ნოველები

ბროწეულის გაზაფხული. თავი 14

ბროწეულის გაზაფხული. თავი 14
ამ ამ­ბავ­მა ძა­ლი­ან იმოქ­მე­და ჩვენ­ზე. ამა­სო­ბა­ში შუ­ადღე გა­და­ვი­და და სახ­ლის­კენ და­ვი­ძა­რით. გზად კო­კიმ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ი­ა­რა და ისე უცებ მო­ხიბ­ლა მსუ­ქა­ნი გამ­ყიდ­ვე­ლი ქა­ლი, რომ რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ მან მთე­ლი თა­ვი­სი სა­სიყ­ვა­რუ­ლო ის­ტო­რია გად­მო­უ­ლა­გა: - ოფი­ცე­რი იყო. ისე­თი ლა­მა­ზი, ისე­თი მოხ­დე­ნი­ლი... თქვენ გგავ­დათ, იცით? ჩე­მი "პაკ­ლო­ნი­კე­ბი" შუ­რით სკდე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ იცოდ­ნენ, რომ შან­სი არ ჰქონ­დათ. მე მარ­ტო ის მიყ­ვარ­და, სხვას ვე­რა­ვის ვამ­ჩ­ნევ­დი გარ­შე­მო. ეჰ, მას შემ­დეგ დი­დი დრო გა­ვი­და. სამ­ჯერ გავ­თხოვ­დი. ორი ქმა­რი მო­მიკ­ვ­და, მე­სა­მეს კი­დევ გავ­შორ­დი. ვარ ახ­ლა
მარ­ტო და ვზრდი შვი­ლიშ­ვი­ლებს.
თან მე­ცი­ნე­ბო­და, თან გუ­ლი მიკ­ვ­დე­ბო­და, ისე მის­ტი­რო­და ქა­ლი თა­ვის პირ­ველ სიყ­ვა­რულს. რო­ცა და­ვემ­შ­ვი­დო­ბეთ, გამ­ყიდ­ველ­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხე­ლი და­მი­ჭი­რა, ტუ­ჩე­ბი ყურ­თან მო­მი­ტა­ნა და ჩამ­ჩურ­ჩუ­ლა:
- ხე­ლი­დან არ გა­უშ­ვა, საყ­ვა­რე­ლო. თუ ეს მოხ­და, იცო­დე, ძა­ლი­ან ინა­ნებ. ეს ზუს­ტად ვი­ცი. არ და­უშ­ვა ასე­თი რამ, ჩემ­სა­ვით არ მო­იქ­ცე, შვი­ლო.
გუ­ლი ლა­მის გა­მი­ჩერ­და. ნა­ძა­ლა­დე­ვად გა­ვუ­ღი­მე ქალს და მე და კო­კიმ გზა გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ.
- რა გითხ­რა? - ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მზე­რით შე­მომ­ხე­და კო­კიმ.
- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი. ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბაო.
- ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც, კა­ცო? - გა­ე­ცი­ნა.
- ასე­თე­ბიც ხდე­ბა, - ამო­ვი­ოხ­რე და ირი­ბად გავ­ხე­დე.

ისე­თი კარ­გი იყო, მის შემ­ხედ­ვა­რეს გო­ნე­ბა მე­რე­ო­და. ლო­სი­ონს და­ვაბ­რა­ლე, წვე­რის გა­პარ­ს­ვის შემ­დეგ რომ და­ის­ხა. მარ­თ­ლა კარ­გი სურ­ნე­ლი ჰქონ­და, იმ­დე­ნად კარ­გი, რომ მინ­დო­და, დამ­მახ­სოვ­რე­ბო­და, რა­თა მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გამ­ყო­ლო­და. არა, ასე არა. მინ­დო­და, ეს წა­მი ჩა­მე­ბეჭ­და გო­ნე­ბა­ში - არაჩ­ვე­უ­ლებ­რ­ივი სურ­ნე­ლი, ბრი­ა­ლა მზე და დი­დე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი ჩემ გვერ­დით.

გუ­ლი შეშ­ლი­ლი­ვით აწყ­დე­ბო­და სა­გუ­ლეს და ისე გმი­ნავ­და, მი­სი ბა­გა­ბუ­გი მეს­მო­და. არა, ძა­ლი­ან შორს შევ­ტო­პე. ის, რაც მას­თან მა­კავ­ში­რებს, მო­წო­ნე­ბა­ზე მე­ტია. თუმ­ცა სიყ­ვა­რუ­ლი არ არის. ისეთ აურას მიქ­მ­ნი­და მი­სი სი­ახ­ლო­ვე, ვე­ღარ ვუძ­ლებ­დი. მი­სი მკვრი­ვი, და­კუნ­თუ­ლი სხე­უ­ლი თით­ქოს პი­რო­ბას მაძ­ლევ­და, რომ სი­ა­მოვ­ნე­ბა­საც მო­მა­ნი­ჭებ­და და ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა შე­მო­ტე­ვის­გა­ნაც და­მი­ცავ­და... ჰმ... ილუ­ზი­ე­ბი მო­მე­ძა­ლა. ახ­ლა ერ­თი სუ­ლი აქვს, დარ­წყულ­დეს ჩე­მით, ხვალ კი სა­ხელ­საც ვე­ღარ გა­იხ­სე­ნებს ჩემ­სას. ის, რაც მას უნ­და, მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ინ­ტ­რი­გაა, მე კი ესეც არ მინ­და.
ბა­ბი კნა­ვი­ლით შე­მოგ­ვე­გე­ბა. ისე­თი გამ­წა­რე­ბით კნა­ო­და, თით­ქოს გვსაყ­ვე­დუ­რობ­და, რა­ტომ მი­მა­ტო­ვე­თო. ვინ­მეს რომ მო­ეს­მი­ნა, იფიქ­რებ­და, ამ კა­ტას სა­მი დღეა, არა­ფე­რი უჭა­მიაო. ბა­ბის გა­და­ვა­ბი­ჯე და ოთახ­ში შე­ვე­დი.

