსს და­ე­ფა­რა და მწვა­ნე სა­მო­სით შე­ებ­ურა. ურ­დუ­ლი გამ­ოვწიე, კარ­ში შე­ვედი და შემ­ოღობილ ბა­ღ­ჩაში შევ­ჩერდი. ტყე წრე­სავით გარს ევ­ლებ­ოდა ბა­ღს; არ­სად ყვა­ვი­ლი ან ყვავ­ილნარი; მხო­ლოდ გან­იერი, ხრე­შით მო­ფე­ნი­ლი ბი­ლი­კი კვეთ­და მოლს. ყო­ველ­ივე ტყის მძი­მე ჩარ­ჩო­ში იყო ჩას­მუ­ლი. სახლს წინ ორი წაწ­ვე­ტებული შუბ­ლა­ნა ჰქონ­და, ფან­ჯრები - ვიწ­რო და გი­სო­სი­ა­ნი. შე­სას­ვლელი კა­რიც ვიწ­რო იყო, კი­ბე ერ­თსა­ფეხ­ურიანი. შენ­ობა მარ­თლაც ძალ­იან "მიყ­რუ­ე­ბულ ად­გილას იდ­გა", რო­გორც ეს "როჩეს­ტერ­თა გერ­ბის" პატ­რონმა თქვა. იქ გამ­ოკ­ეტილი ეკ­ლესიის მდუ­მა­რე­ბა გა­მე­ფებულიყო. მხო­ლოდ წვი­მა ხმაუ­რობდა ტყე­ში, ფოთ­ლებ­ზე.

- ნუ­თუ აქ ცხოვ­რო­ბენ? - ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს.
დი­ახ, აქაც შემ­ოე­ღწ­ია სი­ცოცხ­ლეს. ხმა­უ­რი შემ­ომეს­მა. ვიწ­რო შე­სას­ვლელი კა­რი გა­იღო. ვიღ­აც გამ­ოვიდა და კი­ბე­ზე შე­ჩერ­და. მა­მა­კ­აცი იყო, უქუ­დოდ. მან ხე­ლი წინ გაი­შვირა, თით­ქოს უნ­დო­და გა­ეგო, თუ წვიმ­და. ბინ­დ­ბუნ­დ­ში მა­ინც ვი­ცა­ნი ის - ჩე­მი პატ­რო­ნი, ედ­ვარდ ფე­იერ­ფექს რო­ჩეს­ტერი.

ნა­ბი­ჯი შე­ვა­ნე­ლე; სუნ­თ­ქ­ვა შე­მე­კ­რა; შევ­ჩერდი; მინ­დო­და მეც­ქირა, და­ვკვ­ირვებოდი და, ღმერ­თო ჩე­მო! ის ხომ ვერც დამ­ინა­ხავ­და?! მო­უ­ლოდ­ნე­ლად მოხ­და ჩვე­ნი შეხ­ვედ­რა, ნე­ტა­რე­ბას ტკი­ვი­ლიც ერ­თვოდა. კი­ვილისგან თა­ვი ძლივს შევ­იკ­ა­ვე.
გა­რეგ­ნულად კვ­ლავ ღო­ნიერი და ჯან­მრთელი ჩან­და; სი­ა­რუ­ლიც გა­მართული ჰქონ­და, თმა ყო­რა­ნი­ვით შა­ვი. სა­ხის ნა­კვ­თები არც შეს­ცვლოდა, არც ჩას­ცვენ­ოდა. რა გინდ დი­დი უნ­და ყო­ფი­ლი­ყო მი­სი მწუ­ხა­რე­ბა ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში, მას არ შე­ეძლო და­ეუ­ძლურებ­ინა ეს ჩი­ნე­ბუ­ლი სპორ­ტ­ს­მე­ნი და მო­ეს­პო მი­სი ჯან­მრთელ­ობა. გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა კი შეს­ცვლოდა. სას­ოწა­რკ­ვეთ­ილე­ბა და ზრუნ­ვა აღ­ბეჭ­დოდა სა­ხე­ზე. გალ­იაში გამ­ომწყვდეულ გა­აფ­თრებულ მხეც­სა და გა­რეულ ფრინ­ველს ჰგავ­და, დარ­დისგან გულ­ჩათხ­რო­ბილს, ახ­ლოს რომ ვერ გა­ე­კ­ა­რები. დატ­ყვე­ვებულ არ­წივს მი­ვამ­სგავ­სე, რომ­ლის ელ­ვა­რე თვა­ლები ბო­როტ ძა­ლას შთა­ენ­თქა და სამ­სო­ნი­ვით და­ებ­რმა­ვებ­ინა.
მკი­თხველო, იქ­ნებ ფიქ­რობთ, რომ ამ ბრმა, გა­ა­ვებული ადამ­იანის მეშ­ინოდა. თუ ასე­ა, ვერ გიც­ნი­ვართ. დარ­დი იმედ­მა გამ­იქარ­წყლა, თბილ­მა იმედ­მა, რომ მა­ლე გავ­ბე­დავდი და ვემ­თხვეოდი მის შე­მართულ შუბლს, ჯი­უ­ტად მო­კუ­მულ ტუ­ჩებს. თუმ­ცა, ჯერ არა. გა­დავ­წყვიტე, ერ­თხანს არ დავ­ლა­პა­რა­კ­ებოდი.

კი­ბე ჩამ­ოია­რა; ნელ­-ნე­ლა და ხე­ლის ფა­თუ­რით გა­ე­მარ­თა მდელ­ოსკ­ენ. სა­დღა იყო მი­სი მტკი­ცე ნაბ­იჯები? მა­ლე შე­ჩერ­და, თით­ქოს არ იცო­და, რო­მე­ლი გზით წა­სუ­ლი­ყო. ხე­ლით ქუ­თუ­თო­ე­ბი აი­წია, უხი­ლა­ვი მზე­რა და­ძა­ბა, ცას მი­აპყ­რო, მე­რე სა­ხე მი­აბ­რუნა ხე­ების მწკრ­ივისკ­ენ, რო­მე­ლიც თან­და­თან მა­ღლ­დებ­ოდა. მის­თ­ვის ყვე­ლა­ფერი უკუ­ნეთ სიბ­ნე­ლეს მო­ეც­ვა. მარ­ჯვე­ნა ხე­ლი გაი­წოდა (და­სახ­იჩრებული მარც­ხე­ნა ხე­ლი მკ­ერდში ჰქონ­და ჩა­მალული), თით­ქოს სურ­და მხო­ლოდ ხე­ლის შე­ხებით გა­ეგო, რა იყო მის გარ­შემო. მაგ­რამ ხელს მხო­ლოდ სი­ცარ­იე­ლე შერ­ჩა; მის­გან ხე­ები რამ­დენ­იმე იარ­დით იყო დაშ­ორებული. მე­ტი აღ­არ უც­დია, ხე­ლები მკ­ერ­დზე და­იწყო და უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად იდ­გა წვი­მა­ში. წვი­მა უს­ვე­ლებ­და შიშ­ველ თავს. ამ დროს საი­და­ნღ­აც ჯო­ნი გამ­ოჩნდა და მი­უ­ახ­ლოვდა.

- ხომ არ და­მეყრდნობით ხელ­ზე, ბა­ტო­ნო, - უთხ­რა მან, - თავ­სხმა­ა. უმ­ჯო­ბე­სი არ იქ­ნე­ბა, შინ შევ­იდეთ?
- მარ­ტო დამ­ტოვე, - გაი­სმა პას­უხად.
ჯო­ნი წავ­იდა. მე ვერ შემ­ნიშნა. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი შე­ე­ცა­და მარ­ტო გა­ევლო, მაგ­რამ ამა­ოდ; ფე­ხები არ ემ­ორჩილებ­ოდა. ხე­ლის ფა­თუ­რით კვ­ლავ უკ­ან, შენ­ობისკ­ენ გაბ­რუნდა. შევ­იდა და კა­რი მო­ხუ­რა.
ახ­ლა უკ­ვე ახ­ლოს მი­ვე­დი სახ­ლთან და და­ვა­კ­ა­კუ­ნე; ჯო­ნის მე­უღ­ლემ გამ­ომხე­და.
- მე­რი, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი, - გა­მარ­ჯობა, რო­გორ ხართ?

ისე შე­კრ­თა, თით­ქოს მის წინ აჩ­რ­დი­ლი იდ­გა. და­ვამ­შვიდე. "ეს მარ­თლა თქვენ ხართ, მის, ასე გვი­ან და თა­ნაც ამ მიყ­რუ­ე­ბულ ად­გილას?~ - მეუ­ბნებ­ოდა სულ­მო­უთ­ქ­მე­ლად. პას­უხად ხე­ლი ჩამ­ოვართვი და სამ­ზა­რეულოში შე­ვედით. ჯო­ნი აგ­უზგუზებული ბუხ­რის წინ იჯ­და. რამ­დენ­იმე სიტყ­ვით გან­ვუმარ­ტე, რომ ყვე­ლა­ფერი გავ­იგე, რაც მოხ­და თორ­ნ­ფილ­დ­ში ჩე­მი წას­ვ­ლის შემ­დეგ. ახ­ლა მის­ტერ რო­ჩეს­ტერის სა­ნა­ხა­ვად მო­ვედ­ი-მეთ­ქი, დავ­ძინე. ვთხო­ვე ჯონს, წა­სუ­ლი­ყო გზის პი­რას მდგარ სა­და­რაჯო სახ­ლ­ში, საი­და­ნაც ეტ­ლი გა­ვუშ­ვი, და იქ დატ­ოვებული ბარ­გი მოე­ტა­ნა. ქუ­დი მო­ვი­ხა­დე, შარ­ფი შევ­იხსენი და მე­რის ვკი­თხე, შეი­ძლე­ბა ღა­მე აქ გა­ვათ­იო-მეთ­ქი. რო­ცა გავ­იგე, დარ­ჩე­ნა ძნე­ლი იყო, მაგ­რამ შე­საძ­ლე­ბელი, დავ­რჩებ­ი-მეთ­ქი, - ვუთხა­რი.

