ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 8

ბროწეულის გაზაფხული. თავი 8
მინ­დო­და, რა­ღაც მკვა­ხე მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ თა­ვი შე­ვი­კა­ვე და ეს­ღა ამოვ­თ­ქ­ვი: - ის ვალ­დე­ბუ­ლია, კლი­ენ­ტებ­თან თა­ვა­ზი­ა­ნი იყოს, ეს მი­სი მო­ვა­ლე­ო­ბაა.
- მაგ­რამ გა­ნა ისე ხში­რად უწევს შენ­ნა­ი­რი ახალ­გაზ­რ­და და ლა­მა­ზი მან­დი­ლოს­ნე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბა. თვა­ლი აქვს მიჩ­ვე­უ­ლი, აქ ხომ ძი­რი­თა­დად მუდ­მი­ვი კლი­ენ­ტე­ბი და­დი­ან.
- რო­გორც შენ, არა? - ისე გა­და­ვე­დით შე­ნო­ბით­ზე, არც კი გაგ­ვიფ­რ­თხი­ლე­ბია ერ­თ­მა­ნე­თი. არც იყო სა­ჭი­რო, უკ­ვე საკ­მა­რის­ზე მე­ტად გავ­ში­ნა­ურ­დით.

- ალ­ბათ, - და­მე­თან­ხ­მა, მაგ­რამ იმა­ვე წამს და­ა­მა­ტა, - რა გჭირს? რო­გო­რი უღო­ნო თავ­დაც­ვაა შე­ნი მხრი­დან. ნუ­თუ
შენ­თ­ვის ასეთ სა­შიშ­რო­ე­ბას წარ­მო­ვად­გენ? მარ­თ­ლა გე­ში­ნია ჩე­მი?
- რა თქმა უნ­და, არა! - ზედ­მე­ტად სწრა­ფად და ტემ­პე­რა­მენ­ტი­ა­ნად მი­ვუ­გე, თუმ­ცა მარ­თ­ლა მე­ში­ნო­და მი­სი.
ხმა­დაბ­ლა, მაგ­რამ გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა, წინ გად­მო­ი­ხა­რა და იდაყ­ვ­ზე ტუ­ჩე­ბით მსუ­ბუ­ქად შე­მე­ხო.
გა­მაჟ­რ­ჟო­ლა. შე­ვე­ცა­დე, ჩე­მი რე­აქ­ცია არ შე­ე­ნიშ­ნა და თვა­ლი ავა­რი­დე.
- დამ­შ­ვიდ­დი, გო­გო­ნი, - მშვი­დად მითხ­რა, - მინ­დო­და, სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო მო­მეწყო შენ­თ­ვის, მე­ტი არა­ფე­რი. მსურ­და, გემ­რი­ე­ლად გეგ­რ­ძ­ნო თა­ვი.

მტრუ­ლად გავ­ხე­დე. ჩემს მზე­რა­ზე სი­ცი­ლი აუტყ­და.
- რო­გო­რი სა­გან­გა­შო მზე­რა იყო, - მხი­ა­რუ­ლად შეს­ძა­ხა და ცა­ლი წარ­ბი მაღ­ლა აუხ­ტა, - შენს ცოცხ­ლად შეჭ­მას არ ვა­პი­რებ, და­მი­ჯე­რე, ეს ჩე­მი სტი­ლი არ არის. - მის ხა­ვერ­დი­ვით და­ბალ ხმა­ში სი­ცი­ვე გა­ის­მა, თვა­ლე­ბი კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად უფ­რო გა­უ­მუქ­და.

- არც მი­ფიქ­რია, - მხნედ მი­ვუ­გე, - ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ამ­წუ­თას მაძღა­რი ხარ ათას­ნა­ი­რი დე­სერ­ტით, - სარ­კას­ტუ­ლად მი­ვუ­გე და მა­შინ­ვე ვი­ნა­ნე, მაგ­რამ გაქ­ცე­ულ სიტყ­ვებს უკან ვე­ღარ და­ვაბ­რუ­ნებ­დი.

მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს ცო­ტა­თი და­იბ­ნა, მაგ­რამ მა­ლე­ვე მიხ­ვ­და, რა­საც ვგუ­ლის­ხ­მობ­დი და გამ­ჭო­ლი მზე­რა მო­მაპყ­რო.
- რო­გო­რი შე­სა­შუ­რი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს, პა­ტა­რავ, - წა­ი­დუ­დუ­ნა მცი­რე­ო­დე­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ, - ვხე­დავ, მო­მა­ვალ­ში მე­ტი სიფ­რ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნა მო­მი­წევს შენ­თან. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ვიტყ­ვი, შე­იძ­ლე­ბა ჩემ წი­ნა­აღ­მ­დეგ იქ­ნეს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.
თვა­ლე­ბი დავ­ხა­რე, მაგ­რამ ამან არ მიშ­ვე­ლა, მის ეკა­ლი­ვით მჩხვლე­ტავ მზე­რას მა­ინც ვგრძნობ­დი.

- კოქ­ტე­ი­ლი კი­დევ ხომ არ გინ­და? - ნა­ხევ­რად თა­ვა­ზი­ა­ნი ტო­ნით მკითხა.
- არა, აჯო­ბებს, არ დავ­ლიო. არ მინ­და დავ­თ­ვ­რე.
- ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რია! - შე­ფა­რუ­ლი და­ცინ­ვა გაკ­რ­თა მის თვა­ლებ­ში, - მა­შინ წა­ვი­ხემ­სოთ, თო­რემ შიმ­ში­ლით სუ­ლი გამ­ძ­ვ­რა.
ცო­ტა სო­კო გა­და­ვი­ღე, თან თვა­ლი დარ­ბაზს მო­ვავ­ლე. არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია, რო­ცა რამ­დე­ნი­მე ქა­ლის მზე­რა და­ვი­ჭი­რე. ისი­ნი ჩემს თა­ნა­მე­სუფ­რეს მა­ლუ­ლად გა­მო­ხე­დავ­დ­ნენ ხოლ­მე. წე­სით, ასეც უნ­და ყო­ფი­ლი­ყო. მის­ნა­ი­რი მა­მა­კა­ცი ყველ­გან მი­იქ­ცევ­და ქა­ლე­ბის ყუ­რადღე­ბას. თა­ვი­სი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბით ყო­ველ­თ­ვის შე­ეძ­ლო მი­ე­ღო ის, რაც სურ­და. ყველ­გან და ყვე­ლას­თან დი­დი ავ­ტო­რი­ტე­ტით სარ­გებ­ლობ­და. მა­მა­კა­ცურ მომ­ხიბ­ვ­ლე­ლო­ბას­თან ერ­თად მაგ­ნი­ტუ­რი მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბი­თაც იყო და­ჯილ­დო­ე­ბუ­ლი, რაც აშ­კა­რად გა­მო­არ­ჩევ­და სხვა მა­მა­კა­ცე­ბის­გან, რო­გორც მგელს ძაღ­ლე­ბის ხრო­ვა­ში.

- შენს ბა­თოს აქ არას­დ­როს მო­უყ­ვა­ნი­ხარ? - მო­უ­ლოდ­ნე­ლი შე­კითხ­ვა და­მის­ვა, რა­მაც გა­მა­ო­ცა.
- ბა­თო რამ გა­გახ­სე­ნა? რა­ტომ­ღაც, ბო­ლო დროს ხში­რად ახ­სე­ნებ მის სა­ხელს.
- კარ­გი სა­ხე­ლი ჰქვია და... - გა­ი­ხუმ­რა.

პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი. შე­მე­შინ­და, ზედ­მე­ტი არ მო­მი­ვი­დეს და არ გა­ვა­ნაწყე­ნო-მეთ­ქი. ჭა­მას უხ­მოდ შე­ვუ­დე­ქით და ცო­ტა ხან­ში დავ­მ­შ­ვიდ­დი.
ოფი­ცი­ან­ტი ისევ მო­ვი­და. მირ­ზამ კი­დევ შე­უკ­ვე­თა კერ­ძე­ბი და დე­სერ­ტიც მი­ა­ყო­ლა. ვუ­ყუ­რებ­დი მას და მხო­ლოდ ერთ რა­მე­ზე ვფიქ­რობ­დი - რო­გორ მე­ში­ნო­და მი­სი. ეს არ იყო ში­ში, ამ სიტყ­ვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­გე­ბით. უბ­რა­ლოდ, ვიგ­რ­ძე­ნი, რომ მი­სი სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მ­დეგ ვე­რას­დ­როს წა­ვი­დო­დი. თუ მო­ი­სურ­ვებ­და, ნე­ბის­მი­ერ დროს შეძ­ლებ­და ჩემ და­უფ­ლე­ბას. ამ მხრივ, იგი ჩემს აქამ­დე ნაც­ნობ ყვე­ლა მა­მა­კაც­ზე სა­ში­ში იყო. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გა­ურ­კ­ვე­ვე­ლი ძა­ლით რა­ღაც იდუ­მა­ლე­ბა მი­ზი­დავ­და მას­ში.

- იცი, რა მა­ინ­ტე­რე­სებს? - თვა­ლე­ბი მი­ვა­ნა­თე, - რა­ტომ მო­ი­სურ­ვე ჩემ­თან შეხ­ვედ­რა და გან­მარ­ტო­ე­ბა? - ფრთხი­ლი მზე­რა მი­ვაპყა­რი.
- წმინ­და ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის თვალ­საზ­რი­სით.
- ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის?
- რა­ტო­მაც არა? გე­გო­ნა, სიყ­ვა­რულს აგიხ­ს­ნი­დი?
- აზ­რა­დაც არ გა­მივ­ლია. - მი­ვა­ხა­ლე, - ასე­თი რა­მის აღი­ა­რე­ბა, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბა­დაა შენ­გან მო­სა­ლოდ­ნე­ლი.
- რო­გორც ვხვდე­ბი, ჩემ­ზე დი­დი წარ­მოდ­გე­ნა არ გაქვს, ა?
- გა­ნა ამის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს?
და­ჟი­ნე­ბით ჩა­მაც­ქერ­და თვა­ლებ­ში და ჩუ­მად წარ­მოთ­ქ­ვა:
- იცი? ფუტ­კარს მა­გო­ნებ. თან ტკბი­ლი, სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტის მო­ცე­მა შე­გიძ­ლია, თან სას­ტი­კად მწა­რედ იკ­ბი­ნე­ბი.
ამ დროს პირ­თან მი­ტა­ნი­ლი ლუკ­მა­ჩა­მოც­მუ­ლი ორა­გუ­ლის მწვა­დი ხელ­ში გა­უ­შეშ­და. მის მზე­რას თვა­ლი ჩემ­და უნე­ბუ­რად გა­ვა­ყო­ლე და შევ­ნიშ­ნე ქა­ლი, რო­მე­ლიც გა­ო­ცე­ბუ­ლი მის­ჩე­რე­ბო­და. შემ­დეგ ქალ­მა ხე­ლი და­უქ­ნია. მირ­ზა და­ი­ძა­ბა.
- შე­ნი ძვე­ლი მე­გო­ბარ­თა­გა­ნია? - შემ­პა­რავად ვკითხე.
- ჰო. - მშრა­ლად მო­მი­გო და ჩან­გა­ლი თეფ­შ­ზე და­დო. - არ გინ­და, ვი­ცეკ­ვოთ?
ყვე­ლა­ზე მე­ტად მას­თან ცეკ­ვას გა­ვურ­ბო­დი, მაგ­რამ, ამავ­დ­რო­უ­ლად, სი­გი­ჟემ­დე მინ­დო­და, ერ­თად გვე­ცეკ­ვა. ვერ ვხვდე­ბო­დი, ასე­თი გა­ო­რე­ბა რა­ტომ მჭირ­და.

- ვი­ცეკ­ვოთ, - მცი­რე­ო­დე­ნი ყოყ­მა­ნის შემ­დეგ დავ­თან­ხ­მ­დი.
- წა­მო. - იგი ჩემ­კენ გად­მო­ი­ხა­რა, ხე­ლი გა­მო­მი­წო­და, ჩე­მი თი­თე­ბი თა­ვი­სა­ში ჩა­იხ­ვია და წა­მო­მა­ყე­ნა.
რო­ცა დარ­ბა­ზის შუ­ა­გუ­ლის­კენ წა­მიყ­ვა­ნა, მუხ­ლე­ბი ამი­კან­კალ­და. ახ­ლა კვლავ მის მკლა­ვებ­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბო­დი და ამ წუ­თებს რა გა­და­ი­ტან­და.

აუჩ­ქა­რე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბით მომ­ხ­ვია წელ­ზე ხე­ლი და ისე შეწყო­ბი­ლად გავ­ს­რი­ალ­დით რბილ იატაკ­ზე, თით­ქოს მრა­ვა­ლი წე­ლი ერ­თად გვე­ცეკ­ვოს. ნე­ლი ვალ­სის მე­ლო­დი­ამ და მის­მა სი­ახ­ლო­ვემ ისე და­მახ­ვია თავ­ბ­რუ, შე­მე­შინ­და, გუ­ლი არ წა­მი­ვი­დეს-მეთ­ქი.

- ჰო, ცდა ამად ღირ­და. - ზედ ყურ­თან მი­ჩურ­ჩუ­ლა, მაგ­რამ არ შე­მო­უ­ხე­დავს, თით­ქოს სხვას ელა­პა­რა­კე­ბაო, სადღაც იც­ქი­რე­ბო­და, სივ­რ­ცე­ში. - და ნე­ტავ ამ­დენ ხანს რას ვუც­დი­დი, ხომ არ იცი?

პი­რი გა­ვა­ღე, რა­თა ირო­ნი­უ­ლი პა­სუ­ხი გა­მე­ცა, მაგ­რამ შევ­ხე­დე თუ არა თვა­ლებ­ში, დავ­მუნ­ჯ­დი. მის მზე­რას უკ­ვე ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი. მო­უ­ლოდ­ნე­ლად თა­ვი ოდ­ნავ და­ხა­რა და ტუ­ჩებ­ზე შე­მე­ხო, ოღონდ სულ რამ­დე­ნი­მე წა­მით. მე კი ამ რამ­დე­ნი­მე წამ­მაც ჩე­მი დამ­მარ­თა. ერ­თი­ა­ნად ავი­შა­ლე და და­ვი­შა­ლე. ფე­ხებს ვე­ღარ ვა­მოძ­რა­ვებ­დი და რამ­დე­ნი­მე ილე­თი შე­მე­შა­ლა კი­დე­ვაც. რას ვა­კე­თებ! ამ კა­ცის­თ­ვის ქა­ლი მხო­ლოდ გარ­თო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა. მის­თ­ვის მო­რი­გი გა­სარ­თო­ბი თო­ჯი­ნა ვარ, რომ­ლი­თაც ერ­თი სა­ღა­მო გა­ი­ლა­მა­ზა. რი­სი იმე­დი უნ­და მქონ­დეს? მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მსი­ა­მოვ­ნებ­და მის მკლა­ვებ­ში ნე­ბივ­რო­ბა, ვდნე­ბო­დი, მი­სი გუ­ლის­ცე­მა რომ მეს­მო­და, მის სუნ­თ­ქ­ვას რომ ვგრძნობ­დი ჩემს ყურ­თან...

- მირ­ზა, რა­ვა ხარ, ბი­ჭო? - გა­ის­მა ამ დროს ქა­ლის მკვეთ­რი ხმა.
ეს ის ქა­ლი იყო, წე­ღან ხე­ლი რომ და­უქ­ნია. მის გვერ­დით ვი­ღაც მა­მა­კა­ცი იდ­გა.
- მზი­კო, შენ ხარ? გო­ლა, გა­მარ­ჯო­ბა! - მირ­ზამ ცეკ­ვა შეწყ­ვი­ტა და წყვილს ხე­ლი მძლავ­რად ჩა­მო­არ­თ­ვა, თან გა­და­კოც­ნა. - რო­დის ჩა­მოხ­ვე­დით?
- წი­ნა კვი­რას. შენ რა, არ იცო­დი? - ქა­ლი აგ­დე­ბუ­ლად ელა­პა­რა­კე­ბო­და.
- რა­ტომ უნ­და მცოდ­ნო­და? - მხრე­ბი აიჩე­ჩა მირ­ზამ, გვერ­დით და­მი­ყე­ნა და მხარ­ზე ხე­ლი გა­დამ­ხ­ვია. - გა­ი­ცა­ნით, ანი­კა, ჩე­მი მე­გო­ბა­რი და თა­ნამ­შ­რო­მე­ლი.
ორი­ვეს გა­ვუ­ღი­მე. არც მათ და­ი­შუ­რეს ღი­მი­ლი.
- ამას გვი­მა­ლავ­დი? - ისე­თი ცი­ნიზ­მი გა­ის­მა მზი­კოს ხმა­ში, და­ვი­ძა­ბე.
- შენ კი უნ­და და­გი­მა­ლოს კაც­მა ასე­თი ვინ­მე, თო­რემ ხომ მოს­დე მთელ ქვე­ყა­ნას, - გა­ი­ცი­ნა მზი­კოს კა­ვა­ლერ­მა და მირ­ზას თვა­ლი ჩა­უკ­რა.
- ოჰ, რო­გო­რი ენა­მახ­ვი­ლი ხარ! - და­უბ­რი­ა­ლა ქალ­მა თვა­ლე­ბი გო­ლას. - უმი­ზე­ზოდ მე არას­დ­როს არა­ფერს ვი­ძა­ხი. ამ გო­გო­ნამ კი უნ­და იცო­დეს, რომ რუხ მგელ­თან აქვს საქ­მე. ფრთხი­ლად იყა­ვით, საყ­ვა­რე­ლო ანი­კა, რო­გორც ჩანს, მო­შივ­და ამ ვაჟ­ბა­ტონს და სა­ნა­დი­როდ გა­მო­ვი­და.

- მზი­კო, გე­ყო­ფა! - უხე­შა დ წა­ავ­ლო ხელ­ზე ხე­ლი გო­ლამ ქალს და მირ­ზას მი­უბ­რუნ­და, - არ მი­აქ­ციო ყუ­რადღე­ბა, დღეს ვერ არის თა­ვის მო­ტორ­ზე.
- არა უშავს, მის­გან არ მწყინს, - ცალ­ყ­ბად გა­ი­ღი­მა ჩემ­მა შეფ­მა და მზი­კოს ლო­ყა­ზე უჩ­ქ­მი­ტა, - ვი­ცი, რა­ტო­მაც ბრა­ზობს და მეს­მის მი­სი.
იმ­დე­ნად არ მო­მე­წო­ნა მა­თი სა­უ­ბა­რი, რომ მირ­ზას ხე­ლის­გან თა­ვი გა­ვი­თა­ვი­სუფ­ლე და მა­გი­დას­თან დავ­ბ­რუნ­დი. ისი­ნი კარ­გა ხანს ლა­პა­რა­კობ­დ­ნენ რა­ღა­ცა­ზე, ხან გა­ი­ცი­ნებ­დ­ნენ, ხან სე­რი­ო­ზულ სა­ხეს მი­ი­ღებ­დ­ნენ. მე­რე მირ­ზა ორი­ვეს და­ემ­შ­ვი­დო­ბა და დაბ­რუნ­და.
- მა­პა­ტიე, მარ­ტო რომ დაგ­ტო­ვე. არ ვი­ცო­დი, სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან თუ იყ­ვ­ნენ დაბ­რუ­ნე­ბულ­ნი.
- სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან? - გა­ვი­ო­ცე, - რა სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბი­დან?
- ნუ, არის ასე­თი ტრა­დი­ცია, თან ცო­ტა უც­ნა­უ­რი, რო­მელ­საც ჩვენ, ჰო­მოსა­პი­ენ­სის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი "სა­ხე­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მტკი­ცედ ვი­ცავთ გარ­კ­ვე­უ­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ. - გა­ი­ხუმ­რა.

- გა­და­სა­რე­ვად ვი­ცი, რა­საც ნიშ­ნავს სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა, - უხე­შად მი­ვუ­გე, - უბ­რა­ლოდ, ერ­თი რამ არ მეს­მის: ამ კაცს რა­ტომ მის­თხოვ­და, რო­ცა შენ უყ­ვარ­ხარ?
გა­ო­ცე­ბულ­მა დამ­ხე­და.
- სა­ი­დან მო­ი­ტა­ნე, რომ მე ვუყ­ვარ­ვარ?
- ასე­თი ტო­ნით მხო­ლოდ გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი ქა­ლე­ბი სა­უბ­რო­ბენ, სიყ­ვა­რულ­ში გულ­გა­ტე­ხილ­ნი.
მირ­ზამ ამო­იხ­ვ­ნე­შა და დაჯ­და. ერ­თხანს უხ­მოდ მი­ყუ­რა, მე­რე კი ხმა­დაბ­ლა და­იწყო:

