ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 10

ბროწეულის გაზაფხული. თავი 10
შეც­ბუ­ნე­ბულ­მა თვა­ლე­ბი და­ვაჭყი­ტე. "რა სუ­ლე­ლი ვარ, ეს რა წა­მომ­ც­და! - გა­მი­ელ­ვა წა­მი­ე­რად, - ახ­ლა შე­იძ­ლე­ბა გამ­გ­ლი­ჯოს!"
- მო­მე­ცი აქ ეგ სა­ბუ­თე­ბი! - მიყ­ვი­რა მო­უ­ლოდ­ნე­ლად და ისე გა­იფხო­რა, ინ­და­ურს და­ემ­ს­გავ­სა.
რა­ღაც­ნა­ი­რად მო­მე­ფო­ნა გულ­ზე, ასე რომ გა­ვაბ­რა­ზე. ისე­თი კმა­ყო­ფი­ლე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გო­რიც არას­დ­როს. მრავ­ლის­მეტყ­ვე­ლი მზე­რით გა­ვუ­წო­დე მა­სა­ლე­ბი და შე­ფარ­ვით გა­ვი­ღი­მე.

შეფს ის დღე ჩაშ­ხამ­და, არც თა­ვის ნი­ნის­თან სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარს გა­უ­ხა­ლი­სე­ბია და არც ახა­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­დე­ბას, რო­მე­ლიც დიდ წარ­მა­ტე­ბას უქად­და ჩვენს ფირ­მას.

ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, ვზე­ი­მობ­დი გულ­ში, ასე მო­უხ­დე­ბა!
მაგ­რამ
ასე­თი გან­წყო­ბა მხო­ლოდ სახ­ლამ­დე მიმ­ყ­ვა - ერ­თი სა­ა­თის შემ­დეგ ისევ მას­თან ყოფ­ნას ვნატ­რობ­დი.
სა­ღა­მოს ბე­ბი­ა­ჩემ­მა და­მი­რე­კა - შა­ბათ-კვი­რას ნუ ჩა­მო­მა­კითხავ, ვე­ნე­რას და­ბა­დე­ბის დღე აქვს და იქ ვიქ­ნე­ბი, უნ­და მი­ვეხ­მა­როო. მი­სი ხა­ლი­სი გად­მო­მე­დო. რაც უფ­რო ემა­ტე­ბო­და ასა­კი, მით უფ­რო ემ­ს­გავ­სე­ბო­და პა­ტა­რა ბავშვს, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას რომ იჩე­მებს.

მე­ო­რე დღეს ფრთა­შეს­ხ­მუ­ლი­ვით მივ­დი­ო­დი სამ­სა­ხურ­ში, თვი­თო­ნაც არ ვი­ცო­დი, რა მი­ხა­რო­და. გუ­შინ­დე­ლი ბა­ნა­ლუ­რი შუ­რის­ძი­ე­ბა? ნუ­თუ ასე უხა­რი­ათ, რო­ცა ვინ­მეს სა­მა­გი­ე­როს გა­და­უხ­დი­ან? რო­ცა რა­ღაც გი­ხა­რია, ესე იგი, ბედ­ნი­ე­რი ხარ. არის კი შუ­რის­ძი­ე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის ნა­წი­ლი? ალ­ბათ, არა. შენ კი მო­ი­ო­ხე გუ­ლი, სხვას სა­მა­გი­ე­რო რომ გა­და­უ­ხა­დე და ეს გი­ხა­რია, მაგ­რამ მას? მას ხომ ატ­კი­ნე გუ­ლი? რო­მელ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზეა სა­უ­ბა­რი? სა­ბო­ლო­ოდ და­ვას­კ­ვე­ნი, რომ ეგო­ის­ტი ვარ და... გა­მიტყ­და.

