ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 4

ბროწეულის გაზაფხული. თავი 4
ჩან­თი­დან გა­სა­ღე­ბე­ბის აც­მა ამო­ვი­ღე. სულ ორი გა­სა­ღე­ბი ეკი­და ზედ -სახ­ლის და სამ­სა­ხუ­რის. მან გა­მო­მარ­თ­ვა აც­მა და სა­დარ­ბა­ზოს­კენ გა­ე­მარ­თა. "რო­გორ ში­ნა­უ­რუ­ლად იქ­ცე­ვა?" -გა­მაკ­ვირ­ვა მის­მა საქ­ცი­ელ­მა. - ეს არის ჩე­მი ბი­ნა, - ვთქვი და მა­ნაც ეგ­რე­ვე მო­არ­გო გა­სა­ღე­ბი კლი­ტეს. მის­თ­ვის ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იყო, რო­მე­ლი გა­ა­ღებ­და კარს.
- მობ­რ­ძან­დით, - შე­მო­ვი­პა­ტი­ჟე სტუ­მა­რი.

რო­ცა შიგ­ნით შე­მო­ვი­და და მი­მო­ი­ხე­და, გა­ო­ცე­ბა შე­ეტყო სა­ხე­ზე. ალ­ბათ, არ ელო­და, ასე კოხ­ტად და ან­ტიკ­ვა­რ­უ­ლი ავე­ჯით თუ მექ­ნე­ბო­და ჩე­მი ბუ­ნა­გი მოწყო­ბი­ლი.

- დი­დი ხა­ნია, მარ­ტო ცხოვ­რობთ? - მო­მიბ­რუნ­და, რო­ცა თვა­ლი­ე­რე­ბას მორ­ჩა.
არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში არ უნ­და გა­ი­გოს ჩე­მი სკლე­რო­ზი­ა­ნი ბე­ბი­ის ამ­ბა­ვი, ცო­ტა ხნით მა­ინც. ახ­ლა ნამ­დ­ვი­ლად არ მაწყობს ეს!
- არც ისე, - მი­ვუ­გე და სამ­ზა­რე­უ­ლოს­კენ გა­ვი­წიე. - ყა­ვას მო­ვა­დუ­ღებ.
ამ დროს მკლავ­ზე ხე­ლი წა­მავ­ლო:

- მგო­ნი, რა­ღაც ისე ვერ ვთქვი, თით­ქოს მტკივ­ნე­ულ თე­მას შე­ვე­ხე. ჩემ­მა კითხ­ვამ ხომ არ შე­გა­წუ­ხათ?
- ალ­ბათ, ცუ­დად გე­ძი­ნათ, ბა­ტო­ნო მირ­ზა, - სიტყ­ვა ბან­ზე ავუგ­დე იმ იმე­დით, რომ აღა­რა­ფერს მკითხავ­და და გა­ვუ­ღი­მე. მი­ვა­ნიშ­ნე, რომ ვხუმ­რობ­დი.
ცო­ტა­თი შვე­ბა­მოგ­ვ­რი­ლი გა­ვე­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, რად­გან მე­გო­ნა, ამ გაქ­ცე­ვით თავს ვუშ­ვე­ლი-მეთ­ქი და ყა­ვა­და­ნი წყლით ავავ­სე. იმწამს, რო­გორც კი ქუ­რა­ზე შე­მოვ­დ­გი, ზურგს უკან მა­მა­კა­ცის სუნ­თ­ქ­ვა ვიგ­რ­ძე­ნი. უსი­ა­მოვ­ნოდ შე­ვიშ­მუ­შნე, თან ისე და­ვი­ძა­ბე, მუხ­ლე­ბი ამი­კან­კალ­და. ეს კა­ცი თა­ვი­სას არ იშ­ლის. ხომ არ უნ­და, რომ სი­ფათ­ში მოვ­დო? თა­ვი­სი ძმა­კა­ცე­ბის ცო­ლი ხომ არ ვგო­ნი­ვარ? დრო­ზე ადუღ­დეს ეს წყა­ლი, იქ­ნებ ფინ­ჯან­მა ყა­ვამ გა­და­ა­ტა­ნი­ნოს ყუ­რადღე­ბა!
Related image
- შა­ქა­რი რამ­დე­ნი ჩა­გი­ყა­როთ?
გა­და­სა­რე­ვად ვი­ცო­დი, რომ უშაქ­რო ყა­ვას სვამ­და, მაგ­რამ დუ­მი­ლი იმ­დე­ნად აუტა­ნე­ლი ხდე­ბო­და, სხვა ვე­რა­ფე­რი მო­ვი­ფიქ­რე. მი­სი სი­ახ­ლო­ვე ზურგს მიწ­ვავ­და. რო­გორ არ მინ­დო­და, ცხვი­რი ჩა­მე­ყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბის მი­სე­უ­ლი მე­თო­დით თუ ვიმ­ს­ჯე­ლებ­დით, ერ­თი დას­კ­ვ­ნის გა­მო­ტა­ნა შე­იძ­ლე­ბო­და: ის, რა­საც უმა­ლავ­დ­ნენ, მის­თ­ვის ორ­მა­გად სა­ინ­ტე­რე­სო იყო.
მას პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია და კი­დევ ერ­თხელ ჩა­მე­კითხა:

- რო­დის გარ­და­იც­ვალ­ნენ შე­ნი მშობ­ლე­ბი, ანი­კა?
უც­ნა­უ­რი რამ მე­მარ­თე­ბო­და. ად­რე "ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა­თი" მომ­მარ­თავ­და და ვღი­ზი­ან­დე­ბო­დი, ახ­ლა - ანი­კაო და ამან გა­მა­ცო­ფა.
- 15 წლის ვი­ყა­ვი, დე­და რომ მო­მიკ­ვ­და, მა­მა კი... რო­ცა 18-ის გავ­ხ­დი.
- და მას შემ­დეგ მარ­ტო ცხოვ­რობთ?
აღარ ვი­ცო­დი, რა მექ­ნა. ჩემ­გან და­ჟი­ნე­ბით მო­ითხოვ­დ­ნენ სი­მარ­თ­ლეს.
- ამას რა­ი­მე მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? - ცო­ტა არ იყოს, მკვა­ხედ წა­მომ­ც­და.
არა­და, რა დი­დი ფი­ცი-მტკი­ცი ამას სჭირ­დე­ბო­და, გა­ნა ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი იყო, რომ მარ­ტო ვცხოვ­რობ­დი? მეთ­ქ­ვა "ჰო" და ამით დამ­თავ­რ­დე­ბო­და, მაგ­რამ არა, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ენა წინ მის­წ­რებ­და:
- თუ ეჭ­ვი გე­პა­რე­ბათ, შე­გიძ­ლიათ გარ­დე­რო­ბის ორი­ვე კა­რი გა­მო­ა­ღოთ და და­ათ­ვა­ლი­ე­როთ, კი­დია თუ არა შიგ სხვა ადა­მი­ა­ნის ტან­საც­მე­ლიც.

მირ­ზაშ­ვილ­მა გა­ი­ღი­მა. რა სა­ძაგ­ლად იცი­ნის! მი­სი ად­რინ­დე­ლი მა­გი­უ­რი სი­ცი­ლი ამ­წუ­თას სა­ზიზღ­რად მეჩ­ვე­ნე­ბო­და.
- გახ­სოვთ, ერ­თხელ გითხა­რით, სა­სა­ცი­ლო გო­გო ხართ-მეთ­ქი. გახ­სოვთ?
შუბ­ლი შე­ვი­კა­რი. ნე­ტავ რა­მე ბლაგ­ვი სა­გა­ნი მომ­ცა ახ­ლა ხელ­ში, რა დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით "გა­ვა­ცი­ნებ­დი" ამ ვაჟ­ბა­ტონს, ნე­ტავ იცო­დეს!
- ნა­თე­სა­ვე­ბი არ გყავთ? ახ­ლო ნა­თე­სა­ვებს ვგუ­ლის­ხ­მობ. - თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბის ნო­ტე­ბი გა­ის­მა მის ტონ­ში.
-არა! - ლა­მის ვიყ­ვი­რე და მა­შინ­ვე შე­ვარ­ბი­ლე ხმა. - მყავს, მაგ­რამ ცალ­კე ცხოვ­რო­ბენ... მა­პა­ტი­ეთ.
რას გა­და­მე­კი­და, სხვა საქ­მე არა­ფე­რი აქვს? რა­ში აინ­ტე­რე­სებს ჩე­მი ნა­თე­სა­ვე­ბი! არ ეყო, რაც გა­ი­გო?
- გუ­შინ­დელ­მა თავ­გა­და­სა­ვალ­მა ერ­თი­ა­ნად გა­მომ­ფი­ტა... ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე, ბო­დიშს გიხ­დით, ცო­ტა უხე­შად გა­მო­მი­ვი­და, - დამ­ნა­შა­ვის ტო­ნით ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე.

ჩემს გა­ფით­რე­ბულ სა­ხეს დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მზე­რა შე­ავ­ლო.
- ცა­რი­ე­ლი თვა­ლე­ბი­ღა დარ­ჩით... - ჩა­ი­დუ­დუ­ნა, მე­რე კი ხმა­მაღ­ლა თქვა:
- ყა­ვა მე­რე იყოს, წა­ვალ. თქვენ კი, ანი­კა, ჩა­წე­ქით და გა­მო­შუშ­დით.

კი­დევ ერ­თხელ გას­ცა ბრძა­ნე­ბა, ჩემ­თ­ვის მო­უ­ლოდ­ნე­ლად მკლა­ვებ­ზე წა­მე­ტა­ნა და სა­ნამ მო­ნუს­ხუ­ლი­ვით შევ­ც­ქე­რო­დი, შუბ­ლ­ზე მა­კო­ცა.
იმ­დე­ნად არ ვე­ლო­დი შუბ­ლ­ზე კოც­ნას, რომ გულ­გა­ხეთ­ქი­ლი ქურ­ცი­კი­ვით უკან გავ­ხ­ტი. მე­გო­ნა, ტუ­ჩებ­ში მეძ­გე­რე­ბო­და.
- არც ისე ცუ­დად ვარ, რო­გორც გგო­ნი­ათ! - წა­მო­ვი­ძა­ხე უფ­რო ჩემს თავ­ზე, ვიდ­რე მას­ზე გაბ­რა­ზე­ბულ­მა. რამ და­მაფ­რ­თხო ვე­ლუ­რი­ვით, ხომ არ შემ­ჭამ­და? რა უნა­ხა­ვი­ვით ვიქ­ცე­ვი?!

მირ­ზაშ­ვილ­მა ისევ გა­მი­ღი­მა - მი­სე­ბუ­რი, მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლით. სიტყ­ვა აღარ უთ­ქ­ვამს, ზურ­გი შე­მაქ­ცია და ისე გა­ი­ხუ­რა კა­რი, არ გა­მი­გია, რო­გორ გა­ვი­და.
სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ვეშ­ვი. კი არ ჩა­ვეშ­ვი, ჩა­ვე­ხეთ­ქე. ღმერ­თო, რა მა­გა­რი კა­ცია, რო­გორ ად­გილ­ზე გა­მა­შე­შა. რა გა­საკ­ვი­რია, ქა­ლე­ბი ბუ­ზე­ბი­ვით რომ ესე­ვი­ან!
სა­მა­გი­ე­როდ, მე ვარ კერ­კე­ტი კა­კა­ლი! აბა, რა ეგო­ნა, მკლა­ვებ­ში ჩა­ვუ­გორ­დე­ბო­დი? ვერ ეღირ­სე­ბა! არა­და, რა­ტომ ვი­ყა­ვი დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, თით­ქოს ჩე­მი დათ­რე­ვა უნ­დო­და, არ ვი­ცი. მსგავ­სი სურ­ვი­ლი არც მის თვა­ლებ­ში წა­მი­კითხავს და არც მის საქ­ცი­ელ­ში. ალ­ბათ, ჩემს ქვეც­ნო­ბი­ერს სურ­და, ასე ყო­ფი­ლი­ყო.

და­ძი­ნე­ბის დრო არ იყო. რად­გან სამ­სა­ხურ­ში აღარ მი­წევ­და წას­ვ­ლა, გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბე­ბი­ას­თან ჩავ­სუ­ლი­ყა­ვი წილ­კან­ში და მთე­ლი დღე მას­თან გა­მე­ტა­რე­ბი­ნა. ყა­ვა დავ­ლიე და ცო­ტა მოვ­ღო­ნი­ერ­დი. ცუ­დად სუ­ლაც არ ვგრძნობ­დი თავს. საცხობ­ში გა­ვივ­ლი და ნამ­ცხ­ვ­რებს გა­ვი­ყო­ლებ. პი­ცა­საც, რო­მე­ლიც ბე­ბოს ძა­ლი­ან უყ­ვარს. "კო­კა-კო­ლას" არ წა­ვუ­ღებ, არ არის სა­სარ­გებ­ლო, ამ ასაკ­ში გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა. არა­და, გიჟ­დე­ბა. ამ დროს მის ბედ­ნი­ე­რე­ბას საზღ­ვა­რი არა აქვს.

ამ ფიქ­რ­ში ვი­ყა­ვი, კარ­ზე ზა­რის ხმა რომ გა­ის­მა. გა­ვოგ­ნ­დი. ნუ­თუ მობ­რუნ­და? ფე­ხე­ბი უკან მრჩე­ბო­და, სა­ნამ ჰოლ­ში გა­ვი­დო­დი. ჩე­მი გა­ო­ცე­ბა ერ­თი­ო­რად გა­ი­ზარ­და, რო­ცა კა­რი გა­ვა­ღე და ზღურ­ბ­ლ­ზე ბე­ბი­ა­ჩე­მი და­ვი­ნა­ხე.

- ბე­ბო! აქ სა­ი­დან გაჩ­ნ­დი?
- იმ კაც­მა უკან გა­მო­მიყ­ვა­ნა.
- რა­ტომ, სო­ფელ­ში არ ჩა­გიყ­ვა­ნა?
- კი, მაგ­რამ არ გა­და­ვე­დი მან­ქა­ნი­დან. ვი­ტი­რე, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­თან მინ­და-მეთ­ქი და ხათ­რი ვერ გა­მი­ტე­ხა.
- და ვე­ნე­რა რომ იქ გე­ლო­დე­ბა?
- ვე­ნე­რაც ვნა­ხეთ. რომ მოვ­დი­ო­დით, ხე­ლი დაგ­ვიქ­ნია.
უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­და­ვაქ­ნიე თა­ვი.
- ახ­ლა რომ სამ­სა­ხურ­ში ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, რას იზამ­დი, რა სა­ინ­ტე­რე­სოა! ამ ხნის ქა­ლი ასე წაღ­მა-უკუღ­მა რა­ტომ და­დი­ხარ? ამწუ­თას ვა­პი­რებ­დი შენ­თან წა­მოს­ვ­ლას.
- რას ვი­ზამ­დი და გა­რეთ და­გე­ლო­დე­ბო­დი. შენ მე ბე­ბე­რი ხომ არ გგო­ნი­ვარ? შენ­ზე უკე­თე­სად ვიც­ნობ თბი­ლისს. და­ბა­დე­ბუ­ლიც არ იყა­ვი, მე რომ თბი­ლის­ში დავ­სე­ირ­ნობ­დი, უყუ­რე ამას შენ! - თვა­ლე­ბი­დან ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი გა­ყა­რა ბე­ბი­ამ.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.

- კარ­გი, მა­შინ შენ აგერ და­ჯე­ქი, თუ გინ­და, წა­მო­წე­ქი, ტე­ლე­ვი­ზორ­საც ჩა­გირ­თავ. მე კი ჩა­ვალ და პი­ცას ამო­გი­ტან.
- "კო­კა-კო­ლა­საც" მო­ა­ყო­ლებ! - მბრძა­ნებ­ლუ­რად და­ა­ყო­ლა.

აღარ შე­ვე­კა­მა­თე და თა­ვი სი­ცი­ლით და­ვუქ­ნიე. ამ მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნით ამ­წუ­თას ძა­ლი­ან ჰგავ­და ჩემს შეფს.

მა­ლე ნა­შუ­ადღევ­მა მო­ა­წია. ბე­ბია შე­სა­ნიშ­ნავ გუ­ნე­ბა­ზე დად­გა. პი­ცას და "კო­კას" გემ­რი­ე­ლად მო­ულ­ხი­ნა და ჭურ­ჭ­ლის და­რეცხ­ვა­შიც მო­მეხ­მა­რა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფონ­მა ატე­ხა წკრი­ა­ლი.
- გის­მენთ, - ნა­ზად ჩავ­ძა­ხე ყურ­მილ­ში. ჩემ­და უნე­ბუ­რად ასე ხდე­ბო­და, რო­ცა ვინ­მეს ვპა­სუ­ხობ­დი ტე­ლე­ფონ­ზე, რა­ტომ­ღაც, ეგ­რე­ვე მი­ნაზ­დე­ბო­და ხმა.
- რამ­დენ­ჯერ და­გი­რე­კეთ და არ მი­პა­სუ­ხეთ. გე­ძი­ნათ თუ შინ არ იყა­ვით? - მირ­ზაშ­ვი­ლის ხმამ დე­ნის დარ­ტყ­მა­სა­ვით იმოქ­მე­და ჩემ­ზე, მაგ­რამ არ დავ­ბ­ნე­ულ­ვარ.
- დი­ახ, ცო­ტა ხნით გა­სუ­ლი ვი­ყა­ვი, პუ­რი მქონ­და ამო­სა­ტა­ნი.
მარ­თ­ლაც ბე­დის და­ცინ­ვა იქ­ნე­ბა, ახ­ლა რომ სამ­სა­ხურ­ში სა­მუ­შა­ოდ მიხ­მოს.
- რა­მე სას­წ­რა­ფოა? თუ სა­ჭი­რო ვარ, ახ­ლა­ვე წა­მო­ვალ, - თა­ვი გა­მო­ვი­დე.
- ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა. უბ­რა­ლოდ, მო­გი­კითხეთ. უკეთ გრძნობთ თავს?
- გა­ცი­ლე­ბით, რა შე­და­რე­ბაა.
- პალ­ტოს ჩაც­მა ხომ არ და­გა­ვიწყ­დათ, სა­ნამ ში­ნი­დან გახ­ვი­დო­დით?
სი­ცი­ლი ამიტყ­და. მე­სი­ა­მოვ­ნა მი­სი მე­გობ­რუ­ლი ტო­ნი და ში­ნა­უ­რუ­ლი მო­მარ­თ­ვა.
სწო­რედ ამ დროს ბე­ბია კა­ბის კალ­თით სკამს გა­მო­ე­დო და ისე წა­ი­ფორ­ხი­ლა, კი­ნა­ღამ იატაკ­ზე მო­ა­დი­ნა ზღარ­თა­ნი და მთე­ლი ხმით ვი­კივ­ლე:
- ფრთხი­ლად, არ და­ე­ცე!
- რო­გორც ვატყობ, მარ­ტო არ ხართ! - მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ცივ­და მირ­ზაშ­ვი­ლის დამ­თ­ბა­რი ხმა.
- დი­ახ, მარ­ტო არ ვარ, - უარ­ყო­ფას აზ­რი არ ჰქონ­და, მაგ­რამ რო­გორ­მე უნ­და და­მეძ­ვ­რი­ნა თა­ვი. არ მინ­დო­და, ბე­ბი­ას არ­სე­ბო­ბის ამ­ბა­ვი გა­ე­გო. ამი­ტომ ის იყო, უნ­და და­მე­მა­ტე­ბი­ნა, სტუ­მა­რი მყავ­სო, რომ...

არ ვი­ცი, ყურ­მი­ლი და­მი­კი­და თუ კავ­ში­რი გაწყ­და, მაგ­რამ ფაქ­ტი იყო, სიტყ­ვა პირ­ში შე­მა­ტო­ვა და გუ­ლიც მო­მიკ­ლა.
რა­ტომ გა­მიბ­რაზ­და? ჰგო­ნია, რომ ვერ­თო­ბი? იქ­ნებ იფიქ­რა, იმ ვი­ღა­ცას რომ ელო­დე­ბო­და, იმი­ტო­მაც მო­მი­ცი­ლა დი­ლით თა­ვი­სი მკვა­ხე ტო­ნით თა­ვი­და­ნო.
აღარ და­ვუ­რე­კე, სრუ­ლი­ად ზედ­მე­ტად ჩავ­თ­ვა­ლე ამის გა­კე­თე­ბა.

პა­რას­კევს შა­ბათ-კვი­რა მოჰ­ყ­ვა და ეს ორი დღე ბე­ბი­ა­ჩე­მი­სა და ჩე­მი კურ­სე­ლის, ბა­თო გო­გი­ნაშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ვა­ტა­რე. ბა­თო, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, უდ­როო დროს მო­ვი­და. სუ­ლაც არ ვი­ყა­ვი მას­თან ყბე­დო­ბის ხა­სი­ათ­ზე. სა­დი­ლო­ბი­სას ნი­ნუ­ცამ ბა­თო და­თოდ მო­იხ­სე­ნია, თორ­ემ სხვა მხრივ სი­ტუ­ა­ცი­ას არა უშავ­და.

- და­თო კარ­გი ბი­ჭი ჩანს, - ჩა­ი­ჩიფ­ჩი­ფა, რო­ცა სტუ­მა­რი წა­ვი­და.
"კარ­გი ბი­ჭი" კი უკ­ვე 26 წლის მუტ­რუ­კი გახ­ლ­დათ.
- კი, ბე­ბო, კარ­გი ბი­ჭია, მაგ­რამ და­თო კი არა, ბა­თო ჰქვია.
- რო­გო­რიც არის, ისე­თი სა­ხე­ლი ჰქვია! - გაბ­რა­ზე­ბულ­მა მო­მა­ხა­ლა.
მივ­ხ­ვ­დი, ბე­ბოს არ მო­ე­წო­ნა ბა­თო, მაგ­რამ თა­ვა­ზი­ა­ნო­ბის ზღვარს არ გა­და­ვი­და. ალ­ბათ, იმი­ტომ შე­ა­ქო, რომ ეგო­ნა, მე მომ­წონ­და.
არადა, არას­დ­როს არ მომ­წონ­და.
კვი­რა სა­ღა­მოს ისევ წილ­კან­ში წა­ვიყ­ვა­ნე ნი­ნუ­ცა, მო­ე­ნატ­რა თა­ვი­სი სახ­ლი. ყო­ველ­თ­ვის ასე იყო, ორ დღე­ზე მეტ­ხანს ვერ ძლებ­და ჩემ­თან.

ორ­შა­ბათს, დი­ლით, თა­ვის ტკი­ვილ­მა გა­მაღ­ვი­ძა. ციტ­რა­მო­ნის ორი აბი გა­დავ­ყ­ლა­პე, მაგ­რამ არ მიშ­ვე­ლა. მე­რე და­მა­ცე­მი­ნა და მივ­ხ­ვ­დი, რომ კარ­გი არა­ფე­რი მე­ლო­და. მა­ინც და­ვარ­წ­მუ­ნე ჩე­მი თა­ვი, კარ­გად ვარ-მეთ­ქი და სამ­სა­ხუ­რის გზას გა­ვუ­დე­ქი. უკ­ვე მე­ნატ­რე­ბო­და ჩე­მი შე­ფი. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, თვალს რო­დის შე­ვავ­ლებ­დი და მის ხმას რო­დის გა­ვი­გო­ნებ­დი.

სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი გუ­ლის გა­მაწ­ვ­რი­ლებ­ლად მი­ღო­ღავ­და. რა უც­ნა­უ­რი ჩვე­ვა აქვთ ამ მძღო­ლებს, ისე ნე­ლა და­იძ­ვ­რე­ბი­ან და მი­ჩო­ჩა­ვენ, ერთ სა­ათს უნ­დე­ბი­ან ერ­თი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლას. ნე­ტავ რამ­დენ წუთს იგე­ბენ ამ ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში? სამს? ხუთს? გა­ნა რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნ­და გა­მო­ვარ­დეს ამ დროს ქუ­ჩა­ში, რომ მა­ინ­ც­და­მა­ინც ამ ტაქ­სის და­ე­ლო­დოს და ჩაჯ­დეს? სა­სა­ცი­ლო­ე­ბი არი­ან ეს მძღო­ლე­ბი!
კი­დევ კარ­გი, დრო­ზე მი­ვას­წა­რი სამ­სა­ხურ­ში. დაგ­ვი­ა­ნე­ბა არც მინ­დო­და და არც მიყ­ვარ­და. ღი­მი­ლით მი­ვე­სალ­მე თა­ნამ­შ­რომ­ლებს. მირ­ზაც დე­რე­ფან­ში დამ­ხ­ვ­და. ცი­ვად და­მიქ­ნია თა­ვი.

ახ­ლა­ვე შე­ვუდ­გე­ბი მუ­შა­ო­ბას. ამინ­დიც მშვე­ნი­ე­რია, გა­მო­ი­და­რა, ცო­ტა დათ­ბა, თოვ­ლიც დად­ნა.
ჩემს მა­გი­დას მი­ვუ­ჯე­ქი და სწრა­ფად და­ვიწყე მუ­შა­ო­ბა. კარ­გა ხანს თა­ვი არ ამი­ღია.
ვერც შე­ვამ­ჩ­ნიე, რო­დის შე­მო­ვი­და. სწო­რედ ამ დროს მო­ბი­ლურ­მაც და­რე­კა. დავ­ხე­დე. ვე­ნე­რა იყო. "ი­სევ გა­ი­პა­რა!" გუ­ლი გა­და­მი­ქან­და. რომ არ მე­პა­სუ­ხა, არ გა­მო­დი­ო­და. მირ­ზაშ­ვი­ლი თავ­ზე მად­გა და თვალს არ მა­შო­რებ­და.

- ანი­კა, შვი­ლო, არ­სად ჩანს ნი­ნუ­ცა. აქა­უ­რო­ბა სულ შე­მო­ვი­ა­რე, მაგ­რამ ვერ ვპო­უ­ლობ. ერ­თი სა­ა­თია, დავ­რ­ბი­ვარ...
მირ­ზა ად­გი­ლი­დან არ იძ­ვრო­და. ამ­წუ­თას ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თი იყო, უნ­და მე­პა­სუ­ხა.
- ისევ ძველ ბი­ნა­ში იქ­ნე­ბა წა­სუ­ლი. დი­დი მად­ლო­ბა, ვე­ნე­რა დე­ი­და, ახ­ლა­ვე მოვ­დი­ვარ! -ჩავ­ძა­ხე ტე­ლე­ფონ­ში და ჯერ ჩან­თას ვე­ცი, მე­რე პალ­ტოს წა­ვე­ტა­ნე.
- მა­პა­ტი­ეთ, ერ­თი სა­ა­თით უნ­და გა­ვი­დე.
- რო­გორც ჩანს, გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე გაქვთ... - მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი მზე­რა მეს­რო­ლა.
რა­ღაც უნ­და მე­პა­სუ­ხა, რომ დრო­ზე გა­ვეშ­ვი.
- დი­ახ.
- და ტაქ­სიც გჭირ­დე­ბათ, არა?
- დი­ახ, - თუ­თი­ყუ­ში­ვით ვი­მე­ო­რებ­დი ამ "დი­ახს".
- მე წა­გიყ­ვანთ.
- არა! - ამის გა­გო­ნე­ბა­ზე პა­ნი­კა და­მე­უფ­ლა.
გა­ი­ცი­ნა, თუმ­ცა ამ­ჯე­რად მის ღი­მილს ის ხიბ­ლი აკ­ლ­და, ასე რომ მიბ­ნევ­და ხოლ­მე თავ­გ­ზას -თით­ქოს ნიშ­ნის მო­გე­ბით.
- მე წა-გი-ყვანთ! - თა­ვი­სე­ბუ­რად და­მარ­ც­ვ­ლა და და­ა­მა­ტა: - ჩა­იც­ვით პალ­ტო!

რო­გორ მძულ­და ასეთ მო­მენ­ტებ­ში მი­სი მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნი. შე­პა­სუ­ხე­ბა ვერ გა­ვუ­ბე­დე, პალ­ტოს სა­ხე­ლო­ებს ხე­ლე­ბი კან­კა­ლით გა­ვუ­ყა­რე და ეზო­ში ჩა­ვე­დი.
ამ სი­ძულ­ვი­ლის შეგ­რ­ძ­ნე­ბით მოვ­კა­ლათ­დი მან­ქა­ნის სა­ვარ­ძელ­ზე, თან ბე­ბი­ა­ზე დარ­დი არ მას­ვე­ნებ­და.
მან­ქა­ნა და­იძ­რა.

- სა­ით? თქვენ­თან, შინ? - თა­ვა­ზი­ა­ნად მკითხა.
მის­მა ჯენ­ტ­ლ­მე­ნურ­მა ტონ­მა არ უნ­და მო­მატყუ­ოს. სხვის საქ­მე­ში ეჩ­რე­ბა და თა­ვი დი­დი ვინ­მე ჰგო­ნია! ამ მბრძა­ნებ­ლურ ტონ­საც რომ მი­მაჩ­ვია? ხან­და­ხან ისე მე­ში­ნია, სა­ცო­და­ვად მო­ვი­კუნ­ტე­ბი.
რო­გორც ჩანს, ერ­თა­დერ­თი, რაც ამოძ­რა­ვებს, ყვე­ლაფ­რის გა­გე­ბის სურ­ვი­ლია. ნე­ტავ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა აინ­ტე­რე­სებს თუ ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მელ­თან ასე­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რეა?

- არა, შინ არა, - მი­ვუ­გე და ჩვე­ნი ძვე­ლი ბი­ნის მი­სა­მარ­თი ვუ­კარ­ნა­ხე. სხვა რა დამ­რ­ჩე­ნო­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დი.
რა­ღაც მო­უ­მა­ტა ნი­ნუ­ცა ბე­ბი­ამ გა­რე-გა­რე სი­ა­რულს. ის ძვე­ლი სახ­ლი ეძა­ხის ალ­ბათ, იქა­უ­რო­ბა ენატ­რე­ბა, რო­ცა ყვე­ლა­ნი ერ­თად ვი­ყა­ვით. რა ქნას საწყალ­მა, იქ ტრი­ა­ლი უნ­და, სა­დაც ერთ დროს ბედ­ნი­ე­რი იყო შვი­ლებ­თან ერ­თად. მო­ხუცს იმ სახ­ლის გარ­და აღა­რა­ფე­რი ახ­სოვს, მხო­ლოდ ისაა ამო­შან­თუ­ლი მის და­ბინ­დულ გო­ნე­ბა­ში. რო­გორც ჩანს, წარ­სუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბა ძნე­ლად ავიწყ­დე­ბა ადა­მი­ანს, თუნ­დაც სკლე­რო­ზი­ანს. ასე­თი წუ­თე­ბი ალ­ბათ მე­ტი რა­ო­დე­ნო­ბით ილე­ქე­ბა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში.

მთა­ვა­რია, ვი­პო­ვო და მე­რე არ და­ვე­ძებ, ტაქ­სით მი­ვიყ­ვან სახ­ლამ­დე. ოღონდ ჯერ ამ კაცს და­ვაღ­წიო თა­ვი.
რო­გორც კი ძველ ბი­ნას მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, ვთხო­ვე, მან­ქა­ნა გა­ე­ჩე­რე­ბი­ნა.
- დი­დი მად­ლო­ბა, ბა­ტო­ნო მირ­ზა, რომ მო­მიყ­ვა­ნეთ. რო­გორც კი გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბი, მა­შინ­ვე დავ­ბ­რუნ­დე­ბი ოფის­ში, დიდ­ხანს არ და­ვაგ­ვი­ა­ნებ, - ვუთხა­რი შეფს და უკან არც მი­მი­ხე­დავს, ისე გა­და­ვე­დი სა­ლო­ნი­დან.

სა­დარ­ბა­ზოს­კენ სირ­ბი­ლით გა­ვე­შუ­რე, ზურ­გ­ზე კი მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლის თვა­ლებს ვგრძნობ­დი. მე­გო­ნა, ჩემს ყო­ველ გა­დად­გ­მულ ნა­ბიჯს ით­ვ­ლი­და.
ბო­ლოს და ბო­ლოს, წა­ვა თუ არა? ჯერ ეზო უნ­და მო­მეთ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. გა­ვე­დი უკა­ნა მხა­რეს, თვა­ლი მო­ვავ­ლე. ბე­ბია არ ჩან­და.
რა უნ­და მე­ღო­ნა? კვლავ მან­ქა­ნას­თან მივ­ბ­რუნ­დი, რა­თა კი­დევ ერ­თხელ მეთ­ქ­ვა მად­ლო­ბა და მი­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა, თქვე­ნი მეგ­ზუ­რო­ბა აღარ მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი.
- ესაა თქვე­ნი გა­და­უ­დე­ბე­ლი საქ­მე? - ისე­თი ტო­ნით მკითხა, რომ შევ­ც­ბუნ­დი. - ჩა­ჯე­ქით მან­ქა­ნა­ში! - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა მიბ­რ­ძა­ნა.
სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვაწ­ნავ­დი სი­ლას. მონ­ს­ტ­რი, ცხრა­თა­ვი­ა­ნი გვე­ლე­შა­პი, ვამ­პი­რი! გა­ცო­ფე­ბას ცო­ტა­ღა მაკ­ლ­და.
მან­ქა­ნა კორ­პუსს გას­ცილ­და. რო­გორც იქ­ნა, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი და­მიბ­რუნ­და.

- მე ჯერ არ და­მიმ­თავ­რე­ბია საქ­მე, - მის გა­სა­გო­ნად ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე. - თქვენ არ შე­გა­წუ­ხებთ, ტაქ­სის ავიყ­ვან.
- ახ­ლა სა­ით? - თით­ქოს არც გა­უ­გო­ნია, რა ვუთხა­რი, კბი­ლებ­ში გა­მოსც­რა.
ამო­ვი­ოხ­რე. ღმერ­თო, რა და­გი­შა­ვე? რა­ტომ მყავს ასე­თი ცნო­ბის­მოყ­ვა­რე უფ­რო­სი? ნამ­დ­ვი­ლი სა­ტან­ჯ­ვე­ლი მო­მივ­ლი­ნა უფალ­მა. სამ­სა­ხუ­რი ხომ დავ­კარ­გე და დავ­კარ­გე, და ეს კა­ციც ვერ მო­ვი­შო­რე თა­ვი­დან. თუმ­ცა ახ­ლა აღა­რა­ფე­რი მა­დარ­დებ­და, ნი­ნუ­ცას გარ­და.
- იქ­ნებ ეს კვარ­ტა­ლი შე­მოგ­ვევ­ლო?

- კვარ­ტა­ლი შე­მო­ვი­ა­როთ? ოო, ეს უკ­ვე სა­ინ­ტე­რე­სოაააა.
- იცით, რა... თუ არ შე­გიძ­ლი­ათ, მე...
- რას ბრძა­ნებთ, რას ბრძა­ნებთ. ასეთ რთულ ვი­თა­რე­ბა­ში მარ­ტო რო­გორ დაგ­ტო­ვებთ. მე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, ვიზ­რუ­ნო ჩემს თა­ნამ­შ­რომ­ლებ­ზე, - რბი­ლად, მაგ­რამ ოდ­ნავ ირო­ნი­უ­ლი ტო­ნით გა­მო­მე­პა­სუ­ხა.

ამა­სო­ბა­ში ცი­ებ-ცხე­ლე­ბი­ა­ნი­ვით ვა­ცე­ცებ­დი თვა­ლებს აქეთ-იქით, მაგ­რამ ამა­ოდ. ბე­ბია არ­სად იყო. იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხ­დით, ისევ უკან, ძველ სახ­ლ­თან დავ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით.

- კი­დევ ერ­თხელ ხომ არ და­ვარ­ტყათ წრე? - იქედ­ნუ­რად მკითხა.
ასე თუ გა­აგ­რ­ძე­ლებს, ნერ­ვე­ბი მიმ­ტყუ­ნებს და მარ­თ­ლა გა­ვაწ­ნავ სი­ლას, ისე­დაც ძლივს ვი­კა­ვებ თავს.
- თუ შე­იძ­ლე­ბა, ჩემს სახ­ლ­თან მი­მიყ­ვა­ნეთ. შე­გიძ­ლი­ათ? და მე­ტად აღარ შე­გა­წუ­ხებთ, ოღონდ რაც შე­იძ­ლე­ბა ნე­ლი სვლით.
მირ­ზაშ­ვილ­მა გა­ო­ცე­ბუ­ლი მზე­რა მტყორ­ც­ნა.
- რა, მგზავ­რო­ბას ვერ იტანთ? სიჩ­ქა­რი­სას გუ­ლი ხომ არ გე­რე­ვათ?
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. მირ­ზა ნე­ლა გა­უყ­ვა ქუ­ჩას, იმ სა­მარ­შ­რუ­ტო ტაქ­სი­ვით, ასე რომ მიშ­ლი­და ყო­ველ დი­ლით ნერ­ვებს.
ჩემს ბი­ნამ­დე მა­ინც მა­ლე მი­ვე­დით.
- გა­ა­ჩე­რეთ, გა­ა­ჩე­რეთ! - შეშ­ლი­ლი­ვით ავ­ტე­ხე ყვი­რი­ლი, რად­გან შო­რი­ახ­ლო ცუხ­ცუ­ხით მი­მა­ვალ ბე­ბი­ას მოვ­კა­რი თვა­ლი. - გა­ა­ჩე­რეთ, მირ­ზა, დი­დი მად­ლო­ბა!

და­კარ­გუ­ლი ბე­ბი­ის ძებ­ნამ ალ­ბათ ტვი­ნი გა­მო­მა­ცა­ლა, თო­რემ ეს "მირ­ზა" რა­ღა იყო? - ვფიქ­რობ­დი გამ­წა­რე­ბუ­ლი და ერ­თი სუ­ლი მქონ­და, სა­ნამ გა­ა­ჩე­რებ­და.
რო­გორც კი მუხ­რუ­ჭებ­მა და­იღ­რ­ჭი­ა­ლა, გად­მოვ­ხ­ტი და თავ­პი­რის­მ­ტ­ვ­რე­ვით გავ­ქან­დი მო­ხუ­ცის­კენ. ბე­ბია იდ­გა და ნე­ტა­რი სა­ხით დაჰ­ყუ­რებ­და ეზო­ში მდგარ ვი­ღა­ცის მო­ტო­ციკ­ლეტს.

- ბე­ბი! - რაც შე­იძ­ლე­ბო­და მშვი­დად და­ვუ­ძა­ხე.
- უი, ანი, შვი­ლო, შე­მო­გევ­ლოს ბე­ბია, - გა­უ­ხარ­და ჩე­მი და­ნახ­ვა, არც კი გა­ო­ცე­ბუ­ლა, თით­ქოს აქ უნ­და შევ­ხ­ვედ­რო­დით ერ­თ­მა­ნეთს, - შე­ხე­დე, რა მშვე­ნი­ე­რია.

- კი, ბე­ბო, კი, გა­და­სა­რე­ვია, - და­ვე­თან­ხ­მე სირ­ბი­ლის­გან აქო­ში­ნე­ბუ­ლი.
ის იყო, უნ­და მეთ­ქ­ვა, მო­დი, სახ­ლ­ში ავი­დეთ-მეთ­ქი, რომ წინ მირ­ზაშ­ვი­ლი ამეს­ვე­ტა.
ღმერ­თო, რით ვერ მო­ვი­ცი­ლე ეს კა­ცი? რა უნ­და, რას დამ­დევს ლან­დი­ვით, ვერ და­ე­ტია თა­ვის მან­ქა­ნა­ში? რა­ღა გზა მაქვს, უნ­და გა­ვაც­ნო ბე­ბია.

- ეს ბე­ბი­ა­ჩე­მია, ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნუ­ცა... ეს კი ბა­ტო­ნი მირ­ზა მირ­ზაშ­ვი­ლია.
მირ­ზაშ­ვი­ლი გა­ლან­ტუ­რო­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყო - ქალს თა­ვა­ზი­ა­ნად და­უკ­რა თა­ვი, ხე­ლი ჩა­მო­არ­თ­ვა და ისე ეამ­ბო­რა, თით­ქოს ინ­გ­ლი­სის დე­დო­ფა­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

- თქვენ ჩე­მი ანი­კას მე­გო­ბა­რი ხართ? - და­ინ­ტე­რეს­და ბე­ბო.
- ჩვენ ხში­რად ვხვდე­ბით ერ­თ­მა­ნეთს, - კონ­კ­რე­ტულ პა­სუხს თა­ვი აარი­და შეფ­მა.
- ანუ მი­სი საყ­ვა­რე­ლი ხართ? - პა­სუ­ხით უკ­მა­ყო­ფი­ლო ნი­ნუ­ცამ ხმა გა­იმ­კაც­რა.


ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას 

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93