ნოველები

ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (დასასრული)

ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი (დასასრული)
ორი დღე არ გა­მო­ჩე­ნი­ლა. ორი დღე არ და­უ­რე­კავს. ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მკლავ­და, სად იყო და რას აკე­თებ­და, მაგ­რამ არც მე მიც­დია თა­ვის შეხ­სე­ნე­ბა. სი­ა­მა­ყემ მძლია და ჩუ­მად ვი­ყა­ვი. მე­სა­მე დღეს, რო­გორც იქ­ნა, შე­მეხ­მი­ა­ნა. მთხო­ვა, ამა­ღამ მი­ვემ­გ­ზავ­რე­ბი და ჩემ ჩა­მოს­ვ­ლამ­დე მინ­და, ახა­ლი კორ­პუ­სის მშე­ნებ­ლო­ბას შენ მი­ა­დევ­ნო თვა­ლიო. ახა­ლი კორ­პუ­სი კი, არც მე­ტი, არც ნაკ­ლე­ბი, ბა­თუმ­ში შენ­დე­ბო­და. შე­მე­შინ­და. ჯერ ერ­თი, ბე­ბია არ იყო ად­ვი­ლი და­სა­ტო­ვე­ბე­ლი, მე­ო­რეც - მარ­ტო მო­ვე­რე­ო­დი საქ­მეს? ან კი რა­ტომ მენ­დო­ბო­და? რა გა­რან­ტია ჰქონ­და, რომ ყვე­ლა­ფერს სა­ნი­მუ­შოდ
გა­ვუძღ­ვე­ბო­დი?
- ლე­კო მო­გეხ­მა­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, ის აქ უნ­და იყოს, თბი­ლის­ში. ამი­ტომ სან­დო ადა­მი­ა­ნი მჭირ­დე­ბა. შენ საქ­მის კურ­ს­ში ხარ, შე­მო­სავ­ლე­ბიც შენს ხელ­შია და გა­სავ­ლე­ბიც. ერთ სიტყ­ვით, ჩე­მი მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი ხარ. უნ­და და­მეხ­მა­რო.

- რამ­დე­ნი ხნით მი­დი­ხარ?
- ერ­თი თვით, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის.
- მაგ­რამ ბე­ბი­ა­ჩე­მი...
- ეგ საქ­მე მოგ­ვა­რე­ბუ­ლია. მომ­ვ­ლე­ლი და­ვი­ქი­რა­ვე, ხვალ დი­ლით ჩა­ვა და მთე­ლი თვე მას­თან დარ­ჩე­ბა, წა­მი­თაც არ მო­ა­ცი­ლებს თვალს. გუ­შინ ჩა­ვიყ­ვა­ნე და გა­ვა­ცა­ნი ნი­ნუ­ცას. ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, კარ­გი გო­გოაო. ფუ­ლი გა­დახ­დი­ლია. თან მან­ქა­ნა ჰყავს, ხში­რად გა­ა­სეირ­ნებს ხოლ­მე.
- და ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ უკითხა­ვად მო­აგ­ვა­რე?
- ნუ მსაყ­ვე­დუ­რობ. ეს საქ­მე ჩემს ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დი­ო­და, ამი­ტო­მაც გა­მო­ვი­დე თა­ვი. რომ ჩა­მო­ვალ, მა­შინ დამ­ტუქ­სე, ოღონდ ახ­ლა არა, გთხოვ. ახ­ლა და­მეხ­მა­რე.
ვე­რა­ფე­რი ვუთხა­რი. მი­სი გუ­ლის­თ­ვის ყვე­ლა­ფერ­ზე ვი­ყა­ვი წამ­ს­ვ­ლე­ლი.
- სას­ტუმ­რო და­ჯავ­შ­ნი­ლია, ლე­კოს ნა­ხავ და ის გეტყ­ვის, რო­გორ მო­იქ­ცე და რო­დის წახ­ვი­დე. ოღონდ ფრთხი­ლად, მას­თან რო­მა­ნი არ გა­ა­ბა, თო­რემ გულს მატ­კენ... - აქ ცო­ტა შე­ყოვ­ნ­და, - სულ ეს არის. რომ ჩა­მო­ვალ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვ­ლე­ბა. გპირ­დე­ბი. - ეს მითხ­რა და გა­მი­თი­შა.


და აი, ერ­თი კვი­რაა ბა­თუმ­ში ვარ. სა­სი­ა­მოვ­ნო ამინ­დია. სას­ტუმ­რო მყუდ­როა და კე­თილ­მოწყო­ბი­ლი. მან­ქა­ნა მემ­სა­ხუ­რე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მიძ­ლია მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­ვი­დე. არც ისე რთუ­ლად ყო­ფი­ლა საქ­მე, რო­გორც მე­გო­ნა. ეგ­რე­ვე ავუ­ღე ალ­ღო ყვე­ლა­ფერს. მშე­ნებ­ლე­ბი თვა­ლებ­ში შე­მომ­ცი­ცი­ნე­ბენ, ნე­ბის­მი­ერ წვრილ­მანს მი­თან­ხ­მე­ბენ. ლე­კოც ყო­ვე­ლ­დღე მი­რე­კავს და მეც საქ­მის კურ­ს­ში ვა­ყე­ნებ. მას მოს­წონს ჩე­მი მუ­შა­ო­ბის სტი­ლი, თან მეფ­ლირ­ტა­ვე­ბა. აშ­კა­რად მოვ­წონ­ვარ, მაგ­რამ ფლი­რ­ტაო­ბა­ზე შორს წას­ვ­ლას ვერ ბე­დავს. ნე­ტავ რა­ტომ? გა­მარ­ჯ­ვე­ბის იმე­დი არა აქვს და იმი­ტომ? თუ მირ­ზამ ისიც გა­აფ­რ­თხი­ლა? მე­ეჭ­ვე­ბა, ასე არ და­იმ­ცი­რებ­და თავს თა­ნამ­შ­რომ­ლის წი­ნა­შე.
ბე­ბი­ას დღე­ში ორ­ჯერ მა­ინც ვუ­რე­კავ. კარ­გა­დაა, მზი­კო უვ­ლის და კმა­ყო­ფი­ლია. მეც მშვი­დად ვარ, რომ სახ­ლი­დან არ გარ­ბის და მი­სი მო­ძებ­ნა არ მიხ­დე­ბა.

მირ­ზას ერ­თხე­ლაც არ და­უ­რე­კავს ჩემ­თ­ვის. მხო­ლოდ ლე­კოს­თან აქვს სა­ტე­ლე­ფო­ნო კავ­ში­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა, მე რა­ტომ არ მე­კონ­ტაქ­ტე­ბა?
რამ­დენ­ჯერ­მე მთე­ლი ძა­ლით შე­ვი­სუნ­თ­ქე სა­ღა­მოს ჰა­ე­რი და ნერ­ვე­ბის დაწყ­ნა­რე­ბას შე­ვე­ცა­დე. არა უშავს, მის ჩა­მოს­ვ­ლამ­დე თავს არ შე­ვირ­ცხ­ვენ, ყვე­ლა­ფერს გა­ვუ­კე­თებ, რო­გორც მთხო­ვა და მე­რე სა­ბო­ლო­ოდ გავ­ქ­რე­ბი მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან.

ამა­სო­ბა­ში მა­ი­სი ჩამ­თავ­რ­და და ცხელ­მა ზაფხულ­მაც მცხუნ­ვა­რე მზით შე­მო­ა­ბი­ჯა. სულ ოცი წუ­თის მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი მშე­ნებ­ლო­ბი­დან, ერ­თი­ა­ნად გა­ოფ­ლი­ლი მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შევ­ვარ­დი წყლის გა­და­სავ­ლე­ბად. ამ­წუ­თას თმას ვიშ­რობ­დი. ფე­ნის ზუ­ზუნ­ში არც გა­მი­გია, კა­რი რო­გორ გა­ი­ღო. სარ­თუ­ლის დამ­ლა­გე­ბელ­მა ერ­თი შე­მომ­ღი­მა და გან­ზე გად­გა. გა­მიკ­ვირ­და მი­სი და­ნახ­ვა. კა­რი შიგ­ნი­დან მქონ­და ჩა­კე­ტი­ლი და გა­ღე­ბა მხო­ლოდ მას შე­ეძ­ლო თა­ვი­სი გა­სა­ღე­ბით.

უეც­რად მის ზურგს უკან ნაც­ნო­ბი სი­ლუ­ე­ტი დავ­ლან­დე. გუ­ლი ლა­მის ამო­მი­ვარ­და ბუ­დი­დან. ოთახ­ში ყუ­რე­ბა­მდე გა­ღი­მე­ბუ­ლი მირ­ზა შე­მო­იჭ­რა, დამ­ლა­გე­ბელს მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და და კა­რი ცხვირ­წინ მი­უ­ხუ­რა.
- ასე თუ ისე, ჩა­მო­ვე­დი, - იქედ­ნუ­რად ჩა­ი­ღი­მა, - გა­გი­ხარ­და ჩე­მი და­ნახ­ვა?
- ჰო, - გულ­წ­რ­ფე­ლად მი­ვუ­გე, ჩავ­თ­ვა­ლე, რომ ზო­მი­ე­რი დო­ზით გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა სუ­ლაც არ იყო ზი­ა­ნის მომ­ტა­ნი, - უბ­რა­ლოდ, არ გე­ლო­დი.
- მო­დი ჩემ­თან.
მი­სი და­ნახ­ვით გა­ო­ცე­ბუ­ლი ად­გილს მი­ვე­ლურ­ს­მე, ხელ­ში ფე­ნით, რო­მე­ლიც წა­მე­ბის წინ გა­მოვ­რ­თე.
- ჩემ­თან მო­დი-მეთ­ქი, გითხა­რი! - ისევ მბრძა­ნებ­ლუ­რი ტო­ნი, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის.
და­ძა­ბულ­მა ორი­ო­დე ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი. ასე­თი უემო­ციო ჯერ არ ვყო­ფილ­ვარ.
- მოკ­ლედ, შენ­ნა­ი­რი ქა­ლი მე­ო­რე არ შემ­ხ­ვედ­რია, - მი­საყ­ვე­დუ­რა, - ხან ყი­ნუ­ლის დე­დო­ფა­ლი­ვით ხარ, ხან კი­დევ დი­ნა­მი­ტით სავ­სე კას­რი.

- ასე გგო­ნია? - ძლივს ვთქვი მი­სი სი­ახ­ლო­ვით გაბ­რუ­ე­ბულ­მა.
- კი არა მგო­ნია, ვი­ცი, - მითხ­რა და ხე­ლის ზურ­გი ნე­ლა ჩა­მო­მის­ვა სა­ხე­ზე.
მე­გო­ნა, მა­კო­ცებ­და, ის კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მე­რი­და და ფან­ჯა­რას­თან მი­სულ­მა ფარ­და ხე­ლის ერ­თი გაქ­ნე­ვით გა­დას­წია. იმედ­გაც­რუ­ე­ბის მწა­რე ჩხვლე­ტა ვიგ­რ­ძე­ნი, რომ არ მა­კო­ცა.

- რო­გორ მი­დის საქ­მე­ე­ბი? ლე­კო ძა­ლი­ან კი გა­ქებს და ნე­ტავ რა­ტომ? მხო­ლოდ საქ­მის გა­მო თუ...
პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი. მის­კენ და­ვი­ძა­რი თა­ვა­წე­უ­ლი, ახ­ლოს, ძა­ლი­ან ახ­ლოს მი­ვე­დი, თი­თის წვე­რებ­ზე ავი­წიე და პირ­და­პირ ტუ­ჩებ­ში ვა­კო­ცე.
ამას არ ელო­და. ურ­წ­მუ­ნო კა­ცის მზე­რით დამ­ხე­და. მე გა­ვუ­ღი­მე... ორაზ­როვ­ნად, მაც­დუ­რად.

- ანი­კა, რას მი­კე­თებ? - წა­ი­ჩურ­ჩუ­ლა და მკლა­ვებ­ში მო­მიმ­წყ­ვ­დია.
სი­ა­მოვ­ნე­ბა­მოგ­ვ­რილ­მა თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე. საო­ცა­რი წუ­თე­ბი იყო. მის სა­პა­სუ­ხო კოც­ნა­ში სას­ტი­კი, მხე­ცუ­რი მგრძნო­ბე­ლო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და, რო­მელ­მაც ამათ­რ­თო­ლა, ხე­ლე­ბი კი ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მოვ­ხ­ვიე მხრებ­ზე.

ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ გა­მი­ყო­ლა სა­წო­ლის­კენ. თავ­და­პირ­ვე­ლად არ გა­ვუ­ძა­ლი­ან­დი, მაგ­რამ რბილ სა­წოლ­ზე რომ და­ვე­ცი, მა­შინ­ვე და­მიბ­რუნ­და გო­ნი. "მირ­ზა, არ გინ­და..." - ძლივს მო­ვას­წა­რი თქმა, მაგ­რამ ტუ­ჩე­ბით მსწრაფლ და­მი­მუ­წა პი­რი...
რე­ა­ლო­ბას მა­შინ და­ვუბ­რუნ­დი, რო­ცა შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვი­ხი­ლე ჩე­მი თა­ვი. არ მახ­სოვს, რო­დის გამ­ხა­და ხა­ლა­თი, რომ­ლის შიგ­ნით არა­ფე­რი მეც­ვა, რად­გან სა­ა­ბა­ზა­ნო­დან ახა­ლი გა­მო­სუ­ლი ვი­ყა­ვი. მოზღ­ვა­ვე­ბუ­ლი სირ­ცხ­ვი­ლის­გან გავ­წით­ლ­დი, სწრა­ფად წა­მოვ­ხ­ტი, ხა­ლა­თი მო­ვიც­ვი და სა­წოლ­ზე ჩა­მოვ­ჯე­ქი.

- მა­პა­ტიე... - შეც­ვ­ლი­ლი ხმით წარ­მოვ­თ­ქ­ვი და თა­ვი დავ­ხა­რე, არ მინ­დო­და ჩე­მი გა­წით­ლე­ბა შე­ემ­ჩ­ნია. სველ­მა თმამ სა­ხე და­მი­მა­ლა, - ჩე­მი თა­ვის­თ­ვის ამის უფ­ლე­ბა არ უნ­და მი­მე­ცა... არ ვი­ცი, რა მე­ტა­კა.
- შენ კი არა, მე არ უნ­და მექ­ნა ეს, - მის ხმა­ში ისევ და ისევ ჩვე­უ­ლი ირო­ნია გა­მოს­ჭ­ვი­ო­და, - სა­ნამ შე­ნამ­დე მო­ვაღ­წევ­დი, ჩემს თავს ვპირ­დე­ბო­დი, რომ დღეს თითს არ და­გა­კა­რებ­დი. მინ­დო­და, უკეთ გა­გე­ცა­ნი და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა ისევ და­ლა­გე­ბუ­ლი­ყო.
- ისევ? - თა­ვი ავ­წიე და თვა­ლებ­ში ჩავ­ხე­დე, - იყო კი ოდეს­მე და­ლა­გე­ბუ­ლი?
- შე­იძ­ლე­ბა არც იყო, მაგ­რამ შე­ნი შეც­დე­ნით არა მგო­ნია, გა­კე­თილ­შო­ბილ­დეს. ასე არ არის? შენ ხომ მე სა­ერ­თოდ არ მენ­დო­ბი.
- არა, ასე არ არის...
- რო­გორ არა, ასეა. შენ შე­ნი თა­ვი წი­თელ­ქუ­და გგო­ნია, მე კი ბო­როტ მგლად მი­მიჩ­ნევ. ად­რე თუ გვი­ან მო­გი­წევს ჩე­მი ახ­ლოს მოშ­ვე­ბა. ამას ვერ ას­ც­დე­ბი.
- რა­ტომ? - წარ­ბე­ბი ავ­ზი­დე.
- იმი­ტომ.
- რა­ტომ იმი­ტომ? - არ მო­ვეშ­ვი.

- იმი­ტომ და მორ­ჩა! - ისიც წა­მოჯ­და სა­წოლ­ზე და ხა­ლა­თის კი­დე­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან უფ­რო ახ­ლოს მის­წია, რომ ჩე­მი შიშ­ვე­ლი მკერ­დი და­ე­ფა­რა, მე­რე ქა­მა­რი შე­მიხ­ს­ნა და თა­ვი­დან გა­მი­ნას­კ­ვა. მი­სი თი­თე­ბის მოძ­რა­ო­ბა მშვი­დი იყო, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, სა­ხე­ზე კი გულ­გ­რი­ლი გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა აღ­ბეჭ­დვო­და. ზუს­ტად ისე­თი, მო­რიგ ქალს რომ და­ე­უფ­ლე­ბი და ჟინს მო­იკ­ლავ. უარე­სად გავ­წით­ლ­დი, ახ­ლა უკ­ვე აღ­შ­ფო­თე­ბის­გან. კა­ცი კი არა, ქვაა, უგ­რ­ძ­ნო­ბი, ცი­ვი...

- კი­დევ ერ­თი გა­მარ­ჯ­ვე­ბის ქუ­ლა ჩა­ი­წე­რე შენს სი­ა­ში, არა? - ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და უხე­შად მი­ვა­ხა­ლე. მზად ვი­ყა­ვი, ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­ზიზღ­რო­ბა მეთ­ქ­ვა მის­თ­ვის, რაც ენა­ზე მო­მად­გე­ბო­და. ეს რა და­მე­მარ­თა, ასე უცებ რო­გორ დავ­ნებ­დი? გონ­ზე მოს­ვ­ლაც ვერ მო­ვას­წა­რი. და ისე ჩა­ი­ა­რა ამ ყვე­ლა­ფერ­მა, თით­ქოს ჩემ­თ­ვის პირ­ვე­ლი კი არა, მეცხ­რე მა­მა­კა­ცი ყო­ფი­ლი­ყო. იმა­საც ვერ მივ­ხ­ვ­დი, სი­ა­მოვ­ნე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი თუ ტკი­ვი­ლი.
- ჩავ­თ­ვა­ლოთ, რომ მე ეს არ გა­მი­გო­ნია, - არც შე­მო­უ­ხე­დავს, ისე ჩა­ი­ლა­პა­რა­კა და წა­მოდ­გა, ისევ ისე, გულ­გ­რი­ლი სა­ხით. - ათი წუ­თი გაქვს, რომ თა­ვი მო­ი­წეს­რი­გო და დაბ­ლა ჩა­მოხ­ვი­დე. ყვე­ლა­ფე­რი წა­მო­ი­ღე, რაც ამ ერთ თვე­ში გა­ა­კე­თე, უნ­და გა­დავ­ხე­დო. მა­ინ­ტე­რე­სებს, რა გა­ა­კე­თე ჩემ არ­ყოფ­ნა­ში, - ეს ისე ცი­ვად თქვა, თით­ქოს რი­გით თა­ნამ­შ­რო­მელს ესა­უბ­რე­ბაო, თან კა­რი გა­ა­ღო და სა­ნამ გა­ვი­დო­და, მო­მა­ძა­ხა, - არ ვე­ლო­დი, ქალ­წუ­ლი თუ იქ­ნე­ბო­დი.

შე­უ­რაცხ­ყო­ფის­გან სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. სა­ოც­რად მო­მინ­და, სა­ხე­ში ძლი­ე­რად გა­მერ­ტყა, მაგ­რამ გა­მას­წ­რო. რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, გა­სი­ლა­ქე­ბა არ ას­ც­დე­ბო­და.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად კა­რი ისევ შე­მო­ა­ღო, თა­ვი შე­მო­ყო და ოდ­ნავ შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ხმით მითხ­რა:
- არ მა­ლო­დი­ნო, ანი­კა.
- მა­გას რო­გორ გავ­ბე­დავ, - აფო­რა­ჯე­ბულ­მა თვა­ლე­ბი და­ვაკ­ვე­სე და მი­ვა­ყო­ლე, - რა, ნი­ნი გა­ლო­დი­ნებ­და ხოლ­მე სექ­სის შემ­დეგ?
ამის თქმა და... ორი ნახ­ტო­მით ჩემ­თან გაჩ­ნ­და, მკლავ­ზე ძლი­ე­რად წა­მი­ჭი­რა ხე­ლი და შე­მა­ჯან­ჯღა­რა:
- შე­ნი თა­ვი რა­მედ თუ გი­ღირს, ეს სა­ხე­ლი მე­ო­რედ არ ახ­სე­ნო ჩემ­თან, გეს­მის?
შე­ში­ნე­ბუ­ლი მო­ვი­კუნ­ტე.
- ჰო თუ არა? - ისევ შე­მა­ჯან­ჯღა­რა.
- ჰო, - ყუ­რებს არ ვუ­ჯე­რებ­დი, ისე­თი ხმა ამო­ვუშ­ვი. შე­ში­ნე­ბუ­ლი ტუ­ჩებს ვერ ვგრძნობ­დი.
კა­რი რომ გა­ჯა­ხუნ­და, მხრე­ბი მხო­ლოდ მა­შინ შე­ვა­ტო­კე და სა­წოლ­ზე მი­ვეგ­დე. ნუ­თუ ასე უყ­ვარს? რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, ნი­ნი რომ ვუხ­სე­ნე. ალ­ბათ ვერ აიტა­ნა სხვა ქა­ლის­გან მი­სი სა­ხე­ლის მოს­მე­ნა...

ძლივს დავ­წყ­ნარ­დი. ზუს­ტად ათი წუ­თის შემ­დეგ ვეს­ტი­ბი­ულ­ში ჩა­ვე­დი. ის ფან­ჯა­რას­თან მდგარ მა­გი­დას უჯ­და და მე­ლო­და. კო­პებ­შეკ­რულს ჩემ და­ნახ­ვა­ზე გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა არ შესც­ვ­ლია.
- მო­მე­ცი! - ხე­ლი გა­მო­ი­წო­და და სა­ქა­ღალ­დე ლა­მის გა­მომ­გ­ლი­ჯა. მე­რე მკვეთ­რი მოძ­რა­ო­ბით წა­მოდ­გა და თა­ვით მა­ნიშ­ნა, მომ­ყე­ვიო. გა­რეთ გა­ვე­დით, სა­დაც მი­სი "ჯი­პი" იდ­გა...
კარ­გა ხანს მივ­დი­ო­დით. მან­ქა­ნა სა­ნა­პი­რო ზოლს მი­უყ­ვე­ბო­და. უკ­ვე შე­ღა­მე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ პლაჟ­ზე უამ­რა­ვი დამ­ს­ვე­ნე­ბე­ლი ირე­ო­და. ივ­ნის­ში ბა­თუმ­ში არას­დ­როს მი­ნა­ხავს ამ­დე­ნი ხალ­ხი.
რო­გორც იქ­ნა, უკაც­რი­ე­ლი ად­გი­ლი შე­არ­ჩია და გა­ა­ჩე­რა. ვე­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, თავ­ში სა­ში­ნე­ლი ქა­ო­სი ირე­ო­და. ირ­გ­ვ­ლივ მხო­ლოდ ჩვენ ორ­ნი ვი­ყა­ვით. სა­ღა­მოს ნი­ავს ზღვის მა­რი­ლი­ა­ნი სურ­ნე­ლი და ტალ­ღე­ბის ტლა­შუ­ნის ხმა მოჰ­ქონ­და.
- კარ­გად ხარ? - შერ­ბი­ლე­ბუ­ლი ტო­ნით მკითხა.
- ჰო.
- მატყუ­ა­რა... - თა­ვი გა­აქ­ნია და და­ა­მა­ტა, - ასე არ უნ­და მეყ­ვი­რა, მა­პა­ტიე, მაგ­რამ ჩე­მი თხოვ­ნა ძა­ლა­ში რჩე­ბა. მი­სი სა­ხე­ლის მოს­მე­ნა არ მსურს.
- გა­ვი­გე.
- ვე­რა­ფე­რიც ვერ გა­ი­გე, მაგ­რამ არა უშავს. ამა­ზე სხვა დროს ვი­სა­უბ­როთ. ახ­ლა სხვა მაქვს სა­ლა­პა­რა­კო.
- ვი­ცი, საქ­მე­ე­ბი უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ.
- არა. ამ სა­ქა­ღალ­დეს ამა­ღამ გა­დავ­ხე­დავ. ახ­ლა სხვა რა­მე მაქვს სათ­ქ­მე­ლი. - მირ­ზა ძა­ლი­ან მშვი­დად ლა­პა­რა­კობ­და, - მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში გა­მუდ­მე­ბით მამ­ხი­ლებ და კაც­მა არ იცის, რას მაბ­რა­ლებ, არის რამ­დე­ნი­მე სი­მარ­თ­ლის მარ­ც­ვა­ლი შენს ბრალ­დე­ბებ­ში. თუმ­ცა უცო­ლო კა­ცის ცხოვ­რე­ბა ბო­ლო ხა­ნებ­ში ყელ­ში ამო­მი­ვი­და. ახ­ლა სა­ი­მე­დო ქა­ლი მჭირ­დე­ბა, ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, რო­მელ­საც და­ვენ­დო­ბი.
- მო­რი­გი მე­გო­ბა­რი ქა­ლი?
- სწო­რე­დაც. სხვებ­თან გარ­თო­ბა დიდ დროს მარ­თ­მევს და ნერ­ვებ­საც. მინ­და ჩე­მი ცხოვ­რე­ბა სტა­ბი­ლუ­რი გავ­ხა­დო. ამი­ტომ გთა­ვა­ზობ, ცო­ლად გა­მომ­ყ­ვე.
ეს ისე­თი მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თ­ვის, მე­გო­ნა, რი­სი მოს­მე­ნაც მინ­დო­და, ის გა­ვი­გო­ნე-მეთ­ქი. რა­ტომ გა­უჩ­ნ­და ასე­თი აზ­რი, ჩემს გო­ნე­ბამ­დე არ და­დი­ო­და. ალ­ბათ, მე­თა­მა­შე­ბა. რა­ხან ასეა, ვი­თა­მა­შოთ, რა გა­ეწყო­ბა.
- სა­კუ­თარ ყუ­რებს არ ვუ­ჯე­რებ, - დამ­ცი­ნა­ვად გა­ვი­ღი­მე და თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რე.
- რა­ტომ? ნუ­თუ ასე ცუ­დია ჩემ­ზე გათხო­ვე­ბა? - ნა­ხევ­რად ჩურ­ჩუ­ლით მკითხა.
- მაგ­რამ ჩვენ ხომ არ გვიყ­ვარს ერ­თ­მა­ნე­თი? - უიმე­დოდ შევ­ნიშ­ნე.
- საქ­მე სიყ­ვა­რულს კი არა, ქორ­წი­ნე­ბას ეხე­ბა, - იგი ჩემ­კენ გად­მო­ი­ხა­რა და სა­ხე სა­ხეს­თან ახ­ლოს მო­მი­ტა­ნა, - ვხე­დავ, რომ საქ­მეს შე­სა­ნიშ­ნა­ვად უძღ­ვე­ბი. ეს კარ­გია, კა­რი­ე­რას აიწყობ. მო­ვა დრო და სა­კუ­თა­რი ფირ­მა გექ­ნე­ბა, სულ ჩემ­ზე ხომ არ იქ­ნე­ბი და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გექ­ნე­ბა სა­კუ­თა­რი მან­ქა­ნა, სა­ბან­კო ან­გა­რი­ში და ასე შემ­დეგ... მაგ­რამ ამას­თან, მინ­და, რომ ერ­თად ვი­ყოთ, სექ­სი გვქონ­დეს და შენ ჩე­მი სტუმ­რე­ბი მი­ი­ღო ხოლ­მე, რო­გორც დი­ა­სახ­ლის­მა. აბა, რას იტყ­ვი?
- მირ­ზა, ასო­ბით ქა­ლი ალ­ბათ მხო­ლოდ ამა­ზე ოც­ნე­ბობს. არ მეს­მის, მე რა­ტომ...
- ანი­კა, ჩვენ ბა­ზარ­ში არ ვართ. მე ცოლს ვირ­ჩევ და არა ძრო­ხას! მე შენ ყვე­ლა­ფერს მოგ­ცემ, არც სა­წოლ­ში და­გაკ­ლებ არა­ფერს, კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩე­ბი. თუ ჩვე­ნი თა­ნაცხოვ­რე­ბის სექ­სუ­ა­ლურ მხა­რეს მო­ვაგ­ვა­რებთ, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სხვა და­ნარ­ჩენ­შიც მშვე­ნივ­რად შე­ვეწყო­ბით ერ­თ­მა­ნეთს, მით უფ­რო, რომ, შენც კარ­გად იცი, რო­გორ გინ­და ჩემ­თან.
მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სიბ­რა­ზის­გან კბილს კბილ­ზე ვა­ჭერ­დი, სიმ­შ­ვი­დეს ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი.
- მაგ­რამ ოჯა­ხის შე­საქ­მ­ნე­ლად ეს საკ­მა­რი­სი არ არის.
- არის. და­ქორ­წი­ნე­ბულ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა კარ­გი სექ­სით ინარ­ჩუ­ნებს ოჯახს. თუ შენ ჩე­მი ღა­ლა­ტი გაშ­ფო­თებს, პი­რო­ბას გაძ­ლევ, რომ სხვა ქა­ლის­კენ აღარ გა­ვი­ხე­დავ და არც შენ მო­გან­დო­მებ სხვა მა­მა­კაცს.
ღმერ­თო ჩე­მო, მი­სი ცო­ლი თუ გავ­ხ­დე­ბი, ისე­დაც არ გა­ვი­ხე­დავ სხვა კა­ცის­კენ. ამან რა იცის, ჩემს გულ­ში რამ­ხე­ლა ხან­ძა­რი გიზ­გი­ზებს. მაგ­რამ ცო­ტა სუ­ლე­ლუ­რი წი­ნა­და­დე­ბა ხომ არ არის? რო­გორ გავ­ყ­ვე ისეთ კაცს, რო­მელ­საც არ ვუყ­ვარ­ვარ? გა­ნა მხო­ლოდ ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა საკ­მა­რი­სი? გავ­რის­კოთ და ვნა­ხოთ. სხვა თუ არა­ფე­რი, ასე ტან­ჯ­ვას ისე ტან­ჯ­ვა მირ­ჩევ­ნია.
- კარ­გი, მე თა­ნახ­მა ვარ.
- რა თქვი? - რო­გორც ჩანს, ასეთ პა­სუხს არ ელო­და, მის კითხ­ვა­ში გან­ც­ვიფ­რე­ბა იკითხე­ბო­და.
- თა­ნახ­მა ვარ, შე­ნი ცო­ლი გავ­ხ­დე, რო­ცა ამას მო­ი­სურ­ვებ.
- რა­ტომ? ანი­კა, მი­პა­სუ­ხე, რა­ტომ მთან­ხ­მ­დე­ბი ცო­ლო­ბა­ზე?
"ი­მი­ტომ, რომ ჩე­მი სიყ­ვა­რუ­ლი ორი­ვეს გვე­ყო­ფა კარ­გი ოჯა­ხის შე­საქ­მ­ნე­ლად", - გა­ვი­ფიქ­რე, ხმა­მაღ­ლა კი ეს­ღა ვუთხა­რი, - არ ვი­ცი.
- მაგ­რამ ეს ხომ რა­ღაც მსუ­ბუ­ქი კავ­ში­რი არ არის, ეს სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბაა, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს. ეს ნამ­დ­ვი­ლი ქორ­წი­ნე­ბა იქ­ნე­ბა ყვე­ლა ას­პექ­ტ­ში. გეს­მის მა­ინც, რა­ზე მთან­ხ­მ­დე­ბი?
- რა თქმა უნ­და, - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ზედ­მე­ტად აზარ­ტუ­ლი გა­მიხ­და ტო­ნი.
- არა მგო­ნია, გეს­მო­დეს. შენ ხომ ჩე­მამ­დე კაც­თან არ წო­ლილ­ხარ. ხომ შე­იძ­ლე­ბა, მა­ლე­ვე მოგ­ბეზ­რ­დე?
- მე ბავ­შ­ვი არ ვარ, მირ­ზა, ვი­ცი, რა­საც ვამ­ბობ!
- ჰო, მარ­თა­ლი ხარ, ბავ­შ­ვი აღარ ხარ. ესე იგი, მზად ხარ, ჩემ­თან ერ­თად სა­რე­ცე­ლი გა­ი­ყო და ჩე­მი ცო­ლი გახ­დე?
მი­სი ცო­ლი! მი­უ­ხე­და­ვად ში­ში­სა, გუ­ლი სი­ხა­რუ­ლის­გან აბა­გუნ­და. მე მი­სი ცო­ლი გავ­ხ­დე­ბი! გავ­ხ­დე­ბი და ვა­ი­ძუ­ლებ, შე­მიყ­ვა­როს! მე ეს გა­მო­მი­ვა!
- ჰო, თა­ნახ­მა ვარ.
ამ დროს მხარ­ზე მი­სი ტუ­ჩე­ბის შე­ხე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. ჟრუ­ან­ტელ­მა თა­ვით ფე­ხე­ბამ­დე და­მი­ა­რა.
- სა­ნამ ჯვარს არ და­ვი­წერთ, ხელს არ გახ­ლებ, - ჩურ­ჩუ­ლით მითხ­რა და სა­ნამ მის ნათ­ქ­ვამს გა­ვი­აზ­რებ­დი, მან­ქა­ნა დაძ­რა... კი­დევ ერ­თხელ გა­მა­ო­ცა თა­ვი­სი საქ­ცი­ე­ლით.

ქორ­წი­ლი მა­რი­ა­მო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე დავ­გეგ­მეთ. დარ­ჩე­ნილ­მა კვი­რებ­მა სწრა­ფად გა­ი­რ­ბი­ნა. თან ვმუ­შა­ობ­დი, თან ვემ­ზა­დე­ბო­დი. კა­ბის შე­კერ­ვა მინ­დო­და, მაგ­რამ მირ­ზამ არ და­მა­ნე­ბა, მზა იყი­დეო. ლა­მის ყვე­ლა სა­ლო­ნი მო­ვი­ა­რე თბი­ლის­ში, რომ სა­სურ­ვე­ლი მო­დე­ლი შე­მერ­ჩია. რო­გორც იქ­ნა, სწო­რედ ისეთს მი­ვა­გე­ნი, რო­გორ­ზეც ვოც­ნე­ბობ­დი. მირ­ზა თან მყვე­ბო­და, მის­თ­ვის სიტყ­ვა "ა­რა" არ არ­სე­ბობ­და. ოღონდ მო­მე­სურ­ვე­ბი­ნა რა­მე და უკან არა­ფერ­ზე იხევ­და. თა­ვი­დან მი­ხა­რო­და, რომ ასე იოლად გვარ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ ქორ­წი­ლის დღეს სა­შინ­ლად მო­ვიწყი­ნე. რამ­დე­ნად სწო­რად ვიქ­ცე­ო­დი? შიშ­მა ისევ დამ­რია ხე­ლი. ვა­ი­თუ, ვერ შე­მიყ­ვა­როს, მე­რე რა ვქნა? მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ტან­ჯ­ვა­ში უნ­და გა­ვა­ტა­რო? ამა­ზე ფიქ­რი არა და არ მშორ­დე­ბო­და გო­ნე­ბი­დან.

ჯვრის­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­მაც და ქორ­წილ­მაც ისე ჩა­ი­ა­რა, ორ­ჯერ არ გა­მი­ღი­მია. მირ­ზას ეს არ გა­მოჰ­პარ­ვია და თვი­თო­ნაც მო­იწყი­ნა. გვი­ან ღა­მით, რო­ცა შინ დავ­ბ­რუნ­დით და მარ­ტო­ნი დავ­რ­ჩით, ცო­ტა­თი მო­მეშ­ვა. რო­გორც კი შე­მე­ხო, გა­აზ­რე­ბის უნა­რი დავ­კარ­გე. მთელ­მა სამ­ყა­რომ ჩემ ირ­გ­ვ­ლივ ამ ერთ მა­მა­კაც­ში მო­ი­ყა­რა თა­ვი. მის გარ­და ამ­ქ­ვეყ­ნად არა­ფე­რი არ­სე­ბობ­და.

იგი ეფე­რე­ბო­და ჩემს შიშ­ველ სხე­ულს და ერ­თ­სა და იმა­ვეს ცხრა­ას­ჯერ იმე­ო­რებ­და: "რა სი­ლა­მა­ზეა, რო­გო­რი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა"...
- რომ იცო­დე, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, - სუ­ლაც არ ვა­პი­რებ­დი ამის თქმას, მაგ­რამ რო­გორც კი ბა­გე­ებს ეს სიტყ­ვე­ბი მოს­წყ­და, შვე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი. ახ­ლა უკ­ვე აღარ ჰქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ეცო­დი­ნე­ბო­და თუ არა მას, რას ვგრძნობ­დი მის მი­მართ. ახ­ლა აღა­რა­ფერს ჰქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, ის ჩემ გვერ­დით იყო, ის ჩე­მი იყო და მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მქონ­და წინ, რომ მის­თ­ვის თა­ვი შე­მეყ­ვა­რე­ბი­ნა.
- რა მითხა­რი? - მის მკლა­ვებ­ში მოქ­ცე­უ­ლი ვცდი­ლობ­დი, არ მე­სუნ­თ­ქა. მან იდაყ­ვებ­ზე წა­მო­ი­წია და მთვა­რის შუქ­ზე თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და.
- რაც გა­გი­ცა­ნი, სულ ჩემ გვერ­დით იყა­ვი რო­გორც ჩუ­მი, ტკბი­ლი ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც არა და არ ნელ­დე­ბა. და აი, მე შე­ნი ვარ.
- იცი, რომ მეც მიყ­ვარ­ხარ? რო­გორც კი და­გი­ნა­ხე, მა­შინ­ვე გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ ჩე­მი უნ­და გამ­ხ­და­რი­ყა­ვი. მა­შინ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ­დი, რომ შე­მიყ­ვარ­დი, ამას მოგ­ვი­ა­ნე­ბით მივ­ხ­ვ­დი, მაგ­რამ სხვა ქა­ლე­ბი­ვით მხო­ლოდ გა­სარ­თო­ბად რომ არ მი­ზი­დავ­დი, ამას ვხვდე­ბო­დი.
- მე კი მე­გო­ნა, შენ­თ­ვის მო­რი­გი გა­ტა­ცე­ბა ვი­ყა­ვი.

- არა, არა და არა. ის ქა­ლე­ბი ჩემ­თ­ვის არა­ფერს ნიშ­ნავ­და. მთე­ლი ეს წლე­ბი და­ვე­ძებ­დი, და­ვე­ძებ­დი, თვი­თო­ნაც არ ვი­ცი, ვის. და რო­ცა შე­ნი და­კარ­გ­ვის საფ­რ­თხე შე­ვიგ­რ­ძე­ნი, მხო­ლოდ მა­შინ მივ­ხ­ვ­დი, რომ ვი­პო­ვე. ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მე მჭირ­დე­ბა, შენ­ში ერ­თა­დაა თავ­მოყ­რი­ლი.
- რომ იცო­დე, რო­გორ მიყ­ვარ­ხარ, - გა­ვი­მე­ო­რე.
მან ნა­ხევ­რად სიბ­ნე­ლე­ში ჩე­მი თვა­ლე­ბი ისევ მო­ძებ­ნა და ჩა­მაშ­ტერ­და. მზე­რა სიყ­ვა­რუ­ლით ჰქონ­და გა­დავ­სე­ბუ­ლი.
- ძა­ლი­ან დიდ­ხანს კი მა­ლო­დი­ნე და მახ­ვეწ­ნი­ნე, ამის­თ­ვის ახ­ლა დაგ­ს­ჯი, - ღი­მი­ლით მითხ­რა.
- მე მთლი­ა­ნად შე­ნი ვარ და ეს მუ­დამ ასე იქ­ნე­ბა, მირ­ზა.
- თან მთე­ლი ცხოვ­რე­ბა წინ გვაქვს, ხომ ასეა? მო­ი­ცა, ახ­ლა რო­მე­ლი სა­ა­თია? ოოო, სა­მი დაწყე­ბუ­ლა, შუ­ა­ღა­მის სა­მი სა­ა­თი. აი, შე­ნი გა­ზაფხუ­ლიც და­იწყო, ანი­კა! ბრო­წე­უ­ლის გა­ზაფხუ­ლი! - ყურ­თან მი­ჩურ­ჩუ­ლა და მძლავ­რად მი­მიკ­რა შიშ­ველ მკერ­დ­ზე.
სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან აძიგ­ძი­გე­ბულ­მა მკლა­ვე­ბი მოვ­ხ­ვიე და მი­სი მო­ფე­რე­ბით გა­ხუ­რე­ბუ­ლი სა­ბო­ლო­ოდ მივ­ხ­ვ­დი, რომ ის მე მე­კუთ­ვ­ნო­და - მთლი­ა­ნად და ბო­ლომ­დე...
ჩემ­მა გა­ზაფხულ­მა წუ­თე­ბის ათ­ვ­ლა და­იწყო...

და­სას­რუ­ლი
ავტორი სვეტა კვარაცხელია
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93