ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 17

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 17
ექ­ვ­სი დღე გა­ვი­და, კო­კის­გან კი არა­ფე­რი ის­მო­და. არც მიკ­ვირ­და. მას შემ­დეგ, რაც იმ დღეს მოხ­და, ვი­ცო­დი, რომ ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რ­და. სამ­სა­ხურ­ში ჩვე­უ­ლებ­რი­ვად დავ­დი­ო­დი, მაგ­რამ ზაფხუ­ლი იყო და ბევ­რი საქ­მე არ მქონ­და. ამა­სო­ბა­ში შვე­ბუ­ლე­ბა­მაც მი­წია. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ზღვა­ზე და­მეს­ვე­ნა. ზღვა ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რია. თუ მას ვხე­დავ და ტალ­ღე­ბის ხმა მეს­მის, ამ­ქ­ვეყ­ნად ყვე­ლა პრობ­ლე­მა და ტკი­ვი­ლი მა­ვიწყ­დე­ბა. ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე ისე­თი შეგ­რ­ძ­ნე­ბა მე­უფ­ლე­ბა, თით­ქოს ღია ცის ქვეშ ჯა­დოს­ნურ მე­ლო­დი­ას ვუს­მენ­დე.
რო­გორც იქ­ნა, მო­ვაგ­ვა­რე შვე­ბუ­ლე­ბის ამ­ბა­ვი და ბარ­გის ჩა­ლა­გე­ბაც და­ვიწყე. სწო­რედ ამ დროს
მა­მი­და­ჩე­მი და­მად­გა თავს, სა­ყიდ­ლებ­ზე ჩა­მო­ვე­დიო. რო­გორ არა, და­ვუ­ჯე­რე! მას მხო­ლოდ კო­კი ეკე­რა პირ­ზე და სხვა არა­ვინ. რო­გორც ჩანს, ზედ­მე­ტად მო­ი­ხიბ­ლა მი­სით.
- რო­დის უნ­და ნა­ხო? - მე­სა­მე შე­კითხ­ვა სწო­რედ მას შე­ე­ხო, პირ­ვე­ლი ორი კი ჩემს შვე­ბუ­ლე­ბას და მო­კითხ­ვას "შე­ა­ლი­ა".
- არ ვი­ცი, მა­მი­და, - მო­გუ­დუ­ლად მი­ვუ­გე.
- რო­გორ არ იცი, არ და­გი­რე­კა?
- ხომ გითხა­რი, არ ვი­ცი-მეთ­ქი. არა, არ და­უ­რე­კავს და ალ­ბათ, არც და­რე­კავს.
- რა­ტომ, რა მოხ­და? - წარ­ბე­ბი შე­იკ­რა.
- არა­ფე­რი. მი­სი საქ­მე ბო­ლომ­დე მი­ვიყ­ვა­ნე და მორ­ჩა, მას თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა აქვს, ჩემ­თ­ვის სად სცა­ლია?
ამა­სო­ბა­ში მა­გი­და გა­შა­ლა და თან მო­ტა­ნი­ლი ცხე­ლი ხა­ჭა­პუ­რი ექვს ნა­წი­ლად დაჭ­რა, მე­რე ყა­ვა მო­ა­დუ­ღა და მა­გი­დას მი­ვუს­ხე­დით. რო­მას ნა­ჩუ­ქა­რი წი­თე­ლი ღვი­ნოც მქონ­და ცო­ტა დარ­ჩე­ნი­ლი და ჩა­მო­ვას­ხი, ისე, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის.
- შენ რა, და­ლე­ვა და­იწყე? - ირი­ბად გა­მომ­ხე­და ლუ­იმ.
- რა­ზე შე­მატყ­ვე?
- რა ვი­ცი, ღვი­ნო კი გა­მო­ა­ცუნ­ცუ­ლე და... - გა­ი­ღი­მა.
- ვი­ფიქ­რე, თი­თო ჭი­ქას დავ­ლევთ-მეთ­ქი. თუ არ გინ­და, ნუ და­ლევ, დი­დად არც მე მინ­და, რომ იცო­დე.
- მა­ი­ტა, დავ­ლი­ოთ, ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩე­მი და­ყე­ნე­ბუ­ლი ღვი­ნოა.
- შე­ნი ქმრის, - ნიშ­ნის მო­გე­ბით შე­ვუს­წო­რე.
- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს, ხომ ვეხ­მა­რე­ბო­დი? - ტუ­ჩის აბ­ზუ­ე­ბით მო­მი­გო და ისევ ძველ თე­მას მი­უბ­რუნ­და, - კი მაგ­რამ, თქვენ ხომ ხვდე­ბო­დით ერ­თ­მა­ნეთს? იმე­დია, ის სა­ში­ნე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გაქვთ, დღეს რო­მაა მო­და­ში - ერ­თი რომ ცალ­კე "გუ­ლა­ობს" და მე­ო­რე ცალ­კე. ასე ვთქვათ, თა­ვი­სუ­ფა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა.
- ლუი!
- მითხა­რი, რომ ასე არ არის, თო­რემ ცო­ტა შევ­შინ­დი.
მი­სი შე­კითხ­ვე­ბი იმ­დე­ნად მღლი­და, რომ მოშ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არ მაძ­ლევ­და.

- სიტყ­ვას არ მაგ­დე­ბი­ნებ, სულ შენ ლა­პა­რა­კობ და რა გითხ­რა? - უკ­ვე მოთ­მი­ნე­ბას ვკარ­გავ­დი, თუმ­ცა, წე­სი­ე­რად მეც არ ვი­ცო­დი, გვქონ­და კი ოდეს­მე რა­მე ურ­თი­ერ­თო­ბის­მაგ­ვა­რი? ერ­ქ­ვა კი იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ურ­თი­ერ­თო­ბა? მე­რე რა, თუ ორ-სამ­ჯერ მა­კო­ცა? ვის­თ­ვის არ უკოც­ნი­ათ? ეს ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ვუყ­ვარ­ვარ ან მიყ­ვარს, - ხომ მო­გი­ყე­ვი, მას­თან რაც მა­კავ­ში­რებ­და და რო­გორც გა­ვი­ცა­ნი? ჰო­და, დამ­თავ­რ­და მი­სი საქ­მის გან­ხილ­ვა, პრო­ცე­სი მო­ვი­გეთ და მორ­ჩა.
- და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ხარ, რომ არა­ვინ არ ჰყავს? იქ­ნებ...
- მშვე­ნი­ე­რი შე­კითხ­ვაა. არ ვი­ცი, შე­იძ­ლე­ბა ჰყავს, შე­იძ­ლე­ბა არა.
- შენ რო­გორ ფიქ­რობ?
ვა­ი­მეეე! ლა­მის ყვი­რი­ლი და­ვიწყე. ვცდი­ლობ­დი, სიმ­შ­ვი­დე შე­მე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა. მა­მი­დას რას ვერ­ჩო­დი, ჩემ­ზე ზრუ­ნავ­და.
- არ ვი­ცი, ლუი. ჩე­მი აზ­რით, არ უნ­და ჰყავ­დეს არა­ვინ.
უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხე მი­ი­ღო. რო­გორც ჩანს, ჩემ­მა პა­სუხ­მა არ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.
- ბა­ბი, ის ძა­ლი­ან მა­გა­რი კა­ცია. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი, ვინც კი ოდეს­მე მი­ნა­ხავს. სიტყ­ვე­ბიც კი არ მყოფ­ნის, რომ და­ვა­ხა­სი­ა­თო. შენ კი პა­სუ­ხის გა­ცე­მაც არ შე­გიძ­ლია ჩემს უმარ­ტი­ვეს შე­კითხ­ვებ­ზე. არ შე­გიძ­ლია და­უ­რე­კო და მო­ი­კითხო?
- არა, არ შე­მიძ­ლია, - ამო­ოხ­ვ­რით ვთქვი.
- რა­ტომ?
- იმი­ტომ, რომ არ ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, მას­თან სე­რი­ო­ზუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მინ­და თუ არა, - რო­გორც იქ­ნა, ამოვ­თ­ქ­ვი, რი­სი თქმაც მინ­დო­და და ლუ­ის ბო­ბო­ქარ რე­აქ­ცი­ას და­ვე­ლო­დე.
ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, მა­მი­დამ ჯერ ყა­ვა მოს­ვა, მე­რე ღვი­ნო და სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად თქვა:
- საქ­მე კო­კის კი არა, იმ არამ­ზა­დას ეხე­ბა. შენ ისევ ფიქ­რობ მას­ზე, არა? ვერ და­ი­ვიწყე, ხომ?
- ლუი, დრო იარებს კურ­ნავს, თუმ­ცა მო­გო­ნე­ბე­ბი რჩე­ბა. მაგ­რამ ამას არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არა აქვს კო­კის­თან, და­მი­ჯე­რე.
- იმე­დია, წარ­სუ­ლი არ შე­გიშ­ლის ხელს სხვა მა­მა­კაც­თან იპო­ვო ბედ­ნი­ე­რე­ბა. ყვე­ლა ისე­თი ნა­ძი­რა­ლა რო­დია, რო­გო­რიც ის შე­ნი ვაჟ­ბა­ტო­ნი იყო, - ლუ­ის გო­ლას სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბაც არ უნ­დო­და.
გა­მე­ცი­ნა.
- რა წიგ­ნის ენით მე­ლა­პა­რა­კე­ბი, ლუი? გა­ფი­ცებ ყვე­ლა­ფერს, მითხა­რი, ახ­ლა რას კითხუ­ლობ?
- არა­ფერ­საც არ ვკითხუ­ლობ. ეს ჩე­მი სიტყ­ვე­ბია და არა წიგ­ნი­დან ამოკ­რე­ფი­ლი ფრა­ზე­ბი! არც ისე­თი სუ­ლე­ლი ვარ, შენ რომ გგო­ნია. ეგ შე­ნი... რა ერ­ქ­ვა, სულ და­მა­ვიწყ­და, რომ არა, დღეს ბედ­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­დი.
- ჩვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბა ღა­მის კოშ­მარს ჰგავ­და, მა­მი­და, ეს შენც კარ­გად იცი, მაგ­რამ არის ისე­თი რა­ღა­ცე­ბიც, რაც არა­ვინ არ იცის ჩემ გარ­და.
- და მე­რე რა? კი­დევ კარ­გი, არ ვი­ცი, თო­რემ გუ­ლიც გა­მის­კ­დე­ბო­და. და­ო­ჯა­ხე­ბაო... იყა­ვით კი და­ო­ჯა­ხე­ბულ­ნი?
- ამი­ტო­მაც არ გიყ­ვე­ბი ბო­ლომ­დე არა­ფერს. ისე­დაც, ჩვენს ოჯახ­ში არ მო­სუ­ლა ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­ზე ლა­პა­რა­კი. თქვენც ხომ არ მიყ­ვე­ბით დე­და­ჩემ­სა და მა­მა­ჩემ­ზე, თით­ქოს...
- ბა­ბი, რას ამ­ბობ, რას? იმი­ტომ არ ვახ­სე­ნებთ მაგ ამ­ბავს, რომ გუ­ლი არ გეტ­კი­ნოს. შენ ერ­თა­დერ­თი იყა­ვი, ვინც იმ სა­ღა­მოს ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წ­რო. არ გვინ­დო­და ამის გახ­სე­ნე­ბით ძველ ჭრი­ლო­ბას შევ­ხე­ბო­დით. ისე­დაც, არც შენ გი­კითხავს არას­დ­როს...
- იმი­ტომ, რომ ამ თე­მას ჩვენს სა­ნა­თე­სა­ვო­ში ყო­ველ­თ­ვის ტა­ბუ ედო. ყვე­ლას გვრცხვე­ნო­და იმის, რაც მოხ­და.
- სუ­ლაც არა. უბ­რა­ლოდ, არც ვი­ცო­დით, რა ნა­ხე იმ ღა­მეს. ისე­თი პა­ტა­რა იყა­ვი, ვფიქ­რობ­დით, იქ­ნებ და­ა­ვიწყ­და კი­დე­ვაც და რა­ტომ გა­ვახ­სე­ნო­თო.
- ოჰ, - ხე­ლი და თა­ვი ერ­თად გა­ვაქ­ნიე, - აღარ მინ­და ამა­ზე ლა­პა­რა­კი. ამას ისევ კო­კი­ზე სა­უ­ბა­რი მირ­ჩევ­ნია, - გა­ვი­ცი­ნე.
- მა­მა­შე­ნი ეჭ­ვი­ა­ნი იყო, ავად­მ­ყო­ფუ­რად ეჭ­ვი­ა­ნი, მაგ­რამ შენც უყ­ვარ­დი და დე­და­შე­ნიც.
- მოვ­რ­ჩეთ, კარ­გი? - ხე­ლის აწე­ვით გა­ვა­ჩე­რე.
- კო­კიმ იცის ეს ამ­ბა­ვი?
- იცის.
- და გინ­და და­მა­ჯე­რო, რომ ისეთ კაცს მო­უ­ყე­ვი შენს გულ­ში ჩა­მარ­ხუ­ლი სა­ი­დუმ­ლო, რო­მელ­თა­ნაც სე­რი­ო­ზულ ურ­თი­ერ­თო­ბას არ აპი­რებ? - ეჭ­ვი გა­უკ­რ­თა თვა­ლებ­ში.
ის იყო, პა­სუ­ხი უნ­და გა­მე­ცა, რომ კარ­ზე ზა­რის ხმა გა­ის­მა. ში­შის­გან შევ­ხ­ტი. რა­ტომ­ღაც, წამ­და­უ­წუმ გო­ლას მო­ლო­დინ­ში ვი­ყა­ვი. ვი­ცო­დი, რომ ად­ვი­ლად თავს აღარ და­მა­ნე­ბებ­და და რა შე­უშ­ლი­და ხელს, შინ მო­ე­კითხა?

ფე­ხე­ბი უკან მრჩე­ბო­და, სა­ნამ კარ­თან მი­ვი­დო­დი. სათ­ვალ­თ­ვა­ლო­ში რომ გა­ვი­ხე­დე, სუნ­თ­ქ­ვა შე­მეკ­რა. გა­რეთ სა­დარ­ბა­ზო­ში, მხო­ლოდ უზარ­მა­ზა­რი ვარ­დე­ბის თა­ი­გუ­ლი ჩან­და. რო­გორც ჩანს, უს­წავ­ლია გო­ლას ქალ­თან მოქ­ცე­ვის წე­სე­ბი. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად და­მად­გა თავ­ზე ყვა­ვი­ლე­ბით ხელ­ში.
კა­რის გა­ღე­ბის არ შემ­ში­ნე­ბია. მა­მი­და ჩემ­თან იყო, მას­თან კი გო­ლა ვე­რა­ფერს გა­მი­ბე­დავ­და. ის კი არა, ლუი კინ­წის­კ­ვ­რით გა­აგ­დებ­და გა­რეთ. მი­სი იმე­დი მქონ­და.
თუმ­ცა, შევ­ც­დი. თა­ი­გუ­ლი კო­კის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ამან უარე­სად ამი­ფო­რი­ა­ქა სუ­ლი და გუ­ლი. შუ­ა­გულ­ში ჩა­დე­ბულ ბა­რათს თვა­ლი შე­ვავ­ლე, მაგ­რამ ისე მქონ­და გო­ნე­ბა და თვა­ლე­ბი და­ბინ­დუ­ლი, ვე­ღა­რაფ­რის წა­კითხ­ვა ვერ შევ­ძე­ლი.
სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დავ­ბ­რუნ­დი გა­ბად­რულ-გა­ფით­რე­ბუ­ლი.

- არ მითხ­რა ახ­ლა, თაყ­ვა­ნის­მ­ცემ­ლებ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნე­სო, - ხე­ლე­ბი გა­შა­ლა მა­მი­დამ.
- დი­ა­ხაც. რა­ტომ გგო­ნია, რომ მან გა­მო­მიგ­ზავ­ნა?
- იმი­ტომ, რომ მის­ნა­ი­რი თაყ­ვა­ნის­მ­ცე­მე­ლი არ გე­ყო­ლე­ბა, ეს ზუს­ტად ვი­ცი და ნუ მა­ცი­ნებ.
- წა­ი­კითხე ერ­თი, რა წე­რია ამ ბა­რათ­ზე? - ბა­რა­თი ამო­ვაძ­ვ­რი­ნე თა­ი­გუ­ლი­დან და მა­მი­დას გა­ვუ­წო­დე.
- "ვფიქ­რობ შენ­ზე, კ". აიიიი, ესეც მე ვარ? - აღ­ტა­ცე­ბულ­მა მა­მი­დამ ტა­ში შე­მოჰ­კ­რა.
ნუ­თუ მარ­თ­ლა ასეა? ესე იგი, არ მიწყ­რე­ბა? თუ უკ­ვე მო­ი­ნე­ლა სიბ­რა­ზე? ნა­წერ­ზეც ეტყო­ბა სა­კუ­თა­რი სტი­ლი. არა­ვი­თა­რი "მე­ნატ­რე­ბი" ან "გა­კო­ცე". შენ­ზე ვფიქ­რო­ბო. ფიქ­რობს კი? ჩვენ ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ჩვენ-ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბა გვაქვს. მაგ­რამ ასე უბ­რა­ლოდ გა­მოგ­ზავ­ნოს ყვა­ვი­ლე­ბი, მას არ სჩვე­ვია. ამა­ში ნამ­დ­ვი­ლად არ ჰგავს გო­ლას.

ყო­ფი­ლის გახ­სე­ნე­ბა­ზე ჩემს თავს გა­ვუბ­რაზ­დი. რო­გორ ვერ მო­ვი­შო­რე მას­ზე ფიქ­რი თა­ვი­დან? სა­სი­ა­მოვ­ნო შეგ­რ­ძ­ნე­ბა, რო­მე­ლიც კო­კის გა­მოგ­ზავ­ნილ­მა თა­ი­გულ­მა მო­მა­ნი­ჭა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად გაქ­რა. გო­ლას გახ­სე­ნე­ბამ სი­ა­მოვ­ნე­ბა ჩა­მიშ­ხა­მა.
ძა­ლი­ან ლა­მა­ზი თა­ი­გუ­ლი იყო, ზღაპ­რუ­ლი. დავ­სუ­ნე. თით­ქოს ედე­მის ბაღ­ში ამოვ­ყა­ვი თა­ვი.

მა­მი­და სა­ღა­მომ­დე დარ­ჩა და რომ შე­ღამ­და, მხო­ლოდ მა­შინ წა­ვი­და. მი­სი წას­ვ­ლის შემ­დეგ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ჩემ­თ­ვის პა­ტა­რა დღე­სას­წა­უ­ლი მო­მეწყო და ორი­ვე მა­მა­კა­ცი დრო­ე­ბით და­მე­ვიწყე­ბი­ნა. აბა­ზა­ნა ცხე­ლი წყლით ავავ­სე, არო­მა­ტუ­ლი თხე­ვა­დი სა­პო­ნი ჩა­ვას­ხი, რო­მე­ლიც ვან­დიმ პა­რი­ზი­დან ჩა­მო­მი­ტა­ნა, ერ­თი ბო­კა­ლი ღვი­ნო მო­ვი­მარ­ჯ­ვე, ცხელ წყალ­ში ჩავ­წე­ქი და თვა­ლე­ბი მივ­ლუ­ლე. აი, ეს იყო ღვთა­ებ­რი­ვი სი­ა­მოვ­ნე­ბა.
არ გა­სუ­ლა ხუ­თი წუ­თიც, რომ ჩე­მი მო­ბი­ლუ­რი ამ­ღერ­და. ვი­ფიქ­რე, არ ვუ­პა­სუ­ხებ-მეთ­ქი, რო­მე­ლიც, ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, სა­ა­ბა­ზა­ნო­ში მქონ­და შე­მო­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ მე­ლო­დია არა და არ ჩერ­დე­ბო­და. საპ­ნი­ა­ნი ხე­ლი გა­დავ­ყა­ვი სკამ­ზე გა­და­კი­დე­ბუ­ლი ხა­ლა­თის­კენ და ტე­ლე­ფო­ნი ჯი­ბი­დან ამო­ვაძ­ვ­რი­ნე.
- ალო! - რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, ხმა გა­ვი­ნა­ზე.
- ბა­ბი, შენ ხარ? - გა­ის­მა ტკი­ვი­ლამ­დე ნაც­ნო­ბი ხმა.
- კო­კი? - შე­ვე­ცა­დე, მღელ­ვა­რე­ბას გავ­მ­კ­ლა­ვე­ბო­დი, - მე­გო­ნა, თბი­ლის­ში არ იყა­ვი.
- ასე­ცაა, შტა­ტებ­ში ვარ.
ისე გა­მიკ­ვირ­და, რომ გა­ო­ცე­ბუ­ლი უკან გა­და­ვიზ­ნი­ქე, აბა­ზა­ნის კედ­ლის­კენ და წყა­ლი ად­გა­ფუნ­და.
- სად ხარ? რა ხმე­ბი ის­მის? - წყვე­ტი­ლად მეს­მო­და კო­კის ხმა.
- აბა­ზა­ნა­ში, - სი­ცი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
ვგრძნობ­დი, რომ ჩემ­მა ნათ­ქ­ვამ­მა ღი­მი­ლი მოჰ­გ­ვა­რა.
- რას იღი­მი? - გაპ­რან­ჭუ­ლი ტო­ნით ვკითხე.
- აჰა... ესე იგი, რომ ვი­ღი­მი, ხე­დავ, არა?
- მე ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ.
- ყვა­ვი­ლე­ბი მო­გი­ტა­ნეს?
- მო­მი­ტა­ნეს. ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. მად­ლო­ბა. იქ რა დროა ახ­ლა?
- რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს? - ხმა ჩა­ეხ­რინ­წა, - დღემ რო­გორ ჩა­ი­ა­რა?
მივ­ხ­ვ­დი, რაც აინ­ტე­რე­სებ­და. ანუ მარ­ტო გა­ვა­ტა­რე დღე თუ იმ ადა­მი­ან­თან, ვინც წი­ნა დღე­ებ­ში სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­მეცხა­და, თუმ­ცა მას­ზე კრინტს არ ძრავ­და.
- მშვე­ნივ­რად, მა­მი­და იყო მთე­ლი დღე ჩემ­თან, ეს წუ­თია, წა­ვი­და. შენ რო­გო­რი დღე გქონ­და?
- ისე რა. გინ­და და­ი­ჯე­რე, გინ­და არა, მაგ­რამ სულ შენ­ზე ვფიქ­რობ, სიზ­მარ­შიც კი გხე­დავ. რო­გორ ფიქ­რობ, რას უნ­და ნიშ­ნავ­დეს ეს?
- რა ვი­ცი, იქ­ნებ ამე­რი­კუ­ლი ჩის­ბურ­გე­რე­ბის ჭა­მა მო­გი­ვი­და ზედ­მე­ტი? - გა­ხუმ­რე­ბა ვცა­დე, სი­ხა­რუ­ლის­გან გუ­ლი ლა­მის ამომ­ვარ­დ­ნო­და ბუ­დი­დან.
ხმა­მაღ­ლა, გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა.
- შე­ნი ხმის გა­გო­ნე­ბა მინ­დო­და. სწო­რედ ახ­ლა, ამ­წუ­თას. ეს რა­ღაც სი­გი­ჟეა. რა მი­ქე­ნი ამის­თა­ნა, ა?
უზარ­მა­ზა­რი ნერ­წყ­ვი გა­და­ვა­გო­რე. აღ­გ­ზ­ნე­ბის­გან ერ­თი­ა­ნად ვცახ­ცა­ხებ­დი.
- წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა ფორ­მა­ში ხარ მაგ შენს აბა­ზა­ნა­ში, - ხმა­დაბ­ლა, და­სე­რი­ო­ზუ­ლე­ბუ­ლი ხმით წარ­მოთ­ქ­ვა.
შევ­კ­რ­თი. ამ თე­მის გან­ვ­რ­ცო­ბა არ მსურ­და, თით­ქოს ვი­ღაც ვირ­ტუ­ა­ლურ სექსს მთა­ვა­ზობ­და, ამი­ტომ სას­წ­რა­ფოდ სხვა რა­მე­ზე და­ვიწყე სა­უ­ბა­რი.
- ლუი აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლია შე­ნით, მთე­ლი დღე სხვა არა­ფერ­ზე ულა­პა­რა­კია.
- მარ­თ­ლა? კი­დევ კარ­გი, ვი­ღა­ცას მა­ინც მოვ­წონ­ვარ. იცი, რომ მა­საც გა­ვუგ­ზავ­ნე თა­ი­გუ­ლი?
- რას ამ­ბობ, მარ­თ­ლა?
- ჰო, აბა ტყუ­ი­ლად? რო­დის მით­ქ­ვამს ტყუ­ი­ლი შენ­თ­ვის?
- რო­გო­რი საყ­ვა­რე­ლი ხარ, - ვერ მო­ვით­მი­ნე და შო­რი­დან მი­ვე­ფე­რე.
- რა სა­სი­ა­მოვ­ნოა, რო­ცა ამ სიტყ­ვებს შენ­გან ვი­გებ. ჩვე­ნი ნაც­ნო­ბო­ბის მან­ძილ­ზე პირ­ვე­ლად წა­მოგ­ც­და მსგავ­სი რა­ღაც. თუმ­ცა, დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახ­ლა რომ შენ­თან ახ­ლოს ვი­ყო, სა­ომ­რად წა­მო­ი­მარ­თე­ბო­დი მაგ ქა­ფი­ა­ნი წყლი­დან ვე­ნე­რა­სა­ვით და შე­მებ­მე­ბო­დი, ოღონდ სიტყ­ვე­ბით.
პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი, მაგ­რამ ღი­მი­ლი არ მომ­შო­რე­ბია ტუ­ჩე­ბი­დან.
- ისე, მე და მა­მი­და­შენ­მა თით­ქოს შეთ­ქ­მუ­ლე­ბა გა­ვი­თა­მა­შეთ. ვი­ცი, რომ ის ყო­ველ­თ­ვის და­მი­ცავს შე­ნი იერი­შე­ბის­გან.
- მი­სი სა­ხით კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა კი გა­მო­ნა­ხე, აი! - გა­მე­ცი­ნა.
- სიყ­ვა­რულ­სა და ომ­ში ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბა კარ­გია, რო­მელ­საც გა­მო­ი­ყე­ნებ. ამი­ტო­მაც უკან არას­დ­როს და­ვი­ხევ, რო­ცა საქ­მე შენ გე­ხე­ბა.
მის­გან ასეთ სიტყ­ვებს სა­ერ­თოდ არ ვე­ლო­დი. იდი­ო­ტი­ვით ისევ ვი­ღი­მო­დი, მაგ­რამ მა­ინც ცი­ვად წარ­მოვ­თ­ქ­ვი:
- მა­მი­და რას ფიქ­რობს, ამას დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. მე თვი­თონ ვწყვეტ ხოლ­მე, ჩემ­თ­ვის რა ჯო­ბია.
უფ­რო სწო­რად, ვწყვეტ­დი, სა­ნამ კო­კი გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში, მაგ­რამ ეს ხმა­მაღ­ლა არ მით­ქ­ვამს.
- ნუ იქ­ნე­ბი ასე­თი მკაც­რი, ხომ ხე­დავ, რო­გორ ვი­ტან­ჯე­ბი.
- მე ვარ მკაც­რი და შენ იტან­ჯე­ბი? კი, რო­გორ არა, სი­ცილ­ზე გეტყო­ბა, რო­გორც იტან­ჯე­ბი, - არ და­ვუთ­მე.
- არა, შენ მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხარ. ნამ­დ­ვი­ლი სრულ­ყო­ფი­ლე­ბა. მთა­ვა­რია, არა­ვინ წა­მარ­თ­ვას შე­ნი თა­ვი სა­ნამ ჩა­მო­ვალ და მე­რე მე ვი­ცი, - ხრინ­წი­ა­ნი ხმით ჩა­ი­ჩურ­ჩუ­ლა.
მი­სი ამ და­ბა­ლი, მგრძნო­ბი­ა­რე ხრინ­წი­ა­ნი ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე ყო­ველ­თ­ვის ჭკუ­ას ვკარ­გავ­დი.
- ბა­ბი, მის­მენ?
- ჰო.
- ახ­ლა უნ­და გავ­თი­შო, საქ­მე მაქვს. რა­ღაც პრობ­ლე­მე­ბია და უნ­და მივ­ხე­დო. მა­ლე ჩა­მო­ვალ, არ მო­იწყი­ნო.
- კარ­გი, გა­სა­გე­ბია.
- ჰო, მარ­თ­ლა, გე­დი ისეა შე­ნით აღ­ტა­ცე­ბუ­ლი, მითხ­რა, ჩვე­ნი ფირ­მის ად­ვო­კა­ტად ავიყ­ვა­ნო­თო. შე­გიძ­ლია ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბი გა­და­ი­ბა­რო?
- რა, ად­ვო­კა­ტი არ გყავთ?
- კი, მაგ­რამ ახალ­ბე­დაა, გე­დის ნა­თე­სა­ვი და ბევ­რი რა­მე ჯერ არ იცის. ჩვენ კი შენ გვინ­დი­ხარ. უფ­რო სწო­რად, გე­დის უნ­დი­ხარ, ოღონდ საქ­მის­თ­ვის, მე კი საქ­მის­თ­ვის იმ­დე­ნად არა, რამ­დე­ნა­დაც ჩემ­თ­ვის.
- აბა, აბა! - ხმა გა­ვიმ­კაც­რე.
- რა იყო, რა­ტომ ასე­თი ტო­ნი? ახ­ლა ყვე­ლა­ზე მე­ტად შენ­თან ყოფ­ნა მინ­და. მინ­და, მო­გე­ფე­რო, გა­კო­ცო და ასე შემ­დეგ.
- ნახ­ვამ­დის, კო­კი, საქ­მეს მი­ხე­დე, - ისევ ცი­ვად მი­ვუ­გე.
- ღა­მე მშვი­დო­ბი­სა, ბა­ბი. რო­გორც ჩანს, გა­და­ვამ­ლა­შე.
ალ­ბათ ნას­ვა­მია-მეთ­ქი, ვი­ფიქ­რე, ასე რომ გა­მი­თა­მამ­და. აქამ­დე მსგავ­სი რა­მე­ე­ბი არას­დ­როს დას­ც­დე­ნია.
რო­ცა კვლავ ჩავ­წე­ქი წყალ­ში, მივ­ხ­ვ­დი, რომ ვე­ღარ მო­ვეშ­ვე­ბო­დი, გან­ტ­ვირ­თ­ვა უკან დამ­რ­ჩა. კო­კის ხმამ წო­ნას­წო­რო­ბა და­მა­კარ­გ­ვი­ნა და ჩემ­ში ემო­ცი­ე­ბის ქა­რიშ­ხა­ლი და­ატ­რი­ა­ლა.

კვლავ დავ­ხუ­ჭე თვა­ლე­ბი და ფიქ­რებს მი­ვე­ცი. მე საქ­მი­ა­ნი ქა­ლი ვარ, ჩემ­თ­ვის მთა­ვა­რი კა­რი­ე­რაა. ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ძა­ლი­ან ბევრს მი­ვაღ­წიე, კარ­გი ად­ვო­კა­ტის სა­ხე­ლი და­ვიმ­კ­ვიდ­რე. რაც შე­ე­ხე­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას, ასე ად­ვი­ლი არ არის. იგი სა­პა­სუ­ხო ურ­თი­ერ­თო­ბას მო­ითხოვს, რა­საც გარ­კ­ვე­უ­ლი დრო სჭირ­დე­ბა და უზარ­მა­ზარ ენერ­გი­ა­საც მო­ითხოვს. ამ დროს ადა­მი­ა­ნი საქ­მის მი­მართ გულ­გ­რი­ლი ხდე­ბა, დუნ­დე­ბა, ინერ­ტუ­ლო­ბის­კენ მიდ­რე­კი­ლე­ბა უჩ­ნ­დე­ბა. კო­კი კი იმ მა­მა­კა­ცე­ბის რიცხვს მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა, რომ­ლე­ბიც სხვებს აკონ­ტ­რო­ლებენ. მან თა­ვი­სი იმ­პე­რია სხვი­სი გრძნო­ბე­ბის თა­მა­შით შექ­მ­ნა. მი­სი კონ­ტ­რო­ლის ქვეშ ისევ ისე­თი­ვე უსუ­სუ­რი და მორ­ჩი­ლი გავ­ხ­დე­ბი, რო­გო­რიც გო­ლას­თან ვი­ყა­ვი. მინ­და ეს? არა, რა თქმა უნ­და. მე ეს არ მინ­და!
მაგ­რამ გუ­ლი სულ სხვას მიმ­ტ­კი­ცებ­და. ამ კაც­მა ჩე­მი სუ­ლის სი­მე­ბის შერ­ხე­ვა შეძ­ლო. მა­მი­დას სახ­ლ­ში გა­ტა­რე­ბულ­მა დღე­ებ­მა ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად და­ამ­ტ­კი­ცა. მას­თან თავს ზედ­მე­ტად კარ­გად ვგრძნობ, მომ­წონს ეს კა­ცი, ძა­ლი­ან მომ­წონს. შე­იძ­ლე­ბა მიყ­ვარს კი­დე­ვაც და ჯერ ვერ ვაც­ნო­ბი­ე­რებ.
ეს ის არ არის, რა­საც გო­ლას­თან გან­ვიც­დი­დი. კი, მომ­ხიბ­ლა, თავ­ბ­რუ და­მახ­ვია და მოტყუ­ე­ბით ისე შე­მო­აღ­წია ჩემს სამ­ყა­რო­ში, რომ თა­ვი­სი ნამ­დ­ვი­ლი სა­ხე არ მიჩ­ვე­ნა, მაგ­რამ თა­ვი­დან­ვე მე­ქა­ჩე­ბო­და უკან რა­ღაც, სრუ­ლი­ად გა­მო­უც­ნო­ბი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც გა­მუდ­მე­ბით შიშ­ში მამ­ყო­ფებ­და. ახ­ლა ამას არ ვგრძნობ, ახ­ლა ლა­ღად ვარ, ში­ში სადღაც უკან მო­ვი­ტო­ვე და ეს კო­კის აშ­კა­რა დამ­სა­ხუ­რე­ბაა. თა­ნაც, მას არ და­უ­მა­ლავს, რა უნ­დო­და ჩემ­გან. პირ­და­პირ მითხ­რა სათ­ქ­მე­ლი, ყო­ველ­გ­ვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბი­სა და მი­კიბ-მო­კიბ­ვის გა­რე­შე.

აბა­ზა­ნი­დან ამო­ვე­დი და სარ­კე­ში ჩა­ვი­ხე­დე. რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, გრძნო­ბე­ბი არ მო­მაწ­ვეს? სუ­ლაც არ ვარ მზად ისე­თი ურ­თი­ერ­თო­ბის­თ­ვის, რო­გორ­საც კო­კი მთა­ვა­ზობს. მით უფ­რო, რომ არას­დ­როს აღარ მივ­ცემ არც ერთ მა­მა­კაცს უფ­ლე­ბას, მმარ­თოს, მო­მექ­ცეს რო­გორც არა­რა­ო­ბას, დას­ცი­ნოს ჩემს სიყ­ვა­რულს. მარ­თა­ლია, გო­ლამ უდი­დე­სი ტკი­ვი­ლი მო­მა­ყე­ნა, მაგ­რამ რა გა­რან­ტია მაქვს, რომ კო­კი უარესს არ მი­ზამს? მა­შინ პა­ტა­რა და სუ­ლე­ლი ვი­ყა­ვი, მი­ა­მი­ტი გო­გო, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად მო­ნუს­ხეს. მაგ­რამ ახ­ლა თუ მი­ვე­ცი ჩემს თავს უფ­ლე­ბა, კო­კი შე­ვიყ­ვა­რო და მე­რე სა­ნა­ნე­ბე­ლი გა­მიხ­დეს, ეს უკ­ვე შეგ­ნე­ბუ­ლად გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში მხო­ლოდ ჩე­მი შეგ­ნე­ბით ვიქ­ნე­ბი დამ­ნა­შა­ვე ყვე­ლა­ფერ­ში და ჩე­მი ასა­კი და მი­ა­მი­ტო­ბა არა­ფერ შუ­ა­ში იქ­ნე­ბა.
ლო­გინ­ში ჩავ­წე­ქი და და­ძი­ნე­ბა ვცა­დე. არა, კო­კის­თან ურ­თი­ერ­თო­ბას არ გა­ვაღ­რ­მა­ვებ. თვი­თო­ნაც ხომ მითხ­რა, ყვე­ლა­ფე­რი ისე იქ­ნე­ბა, რო­გორც მე მო­მე­სურ­ვე­ბაო. ამი­ტო­მაც ისე გავ­წე­ლავ დროს, რომ მან მოთ­მი­ნე­ბა და­კარ­გოს და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დეს, სხვა­ზე გა­და­ერ­თოს. მა­ნამ­დე კი ვი­მუ­შა­ვებ ძვე­ლე­ბუ­რად, ვივ­ლი ჩემს მე­გობ­რებ­თან, მა­მი­დას­თან. ხვალ კი ზღვა­ზე გა­ვა­დენ ტყა­პანს. ალ­ბათ აუცი­ლე­ბე­ლი იყო, ერ­თ­მა­ნე­თი გაგ­ვეც­ნო, რომ სა­ბო­ლო­ოდ გავ­რ­კ­ვე­უ­ლი­ყა­ვი ჩემს თავ­ში, რა მსურს ცხოვ­რე­ბის­გან.

ამ ფიქ­რე­ბით კედ­ლის­კენ გა­დავ­ბ­რუნ­დი, რომ და­მე­ძი­ნა, მაგ­რამ მო­უ­ლოდ­ნე­ლად კარ­ზე გაბ­მუ­ლი ზა­რი და­ი­რე­კა.
ცივ­მა ოფ­ლ­მა და­მას­ხა. გუ­ლი მე­უბ­ნე­ბო­და, რომ არ ავ­მ­დ­გა­რი­ყა­ვი და არ გა­მე­ღო. გო­ლა რომ შემ­რ­ჩე­ნო­და ხელ­ში, გუ­ლიც გა­მის­კ­დე­ბო­და. იქ­ნებ კო­კია? იქ­ნებ მო­მატყუა და სუ­ლაც არ არის ამე­რი­კა­ში? ნომ­რის­თ­ვის არც და­მი­ხე­დავს, რო­ცა და­მი­რე­კა. ფე­ხის წვე­რებ­ზე გად­მო­ვე­დი სა­წო­ლი­დან და ხა­ლა­თი მო­ვი­ძიე, რომ მე­ნა­ხა ნო­მე­რი, რომ­ლი­თაც კო­კიმ და­მი­რე­კა. ამო­ვი­ოხ­რე. ის მარ­თ­ლა ამე­რი­კა­ში იყო და იქა­უ­რი ნომ­რით მი­რე­კავ­და.
ვინ იდ­გა კარ­თან? ეს ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იყო. არც ის იყო ძნე­ლი მი­სახ­ვედ­რი, რომ კა­რი უნ­და გა­მე­ღო...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 2 /
ნინო
ახალი თავები დადეთ ხოლმე დროულად რაა
14:17 / 20-03-2019
გამოხმაურება / 0 /
მკითხველი
დადეთ დადეთ ახალი თავი
11:46 / 20-03-2019
გამოხმაურება / 0 /
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93