- გინდ და­ი­ჯე­რე, გინდ არა, მაგ­რამ მე ღირ­სე­ბის ჩე­მე­უ­ლი კო­დექ­სი მაქვს, რო­მელ­საც მკაც­რად ვი­ცავ. მას მე კი არ ვუყ­ვარ­ვარ, თა­ვის და­ქალს იცავს, რო­მელ­თა­ნაც შო­რე­ულ წარ­სულ­ში რა­ღაც დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და და შემ­დეგ გავ­წყ­ვი­ტე. უმი­ზე­ზოდ არ მომ­ხ­და­რა ეს, მაგ­რამ ქა­ლებს ხომ გი­ჭირთ სი­მარ­თ­ლის აღი­ა­რე­ბა, გსურთ, რომ ყო­ველ­თ­ვის თქვენ იყოთ ყვე­ლა­ფერ­ში მარ­თა­ლი.
ჩა­მე­ცი­ნა.
- ვხე­დავ, არ გჯე­რა ჩე­მი.
- მე ეს არ მით­ქ­ვამს.
- შენ რა­ში გჭირ­დე­ბა რა­მის თქმა? - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­და. - იცი, რა მა­ინ­ტე­რე­სებს? ჩემ­და­მი ხარ ასე უარ­ყო­ფი­თად გან­წყო­ბი­ლი თუ ყვე­ლა მა­მა­კა­ცი ამ დღე­ში გყავს? მიკ­ვირს, ბა­თო რო­გორ გიძ­ლებს.
- ბა­თოს თა­ვი და­ა­ნე­ბე, თუ შე­იძ­ლე­ბა! - ხმას ავუ­წიე.
- დი­დი სი­ა­მოვ­ნე­ბით.
- მე საწყე­ნად არ მით­ქ­ვამს...
- ფრთხი­ლად, ანი­კა! ადა­მი­ა­ნურ მოთ­მი­ნე­ბა­საც აქვს საზღ­ვა­რი. შენ წარ­მო­დგე­ნაც არ გაქვს ჩე­მი ცხოვ­რე­ბის წეს­ზე, ამი­ტომ მო­რალს ნუ მი­კითხავ.
- რაც ვი­ცი, ისიც საკ­მა­რი­სია იმის­თ­ვის, რომ თა­მა­მად ვთქვა, ამაზ­რ­ზე­ნი ადა­მი­ა­ნი ხარ-მეთ­ქი. - უკ­ვე ვე­ღარ ვთო­კავ­დი თავს, მი­სი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა მა­ცო­ფებ­და.
- გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი­ვით იქ­ცე­ვი, - თა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­და­აქ­ნია.
- მა­გას რა­ტომ მე­უბ­ნე­ბი? იმი­ტომ, რომ სხვა შე­ნი ქა­ლე­ბი­ვით ყელ­ზე არ გე­კი­დე­ბი?
იდუ­მა­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბით მო­მა­ჩერ­და.
- ჯერ ერ­თი, შენ არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი ჩე­მი ქა­ლე­ბის რიცხვს. ზრდი­ლო­ბის გუ­ლის­თ­ვის მა­ინც უნ­და და­გე­ცა­და, სა­ნამ ასეთ რა­მეს შე­მოგ­თა­ვა­ზებ­დი.
მის­მა სიტყ­ვებ­მა სა­შინ­ლად გა­მა­წით­ლა და მინ­დო­და, პრო­ტეს­ტი გა­მო­მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ არ მა­ცა­ლა:
- ძა­ლი­ან ცუ­დი წარ­მოდ­გე­ნა შე­გექ­მ­ნა ჩემ­ზე და ეს არ მომ­წონს.
- აუტან­ლად სა­ზიზღა­რი პი­როვ­ნე­ბა ხარ. მი­ჭირს ამის თქმა, რად­გან ჩე­მი უფ­რო­სი ბრძან­დე­ბი, მაგ­რამ ვერ ვით­მენ.
- სი­ძულ­ვი­ლი, ში­ში... ახ­ლა ზიზღიც და­ე­მა­ტა... რო­გორც ჩანს, საკ­მა­ოდ ძლი­ერ გრძნო­ბებს ვნერ­გავ შენ­ში. მე კი მინ­დო­და, თბი­ლი სა­ღა­მო გა­მოგ­ვ­ს­ვ­ლო­და... - სი­ნა­ნუ­ლით სავ­სე ხმით ამო­იხ­ვ­ნე­შა. - აი, დე­სერ­ტიც მოგ­ვი­ტა­ნეს... მო­დი, აღარ ვიჩხუ­ბოთ, რო­გორ­მე მშვი­დო­ბი­ა­ნად და­ვას­რუ­ლოთ ეს სა­ღა­მო, კარ­გი?

- თუ შე­იძ­ლე­ბა, წა­ვი­დეთ, აღარ მინ­და დე­სერ­ტი! - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წა­მოვ­დე­ქი და ჩან­თა მხარ­ზე მო­ვიგ­დე.
ერ­თი კი ამომ­ხე­და გა­ო­ცე­ბით, მაგ­რამ არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. ოფი­ცი­ანტს სთხო­ვა, ან­გა­რი­ში მო­მი­ტა­ნეო და რო­ცა ფუ­ლი გა­და­ი­ხა­და, უსიტყ­ვოდ გა­ე­შუ­რა გა­სას­ვ­ლე­ლის­კენ. მეც უკან მივ­ყე­ვი.

უკა­ნა გზა­ზე არც ერთს კრინ­ტი არ დაგ­ვიძ­რავს. ვე­რა და ვერ შევ­ძე­ლი დამ­შ­ვი­დე­ბა. რა­ღაც მა­ფო­რი­ა­ქებ­და. მან­ქა­ნის სა­ლო­ნი ზედ­მე­ტად ინ­ტი­მუ­რი იყო, მირ­ზა კი ასე ახ­ლოს იჯ­და ჩემ­თან. მი­სი სხე­უ­ლის ოდ­ნავ შე­საგ­რ­ძ­ნო­ბი სურ­ნე­ლი, მი­სი მა­მა­კა­ცუ­რი სურ­ნე­ლი თავ­გ­ზას მიბ­ნევ­და. ვგიჟ­დე­ბო­დი ამ კაც­ზე, უკ­ვე დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი მი­სით და სწო­რედ ეს მა­ში­ნებ­და.
რო­ცა მან­ქა­ნა ჩემს სა­დარ­ბა­ზოს­თან შე­ა­ჩე­რა, არ და­ვუ­ცა­დე და ეგ­რე­ვე გად­მოვ­ხ­ტი.
- დი­დი მად­ლო­ბა. სა­სი­ა­მოვ­ნო დრო გა­ვა­ტა­რე, - თა­ვი დავ­ხა­რე და ჩა­მო­წე­უ­ლი სარ­კ­მ­ლი­დან შევ­ძა­ხე.
- რო­გო­რი მატყუ­ა­რა გო­გო ხარ, რომ იცო­დე. - ამ სიტყ­ვე­ბით თვი­თო­ნაც გად­მო­ვი­და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან და წინ გა­და­მიდ­გა.
სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. ერ­თი­ა­ნად და­მე­ჭი­მა სხე­უ­ლი. აი, ახ­ლა მა­კო­ცებს და მორ­ჩა, ნა­წი­ლე­ბად და­ვიშ­ლე­ბი. მე­რე ჩემს თავ­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ ვა­გებ პა­სუხს.
მარ­თ­ლაც, გად­მო­ი­ხა­რა ჩემ­კენ და... ლო­ყა­ზე მა­კო­ცა.
სულ ეს იყო? მე­ტი არა­ფე­რი? სა­ო­ცარ­მა იმედ­გაც­რუ­ე­ბამ შე­მიპყ­რო. თურ­მე რო­გორ გა­მი­ნაწყე­ნე­ბია... კოც­ნაც კი აღარ გა­ი­მე­ტა ჩემ­თ­ვის...
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ანი­კა! - ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა.
- მშვი­დო­ბი­ან ღა­მეს გი­სურ­ვებ. - მეც ჩა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე და რომ არ ავ­ტი­რე­ბუ­ლი­ყა­ვი, სას­წ­რა­ფოდ შევ­ვარ­დი სა­დარ­ბა­ზო­ში...

მე­ო­რე დღეს ისე ცი­ვად მო­მე­სალ­მა, ნი­რი წა­მიხ­და. მთე­ლი დღე არ და­უ­რე­კავს ზა­რი, არ გა­მო­ვუ­ძა­ხე­ბი­ვარ, არც საქ­მე მო­უ­ცია. ვი­ჯე­ქი ჩემს მა­გი­დას­თან და ვე­ლო­დე­ბო­დი, რო­დის და­მი­ძა­ხებ­და. არ და­ა­ყე­ნა საშ­ვე­ლი. სა­დი­ლა­დაც კი არ გა­ვე­დი, იქ­ნებ ზუს­ტად მაგ დროს დავ­ჭირ­დე-მეთ­ქი. უც­ნა­უ­რი ის იყო, რომ თვი­თო­ნაც არ გა­მო­დი­ო­და კა­ბი­ნე­ტი­დან. ექ­ვ­სი სა­ა­თი რომ გახ­და, კა­რი გა­ი­ღო და ჩემს ოთახ­ში გა­მო­სუ­ლი ისე­ვე ცი­ვად და­მემ­შ­ვი­დო­ბა, რო­გორც დი­ლით მო­მე­სალ­მა. გას­ვ­ლი­სას უცებ შე­მო­მიბ­რუნ­და და გულ­გ­რი­ლი ტო­ნით და­მი­ბა­რა:
- ხვალ და ზეგ არ ვიქ­ნე­ბი, ხუთ­შა­ბა­თის­თ­ვის კი მო­ემ­ზა­დე, ობი­ექ­ტ­ზე უნ­და გა­ვი­დეთ.

თა­ვი და­ვუქ­ნიე თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად და გავ­წით­ლ­დი.
ორი დღე მარ­თ­ლაც არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. სა­შინ­ლად გა­ი­წე­ლა ის ორი დღე, მე­გო­ნა, ორი თვე გა­ვი­და, რაც არ მე­ნა­ხა. რო­გორ გან­ვიც­დი­დი. ვნა­ნობ­დი თი­თო­ე­ულ სიტყ­ვას, რო­მე­ლიც რეს­ტო­რან­ში მი­ვა­ხა­ლე. ისევ არამ­კითხე მო­ამ­ბის როლ­ში გა­მო­ვე­დი. მე რომ მის ად­გილ­ზე ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ასეთ მდი­ვანს სამ­სა­ხუ­რი­დან უყოყ­მა­ნოდ და­ვითხოვ­დი. მან კი, ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ და­მინ­დო. რა­ტომ?

ხუთ­შა­ბა­თიც დად­გა. მან­ქა­ნა­ში ორი­ვე ვდუმ­დით - მირ­ზაშ­ვი­ლი, ეტყო­ბა, თა­ვი­სას ფიქ­რობ­და. ნე­ტავ რას? იმას, თუ რო­მელ მო­რიგ ლა­მაზ­მანს შეხ­ვედ­რო­და სა­ღა­მოს? ასე­თი რა­მე­ე­ბის გა­ფიქ­რე­ბა­ზე გუ­ლი უსი­ა­მოვ­ნოდ მე­კუმ­შე­ბო­და. აშ­კა­რად ვეჭ­ვი­ა­ნობ­დი.
სა­ღა­მო ხა­ნი იყო, რო­ცა საქ­მე მო­ვი­თა­ვეთ. კომ­პა­ნი­ის ერთ-ერ­თ­მა თა­ნამ­შ­რო­მელ­მა, ნი­კა ლო­მო­ურ­მა მან­ქა­ნამ­დე მიგ­ვა­ცი­ლა.
- ანი­კა, ცოლს ვშორ­დე­ბი, იცი? ორი კვი­რა და მორ­ჩა, თა­ვი­სუ­ფა­ლი კა­ცი ვიქ­ნე­ბი, - რა­ტომ­ღაც, ამის თქმა­ზე ხმას და­უ­დაბ­ლა, - იქ­ნებ...
- მგო­ნი, დროა, გზას გა­ვუდ­გეთ! - უეც­რად მირ­ზაშ­ვი­ლის მკაც­რი ხმა გა­ის­მა.
- ნახ­ვამ­დის, ნი­კა. - ამის თქმა­ღა მო­ვას­წა­რი და წი­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მოვ­კა­ლათ­დი.
- რას გე­ჩურ­ჩუ­ლე­ბო­და ლო­მო­უ­რი? - უფ­რო ჩა­ი­ბუზღუ­ნა, ვიდ­რე მკითხა.
- ცოლ­თან გაყ­რის პრო­ცეს­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. - ცი­ვად მი­ვუ­გე. ამ­წუ­თას თით­ქოს სრუ­ლე­ბით გულ­გ­რი­ლი ვი­ყა­ვი ამ კა­ცის მი­მართ და რო­ცა მან ერ­თად წა­ხემ­სე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, მტკი­ცე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე - მერ­ჩივ­ნა, შიმ­ში­ლით მოვ­მ­კ­ვ­და­რი­ყა­ვი, ვიდ­რე მას­თან ერ­თად მე­ვახ­შ­მა.

- მე­რე ძა­ლი­ან და­მიგ­ვი­ან­დე­ბა. აჯო­ბებს, დრო არ დავ­კარ­გო... ამა­ღამ უამ­რა­ვი საქ­მე მაქვს.
- ძა­ლი­ან კარ­გი! - თით­ქოს მე­მუქ­რე­ბაო, ისე ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და სის­წ­რა­ფეს მო­უ­მა­ტა.
ჩემს კორ­პუს­თან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გად­მო­ვი­და, ბი­ნის გა­სა­ღე­ბი გა­მო­მარ­თ­ვა და სა­დარ­ბა­ზოს მი­ა­შუ­რა. ისე ჩქა­რობ­და კა­რის გა­ღე­ბას, თით­ში ხიწ­ვიც კი შე­ერ­ჭო. რა ჯან­და­ბა და­ე­მარ­თა? აქამ­დე ზე­დაც არ მი­ყუ­რებ­და და ასე მო­უ­ლოდ­ნე­ლად რა მო­ეპ­რი­ა­ნა?
შე­მე­ცო­და, ისე გა­ნი­ცა­და ხიწ­ვის შერ­ჭო­ბა. ალ­ბათ, ძა­ლი­ან ეტ­კი­ნა, ასე­თი ემო­ცია რომ გა­მო­ხა­ტა. ჩემ­და უნე­ბუ­რად მივ­წ­ვ­დი მის ხელს.
- და­მო­უ­კი­დებ­ლად არაფ­რის გა­კე­თე­ბა არ შე­გიძ­ლია, არა? - ქა­რაფ­შუ­ტუ­ლად ვი­კითხე.
- მე­ხუმ­რე­ბი? - გა­უტყ­და.
რა დროს ხუმ­რო­ბა იყო, სა­ცაა, ერ­თ­მა­ნეთს დავ­ჭამ­დით.
- შე­მო­დი, ამო­გი­ღებ მაგ ხიწვს, თო­რემ სახ­ლამ­დე ვერ მი­აღ­წევ, ვატყობ, - სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
უხ­მოდ შე­მო­ა­ბი­ჯა ოთახ­ში და სა­ვარ­ძელ­ში ჩაჯ­და. ჩე­მი კოს­მე­ტი­კის ჩან­თა გავ­ხ­სე­ნი და პინ­ცე­ტი მოვ­ძებ­ნე.
- თუ წყნა­რად იქ­ნე­ბი, არ გატ­კენ.
- თუ არ ვი­ტი­რებ, კან­ფეტ­საც მომ­ცემ? - ოდ­ნავ მოშ­ვე­ბუ­ლი ხმით მკითხა.
ღი­მი­ლი მო­მე­რია, ხა­სი­ა­თი გა­მო­მი­კეთ­და. ცო­ტა კი ვეწ­ვა­ლე, მაგ­რამ მა­ინც ამო­ვი­ღე ხიწ­ვი და და­ვა­ნახ­ვე.
- აი, ასეთ­მა პა­წა­წუ­ნე­ლა რა­ღა­ცამ რო­გო­რი ტკი­ვი­ლი მო­გა­ყე­ნა, - გა­ვე­ხუმ­რე.
- ჰო. - ნირ­წამ­ხ­დარ­მა მო­მი­გო.

ამ­წუ­თას ისე­თი უმ­წეო გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა ჰქონ­და, გუ­ლი ამი­ჩუყ­და. ღმერ­თო, რო­გორ მიყ­ვარს, ნე­ტავ იცო­დეს. უნებ­ლი­ეთ მის­კენ გა­და­ვი­ხა­რე და ოდ­ნავ შე­ვე­ხე. ჟრუ­ან­ტელ­მა მთელ სხე­ულ­ში ელექ­ტ­რო­ნი­ვით და­მი­ა­რა. ზედ­მე­ტად ახ­ლოს აღ­მოვ­ჩ­ნ­დით ერ­თ­მა­ნეთ­თან. მირ­ზამ დრო იხელ­თა და მკლა­ვებ­ში მო­მიქ­ცია. ნა­ზი, მაგ­რამ მომ­თხოვ­ნი ხე­ლე­ბი ჩემს ზურ­გ­ზე ამოძ­რავ­დ­ნენ. სი­ა­მოვ­ნე­ბი­სა­გან კა­ნი ამე­ხორ­კ­ლა, ერ­თი­ა­ნად დამ­ბურ­ძ­გ­ლა. ვერ მო­ვით­მი­ნე და პი­ჯაკს შიგ­ნით შე­ვუ­ცუ­რე თი­თე­ბი ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლით - რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მას­თან, მჭიდ­რო მივ­კ­ვ­რო­დი და მთლი­ა­ნად შე­მეგ­რ­ძ­ნო. მირ­ზას სხე­უ­ლის სით­ბომ, მი­სი თხე­ლი პე­რან­გი­და­ნაც რომ ად­ვი­ლად აღ­წევ­და, სუ­ლი შე­მი­გუ­ბა და თავ­ბ­რუ და­მახ­ვია. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასე იოლად თუ და­ვე­მორ­ჩი­ლე­ბო­დი მის ძლი­ერ მკლა­ვებს. მა­საც იგი­ვე სურ­ვი­ლი კლავ­და. ვნე­ბა­ა­ტა­ნი­ლი მე­ა­ლერ­სე­ბო­და მკერ­დ­ზე, ზე­და­ტა­ნის ღი­ლე­ბი ჩა­მიხ­ს­ნა და თი­თე­ბი ურ­ცხ­ვად ჩა­მი­ცუ­რა უბე­ში. მე­რე თავ­და­ვიწყე­ბით მკოც­ნი­და ყელ­ში. თით­ქოს მთლი­ა­ნად გავ­ლ­ღ­ვი და ის იყო, უნ­და მივ­ნე­ბე­ბო­დი ამ წამ­ლე­კავ ტალ­ღას, რომ უეც­რად აღ­მომ­ხ­და:

- გა­მიშ­ვი, მირ­ზა... გა­მიშ­ვი, გა­მიშ­ვი...
მან ხე­ლი მა­შინ­ვე შე­მიშ­ვა და გა­ო­ცე­ბუ­ლი მო­მა­ჩერ­და. გან­ზე გა­ვი­წიე და შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე, რა­კი დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ ძა­ლას არ მა­ტან­და.
- დღეს ეს გეგ­მა­ში ნამ­დ­ვი­ლად არ მქო­ნია. - ჩურ­ჩუ­ლით მითხ­რა.
მო­მეჩ­ვე­ნა, რომ ნა­ნობ­და მომ­ხ­დარს.
ფერ­წა­სუ­ლი ვი­ჯე­ქი. ახ­ლა სა­ბო­ლო­ოდ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ სი­გი­ჟემ­დე მიყ­ვარ­და. ისიც ვი­ცო­დი, რომ, რო­ცა მარ­ტო დავ­რ­ჩე­ბო­დი, რო­ცა მირ­ზა წა­ვი­დო­და, მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი და მას­ზე ფიქ­რი ტან­ჯ­ვად მექ­ცე­ო­და.
- ჰო, ეს მარ­თ­ლაც არ გვქო­ნია და­გეგ­მი­ლი, - მე­ქა­ნი­კუ­რად და­ვე­თან­ხ­მე და თა­ვი ისე გა­ვიქ­ნიე, თით­ქოს მო­ძა­ლე­ბუ­ლი სურ­ვი­ლის მო­ცი­ლე­ბა მსურ­და.
მირ­ზა წა­მოდ­გა. მის­კენ არ გა­მი­ხე­დავს - მხო­ლოდ ნა­ბი­ჯე­ბის ხმა მეს­მო­და. კა­რის გა­ჯა­ხუ­ნე­ბაც გა­ვი­გო­ნე...
ამი­ე­რი­დან მოს­ვე­ნე­ბა სა­მუ­და­მოდ მქონ­და და­კარ­გუ­ლი... 


ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge 
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93