ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 11

ბროწეულის გაზაფხული. თავი 11
სა­ჟურ­ნა­ლე მა­გი­და­ზე ქა­ღალ­დე­ბის გო­რა ეყე­ნა და ტე­ლე­ფო­ნი იდო. ოთახს თვა­ლი მო­ვავ­ლე. მშვე­ნი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბა ჰქო­ნია შეფს - ავე­ჯი კედ­ლე­ბის ფერს სა­უცხო­ოდ ეხა­მე­ბო­და. ზედ­მეტ ნივთს ვერ­სად იპო­ვი­დით, თვალს არა­ფე­რი არ ღლი­და. პი­რი­ქით, ამ­შ­ვი­დებ­და. ეს პას­ტე­ლის ფე­რებს სჩვე­ვია. ერ­თა­დერ­თი, რა­მაც ღი­მი­ლი მომ­გ­ვა­რა, უზარ­მა­ზარ კუთხის დი­ვან­ზე მი­მობ­ნე­უ­ლი პა­ტა­რა ფე­რა­დი ბა­ლი­შე­ბი და პლუ­შის და­თუ­ნი­ე­ბი იყო. - და­თუ­ნი­ე­ბი გყვა­რე­ბია... - გავ­ხე­დე.
- ძა­ლი­ან. ბავ­შ­ვო­ბა­ში მსუ­ქა­ნი ვყო­ფილ­ვარ და ყვე­ლა და­თუ­ნი­ას მე­ძახ­და თურ­მე. ლო­ყა­ზე მჩქმეტ­დ­ნენ ზედ­მე­ტი სიყ­ვა­რუ­ლით. ეს ჩამ­რ­ჩა მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. ახ­ლა მსუ­ქა­ნი არ ვარ
და არც და­თუ­ნი­ას ვგა­ვარ, მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ბევ­რი და­თუ­ნია მყავს.
- ექ­ვ­სი.
- ჰო, ექ­ვ­სი, - გა­ი­ცი­ნა და და­ა­ყო­ლა, - აქ დავ­ს­ხ­დეთ, მგო­ნი, კა­ბი­ნეტს აქა­უ­რო­ბა სჯობს.
- ჩემ­თ­ვის სუ­ლერ­თია, რო­გორც იტყ­ვი, - მხრე­ბის აჩეჩვით და­ვე­თან­ხ­მე.
- საქ­მის არსს ახ­ლა­ვე მო­გახ­სე­ნებთ, ძვირ­ფა­სო თა­ნა­შემ­წევ, კითხ­ვე­ბი კი სა­დი­ლის პე­რი­ოდ­ში და­მის­ვით, კარ­გი? - გა­მე­ხუმ­რა.
- კარ­გი. - თა­ვი ღი­მი­ლით და­ვუქ­ნიე და დი­ვან­ზე მოვ­კა­ლათ­დი. მირ­ზაც გვერ­დით მო­მიჯ­და.

ხე­ლი სა­ქა­ღალ­დის­კენ წა­ვი­ღე და ჩე­მი თი­თე­ბი შემ­თხ­ვე­ვით მი­სას შე­ე­ხო. ელექ­ტ­რო­დე­ნი­ვით და­მი­ა­რა მის­მა შე­ხე­ბამ - სწრა­ფად გა­მოვ­წიე ხე­ლი უკან და ლა­მის მო­ვიკ­რუნ­ჩხე. მირ­ზას ეს არ გა­მოჰ­პარ­ვია.

- შენ კან­კა­ლებ, ანი­კა, - ხაზ­გას­მით შე­ნიშ­ნა.
- ცო­ტა შემ­ცივ­და, - თა­ვის დაძ­ვ­რე­ნა ვცა­დე, მაგ­რამ არ გა­მო­მი­ვი­და - სა­კუ­თარ­მა ხმამ გამ­ცა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თავ­გა­მო­დე­ბით ვცდი­ლობ­დი, საქ­მი­ა­ნი იერი მი­მე­ღო, დამ­შ­ვი­დე­ბას მა­ინც ვერ ვა­ხერ­ხებ­დი. სულ მე­გო­ნა, რომ ახ­ლა, აქ, ამ სახ­ლ­ში, რა­ღაც უჩ­ვე­უ­ლო მოხ­დე­ბო­და. მოხ­დე­ბო­და ის, რა­საც ქვეც­ნო­ბი­ე­რად ყო­ველ­დღე ვე­ლო­დი.
- მგო­ნი, შევ­ც­დი.
- რა­ში? - არ შე­მი­ხე­დავს, ისე ვკითხე, შე­მე­შინ­და, თვა­ლებ­მაც არ გამ­ცეს-მეთ­ქი.
- ეტყო­ბა, აქ მუ­შა­ო­ბის იდეა არც ისე გა­მარ­თ­ლე­ბუ­ლია. მე­გო­ნა, თბილ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი და აი, შე­დე­გი!.. თურ­მე უფ­რო თბი­ლი უნ­და და­მეხ­ვედ­რე­ბი­ნა. ხომ ხე­დავ, შეგ­ცივ­და ჩემ­თან.

