ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 13

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 13
ჩემ­მა სიტყ­ვებ­მა თით­ქოს შე­ა­ფიქ­რი­ა­ნა. ყბე­ბი მო­კუ­მა და მზე­რა გა­უმ­კაც­რ­და. - მეს­მის, - თქვა ბო­ლოს, - მაგ­რამ ყვე­ლაფ­რის გა­მოს­წო­რე­ბა შე­იძ­ლე­ბა.
მის­მა ორაზ­რო­ვან­მა ნათ­ქ­ვამ­მა გა­მა­ო­ცა.
- რას გუ­ლის­ხ­მობ? - შე­ში­ნე­ბულ­მა ვკითხე.
- გა­ვაგ­რ­ძე­ლოთ შეხ­ვედ­რე­ბი, - ღი­მი­ლით გა­მო­მიცხა­და, - და თან­და­თან გა­მიც­ნობ.
- მე არ მაქვს შენ­თან შეხ­ვედ­რის უფ­ლე­ბა, შენ ჩე­მი კლი­ენ­ტი ხარ.
- მე არ ვარ შე­ნი კლი­ენ­ტი, - ცალ­წარ­ბა­წე­ულ­მა იუარა.
- სა­მა­გი­ე­როდ, შე­ნი მე­გო­ბა­რია.
- მგო­ნი, ამა­ში არის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა და სწო­რედ ეს არ უშ­ლის ხელს ჩვენს შემ­დ­გომ შეხ­ვედ­რებს. თუ შე­ნი ლო­გი­კით მი­ვუდ­გე­ბით
ამ საქ­მეს, მა­შინ არც ის უნ­და მომ­ხ­და­რი­ყო, რაც ჩვენ შო­რის აქამ­დე მოხ­და.
ალ­მუ­რი წა­მე­კი­და. მარ­თალს ამ­ბობ­და, მის­თ­ვის ასე და­ახ­ლო­ე­ბის ნე­ბა არ უნ­და მი­მე­ცა, მით უფ­რო - კოც­ნის. ამის უფ­ლე­ბა მარ­თ­ლა არ მქონ­და.
- მე მგო­ნი... - ჩახ­ვე­ლე­ბით და­ვიწყე.
- ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა არ არის, ბა­ბი, - პირ­ქუ­შად გა­მაწყ­ვე­ტი­ნა, - ეს შან­ტა­ჟია. ან დამ­თან­ხ­მ­დე­ბი, ან შენს კოც­ნას და მო­ფე­რე­ბას გა­ვაგ­რ­ძე­ლებ, სა­ნამ სა­წოლ­ში არ აღ­მოვ­ჩ­ნ­დე­ბით. მე კი ყვე­ლა­ფე­რი ად­ვი­ლად გა­მომ­დის, სუ­ლაც არ გა­მი­ჭირ­დე­ბა.
თვით­კ­მა­ყო­ფი­ლი იდი­ო­ტი! სიბ­რა­ზის­გან წა­მო­ვენ­თე. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მა­ცო­ფებ­და, რომ მარ­თალს ამ­ბობ­და. მის მომ­ნუს­ხ­ვე­ლო­ბას ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი. თავ­დაც­ვის მიზ­ნით ჩა­ვი­ცი­ნე, მე­რე ჩა­ვახ­ვე­ლე და ირო­ნი­უ­ლი მზე­რით ვკითხე:
- შეხ­ვედ­რებ­ში რას გუ­ლის­ხ­მობ? დამ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას ერ­თ­მა­ნეთს გა­დავ­კოც­ნით და ასე შემ­დეგ? თუ შენ ფიქ­რობ, რომ...
- მე გითხა­რი, რომ ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან გან­ვი­თარ­დე­ბა და გან­ვი­თარ­დე­ბა ისე, რო­გორც შენ გინ­და, - კო­კიმ ხე­ლე­ბი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა.
ბო­ლო სიტყ­ვებ­მა სი­ა­მოვ­ნე­ბა მომ­გ­ვა­რა, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩ­ნიე. მაც­დუ­ნე­ბე­ლი შან­ტა­ჟი იყო, უარის თქმა მი­ჭირ­და. რო­ცა მის ტუ­ჩებს შევ­ც­ქე­რო­დი, აღელ­ვე­ბის­გან პი­რი მიშ­რე­ბო­და.
- ვი­ცი, ძნე­ლია ამის და­ჯე­რე­ბა, მაგ­რამ შე­მიძ­ლია ქა­ლი რეს­ტო­რან­ში დავ­პა­ტი­ჟო და არ მქონ­დეს იმის მო­ლო­დი­ნი, რომ რეს­ტორ­ნის მე­რე ჯილ­დოდ მას­თან სექსს მი­ვი­ღებ.
"ალ­ბათ ასეთ ჯილ­დო­ებს რეს­ტორ­ნამ­დე იღებ. წარ­მო­მიდ­გე­ნია, რამ­დე­ნი ქა­ლი ცდი­ლობს შენ გა­მო­ჭე­რას".
- იცი? გო­ლას მე­რე მე... მე მა­მა­კა­ცი არ მყო­ლია, - ამის თქმა გა­მი­ჭირ­და, მაგ­რამ, რო­გორც იქ­ნა, მო­ვა­ხერ­ხე, - ამას ალ­ბათ ყვე­ლა ქა­ლი ამ­ბობს, რომ თა­ვი პა­ტი­ოს­ნე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბად წარ­მო­ად­გი­ნოს, მაგ­რამ ეს სი­მარ­თ­ლეა და გინდ და­ი­ჯე­რე, გინ­და არა. მარ­თ­ლა არა­ვინ მყო­ლია და არც ახ­ლა მინ­და მყავ­დეს. არა­ვის­თან არ მსურს პა­ე­მან­ზე სი­ა­რუ­ლი. მე მაქვს სამ­სა­ხუ­რი, სახ­ლი და...
- და კმა­ყო­ფი­ლი ხარ შე­ნი ცხოვ­რე­ბით. არა­ვი­თა­რი ნერ­ვი­უ­ლო­ბა და ში­ში, მხო­ლოდ სიმ­შ­ვი­დე და ერ­თ­ფე­როვ­ნე­ბა. და­გუ­ბე­ბულ თბილ წყალს მა­გო­ნებ, ბა­ბი. ეს შენ არ გჭირ­დე­ბა, და­მი­ჯე­რე. ამის­თ­ვის ნუ გა­წი­რავ თავს.
- შენ რა იცი, მე რა მჭირ­დე­ბა? - ცო­ტა არ იყოს, დამ­ცი­რე­ბუ­ლად ვიგ­რ­ძე­ნი თა­ვი, - მე ხომ არ მიც­ნობ, რა­ტომ გა­მო­გაქვს ასე­თი დას­კ­ვ­ნე­ბი? - თვა­ლე­ბი და­ვაკ­ვე­სე, მაგ­რამ ხმის­თ­ვის არ ამი­წე­ვია.
- აი, და­ვუბ­რუნ­დით იმ თე­მას, რომ­ლი­თაც და­ვიწყეთ, - მან ჩე­მი მზე­რა და­ი­ჭი­რა, თით­ქოს ყვე­ლა ჩე­მი სა­ი­დუმ­ლოს ერ­თად წა­კითხ­ვა სურ­და ჩე­მი თვა­ლე­ბის სიღ­რ­მე­ში. - ჩვე­ნი ყო­ვე­ლი წა­კა­მა­თე­ბა და ჩხუ­ბი ერ­თ­ნა­ი­რად მთავ­რ­დე­ბა. ამი­ტომ მე­ტად აღარ მინ­და შენ­თან კა­მა­თი. ჩვენ შევ­ხ­ვ­დე­ბით ხოლ­მე ერ­თ­მა­ნეთს და მორ­ჩა, წერ­ტი­ლი. - ამ სიტყ­ვე­ბით გატ­რი­ალ­და და მის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი ოთა­ხის­კენ წა­ვი­და. კი­დევ ცო­ტაც და, მის ზურგს უკან კა­რი უხ­მა­უ­როდ მი­ი­ხუ­რა.

და­უ­ჯე­რე­ბე­ლი იყო. კარ­გა ხანს ვი­დე­ქი კი­ბის მო­ა­ჯირ­თან სრულ სი­ჩუ­მე­ში, რო­მელ­საც მთე­ლი სახ­ლი მო­ეც­ვა. კო­კი ლა­ცა­ბი­ძე - მა­მა­კა­ცი ტვი­ნი­დან ძვლე­ბამ­დე! აგ­რე­სი­უ­ლი, უმოწყა­ლო, ძლი­ე­რი, ყო­ვე­ლის­შემ­ძ­ლე და სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი. თა­ვი­სი სათ­ქ­მე­ლი თქვა და და­ამ­თავ­რა. არც კი მა­ცა­ლა შე­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბა. ალ­ბათ, ასე აღ­წევს ხოლ­მე თა­ვი­სას.

არა უშავს. ამ ღა­მით არ მთავ­რ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. რო­ცა კი­დევ გა­მი­მე­ო­რებს, ერ­თ­მა­ნეთს შევ­ხ­ვ­დე­თო, უარს მი­ვახ­ლი. არც ერთ მის წი­ნა­და­დე­ბას არ დავ­თან­ხ­მ­დე­ბი. ჩე­მი უარი თან­და­თან გულს გა­უ­ცი­ვებს, ბო­ლოს მოჰბეზ­რ­დე­ბა და თავ­საც და­მა­ნე­ბებს. მას­თან კარ­გი არა­ფე­რი მე­ლის. მე­ყო­ფა, რაც გა­და­ვი­ტა­ნე. კი­დევ ერ­თი გო­ლას­ნა­ი­რი მომ­თხოვ­ნი მა­მა­კა­ცი არა­ფერ­ში მჭირ­დე­ბა. კი­დევ ერ­თხელ ცხოვ­რე­ბას ვერ გა­ვიმ­რუ­დებ. ძლივს ჩე­მი თა­ვი ვი­პო­ვე, ძლივს თა­ვი­სუფ­ლე­ბის გე­მო გა­ვი­გე. ძლივს და­ვა­ლა­გე ჩე­მი ცხოვ­რე­ბა.

აშ­კა­რად სუს­ტი მცდე­ლო­ბაა თა­ვის და­სამ­შ­ვი­დებ­ლად. ამან შვე­ბა ვერ მომ­გ­ვა­რა. იქ­ნებ იმი­ტომ, რომ კო­კი ვი­რი­ვით ჯი­უ­ტია? სად ვე­ლო­დო, რო­დის მოჰ­ბეზ­რ­დე­ბა ჩე­მი უარი? ან მი­სი ვირ­თან შე­და­რე­ბა რა­ღა უბე­დუ­რე­ბაა? მეც არა­ნაკ­ლე­ბი ვი­რი ვარ, სი­ჯი­უ­ტე­ში ეგ ვერ მა­ჯო­ბებს. ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ვცდი მა­ინც. ვნა­ხოთ, რა გა­მო­ვა.
მხრებ­ში გა­ვი­მარ­თე და ჩემს სა­ძი­ნე­ბელს მი­ვა­შუ­რე. ჩვენს ოთა­ხებს ერ­თი კე­დე­ლი ჰყოფ­და. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას აკე­თებს ამ­წუ­თას? იხ­დის? უკ­ვე დაწ­ვა? ფიქ­რობს ჩემ­ზე? წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა პო­ზა­ში იწ­ვა. გუ­ლაღ­მა, ხე­ლე­ბი თავ­ქ­ვეშ ამო­დე­ბუ­ლი, ჭერს მი­შე­ტე­რე­ბუ­ლი ლურ­ჯი თვა­ლე­ბი და თვალ­წინ მე.

თა­ვი გა­ვაქ­ნიე, აბე­ზა­რი ფიქ­რე­ბის მო­შო­რე­ბა მინ­დო­და. გო­ლას­თან და­შო­რე­ბამ გა­მა­ნად­გუ­რა. ის ყვე­ლა­ფე­რი არა მარ­ტო გა­და­ვი­ტა­ნე, არა­მედ ახა­ლი ცხოვ­რე­ბაც და­ვიწყე, ჩე­მი სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა. ეს შევ­ძე­ლი. და რად­გან ეს შევ­ძე­ლი, ყვე­ლა­ფერს შევ­ძ­ლებ. ის მიყ­ვარ­და, ეს მომ­წონს. უკ­ვე აღარ ვარ თვრა­მე­ტი წლის გო­გო­ნა, რო­მელ­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ყვე­ლა­ზე მიმ­ზიდ­ველ­მა მა­მა­კაც­მა მი­აქ­ცია ყუ­რადღე­ბა და ხე­ლი და გუ­ლი შეს­თა­ვა­ზა... ხე­ლი და გუ­ლი...

მე­რე­და, შე­მომ­თა­ვა­ზა? არა, რა თქმა უნ­და. არც ხე­ლი უთხო­ვია და არც გუ­ლის კა­რი გა­უხ­ს­ნია ჩემ­თ­ვის, მხო­ლოდ თა­ვი­სი ლო­გი­ნის მი­სა­მარ­თი მი­კარ­ნა­ხა.
მო­ცე­ლი­ლი­ვით და­ვე­ხეთ­ქე სა­წოლ­ზე. დი­დი ხნით ფეხ­ზე დგო­მამ მო­ტე­ხი­ლი კო­ჭი შე­მახ­სე­ნა. ისე მი­ფეთ­ქავ­და მტკი­ვა­ნი ად­გი­ლი, რომ მივ­ხ­ვ­დი, და­ძი­ნე­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბო­და.
გო­ლამ ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა დამ­მარ­თა, გო­ლამ გამ­ტე­ხა და და­მამ­ცი­რა... მაგ­რამ ის წარ­სულ­ში დარ­ჩა. ამა­ში კო­კი მარ­თა­ლია. მაგ­რამ თუ­კი იგი ფიქ­რობს, რომ მი­სი მე­გობ­რე­ბის საქ­მე­ზე მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მას­თან ვი­ჟი­მა­ვებ, ძა­ლი­ან ცდე­ბა. თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე... ძა­ლი­ან ცდე­ბა...

დი­ლის ექ­ვ­სი სა­ა­თი იყო, ლუ­ის შეშ­ფო­თე­ბულ­მა ხმამ რომ გა­მაღ­ვი­ძა. თა­ვი ძლივს ავ­წიე, რად­გან გვი­ა­ნო­ბამ­დე არ ჩა­მე­ძი­ნა.
- რო­მას ერთ მე­გო­ბარს, ვის­თა­ნაც ყვე­ლა­ზე ახ­ლო­საა კა­თედ­რა­ზე და წლე­ბია, ერ­თად მო­დი­ან, მე­ნინ­გი­ტი შეჰ­ყ­რია. ორი­ვე­ნი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში მივ­დი­ვართ. სტუმ­რის გაღ­ვი­ძე­ბა არ მინ­და. ჩვენ მა­გივ­რად ბო­დი­ში მო­უ­ხა­დე, არ ვი­ცი, რა დროს დავ­ბ­რუნ­დე­ბით. ძა­ლი­ან გთხოვ, ყუ­რადღე­ბა არ მო­აკ­ლო ამ ბიჭს, ძა­ლი­ან კარ­გი ბი­ჭია. გა­გი­მარ­თ­ლა, რომ იცო­დე. იმე­დია, მარ­ტო არ მო­იწყენთ. გთხოვ, კა­ტას აჭა­მე, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, ფან­ჯ­რის რა­ფა­ზე დევს პა­კე­ტით მი­სი საჭ­მე­ლი.
ჯე­რაც არ ვი­ყა­ვი გა­მოფხიზ­ლე­ბუ­ლი, ამი­ტომ უაზ­როდ ვუქ­ნევ­დი თავს.
- გემ­რი­ე­ლად ისა­უზ­მეთ, ყვე­ლა­ფე­რი მა­ცი­ვარ­შია, მარ­ტო გაცხე­ლე­ბა უნ­და, გეს­მის? რა შტე­რი­ვით მომ­ჩე­რე­ბი­ხარ! - ქა­ქა­ნებ­და მა­მი­და.
- გა­ვი­გე, ხო, ყრუ კი არ ვარ! რომ და­მა­დე­ქი ამ დი­ლა­უ­თე­ნია, რა გე­გო­ნა? ჯერ კი­დევ მძი­ნავს.
- ადე­ქი, რა დროს ძი­ლია, აშენ­და ქვე­ყა­ნა! - ამ სიტყ­ვე­ბით ლუ­ი­ზა ოთა­ხი­დან გა­ვი­და და კა­რი გა­ი­ხუ­რა.
მა­მი­დას ძა­ლი­ან უყ­ვარს ცხო­ვე­ლე­ბი. ად­რე ძაღ­ლიც ჰყავ­და, მაგ­რამ მან­ქა­ნამ გა­ი­ტა­ნა და ისე გა­ნი­ცა­და, მას მე­რე ძაღ­ლის ყო­ლა გა­და­ი­ფიქ­რა. სა­მა­გი­ე­როდ, კა­ტა ჰყავს, ბრი­ტა­ნუ­ლი ცის­ფე­რი, ყვი­თელ­თ­ვა­ლე­ბა პა­ტა­რა მტა­ცე­ბე­ლი, რო­მელ­საც ჩე­მი სა­ხე­ლი, ბა­ბი ჰქვია. მგო­ნი, ჩემ­ზე ნაკ­ლე­ბად არ უნ­და უყ­ვარ­დეს ლუ­ის, თავ­ზე ევ­ლე­ბა.

ძლივს ავ­დე­ქი. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს და­ლე­წი­ლი ვი­ყა­ვი. ერ­თი­ა­ნად მტკი­ო­და ძვლე­ბი. რო­ცა ლუ­ის მან­ქა­ნის ხმა მიწყ­და, სა­ა­ბა­ზა­ნოს მი­ვა­შუ­რე და წყა­ლი გა­და­ვივ­ლე. ცხელ­მა წყალ­მა მიშ­ვე­ლა, დაღ­ლი­ლო­ბა მო­მეხ­ს­ნა.
პი­ჟა­მა­ზე ხა­ლა­თი მო­ვიც­ვი და სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­ვა­შუ­რე. პირ­ველ რიგ­ში, ბა­ბის და­ვუ­ყა­რე საჭ­მე­ლი, მე­რე კი ჩა­ი­და­ნი ავავ­სე წყლით და გაზ­ქუ­რა­ზე შე­მოვ­დ­გი. ამ დროს ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ვი­ღაც მი­ყუ­რებ­და. უც­ნა­უ­რია ეს ში­ნა­გა­ნი კავ­ში­რი ადა­მი­ა­ნებს შო­რის. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვერ ხე­დავ, გრძნობ, რომ მოგ­ჩე­რე­ბია.

შე­მოვ­ტ­რი­ალ­დი. არ შევ­მ­ც­დარ­ვარ. კო­კი კა­რის ძგი­დეს მიჰყ­რ­დ­ნო­ბო­და მკერ­დ­ზე ხე­ლებ­გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბუ­ლი და ჩე­მი ცქე­რით `ტკბე­ბო­და~. იმ­დე­ნად ავი­რიე, ფე­ხი მეტ­ლახ­ზე ამის­ხ­ლ­ტა და ლა­მის გა­ვიშ­ხ­ლარ­თე.
- დი­ლა მშვი­დო­ბი­სა! - მო­მე­სალ­მა კო­კი.
- მშვი­დო­ბის დი­ლა, სტუ­მა­რო! - შე­ვე­ცა­დე, მღელ­ვა­რე­ბა და­მე­ფა­რა, მაგ­რამ სველ თმა­ზე ხე­ლი რომ გა­და­ვის­ვი, გა­ვი­ყი­დე. არ ვე­ლო­დი, ასე ად­რე თუ ად­გე­ბო­და, თო­რემ ხე­ი­რი­ა­ნად ჩა­ვიც­ვამ­დი და თმა­საც და­ვი­ვარ­ცხ­ნი­დი. ალ­ბათ სა­სა­ცი­ლო სა­ნა­ხა­ვი ვი­ყა­ვი პი­ჟა­მა­სა და დი­ლის ხა­ლათ­ში.
კო­კი­საც სვე­ლი ჰქონ­და თმა. ალ­ბათ მა­ნაც მო­ას­წ­რო წყლის გა­დავ­ლე­ბა. თმა უკან გა­და­ე­ვარ­ცხ­ნა და ჯერ კი­დევ სვე­ლი სა­ოც­რად უბ­ზი­ნავ­და. ისე­თი ლა­მა­ზი იყო, სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. ალ­ბათ თვი­თო­ნაც იცის, რო­გო­რი კარ­გი­ცაა.
- ჩა­ის და­ლევ? - ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით ვკითხე და შევ­ბ­რუნ­დი, რომ მი­სი მზე­რა ამე­რი­დე­ბი­ნა.
- ყა­ვა მირ­ჩევ­ნია, თუ არის ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.
არც მი­კითხავს, ნა­ლე­ქი­ა­ნი უნ­დო­და თუ უნა­ლე­ქო, პირ­და­პირ ჯეზ­ვეს და­ვავ­ლე ხე­ლი.
- უნა­ლე­ქოს სა­შუ­ა­ლე­ბა არის? - მო­მეს­მა მი­სი ხმა.
- რა თქმა უნ­და, - ზურ­გ­შექ­ცე­ულ­მა მი­ვუ­გე, - რო­გო­რი გიყ­ვარს?
- ცხე­ლი და მა­გა­რი, ერ­თი კოვ­ზი შაქ­რით. დი­ლით მხო­ლოდ ეს მინ­და.
"და ცხე­ლი ქა­ლი არ გინ­და?" - გა­ვი­ფიქ­რე ღიმ­მო­რე­ულ­მა.
- მადლს მა­რილს ყვე­ლა რო­დი აყ­რის... - თით­ქოს ჩემს ფიქრს გა­ე­პა­სუ­ხაო, ორაზ­როვ­ნად ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
- რა თქვი?
- არა­ფე­რი, ჩემ­თ­ვის ხმა­მაღ­ლა გა­ვი­ფიქ­რე რა­ღაც, - ჩა­ი­ცი­ნა.
მა­მი­და­ჩე­მის სამ­ზა­რე­უ­ლო დი­დი იყო, მაგ­რამ კო­კი თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბით ისე ავ­სებ­და მას, რომ აშ­კა­რად მა­ვიწ­რო­ებ­და.
ყა­ვის გამ­ზა­დე­ბა და­ვიწყე, თან სხა­პას­ხუ­პით ვუყ­ვე­ბო­დი, რა მოხ­და ცო­ტა ხნის წინ, რამ ააფო­რი­ა­ქა ჩე­მე­ბი და აიძუ­ლა, სის­ხამ დი­ლით სახ­ლი­დან გა­სუ­ლიყ­ვ­ნენ.
ამ დროს ბა­ბი გა­მოხ­ტა სა­ი­დან­ღაც და კუ­დაპ­რე­ხი­ლი კო­კის ფე­ხებ­ზე მი­ეგ­ლი­სა.
- ვა, რა ლა­მა­ზია! გო­გოა?
- გო­გოა, - თა­ვი და­ვუქ­ნიე.
- რა ჰქვია?
- აბა, თუ გა­მო­იც­ნობ.
- წარ­მოდ­გე­ნა არ მაქვს, - კო­კი მუხ­ლებ­ზე ჩაჯ­და და კა­ტას მი­ე­ფე­რა.
- რო­გო­რი ერ­თი ზო­მის ბეწ­ვი აქვს.
- მა­გა­საც ბა­ბი ჰქვია.
- რას ამ­ბობ! - კო­კის გუ­ლი­ა­ნი სი­ცი­ლი აუტყ­და, - შენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, რო­გო­რი მო­ფე­რე­ბა სცოდ­ნია.
- ნა­ჭა­მია და იმი­ტომ. მში­ე­რი ისე­თი აგ­რე­სი­უ­ლია, ახ­ლოს არ იკა­რებს არა­ვის.
- მარ­თ­ლა? ესე იგი, შენ მში­ე­რი ხარ ხოლ­მე, რო­ცა თავს მეს­ხ­მი? რი­თი ხარ მში­ე­რი, არ მეტყ­ვი?
მი­სი გა­დაკ­რუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი გო­ნე­ბას მი­რევ­და და მა­ღი­ზი­ა­ნებ­და. ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა რჩე­ბო­და, თით­ქოს დამ­ცი­ნო­და.
- ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, შე­ნით არა, - სუს­ხი­ა­ნად მი­ვუ­გე და რო­ცა მის­კენ შე­მოვ­ბ­რუნ­დი, კვლავ გა­მის­რი­ალ­და მეტ­ლახ­ზე ფე­ხი.
- ოხ! ჯან­და­ბა! - მტკი­ვა­ნი კო­ჭი ისევ ამეწ­ვა და და­ვიჭყა­ნე.
- მო­დი, და­ჯე­ქი, მე მივ­ხე­დავ მაგ ყვე­ლა­ფერს, - კო­კიმ მა­გი­დას­თან მი­მა­ცი­ლა და მო­მეხ­მა­რა, რომ სკამ­ზე დავ­მ­ჯ­და­რი­ყა­ვი, თვი­თონ კი საქ­მეს შე­უდ­გა.
მორ­ჩი­ლად დავ­ჯე­ქი და თვა­ლი მი­ვა­დევ­ნე, რო­გორ თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად მოძ­რა­ობ­და, თით­ქოს სამ­ზა­რე­უ­ლოს საქ­მი­ა­ნო­ბა ძვალ­სა და რბილ­ში ჰქონ­და გამ­ჯ­და­რი.
- შენც ყა­ვა გინ­და თუ ჩაი გირ­ჩევ­ნია?
- მე სა­ნამ არ ვი­სა­უზ­მებ, სითხეს არ დავ­ლევ.
- მარ­თ­ლა? - გა­ო­ცე­ბულ­მა მომ­ხე­და.
- ჰო. დი­ლით ერ­თი ჭი­ქა წყა­ლი უკ­ვე დავ­ლიე. ყო­ველ დი­ლით ვსვამ, სა­ნამ სა­წო­ლი­დან ავ­დ­გე­ბი.
- ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სი, - თა­ვი და­აქ­ნია მო­წო­ნე­ბის ნიშ­ნად.
- დი­ა­ხაც.
- ეს კარ­გია. მა­შინ მითხა­რი, სა­უზ­მედ რას ინე­ბებთ? ალ­ბათ ჰერ­კუ­ლე­სის ფა­ფას, არა? თუ ჯან­სა­ღად ვცხოვ­რობთ, ბო­ლომ­დე ჯან­სა­ღად ვიცხოვ­როთ. იქ­ნებ შემ­წ­ვა­რი კვერ­ცხი გირ­ჩევ­ნია ჩე­მი რე­ცეპ­ტით?
- ეგ რო­გო­რია? - ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბამ მძლია.
- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი. შე­ნი ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წესს ხელს არ შე­უშ­ლის. ხახ­ვ­თან და ლორ­თან ერ­თად შემ­წ­ვა­რი ერ­ბოკ­ვერ­ცხი, სულ ესაა. მე ძა­ლი­ან მომ­წონს.
- კუ­ლი­ნა­რო­ბა გე­ხერ­ხე­ბა? - და­ვინ­ტე­რეს­დი, თან მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის თი­თე­ბით კოჭს ვი­ზელ­დი, რომ წვა ჩა­მეცხ­რო.
- მე­ხერ­ხე­ბა, თუ­კი ერ­ბოკ­ვერცხს კერ­ძად ჩავ­თ­ვ­ლით.
`ვინ იცის, ჩემ გარ­და რამ­დენ ქალ­სა აქვს გა­სინ­ჯუ­ლი შე­ნი მომ­ზა­დე­ბუ­ლი ერ­ბოკ­ვერ­ცხი~, - შუ­რით და ბოღ­მით ავივ­სე.
- წე­სით, უნ­და ჩა­ით­ვა­ლოს კერ­ძად. რა­ტო­მაც არა? სი­ა­მოვ­ნე­ბით გავ­სინ­ჯავ­დი, მაგ­რამ დი­ლით შემ­წ­ვარ-მოხ­რა­კულს ვე­რი­დე­ბი.
- აი, ხომ ვამ­ბობ­დი?! - მის ლურჯ თვა­ლებ­ში დამ­ცი­ნავ­მა ნა­პერ­წ­კ­ლებ­მა გა­ი­ელ­ვა. ღმერ­თო, რა­ტო­მაა ასე­თი ლა­მა­ზი? ერ­ბოკ­ვერ­ცხის რა გითხ­რათ, მაგ­რამ თვი­თონ მას სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ვირ­თ­მევ­დი სა­უზ­მედ. რო­ცა წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გო­რი ცხე­ლი სხე­უ­ლი ექ­ნე­ბო­და, ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა. ცხა­დად ვიგ­რ­ძე­ნი მი­სი შიშ­ვე­ლი, ბალ­ნი­ა­ნი მკერ­დის შე­ხე­ბა.
რა ცუდ დროს შე­მო­მის­წ­რო, თა­ვის მო­წეს­რი­გე­ბა მა­ინც მო­მეს­წ­რო. თუმ­ცა, წა­მი­თაც არ უგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბია, რომ კარ­გად არ გა­მო­ვი­ყუ­რე­ბო­დი.
იმის­თ­ვის, რომ ცო­ტა­თი მა­ინც გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა ჩე­მი `შეც­დო­მა~, თმა ჩა­მო­ვი­შა­ლე. თა­ვი გა­ვარ­ხიე, რომ კუ­ლუ­ლე­ბი ლა­მა­ზად დამ­ყ­რო­და მხრებ­ზე. კო­კის გა­ე­ღი­მა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩემ­კენ და­იძ­რა, ახ­ლოს მო­ვი­და და ჩემს თმას შე­ე­ხო.
- სუფ­თა აბ­რე­შუ­მია. იღე­ბავ?
- არა, ბუ­ნებ­რი­ვი ფე­რია. - ამა­ყად გან­ვაცხა­დე.
- ასე­თი უჩ­ვე­უ­ლო სპი­ლენ­ძის­ფე­რი თმა სა­ი­დან? მზე­ზე ისე ბრწყი­ნავს ხოლ­მე, თავ­ბ­რუ მეს­ხ­მის.
- მა­მა­ჩე­მის­გან. თვა­ლის ფე­რიც მი­სი გა­მომ­ყ­ვა.
- ლა­მა­ზი მა­მა გყო­ლია, - ეშ­მა­კუ­რად შე­ნიშ­ნა.
- მყავ­და, კი... - სევ­და გა­მე­რია ხმა­ში.
- შე­გიწ­ვავ კვერცხს, არ ინა­ნებ. არის კი მა­ცი­ვარ­ში?
წა­მით დავ­ფიქ­რ­დი. არა­ფე­რიც არ მოხ­დე­ბო­და, ერ­თი დღე თუ და­ვარ­ღ­ვევ­დი ჭა­მის რე­ჟიმს და მის მომ­ზა­დე­ბულ ერ­ბოკ­ვერცხს გავ­სინ­ჯავ­დი.
- რაც არის, არის. შე­მიწ­ვი, - დავ­ყა­რე ფარ-ხმა­ლი.
- რამ­დე­ნი?
- ორი ცა­ლი საკ­მა­რი­სია. მა­ცი­ვარ­ში იქ­ნე­ბა. აქ კვერ­ცხი ყო­ველ­თ­ვის აქვთ.
ღი­მი­ლით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, რო­გორ აკუ­რა­ტუ­ლად არ­ჩევ­და ხახვს, რო­გორ ას­ვე­ლებ­და პე­რი­ო­დუ­ლად და­ნას და თა­ნაბ­რად ჭრი­და ხის და­ფა­ზე. ბა­ბი გვერ­დი­დან არ სცილ­დე­ბო­და, გა­უსვ-გა­მო­უს­ვამ­და კუდს და კნა­ო­და.
- ამა­საც შია? - მო­მიბ­რუნ­და კო­კი.
- არა, მა­გან ჭა­მა უკ­ვე.
- მგო­ნი, არ ეყო. მე ვი­ცი, რაც უნ­და. - ამ სიტყ­ვე­ბით მა­ცი­ვა­რი გა­მო­ა­ღო, და­ი­ხა­რა და რა­ღა­ცას გუდ­მოდ­გი­ნედ და­უწყო ძებ­ნა, - აი, ეს გვინ­და ჩვენ, - მხი­ა­რუ­ლად გა­მო­აცხა­და და რძი­ა­ნი პა­კე­ტი მაღ­ლა ას­წია.
- სრუ­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის მე­ტი არა­ფე­რია სა­ჭი­რო, - ხე­ლე­ბი გავ­შა­ლე.
კო­კიმ თვა­ლე­ბით მო­ძებ­ნა ბა­ბის საჭ­მ­ლის ჯა­მი და რძე ფრთხი­ლად და­ას­ხა ზედ. ბა­ბი მი­ვარ­და ჯამს და ხარ­ბად შე­უდ­გა ხვრე­პას. ისე მარ­ჯ­ვედ იქ­ნევ­და ენას, ღი­მი­ლი მო­მე­რია.
- ყვე­ლა ქალს უყ­ვარს სას­უს­ნა­ვი. ცდუ­ნე­ბას ვერც ერ­თი ვერ უძ­ლებს, - თვა­ლე­ბით კა­ტა­ზე მი­მა­ნიშ­ნა.
- ოოო, ამა­ში შენ ექ­ს­პერ­ტი ხარ, - და­უნ­დობ­ლად მი­ვა­ხა­ლე.
ისე გა­ი­ღი­მა, მი­მა­ნიშ­ნა, და­ცინ­ვას კა­ცი არ მო­უკ­ლავ­სო, თქმით არა­ფე­რი უთ­ქ­ვამს. წუ­ხელ მორ­ჩე­ნი­ლი ლო­რი გა­მო­ი­ღო მა­ცივ­რი­დან და მის თხლად დაჭ­რას შე­უდ­გა. ერ­თი ნა­ჭე­რი კი პი­რის­კენ გა­ა­ქა­ნა და სი­ა­მოვ­ნე­ბა­მოგ­ვ­რილ­მა თვა­ლე­ბი მი­ლუ­ლა.
- მა­გა­რია! კარგს ად­ვი­ლად ეჩ­ვე­ვი ადა­მი­ა­ნი, - თქვა და თი­თე­ბი გა­ი­ლო­კა.
მა­ინ­ტე­რე­სებ­და, ახ­ლა რას იზამ­და. გა­ლო­კი­ლი თი­თე­ბით გა­აგ­რ­ძე­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბას, თუ და­ი­ბან­და. ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, წყა­ლი მო­უშ­ვა და თი­თე­ბი მი­უშ­ვი­რა. თვა­ლებს არ ვუ­ჯე­რებ­დი. გა­ო­ცე­ბუ­ლი დიდ­ხანს ვა­ფა­ხუ­ლებ­დი წამ­წა­მებს. ბიზ­ნეს­მე­ნი, საქ­მო­სა­ნი და ასე­თი მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი? სულ სხვა თვა­ლით შევ­ხე­დე. გა­ნა ბედ­ნი­ე­რე­ბა არ არის, რომ კა­ცი, რო­მელ­მაც ჩემ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი ფან­ტა­ზი­ე­ბის აღ­ძ­ვ­რა შეძ­ლო, სა­უზ­მეს მიმ­ზა­დებს? თა­ნაც ასე აკუ­რა­ტუ­ლად, დახ­ვე­წი­ლად, თით­ქოს მზა­რე­უ­ლო­ბა სის­ხ­ლ­ში ჰქო­ნო­დეს გამ­ჯ­და­რი?
ბო­ლოს, რო­ცა გამ­ზა­დე­ბუ­ლი ერ­ბოკ­ვერ­ცხი თეფ­შით წინ და­მიდ­გა, ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ მომ­ში­ე­ბო­და.
- გა­და­სა­რე­ვია! - შე­ქე­ბა ტუ­ჩე­ბის მოპ­რუწ­ვი­თაც გა­მოვ­ხა­ტე.
- მად­ლო­ბა, - უხერ­ხუ­ლად შე­იშ­მუშ­ნა.
- არა, მარ­თ­ლა გემ­რი­ე­ლია.
- არ არის სა­ჭი­რო არაფ­რის ახ­ს­ნა. შენ ხომ არ მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბი იმ ქა­ლე­ბის რიცხვს, რომ­ლებ­საც ჰგო­ნი­ათ, რომ მხო­ლოდ მათ შე­უძ­ლი­ათ გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და სახ­ლის და­ლა­გე­ბა.
ხელ­ზე ხე­ლი და­ვარ­ტყი ირო­ნი­ის გა­მო­ყე­ნე­ბის­თ­ვის. მა­ნაც იმა­ვე­თი მი­პა­სუ­ხა.
- და შუ­რით მწვან­დე­ბი­ან, რო­ცა ხე­და­ვენ, რომ მა­მა­კა­ცე­ბი ამას მას­ზე უკეთ ახერ­ხე­ბენ. პი­რა­დად მე სახ­ლის და­ლა­გე­ბა მირ­ჩევ­ნია.
- იოც­ნე­ბე, იოც­ნე­ბე, - დავ­ცი­ნე.
- მე მიყ­ვარს, რო­ცა ვოც­ნე­ბობ, ბა­ბი. ვე­რას­დ­როს გა­მო­იც­ნობ, რა­ზე ვოც­ნე­ბობ, რო­ცა შენ გი­ყუ­რებ. - მის თვა­ლებ­ში კვლავ გაკ­რ­თა ნა­პერ­წ­კ­ლე­ბი, ამ­ჯე­რად სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი და შეც­ბუ­ნე­ბულ­მა მსწრაფლ ავა­რი­დე მზე­რა. რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ, რო­ცა გავ­ბე­დე და კვლავ შევ­ხე­დე, შე­ვამ­ჩ­ნიე, რომ კო­კის ძა­ლი­ან არ­თობ­და ჩე­მი შეც­ბუ­ნე­ბა.
სა­უზ­მე ჯა­დოს­ნუ­რი დღის კარ­გი სტარ­ტი აღ­მოჩ­ნ­და. ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ პირ­ვე­ლად ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ვი­ღაც ჩემ­ზე ზრუ­ნავ­და. დი­ლა ბაღ­ში გა­ვა­ტა­რეთ, კო­კის მომ­ზა­დე­ბუ­ლი ყა­ვით და ჩი­ტე­ბის გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ჟივ­ჟი­ვის მოს­მე­ნით. შემ­დეგ გა­ვი­სე­ირ­ნეთ, კარ­გა გვა­რი­ა­ნად ვი­ა­რეთ ფე­ხით, სა­ნამ თა­ვი ფიჭ­ვ­ნარ­ში არ ამოვ­ყა­ვით.
- რამ­დე­ნი ხა­ნია, აქ დავ­დი­ვარ და წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, წიწ­ვო­ვა­ნი ტყე თუ იყო. ეს რო­გორ გა­მო­მე­პა­რა? - გაკ­ვირ­ვე­ბას ვერ ვმა­ლავ­დი.
- ნუ, მთლად ტყე არ ეთ­ქ­მის, მაგ­რამ მა­ინც... - შე­მის­წო­რა კო­კიმ.
- რა­ტომ არ ეთ­ქ­მის? რა, მა­ინ­ც­და­მა­ინც გა­უ­ვა­ლი უნ­და იყოს, რომ ტყე ერ­ქ­ვას?
- კარ­გი, გნებ­დე­ბი. იყოს ტყე.
- სა­ძა­გე­ლო! - მხარ­ზე მუშ­ტი მსუ­ბუ­ქად დავ­კა­რი.
კარ­გა ხანს იცი­ნა. უხა­რო­და, ჩე­მი დაბ­ნე­ვა რომ შეძ­ლო. ამ დროს პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით იყო, ვი­ღა­ცას რა­ღა­ცა­ში რომ აჯო­ბა. მომ­წონ­და მი­სი ხა­სი­ა­თის ეს მხა­რე, ძა­ლი­ან გულ­წ­რ­ფე­ლი და ბუ­ნებ­რი­ვი ჩან­და.
ფიჭ­ვ­ნა­რი დამ­თავ­რ­და თუ არა, მდი­ნა­რე გა­მოჩ­ნ­და, რომ­ლის ნა­პი­რას პა­ტა­რა ლუ­დის ჯი­ხუ­რი იდ­გა.
- ლუ­დი ხომ არ დაგ­ვე­ლია? - მო­უ­ლოდ­ნე­ლად იდეა გა­უჩ­ნ­და.
- ახ­ლა არ მითხ­რა, ტა­რა­ნიც მი­ვა­ყო­ლო­თო, - შორს და­ვი­ჭი­რე.
- რა­ტო­მაც არა? ლუ­დი თევ­ზით ცუ­დია? - ხე­ლე­ბი მო­იფ­შ­ვ­ნი­ტა და წინ გა­ვარ­და.
მე­რე ვის­ხე­დით მდი­ნა­რის სა­ნა­პი­რო­ზე, ხელ­ში ლუ­დის კათხე­ბით და მდი­ნა­რის მო­ლაპ­ლა­პე ზე­და­პი­რის ცქე­რით ვტკბე­ბო­დით. დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ლუ­იმ რამ­დენ­ჯერ­მე და­რე­კა. ბო­ლოს მაც­ნო­ბა, რომ რო­მას მე­გობ­რის მდგო­მა­რე­ო­ბა უფ­რო და უფ­რო მძიმ­დე­ბო­და და იმ ღა­მეს სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში დარ­ჩე­ბოდ­ნენ. ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ კი­დევ ერ­თი ღა­მის ერ­თად გა­ტა­რე­ბა მოგ­ვი­წევ­და მე და კო­კის, ამ­ჯე­რად მარ­ტო­ნი ვიქ­ნე­ბო­დით.
დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნინაკა
როდის დაიდება 14?
11:57 / 15-03-2019
გამოხმაურება / 0 /
Tamo
Dges ar daideba axali tavi?
18:15 / 14-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი