ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 11

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 11
სა­კუ­თა­რი თა­ვის და ემო­ცი­ე­ბის კონ­ტ­რო­ლი! აი, რა მჭირ­დე­ბა! თა­ვის დრო­ზე გო­ლამ წა­მარ­თ­ვა ეგ თვი­სე­ბა. მან ბულ­დო­ზე­რი­ვით გა­და­უ­ა­რა ჩემს ცხოვ­რე­ბას. ზედ­მე­ტად ახალ­გაზ­რ­და ვი­ყა­ვი და ზედ­მე­ტად მი­ა­მი­ტი. ამი­ტო­მაც იოლად წა­მო­ვე­გე მის ან­კეს­ზე. სა­ბო­ლო­ოდ ისეთ ზღვრამ­დე მი­მიყ­ვა­ნა, რომ ძა­ლა­გა­მოც­ლილს შავ­ზე შე­მეძ­ლო თეთ­რიაო, მეთ­ქ­ვა. ახ­ლა­ღა ვაც­ნო­ბი­ე­რებ, რომ მის გვერ­დით კი არ ვცხოვ­რობ­დი, უბ­რა­ლოდ, ვარ­სე­ბობ­დი.
გა­მუდ­მე­ბით მე­ში­ნო­და, არ გან­ხიბ­ლუ­ლი­ყო ჩე­მით, მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი არ და­მე­კარ­გა. თურ­მე სულ ტყუ­ი­ლად, მწა­რედ შევ­ც­დი არ­ჩე­ვან­ში. არ აღ­მოჩ­ნ­და ის, ვინც მე­გო­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, დი­დი ხა­ნი დამ­ჭირ­და ამის
მი­სახ­ვედ­რად. შეც­დო­მებ­ზე ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. ახ­ლა იმ ასაკ­ში ვარ და იმ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბით, რომ თავს ად­ვი­ლად არა­ვის და­ვა­ჩაგ­ვ­რი­ნებ. რაც მთა­ვა­რია, ახ­ლა ვი­ცი ჩე­მი თა­ვის ფა­სი. კარ­გა ხა­ნია, თა­ვა­წე­უ­ლი დავ­დი­ვარ, მხრებ­ში გა­მარ­თუ­ლი და აღარ ვგა­ვარ იმ და­ბე­ჩა­ვე­ბულ ბარ­ბა­რეს, წლე­ბის წინ რომ ვი­ყა­ვი.

კო­კის­ნა­ი­რი მა­მა­კა­ცე­ბის გამ­კ­ლა­ვე­ბა ძნე­ლი არ არის. მთა­ვა­რია, სრუ­ლი გულ­გ­რი­ლო­ბა ავი­ფა­რო ნიღ­ბად. ასე­თებ­თან მხო­ლოდ ეგ გა­დის. არა­ნა­ი­რი სურ­ვი­ლი არ მაქვს, მი­სი მო­რი­გი გარ­თო­ბის ობი­ექ­ტი გავ­ხ­დე. ამის­თ­ვის არ შე­მი­ნა­ხავს ცხრა წე­ლი ჩე­მი სხე­უ­ლი.

მხო­ლოდ თხუთ­მე­ტი წუ­თის შემ­დეგ გა­მო­ვე­დი კა­ბი­ნე­ტი­დან. ახ­ლა ისევ ძვე­ლი ბა­ბი ვი­ყა­ვი - ბე­დის­წე­რის გა­მოწ­ვე­ვის­თ­ვის შემ­ზა­დე­ბუ­ლი.
კო­კი ვან­დას მა­გი­დას­თან დამ­ჯ­და­რი­ყო და მო­დის ჟურ­ნალს ათ­ვა­ლი­ე­რებ­და. ხმა­ურ­ზე თა­ვი ას­წია და შემ­ფა­სებ­ლუ­რი მზე­რა მეს­რო­ლა.
- ასე შუბ­ლ­შეკ­რუ­ლი თუ იქ­ნე­ბი, ნა­ო­ჭე­ბი და­გას­ხ­დე­ბა მაგ ლა­მაზ სა­ხე­ზე.

- არა უშავს, მა­ინც გავ­რის­კავ, - ნიშ­ნის მო­გე­ბით მი­ვუ­გე.
- ასამ­დე დათ­ვ­ლა­საც ვერ მო­ას­წ­რებ, რომ ეგ ატა­მი­ვით პრი­ა­ლა კა­ნი ხორ­კ­ლი­ან კვახს და­ემ­ს­გავ­სე­ბა, - გა­ი­ხუმ­რა და თა­ვი­სი სა­ფირ­მო ღი­მი­ლი მო­ი­მარ­ჯ­ვა. რო­გორ მიყ­ვარ­და ეს ღი­მი­ლი. მი­სი ცი­ვი თვა­ლე­ბი წა­მით გა­ცის­კ­როვ­ნ­და და მზე­რა და­უთ­ბა.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად თა­ვი­სი ძლი­ე­რი მკლა­ვე­ბი ჩა­მავ­ლო, ახ­ლოს მი­მი­ზი­და და მთე­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით მკითხა:
- რა ჰქვია მას?
- რა? - იმ­დე­ნად გა­ვოც­დი, რომ თა­ვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც არ მიც­დია. ერ­თი ეგ­ღა მო­ვა­ხერ­ხე, რომ ხე­ლის­გუ­ლე­ბი მის მკერდს მი­ვაბ­ჯი­ნე, რა­თა არ ჩამ­ხუ­ტე­ბო­და.
- რა ჰქვია იმ კაცს, რომ­ლის გა­მოც სა­ხე­ზე გა­წე­რია "ხე­ლე­ბი შორს ჩემ­გან".
- წარ­მოდ­გე­ნა არა მაქვს, რა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბი, - ვი­თომ ვერ მივ­ხ­ვ­დი, რას მე­კითხე­ბო­და. არა­და, გულ­მა გა­მა­ლე­ბით და­მიწყო ცე­მა.
- მატყუ­ა­რა, - ჩე­მი აწით­ლე­ბუ­ლი სა­ხე გულ­დას­მით შე­ათ­ვა­ლი­ე­რა, - ვი­ღა­ცამ მწა­რედ გაწყე­ნი­ნა, ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან მწა­რედ. მითხა­რი, ვინ არის?
- კო­კი! ხე­ლი გა­მიშ­ვი, თუ შე­იძ­ლე­ბა!
- თუ მო­ვი­სურ­ვე, მთე­ლი ღა­მე შე­მიძ­ლია ასე ვიდ­გე, შენც და­გა­ყე­ნო და მა­ინც გათ­ქ­მე­ვი­ნებ მის სა­ხელს, - გა­მო­მიცხა­და, - რაც უფ­რო მე­ტად ვუ­ახ­ლოვ­დე­ბით ერ­თ­მა­ნეთს, მით უფ­რო დიდ თავ­სა­ტეხს მი­ჩენს შე­ნი იდუ­მა­ლე­ბა. ეს კი არ მომ­წონს, - მი­სი ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ყი­ნუ­ლის ნა­ტეხს და­ემ­ს­გავ­სა.
ყე­ლი მო­ვი­ღე­რე და დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნით მი­ვუ­გე:
- მე­გო­ნა, უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბი გქონ­და, ვიდ­რე...
- ვიდ­რე რა?
- ვიდ­რე ჩემ­ზე ფიქ­რია.
დიდ­ხანს მი­ყუ­რა, თით­ქოს რა­ღა­ცას აანა­ლი­ზებს და დას­კ­ვ­ნე­ბი გა­მო­აქ­ვ­სო.
- ერ­თი მე­ო­რეს ხელს არ უშ­ლის, გა­აჩ­ნია, საქ­მე­ებ­ში რას გუ­ლის­ხ­მობ. შე­ნი ორაზ­რო­ვა­ნი შე­ნიშ­ვ­ნა გა­სა­გე­ბია, სა­ით­კე­ნაც მი­დის.
- არ მეს­მის, რას გუ­ლის­ხ­მობ.
- გეს­მის, შე­სა­ნიშ­ნა­ვად გეს­მის. ვი­ცი, ამით რი­სი თქმაც გსურს.
უეც­რად თა­ვი და­ხა­რა და მა­კო­ცა. ასე­თი მში­ე­რი და ხარ­ბი ტუ­ჩე­ბი პირ­ვე­ლად ვიგ­რ­ძე­ნი. ეს კოც­ნა წი­ნას არ ჰგავ­და. თით­ქოს ალი წა­მე­კი­და ტუ­ჩებ­ზე.
Related image
მინ­დო­და, ეგ­რე­ვე გავ­რი­დე­ბო­დი, მაგ­რამ უფ­რო ძლი­ე­რად ჩა­მი­ჭი­რა ხელ­ში და უფ­რო ხარ­ბად გა­აგ­რ­ძე­ლა კოც­ნა. დავ­ნებ­დი. იმ­დე­ნად მსი­ა­მოვ­ნებ­და მი­სი კოც­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი და­მა­ვიწყა ამ­ქ­ვეყ­ნად. ის ერ­თა­დერ­თი მა­მა­კა­ცი იყო ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, რო­მელ­მაც ჩემ­ში ქა­ლუ­რი საწყი­სე­ბის გაღ­ვი­ძე­ბა შეძ­ლო. ვგრძნობ­დი მი­სი სხე­უ­ლის სით­ბოს, მი­სი მკლა­ვე­ბის სიძ­ლი­ე­რეს, ასე რომ დას­რი­ა­ლებ­დ­ნენ ჩემს ზურ­გ­ზე და სხვა აღა­რა­ფე­რი მინ­დო­და დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე. ოღონდ კი ეს წუ­თე­ბი არ დამ­თავ­რე­ბუ­ლი­ყო, ოღონდ კი ასე გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი­ყო მუ­დამ. თუ ოდეს­მე ჩემს აღ­გ­ზ­ნე­ბას ვინ­მე შეძ­ლებ­და, ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩე­მი მო­ბი­ლუ­რი ამ­ღერ­და და ორი­ვე­ნი გონს მო­ვე­გეთ. ისე სწრა­ფად შე­მიშ­ვა ხე­ლე­ბი, თით­ქოს ვინ­მეს კა­რი შე­მო­ე­ღოს.
მა­მი­და იყო, სად ხართ, არ მო­დი­ხარ­თო? ვუთხა­რი, ორ წუთ­ში გა­მო­ვალთ-მეთ­ქი.
- ამ ეტაპ­ზე სხვა ვინ­მე რომ მყავ­დეს, ასე არ გა­კო­ცებ­დი, ბა­ბი. - ჩურ­ჩუ­ლით მითხ­რა, რო­გორც კი ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე, - შე­მიძ­ლია სად­მე დაგ­პა­ტი­ჟო ხოლ­მე, რეს­ტო­რან­ში, კა­ფე­ში, კი­ნო­ში, თე­ატ­რ­ში, მაგ­რამ შენს ლო­გინ­ში ჩაწ­ვე­ნას არ შე­ვეც­დე­ბი. ამას არ გა­ვა­კე­თებ.
- ანუ მხო­ლოდ პლა­ტო­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბას მთა­ვა­ზობ? - ჩემს შე­კითხ­ვა­ში აშ­კა­რა უნ­დობ­ლო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და.
- მხო­ლოდ.
გა­ნა მი­სი ნდო­ბა შე­იძ­ლე­ბა? შევ­ყუ­რებ­დი ლურჯ თვა­ლებ­ში და მინ­დო­და, პა­სუ­ხი იქ წა­მე­კითხა. თუმ­ცა მის მზე­რა­ში ვე­რა­ფე­რი ამო­ვი­კითხე. ერ­თხელ უკ­ვე და­ვუ­ჯე­რე ერთ მა­მა­კაცს და რა მო­ვი­გე ამით? არა­ფე­რი.
გო­ლას გახ­სე­ნე­ბამ კვლავ ში­ში მომ­გ­ვა­რა. სა­შინ­ლად ვი­ყა­ვი წარ­სუ­ლის­გან და­კომ­პ­ლექ­სე­ბუ­ლი. ცვლი­ლე­ბე­ბის, რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ახ­ლაც მე­ში­ნო­და, იმ ცვლი­ლე­ბე­ბის, რო­მ­ლებიც კო­კის­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბის შემ­დეგ მე­ლო­და. და­ლაგ­დე­ბო­და კი?
- ად­რე თუ გვი­ან ისევ მო­გი­წევს წყალ­ში შეს­ვ­ლა, შენც ხომ იცი?
- მე? რა ვი­ცი? - შორს და­ვი­ჭი­რე მი­სი ორაზ­როვ­ნე­ბა.
- ზედ­მე­ტად ლა­მა­ზი და სა­სურ­ვე­ლი ხარ იმის­თ­ვის, რომ ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე მარ­ტო დარ­ჩე. ვინც უნ­და იყოს იგი და რაც უნ­და და­ე­შა­ვე­ბი­ნა შენ­თ­ვის, მო­მა­ვა­ლი შენს ხელ­შია და ყვე­ლა­ფე­რი შენ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. გჯე­რა ჩე­მი?
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. ეიფო­რია, რო­მე­ლიც მის­მა კოც­ნამ გან­მაც­დე­ვი­ნა, ნელ-ნე­ლა გა­ნელ­და. ცხვი­რით ცხვირ­ზე გა­მე­ხა­ხუ­ნა, რა­მე თქვიო.
უნებ­ლი­ეთ, არ ვი­ცი, რა და­მე­მარ­თა, ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- მას გო­ლა ერ­ქ­ვა.
უცებ სა­ხე გა­უქ­ვავ­და, თვა­ლებ­ში კი წა­მით წა­პერ­წ­კა­ლი გა­უკ­რ­თა, მრის­ხა­ნე­ბის ნა­პერ­წ­კა­ლი.
- და? - თვი­თო­ნაც ჩურ­ჩულ­ზე გა­და­ვი­და.
- ეს დი­დი ხნის წინ იყო... მა­შინ ბავ­შ­ვი ვი­ყა­ვი, ცო­ლად გავ­ყე­ვი, მაგ­რამ... მა­ლე­ვე გავ­შორ­დით ერ­თ­მა­ნეთს. - ტკი­ვი­ლი­ა­ნი ღი­მი­ლით გა­ვუ­ღი­მე.
- სტუ­დენ­ტო­ბის დროს მოხ­და ეგ?
- თით­ქ­მის, - მი­ვუ­გე და გა­დავ­წყ­ვი­ტე, მე­ტი აღა­რა­ფე­რი მეთ­ქ­ვა. ესეც ზედ­მე­ტი იყო, ამ­დე­ნიც არ უნ­და გა­მენ­დო მის­თ­ვის.
- ტკი­ვი­ლი მო­გა­ყე­ნა?
- ამა­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და.
- ვი­ცო­დი, ამას რომ მი­პა­სუ­ხებ­დი... კარ­გი, არ გვინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი, მაგ­რამ იცო­დე, რაც გითხა­რი, სრუ­ლი სი­მარ­თ­ლეა. ის წარ­სულ­შია უკ­ვე, შენ კი უნ­და იცხოვ­რო ჯერ აწ­მ­ყო­ში, ხვალ მო­მა­ვალ­ში.
- სათ­ქ­მე­ლად ად­ვი­ლია, - ქვე­და ტუ­ჩი სიმ­წ­რით კბი­ლებ­შუა მო­ვიქ­ციე.
- ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტ­თან და­დი­ო­დი?
სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- არა, რა ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტ­თან. ეს სა­ქარ­თ­ვე­ლოა, ამე­რი­კა ხომ არ გგო­ნია? ვინ და­დის დღეს ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტ­თან?
- მე დავ­დი­ო­დი. რა­ტომ გგო­ნია, რომ არ და­დი­ან? ვი­საც პრობ­ლე­მა აქვს, და­დის.
გა­ო­ცე­ბულ­მა ავ­ხე­დე. ვერ წარ­მო­მედ­გი­ნა, მის­ნა­ირ კა­ცებს ოდეს­მე ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის დახ­მა­რე­ბა თუ დას­ჭირ­დე­ბო­დათ.
- შე­იძ­ლე­ბა ასე­ცაა, მაგ­რამ მე არ მივ­ლია. მა­ინც ვე­რა­ფერს მიშ­ვე­ლი­და. ვე­რა­ვინ ვერ მიშ­ვე­ლი­და მა­შინ.
ჩე­მი გუ­ლის ბა­გა­ბუ­გი ყუ­რებ­ში მეს­მო­და. მას­თან გო­ლას გახ­სე­ნე­ბა სულ არ მსი­ა­მოვ­ნებ­და. ისე­დაც, რო­ცა წარ­სუ­ლის კად­რე­ბი ამო­მი­ტივ­ტივ­დე­ბო­და, ცუ­დად ვხდე­ბო­დი. ახ­ლაც კი, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, ისევ ისე მტკი­ვა გუ­ლი გო­ლას გახ­სე­ნე­ბა­ზე, რო­გორც ად­რე. არ უნ­და წა­მო­მეწყო ამა­ზე ლა­პა­რა­კი. არის ისე­თი რა­მე­ე­ბი, რა­ზე სა­უ­ბა­რიც სხვა ადა­მი­ან­თან არ შე­იძ­ლე­ბა.
- ცო­ლად არ უნ­და გავ­ყო­ლო­დი, ესაა ჩე­მი შეც­დო­მა, მორ­ჩა და გა­თავ­და. სხვა რა­ღა­ცებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობ.
კი­დევ ერ­თხელ ვიგ­რ­ძე­ნი, რომ უბე­დუ­რი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არა ისე, რო­გორც რო­მა­ნებ­ში ხდე­ბა; არც ისე, რო­გორც ფილ­მებ­ში უჩ­ვე­ნე­ბენ... სხვა­ნა­ი­რად ვი­ყა­ვი უბე­დუ­რი. ამის გა­ფიქ­რე­ბამ გუ­ლი ამი­ჩუ­ყა და ჩე­მი თა­ვი ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და.
- რო­გორც იტყ­ვი, - დამ­ნებ­და უცებ კო­კი, - ვხე­დავ, რომ გე­ში­ნია შე­ნი წარ­სუ­ლის, მაგ­რამ თუ ჩვენ­ზე ვი­სა­უბ­რებთ...
- ჩვენ­ზე?
- ჰო, ჩვენ­ზე, ბა­ბი. მოგ­წონს ეს შენ თუ არ მოგ­წონს, მოგ­ვი­წევს ჩვენ­ზე სა­უ­ბა­რი. ეს "ჩვენ" კი მა­შინ გაჩ­ნ­და, რო­ცა პირ­ვე­ლად შევ­ხ­ვ­დით ერ­თ­მა­ნეთს. გახ­სოვს, და­ბა­დე­ბის დღე­ზე რომ გნა­ხე პირ­ვე­ლად? რაც გინ­და, ის და­არ­ქ­ვი ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბას, თუ გინ­და, გა­ტა­ცე­ბა, თუ გინ­და, აჟი­ტი­რე­ბა, მაგ­რამ შენ­მა სხე­ულ­მა იცის, რომ ჩემ­თან უნ­და, თუმ­ცა, გო­ნე­ბა ჯერ ვერ და­უ­თან­ხ­მე­ბია.
- შენ ჩე­მი სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ტა­ცე­ბა არ ხარ, კო­კი, მა­პა­ტიე, მაგ­რამ ასეა.
კვლავ გა­უკ­რ­თა თვა­ლებ­ში ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი.
- არ ხარ მარ­თა­ლი, ბა­ბი. აბა, კი­დევ ერ­თხელ გა­ი­მე­ო­რე?
- არა.
- აი, ხომ ხე­დავ. ერ­თი წი­ნა­და­დე­ბის გა­მე­ო­რე­ბა გი­ჭირს, იმი­ტომ, რომ იტყუ­ე­ბი. სწო­რე­დაც რომ სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­ტა­ცე­ბა ვარ, ბარ-ბი, - გა­და­ა­კე­თა ჩე­მი სა­ხე­ლი.
- ასე ნუ მე­ძა­ხი. ყვე­ლა ბა­ბის მე­ძა­ხის ან ბარ­ბა­რეს.
- მაგ­რამ მე ხომ ყვე­ლა არა ვარ? - ჩურ­ჩუ­ლით მო­მი­გო.
თავ­ბ­რუ და­მახ­ვია მის­მა ჩურ­ჩულ­მა. შემ­კ­რ­თალ­მა ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ვი­ხიე.