მი­სი ორაზ­რო­ვა­ნი ნათ­ქ­ვა­მი პირ­და­პირ გულ­ში მომ­ხ­ვ­და და კვლავ შე­მა­კან­კა­ლა.
- გან­გებ ცდი­ლობ ჩემ შეც­ბუ­ნე­ბას, არა?
გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა.
- რა მა­გა­რი სიტყ­ვაა შეც­ბუ­ნე­ბა, დი­დი ხა­ნია, არა­ვის­გან მო­მის­მე­ნია. სა­უ­ბარ­ში, მგო­ნი, არც ვი­ყე­ნებთ ამ სიტყ­ვას, მხო­ლოდ წიგ­ნებ­ში წე­რენ. ასე არ არის?
- არ ვი­ცი, - ცი­ვად მი­ვუ­გე და ამო­ვი­ოხ­რე.
- რა მძაფ­რად აღიქ­ვამ ყვე­ლა­ფერს, - ალერ­სი­ა­ნად მითხ­რა, - მსგავ­სი არა­ფე­რი მი­ფიქ­რია. თუმ­ცა, ვერ ვიტყ­ვი, რომ არ მი­ზი­დავ, მაგ­რამ ვცდი­ლობ, სი­ტუ­ა­ცია გა­ვა­კონ­ტ­რო­ლო.

რა უნ­და მე­პა­სუ­ხა? ვე­რა­ფერ­საც ვერ ვეტყო­დი. რა, მად­ლო­ბა უნ­და გა­და­მე­ხა­და იმის­თ­ვის, რომ არ მე­ცა და ტან­საც­მე­ლი არ შე­მო­მა­ხია? სიბ­რა­ზის­გან სა­ფეთ­ქ­ლე­ბამ­დე გავ­წით­ლ­დი.
ავ­დ­გე­ბი და წა­ვალ, ჯან­და­ბამ­დე გზა ჰქო­ნია ამ დე­გე­ნე­რატს თა­ვი­სი საქ­მე­ე­ბით და ჩა­სას­წო­რე­ბე­ლი დე­ტა­ლე­ბით.

- გა­სა­კონ­ტ­რო­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია, მე შინ მივ­დი­ვარ! - მა­ინც ვერ ვძლიე თავს, ავ­ფეთ­ქ­დი და წა­მოვ­ხ­ტი, მაგ­რამ უეც­რად ფე­ხი მის ფეხს და­ვად­გი. ისე შევ­კ­რ­თი, მდუ­ღა­რე­გა­დას­ხ­მუ­ლი­ვით გან­ზე გავ­ხ­ტი.
რა სა­ძა­გე­ლი კა­ცია! ორი კვი­რით მი­დის, ორი მტან­ჯ­ვე­ლი კვი­რით და ასეთ დღე­ში მაგ­დებს! ღმერ­თო, რა გაძ­ლებს ორი კვი­რა მის უნა­ხა­ვად.
- არ წახ­ვი­დე, დარ­ჩი, - მუ­და­რა გა­ის­მა მის ხმა­ში.
- რის­თ­ვის მო­მიყ­ვა­ნე? მე­გო­ნა, მარ­თ­ლა საქ­მე გქონ­და. ამ სი­ცი­ვე­ში ცო­ტა­თი მა­ინც არ შე­გე­ცო­დე, სახ­ლი­დან რომ გა­მო­მიყ­ვა­ნე?
- სა­მა­გი­ე­როდ, გა­გათ­ბობ, - ორაზ­როვ­ნე­ბა ისევ გა­ის­მა მის ხმა­ში.
ისე გავ­ბ­რა­ზ­დი, მრის­ხა­ნე­ბას ვერ ვი­ო­კებ­დი.
- უკ­ვე გავ­თ­ბი, ასე რომ, არ ღირს შე­წუ­ხე­ბად!
- კარ­გი, კარ­გი, მა­პა­ტიე, სუ­ლაც არ მინ­დო­და, ასე გა­მო­სუ­ლი­ყო. მო­ი­ცა­დე, მან­ქა­ნით გა­გიყ­ვან.
- არა! - თით­ქოს ქმა­რი ყო­ფი­ლი­ყო ჩე­მი, ისე მბრძა­ნებ­ლუ­რად ვუყ­ვი­რე და იმ­წამ­ს­ვე ვი­ნა­ნე, რომ ნერ­ვე­ბის მო­თოკ­ვა ვერ შევ­ძე­ლი.
- რო­გორც გინ­და, ოღონდ ნუ მეჩხუ­ბე­ბი. ვი­ფიქ­რე, ამ­დე­ნი ხნით მივ­დი­ვარ, დიდ­ხანს ვერ ვნა­ხავ... ამი­ტომ გამ­გ­ზავ­რე­ბამ­დე ერ­თად ვი­სა­დი­ლებთ-მეთ­ქი. შენ კი ისე ახ­ტი და დახ­ტი, ყვე­ლაფ­რის სურ­ვი­ლი და­მე­კარ­გა.

