ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 3

ბროწეულის გაზაფხული. თავი 3
ქა­ლი ისე შეც­ბუნ­და ჩემ და­ნახ­ვა­ზე, თვა­ლე­ბი და­აჭყი­ტა.
- მობ­რ­ძან­დით, მობ­რ­ძან­დით, - ჩა­ი­ლა­პა­რა­კა გა­ო­ცე­ბულ­მა და გან­ზე გად­გა, რომ გა­ვე­ტა­რე­ბი­ნე.
უეც­რად ჰოლ­ში მირ­ზა გა­მოჩ­ნ­და. ტან­საც­მე­ლი გა­მო­ეც­ვა­ლა, ცის­ფე­რი პე­რან­გი და უზა­დოდ მორ­გე­ბუ­ლი შა­ვი პი­ჯა­კი ეც­ვა. ისიც გა­ოგ­ნე­ბუ­ლი შე­მო­მა­ჩერ­და.

- თქვენ აქ რა გინ­დათ? ხომ მშვი­დო­ბაა? - მკითხა.
ჩვენ სამს შო­რის ყვე­ლა­ზე გა­ო­ცე­ბუ­ლი მე დავ­რ­ჩი. მზად ვი­ყა­ვი, ამ თავ­ხე­დის­თ­ვის თვა­ლე­ბი ამო­მე­ჩიჩ­ქ­ნა.
- თა­ვად არ და­მი­ბა­რეთ? მო­გი­ტა­ნეთ მა­სა­ლე­ბი. დღეს­ვე მჭირ­დე­ბაო და... - ძლივს ამოვ­თ­ქ­ვი, ტი­რი­ლამ­დე მი­სულ­მა.
- რა იდი­ო­ტებ­თან მაქვს
საქ­მე! - უკ­მა­ყო­ფი­ლოდ ჩა­ი­დუ­დუ­ნა და ქე­თის მი­უბ­რუნ­და:
- შე­იძ­ლე­ბა კა­ბი­ნეტ­ში შე­ვი­დეთ?
ქალ­მა უსიტყ­ვოდ და­უქ­ნია თა­ვი. ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო, სად შე­მიყ­ვან­დ­ნენ, სი­ცი­ვის­გან ერ­თი­ა­ნად ამი­ტა­ნა კან­კალ­მა.
- მთლად გა­ლურ­ჯე­ბულ­ხართ, - თან თავს აქ­ნევ­და, თან წინ მი­მიძღო­და.
- თქვენც გა­ლურ­ჯ­დე­ბო­დით, ასეთ ამინ­დ­ში ლა­ბა­დით რომ გევ­ლოთ.
ისე გა­მომ­ხე­და, თით­ქოს უდი­დე­სი შე­უ­რაცხ­ყო­ფა მი­მე­ყე­ნე­ბი­ნოს.
- მე­რე­და, პალ­ტო ვერ ჩა­იც­ვით? თუ არ გაქვთ?
ყელ­ში მქონ­და ამო­სუ­ლი მი­სი დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნი.
- არ მე­გო­ნა, თუ გა­თოვ­დე­ბო­და.
- და დი­ლი­დან რომ ექ­ვ­სი გრა­დუ­სი ყინ­ვა იყო, ეგ არა­ფე­რი? - დამ­ტუქ­სა.
კა­ბი­ნე­ტის­კენ რომ მივ­დი­ო­დით, თვა­ლი ჰოლ­ში ჩა­მო­კი­დე­ბუ­ლი სარ­კის­კენ გა­მექ­ცა და თვა­ლებს არ და­ვუ­ჯე­რე - იქი­დან თმა­გა­წე­წი­ლი, ფერ­და­კარ­გუ­ლი და ტუ­ჩებ­გა­ფით­რე­ბუ­ლი უბად­რუ­კი არ­სე­ბა შე­მომ­ც­ქე­რო­და.
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემ­ნა­ი­რი თა­ნა­შემ­წე დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე სხვას არა­ვის ჰყავს, - გა­ი­ხუმ­რა მირ­ზაშ­ვილ­მა და პა­ტა­რა ოთახ­ში შე­მიძღ­ვა.
შეს­ვ­ლის­თა­ნა­ვე ელექ­ტ­რო­ბუ­ხა­რი ჩარ­თო და მითხ­რა:
- ახ­ლა­ვე მო­ვალ.
ბუ­ხარ­თან მი­ვი­ყუ­ჟე, რომ ოდ­ნავ მა­ინც გა­მეთ­ბო გა­ყი­ნუ­ლი სხე­უ­ლი.
მირ­ზა პირ­სა­ხო­ცი­თა და ხა­ო­ი­ა­ნი ხა­ლა­თით ხელ­ში დაბ­რუნ­და.
- ქე­თი­ნო სტუმ­რებს ვერ და­ტო­ვებს, ამი­ტომ მე მო­გემ­სა­ხუ­რე­ბით. იმე­დია, უარს არ მეტყ­ვით, - თქვა და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლად გა­მი­ღი­მა.
- გმად­ლობთ, არ ვსა­ჭი­რო­ებ არა­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბას, მე თვი­თო­ნაც მო­ვუვ­ლი ჩემს თავს.
- ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, - შემ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით მო­მი­გო, - მაგ­რამ მე ხომ თქვე­ნი უფ­რო­სი ვარ. ამი­ტომ ნუ მო­მაკ­ლებთ ამ სი­ა­მოვ­ნე­ბას, - ისევ გა­ი­ხუმ­რა, მაგ­რამ სა­ცო­და­ვად აკან­კა­ლე­ბულს რომ შე­მომ­ხე­და, მა­შინ­ვე და­სე­რი­ო­ზულ­და. - გა­ი­ხა­დეთ ლა­ბა­და და ეს ხა­ლა­თი ჩა­იც­ვით, მა­ლე გათ­ბე­ბით. მე­რე კი ცხე­ლი შხა­პი მი­ი­ღეთ.


ლა­ბა­დის ღი­ლებს წა­ვე­ტა­ნე, მაგ­რამ ისე მქონ­და თი­თე­ბი გა­ყი­ნუ­ლი, არა­ფე­რი გა­მომ­დი­ო­და.
მი­მიხ­ვ­და. მო­მი­ახ­ლოვ­და და თვი­თონ ჩა­მიხ­ს­ნა ღი­ლე­ბი, მე­რე გახ­და­შიც და­მეხ­მა­რა.

- მე თვი­თონ! - გა­ვაპ­რო­ტეს­ტე, მაგ­რამ - მხო­ლოდ სიტყ­ვე­ბით, რად­გან ვი­ცო­დი, რომ ვერც პი­ჯა­კის გახ­დას შევ­ძ­ლებ­დი და­მო­უ­კი­დებ­ლად.
რო­ცა მე­ხე­ბო­და, გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე მქონ­და. სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ეს კა­ცი მომ­წონ­და.
- ვხე­დავ, არ ხართ შეჩ­ვე­უ­ლი მა­მა­კა­ცის­გან გახ­დას, ჭირ­ვე­უ­ლო ანი­კა, მაგ­რამ მე სხვა ვარ, ჩე­მი არ უნ­და მო­გე­რი­დოთ, - ისე ალერ­სი­ა­ნად მითხ­რა, ღი­მი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.

- ბლუ­ზა­საც ხომ არ გა­იხ­დით ბა­რემ? აჯო­ბებს, წყა­ლი ახ­ლა­ვე გა­და­ივ­ლოთ, ასე უცებ გათ­ბე­ბით, - და სა­ნამ რა­მის თქმას მო­ვას­წ­რებ­დი, ხე­ლის სწრა­ფი მოძ­რა­ო­ბით ჩა­მიხ­ს­ნა ზე­და­ტა­ნის ელ­ვა­შე­საკ­რა­ვი.
- კი­დევ დაგ­რ­ჩათ რა­მე? - ისე მკითხა, რომ ნამ­დ­ვი­ლად ბი­უს­ტ­ჰალ­ტე­რის სა­მაგრს გუ­ლის­ხ­მობ­და.
უკან გავ­ხ­ტი, უარის ნიშ­ნად, თავს უაზ­როდ ვაქ­ნევ­დი და რა­ღა­ცის თქმას ვცდი­ლობ­დი. ამ­ჯე­რად მირ­ზამ შე­იწყ­ნა­რა ჩე­მი უარი და დამ­რი­გებ­ლუ­რად მომ­მარ­თა:
- ნუ ღე­ლავთ, აქ არა­ფე­რი გე­მუქ­რე­ბათ, მე ხომ სხვა ვარ.
- აბა­ზა­ნის მი­ღე­ბას არ ვა­პი­რებ, ისე­დაც გავ­თ­ბე­ბი! - პირ­ქუ­შად ვუთხა­რი, გა­უნ­ძ­რევ­ლად ვი­დე­ქი და ცრემ­ლ­მო­რე­უ­ლი შევ­ყუ­რებ­დი მწვა­ნეთ­ვა­ლე­ბა კაცს.
- უც­ნა­უ­რი გო­გო ხართ, ანი­კა, - თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და თვა­ლებ­ში სით­ბო გა­უკ­რ­თა. მე­რე ხა­ლა­თი მო­მა­წო­და და ოთა­ხი­დან გა­ვი­და.

ფარ­თხა­ფურ­თხით გა­ვუ­ყა­რე უზარ­მა­ზარ ხა­ლათ­ში ხე­ლე­ბი და თბი­ლად გა­ვეხ­ვიე შიგ­ნით. ელექ­ტ­რო­ბუ­ხარ­თან ახ­ლოს, ხა­ლი­ჩა­ზე ჩავ­ცუც­ქ­დი და კარს მიღ­მა მხი­ა­რულ ხორ­ხოცს მი­ვა­ყუ­რა­დე. ამ დროს ჩემს ზურგს უკან კა­რი გა­ი­ღო და სტუმ­რე­ბის სი­ცილ-ხარ­ხა­რის ხმა ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რა კა­ბი­ნეტ­ში. მო­ვი­ხე­დე და ჩე­მი შე­ფი და­ვი­ნა­ხე.


- აი, ეს და­ლი­ეთ, ლი­მო­ნი­ა­ნი ჩაი, ცხე­ლი სითხე მო­გიხ­დე­ბათ. ცო­ტა გონს მოხ­ვალთ, სა­ნამ ვი­ლა­პა­რა­კებთ, - და ლან­გა­რი მო­მა­წო­და.
- ვი­ლა­პა­რა­კებთ? იმე­დია, აქაც არ ვი­მუ­შა­ვებთ! - წა­მოდ­გო­მა ვცა­დე, მაგ­რამ ხე­ლით მა­ნიშ­ნა, იჯე­ქიო.
- ვხე­დავ, ძვე­ლე­ბუ­რი რი­ხი დაგ­ბ­რუ­ნე­ბი­ათ, - ალერ­სი­ა­ნად შე­ნიშ­ნა და სკა­მი ჩემ­კენ გა­მო­ა­ჩო­ჩა. - ისა­დი­ლეთ მა­ინც დღეს?
- ამ­წუ­თას. კა­ფე­ში შე­ვი­ა­რე, რომ ცო­ტა მე­ჭა­მა. დღეს ძა­ლი­ან აირია ამინ­დი, - ვთქვი და შევ­ხე­დე. - უკ­ვე ჩავ­თ­ბი.
- კარ­გია, და­ლი­ეთ ჩაი.
ისევ და­იწყო მბრძა­ნებ­ლო­ბა. ასე­თი კი ნამ­დ­ვი­ლად არ მომ­წონს. მინ­და, რომ მუ­დამ ალერ­სი­ან­სა და ყუ­რადღე­ბი­ანს ვხე­დავ­დე. ღმერ­თო, რა აზ­რე­ბი მომ­დის თავ­ში, მთლად გავ­რე­კე! რო­გორც ჩანს, თოვ­ლ­მა ტვი­ნი გა­მი­ყი­ნა.

- მა­პა­ტი­ეთ, შე­გა­წუ­ხეთ, დროსტა­რე­ბას მო­გაც­დი­ნეთ, - დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით წა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე და სურ­ნე­ლო­ვა­ნი ჩაი მოვ­ს­ვი. - მაგ­რამ ჩე­მი ბრა­ლი არ არის, მე თქვენს მი­თი­თე­ბას ვას­რუ­ლებ­დი.
- რას ვი­ფიქ­რებ­დი, ასე თუ გა­და­დებ­დით თავს?! ბო­ლოს და ბო­ლოს, შე­გეძ­ლოთ და­გე­რე­კათ, - ცი­ვად წარ­მოთ­ქ­ვა.
- თქვენ არ გით­ქ­ვამთ, და­მი­რე­კე­თო... მე ახ­ლა­ვე წა­ვალ, - გა­მომ­წ­ვე­ვად მი­ვუ­გე.
- იჯე­ქით, სა­დაც ზი­ხართ! არ­სა­დაც არ წახ­ვალთ! - გა­მო­მი­ტა­ნა მირ­ზამ გა­ნა­ჩე­ნი.
შე­კა­მა­თე­ბის და­უძ­ლე­ველ­მა სურ­ვილ­მა წა­მო­მი­ა­რა. ჩე­მი ახალ­შემ­თ­ბა­რი, ყვე­ლაფ­რის უარ­მ­ყო­ფე­ლი სუ­ლი შეფ­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად მო­ემ­ზა­და.
- კი­დევ რას მიბ­რ­ძა­ნებთ? იქ­ნებ სად­მე კუთხე­ში მი­ვი­კუნ­ჭო გა­თე­ნე­ბამ­დე? - ავი­ფოფ­რე.

- უკე­თე­სი ად­გი­ლის მო­ნახ­ვაც შე­იძ­ლე­ბა, - გა­მი­ღი­მა. იყო რა­ღაც მა­გი­უ­რი ამ ღი­მილ­ში. - თუმ­ცა, ცნო­ბი­სათ­ვის: ამ სახ­ლ­ში ყვე­ლა სა­ძი­ნე­ბე­ლი და­კა­ვე­ბუ­ლია.
- რო­გორ? რა სა­ძი­ნე­ბე­ლი? გგო­ნი­ათ, ამა­ღამ აქ ვა­პი­რებ დარ­ჩე­ნას? მე ჩე­მი სახ­ლი მაქვს, - რა­ღაც საფ­რ­თხე ვიგ­რ­ძე­ნი.
- კი არ აპი­რებთ, დარ­ჩე­ბით. ამა­ღამ არ­სად არ ვა­პი­რებ თქვენ გაშ­ვე­ბას. სუ­ლაც არ მინ­და, გა­ცივ­დეთ და სამ­სა­ხუ­რი გა­მიც­დი­ნოთ. ამი­ტომ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ გაქვთ. ნუ მე­კა­მა­თე­ბით, - გა­მა­ჩე­რა, რო­ცა შე­პა­სუ­ხე­ბა და­ვა­პი­რე. - აქ დარ­ჩე­ბით და ჩემს ოთახ­ში დაწ­ვე­ბით. იქ არის მე­ო­რე თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­წო­ლი.
- ამა­ზე ლა­პა­რა­კიც ზედ­მე­ტია! არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში! ტაქ­სის გა­მო­ვი­ძა­ხებ!
- იმას გა­ა­კე­თებთ, რა­საც გე­უბ­ნე­ბით! არ გვინ­და ეს ბავ­შ­ვუ­რი ჯი­უ­ტო­ბა, კარ­გი? - ტო­ნი შე­არ­ბი­ლა.
- მაგ­რამ ქე­თი... ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თის მე­რი­დე­ბა.
- ნუ გე­რი­დე­ბათ. მან უკ­ვე იცის.
- მე­რე? თა­ნახ­მაა? - ჩემ­და უნე­ბუ­რად წა­მომ­ც­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის ბრძა­ნე­ბას თუ წი­ნა­და­დე­ბას ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი, გულ­ში მი­ხა­რო­და, მას­თან ღა­მის გა­თე­ვა რომ მო­მი­წევ­და. ერ­თა­დერ­თი, რა­ზეც ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ჩემს ბი­ნა­ში მარ­ტო და­ტო­ვე­ბუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მი იყო. უნ­და და­მე­რე­კა.

მირ­ზაშ­ვილ­მა გა­მომ­ც­დე­ლად შე­მომ­ხე­და და, თით­ქოს ჩე­მი შე­კითხ­ვა არც გა­უ­გო­ნიაო, გა­აგ­რ­ძე­ლა:
- ქე­თი­ნომ გა­სათ­ბო­ბი ლე­ი­ბიც ჩა­გირ­თოთ და ღა­მის პე­რან­გიც მო­გიმ­ზა­დათ.
აი, სას­წა­უ­ლი! მის­მა საყ­ვა­რელ­მა ისე მო­აწყო ყვე­ლა­ფე­რი, რომ მირ­ზაშ­ვი­ლი სხვა ქალ­თან გა­ა­ტა­რებს ღა­მეს. ნე­ტავ რას ფიქ­რობს, ამას რომ აკე­თებს? ნუ­თუ ჩემ­ში მე­ტო­ქეს სა­ერ­თოდ ვერ ხე­დავს? ცო­ტა არ იყოს, გავ­ბ­რაზ­დი, რი­თი ვარ ნაკ­ლე­ბი?
შევ­თ­ბი თუ არა, დაღ­ლი­ლო­ბამ დამ­რია ხე­ლი. ფინ­ჯა­ნი ხმა­უ­რით დავ­დ­გი ლან­გარ­ზე და წა­მოვ­დე­ქი.
- თი­თიც რომ და­მა­კა­როთ ამა­ღამ, მოგ­კ­ლავთ! - რი­ხით და­ვე­მუქ­რე.
- ასე­თი სურ­ვი­ლი, ღმერ­თ­მა ნუ ქნას და, რომც გა­მიჩ­ნ­დეს, თქვენ არ შე­გა­წუ­ხებთ, მე თვი­თონ მო­ვიკ­ლავ თავს, - სი­ცი­ლით გა­მო­მიცხა­და.
ამ­წუ­თას მძულ­და, რომ დამ­ცი­ნო­და. ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბო­და, არა­რა­ო­ბად რომ გა­მოვ­ყავ­დი, მაგ­რამ ვერც ვაპ­რო­ტეს­ტებ­დი. ისევ გა­ჩუ­მე­ბა ვამ­ჯო­ბი­ნე.
- შე­იძ­ლე­ბა დავ­რე­კო?
- ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფონ­ზე?
- დი­ახ.
- კი ბა­ტო­ნო, ახ­ლა­ვე შე­მო­გი­ტანთ. მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი უნ­და გა­აფ­რ­თხი­ლოთ?
- არა, ოჯა­ხის წევ­რე­ბი. შინ მე­ლო­დე­ბი­ან და არ მინ­და, ინერ­ვი­უ­ლონ.
- აკი... - უნ­დო­და ეთ­ქ­ვა, შენ ხომ მშობ­ლე­ბი არ გყავ­სო, მაგ­რამ გა­ჩუმ­და, აღარ გა­აგ­რ­ძე­ლა. მიხ­ვ­და, რომ ზედ­მეტ ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბას იჩენ­და.
გა­ვი­და და ტე­ლე­ფო­ნი შე­მო­ი­ტა­ნა.
- და­რე­კეთ და მე­რე შე­მო­ვალ.
ბე­ბი­ას არ ეძი­ნა. ტე­ლე­ვი­ზორს ვუ­ყუ­რე­ბო. ვთხო­ვე, ფრთხი­ლად ყო­ფი­ლი­ყო, გა­ზი და ელექ­ტ­რო­გა­მათ­ბო­ბე­ლი ჩარ­თუ­ლი არ დარ­ჩე­ნო­და. მე­გო­ბარ­თან ვრჩე­ბი, სა­მუ­შაო მაქვს-მეთ­ქი, მო­ვატყუე. ხვა­ლამ­დე რო­გორ­მე გა­ძე­ლი და დი­ლას წილ­კან­ში და­გაბ­რუ­ნებ-მეთ­ქი.
ლა­პა­რა­კი დამ­თავ­რე­ბუ­ლი არ მქონ­და, რომ მირ­ზა შე­მო­ვი­და.
- მორ­ჩით?
- დი­ახ, - თა­ვი და­ვუქ­ნიე და ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე.
დე­რე­ფან­ში მი­მა­ვა­ლი მის ფარ­თო მხრებს და გა­მარ­თულ ზურგს ხარ­ბად ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი. რო­გორ მო­მიხ­დე­ბო­და ასე­თი კა­ცი, ვფიქ­რობ­დი ეშ­მა­კუ­რად.
მირ­ზამ სა­ძი­ნებ­ლის კა­რი გა­მო­ა­ღო და წინ გა­მა­ტა­რა. ორი სა­წო­ლი ერ­თ­მა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად იდ­გა, მათ შუა კი ღა­მის ლამ­პა ენ­თო. ის იყო, ღვარ­ძ­ლი­ა­ნად უნ­და მე­კითხა, ჩე­მი სა­წო­ლი რო­მე­ლია-მეთ­ქი, რომ გვერ­დი ამი­ა­რა და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვი­და.
ად­გი­ლი­დან არ დავ­ძ­რულ­ვარ, სა­ნამ არ გა­მო­ვი­და.

- შხა­პი მი­ი­ღეთ და ჩა­წე­ქით! - გას­ცა მო­რი­გი ბრძა­ნე­ბა.
- დი­დი მად­ლო­ბა, მაგ­რამ შხაპს არ მი­ვი­ღებ, არ მინ­და! - აშ­კა­რად მღა­ლა­ტობ­და მოთ­მი­ნე­ბა.
- ან შეხ­ვალთ წყლის გა­და­სავ­ლე­ბად, ან ჩე­მი ხე­ლით შე­გიყ­ვანთ. იმე­დია, თქვე­ნით მო­ა­ხერ­ხებთ ამას! - მუ­ქა­რა­სა­ვით გა­ის­მა მი­სი სიტყ­ვე­ბი, თან პი­ჯა­კის გახ­და და­იწყო. - არ მინ­და თქვე­ნი პნევ­მო­ნი­აც და­მე­დოს სინ­დის­ზე ვა­ლად!
- არ ვი­ცო­დი, სინ­დი­სიც თუ გქონ­დათ! - ჯიბ­რით მი­ვუ­გე და ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, უკან და­ვი­ხიე.
მირ­ზაშ­ვილ­მა პე­რან­გის სა­ხე­ლო­ე­ბი და­ი­კა­პი­წა და ჩემ­კენ და­იძ­რა.
- კარ­გი, გნებ­დე­ბით. დაბ­რუნ­დით სტუმ­რებ­თან. მე თვი­თონ შე­ვალ! - ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და კედ­ლის­კენ უფ­რო მი­ვი­წიე.
- სიტყ­ვას მაძ­ლევთ?
- სიტყ­ვას გაძ­ლევთ, - დავ­ნებ­დი.

რო­ცა სა­ა­ბა­ზა­ნო­დან გა­მო­ვე­დი, მირ­ზაშ­ვი­ლი ფან­ჯა­რას­თან იდ­გა.
- მარ­თ­ლა შე­მათ­რევ­დით იქ? - ფრთხი­ლად ვკითხე.
ჩემ­კენ შე­მობ­რუნ­და და გა­ი­ღი­მა.
- ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ხა­სი­ა­თის გა­ფუ­ჭე­ბის დი­დი ნი­ჭი გაქვთ, - მითხ­რა, პი­ჯაკს ხე­ლი წა­მო­ავ­ლო და გა­ვი­და.
ხა­სი­ა­თის გა­ფუ­ჭე­ბი­სო? იმი­ტომ ხომ არა, რომ სა­კუ­თა­რი ხე­ლე­ბით ჩე­მი და­ბა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ მი­ვე­ცი? დამ­ბან­და კი? ისე, ერ­თობ სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ცე­სი იქ­ნე­ბო­და. ამის გა­ფიქ­რე­ბა­ზე ღი­მი­ლი მო­მე­რია.

ქე­თის თა­ვი გა­მო­უდ­ვია. სა­ა­ბა­ზა­ნო­ში, მა­მა­კა­ცის ტუ­ა­ლე­ტის ნივ­თე­ბის გარ­და, ძვირ­ფა­სი სურ­ნე­ლო­ვა­ნი სა­პო­ნი და ახა­ლი კბი­ლის ჯაგ­რი­სიც დამ­ხ­ვ­და ახა­ლი პას­ტი­თურთ. ღა­მის პე­რან­გიც უძ­ვირ­ფა­სე­სი იყო და, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რი.
შხაპ­მა მო­მა­ღო­ნი­ე­რა, გა­მო­მა­ცოცხ­ლა. იმ­დე­ნად გა­მო­მა­ცოცხ­ლა, რომ ბი­კი­ნიც ამოვ­რეცხე და პირ­სა­ხო­ცის ქვეშ, ბა­ტა­რე­ა­ზე მი­ვა­ფი­ნე გა­საშ­რო­ბად. თუ კომ­ფორ­ტია, კომ­ფორ­ტი იყოს, ფე­ხებ­ზე მკი­დია მირ­ზაშ­ვი­ლი! - უდარ­დე­ლად გა­ვი­ფიქ­რე და სა­წოლ­ზე ნე­ბივ­რად გა­ვი­შო­ტე. გა­სათ­ბობ ლე­იბს ლო­გი­ნი გა­ე­ხუ­რე­ბი­ნა. რაც არის, არის, მარ­თა­ლია, სა­ში­ნე­ლი კა­ცია, მაგ­რამ რო­გორ­მე ერთ ღა­მეს გავ­ძ­ლებ მის გვერ­დით. იმე­დია, პი­რუტყ­ვი­ვით არ მე­ცე­მა.

მე­ძი­ნე­ბო­და, მაგ­რამ თვალს რუ­ლი მა­ინც არ ეკა­რე­ბო­და. ჯერ ერ­თი, ად­გილს ვუცხო­ობ­დი. უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ­დი თავს, უცხო ადა­მი­ა­ნებ­თან რომ მი­წევ­და ღა­მის გა­ტა­რე­ბა, თა­ნაც ვის, უბ­რა­ლო მდი­ვანს. მე­ო­რეც, მირ­ზას გვერ­დით და­ძი­ნე­ბა უჩ­ვე­უ­ლოდ მი­ფო­რი­ა­ქებ­და სულს.
ერ­თხანს ვე­ლო­დი. მე­გო­ნა, ქე­ი­ფი სა­ცაა, დამ­თავ­რ­დე­ბო­და და ისიც გა­ემ­ზა­დე­ბო­და და­სა­ძი­ნებ­ლად, მაგ­რამ ისე ჩა­მე­ძი­ნა, არა­ფე­რი გა­მი­გო­ნია... ღრმა, ტკბილ­მა ძილ­მა მა­ლე­ვე წა­მარ­თ­ვა თა­ვი.

რო­გორც კი გა­მეღ­ვი­ძა, მა­შინ­ვე მე­ო­რე სა­წოლს გა­დავ­ხე­დე. ცა­რი­ე­ლი იყო. ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­დო­და შეფ­თან შეხ­ვედ­რა. თვა­ლი ოთახს მო­ვავ­ლე. ჩე­მი ტან­საც­მე­ლი სკამ­ზე აკუ­რა­ტუ­ლად გა­და­ე­ფი­ნა ვი­ღა­ცას. იქ­ვე, ტუმ­ბოს გვერ­დით გამ­შ­რალ-გაწ­მენ­დი­ლი ჩე­მი ფეხ­საც­მე­ლი იდო, ხო­ლო ტუმ­ბო­ზე წყვი­ლი ახა­ლი კოლ­ჰო­ტი შევ­ნიშ­ნე. ალ­ბათ მო­სამ­სა­ხუ­რის ნა­ხე­ლა­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი, ქე­თი­ნო ასე არ გა­ირ­ჯე­ბო­და სა­ცო­და­ვი მდივ­ნის გა­მო, თუმ­ცა მი­თი­თე­ბებს, იმე­დია, თვი­თონ გას­ცემ­და. მად­ლო­ბის მე­ტი რა მეთ­ქ­მო­და? ისე, ეს ქა­ლი ყო­ველ­თ­ვის მომ­წონ­და, მაგ­რამ მირ­ზაშ­ვილ­თან მის ურ­თი­ერ­თო­ბას ვე­რა და ვერ ვე­გუ­ე­ბო­დი.

"ეს შე­ნი საქ­მე არ არის!" - კი­დევ ერ­თხელ გა­ვუ­მე­ო­რე ჩემს თავს, წა­მოვ­ხ­ტი და პირ­ველ რიგ­ში ბა­ტა­რე­ას ვე­ცი, სა­დაც ჩე­მი ბი­კი­ნი მე­გუ­ლე­ბო­და. ახ­ლა შხაპს მი­ვი­ღებ და წა­ვალ. ბე­ბია უნ­და ჩა­ვიყ­ვა­ნო წილ­კან­ში.
ჩაც­მა მო­ვა­თა­ვე და ის იყო, ფეხ­საც­მე­ლი უნ­და ჩა­მეც­ვა, რომ კა­რი გა­ი­ღო და ოთახ­ში ფე­ხაკ­რე­ფით მირ­ზა შე­მო­ვი­და. წა­სას­ვ­ლე­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, გა­ოც­და, თუმ­ცა არ შე­იმ­ჩ­ნია და მკითხა:
- რო­გორ გრძნობთ თავს?
- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად, - ჩა­ვი­ბურ­ტყუ­ნე და მა­შინ­ვე შე­ფის მკაც­რი მზე­რა და­ვიმ­სა­ხუ­რე.
- მე გკითხეთ, რო­გორ ხართ-მეთ­ქი? - გა­მი­მე­ო­რა იმ კა­ცის ტო­ნით, რო­მელ­საც ერ­თი შე­კითხ­ვის დას­მა ორ­ჯერ არ უყ­ვარს.
ჩემ­ზე ზრუ­ნავს. რა კე­თილ­შო­ბი­ლი რა­ინ­დია, ღმერ­თო ჩე­მო! - გულ­ში დავ­ცი­ნე.
- რო­გორ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი? - უდარ­დე­ლად ვკითხე და ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე, არც მე მიყ­ვარს ერ­თ­სა და იმა­ვე შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის ორ­ჯერ გა­ცე­მა-მეთ­ქი.
სუ­ლაც არ მჭირ­დე­ბა მი­სი მზრუნ­ვე­ლო­ბა, ჯობს, თა­ვა­ზი­ა­ნად მო­მექ­ცეს.
- ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი ხართ, - რბი­ლად მო­მი­გო და ყუ­რადღე­ბით შე­მათ­ვა­ლი­ე­რა.
მი­სი მზე­რა არ ჰგავ­და სხვა მა­მა­კა­ცე­ბის მზე­რას, თვა­ლე­ბით არ მა­შიშ­ვ­ლებ­და. არც სი­ბილ­წე იგ­რ­ძ­ნო­ბო­და ამ მზე­რა­ში, ზო­გი­ერ­თებს რომ სჩვე­ვი­ათ, ხარ­ბად მო­გა­ჩერ­დე­ბი­ან და მთლი­ან პორ­ნოპ­რო­ცესს რომ ხე­დავ მათ პი­რუტყ­ვულ გა­მო­ხედ­ვა­ში. მირ­ზაშ­ვი­ლი მარ­თა­ლი აღ­მოჩ­ნ­და - ის ნამ­დ­ვი­ლად სხვა იყო.
- რო­გორც ორ­ქი­დეა? - კეკ­ლუ­ცად შე­ვა­გე­ბე კითხ­ვა, დარ­წ­მუ­ნე­ბულ­მა, რომ მის­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო ჩე­მი თი­თო­ე­უ­ლი სიტყ­ვა.
მა­მა­კა­ცი მო­ი­ღუ­შა.
- კვლა­ვინ­დე­ბუ­რად ღვარ­ძ­ლი­ა­ნი გახ­დით, - შე­ნიშ­ნა. - ესე იგი, თავს კარ­გად გრძნობთ, - და­ას­კ­ვ­ნა. - სა­უზ­მე­ზე რას იტყ­ვით?
ღი­მი­ლი ბა­გე­ზე შე­მე­ყი­ნა.
- არა! - აღ­მომ­ხ­და თა­ვის­თა­ვად. ქე­თის­თან და მას­თან ერ­თად სა­უზ­მო­ბა ნაკ­ლე­ბად მი­ზი­დავ­და. - მად­ლო­ბა ყუ­რადღე­ბის­თ­ვის, ბა­ტო­ნო მირ­ზა, მაგ­რამ მირ­ჩევ­ნია, წა­ვი­დე.
- ერ­თად გვე­ძი­ნა და მა­ინც "ბა­ტო­ნო მირ­ზა" ვარ? - თვა­ლებ­ში ეშ­მა­კუ­რი ნა­პერ­წ­კა­ლი აუციმ­ციმ­და.
- ჩვენ მხო­ლოდ სა­ერ­თო ოთა­ხით ვი­სარ­გებ­ლეთ. ეს სულ სხვა რა­მეა, - გა­ვაპ­რო­ტეს­ტე.
- ვფიქ­რობ, ჩვენ იმ­დე­ნად კარ­გად გა­ვი­ცა­ნით ერ­თ­მა­ნე­თი, რომ უკ­ვე შეგ­ვიძ­ლია, მხო­ლოდ სა­ხე­ლე­ბით მივ­მარ­თოთ ერ­თი­მე­ო­რეს, - ინი­ცი­ა­ტი­ვა ხელ­ში ჩა­იგ­დო შეფ­მა, რო­ცა და­ი­ნა­ხა, რომ ხმე­ლეთ­ზე გა­რი­ყუ­ლი თევ­ზი­ვით ვა­მოძ­რა­ვებ­დი ტუ­ჩებს.
- თუ ასეა... - ღმერ­თო ჩე­მო, რა სა­ში­ნე­ლი ჩვე­ვა მაქვს, ყვე­ლა­ფერ­ზე ვწით­ლ­დე­ბი, თა­ნაც - ყვე­ლა­ზე შე­უ­ფე­რე­ბელ დროს. წი­ნა­და­დე­ბა აღარ და­ვამ­თავ­რე და ჩან­თას წა­მო­ვავ­ლე ხე­ლი. - მე წა­ვალ, შინ უნ­და მი­ვი­დე, მეჩ­ქა­რე­ბა.

- ასე ძა­ლი­ან რა­ტომ მი­გეჩ­ქა­რე­ბათ?
- უნ­და გა­მო­ვიც­ვა­ლო. სამ­სა­ხურ­ში ასე ვერ გა­ვალ.
- მე წა­გიყ­ვანთ...
რა უც­ნა­უ­რი კა­ცია, რო­გორ შე­უძ­ლია, ასე­თი მშვი­დი და აუმ­ღ­ვ­რე­ვე­ლი იყოს?
- თქვენ ხომ სტუმ­რად ხართ, ისე­დაც ჩა­გიშ­ხა­მეთ სა­ღა­მო.
- მე ეს არ მით­ქ­ვამს!
- არა, მაგ­რამ...
- მო­მის­მი­ნეთ, ანი­კა! შინ მე წა­გიყ­ვანთ და მე­რე უკან მოვ­ბ­რუნ­დე­ბი, არაა პრობ­ლე­მა.
ისევ მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნი - "გა­ა­კე­თეთ, რა­საც გე­უბ­ნე­ბი­ან!"
- თქვენს მას­პინ­ძ­ლებ­თან უხერ­ხუ­ლი იქ­ნე­ბა.
- ყვე­ლას სძი­ნავს, ამი­ტომ ვე­რა­ვინ გა­ი­გებს.
- არა, არ არის სა­ჭი­რო, - ჯი­უ­ტად ვი­დე­ქი ჩემ­სა­ზე. - აჯო­ბებს, მარ­ტო წა­ვი­დე. თუ მა­ინ­ც­და­მა­ინც ჩე­მი პა­ტი­ვის­ცე­მა გსურთ, სამ­სა­ხურ­ში წას­ვ­ლას რომ გა­დაწყ­ვეტთ, გა­მო­მი­ა­რეთ და...

წა­მით ჩა­ფიქ­რ­და, თან მზე­რას არ მა­შო­რებ­და.
- კე­თი­ლი, მშვე­ნი­ე­რი იდეაა. მა­შინ, და­ახ­ლო­ე­ბით ორ სა­ათ­ში გა­მო­გივ­ლით, - სა­ათს და­ხე­და. - ზუს­ტად თორ­მე­ტის­თ­ვის.
- კარ­გი, შევ­თან­ხ­მ­დით, - გა­მი­ხარ­და, ასე ად­ვი­ლად რომ და­ვი­ყო­ლიე: ბე­ბი­ას წილ­კან­ში გაშ­ვე­ბას მო­ვას­წ­რებ­დი. - ქალ­ბა­ტონ ქე­თის დი­დი მად­ლო­ბა გა­და­ე­ცით ჩემ­გან ასე­თი მი­ღე­ბის­თ­ვის.
- აუცი­ლებ­ლად გა­დავ­ცემ, - შემ­პირ­და. - ოღონდ თქვე­ნი მი­სა­მარ­თი და­მი­ტო­ვეთ, - და­ა­ყო­ლა და რო­ცა მი­სა­მარ­თი ვუ­კარ­ნა­ხე, ხელ­კავ­გა­მო­დე­ბულ­მა გა­მო­მა­ცი­ლა.

ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დით თუ არა, ტაქ­სი გა­მი­ჩე­რა და მძღოლს ოც­ლა­რი­ა­ნი გა­უ­წო­და.
- მო­ემ­სა­ხუ­რეთ ამ ქალ­ბა­ტონს, ხურ­და სა­ჭი­რო არ არის! - იმა­საც უბ­რ­ძა­ნა და, ჩავ­ჯე­ქი თუ არა მან­ქა­ნა­ში, კა­რი მო­მი­ხუ­რა.
ესეც ასე. ოცი ლა­რი იმა­საც ეყო­ფა, მძღოლ­მა სახ­ლამ­დე მი­მიყ­ვა­ნოს, და იმა­საც, რომ ბე­ბია წილ­კან­ში გა­ვამ­გ­ზავ­რო. ვე­ნე­რას და­ვუ­რე­კავ და ვეტყ­ვი, ტაქ­სის ჭიშ­კარ­თან დახ­ვ­დეს, რომ ბე­ბი­ამ ისევ არ გა­და­უხ­ვი­ოს გზი­დან. ჩე­მი გა­ყო­ლა სუ­ლაც არ იქ­ნე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი.
ორ წუთ­ში მო­ვაგ­ვა­რე ბე­ბი­ა­ჩე­მის საქ­მე და რო­ცა იგი ტაქ­სის მძღოლს ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ნივ­თი­ვით ჩა­ვა­ბა­რე, შვე­ბა­მოგ­ვ­რი­ლი, ბი­ნა­ში ავ­ბ­რუნ­დი, რომ ტან­საც­მე­ლი გა­მო­მეც­ვა­ლა და მირ­ზას მოს­ვ­ლას დავ­ლო­დე­ბო­დი.

რო­გორ გა­ი­წე­ლა ორი სა­ა­თი, თით­ქოს სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და. არა­და, ჩემს შეფს წა­მი­თაც არ გა­და­უ­ცი­ლე­ბია დათ­ქ­მუ­ლი დრო­ის­თ­ვის.
რო­გორც კი და­მი­რე­კა, ჩა­ვირ­ბი­ნე. მირ­ზაშ­ვი­ლის ჯი­პი ჩემს ბათ­ქაშ­ჩა­მოყ­რილ სა­დარ­ბა­ზოს­თან იდ­გა.
- ფინ­ჯან ყა­ვა­ზე ხომ არ და­მეწ­ვე­ვით? - თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის გუ­ლის­თ­ვის ვკითხე. ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, რომ უარს მი­ვი­ღებ­დი.
- სი­ა­მოვ­ნე­ბით, - ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, იმ­წამ­ს­ვე დამ­თან­ხ­მ­და...
ელ­და­ნაკ­რა­ვი­ვით შევ­ხე­დე...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას
წაიკითხეთ წინა თავები 

ყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93