- კარ­ტო­ფი­ლი ხომ არ შევ­წ­ვა ღო­რის ხორ­ც­თან ერ­თად? - კო­კის მი­ვუბ­რუნ­დი.
- უჰ, რა გემ­რი­ე­ლად გა­იჟ­ღე­რა შენ­მა იდე­ამ, - გა­ღი­მე­ბულ­მა ტუ­ჩე­ბი გა­ი­ლო­კა.
- მა­შინ ახ­ლა­ვე შე­ვუდ­გე­ბი საქ­მეს.
- ღვი­ნოც გვაქვს რო­მას წყა­ლო­ბით. აუჰ, რა პუ­რის ჭა­მა გვე­ლის!
- ღვი­ნოც არის და ღვი­ნოც, თეთ­რი გინ­და, წი­თე­ლი, შა­ვი თუ...
- ვარ­დის­ფე­რი, - და­მეხ­მა­რა კო­კი.
სი­ცი­ლი ამიტყ­და.
- ვარ­დის­ფე­რი ღვი­ნოც არ­სე­ბობს?
- რო­გორ არა, არ­სე­ბობს.
- არ ვი­ცი, მე არას­დ­როს მი­ნა­ხავს.
- საზღ­ვარ­გა­რეთ უნ­და იარო ხში­რად და შეძ­ლებ და­ჭაშ­ნი­კე­ბას.
- ჩვენ ბო­დი­ში, ბა­ტო­ნო კონ­ს­ტან­ტი­ნე, ვერ დავ­დი­ვართ საზღ­ვარ­გა­რეთ, - ვუკ­ბი­ნე.
არ ესი­ა­მოვ­ნა. ხე­ლე­ბი შარ­ვ­ლის ჯი­ბე­ებ­ში ჩა­იწყო და ამო­იხ­ვ­ნე­შა.
- ტრა­ბა­ხით არ მით­ქ­ვამს.
- კარ­გი, ჰო, უბ­რა­ლოდ, ვი­ხუმ­რე, - ავი­ლე­წე. სუ­ლაც არ მინ­დო­და მი­სი გა­ნაწყე­ნე­ბა. მივ­ხ­ვ­დი, რომ ცუ­დად გა­მო­მი­ვი­და.

ამ­ჯე­რად სას­ტუმ­რო ოთახ­ში ვი­ვახ­შ­მეთ. მე ვი­სურ­ვე ასე, სამ­ზა­რე­უ­ლო ძალ­ზე ინ­ტი­მურ გა­რე­მოს ქმნი­და. გა­მახ­სენ­და, დი­ლით, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში რომ ვის­ხე­დით, ისე ახ­ლოს იჯ­და ჩემ­თან, მხრით მე­ხე­ბო­და, რაც ძა­ლი­ან მძა­ბავ­და და მაბ­ნევ­და.

