ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 7

ბროწეულის გაზაფხული. თავი 7
მირ­ზაშ­ვილ­მა ჰა­ე­რი შე­იყ­ნო­სა. - რა­ღაც გემ­რი­ე­ლი სურ­ნე­ლი მომ­დის... რა­მეს ამ­ზა­დებთ? - მკითხა და პა­სუ­ხის­თ­ვის არც და­უც­დია, ხე­ლით გან­ზე მიმ­წია და ოთახ­ში შე­მო­ა­ბი­ჯა.
- ბე­ბი­ას ვე­ლა­პა­რა­კე...
- მარ­თ­ლა? ძა­ლი­ან კარ­გი. სხვა­თა შო­რის, ქალ­ბა­ტონ ნი­ნუ­ცას არც ისე ცუ­დად აქვს მეხ­სი­ე­რე­ბის საქ­მე, - მითხ­რა და თა­ვი­სი ჯა­დო თვა­ლე­ბი შე­მო­მა­ნა­თა, - თქვენ კი სა­უცხო­ოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბით, და­გიბ­რუნ­დათ სი­ლა­მა­ზე. არც კი გეტყო­ბათ, რომ ავად­მ­ყო­ფობ­დით.
- დი­დი მად­ლო­ბა, - ამოვ­ღერ­ღე, - რა­ტომ არ და­მი­რე­კეთ?
- უნ­და და­მე­რე­კა? - ისე­თი გა­ო­ცე­ბუ­ლი მო­მიბ­რუნ­და, თით­ქოს სა­ო­ცა­რი
რამ მე­კითხოს.
- ხომ მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ...
- ააა! ეგ ხო, მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, მაგ­რამ მე­რე გა­და­ვი­ფიქ­რე. გა­რეთ ცი­ვა, თქვენ კი ეს-ესაა, მა­ღა­ლი სიცხით ლო­გინ­ში იწე­ქით. ვაიდა, გა­ცი­ე­ბუ­ლი­ყა­ვით, მე­რე რა პა­სუ­ხი უნ­და გა­მე­ცა ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბის­თ­ვის? მო­ვარ­ჩი­ნე და ისევ გა­ვა­ცივე-მეთ­ქი? არ ინაღ­ვ­ლოთ, მშვე­ნი­ე­რი დრო ვა­ტა­რეთ მე და ქალ­ბა­ტონ­მა ნი­ნუ­ცამ.

ჩე­მი გაბ­რა­ზე­ბა სადღაც გაქ­რა. მივ­ხ­ვ­დი, რომ საყ­ვე­დურს ვე­ღარ ვეტყო­დი.
- თა­ვი ხომ არ მო­გა­ბეზ­რათ ბე­ბი­ამ?
- რას ამ­ბობთ! დი­დად ვი­სი­ა­მოვ­ნეთ. ისე­თი ჩა­ის მომ­ზა­დე­ბა სცოდ­ნია, კი­დევ და კი­დევ მინ­დო­და და­ლე­ვა. ჟას-მი­ი­ი­ინ! - პა­თე­ტი­კუ­რად წარ­მოთ­ქ­ვა საჩ­ვე­ნე­ბელ­თით­გაბ­ზე­კილ­მა, - მე და ბე­ბი­ათ­ქ­ვენს, ჩვენ­ში დარ­ჩეს და, ბევრი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი აღ­მოგ­ვაჩ­ნ­და... ჰო­და... მარ­თ­ლა, სა­დი­ლად რა გვაქვს? - მო­ხერ­ხე­ბუ­ლად გა­და­ი­ტა­ნა სა­უ­ბა­რი სხვა თე­მა­ზე.

- კარ­ტო­ფილს ვწვავ. მაქვს წი­თე­ლი ტყემ­ლის სა­წე­ბე­ლი და კი­დევ შემ­წ­ვა­რი ღო­რის ხორ­ცი.
უც­ნა­უ­რია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ეს კა­ცი ჩე­მი შე­ფი იყო, თა­ნაც, თა­ვი თვი­თონ­ვე "და­ი­პა­ტი­ჟა", ძალ­ზე უშუ­ა­ლოდ, თა­ვი­სუფ­ლად იქ­ცე­ო­და, თით­ქოს დი­დი ხნის მე­გობ­რე­ბი ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და დი­დი მის­ვ­ლა-მოს­ვ­ლა გვქო­ნო­დეს ერ­თ­მა­ნეთ­თან.
სუფ­რა გავ­შა­ლეთ და მა­გი­დას მი­ვუს­ხე­დით. მირ­ზა გემ­რი­ე­ლად შე­ექ­ცე­ო­და სა­დილს, კრინ­ტიც არ და­უძ­რავს სამ­სა­ხურ­ზე. სა­მა­გი­ე­როდ, ჩე­მი ოჯა­ხით და­ინ­ტე­რეს­და.

- მა­მათ­ქ­ვე­ნი მეც­ნი­ე­რი იყო? - ბე­ბი­ას­თან სტუმ­რო­ბის "კვა­ლი" და­ეტყო.
- მთლად მეც­ნი­ერს ვერ ვიტყო­დი... ისე, სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვე­ბით იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.
- ანუ იყო მეც­ნი­ე­რი. აუცი­ლე­ბე­ლი ხომ არ არის, მა­ინ­ც­და­მა­ინც გა­მო­გო­ნე­ბე­ბი ჰქო­ნო­და?
- რბი­ლი და კე­თი­ლი კა­ცი იყო, სულ მუ­შა­ობ­და და ჩემ­თ­ვის ვერ იც­ლი­და.
- მშობ­ლე­ბის სიკ­ვ­დი­ლის შემ­დეგ ძა­ლი­ან გაგ­ჭირ­ვე­ბი­ათ.
- მაგ­რამ გა­მოვ­ძ­ვე­რით. სა­ერ­თოდ, სტა­ბი­ლუ­რო­ბის მომ­ხ­რე ვარ, ცო­ტა­თი ვკმა­ყო­ფილ­დე­ბი. ჩე­მი ოც­ნე­ბა ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი სახ­ლი და მი­ლი­ო­ნე­ბი არას­დ­როს ყო­ფი­ლა. ვარ­ჩიე, ის ბი­ნა გა­მე­ყი­და და შე­და­რე­ბით მოკ­რ­ძა­ლე­ბულ­ში გად­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. სა­მა­გი­ე­როდ, მე და ბე­ბი­ამ იმ წლებ­ში შევ­ძე­ლით თა­ვის გა­ტა­ნა.

- იმ წლებ­მა კვა­ლი და­გაჩ­ნი­ათ. გა­უცხო­ე­ბუ­ლი ხართ... ცო­ტა ჩა­კე­ტი­ლი გახ­დით, არა? გულ­და­ხუ­რუ­ლი...
- არა, რა­ტომ... - ავ­დე­ქი და სუფ­რის ალა­გე­ბა და­ვიწყე, ამით მი­ვა­ნიშ­ნე, რომ ეს თე­მა ამო­წუ­რუ­ლი იყო, არ მსი­ა­მოვ­ნებ­და ჩემ­ზე სა­უ­ბა­რი.
- ანი­კა, ოდეს­მე ვინ­მეს თუ უკოც­ნია თქვენ­თ­ვის? - თით­ქოს ყრუდ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
წარ­ბე­ბი ავ­ზი­დე, ჩა­ვი­ცი­ნე და სხარ­ტად მი­ვუ­გე:
- თუ მეხ­სი­ე­რე­ბა არ გვღა­ლა­ტობს მე ან თქვენ, წი­ნა ორ­შა­ბათს შე­მემ­თხ­ვა რა­ღაც მაგ­დაგ­ვა­რი. - იქედ­ნუ­რად შე­ვახ­სე­ნე.
- მა­გას რა და­მა­ვიწყებს... იქამ­დე?
- ეს რა, და­კითხ­ვაა?
- არა, შე­კითხ­ვაა.
- თა­ნაც, ძა­ლი­ან პი­რა­დუ­ლი.
- მე­რე რა? მე მგო­ნი, ვიმ­სა­ხუ­რებ გუ­ლახ­დილ პა­სუხს, არა? მე რომ მსგავ­სი რამ მკითხოთ, ეგ­რე­ვე გი­პა­სუ­ხებთ, რო­გორ არა, თა­ნაც ძა­ლი­ან ბევ­რ­ჯერ-მეთ­ქი.
ღი­მი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე, მაგ­რამ პა­სუ­ხი მა­ინც არ გა­ვე­ცი.
- კარ­გი, სხვა შე­კითხ­ვა ვცა­დოთ, - მირ­ზაც ად­გა და და­ჟი­ნე­ბით შე­მო­მა­ჩერ­და, - სურ­დომ გა­გი­ა­რათ თუ ისევ ისე­თი ვი­რუს­მა­ტა­რე­ბე­ლი ხართ? - ამ სიტყ­ვე­ბით თეფ­შე­ბი ამა­ცა­ლა, მა­გი­და­ზე და­აბ­რუ­ნა და ხე­ლი მომ­ხ­ვია.
სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა.
- რა თქმა უნ­და, ჯერ ისევ ვარ.
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხართ?
- წყა­ლი არ გა­უ­ვა. - ხმა­დაბ­ლა ვთქვი და მი­სი სი­ახ­ლო­ვის­გან გუ­ლი გა­და­მი­ქან­და.
- მა­ინც გავ­რის­კავ... - ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­ვა და ტუ­ჩებ­ზე წა­მე­ტა­ნა.
ჟრუ­ან­ტელ­მა მთელ სხე­ულ­ში ტალ­ღა­სა­ვით და­მი­ა­რა. მინ­დო­და, უსას­რუ­ლოდ გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო ეს კოც­ნა, მაგ­რამ ვინ მა­ცა­ლა? ყვე­ლა­ფერს აქვს და­სას­რუ­ლი.

ერ­თხანს დაბ­ნე­უ­ლი ვი­დე­ქი, არ ვი­ცო­დი, რა მეთ­ქ­ვა ან რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი. თვა­ლებს ვე­რა­ფე­რი მო­ვუ­ხერ­ხე. სა­ი­თაც უნ­და გა­მე­ხე­და, ყველ­გან მირ­ზას მზე­რა დამ­ყ­ვე­ბო­და. ბო­ლოს ჩა­ვახ­ვე­ლე.
- თუ ამით იმის თქმა გსურთ, დი­დი მად­ლო­ბა, სა­დი­ლი გემ­რი­ე­ლი იყოო, მა­შინ გა­სა­გე­ბია თქვე­ნი თავ­გა­მო­დე­ბა.
- ნუ­თუ ასე­თი ნა­ძი­რა­ლას შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ? - მა­შინ­ვე შე­მიშ­ვა ხე­ლი და გან­ზე გად­გა.
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე და სი­ტუ­ა­ცი­აც უცებ გა­ნი­მუხ­ტა.
- ცუღ­ლუ­ტობ! - თი­თი და­მიქ­ნია და თვი­თო­ნაც გა­ი­ცი­ნა.
ჭურ­ჭე­ლი მხი­ა­რუ­ლი სა­უბ­რის თან­ხ­ლე­ბით გა­ი­რეცხა და რო­ცა მირ­ზაშ­ვი­ლის წას­ვ­ლის დრო მო­ვი­და, უეც­რად სე­რი­ო­ზუ­ლი სა­ხით მო­მა­ჩერ­და.
- თქვენ მე იდე­ა­ლუ­რად გა­მი­მას­პინ­ძ­ლ­დით, ქალ­ბა­ტო­ნო თა­ნა­შემ­წევ. ამი­ტომ მინ­და, მეც გცეთ პა­ტი­ვი. ხვალ სა­ღა­მოს თა­ვი­სუ­ფა­ლი ხართ?
- ეს პა­ე­მა­ნია? - ენამ წინ გა­მის­წ­რო და გულ­ში სულ თავ-ბე­დი ვიწყევ­ლე.
- არა, ეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი მი­პა­ტი­ჟე­ბაა ოფი­ცი­ა­ლურ ვახ­შამ­ზე.
- საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით?
- რა თქმა უნ­და! - ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით მო­მი­გო და ვერ მივ­ხ­ვ­დი, მარ­თალს მე­უბ­ნე­ბო­და თუ მატყუ­ებ­და, - ამი­ტომ სა­გან­გე­ბოდ გა­მო­იპ­რან­ჭეთ, რომ თა­ვი მო­ვი­წო­ნო.
- ბევ­რ­ნი იქ­ნე­ბი­ან?
მუნ­ჯუ­რად გა­დათ­ვა­ლა თი­თე­ბით ღი­მილ­მო­რე­ულ­მა - ერ­თი, ორი, სა­მი, ოთხი... სა­სა­ცი­ლოდ ხრი­და თი­თებს. ოთხის შემ­დეგ ისევ უკან და­უყ­ვა და ორ­ზე შე­ჩერ­და.
- თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლე­ლად ცო­ტა­ნი ვიქ­ნე­ბით.
- ხვალ სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ?
- აბა, სამ­სა­ხურს ხომ არ გა­აც­დენთ? დამ­თავ­რ­დე­ბა თუ არა 6 სა­ა­თი, შინ დაბ­რუნ­დე­ბით, კოხ­ტად ჩა­იც­ვამთ და მე­რე მე გა­მო­გივ­ლით... და­ახ­ლო­ე­ბით 60 წუთ­ში.
- ანუ ერთ სა­ათ­ში?
- რო­გო­რი მიხ­ვედ­რი­ლი მდი­ვა­ნი მყავს, - ახარ­ხარ­და...
რო­ცა მირ­ზაშ­ვი­ლი წა­ვი­და, თა­ვი­სუფ­ლად ამო­ვი­სუნ­თ­ქე, ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მუხ­ლე­ბი აღარ მი­კან­კა­ლებ­და...


ორ­შა­ბათს სამ­სა­ხურ­ში გა­მოვ­ცხად­დი. ყვე­ლამ თბი­ლად მო­მი­კითხა. მირ­ზაშ­ვი­ლიც მე­გობ­რუ­ლად მო­მე­სალ­მა, ისე შემ­ხ­ვ­და, რო­გორც რი­გით თა­ნამ­შ­რო­მელს. მეც იგი­ვე რე­აქ­ცია მქონ­და. სა­ღა­მოს კი, რო­ცა კა­ბი­ნეტ­ში გა­მო­მი­ძა­ხა, თა­ვი იმა­ში და­ვი­ჭი­რე, რომ და­ჟი­ნე­ბით მივ­ჩე­რე­ბო­დი იმ ტუ­ჩებს, ასე ნა­ზად რომ მკოც­ნი­და წი­ნა დღეს. რო­გორც კი შე­მომ­ხე­დავ­და, მა­შინ­ვე თვალს ავა­რი­დებ­დი, თუმ­ცა შევ­ნიშ­ნე, რომ თვი­თო­ნაც იმა­ვე­თი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­გი­და­ზე დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­ე­შა­ლა და იმას ჩაჰ­კირ­კი­ტებ­და. მე­რე თა­ვი ას­წია და მითხ­რა:
- ხუთ­შა­ბათს ობი­ექ­ტ­ზე უნ­და გა­ვი­დე. დამ­ჭირ­დე­ბით.
- მეც უნ­და გა­მოგ­ყ­ვეთ?
- თქვენ ყველ­გან უნ­და გა­მომ­ყ­ვეთ, სა­დაც მო­ვი­სურ­ვებ. ასე­თია თქვე­ნი თა­ნამ­დე­ბო­ბა. გა­სა­გე­ბია?
უსიტყ­ვოდ და­ვუქ­ნიე თა­ვი. მი­სი მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნი მსპობ­და და მა­ნად­გუ­რებ­და.
- ახ­ლა კი დროა, ში­ნის­კენ გას­წი­ოთ, დრო არ იც­დის, - თქვა და მა­ჯის სა­ათ­ზე და­ი­ხე­და, - ზუს­ტად შვიდ­ზე თქვენს სა­დარ­ბა­ზოს­თან ვიქ­ნე­ბი დარ­ჭო­ბი­ლი.
კვლავ თა­ვის დაქ­ნე­ვით მი­ვა­ნიშ­ნე, გა­სა­გე­ბია-მეთ­ქი და კა­ბი­ნე­ტი დავ­ტო­ვე...

- იცი? პირ­და­პირ გა­მა­ო­ცე, - მითხ­რა, რო­გორც კი მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი.
ვი­ფიქ­რე, არას­წო­რად გა­ვი­გე-მეთ­ქი, ისე ხმა­დაბ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა, თან იმ­წუ­თას ძრა­ვაც აამუ­შა­ვა.
- მა­პა­ტი­ეთ, ვერ გა­ვი­გო­ნე, რა მითხა­რით.
- პირ­ველ რიგ­ში, მგო­ნი, დროა, მი­მარ­თ­ვის ზრდი­ლო­ბი­ა­ნი ფორ­მა და­ვი­ვიწყოთ და გავ­ში­ნა­ურ­დეთ. ხომ მარ­თა­ლი ვარ? ამ­დე­ნი რა­მის შემ­დეგ ცო­ტა უხერ­ხუ­ლიც კი არის, თქვე­ნო­ბით ვე­ლა­პა­რა­კოთ ერ­თ­მა­ნეთს. მე­ო­რეც: ვთქვი, გა­მა­ო­ცე-მეთ­ქი. მე კი, თუ სი­მარ­თ­ლე გა­ინ­ტე­რე­სებს, არ მი­ვე­კუთ­ვ­ნე­ბი იმ კა­ტე­გო­რი­ას, სა­რეკ­ლა­მო ბუკ­ლე­ტე­ბი­ვით რომ არი­გე­ბენ კომ­პ­ლი­მენ­ტებს.

- ჰო-ო? - ისე და­ვი­ბე­ნი, სიტყ­ვე­ბი ვერ ვი­პო­ვე პა­სუ­ხის გა­სა­ცე­მად, - დი­დი მად­ლო­ბა.
ეს ერ­თი "სა­კუ­ბო­ვე" კა­ბა მქონ­და, მე­ო­რა­დებ­ში ვი­ყი­დე ერ­თი წლის წინ, შა­ვი, თეთრ სა­ყე­ლო­თი. მოკ­ლე იყო, მუხ­ლამ­დე და წელ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი. ძა­ლი­ან მიხ­დე­ბო­და, ჩე­მი სხე­უ­ლის "ყვე­ლა სი­კე­თეს" ერ­თი­ა­ნად აჩენ­და - მკერდს, აღ­ნა­გო­ბას, ფე­ხებს...
- აქამ­დეც ყო­ველ­თ­ვის ლა­მა­ზი იყა­ვი, მაგ­რამ დღეს... უბ­რა­ლოდ, სა­ოც­რად ლა­მა­ზი ხარ. - ამ სიტყ­ვე­ბით ლა­მის ჩა­მიძ­ვ­რა თვა­ლებ­ში, მე კი გავ­წით­ლ­დი.
- ეს, ალ­ბათ, ტან­საც­მ­ლის ბრა­ლია... - "ვი­მარ­თ­ლე" თა­ვი. რა სუ­ლე­ლუ­რი ფრა­ზა ვთქვი. შტე­რი, შტე­რი, შტე­რი!
უცებ გა­ი­ცი­ნა.
- ალ­ბათ, და­გაბ­ნიე, არა? მა­პა­ტიე, შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­მი­კე­თე­ბია. შენ, ალ­ბათ, გახ­სოვს, მე ერ­თი სა­ში­ნე­ლი ნაკ­ლი მაქვს - ყო­ველ­თ­ვის იმას ვლა­პა­რა­კობ, რა­საც ვფიქ­რობ.

- ეგ ერ­თა­დერ­თია, რაც არას­დ­როს მა­ვიწყ­დე­ბა, - მეც გა­ვი­ცი­ნე.
მივ­დი­ო­დით და თვალს არ მა­შო­რებ­და. გზას იშ­ვი­ა­თად გა­ხე­დავ­და, მე კი ხშირ-ხში­რად გა­მომ­ხე­დავ­და. შემ­დეგ ნე­ლი მოძ­რა­ო­ბით გა­და­აქ­ნია თა­ვი:
- ასეც ვფიქ­რობ­დი... ნამ­დ­ვი­ლი შა­ვი ოქ­როს სა­ბა­დო გაქვს თავ­ზე, - თქვა და მხარ­ზე დაყ­რი­ლი ჩე­მი შა­ვი თმა თით­ზე და­იხ­ვია, - ასე­თი შე­ფე­რი­ლო­ბის თმა არას­დ­როს მი­ნა­ხავს. იღე­ბავ?
- არა, ბუ­ნებ­რი­ვად ასე­თი ფე­რია.
- მელ­ნის­ფე­რი დაჰ­კ­რავს თით­ქოს, არა?
- ჰო. ბე­ბი­ას­გან მაქვს.
უეც­რად მან­ქა­ნა და­ა­მუხ­რუ­ჭა, მაგ­რამ ძრა­ვა არ გა­მო­ურ­თავს. ნა­ხევ­რად ჩემ­კენ შე­მობ­რუნ­და, თმის ნა­წი­ლი მაღ­ლა ას­წია და ხე­ლი გა­უშ­ვა, თან სი­ა­მოვ­ნე­ბით უყუ­რებ­და, რო­გორ და­ე­ფი­ნა იგი მხარ­ზე. ამ დროს ისე­თი ჯა­დოს­ნუ­რი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და, შე­მა­ხუ­რა. რო­გო­რი ფა­ტა­ლუ­რია მი­სი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბა. ესეც ალ­ბათ თან­და­ყო­ლი­ლი ნი­ჭია, მაგ­რამ მე ასე ად­ვი­ლად ვერ და­მი­მორ­ჩი­ლებს. ვინ-ვინ და, მე ყვე­ლა­ზე კარ­გად ვი­ცი, რა­საც წარ­მო­ად­გენს სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში. წა­მი­ე­რად თვალ­წინ ანას სა­ხე ამო­მი­ტივ­ტივ­და, კა­ბი­ნეტ­ში რომ ეჩხუ­ბა და მე­რე მეც მი­მა­ლან­ძღა. ოოო, რო­გო­რი სა­ში­ში პროვ­ნე­ბაა, და­ტე­ნი­ლი პის­ტო­ლე­ტი­ვით. მას­თან თა­მა­ში ძა­ლი­ან სა­რის­კოა.

- რა აზ­რე­ბი აიძუ­ლებს ამ ლა­მაზ ტუ­ჩებს, არ გა­ი­ღი­მოს? - მკითხა მხი­ა­რუ­ლი ხმით და კვლავ გა­აგ­რ­ძე­ლა გზა. მი­სი კმა­ყო­ფი­ლი ღი­მი­ლის მი­ზე­ზის მიხ­ვედ­რა არ გამ­ჭირ­ვე­ბია - ამ­წუ­თას მი­სი ცხოვ­რე­ბის მო­რი­გი ქა­ლი მე ვი­ყა­ვი, თუმ­ცა მხო­ლოდ ერ­თი სა­ღა­მო. არა, მირ­ზა, ეს ნო­მე­რი ჩემ­თან არ გა­გი­ვა!

- ჩემ­თ­ვის ვფიქ­რობ­დი, ნე­ტავ მას შემ­დეგ თუ შეხ­ვ­და ანას-მეთ­ქი... - მო­მენ­ტით ვი­სარ­გებ­ლე და "ჩა­ვურ­ტყი", თან ანერ­ვი­უ­ლე­ბულ­მა მუხ­ლებ­ზე დაწყო­ბი­ლი ხე­ლე­ბი მოვ­მუშ­ტე, გუ­ლი კი ლა­მის ამო­მი­ვარ­და ბუ­დი­დან.
- ანას? - ჩემ­კენ მობ­რუ­ნე­ბულ­მა მის­მა პრო­ფილ­მა გა­ო­ცე­ბა გა­მო­ხა­ტა, - და ვინ არის ეს ანა?
- ის ქა­ლი, კა­ბი­ნეტ­ში რომ ჩხუ­ბობ­დით და მე რომ შემ­თხ­ვე­ვით მო­გის­მი­ნეთ.
- ა, ასე ერ­ქ­ვა? - შუბ­ლი შე­ჭ­მუხ­ნა, თით­ქოს იხ­სე­ნებ­სო, - არ ვი­ცი, სად არის... და რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ამას? მას შემ­დეგ იმ­დენ­მა დრომ გა­ი­ა­რა...
"და იმ­დენ­მა ქალ­მა"... - და­ვა­მა­ტე ფიქ­რებ­ში.
- რო­გორც ვხვდე­ბი, - ჩა­ი­ცი­ნა, - საქ­მე ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბას ეხე­ბა, არა?
არ ვუ­პა­სუ­ხე, მხო­ლოდ მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე.
- თუ ამა­ზეა სა­უ­ბა­რი, გულ­წ­რ­ფე­ლად ვა­ღი­ა­რებ, რომ ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­დე­გი­ლი­ვით არ მიცხოვ­რია. ჰო, მყავ­და ქა­ლე­ბი... და შენ? შენ ხვდე­ბი ვინ­მეს სე­რი­ო­ზუ­ლად? მა­გა­ლი­თად, ბა­თოს თუ და­თოს?

- არა. ახ­ლა სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, - უფ­რო ჩა­ვი­ბურ­ტყუ­ნე, ვიდ­რე ვთქვი, თან არც ჩა­ვუ­ფიქ­რ­დი ჩემს ნათ­ქ­ვამს.
- აჰააა. ანუ ვი­ღაც მა­ინც იყო, არა? - უცე­რე­მო­ნი­ოდ გა­აგ­რ­ძე­ლა ჩე­მი და­კითხ­ვა.
უეც­რად მივ­ხ­ვ­დი, რომ ჩე­მი პა­სუ­ხი მის­თ­ვის, რა­ტომ­ღაც, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო და სა­გან­გე­ბოდ შე­ვარ­ჩიე სიტყ­ვე­ბი:
- ცო­ტა ხნით ვხვდე­ბო­დი ერთ თა­ნამ­შ­რო­მელს, მაგ­რამ დი­დი ხა­ნია, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­და. თუმ­ცა, იმ ურ­თი­ერ­თო­ბას სე­რი­ო­ზულს ვერ და­ვარ­ქ­მევ­დი.
- გა­სა­გე­ბია. - მშრა­ლად მო­მი­გო, - იმე­დია, შე­ნი რო­მე­ლი­მე გან­ხიბ­ლუ­ლი თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლის­გან ფი­ზი­ო­ნო­მი­ის "გა­ლა­მა­ზე­ბა" არ მე­მუქ­რე­ბა...
ირი­ბად გავ­ხე­დე.
- ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ვინ­მეს თქვე­ნი ფი­ზი­ო­ნო­მი­ის გა­ლა­მა­ზე­ბის უფ­ლე­ბა მის­ცეთ.
- თქვე­ნი კი არა, შე­ნი. - შე­მის­წო­რა.
- შე­ნი. - გა­ვი­მე­ო­რე.
- და ეს რო­გორ გა­ვი­გო? შე­ნი ნათ­ქ­ვა­მი ჩემ სა­სარ­გებ­ლოდ ღა­ღა­დებს თუ შენს გე­მოვ­ნე­ბა­ში მო­ხუ­ლიგ­ნო ტი­პე­ბი ჭარ­ბობს?
- მე არ მაქვს გან­საზღ­ვ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა. - ვთქვი და გულ­ში ბო­რო­ტად და­ვა­მა­ტე: "შენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით".
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ?... და ის... ბა­თო თუ და­თო... იმა­ნაც და­კარ­გა შენ მი­მართ ინ­ტე­რე­სი?
- მთლად არა, - მი­ვუ­გე და სა­ხე გა­მიბ­რ­წყინ­და, მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ეჭ­ვი­ა­ნობ­და. კი­დევ კარ­გი, ჩა­მობ­ნელ­და, თო­რემ აშ­კა­რად შე­მატყობ­და, რო­გორ იწე­ო­და ჩე­მი ტუ­ჩე­ბი გა­სა­ღი­მებ­ლად, - საქ­მე ისაა, რომ ბო­ლო დროს ძა­ლი­ან მა­ბეზ­რებს თავს, მაგ­რამ ამას მა­ლე მო­ე­ღე­ბა ბო­ლო.
- საწყა­ლი... გა­ტე­ხი­ლი გუ­ლი ჰქვია ამ მდგო­მა­რე­ო­ბას, არა? გახ­სოვს, რომ გითხა­რი, პა­სუხს აგებ ძა­ლი­ან ბევრ გა­ტე­ხილ გულ­ზე-მეთ­ქი... აი, სწო­რედ ამას ვგუ­ლის­ხ­მობ­დი.


- მე ის არას­დ­როს მომ­წონ­და! - ბრაზ­მა წა­მო­მი­ა­რა და ავი­ფოფ­რე.
- მაშ ასე, ყვე­ლა მაჩ­ვე­ნებ­ლით და ნიშ­ნით ჩანს, რომ ახ­ლა ჩი­ტი­ვით თა­ვი­სუ­ფა­ლი ხარ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს და არც არა­ვინ გიყ­ვარს. ჰო­და, სა­ნამ სიყ­ვა­რუ­ლის ქა­რი და­უ­ბე­რავ­დეს, მინ­და, შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცია მაქ­სი­მა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით გა­მო­ვი­ყე­ნო.
- მე არა­ვის ვეპ­რან­ჭე­ბი, მთა­ვა­რი ეს არის.
- აქ ნამ­ყო­ფი ხარ? - უეც­რად შეც­ვა­ლა სა­უბ­რის თე­მა და გაბ­დღ­ვ­რი­ა­ლე­ბულ რეს­ტო­რანს მი­ა­ყე­ნა მან­ქა­ნა. - პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­სას ადა­მი­ა­ნე­ბის აქ მოყ­ვა­ნა მიყ­ვარს.
"ქა­ლე­ბი­სო, უნ­და გეთ­ქ­ვა, ვაჟ­ბა­ტო­ნო!" - კბი­ლი კბილს და­ვა­ჭი­რე, რომ ხმა­მაღ­ლა არ წა­მომ­ც­დე­ნო­და.
რო­გორ მომ­ჭ­რა ყუ­რი ამ ერ­თ­მა შეც­ვ­ლილ­მა სიტყ­ვამ. არა­და, ხომ აშ­კა­რა იყო, რომ ქა­ლე­ბი უნ­და ეთ­ქ­ვა. რო­გო­რი შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლია, რო­ცა ხვდე­ბი, რომ შენ მხო­ლოდ ერ­თი რგო­ლი ხარ უსას­რუ­ლოდ გრძელ ჯაჭ­ვ­ში.
რო­ცა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ნა­თე­ლი გახ­და, თა­ვი ამა­ყად ავ­წიე. ამას ვუჩ­ვე­ნებ სე­ირს. ამ სა­ღა­მოს მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­სი­ა­მოვ­ნებ და მორ­ჩა, ეგ­რე­ვე წერ­ტილს დავ­ს­ვამ.
- რას არ მივ­ცემ­დი ახ­ლა იმის გა­სა­გე­ბად, ამ­წუ­თას რა­ზე ფიქ­რობ.
შევ­ც­ბი. არ მე­გო­ნა, თუ მი­ყუ­რებ­და.
- მი­ხა­რია, რომ ამ შეხ­ვედ­რა­ზე დამ­თან­ხ­მ­დი. - მითხ­რა, ხე­ლი გა­მო­მი­წო­და და მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვ­ლა­ში მო­მეხ­მა­რა, მე­რე ნი­კაპ­ზე ამომ­დო საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თი, თა­ვი ამი­წია და თვა­ლებ­ში მომ­ნუს­ხ­ვე­ლად ჩამ­ხე­და, - ამ სა­ღა­მოს დიდ­ხანს ვე­ლო­დი.
- ნუ­თუ? - სარ­კას­ტუ­ლად მი­ვუ­გე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი შე­ხე­ბა მწვავ­და. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვი­ნა­ნე, რომ წა­მოვ­ყე­ვი. ვგრძნობ­დი - ცეცხლს ვე­თა­მა­შე­ბო­დი. ცეცხ­ლი კი ულ­მობ­ლად წვავს ადა­მი­ანს. რას უნ­და ვე­ლო­დო მის­გან? მე ხომ უბ­რა­ლო მდი­ვა­ნი ვარ, ის კი - მდი­და­რი მა­მა­კა­ცი, რომ­ლის ფეხ­ქ­ვეშ ქა­ლე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით ეგე­ბი­ან. სუ­ლაც არ მინ­და, ერ­თი რი­გი­თი ქა­ლი ვი­ყო მის ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­საც გა­და­უვ­ლის, გა­თე­ლავს და მი­აგ­დებს. სა­მად­ლოდ შე­იძ­ლე­ბა კარ­გი ხელ­ფა­სი და­მი­ნიშ­ნოს, ან მო­ბეზ­რე­ბის შემ­დეგ სხვა, მის­ნა­ირ "შეფს გა­და­უ­ლო­ცოს" ჩე­მი თა­ვი.

