ნოველები

ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი. თავი 2

ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი. თავი 2
არა, რა! ვერ ვის­წავ­ლე ჭკუა! რა ჩე­მი საქ­მეა ეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ძმა­კაცს რქებს რომ ად­გამს? ეს ხომ უკ­ვე მე­ტის­მე­ტია? - მორ­ჩი ის­ტე­რი­კას, კარ­გი, რა. ხომ იცი, რომ თა­ზო ვე­რა­ფერს ხვდე­ბა? - რაც შე­იძ­ლე­ბო­და რბი­ლად და ტკბი­ლად ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და მირ­ზა. - ოოოჰ, უკ­ვე ნერ­ვებს მიშ­ლი! - წა­მო­იყ­ვი­რა უცებ და მოთ­მი­ნე­ბი­დან გა­მო­სულ­მა ყურ­მი­ლი ბერ­კეტ­ზე და­ა­ხეთ­ქა.
- რა არ მოგ­წონთ, ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა? - მო­მიბ­რუნ­და მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
გავ­შ­რი. ყვე­ლა­ფერს ვე­ლო­დი და ამ შე­კითხ­ვას - ნამ­დ­ვი­ლად არა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბრა­ზი ყელ­ში მქონ­და
მობ­ჯე­ნი­ლი, შე­ვე­ცა­დე, სიმ­შ­ვი­დე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა და შეფს "მე ვინ მე­კითხე­ბას" მზე­რით გავ­ხე­დე.
- აი, აქ მაქვს თქვე­ნი ამ­პარ­ტავ­ნე­ბა უკ­ვე! - იფეთ­ქა უეც­რად. - მა­ინც რა არ მოგ­წონთ ამ­ჯე­რად?
ცა­ლი წარ­ბი ამ­რე­ზით ავა­თა­მა­შე, თა­ვი გვერ­დით გა­დავ­ხა­რე და ჯი­ქურ მი­ვა­ხა­ლე:
- "ამ­ჯე­რა­დამ­დე" რო­დის რა არ მო­მე­წო­ნა, უფ­რო­სო?
- ნუ "მებ­ლა­ტა­ვე­ბი", თუ შე­იძ­ლე­ბა! - მა­გი­და­ზე მუშ­ტი მსუ­ბუ­ქად დაჰ­კ­რა. - და გა­მე­ცი კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხი!
სხვა გზა არ მქონ­და, გუ­ლახ­დი­ლად უნ­და მე­პა­სუ­ხა, თო­რემ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სამ­სა­ხურს გა­მოვ­თხო­ვე­ბო­დი.
- რო­ცა ქე­თიმ და­რე­კა...
- ქალ­ბა­ტონ­მა ქე­თიმ, - ირო­ნი­უ­ლად შე­მის­წო­რა.
ალე­წილ­მა თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რე და და­ძა­ბუ­ლი ხმით გა­ვაგ­რ­ძე­ლე:
- რო­ცა ქალ­ბა­ტონ­მა ქე­თიმ და­რე­კა, მთხო­ვა, ჩემ­მა ქმარ­მა არ უნ­და გა­ი­გო­სო...
- რაო, რაო? - ეტყო­ბა, მირ­ზაშ­ვილ­მა ის-ის იყო, გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი. - თქვენ გგო­ნი­ათ, ქე­თი­ნო ჩე­მი საყ­ვა­რე­ლია?
- ეს მე არ მე­ხე­ბა! - ხმა­დაბ­ლა ჩა­ვი­დუ­დუ­ნე აჭარ­ხ­ლე­ბულ­მა.
- მარ­თა­ლი ბრძან­დე­ბით! - კვლავ აუწია ხმას და წა­მოდ­გა. მეც წა­მოვ­დე­ქი. - რას ვა­კე­თებ, რო­გორ ვიქ­ცე­ვი და სად დავ­ძ­ვ­რე­ბი, ეს თქვენ სრუ­ლი­ად არ გე­ხე­ბათ. გა­სა­გე­ბია?
- თქვენ თვი­თონ მკითხეთ და მეც გი­პა­სუ­ხეთ. მე რა შუ­ა­ში ვარ? - აღ­ვ­შ­ფოთ­დი და ერ­თი­ა­ნად ავი­ძაგ­რე. ვი­ფიქ­რე, ახ­ლა ერთს გემ­რი­ე­ლად გა­მოვ­ლან­ძღავ და აქე­დან მო­ვუს­ვამ-მეთ­ქი.

- თა­ვად რო­გო­რი ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა? უმ­წიკ­ვ­ლო? უნაკ­ლო? უზა­დო? უხინ­ჯო? კი­დევ რა სი­ნო­ნი­მე­ბი გვაქვს, ერ­თი შე­მახ­სე­ნეთ? ალ­ბათ თქვენს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი რა­მე­ე­ბი და­უშ­ვე­ბელია, არა? ღმერ­თ­მა და­გი­ფა­როთ, ხომ? - არ ცხრე­ბო­და შე­ფი.
ისე შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, მზად ვი­ყა­ვი, მეც­რუა, რომ უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი მყავ­და, რომ მა­მა­კა­ცე­ბი კა­ბის კალ­თებს მა­ხევ­დ­ნენ, რომ... რომ... მაგ­რამ რომ-ის გარ­და, ერ­თი სიტყ­ვაც ვერ ამოვ­ღერ­ღე, ენა და­მე­ბა.
- რომ... - სა­ცო­და­ვად ამო­ვიკ­ნავ­ლე და გავ­ჩუმ­დი.
- მე კი ერ­თი უნი­ა­თო გო­გო მე­გო­ნეთ... კან­ცე­ლა­რი­ის ვირ­თხა... უფ­რო სწო­რად, წრუ­წუ­ნა!
წრუ­წუ­ნაო!.. ამას ვინ ჰგო­ნია თა­ვი­სი თა­ვი? ენა რო­გორ უბ­რუნ­დე­ბა ასე­თი რა­მის სათ­ქ­მე­ლად? არც ერ­თი სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­მ­ცე­მე­ლი ქა­ლი არ გა­დაყ­ლა­პავ­და მსგავს შე­უ­რაცხ­ყო­ფას.
- ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჩემ­ნა­ი­რი წრუ­წუ­ნა ვირ­თხა არას­დ­როს გახ­დე­ბა! აი, ამით წრუ­წუ­ნა ვირ­თხას ბევ­რად სჯო­ბია! - წა­ვი­სი­სი­ნე და კა­ბი­ნე­ტი­დან ტყვი­ა­ნაკ­რა­ვი­ვით გა­მოვ­ვარ­დი.

ჩემს მა­გი­დას­თან რომ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი, მა­შინ­ღა მო­ვე­გე გონს. ხე­ლის კან­კა­ლით მივ­წ­ვ­დი ლა­ბა­დას, სა­ხე­ლო­ებ­ში ძლივს გა­ვუ­ყა­რე ხე­ლი, ისე გა­ვიხ­ლარ­თე. ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა ვი­ნა­ნე, ასე რომ მო­ვი­ქე­ცი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ვინ ვარ მე, ერ­თი სა­ცო­და­ვი მდი­ვა­ნი... რა­ტომ ვაძ­ლევ თავს ამ­დე­ნის უფ­ლე­ბას?

- სა­ით თქვე­ნი მგზავ­რო­ბა? - მო­მეს­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზურგს უკან შე­ფის ხმა.
მის­კენ შევ­ბ­რუნ­დი. მირ­ზაშ­ვი­ლი კარს მიყ­რ­დ­ნო­ბო­და და დამ­ცი­ნა­ვად, მაგ­რამ ინ­ტე­რე­სით შე­მომ­ყუ­რებ­და.
- რო­გორც მივ­ხ­ვ­დი, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ვარ სამ­სა­ხუ­რი­დან, - ახ­ლა უკ­ვე მე­ტი სიმ­ტ­კი­ცე შე­მე­პა­რა ხმა­ში.
- ამის თა­ო­ბა­ზე წი­ნას­წარ გაც­ნო­ბებთ, - თქვა და თა­ვი­სი სა­ფირ­მო ღი­მი­ლით დას­ძი­ნა: - დღეს კი გვი­ა­ნო­ბამ­დე მო­გი­წევთ მუ­შა­ო­ბა.
ხე­ლე­ბი უღო­ნოდ ჩა­მო­ვუშ­ვი. რო­გორ მინ­დო­და, ხმა­უ­რი­ა­ნად გა­მე­ჯა­ხუ­ნე­ბი­ნა კა­რი და ამით ამო­მენ­თხია ამ­დე­ნი ხნის დაგ­რო­ვი­ლი ბოღ­მა, მაგ­რამ ამის გამ­კე­თე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი და ეს ამ ვაჟ­ბა­ტონ­მაც იცო­და...

ცი­ვი ომი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. მუ­შა­ო­ბამ ოდ­ნავ გა­მი­ნე­ლა ბრა­ზი, მაგ­რამ შინ რომ დავ­ბ­რუნ­დი, კვლავ ავი­ფოფ­რე. დაწ­ვ­რი­ლე­ბით გა­ვიხ­სე­ნე ყო­ვე­ლი სიტყ­ვა, ყო­ვე­ლი წვრილ­მა­ნი და შე­მე­შინ­და... რო­გორ გავ­ბე­დე ამ­დე­ნის თქმა? რა­ტომ და­ვა­ყე­ნე საფ­რ­თხის ქვეშ ჩე­მი და ბე­ბი­ა­ჩე­მის არ­სე­ბო­ბა? ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ეშ­მა­კუ­რად და­მეძ­ვ­რი­ნა თა­ვი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან?
ერ­თი სიტყ­ვით, და­სა­ძი­ნებ­ლად რომ ვწვე­ბო­დი, სა­კუ­თარ და­ნა­შა­ულ­ში სა­ბო­ლო­ოდ ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი. "ხვალ, რო­გორც კი მი­ვალ, ბო­დიშს მო­ვუხ­დი. სუ­ლაც არ მჭირ­დე­ბა მი­სი ყუ­რადღე­ბა, უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა, კარ­გად ბრძან­დე­ბო­დეს! ამი­ე­რი­დან მხო­ლოდ და მხო­ლოდ სა­მუ­შაო და მე­ტი არა­ფე­რი", - ვუბ­რ­ძა­ნე ჩემს თავს და დავ­წე­ქი.

მე­ო­რე დღეს დათ­რ­გუნუ­ლი მი­ვე­დი სამ­სა­ხურ­ში. ფე­თი­ა­ნი­ვით ვე­ცი ქა­ღალ­დებს და მუ­შა­ო­ბას შე­ვუ­დე­ქი. მა­ლე ისიც გა­მოჩ­ნ­და. წა­მოვ­დე­ქი და უსიტყ­ვოდ მი­ვა­ჩერ­დი. წი­ნა­ღა­მით მო­ფიქ­რე­ბუ­ლი სა­ბო­დი­შო სიტყ­ვე­ბი სადღაც გა­მიქ­რა, ხმა ვერ ამო­ვი­ღე. მირ­ზამ ყუ­რადღე­ბით, და­ჟი­ნე­ბით შე­მავ­ლო თვა­ლი. ჯერ ჩე­მი გიშ­რის­ფე­რი თმა შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, მე­რე კოხ­ტად მორ­გე­ბულ პი­ჯაკ­ზე გა­და­ი­ტა­ნა მზე­რა და ბო­ლოს სა­ხე და ტუ­ჩე­ბი და­მით­ვა­ლი­ე­რა.
მივ­ხ­ვ­დი, ახ­ლა თუ ვერ ვეტყო­დი მირ­ზაშ­ვილს იმას, რაც უნ­და მეთ­ქ­ვა, სა­მუ­და­მოდ დავ­კარ­გავ­დი სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მას.
- მინ­და, გუ­შინ­დე­ლი საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის მო­გი­ბო­დი­შოთ, - მო­ნა­ნიე ტო­ნით ამოვ­თ­ქ­ვი და ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ამით გუ­ლი ვერ მო­ვულ­ბე. ისევ ცი­ვად მიმ­ზერ­და.

- და მი­უ­ხე­და­ვად ბო­დი­ში­სა, ისევ ისე ფიქ­რობთ, არა? შე­ხე­დუ­ლე­ბა არ შეგ­ც­ვ­ლი­ათ ჩემ­ზე? - გულ­გ­რი­ლად მკითხა.
- დი­ახ, - ისე მშვიდად მი­ვუ­გე, თვი­თო­ნაც სახ­ტად დავ­რ­ჩი. - შე­ხე­დუ­ლე­ბა არ შე­მიც­ვ­ლია. უკაც­რა­ვად.
წა­მით თით­ქოს თვა­ლე­ბი შუ­შის გა­უხ­და.
- მა­შინ, თქვე­ნი ბო­დი­ში ანუ­ლი­რე­ბუ­ლია, - გა­მო­მი­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი.
თა­ვი სრულ იდი­ო­ტად ვიგ­რ­ძე­ნი. რა სა­კუ­თა­რი თა­ვის პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე იყო ლა­პა­რა­კი? ჩე­მი ბო­დი­შიც კი არ მი­ი­ღო. თვი­თონ ქმრი­ან ქალ­თან დაძ­ვ­რე­ბა, თა­ნაც, ვის­თან, ძმა­კა­ცის ცოლ­თან, და ჩემ­გან ბო­დიშ­საც კი არ იღებს. ოხ, რა სი­ა­მოვ­ნე­ბით ჩა­ვა­ფე­თებ­დი იმ მწვა­ნე თვა­ლებ­ში გემ­რი­ელ მუშტს, ნე­ტავ იცო­დეს!
ერ­თი სა­ქა­ღალ­დე გამ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ით მა­გი­და­ზე და­ვუ­დე და გა­მოვ­ბ­რუნ­დი.
ამ დროს შე­ფის ხა­ვერ­დო­ვა­ნი ხმა მო­მეს­მა:

- და­ნარ­ჩე­ნი ხვა­ლის­თ­ვის გა­და­დეთ, ანი­კა!
რაო? ანი­კაო? ამის გა­გო­ნე­ბა­ზე მუხ­ლე­ბი მო­მეკ­ვე­თა. ეს პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, ჩემს სა­ხელს წინ "ქალ­ბა­ტო­ნო" რომ არ წა­უმ­ძღ­ვა­რა. მოზღ­ვა­ვე­ბულ­მა სი­ხა­რულ­მა ლა­მის წამ­ლე­კა. რას მიქ­ვია, გა­დავ­დო, უამ­რა­ვი საქ­მეა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გა­და­დე­ბა?! - ავ­წ­რი­ალ­დი, მაგ­რამ რა ავ­წ­რი­ალ­დი! ძლივს ადა­მი­ა­ნურ მი­მარ­თ­ვას ვე­ღირ­სე და ახ­ლა მე რა­ღა გა­მა­ჩე­რებს? მაგ­რამ სწო­რედ ამ დროს გა­მახ­სენ­და, რომ დღეს ქე­თის­თან ერ­თად უნ­და გა­ე­სე­ირ­ნა. აი, თურ­მე რა­ტო­მაა კარგ ხა­სი­ათ­ზე.

შეს­ვე­ნე­ბი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დი და ჩემს სა­მუ­შაო მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქი, მირ­ზას ოთა­ხი­დან გაცხა­რე­ბუ­ლი კა­მა­თის ხმა შე­მო­მეს­მა. კა­რი ოდ­ნავ შე­ღე­ბუ­ლი იყო და ყვე­ლა­ფე­რი გარ­კ­ვე­ვით ის­მო­და.
- რა თა­მა­ში წა­მო­იწყე, ანა? რა­ღაც ვერ ვხვდე­ბი, სა­ით უმიზ­ნებ! - მკვა­ხედ ეკითხე­ბო­და ვი­ღა­ცას მირ­ზაშ­ვი­ლი.
- რა მოგ­დის? გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი მით­ქ­ვამს, - ქა­ლის გაპ­რან­ჭუ­ლი პა­სუ­ხი მომ­წ­ვ­და.
- არ გით­ქ­ვამს! ჩე­მი თვა­ლის ახ­ვე­ვას ნუ ცდი­ლობ. არ გა­მო­ვა ეგ საქ­მე, თვი­თო­ნაც კარ­გად იცი. მე შენ არა­ფერს შეგ­პი­რე­ბი­ვარ.
- გა­გიჟ­დი? რას ამ­ბობ, მირ­ზა! თავ­ში აზ­რა­დაც არ გა­მივ­ლია მსგავ­სი არა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, ქე­თის ვუთხა­რი, აგა­რა­კის ყიდ­ვას აპი­რებს და მი­ხა­რია-მეთ­ქი.
- აპი­რებს კი არა, ვა­პი­რებ­თო, გით­ქ­ვამს. ასე­თი უხე­ში შან­ტა­ჟი ჩემ­თან არ გა­გი­ვა, გა­სა­გე­ბია შენ­თ­ვის?
- მე მხო­ლოდ ის მინ­დო­და...
- ვი­ცი, რაც გინ­დო­და, - უხე­შად გა­აწყ­ვე­ტი­ნა ქალს, რო­მელ­საც ხმა და­უწ­ვ­რილ­და, შე­იძ­ლე­ბა, ატირ­და კი­დე­ვაც, - ჩემს გეგ­მებ­ში შე­ნი ცო­ლო­ბა არას­დ­როს შე­დი­ო­და და შენ ამის შე­სა­ხებ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან იცო­დი. მგო­ნი, უკ­მა­ყო­ფი­ლო არ და­მი­ტო­ვე­ბი­ხარ.
- რო­გორ მი­ბე­დავ ასეთ ლა­პა­რაკს?! - აწივ­ლ­და ქა­ლი. - ისე მე­ლა­პა­რა­კე­ბი, რო­გორც "პრას­ტი­ტუტ­კას"! ვის რა ჭი­რად უნ­და შე­ნი ცო­ლო­ბა, შე ტი­ლი­ა­ნო! სი­მარ­თ­ლე თუ გინ­და იცო­დე, ფე­ხებ­ზე მკი­დი­ხარ! - შემ­დეგ სკა­მი გახ­რი­გინ­და, ქა­ლის ქუს­ლე­ბის პა­კა­პუ­კი გა­ის­მა და კა­რი გა­ი­ღო თუ არა, სა­ხე­ა­ჭარ­ხ­ლე­ბუ­ლი, თვა­ლებ­და­წით­ლე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ქა­ლი გა­მო­ვარ­და მირ­ზაშ­ვი­ლის კა­ბი­ნე­ტი­დან. იგი აქამ­დე არ მე­ნა­ხა. გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ვა­ჩერ­დი და მი­სა­სალ­მებ­ლად მო­ვემ­ზა­დე, მაგ­რამ მას ჩემ­თ­ვის ზე­დაც არ შე­მო­უ­ხე­დავს, ისე გა­ვარ­და მი­სა­ღე­ბი­დან.
- ეს ვინ­ღაა? - სწო­რედ ამ დროს შე­ფი კა­ბი­ნე­ტის კა­რის ზღურბლს მო­ად­გა.
შე­ში­ნე­ბულ­მა გავ­ხე­დე.
- შენ რა, ყურს გვიგ­დებ­დი?
მო­უ­ლოდ­ნე­ლად ფე­ხე­ბი თით­ქოს ბამ­ბის გა­მიხ­და, ხო­ლო სა­ხე ისე მო­მეღ­რი­ცა, რამ­დე­ნი­მე წა­მით კრინ­ტი ვერ დავ­ძა­რი, მაგ­რამ მა­ლე­ვე ავიყ­ვა­ნე თა­ვი ხელ­ში და მტკი­ცედ მი­ვუ­გე:
- ძა­ლი­ან ნუ გახ­ვე­დით თავს, უფ­რო­სო! თქვე­ნი ყუ­რის­გ­დე­ბა ჩემს ინ­ტე­რეს­ში არ შე­დის. შეს­ვე­ნე­ბა­ზე ვი­ყა­ვი გა­სუ­ლი და რომ მოვ­ბ­რუნ­დი, ჩე­მი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბას შე­ვუ­დე­ქი. ჩე­მი ბრა­ლი არაა, თუ ქა­ლე­ბი კა­ბი­ნეტ­ში გი­ვარ­დე­ბი­ან გა­მო­სა­ლან­ძღა­ვად!
ცო­ტა არ იყოს, და­იბ­ნა, ჩემ­გან ასეთ ტონს არ ელო­და, მე­რე კი ოდ­ნავ დამ­შ­ვი­დე­ბუ­ლი ხმით თქვა:
- და კა­რი რა­ტომ არ მო­ხუ­რე?
- კა­რი მე არ და­მი­ტო­ვე­ბია ღია, ასე დამ­ხ­ვ­და. მე­გო­ნა, სპე­ცი­ა­ლუ­რად და­ტო­ვეთ შე­ღე­ბუ­ლი. მე რა ვი­ცი!
- ო-ჰო-ჰო... ბრჭყა­ლე­ბიც გა­მო­ვა­ჩი­ნეთ. აი, კი­დევ ერ­თი ჩე­მი სა­ი­დუმ­ლოს "მფლო­ბე­ლი" გახ­დით. ალ­ბათ აწი თქვენ­გან უნ­და და­ვე­ლო­დო შან­ტაჟს, არა? 

- თქვენ უბ­რა­ლოდ... უბ­რა­ლოდ... - გა­წიწ­მა­ტე­ბულ­მა სა­ჭი­რო სიტყ­ვა უცებ ვერ ვი­პო­ვე. - ძა­ლი­ან ულ­მო­ბე­ლი ხართ!
- მე ვარ ულ­მო­ბე­ლი? გო­გო, ცო­ტა და­ფიქ­რ­დი, სა­ნამ რა­მეს იტყ­ვი! - და­მიღ­რი­ა­ლა. - რო­ცა ის­მენ ისეთ რა­მეს, რაც შენ­მა ყუ­რებ­მა არ უნ­და მო­ის­მი­ნოს და ამა­ზე შე­ნიშ­ვ­ნას გაძ­ლევ, მო­ბო­დი­შე­ბის ნაც­ვ­ლად, უნ­და და­მა­და­ნა­შა­უ­ლო და მითხ­რა, ულ­მო­ბე­ლი ხა­რო?
- ნუ მიყ­ვი­რით, თუ შე­იძ­ლე­ბა, - ძა­ლი­ან მშვი­დად შე­ვე­პა­სუ­ხე, - მე თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი არ ვარ, მე თქვე­ნი მდი­ვა­ნი ვარ და, სხვა­თა შო­რის, სა­ნი­მუ­შო მდი­ვა­ნი, ამი­ტომ თქვენ­გან ამ შე­ნიშ­ვ­ნას არას დი­დე­ბით არ მი­ვი­ღებ. არ მა­კად­როთ და არ გა­კად­რებთ. ჩე­მი უფ­რო­სი რომ ხართ, არ ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლაფ­რის უფ­ლე­ბა გაქვთ.

ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, გა­ჩუმ­და, პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია. მე­რე უცებ გატ­რი­ალ­და და კა­ბი­ნეტ­ში შე­ვი­და. ერ­თი­ა­ნად ვცახ­ცა­ხებ­დი. არ ვი­ცო­დი, რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ კვლავ გა­მო­ვი­და. ხელ­ში თა­ბა­ხე­ბის კო­ნა ეჭი­რა.
- ეს ჩემს იურის­ტ­თან წა­ი­ღე და და­ა­მოწ­მე­ბი­ნე. დღეს­ვე! ხვალ დი­ლით მა­გი­და­ზე მე­დოს, ძა­ლი­ან მჭირ­დე­ბა! - ამ სიტყ­ვე­ბით ქა­ღალ­დე­ბი აგ­დე­ბუ­ლად წინ და­მი­ყა­რა და სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით გა­ვი­და.
ახ­ლა კი უარე­სად გავ­ბ­რაზ­დი, მაგ­რამ რას გა­ვაწყობ­დი? წა­მო­ვავ­ლე ჩემს ჩან­თას ხე­ლი, თა­ბა­ხე­ბი სა­ქა­ღალ­დე­ში ჩა­ვა­ლა­გე და იღ­ლი­ა­ში ამო­ვი­ჩა­რე, ხო­ლო გას­ვ­ლი­სას ისე გა­მო­ვი­ჯა­ხუ­ნე კა­რი, ლა­მის ამო­ვაგ­დე ან­ჯა­მე­ბი­დან.

ის ღა­მე თეთ­რად გა­ვა­თე­ნე. თვალს დავ­ხუ­ჭავ­დი თუ არა, ვცდი­ლობ­დი, წარ­მო­მედ­გი­ნა, რას აკე­თებ­და თა­ვი­სი ძმა­კა­ცის ცოლ­თან. ერთ ქალ­თან ნაჩხუ­ბა­რი მე­ო­რეს­თან რო­გორ გა­ერ­თო­ბო­და. ბრა­ზის­გან ბა­ლიშ­საც კი და­ვუ­ში­ნე მუშ­ტე­ბი. რა ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბო­დი, ეს ბა­ლი­ში მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლის თა­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო!..

დი­ლით ძლივს გა­ვა­ხი­ლე თვა­ლე­ბი. სადღაც გამ­თე­ნი­ი­სას წა­მარ­თ­ვა ძილ­მა თა­ვი და გა­ვი­თი­შე. გაღ­ვი­ძე­ბაც გა­მი­ჭირ­და და ად­გო­მაც. არა­და, შე­ფის­თ­ვის უნ­და მი­მეს­წ­რო და და­მოწ­მე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი მა­გი­და­ზე და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა.
ის იყო, გას­ვ­ლას ვა­პი­რებ­დი, რომ ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნი აწ­კ­რი­ალ­და. ასე ად­რე ბე­ბია თუ და­მი­რე­კავ­და, სხვა არა­ვინ, მაგ­რამ ბე­ბია არ აღ­მოჩ­ნ­და. ვე­ნე­რა იყო, რო­მელ­მაც მა­უწყა, ბე­ბი­ა­შე­ნი ისევ გა­ი­პა­რა და ვერ­სად ვპო­უ­ლო­ბო.
კის­რის­ტე­ხით და­ვეშ­ვი კი­ბე­ზე. ისე ულა­ზა­თოდ ვად­გამ­დი ფე­ხებს, თით­ქოს კა­ცი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და წილ­კან­ში გავ­ქან­დი. სა­ცაა, თო­ვას და­იწყებ­და. ნე­ტავ პალ­ტო თუ მა­ინც აც­ვია? ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე შე­მაჟ­რ­ჟო­ლა. იქ­ნებ უკ­ვე დაბ­რუნ­და შინ? ასეთ ამინ­დ­ში შორს ხომ ვერ წა­ვი­დო­და.

ამა­ოდ ვი­ნუ­გე­შებ­დი თავს. სო­ფელ­ში ჩა­სულს სახ­ლის კა­რი ღია დამ­ხ­ვ­და, მაგ­რამ ბე­ბია არ­სად ჩან­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გო­ნე­ბა გა­მი­ნათ­და. წი­ნა "გაქ­ცე­ვის" დროს ბე­ბო ჩვენს ძველ სახ­ლ­ში დაბ­რუნ­და, რო­მე­ლიც გავ­ყი­დეთ. კვლავ გა­ვა­ჩე­რე ტაქ­სი და ახ­ლა ჩვე­ნი ყო­ფი­ლი ბი­ნის­კენ გავ­ქან­დი.
ჩე­მი ვა­რა­უ­დი გა­მარ­თ­ლ­და. სწო­რედ მა­შინ შე­ა­ჩე­რა მძღოლ­მა მან­ქა­ნა ტრო­ტუ­არ­თან, რო­ცა ჩე­მი ბე­ბო სა­დარ­ბა­ზო­ში შე­ცუხ­ცუ­ხე­ბას აპი­რებ­და.
- ბე­ბი­კო! - და­ვუ­ძა­ხე.
ჩია მო­ხუ­ცი შე­მობ­რუნ­და და ჩემ და­ნახ­ვა­ზე სა­ხე გა­უ­ნათ­და.
- ანი­კა, აქ ხარ, შვი­ლო? წე­ღან გი­ვი­კო შემ­ხ­ვ­და, ჩვე­ნი ძვე­ლი მე­ზო­ბე­ლი. მო­ტო­ციკ­ლი უყი­დია და შემ­პირ­და, გა­გა­სე­ირ­ნე­ბო.
ღმერ­თო, რა დროს მო­ტო­ციკ­ლია, სამ­სა­ხურ­ში და­მაგ­ვი­ან­და! - გა­ვი­ფიქ­რე, ხმა­მაღ­ლა კი მხო­ლოდ ეს ვუთხა­რი:
- ჰო, ბე­ბო, გა­გა­სე­ირ­ნებს, მაგ­რამ ახ­ლა ჩემ­თან უნ­და წა­ვი­დეთ...

პირ­ვე­ლი ხდე­ბო­და, სამ­სა­ხურ­ში რომ მი­ვე­დი. ფარ­თხა­ფურ­თხით ჩავ­ჩურ­თე ჩან­თა მა­გი­დის უჯ­რა­ში და კა­ბი­ნე­ტის კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე. შიგ­ნი­დან ჩა­მი­ჩუ­მი არ ის­მო­და. გა­მი­ხარ­და, შე­ფი ად­გილ­ზე რომ არ დამ­ხ­ვ­და, მაგ­რამ სი­ხა­რუ­ლი არ დამ­ცალ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­სა­ღე­ბის კა­რი გა­ი­ღო და მირ­ზა წინ ამეს­ვე­ტა.
- რა­კი ბრმა ნაწ­ლა­ვის შე­ტე­ვით სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში არ მოხ­ვ­დით, იქ­ნებ პა­ტი­ვი დამ­დოთ და მითხ­რათ, სად და­სე­ირ­ნობ­დით? - მი­სი სარ­კას­ტუ­ლი ტო­ნი მა­გი­ჟებ­და.
- ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და, ბა­ტო­ნო მირ­ზა, მა­პა­ტი­ეთ, - რო­გორც იქ­ნა, ამოვ­ღერ­ღე იმ იმე­დით, რომ იგი ჩემს აწით­ლე­ბულ სა­ხეს ვერ შე­ამ­ჩ­ნევ­და.
- ასე­თი რა ოჯა­ხუ­რი პრობ­ლე­მე­ბი გა­მო­გიჩ­ნ­დათ? - არ მეშ­ვე­ბო­და. - რა, ერ­თ­მა­ნეთ­თან და­შო­რე­ბა გა­გი­ჭირ­დათ?
ნერ­ვებ­მა მი­ღა­ლა­ტა და თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე:
- თქვენ­სა­ვით წე­სე­ბის გა­რე­შე არ ვცხოვ­რობ! და, თუ შე­იძ­ლე­ბა, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მი­ხედ­ვით ნუ მსჯე­ლობთ! - ჯი­ქურ მი­ვა­ხა­ლე.
აი, ახ­ლა კი ნამ­დ­ვი­ლად მი­მახ­რ­ჩობს ჩე­მი ძვირ­ფა­სი შე­ფი. რა მრჯის, ჩემ­სას რომ არ ვიშ­ლი, რა­ტომ მის­წ­რებს ენა ყო­ველ­თ­ვის წინ, რა­ტომ? ამის გა­ფიქ­რე­ბის­თა­ნა­ვე შე­ვე­ცა­დე შეც­დო­მის გა­მოს­წო­რე­ბას:
- გვი­ა­ნო­ბამ­დე დავ­რ­ჩე­ბი, ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებ...
- კარ­გა­დაც მო­იქ­ცე­ვით. ყვე­ლა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა დღეს­ვე მჭირ­დე­ბა. იმა­ზე რა ქე­ნით, გუ­შინ რომ გად­მო­გე­ცით? თუ მეხ­სი­ე­რე­ბა არ მღა­ლა­ტობს, მა­გი­და­ზე უნ­და დამ­ხ­ვედ­რო­და, მაგ­რამ დი­ლით რა­ტომ­ღაც ვერ შე­ვამ­ჩ­ნიე, - უხე­შად შე­მაწყ­ვე­ტი­ნა და ნიშ­ნის მო­გე­ბით გა­მი­ღი­მა.
ამ­ქ­ვეყ­ნად არა­ვინ და არა­ფე­რი შემ­ძუ­ლე­ბია ისე, რო­გორც იმ­წუ­თას მირ­ზაშ­ვი­ლი მძულ­და.

- სა­მა­გი­ე­როდ, ახ­ლა გი­დევთ მა­გი­და­ზე, - ვალ­ში არ დავ­რ­ჩი და თავ­ხე­დუ­რად მი­ვუ­გე.
- ვნა­ხოთ, ვნა­ხოთ... დღეს მე არ ვიქ­ნე­ბი, მა­ლე უნ­და გა­ვი­დე, - თქვა და ჩემს ფე­რად ოთხ­კუთხა ქა­ღალ­დებს, ჩა­სა­ნიშ­ნად რომ ვი­ყე­ნებ­დი ხოლ­მე, ერ­თი ცა­ლი მო­აძ­რო, წე­ბო­დაკ­რულ მხა­რე­ზე ამო­ატ­რი­ა­ლა, ჯი­ბი­დან მრგვალ­ბურ­თუ­ლი­ა­ნი რონ­დო ამო­ი­ღო და გაკ­რუ­ლი ხე­ლით მი­სა­მარ­თი წა­ა­წე­რა. - ეს ქე­თის სახ­ლის მი­სა­მარ­თია, გვი­ა­ნო­ბამ­დე იქ ვიქ­ნე­ბი. რო­ცა ყვე­ლა­ფერს მორ­ჩე­ბით, იმე­დია, არ და­ი­ზა­რებთ და მა­სა­ლებს იქ მო­მი­ტანთ.
თავ­ხე­დო­ბის დო­ნე ნა­ხეთ! ამ თა­ვი­სი კრე­ტი­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბის გა­მო სადღაც უნ­და მა­წან­წა­ლოს, ვი­თომ ხვალ დი­ლით ვერ მო­ას­წ­რებ­და დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის აღე­ბას! სა­მა­გი­ე­როს მიხ­დის.
უნე­ბუ­რად თვა­ლი ფან­ჯ­რის­კენ გა­მექ­ცა. თოვ­ლი წა­მო­სუ­ლი­ყო. მირ­ზამ თვა­ლი გა­ა­ყო­ლა ჩემს მზე­რას. რა­ტომ­ღაც, იღი­მო­და.

ისევ მო­მე­ძა­ლა სი­ძულ­ვი­ლი. თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად მორ­ჩი­ლად და­ვუქ­ნიე თა­ვი და სქე­ლი სა­ქა­ღალ­დე წინ და­ვი­დე. გუ­ლი მე­რე­ო­და იმის გახ­სე­ნე­ბა­ზე, რომ გვი­ა­ნო­ბამ­დე უნ­და მე­მუ­შა­ვა და მე­რე საყ­ვა­რელ­თა­ნაც უნ­და მი­მე­კითხა მის­თ­ვის. ვი­ფიქ­რე, ამ ბო­ლო და­ვა­ლე­ბას გა­ვაპ­რო­ტეს­ტებ-მეთ­ქი, მაგ­რამ შე­ფის თვა­ლებ­ში გამ­კ­რ­თალ­მა ეშ­მა­კურ­მა ნა­პერ­წ­კალ­მა მა­ი­ძუ­ლა, პრო­ტეს­ტ­ზე უარი მეთ­ქ­ვა.
- კი­დევ რას მიბ­რ­ძა­ნებთ? - საქ­მი­ა­ნი შე­კითხ­ვა დავ­ს­ვი.

მა­მა­კა­ცის თვა­ლებ­ში წა­მით, მხო­ლოდ წა­მით გა­ი­ელ­ვა რა­ღა­ცამ, აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბის თუ მო­წო­ნე­ბის მსგავ­ს­მა, რაც ეგ­რე­ვე და­ვი­ჭი­რე, მაგ­რამ რად­გან არა­ფე­რი მითხ­რა, ვი­ფიქ­რე, რომ შევ­ც­დი და ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ მო­მეჩ­ვე­ნა.

კა­ბი­ნეტ­ში დიდ­ხანს არ დარ­ჩე­ნი­ლა, ორი­ო­დე წუ­თის შემ­დეგ ჩაც­მულ-და­ხუ­რუ­ლი გა­მო­ვი­და და ჩემს მა­გი­დას­თან კი­დევ ერ­თხელ შედ­გა. ცო­ტა ხანს და­ჟი­ნე­ბუ­ლი მზე­რით შე­მომ­ც­ქე­რო­და, შემ­დეგ კი, თით­ქოს სა­ხე­ზე მათ­რა­ხი გა­და­მაწ­ნაო, მითხ­რა:
- ასე რომ, პა­ემ­ნის გა­და­დე­ბა მო­გი­წევთ, ბრა­ზი­ა­ნო ანი­კა, - და გა­ვი­და.
მზად ვი­ყა­ვი და­მე­ფი­ცე­ბი­ნა, რომ გას­ვ­ლი­სას მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლი უს­ტ­ვენ­და - ნე­ბა-ნე­ბა, უდარ­დე­ლად.
გა­მა­ლე­ბით შე­ვუ­დე­ქი მუ­შა­ო­ბას, მთე­ლი დღე თა­ვი არ ამი­წე­ვია, ყა­ვის და­ლე­ვაც კი გა­და­მა­ვიწყ­და. ცხრა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა მქონ­და შე­სად­გე­ნი, მე­რე ასაკ­რე­ფი და ბო­ლოს ამო­სა­ბეჭ­დი. ქან­ცი გამ­წყ­და. სა­ღა­მოს რვა სა­ა­თის­თ­ვის და­ვამ­თავ­რე მუ­შა­ო­ბა - ლი­მო­ნი­ვით ვი­ყა­ვი გა­მო­წუ­რუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გულ­ში ვზე­ი­მობ­დი, რომ მის ჯი­ნა­ზე მა­ინც მო­ვას­წა­რი. ტრი­უმ­ფის გრძნო­ბას მირ­ზას მი­მართ და­უძ­ლე­ვე­ლი სი­ძულ­ვი­ლი ერ­თ­ვო­და. დე­გე­ნე­რა­ტი მე­ქალ­თა­ნე! რო­გორ მძულს, რო­გორ მძულს ეს კა­ცი, ნე­ტავ იცო­დეს! ალ­ბათ ახ­ლა თა­ვის ქმრი­ან საყ­ვა­რელ­თან ერ­თო­ბა. უნა­მუ­სო!

გამ­ზა­დე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია სა­ქა­ღალ­დე­ში ჩა­ვა­ლა­გე და ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ­მა ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე. კი­დევ კარ­გი, ტაქ­სი უცებ გა­მოჩ­ნ­და, თო­რემ ისე ცი­ო­და, ცო­ტაც და, ალ­ბათ ძვლე­ბი გა­მე­ყი­ნე­ბო­და. თო­ვას გა­და­ე­ღო, მაგ­რამ ყი­ნავ­და. სი­ცი­ვის­გან მა­ძაგ­ძა­გებ­და. ბე­ბოს დღე­ვან­დელ­მა საქ­ცი­ელ­მა მთლი­ა­ნად ამო­მაგ­დო კა­ლა­პო­ტი­დან. კარ­გი იქ­ნე­ბა, ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბას თუ არ ავი­კი­დებ. დი­ლი­დან რომ ჩა­მეჭ­რა სი­ცი­ვე, ვე­რა და ვერ მო­ვა­ხერ­ხე გათ­ბო­ბა. მთე­ლი დღის უჭ­მე­ლი, შიმ­შილ­მაც შე­მა­წუ­ხა. რა­ღაც რომ არ მე­ჭა­მა, გუ­ლი წა­მი­ვი­დო­და.
რო­გორც კი მან­ქა­ნა ქე­თის კორ­პუსს მი­უ­ახ­ლოვ­და, მძღოლს ეგ­რე­ვე გა­ჩე­რე­ბა ვთხო­ვე, რად­გან იქ­ვე კა­ფეს მოვ­კა­რი თვა­ლი. ხტუნ­ვა-ხტუნ­ვით შევ­ვარ­დი შე­ნო­ბა­ში და ყა­ვა და ნამ­ცხ­ვა­რი შე­ვუკ­ვე­თე.

დრო თით­ქოს უსაშ­ვე­ლოდ გა­ი­წე­ლა. რო­გორც იქ­ნა, მა­ღირ­სეს, მაგ­რამ რად გინ­და - ყა­ვაც და ნამ­ცხ­ვა­რიც სა­შინ­ლად უგე­მუ­რი აღ­მოჩ­ნ­და. მა­ინც მი­ვე­ძა­ლე, ახ­ლა ჭირ­ვე­უ­ლო­ბის დრო არ იყო. ნაჩ­ქა­რე­ვად გა­დავ­სან­ს­ლე ნამ­ცხ­ვა­რი, ყა­ვაც დავ­ლიე და გა­მო­ვე­დი. რის ვაი-ვაგ­ლა­ხით მი­ვაღ­წიე ქე­თის სა­დარ­ბა­ზომ­დე. კი­ბეს ავუ­ყე­ვი. ბო­ლო სარ­თულ­ზე ასულ­მა და უკ­ვე აქო­ში­ნე­ბულ­მა, ზა­რი დავ­რე­კე. კა­რი მა­ლე­ვე გა­ი­ღო და ზღურ­ბ­ლ­ზე გა­ო­ცე­ბუ­ლი ქე­თე­ვა­ნი გა­მოჩ­ნ­და.

თავები დაიდება ყოველდღე
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ დაწყება
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93