- ხორცს რა­ტომ არ ჭამ? უმა­დო­ბას უჩი­ვი? - კო­კიმ ერ­თი ნა­ჭე­რი შემ­წ­ვა­რი ხორ­ცი ჩან­გალ­ზე წა­მო­აც­ვა და ჩემს თვა­ლებ­თან სა­ა­თის ქან­ქა­რა­სა­ვით გა­აქნ-გა­მო­აქ­ნია.
- ღა­მე არ მიყ­ვარს ძნე­ლად მო­სა­ნე­ლე­ბე­ლი რა­მე­ე­ბის ჭა­მა, - ავ­ხ­სე­ნი ჩე­მი "უ­მა­დო­ბის" მი­ზე­ზი.
- ღა­მე ჯერ არ დამ­დ­გა­რა. და­წო­ლამ­დე თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა მი­სი მო­ნე­ლე­ბა, - ირო­ნი­ა­ნა­რე­ვი ტო­ნით მითხ­რა და ორაზ­რო­ვა­ნი მზე­რა მეს­რო­ლა.
ისე­თი სა­ხე მი­ვი­ღე, ვი­თომ ვერ მი­ვუხ­ვ­დი.
- ბევ­რის ჭა­მას არც შენ გირ­ჩევ, სხვა­თა შო­რის, - დამ­ცი­ნა­ვად შევ­ნიშ­ნე და თეფ­შ­ზე მი­ვუ­თი­თე.
- ისე, ბაღ­ში უნ­და გავ­სუ­ლი­ყა­ვით და იქ გვე­ვახ­შ­მა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, - თქვა და კვლავ მოწ­რუ­პა ღვი­ნო.
- სადღეგ­რ­ძე­ლოს გა­რე­შე რა­ტომ სვამ, ამე­რი­კა­ში გას­წავ­ლეს? - ისევ გა­მო­ვა­ჩი­ნე ბრჭყა­ლე­ბი.
- არა, საფ­რან­გეთ­ში, - ნიშ­ნის მო­გე­ბით მო­მი­გო.
- ახ, რო­გორ ვერ მივ­ხ­ვ­დი, - დავ­ცი­ნე.
- და­ცინ­ვას კა­ცი არ მო­უკ­ლავს, ბა­ბი. მგო­ნი, დროა, პა­ტა­რა ბა­ბი­საც ვა­ჭა­მოთ, თო­რემ ლა­მი­საა, ფე­ხი მო­მაკ­ვ­ნი­ტოს.
ბა­ბიმ მარ­თ­ლაც აგ­ვიკ­ლო კნა­ვი­ლით. ავ­დე­ქი და თა­ვის ჯამ­ში საჭ­მე­ლი ჩა­ვუ­ყა­რე. პი­რი არ და­ა­კა­რა. ისევ კო­კის­თან მი­ვი­და და მუხ­ლებ­ზე შე­ახ­ტა.
- მგო­ნი, ხორ­ცი უნ­და.
- ღო­რის არ შე­იძ­ლე­ბა, - კა­ტე­გო­რი­უ­ლად გა­ვაქ­ნიე თა­ვი.
- ცო­ტა რომ მივ­ცე?
- არა, არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში.
- აბა, რა და­აწყ­ნა­რებს ახ­ლა ამას?
- რძეს და­ვუს­ხამ.
აი, რძე კი მო­ე­წო­ნა ბა­ბის, სვლი­პა და სვლი­პა.
- ბაღ­ში ხომ არ გა­და­ვი­ნაც­ვ­ლოთ?
- რის­თ­ვის? - ში­ში გა­მე­რია ხმა­ში.
- ჩაი დავ­ლი­ოთ ან ყა­ვა.
- ან ღვი­ნო ვწრუ­პოთ, - უნე­ბუ­რად წა­მოც­და.
- შენ თუ მაგ სი­კე­თეს იზამ, მე თა­ნახ­მა ვარ, - ხე­ლე­ბი ისე გა­შა­ლა, თით­ქოს მე­უბ­ნე­ბო­და, მო­დი ჩემ­თა­ნო.
ვა­ზა ხი­ლით გა­ვავ­სე და ეზო­ში გა­ვი­ტა­ნე, სა­დაც მრგვა­ლი მა­გი­და იდ­გა. კო­კი ღვი­ნის ჭი­ქით მო­მად­გა და წინ ჩა­მოშ­ლი­ლი თმა უკან გა­და­მი­წია. ავი­რიე. სი­ა­მოვ­ნე­ბის­გან შე­მა­კან­კა­ლა.

- მა­ცი­ვარ­ში თეფ­შით ნამ­ცხ­ვა­რია, იქ­ნებ მო­ი­ტა­ნო? - ხმა წა­მერ­თ­ვა. ხმას­თან ერ­თად, მუხ­ლე­ბიც. რო­ცა ასე ახ­ლოს იყო ჩემ­თან, გონს ვკარ­გავ­დი. თით­ქოს გა­ო­რე­ბა მე­მარ­თე­ბო­და. არ მინ­დო­და, მას­თან შეხ­ვედ­რე­ბი გა­მეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნა. მე­ო­რე მხრივ, მიკ­ვირ­და, აქამ­დე რო­გორ ვცხოვ­რობ­დი მის გა­რე­შე. ეს კი მა­ში­ნებ­და.
- რო­გორ, რო­გორ? - ჩა­მეს­მა ყურ­ში მი­სი ხმა.
- რა რო­გორ? - გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­ვუტ­რი­ალ­დი, რად­გან არ ვი­ცო­დი, რა შე­მე­კითხა.
- გკითხე, თავს რო­გორ გრძნობ-მეთ­ქი.
რა სიკ­ვ­დი­ლი მე­მარ­თე­ბა, წა­რა­მა­რა რომ ვწით­ლ­დე­ბი? რო­გორ უხერ­ხუ­ლო­ბას მიქ­მ­ნის.
- კარ­გად... მშვე­ნივ­რად.
- რა­ღაც ვერ გა­მო­ი­ყუ­რე­ბი ყო­ჩა­ღად. მო­დი, და­ჯე­ქი და მე მო­ვი­ტან ყვე­ლა­ფერს. შენ ეს და­მი­ჭი­რე, - მითხ­რა და ღვი­ნი­ა­ნი ჭი­ქა გა­მო­მი­წო­და, თან და­ა­ყო­ლა, - გა­სინ­ჯე, ვარ­დის­ფე­რია.
- ვარ­დის­ფე­რი? - ჭი­ქას გავ­ხე­დე, მას­ში მარ­თ­ლაც ვარ­დის­ფე­რი ღვი­ნო ეს­ხა.
- თეთ­რი და წი­თე­ლი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­ვუ­რიე, - სი­ცი­ლით აღი­ა­რა თა­ვი­სი პა­ტა­რა ეშ­მა­კო­ბა.
- აი, თურ­მე რა ყო­ფი­ლა, - მეც გა­მე­ცი­ნა, მაგ­რამ ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ მი­ცახ­ცა­ხებ­და ხე­ლი, რომ­ლი­თაც ჭი­ქა მე­ჭი­რა.
- ეცა­დე, არ დაღ­ვა­რო, - ღი­მი­ლით გა­მაფ­რ­თხი­ლა.

რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ო­ცე­ბუ­ლი ვა­დევ­ნებ­დი თვალს, რო­გორ გა­დი-გა­მო­დი­ო­და სამ­ზა­რე­უ­ლო­სა და ბაღს შო­რის. თვა­ლის და­ხამ­ხა­მე­ბა­ში ისე­თი ლა­მა­ზი, რო­მან­ტი­კუ­ლი სუფ­რა გა­შა­ლა, მეტყ­ვე­ლე­ბის უნა­რი და­მე­კარ­გა. თეფ­შე­ბი ხომ და­ა­ლა­გა მა­გი­და­ზე, ნამ­ცხ­ვა­რიც გა­მო­ი­ტა­ნა, სან­თ­ლე­ბიც მო­უ­ძებ­ნია და სა­შან­დ­ლე­ში ჩარ­ჭო­ბი­ლი მა­გი­და­ზე შე­მოდ­გა. მე­რე მაკ­რატ­ლით ხელ­ში ბაღ­ში გა­ვარ­და, ვარ­დე­ბი დაკ­რი­ფა და ლუ­ის საყ­ვა­რელ ლარ­ნაკ­ში ჩა­დე­ბუ­ლი მო­ი­ტა­ნა.
ესეც ასე. სუფ­რა ორი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის იყო გაშ­ლი­ლი, თა­ნაც, ერ­თობ ინ­ტი­მუ­რად. ღა­მის ცა კი­დევ უფ­რო ამ­ძაფ­რებ­და რო­მან­ტი­კულ გა­რე­მოს. ჰო­რი­ზონ­ტ­ზე მე­წა­მუ­ლის­ფე­რი და იის­ფე­რი ღრუბ­ლე­ბი ზან­ტად მი­­ცუ­რავ­დ­ნენ და­სავ­ლე­თის­კენ. ასე მე­გო­ნა, ჯა­დოს­ნურ ზღა­პარ­ში ამოვ­ყა­ვი თა­ვი. გარ­ხე­ვის მე­ში­ნო­და.
რო­გორც იქ­ნა, კო­კიმ სუფ­რის მორ­თ­ვა და­ამ­თავ­რა, დაჯ­და, ჭი­ქე­ბი ღვი­ნით აავ­სო და სადღეგ­რ­ძე­ლო წა­მო­იწყო:
- ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ად­ვო­კატს გა­უ­მარ­ჯოს და ჩვენ გაც­ნო­ბა­საც, - მო­მი­ჭა­ხუ­ნა.

შეც­ბუ­ნე­ბა ვერ დავ­მა­ლე. ამით ისარ­გებ­ლა და მი­ჩურ­ჩუ­ლა:
- ფლირ­ტის უფ­ლე­ბა მა­ინც არ წა­მარ­თ­ვა.
ღვი­ნომ ცო­ტა­თი მო­მა­დუ­ნა, ნელ-ნე­ლა დავ­მ­შ­ვიდ­დი. გუ­ლი­თა­დად ვსა­უბ­რობ­დით, თით­ქოს წლე­ბის ნაც­ნო­ბო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და ერ­თ­მა­ნეთ­თან. ამა­სო­ბა­ში მთვა­რეც ამო­ცურ­და ჰო­რი­ზონ­ტი­დან. ცა­ზე ათა­სო­ბით ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი აკი­აფ­და. ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მქონ­და, თით­ქოს მთე­ლი სამ­ყა­რო ღა­მე­ში ჩა­ი­ძი­რა და მხო­ლოდ ჩვენ ორ­ნი დავ­რ­ჩით მა­გი­დას­თან, სან­თ­ლის შუ­ქით გა­ნა­თე­ბულ გა­რე­მო­ში.
მე­რე კო­კიმ ყა­ვა მო­ი­ტა­ნა.
- ფორ­თოხ­ლის ლი­ქი­ო­რი ვი­პო­ვე და გა­ვუ­რიე, მგო­ნი, კარ­გი გა­მო­ვი­და, - თქვა და ფინ­ჯა­ნი წინ და­მიდ­გა.
მოვ­ს­ვი. მარ­თ­ლა გემ­რი­ე­ლი იყო.
- ღვთი­ურ სითხეს ჰგავს, - აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბა ვერ დავ­მა­ლე, - ვინ გას­წავ­ლა ასე­თი ყა­ვის მო­დუ­ღე­ბა?
- არ მახ­სოვს, - მო­მი­გო და ზურგს უკან და­მიდ­გა, ხე­ლე­ბით კი ჩემს სკამს და­ეყ­რ­დ­ნო.
გულ­მა მიგ­რ­ძ­ნო, რომ იტყუ­ე­ბო­და. მას ყვე­ლა­ფე­რი მშვე­ნივ­რად ახ­სოვ­და.
- იმ ქალ­მა, არა? წუ­ხელ რომ მიყ­ვე­ბო­დი, შე­ნი დაწ­ვა რომ მო­ა­ხერ­ხა, - თავ­ხე­დუ­რად ვკითხე.
- ჰო, მან.
- აბა რა­ტომ მო­მატყუე?
- იმი­ტომ, რომ ჩე­მი ქა­ლე­ბის სხვებ­თან გან­ს­ჯა არ მიყ­ვარს.
- არ გინ­და, მას­ზე მე­ლა­პა­რა­კო?
კო­კიმ სკამს ხე­ლე­ბი მო­ა­შო­რა, თა­ვის ად­გილს და­უბ­რუნ­და და დაჯ­და თუ არა, თვა­ლი თვალ­ში გა­მი­ყა­რა.
- ჩე­მი პა­სუ­ხია: არა. ახ­ლა მას­ზე ლა­პა­რა­კი არ მსურს.
ვი­ცო­დი, რომ ცუ­დად ვიქ­ცე­ო­დი. არ მქონ­და უფ­ლე­ბა, ასე­თი რა­მე­ე­ბი მე­კითხა. მეც ხომ მი­ჭირ­და მას­თან გო­ლა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- რა მოხ­და თქვენ შო­რის?
- ჩვენ გვიყ­ვარ­და ერ­თ­მა­ნე­თი, ან მე­გო­ნა, რომ გვიყ­ვარ­და. მა­რი ერ­ქ­ვა. ბო­ლოს აღ­მოჩ­ნ­და, რომ მის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი სუ­ლაც არ ვყო­ფილ­ვარ. იაფ­ფა­სი­ან სამ­კა­უ­ლებ­ზე გიჟ­დე­ბო­და. ღა­რი­ბი იყო ძა­ლი­ან, უდე­დოდ გაზ­რ­დი­ლი და ამ ყვე­ლა­ფერს და­ნატ­რე­ბუ­ლი. გა­გიკ­ვირ­და, არა?
- არა, - ვიც­რუე, - სუ­ლაც არა.
- მე კი­დევ შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, რომ გა­ვი­გე.
- და ამი­ტომ გა­შორ­დი? - ფრთხი­ლად დავ­ს­ვი შე­კითხ­ვა.
- არა, მთლად ეგ­რე არ ყო­ფი­ლა. უკ­ვე და­ქორ­წი­ნე­ბას ვა­პი­რებ­დით, დავ­ნიშ­ნე, მი­სი­ა­ნე­ბი გა­ვი­ცა­ნი, ჩე­მე­ბიც გა­ვა­ცა­ნი და... ქორ­წი­ლამ­დე სხვას­თან გა­იქ­ცა. ერ­თი ბი­ჭი იყო, სას­ტუმ­როს მფლო­ბე­ლის შვი­ლი, მდი­და­რი. მა­შინ მე ამ­დე­ნი ფუ­ლი არ მქონ­და. ჰო­და, მის ნა­ჩუ­ქარ ძვი­რად ღი­რე­ბულ სამ­კა­უ­ლებს და­ხარ­ბ­და, - მწა­რე ღი­მილ­მა გა­და­ურ­ბი­ნა სა­ხე­ზე, - არა უშავს, რაც ხდე­ბა, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ უკე­თე­სი მოხ­დეს შენს ცხოვ­რე­ბა­ში. სწო­რედ ამ ამ­ბავ­მა მა­ი­ძუ­ლა, ყვე­ლა­ფე­რი გა­მე­კე­თე­ბი­ნა გა­სამ­დიდ­რებ­ლად, რა­საც მი­ვაღ­წიე. ეს კარ­გი გაკ­ვე­თი­ლი იყო ჩემ­თ­ვის. რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ გა­ვი­გე: ქა­ლებს ყვე­ლა­ზე კარ­გად ტყუ­ი­ლი მა­შინ გა­მოს­დით, რო­ცა გუ­ლაღ­მა წვა­ნან.

მის­გან ასეთ უხეშ სიტყ­ვებს არ მო­ვე­ლო­დი.
- ყვე­ლა ქა­ლი არ იტყუ­ე­ბა.
- ხომ გა­გაფ­რ­თხი­ლე, მას­ზე სა­უ­ბა­რი არ მსურს-მეთ­ქი.
- მას კი არ ვგუ­ლის­ხ­მობ, ზო­გა­დად ქა­ლებს. მის გარ­და რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ო­ნი ქა­ლია დე­და­მი­წის ზურ­გ­ზე, - წა­მო­ვენ­თე, - ყვე­ლას ერ­თი სა­ზო­მით ნუ ზო­მავ.
- შენც ასე არ ექ­ცე­ვი კა­ცებს? - დამ­ცი­ნა­ვად მკითხა.
არ შევ­კა­მა­თე­ბი­ვარ, რად­გან რა­ღაც­ნა­ი­რი ში­ში ვიგ­რ­ძე­ნი და პა­ტა­რა გო­გო­სა­ვით დამ­ფ­რ­თხალ­მა წა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე:
- მარ­თა­ლი ხარ. არც მე ვენ­დო­ბი მა­მა­კა­ცებს, მაგ­რამ მე ნამ­დ­ვი­ლად მაქვს სა­ა­მი­სოდ სე­რი­ო­ზუ­ლი მი­ზე­ზი.
სა­ხე შე­ეც­ვა­ლა. ისე მო­ი­ღუ­შა, გე­გო­ნე­ბო­და, შუბ­ლი ნა­ო­ჭე­ბით და­ე­ღა­რაო. არ უნ­და წა­მო­მეწყო ეს სა­უ­ბა­რი. სა­სი­ა­მოვ­ნო სა­ღა­მო გა­ვა­ფუ­ჭე. ახ­ლა მხო­ლოდ იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, სი­ტუ­ა­ცია რო­გორ გა­მო­მეს­წო­რე­ბი­ნა.
- მეს­მის შე­ნი, - უმ­წეო ხმით მო­მი­გო.
ვი­ჯე­ქი და არ ვინ­ძ­რე­ო­დი. ემო­ცი­ე­ბი მო­მე­ძა­ლა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად გულ­წ­რ­ფე­ლო­ბის ხა­სი­ათ­ზე დავ­დე­ქი, ღრმად ამო­ვი­ოხ­რე და ჩუ­მი ხმით და­ვიწყე:
- დე­და­ჩე­მი თა­ვი­სი ავად­მ­ყო­ფო­ბით არ მომ­კ­ვ­და­რა.
- დე­და­შე­ნი? - ისე­თი ტო­ნით იკითხა, თით­ქოს მე­უბ­ნე­ბო­და, დე­და­შე­ნი ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში რა შუ­ა­შიაო.
- იმ ღა­მეს, რო­ცა მა­მა შინ მთვრა­ლი დაბ­რუნ­და, მე კი­ბის თავ­ზე ვი­დე­ქი... - და თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მო­ვუ­ყე­ვი, რაც მოხ­და. არას­დ­როს არა­ვის­თან არ ვსა­უბ­რობ­დი ამ თე­მა­ზე, არას­დ­როს არა­ვის­თან კრინ­ტი არ და­მიძ­რავს. ახ­ლა კი... ახ­ლა თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე და ამ­დე­ნი ხნის შე­ნა­ხუ­ლი სა­ი­დუმ­ლო კო­კის გა­ვან­დე.
რო­ცა მო­ყო­ლა და­ვამ­თავ­რე, თა­ვი ავ­წიე და შევ­ხე­დე. მოს­მე­ნი­ლის­გან თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ჩან­და. მგო­ნი, დავ­შო­კე. არ უნ­და მო­მე­ყო­ლა მის­თ­ვის დე­და­ჩე­მის ამ­ბა­ვი, შევ­ც­დი.

- ჯან­და­ბას! - აღ­მოხ­და ბო­ლოს, ად­გა და მო­მი­ახ­ლოვ­და, - არც კი ვი­ცი, რა გითხ­რა, ბა­ბი, - ამ სიტყ­ვე­ბით ამა­ყე­ნა, ხე­ლე­ბი მომ­ხ­ვია და გულ­ში ჩა­მიკ­რა, - არც ერ­თ­მა ბავ­შ­ვ­მა არ უნ­და გა­და­ი­ტა­ნოს ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა.
ისე­თი შვე­ბა ვიგ­რ­ძე­ნი, უნებ­ლი­ეთ მი­ვენ­დე. მსი­ა­მოვ­ნებ­და მი­სი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა... მსი­ა­მოვ­ნებ­და მი­სი სხე­უ­ლის შე­ხე­ბაც. მათ­ბობ­და მი­სი სით­ბო.
მე­რე კვლავ სკამ­ზე დამ­ს­ვა.

- შე­ნი ყა­ვა გა­ცივ­და. ახალს მო­გი­ტან, ერ­თი წუ­თით და­მი­ცა­დე, კარ­გი?
მი­მა­ვალს გავ­ხე­დე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ზაფხუ­ლის ცხე­ლი ღა­მე იყო, ცი­ე­ბი­ა­ნი­ვით მა­კან­კა­ლებ­და. მარ­თ­ლაც ყვე­ლა­ზე სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო მათ შო­რის, ვი­საც ოდეს­მე შევ­ხ­ვედ­რო­დი ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა სა­ჩე­მო არ იყო. ის ჩემ ცო­ლად მოყ­ვა­ნას არას­დ­როს მო­ი­სურ­ვებ­და. ამ­წუ­თას კი მხო­ლოდ ვე­ცო­დე­ბო­დი. მე კი...
უმ­წე­ოდ შე­ვი­ცუ­რე ხე­ლე­ბი თმა­ში. ამ­წუ­თას მეც ის მინ­დო­და, რაც მას სურ­და. ახ­ლა მის წი­ნა­და­დე­ბა­ზეც თა­ნახ­მა ვი­ყა­ვი.
მხო­ლოდ შეშ­ლი­ლი თუ შე­ტო­პავ­და ასე შორს. ალ­ბათ მეც შე­ვი­შა­ლე. მო­ვუ­ყე­ვი ის, რაც არა­ვის­თ­ვის არას­დ­როს მო­მი­ყო­ლია. გო­ლა­მაც კი არ იცო­და სი­მარ­თ­ლე დე­და­ჩე­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ. არც ჩე­მე­ბი სა­უბ­რობ­დ­ნენ ამ თე­მა­ზე ჩემ­თან. თით­ქოს ტა­ბუ და­ე­დო ამ ამ­ბავს. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩემს თავს ვა­და­ნა­შა­უ­ლებ­დი მომ­ხ­დარ­ში. მე რომ მეყ­ვი­რა, იქ­ნებ ასე არ გა­ე­მე­ტე­ბი­ნა მა­მას დე­და. იქ­ნებ შე­მეძ­ლო მი­სი შე­ჩე­რე­ბა. მე კი ისე შე­მე­შინ­და, რომ დავ­მუნ­ჯ­დი. ხმის ამო­ღე­ბა ვერ შევ­ძე­ლი დე­და­ჩე­მის და­სა­ცა­ვად.

წარ­სუ­ლის გახ­სე­ნე­ბამ გუ­ლი მატ­კი­ნა. ქვე­და ტუჩ­ზე ვიკ­ბი­ნე და თვა­ლე­ბი ისე ძლი­ე­რად დავ­ხუ­ჭე, რომ ამეწ­ვა. წე­სით, არ უნ­და და­მე­და­ნა­შა­უ­ლე­ბი­ნა ჩე­მი თა­ვი. მა­მა სა­შინ­ლად ეჭ­ვი­ა­ნი იყო, გა­წა­მე­ბუ­ლი ჰყავ­და დე­და. რო­ცა ხმა­უ­რი შე­მო­მეს­მა, თით­ქ­მის დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ჩე­მი კი­ვი­ლი ვე­რა­ფერს შეც­ვ­ლი­და, მაგ­რამ მა­ინც მქენ­ჯ­ნი­და სინ­დი­სი. იქ­ნებ შე­მეძ­ლო შვე­ლა და ვერ ვუშ­ვე­ლე?
- ყა­ვა მო­ვი­და, - მსუ­ბუ­ქი ხმა გა­ის­მა ჩემს ყურ­თან.
- მად­ლო­ბა, - მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად გა­ვუ­ღი­მე, მაგ­რამ ეგ­რე­ვე და­ვი­ძა­ბე. დად­გა თუ არა ფინ­ჯა­ნი, კო­კი და­ი­ხა­რა და ტუ­ჩე­ბი ყელ­ზე მო­მა­დო. სით­ბო მთელ სხე­ულ­ში ჩა­მეღ­ვა­რა. წარ­სუ­ლის მო­გო­ნე­ბე­ბი სადღაც გა­ი­ფან­ტა.

თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და ღა­მის წყვდი­ად­ში ჩა­ვი­ძი­რე, სურ­ვი­ლის ტალ­ღე­ბი კი თა­ვის ნე­ბა­ზე მი­ვუშ­ვი. კო­კი ჩემს ყელს ნელ-ნე­ლა ამოჰ­ყ­ვა და ტუ­ჩებ­ზე გა­და­ვი­და. ჩემ­თ­ვი­საც კი მო­უ­ლოდ­ნე­ლად, კოც­ნა­ზე მწვე­ლი კოც­ნით ვუ­პა­სუ­ხე. რო­ცა იგი ჩემს ტუ­ჩებს მოს­წყ­და, მე უკ­ვე სურ­ვი­ლით ვიწ­ვო­დი.
- ყა­ვა და­ლიე, - ჩახ­რინ­წუ­ლი ხმით და და­ნის­ლუ­ლი თვა­ლე­ბით მი­მა­ნიშ­ნა ფინ­ჯან­ზე და თა­ვის სკამ­ზე ისე გა­დაჯ­და, მზე­რა არ მო­უ­ცი­ლე­ბია ჩემ­თ­ვის.
შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვერ ხვდე­ბო­დეს, რო­გორ აღ­მაგ­ზ­ნებს, მაგ­რამ რა­ტომ გა­ჩერ­და? რა­ტომ შე­ი­კა­ვა თა­ვი? იქ­ნებ ეს კოც­ნა მი­სი ძა­ლე­ბის დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა იყო? იქ­ნებ ამით მი­მა­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა­ფე­რი შე­უძ­ლია გა­მა­კე­თე­ბი­ნოს?

ფინ­ჯანს ხე­ლი დავ­ტა­ცე და ყა­ვა მოვ­ს­ვი. მოვ­ს­ვი ისე, რომ არც მიგ­რ­ძ­ნია, იყო თუ არა გემ­რი­ე­ლი. ცხელ­მა სითხემ ჯერ ყე­ლი ჩა­მიწ­ვა, მე­რე გუ­ლის კოვ­ზი. სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. შეწყ­ვე­ტილ­მა კოც­ნამ იმე­დი გა­მიც­რუა და და­უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი დამ­ტო­ვა. ჩე­მი სხე­უ­ლის ყო­ვე­ლი უჯ­რე­დი გაგ­რ­ძე­ლე­ბას ითხოვ­და. რო­მან­ტი­კუ­ლი ატ­მოს­ფე­რო სადღაც გაქ­რა. კო­კი გა­უნ­ძ­რევ­ლად იდ­გა, ჰა­ერ­ში კი ისე­თი და­ძა­ბუ­ლო­ბა იგ­რ­ძ­ნო­ბო­და, რო­გორც ჭე­ქა-ქუ­ხი­ლის წინ.
ნელ-ნე­ლა ვსვამ­დი ყა­ვას და ვი­აზ­რებ­დი მომ­ხ­დარს. ნუ­თუ ეს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ჩემ საც­დუ­ნებ­ლად? კოც­ნა ხომ ადუ­ნებს სხე­ულს და რო­მან­ტი­კულ გან­წყო­ბა­ზე აყე­ნებს ადა­მი­ანს? მე რა მე­მარ­თე­ბა? რა­ტომ გან­ვი­ხიბ­ლე ასე? იმი­ტომ, რომ... იმი­ტომ, რომ ასე იყო სა­ჭი­რო. ეს კი­დევ ერ­თი გან­გა­შის სიგ­ნა­ლია, რო­მე­ლიც მაფ­რ­თხი­ლებს, არ წა­მო­ვე­გო მის ან­კეს­ზე. არ უნ­და და­ვუწ­ვე ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არ ვუყ­ვარ­ვარ და მხო­ლოდ ჩე­მი და­უფ­ლე­ბა სურს, და­უფ­ლე­ბა გარ­თო­ბის მიზ­ნით, ყო­ველ­გ­ვა­რი მო­ვა­ლე­ო­ბის გა­რე­შე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სადღაც შიგ­ნით, ში­ში ჩა­მი­სახ­ლ­და. შევ­ძ­ლებ კი უარის თქმას, თა­ვი­სას რომ შე­ე­ცა­დოს?
- არ გინ­და, სახ­ლ­ში შეხ­ვი­დე, სა­ნამ მე აქა­უ­რო­ბას ავა­ლა­გებ? - სრუ­ლი­ად მშვი­დი ხმით შე­მე­კითხა.
დამ­ფ­რ­თხალ­მა შევ­ხე­დე. მი­სი სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბას ღა­მე­უ­ლი ჩრდი­ლე­ბი ფა­რავ­და. უკ­ვე და­ლე­უ­ლი, მბჟუ­ტა­ვი სან­თ­ლე­ბი არ მაძ­ლევ­და სა­შუ­ა­ლე­ბას, მის თვა­ლებ­ში ჩა­მე­ხე­და.
- არა, მეც მო­გეხ­მა­რე­ბი.
- რა­ტომ? ამის სა­ჭი­რო­ე­ბას ვერ ვხე­დავ. ბევ­რი არა­ფე­რია ასა­ლა­გე­ბე­ლი.
ანუ ცდუ­ნე­ბის არა­ნა­ი­რი გეგ­მა არ არ­სე­ბობს? და­ვუ­ჯე­რო?
ისევ იმედ­გაც­რუ­ე­ბა და­მე­უფ­ლა, მაგ­რამ არ შე­ვიმ­ჩ­ნიე, მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე და გულ­გ­რი­ლად ვკითხე:
- დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ?
- რა თქმა უნ­და, ამის ალა­გე­ბას ორი კა­ცი რად უნ­და? წუ­თის ამ­ბა­ვია, - გა­მი­ღი­მა, - სა­ნამ კოჭ­ლო­ბით და­დი­ხარ, მე მო­გემ­სა­ხუ­რე­ბი და ვიზ­რუ­ნებ შენ­ზე. მე­რე კი შენ იზ­რუ­ნებ ჩემ­ზე.
- არც იოც­ნე­ბო! - ამ­რე­ზით ვუთხა­რი.
ნუ­თუ ჰგო­ნია, რომ მას­თან შეხ­ვედ­რებს გა­ვაგ­რ­ძე­ლებ და ეს სა­ღა­მო ამის და­საწყი­სია? ამ აზ­რ­მა თან ამა­ღელ­ვა, თან აღ­მაგ­ზ­ნო. სა­ფიქ­რე­ლად ახა­ლი პრობ­ლე­მა გა­მიჩ­ნ­და.

ავ­დე­ქი, მაგ­რამ ვგრძნობ­დი, ფე­ხე­ბი აღარ მე­მორ­ჩი­ლე­ბო­და. ნა­ბი­ჯი გა­დავ­დ­გი თუ არა, წა­ვი­ბორ­ძი­კე. კო­კი მა­შინ­ვე მომ­ვარ­და და იღ­ლი­ებ­ში ამომ­დო ხე­ლე­ბი, მაგ­რამ მთლად არ მომ­წე­ბე­ბია, მან­ძი­ლი და­ი­ჭი­რა და შე­მომ­ხე­და. მე­რე ღი­მი­ლით თქვა:
- იდუ­მა­ლე­ბით სავ­სე ქა­ლი ხარ. მაგ­რამ არა უშავს. სა­მა­გი­ე­როდ, მო­საწყე­ნი არ ხარ.
- ეს კომ­პ­ლი­მენ­ტია? - კვლავ შე­მე­ფაკ­ლა ღაწ­ვე­ბი.
თვი­თონ სა­ერ­თოდ არ ნერ­ვი­უ­ლობს და მე რა­ღა მჭირს?
- შენ რო­გორ ფიქ­რობ? - შე­მო­მიბ­რუ­ნა კითხ­ვა, სა­ნამ სა­ძი­ნებ­ლამ­დე მი­მა­ცი­ლებ­და.

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი