ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 12

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 12
კარ­გა ხანს არც ერ­თი ხმას არ ვი­ღებ­დით, მხო­ლოდ ღა­მის სი­ჩუ­მეს ვუგ­დებ­დით ყურს. - ღა­მე ყვე­ლა­ზე დი­დი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი მოვ­ლე­ნაა, არა? - ხმა­დაბ­ლა წარ­მოთ­ქ­ვა კო­კიმ და თვა­ლი ბა­ღის ბო­ლო­ში და­სად­გუ­რე­ბულ სიბ­ნე­ლეს მი­აშ­ტე­რა.
- არ ვი­ცი, ალ­ბათ, - მეც ხმა­დაბ­ლა გა­ვე­ცი პა­სუ­ხი. ორი­ვე ჩვენ­გა­ნის ხმა­ში სა­ო­ცა­რი ინ­ტი­მუ­რო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. ში­ში­სა თუ სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან შე­მაჟ­რ­ჟო­ლა. ამ კა­ცის სი­ახ­ლო­ვე ჩემს მი­ძი­ნე­ბულ ქვეც­ნო­ბი­ერს სა­შიშ­რო­ე­ბას უქად­და.
- გა­ლაკ­ტი­ონს ტყუ­ი­ლად კი არ ჰყავ­და მე­სა­ი­დუმ­ლედ ღა­მე, - თქვა და ირი­ბად გა­მომ­ხე­და.
- "ჩვენ ორ­ნი ვარ"...
- ახ­ლა უკ­ვე სამ­ნი, - აღარ
და­მამ­თავ­რე­ბი­ნა გე­ნი­ა­ლუ­რი სტრი­ქო­ნე­ბი, - ყვე­ლა­ზე კარ­გი დრო დას­ვე­ნე­ბის­თ­ვის სწო­რედ ეს პე­რი­ო­დია... რო­ცა შუ­ა­ღა­მე იწყე­ბა.
- მარ­თ­ლა? - გულ­წ­რ­ფე­ლად გა­ვი­ო­ცე, ასე­თი რამ პირ­ვე­ლად მეს­მო­და.
- მარ­თ­ლა, მარ­თ­ლა. ხე­დავ, რამ­დე­ნი რა­მე ვი­ცი? მო­მე­ბა­რე და კი­დევ ბევრს გას­წავ­ლი. დას­ვე­ნე­ბა­საც თა­ვი­სი დრო აქვს. შენ ესეც უნ­და ის­წავ­ლო.
- რა ესეც? - ვერ მი­ვუხ­ვ­დი.
- დას­ვე­ნე­ბა, - მო­მი­გო და თა­ვი­სი თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი ღი­მი­ლით გა­მი­ღი­მა.
ნე­ტავ, თუ ეს­მის, რას ლა­პა­რა­კობს? წარ­ბე­ბი შე­ვიჭ­მუხ­ნე.
- მო­უს­მი­ნე ღა­მე­ულ ხმებს და მო­ეშ­ვი, ზედ­მე­ტად და­ძა­ბუ­ლი ხარ.
მე­რე­და, ვი­სი ბრა­ლია? არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად და­ვის­ვე­ნებ­დი ამ ორ დღეს, ეს რომ არ წა­მო­სუ­ლი­ყო. ახ­ლა მარ­თ­ლაც, თით­ქოს ნემ­სებ­ზე ვზი­ვარ.
უეც­რად ზურ­გ­ზე ხე­ლი მომ­ხ­ვია და იდუ­მა­ლი ხმით და­ი­ჩურ­ჩუ­ლა:
- ზღაპ­რუ­ლი ეზოა, - ამ სიტყ­ვე­ბით ფე­ხე­ბი წინ გას­წია და გან­ზე გა­შა­ლა, - ისე­თი სიმ­შ­ვი­დეა, თით­ქოს და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­რო არც არ­სე­ბობს.
- არ მე­გო­ნა, სიწყ­ნა­რე და სიმ­შ­ვი­დე თუ გიყ­ვარ­და.
- რა­ტომ არ გე­გო­ნა?
ირო­ნი­ის მო­საშ­ვე­ლი­ებ­ლად ჩა­ვიფხუ­კუ­ნე.
- ისე­თი რე­პუ­ტა­ცია გაქვს...
- რო­გო­რი ისე­თი? - ჩემ­კენ შე­მობ­რუნ­და და და­ჟი­ნე­ბით მო­მაშ­ტერ­და.
- ნუ... რო­გორ გითხ­რა... ინ­ტენ­სი­უ­რი სა­მუ­შაო და აქ­ტი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა.
- ა, მა­გას გუ­ლის­ხ­მობ? მე ხომ რო­ბო­ტი არ ვარ, ბა­ბი, მეც ვიღ­ლე­ბი ხან­და­ხან. ავა­დაც ვხდე­ბი. აი, მიჩხ­ვ­ლი­ტე თუ გინ­და, ნემ­სი და ნა­ხავ, რომ სის­ხ­ლი მეც წა­მო­მი­ვა. ისე­თი­ვე ვარ, რო­გო­რიც სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი.
თვა­ლე­ბი დავ­ხა­რე, მი­სი მზე­რის გა­საძ­ლე­ბად ძა­ლა უკ­ვე აღარ შემ­წევ­და.
- ვი­ცი, - ჩა­ვი­ბურ­ტყუ­ნე, - რა თქმა უნ­და, ვი­ცი... მეს­მის.
- რა­ტომ­ღაც, ასე არ მეჩ­ვე­ნე­ბა, - ამოხ­ვ­ნე­შით თქვა და ისევ სიბ­ნე­ლეს მი­აპყ­რო თვა­ლი.
ვის­ხე­დით უხ­მოდ, ვყლა­პავ­დით სა­ა­მურ ჰა­ერს და ფოთ­ლე­ბის შრი­ალს ვუგ­დებ­დით ყურს. გო­ლა აქ არას­დ­როს მო­მიყ­ვა­ნია. რა­ტომ? იმი­ტომ, რომ ბი­ძა-მა­მი­დას არ მოს­დი­ო­დათ თვალ­ში? ან იქ­ნებ იმი­ტომ, რომ მე­ში­ნო­და? რი­სი? თვი­თო­ნაც არ ვი­ცო­დი, რი­სი, მაგ­რამ მას შემ­დეგ, რაც მას­თან თა­ნაცხოვ­რე­ბა და­ვიწყე, ში­ში ჩე­მი მუდ­მი­ვი თა­ნამ­გ­ზავ­რი გახ­და. ლუი ყო­ველ­თ­ვის აღ­ნიშ­ნავ­და, რომ გო­ლა­ში ისე­თი­ვე ტი­რანს ხე­დავ­და, რო­გო­რიც მა­მა­ჩე­მი იყო. ძმა­ზე უდი­ე­რად ლა­პა­რაკს არ ერი­დე­ბო­და. იცო­და, რო­გო­რი ცუ­დი ხა­სი­ა­თიც ჰქონ­და მა­მა­ჩემს, რო­ცა უგო­ნოდ დათ­ვ­რე­ბო­და. მით უფ­რო, რომ წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად, სიმ­თ­ვ­რა­ლე პა­თო­ლო­გი­ა­ში გა­და­უ­ვი­და.
ხე­ლე­ბი ჩა­მო­ვუშ­ვი და მერხს და­ვეყ­რ­დე­ნი. მა­მა ეჭ­ვი­ა­ნი იყო, მაგ­რამ დე­და სი­გი­ჟემ­დე უყ­ვარ­და. ალ­ბათ ამი­ტო­მაც ეჭ­ვი­ა­ნობ­და გა­მუდ­მე­ბით. უც­ნა­უ­რი სა­ხე ჰქონ­და მის სიყ­ვა­რულს, სა­ში­ში და გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი. შე­ეძ­ლო, ნე­ბის­მი­ერ­ზე ეეჭ­ვი­ა­ნა, ვინც კი დე­და­ჩემ­ზე სიტყ­ვას ჩა­მო­აგ­დებ­და ან და­ე­ლა­პა­რა­კე­ბო­და. გო­ლა მას არ ჰგავ­და, ის სა­ში­ში მხო­ლოდ თა­ვი­სი ეგო­იზ­მით იყო.
- ჯე­რაც ვერ შე­ძე­ლი მი­სი და­ვიწყე­ბა? - კო­კის ხმამ გა­მო­მაფხიზ­ლა. მი­სი თბი­ლი ხე­ლის­გუ­ლი ჩე­მი ხე­ლის ზურგს და­ე­ფა­რა, - ის აქ არის, ჩვენ­თან, არა? ახ­ლა, ამ­წამს, სა­კუ­თა­რი ჩრდი­ლი­ვით ჩვენს ზურგს უკან დგას.
შემ­კ­რ­თალ­მა თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე. ტუ­ჩებ­მო­კუ­მულ­მა თა­ვი დავ­ხა­რე და უხ­მოდ ამო­ვიკ­ვ­ნე­სე. ვერ შე­ვეჩ­ვიე იმას, რომ კო­კის ჩე­მი აზ­რე­ბის წა­კითხ­ვა შე­ეძ­ლო.


- ისევ გიყ­ვარს?
- მიყ­ვარს? - ისე­თი ზიზღით წარ­მოვ­თ­ქ­ვი ეს სიტყ­ვა, რომ გა­ო­ცე­ბულ­მა თა­ვი გვერ­დ­ზე გა­და­ხა­რა. იგი კვლავ შე­ე­ხო ჩემ­თ­ვის მტკივ­ნე­ულ თე­მას, კვლავ იარა­ზე და­მად­გა ფე­ხი.
- მა­შინ ამ­დენს რა­ტომ ფიქ­რობ მას­ზე?
- უკ­ვე გითხა­რი, რომ მას­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს, - აკან­კა­ლე­ბუ­ლი ხმით მი­ვუ­გე, ვე­რაფ­რით ვა­ხერ­ხებ­დი დამ­შ­ვი­დე­ბას, - მგო­ნი, ცო­ტა შემ­ცივ­და. მო­დი, შევ­ბ­რუნ­დეთ სახ­ლ­ში.
- არა, არ შეგ­ცივ­და, - ხელ­ზე ხე­ლი მო­მი­ჭი­რა, - მე, უბ­რა­ლოდ, ვცდი­ლობ გა­ვი­გო, რა გე­მარ­თე­ბა. სუ­ლაც არ მსურს, შენ­ში მტკივ­ნე­უ­ლი მო­გო­ნე­ბე­ბი გა­ვა­ცოცხ­ლო, მაგ­რამ ჩვე­ნი შეხ­ვედ­რის პირ­ვე­ლი­ვე მო­მენ­ტი­დან აშ­კა­რად ვგრძნობ ჩვენ გვერ­დით სხვა ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბას. ეს ადა­მი­ა­ნი ის არის? ყო­ფი­ლი ქმა­რი, შე­ნი მო­უ­შუ­შე­ბე­ლი იარე­ბის ულე­ვი წყა­რო?
არ გავ­ნ­ძ­რე­ულ­ვარ. რო­გორც ჩანს, მარ­თა­ლია. მაგ­რამ ეს რას ცვლის? რა უნ­და გა­ვა­კე­თო, რომ ასეა? ან თვი­თონ რა შე­უძ­ლია?
- იცი, ძა­ლი­ან კარ­გად მეს­მის შე­ნი. იყო დრო, რო­ცა მეც უგო­ნოდ მიყ­ვარ­და, რომ იტყ­ვი­ან, დამ­წ­ვა­რი ვი­ყა­ვი. ამი­ტომ ვი­ცი, რა­საც ნიშ­ნავს სას­ტი­კი შეც­დო­მის დაშ­ვე­ბა.
გუ­ლი შე­მე­კუმ­შა. ამ თე­მა­ზე სა­უბ­რის გაგ­რ­ძე­ლე­ბა აღარ მსურ­და, ხა­სი­ათს მი­ფუ­ჭებ­და.
- არა გაქვს უფ­ლე­ბა, ჩემს პი­რა­დულ­ზე კითხ­ვე­ბი და­მა­ყა­რო, - ხმა გა­მი­ცივ­და.
- პი­რი­ქით, მაქვს, - პირ­ქუ­შად შე­მე­წი­ნა­აღ­მ­დე­გა, - ახ­ლა შენ ჩემ­თან ხარ და არა მას­თან, მე კი არ მომ­წონს სიყ­ვა­რუ­ლის სა­მე­უ­ლი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მე­სა­მე ყო­ველ­თ­ვის ზედ­მე­ტია.
ამ სიტყ­ვებ­მა ისე უხე­შად გა­იჟ­ღე­რა, რომ ძლივს შე­ვი­კა­ვე თა­ვი, მეც უხე­შად არ მე­პა­სუ­ხა.
ყვე­ლა­ნი ერ­თ­ნა­ი­რე­ბი არი­ან ეს მა­მა­კა­ცე­ბი, ამა­ყი "მა­მა­კა­ცუ­რი რა­სის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. მხო­ლოდ და­თოა გა­მო­ნაკ­ლი­სი, რო­მე­ლიც აშ­კა­რად სხვა პლა­ნე­ტას ეკუთ­ვ­ნის. ცო­ლის და­საბ­რუ­ნებ­ლად ყვე­ლა­ნა­ირ დამ­ცი­რე­ბა­ზე რომ თა­ნახ­მაა.
- მე არ მო­მიწ­ვე­ვი­ხარ აქ, - შე­ვახ­სე­ნე გა­გუ­ლი­სე­ბულ­მა.
- გინ­და, წა­ვი­დე?
ისე მომ­ხ­ვ­და გულ­ზე მი­სი სიტყ­ვე­ბი, რომ მივ­ხ­ვ­დი, სუ­ლაც არ მინ­დო­და მი­სი წას­ვ­ლა. ამ მიხ­ვედ­რამ კი თავ­ზა­რი დამ­ცა და გრძნო­ბე­ბი ტალ­ღა­სა­ვით ისე მო­მას­კ­და, რომ უნებ­ლი­ეთ წა­მომ­ც­და:
- ჰო, სწო­რედ ეს მინ­და.
და სამ­ყა­რომ არ­სე­ბო­ბა შეწყ­ვი­ტა, დე­და­მი­წამ კი ბრუნ­ვა. ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­შეშ­და, რო­გორც ზღა­პარ­ში, ჯა­დოს­ნუ­რი ჯო­ხის მოქ­ნე­ვა­ზე. შე­მე­შინ­და, მარ­თ­ლა არ წა­სუ­ლი­ყო და და­ფე­თე­ბულ­მა შევ­ხე­დე. ჩე­მი მზე­რა საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნ­და იმის­თ­ვის, რომ ხე­ლე­ბი ძლი­ე­რად მო­ეხ­ვია, მკერ­დ­ზე მი­ვე­კა­რი და კოც­ნით სუ­ლი ამო­ე­ხა­და ჩემ­თ­ვის... მის­მა ცხელ­მა ტუ­ჩებ­მა ჩე­მი უმ­წეო პრო­ტეს­ტი ეგ­რე­ვე ჩა­ახ­შო, სი­ა­მოვ­ნე­ბის მო­რევ­მა ხა­ხა და­ა­ღო და უფ­რო და უფ­რო ღრმად ჩა­მით­რია. ვერც გა­ვი­აზ­რე, რო­გორ აღ­მოვ­ჩ­ნ­დი მის მუხ­ლებ­ზე, ან რო­გორ მოხ­და, რომ ყელ­ზე ხელს ვხვევ­დი და მჭიდ­როდ ვეკ­ვ­რო­დი. იმ­დე­ნად ამი­ტა­ნა ვნე­ბა­თა­ღელ­ვამ, მინ­დო­და, მის სხე­ულ­ში შე­მეღ­წია, მას­ში გარ­დავ­ქ­მ­ნი­ლი­ყა­ვი და იქ დავ­რ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი.
ამ დროს ლუ­იმ დაგ­ვი­ძა­ხა და ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად მოვ­წყ­დით ერ­თ­მა­ნეთს. ჩემს გულს ბა­გა­ბუ­გი გაჰ­ქონ­და.
- შენ არ გინ­და, რომ წა­ვი­დე. მითხა­რი, რომ არ გინ­და, - ამ სიტყ­ვე­ბით ცხვი­რის წვერ­ზე მა­კო­ცა, - მითხა­რი, ბა­ბი.
- არ მინ­და, რომ წახ­ვი­დე, - ვა­ღი­ა­რე.
- ჰო­და, ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი, - კო­კი ად­გა და მეც წა­მო­მა­ყე­ნა, - ეს კარ­გია, რად­გან წას­ვ­ლას არ ვა­პი­რებ, - გა­ი­ღი­მა, - და იცი, რას გა­ვა­კე­თებთ? უბ­რა­ლოდ, დავ­ტ­კ­ბე­ბით ამ გა­მო­სას­ვ­ლე­ლი დღე­ე­ბით, გა­ვერ­თო­ბით და და­ვის­ვე­ნებთ. მე გას­წავ­ლი, რო­გორ უნ­და დას­ვე­ნე­ბა. არა­ნა­ი­რი და­კითხ­ვა ან უხე­ში სიტყ­ვე­ბის გა­დას­როლ-გად­მოს­რო­ლა, - და რო­ცა შე­ამ­ჩ­ნია, რომ შუბ­ლი შე­ვი­კა­რი, და­ა­მა­ტა:
- კი­დევ... არ გირ­ჩევ, ჩე­მი გე­ში­ნო­დეს. არ ღირს. ჩვენ ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ. მხო­ლოდ, უკეთ უნ­და გა­ვიც­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თი. ახ­ლა კი წა­ვი­დეთ, თო­რემ ლუ­ის ეწყი­ნე­ბა.
ორი­ვე­ნი სახ­ლის­კენ გა­ვე­მარ­თეთ.


- რო­გორც ვატყობ, ამ შა­ბათ-კვი­რას იმა­ზე მე­ტად ვი­სი­ა­მოვ­ნებ, ვიდ­რე წარ­მო­მედ­გი­ნა. გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი, ჭარ­ბი ჟან­გ­ბა­დი, კარ­გი ღვი­ნო და ქა­ლი.
- რო­გორ არის იმ სიმ­ღე­რა­ში? "ღვი­ნო, დუ­დუ­კი, ქა­ლე­ბი". ამა­ზე უკე­თე­სი რა უნ­და იყოს? - თა­ვი გა­ვაქ­ნიე გა­ღი­მე­ბულ­მა და სა­ხე­ზე ჩა­მო­ფე­ნი­ლი თმის ღე­რე­ბი ყურს უკან გა­და­ვი­წიე.
უეც­რად შედ­გა, თა­ვის­კენ შე­მო­მაბ­რუ­ნა და მზე­რა ჩემს მკერ­დ­ზე შე­ა­ჩე­რა, რო­მე­ლიც ბედ­ნი­ე­რი მღელ­ვა­რე­ბის­გან ღრმად ადი-ჩა­დი­ო­და. მე­რე ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია და ტა­ნი და ფე­ხე­ბი შე­მით­ვა­ლი­ე­რა, ბო­ლოს თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და... მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად, გა­მომ­ც­დე­ლად.
- მე ერ­თი ქა­ლიც მე­ყო­ფა, - უბ­რა­ლოდ, ყო­ველ­გ­ვა­რი ქვე­ნა აზ­რე­ბის გა­რე­შე თქვა.
- სად და­ი­კარ­გეთ? ჩაი მო­ვა­დუ­ღე, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ცე­ი­ლო­ნის ჩაი მაქვს, ნამ­დ­ვი­ლი. ძი­ლის წინ ჩა­ის არა­ფე­რი სჯობს, - ლუ­ის თვა­ლე­ბი გაბ­რ­წყი­ნე­ბო­და. აშ­კა­რად ჩან­და, რომ კო­კი ძა­ლი­ან მოს­წონ­და და სურ­და, ბო­ლომ­დე ესი­ა­მოვ­ნე­ბი­ნა სტუმ­რის­თ­ვის.
- სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ლევ ჩა­ის, ქალ­ბა­ტო­ნო ლუ­ი­ზა, - შა­ქა­რი­ვით დად­ნა ჩე­მი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი და მა­მი­და­ჩემს ხელ­ზე ეამ­ბო­რა. ოხ, რო­გო­რი მომ­თაფ­­ვლე­ლია. იცის, ქა­ლებ­თან თა­ვი რო­გორ უნ­და და­ი­ჭი­როს.
ჩაი მარ­თ­ლაც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გა­მოდ­გა.
- ლუი, ეს ჩაი მე არას­დ­როს გა­მი­სინ­ჯავს, სა­ი­დან?
- რო­მას აჩუ­ქეს კა­თედ­რა­ზე, თა­ვის­მა სტუ­დენ­ტ­მა ჩა­მო­უ­ტა­ნა ინ­გ­ლი­სი­დან. მეც ვი­ნა­ხავ კო­კის­ნა­ი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბის­თ­ვის, - გა­და­ი­კის­კი­სა მა­მი­დამ, რო­მე­ლიც ყო­ველ­თ­ვის პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით კეკ­ლუ­ცად იცი­ნო­და.
ქა­ლებს გვა­ხა­სი­ა­თებს ასე. ზო­გი ღი­მი­ლით, ზო­გი გუ­ლუბ­რ­ყ­ვი­ლო ფრა­ზე­ბით, ზო­გი კი სი­ცი­ლით ცდი­ლობს, უფ­რო პა­ტა­რა ასა­კის გა­მოჩ­ნ­დეს, ვიდ­რე სი­ნამ­დ­ვი­ლე­შია. მა­მი­და ამას თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი სი­ცი­ლით ახერ­ხებ­და.

კო­კიმ თა­ვი­სი ენა­მოს­წ­რე­ბუ­ლო­ბით ძალ­ზე გა­ამ­ხი­ა­რუ­ლა მამიდა. მა­მი­და ისე ხმა­მაღ­ლა იცი­ნო­და, რომ რო­მაც კი გა­მო­ა­ხე­და. ბი­ძა­ჩემ­მა ვე­ღარ გაძ­ლო თა­ვის კა­ბი­ნეტ­ში და კვლავ შე­მოგ­ვი­ერ­თ­და. ჩა­ის სმას ისევ სუფ­რის გაშ­ლა და ქე­ი­ფის გა­ნახ­ლე­ბა მოჰ­ყ­ვა. ჭი­ქას ჭი­ქა­ზე ცლიდ­ნენ რო­მა და კო­კი, თან სა­ჭირ­ბო­რო­ტო თე­მებ­ზე სა­უბ­რობ­დ­ნენ. რო­ცა მათ ვუ­ყუ­რებ­დი, გუ­ლი სი­ხა­რუ­ლით მევ­სე­ბო­და. მომ­წონ­და, რომ გა­უ­გეს ერ­თ­მა­ნეთს. ბი­ძა­ჩე­მი იშ­ვი­ა­თად, ასე გა­ში­ნა­უ­რე­ბო­და სტუ­მარს. ასე ად­ვი­ლად მის კე­თილ­გან­წყო­ბას ვე­რა­ვინ და­იმ­სა­ხუ­რებ­და. ისე გა­ერ­თო კო­კის­თან ერ­თად, რომ სხვა გან­ზო­მი­ლე­ბებს გა­მო­ე­თი­შა და დე­და­მი­წას და­უბ­რუნ­და.

არა­და, ადა­მი­ა­ნე­ბის მო­ხიბ­ვ­ლა გო­ლა­საც კარ­გად ეხერ­ხე­ბო­და. მო­გო­ნე­ბებ­მა კვლავ გა­აღ­ვი­ძა ჩემ­ში მი­ძი­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლი. გა­ვუბ­რაზ­დი ჩემს თავს, უდ­როო დროს რომ მახ­სენ­დე­ბო­და ყო­ფი­ლი ქმა­რი თუ საყ­ვა­რე­ლი. ისეთ კარგ ხა­სი­ათ­ზე ვი­ყა­ვი, არ მინ­დო­და მის აჩ­რ­დილს ჩე­მი გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა. კო­კის გაც­ნო­ბამ­დე იშ­ვი­ა­თად ვფიქ­რობ­დი მას­ზე, იშ­ვი­ა­თად ვიხ­სე­ნებ­დი. ამ ბო­ლო დროს კი ისევ ამეკ­ვი­ა­ტა ფიქ­რი. ეს ალ­ბათ იმის ბრა­ლია, რომ ის ყო­ველ­თ­ვის არ­სე­ბობ­და ჩე­მი სუ­ლის სიღ­რ­მე­ებ­ში და, რო­გორც კო­კიმ თქვა, სა­კუ­თა­რი ჩრდი­ლი­ვით მუ­დამ ზურგს უკან მედ­გა. ვა­ი­თუ, კო­კიც ისე­თია, რო­გო­რიც გო­ლა აღ­მოჩ­ნ­და?

მა­ლუ­ლად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ ხიბ­ლავ­და რო­მას და ლუ­ის. სა­სა­ცი­ლო ამ­ბებს უყ­ვე­ბო­და თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბი­დან. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ასეთ რა­მე­ებს სხვებ­თან იშ­ვი­ა­თად თუ გა­ამ­ხელ­და. ახ­ლა მხო­ლოდ იმი­ტომ გა­მო­ი­დო თა­ვი, რომ ჩე­მე­ბის­თ­ვის თა­ვი მო­ე­წო­ნე­ბი­ნა.
გო­ლას სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბი სა­აშ­კა­რა­ო­ზე არას­დ­როს გა­მოჰ­ქონ­და. კრინტს არ დაძ­რავ­და, თუ რა­მეს მიჰ­ქა­რავ­და, არც ჩემ­თან და არც არა­ვის­თან. მაგ­რამ კო­კი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ იქ­ცე­ო­და. რო­გორც ჩანს, კარ­გად აქვს და­მუ­ღა­მე­ბუ­ლი, რომ სა­კუ­თა­რი შეც­დო­მე­ბის გა­მო­აშ­კა­რა­ვე­ბა და მას­ზე "ღა­და­ვი" ადა­მი­ა­ნებ­ში ნდო­ბას ბა­დებს.

სუ­ლაც არ მინ­დო­და, მაგ­რამ ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად ორი­ვე მა­მა­კაცს ერ­თ­მა­ნეთს ვა­და­რებ­დი. მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა, რო­ცა ამ­ბო­ბენ, ყო­ფი­ლი ცო­ლე­ბი და ქმრე­ბი მე­ო­რე მე­უღ­ლეს წი­ნას ადა­რე­ბე­ნო. აი, სწო­რედ ეს მო­მენ­ტი ახ­ლა მქონ­და. გო­ლა სიმ­პა­თი­უ­რი იყო, მა­ღა­ლი, გამ­ხ­და­რი, შავ­თ­ვა­ლე­ბა, მოხ­დე­ნი­ლი, მაგ­რამ არა მდი­და­რი. კო­კი კი... კო­კი უფ­რო მომ­ნუს­ხ­ვე­ლი იყო, უფ­რო მხი­ა­რუ­ლიც, უფ­რო გულ­წ­რ­ფე­ლიც და... უფ­რო მდი­და­რიც. უფ­რო კი არა, ძა­ლი­ან მდი­და­რიც. მას­ზე, რო­გორც წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნეს­მენ­ზე, ბევ­რი სტა­ტია წა­მი­კითხავს.
ქა­ლე­ბი ჩემს ყო­ფილ ქმარ­საც არ აკ­ლ­და. მა­საც ზედ ახ­ტე­ბოდ­ნენ, რო­გორც კო­კის, მაგ­რამ მის შემ­თხ­ვე­ვა­ში სიმ­დიდ­რე არა­ფერ შუ­ა­ში იყო. მარ­თა­ლია, გო­ლა უფუ­ლო­ბას არ უჩი­ო­და და, სა­ვა­რა­უ­დოდ, რა­საც იშო­ვი­და, უმე­ტე­სო­ბას გარ­თო­ბა­ში ფლან­გავ­და, ვიდ­რე ოჯა­ხის­თ­ვის, მაგ­რამ ბევ­რი მა­ინც არ ჰქონ­და. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მე არ მიგ­რ­ძ­ნია. მას სხვა­ნა­ი­რი აურა ჰქონ­და და სხვა პრინ­ცი­პე­ბით ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და ქა­ლე­ბის მო­სა­ხიბ­ლად. აი, ისე, რო­გორც ჩე­მი მო­ხიბ­ვ­ლა შეძ­ლო. რამ­დე­ნა­დაც ყუ­რადღე­ბი­ა­ნი და თბი­ლი იყო გა­რეთ, იმ­დე­ნად ცი­ვი და უხე­ში ხდე­ბო­და შინ. თით­ქოს ნი­ღაბს ირ­გებ­და, რო­ცა მარ­ტო­ნი ვრჩე­ბო­დით და ამ ნიღ­ბის შიგ­ნით იფა­რე­ბო­და გა­რეთ მხი­ა­რუ­ლი და თბი­ლი მა­მა­კა­ცის ჭეშ­მა­რი­ტი, სა­დის­ტუ­რი ბუ­ნე­ბა. რო­გორ ვი­ფიქ­რებ­დი, რომ ბო­ლოს ხელ­ში სულ სხვა ადა­მი­ა­ნი შემ­რ­ჩე­ბო­და? ოთა­ხი, რო­მელ­საც ვქი­რა­ობ­დით, ჩემ­თ­ვის ნამ­დ­ვილ სა­წა­მე­ბელ საკ­ნად აქ­ცია. თავს უსაფ­რ­თხოდ, ფაქ­ტობ­რი­ვად, არას­დ­როს ვგრძნობ­დი.

რა­ტომ ვით­მენ­დი ამ­დენს და ამ­დენ ხანს? ალ­ბათ იმი­ტომ, რომ რწმე­ნა მქონ­და ასე­თი - თუ გათხოვ­დე­ბი, სა­მუ­და­მოდ ქმარ­თან უნ­და დარ­ჩე. ოჯა­ხუ­რი თა­ნაცხოვ­რე­ბა მთე­ლი სი­ცოცხ­ლე უნ­და გაგ­რ­ძელ­დეს. ყვე­ლა­ნა­ი­რად ვე­ცა­დე, და­მე­ლა­გე­ბი­ნა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ დე­და­ჩე­მის ბე­დი არ გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა, მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­მი­ვი­და. ყო­ვე­ლი ჩხუ­ბის მე­რე ვცდი­ლობ­დი, უფ­რო სა­მა­გა­ლი­თო ცო­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. თა­ვი­სი წრე ხომ მას იდე­ა­ლურ მა­მა­კა­ცად მი­იჩ­ნევ­და. ნუ­თუ ვერც ისი­ნი ხე­დავ­დ­ნენ გო­ლას ნამ­დ­ვილ სა­ხეს?
- რა­ზე ფიქ­რობ, ბა­ბი? - შეშ­ფო­თე­ბუ­ლი ლუი ჩემ­კენ გად­მო­ი­ხა­რა.
მო­გო­ნე­ბე­ბის ტყვე­ო­ბას თა­ვი და­ვაღ­წიე და შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ ყვე­ლა მე მომ­ჩე­რე­ბო­და.
- მა­პა­ტი­ეთ, - ნა­ძა­ლა­დე­ვი ღი­მი­ლი ავი­ფა­რე, - სამ­სა­ხუ­რი გა­მახ­სენ­და, რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბია და...
- ჩემს საქ­მე­ზე ხომ არ ფიქ­რობ­დი, პა­ტივ­ცე­მუ­ლო ად­ვო­კა­ტო? - ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი ხმით მკითხა კო­კიმ და თვა­ლე­ბით გამ­ბურ­ღა, მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნა, ყვე­ლა­ფერს ვხვდე­ბიო.
- არა, არა, შე­ნი საქ­მე ჯერ ად­გი­ლი­და­ნაც არ დაძ­რუ­ლა, სხვა რა­მეა, - და დაბ­ნე­უ­ლი მა­მი­დას მი­ვუბ­რუნ­დი, - ლუი, რას მე­უბ­ნე­ბო­დი წე­ღან?
რო­გორც იქ­ნა, ისევ გა­ი­ბა სა­უ­ბა­რი და ჩე­მი შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი მზე­რა ყვე­ლას გა­და­ა­ვიწყ­და, მაგ­რამ არა კო­კის, რად­გან ხში­რად გა­მომ­ხე­დავ­და თა­ვი­სი გამ­ჭო­ლი და ორაზ­რო­ვა­ნი მზე­რით. ის გა­ნაგ­რ­ძ­ობ­და ხუმ­რო­ბას, თვი­თო­ნაც იცი­ნო­და და სხვებ­საც აცი­ნებ­და, მაგ­რამ თან მე მაკ­ვირ­დე­ბო­და.
შუ­ა­ღა­მე გა­და­სუ­ლი იყო, რო­ცა ავი­შა­ლეთ. ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ლო­გინს რო­დის მი­ვა­შუ­რებ­დი. დღე­ვან­დელ­მა დღემ ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან დამ­ღა­ლა.
მას­პინ­ძ­ლებ­მა ღა­მე მშვი­დო­ბი­სა გვი­სურ­ვეს და მარ­ტო­ნი დაგ­ვ­ტო­ვეს. რო­ცა ბი­ძა-მა­მი­დამ სა­კუ­თარ სა­ძი­ნე­ბელს მი­ა­შუ­რა, მე და კო­კი ში­და კი­ბის მო­ა­ჯირ­თან ვი­დე­ქით, რო­მელ­საც მე­ო­რე სარ­თულ­ზე ავ­ყავ­დით.

- ძი­ლი ნე­ბი­სა, ბა­ბი, - ჩუ­მი ხმით მითხ­რა კო­კიმ და ნა­ზად მა­კო­ცა. წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბის გა­წე­ვა არც მიც­დია. ან კი რა­ტომ უნ­და მე­ცა­და, რო­ცა მსგავ­სი წუ­თე­ბი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ მქონ­და. ახ­ლაც ღვთა­ებ­რივ­მა სით­ბომ დამ­რია ხე­ლი, რო­მე­ლიც უფ­რო და უფ­რო მა­ტუ­ლობ­და და სა­გან­გა­შო ტემ­პე­რა­ტუ­რას აღ­წევ­და. თით­ქოს ყვე­ლა­ფე­რი მეწ­ვო­და შიგ­ნით. მე­გო­ნა, სან­თე­ლი­ვით ჩა­ვიღ­ვენ­თე მის მკლა­ვებ­ში.
მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მე­რი­და და რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია. თავ­ბ­რუ­დახ­ვე­უ­ლი რომ არ წავ­ქ­ცე­უ­ლი­ყა­ვი, ხის მო­ა­ჯირს ჩა­ვე­ჭი­დე, მაგ­რამ მივ­ხ­ვ­დი, რომ თავს ვე­ღარ შე­ვი­კა­ვებ­დი და კო­კის მხრებ­ში ჩა­ვაფ­რინ­დი. მის სა­ხე­ზე და­უ­მა­ლა­ვი სურ­ვი­ლი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და... ჩემ­თან ყოფ­ნის სურ­ვი­ლი და კი­დევ... რა­ღაც სხვა, ჩემ­თ­ვის გა­უ­გე­ბა­რი.

- რო­ცა ოცი წლის ვი­ყა­ვი, ერთ ქალს შევ­ხ­ვ­დი, - თით­ქოს კითხ­ვა­ზე პა­სუხს მცემ­სო, ისე­თი ტო­ნით და­იწყო, - და ისე­თი ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნა ჩემს გულ­ში, დავ­ნახ­შირ­დი. მას შემ­დეგ მხო­ლოდ ერთ წესს ვცნობ: რა­საც უნ­და ვგრძნობ­დე, არას­დ­როს ვიძ­ლე­ვი პი­რო­ბას, რომ მო­ვა­ლე­ო­ბებს ვიტ­ვირ­თავ ან რა­მეს ვი­ნა­ნებ. ერ­თა­დერ­თი, რა­საც ვითხოვ, ერ­თ­გუ­ლე­ბაა მა­ნამ, სა­ნამ ერ­თად ვიქ­ნე­ბით. ერ­თ­გუ­ლე­ბა და გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა ორი­ვე მხრი­დან. აი, ეს არის ჩე­მი ფი­ლო­სო­ფია.
გავ­შ­რი. რა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბა ეს კა­ცი? რა უნ­და, მი­სი საყ­ვა­რე­ლი გავ­ხ­დე და მე­ტი არა­ფე­რი? რამ­დე­ნი­მე წუ­თი დამ­ჭირ­და, რომ მი­სი ნათ­ქ­ვა­მი გა­მე­აზ­რე­ბი­ნა.
- და ქა­ლებს ეს აწყობთ? - სარ­კას­ტუ­ლად ვი­კითხე.
- რა თქმა უნ­და, - ჩემ­მა შე­კითხ­ვამ აშ­კა­რად გა­აკ­ვირ­ვა, - სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ხვდე­ბა, რომ სიყ­ვა­რუ­ლი ლა­მა­ზი გრძნო­ბაა, რომ­ლის ად­გი­ლი, სამ­წუ­ხა­როდ, არ მო­ი­ძებ­ნე­ბა რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ად­რე თუ გვი­ან უნ­დობ­ლო­ბა და ეჭ­ვე­ბი აუცი­ლებ­ლად გა­მო­ა­ჩე­ნენ თა­ვი­ანთ კლან­ჭებს. და თუ მარ­თ­ლა აღ­მო­ა­ჩენ, რომ გღა­ლა­ტო­ბენ? - კო­კიმ მხრე­ბი აიჩე­ჩა, - ყო­ველ­თ­ვის ასე ხდე­ბა. დღეს თუ არა, ხვალ ან ერ­თი უღა­ლა­ტებს, ან მე­ო­რე. გან­ქორ­წი­ნე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ამის სა­უ­კე­თე­სო მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. სექ­სუ­ა­ლუ­რი შე­თავ­სე­ბა­დო­ბა კი სულ სხვა საქ­მეა. იგი რე­ა­ლუ­რია და უტყუ­ა­რი. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში პარ­ტ­ნი­ო­რებს შე­უძ­ლი­ათ ერ­თ­მა­ნე­თის ნდო­ბა.
- შენ რა, სექ­სუ­ა­ლურ ურ­თი­ერ­თო­ბას მთა­ვა­ზობ?
- შენ გინ­და ჩემ­თან, ბა­ბი. მეც მინ­და შენ­თან, და­ნახ­ვის პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან ამ სურ­ვი­ლით ვიწ­ვი. შენ არა­ვინ გყავს, არც მე... სექ­სი ყვე­ლა­ზე ნაღ­დი და ნამ­დ­ვი­ლი რა­მეა ამ­ქ­ვეყ­ნად, ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი.
ისე­თი თავ­ზა­რი დამ­ცა მის­მა წი­ნა­და­დე­ბამ, რომ ვერ ვხვდე­ბო­დი, იმ მო­მენ­ტ­ში რას გან­ვიც­დი­დი. სი­ლა ხომ არ გა­ვაწ­ნა? მაგ­რამ რა­ტომ? ის ხომ გულ­წ­რ­ფე­ლია, მთა­ვა­ზობს იმას, რაც მას სურს, არ მატყუ­ებს. ასე მტკივ­ნე­უ­ლად რა­ტომ ვრე­ა­გი­რებ მის სიტყ­ვებ­ზე?
- მა­პა­ტიე, მაგ­რამ მე საყ­ვა­რე­ლი არ მჭირ­დე­ბა, - სულ­შე­გუ­ბე­ბულ­მა ვუთხა­რი.

- ვი­ცი, - თქვა და კვლავ მი­მი­ზი­და, ხე­ლე­ბი წელ­ზე მომ­ხ­ვია, - და მე პა­ტივს ვცემ შენს გრძნო­ბებს.
გაპ­რო­ტეს­ტე­ბა არც მა­ცა­ლა, ისე მი­მიმწყ­ვ­დია კე­დელ­თან და ტუ­ჩებ­ზე და­მაცხ­რა. მი­სი სხე­უ­ლი ასე ძლი­ე­რი და ასე­თი ცხე­ლი ჯერ არ მომ­ჩ­ვე­ნე­ბია.
ყვე­ლა სა­ღი აზ­რი გა­მიქ­რა გო­ნე­ბი­დან, უკ­ვა­ლოდ გა­მიქ­რა. მთელ ჩემს სხე­ულს მხო­ლოდ სურ­ვი­ლი იპყ­რობ­და და იმორ­ჩი­ლებ­და, მას­თან სექ­სის სურ­ვი­ლი. მის გუ­ლის­ცე­მას ვგრძნობ­დი. იმ­დე­ნად უძ­ლუ­რი აღ­მოვ­ჩ­ნ­დი სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლის წი­ნა­შე, რომ უკ­ვე მზად ვი­ყა­ვი, ჩე­მი სა­ძი­ნებ­ლის კა­რი გა­მე­ღო მის­თ­ვის. თა­ვი­სი ჟი­ნი­ა­ნო­ბით მას უპ­რობ­ლე­მოდ შე­ეძ­ლო ამ ზღუ­დის გა­და­ლახ­ვა.
უზარ­მა­ზა­რი სი­მა­მა­ცე დამ­ჭირ­და, რომ ხე­ლი მეკ­რა. არ ვი­ცი, რო­გორ მო­ვა­ხერ­ხე, რო­მელ­მა ქვე­ნა გრძნო­ბამ მი­ბიძ­გა ამის­კენ. ერ­თი­ა­ნად ათ­რ­თო­ლე­ბულ­მა ძლივს ამოვ­თ­ქ­ვი:
- არ გინ­და. მე ეს არ მინ­და, კო­კი. ხე­ლი გა­მიშ­ვი.
- შენს ხმა­ში ში­ში იგ­რ­ძ­ნო­ბა, რა­მაც დამ­თ­რ­გუ­ნა, - ეგ­რე­ვე შე­მიშ­ვა ხე­ლი და უკან და­ი­ხია, - ამის დე­დაც ვა­ტი­რე, რა გიქ­ნა იმ არა­კაც­მა ასე­თი? - მრის­ხა­ნედ იკითხა, თან თვალს არ მა­შო­რებ­და, - კარ­გი, კარ­გი, ვი­ცი, რომ ამა­ზე ლა­პა­რა­კი არ გსი­ა­მოვ­ნებს.
- არ შე­მიძ­ლია, - და­ვი­ჩურ­ჩუ­ლე, - არ შე­მიძ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი.
- შენ არ მენ­დო­ბი...
- მე შენ არ გიც­ნობ, - მი­ვუ­გე, მაგ­რამ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიც­ნობ­დი და სწო­რედ ეს მა­ში­ნებ­და.


დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 1 /
tm
მე სიამოვნებით ვკითხულობ ამ ნოველას. მოუთმენლად ველოდები ხოლმე გაგრძელებას!
17:30 / 12-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
25262728 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31