ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 6.

ბროწეულის გაზაფხული. თავი 6.
მე­ო­რე დღეს მირ­ზაშ­ვი­ლის ზნე­ობ­რი­ო­ბა­ზე ფიქ­რის თა­ვი არ მქონ­და -მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით და ყე­ლის ტკი­ვი­ლით გა­მეღ­ვი­ძა. ძლივს მივ­ლას­ლას­დი სამ­სა­ხურ­ში და აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ჩემს მბრუ­ნავ სა­ვარ­ძელ­ში ფე­ხი ფეხ­ზე გა­და­დე­ბუ­ლი ბა­თო იჯ­და და ჩემს მა­გი­დას "წრე­ებს ურ­ტყამ­და".

"ეს­ღა მაკ­ლ­და". -გა­ვი­ფიქ­რე უარე­სად შე­წუ­ხე­ბულ­მა, ჩემს ბედს კი­დევ ერ­თხელ შე­ვუ­კურ­თხე გულ­ში და კბი­ლი კბილს და­ვა­ჭი­რე, რომ თა­ნა­კურ­სე­ლი არ გა­მო­მე­ლან­ძღა.

-შენ აქ სა­ი­დან გაჩ­ნ­დი, უნე­ბარ­თ­ვოდ ვინ შე­მო­გიშ­ვა?
-ჯერ ერ­თი, დი­ლა მშვი­დო­ბი­სა. მე­ო­რეც, ნე­ბა დამ­რ­თეს, რო­ცა გა­ი­გეს, რომ შენს სა­ნა­ხა­ვად ვი­ყა­ვი მო­სუ­ლი. რო­გო­რი პო­პუ­ლა­რუ­ლი ყო­ფილ­ხარ
თა­ნამ­შ­რომ­ლებ­ში, ეგ­რე­ვე თა­ვა­ზი­ა­ნო­ბად და­იღ­ვარ­ნენ, ყა­ვაც კი მო­მი­დუ­ღეს, -მითხ­რა და ნა­ლე­ქით გა­ტე­ნი­ლი ყა­ვის ფინ­ჯა­ნი ცხვირ­წინ "ა­მიფ­რი­ა­ლა".
-მა­პა­ტიე, მაგ­რამ ჩე­მი უფ­რო­სი ძა­ლი­ან მკაც­რია. ახ­ლა რომ შე­მო­ვი­დეს და ჩემს სა­ვარ­ძელ­ში და­გი­ნა­ხოს, სე­რი­ო­ზუ­ლად მომ­ხ­ვ­დე­ბა.
-ოჰ, უკაც­რა­ვად, ვდგე­ბი, ვდგე­ბი, -და­ნე­ბე­ბის ნიშ­ნად ბა­თომ ორი­ვე ხე­ლი ას­წია და მა­შინ­ვე ად­გა.
-სახ­ლ­ში ვერ მოხ­ვი­დო­დი? ჩემ­თ­ვის არ არის სა­სი­ა­მოვ­ნო, რო­ცა ვინ­მე სამ­სა­ხურ­ში მა­კითხავს. სწო­რად გა­მი­გე.
-რა­ტომ, ჭო­რა­ო­ბა რომ არ და­იწყონ? -ხე­ლე­ბი ჯი­ბე­ებ­ში ჩა­იწყო და და­ჟი­ნე­ბით და­მიწყო თვა­ლი­ე­რე­ბა.
-რა უცებ მიხ­ვ­დი, -დავ­გეს­ლე.
-მაგ­რად კი გა­მო­ი­ყუ­რე­ბი.
-ნუ­თუ... -ირო­ნი­ას არ ვეშ­ვე­ბო­დი, -ახ­ლა კი, არ გეწყი­ნოს, მაგ­რამ შე­ნი წას­ვ­ლის დროა, რად­გან ჩე­მი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი და­იწყო.
-რა თქმა უნ­და, წა­ვალ, რა იყო, ასე რამ გა­გა­ცო­ფა, გიტყ­დე­ბა ჩე­მი და­ნახ­ვა?

მის­მა სიტყ­ვებ­მა შე­მაც­ბუ­ნა. რო­გორც ჩანს, გუ­შინ­დ­ლის არ იყოს, ისევ გა­და­ვამ­ლა­შე.
-არა, რა­ტომ უნ­და მიტყ­დე­ბო­დეს, უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ და ამან ხა­სი­ა­თიც გა­მი­ფუ­ჭა. მარ­თ­ლა, რის­თ­ვის მოხ­ვე­დი?
-მინ­დო­და, დღეს ერ­თად გვე­სა­დი­ლა. შეს­ვე­ნე­ბა ხომ გაქვს? შე­მო­გივ­ლი.
-არა, არ შე­მიძ­ლია. თავ­ზე მაყ­რია საქ­მე, სას­წ­რა­ფოდ უნ­და მო­ვას­წ­რო სა­ღა­მომ­დე, ამი­ტომ სამ­წუ­ხა­როდ, უარი უნ­და გითხ­რა.
-გა­სა­გე­ბიაააა. ცხრა­ა­სი ბო­დი­ში, ბა­ტო­ნო. მა­შინ სხვა დროს იყოს. იმის უფ­ლე­ბა მა­ინც ხომ მაქვს, წი­ნას­წარ და­გი­რე­კო და ისე შე­გი­თან­ხ­მ­დე შეხ­ვედ­რა­ზე?
-კი, რო­გორ არა, ოღონდ რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ეს კვი­რა ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ვარ. -აგ­დე­ბუ­ლად მი­ვუ­გე, ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე, ფე­ხებ­ზე მკი­დია შე­ნი შე­თან­ხ­მე­ბე­ბი-მეთ­ქი.
რო­გორც კი ბა­თო გა­ვი­და, სა­ვარ­ძელ­ში ჩა­ვეშ­ვი და მწა­რედ ამო­ვიკ­ვ­ნე­სე. რა გა­უ­გე­ბა­რი ვინ­მეა. ჰგო­ნია, რად­გან სიმ­პა­თი­უ­რია, ყვე­ლა ქა­ლი მას მი­ახ­ტე­ბა. სა­ერ­თოდ არ მომ­წონს. სწავ­ლის პე­რი­ო­დი რომ არ მა­კავ­ში­რებ­დეს მას­თან, არას­დ­როს მო­ვი­კითხავ­დი. თან არა­ფერს მე­უბ­ნე­ბა, თო­რემ ეგ­რე­ვე მი­ვახ­ლი­დი, შენს შეყ­ვა­რე­ბას არ ვა­პი­რებ-მეთ­ქი. თქვას მა­ინც მაგ და­ლოც­ვილ­მა, ან თავს რა­ტომ იტან­ჯავს, ან მე რა­ტომ მტან­ჯავს?

ამ ფიქ­რებ­ში ვი­ყა­ვი გარ­თუ­ლი, ში­და ტე­ლე­ფონ­მა რომ და­რე­კა. ყურ­მილს დავ­წ­ვ­დი.
-ერ­თი სა­ათის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის­თან და­მა­კავ­ში­როთ! -გა­ის­მა შე­ფის ხმა.
ტე­ლე­ფო­ნის ხა­ზი­დან გა­მო­მა­ვალ ში­ში­ნა ბგე­რებ­საც კი არ შე­ეძ­ლო ჩა­ეხ­შო ის ჰიპ­ნო­ზუ­რი ძა­ლა, რო­მე­ლიც მირ­ზას ძლი­ე­რი, ღრმა ხმის­გან მო­დი­ო­და... იმ­წამ­ს­ვე სუ­ლი ტერ­ფებ­ში გა­მე­პა­რა. გა­ჭირ­ვე­ბით გა­დავ­ყ­ლა­პე ნერ­წყ­ვი, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ჩა­ვიწ­მინ­დე ხმა და ვუ­პა­სუ­ხე:
-გა­სა­გე­ბია.
მარ­თ­ლაც, ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ზა­რი "მო­ვი­გე­რი­ე", მაგ­რამ მო­რიგ ზარ­ზე რომ ყურ­მი­ლი ავი­ღე და ქე­თის ხმა გა­ვი­გო­ნე, და­ვი­ბე­ნი. ახ­ლა რა უნ­და მექ­ნა?

-ქალ­ბა­ტო­ნო ქე­თი, ბა­ტო­ნი მირ­ზა და­კა­ვე­ბუ­ლია. იქ­ნებ ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში და­უ­რე­კოთ? ან... გნე­ბავთ... რა გა­დავ­ცე?
-საჩ­ქა­რო არა­ფე­რია, ანი­კა, -ხა­ლი­სი­ა­ნად მი­პა­სუ­ხა ქალ­მა, კარგ გუ­ნე­ბა­ზე ჩან­და, -მარ­ტო ვარ და ვი­ფიქ­რე, და­ვუ­რე­კავ-მეთ­ქი. მარ­თ­ლა, ხომ არ გა­ცივ­დით იმ ღა­მეს?

-არა, არა, კარ­გად ვარ. მად­ლო­ბაც ვერ გითხა­რით, ისე გა­მო­ვი­ქე­ცი, -ვპა­სუ­ხობ­დი და დი­დი მონ­დო­მე­ბით ვცდი­ლობ­დი, ხმა არ ჩამ­ხ­ლე­ჩო­და, -ძა­ლი­ან კი შე­გა­წუ­ხეთ. რო­გო­რი ყუ­რადღე­ბი­ა­ნი ყო­ფილ­ხართ.

-არაფ­რის, ჩე­მო კარ­გო, რა სა­მად­ლო­ბე­ლი ეგაა. სტუ­მა­რი ღვთი­საა, -ისევ იმა­ვე ხა­ლი­სით მო­მი­გო, ოდ­ნა­ვა­დაც არ შე­ეშ­ფო­თე­ბი­ნა იმას, რომ მის­მა საყ­ვა­რელ­მა ღა­მე სხვას­თან ერ­თად გა­ა­ტა­რა, თა­ნაც მის­სა­ვე სახ­ლ­ში, -კარ­გი სა­ღა­მო კი გა­მოგ­ვი­ვი­და. მინ­დო­და, მო­მე­კითხა მირ­ზა და მეთ­ქ­ვა, ჩე­მი მე­უღ­ლე რო­გო­რი კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. სულ მირ­ზას ხსე­ნე­ბა­შია იმ დღის მე­რე. -ქა­ქა­ნებ­და ქა­ლი ისე, თით­ქოს ქმრის სიყ­ვა­რუ­ლით გუ­ლი უს­კ­დე­ბო­და.
აბა, მირ­ზაშ­ვი­ლის­გან რა უნ­და? გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.
-კარ­გი, ანი­კა, და­გემ­შ­ვი­დო­ბე­ბი, საყ­ვა­რე­ლო, -კვლავ ჩა­იჟ­ღურ­ტუ­ლა ქე­თიმ და უცებ ყურ­მი­ლი ხელ­ში გა­მი­შეშ­და.
ოი, რა ბა­ტის­ტ­ვი­ნა ვარ. აფ­ცხი! -და­ვა­ცე­მი­ნე და ფიქ­რი გავ­აგრ­ძე­ლე. ესე იგი, რა გა­მო­დის? მირ­ზას ქე­თის­თან "იმ­ნა­ი­რო­ბა" არ აკავ­ში­რებს? იმ დღის მე­რე არც შე­უვ­ლია, არც მო­უ­კითხავს?

თა­ვი გა­მო­უს­წო­რე­ბელ დამ­ნა­შა­ვედ ვიგ­რ­ძე­ნი. გა­ვიხ­სე­ნე მირ­ზას სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რე­ბიც. თურ­მე ყვე­ლა­ფე­რი ეს მხო­ლოდ ქა­ქა­ნი იყო და სხვა არა­ფე­რი.
ქე­თის­თან მირ­ზაშ­ვი­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას გა­მა­მარ­თ­ლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი რომ გა­მო­ვუ­ტა­ნე, ახ­ლა ფიქ­რით სხვა ქა­ლებს გა­დავ­წ­ვ­დი, აკ­ლე­ბუ­ლი რომ ჰქონ­დათ ოფი­სის ტე­ლე­ფო­ნი. აბა, რო­მე­ლია მი­სი საყ­ვა­რე­ლი? იმ დღეს რომ ეჩხუ­ბა და უნებ­ლიე მოწ­მე გავ­ხ­დი, ის ხომ არა? მაგ­რამ ის ისე და­იფ­რი­ნა, რომ... ოხ, რა მეშ­ვე­ლე­ბა! რა გა­ვუწყა­ლე ამ კაცს გუ­ლი, ახა­ლი თავ­სა­ტე­ხი გა­ვუ­ჩი­ნე. რა ჩე­მი საქ­მეა, ვინ ვინ არის? -სა­კუ­თარ თავ­ზე გავ­გუ­ლის­დი, თან ისე მი­ჭერ­და ცხვირ­ში, სუნ­თ­ქ­ვა არ შე­მეძ­ლო და თა­ვიც მის­კ­დე­ბო­და ტკი­ვი­ლის­გან. ზე­დი­ზედ ცე­მი­ნე­ბამ ხომ სრუ­ლე­ბით მო­მი­ღო ბო­ლო. ისე მაჟ­რი­ა­ლებ­და ტან­ში, ლა­მის იყო, ავ­კან­კა­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი. მამ­ცივ­ნებ­და. ასეთ სა­ძა­გელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ. აააფ­ცხი! -ისევ და­ვა­ცე­მი­ნე და მირ­ზაშ­ვილ­მაც გა­მო­ა­ღო კა­რი.

სა­ვარ­ძელს მი­ვე­ლურ­ს­მ­ნე შე­ში­ნე­ბუ­ლი.
-ეს რას ნიშ­ნავს, გავ­ცივ­დით? სიცხეც ხომ არ გვაქვს? -თბი­ლი ღი­მი­ლით მომ­მარ­თა.
-ეტყო­ბა, სურ­დო და­მე­ტა­კა, -სა­ცო­და­ვად ამო­ვიკ­ნავ­ლე და ცხვირ­ზე წა­ვივ­ლე ხე­ლი, რომ ნეს­ტო­ებ­თან მომ­დ­გა­რი ცე­მი­ნე­ბა შე­მე­კა­ვე­ბი­ნა.
-ეგ სურ­დო კი არა, ვი­რუ­სია. ახ­ლა­ვე შინ წა­დით! -ჩვე­უ­ლი ტო­ნით მიბ­რ­ძა­ნა, ღი­მი­ლი კი თა­ვის სით­ბო­ი­ა­ნად გა­უქ­რა სა­ხე­ზე.
-არა, რას ამ­ბობთ! ცუ­დად არ ვარ. არა უშავს, ცო­ტა ხან­ში გა­მივ­ლის, -თა­ვი ჯი­უ­ტად გა­ვაქ­ნიე, ამა­სო­ბა­ში და­ცე­მი­ნე­ბა თი­თებ­შუა "გა­მის­ხ­ლ­ტა", -თან ბევ­რი საქ­მე მაქვს.

-თქვენ გინ­დათ, მეც მომ­ცე­ლოს ვი­რუს­მა? ხომ იცით, ის ისე­ვე გა­დამ­დე­ბია, რო­გორც თქვე­ნი სით­ბო, მაგ­რამ ვი­რუ­სის აკი­დე­ბა ნამ­დ­ვი­ლად არ მინ­და, სით­ბო­ზე კი არ ვიტყო­დი უარს. -ხუმ­რო­ბა­ნა­რე­ვი ტო­ნით მითხ­რა, ჩე­მი პალ­ტო სა­კიდ­რი­დან ჩა­მოხ­ს­ნა და ხელ­ში მო­ი­მარ­ჯ­ვა.
-აქ მა­თი სიაა, ვინც ამ დი­ლით და­გი­რე­კათ, -მი­ვუ­თი­თე ბლოკ­ნოტ­ზე და უხა­ლი­სოდ გა­ვუ­ყა­რე ხე­ლე­ბი პალ­ტო­ში.
მირ­ზამ პალ­ტოს სა­ყე­ლო­დან თმა მზრუნ­ვე­ლად ამო­მი­წია და უნე­ბუ­რად მი­სი თი­თე­ბი ჩემს ყელს შე­ე­ხო.
-ვა­ი­მე, ანი­კა, იწ­ვით... ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში რო­გორ უნ­და წახ­ვი­დეთ?
-არა­ფე­რია, უბ­რა­ლოდ, გა­ცი­ვე­ბუ­ლი ვარ, ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა კი არ დამ­მარ­თ­ვია! -ვი­მარ­თ­ლე თა­ვი აჭარ­ხ­ლე­ბულ­მა.
-ჰო­და, თუ ახ­ლა­ვე არ მი­ხე­დავთ თავს, და­გე­მარ­თე­ბათ! -უეც­რად აბო­ბოქ­რ­და, -ერ­თხელ უკ­ვე გითხა­რით, სუ­ლაც არ მინ­და, ჩემ გა­მო ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა და­ი­მარ­თოთ-მეთ­ქი!
თა­ვი დამ­ნა­შა­ვედ ვიგ­რ­ძე­ნი და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მო­მე­ბო­დი­შე­ბი­ნა:
-ბა­ტო­ნო მირ­ზა... -მაგ­რამ სიტყ­ვის დას­რუ­ლე­ბა ვერ მო­ვას­წა­რი, რომ ისევ და­მა­ცე­მი­ნა, თან ვერც პირ­ზე ხე­ლის აფა­რე­ბა გა­მო­მი­ვი­და დრო­უ­ლად.
-ახ­ლა­ვე გას­წი­ეთ შინ და ჩა­წე­ქით! -ისევ მიბ­რ­ძა­ნა.
-მივ­დი­ვარ. -ჩა­ვი­ლუღ­ლუ­ღე სიცხის­გან გა­თან­გულ­მა და კარს მი­ვა­შუ­რე...

მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ძი­ნა. ერ­თხელ წა­ვარ­თ­ვი ძილს თა­ვი, ისიც იმი­ტომ, რომ ბე­ბი­ამ და­მი­რე­კა და რა­ღა­ცა­ზე დიდ­ხანს მე­ლა­პა­რა­კა, მაგ­რამ აღარ მახ­სოვს, რა­ზე. შემ­დეგ ისევ მკვდა­რი­ვით ჩა­მე­ძი­ნა.

მე­ო­რე დღეს ოდ­ნავ უკეთ ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, წამ­ლებ­მა მიშ­ვე­ლა. სა­ღა­მოს მირ­ზაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მო­მი­კითხა.
-ექი­მი ხომ არ გჭირ­დე­ბათ, ანი­კა? -ყო­ველ­გ­ვა­რი მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე მკითხა.
-არა, არა, გმად­ლობთ! -შევ­ძა­ხე და კი­ნა­ღამ გუ­ლი ამო­მი­ვარ­და.
-სა­ში­ნე­ლი ხმა კი გაქვთ და...
-არც გა­რეგ­ნუ­ლად ვარ დი­დად კარ­გი სა­ნა­ხა­ვი.
მირ­ზას არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს, არც გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბია, მო­ბი­ლუ­რი გა­თი­შა. ცო­ტა არ იყოს, მეწყი­ნა, მაგ­რამ რა­ღას ვი­ზამ­დი, ისევ სა­ბან­ში გა­ვეხ­ვიე.
ხვე­ლე­ბა მახ­რ­ჩობ­და, რომ არა ეს ხვე­ლე­ბა, მთელ კვი­რას ვი­ძი­ნებ­დი. მაგ­რამ ისე მქონ­და ყე­ლი ჩახ­ლე­ჩი­ლი, ნერ­წყ­ვის გა­დაყ­ლაპ­ვა მი­ჭირ­და. წი­ნა­ღა­მეს წა­რა­მა­რა მახ­ვე­ლებ­და, ბა­ლიშ­ზე არ და­მა­დე­ბი­ნა თა­ვი. არც ახ­ლა მად­გა უკე­თე­სი დღე, თან წინ უგ­რ­ძე­სი ღა­მე მე­ლო­და.
ისევ ჩამ­თ­ვ­ლი­მა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად კარ­ზე ზა­რის ხმა გა­ის­მა. რის ვაი-ვაგ­ლა­ხით გა­მოვ­ძ­ვე­რი ლო­გი­ნი­დან, ხა­ლა­თი მო­ვის­ხი და კა­რის გა­სა­ღე­ბად წავ­ფ­რა­ტუნ­დი...

ზღურ­ბ­ლ­ზე მირ­ზაშ­ვი­ლი ამეს­ვე­ტა.
-მო­მატყუ­ეთ! -გა­მო­მიცხა­და და ყუ­რადღე­ბით და­მიწყო თვა­ლი­ე­რე­ბა.
ეს იმას ნიშ­ნავს, რომ არ­ც­თუ ცუ­დად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი -და­ვას­კ­ვე­ნი და ცო­ტა­თი დავ­მ­შ­ვიდ­დი.
ჩე­მი შე­ფი მი­პა­ტი­ჟე­ბას აღარ და­ე­ლო­და, ში­ნა­უ­რი­ვით შე­მო­ა­ლა­ჯა ჰოლ­ში და პირ­და­პირ სას­ტუმ­რო ოთა­ხის­კენ გა­იჭ­რა.
-ჩა­მო­ჯე­ქით, თო­რემ წა­იქ­ცე­ვით, -ის­ვე ბრძა­ნე­ბის ტო­ნით მომ­მარ­თა და ჩან­თი­დან პა­კე­ტე­ბის ამო­ლა­გე­ბა და­იწყო, -წამ­ლე­ბი მო­გი­ტა­ნეთ.
გუ­ლი ისე ამი­ჩუყ­და, ტი­რი­ლი მო­მინ­და.

-მთე­ლი სა­უ­კუ­ნე გა­ვი­და... -ჩურ­ჩუ­ლით ამოვ­თ­ქ­ვი და ნერ­წყ­ვი ძლივს გა­და­ვა­გო­რე, რომ არ ავ­ც­რემ­ლე­ბუ­ლი­ყა­ვი.
-რო­დი­დან? -და­ინ­ტე­რეს­და მა­მა­კა­ცი და დი­ვან­ზე ჩემ გვერ­დით ჩა­მოჯ­და, -მას შემ­დეგ, რო­ცა ვი­ღაც თქვენ­ზე ზრუ­ნავ­და?
-დი­დი მად­ლო­ბა, რომ შე­წუხ­დით. მქონ­და წამ­ლე­ბი, რა­ტომ და­ი­ხარ­ჯეთ.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხარ­ხა­რი აუტყ­და.
-ჩემს ჯი­ბეს უფ­რ­თხილ­დე­ბით, ანი­კა?
-თავს ყო­ველ­თ­ვის უხერ­ხუ­ლად ვგრძნობ, როცა ჩე­მი გუ­ლის­თ­ვის იხარ­ჯე­ბი­ან.
-და ეს ხში­რად ხდე­ბა?
გავ­წით­ლ­დი.
-არც მახ­სოვს, ბო­ლოს ეგ რო­დის მოხ­და, -დარ­ცხ­ვე­ნილ­მა გა­ვი­ღი­მე.
მირ­ზაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე წამს და­ჟი­ნე­ბით მიმ­ზერ­და, მე­რე კი გა­ი­ხუმ­რა:
-მა­შინ ამით უნ­და ვი­სარ­გებ­ლო... თქვენ ხომ ასე­თი მკაც­რი ხართ ჩემ მი­მართ...
-ბა­ტო­ნო მირ­ზა, უნ­და მო­გი­ბო­დი­შოთ... -სა­უბ­რის თე­მა შევ­ც­ვა­ლე და ტრა­გი­კუ­ლად ამო­ვი­ხავ­ლე, ხმა სრუ­ლე­ბით წამ­რ­თ­მე­ო­და.
-ასე­თი რა ჩა­ი­დი­ნეთ?
-ქალ­ბა­ტონ ქე­თი­ზე რომ ვი­ეჭ­ვი­ა­ნე. ასე არ უნ­და მე­ფიქ­რა...

-ვე­რა­ფერს ვიტყ­ვი, დრო­ის შერ­ჩე­ვა გე­ხერ­ხე­ბათ! -მითხ­რა, -ეს წამ­ლე­ბი რომ მო­გი­ტა­ნეთ, იმის "სა­ფა­სუ­რი­ა" თუ გუ­ლით ინა­ნი­ებთ? კარ­გი, კარ­გი, ვხუმ­რობ, ნუ იბუს­ხე­ბით ასე. სხვა დროს ერთ-ორ "ტკბილ" სიტყ­ვას გეტყო­დით ასე­თი "გო­ნივ­რუ­ლი ეჭ­ვის­თ­ვის", მაგ­რამ ახ­ლა ცხვირ­და­სი­ვე­ბულს და გა­სა­ცო­და­ვე­ბულს რომ გხე­დავთ, ენა ვერ მიბ­რუნ­დე­ბა თქვენს და­სა­ტუქ­სად.
-ღირ­სი ვიქ­ნე­ბი, და­ვიმ­სა­ხუ­რე, -ცო­ტა არ იყოს, პა­თე­ტი­კუ­რად გა­მო­მი­ვი­და.

-ფრთხი­ლად, მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა­ში არ გა­და­ვარ­დეთ და მლიქ­ვ­ნე­ლო­ბა არ და­იწყოთ ახ­ლა. საჭ­მე­ლი გაქვთ რა­მე?
-მაქვს. მე და ბე­ბი­ა­ჩე­მი ყო­ველ­თ­ვის ბლო­მად ვყი­დუ­ლობთ პრო­დუქტს. -ვთქვი და ისევ ხვე­ლა ამიტყ­და.
-მა­შინ გა­მო­დის, მხო­ლოდ ხვე­ლე­ბის წა­მა­ლი უნ­და მო­გი­ტა­ნოთ... -და­ას­კ­ვ­ნა და ეგ­რე­ვე და­ა­მა­ტა, -ხშირ-ხში­რად.
გა­მე­ღი­მა.
-მი­ი­ღეთ ეს წამ­ლე­ბი და დრო­ზე გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დით. აბა, თქვენ იცით, არ მო­იწყი­ნოთ. თუ რა­მე დაგ­ჭირ­დეთ, არ მო­მე­რი­დოთ. ჩათ­ვა­ლეთ, რომ დრო­ე­ბით თქვე­ნი პატ­რო­ნი მე ვარ. -ამ სიტყ­ვე­ბით ლო­ყა­ზე მიჩ­ქ­მი­ტა და წა­ვი­და.
მთე­ლი სა­ღა­მო მას­ზე ვფიქ­რობ­დი. წამ­ლე­ბიც დავ­ლიე და ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მი­სი მო­ტა­ნი­ლი ხვე­ლე­ბის წა­მა­ლი და მას­ზე ფიქ­რიც ისე მო­მიხ­და, რომ იმ ღა­მეს მკვდა­რი­ვით და­მე­ძი­ნა და დი­ლამ­დე ფე­ხი არ გა­მინ­ძ­რე­ვია.

მე­ო­რე დი­ლით, თვა­ლი გა­ვა­ხი­ლე თუ არა, მირ­ზაშ­ვი­ლი კვლავ თავ­ზე და­მად­გა -კი­დევ მო­მი­ტა­ნა წამ­ლე­ბი. მარ­თ­ლა ასე ხშირ-ხში­რად აპი­რებს აბე­ბით ჩემს მო­მა­რა­გე­ბას? კი­ნა­ღამ გა­მე­ცი­ნა.
მად­ლი­ე­რე­ბის­გან გუ­ლი გას­კ­დო­მა­ზე მქონ­და, მაგ­რამ თავს აშ­კა­რად უკეთ ვგრძნობ­დი.
-ეს კი­დევ მზა კერ­ძე­ბია, რომ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დიდ­ხანს ტრი­ალ­მა არ მო­გი­წი­ოთ. ბევ­რი არა­ფე­რი, ხა­ჭა­პუ­რი, ლო­ბი­ა­ნი და პი­ცაა, დღეს გე­ყო­ფათ. -მითხ­რა, ყვე­ლა­ფე­რი სამ­ზა­რე­უ­ლოს მა­გი­და­ზე და­ა­ლა­გა და წა­ვი­და.

ისე ვი­ყა­ვი გა­ხა­რე­ბუ­ლი მი­სი მზრუნ­ვე­ლო­ბით, ჰა­ერ­ში აწე­უ­ლი დავ­დი­ო­დი. ვგრძნობ­დი, რომ ყვე­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლის მი­მართ რო­დი იჩენ­და ასეთ გა­და­მე­ტე­ბულ ყუ­რადღე­ბას. რად­გან გა­მო­მარ­ჩია, ესე იგი, სხვა "რა­ღა­ცა­ში­ა" საქ­მე. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბო­რო­ტი ზრახ­ვე­ბის ვე­რა­ფე­რი შე­ვატყ­ვე.
სა­ღა­მოს ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფონ­მა ატე­ხა წკრი­ა­ლი.
-რო­გორ არის ჩე­მი მდი­ვან-თა­ნა­შემ­წე? -გა­ის­მა მირ­ზას "და­ცე­მა" ხმა.
-რა კარ­გია, რომ და­რე­კეთ, -წა­მო­ვი­ძა­ხე გა­ხა­რე­ბულ­მა.
-ხმა გა­მოგ­კე­თე­ბი­ათ, სა­მოც­დაცხ­რა წლის ქა­ლი­ვით აღარ "ხრი­წი­ნებთ".
ეგ "ხრი­წი­ნებთ" ვერ გა­ვი­გე, რას ნიშ­ნავ­და, მაგ­რამ რას და­ვე­ძებ? მთა­ვა­რია, ვახ­სოვ­არ.
-უკეთ ვარ... ბევ­რად... კარ­გა­დაც კი. ორ­შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში გა­მო­ვალ.
-ოღონდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მ­რ­თელ­დე­ბით. ხვე­ლე­ბე­ბი და წვინ­ტ­ლე­ბი არ და­მა­ნახ­ვოთ იცო­დეთ. -წა­მო­მი­ყე­ნა შეფ­მა პი­რო­ბე­ბი.
-გა­სა­გე­ბია, ექი­მო! -ღი­მი­ლით და­ვე­თან­ხ­მე.
-უკ­ვე ექი­მიც გავ­ხ­დი არა? -გა­ი­ცი­ნა, -იმე­დია, შა­ბათ-კვი­რის­თ­ვის რა­მე ისე­თი არ და­გი­გეგ­მავთ.
-ბე­ბი­ას მო­ნა­ხუ­ლე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ალ­ბათ ვერ გავ­რის­კავ, ვა­ი­თუ, ისევ გავ­ცივ­დე, თუმ­ცა აქეთ ვა­პი­რებ ჩა­მოყ­ვა­ნას.
-მეც რომ მო­ვი­ნა­ხუ­ლო, ვი­თომ რა­მე და­შავ­დე­ბა?
გა­ო­ცე­ბის­გან ლა­მის მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე, მაგ­რამ მსწრაფლ მო­ვუხ­მე გო­ნე­ბას.
-კი ბა­ტო­ნო, მობ­რ­ძან­დით.
-არა, თქვენ­თან კი არა, წილ­კან­ში რომ ჩა­ვი­დეთ. ანუ მე რომ წა­გიყ­ვა­ნოთ ჩა­მო­საყ­ვა­ნად.
-თქვენ რო­გორ შე­გა­წუ­ხოთ? -ამის თქმა­ღა მო­ვა­ხერ­ხე.
-ჯერ ერ­თი, გა­ვიწყ­დე­ბათ, რომ ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნუ­ცამ ფინ­ჯან ჩა­ი­ზე დამ­პა­ტი­ჟა, ამი­ტომ მიწ­ვე­ვა­ზე უარის თქმა უზ­რ­დე­ლო­ბა­ში ჩა­მეთ­ვ­ლე­ბა. მე­ო­რეც, ძლივს და­გა­ყე­ნეთ ფეხ­ზე და ისევ რომ გა­მი­ცივ­დეთ, თა­ვი მექ­ნე­ბა მო­საკ­ლა­ვი. იცით, რამ­დე­ნი საქ­მე და­გიგ­როვ­დათ ამ სამ დღე­ში?
მი­სი ყო­ვე­ლი სიტყ­ვა მა­ლა­მო­სა­ვით მე­ფი­ნე­ბო­და გულ­ზე. "ფეხ­ზე და­გა­ყე­ნეთ", "გა­მი­ცივ­დეთ", "თა­ვი მექ­ნე­ბა მო­საკ­ლა­ვი"... თით­ქოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და.
შევ­თან­ხ­მ­დით, რომ კვი­რას და­მი­რე­კავ­და და ერ­თად მო­ვი­ფიქ­რებ­დით, რო­მელ სა­ათ­ზე წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

შა­ბათ დი­ლით ბე­ბოს და­ვუ­რე­კე. მო­ხუ­ცი სი­ხა­რუ­ლით ცას ეწია.
-შე­იძ­ლე­ბა ჩემს შეფ­თან ერ­თად გეს­ტუმ­რო ხვალ, ბე­ბი­კო, -"შეფს" რომ წარ­მოვ­თ­ქ­ვამ­დი, ინ­ტო­ნა­ცი­ას სა­გან­გე­ბოდ გა­ვუს­ვი ხა­ზი, რომ ბე­ბი­ას ისევ არ ეკითხა, ეს კა­ცი შე­ნი საქ­მ­როაო?
ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნუ­ცამ შე­სა­შუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა გა­მო­ამ­ჟ­ღავ­ნა:
-კარ­გია, ბე­ბო, თუ მოხ­ვალთ. მე კი­დე­ვაც დავ­პა­ტი­ჟე ამას წი­ნათ.
სა­ო­ცა­რი ქა­ლი იყო ბე­ბი­ა­ჩე­მი. ხან­და­ხან ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რა­მე­ე­ბი ავიწყ­დე­ბო­და, ხან­და­ხან კი ბო­ლო წვრილ­მა­ნამ­დე ახ­სოვ­და ყვე­ლა­ფე­რი. უც­ნა­უ­რი იყო მი­სი სკლე­რო­ზი, ასე­თი არას­დ­როს არა­ვის­გან გა­მე­გო­ნა.
კვი­რამ­დე ძლივს მო­ვით­მი­ნე. დი­ლით, გა­თენ­და თუ არა, ჯერ ბე­ბი­ას და­ვუ­რე­კე, იქ­ნებ და­ა­ვიწყ­და და გა­ვახ­სე­ნებ, რომ ჩას­ვ­ლი­სას თა­ვი არ მომ­ჭ­რას-მეთ­ქი.

-ბე­ბო, დღეს შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ვი­დეთ, ხომ გახ­სოვს, რაც გითხა­რი ორი დღის წინ?
-რომ იცო­დე, რა დრო ვა­ტა­რეთ, ანი, გა­ოც­დე­ბი, ბე­ბია. სად არ ვი­ყა­ვით, რა არ მო­ვი­ა­რეთ... ისე დაგ­ვა­ღამ­და მე და შენს ბიჭს, არც გაგ­ვი­გია.
წა­მით ვი­ფიქ­რე, ალ­ბათ კვლავ შე­მო­უ­ტია საწყალ ბე­ბი­ა­ჩემს სკლე­როზ­მა-მეთ­ქი, მაგ­რამ ისე­თი ენ­თუ­ზი­აზ­მით გა­ნაგ­რ­ძ­ნობ­და თხრო­ბას, პი­რი და­ვა­ღე: -გზად ყა­ვა დავ­ლი­ეთ, მე­რე, სე­ირ­ნო­ბით რომ ვი­ჯე­რეთ გუ­ლი, ვი­სა­დი­ლეთ კი­დეც. სხვა­თა შო­რის, მა­საც არა­ნაკ­ლებ ჰყვა­რე­ბია მო­ტო­ციკ­ლე­ბი. ასე რომ, გვა­რი­ა­ნად მო­ვილ­ხი­ნეთ. და­მე­ნა­ნა, შენ რომ არ იყა­ვი.

გა­ოგ­ნე­ბულ­მა ხმა ვერ ამო­ვი­ღე. ცო­ტა არ იყოს, შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა დავ­კი­დე ყურ­მი­ლი. უჩე­მოდ რა­ტომ წა­ვი­და? გა­ვეფ­რ­თხი­ლე­ბი­ნე მა­ინც. ვი­თომ მო­მიფ­რ­თხილ­და, რომ ისევ არ ჩავ­ვარ­დ­ნი­ლი­ყა­ვი ლო­გი­ნად? მე­რე­და, ეთ­ქ­ვა მაგ და­ლოც­ვილს. ცუ­დი ის იყო, რომ საყ­ვე­დურ­საც ვერ ვეტყო­დი. უმა­დუ­რო­ბა­ში ჩა­მეთ­ვ­ლე­ბო­და. კა­ცი მთე­ლი კვი­რა გა­დამ­ყ­ვა, ლა­მის ყო­ველ­დღე აქ იყო, წამ­ლე­ბი და მთე­ლი ხო­რა­გი მოჰ­ქონ­და, მი­რე­კავ­და... უფ­რო დი­დი სა­ოც­რე­ბა ის იყო, რომ მთე­ლი დღე ბე­ბოს გვერ­დით გა­უ­ტა­რე­ბია და აქეთ-იქით დაჰ­ყავ­და თურ­მე. იქ­ნებ ტყუ­ი­ლია და მო­ხუ­ცის და­ბინ­დულ­მა გო­ნე­ბამ სურ­ვი­ლი რე­ა­ლო­ბად აღიქ­ვა? ვე­რა­ფე­რი გა­ვი­გე. რა ტი­პი იყო ეს მირ­ზა, ვერ მივ­ხ­ვ­დი -თავ­გ­ზა ამებ­ნა.

სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­ვე­დი და თით­ქ­მის მე­ქა­ნი­კუ­რად და­ვიწყე სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა. რო­გორც ჩანს, ბე­ბი­ას­თან წას­ვ­ლა გა­და­ი­დო. პი­რა­დად მე მირ­ზაშ­ვილ­თან და­რეკ­ვას არ ვა­პი­რებ. თუ უნ­და, თვი­თონ და­მი­რე­კოს. რამ­დენ­ჯერ­მე მა­ინც მი­ვე­დი ტე­ლე­ფონ­თან, ხომ არ რე­კავ­და და ვა­ი­თუ, ვერ გა­ვი­გო­ნე-მეთ­ქი. თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ. ჩე­მი გუ­ლის გა­სა­ხეთ­ქად, აპა­რა­ტი ჯი­უ­ტად დუმ­და. მო­ბი­ლუ­რი შარ­ვ­ლის უკა­ნა ჯი­ბე­ში ჩა­ვი­დე, თუ და­რე­კა, ძებ­ნამ არ მო­მი­წი­ოს-მეთ­ქი. არა, არ და­რე­კა და ვატყობ­დი, არც აპი­რებ­და.

ბო­ლოს მა­ინც არ მო­მით­მი­ნა გულ­მა და მე თვი­თონ დავ­რე­კე... ამა­ოდ, არა­ვინ მი­პა­სუ­ხა.
ნე­ტავ ვის­თან და­სე­ირ­ნობს ამ­ჯე­რად ის ვაჟ­ბა­ტო­ნი, რო­მელ მზე­თუ­ნა­ხავ­თა­ნაა? -ბოღ­მის­გან გა­სი­ვე­ბუ­ლი ვფიქ­რობ­დი და წინ და უკან დავ­დი­ო­დი სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და სას­ტუმ­რო ოთახს შო­რის. ამან რომ არ მიშ­ვე­ლა, რე­აქ­ტი­უ­ლი სის­წ­რა­ფით კარ­ტო­ფი­ლის გათ­ლას შე­ვუ­დე­ქი.
უეც­რად კარ­ზე ზა­რი და­ი­რე­კა. ად­გილს მოვ­წყ­დი და წამ­ში ჰოლ­ში გავ­ჩ­ნ­დი. კა­რი გა­მო­ვა­ღე და სა­დარ­ბა­ზო­ში "ის ვაჟ­ბა­ტო­ნი" და­ვი­ნა­ხე. გა­ო­ცე­ბის­გან თვა­ლე­ბი შუბ­ლ­ზე ამი­ვი­და. რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვი, თვი­თონ ალა­პა­რაკ­და.

-ფეხ­ზე ხართ, ცუ­და­დაც არ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით. -შე­ნიშ­ნა მან.
-ეს-ესაა, გი­რე­კავ­დით...
-მარ­თ­ლა? -გა­მომ­ც­დე­ლად ჩა­მე­კითხა და მა­შინ­ვე ენა მო­ვიკ­ვ­ნი­ტე. ნე­ტავ, რას ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ვუ­რე­კავ­დი. რა­ში აინ­ტე­რე­სებს ახ­ლა ამას, ვუ­რე­კავ­დი თუ არა? ვერ ვის­წავ­ლე ჭკუა და ვერც ენა და­ვი­მოკ­ლე...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93