- რა ნუ­თუ? - ჩა­მე­კითხა.
- რა­ღაც არ მჯე­რა.
- ვეც­დე­ბი, და­გარ­წ­მუ­ნო ჩემს გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა­ში, - თქვა, ხელ­კა­ვი გა­მომ­დო და მარ­მა­რი­ლოს კი­ბეს შე­ვუ­ყე­ვით.
- ხე­დავ, რო­გორ გი­ყუ­რე­ბენ? მე კი ამა­ყი ვარ შენ­ნა­ი­რი ქა­ლის გვერ­დით. საწყა­ლი კა­ცე­ბი...
- და საწყა­ლი ქა­ლე­ბი, - ვალ­ში არ დავ­რ­ჩი.
ამ დროს კარ­თან შვე­ი­ცა­რი შე­მოგ­ვე­გე­ბა და ჩვენს მა­გი­დას­თან მიგ­ვა­ცი­ლა. გა­მიკ­ვირ­და, რო­ცა მა­გი­და ცა­რი­ე­ლი დაგ­ვ­ხ­ვ­და.
- სხვე­ბი სად არი­ან? - ვი­კითხე გა­ო­ცე­ბულ­მა.
- ვინ სხვე­ბი?
- თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლელ­ნი... ხომ მითხა­რი, რამ­დე­ნი­მე ვიქ­ნე­ბი­თო.
- თით­ზე ჩა­მო­სათ­ვ­ლელ­ში ჩე­მი და შე­ნი თა­ვი ვი­გუ­ლის­ხ­მე. რო­ცა სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვა­პი­რებ დროს ტა­რე­ბას, მოწ­მე­ე­ბი არ მჭირ­დე­ბა, - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
ამა­სო­ბა­ში ოფი­ცი­ან­ტი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და და მე­ნიუ გა­მოგ­ვი­წო­და.
- თა­კო, შე­ნე­ბუ­რი კოქ­ტე­ი­ლი მოგ­ვი­ტა­ნე ჯერ, ნა­პერ­წ­კ­ლებს რომ აყ­რე­ვი­ნებს კაცს თვა­ლე­ბი­დან. და­ნარ­ჩე­ნი კა­კიმ იცის, ის მოგ­ვემ­სა­ხუ­რე­ბა.
- ორი? - ორი თი­თი აჩ­ვე­ნა გო­გო­ნამ.
- ორი, რა თქმა უნ­და.
თა­კო წა­ვი­და თუ არა, მირ­ზას დამ­ცი­ნა­ვი მზე­რით გავ­ხე­დე.
- მო­ხიბ­ვ­ლის ერთ-ერ­თი შე­ნე­უ­ლი წე­სია? - შე­ვე­ცა­დე, ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლი გა­მო­მე­ხა­ტა ამ შე­კითხ­ვი­სას.
ხარ­ხა­რი აუტყ­და. სი­ცი­ლის დროს თვა­ლე­ბის ირ­გ­ვ­ლივ წვრილ-წვრი­ლი ნა­ო­ჭე­ბი და­აჩ­ნ­და, რა­მაც უფ­რო მომ­ნუს­ხ­ვე­ლი გა­ხა­და.
- და­მი­ჯე­რე, ანი­კა. ქა­ლი თუ მო­მინ­დე­ბა, მის "და­სათ­რე­ვად" არც კოქ­ტე­ი­ლი დამ­ჭირ­დე­ბა და არც სხვა საც­დუ­ნე­ბე­ლი რა­მერუ­მე­ე­ბი.
თით­ქოს ორ­თ­ქ­ლის აბა­ნო­ში შე­მაგ­დე­სო, ისე შე­მა­ხუ­რა. ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ და­მე­წინ­წ­კ­ლა შუბ­ლი ოფ­ლის წვე­თე­ბით.
ამ დროს ლურ­ჯ­ბან­ტი­ა­ნი მა­მა­კა­ცი მოგ­ვი­ახ­ლოვ­და და ორი წი­თე­ლი ფე­რის კოქ­ტე­ი­ლი­ა­ნი ბო­კა­ლი ჩა­მოდ­გა მა­გი­და­ზე, თან მხურ­ვა­ლედ მი­ე­სალ­მა მირ­ზას.

- კა­კი, რო­გო­რაა საქ­მე­ე­ბი? - ჩემ­მა შეფ­მა მხარ­ზე დაჰ­კ­რა ხე­ლი.
- კარ­გად, კარ­გად.
- გმად­ლობთ. რის­გა­ნაა ეს კოქ­ტე­ი­ლი დამ­ზა­დე­ბუ­ლი? - შე­ვე­კითხე ოფი­ცი­ანტს.
- ოოო, ეს სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბაა, ქალ­ბა­ტო­ნო. და თუ სა­ი­დუმ­ლო გა­ვე­ცი, მე­თა­უ­რი და­მა­სა­მა­რებს, - ღი­მი­ლით მი­პა­სუ­ხა და "მე­თა­ურს" ორაზ­როვ­ნად გა­ხე­და.
მირ­ზამ ჩა­იფხუ­კუ­ნა და მარ­ტო რომ დავ­რ­ჩით, კმა­ყო­ფილ­მა მითხ­რა:
- და­ი­ნა­ხე, რო­გორ გი­ყუ­რებ­და? შენ ნამ­დ­ვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნე აქ.
მის ხმა­ში ირო­ნი­უ­ლი ნო­ტე­ბი და­ვი­ჭი­რე და ავი­ლე­წე... 


ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
მოთხოვნა
რით ვერ ატვირთეთ 8 თავი ?
15:00 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
თხოვნა
დადეთ მე-8 თავიიი
12:49 / 19-02-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93