ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 13.

ბროწეულის გაზაფხული. თავი 13.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად შუბ­ლი შეჭ­მუხ­ნა და ისე გა­მომ­ხე­და. კარ­გა ხანს და­ჟი­ნე­ბით მაც­ქერ­დე­ბო­და, შემ­დეგ კი, თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ლა­პა­რა­კობ­სო, ხმა­დაბ­ლა და­იწყო:

- პა­ტა­რა მატყუ­ა­რა ანი­კა. გო­გო­ნა, რო­მელ­საც ჩე­მი არც ერ­თი სიტყ­ვის არ სჯე­რა და ამის გა­მო ნე­ბის­მი­ერ სიც­რუ­ე­ზეა წამ­ს­ვ­ლე­ლი, ოღონდ კი თა­ვი და­იძ­ვ­რი­ნოს.
გა­ო­ცე­ბის­გან, ვიგ­რ­ძე­ნი, ნელ-ნე­ლა რო­გორ მეღ­რი­ცე­ბო­და ყბა. ის კი აგ­რ­ძე­ლებ­და მო­ნო­ლოგს:

- იმ წუ­თი­დან, რო­ცა მე და შენ ერ­თ­მა­ნეთს პირ­ვე­ლად შევ­ხ­ვ­დით, სულ მო­ლო­დი­ნის რე­ჟიმ­ში ხარ. ელო­დე­ბი, რო­დის და­გა­კარ­გ­ვი­ნებ თავს და და­გე­უფ­ლე­ბი. ამ ყვე­ლა­ფერს ახ­ლა ლექ­სი­კო­ნი­დან ამოკ­რე­ფი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი სიტყ­ვე­ბით
გიხ­ს­ნი, რომ არ შე­გა­ში­ნოს ისეთ­მა გა­მოთ­ქ­მებ­მა, რო­გო­რი­ცაა: "გიხ­მარ", "გაგ­ჟი­მავ", "გე­სექ­სა­ვე­ბი"... იმი­ტომ, რომ ვი­ცი, შე­ნი კომ­პ­ლექ­სე­ბის გა­მო წა­მოხ­ტე­ბი და გა­იქ­ცე­ვი. გა­გი­გია გა­მოთ­ქ­მა - მი­ე­ცი მა­მა­კაცს თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ის თა­ვი­სით მო­ი­ტეხს კი­სერ­სო? - აი, ამ დღე­ში ვარ მას შემ­დეგ, რაც შენ გა­გი­ცა­ნი. ყო­ველ­თ­ვის, რო­ცა ოდ­ნავ მა­ინც შე­გე­ხე­ბი, თავ­ში ისე­თი აზ­რე­ბი მიტ­რი­ა­ლებს, ისე­თი, რომ... მინ­და, ერ­თხე­ლაც შოკ­ში ჩა­გაგ­დო.

წარ­ბე­ბი ირო­ნი­უ­ლად ავ­ზი­დე.
- თუ იმ სა­ღა­მოს დას­რუ­ლე­ბა გაქვს მხედ­ვე­ლო­ბა­ში და ჩემ­თან "გე­სექ­სა­ვე­ბა", რო­გორც წე­ღან ახ­სე­ნე, იმე­დი უნ­და გა­გიც­რუო. ამას არ და­ვუშ­ვებ. - ამა­ყად წარ­მოვ­თ­ქ­ვი და თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რე.

ვა­ი­მე და ვა­ი­მე! რო­გორ მიყ­ვარს ეს კა­ცი! აქამ­დე თით­ქოს ჟო­ნავ­და მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი ჩემს გულ­ში, ახ­ლა კი გა­არ­ღ­ვია ოთხი­ვე სა­კა­ნი და თქრი­ა­ლით გად­მოს­კ­და გუ­ლის კედ­ლე­ბი­დან. ვგრძნობ­დი, ამ სიყ­ვა­რუ­ლით რო­გორ სწრა­ფად ივ­სე­ბო­და ჩე­მი სხე­უ­ლი, ყვე­ლა კი­დუ­რი, ყვე­ლა ნაკ­ვ­თი, ყვე­ლა უჯ­რე­დი. ეს სიყ­ვა­რუ­ლის წყალ­დი­დო­ბა იყო, რო­მელ­მაც ჩა­მით­რია და სულს ისე მი­ხუ­თავ­და, აუცი­ლებ­ლად და­მახ­რ­ჩობ­და.

რა იდი­ო­ტურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი. არა, ამას ვერ გა­ვუძ­ლებ. აღარ შე­მიძ­ლია, უნ­და გა­ვიქ­ცე. აქ დარ­ჩე­ნა კარგს არა­ფერს მი­ქა­დის. ალ­ბათ იმი­ტო­მაც მო­აწყო ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ მას­თან მარ­ტო დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი. სა­კუ­თარ სახ­ლ­ში სა­წა­დ­ლის მიღ­წე­ვა უფ­რო გა­უ­ად­ვილ­დე­ბა.

- ის სა­ღა­მო ისე დას­რულ­და, რო­გორც უნ­და დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, - ცო­ტა არ იყოს, უკ­მე­ხად მო­მი­გო, - სხვა­ნა­ი­რად რომ მნდო­მე­ბო­და, რო­გორ­მე მო­ვა­ხერ­ხებ­დი.
- რა სა­სა­ცი­ლო ხარ, - დავ­ცი­ნე.
- არა, სა­სა­ცი­ლო არ ვარ, უბ­რა­ლოდ, პა­ტი­ო­სა­ნი ვარ. შენ ხომ გიყ­ვარს პა­ტი­ოს­ნე­ბა?
- მე კი მიყ­ვარს, მაგ­რამ თა­ვად წარ­მოდ­გე­ნაც არა გაქვს, რას ნიშ­ნავს ეს! - უარე­სად გავ­ღი­ზი­ან­დი.
- ისევ გა­მო­უშ­ვი ბრჭყა­ლე­ბი, არა? - მან ჩე­მი ხე­ლი აიღო, რო­მე­ლიც მუხ­ლებ­ზე მეწყო, თი­თე­ბით ჩე­მი თი­თე­ბი ჩა­ი­ჭი­რა და ტუ­ჩებ­თან მი­ი­ტა­ნა.

ცხე­ლი ტუ­ჩე­ბი ჰქონ­და, თით­ქოს ალი მო­მე­დო, ისე გა­მი­ხურ­და ხე­ლი, რო­ცა შე­მე­ხო.
თან ნა­ზად ეამ­ბო­რე­ბო­და ჩემს თი­თებს, თან თვალს არ მა­ცი­ლებ­და.
რა­ტომ არ ვუ­წევ წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას? ხომ ვთქვი, უნ­და გა­ვიქ­ცე-მეთ­ქი, რას ვუ­ზი­ვარ? მინ­დო­და წა­მოდ­გო­მა და რა­ღაც ძა­ლა უკან მე­წე­ო­და, ვე­რა და ვერ და­ვი­ძა­რი ად­გი­ლი­დან.

ჟრუ­ან­ტელ­მა ძა­ლი­ან ცუდ დროს და­მი­ა­რა სხე­ულ­ში, რაც მის მზე­რას არ გა­მოჰ­პარ­ვია. მან კმა­ყო­ფი­ლე­ბით ჩა­ი­ღი­მა და ჩე­მი ხე­ლი ძველ ად­გი­ლას, მუხ­ლ­ზე და­აბ­რუ­ნა. - აი, ხომ ხე­დავ, რო­გო­რი პა­ტი­ო­სა­ნი ბი­ჭი ვარ.
ეს უკ­ვე მე­ტის­მე­ტი იყო, ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და ავ­ფეთ­ქ­დი.

- შენ, უბ­რა­ლოდ...
- აუტა­ნე­ლი ვარ... ვი­ცი, ვი­ცი.
გავ­ჩუმ­დი. მიძ­ნელ­დე­ბო­და ლა­პა­რა­კი, რო­ცა ის ასე ახ­ლოს იყო ჩემ­თან, ხმაც კი კან­კალს იწყებ­და.
- აქ რის­თ­ვის მო­მიყ­ვა­ნე?
- სა­ლა­პა­რა­კო მაქვს.
- თუ ისევ სამ­სა­ხურ­ში დაბ­რუ­ნე­ბას მთა­ვა­ზობ, ტყუ­ი­ლად გა­ირ­ჯე­ბი, დაბ­რუ­ნე­ბას არ ვა­პი­რებ. შე­ნი შე­სა­ცო­დი არა­ფე­რი მჭირს.
- და ვინ გითხ­რა, რომ მე­ცო­დე­ბი? შენ ხომ არას­დ­როს წუ­წუ­ნებ. ასე­თი ნა­ზი ხარ და თან კა­ჟი­ვით მა­გა­რი. - და­ა­ყო­ლა და თა­ვი­სი მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ღი­მი­ლით კი­დევ ერ­თხელ მო­მა­ჯა­დო­ვა.
- დამ­ცი­ნი?
- ოხხ, მოკ­ლედ, რა. ყო­ვე­ლი სიტყ­ვა და ყო­ვე­ლი ინ­ტო­ნა­ცია უნდა ავ­წონ-დავ­წო­ნო, რომ შენ რა­მე­ში ეჭ­ვი არ შე­გე­პა­როს. რამ და­გა­კომ­პ­ლექ­სა ასე? დამ­შ­ვიდ­დი და მო­მის­მი­ნე, თო­რემ თუ გავ­ბ­რაზ­დი...
გა­მე­ცი­ნა. პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით მა­ში­ნებ­და.

- რაც გინ­და, ის ქე­ნი, - მხრე­ბი უდარ­დე­ლად ავი­ჩე­ჩე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ერ­თი­ა­ნად მქონ­და სხე­უ­ლი და­ჭი­მუ­ლი.
- აჯო­ბებს, ასე არ ილა­პა­რა­კო, - რაც მინ­და, ის რომ გა­ვა­კე­თო, მა­შინ უნ­და გა­კო­ცო, თა­ნაც მაგ­რად, ძა­ლი­ან მაგ­რად. რო­გორც უნ­და კოც­ნი­დე ქალს, რო­მელ­მაც უამ­რა­ვი თავ­სა­ტე­ხი გა­გი­ჩი­ნა.
ისე­თი გამ­გ­მი­რა­ვი მზე­რა ვეს­რო­ლე, სი­ცი­ლი აუტყ­და:
- რო­გო­რი ბრა­ზი­ა­ნი ხდე­ბი ხან­და­ხან... ვინ გას­წავ­ლა ასე გა­მო­ხედ­ვა?
- თვით­ნას­წავ­ლი ვარ.
- თუ სხვით­ნას­წავ­ლი? შენს ხა­სი­ათ­ში არ ჯდე­ბა ასე­თი გა­მო­ხედ­ვა.
- შენ მე არ მიც­ნობ.
- გიც­ნობ, გიც­ნობ. ძა­ლი­ან თბი­ლი ხარ, მაგ­რამ ენა ყო­ველ­თ­ვის წინ გის­წ­რებს გო­ნე­ბა­ზე და მე­რე გაფ­რე­ნილ სიტყ­ვებს უკან ვე­ღარ აბ­რუ­ნებ. ეს არის შე­ნი ნაკ­ლი.
- ბევ­რი სხვა ნაკ­ლიც მაქვს და უარე­სად ეკ­ლი­ა­ნი, - ჯიბ­რი­ა­ნად მი­ვუ­გე.
ხმა­მაღ­ლა გა­ი­ცი­ნა და ხე­ლის­გუ­ლი მუხ­ლ­ზე და­იტყა­პუ­ნა.
- რო­გორც ჩანს, თქვენ­თან ადა­მი­ა­ნი არ მო­იწყენს, ქალ­ბა­ტო­ნო ანი­კა. შენ­ში ბევ­რად უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო რა­მე­ე­ბის შემ­ჩ­ნე­ვა შე­იძ­ლე­ბა, ვიდ­რე ეგ ლა­მა­ზი სა­ხეა, - ირო­ნია გა­უ­რია ტონ­ში და მეც არ და­ვა­ხა­ნე, მის ირო­ნი­ას ირო­ნია და­ვუხ­ვედ­რე:

- მე კი არ ვიჩ­ქა­რებ დას­კ­ვ­ნე­ბის გა­მო­ტა­ნას და დავ­ფიქ­რ­დე­ბი, შე­მიძ­ლია თუ არა იგი­ვე შენ­ზე ვთქვა.
ისევ გა­ი­ცი­ნა. ამ­ჯე­რად უფ­რო ხა­ლი­სი­ა­ნად, მაგ­რამ მა­ლე­ვე და­სე­რი­ო­ზულ­და და საქ­მი­ა­ნი ტო­ნით გა­აგ­რ­ძე­ლა:
- მო­დი, აჯო­ბებს, საქ­მე­ზე ვი­სა­უბ­როთ. ხვალ მჭირ­დე­ბი და ჩემ­თან ერ­თად უნ­და წა­მოხ­ვი­დე. მა­ცა­ლე, არ შე­მაწყ­ვე­ტი­ნო. ეს იქ­ნე­ბა უკა­ნას­კ­ნე­ლი, რა­საც გთხოვ. მორ­ჩა. ჩათ­ვა­ლე, რომ ეს შე­ნი ბო­ლო და­ვა­ლე­ბაა. რაც უნ­და იყოს, ჯერ შე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა არ არის და­წე­რი­ლი, არც შემ­ც­ვ­ლე­ლი მი­პო­ვია, ამი­ტომ ვალ­დე­ბუ­ლი ხარ, ერ­თი დღე მა­ინც მემ­სა­ხუ­რო, რო­გორც წე­სი და რი­გია. გა­სა­გე­ბია?

ვე­რა­ფე­რი ვუთხა­რი. იძუ­ლე­ბუ­ლი ვხდე­ბო­დი, დავ­თან­ხე­ბუ­ლი­ყა­ვი. ბო­ლოს და ბო­ლოს, ერ­თი დღე არა­ფერს წყვეტ­და.
- ხვალ დი­ლით გა­მო­გივ­ლი და საქ­მი­ან ფორ­მა­ში დამ­ხ­ვ­დი, რო­გორც გჩვე­ვია - კოხ­ტად და ლა­მა­ზად ჩაც­მუ­ლი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­რი­გე­ბა გვაქვს და­სა­დე­ბი.
- მაგ­რამ გერ­მა­ნია?
- გერ­მა­ნია მო­იც­დის, რა­ღა­ცე­ბი შე­იც­ვა­ლა. ამა­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­როთ.
თა­ვი და­ვუქ­ნიე და წა­მოვ­დე­ქი.
- რაო, უკ­ვე წას­ვ­ლას აპი­რებ?
- აბა, რა უნ­და ვქნა?
- ბე­ბი­ას არ და­ე­ლო­დე­ბი?
თვა­ლე­ბი ეშ­მა­კუ­რად მოვ­წ­კუ­რე და ისე მი­ვა­ჩერ­დი.
- ძაღ­ლი ვინც მოკ­ლა, იმან­ვე გა­და­ათ­რი­ოს, - დამ­ცი­ნა­ვად შევ­ღი­მე.
ჩა­ი­ცი­ნა.
- ძა­ლი­ან უხე­ში ნათ­ქ­ვა­მი კია, ისე, მაგ­რამ სრუ­ლი­ად მარ­თე­ბუ­ლი.
- რას ვი­ზამთ, მე ხომ ენა გო­ნე­ბა­ზე წინ მის­წ­რებს, - მო­ვუ­ჭე­რი.
- კა­რგი, კარ­გი, გე­ყო­ფა ამ­დე­ნი ირო­ნია. დარ­ჩი, ვი­სა­დი­ლოთ და მე­რე მე გა­გიყ­ვან.
- არა, დი­დი მად­ლო­ბა, უნ­და წა­ვი­დე.
წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბა არ გა­უ­წე­ვია. თვი­თო­ნაც წა­მოდ­გა და კა­რის­კენ გა­მიძღ­ვა.
კარ­თან მი­სულ­მა ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა და კე­დელს მი­ეყ­რ­დ­ნო. თა­ვი უხერ­ხუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ დავ­მ­შ­ვი­დო­ბე­ბო­დი?
ჩა­ვახ­ვე­ლე და თა­ვი ავ­წიე, ოღონდ თვა­ლებ­ში არ შე­მი­ხე­დავს, პირ­და­პირ მის ტუ­ჩებს "მი­ვუშ­ვი­რე" მზე­რა:
- ნახ­ვამ­დის.
- ხვალ დი­ლამ­დე გემ­შ­ვი­დო­ბე­ბი, თა­ნა­შემ­წევ, - მხედ­რუ­ლი სა­ლა­მი ამი­წია და კა­რი გა­მო­ა­ღო.
ქუ­ჩა­ში გა­მო­სულ­მა შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე. თით­ქოს შევ­მ­სუ­ბუქ­დი, რომ კი­დევ ერ­თხელ გა­და­ვურ­ჩი ცდუ­ნე­ბას...

სა­ღა­მოს ბე­ბი­ას და­ვუ­რე­კე და მო­ვი­კითხე. მირ­ზას მა­მას მი­უბ­რ­ძა­ნე­ბია შინ, ერ­თობ კმა­ყო­ფი­ლი ჩან­და. კარ­გა ხანს მე­ლაქ­ლა­ქა ლა­პა­რა­კის იშ­ტა­ზე მო­სუ­ლი.

რო­გორც იქ­ნა, და­ღამ­და და სას­წ­რა­ფოდ ლო­გინს მი­ვა­შუ­რე. მინ­დო­და, დრო­ზე და­მე­ძი­ნა, მაგ­რამ იმ ღა­მეს თვა­ლი არ მო­მი­ხუ­ჭავს. ჯე­რაც ვგრძნობ­დი თი­თებ­ზე მირ­ზას ტუ­ჩე­ბის შე­ხე­ბას და ელეთ­მე­ლე­თი მე­მარ­თე­ბო­და.

გვი­ან, ძა­ლი­ან გვი­ან ჩა­მე­ძი­ნა და დი­ლით ად­გო­მა და­მიგ­ვი­ან­და. ფა­ცი­ფუ­ცით შევ­ვარ­დი სა­ბა­ზა­ნო­ში, თა­ვი მო­ვი­წეს­რი­გე და ტან­საც­მ­ლის შერ­ჩე­ვას შე­ვუ­დე­ქი. არა­და, ყო­ველ­თ­ვის წი­ნაღა­მით ვი­ლა­გებ­დი სა­მოსს სკამ­ზე, რაც მე­ო­რე დღეს უნ­და ჩა­მეც­ვა. წუ­ხელ კი ისე ვი­ყა­ვი აღ­გ­ზ­ნე­ბუ­ლი, მა­გის თა­ვი არ მქონ­და, ეგ­რე­ვე ლო­გინ­ში შევ­წე­ქი და მირ­ზა­ზე ფიქ­რით და­ვიტ­ვირ­თე.

რა ჩა­ვიც­ვა, რა ჩა­ვიც­ვა? მინ­დო­და, საქ­მი­ა­ნა­დაც მცმო­და და ლა­მა­ზა­დაც. არ ვი­ცო­დი, სად მივ­დი­ო­დი, მაგ­რამ ვი­ცო­დი, რომ იქ ხალ­ხი დამ­ხ­ვ­დე­ბო­და - მდიდ­რე­ბი, ფუ­ლი­ა­ნე­ბი და ბიზ­ნეს­ში ჩაფ­ლუ­ლე­ბი. რად­გან მირ­ზას მივ­ყავ­დი, ესე იგი, ფუ­რო­რი უნ­და მო­მეხ­დი­ნა. ჩე­მი თან­ხ­ლე­ბა მხო­ლოდ იმის­თ­ვის სჭირ­დე­ბო­და, რომ კო­ზი­რი სჭე­რო­და ხელ­ში - ლა­მა­ზი ქა­ლის და­ნახ­ვი­სას კა­ცე­ბი გმი­რო­ბის ხა­სი­ათ­ზე დგე­ბი­ან - ის ვი­ღა­ცა უკან არ და­ი­ხევ­და, ხელ­გაშ­ლი­ლო­ბას გა­მო­ი­ჩენ­და და კონ­ტ­რაქ­ტ­ზე უარს არ იტყო­და. აი, სულ ეს იყო. მე ლა­მა­ზი ქა­ლის რო­ლი უნ­და შე­მეს­რუ­ლე­ბი­ნა, რაც სუ­ლაც არ იყო ძნე­ლი. ვი­ცო­დი, ასეთ დროს თა­ვი რო­გორ უნ­და და­მე­ჭი­რა, რო­დის უნ­და "გა­მეს­რო­ლა" მო­მაკ­ვ­დი­ნე­ბე­ლი ღი­მი­ლი, რომ პო­ტენ­ცი­უ­რი პარ­ტ­ნი­ო­რი "საქ­მი­ა­ნად" და­მეტყ­ვე­ვე­ბი­ნა.

ბო­ლოს არ­ჩე­ვა­ნი თეთრ პე­რან­გ­სა და შავ, მოკ­ლე ქვე­და­ბო­ლო­ზე შე­ვა­ჩე­რე. მა­ინც შა­ნე­ლი­სე­უ­ლი სტი­ლი აჯო­ბებს, საქ­მი­ა­ნი და სექ­სუ­ა­ლუ­რი. თუ ამ "დუ­ეტს" მა­ღალ­ქუს­ლი­ან შუზს შე­ვუ­ხა­მებ, სრულ ჰარ­მო­ნი­ას შევ­ქ­მ­ნი. გა­რე­დან კი ტყა­ვის მოკ­ლე, დათ­ბი­ლულ ქურ­თუკს მო­ვიც­ვამ, გრძელ შავ შარფს და მორ­ჩა, ეგაა.

მირ­ზამ ზუს­ტად ცხრა სა­ათ­ზე მო­მა­კითხა. ქუს­ლე­ბის კა­კუ­ნით ჩა­ვუ­ყე­ვი სა­დარ­ბა­ზოს კი­ბეს. გა­რეთ გა­ვე­დი თუ არა, თვა­ლე­ბით მის მან­ქა­ნას და­ვუწყე ძებ­ნა. მირ­ზამ და­მი­სიგ­ნა­ლა, კორ­პუ­სის გვერ­დით გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. მარ­დად გად­მოხ­ტა სა­ლო­ნი­დან და კა­რი გა­მი­ღო. არას­დ­როს და­მა­­ვიწყ­დე­ბა მი­სი მზე­რა, გა­ო­ცე­ბუ­ლი, აღ­ტა­ცე­ბუ­ლი და კმა­ყო­ფი­ლი ერ­თ­დ­რო­უ­ლად. რო­გორც ჩანს, მო­ვე­წო­ნე. ალ­ბათ სწო­რედ ისე მეც­ვა, რო­გორც მას სურ­და.

- თვალს ვერ გა­შო­რებ, ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ, - მითხ­რა, რო­გორც კი და­ვი­ძა­რით.
- იქ ვინ­მეს უნ­და გა­ეპ­რან­ჭო?
- სხვა­ნა­ი­რად კონ­ტ­რაქ­ტის გა­ფორ­მე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­ჭი­ა­ნურ­დეს.
გუ­ლი­ა­ნად გა­და­ი­ხარ­ხა­რა.
- ესე იგი, ჩე­მი თი­ლის­მა ხარ?
- არა. შე­ნი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი, - ტო­ლი არ და­ვუ­დე შე­და­რე­ბებ­ში.
სი­ცი­ლი უეც­რად შეწყ­ვი­ტა და უც­ნა­უ­რი მზე­რით მომ­ხე­და. პა­სუ­ხი არ გა­უ­ცია, მაგ­რამ თით­ქოს სა­ფიქ­რა­ლი გა­უ­ჩი­ნა ჩემ­მა ნათ­ქ­ვამ­მა.
რა­ღაც­ნა­ი­რი, გუ­ლის­გა­მაწ­ვ­რი­ლე­ბე­ლი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მან­ქა­ნის ძრა­ვის ხმა ის­მო­და. შე­ვე­ცა­დე, და­მერ­ღ­ვია ეს სი­ჩუ­მე და ისე, უბ­რა­ლოდ, ვი­კითხე:

- სა­ით მივ­დი­ვართ?
- სა­ი­თაც სა­ჭი­როა, - მო­მეჩ­ვე­ნა, თით­ქოს პირ­ქუ­შად მი­პა­სუ­ხა.
და­ვი­ზაფ­რე. მგო­ნი, ეწყი­ნა, ჩე­მი თა­ვი მის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თად რომ "გა­ვა­სა­ღე". რა­ღაც უნ­და ვი­ღო­ნო, რომ გა­ვამ­ხი­ა­რუ­ლო.
- გა­და­სა­რე­ვია! - შევ­ძა­ხე, - ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ეგ!
თა­ვი ვერ შე­ი­კა­ვა და მო­გუ­დუ­ლად გა­ი­ცი­ნა. ესეც ასე, პირ­ვე­ლი ჯე­ბი­რი გა­და­ლა­ხუ­ლია.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­უ­ბა­რი ვე­რა და ვერ აეწყო. არც ის იღებ­და ხმას და არც მე. ამა­სო­ბა­ში თბი­ლისს გავ­ც­დით... მე­რე მცხე­თას... ნე­ტავ სად მივ­დი­ვართ? სა­გუ­რა­მოს­კენ გა­და­უხ­ვია. აი, თურ­მე სად! მაგ­რამ არა, სა­გუ­რა­მოც გა­ვი­ა­რეთ. ცო­ტა არ იყოს, შევ­ფიქ­რი­ან­დი. ნუ­თუ სახ­ლ­ში აკითხავს იმ ვი­ღა­ცას? ასე­თი დი­დი კა­ცია? და სად ცხოვ­რობს, მო­უ­სავ­ლეთ­ში? სა­გუ­რა­მოს იქით არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ, წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, იქით "რა ქვე­ყა­ნა" არ­სე­ბობ­და.

ცო­ტა ხან­ში მიხ­ვე­ულ-მოხ­ვე­უ­ლი გზე­ბი და­იწყო, ოღ­რო­ჩოღ­რო, რო­მე­ლიც უფ­რო და უფ­რო მაღ­ლა ადი­ო­და, მთებ­ში იყო გაჭ­რი­ლი.
- ანი­კა, ამ­ქ­ვეყ­ნად ვინ­მეს ენ­დო­ბი? - მკითხა მო­უ­ლოდ­ნე­ლად.
იმ­დე­ნად არ ვე­ლო­დი მსგავს შე­კითხ­ვას, რომ და­ვი­ბე­ნი.
- არ ვი­ცი, - მხრე­ბი ავი­წუ­რე.
- რას ნიშ­ნავს, არ იცი? ენ­დო­ბი თუ არ ენ­დო­ბი? აი, არ­სე­ბობს შენს ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, რომ­ლის მხრებ­საც შე­გიძ­ლია და­ეყ­რ­დ­ნო, ვინ­მეს იმე­დი გაქვს? - "გა­მი­შიფ­რა".
ისე ამო­ვი­ოხ­რე, კვნე­სად გა­ის­მა. იქ­ნებ სურს, ვუთხ­რა, შენ გენ­დო­ბი-მეთ­ქი? ეს ყვე­ლა­ზე დი­დი სიც­რუე იქ­ნე­ბო­და და არც და­მი­ჯე­რებ­და. მაგ­რამ ვინ უნ­და და­მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა? ასე­თი არა­ვინ მყავ­და. მარ­თ­ლა არა­ვინ მე­გუ­ლე­ბო­და ჩემს სა­ნაც­ნო­ბო­სა თუ სა­ნა­თე­სა­ვო­ში, ვი­სი იმე­დიც შე­იძ­ლე­ბო­და მქო­ნო­და.
- ამ­ქ­ვეყ­ნად მხო­ლოდ ორი მხა­რი ვი­ცი, რო­მელ­საც შე­მიძ­ლია მტკი­ცედ და­ვეყ­რ­დ­ნო და ყო­ველ­დღე უფ­რო და უფ­რო ვრწმუნ­დე­ბი, რომ ეს ორი­ვე მხა­რი ჩე­მი სა­კუ­თა­რია.
- ვი­ცო­დი, რომ რა­ღაც ამ­დაგ­ვარს იტყო­დი. მაგ­რამ ახ­ლა, რო­ცა სა­მუ­შაო არ გაქვს, რა უნ­და აკე­თო? მგო­ნი, ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში შე­ნი ლა­მა­ზი და­ქა­ნე­ბუ­ლი მხრე­ბი ვე­რა­ფერს გიშ­ვე­ლის.
ისევ ირო­ნია, ისევ ცი­ნიზ­მი. მოკ­ლედ, ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის თქმა არ შე­უძ­ლია და­ცინ­ვის გა­რე­შე.
- არა უშავს, - ნიშ­ნის მო­გე­ბით ვუ­პა­სუ­ხე, - მე კი­დევ ბევ­რ­ჯერ და­ვე­ცე­მი, კი­დევ, კი­დევ... მაგ­რამ აი, რო­ცა მე წა­მოვ­დ­გე­ბი, სხვე­ბი და­ე­ცე­მი­ან.
- არა მხო­ლოდ სხვე­ბი, არა­მედ ყვე­ლა­ნი, - ჩემ­და გა­სა­ოც­რად, და­მე­თან­ხ­მა. ამ­ჯე­რად აღარ დამ­ცი­ნა, - მე­გობ­რე­ბიც არ გყავს?
- ყვე­ლა­ზე ახ­ლო მე­გობ­რე­ბი უცხო­ეთ­ში გა­ი­ხიზ­ნენ, იქ მუ­შა­ო­ბენ. აქ ისე­თი არა­ვინ მყავს, ვი­სი იმე­დიც შე­იძ­ლე­ბა მქონ­დეს.
- შენ რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვი მათ კვალს?
- აბა, რო­გორ? მე­რე­და, ბე­ბია?
- ჰოო, ეგ არ გა­მახ­სენ­და... ცუ­დია, ასე მარ­ტო­სუ­ლად რომ გრძნობ თავს.
- ეგ არა­ფე­რი, უფ­რო მაძ­ლი­ე­რებს მარ­ტო­ო­ბა. ჩე­მი გო­ნე­ბა სხვა­ნა­ი­რად აზ­როვ­ნებს, სხვებს არ ვგა­ვარ. თა­ნაც, ცხოვ­რე­ბა ისეა მოწყო­ბი­ლი, ხან­და­ხან შე­იძ­ლე­ბა მე­გო­ბარ­მა გაქ­ცი­ოს ზურ­გი და მტე­რი და­გეხ­მა­როს.

- გე­თან­ხ­მე­ბი. სა­კუ­თარ თავ­ზე გა­მო­მიც­დია... აი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი უნ­და გყავ­დეს, კა­ცი, რო­მელ­საც თვალ­და­ხუ­ჭუ­ლი მი­ენ­დო­ბი. სა­ინ­ტე­რე­სოა, აქამ­დე რო­გორ არა­ვინ არ შე­გიყ­ვარ­და?
- რა ხე­ი­რი მე­რე, რომ შე­მიყ­ვარ­და? - ისევ გა­მის­წ­რო წინ ენამ და კი­ნა­ღამ გუ­ლი გა­მის­კ­და, მაგ­რამ ვე­ღა­რა­ფერს შევ­ც­ვ­ლი­დი. ისე გავ­წით­ლ­დი, შემ­რ­ცხ­ვა. მირ­ზას გავ­ხე­დე. მან სვლა შე­ა­ნე­ლა და ქვე­მო­დან გა­მომ­ხე­და. გა­მომ­ხე­და ღრმა, მაგ­რამ აგ­რე­სი­უ­ლი მზე­რით.
"თა­ვის თავ­ზე მი­ი­ღო", - გა­ვი­ფიქ­რე და ლო­ყე­ბა­ღაჟ­ღა­ჟე­ბულ­მა ძლივს გა­ვუ­ღი­მე.
უეც­რად მა­საც მო­ე­დო ალ­მუ­რი. რო­გორც ჩანს, ჩე­მი ღაწ­ვე­ბის სი­წით­ლის ნა­წი­ლი მას ვუ­წი­ლა­დე, ოღონდ იმ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რომ ჩე­მი შეც­დო­მა­ჩა­დე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას გა­მო­ხა­ტავ­და, მი­სი კი შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი­სას.

- და ვინ იყო ან არის ის ბედ­ნი­ე­რი? - რო­გორც იქ­ნა, გა­ბე­და და მკითხა, ოღონდ გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბუ­ლი პა­უ­ზის შემ­დეგ.
რა ვქნა, ისევ მო­ვატყუო? მე­რე­და, კარ­გია ვი­თომ ეს? რა უჭირს? ცო­ტა იეჭ­ვი­ა­ნოს იქ­ნებ. გულ­ში გა­ვუ­ღი­მე ჩემს ნა­აზ­რევს და ვთქვი:
- იყო და აღარ არის.
- უკაც­რა­ვად, არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, შე­ნი წარ­სუ­ლი გა­დავ­ჩხ­რი­კო, უბ­რა­ლოდ, ისე, ზე­და­პი­რუ­ლად მა­ინ­ტე­რე­სებს, მოკ­ლედ და კონ­კ­რე­ტუ­ლად - ამი­ტომ, რა­ტომ-მეთ­ქი, მხო­ლოდ ამას გე­კითხე­ბი.
- იმი­ტომ, რომ ბევ­რი რა­მის პა­ტი­ე­ბა შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ არა ყვე­ლაფ­რის. წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ქალ­სა და კაცს ერ­თ­მა­ნე­თის­გან თვრა­მე­ტი ნა­ბი­ჯი აშო­რებთ, - გა­ვი­ლექ­სე, - შენ შე­ნი ცხრა ნა­ბი­ჯი უნ­და გა­დად­გა და გა­ჩერ­დე. თუ ის იმ ად­გი­ლას არ შეგ­ხ­ვ­და, სა­დაც შე­ნი მეცხ­რე ნა­ბი­ჯია, მე­ა­თე არ უნ­და გა­დად­გა, რად­გან მე­რე მე­თერ­თ­მე­ტის, მე­თორ­მე­ტის და უფ­რო მე­ტის გა­დად­გ­მა მო­გი­წევს... და ასე, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა. ყვე­ლამ თა­ვი­სი ცხრა ნა­ბი­ჯი უნ­და გა­დად­გას.

უცებ ხმა­დაბ­ლა გა­ი­ცი­ნა, მე­რე უფ­რო ხმა­მაღ­ლა, მე კი­დევ უფ­რო ხმა­მაღ­ლა და ბო­ლოს ახარ­ხარ­და. ვერ მივ­ხ­ვ­დი, სა­სა­ცი­ლო რა ვთქვი.
მან კი გა­აგ­რ­ძე­ლა სი­ცი­ლი, სა­ნამ გუ­ლი არ იჯე­რა, ბო­ლოს მგე­ლი­ვით და­იყ­მუვ­ლა და თა­ვი არ მო­უბ­რუ­ნე­ბია, ისე მითხ­რა:
- რო­გო­რი იმა­თე­მა­ტი­კო­სე, ა?

ნი­რი წა­მიხ­და. მის ირო­ნი­ას საზღ­ვა­რი არ უჩან­და. ჩემს ყო­ველ აზრს ირო­ნი­ას უხ­ვედ­რებ­და. ეს კი მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, რად­გან მე­გო­ნა, ჩე­მი და­ცინ­ვით თა­ვის უპი­რა­ტე­სო­ბას უს­ვამ­და ხაზს. ნუ­თუ სუ­ლე­ლი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ვტო­ვებ? ხა­სი­ა­თი გა­მი­ფუჭ­და.
- იცი რა? ძა­ლი­ან მინ­და, ბედ­ნი­ე­რი იყო, - თქვა უცებ და იქ­ვე დას­ძი­ნა, - შენ?
- რა მე? მე თუ მინ­და, რომ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყო? თუ შენ იყო?
- მე მგო­ნი, შენ­ზე ვსა­უბ­რობთ და არა ჩემ­ზე.
- ესე იგი, დღეს პროგ­რა­მა­ში ვარ? - ვუკ­ბი­ნე.
- ჯერ ჩემს შე­კითხ­ვას უპა­სუ­ხე.
- ეს ყვე­ლას უნ­და. - გულ­წ­რ­ფე­ლად მი­ვუ­გე, მაგ­რამ გა­ო­ცე­ბულ­მა, არ ვი­ცო­დი, რა­ტომ და­მის­ვა ასე­თი შე­კითხ­ვა.
- და, შე­ნი აზ­რით, რა არის ბედ­ნი­ე­რე­ბა?
დავ­ფიქ­რ­დი. კითხ­ვა, რა თქმა უნ­და, ბა­ნა­ლუ­რი იყო, მაგ­რამ პა­სუ­ხი არ მსურ­და ბა­ნა­ლუ­რი, ამი­ტომ მცი­რე პა­უ­ზა გა­ვა­კე­თე, რომ რა­მე "ი­სე­თი" და­მე­ხეთ­ქე­ბი­ნა. სიტყ­ვე­ბი თით­ქოს თა­ვი­სით ამო­ლაგ­დ­ნენ ხორ­ხი­დან:
- ბედ­ნი­ე­რე­ბა ალ­ბათ ის მო­მენ­ტია, რო­ცა ბე­დის­წე­რა ოც­ნე­ბას ხვდე­ბა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად მან­ქა­ნა მკვეთ­რად და­ა­მუხ­რუ­ჭა, თა­ვი სა­ჭეს და­აყ­რ­დ­ნო და არას­დ­როს რომ არ შე­მო­უ­ხე­დავს, ისე­თი სევ­დი­ა­ნი მზე­რა მო­მაპყ­რო. მი­სი თვა­ლე­ბის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბა სადღაც გამ­ქ­რა­ლი­ყო.
- მითხა­რი მა­შინ, ვინ არის შე­ნი ოც­ნე­ბა.
თით­ქოს წი­თე­ლი სა­ღე­ბა­ვი შე­მას­ხეს, ისე ავ­ფო­რაჯ­დი. რო­გორ უნ­და, ჩე­მი პი­რით მათ­ქ­მე­ვი­ნოს, რომ მიყ­ვარს. მა­გას ვერ ეღირ­სე­ბი, მირ­ზაშ­ვი­ლო!
- ის წარ­სულ­ში დარ­ჩა, - ყრუდ ვთქვი, რომ სი­ყალ­ბე არ შე­ემ­ჩ­ნია ჩემს ნათ­ქ­ვამ­ში.
- და დღემ­დე წარ­სუ­ლის ნაღ­ვ­ლი­ა­ნი მო­გო­ნე­ბით ცხოვ­რობ? - კვლავ დაძ­რა მან­ქა­ნა, სევ­დაც ჩა­მო­შორ­და მის თვა­ლებს და ტო­ნიც გა­ულ­გ­რი­ლი გა­უხ­და.
- არა, წარ­სულს არას­დ­როს ვუბ­რუნ­დე­ბი. ის ჩემს ძვირ­ფას დროს ანად­გუ­რებს. ის­ტო­რია არ მე­ორ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბი არ იც­ვ­ლე­ბი­ან. დი­დი ხა­ნია, აღა­რა­ვის ველო­დე­ბი, არც არას­დ­როს ვე­ლო­დე­ბო­დი, არ მიყ­ვარს ერთ ად­გილ­ზე ტკეპ­ნა და ლო­დი­ნი. მე ჩემს გზას ვაგ­რ­ძე­ლებ, მარ­თა­ლია, ტა­ა­ტით მივ­დი­ვარ და ნა­ბიჯს ჯერ ვერ ვუჩ­ქა­რებ, მაგ­რამ ასე ჯო­ბია, ნაკ­ლე­ბად ვიღ­ლე­ბი. მივ­დი­ვარ მხო­ლოდ წინ, უკან არ ვი­ხე­დე­ბი. თუ ვინ­მეს ვჭირ­დე­ბი, ისე­დაც და­მე­წე­ვა... ამ­ბის და­სას­რუ­ლი, - ღი­მი­ლით და­ვა­ყო­ლე ბო­ლოს.
- ასე­თი გუ­ლახ­დი­ლი სა­უ­ბა­რი აქამ­დე არას­დ­როს გვქო­ნია, ანი­კა, - მირ­ზას ხმა და­უთ­ბა, - ხომ ვამ­ბობ­დი, შენ­ში უფ­რო ბევ­რი რა­მეა სა­ინ­ტე­რე­სო, ვიდ­რე ეგ ლა­მა­ზი სა­ხე-მეთ­ქი. თურ­მე არ ვცდე­ბო­დი. სა­ინ­ტე­რე­სო გო­გო ხარ შენ.
შე­ქე­ბა მე­სი­ა­მოვ­ნა. ჯერ სად ხარ, კი­დევ ბევ­რ­ჯერ გა­გა­ო­ცებ-მეთ­ქი, გა­ვი­ფიქ­რე.
- აი, ამა­სო­ბა­ში მო­ვე­დით კი­დე­ვაც! - თქვა და მან­ქა­ნა უზარ­მა­ზარ ქონ­გუ­რე­ბი­ან ალა­ყაფს მი­ა­ყე­ნა, რომ­ლის მიღ­მა ულა­მა­ზე­სი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი მო­ჩან­და.

ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93