ჩემ­და გა­სა­ოც­რად, მირ­ზა ძვე­ლე­ბუ­რად თა­ვა­ზი­ა­ნი და კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი დამ­ხ­ვ­და. რო­გორ გა­მიკ­ვირ­და. მე­გო­ნა, უკ­მე­ხად მი­მი­ღებ­და, მაგ­რამ არა. ამან ცო­ტა შე­მა­ფიქ­რი­ა­ნა. ღმერთს ვე­ვედ­რე­ბო­დი, დიდ­ხანს გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო ასე. იდი­ლია შუ­ადღი­სას და­მერ­ღ­ვა, რო­ცა ბე­ბი­ას მე­ზო­ბელ­მა, ვე­ნე­რამ და­მი­რე­კა - ნი­ნუ­ცა მო­რიგ "მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში" წა­სუ­ლა. ფერ­წა­სულ­მა ყურ­მი­ლი დავ­კი­დე და სწო­რედ ამ დროს კა­ბი­ნე­ტი­დან მირ­ზა გა­მო­ვი­და. გა­ფით­რე­ბუ­ლი რომ და­მი­ნა­ხა, მა­შინ­ვე მკითხა:
- რა მოხ­და, ანი­კა?
- ბე­ბია...
- ისევ და­ი­კარ­გა, - და­ას­რუ­ლა ჩემ მა­გივ­რად, - ჩე­მი მან­ქა­ნით წა­დი... სას­წ­რა­ფოდ.
- არა, უხერ­ხუ­ლია... - ნირ­წამ­ხ­დარ­მა უარი ვუთხა­რი, - თან ბევ­რი საქ­მე მაქვს.
- არა უშავს, მო­ას­წ­რებ. ვი­ცი, რომ მა­ლე იპო­ვი. მობ­რუნ­დე­ბი და საქ­მეს მე­რე გა­აგ­რ­ძე­ლებ.
- არა, მარ­ტო ვერ წა­ვალ მან­ქა­ნით, დი­დი ხა­ნია, სა­ჭეს­თან მარ­ტო არ ვმჯდარ­ვარ.
- ნე­ლა იარე და არა­ფე­რი მო­გი­ვა, - გა­მამ­ხ­ნე­ვა შეფ­მა და გა­სა­ღე­ბე­ბის ას­ხ­მა ხელ­ში მო­მა­ჩე­ჩა.
ღმერ­თო, რამ­დე­ნი ვე­ძე­ბე! ყვე­ლა ად­გი­ლი შე­მო­ვატყა­ვე, სა­დაც შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო და ვერ მი­ვა­გე­ნი. ბო­ლოს, რო­ცა გავ­სა­ვათ­დი, შინ შე­ვი­ა­რე, ცო­ტა სულს მო­ვით­ქ­ვამ-მეთ­ქი და იქ არ აღ­მო­ვა­ჩი­ნე? დი­ვან­ზე წა­მო­წო­ლი­ლი­ყო და ტე­ლე­ვი­ზორ­ში ინ­დურ სე­რი­ალს უყუ­რებ­და.
ჩემ და­ნახ­ვა­ზე სა­ხე გა­ე­ბად­რა.
- ანი­კა, შვი­ლო, ასე ად­რე მოხ­ვე­დი სამ­სა­ხუ­რი­დან? არ მუ­შა­ობ დღეს?
- შენ რა ქარ­მა გად­მო­გაგ­დო აქეთ, ბე­ბო?
- მე-ე? ვი­ფიქ­რე, შა­ბათ-კვი­რას ვერ ვნა­ხავ და დღეს ვეს­ტუმ­რე­ბი-მეთ­ქი.
- და მე რომ სამ­სა­ხურ­ში ვიქ­ნე­ბო­დი, არ გაგ­ხ­სე­ნე­ბია?
- რო­გორ არა, მაგ­რამ სა­ღა­მოს ხომ მოხ­ვი­დო­დი? - ისე გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლოდ მი­პა­სუ­ხა, საყ­ვე­დუ­რი ვე­ღარ ვუთხა­რი.
- და მე­რე რო­გორ გაბ­რუნ­დე­ბო­დი უკან გვი­ან?
- ტაქ­სით, შვი­ლო, რა იყო, ჯერ არ მივ­ლია ტაქ­სით თუ რა? შენ­ზე ად­რე ვცხოვ­რობ­დი თბი­ლის­ში, რა გგო­ნია? უყუ­რე ერ­თი ამას შენ! - გა­ნაწყენ­და ნი­ნუ­ცა.

ვე­ნე­რა დე­ი­დას და­ვუ­რე­კე, აქაა და არ ინერ­ვი­უ­ლოთ-მეთ­ქი. მე­რე ბე­ბო ვა­სა­დი­ლე და ისევ სამ­სა­ხურ­ში გავ­ქან­დი.
მი­სა­ღებ­ში შე­სულ­მა პირ­და­პირ მი­სი კა­ბი­ნე­ტის კარ­ზე და­ვა­კა­კუ­ნე. მობ­რ­ძან­დი­თო, გა­მომ­ძა­ხა. კა­რი შე­ვა­ღე და შე­ვე­დი.
- რო­გო­რაა საქ­მე?
- ვი­პო­ვე, ჩემ­თან იყო, ბი­ნა­ში.
- კი­დევ კარ­გი, - თა­ვი გა­და­აქ­ნია, - რა­ღაც უნ­და მო­ვუ­ხერ­ხოთ ქალ­ბა­ტონ ნი­ნუ­ცას, ასე არ შე­იძ­ლე­ბა, - დამ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით მითხ­რა, - ერ­თხე­ლაც შე­იძ­ლე­ბა ვე­ღარ ვი­პო­ვოთ და...

ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ტან­ში ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა. ღმერ­თ­მა ნუ ქნას, ასე­თი რამ მოხ­დეს, თო­რემ გუ­ლიც გა­მის­კ­დე­ბა.
- დი­დი მად­ლო­ბა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის, ბენ­ზი­ნი ჩა­ვას­ხი, ასე რომ...
- რა თქვი? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად კუშ­ტი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა მი­ი­ღო.
- ბენ­ზი­ნი... ცო­ტა... - ენა და­მე­ბა.
- ანი­კა, ასე რა­ტომ იქ­ცე­ვი?
- რო­გორ ას­ს­სე? - კვლავ და­მე­ბა ენა.
- რა ბენ­ზი­ნი, რის ბენ­ზი­ნი! ვინ გთხო­ვა, ჩა­ას­ხიო? ამით შე­უ­რაცხ­ყო­ფას რომ მა­ყე­ნებ, მა­გას თუ ხვდე­ბი? იმის არ იყოს, ლე­კოს­თან ვი­ყა­ვი პა­ე­მან­ზეო... - გა­მიხ­სე­ნა "ძვე­ლი ცოდ­ვე­ბი", - მე კა­ცი ვარ, გეს­მის? ეს თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის ამ­ბა­ვია... ასე­თი რა­მე­ე­ბის შეხ­სე­ნე­ბა არ უნ­და მი­წევ­დეს. თუ მა­ინ­ც­და­მა­ინც უნ­და და­გიმ­ტ­კი­ცო, რომ კა­ცი ვარ? - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­მე­კითხა.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად, მეც არ ვი­ცი, რა და­მე­მარ­თა. თა­ვი ამა­ყად ავ­წიე და მზე­რა ჯი­ქურ გა­ვუს­წო­რე.
- აჯო­ბებს, ხში­რად მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო, რომ მე ქა­ლი ვარ!
უეც­რად გა­ფით­რ­და. ქვე­და ყბა აუკან­კალ­და. ალ­ბათ, ამა­ზე შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი ის სიტყ­ვე­ბიც არ ყო­ფი­ლა, თა­ვი­სი ყო­ფი­ლე­ბი რომ ამ­კობ­დ­ნენ ხშირ-ხში­რად. ხმა არ ამო­უ­ღია, ერ­თხანს გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი­ვით მი­ყუ­რა, თვა­ლიც კი არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია. მივ­ხ­ვ­დი, რომ სა­ში­ნე­ლე­ბა წა­მომ­ც­და და სი­ტუ­ა­ცი­ის გან­მუხ­ტ­ვას შე­ვე­ცა­დე:

- მა­პა­ტიე... მე კარ­გი გო­გო ვარ, უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ჩემს ხა­სი­ათს სჩვე­ვია ნერ­ვი­უ­ლო­ბა.
- გა­სა­გე­ბია, - შეც­ვ­ლი­ლი ხმით მო­მი­გო, - იცი? მე შე­მიძ­ლია პა­ტი­ე­ბა, მაგ­რამ გირ­ჩევ, ამით არ ისარ­გებ­ლო ხოლ­მე.
- გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ, უფ­რო­სო, - ხმა­დაბ­ლა ამოვ­თ­ქ­ვი და თვა­ლე­ბი დავ­ხა­რე, მის მზე­რას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი.
- არ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ ასე­თი რა­მე შე­იძ­ლე­ბა სხვი­სი თან­დას­წ­რე­ბი­თაც წა­მოგ­ც­დეს?
გავ­წით­ლ­დი. ამა­ზე ნამ­დ­ვი­ლად არ მი­ფიქ­რია. ღმერ­თო, რა დე­გე­ნე­რა­ტი ვარ. ჩემ­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი ვე­რას­დ­როს გახ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რი. ეს, ალ­ბათ, ჩემ­მა უბე­დურ­მა ცხოვ­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. რამ გამ­ხა­და ასე­თი პრე­ტენ­ზი­უ­ლი? რას მო­ვითხოვ ამ კა­ცის­გან? გა­ნა ოდეს­მე რა­მეს შემ­პირ­და? ვი­საც შეჰ­პირ­და, იმას აქ­ცია ზურ­გი და მე ვინ ვარ?
- რა­ზე ჩა­ფიქ­რ­დი, ანი­კა? - ჩა­მეს­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
- არა­ფე­რი, ისე... - სა­ხე ჩა­მო­მიგ­რ­ძელ­და.
- ალ­ბათ ფიქ­რობ, რომ ძა­ლი­ან უბე­დუ­რი ხარ, არა?
- და­ახ­ლო­ე­ბით, - და­ვე­თან­ხ­მე.
- იცი, რას გეტყ­ვი? თუ გინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი იყო, ფიქ­რებ­ში წარ­სუ­ლის ქექ­ვას თა­ვი და­ა­ნე­ბე. რაც იყო, იმას ვერ და­აბ­რუ­ნებ. და ნუ ხარ არე­უ­ლი.
- არე­უ­ლი რა­ტომ ვარ? - შუბ­ლი შე­ვი­კა­რი.
- რა­ტომ და თვი­თო­ნაც არ იცი, რას მი­ედ-მო­ე­დე­ბი. იქ ბა­თო-და­თოო, აქ ლე­კოო... ნი­ა­და­გის მო­სინ­ჯ­ვა­ზე ხარ? რას ეძებ? ვის ეძებ? რას ვერ პო­უ­ლობ? ან ვის? ქალს ერ­თი მა­მა­კა­ცი უნ­და ჰყავ­დეს, სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი... ნუ, სხვე­ბიც უნ­და იყ­ვ­ნენ, რა თქმა უნ­და, მაგ­რამ ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ ერ­თი მა­მა­კა­ცის ად­გი­ლას ინატ­რებ­დ­ნენ ყოფ­ნას.
გა­მე­ცი­ნა.
- რა გა­ცი­ნებს?
- ჰო­და, იმ ერთ მა­მა­კაცს ვე­ძებ. ამი­ტო­მაც მი­ვედ-მო­ვე­დე­ბი.
- მარ­თ­ლა? და ვერ პო­უ­ლობ? თვა­ლე­ბი სად გაქვს?
ყუ­რე­ბი ვცქვი­ტე. და­ვი­ჯე­რო, სა­კუ­თარ თავს გუ­ლის­ხ­მობს?
პა­სუ­ხი ვერ გა­ვე­ცი. ხომ არ ვეტყო­დი, შენ რომ გა­ეჭ­ვი­ა­ნო, იმი­ტომ ვიქ­ცე­ვი ასე-მეთ­ქი. სა­მა­გი­ე­როდ, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, სხვა რა­მე მო­მად­გა ენა­ზე და მი­ვა­ხა­ლე:

- სხვა­თა შო­რის, კაც­საც ერ­თი ქა­ლი უნ­და ჰყავ­დეს, სხვა და­ნარ­ჩე­ნი კი...
- მე არ მჭირ­დე­ბა ასე­თი ქა­ლი, - გა­მაწყ­ვე­ტი­ნა, მცი­რე­ო­დე­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ კი თით­ქოს შემ­კ­რ­თალ­მა თუ შეც­ბუ­ნე­ბულ­მა და­ა­მა­ტა, - ჯერ­ჯე­რო­ბით.
- ვი­თომ რა­ტომ? - უკან არ და­ვი­ხიე.
- იმი­ტომ, რომ ქა­ლე­ბი ეგო­ის­ტე­ბი ხართ, მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობთ, თქვენ იყოთ კარ­გად და მორ­ჩა. საკ­მა­რი­სია, ყუ­რადღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნო და ეგ­რე­ვე პრე­ტენ­ზი­ე­ბი უჩ­ნ­დე­ბათ. იმა­ზე მეტს ითხო­ვენ, ვიდ­რე ეკუთ­ვ­ნით. ბო­ლოს საქ­მე იქამ­დე მი­დის, რომ ქა­ლი ვე­რა­ფერს უხერ­ხებს სა­კუ­თარ ეგო­იზმს და ის­ტე­რი­კებს მო­უწყობს კაცს, რა­საც თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბით და სი­ა­მა­ყით გა­ა­მარ­თ­ლებს. ეს კი ჭკუ­ა­ზე მშლის. ვერ ვი­ტან ის­ტე­რი­კებს.
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. ცი­ვად გა­ვუ­ღი­მე და კა­რის­კენ და­ვი­ძა­რი.
- ანი­კა! - მის­მა მბრძა­ნებ­ლურ­მა ტონ­მა ად­გილ­ზე მი­მა­ლურ­ს­მა.
შე­მოვ­ტ­რი­ალ­დი.
- რა­ტომ არ შე­მე­პა­სუ­ხე? გა­მო­დის, მარ­თა­ლი ვარ?
- არა, მარ­თა­ლი არ ხარ. უბ­რა­ლოდ, შენ ჩე­მი უფ­რო­სი ხარ, ამი­ტომ არ შე­გე­პა­სუ­ხე, - ცი­ვად მი­ვუ­გე.
- მა­ინ­ტე­რე­სებს, რას მი­პა­სუ­ხებ­დი. ჩათ­ვა­ლე, რომ ამ­წუ­თას არ ვარ შე­ნი უფ­რო­სი.
ჩა­ვი­ცი­ნე. მივ­ხ­ვ­დი, რომ მცდი­და. აინ­ტე­რე­სებ­და, რო­გორ გა­მოვ­თ­ქ­ვამ­დი პრო­ტესტს, რა ხრი­კე­ბით და­ვი­ცავ­დი ქა­ლებს მი­სი აგ­რე­სი­ის­გან, მე კი სრუ­ლი­ად მშვი­დად წარ­მოვ­თ­ქ­ვი:

- თუ ზღა­პა­რი არ დგე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში, ჯა­დო­ქა­რი უნ­და შეც­ვა­ლო! - და კვლავ კა­რის­კენ გა­ვე­მარ­თე.
- ასე ვერ წახ­ვალ! - და­იყ­ვი­რა უცებ.
ამ­ჯე­რად მშვი­დად შე­მოვ­ბ­რუნ­დი და ასე­ვე მშვი­დად ვკითხე:
- რა გინ­და ჩემ­გან, მირ­ზა?
- ყვე­ლა­ფე­რი!
- ეს ძა­ლი­ან ბევ­რია, შეფ!
- შენ? შენ რა გინ­და ჩემ­გან?
- მე-ე? - თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და. გა­მო­დის, ხვდე­ბა, რომ მიყ­ვარს.
- ჰო, შენ. მი­პა­სუ­ხე, ისე ამ კა­ბი­ნე­ტი­დან ვერ გახ­ვალ.
ამო­ვი­ოხ­რე, მსუ­ბუ­ქად, მშვი­დად. მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე და ძა­ლი­ან ხმა­დაბ­ლა მი­ვუ­გე:
- არ ვი­ცი... რა­ღაც.
- ეს ძა­ლი­ან ცო­ტაა.
- არა უშავს, მე ვიმ­ყო­ფი­ნებ. - გა­ვუ­ღი­მე და მის პა­სუხს აღარ და­ვე­ლო­დე, კარს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი.


ამ­ჯე­რად აღარ შე­ვუ­ჩე­რე­ბი­ვარ. ისე გა­მო­ვე­დი კა­ბი­ნე­ტი­დან, სიტყ­ვა აღარ და­უ­დევ­ნე­ბია...
სა­ღა­მომ­დე თა­ვა­უ­ღებ­ლად ვი­მუ­შა­ვე. არც მირ­ზა გა­მო­სუ­ლა კა­ბი­ნე­ტი­დან. ალ­ბათ, ისიც მუ­შა­ობ­და. რამ­დენ­ჯერ­მე და­უ­რე­კეს, და­ე­ლა­პა­რა­კა. ზა­რე­ბი მხო­ლოდ საქ­მი­ა­ნი იყო, ქა­ლებს არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ. გა­მუდ­მე­ბით მას­ზე ვფიქ­რობ­დი, მის სიტყ­ვებ­ზე. მე­თა­მა­შე­ბო­და, რო­გორც კა­ტა თაგვს, მე კი ვერ ვი­გებ­დი, რა უნ­დო­და ბო­ლოს და ბო­ლოს ჩემ­გან.
სა­ღა­მოს, გვი­ან, და­ახ­ლო­ე­ბით რვა სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, რო­ცა გა­მო­ვი­და.

- შენ კი­დევ აქ ხარ? - გა­ო­ცე­ბუ­ლი მო­მა­ჩერ­და.
- დი­ახ. ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი დამ­რ­ჩა ამო­სა­ბეჭ­დი და მოვ­რ­ჩე­ბი, - სა­ბუ­თე­ბის დას­ტა­ზე მი­ვუ­თი­თე.
- მა­ინც მო­ას­წა­რი, არა?
- დი­ახ. თქვენ ხომ ხვალ გჭირ­დე­ბათ, - ჩემ­და უნე­ბუ­რად, თქვე­ნო­ბით მივ­მარ­თე.
- ჰო, მარ­თა­ლია, ხვალ მჭირ­დე­ბა. ორ­შა­ბათს გერ­მა­ნი­ა­ში მივ­ფ­რი­ნავ.
ამ ცნო­ბამ თავ­ზა­რი დამ­ცა. მის გა­რე­შე ერ­თი დღეც ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა.
- დი­დი ხნით?
- ხუ­თი-ექ­ვ­სი დღით.
- აჰა, მოვ­რ­ჩი, ყვე­ლა­ფე­რი წეს­რიგ­შია, - სა­ხე­ა­ლან­ძულ­მა მი­ვუ­გე და სა­ქა­ღალ­დეებ­ში ჩა­დე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბი მი­ვა­წო­დე, - ბედ­ნი­ერ მგზავ­რო­ბას გი­სურ­ვებ.

ორაზ­რო­ვა­ნი ღი­მი­ლი მეს­რო­ლა, სა­ქა­ღალ­დე ჩა­მო­მარ­თ­ვა და გა­ვი­და. არც კი შე­მომ­თა­ვა­ზა, სახ­ლამ­დე მი­გიყ­ვა­ნო. არა­და, უკ­ვე შე­ღა­მე­ბუ­ლი იყო.
მეწყი­ნა, მეტ­კი­ნა... რა­ღაც ჩამ­წყ­და გულ­ში. ნი­რი წა­მიხ­და. სპე­ცი­ა­ლუ­რად მო­ვი­ტო­ვე ერ­თი ეგ­ზემ­პ­ლა­რი ბო­ლოს­თ­ვის ამო­სა­ბეჭ­დად, კა­ბი­ნე­ტი­დან მის გა­მოს­ვ­ლას ვე­ლო­დე­ბო­დი იმ იმე­დით, რომ ასე გვი­ან შინ მარ­ტო არ გა­მიშ­ვებ­და და წა­მიყ­ვან­და. თურ­მე ტყუ­ი­ლად ვი­მე­დოვ­ნებ­დი. ნა­ძი­რა­ლა­სა­ვით მო­იქ­ცა... იაფ­ფა­სი­ა­ნი ქა­ლი­ვით მო­მექ­ცა...

ეს კა­ცი ვე­რას­დ­როს გა­ი­გებს, რო­გორ მიმ­ძიმს მას­თან გან­შო­რე­ბა. ვერც იმას გა­ი­გებს ვე­რას­დ­როს, რო­გორ მიყ­ვარს... შე­იძ­ლე­ბა ასეც ჯო­ბია. ჩე­მი მოწყე­ნი­ლი აწ­მ­ყოს გა­მამ­ხი­ა­რუ­ლე­ბე­ლი ეგ ვე­რას­დ­როს გახ­დე­ბა. ალ­ბათ ის არ არის, ვი­საც ვე­ძებ. ან მე არ ვარ მის­თ­ვის ის, ვი­საც ის ეძებს... ცრემ­ლ­მო­რე­ულ­მა თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, რომ არ მე­ტი­რა... პალ­ტო ჩა­ვიც­ვი და ქუ­ჩა­ში გა­ვე­დი.
ცას ავ­ხე­დე. მთვა­რე ვე­ე­ბერ­თე­ლა მეჩ­ვე­ნა... სავ­სე მთვა­რე... ისე­თი დი­დი იყო, სიბ­ნე­ლე­ში ვერ ეტე­ო­და.
მორ­ჩა, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რე­ბუ­ლია.... ხან­და­ხან უარი უნ­და თქვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, იმი­ტომ კი არა, რომ შენ­თ­ვის სუ­ლერ­თია, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ შენ ხდე­ბი მათ­თ­ვის სუ­ლერ­თი...

შა­ბათ­მა უღიმ­ღა­მოდ ჩა­ი­ა­რა. კვი­რა დღის პირ­ვე­ლი ნა­ხე­ვა­რი თით­ქოს ბუ­რან­ში გა­ვა­ტა­რე. სახ­ლის და­ლა­გე­ბას აზ­რი არ ჰქონ­და, ისე­დაც ყვე­ლა­ფერს კრი­ა­ლი გა­უ­დი­ო­და. დიდ­ხანს ვი­ბო­რი­ა­ლე უთავ­ბო­ლოდ. ერ­თი მე­გო­ბა­რი არ მყავ­და ისე­თი, ვინ­მეს­თან გავ­სუ­ლი­ყა­ვი და გუ­ლი მო­მე­ო­ხე­ბი­ნა. ვის­თა­ნაც ახ­ლოს ვი­ყა­ვი, ყვე­ლა საზღ­ვარ­გა­რეთ იყო გაკ­რე­ფი­ლი სა­მუ­შა­ოდ და ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად. იმ­დე­ნად ვუფ­რ­თხილ­დე­ბო­დი თი­თო­ე­ულ თეთრს, რომ ინ­ტერ­ნე­ტიც არ მქონდა შე­მოყ­ვა­ნი­ლი, რა­თა "ფე­ის­ბუ­კი" მა­ინც გა­მეხ­ს­ნა და ნაც­ნო­ბებს შევ­ხ­მი­ა­ნე­ბო­დი. არ მი­ზი­დავ­და ასე­თი რა­ღა­ცე­ბი. ფუ­ლი არ მე­მე­ტე­ბო­და ამის­თ­ვის. ბე­ბია რომ არა, ალ­ბათ მეც გა­ვიქ­ცე­ო­დი აქე­დან, რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნას შე­ვა­ფა­რებ­დი თავს და ვინ­მე ბე­ბი­ას­ნა­ირს ან უარესს მო­ვუვ­ლი­დი, მაგ­რამ ნი­ნუ­ცას ვერ ვტო­ვებ­დი. ჩემ გარ­და არა­ვინ იყო მი­სი პატ­რო­ნი. ვე­ნე­რა კი მო­უვ­ლი­და, რო­გორ არ მო­უვ­ლი­და, მაგ­რამ ისე ხში­რად იპა­რე­ბო­და სახ­ლი­დან, ნამ­დ­ვი­ლად ვერ და­ვა­ვალ­დე­ბუ­ლებ­დი მე­ზო­ბელს, ადე­ქი და მე რომ არ ვიქ­ნე­ბი, შენ მო­ძებ­ნე ბე­ბი­ა­ჩე­მი-მეთ­ქი. ეს იყო ერ­თა­დერ­თი, რაც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მა­კა­ვებ­და... აქამ­დე. ახ­ლა კი ამ პრობ­ლე­მას მირ­ზაც და­ე­მა­ტა. ახ­ლა ბე­ბია რომც არ ყო­ფი­ლი­ყო, ნამ­დ­ვი­ლად არ წა­ვი­დო­დი, რად­გან სულ მირ­ზას სი­ახ­ლო­ვეს მინ­დო­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი.
შინ მა­ინც არ დავ­რ­ჩი. სა­ყიდ­ლე­ბი მო­ვი­მი­ზე­ზე და სახ­ლი­დან გა­ვე­დი. ვერ გეტყ­ვით, რამ­დე­ნი ვი­ა­რე. ყვე­ლა­ზე ცო­ტა, ცა­მე­ტი მა­ღა­ზია მა­ინც შე­მო­ვი­ა­რე. რა თქმა უნ­და, არა­ფე­რიც არ მი­ყი­დია, ისე, უბ­რა­ლოდ, "გა­ვერ­თე". არა, რო­გორ არა, ყვე­ლი ვი­ყი­დე და კვერ­ცხი, რომ ცო­ტა რა­ღაც მა­ინც მქო­ნო­და წა­სა­ხემ­სე­ბე­ლი.

ექ­ვ­სი სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და, შინ რომ დავ­ბ­რუნ­დი. თით­ქოს ჩემ დაბ­რუ­ნე­ბას ელო­დაო, შევ­დ­გი თუ არა ბი­ნა­ში ფე­ხი, ტე­ლე­ფონ­მაც და­იწ­კ­რი­ა­ლა.
- გის­მენთ, - წარ­მოვ­თ­ქ­ვი უხა­ლი­სოდ და მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან შევ­ხ­ტი, რო­ცა მირ­ზაშ­ვი­ლის ხმა გა­ვი­გო­ნე.
- იმე­დია, ხე­ლი არ შე­გი­შა­ლე, - მო­ის­მა ყურ­მილ­ში.
ნე­ტავ რას გუ­ლის­ხ­მობს ხე­ლის შეშ­ლა­ში? ჰგო­ნია, მეც ისე­ვე დავ­შ­ლი­გი­ნებ კა­ცებ­ში, რო­გორც თვი­თონ ქა­ლებ­ში?
- არა, არ შე­მი­შა­ლე. - აუღელ­ვებ­ლად მი­ვუ­გე.
- ისევ მარ­ტო ხარ?
- მე ყო­ველ­თ­ვის მარ­ტო ვარ, - ხაზ­გას­მით წარ­მოვ­თ­ქ­ვი.
- რა­ტომ, ეს შე­ნი ცხოვ­რე­ბის სტი­ლია?
- ეს სუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბაა და არა ცხოვ­რე­ბის სტი­ლი, - ჯიბ­რი­ა­ნად მი­ვუ­გე. - რა­ტომ და­მი­რე­კე?
- რა­ტომ და... - პა­უ­ზა გა­ა­კე­თა, - ვი­ფიქ­რე, თუ გო­გო გი­რე­კავს, ესე იგი, მო­ე­ნატ­რე და თუ არ გი­რე­კავს, ესე იგი, ელო­დე­ბა, შენ რო­დის მო­გე­ნატ­რე­ბა-მეთ­ქი და აი...
- რა სი­სუ­ლე­ლეა, - ისე გავ­წით­ლ­დი, ალ­მუ­რი წა­მე­კი­და. კი­დევ კარ­გი, ამ­წუ­თას ვერ მხე­დავ­და.
ყურ­მილ­ში გუ­ლი­ა­ნი ხარ­ხა­რი გა­ის­მა.
- გე­ხუმ­რე, რა იყო? საქ­მე მაქვს და იმი­ტომ გი­რე­კავ.
- გის­მენ, - უნი­ა­თოდ წარ­მოვ­თ­ქ­ვი, გან­ხიბ­ლულს ტო­ნი მა­შინ­ვე საქ­მი­ა­ნი გა­მიხ­და.
- თუ არ დამ­ზარ­დე­ბი, გა­მო­დი ჩემ­თან, სახ­ლ­ში, ამ სა­ბუ­თებ­ში კი­დევ არის რა­ღაც დე­ტა­ლე­ბი და­სა­ზუს­ტე­ბე­ლი, ცო­ტა რა­ღაც უნ­და შევ­ც­ვა­ლო და შენ გა­რე­შე ვერ ვი­ზამ.

დე­ტა­ლე­ბიო? პა­რას­კევს ყვე­ლა­ფე­რი არ ჩა­ვუ­წიკ­წი­კე? რა­ღა­ცას მი­ქა­რავს!
- ტე­ლე­ფო­ნით ვერ მი­კარ­ნა­ხებ? - ისევ ჩე­მე­ბუ­რად გა­მის­წ­რო ენამ წინ და წა­მო­ვაყ­რან­ტა­ლე.
რა სუ­ლე­ლი ვარ, კიო, რომ მითხ­რას, ხომ ვიქ­ნე­ბი მო­საკ­ლა­ვი? მი­სი ნახ­ვის შან­სის ხელი­დან გაშ­ვე­ბა იქ­ნე­ბა? რა თავ­მო­უბ­მე­ლი იდი­ო­ტი ვარ, რა მეშ­ვე­ლე­ბა! - უსიტყ­ვოდ ვას­კ­დე­ბო­დი გულს.

- მე ვარ შე­ნი უფ­რო­სი თუ შენ ხარ ჩე­მი უფ­რო­სი? - ისევ გა­ი­ცი­ნა, - რომ გი­ბა­რებ, ესე იგი, მჭირ­დე­ბი. ტე­ლე­ფო­ნით რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, პირ­და­პირ გეტყო­დი, მო­ი­მარ­ჯ­ვე კა­ლა­მი და ფურ­ცე­ლი და ჩა­ი­წე­რე-მეთ­ქი. დრო­ზე გა­მო­დი, დღეს უნ­და მო­ვა­წეს­რი­გო ეს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, დრო არ ით­მენს. ზედ­მეტ სა­მუ­შაო სა­ა­თებს აგი­ნაზღა­უ­რებ, თუ ეს გა­წუ­ხებს და სა­დი­ლი­თაც გა­გი­მას­პინ­ძ­ლ­დე­ბი. - შე­ფა­რუ­ლი ირო­ნია ვიგ­რ­ძე­ნი.

ისევ ჩამ­წყ­და გულ­ში რა­ღაც. ვერ ვხვდე­ბო­დი, დამ­ცი­ნო­და ეს კა­ცი თუ, უბ­რა­ლოდ, ბუ­ნე­ბით იყო ასე­თი და მი­სი სიტყ­ვე­ბი საწყე­ნად არას­დ­როს უნ­და მი­გე­ღო.
- რო­გორ, სა­დი­ლე­ბიც გე­ხერ­ხე­ბა? - იქედ­ნუ­რად ვი­კითხე და ამ­ჯე­რად მე გა­ვი­ცი­ნე.
არა, არა, ენა ნამ­დ­ვი­ლად წა­საჭ­რე­ლი მაქვს, თა­ნაც - ძირ­ში. ჩე­მი გა­მოს­წო­რე­ბა არ იქ­ნე­ბა. წა­საჭ­რე­ლი კი არა, ამო­საგ­ლე­ჯი... და იმით შე­ში­ნე­ბულ­მა, არ ეყ­ვი­რა, სას­წ­რა­ფოდ მი­ვა­ყა­რე, - მი­სა­მარ­თი მი­კარ­ნა­ხე-მეთ­ქი.
ფაცხა­ფუცხით ჩა­ვიც­ვი... რო­გორ მიხ­დე­ბა ეს წი­თე­ლი კა­ბა, მა­კი­ა­ჟიც და თვა­ლე­ბის და­ხატ­ვაც.
სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში თვა­ლი შე­ვავ­ლე. მო­მე­წო­ნა არეკ­ლი­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა: თმა მიბ­ზი­ნავ­და, თვა­ლე­ბი­დან თით­ქოს ნა­პერ­წ­კ­ლებს ვყრი­დი. ნე­ტავ ეს სიყ­ვა­რუ­ლის ბრა­ლია თუ ზო­გა­დად ასე­თი თვა­ლე­ბი მაქვს? აღარ მახ­სოვ­და, რო­გო­რი თვა­ლე­ბი მქონ­და მირ­ზას გაც­ნო­ბამ­დე, იმ­დე­ნად უფე­რუ­ლი იყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბა.

ახ­ლა უნ­და ვიჩ­ქა­რო... თავ­ქუდ­მოგ­ლე­ჯი­ლი გავ­ვარ­დი ქუ­ჩა­ში, ტაქ­სი გა­ვა­ჩე­რე და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში უკ­ვე მირ­ზაშ­ვი­ლის ბი­ნის კარ­თან ვი­დე­ქი სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი.
კა­რი გა­ი­ღო და ზღურ­ბ­ლ­ზე მას­პინ­ძე­ლი აღი­მარ­თა. ღმერ­თო, რო­გორ მიყ­ვარს ეს კა­ცი! - ამის გა­ფიქ­რე­ბით შე­ვა­ბი­ჯე ჰოლ­ში.
- სა­დი­ლი მზა­დაა, - "მაც­ნო­ბა" მირ­ზამ, - რა ვქნა, მხო­ლოდ დღეს გა­მახ­სენ­და, რომ პა­რას­კევს რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის მოგ­ვა­რე­ბა დაგ­ვა­ვიწყ­და.
- მე არა­ფე­რი დამ­ვიწყე­ბია. რაც მითხა­რი, ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­კე­თე.
- ჰო, მა­გა­შიც მარ­თა­ლი ხარ, ჩე­მი ბრა­ლია. იმე­დია, მა­პა­ტი­ებ.
თა­ვა­ზი­ა­ნად ჩა­მო­მარ­თ­ვა პალ­ტო და თვა­ლი ჩე­მი წი­თე­ლი კა­ბის­კენ გა­ექ­ცა.
- ეს კა­ბა არას­დ­როს გცმია სამ­სა­ხურ­ში.
- და­ვი­ჯე­რო, ასე­თი რა­მე­ე­ბიც გა­ინ­ტე­რე­სებს? ყვე­ლა თა­ნამ­შ­რომ­ლის ჩაც­მუ­ლო­ბას აკ­ვირ­დე­ბი? - გა­მე­ღი­მა.
- ასეთ რა­მე­ებს ყო­ველ­თ­ვის ვაქ­ცევ ყუ­რადღე­ბას. - არ და­მი­კონ­კ­რე­ტა.
დამ­პა­ლი! ის კი არ მითხ­რა, მხო­ლოდ შენ გაქ­ცევ ყუ­რადღე­ბა­სო, ზო­გა­დად ვაქ­ცე­ვო. რა აუტა­ნე­ლია!
- ვა­ი­მე, ბლოკ­ნო­ტი არ წა­მო­მი­ღია, რომ შე­ნიშ­ვ­ნე­ბი ჩა­მე­წე­რა.
- არა უშავს, არც მი­ფიქ­რია, რომ წა­მო­ი­ღებ­დი, - რბი­ლად მითხ­რა, ისევ იმ მომ­ნუსხ­ვე­ლი ღი­მი­ლით გა­მი­ღი­მა, თავ­გ­ზას რომ მიბ­ნევ­და ყო­ველ­თ­ვის, და ზოგ­ჯერ მა­ცო­ფებ­და კი­დეც, მე­რე ხე­ლი მკლავ­ში წა­მავ­ლო და ტახ­ტის­კენ წა­მიყ­ვა­ნა...


ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას
წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93