სწო­რედ ამ დროს სას­ტუმროდან ზა­რის ხმა გაი­სმა.
- რო­დე­საც შეხ­ვალთ, თქვენს ბა­ტონს უთხა­რით, ვიღ­ა­ცას თქვენ­თან ლა­პა­რა­კი უნ­და-თქო, მაგ­რამ არ უთხ­რათ, რომ მე ვარ.
- ვფიქ­რობ, არ მი­გიღ­ებთ, - მი­პას­უხა მან, - რად­გა­ნაც არა­ვის იღ­ებს.
რო­ცა მე­რი დაბ­რუნდა, ვკი­თხე, რა თქვა-­მეთქი.
- უნ­და შე­ატყობინოთ თქვე­ნი გვა­რი და საქ­მე, რის­თ­ვი­საც მო­სულ­ხართ.
შემ­დეგ ჭი­ქა წყლით აავ­სო და სან­თლებ­თან ერ­თად სინ­ზე და­დო.
- ამის­თ­ვის გე­ძახ­დათ?
- დი­ახ. ყო­ველ­თ­ვის, რო­გორც კი დაბ­ნელ­დე­ბა, სან­თლებს მან­თებ­ინებს, თუმ­ცა ბრმა­ა.
- მო­მე­ცით სი­ნი, მე შევ­იტან.
სი­ნი გამ­ოვართვი. მე­რიმ სას­ტუმ­როს კარ­თან მი­მიყ­ვა­ნა. სი­ნი თრთო­და, ჭი­ქი­დან წყა­ლი მე­ღვ­რებ­ოდა, გულს ბა­გაბუგი გაჰ­ქონდა. მან კა­რი გამ­იღო და რო­ცა ოთახ­ში შე­ვედი, კა­რი მო­მი­ხუ­რა.

სას­ტუმ­რო ოთახ­ში ბნელ­ოდა. ბუ­ხარ­ში ცეცხ­ლი უღი­მღ­ამოდ ენ­თო. ამ ოთა­ხის ბრმა პატ­რო­ნი ძვე­ლებურ მა­ღ­ალ ბუ­ხარს თა­ვით მიყ­რ­დ­ნო­ბო­და. მი­სი ბე­ბერი ძა­ღლი, პა­ი­ლო­ტი, მის­გან მო­შო­რე­ბით მო­კუნ­ტუ­ლი იწ­ვა, თით­ქოს ეშ­ინოდა, შემ­თხვევით არ და­ედ­გათ ფე­ხი. პაი­ლოტმა ჩე­მი შეს­ვლისას ყუ­რე­ბი ცქვი­ტა, შემ­დეგ ყეფ­ითა და წკმუ­ტუ­ნით წამ­ოხტა და ჩე­მკ­ენ გამ­ოე­ქა­ნა. კი­ნა­ღ­ამ სი­ნი გა­მაგ­დებ­ინა ხელ­იდან. რო­გორც იქ­ნა, ის მაგ­იდა­ზე დავ­დე. ძა­ღლს მი­ვე­ფე­რე და წყნა­რად ვუთხა­რი: "და­წექი". მის­ტერ რო­ჩეს­ტერი მის­და უნებ­ურად მობ­რუნ­და, რომ და­ე­ნა­ხა, რა­ში იყო საქ­მე; მაგ­რამ, რად­გა­ნაც ვე­რა­ფერი დაი­ნა­ხა, მიბ­რუნ­და და ამ­ოიოხრა.

- მო­მაწ­ოდე წყა­ლი, მე­რი, - თქვა მან.
მი­ვუ­ახ­ლოვ­დი ნა­ხევ­რად სავ­სე ჭი­ქით. პა­ი­ლო­ტი გამ­ომყვა, ჯერ კი­დევ შფო­თავ­და.
- რაშ­ია საქ­მე? - იკი­თხა მან.
- და­წექი, პა­ი­ლოტ! - კვ­ლავ გავ­იმეო­რე.
ტუ­ჩებ­თან მი­ტა­ნი­ლი ჭი­ქა ხელ­ში გაუ­შეშ­და და სმე­ნად იქ­ცა. შემ­დეგ დალ­ია და ჭი­ქა დად­გა.
- ეს შენ ხარ, არა, მე­რი?
- მე­რი სამ­ზა­რეუ­ლოშია, - ვუ­პას­უხე.
სწრა­ფად გამ­ოიწოდა ხე­ლი, მაგ­რამ ვერ მხე­დავ­და, სად ვი­დე­ქი და ამი­ტომ ვერ მომ­წ­ვ­და, "ვინ არის? ვინ არის?" კი­თხულობდა და თან, რო­გორც ჩანს, ცდი­ლობ­და, და­ვე­ნა­ხე თა­ვი­სი უსი­ნათ­ლო თვა­ლებით. რა ამაო და გუ­ლის მომკვ­ლელი მცდელ­ობა იყო! "მიპას­უხეთ, კი­დევ თქვით რა­მე!" - მიბ­რ­ძა­ნა ხმა­მა­ღ­ლა.
- კი­დევ ხომ არ ინე­ბებთ წყალს, ბა­ტო­ნო? წყა­ლი თით­ქ­მის სა­ნა­ხევროდ და­ვღ­ვა­რე.
- ვინ არის? რა არის? ვინ ლა­პა­რა­კობს?
- პაი­ლოტმა მიც­ნო; ჯო­ნიმ და მერ­იმაც იცი­ან, რომ აქ ვარ. მხო­ლოდ ამ სა­ღ­ამოს ჩამ­ოვედი, - ვუ­პას­უხე.
- ღმერ­თო ძლი­ე­რო! რა მე­მარ­თე­ბა? რა მეჩ­ვე­ნე­ბა? რა ტკბ­ილმა სი­გიჟ­ემ შე­მიპყ­რო!
- არავ­ითარი მოჩ­ვე­ნე­ბა, არც სი­გიჟ­ე. თქვენს გო­ნე­ბას მოჩ­ვე­ნე­ბა ვე­რა­ფერს და­ა­კ­ლებს; თქვენს სიმ­ტ­კი­ცეს ვე­რას უზამს უგუ­ნუ­რე­ბა.
- სად არის ის, ვინც ლა­პა­რა­კობს? თუ ეს მხო­ლოდ ხმა­ა? ოჰ, ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ უნ­და ვიგ­რ­ძ­ნო, თო­რემ გუ­ლი დაი­მსხვრე­ვა და გონს და­ვკ­არ­გავ. ვი­ნა ხართ? რა ხართ? შე­მა­ხეთ ხე­ლი, თო­რემ მოვკვ­დები.

ის ხე­ლის ფა­თუ­რით გამ­ოე­მარ­თა. ხე­ლი ვტა­ცე მის ხელს, რო­მე­ლიც მე­ძებ­და, და ორი­ვე ხე­ლი მო­ვუ­ჭი­რე.
- სწო­რედ მი­სი თი­თებ­ია! - წამ­ოიძა­ხა მან. - პა­ტა­რა, ნა­ზი თი­თე­ბი! თუ ეს ასე­ა, მაშ, თვი­თო­ნაც აქ უნ­და იყოს.
კუ­ნთმა­გარი ხე­ლით ხე­ლი გამ­ომტა­ცა. მკ­ლავ­ზე მომ­კი­და, შემ­დეგ მხარ­ზე, კი­სერ­ზე, წელ­ზე მომ­ხ­ვია და მი­მი­ზი­და.
- ნუ­თუ ჯეი­ნია? რა ხდე­ბა? ეს ხომ მი­სი სხეუ­ლია, ეს ხომ თვი­თონ არის.
- და, აი, მი­სი ხმაც, - დავ­უმა­ტე. - თვი­თო­ნაც აქ არის და მი­სი გუ­ლიც. ღმერ­თი იყოს თქვე­ნი მფარ­ველი, ბა­ტო­ნო. რო­გორ მი­ხარ­ია, რომ კვ­ლავ თქვენს ახ­ლოს ვარ.
- ჯე­ინ ეარ! ჯე­ინ ეარ! - მხო­ლოდ ამა­სღა ახერ­ხებ­და.
- ჩე­მო ძვირ­ფა­სო ბა­ტო­ნო, - ვუ­პას­უხე, - ჯე­ინ ეარი ვარ. გი­პო­ვეთ. და­გიბ­რუნ­დით.
- მარ­თლა? ცოცხა­ლი ჯე­ი­ნი დამ­იბრუნდა თუ აჩ­რ­დი­ლი მი­სი?
- ხომ გრძნობთ შე­ხე­ბას, ბა­ტო­ნო. აკი, გულ­ში მიკ­რავთ ასე მაგ­რად. გა­ნა, მკვ­დარივით ცი­ვი ვარ, ჰა­ერივით უხორ­ცო?
- ჩე­მი სი­ცოცხ­ლე ჩემ­თა­ნა­ა! ცოცხალ­ია! ეს მარ­თლაც მი­სი ხე­ლებ­ია. მი­სი ნა­კვ­თები. მაგ­რამ, ნუ­თუ შეი­ძლე­ბა ასე­თი ნე­ტა­რე­ბა ამ­დენი უბედ­ურების შემ­დეგ? არა, ეს სიზ­მარ­ია. არა­ერ­თხელ დამ­სიზმრებ­ია, რო­გორ ვიკ­რავდი გულ­ში, აი, რო­გორც ახ­ლა; ვკოც­ნი­დი, აი, ასე, ვგრძნობ­დი, რომ ვუყ­ვარ­ვარ და მჯერ­ოდა, რომ არ მი­მატ­ოვებს.

- მარ­თლაც არ მი­გატ­ოვებთ ამ­იერ­იდან, ბა­ტო­ნო.
- არას­ოდეს მი­გატ­ოვებო, მოჩ­ვე­ნე­ბა ამ­ბობს? მაგ­რამ მე ყო­ველ­თ­ვის ვიღვ­იძებდი და ვგრძნობ­დი, რომ ეს მხო­ლოდ დაც­ინვა იყო. ისევ მარ­ტო ვი­ყა­ვი, მი­ტო­ვე­ბუ­ლი. ჩე­მი ცხოვ­რე­ბა წყვდი­ად­ია, უკ­აც­რიელი და უიმე­დო; ჩე­მი სუ­ლი მწყურ­ვალ­ია და წყა­ლი აკრ­ძალული აქვს; ჩე­მი გუ­ლი მაშ­ვრალ­ია და ვე­რას­ოდეს მო­იკ­ლავს შიმ­შილს. ნა­ზი, ჰა­ერ­ოვანი არ­სე­ბა, ახ­ლა ჩემს მკ­ლა­ვებში ჩახ­ვეული, გამ­იფრინდე­ბა, ისე­ვე რო­გორც მი­სი ზმა­ნე­ბები გამ­იფრინდნენ ად­რე. მაგ­რამ ვიდ­რე წახ­ვალ, მო­მეხ­ვიე, ჯე­ინ, მა­კო­ცე.
- აი, ბა­ტო­ნო, აი.
ტუ­ჩე­ბით და­ვე­კო­ნე მის ერთ დროს ელ­ვა­რე, მაგ­რამ ახ­ლა უკ­ვე ჩამ­ქრალ თვა­ლებს, თმა გა­დავ­უწიე და შუბ­ლ­ზე ვა­კო­ცე. უცებ თით­ქოს გამ­ოფხიზლდა, დარ­წმუნდა, რომ ყვე­ლა­ფერი ნამ­დ­ვი­ლი იყო.
- ნუ­თუ ეს შე­ნა ხარ, ჯე­ინ? ნუ­თუ და­მიბ­რუნ­დი?
- მე ვარ.
- მაშ, თხრილ­ში ან წყალ­ში არ გდი­ხარ მკვ­დარი? უცხო­თა შო­რის არ და­ე­ხე­ტები, რო­გორც გა­ძე­ვებული?
- არა, ბა­ტო­ნი, დამ­ოუკი­დე­ბელი ადამ­იანი ვარ ახ­ლა.
- დამ­ოუკი­დე­ბელი? რას ნიშ­ნავს ეს, ჯე­ინ?
- ბი­ძა­ჩემი, რო­მე­ლიც მა­დეი­რა­ზე ცხოვ­რობ­და, გარ­დაი­ცვა­ლა და ხუ­თი ათა­სი გირ­ვან­ქა დამ­იტოვა.
- აი, ეს უკ­ვე სი­ნამ­დვილე­ა, ეს ცხად­ია, - წამ­ოიძა­ხა მან. - ეს ვერ და­მეს­იზმრებ­ოდა. გარ­და ამ­ისა, ეს მი­სი ხმა­ა, ასე მხნე და ამა­ღ­ელ­ვე­ბელი, თა­ნაც ნა­ზი, ჩემს და­ფერფლილ გულს მა­ლამოდ რომ ედე­ბა, სი­ცოცხ­ლეს უბ­რუ­ნებს. მაშ, ჯე­ნეტ, დამ­ოუკი­დე­ბელი ქა­ლი ხართ? მდი­და­რი?
- სა­კ­მაოდ მდი­და­რი, ბა­ტო­ნო. თუ ნე­ბას არ მომ­ცემთ თქვენ­თან ერ­თად ვი­ყო, მა­შინ ავ­იშე­ნებ სახლს თქვენ­თან სულ ახ­ლოს და სა­ღ­ამოობით, რო­დე­საც მარ­ტოობა მოგ­წყინ­დე­ბათ, მოხ­ვალთ და ჩემ­თან იქ­ნე­ბით.
- მაგ­რამ მდი­და­რი ხართ, ჯე­ინ და, უდავ­ოა, მეგ­ობრებიც გყავთ, რომ­ლე­ბიც თქვენ­ზე ზრუ­ნა­ვენ და არ დაუ­შვე­ბენ, რომ თა­ვი შეს­წი­როთ ჩემ­სავით ბრმა­სა და ხეი­ბარს.
- ხომ გითხა­რით, არავ­ისზე ვარ დამ­ოკი­დებ­ული-მეთ­ქი, ბა­ტო­ნო, თა­ნაც მდი­და­რი გახ­ლა­ვართ და სა­კუ­თარი თა­ვის ბატ­ონ-პატ­რო­ნი.
- და ჩემ­თან დარ­ჩებით?
- დი­ახ. თუ თქვენ წი­ნა­ა­ღმ­დეგი არ იქ­ნე­ბით. თქვე­ნი მეზ­ობელი მინ­და ვი­ყო, თქვე­ნი მომ­ვ­ლე­ლი, თქვე­ნი მნე. ვხე­დავ, რომ მარ­ტო ხართ. მინ­და, თქვე­ნი მეგ­ობარი ვი­ყო - წაგ­იკითხოთ, ვი­სე­ირ­ნოთ ერ­თად, ერ­თად ვის­ხ­დეთ, მო­გი­ა­როთ, ვი­ყო თქვე­ნი თვა­ლი და ხე­ლი. ასე სევ­დიანი ნუ ხართ, ჩე­მო ძვირ­ფა­სო ბა­ტო­ნო. ვიდ­რე პირ­ში სუ­ლი მიდ­გას, მარ­ტო არ დაგ­ტოვებთ.

არა­ფერი მი­პას­უხა, რო­გორც ჩანს, რა­ღ­აც სერ­იოზულმა, შავ­მა ფიქ­რებ­მა გაი­ტა­ცეს. შემ­დეგ ამ­ოიოხრა. ოდ­ნავ გახ­სნა ბა­გე, თით­ქოს რა­ღ­აც უნ­და ეთ­ქვა; მაგ­რამ კვ­ლავ მო­კუ­მა. მღ­ელ­ვა­რე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. იქ­ნებ სიჩ­ქარ­ისგან წეს­იე­რად ვერ მო­ვი­ქე­ცი და მა­საც სენტ-ჯო­ნი­ვით არ მო­ეწ­ონა ჩე­მი ასე­თი დაუ­ფიქრე­ბელი ლა­პა­რა­კი. იმი­ტომ ვთა­ვაზობდი ყო­ველ­ივე ამას, რომ მას გას­ჩენ­ოდა სურ­ვი­ლი და თა­ვი­სი ნე­ბით ეთ­ხოვა ჩემ­თ­ვის ცო­ლად გავ­ყო­ლო­დი. მი­უ­ხე­და­ვად მი­სი მდგო­მა­რეო­ბისა, მა­ინც დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი და რა­ღ­აც იმე­დი მამ­ხნე­ვებ­და, რომ ის თა­ვის უფ­ლე­ბებს წამ­ომიყე­ნებ­და, მი­სი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. მაგ­რამ რად­გან ერ­თი გა­და­კრული სიტყ­ვაც კი არ დას­ცდენ­ია ამის შე­სა­ხებ და გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბაც უფ­რო სევ­დიანი გაუ­ხდა, გავ­იფიქრე, ხომ არ შევ­ც­დი და ჩემ­და უნებ­ურად სუ­ლე­ლურ მდგო­მა­რეო­ბაში ჩავ­ვარ­დი-მეთ­ქი. ნა­ზად შე­ვე­ცა­დე თა­ვი გა­მე­თავ­ისუფლებ­ინა მი­სი მკ­ლა­ვებ­ისგან, მაგ­რამ მან უფ­რო მაგ­რად მი­მიკ­რა.

- არა, არა, ჯე­ინ, არ უნ­და წახ­ვიდეთ. ძლივს გიგ­რ­ძე­ნით. ძლივს მეს­მის თქვე­ნი ხმა; თქვენ­მა აქ ყოფ­ნამ შვე­ბა მაგ­რძნობინა; თქვენ­გან ვი­გე­მე ნუ­გე­შის სიტკბ­ოე­ბა. ვერ დავ­თ­მობ ამ სი­ხა­რულს. ჩემს გულ­ში აღ­ა­რა­ფერი დარ­ჩა, თქვენ გარ­და. თქვენ უნ­და იყოთ ჩემ­თან. და­ე, ყვე­ლამ დამ­ცი­ნოს, მი­წო­დოს სუ­ლე­ლი, ეგო­ის­ტი, მაგ­რამ რა მნიშ­ვ­ნელ­ობა აქვს ამას ჩემ­თ­ვის. ჩე­მი სუ­ლი გიხ­მობთ და უნ­და და­კ­მაყ­ოფილდეს კი­დეც, თო­რემ საშ­ინლად იძი­ებს შურს თა­ვის საბ­უდარ­ზე.
- კარ­გი, ბა­ტო­ნო, დავ­რჩები თქვენ­თან. ხომ გითხა­რით კი­დეც.
- მაგ­რამ ამ დარ­ჩე­ნაში თქვენ ერთს გუ­ლის­ხ­მობთ და მე - მეო­რეს. თქვენ, რო­გორც ჩანს, გა­დაწ­ყვიტეთ, იყოთ ჩე­მი თვა­ლი და ხე­ლი, პა­ტა­რა, კე­თი­ლი მომ­ვ­ლე­ლი (თქვენ ხომ მო­სიყ­ვარ­ულე გუ­ლი­სა და მა­ღ­ალი სუ­ლის პატ­რო­ნი ხართ) და ამან მე, ცხად­ია, შვე­ბა უნ­და მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს. ჩე­მი აზ­რით, ახ­ლა მე თქვენ­დამი მა­მობ­რი­ვი გრძნო­ბე­ბი უნ­და მქონ­დეს მხო­ლოდ. ასე ფიქ­რობთ, არა? აბა, მითხა­რით.
- რო­გორც თქვენ გსურთ, ისე ვი­ფიქ­რებ, ბა­ტო­ნო, სი­ამ­ოვნებით ვიქ­ნე­ბი თქვე­ნი მომ­ვ­ლე­ლი, თუ ასე გნე­ბავთ.