კო­პებ­შეკ­რუ­ლი მივ­ჩე­რე­ბო­დი, ვე­რა და ვერ მო­ვე­რიე თავს. სიტყ­ვებ­საც ვერ ვპო­უ­ლობ­დი, რომ რა­მე მეთ­ქ­ვა, თუნ­დაც უკ­მე­ხად.
მირ­ზამ თა­ვი გა­აქ­ნია და ღრმად ამო­იხ­ვ­ნე­შა. მე­რე შუბ­ლი საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით მო­იფხა­ნა და გვერ­დუ­ლად გა­მომ­ხე­და:

- გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბის წინ არ შევ­რიგ­დეთ და ერ­თ­მა­ნე­თი არ გა­დავ­კოც­ნოთ? ასეთ ხა­სი­ათ­ზე ნუ გა­მიშ­ვებ იმ გა­და­კარ­გულ­ში, - შემ­რი­გებ­ლუ­რი ღი­მი­ლი შე­მო­მაფ­რ­ქ­ვია.
კი­დევ რა უნ­და? გა­მო­ნა­ხა გზა, რომ ისევ მა­კო­ცოს. ჩა­ლი­ჩობს კა­ცი! ამა­ზე უკე­თე­სი რა უნ­და მო­ე­ფიქ­რე­ბი­ნა? გა­მო­სამ­შ­ვი­დო­ბე­ბე­ლი კოც­ნა! ჰმ...
მო­უ­ლოდ­ნე­ლად მირ­ზამ ხე­ლი მომ­ხ­ვია, ტუ­ჩე­ბი ყურ­თან მო­მი­ტა­ნა და წამ­ჩურ­ჩუ­ლა:
- ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბი, ანი­კა...

მინ­დო­და, მეთ­ქ­ვა, რომ მეც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე­ბო­და, მაგ­რამ ჩემ­მა სიტყ­ვებ­მა მხო­ლოდ გულ­ში გა­იჟ­ღე­რა. მირ­ზამ ჩე­მი სი­ჩუ­მით ისარ­გებ­ლა და ტუ­ჩებ­ზე და­მაცხ­რა. რომ მნდო­მე­ბო­და რა­მის თქმა, არ და­მაც­ლი­და, მი­სი კოც­ნა ჩა­ახ­შობ­და ჩემს სათ­ქ­მელს...
ჯერ ნა­ზად მკოც­ნი­და, ნე­ბა-ნე­ბა, მე­რე თით­ქოს რიტმს მო­უ­მა­ტაო - უფ­რო ვნე­ბი­ა­ნად, თან აჟი­ტი­რე­ბუ­ლი მძლავ­რად მიკ­რავ­და მკერ­დ­ში. მა­მა­კა­ცის ცხე­ლი სუნ­თ­ქ­ვა სა­ხეს მიწ­ვავ­და. წა­მით არ აჩე­რებ­და ხე­ლებს, მთელ სხე­ულ­ზე მე­ა­ლერ­სე­ბო­და. შემ­დეგ მარ­ჯ­ვედ, ნა­ცა­დი მოძ­რა­ო­ბე­ბით და­მიწყო კა­ბის გახ­და.

- რა ლა­მა­ზი ხარ, გო­გო, რა ლა­მა­ზი და სა­სურ­ვე­ლი, - სუნ­თ­ქ­ვა­შე­გუ­ბე­ბუ­ლი იმე­ო­რებ­და.
არ ვი­ცი, მე რას ვა­კე­თებ­დი იმ მო­მენ­ტ­ში. მგო­ნი, რეტ­დას­ხ­მუ­ლი­ვით ვეგ­დე დი­ვან­ზე, რად­გან წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვის ძა­ლა აღარ შემ­რ­ჩე­ნო­და. მინ­დო­და კი წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა? რა თქმა უნ­და, არა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­სი თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ზე­პი­რად ვი­ცო­დი, ვი­ცო­დი, რო­გორც ექ­ცე­ო­და ქა­ლებს, მა­ინც ვნებ­დე­ბო­დი. ვნებ­დე­ბო­დი, რად­გან მის გა­რე­შე აღარ შე­მეძ­ლო... მომ­თენ­თავ­მა, თბილ­მა ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა. უკ­ვე ვე­ღარ ვა­კონ­ტ­რო­ლებ­დი თავს. მირ­ზას პე­რან­გის ღი­ლე­ბი ჩა­ვუხ­სე­ნი და მის და­კუნ­თულ მკერდს და­ბინ­დუ­ლი მზე­რა შე­ვავ­ლე...

- კი­დევ მა­კო­ცე, - წა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე და მთე­ლი სხე­უ­ლით შე­ვის­რუ­ტე კა­ცის სხე­უ­ლის სურ­ნე­ლი და სით­ბო. უფ­რო და უფ­რო მო­მე­ძა­ლა სურ­ვი­ლი - ეს მირ­ზა­მაც იგ­რ­ძ­ნო. ახა­ლი არ­სე­ბა და­ი­ბა­და ჩემ­ში - ვნე­ბი­ა­ნი ქა­ლი, რო­მე­ლიც თავ­და­ვიწყე­ბით ილ­ტ­ვო­და მა­მა­კა­ცის­კენ და მი­სი სი­ახ­ლო­ვე ნე­ტა­რე­ბით ავ­სებ­და.

ამ დროს, სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად, თით­ქოს სადღაც შო­რი­დან, ტე­ლე­ფო­ნის ზა­რის ხმა ჩა­მეს­მა.
- ეს ჩვენ არ გვე­ხე­ბა, - ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა მირ­ზამ და "საქ­მე" გა­აგ­რ­ძე­ლა.
მთე­ლი სხე­უ­ლით ავე­კა­რი მის მკერდს, ისე ძლი­ე­რად ჩა­ვე­ხუ­ტე, თით­ქოს მის კან­ში შეძ­რო­მას ვლა­მობ­დი. მა­მა­კა­ცის გაცხე­ლე­ბულ და გა­ხე­ლე­ბულ ტუ­ჩებს ჩე­მი და­ვუხ­ვედ­რე...