ის მარ­თ­ლა არ ჰგავ­და სხვებს. სხვებს კი არა, არა­ვის არ ჰგავ­და, ვი­საც აქამ­დე ვიც­ნობ­დი.
- გარ­და ამი­სა, ბარ­ბი გაც­ვე­თი­ლი, არაფ­რის მთქმე­ლი სა­ხე­ლია, თო­ჯი­ნუ­რი. ბა­ბი კი თბი­ლი, ნა­ზი და სი­გი­ჟემ­დე სექ­სუ­ა­ლუ­რი. ხომ ასეა? კარ­გი, ბარ­ბის აღარ და­გი­ძა­ხებ. მეც მივ­ხ­ვ­დი, რომ ცუ­დად გა­მო­მი­ვი­და. დღე­ის­თ­ვის გვე­ყო­ფა აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბის მი­ცე­მა, თა­ნაც მა­მი­და­შე­ნი გვე­ლო­დე­ბა.
- ვერ ვი­ჯე­რებ, რომ იქ წა­მოს­ვ­ლას აპი­რებ. - ცი­ვად გავ­ხე­დე, თან ვცდი­ლობ­დი, და­კარ­გუ­ლი წო­ნას­წო­რო­ბა აღ­მედ­გი­ნა.
- და­ი­ჯე­რებ, - თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი კა­ცის ტო­ნით მი­პა­სუ­ხა, ხე­ლი ჩამ­კი­და და კა­რის­კენ გა­მიძღ­ვა.
კარ­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლად შედ­გა, თა­ვი ჩემ­კენ მო­აბ­რუ­ნა, კარ­გა ხანს და­ჟი­ნე­ბით მი­ყუ­რა და ბო­ლოს წარ­მოთ­ქ­ვა:
- შენ ჯერ არა­ფე­რი არ იცი, ბა­ბი. ამი­ტომ მენ­დე, ყვე­ლა­ფერ­ში მენ­დე, გეს­მის?
მზე­რა ავა­რი­დე და მორ­ჩი­ლი კრა­ვი­ვით მივ­ყე­ვი უკან...

ივ­ნი­სის თა­კა­რა მზე ჯერ კი­დევ აცხუ­ნებ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კარ­გა ხა­ნია, მო­სა­ღა­მოვ­და. დაძ­რა თუ არა კო­კიმ მან­ქა­ნა, ჩე­მი წარ­სუ­ლის ყვე­ლა ტკი­ვი­ლი სა­თი­თა­ოდ გა­ვუ­რიე შუბ­ლ­ზე ჩა­მომ­ს­ხ­დარ ოფ­ლის წვე­თებს, თა­ვი გა­დავ­ყა­ვი შა­ვი ჯი­პი­დან და შუბ­ლი შემ­ხ­ვედრ ქარს მი­ვუშ­ვი­რე, რომ ოფ­ლის გაშ­რო­ბას­თან ერ­თად ჩე­მი ტკი­ვი­ლე­ბიც გამ­ქ­რა­ლი­ყო. მთე­ლი სის­წ­რა­ფით მივ­ქ­რო­დით. თვა­ლის შევ­ლე­ბას ვერ ვას­წ­რებ­დი, ისე სწრა­ფად გარ­ბოდ­ნენ ხე­ე­ბი და სახ­ლე­ბი.
რო­გორც კი ლუ­ის კოხ­ტა სახლს მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, კო­კის სა­ხე­ზე გა­ო­ცე­ბა გა­მო­ე­ხა­ტა. არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია. ყვე­ლას, ვინც პირ­ვე­ლად და­ი­ნა­ხავ­და ამ სახლს, ასე ემარ­თე­ბო­და. ხის კოხ­ტა სახ­ლი სულ ვარ­დებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი.
- ვაუ, რა სი­ლა­მა­ზეა! - აღ­ტა­ცე­ბით წა­მო­ი­ძა­ხა კო­კიმ.
- მარ­თ­ლა ლა­მა­ზია, არა? შენ ბა­ღი უნ­და ნა­ხო. ეს წალ­კო­ტია დე­და­მი­წა­ზე. ჩე­მი ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა ამ სახ­ლ­თან მო­ახ­ლო­ე­ბი­სას სრულ­დე­ბა ხოლ­მე.
- და რა არის შე­ნი ყვე­ლა­ზე დი­დი ოც­ნე­ბა?
- სახ­ლი ზღვის პი­რას, წალ­კოტ­ში ჩაფ­ლუ­ლი პა­ტა­რა სახ­ლი. ყვა­ვი­ლებ­ში რომ არ ჩანს ისე­თი.
- მარ­თ­ლა? მე­რე­და, სად გინ­და ეგე­თი სახ­ლი გქონ­დეს, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში?
- რა­ტო­მაც არა? გა­ნა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ზღვა არა გვაქვს?
- ზღვაც გვაქვს და წალ­კოტ­ში ჩაფ­ლუ­ლი უამ­რა­ვი სახ­ლიც.
- მე არ მაქვს.
- მე­რე რა? შენც გექ­ნე­ბა. მთა­ვა­რია, მო­ინ­დო­მო. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს შე­ნი მან­ქა­ნით მიგ­რი­ალ­დე­ბი სად­გურ­ში, მო­ლა­რეს სარ­კ­მ­ლი­დან გა­ხე­დავ, ფულს გა­და­ა­წო­დებ და ეტყ­ვი: "თუ შე­იძ­ლე­ბა, ერ­თი ბი­ლე­თი წალ­კო­ტამ­დე".
- ორი ბი­ლე­თი, - შე­ვუს­წო­რე ოც­ნე­ბა­ში წა­სულ­მა.
- ორი? - უნ­დობ­ლად გა­მომ­ხე­და და მან­ქა­ნა ჭიშ­კარ­თან მო­ხერ­ხე­ბუ­ლად და­ა­ყე­ნა, რომ სხვა მან­ქა­ნებს გავ­ლა არ გას­ჭირ­ვე­ბო­დათ.
- ჰო. მარ­ტო თუ ვიქ­ნე­ბი, წალ­კოტს რა თავ­ში ვიხ­ლი, - თა­ვი ვი­მარ­თ­ლე და ისე გავ­წით­ლ­დი, რომ სას­წ­რა­ფოდ გა­და­ვე­დი მან­ქა­ნი­დან, თა­ვი არ გავ­ყი­დო-მეთ­ქი.
- შე­ნი ლო­ყე­ბი­ვით აელ­ვა­რე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბი უნ­და ყვა­ო­დეს შენს წალ­კოტ­ში? - ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით მკითხა, რო­ცა დის­ტან­ცი­უ­რი სა­კე­ტის ღი­ლაკს თი­თი მი­ა­ჭი­რა და ჯიპ­მა და­იჭყ­ვი­ტი­ნა.
ლო­ყებ­ზე ხე­ლის­გუ­ლე­ბი ავი­ფა­რე. ისე მი­ხურ­და სა­ხე, თით­ქოს თო­ნე­ში პუ­რი ჩა­მეკ­რას.
- ჩემს ლო­ყებს თა­ვი და­ა­ნე­ბე, - ბავ­შ­ვი­ვით დავ­ტუქ­სე და ჭიშ­კა­რი შე­ვა­ღე.
- ნაძ­ლევს ჩა­მო­ვალ, რომ სა­კა­ი­ფო სა­ქე­ი­ფო ად­გი­ლი იქ­ნე­ბა ეზო­ში თა­ვი­სი მოწ­ნუ­ლი მა­გი­დი­თა და სკა­მე­ბით. შე­იძ­ლე­ბა დე­კო­რა­ტი­უ­ლი დო­ქე­ბი და ქვევ­რე­ბიც კი ვი­ხი­ლო სად­მე, წყა­როს პი­რას.
სი­ცი­ლი ამიტყ­და.
- იმე­დი უნ­და გა­გიც­რუო, რად­გან წყა­როს აქ ვერ ნა­ხავ. ბი­ძა­ჩე­მი მეც­ნი­ე­რია, მო­ქე­ი­ფე და მო­თა­მა­დე კი არა.
- მე­რე რა? ბევ­რი მეც­ნი­ე­რი მი­ნა­ხავს, თა­მა­და­დაც მდგა­რა და ბო­ლომ­დეც დამ­თ­ვ­რა­ლა.
- ჰო, მაგ­რამ რო­მა ბი­ძია ეგე­თი არაა. სა­მა­გი­ე­როდ, ირ­გ­ვ­ლივ ყვა­ვი­ლე­ბი, ხე­ე­ბი და ბევ­რი ჟან­გ­ბა­დია.
- მა­გა­რია! რო­გორც ჩანს, ბი­ძა­შე­ნი ბევრ ფულს შო­უ­ლობს. არ მე­გო­ნა, დღეს მეც­ნი­ე­რებს ამ­ხე­ლა შე­მო­სა­ვა­ლი თუ ჰქონ­დათ.
- არა, ბი­ძა­ჩემს ამ­დე­ნი მარ­თ­ლა არა აქვს. ეს მა­მა­მი­სის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სახ­ლიც მი­სი აშე­ნე­ბუ­ლია და ბა­ღიც მი­სი გა­კე­თე­ბუ­ლი. მეღ­ვი­ნე იყო მა­მა­მი­სი. აცხო­ნოს ღმერ­თ­მა, აღარ არის ცოცხა­ლი. ისე, ქვევ­რე­ბი და საწ­ნა­ხე­ლი მარ­თ­ლა აქვთ, ოღონდ მა­რან­ში და არა ეზო­ში. თუ ასე­თი რა­მე­ე­ბი გიყ­ვარს, და­გათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნებთ, არაა პრობ­ლე­მა. ბი­ძა­ჩემს რაც შე­ე­ხე­ბა, ნამ­დ­ვი­ლი მეც­ნი­ე­რია. რომ ჰკითხო, დღეს რა დღეა ან რო­მე­ლი რიცხ­ვიაო, შე­იძ­ლე­ბა ვერ გი­პა­სუ­ხოს, ისეა ხოლ­მე ჩაფ­ლუ­ლი თა­ვის შრო­მებ­ში. სულ წერს, წერს და წერს.
- აუ, რამ­ხე­ლა ატ­მე­ბი ას­ხია! და რო­გო­რი სურ­ნე­ლი ტრი­ა­ლებს ეზო­შიიი, - გა­და­ი­რია კო­კი, - აქე­დან წას­ვ­ლა და­გე­ნა­ნე­ბა ადა­მი­ანს.
- აი, ზუს­ტად ეგ მე­მარ­თე­ბა, რო­ცა აქ ვარ.
- იცი, რა? ფუ­ლი არ მაკ­ლია, აგა­რა­კიც მაქვს, მაგ­რამ აი, ეზო-კა­რის ასეთ მოწყო­ბა­ზე არას­დ­როს მი­ფიქ­რია. კარ­გი იდეა კი ჩა­მა­წო­და მა­მი­და­შე­ნის სახ­ლ­მა, - ხე­ლე­ბი მო­იფ­შ­ვ­ნი­ტა კმა­ყო­ფილ­მა, - ნე­ტავ რი­სი ბრა­ლია ეს, ა? ცო­ლი რომ არ მყავს, ალ­ბათ, იმი­სი, არა? შენ რას იტყ­ვი? - ორაზ­როვ­ნე­ბა ჩა­აქ­სო­ვა შე­კითხ­ვა­ში.
არც პა­სუ­ხი გა­ვე­ცი და არც შევ­ხე­დე. შე­მე­შინ­და, სა­კუ­თა­რი თა­ვი არ გა­მე­ცა, ისე ავ­ღელ­დი.
- და შე­ნი მშობ­ლე­ბი? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩე­მებს გა­დას­წ­ვ­და.
- დე­და ტვინ­ში სის­ხ­ლის ჩაქ­ცე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა, მა­მამ კი დე­დას გა­რე­შე ცხოვ­რე­ბის გაგ­რ­ძე­ლე­ბა ვერ შეძ­ლო, - სევ­დი­ა­ნი გა­მიხ­და ხმა.
- თა­ვი მო­იკ­ლა? - ჩურ­ჩუ­ლით მკითხა.
პა­სუ­ხად თა­ვი და­ვუქ­ნიე. არას­დ­როს ასე არ გამ­ძ­ნე­ლე­ბია ამ შე­კითხ­ვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, სწო­რედ ამ დროს კა­რი გა­ი­ღო და პარ­მაღ­ზე ლუი გა­მოჩ­ნ­და.
- აი, ისევ შე­ი­კა­რი შუბ­ლი. ახ­ლა მა­ინც გა­ი­ღი­მე, მა­მი­და­შე­ნის და­სა­ნა­ხა­ვად, - ხელ­ზე ხე­ლი მო­მი­ჭი­რა კო­კიმ და ასე, ხე­ლი­ხელ­ჩა­კი­დე­ბუ­ლე­ბი ავუ­ყე­ვით ექ­ვს­სა­ფე­ხუ­რი­ან კი­ბეს.

ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის მე­ში­ნო­და, ვა­ი­თუ, ბი­ძა­ჩემ­მა და კო­კიმ სა­ერ­თო ენა ვერ გა­მო­ნა­ხონ-მეთ­ქი. რო­მას სჩვე­ო­და ასე. თუ სტუ­მა­რი არ მო­ე­წო­ნე­ბო­და, მი­ე­სალ­მე­ბო­და, ცო­ტა ხანს დაჯ­დე­ბო­და ოთახ­ში, მე­რე მო­ი­ბო­დი­შებ­და და თა­ვის კა­ბი­ნეტს მი­ა­შუ­რებ­და. ბევ­რი გა­უწ­ბი­ლე­ბია ასე­თი საქ­ცი­ე­ლით. ჩემ­და გა­სა­ოც­რად, ახ­ლა პი­რი­ქით მოხ­და. ისე მო­ე­წო­ნა კო­კი, რომ გვერ­დი­დან არ მოს­ცი­ლე­ბია. ჯერ ხომ მთე­ლი სახ­ლი და ეზო და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა, მე­რე მა­რან­შიც ჩა­იყ­ვა­ნა, თან დაწ­ვ­რი­ლე­ბით უყ­ვე­ბო­და, რა რო­დის, რო­გორ და სად იშო­ვეს, აქამ­დე რა წვა­ლე­ბით მო­ი­ტა­ნეს, რო­გორ გა­ი­სარ­ჯა მა­მა­მი­სი და რამ­დე­ნი ოფ­ლი ჩაღ­ვა­რა ამ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა­ში.
კო­კი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბას ვერ მა­ლავ­და. ქვევ­რებს ისე უს­ვამ­და ხე­ლებს, თით­ქოს ეფე­რე­ბაო. თი­ხის ჭურ­ჭ­ლით გა­მო­ტე­ნი­ლი იყო მა­რა­ნი - დო­ქე­ბი, ჭუ­რე­ბი, ქვევ­რე­ბი, წვრილ­ყე­ლი­ა­ნი, ფარ­თო­ყე­ლი­ა­ნი, მა­ღალ­ყე­ლი­ა­ნი... თა­სე­ბი - დი­დი, პა­ტა­რა, სა­შუ­ა­ლო, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი სას­მი­სე­ბის მთე­ლი პარ­ტია, ჭინ­ჭი­ლა თუ აკ­ვა­ნი, შად­რე­ვა­ნი თუ ყან­წი...
- ცოლს რომ შე­ვირ­თავ, თქვენს მა­რან­ში გა­და­ვიხ­დი ქორ­წილს, - შეს­ძა­ხა აზარ­ტ­ში შე­სულ­მა კო­კიმ, რო­ცა მარ­ნი­დან გა­მო­ვე­დით.
- სი­ა­მოვ­ნე­ბით, ოღონდ თა­მა­დად მე უნ­და და­მა­ყე­ნო, - სი­ცი­ლით წა­უ­ყე­ნა პი­რო­ბე­ბი ბი­ძა­ჩემ­მა.
ამა­ზე მე და ლუ­იმ ბევ­რი ვი­ცი­ნეთ, რად­გან ბი­ძა­ჩე­მი, დი­დი-დი­დი, ორ-სამ ჭი­ქას თუ და­ლევ­და ხოლ­მე სუფ­რას­თან. იგი მთვრა­ლი არას­დ­როს არა­ვის გვი­ნა­ხავს.
- ნე­ტავ რი­სი დამ­ლე­ვი ხარ, რომ ბა­ქი­ბუ­ქობ, - ხუ­თი თი­თი მი­აშ­ვი­რა მა­მი­დამ ქმარს და ქო­ქო­ლა მი­ა­ყა­რა, - ამ ბიჭს მარ­თა­ლი ეგო­ნე­ბა.
- შენ რა იცი, მე რა შე­მიძ­ლია? რომ არ ვსვამ, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ არ შე­მიძ­ლია. აგერ, ვნა­ხოთ, ბა­ტო­ნო, დავ­ს­ხ­დეთ ახ­ლა და შე­ვე­ჯიბ­როთ ერ­თ­მა­ნეთს, ვინ ვის და­ათ­რობს - მე კო­კის თუ კო­კი - მე.
სა­კუ­თარ ყუ­რებს არ ვუ­ჯე­რებ­დი. რო­მა და დათ­რო­ბა? ასე­თი რამ ის­ტო­რი­ას ჯერ არ ახ­სოვ­და.
- ხე­დავ, ლუი? თურ­მე არც კი იცი, რო­გო­რი მსმე­ლი ქმა­რი გყავს. რო­მა, აბა, აღი­ა­რე ერ­თი, კი­დევ რა არ იცის შენ­მა ცოლ­მა? ბა­რემ ბო­ლომ­დე გახ­სე­ნი კარ­ტე­ბი! - ძა­ლი­ან გავ­მ­ხი­ა­რულ­დი.
- თქვენ მე მხო­ლოდ წიგ­ნის ჭია გგო­ნი­ვართ, მაგ­რამ ეგ­რეც არაა, ჩე­მო კარ­გე­ბო! - დას­ჭე­ქა რო­მამ, - მთა­ვა­რია, იცო­დე, ვის­თან და­ლიო. ეგაა, რა!
ლუ­ი­ზა ისე გა­ა­ო­ცა ქმრის საქ­ცი­ელ­მა, რომ დაბ­ნე­უ­ლი და და­მუნ­ჯე­ბუ­ლი იდ­გა ერთ ად­გი­ლას და ხე­ლებს შლი­და, ეს რა­ე­ბი მეს­მი­სო.
ასე სი­ცილ-სი­ცილ­ში გავ­შა­ლეთ სუფ­რა და გა­ჩაღ­და ქე­ი­ფი. რა თქმა უნ­და, არ დამ­თ­ვ­რა­ლან, რად­გან ბი­ძა­ჩემ­მა მხო­ლოდ იხუმ­რა, მაგ­რამ სა­სი­ა­მოვ­ნოდ კი გა­ვა­ტა­რეთ სა­ღა­მო. გვი­ან, რო­ცა და­ძი­ნე­ბის დრო მო­ვი­და და ბავ­შ­ვე­ბი თავ-თა­ვი­ანთ ოთა­ხებ­ში შე­ი­კეტ­ნენ, რო­მა­მაც ბო­დი­ში მო­ი­ხა­და, დაგ­ტო­ვებთ, სა­მუ­შაო მაქვს, თქვენ კი ბაღ­ში გა­ი­სე­ირ­ნეთ, ახალ­გაზ­რ­დებ­მა სუფ­თა ჰა­ე­რი ჩაყ­ლა­პე­თო და თა­ვის კა­ბი­ნეტს მი­ა­შუ­რა. ლუ­ი­ზამ არაფ­რით არ და­მა­ნე­ბა, რომ სუფ­რის ალა­გე­ბა­ში მივ­ხ­მა­რე­ბო­დი, სტუ­მარს მი­ხე­დეო, თვა­ლით მა­ნიშ­ნა და მუჯ­ლუ­გუ­ნი მკრა.
სხვა რა დამ­რ­ჩე­ნო­და, ეზო­ში გა­ვი­დეთ-მეთ­ქი, კო­კის ვუთხა­რი და ბაღს მი­ვა­შუ­რეთ.
ჩუ­მად გა­ვი­ა­რეთ ეზო, სახლს შე­მო­ვუ­ა­რეთ და გრძელ მერ­ხ­ზე ჩა­მოვ­ს­ხე­დით, კაკ­ლის ძირ­ში. ღრმად ჩა­ვი­სუნ­თ­ქე ივ­ნი­სის ცხე­ლი, მაგ­რამ ჟან­გ­ბა­დით გა­ჯე­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93