- მაგ­რამ მთე­ლი თქვე­ნი სი­ცოცხ­ლე ხომ არ იქ­ნე­ბით ჩე­მი მომ­ვ­ლე­ლი. ახალ­გაზ­რდა ხართ და ოდეს­მე ხომ უნ­და გათ­ხოვდეთ.
- გათ­ხოვე­ბა არ მა­დარ­დებს.
- მაგ­რამ უნ­და იფიქ­როთ, ჯე­ნიტ. მე რომ ისეთ­ივე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რო­გორც ერთ დროს, გაი­ძულებდით, რომ გეფ­იქრათ ამა­ზე. მაგ­რამ ახ­ლა უსი­ნათ­ლო კუნ­ძი ვარ!
კვ­ლავ სევ­დამ და­უღ­ა­რა სა­ხე. მე კი, პი­რი­ქით, გულ­ზე მო­მეშ­ვა და მხნეო­ბა შემ­მა­ტა. ამ ბო­ლო სიტყ­ვე­ბით მივ­ხ­ვ­დი, რა­შიც იყო სიძ­ნე­ლე და, რად­გა­ნაც ამას სრუ­ლე­ბით არ ჰქონ­და არავ­ითარი მნიშ­ვ­ნელ­ობა ჩემ­თ­ვის, წი­ნან­დელი ჩე­მი აღ­ელ­ვე­ბა გაქ­რა. საუ­ბარი უფ­რო მხი­არ­ულად გან­ვაგ­რძე.

- ახ­ლა კი დროა, ვინ­მემ იზ­რუ­ნოს და ადამ­იანის იერი და­გიბ­რუ­ნოთ, - ვთქვი მე და თან გრძლად ჩა­მოზ­რ­დი­ლი თმა შუბ­ლ­ზე გა­დავ­უყავი, - რო­გორც ვხე­დავ, ლო­მად ქცეუ­ლხართ. ამ ად­გილებში ნა­ბუ­ქო­დო­ნო­სორს მაგ­ონებთ. თმა არ­წი­ვის ფრთე­ბი­ვით გაგ­იშლიათ და, ვგო­ნებ, ფრჩხი­ლე­ბიც ფრინ­ველ­თა ბრჭყა­ლებს მი­გი­გავთ. ვნა­ხო...

- ამ მკ­ლავ­ზე არც ხე­ლის მტე­ვანი მაქვს და არც ფრჩხი­ლე­ბი, - თქვა მან. და­მახ­ინჯებული ხე­ლი ხა­ლათ­იდან გამ­ოიღო და მიჩ­ვე­ნა, - მხო­ლოდ ხე­ლის მო­ნარ­ჩენი. საშ­ინელი სა­ნა­ხავ­ია, არა, ჯე­ინ?
- რო­გორ მტკი­ვა გუ­ლი, თქვენს მკ­ლავს რომ ვხე­დავ, თქვენს თვა­ლებს რომ ვუ­ყუ­რებ. სახ­იფათ­ოა, ამის გა­მო მეტ­ისმე­ტად არ შეუ­ყვარ­დეთ ადამ­იანს და გა­გა­ნებივროთ.
- მე კი მეგ­ონა, ზიზღს იგ­რ­ძ­ნობ­დით, ჯე­ინ, ჩე­მი მკ­ლავ­ისა და სა­ხის ნა­ია­რევის და­ნახ­ვა­ზე.
- მარ­თლა? ასე ნუ მეტყ­ვით, თო­რემ თქვენ­ზე ცუ­დი აზ­რი შე­მექ­მნე­ბა. ახ­ლა კი ნე­ბა მო­მე­ცით, ცო­ტა ხნით დაგ­ტო­ვოთ, ბუ­ხა­რი გა­ვაწ­მენდინო და ავა­გუზ­გუ­ზო. გა­მო­იც­ნობთ, სად ენ­თე­ბა ცეცხ­ლი?
- დი­ახ. მარ­ჯვე­ნა თვა­ლით ვამ­ჩნევ სი­ნათ­ლეს - ბუნ­დო­ვან წი­თელ ლა­ქას.
- ხე­დავთ სან­თლებს?
- ძალ­იან ბუნ­დოვ­ნად. თი­თო­ე­უ­ლი თით­ქოს ნა­თელი ღრ­უბელ­იაო.
- მხე­დავთ მე?
- ვე­რა, ჩე­მო ფერ­ია. მაგ­რამ რო­გო­რი მად­ლობელი ვარ, რომ მეს­მის თქვე­ნი ხმა და გე­ხებით.
- რა დროს ვახ­შ­მობთ ხოლ­მე?
- არ ვვახ­შ­მობ.
- ამ სა­ღ­ამოს კი ივახ­შმებთ. მეც მშია და დარ­წმუნებული ვარ, თქვენც. მაგ­რამ, ალ­ბათ, და­გავ­იწყდათ.
მე­რის დავ­უძა­ხე და ოთახს მა­ლე უფ­რო მხი­ა­რუ­ლი იერი მი­ვე­ცით. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­საც მო­ვუმ­ზა­დე გემ­რიელი საჭ­მელი. სულ სი­ხა­რუ­ლით თრთო­და. თავ­ისუფლად და გუ­ლახ­დილად ვსა­უბ­რობ­დით და თან ვახ­შამს შე­ვექ­ცეოდით. ვახ­შ­მის შემ­დე­გაც კარ­გა ხანს ვი­ბა­ა­სეთ. ან რა­ტომ უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გულ­ჩახ­ვეული, რად უნ­და და­მე­ფა­რა სი­ხა­რუ­ლი და ბედ­ნიე­რე­ბა? თავს კარ­გად ვგრძნობ­დი; ვი­ცო­დი, მოვ­წონ­დი; რაც უნ­და მეთ­ქვა, რაც უნ­და გა­მე­კ­ე­თებ­ინა, ამ­შვიდებ­და და სი­ცოცხ­ლეს მა­ტებ­და მას. რა სას­იამოვნო შეგ­რძნე­ბა­ა! ამან მთე­ლი ჩე­მი არ­სე­ბა ხალ­ისითა და სი­ნათ­ლით აავ­სო. ერ­თმა­ნეთის სი­ახ­ლო­ვით გავ­იმშვენ­იე­რეთ სი­ცოცხ­ლე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრმა იყო, ღი­მი­ლი დას­თა­მა­შებ­და სა­ხე­ზე; სი­ხა­რუ­ლი გამ­ოსჭვიოდა მი­სი შუბ­ლი­დან; რბი­ლი და თბი­ლი გაუ­ხდა სა­ხის ნა­კვ­თები.
ვახ­შ­მის შემ­დეგ უამ­რავი რამ მკი­თხა: სად ვი­ყა­ვი, რას ვა­კ­ე­თებდი, რო­გორ ვი­პო­ვე ის. კი­თხვებ­ზე მოკ­ლედ ვპა­სუ­ხობ­დი. უკ­ვე გვი­ა­ნი იყო და დაწ­ვრილებით ვერ მო­ვუყ­ვე­ბო­დი. გარ­და ამ­ისა, არ მინ­დო­და შევ­ხებოდი მგრძნო­ბია­რე, მტკი­ვნეულ თე­მას, ვში­შობ­დი, ხელ­მეო­რედ არ ამეფ­ორია­ქებ­ინა მი­სი სუ­ლი. ახ­ლა ჩე­მი ერ­თა­დერთი მი­ზა­ნი მი­სი გამ­ხნე­ვე­ბა იყო. შევ­ძელი კი­დეც. მის­ტერ რო­ჩეს­ტერი ჩი­ნებ­ულად გრძნობ­და თავს, მაგ­რამ დრო­დად­რო, რო­გორც კი გავ­ჩუმდებოდი, აწ­რიალ­დებ­ოდა, ხელს შე­მა­ხებ­და, "ჯე­ინ!" - მე­ძახ­და.
- მოჩ­ვე­ნე­ბა ხომ არ ხართ? ხომ ნამ­დვილად აქ ხართ?
- ნამ­დვილად, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ.
- ასე უეც­რად რო­გორ აღ­მოჩ­ნ­დით ამ ჩემს გან­მარ­ტოებულ ბი­ნა­ში ასეთ ბნელ­სა და პირ­ქუშ სა­ღ­ამოს? რო­გორ მოხ­და, რომ ხე­ლი მო­სამ­სახ­ურისკ­ენ გავ­იშვირე ჭი­ქის გამ­ოსარ­თმე­ვად და ეს ჭი­ქა თქვენ მო­მაწ­ოდეთ? ჩემს კი­თხვა­ზე ჯო­ნის მე­უღლის პა­სუხს ვე­ლო­დი და ჩემს ყურ­თან თქვე­ნი ხმა გაი­სმა.

- იმი­ტომ, რომ მე­რის ნაც­ვლად მე შემ­ოვედი სი­ნით ხელ­ში.
- რამ­დენი სია­მეა ამ სა­ა­თებში, რო­დე­საც თქვენ­თან ერ­თად ვარ. რო­გო­რი შავ­ბნელი, მწუ­ხა­რე და უიმე­დო იყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა გა­სულ თვე­ებში. არა­ფერს ვა­კ­ე­თებდი, არა­ფერს ვე­ლო­დი; ღა­მეს დღი­სგან ვერ ვარ­ჩევდი. ვგრძნობ­დი მხო­ლოდ სი­ცი­ვეს, რო­დე­საც ცეცხ­ლი გაქ­რებ­ოდა ბუ­ხარ­ში; შიმ­შილს, რო­დე­საც მავ­იწყდებ­ოდა ჭა­მა; სევ­და არ მცილ­დებ­ოდა, დრო­დად­რო კი ვბო­ბოქ­რობ­დი, გაშ­მა­გებით მსურ­და კვ­ლავ შევ­ხებოდი ჩემს ჯე­ინს. დი­ახ, მი­სი დაბ­რუნე­ბა უფ­რო მე­ნატ­რებ­ოდა, ვიდ­რე მხედ­ველ­ობისა. ახ­ლა კი რო­გორ მოხ­და, რომ ჯე­ი­ნი ჩემ­თა­ნაა და ამ­ბობს, რომ ვუყ­ვარ­ვარ? მპირ­დე­ბა, რომ ისე­ვე უეც­რად არ მი­მატ­ოვებს, რო­გორც მო­ვი­და? ში­ში მიპყ­რობს, ვა­ი­თუ ჩე­მი ჯე­ი­ნი ხვალ ვე­ღ­არ ვი­პო­ვო-მეთ­ქი?

დარ­წმუნებული ვი­ყა­ვი, ასეთ დროს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტად უბ­რა­ლო, ჩვე­უ­ლი პას­უხები და­არ­წმუნებ­და მას, ეჭ­ვებს გაუ­ფან­ტავ­და და მდგო­მა­რეო­ბიდან გამ­ოიყვან­და. ხე­ლი გა­დავუსვი წარ­ბებ­ზე და შევ­ნიშნე, რომ შეტ­რუ­სუ­ლი ჰქონ­და. საჭ­იროა რა­მე ვი­ღო­ნო, - გავ­იფიქრე, - რომ გაი­ზარდონ და კვ­ლავ და­იბ­რუ­ნონ შა­ვი ფე­რი.
- რა­ტომ ცდი­ლობთ ჩემ­თ­ვის კარ­გის გა­კ­ე­თე­ბას, ჩე­მო მფარ­ველო კე­თი­ლო სუ­ლო, თუ­კი სა­ბედ­ისწერო ჟამს კვ­ლავ მი­მატ­ოვებთ, აჩ­რ­დი­ლი­ვით გაუ­ჩინარ­დებით? ვერც გავ­იგებ, სად წახ­ვედით, ან ისევ მი­უწ­ვ­დო­მე­ლი იქ­ნე­ბით.
- ჯი­ბის სა­ვარც­ხელი ხომ არ გაქვთ თან, ბა­ტო­ნო?
- რად გინ­დათ, ჯე­ინ?
- ეს აწე­წი­ლი შა­ვი ფა­ფარი რომ დაგ­ივარცხნოთ. ახ­ლოს მო­სულ ადამ­იანს შე­აშ­ინებთ. თქვე­ნი სიტყ­ვე­ბით, მე ფერ­ია ვარ. მაშ, თქვენ ტყის მე­ფე იქ­ნე­ბით.
- ასე სა­ში­ში ვარ, ჯე­ინ?
- ძალ­იან, ბა­ტო­ნო. ყო­ველ­თვისაც ასე­თი იყა­ვით. თვი­თონ არ იცით?
- ჰმ! არ ვი­ცი, სად ცხოვ­რობ­დით, მაგ­რამ ვხე­დავ, ეშ­მა­კო­ბა არ დაგ­იკ­არ­გავთ.
- მე კი ძალ­იან კარგ ხალ­ხთან ვცხოვ­რობ­დი, თქვენ­ზე გაც­ილებით უფ­რო კარგ ადამ­ია­ნებ­თან, ას­ჯერ უფ­რო კარ­გებ­თან. ცხოვ­რე­ბაში არას­ოდეს გქო­ნი­ათ მათ­სავით დახ­ვეწილი და ამა­ღ­ელ­ვე­ბელი აზ­რები.
- ეშ­მა­კ­მა და­ლახვროს ისი­ნი. ვის­თან ცხოვ­რობ­დით?
- თუ არ გა­ჩერ­დებით, თმას და­გაწ­იწკნით და მა­შინ ხომ დარ­წმუნდებით, რომ ნამ­დ­ვი­ლი ადამ­იანი ვარ.
- ვის­თან ცხოვ­რობ­დით, ჯე­ინ?
- ამ სა­ღ­ამოს ამას ვერ გაი­გებთ, ბა­ტო­ნო. ხვა­ლამ­დე უნ­და მო­ით­მი­ნოთ. იცით, დაუ­მთავ­რე­ბელი მოთხ­რო­ბა იმის გა­რან­ტიას მოგ­ცემთ, რომ ხვალ საუ­ზმე­ზე გამ­ოვჩნდები და და­ვამ­თავ­რებ. მარ­თლა, უნ­და ვიზ­რუ­ნო, თქვენს ოთახ­ში მხო­ლოდ წყა­ლი კი არ შემ­ოვიტანო, არა­მედ კვერც­ხებიც, რომ არა­ფერი ვთქვა შემ­წვარ ლორ­ზე.
- დამ­ცინავო არ­სე­ბავ, ფერ­იად და­ბა­დებულო და ადამ­იან­ურად აღ­ზ­რ­დი­ლო. უკ­ვე თორ­მე­ტი თვე გავ­იდა, გუ­ლი ასე არ ამ­ძგე­რებ­ია. მე­ფე სა­ულს თქვენ რომ ჰყო­ლო­დით და­ვი­თის ნაც­ვლად, ქნა­რის დაუ­ხმა­რებ­ლა­დაც გან­დევ­ნიდა ბო­როტ სულს.
- აბა, სერ, უკ­ვე სუფ­თად და კო­ხტად ხართ გა­მოწყო­ბი­ლი და დაგ­ტოვებთ. ეს სა­მი დღეა გზა­ში ვარ და, ვგო­ნებ, ძალ­იან დავ­იღ­ა­ლე. ღა­მე მშვი­დო­ბი­სა.

- მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა, ჯე­ინ. მხო­ლოდ ქა­ლები იყ­ვ­ნენ იქ, სა­დაც თქვენ ცხოვ­რობ­დით?
გა­მეც­ინა და გავ­იქეცი. კი­ბე­ზე რომ ავ­დი­ო­დი, მაშ­ინაც მეც­ინებ­ოდა. "კ­არგი აზ­რია", - ვფიქ­რობ­დი მხი­არ­ულად. "რო­გორც ჩანს, ამ ეჭ­ვიანობით შევ­ძლებ, გამ­ოვიყვანო ის თა­ვი­სი მე­ლანქოლიური მდგო­მა­რეო­ბიდან, ყო­ველ შემ­თხვე­ვაში, ცო­ტა ხნით მა­ინც".
დი­ლით ად­რე გავ­იგონე, რომ ად­გა და ოთა­ხებში დაბ­ორიალ­ობდა. ჩავ­იდა თუ არა მე­რი დაბ­ლა, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ჰკი­თხა, მის ეარი სად არი­სო? და შემ­დეგ დაუ­მა­ტა: რო­მელ ოთახ­ში და­აბ­ინა­ვეთ? ნეს­ტიანი ხომ არ არის? ად­გა? წა­დით და ჰკი­თხეთ, ხომ არა­ფერი სურს? და რო­დის ჩამ­ოვა?
ჩამ­ოვედი, რო­დე­საც ვი­ფიქ­რე, სა­უზ­მის დრო არ­ის-მეთ­ქი. ოთახ­ში შე­ვედი და, ვიდ­რე გაი­გებ­და ჩემს შეს­ვლას, შე­ვათ­ვალ­იე­რე. მარ­თლაც, სა­ვა­ლალო სა­ნა­ხავი იყო, რო­გორ და­ემ­ორჩილებ­ინა ეს ძლი­ე­რი სუ­ლი ფი­ზი­კურ უძ­ლუ­რე­ბას. თა­ვის სა­ვარ­ძელში წყნა­რად იჯ­და, მაგ­რამ ეტ­ყობოდა, ვერ ის­ვე­ნებ­და; ვიღ­ა­ცას ელ­ოდა. სევ­და კი­დევ უფ­რო ნა­თელს ხდი­და მის ძლი­ერ ნა­კვ­თებს. ეს გამ­ომეტ­ყვე­ლე­ბა მაგ­ონებ­და ჩამ­ქრალ სანთელს, რო­მე­ლიც კვ­ლავ ელ­ოდა ან­თე­ბას. მაგ­რამ, ვაი რომ, აღ­არ შეს­წევ­და ძა­ლა, აეგ­იზგიზებ­ინა ეს ცხო­ველ­მყოფელი ცეცხ­ლი; სხვა­ზე იყო დამ­ოკი­დებული. მინ­დო­და მხი­ა­რუ­ლი და უზ­რუნ­ვე­ლი სა­ხე მქო­ნო­და, მაგ­რამ ამ ძლი­ე­რი ადამ­იანის უმ­წეო­ბამ გუ­ლი მო­მიკ­ლა. მა­ინც შეძ­ლებ­ისდაგ­ვა­რად მხი­არ­ულად მივ­მარ­თე:

- ნა­თელი, მზი­ა­ნი დი­ლა­ა, ბა­ტო­ნო. წვი­მამ გა­და­იღო და მშვენ­იერი დღ­ე­ა. მა­ლე უნ­და გაი­სეირნოთ.
მას­ში თით­ქოს სი­ცოცხ­ლემ იელ­ვა, სა­ხე გაუ­ნა­თა.
- ოჰ, თქვენ მარ­თლაც აქ ყო­ფილ­ხართ, ჩე­მო ტო­რო­ლა. მო­დით ჩემ­თან. მაშ, არ წახ­ვედით? არ გა­მიფ­რინ­დით? ამ ერ­თი სა­ათის წინ გავ­იგონე, თქვენ­სავით რო­გორ გალ­ობდა ტო­რო­ლა ტყე­ში. მაგ­რამ არც ის იყო სა­ამო ჩემ­თ­ვის და არც ამ­ომა­ვალი მზის სხი­ვე­ბი. ამ­ქვეყ­ნად სას­იამოვნო მელ­ოდიას მხო­ლოდ ჯე­ი­ნის ბა­გე­თა­გან თუ გავ­იგონებ (რო­გორ მი­ხარ­ია, რომ ბუ­ნე­ბით ის ჩუ­მი არ არის); მზე ჩემ­თ­ვის მა­შინ ანა­თებს, რო­ცა ის ჩემ­თა­ნა­ა.

ცრემ­ლით ამევ­სო თვა­ლები, რო­დე­საც გავ­იგონე მი­სი აღ­სა­რე­ბა, რო­დე­საც მივ­ხ­ვ­დი, რაო­დენ იყო ის ჩემ­ზე დამ­ოკი­დებული. კლ­დე­ზე მი­ჯაჭ­ვულ მე­დი­დურ არ­წივს ჰგავ­და, რო­მე­ლიც იძუ­ლებ­ულია ბე­ღუ­რას სთხო­ვოს მეუ­რვეო­ბა. მაგ­რამ მტი­რა­ლა არ უნ­და ვი­ყო. ცრემ­ლები მო­ვიწ­მინ­დე და ფუს­ფუ­სი დავ­იწყე. თით­ქ­მის მთე­ლი დი­ლა გა­რეთ დავ­ყავით. ნო­ტიო და და­ბუ­რუ­ლი ტყი­დან ნა­თელ მინ­დორ­ზე გა­ვედით. ავ­უწე­რე, რო­გო­რი დი­დე­ბუ­ლი მწვა­ნე სა­მო­სი ჩა­ეც­ვათ მინ­დ­ვ­რებს; ყვავ­ილები და ცოცხა­ლი ღო­ბე­ები აყ­ვა­ვებ­ულიყვნენ; ლა­ჟ­ვარ­დოვანი ცა დაგ­ვყურებ­და. მო­ვუ­ძებ­ნე მყუდ­რო და მშვენ­იერი ად­გი­ლი, მშრალ მორ­ზე დავ­ს­ვი. უარი არ მით­ქ­ვამს მის მუხ­ლებ­ზე ვმჯდარ­იყავი. ან რა­ტომ უნ­და მეთ­ქვა, რო­დე­საც თავს ერ­თად უფ­რო ბედ­ნიე­რად ვგრძნობ­დით, ვიდ­რე ცალ­-ცა­ლკ­ე. პა­ი­ლო­ტიც იქ­ვე იყო. ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფერი დუმ­და. მის­ტერ რო­ჩეს­ტერ­მა ეს სი­ჩუ­მე და­ა­რღვ­ია და თან გულ­ში ჩამ­იკ­რა.
- გულ­ქ­ვა, გულ­ქ­ვა მოღ­ა­ლა­ტევ! ოჰ, ჯე­ინ. ვერ გად­მოგცემთ, რა და­მე­მარ­თა, რო­დე­საც გავ­იგე, რომ თორ­ნ­ფილ­დი მი­ატ­ოვეთ და ვე­ღ­არ­სად გი­პო­ვი­დით. თქვე­ნი ოთა­ხის დათ­ვალ­იე­რების შემ­დეგ დავ­რ­წ­მუნ­დი, თან არც ფუ­ლი წა­გე­ღოთ და არც რა­მე ძვირ­ფა­სი ნივ­თი, რო­მე­ლიც გამ­ოგად­გებ­ოდათ. მარ­გალ­იტების მან­ია­კი, მე რომ მო­გე­ცით, ხელ­უხლებ­ლად იდო ბუ­დე­ში. და­კ­ეტილი და თას­მა­გა­და­ჭერილი ჩემ­ოდნები ხელ­უხლებ­ლად ეწყო. რა ეშ­ვე­ლე­ბა ჩემს სიყ­ვა­რულს, - ვე­კი­თხებოდი ჩემს თავს, - ასე მარ­ტო რომ არის და თან უგ­რო­შოდ? რას აკ­ე­თებს ნე­ტა? აბა, მითხა­რი, რას აკ­ე­თებდი?

თხოვ­ნა­ზე უარი არ მით­ქ­ვამს და ვუ­ამ­ბე, რა გა­დამ­ხდა თავს ამ ერ­თი წლის გან­მავ­ლობაში. შე­და­რებით რბი­ლად მო­ვუ­ყე­ვი პირ­ვე­ლი სა­მი დღის ხეტ­იალ­სა და შიმ­შილ­ზე. რა სა­ჭი­რო იყო ზედ­მეტი ტკი­ვი­ლი გამ­ომეწ­ვია მას­ში? მაგ­რამ ის ცო­ტაც სა­კ­მარისი აღმ­ოჩნდა ამ წრფე­ლი გუ­ლის ასაფ­ორია­ქებ­ლად.

- ასე რო­გორ მი­მატ­ოვე, - მითხ­რა მან: - ასე უსახ­ს­როდ რო­გორ წახ­ვედი. უნ­და გეთ­ქვა, რას აპ­ირებდი; უნ­და გქო­ნო­და ჩე­მი ნდო­ბა. არას­ოდეს გაი­ძულებდი ჩე­მი მე­უღ­ლე გამ­ხდარ­იყავი. მწა­რე ნა­ღ­ველი მაგ­იჟ­ებ­და. ნამ­დვილად იმ­დე­ნად მიყ­ვარ­დი და ისე ფაქ­იზად, რომ არას­ოდეს ძა­ლას არ და­გა­ტანდი, არ გა­გა­წა­მებდი, მთე­ლი ჩე­მი ქო­ნე­ბის ნა­ხე­ვარს მოგ­ცემ­დი და ერთ კო­ცნა­საც არ მოგ­თხოვ­დი სა­ნაცვლოდ, ოღონდ ამ ვრცელ ქვე­ყა­ნა­ზე ასე უმე­გობ­როდ არ და­გეტ­ოვებ­ინე. ალ­ბათ, უფ­რო მე­ტი გა­დაი­ტა­ნე, ვიდ­რე მითხა­რი.
- ჰო­და, რო­გო­რიც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი ტან­ჯვა, ის მე­ტად ხან­მოკ­ლე იყო, - ვუ­პას­უხე. შემ­დეგ კი მო­ვუ­ყე­ვი, რო­გორ მი­მიღ­ეს მურ­-ჰა­უს­ში და რო­გორ დავ­იწყე სოფ­ლის მას­წავ­ლებ­ლად მუ­შაო­ბა; რო­გორ ბედ­ზე მო­მის­წ­რო, რომ მე­მკვ­იდრეობით ქო­ნე­ბა დამ­იტოვეს; რო­გორ ვი­პო­ვე ნა­თე­სა­ვები. რა­სა­კვ­ირველ­ია, თხრო­ბის დროს ხში­რად ვახ­სე­ნებდი სენტ-ჯო­ნის სა­ხელს. რო­გორც კი ამ­ბავი და­ვამ­თავ­რე, მის­ტერ რო­ჩეს­ტერი კვ­ლავ დაუ­ბრუნდა ამ სა­ხელს.
- მაშ, ეს სენტ-ჯო­ნი შე­ნი ბი­ძაშ­ვილია?

- დი­ახ.
- შენ მას ხში­რად ახ­სე­ნებ, ხომ არ მოგ­წონ­და?
- ის შე­სან­იშნავი ადამ­იან­ია, ბა­ტო­ნო. აბა, რო­გორ არ უნ­და მომ­წონ­დეს.
- კარ­გი ადამ­იანი! ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ეს ზრდი­ლი და ღი­რსეული კა­ცი ორ­მოც­და­ა­თამ­დე წლი­სა­ა. ამ­იხსენით, რას ნიშ­ნავს?
- სენტ-ჯო­ნი მხო­ლოდ ოც­დაც­ხრა წლი­სა­ა, ბა­ტო­ნო.
- ge­u­ne en­co­re, რო­გორც ფრან­გები ამ­ბობენ. ალ­ბათ, და­ბალი, ფლეგ­მატური და ულა­მაზო კაც­ია? მი­სი სიკ­არ­გე, ალ­ბათ, იმა­ში გამ­ოიხა­ტე­ბა, რომ ცოდ­ვე­ბი არ მი­უძღ­ვის, და არა ღვთით მო­ნი­ჭე­ბულ დახ­ვეწ­ილობაში.
- ის დაუ­შრე­ტელი ენერ­გი­ის ადამ­იან­ია; დი­ად­სა და ამა­ღ­ლებულ საქ­მე­ებს ეს­წრაფვის.
- მაგ­რამ ჭკ­უა? ალ­ბათ, ამ მხრივ ვერ გამ­ოირჩე­ვა, არა? კარ­გი აზ­რები აქვს, მაგ­რამ იმ­დე­ნად უაზ­როდ გამ­ოთქვამს, რომ ვე­რა­ფერს გაი­გებთ.
- ბევრს არ ლა­პა­რა­კობს, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ, რა­საც ამ­ბობს, ზუს­ტად ამ­ბობს. შე­სან­იშნავი ჭკ­უა-­გონე­ბა აქვს. იქ­ნებ, ბრწყინ­ვა­ლე არა, მაგ­რამ უდა­ვოდ ღრ­მა.
- მაშ, ის ნი­ჭი­ე­რი ადამ­იან­ია?
- ნამ­დვილად.
- მე­ტად გან­ვითა­რებული?
- სენტ-ჯო­ნი დი­დად ნას­წავლი და გა­ნათ­ლებული ადამ­იან­ია.
- მაგ­რამ, ვგო­ნებ თქვი, რომ საქ­ციელი არ მოგ­წონ­და? ნამ­დ­ვი­ლი მღვ­დელ­ია და პე­დანტი.
- არა­ფერი მით­ქ­ვამს მის საქ­ციელ­ზე. მაგ­რამ თუ არ მო­მეწ­ონა, მაშ, ცუ­დი გემ­ოვნე­ბა მქო­ნია. ქცე­ვა მე­ტად დახ­ვეწილი, მშვი­დი და ჯენ­ტლმენის შე­სა­ფერისი აქვს.
- გა­რეგ­ნობა? და­მავ­იწყდა, რო­გორ ამ­იწე­რე. ვგო­ნებ, საბ­რალო დია­კო­ნია, არა? მაგ­რად მო­ჭე­რილ თეთრ ჰალ­ს­ტუხ­ში და სქელ­ძირიან, მა­ღ­ალ­ყელ­იან ფეხ­საც­მელში, არა?
- სენტ-ჯო­ნი კო­ხტად იც­ვამს. ლა­მაზი მა­მა­კ­აც­ია: მა­ღ­ალი, ქე­რა, ცის­ფე­რი თვა­ლებ­ითა და ბერ­ძ­ნუ­ლი პრო­ფი­ლით.
- (გვერ­დზე) ეშ­მა­კ­მა და­ლახვროს. - (შემ­დეგ მე მო­მიბ­რუნ­და) მოგ­წონ­და, ჯე­ინ?
- დი­ახ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ. მომ­წონ­და. მეო­რედ მე­კი­თხებით უკ­ვე.
რა­სა­კვ­ირველ­ია, მივ­ხ­ვ­დი, რა­ზე ფიქ­რობ­და. ეჭ­ვიან­ობამ იმ­ძ­ლავ­რა მას­ში. ეს გრძნო­ბა უსე­რავ­და გულს. მაგ­რამ, ერ­თი მხრივ, კარ­გიც იყო, რად­გან ამით ჭია­სავით მღ­რღ­ნელ სევ­დის ბორ­კი­ლებს დრო­ე­ბით მა­ინც აღ­წევ­და თავს. ამ­იტომაც არ მინ­დო­და მაშ­ინვე მო­მეთ­ოკა ეჭ­ვიანობის გვე­ლი.
- ვფიქ­რობ, ჩე­მი კალ­თიდან ჩახ­ვალთ, მის ეარ? - გავ­იგონე სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი კი­თხვა.
- რა­ტომ, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ?
- ეს­-ეს არის ამ­იწე­რეთ ადამ­იანი, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა ჩემ­გან, და ძალ­იან კარ­გად დამ­იხა­ტეთ მშვენ­იერი აპო­ლო­ნი. თქვე­ნი გო­ნე­ბა მას დაუ­პყრია: მა­ღ­ალი, ქე­რა, ცის­ფერ­თვა­ლე­ბა, ბერ­ძ­ნუ­ლი პრო­ფი­ლით. აქ კი თქვენ უყუ­რებთ ვულკ­ანს, ამ ნამ­დ­ვილ მჭე­დელს, შავ­გვრე­მანს, ფარ­თომხრებ­იანს და, ამას­თა­ნა­ვე, ბრმა­სა და კოჭლს.
- არას­ოდეს მი­ფიქ­რია წი­ნათ ამა­ზე. მარ­თლაც ვულკ­ანს ჰგავ­ხართ, ბა­ტო­ნო.
- ჰო­და, შეგ­იძლიათ წახ­ვიდეთ, მა­დამ. მაგ­რამ, ვიდ­რე დამ­ტოვებთ (აქ მან უფ­რო მძლავ­რად მომ­ხ­ვია ხე­ლები), ხომ არ მი­პას­უხებდით ერთ-ორ კი­თხვა­ზე? - აქ ის შე­ჩერ­და.
- რა კი­თხვა­ზე, მის­ტერ რო­ჩეს­ტერ?
ამ­ჯე­რად მან მო­მიწყო და­კი­თხვა:
- ვიდ­რე სენტ-ჯო­ნი გაი­გებ­და, რომ მი­სი მამ­იდაშვილი ხართ, მა­ნამ­დე შემ­ოგთა­ვა­ზათ სკო­ლაში მას­წავ­ლებ­ლობა?
- დი­ახ.
- ალ­ბათ, ხში­რად ხვდე­ბო­დით მას. იქ­ნებ ზოგ­ჯერ მო­დი­ო­და კი­დეც თქვენ­თან სკო­ლაში?
- ყო­ველ­დღ­ე.
- ალ­ბათ, იზია­რებ­და თქვენს გეგ­მებს, ჯე­ინ? დარ­წმუნებული ვარ, ჭკვ­იანური გეგ­მები გქონ­დათ; თქვენ ხომ ნი­ჭი­ე­რი ადამ­იანი ხართ.
- დი­ახ, იზია­რებ­და.
- და აღმ­ოაჩ­ინა ბევ­რი რამ თქვენ­ში, რა­საც არ მო­ელ­ოდა? თქვენ ხომ არაჩ­ვეუ­ლებრივი თვი­სე­ბები გაქვთ.
- რა მო­გახ­სენოთ.
- თქვენ ამ­ბობთ, რომ სკო­ლას­თან ახ­ლოს იყო თქვე­ნი კო­ტეჯი. მო­სუ­ლა სენტ-ჯო­ნი თქვენ­თან სახ­ლ­ში?
- დრო­დად­რო.
- სა­ღ­ამოობით?
- ერ­თხელ თუ ორ­ჯერ.
სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და.
- რამ­დენ ხანს დარ­ჩით მის დებ­თან და მას­თან, რო­დე­საც გაი­გეთ, რომ ნა­თე­სა­ვები ხართ?
- ხუ­თი თვე.
- რი­ვერ­სი ბევრ დროს ატა­რებ­და თქვენ­თან?
- დი­ახ. უკ­ა­ნა ოთა­ხი მი­სი სა­მე­ცადინო ოთა­ხი იყო და, აგ­რეთ­ვე, ჩვე­ნიც. ის ფან­ჯა­რას­თან იჯ­და ხოლ­მე, ჩვენ - მაგ­იდას­თან.
- ბევრს სწავ­ლობდა?
- ძალ­იან.
- რას?
- ურ­დუს.
- თქვენ რას აკ­ე­თებდით ამ დროს?
- პირ­ვე­ლად გერ­მანულს ვსწავ­ლობ­დი.
- მან გას­წავ­ლათ?
- არა, მან გერ­მანული არ იცის.
- არა­ფერი უს­წავ­ლებ­ია?
- ცო­ტა ურ­დუ მას­წავ­ლა.
- მის­ტერ რი­ვერ­სი გას­წავ­ლიდათ ურ­დუს?
- დი­ახ, ბა­ტო­ნო.
- თა­ვის დებ­საც?
- არა.
- მხო­ლოდ თქვენ?
- მხო­ლოდ მე.
- თქვენ სთხო­ვეთ?
- არა.
- მას უნ­დო­და, რომ ეს­წავ­ლებ­ინა?
- დი­ახ.
კვ­ლავ სი­ჩუ­მე ჩამ­ოვარ­და.
- რა­ტომ მო­ინ­დო­მა? რა­ში გამ­ოად­გებ­ოდა ურ­დუ?
- მას სურ­და ინ­დო­ეთ­ში წავ­ყო­ლო­დი.
- აა! აი, ახ­ლა მი­ვა­გენი საქ­მის ვი­თა­რე­ბას. მას თქვე­ნი ცო­ლად შერ­თვა უნ­დო­და?
- მთხო­ვა, ცო­ლად გავ­ყო­ლო­დი.
- ეს სიც­რუე­ა. უსირ­ცხ­ვი­ლოდ იგო­ნებთ რა­ღ­ა­ცას, რომ გა­მაბ­რაზოთ.
- მო­მი­ტე­ვეთ, ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ეს სრუ­ლი ჭეშ­მარ­იტე­ბა­ა. არა­ერ­თხელ მთხო­ვა ცო­ლად გავ­ყო­ლო­დი და ისე მტკი­ცედ ცდი­ლობ­და თა­ვის მიზ­ნის მიღ­წე­ვას, რო­გორც ეს თქვენ გჩვევ­იათ.
- მის ეარ, კვ­ლავ გი­მეო­რებთ: შეგ­იძლიათ დამ­ტო­ვოთ. რამ­დენ­ჯერ უნ­და გითხ­რათ ერ­თი და იგი­ვე? რა­ტომ მოკ­ა­ლა­თებ­ულხართ ჩემს მუხ­ლებ­ზე ასე ჯი­უ­ტად, რო­დე­საც გითხა­რით დამ­ტოვეთ­-მეთ­ქი.
- იმი­ტომ, რომ ძალ­იან კარ­გად ვგრძნობ თავს აქ.
- არა, ჯე­ინ, არ გრძნობთ თავს კარ­გად, რად­გან თქვე­ნი გუ­ლი აქ არ არის; ის თქვენს ბი­ძაშ­ვილთა­ნა­ა, იმ სენ­ტ-ჯონ­თან. აქამ­დე მეგ­ონა, რომ ჩე­მი პა­ტა­რა ჯე­ი­ნი მხო­ლოდ მე მე­კუ­თვნოდა! მჯერ­ოდა, მას ვუყ­ვარ­დი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­მატ­ოვა. ეს იყო ნე­ტა­რების წვე­თი ტან­ჯ­ვის ზღ­ვაში. ვიდ­რე შორს იყა­ვით, ვიდ­რე მწა­რედ დავ­ტი­რო­დი ჩვენს სი­შო­რეს, ერ­თი წუ­თი­თაც არ მი­ფიქ­რია, რომ ის, ვი­საც მე ვიგ­ლოვ­დი, სხვას შეი­ყვა­რებ­და! მაგ­რამ ახ­ლა ამა­ოა გლო­ვა. ჯე­ინ, დამ­ტოვეთ, წა­დით და გაჰ­ყევით რი­ვერსს.
- გად­მომაგ­დეთ, გა­მაგ­დეთ, რად­გან ჩე­მი ნე­ბით არ­სად წა­ვალ.

- ჯე­ინ, რო­გორ მიყ­ვარს თქვე­ნი ხმა. ის ისე ნამ­დვილია, რომ კვ­ლავ იმედს მაძ­ლევს. ამ ხმას ერ­თი წლით უკ­ან გა­დავ­ყა­ვარ. მავ­იწყდე­ბა, რომ სხვა მო­ვა­ლეო­ბანი გა­კი­სრიათ. მაგ­რამ არა, სუ­ლე­ლი არ ვარ. წა­დით.
- სად უნ­და წავ­იდე, ბა­ტო­ნო?
- თქვე­ნი გზით, წა­დით თქვენს ამ­ორჩეულ მე­უღ­ლეს­თან.
- ვინ არის ჩე­მი მე­უღ­ლე?
- თვი­თო­ნაც იცით. სენტ-ჯონ რი­ვერ­სი.
- ის ჩე­მი მე­უღ­ლე არ არის, არც არას­ოდეს იქ­ნე­ბა. მას არ ვუყ­ვარ­ვარ, არც მე მიყ­ვარს. მას უყ­ვარს (თუ­კი მას შეუ­ძლია სიყ­ვა­რუ­ლი და ეს სიყ­ვა­რუ­ლი თქვე­ნი სიყ­ვარ­ულისგან მთლია­ნად გან­სხვავ­დე­ბა) მშვენ­იერი ახალ­გაზ­რდა ლე­დი, სა­ხე­ლად რო­ზა­მონ­დი. სენტ-ჯონს ჩე­მი ცო­ლად შერ­თვა უნ­დო­და მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ, მი­სი აზ­რით, მი­სი­ო­ნე­რის ცო­ლად მე გამ­ოვდგებოდი და არა რო­ზა­მონ­დი. ის კე­თი­ლი და დი­ად­ია, მაგ­რამ მკ­აცრი, ჩემ­თ­ვის აი­სბერგივით ცი­ვი. თქვენ­გან სრუ­ლი­ად გან­სხვავ­დე­ბა, ბა­ტო­ნო. მე არ ვიქ­ნე­ბი ბედ­ნიერი მის გვერ­დით, არც მის ახ­ლოს, არც მას­თან. მას ჩემ­თ­ვის არც სით­ბო აქვს, არც სიყ­ვა­რუ­ლი. ვე­რა­ფერს ხე­დავს ჩემ­ში მიმ­ზიდ­ველს, თვით ახალ­გაზ­რდობა­საც კი. ის ჩემ­ში ხე­დავს მხო­ლოდ გო­ნე­ბას. მაშ, უნ­და დაგ­ტო­ვოთ, ბა­ტო­ნო, და წავ­იდე მას­თან?

უნებ­ურად გა­მა­ჟ­რჟო­ლა და ინ­ს­ტინ­ქ­ტუ­რად უფ­რო ჩა­ვე­კ­არი ჩემს ბრმა­სა და მა­ინც მე­ტად საყ­ვა­რელ პატ­რონს. მან გამ­იღი­მა.
- რო­გორ, ჯე­ინ! ეს მარ­თალ­ია? მარ­თლა ასეა საქ­მე თქვენ­სა და რი­ვერსს შო­რის?
- ნამ­დვილად. ოჰ, ბა­ტო­ნო, რა­ში გჭირ­დე­ბათ ეჭ­ვიან­ობა! მინ­დო­და ოდ­ნავ გა­მეწ­ვა­ლებ­ინეთ, რომ სევ­და და­გეძ­ლიათ. მეგ­ონა, ნა­ღ­ველ­ზე უფ­რო სა­სარ­გებლო სიბ­რა­ზე იქ­ნებ­ოდა თქვენ­თ­ვის. თუ ასე გსურთ, რომ მიყ­ვარ­დეთ, ნუ­თუ არ შეგ­იძლიათ დაი­ნახოთ, მარ­თლაც რო­გორ მიყ­ვარ­ხართ?! მაშ, უნ­და ია­მაყოთ და დამ­შვიდდეთ, ჩე­მი გუ­ლი თქვენ­ია, მთლია­ნად თქვენ გე­კუთვნით. ის თქვენ­თან­ვე დარ­ჩე­ბა, თუნ­დაც ბედ­მა სამ­უდამოდ თქვენს თავს მო­მა­შო­როს.
მა­კო­ცა, მაგ­რამ მწა­რე ფიქ­რებ­მა კვ­ლავ მო­უღრ­უბლა სა­ხე.
- საც­ოდავ ბრმას­თან! ხეი­ბარ­თან, - ბუტ­ბუ­ტებ­და მწა­რედ.
მო­ვე­ფე­რე, რომ და­მემ­შვიდებ­ინა. ვი­ცო­დი, რა­ზეც ფიქ­რობ­და, და მინ­დო­და დავ­ლა­პა­რა­კ­ებოდი. მაგ­რამ ვერ ვბე­დავდი. ერ­თი წუ­თით თა­ვი გვერ­დზე მი­იბ­რუ­ნა და დავ­ინა­ხე, დახ­შუ­ლი თვალ­იდან რო­გორ ჩამ­ოუგორდა ცრემ­ლი ლო­ყა­ზე.

- აბა, რით გან­ვსხვავ­დები თორ­ნ­ფილ­დის ბა­ღის და­მეხილი წაბ­ლის კუ­ნძისგან, - რამ­დენ­იმე ხნის შემ­დეგ თქვა მან. - რა უფ­ლე­ბა აქვს ამ კუნძს ყვავ­ილობა აუკრ­ძალოს მშვენ­იერ ვაშ­ლის ხეს.
- სუ­ლაც არ ხართ კუნ­ძი, არც ელ­ვისგან და­ნაცრული ხე. ისევ მწვა­ნით ხართ და­ფარული, ისევ ძლი­ე­რი ხართ. თქვე­ნი ფეს­ვები ყლორ­ტებს თქვენ­ივე ნე­ბის გა­რე­შე ამ­ოიყრიან. მათ­თ­ვის სი­ხა­რუ­ლის წყა­რო იქ­ნე­ბა თქვე­ნი უხ­ვი ჩრდი­ლი. გაი­ზრდებ­იან და თქვე­ნკ­ენ გამ­ოიწვდიან ტო­ტებს, შემ­ოგეტ­მას­ნებ­იან, რად­გან თქვე­ნი ძლიე­რე­ბა მა­თი საი­მედო თავ­შე­სა­ფარ­ია.
კვ­ლავ გა­იღი­მა. და­ვამ­შვიდე.
- ჯე­ინ, მეგ­ობრებს გუ­ლის­ხ­მობთ? - მკი­თხა.
- დი­ახ, მეგ­ობრებს, - ყოყ­მა­ნით ვუ­პას­უხე. მეგ­ობრებ­ზე მეტს ვგუ­ლის­ხ­მობ­დი, მაგ­რამ ვერ ვუთხა­რი. თვი­თონ მიშ­ვე­ლა.
- ეჰ, ჯე­ინ, მე ცო­ლი მჭირ­დე­ბა.
- მარ­თლა, ბა­ტო­ნო?
- დი­ახ. ეს ახა­ლი ამ­ბავ­ია თქვენ­თ­ვის?
- რა­სა­კვ­ირველ­ია. არა­ფერი გით­ქ­ვამთ ამის შე­სა­ხებ წი­ნათ.
- სას­იამოვნო ახა­ლი ამ­ბავ­ია?
- ეს დამ­ოკი­დებ­ულია გა­რემ­ოე­ბა­ზე, ბა­ტო­ნო, თქვენს არ­ჩე­ვან­ზე.
- რო­მე­ლიც თქვენ უნ­და მო­გან­დოთ, ჯე­ინ. თქვენს გა­დაწ­ყვეტ­ილე­ბას შე­ვას­რულებ.
- მაშ, ამ­ოირჩიეთ, ბა­ტო­ნო, ის, ვი­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარ­ხართ.
- ამ­ოვირჩევ მას, ვინც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს. ჯე­ინ, გამ­ომყვებით ცო­ლად?

წაიკითხეთ წინა თავები
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი