ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 14

ბროწეულის გაზაფხული. თავი 14
სახ­ლი წი­თე­ლი აგუ­რით იყო ნა­შე­ნე­ბი და ში­გა­და­შიგ თეთ­რი, უს­წორ­მას­წო­რო ქვით გაწყო­ბი­ლი. თვა­ლი ვერ მოვ­წყ­ვი­ტე, რო­ცა ეზო­ში შე­ვე­დით. - რა სი­ლა­მა­ზეა! - აღ­ტა­ცე­ბის­გან ოხ­ვ­რა აღ­მომ­ხ­და, - ასეთ სახ­ლ­ში რა მო­გაწყენს ადა­მი­ანს!
- არ­ცაა მოწყე­ნი­ლი, - ორაზ­რო­ვა­ნი ღი­მი­ლით გად­მომ­ხე­და მირ­ზამ.
მუ­ხის კა­რი, შა­ვი ლა­ქით რომ იყო შე­ღე­ბი­ლი და ოქ­როს­ფე­რი სა­ხე­ლუ­რი ჰქონ­და, ისე­თი ჭრი­ა­ლით გა­ი­ღო, ჩე­მი სოფ­ლის ბე­ღე­ლი გა­მახ­სენ­და.
- ხე­დავ, რო­გორ ჭრი­ა­ლებს? ეს გახ­სე­ნებს იმას, რომ სო­ფელ­ში ხარ.
- ანუ სპე­ცი­ა­ლუ­რა­დაა ასე მოწყო­ბი­ლი?
- რა თქმა უნ­და.
-
ჭკვი­ა­ნუ­რი მო­ფიქ­რე­ბაა, - ვთქვი და გა­ო­ცე­ბულ­მა შევ­ხე­დე მირ­ზას, რო­მელ­მაც და­უ­კა­კუ­ნებ­ლად შე­ა­ბი­ჯა სხვის სახ­ლ­ში.
- რა სი­ჩუ­მეა... - ჩა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე, - არა­ვი­ნაა აქ? - წა­მით გუ­ლი შე­მი­ტოკ­და, აქაც ხომ არ შე­მო­მიტყუა-მეთ­ქი.

მან ხე­ლი ჩამ­კი­და და უზარ­მა­ზარ ჰოლ­ში შე­მიძღ­ვა. ის იყო, კი­დევ რა­ღაც უნ­და მეთ­ქ­ვა, რომ ჩემ წინ მე­ო­რე მუ­ხის კა­რი გა­ი­ღო, ისიც ჭრი­ა­ლით და ხან­დაზ­მუ­ლი, თმა­შე­ვერ­ცხ­ლი­ლი ქა­ლი გა­მოჩ­ნ­და, მხრებ­ში ზო­მა­ზე მე­ტად მოხ­რი­ლი.

- მოხ­ვე­დით, მირ­ზა? მგო­ნი, ამ ბო­ლო დროს ყურთ და­მაკ­ლ­და, მან­ქა­ნის ხმა კი არ გა­მი­გია, შვი­ლო.
შვი­ლოო? მე­გო­ნა, მო­მეს­მა. ნუ­თუ დე­და­მი­სია? ასე­თი მო­ხუ­ცი? მირ­ზას ხე­ლი გა­ვაშ­ვე­ბი­ნე და შე­ვე­ცა­დე, თვა­ლებ­ში შე­მე­ხე­და, მაგ­რამ აშ­კა­რად თვალს მა­რი­დებ­და.
- მობ­რ­ძან­დით, საყ­ვა­რე­ლო, ამის­გან ნუ­რა­ფე­რი გიკ­ვირთ, სი­ურ­პ­რი­ზე­ბის დი­დოს­ტა­ტია, - თით­ქოს მი­მიხ­ვ­და ქა­ლი და თვა­ლით მირ­ზა­ზე მა­ნიშ­ნა.
ამ დროს გა­ის­მა სა­ში­ნე­ლი მჭა­ხე ხმა და სახ­ლ­ში უზარ­მა­ზა­რი გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი ყე­ფით შე­მო­იჭ­რა. ჯერ მირ­ზას მი­ახ­ტა, თა­თე­ბი მკერ­დ­ზე შე­აწყო, ახ­ტა, დახ­ტა და ბო­ლოს ჩემ­კენ და­იძ­რა. ყრუდ შევ­კივ­ლე.
- ჯე­სი! და­ჯე! - უბ­რ­ძა­ნა ჩემ­მა შეფ­მა და ძაღ­ლიც უმალ უკა­ნა თა­თებ­ზე ჩაჯ­და.
- ნუ გე­ში­ნია, არ იკ­ბი­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ, სი­ხა­რულს ასე გა­მო­ხა­ტავს.
ამა­სო­ბა­ში ფე­რი წა­მი­ვი­და. ძაღ­ლე­ბი ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მაგ­რამ იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო მი­სი გა­მო­ჩე­ნა, რომ შე­მე­შინ­და.
- სად ვართ? - მიკ­ნავ­ლე­ბუ­ლი ხმით ამოვ­თ­ქ­ვი.
- ჩემს სახ­ლ­ში, - დამ­ნა­შა­ვის ღი­მი­ლით მო­მი­გო მირ­ზამ, - ეს კი დე­ი­და მარ­თაა, ამ ოჯა­ხის სუ­ლი და გუ­ლი. ცა­მე­ტი წე­ლია, ერ­თად მოვ­დი­ვართ.
- სა­სი­ა­მოვ­ნოა, - ენის ბორ­ძი­კით ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე გა­ოგ­ნე­ბულ­მა.
- ახ­ლა­ვე გა­გიშ­ლით მა­გი­დას, შვი­ლო, თქვენ მო­ის­ვე­ნეთ იქამ­დე, ნამ­გ­ზავ­რე­ბი ხართ. იქით გა­დით, სას­ტუმ­რო ოთახ­ში, აქ ცი­ვა.
- ესე იგი, სა­კუ­თარ სახ­ლ­ში მა­ლუ­ლად მო­მიყ­ვა­ნე და არა­ფე­რი მითხა­რი? აბა, საქ­მი­ა­ნი შეხ­ვედ­რაო? მო­მატყუე, არა?
- მო­გატყუე. ვა­ღი­ა­რებ. - თა­ვი და­მიქ­ნია.
- სულ ეს არის, რაც გინ­დო­და გეთ­ქ­ვა? - წარ­ბე­ბი შევ­ყა­რე.
- დამ­ნა­შა­ვე ვარ... ვი­ნა­ნი­ებ... საკ­მა­რი­სია?
ამო­ვი­ოხ­რე და თა­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლოდ გა­და­ვაქ­ნიე. არა იმი­ტომ, რომ აქ ყოფ­ნა არ მსი­ა­მოვ­ნებ­და, არა­მედ იმი­ტომ, რომ კი­დევ ერ­თხელ მო­მატყუა.

ვი­ყუ­რე­ბო­დი ირ­გ­ვ­ლივ და გა­ო­ცე­ბა უფ­რო და უფ­რო მე­მა­ტე­ბო­და. მთე­ლი ოთა­ხი ხა­ლი­ჩე­ბით იყო მო­ფე­ნილ-შე­ფე­ნი­ლი. იატაკ­ზე, კედ­ლებ­ზე... კედ­ლის ხა­ლი­ჩებ­ზე კი ხმლე­ბი, დამ­ბა­ჩე­ბი, დათ­ვის და ვეფხ­ვის ტყა­ვე­ბი ეკი­და, მგლი­საც კი... ჯიხ­ვის რქე­ბი და რა ვი­ცი, ათას­ნა­ირ სა­მუ­ზე­უ­მო სუ­ვე­ნირს იხი­ლავ­დით.
- რა­ტომ არ მითხა­რი, აქ თუ მოგ­ყავ­დი? - გაბ­რა­ზე­ბულ­მა ვკითხე, რო­ცა ლა­ბა­და ჩა­მო­მარ­თ­ვა და სა­კიდ­რის­კენ გა­ე­მარ­თა.
- რომ მეთ­ქ­ვა, გა­მომ­ყ­ვე­ბო­დი?
- შე­იძ­ლე­ბა გა­მოგ­ყო­ლო­დი კი­დე­ვაც.
- რა­ღაც ეჭ­ვი მე­პა­რე­ბა. ჩემს ბი­ნა­ში ცხრა წუ­თი დარ­ჩი ზუს­ტად, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი. ამ­სი­შო­რეს კი­დევ... პა­ტა­რა მატყუ­ა­რა ხარ-მეთ­ქი, რომ გე­უბ­ნე­ბი, არ გჯე­რა ჩე­მი, - გა­ი­ცი­ნა.
- შენ კი­დევ დი­დი მატყუ­ა­რა ხარ! - მი­ვა­ხა­ლე, მაგ­რამ რბი­ლი ტო­ნით, გა­უ­ღი­ზი­ა­ნებ­ლად.
- ჰო­და, ბა­რი­ბარ­ში ვართ. - ხმა­მაღ­ლა გა­ი­ცი­ნა და ტა­ში ორ­ჯერ შე­მოჰ­კ­რა.
მი­სი ტა­შის ხმა­ზე კა­რი გა­ი­ღო და ახ­ლა ორი ძაღ­ლი ერ­თად შე­მო­ვარ­და ოთახ­ში.
კვლავ და­ვი­ძა­ბე და სა­ვარ­ძელ­ში ფრთხი­ლად ჩა­ვეშ­ვი, ძაღ­ლე­ბი არ მეც­ნენ-მეთ­ქი. ჯე­სი დი­დი ხნის ნაც­ნო­ბი­ვით მო­ვი­და და ცი­ვი დრუნ­ჩი ხელ­ზე მო­მა­დო.
- ახ­ლა რა ვქნა? - შე­ში­ნე­ბულ­მა ვკითხე მირ­ზას, მაგ­რამ მის­თ­ვის არ შე­მი­ხე­დავს, ჯე­სის არ ვა­ცი­ლებ­დი მზე­რას.
- არა­ფე­რი, ხე­ლი გა­და­უს­ვი და მო­ე­ფე­რე.
ჯე­სი მუ­გუ­ზა­ლი­ვით შა­ვი იყო, შა­ვი და ძა­ლი­ან ლა­მა­ზი. მე­ო­რე კი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ყა­ვის­ფე­რი შე­ფე­რი­ლო­ბის. ხე­ლი გა­და­ვუს­ვი ზურ­გ­ზე. რე­აქ­ცია არ გა­ინ­ტე­რე­სებთ? ძაღ­ლი მა­შინ­ვე ჩემს ფე­ხებ­თან გაწ­ვა და გა­იტ­რუ­ნა.
- ჩე­მი გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლია, - ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით შე­ნიშ­ნა მირ­ზამ, მე­რე კვლავ ტა­ში შე­მოჰ­კ­რა, ამ­ჯე­რად სამ­ჯერ და ორი­ვე ძაღ­ლი კა­რის­კენ გა­იქ­ცა.
- ეს რაა, ნი­შა­ნი მი­ე­ცი?
- ჰო. ორი ტა­შის შე­მოკ­ვ­რა ჩემ­თან მოს­ვ­ლას ნიშ­ნავს, სა­მი - გა­რეთ გას­ვ­ლას.
- კარ­გად და­გი­გე­შავს... შე­ნი ქა­ლე­ბი­ვით, - ვუკ­ბი­ნე.
- ჰო, ქა­ლე­ბი­სა და ძაღ­ლე­ბის და­გეშ­ვა გა­მომ­დის, - ნიშ­ნის მო­გე­ბით მო­მი­გო.
- აქ მარ­ტო ცხოვ­რობ? - აღარ გან­ვავ­რ­ცე მი­სი ნათ­ქ­ვა­მი, თო­რემ ისევ დავ­ხო­ცავ­დით ერ­თ­მა­ნეთს.
- ჰო, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ჰა­რამ­ხა­ნას მე­ო­რე სარ­თულ­ზე.
- რა-ას? - ჩა­ვე­კითხე და მხო­ლოდ მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ ხუმ­რობ­და. ეს ჩე­მი კბე­ნის სა­პა­სუ­ხო დარ­ტყ­მა იყო.
ბო­ლოს ოდ­ნავ ჩა­ი­ღი­მა და თქვა:
- მა­პა­ტიე. და­ახ­ლო­ე­ბით ეგეთ შე­კითხ­ვას ვე­ლო­დი. ჰო, მარ­ტო ვცხოვ­რობთ მე და ჩე­მი ძაღ­ლე­ბი. დე­ი­და მარ­თაც თით­ქ­მის მთე­ლი დღე აქაა, ჩვენ გვერ­დით აქვს სახ­ლი. მი­სი მე­უღ­ლეც ხში­რად გვსტუმ­რობს, ეზოს და სა­ქო­ნელს ის უვ­ლის.
- სა­ქო­ნე­ლიც გყავს?
- რა­ტომ არ უნ­და მყავ­დეს? აბა, სო­ფელ­ში სახ­ლი რის­თ­ვის მინ­და?
- და რა... რძე, მა­წო­ნი, ყვე­ლი და რა­მე?
- ყვე­ლა­ფე­რი.
- მე­რე? ყი­დი?
აი, სი­ცი­ლი ახ­ლა უნ­და გე­ნა­ხათ, კი­ნა­ღამ ჩაბ­ჟირ­და. იმ­დენ ხანს იცი­ნო­და, სა­ნამ მეც არ გა­მა­ღი­მა. კი­დევ კარ­გი, მარ­თა შე­მო­ვი­და დატ­ვირ­თუ­ლი ლან­გ­რით, თო­რემ მირ­ზა ალ­ბათ აღარ გა­ჩერ­დე­ბო­და.

ერ­თ­მა­ნეთ­ზე დაწყო­ბი­ლი თეფ­შე­ბი სავ­სე იყო ხა­ჭა­პუ­რე­ბით, შემ­წ­ვა­რი ქათ­მის ხორ­ცით, ყვე­ლით, მწნი­ლით...
- მარ­თა დე­ი­და, რა ამ­ბა­ვია, უნ­და გაგ­ვა­სუ­ქო? - ალერ­სი­ა­ნად და­ტუქ­სა მა­მა­კაც­მა.
- შენ ხომ ყო­ველ­დღე არ მოგ­ყავს აქ ახალ­გაზ­რ­და მან­დი­ლოს­ნე­ბი, შვი­ლო. ძლივს ქა­ლის ნახ­ვას ვე­ღირ­სე ამ სახ­ლ­ში და... - მარ­თამ თეფ­შე­ბი და კერ­ძე­ბი მა­გი­და­ზე და­ა­ლა­გა და გა­ვი­და.
- შვი­ლი­ვით გი­ყუ­რებს, არა? - მირ­ზას გა­დავ­ხე­დე.
- ჰო, ცხრა­მე­ტი წლის ბი­ჭი ჰყავთ და­ღუ­პუ­ლი, სხვა აღა­რა­ვინ გა­აჩ­ნი­ათ ქვე­ყა­ნა­ზე.
- ხელ­ფასს უხ­დი?
მირ­ზამ შუბ­ლი შე­იჭ­მუხ­ნა.
- არა, რას ამ­ბობ! დე­და­ჩე­მის დე­ი­დაა, ხელ­ფასს რო­გორ ვა­კად­რებ, მაგ­რამ ისე სულ ვეხ­მა­რე­ბი, ფუ­ლი­თაც და სხვა რა­მე­ე­ბი­თაც. ისე­თი ახ­ლო­ბე­ლია ჩე­მი, რომ ნუ გა­გიკ­ვირ­დე­ბა, ასე რომ იქ­ცე­ვა. ჩე­მი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც ისე­ვე აინ­ტე­რე­სებს, რო­გორც თა­ვი­სი შვი­ლის და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და.
- ანუ?

- ჰგო­ნია, რომ შენ ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ.
- ააა! იმი­ტო­მაც და­იზღ­ვია თა­ვი, თით­ქოს ამ სახ­ლ­ში ქა­ლი პირ­ვე­ლად ნა­ხა? ნა­მუ­სი მოგ­წ­მინ­და?
მირ­ზამ კო­პე­ბი შე­იკ­რა. გა­მომ­ც­დე­ლად შე­მომ­ხე­და თვა­ლებ­ში და ყრუდ ჩა­ი­ლა­პა­რა­კა:
- ეს ჩე­მი სახ­ლია, სა­დაც ცხოვ­რობ­და მა­მა­ჩე­მი, დე­და­ჩე­მი, ახ­ლა მე... ეს სუფ­თა კე­რაა, ჰა­რამ­ხა­ნა მარ­თ­ლა კი არ მაქვს. - ისე ხაზ­გას­მით თქვა, რომ შემ­რ­ცხ­ვა.
- "იმ­ნა­ი­რი" შეხ­ვედ­რე­ბის­თ­ვის სხვა ად­გი­ლე­ბი არ­სე­ბობს, ანი­კა, შენ მა­გა­ზე ნუ წუხ­ხარ, - კვლავ მო­იშ­ვე­ლია თა­ვი­სი ირო­ნია.
წარ­ბი არ შე­მიხ­რია, ვი­თომ მე არ მე­ხე­ბო­და მი­სი იდუ­მა­ლი მარ­შ­რუ­ტე­ბის, სა­მა­ლა­ვე­ბი­სა და გა­და­ად­გი­ლე­ბე­ბის ამ­ბა­ვი, თუმ­ცა კი მივ­ხ­ვ­დი, რომ გა­და­ვამ­ლა­შე. ეს ეჭ­ვი­ა­ნო­ბას უფ­რო ჰგავ­და ჩე­მი მხრი­დან.

სა­დი­ლის შემ­დეგ დე­სერ­ტ­საც შე­ვე­ქე­ცით. შო­კო­ლა­დის ტორ­ტი და ყა­ვაც გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თ­ვი.
- ნამ­ცხ­ვა­რი არ გა­სუ­ქებს? - მკითხა მირ­ზამ.
- არა, რაც უნ­და ვჭა­მო, გრამს არ მო­ვი­მა­ტებ, - ღი­მი­ლით მი­ვუ­გე.
- მა­გა­რია. მე კი­დევ ვე­პა­რე­ბი ხოლ­მე ტკბილს, რად­გან მა­სუ­ქებს. სა­მი წლის წინ ისე­თი ღი­პი მქონ­და, ძლივს და­ვიგ­დე, სულ ვვარ­ჯი­შობ­დი.
- შენ და ღი­პი? ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, - გა­ვოც­დი.
- შენ წარ­მო­იდ­გი­ნე, ჰო. ასე­თე­ბიც ხდე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში.
- ქა­ლებს ღი­პი­ა­ნიც მოს­წონ­ხარ? - ისევ გა­მის­წ­რო ენამ წინ და ტუჩ­ზე ვიკ­ბი­ნე.
- ქა­ლებს ჩე­მი ფუ­ლი უფ­რო მოს­წონთ, ვიდ­რე მე ან ჩე­მი ღი­პი, - ერთ წი­ნა­და­დე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­შიფ­რა.
- მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა, გულ­წ­რ­ფე­ლა­დაც შე­უყ­ვარ­დე? ასეთ რა­მეს რა­ტომ გა­მო­რიცხავ?
- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლის გა­მოც­ნო­ბას დი­დი ფი­ლო­სო­ფია არ უნ­და, ეგე­თე­ბი არ მეშ­ლე­ბა, - თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი და ოდ­ნავ ცი­ნი­კუ­რი ტო­ნით მო­მი­გო.
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია, მა­შინ­ვე ავა­რი­დე მზე­რა, ჩე­მი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი თვა­ლე­ბი არ და­ა­ფიქ­სი­როს-მეთ­ქი, თუმ­ცა ამას ახ­ლა აზ­რი არ ჰქონ­და. თუ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქა­ლე­ბის გა­მოც­ნო­ბის მარ­თ­ლაც ასე­თი "დი­დოს­ტა­ტი" იყო, დი­დი ხნის წინ ვე­ყო­ლე­ბო­დი გა­შიფ­რუ­ლი.
ნა­შუ­ადღევს სახ­ლის შე­მო­გა­რენ­ში გა­ვი­სე­ირ­ნეთ. საკ­მა­ოდ ცი­ო­და, მაგ­რამ ისე მსი­ა­მოვ­ნებ­და მის გვერ­დით გავ­ლა, სი­ცი­ვე აღარ მა­დარ­დებ­და. რო­ცა უკან მოვ­ბ­რუნ­დით, ეზოს გვერ­დით უეც­რად ბრო­წე­უ­ლის ხე­ე­ბის რიგს გა­და­ვაწყ­დი.

- ვაი! ეს შე­ნი ბრო­წე­უ­ლე­ბია?
- კი, ჩე­მია. რომ გად­მო­ვე­დით, იმ წელს დავ­რ­გე და აი, რამ­ხე­ლე­ბი გა­ი­ზარ­დ­ნენ. შე­მოდ­გო­მა­ზე და­ხუნ­ძ­ლუ­ლია ხოლ­მე აქა­უ­რო­ბა.
- რა სას­წა­უ­ლია, ხე­დავ? აი, ერთს კვირ­ტი აქვს უკ­ვე. ასე ად­რი­ა­ნად აყ­ვავ­და?
- რას გა­ი­გებ, ალ­ბათ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ბრო­წე­უ­ლებ­საც უდ­გე­ბათ თა­ვი­ან­თი გა­ზაფხუ­ლი, რო­ცა ვინ­მე შე­უყ­ვარ­დე­ბათ.
- ბრო­წე­უ­ლებ­სა-ც? - ც-ს მახ­ვი­ლი და­ვას­ვი.
- ბრო­წე­უ­ლებ­სა-ც. - მოკ­ლედ მო­მი­გო და აღარ გა­ნავ­რ­ცო, ც-ში კი­დევ ვინ ან რა იგუ­ლის­ხ­მა.
- მიყ­ვარს ბრო­წე­უ­ლი.
- ვი­ცი, რომ გიყ­ვარს, ბე­ბი­ა­შენ­მა მითხ­რა, მაგ­რამ ასე ძა­ლი­ან რა­ტომ გიყ­ვარს?
- იმი­ტომ, რომ ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი მცე­ნა­რეა. ჯერ ხომ უც­ნა­ურ­ზე უც­ნა­უ­რი ყვა­ვი­ლი აქვს. თით­ქოს გვირ­გ­ვინ­ში ზის. გვირ­გ­ვი­ნი მყა­რია, ყვა­ვი­ლი კი სიფ­რი­ფა­ნა­ზე სიფ­რი­ფა­ნა. მე­რე რო­გო­რი ფორ­მა აქვს, რო­გო­რი ფე­რი... სურ­ნე­ლი? რა­ღაც­ნა­ი­რად მძი­მე, მაგ­რამ არო­მა­ტუ­ლი. ძლი­ერ ქალს მა­გო­ნებს ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვი­ლი.

- ანუ შენს თავს, არა? შენს თავს ბრო­წე­უ­ლის ყვა­ვილს ადა­რებ, ხომ?
გავ­წით­ლ­დი. მარ­თალს ამ­ბობ­და. ჩემს თავს ყო­ველ­თ­ვის ამ მცე­ნა­რის ყვა­ვილს ვა­და­რებ­დი. მი­სი შე­კითხ­ვა პა­სუხ­გა­უ­ცე­მე­ლი დავ­ტო­ვე.
- შე­ნი გა­ზაფხუ­ლი რო­დის დგე­ბა, ანი­კა?
ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ოდ­ნავ შევ­კ­რ­თი. ვერ მივ­ხ­ვ­დი, რა­ტომ მე­კითხე­ბო­და.
- არ ვი­ცი... ალ­ბათ თა­ვის დრო­ზე, რო­ცა გა­ზაფხუ­ლი იწყე­ბა.
- გა­გიკ­ვირ­დე­ბა, ცო­ტა ად­რე რომ და­გიდ­გეს?
- რო­გორც ამ ბრო­წე­უ­ლის გა­მიკ­ვირ­და?
- თუნ­დაც.
- არ ვი­ცი... შე­იძ­ლე­ბა გა­მიკ­ვირ­დეს, შე­იძ­ლე­ბა არა.
- ხომ არ შეგ­ცივ­და? შე­გა­კან­კა­ლა... - უცებ მჭიდ­როდ მი­მიკ­რა მხარ­ზე და თმა­ზე ხე­ლი გა­და­მის­ვა. - ნე­ბას რომ მომ­ცემ­დე, გა­გათ­ბობ­დი.
- ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, - შე­ვე­ცა­დე, უდარ­დე­ლად მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ რო­დე­საც წინ გა­და­მიდ­გა და თი­თით ჩე­მი ტუ­ჩე­ბის კონ­ტუ­რი მო­ხა­ზა, სა­ხე­ზე ისე­თი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აღე­ბეჭ­და, რომ სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა.

- შე­ნი ტუ­ჩე­ბი პირ­და­პირ იხ­ვე­წე­ბი­ან, მა­კო­ცე­თო. იცო­დი ეს?
მი­სი და­ბა­ლი, მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხმის­გან გულ­მა უფ­რო გა­მა­ლე­ბით და­მიწყო ძგე­რა, სის­ხ­ლ­მა კი ისე­თი შხუ­ი­ლით და­ირ­ბი­ნა სხე­უ­ლი, მე­გო­ნა, გა­რე­და­ნაც კი შე­მეტყო­ბო­და. პი­რი გა­ვა­ღე, რომ მე­პა­სუ­ხა, მირ­ზა კი ისე და­მეძ­გე­რა ტუ­ჩებ­ში, თით­ქოს მა­თი მოკ­ვ­ნე­ტა სურ­სო.
- ოოო, ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია... თაფ­ლი­ვით. შენ რა, ფუტ­კა­რი ხარ?
ახ­ლა უკ­ვე აღარ მცი­ო­და.
- მირ­ზა... - ძლივს ამოვ­თ­ქ­ვი და ჩემ­ხე­ლა ნერ­წყ­ვი გა­და­ვა­გო­რე.
- არა, არა! არა­ფე­რი თქვა! არც ერ­თი სიტყ­ვა! ლა­პა­რა­კი ჩვენ სი­კე­თემ­დე არ მიგ­ვიყ­ვანს, ზუს­ტად ვი­ცი. მე ვი­მოქ­მე­დებ, შენ კი მომ­ყე­ვი, - ამ სიტყ­ვე­ბით კვლავ ტუ­ჩებ­ზე და­მე­წა­ფა.

ღმერ­თო, რო­გო­რი სი­ხარ­ბით მკოც­ნი­და! ღმერ­თო! რო­გორ მიყ­ვარ­და ეს კა­ცი!
რა­ღაც სა­ოც­რე­ბებს სჩა­დი­ო­და ჩე­მი ყუ­რის ძირ­ში, ჩემს ყელ­ზე... ეს არ იყო კოც­ნა, ეს უფ­რო მე­ტი იყო, ვიდ­რე კოც­ნა! ჩე­მი სხე­უ­ლი ბრმად პა­სუ­ხობ­და, მი­სი მო­ფე­რე­ბა სა­ში­ნელ ხან­ძარს ან­თებ­და ჩემს გულ­ში.

ღმერ­თო, რა სიბ­რ­მა­ვეა! რა იდი­ო­ტუ­რი სიბ­რ­მა­ვეა, ღმერ­თო! რა სა­გან­გა­შო! ასე­თი კა­ცის შეყ­ვა­რე­ბა უფ­ს­კ­რულ­ში გა­და­ჩეხ­ვის ტოლ­ფა­სია.
არაფ­რის დი­დე­ბით არ უნ­და გა­ი­გოს, რომ მიყ­ვარს. ამ დამ­ცი­რე­ბის გა­და­ტა­ნა ისე­ვე გა­მი­ჭირ­დე­ბა, რო­გორც ზამ­თ­რის გა­და­ტა­ნა მი­ჭირს ხოლ­მე. ზამ­თარს ვერ ვგუ­ობ, სულ მცი­ვა. მე ზაფხუ­ლის გო­გო ვარ, რაც უნ­და ცხე­ლო­დეს, მა­ინც კარ­გად ვგრძნობ თავს. წე­სით, აპ­რი­ლის ბო­ლოა და ახ­ლა აღარ უნ­და მცი­ო­დეს, მაგ­რამ ვე­რა, ჯერ ვერ გათ­ბა ჩე­მი სხე­უ­ლი. მცი­ვა­ნა ვარ და რა ჩე­მი ბრა­ლია?

რა შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. ეს სა­ში­ნე­ლი კა­ცი რამ შე­მაყ­ვა­რა? გარ­და იმი­სა, რომ უსაზღ­ვ­რო ცი­ნი­კო­სია და ნარ­ცი­სი­ვით თა­ვის თავ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ქა­ლე­ბის მთე­ლი ბა­ნა­კი დას­დევს უკან. ჩვენ შო­რის რომც გა­ი­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, ამას რა გა­ა­ჩე­რებს? მე ვარ მი­სი დამ­კა­ვე­ბე­ლი? გა­მო­რიცხუ­ლია. ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე გა­მამ­წა­რებს, წა­რა­მა­რა მი­ღა­ლა­ტებს და სად ვდიო მე­რე მის ქა­ლებს? თა­ნაც, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი სა­სიყ­ვა­რუ­ლო საქ­მე­ებ­ში გა­მობ­რ­ძ­მე­დი­ლია, იცი­ან, თა­ვი რო­გორ მო­ა­წო­ნონ და რო­გორ და­ა­ბან. თუმ­ცა ამას დაბ­მუ­ლის არა­ფე­რი ეტყო­ბა, აქამ­დე ერ­თ­მაც კი ვერ გა­ა­ბა ოჯა­ხურ მა­ხე­ში.

კოც­ნა გა­ჭი­ა­ნურ­და და ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ და­მე­ბე­რა კერ­ტე­ბი. ჩემ­მა მკერ­დ­მა პირ­ველ­მა იგ­რ­ძ­ნო, რომ პრო­ცე­სი სა­შიშ ფა­ზა­ში შე­ვი­და.
- მირ­ზა, გთხოვ... - მკვეთ­რად გა­ვე­რი­დე, მაგ­რამ რო­გორც კი მი­სი სხეუ­ლის სით­ბო მომ­ცილ­და, თით­ქოს მი­ტო­ვე­ბუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი.
- ვი­ცი, ვი­ცი, ჩვენ აღა­რა­ფე­რი გვა­კავ­ში­რებს ერ­თ­მა­ნეთ­თან, - ჩურ­ჩუ­ლით მითხ­რა, - მაგ­რამ ისე­თი ტკბი­ლი ხარ, რომ... ჩე­მი პა­ტა­რა ფუტ­კა­რი ხარ შენ.
სწო­რედ ამ ბო­ლო სიტყ­ვებ­მა გა­მა­ღი­ზი­ა­ნა. ალ­ბათ ყვე­ლა ქალს ასე ეფე­რე­ბა, ამ ფრა­ზით, ამ მეტ­სა­ხე­ლით. აი, რო­გორ ნუს­ხავს სა­პი­რის­პი­რო სქესს. რა უნ­და, მი­სი საყ­ვა­რე­ლი გავ­ხ­დე? არა­სო­დეს! აჯო­ბებს, დრო­ზე გავ­ქ­რე მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან, სა­ნამ სი­სუ­ლე­ლე ჩა­მი­დე­ნია. ვგრძნობ, დიდ­ხანს ვერ გა­ვუძ­ლებ ამ მდგო­მა­რე­ო­ბას.

უკა­ნა გზა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე და­ვი­ჭი­რე მი­სი ყუ­რადღე­ბით სავ­სე მზე­რა. ლა­პა­რა­კით ძა­ლი­ან ცო­ტას ლა­პა­რა­კობ­და, ისე, ზო­გად თე­მებ­ზე, მეც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ვპა­სუ­ხობ­დი, თით­ქოს ჩვენ შო­რის არა­ფე­რი მომ­ხ­და­რა. რო­ცა ჩემს კორ­პუსს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, უკ­ვე მო­სა­ღა­მო­ე­ბუ­ლი იყო. ამო­ვარ­დ­ნილ ქარს ღრუბ­ლე­ბი გა­და­ე­რე­კა და ცა მო­ეკ­რი­ა­ლე­ბი­ნა, თუმ­ცა მა­ინც ცი­ო­და. ის იყო, მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვ­ლა და­ვა­პი­რე, რომ მკლა­ვი და­მი­ჭი­რა.
- მე რამ­დე­ნი­მე დღე­ში მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბი და ალ­ბათ, კარ­გა ხნით ვერ გნა­ხავ.
- ჩე­მი ნახ­ვა რა აუცი­ლე­ბე­ლია?
თით­ქოს არც გა­უ­გო­ნია ჩე­მი შე­კითხ­ვა, ისე გა­აგ­რ­ძე­ლა:
- ვი­ცი, რომ და­ბა­დე­ბის დღე გაქვს ცხრა მა­ისს, მე კი აქ არ ვიქ­ნე­ბი. ამი­ტომ ეს პა­ტა­რა სა­ჩუ­ქა­რი მი­ი­ღე ჩემ­გან, - მო­მეჩ­ვე­ნა, რომ დარ­ცხ­ვე­ნით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და.
მან უკა­ნა სა­ვარ­ძ­ლი­დან პა­ტა­რა, ოთხ­კუთხა შეხ­ვე­უ­ლი აიღო და მო­მა­წო­და.
გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი მზე­რა ვეს­რო­ლე. გა­მორ­თ­მე­ვას ვა­ჭი­ა­ნუ­რებ­დი.
- გა­მო­მარ­თ­ვი, არ გიკ­ბენს, - ღი­მი­ლით შე­მა­გუ­ლი­ა­ნა.
ფრთხი­ლად ჩა­მო­ვარ­თ­ვი კო­ლო­ფი.
- და გახ­სე­ნი. - თა­ვი­სი მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნი მო­იშ­ვე­ლია.
გავ­ხ­სე­ნი და შე­ში­ნე­ბულ­მა მსუ­ბუ­ქად შევ­კივ­ლე.
- არა, არა! ამას ვერ ავი­ღებ! - მუ­ყა­ოს წი­თელ ყუთ­ში ულა­მა­ზე­სი ბრო­ში იყო, ბრი­ლი­ან­ტის­თ­ვ­ლი­ა­ნი, რო­მელ­საც ბრო­წე­უ­ლის ფორ­მა ჰქონ­და. რო­გორც ჩან­და, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი.
- რა­ტო­მაა, რომ ჩემს ნაც­ნობ ქა­ლებს შო­რის შენ ერ­თა­დერ­თი ხარ, რო­მე­ლიც ყო­ველ ჯერ­ზე ხმა­ურს ტეხს, რო­ცა მინ­და პა­ტა­რა სი­ურ­პ­რი­ზი გა­ვუ­კე­თო? - ცი­ვად მკითხა და თა­ვი­სი შე­უც­ვ­ლე­ლი სა­ფირ­მო მზე­რით ლა­მის გამ­ხ­ვ­რი­ტა.
- შენ ამას პა­ტა­რა სი­ურ­პ­რიზს ეძა­ხი? ამის სა­ყიდ­ლად ჩე­მი ერ­თი წლის ხელ­ფა­სიც არ მე­ყო­ფო­და!
ამით უნ­და, რომ მო­მის­ყი­დოს? პა­ტა­რა ბავ­შ­ვი ვარ, კან­ფე­ტით რომ მი­იტყუ­ე­ბენ? ამის იმე­დი არ ჰქონ­დეს!
- ჩათ­ვა­ლე, რომ ეს ერ­თი მცი­რე რეკ­ვი­ზი­ტია იმ სპექ­ტაკ­ლ­ში, რო­მელ­საც მე და შენ ვთა­მა­შობთ.
- მე არა­ფერს არ ვთა­მა­შობ და თუ შენ თა­მა­შობ, მარ­ტო მო­გი­წევს გაგ­რ­ძე­ლე­ბა! - აღ­შ­ფო­თე­ბას ვერ ვმა­ლავ­დი.
- რა გე­მარ­თე­ბა? ეს მხო­ლოდ სა­ჩუ­ქა­რია შე­ნი და­ბა­დე­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად. გა­სა­გე­ბია? - ლა­მის ხე­ლი­დან გა­მომ­გ­ლი­ჯა ბრო­ში, ყუთ­ში ჩა­აბ­რუ­ნა და ხელ­ში ძა­ლით მო­მა­ჩე­ჩა.

კი­დევ ერთ შეც­დო­მას ვუშ­ვებ­დი ამ სა­ჩუქ­რის მი­ღე­ბით, მაგ­რამ ამის თქმაც ვერ გავ­ბე­დე. არ მინ­დო­და მი­სი და­კარ­გ­ვა. არ ვი­ცი, რი­სი იმე­დი მქონ­და, მაგ­რამ მა­ინც ვე­ლო­დე­ბო­დი სას­წა­ულს.
- რო­ცა სას­წა­უ­ლი არ ხდე­ბა, შენ თვი­თონ უნ­და მო­ახ­დი­ნო იგი, - თით­ქოს ჩემს ფიქრს გა­მო­ეხ­მა­უ­რაო, უცებ მო­მი­ხია, - რო­გორც შენ გიყ­ვარს თქმა, თუ ზღა­პა­რი არ ახ­დე­ბა, ჯა­დო­ქა­რი უნ­და შეც­ვა­ლო. ყვე­ლა­ფე­რი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

მი­სი ქა­რაგ­მა გა­სა­გე­ბიც იყო და გა­უ­გე­ბა­რიც. მა­ინც ვყოყ­მა­ნობ­დი, ვერ გა­და­მეწყ­ვი­ტა, რო­გორ მოვ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი.
- რო­ცა ამას ვყი­დუ­ლობ­დი, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ძა­ლით თუ მექ­ნე­ბო­და შენ­თ­ვის სა­ჩუ­ქე­ბე­ლი, - მწა­რედ ჩა­ი­ცი­ნა. - აბა, მი­იბ­ნიე პე­რან­გ­ზე.
მი­ვიბ­ნიე. კმა­ყო­ფილს შუბ­ლი გა­ეხ­ს­ნა, შე­უმ­ჩ­ნევ­ლად ჩა­ი­ღი­მა, ჩემ­კენ გად­მო­ი­ხა­რა და ნა­ზად მა­კო­ცა.
- მა­გა­რია! შენ ხარ ქა­ლი, რო­მელ­საც უნ­და კოც­ნი­დე. შენ­თ­ვის ეს ოდეს­მე ვინ­მეს უთ­ქ­ვამს?
ალან­ძულ­მა უარის ნიშ­ნად თა­ვი გა­ვაქ­ნიე.
- ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი... და ნუ მი­ყუ­რებ ისე, თით­ქოს შე­ნი ყვე­ლა კოშ­მა­რუ­ლი სიზ­მა­რი ჩემს სა­ხე­შია მოქ­ცე­უ­ლი. მე კარ­გი ბი­ჭი ვარ, - თქვა მან, თვა­ლი ჩა­მიკ­რა და ძრა­ვა აამუ­შა­ვა.
გაბ­რუ­ე­ბუ­ლი გა­და­ვე­დი მან­ქა­ნი­დან... ის კი წამ­ში გაქ­რა... კოშ­მა­რულ მოჩ­ვე­ნე­ბა­სა­ვით...


ავტორი სვეტა კვარაცხელია
დაელოდეთ გაგრძელებას
წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
ბელა მჟავანაძე
მაინტერესებს. როდის დაიდება 15 თავი
10:01 / 02-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93