ტე­ლე­ფო­ნი არ ჩერ­დე­ბო­და. ჩემ­და უნე­ბუ­რად წა­ვი­ღე ხე­ლი ყურ­მი­ლის­კენ. რა­ღა სა­ჟურ­ნა­ლე მა­გი­და­ზე შე­მო­ას­კუ­პეს ეს ტე­ლე­ფო­ნი?
სიტყ­ვა არ და­მიძ­რავს, ისე მი­ვი­დე ყურ­თან ყურ­მი­ლი. გა­ის­მა მა­მა­კა­ცის ჩახ­რინ­წუ­ლი ხმა:

- მირ­ზა, გე­ყო შენს მდი­ვან­თან კოტ­რი­ა­ლი, და­მე­ლა­პა­რა­კე!
თით­ქოს ცი­ვი წყა­ლი გა­და­მას­ხეს... გო­ნე­ბა ელ­ვის უს­წ­რა­ფე­სად და­მეწ­მინ­და და ამი­მუ­შავ­და. იმ­წუ­თას­ვე მოვ­წყ­დი მირ­ზას და გველ­ნაკ­ბე­ნი­ვით წა­მოვ­ხ­ტი.

ხომ ვი­ცო­დი, რომ არც პირ­ვე­ლი ვი­ყა­ვი და არც უკა­ნას­კ­ნე­ლი, რა­ტომ მო­ვი­ქე­ცი ასე? მირ­ზაშ­ვი­ლი ხომ შეჩ­ვე­უ­ლია ქა­ლე­ბის შებ­მას და ეს მის­მა ყვე­ლა მე­გო­ბარ­მა იცის. რო­გორც ჩანს, ისიც იცი­ან, რომ ახ­ლა, ამ­წუ­თას მე ვარ მას­თან და... ალ­ბათ ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ და­გეგ­მა და ძმა­კა­ცებ­თა­ნაც მო­ას­წ­რო თა­ვის მო­წო­ნე­ბა, ამა­ღამ მო­რიგ მდი­ვანს ჩა­ვიწ­ვენ ლო­გინ­შიო...

ან­გა­რიშ­მი­უ­ცემ­ლად ვმოძ­რა­ობ­დი. აცახ­ცა­ხე­ბულ­მა წა­მოვ­კ­რი­ფე ჩე­მი ტან­საც­მე­ლი და დაბ­ნე­უ­ლი შე­ვუ­დე­ქი ჩაც­მას.
- რა მოხ­და? - მკითხა გა­ოგ­ნე­ბულ­მა მირ­ზამ, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. სა­ნამ იგი გონს მო­ვი­დო­და, მე ოთახ­ში აღარ ვი­ყა­ვი...
ჰოლ­ში გავ­ვარ­დი და პალ­ტოს მივ­წ­ვ­დი. ამ დროს მხარ­ზე მი­სი ხე­ლი ვიგ­რ­ძე­ნი.
- ანი­კა, მო­მის­მი­ნე...
- ხე­ლი არ მახ­ლო! - ვიყ­ვი­რე და კა­რი გა­ვა­ღე, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ად­გილ­ზე გავ­შეშ­დი - ჩემ წინ ნი­ნი იდ­გა, მი­სი "ა­ხა­ლი" ქა­ლი.
- ნი­ნი? - აღ­მოხ­და გა­ო­ცე­ბულ მირ­ზას.

გო­ნე­ბა და­მიბ­ნელ­და, წინ ას­ვე­ტილ სტუ­მარს ხე­ლი ვკა­რი და კი­ბე­ზე და­ვეშ­ვი. ბე­დად, სა­დარ­ბა­ზოს­თან ტაქ­სი იდ­გა, კა­რი გა­მო­ვა­ღე და უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე და­ვე­ხეთ­ქე. ვი­ღა­ცამ ფან­ჯ­რის მი­ნა­ზე და­მი­კა­კუ­ნა - ეს მირ­ზა იყო, პე­რან­გი­სა­მა­რა, გა­ღე­ღი­ლი, ყინ­ვა­ში იდ­გა და მი­ნის ჩა­წე­ვას მთხოვ­და.

- წა­ვი­დეთ! - ვუყ­ვი­რე ტაქ­სის მძღოლს და სა­ვარ­ძელ­ზე მი­ვეს­ვე­ნე. გუ­ლი გა­მა­ლე­ბით მი­ცემ­და. რო­გორც ჩანს, ჩე­მი ად­გი­ლი ნი­ნიმ და­ი­კა­ვა. ნე­ტავ ვინ არის, რას წარ­მო­ად­გენს და რა გვა­რია? რი­თი მჯო­ბია? ალ­ბათ იმით, რომ ჩემ­სა­ვით მდი­ვა­ნი არ არის!
რა სუ­ლე­ლი ვარ, რო­გორ და­ვი­ჯე­რე, რომ ჩემ­თან ერ­ჩივ­ნა? რი­სი იმე­დი მქონ­და? თავ­ქა­რი­ა­ნი ვარ, ქა­რაფ­შუ­ტა და მი­ა­მი­ტი! ახია ჩემ­ზე! არას­დ­როს ვუ­ფიქ­რ­დე­ბი, რას ვა­კე­თებ! სა­სა­ცი­ლო არ იქ­ნე­ბა, რომ მი­ვუტ­რი­ალ­დე და ვუთხ­რა, რო­გორ გა­მი­ბე­დე-მეთ­ქი? რო­გორც მო­ვი­ქე­ცი, ისე გა­მი­ბე­და!..

არ მახ­სოვს, შინ რო­გორ მი­ვე­დი. ჩე­მი მო­ბი­ლუ­რი მთე­ლი გზა რე­კავ­და, მაგ­რამ არც მიც­დია ჩან­თი­დან მი­სი ამო­ღე­ბა. რო­ცა უკ­ვე მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და "ბით­ლ­ზის" მე­ლო­დი­ის მოს­მე­ნა, ხე­ლი ჩავ­ყა­ვი ჩან­თის ჯი­ბე­ში და ტე­ლე­ფო­ნი გა­მოვ­რ­თე.
ის იყო, ბი­ნა­ში ფე­ხი შევ­დ­გი, რომ ახ­ლა სახ­ლის ტე­ლე­ფონ­მა ატე­ხა რეკ­ვა. სხვა გზა არ იყო, უნ­და მე­პა­სუ­ხა.
- გის­მენთ! - ჩავ­ყ­ვი­რე ყურ­მილ­ში.
ხმას არა­ვინ იღებ­და. მივ­ხ­ვ­დი, რომ ის იყო. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ვერც ახ­ლა შე­ვი­კა­ვე თა­ვი და მთე­ლი ხმით ვიყ­ვი­რე:
- სა­დი­ლით შე­გიძ­ლია მაგ ქალ­ბა­ტონს გა­უ­მას­პინ­ძ­ლ­დე, მე­რე კი შენს ძმა­კა­ცებ­თან მო­ი­წო­ნო თა­ვი!
კვლავ არა­ვინ გამ­ცა ხმა. უფ­რო მე­ტიც, წა­მიც არ გა­სუ­ლა და ყურ­მილ­ში წყვე­ტი­ლი ზუ­მე­რი გა­ის­მა...

დი­ლით ად­რი­ა­ნად კი ავ­დე­ქი, მაგ­რამ სამ­სა­ხურ­ში წას­ვ­ლა ჭი­რის დღე­სა­ვით და­მე­ზა­რა. მერ­ჩივ­ნა, შინ დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. რო­გორ უნ­და შე­მე­ხე­და თვა­ლებ­ში მირ­ზას­თ­ვის, ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, ან მას რა უნ­და ეთ­ქ­ვა ჩემ­თ­ვის.

მა­ინც ჩა­ვიც­ვი, უგე­მუ­რად ვი­სა­უზ­მე, სულ ორი­ო­დე ლუკ­მა ჩა­ვი­დე პირ­ში, რომ გუ­ლი არ წამ­ს­ვ­ლო­და და ის იყო, ში­ნი­დან გას­ვ­ლას ვა­პი­რებ­დი, რომ ქა­ლა­ქის ტე­ლე­ფო­ნი აწ­კ­რი­ალ­და.
- გის­მენთ, - რო­გორც მჩვე­ო­და, გა­ვი­ნა­ზე.
- ანი­კა! - გა­ვი­გო­ნე მირ­ზაშ­ვი­ლის ხმა და ყურ­მი­ლი კი­ნა­ღამ გა­მი­ვარ­და ხე­ლი­დან. - ასე ად­რე იმი­ტომ და­გი­რე­კე, რომ სხვა­ნა­ი­რად ვერ მო­გი­ხელ­თე. მო­ბი­ლუ­რი გა­მორ­თუ­ლი გაქვს. მინ­დო­და, დაგ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი, სა­ნამ სამ­სა­ხურ­ში გა­მას­წ­რებ­დი, - მამ­ც­ნო შეფ­მა.

მირ­ზას მშვი­დი ხმა ჰქონ­და, არც აღელ­ვე­ბა ეტყო­ბო­და. მე კი­დევ ძლივს გა­და­ვი­ტა­ნე ეს ღა­მე. წა­მი­თაც ვერ მოვ­ხუ­ჭე თვა­ლი, კოშ­მა­რი­ვით მედ­გა თვალ­წინ წუ­ხან­დე­ლი სცე­ნა.
რო­გორც ჩანს, თვი­თონ კარ­გა გემ­რი­ე­ლად გა­მო­უ­ძი­ნია. დამ­პა­ლი!
რა უსა­მარ­თ­ლო­ბაა! თა­ვი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლად ვიგ­რ­ძე­ნი.
- მე სამ­სა­ხურ­ში აღარ მო­ვალ! - წა­მომ­ც­და ჩემ­და უნე­ბუ­რად, - და კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რე ეს!
- აღარ მოხ­ვალ? - თით­ქოს არ და­ი­ჯე­რა.
ღმერ­თო, რა ჩერ­ჩე­ტი ვარ, ზედ­მე­ტი აღელ­ვე­ბის­გან რა წა­მოვ­რო­შე. თუმ­ცა, მგო­ნი, არც თვი­თო­ნაა ნაკ­ლებ დღე­ში. ნე­ტავ ოდ­ნავ მა­ინც თუ გა­ნერ­ვი­ულ­და?
- არა! - რად­გან გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე, უკან და­ხე­ვა არ გა­მო­დი­ო­და, - სამ­სა­ხუ­რი­დან მივ­დი­ვარ, - ამ­წუ­თას სი­ა­მა­ყე და მრის­ხა­ნე­ბა ერ­თად მა­ლა­პა­რა­კებ­და, - და ფეხს აღარ მო­ვად­გამ შენ­თან არას­დ­როს. - გა­ნაცხა­და ჩემ­მა სი­ა­მა­ყემ. მე კი, მის­მა პატ­რონ­მა, ვი­ცო­დი, რომ ახა­ლი სამ­სა­ხუ­რის შოვ­ნა შე­იძ­ლე­ბო­და ვე­ღარც მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა.

მირ­ზამ სიტყ­ვის გაგ­რ­ძე­ლე­ბა აღარ და­მა­ცა­ლა:
- მა­პა­ტი­ეთ, ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა, თქვენ კი არ მი­დი­ხართ, მე გა­თა­ვი­სუფ­ლებთ!
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ფე­რი მეც­ვა­ლა. იმწამს ვერ გა­ვი­აზ­რე, რა მითხ­რა, მაგ­რამ რო­გორც კი ჩემს გო­ნე­ბას გან­გა­შის სიგ­ნა­ლი მი­ე­წო­და, ენა ჩა­მი­ვარ­და.
ასე მო­მიხ­დე­ბა! რა მე­გო­ნა? რომ ხვეწ­ნას და­მიწყებ­და, შე­ნი ჭი­რი­მე, არ დამ­ღუ­პო და არ წახ­ვი­დეო? რა­ტომ ვარ ასე­თი ფეთ­ქე­ბა­დი? რა­ტომ ვერ ვა­ხერ­ხებ სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბას?
- მა­თა­ვი­სუფ­ლებთ თუ მაგ­დებთ? - და­კონ­კ­რე­ტე­ბა მო­ვითხო­ვე.
- რო­გორც გა­გი­ხარ­დეთ, ისე ჩათ­ვა­ლეთ!
- ესე იგი, მაგ­დებთ! - აღ­მომ­ხ­და აღ­შ­ფო­თე­ბით, ვერც კი შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ ისევ თა­ვა­ზი­ან ფორ­მა­ზე გა­და­ვე­დით ორი­ვე­ნი, - კი მაგ­რამ, რა მო­ტი­ვით?
ერ­თი გა­ბე­დოს და გუ­შინ­დე­ლი სა­ღა­მო მიხ­სე­ნოს!
- გახ­სოვთ, გა­სა­უბ­რე­ბა­ზე რომ იც­რუ­ეთ?
- ვიც­რუე? რა ვიც­რუე?
- რა­ტომ წა­მოხ­ვე­დით ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან.
- ღმერ­თო, რა უსინ­დი­სო ადა­მი­ა­ნი ხარ! - ამო­ვიკ­ვ­ნე­სე.
- ზე­დი­ზედ რომ აგ­ვი­ა­ნებ­დით სამ­სა­ხურ­ში, ესეც გე­მახ­სოვ­რე­ბათ და ვერც ამას უარ­ყოფთ, - გა­ნაგ­რ­ძობ­და მირ­ზა ჩემ გა­ნად­გუ­რე­ბას ისე, თით­ქოს არც გა­უ­გო­ნია ჩე­მი სა­ლან­ძღა­ვი სიტყ­ვე­ბი.
- ერ­თა­დერ­თხელ და­ვაგ­ვი­ა­ნე.
- აღა­რა­ფერს ვამ­ბობ თქვენს გა­უ­თა­ვე­ბელ აქეთ-იქით სი­ა­რულ­ზე სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბის დროს. იმე­დია, თქვენც ბლო­მად გახ­სოვთ ასე­თი მო­მენ­ტე­ბი.
- მე გაც­დე­ნილ სა­ა­თებს ყო­ველ­თ­ვის ვა­ნაზღა­უ­რებ­დი, - ცრემ­ლი ყელ­ში მო­მებ­ჯი­ნა, გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი სიტყ­ვებს ვე­ღარ ვუყ­რი­დი თავს, - ლა­მის შუ­ა­ღა­მემ­დე ვმუ­შა­ობ­დი და საქ­მე არას­დ­როს გა­მი­ფუ­ჭე­ბია. ეს არა­ფერს ნიშ­ნავს?

მირ­ზა მარ­თ­ლა არ მის­მენ­და, თა­ვის­თ­ვის აგ­რ­ძე­ლებ­და:
- აბა, რას იტყ­ვი, ანი­კა, ხომ არ გა­და­ი­ფიქ­რე სამ­სა­ხუ­რის მი­ტო­ვე­ბა? - ისე­თი დამ­ცი­ნა­ვი მო­მეჩ­ვე­ნა მი­სი ტო­ნი, რომ ჩე­მი მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა­ში უკა­ნას­კ­ნე­ლი წვე­თი ჩა­ვარ­და და... ამო­მას­ხა.
- ჯან­და­ბამ­დე გზა ჰქო­ნია შენს ოფისს და შენც! - შეშ­ლი­ლი­ვით გავ­ყ­ვი­რო­დი, - შიმ­ში­ლით რომ ამომ­ძ­ვ­რეს სუ­ლი, სამ­ჯერ მე­ტი ხელ­ფა­სი რომ გა­და­მი­ხა­დო, შენ­კენ არას­დ­როს გა­მო­ვი­ხე­დავ!

ჩვენ შო­რის პირ­ველ­მა რო­მელ­მა და­ა­ხეთ­ქა ყურ­მი­ლი, ძნე­ლი სათ­ქ­მე­ლია...
მომ­დე­ვ­ნო ხუთ წუთს იმა­ზე ვბო­ბოქ­რობ­დი, რომ ჩემს ექ­ს­შეფს ვერ ვუთხა­რი ის, რაც მის­ნა­ირ ნა­ძი­რა­ლას ეკუთ­ვ­ნო­და.
თან­და­თან გონს მო­ვე­გე. ცო­ტა ხან­ში გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ ულუკ­მა­პუ­როდ დავ­რ­ჩი - აღარც საქ­მე მქონ­და და აღარც ხელ­ფა­სი. ეს მინ­დო­და ახ­ლა? რით ვერ გა­ვა­ჩე­რე ჩე­მი დამ­პა­ლი ენა? რა დროს სი­ა­მა­ყე და თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბა იყო, რო­ცა ოჯა­ხი მყავ­და სარ­ჩე­ნი? ბე­ბი­ას რა ეშ­ვე­ლე­ბა?
მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, კმა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, რომ სათ­ქ­მე­ლი, ბო­ლოს და ბო­ლოს, მა­ინც ვთქვი. გა­ნა თვი­თონ არ და­მი­რე­კა? და რის­თ­ვის და­მი­რე­კა, თუ იცით? სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბო.

არა უშავს, რო­გორ­მე მო­ევ­ლე­ბა ამ საქ­მეს, ახ­ლა დაბ­ნე­ვის დრო არ არის. დღეს­ვე და­ვიწყებ ახალ სამ­სა­ხურ­ზე ზრუნ­ვას. მარ­თა­ლია, ჯა­ხი­რი მო­მი­წევს, მაგ­რამ რა­ღა­ცას მა­ინც ვი­პო­ვი. გა­დავ­რე­კავ, გად­მოვ­რე­კავ...
მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი და­ვი­ვიწყე. არა­ვის­თან მივ­დი­ო­დი, არც აქეთ მა­კითხავ­და ვინ­მე. ერ­თა­დერ­თი, ბა­თო თუ შე­მო­მივ­ლი­და ხან­და­ხან, ეგ იყო და ეგ. იმ დღის მე­რე კი, რო­ცა მირ­ზა ჩემ­თან დარ­ჩა და ბა­თომ იგი ბე­ბი­ა­ჩე­მის ხა­ლათ­ში იხი­ლა, ფე­ხი ამო­იკ­ვე­თა.

ერ­თა­დერ­თი გზა­ღა დამ­რ­ჩე­ნია - უნ­და და­ვი­ვიწყო, რაც აქამ­დე იყო და, სა­ერ­თოდ, ამი­ე­რი­დან ცხოვ­რე­ბის მხო­ლოდ სა­უ­კე­თე­სო მხა­რე უნ­და და­ვი­ნა­ხო.

გამ­წა­რე­ბუ­ლი სარ­კეს მი­ვუ­ახ­ლოვ­დი და ჩა­ვი­ხე­დე. იქი­დან გა­სა­ცო­და­ვე­ბუ­ლი და გა­ა­ვე­ბუ­ლი სა­ხე შე­მომ­ც­ქე­რო­და, რო­მელ­შიც ჩე­მი თა­ვი ვერ შე­ვი­ცა­ნი. ნუ­თუ ასე შემ­ც­ვა­ლა მირ­ზას­თან ჩხუბ­მა? რა საწყა­ლი ხარ, ანი­კა, რა უცებ ყრი ფარ-ხმალს. ასე არ შე­იძ­ლე­ბა!
თა­ვი ამა­ყად ავ­წიე და ჩემს ორე­ულს და­ჟი­ნე­ბით მი­ვაც­ქერ­დი. მე­რე ჯერ მარ­ჯ­ვ­ნივ გა­დავ­წიე თა­ვი, შემ­დეგ - მარ­ცხ­ნივ და პრო­ფილ­ში შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე ჩე­მი "ომ­გა­და­ტა­ნი­ლი" სა­ხე. ბო­ლოს გა­ვი­ღი­მე, თვა­ლი ჩა­ვუ­კა­რი ჩემ­სა­ვე გა­ღი­მე­ბულ ტუ­ჩებს და მტკი­ცე ხმით წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ და­ი­მახ­სოვ­რე, ანი­კა! სი­ცოცხ­ლე ერ­თხელ გეძ­ლე­ვა ადა­მი­ანს და ის შე­ნია! არა­ვის არ უნ­და უს­მი­ნო. მათ არა­ფე­რი იცი­ან შენ შე­სა­ხებ, შენს ემო­ცი­ებ­სა და დარ­დებ­ზე... შენს წყე­ნა­ზე, სიყ­ვა­რულ­ზე, გან­შო­რე­ბა­ზე... არ იცი­ან, რა გაქვს სულ­ში, გულ­ში... რით და რო­გორ გა­გათ­ბონ... ვინ გჭირ­დე­ბა, ვინ ძვირ­ფა­სია, ვინ - საყ­ვა­რე­ლი... ვინ არის შენ­თ­ვის სი­გი­ჟემ­დე სა­ჭი­რო... არ იცი­ან შე­ნი სიზ­მ­რე­ბი, ვერ ხე­და­ვენ შენს ტკი­ვილს და ვე­რას­დ­როს აღ­მოჩ­ნ­დე­ბი­ან შენს ად­გი­ლას, ვერ შე­ას­რუ­ლე­ბენ შენს როლს ამ ცხოვ­რე­ბა­ში!.. შენ, მხო­ლოდ შენ ერთს შე­გიძ­ლია გა­დაწყ­ვი­ტო, აიღო, და­ი­ნა­ხო, თქვა, და­რე­კო, იყ­ვი­რო, იტან­ჯო და ელო­დო... გძულ­დეს და გე­ნატ­რე­ბო­დეს, ხე­ლი მძლავ­რად ჩას­ჭი­დო და მას­თან ერ­თად იარო, თვა­ლებ­ში შე­ხე­დო და მო­ე­ფე­რო, იცი­ნო, იტი­რო და იოც­ნე­ბო! არ შე­გე­შინ­დეს და გიყ­ვარ­დეს... მხო­ლოდ მა­შინ მიხ­ვ­დე­ბი, რას ნიშ­ნავს, იცხოვ­რო!

ესეც ასე. მო­ნო­ლო­გი შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მო­მი­ვი­და. ახ­ლა ბე­ბი­ას და­ვუ­რე­კოთ, გულ­ზე მო­მე­ფო­ნე­ბა მი­სი ტკბი­ლი ხმა.
ასეც მო­ვი­ქე­ცი.
- ბე­ბო, რო­გორ ხარ? - შე­ვე­ცა­დე, რაც შე­იძ­ლე­ბა ხა­ლი­სი­ა­ნი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, - შა­ბათს ხომ წა­მოხ­ვალ ჩემ­თან? ძა­ლი­ან მინ­და შა­ბათ-კვი­რა ერ­თად გა­ვა­ტა­როთ.
- ანი­კა, ჩე­მო საყ­ვა­რე­ლო, შენ ხარ? რა კარ­გი გო­გო ხარ, რომ და­მი­რე­კე. მე კარ­გად ვარ, ბე­ბო, მშვე­ნივ­რად ვერ­თო­ბი ვე­ნე­რას­თან ერ­თად. მაგ­რამ შა­ბათს არ ჩა­მოხ­ვი­დე, შვი­ლო, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე მაქვს და შინ არ ვიქ­ნე­ბი.

ბე­ბი­ა­საც კი აქვს საქ­მე, - უნე­ბუ­რად გა­მე­ცი­ნა.
- რა საქ­მე გაქვს, ბე­ბო? სა­სე­ირ­ნოდ ხომ არ გე­პა­ტი­ჟე­ბა რო­მე­ლი­მე კა­ვა­ლე­რი? - გა­ვე­ხუმ­რე.
- ხომ გითხა­რი, საქ­მე მაქვს-მეთ­ქი, ესე იგი, საქ­მე მაქვს! - ხმა გა­იმ­კაც­რა ნი­ნუ­ცამ, - და ნუ იცი შენ უშ­ნოდ ღლა­ბუ­ცი, თო­რემ მოგ­ცემ ყუ­რის ძირ­ში კა­ვა­ლერს! - და გაბ­რა­ზე­ბულ­მა ყურ­მი­ლი და­მი­კი­და.

ის­ტე­რი­კუ­ლი სი­ცი­ლი ამიტყ­და. სა­ი­დუმ­ლო შეხ­ვედ­რებს მარ­თავს, მგო­ნი, ბე­ბი­ა­ჩე­მი და მე ამის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვი­ცი. მა­გა­რია!
არა, ახ­ლა­ვე უნ­და გა­ვი­კითხო ნაც­ნობ-მე­გობ­რებ­ში, იქ­ნებ რა­ი­მე სა­მუ­შაო გა­მო­მიჩ­ნ­დეს. რაც შე­იძ­ლე­ბა, სწრა­ფად უნ­და ვი­შო­ვო რა­მე, რომ დღე­ე­ბი არ გა­მიც­დეს, თო­რემ და­მერ­ხე­ვა. მე ხომ ფუ­ლის დაგ­რო­ვე­ბა არ მე­ხერ­ხე­ბა, ამი­ტომ არას­დ­როს მაქვს ხოლ­მე და­ნა­ზო­გი გა­და­ნა­ხუ­ლი. რად­გან ბე­ბი­ას მე­ტი სარ­ჩე­ნი არა­ვინ მყავს, ამი­ტომ ზედ­მე­ტის ხარ­ჯ­ვას არ ვე­რი­დე­ბი.

სა­ნამ და­სა­რე­კად ყურ­მილს ხე­ლახ­ლა დავ­წ­ვ­დე­ბო­დი, ტე­ლე­ფო­ნი ისევ აზ­რი­ალ­და - ოღონდ ამ­ჯე­რად გრძე­ლი იყო ზა­რი რა­ტომ­ღაც...

ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
თაკო
მალმალე დადეთ რა
02:31 / 23-02-2019
გამოხმაურება / 1 /
მარაო
თაკო, ყოველდღე იდება
14:08 / 23-02-2019
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93