ნოველები

ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი. თავი 1.

ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი. თავი 1.
ნე­ლა, მაგ­რამ მტკი­ცედ მძერ­წა გან­გე­ბამ. მძი­მედ, მაგ­რამ სრულ­ყო­ფი­ლად გა­მო­მა­ქან­და­კა გა­მოც­დი­ლე­ბამ. ძა­ლი­ან ფუმ­ფუ­ლა ხა­სი­ა­თი მაქვს - ბუმ­ბუ­ლი­ვით მსუ­ბუ­ქი და ზღარ­ბი­ვით ეკ­ლი­ა­ნი. გოლ­ფ­ს­ტ­რი­მის დი­ნე­ბა­სა­ვით ვარ, ზოგს ვათ­ბობ, ზოგს - არა, გა­აჩ­ნია, ვის გა­უ­მარ­თ­ლებს. 26 წლის გავ­ხ­დი და იმ­დე­ნი რამ გა­და­ვი­ტა­ნე ცხოვ­რე­ბა­ში, ხან­და­ხან მიკ­ვირს, რო­გორ გა­ვუ­ძე­ლი, თუმ­ცა წინ უარე­სი მე­ლო­დე­ბა. ჩემ­ნა­ი­რი გა­რეგ­ნო­ბის გო­გოს ალ­ბათ არ უნ­და გა­უ­ჭირ­დეს თა­ვის დამ­კ­ვიდ­რე­ბა და კა­რი­ე­რის აწყო­ბა, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, იღ­ბა­ლი გა­მე­ბუ­ტა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ჩე­რე­ბის უფ­ლე­ბა არ მაქვს. მე­რე რა, თუ ვე­ცე­მი, მა­ინც უნ­და
წა­მოვ­დ­გე. რაც უფ­რო ძლი­ე­რად და­ე­ცე­მი, მით უფ­რო სწრა­ფად უნ­და ად­გე. ამ მხრივ მინ­და მზეს ვემ­ს­გავ­სო. ის ყო­ველ­დღე კვდე­ბა, ყო­ველ სა­ღა­მოს ჩა­ეს­ვე­ნე­ბა ჰო­რი­ზონ­ტ­ზე, მაგ­რამ მე­რე ხე­ლახ­ლა იბა­დე­ბა. სა­ღა­მოს გარ­და­იც­ვ­ლე­ბა და დი­ლით მკვდრე­თით აღ­დ­გე­ბა. ასე­თია მი­სი რო­მან­ტი­კუ­ლი გზა უკ­ვ­და­ვე­ბის­კენ.

ცხოვ­რე­ბა ან ერ­თი დი­დი თავ­გა­და­სა­ვა­ლია, ან - სრუ­ლი არა­რა­ო­ბა. ვის­თ­ვის რო­გორ. ჩემ­თ­ვის ერ­თიც არის და მე­ო­რეც. ტვირ­თი მა­კის­რია ასე­თი. ბო­ლო წლე­ბის ამ­ბებ­მა მთლი­ა­ნად გა­მომ­ფი­ტა. ჯერ იყო და, ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით და­მე­ღუ­პა მშობ­ლე­ბი. თავ­და­პირ­ვე­ლად თით­ქოს ბუ­რან­ში ვი­ყა­ვი, მე­ქა­ნი­კუ­რად ვა­კე­თებ­დი ყვე­ლა­ფერს. მშობ­ლე­ბის გარ­და, მხო­ლოდ ბე­ბია დამ­რ­ჩა, მა­მა­ჩე­მის დე­და და ისიც - სკლე­რო­ზი­ა­ნი. ძნე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ბე­ბი­ას მოვ­ლა მა­შინ, რო­ცა არა­ფე­რი გა­მაჩ­ნ­და. მარ­თა­ლია, ეკო­ნო­მი­კუ­რი და­ვამ­თავ­რე და კი­დევ უამ­რა­ვი სერ­ტი­ფი­კა­ტი ავი­ღე მე­ნეჯ­მენ­ტის თუ მარ­კე­ტინ­გის, თუ ვინ მოთ­ვ­ლის, კი­დევ რამ­დე­ნი "ენ­ტის" და "ინ­გის", მაგ­რამ ამან სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა ვერ გა­მი­ად­ვი­ლა. არა­და, ჰა­ე­რი­ვით მჭირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი. ხში­რად შე­ვუ­ძა­ხებ ხოლ­მე თავს: "ა­ნი­კა, თა­ვი მაღ­ლა! მო­დუ­ნე­ბის უფ­ლე­ბა არ გაქვს!" და მეც ვცდი­ლობ, ფარ-ხმა­ლი არ დავ­ყა­რო, ჯერ ხომ არ დავ­მარ­ცხე­ბულ­ვარ!

ვფიქ­რობ, ვფიქ­რობ, ვფიქ­რობ... მე­რე ვიღ­ლე­ბი ამ ჩე­მი მრუ­მე ფიქ­რე­ბის­გან და მსუ­ბუ­ქად შე­ვუ­ბე­რავ სულს, რომ გავ­ფან­ტო. ბა­ბუ­აწ­ვე­რა­სა­ვით რომ გა­იშ­ლე­ბი­ან ჰა­ერ­ში და მი­მო­იბ­ნე­ვი­ან, მა­შინ­ღა ვმშვიდ­დე­ბი. ცუ­დია, ბედ­ნი­ე­რე­ბა შავ სი­ა­ში რომ გა­და­ვი­ტა­ნე, მაგ­რამ სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ და­მი­ტო­ვა ცხოვ­რე­ბამ. ახ­ლა მიდ­გას პე­რი­ო­დი - "ბრძო­ლა არ­სე­ბო­ბის­თ­ვის". დამ­ცი­ნა გან­გე­ბამ. არა­და, რო­გორც დი­უ­მამ თქვა, და­ცინ­ვა ყვე­ლა­ფერს კლავს, სი­ლა­მა­ზე­საც კი. სი­ლა­მა­ზის რა გითხ­რათ, ჯერ არ ვუ­ჩი­ვი მის "მოშ­ლა-არ­მოშ­ლის" სა­კითხს, მაგ­რამ ასე თუ გაგ­რ­ძელ­და, მა­საც მო­ე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

მგო­ნი, ისევ მე­რე­ვა ძი­ლი. ახ­ლა იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვარ, შუ­ა­ლე­დურს რომ ეძა­ხი­ან - ძილ­სა და ღვი­ძილს შო­რის. სას­წ­რა­ფოდ უნ­და წა­მოვ­ხ­ტე, რომ გა­სა­უბ­რე­ბა­ზე არ და­ვაგ­ვი­ა­ნო. დი­ლაა, ანი­კა, სუს­ხი­ა­ნი, მაგ­რამ ნა­თე­ლი დი­ლა!
ამ­წუ­თას ავ­დ­გე­ბი, ჯერ ერთ ფინ­ჯან სუფ­თა ჰა­ერს დავ­ლევ, მე­რე კი - ყა­ვას. გა­მო­ვა­ღებ ფან­ჯა­რას, შე­ვის­რუ­ტავ ნა­ზამ­თ­რა­ლი თე­ბერ­ვ­ლის დღის ნო­ტიო სურ­ნე­ლე­ბას და თან ყა­ვას მი­ვა­ყო­ლებ. პა­რა­ლე­ლუ­რად, ჩე­მი სარ­კ­მ­ლის წინ მო­ქა­ნა­ვე ბრო­წე­უ­ლის ხეს მი­ვე­სალ­მე­ბი და ვკითხავ: "რო­დის დად­გე­ბა შე­ნი გა­ზაფხუ­ლი?"

ძა­ლი­ან კი მე­ზა­რე­ბო­და თბი­ლი ლო­გი­ნი­დან გა­მოძ­რო­მა, მაგ­რამ დრო არ ით­მენ­და. ძლივს რა­ღაც ვა­კან­სია გა­მოჩ­ნ­და. მარ­თა­ლია, დრო­ე­ბი­თი, მაგ­რამ ჩემ­თ­ვის სუნ­თ­ქ­ვა­სა­ვით აუცი­ლე­ბე­ლი. ეჰ, მა­მა­ჩე­მი რომ ცოცხა­ლი იყოს, ალ­ბათ გა­გიჟ­დე­ბო­და. არაფ­რით მომ­ცემ­და იქ წას­ვ­ლის ნე­ბას. შენ და მდი­ვა­ნი? მე ამის­თ­ვის არ გა­მიზ­რ­დია შვი­ლიო... ად­რე ასე იყო, ახ­ლა სხვა­ნა­ი­რა­დაა. თა­ვის და­ფა­სე­ბის დრო წა­ვი­და, ნე­ბის­მი­ერ სამ­სა­ხურ­ზე თა­ნახ­მა ვარ. რა უჭირს მე­რე, მდი­ვა­ნი თუ ვიქ­ნე­ბი? სულ ასე ხომ არ გაგ­რ­ძელ­დე­ბა? იქ­ნებ ერ­თხე­ლაც ვი­ღა­ცამ და­ი­ნა­ხოს ჩემ­ში კარ­გი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რის თვი­სე­ბე­ბი, ან კარ­გი მე­ნე­ჯე­რის, ან მარ­კე­ტო­ლო­გის... ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბა. რაც მთა­ვა­რია, ნორ­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სი მექ­ნე­ბა და მე და ბე­ბო ცო­ტას ამო­ვი­სუთ­ქავთ. თა­ვის რჩე­ნა ხომ გვინ­და. ბე­ბოს პენ­სია რას გვე­ყო­ფა? აქამ­დე კი­დევ ვუძ­ლებ­დი, რად­გან ყვე­ლა­ფე­რი გავ­ყი­დე, რაც სახ­ლ­ში ღი­რე­ბუ­ლი გვქონ­და. რო­ცა შინ გა­სა­ყი­დი არა­ფე­რი დარ­ჩა, ბი­ნაც მი­ვა­ყი­დე და სა­ბურ­თა­ლო­დან დიდ დი­ღომ­ში გა­დავ­სახ­ლ­დი. თა­ვი­დან თვალს ვა­რი­დებ­დი ბათ­ქაშ­ჩა­მოყ­რილ კედ­ლებ­სა და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში გვალ­ვი­ან მი­წა­სა­ვით და­ხეთ­ქილ-დაბ­ზა­რულ კა­ფელს, მე­რე კი ნელ-ნე­ლა ამა­საც შე­ვეჩ­ვიე. სა­მა­გი­ე­როდ, ვერ­გა­მე­ტე­ბულ­მა ან­ტიკ­ვა­რულ­მა ავეჯ­მა ცო­ტა­თი გა­მო­ა­კე­თა აქა­უ­რო­ბა. შე­ვე­გუე. ამას კი შე­ვე­გუე, მაგ­რამ ბე­ბია დამ­რ­ჩა მო­უ­ნე­ლე­ბელ დარ­დად. ის წილ­კან­ში ცხოვ­რობს და არაფ­რით გა­მომ­ყ­ვა თბი­ლის­ში, "ყუთ­ში" გა­მო­კე­ტი­ლი ვერ ვიცხოვ­რე­ბო. მეც მთე­ლი კვი­რა გზა­ზე ვარ გა­დე­ბუ­ლი - წილ­კა­ნი-თბი­ლი­სი, თბი­ლი­სი-წილ­კა­ნი. კი­დევ კარ­გი, ახ­ლო­საა და დიდ­ხანს მგზავ­რო­ბა არ მი­წევს. ისე, ამა­ნაც მიშ­ვე­ლა, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი - გა­და­ტა­ნილ უბე­დუ­რე­ბა­ზე და­ფიქ­რე­ბის დრო ნაკ­ლე­ბად მრჩე­ბო­და. თუმ­ცა, ხომ გა­გი­გო­ნი­ათ, გა­ჭირ­ვე­ბულს ქვა აღ­მარ­თ­ში და­ე­წე­ვაო. ბე­ბი­ას სკლე­რო­ზი თან­და­თან უფ­რო რთულ ფორ­მა­ში გა­და­უ­ვი­და. ხან ყვე­ლა­ფე­რი ახ­სოვს, ხან უეც­რად, ელე­მენ­ტა­რუ­ლიც კი ავიწყ­დე­ბა. გარ­და ამი­სა, სახ­ლი­დან გა­პარ­ვა და­იწყო და რომ არა მე­ზობ­ლის ვე­ნე­რა, ვინ იცის, რა მეშ­ვე­ლე­ბო­და. აბა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სად უნ­და ეძე­ბო მარ­ტომ მეხ­სი­ე­რე­ბა­და­კარ­გუ­ლი მო­ხუ­ცი? ოქ­როს ქა­ლია ვე­ნე­რა. მთე­ლი დღე ყუ­რადღე­ბას აქ­ცევს ნი­ნუ­ცა ბე­ბოს. რო­ცა "გაქ­რე­ბა", ეგ­რე­ვე მი­რე­კავს და დავ­რ­ბი­ვარ მე­რე თო­ხა­რი­კი ცხე­ნი­ვით წილ­კა­ნის შე­მო­გა­რენ­ში ან სუ­ლაც, თბი­ლის­ში. ერ­თხელ სა­საფ­ლა­ო­ზე ვი­პო­ვე, დამ­ხო­ბო­და მა­მა­ჩე­მის და დე­და­ჩე­მის საფ­ლავს და მწა­რედ მოთ­ქ­ვამ­და. გუ­ლი და­მე­თუთ­ქა.

და აი, კომ­პა­ნი­ის მე­ნე­ჯე­რის წინ ვზი­ვარ. კითხ­ვებს მის­ვამს, მეც ვპა­სუ­ხობ. ყო­ჩა­ღად ვარ. მე ხომ დი­ლით ერ­თი ფინ­ჯა­რი ჰა­ე­რი და ყა­ვა მი­ვირ­თ­ვი...

გა­სა­უბ­რე­ბამ არ­ც­თუ ური­გოდ ჩა­ი­ა­რა. ის ქა­ლი სულ თავს აქ­ნევ­და მო­წო­ნე­ბის ნიშ­ნად და რა ვი­ცი, იქ­ნებ გა­მი­მარ­თ­ლოს. სულ სამ­ნი ვი­ყა­ვით. არც ის ორი გო­გო ჩან­და ური­გო, ცოცხა­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­დათ. მგო­ნი, ჩემ­ზე უმ­ც­რო­სე­ბიც კი იყ­ვ­ნენ. გა­აჩ­ნია, რა კუთხით ირ­ჩევს კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი, მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი თა­ვის მდივ­ნებს - ასა­კის, გა­რეგ­ნო­ბის თუ ცოდ­ნა-გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.
მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი... ყო­ველ­თ­ვის მა­ღი­ზი­ა­ნებ­და გვარ-სა­ხე­ლის ერ­თი ფუ­ძე. რა უბე­დუ­რე­ბაა, გვა­რი და სა­ხე­ლი ერ­თ­მა­ნეთს ჰგავ­დეს? ასე მგო­ნია, ასეთ შემ­თხ­ვე­ვებ­ში მშობ­ლებს ფან­ტა­ზია არ ჰყოფ­ნით. ერ­თი მე­გო­ბა­რი მყავს, ლო­ლა ლო­ლა­ძე და ის ხუმ­რობს ხოლ­მე, დე­და­ჩემს და­მახ­სოვ­რე­ბის უნა­რი არ ჰქო­ნია და ამი­ტომ გა­უ­ად­ვი­ლა მა­მა­ჩემ­მა საქ­მეო.
მირ­ზა... პო­ე­ტუ­რი სა­ხე­ლი კი არის, ვე­რა­ფერს იტყ­ვი. ისე­თი სა­ხე­ლია, სიძ­ვე­ლის სურ­ნე­ლი რომ ას­დის, თით­ქოს შო­რე­უ­ლი სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­დან მო­ნა­ბე­რი ნი­ა­ვი გე­ლა­მუ­ნე­ბა სა­ხე­ზე. ამირ-ზა­დე, მირ­ზა ბა­ტო­ნიშ­ვი­ლი... სა­უფ­ლის­წუ­ლო სა­ხე­ლია. მე­რე კი­დევ, მირ­ზა გე­ლო­ვა­ნი... ახ­ლო­საა ეს სა­ხე­ლი რო­მან­ტი­კას­თან. თვი­თონ რო­გო­რი ტი­პია ნე­ტავ? თუ ამარ­თ­ლებს თა­ვის სა­ხელს? ვნა­ხოთ. თუ ამიყ­ვანს მდივ­ნად, გა­მოჩ­ნ­დე­ბა.

და­გი­რე­კავ­თო, გაპ­რან­ჭულ­მა მე­ნე­ჯერ­მა მითხ­რა, და მეც და­ვემ­შ­ვი­დო­ბე.
ძლივს მივ­ლას­ლა­სებ­დი სახ­ლის­კენ, აღა­რაფ­რის იმე­დი არ მქონ­და. ამ­ხე­ლა კომ­პა­ნი­ის შე­ფი ალ­ბათ ან უფ­რო გა­მოც­დილს აიყ­ვანს, ან უფ­რო სექ­სუ­ა­ლურს. აი, ის გო­გო რომ იყო, თა­თა, თვა­ლებს რომ აბ­რი­ა­ლებ­და და ხუ­თი ზო­მის მკერდს რომ ათან­თა­ლებ­და ღრმა დე­კოლ­ტე­ში.
ერ­თი სიტყ­ვით, ჩე­მი ბი­ნის ზღურბლს რომ გა­და­ვა­ბი­ჯე, სა­ბო­ლო­ოდ ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ არა­ვი­თა­რი შან­სი არ მქონ­და. დი­ვან­ზე მი­ვეგ­დე და თვა­ლე­ბი ჭერს მი­ვაშ­ტე­რე. მე­ქა­ნი­კუ­რად ღი­ღი­ნიც კი წა­მო­ვიწყე: "ბინ­დის­ფე­რია სო­ფე­ლი, უფ­რო და უფ­რო ბინ­დ­დე­ბა­ა­ა­ა"...
უეც­რად მო­ბი­ლურ­მა და­იწ­კ­რი­ა­ლა. ვი­ფიქ­რე, მო­რი­გი სი­ურ­პ­რი­ზია, ალ­ბათ ბე­ბო ისევ გა­ი­პა­რა-მეთ­ქი, და ფე­ხის თი­თე­ბით მოვ­წიე ჩემ­კენ დივ­ნის კუთხე­ში მიგ­დე­ბუ­ლი ხელ­ჩან­თა, რომ მო­ბი­ლუ­რი ამო­მე­ღო.
ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მე­ზობ­ლის ვე­ნე­რას მა­გივ­რად, მა­მა­კა­ცის ხმა გა­ის­მა.


- ალო, გის­მენთ! - შეც­ბუ­ნე­ბულ­მა ვუ­პა­სუ­ხე.
- ანი­კა ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი ხართ?
- დი­ახ, - რა­ღაც­ნა­ი­რად და­ვი­ძა­ბე.
- მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი გი­რე­კავთ, - გა­მეც­ნო მა­მა­კა­ცი და კი­ნა­ღამ მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე.
ჩე­მი მო­მა­ვა­ლი უფ­რო­სი პირ­და­პირ საქ­მე­ზე გა­და­ვი­და.
- შე­გიძ­ლი­ათ, პა­რას­კევს, სა­მის ნა­ხე­ვარ­ზე ჩვენ­თან მოხ­ვი­დეთ?
- რა თქმა უნ­და, - რაც შე­მეძ­ლო, მშვი­დად ვუ­პა­სუ­ხე.
- გმად­ლობთ, გე­ლო­დე­ბით, - და ეგ­რე­ვე გა­მი­თი­შა.
ვაუ! რა უც­ნა­უ­რია! რო­დის იყო, უფ­რო­სე­ბი თვი­თონ ურე­კავ­დ­ნენ შერ­ჩე­ულ კან­დი­და­ტებს? რა­ღა­ცა­შია საქ­მე. ან მთლად წყალ­წა­ღე­ბუ­ლია ეს სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნია, ან კი­დევ... ან კი­დევ, არ ვი­ცი. ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ...

პა­რას­კევს სა­გულ­და­გუ­ლოდ გა­მო­ვიპ­რან­ჭე - ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო ლი­მო­ნის­ფე­რი პი­ჯა­კი ჩა­ვიც­ვი, შა­ვი შარ­ვა­ლი, შა­ვი მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი და რო­ცა "მი­ნი­ტა­უნს" მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, შე­ვე­ცა­დე, საქ­მი­ა­ნი ქა­ლის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­მე­ღო, თუმ­ცა ნერ­ვე­ბი დაწყ­ვე­ტა­ზე მქონ­და. მი­სა­ღებ­ში ოც­და­ა­თი­ო­დე წლის სიმ­პა­თი­უ­რი, ორ­სუ­ლი ქა­ლი იჯ­და. ალ­ბათ ის, რო­მე­ლიც მე უნ­და შე­მეც­ვა­ლა.
- გა­მარ­ჯო­ბა. მე ანი­კა ვარ, ახ­ვ­ლე­დი­ა­ნი, - თა­ვა­ზი­ა­ნი ღი­მი­ლით მი­ვე­სალ­მე მდი­ვანს.
- სა­სი­ა­მოვ­ნოა. ბა­ტო­ნი მირ­ზა გე­ლო­დე­ბათ, - ფეხ­მ­ძი­მე ქა­ლი წა­მოდ­გა და უფ­რო­სის კა­ბი­ნე­ტის კა­რი შე­ა­ღო. - ახა­ლი მდი­ვა­ნი მო­ვი­და, ბა­ტო­ნო მირ­ზა! - გა­ვი­გო­ნე მი­სი ნათ­ქ­ვა­მი.

დი­რექ­ტო­რის პა­სუ­ხი ვერ მო­ვის­მი­ნე, რად­გან ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან თვა­ლებ­ზე ბინ­დი გა­და­მეკ­რა და სმე­ნა და­მეხ­შო, მხო­ლოდ მა­შინ მო­ვე­გე გონს, კა­რის ზღურ­ბ­ლ­ზე რომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი.
- მობ­რ­ძან­დით... აგერ დაბ­რ­ძან­დით, - რბი­ლი ტო­ნით მი­მი­პა­ტი­ჟა მა­მა­კაც­მა და სა­ვარ­ძ­ლი­დან წა­მო­ი­წია.
ოც­დათხუთ­მეტ წლამ­დე იქ­ნე­ბო­და. მა­ღა­ლი, ახო­ვა­ნი, ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი და მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა. ასე­თი გა­რეგ­ნო­ბის კა­ცებს, ჩვე­უ­ლებ­რივ, ქა­ლე­ბის­თ­ვის ღვთის წყა­ლო­ბად წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ თა­ვი.
კომ­პა­ნი­ის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა ყუ­რადღე­ბით შე­მათ­ვა­ლი­ე­რა.

- ახალ­გაზ­რ­და ყო­ფილ­ხართ, - თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და სა­ზურ­გე­ზე ნე­ბივ­რად გა­დაწ­ვა.
ეს რა, და­ნა­შა­უ­ლია? აქამ­დე არ იცო­და? რო­ცა ჩემს მო­ნა­ცე­მებს გა­ეც­ნო, ხომ ნა­ხა, რომ 26 წლის ვარ?
- და ძა­ლი­ან კარ­გი სპე­ცი­ა­ლის­ტი, - თით­ქოს ჯიბ­რ­ზე და­ვამ­თავ­რე მი­სი ფრა­ზა. ნამ­დ­ვი­ლად არ მქონ­და თავ­მ­დაბ­ლო­ბის დრო. თავს თუ არ წარ­მო­ვა­ჩენ­დი, რო­გორც თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და საქ­მი­ა­ნი ქა­ლი, წა­სუ­ლი იყო ჩე­მი საქ­მე.
- ამას შემ­დე­გი დღე­ე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, - თვი­თო­ნაც ჯიბ­რი­ა­ნად მო­მი­გო, თან თვალს არ მა­შო­რებ­და.
- რით და­გა­ინ­ტე­რე­სათ ამ სა­მუ­შა­ომ? - მე­დი­დუ­რად მკითხა.
ერ­თი ამას უყუ­რეთ! შენ­მა მზემ, შენც ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბას მთა­ვა­ზობ, შუ­რით გას­კ­დე­ბი­ან უმუ­შევ­რე­ბი! რას გა­და­მე­კი­და, თუ მი­ღე­ბა უნ­და, მი­მი­ღოს და მორ­ჩა! - ვფიქ­რობ­დი და ვგრძნობ­დი, რო­გორ მე­კი­დე­ბო­და ბრა­ზი.
- და­ინ­ტე­რე­სე­ბის რა გითხ­რათ... უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა სამ­სა­ხუ­რი.
- ანუ?
- ანუ... - ცო­ტა­თი და­ვი­ბე­ნი, ემანდ კარ­ში არ გა­მის­რო­ლოს-მეთ­ქი. - მდივ­ნო­ბა სუ­ლაც არ არის ჩე­მი მო­წო­დე­ბა და არც ისე­თი თა­ნამ­დე­ბო­ბაა, დავ­ხარ­ბ­დე, მაგ­რამ ჩე­მი პრო­ფი­ლით ძნე­ლია სამ­სა­ხუ­რის პოვ­ნა, ამი­ტომ დრო­ე­ბით ამა­საც დავ­ჯერ­დე­ბი.
აი, თავ­ხე­დო­ბის დო­ნე. თით­ქოს მე კი არა, ჩე­მი პი­რით სხვა ლა­პა­რა­კობ­და. სუ­ლაც არ მინ­დო­და, მის თვალ­ში ამ­პარ­ტა­ვა­ნი და მე­დი­დუ­რი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. არ ვი­ცი, სა­ი­დან მო­მად­გა ენა­ზე ეს სიტყ­ვე­ბი. უცებ, რა­ტომ­ღაც, თა­ვის გა­მო­ჩე­ნის სურ­ვი­ლი და­მე­უფ­ლა.
ჩა­ი­ცი­ნა და თა­ვი ოდ­ნავ, თით­ქ­მის შე­უმ­ჩ­ნევ­ლად გა­აქ­ნია.

- მშობ­ლე­ბი გყავთ?
ამ კითხ­ვას ნამ­დ­ვი­ლად არ ვე­ლო­დი. რა კავ­შირ­შია მშობ­ლე­ბი ჩემს სამ­სა­ხურ­თან? მე­გო­ნა, მკითხავ­და, რა პრო­ფე­სი­ის ხა­რო? ჭარ­ხა­ლი­ვით გავ­წით­ლ­დი, გა­ჭირ­ვე­ბით გა­და­ვა­გო­რე ნერ­წყ­ვი და მიმ­ქ­რა­ლი ხმით მი­ვუ­გე:
- არა, ობო­ლი ვარ.
- არც ქმა­რი?
ქმა­რიო... მე­უღ­ლე მა­ინც ეთ­ქ­ვა. ნამ­დ­ვი­ლი გორ­სა­ლაა, ზრდი­ლო­ბა ვე­რა­ვინ ას­წავ­ლა ნე­ტავ? ან ის არ აინ­ტე­რე­სებს, ობო­ლი რა­ტომ ვარ?
- არც მე­უღ­ლე, - ხაზ­გას­მით ვუ­პა­სუ­ხე.
- აჰა... იმე­დია, და­მა­ტე­ბი­თი სა­ა­თე­ბის გა­მო პრობ­ლე­მე­ბი არ შე­გექ­მ­ნე­ბათ...
გუ­ლი ლა­მის ამო­მი­ვარ­და სა­გუ­ლი­დან. გა­მო­დის, არც ისე ცუ­და­დაა საქ­მე.
- არა, არ შე­მექ­მ­ნე­ბა. ზედ­მე­ტი დრო ზედ­მე­ტად მაქვს, - წა­ვი­ო­ხუნ­ჯე.
ერ­თხანს მი­ყუ­რა, თვალს არ მა­ცი­ლებ­და, თით­ქოს ყოყ­მა­ნობ­სო. მე­რე კი, რო­გორც იქ­ნა, ბო­ლო შე­კითხ­ვაც და­მის­ვა:
- რო­დის შე­უდ­გე­ბით მუ­შა­ო­ბას, იქ­ნებ ორ­შა­ბა­თი­დან?
- იყოს ორ­შა­ბა­თი­დან, - თა­ვი დავ­ხა­რე, სი­ხა­რუ­ლი რომ და­მე­მა­ლა.
მირ­ზაშ­ვილ­მა კი­დევ ერ­თხელ და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რა მეს­რო­ლა, თმის ძი­რი­დან ფეხ­საც­მ­ლის ჭვინ­ტამ­დე ჩა­მათ­ვა­ლი­ე­რა, მე­რე მომ­ხიბ­ვ­ლე­ლად გა­მი­ღი­მა და თქვა:
- მა­შინ, ორ­შა­ბა­თამ­დე...
მი­სა­ღებ­ში გა­მო­სულ­მა ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ დამ­ც­ვა­რო­და მთე­ლი სხე­უ­ლი ოფ­ლით. რო­გორც იქ­ნა, ვე­ღირ­სე სტა­ბი­ლურ სამ­სა­ხურს. ქუ­ჩა-ქუ­ჩა აღარ მო­მი­წევს წან­წა­ლი. რა მა­გა­რია!
- თქვენ რა გქვი­ათ? - ყო­ფილ მდი­ვანს შე­ვე­კითხე და წინ ჩა­მო­ვუ­ჯე­ქი.
- ირა.
- პირ­ვე­ლია? - თვა­ლით ბურ­თი­ვით მუ­ცელ­ზე ვა­ნიშ­ნე.
- დი­ახ, პირ­ვე­ლი... ბი­ჭია, - "მა­ხა­რა".
- გი­ლო­ცავთ, ღმერ­თ­მა ჯან­მ­რ­თე­ლი გა­გი­ზარ­დოთ!
- მად­ლო­ბა, ანი­კა, - გა­მი­ში­ნა­ურ­და ქა­ლი.
- იცით, რა მა­ინ­ტე­რე­სებს, ირა? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­მე­ბა­და კითხ­ვა და თა­ვი მის­კენ ისე მივ­წიე, თით­ქოს დიდ სა­ი­დუმ­ლოს ვუმ­ჟ­ღავ­ნებ­დი. - გუ­შინ­წინ თვი­თონ და­მი­რე­კა და და­მი­ბა­რა და... ყო­ველ­თ­ვის ასე იქ­ცე­ვა? ცო­ტა გა­მიკ­ვირ­და. რო­დის იყო, დი­რექ­ტო­რე­ბი თვი­თონ ურე­კავ­დ­ნენ თა­ნამ­შ­რომ­ლებს...
- ა, ეს ახა­სი­ა­თებს, - გა­ე­ცი­ნა ირას. - მის­თ­ვის ხმას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს და აქ­ცენტს. ხმა თუ არ მო­ე­წო­ნა, ან კუთხუ­რი აქ­ცენ­ტი თუ აქვს გო­გოს, ასეთს მდივ­ნად არ აიყ­ვანს.
- ააა, აი, თურ­მე რა ყო­ფი­ლა, - მეც გა­მე­ცი­ნა. 

- რო­გორც ჩანს, თქვე­ნი ხმა მო­ე­წო­ნა. თან, გაპ­რან­ჭუ­ლა­დაც არ სა­უბ­რობთ, არც აქ­ცენ­ტი გაქვთ. მე რომ ამიყ­ვა­ნა, მა­შინ ერ­თი გო­გო­ნა იყო სა­მეგ­რე­ლო­დან, ისე არ­ბი­ლებ­და ლ-ს, კი­ნა­ღამ გა­გიჟ­და, მე­ო­რედ ასე­თე­ბი კან­დი­დატ­თა სი­ა­ში არ ჩა­მის­ვა­თო. ერ­თი კი­დევ, ძა­ლი­ან "სვეც­კობ­და", ისე წე­ლავ­და სიტყ­ვებს. იმა­ზეც იგი­ვე რე­აქ­ცია ჰქონ­და. უბ­რა­ლო კა­ცია და უბ­რა­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი მოს­წონს.
- უბ­რა­ლო კა­ცია? - ცო­ტა არ იყოს, გა­მიკ­ვირ­და, სუ­ლაც არ დამ­რ­ჩა ასე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა.
- მარ­თ­ლა კარ­გი ადა­მი­ა­ნია, თვი­თო­ნაც ნა­ხავთ. მო­გე­წო­ნე­ბათ. ისე­თი გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნია, არ ვი­ცი. სულ მეხ­მა­რე­ბო­და ეს თვე­ე­ბი, შე­ღა­ვათს მი­კე­თებ­და. ფუ­ლი­თაც და­მეხ­მა­რა, რა ვი­ცი... - უხერ­ხუ­ლად გა­ი­ღი­მა ირამ.
- დი­დი მად­ლო­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის, წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ, ჩე­მო კარ­გო, - და­ვემ­შ­ვი­დო­ბე ყო­ფილ მდი­ვანს და ფრთა­შეს­ხ­მუ­ლი­ვით წა­მო­ვე­დი.

თე­ბერ­ვა­ლი ბო­ლო დღე­ებს ით­ვ­ლი­და. გა­უ­თა­ვებ­ლად წვიმ­და. დღეს კი გა­და­ი­ღო წვი­მამ, მაგ­რამ ისე აცივ­და, აშ­კა­რა იყო, მო­თოვ­და.
ღა­მით ცუ­დად მე­ძი­ნა და დი­ლით ნა­ცე­მი­ვით დავ­ლას­ლა­სებ­დი ოთა­ხი­დან სამ­ზა­რე­უ­ლო­ში. ჯერ კი­დევ სა­მი კვი­რის წინ სი­ხა­რუ­ლით მეცხ­რე ცა­ზე დავ­ფ­რი­ნავ­დი, რომ სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვე - ხუმ­რო­ბა ხომ არ იყო მირ­ზაშ­ვი­ლის მდი­ვან-თა­ნა­შემ­წე­ო­ბა? მაგ­რამ ასე რამ მო­მიშ­ხა­მა გუ­ნე­ბა? რა­ღაც არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. უაზ­როდ დავ­ბო­რი­ა­ლებ­დი აქეთ-იქით. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე იყო, აღარც ბე­ბია გაქ­ცე­უ­ლა ეს ერ­თი ხა­ნია არ­სად, მაგ­რამ რა­ღაც მა­ინც ვერ იყო რიგ­ზე.
"მი­ნი­ტა­უნ­ში", რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ისე ვგრძნობ­დი თავს. ზოგ­ჯერ სა­მუ­შაო თავ­ზე საყ­რე­ლი მქონ­და, მაგ­რამ ეს მომ­წონ­და კი­დე­ვაც. ჩემს მო­ვა­ლე­ო­ბას მშვე­ნივ­რად გა­ვარ­თ­ვი თა­ვი, ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი იყო. უეც­რად გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და. სამ­სა­ხურ­ში ყვე­ლა ანი­კას მე­ძახ­და, ის კი, პა­ტივ­ცე­მუ­ლი შე­ფი, ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კაო, ასე მომ­მარ­თავ­და. ჰმ... რო­დის გახ­და მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი ჩემ­თ­ვის "ის", უკ­ვე აღარ მახ­სოვს. თავ­და­პირ­ვე­ლად მთლი­ა­ნად სა­მუ­შა­ო­ში ვი­ყა­ვი ჩაფ­ლუ­ლი. ძა­ლას არ ვი­შუ­რებ­დი, რომ შე­ნიშ­ვ­ნა არ და­მემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა.
ერთ დღე­საც, საქ­მი­ა­ნი ცი­ებ-ცხე­ლე­ბა რომ მქონ­და, სა­ტე­ლე­ფო­ნო ზარ­მა გა­მო­მაფხიზ­ლა.

- მირ­ზას სთხო­ვეთ, თუ შე­იძ­ლე­ბა, ანა ვარ, - უცე­რე­მო­ნი­ოდ ითხო­ვა ვი­ღა­ცამ და... იმ დღი­დან და­იწყო: ლე­ლა, მა­რი, შო­რე­ნა... ქა­ლე­ბის მთე­ლი კა­ლე­ი­დოს­კო­პი გა­ი­ჩი­თა.
არა, ამა­ზე აღარ უნ­და ვი­ფიქ­რო! ეს მე არ მე­ხე­ბა!
გემ­რი­ე­ლად ვი­ბა­ნა­ვე და წას­ვ­ლი­სას სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში შე­ვავ­ლე თვა­ლი. კმა­ყო­ფი­ლი დავ­რ­ჩი, მად­ლო­ბა სარ­კეს!
მირ­ზაშ­ვი­ლი ჯერ არ მობ­რ­ძა­ნე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტომ ოფი­სის სრულ ბა­ტონ-პატ­რო­ნად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი. ისე­დაც არ არის კომ­პა­ნია თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბით გა­ბევ­რე­ბუ­ლი. სულ ცხრა ადა­მი­ა­ნი ვმუ­შა­ობთ, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი.
სა­სი­ა­მოვ­ნო იდი­ლია ტე­ლე­ფო­ნის ზარ­მა და­მირ­ღ­ვია.
- მირ­ზას სთხო­ვეთ, - გა­ის­მა ქა­ლის ნერ­ვი­უ­ლი ხმა, - ქე­თი ვარ. ანი­კა, შენ ხარ, საყ­ვა­რე­ლო?

- დი­ახ, - ღი­მი­ლი მო­მე­რია. მომ­წონ­და ეს ქე­თი, ხში­რად მო­სუ­ლა აქ თა­ვის მე­უღ­ლეს­თან ერ­თად. - ბა­ტო­ნი მირ­ზა ჯერ არ მო­სუ­ლა. თუ გნე­ბავთ, გა­დავ­ცემ, რომ და­რე­კეთ.
უცებ ქე­თის პა­სუხ­მა სის­ხ­ლი გა­მი­ყი­ნა ძარ­ღ­ვებ­ში:
- არა, არა, ნუ­რა­ფერს ეტყ­ვი! თა­ზომ არ გა­ი­გოს, რომ დავ­რე­კე, თო­რემ მომ­კ­ლავს. ისე­დაც ჭკუ­ა­ზე არ არის, - ეს თქვა და გა­მი­თი­შა.
გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით ვი­დე­ქი. გა­მარ­თ­ლ­და ჩე­მი ეჭ­ვი. სხვა­თა შო­რის, ქე­თის ქმა­რი, თა­ზო ბე­დი­ა­ნაშ­ვი­ლი მირ­ზას ძმა­კა­ცია. ნუ­თუ მე­გობ­რის ცო­ლებ­საც არ ინ­დობს? გა­მო­მიჩ­ნ­და ესეც კა­ზა­ნო­ვა! შე­ვე­ცა­დე, თა­ვი­დან ამო­მეგ­დო ეს აზ­რი. რა ჩე­მი საქ­მეა, ვის ცოლს ჩა­იწ­ვენს ლო­გინ­ში მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი? ფუ! ნამ­დ­ვი­ლი ურ­ჩხუ­ლია!

ამ დროს კარ­მა გა­იჭ­რი­ა­ლა და ისიც გა­მოჩ­ნ­და.
- რა არის ახა­ლი? - საქ­მი­ა­ნად მკითხა.
"დი­ლა მშვი­დო­ბი­სა" სად და­ტო­ვა? რა უზ­რ­დე­ლია, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად!
- ქე­თიმ და­რე­კა, ბე­დი­ა­ნაშ­ვილ­მა, მაგ­რამ არა­ფე­რი და­უ­ბა­რე­ბია.
- ალ­ბათ კი­დევ და­რე­კავს, - უდარ­დე­ლად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და კა­ბი­ნეტს მი­ა­შუ­რა.
ერ­თი ამას და­მი­ხე­დეთ, რა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლია! გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა, მტრუ­ლად გავ­ხე­დე და­ხუ­რულ კარს და თა­ვი ქა­ღალ­დებ­ში ჩავ­რ­გე.

ის იყო, შეს­ვე­ნე­ბი­დან დავ­ბ­რუნ­დი, რომ ში­და ტე­ლე­ფო­ნი აწ­კ­რი­ალ­და, რომ­ლი­თაც უფ­რო­სი მი­კავ­შირ­დე­ბო­და.
- ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა, შე­მო­დით ჩემ­თან!
ბლოკ­ნოტს წა­მო­ვავ­ლე ხე­ლი და შე­ვე­დი... ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ვი­წერ­დი შე­ფის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს. უეც­რად ისევ და­რე­კა ტე­ლე­ფონ­მა. მირ­ზაშ­ვი­ლი ყურ­მილს დას­წ­ვ­და.
- ქე­თე­ვან! - შეს­ძა­ხა და სა­ხე ღი­მილ­მა გა­უ­ნა­თა. - რა ქარ­მა გად­მო­გაგ­დო ამ ხაზ­ზე? - გა­ე­ხუმ­რა.
სკამ­ზე უხერ­ხუ­ლად ავ­წ­რი­ალ­დი. წა­მო­ვი­წიე. "ქა­რის გად­მოგ­დე­ბულ­თან" რომ და­ას­რუ­ლებს ჭუკ­ჭუკს, მე­რე შე­მო­ვალ-მეთ­ქი, მაგ­რამ მირ­ზამ ხე­ლით მა­ნიშ­ნა, დარ­ჩიო.
- ტყუ­ი­ლად ნერ­ვი­უ­ლობ, ქე­თო! არა მგო­ნია, გაყ­რა უნ­დო­დეს. გეჩ­ვე­ნე­ბა რა­ღაც.
მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბა ბა­ტო­ნი შე­ფი. თა­ზოს ისე უყ­ვარს თა­ვი­სი ცო­ლი, და­შო­რე­ბა აზ­რა­დაც არ მო­უ­ვა, მა­ში­ნაც კი, თუ­კი ყვე­ლა­ფერს გა­ი­გებს.
სა­ბედ­ნი­ე­როდ, მა­თი სა­უ­ბა­რი დიდ­ხანს არ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლა.
- კარ­გი, კარ­გი, დამ­შ­ვიდ­დი. რო­გორ­მე გა­მოვ­ნა­ხავ დროს და ხვალ სად­მე გა­ვი­ა­როთ. ჰო, აბა, რა, - შეჰ­პირ­და ქალს.
ოჰ, რო­გორ მახ­რ­ჩობ­და ბრა­ზი! ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ყელ­ში ვწვდო­მო­დი და იქ­ვე მი­მეხ­რ­ჩო!..

ავტორი სვეტა კვარაცხელია

გაგრძელება იქნება
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
tata
momwonss
00:48 / 12-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი