ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 18

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 18
სათ­ვალ­თ­ვა­ლო­ში გა­ვი­ხე­დე... ის იყო... ასეც ვი­ცო­დი. მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი, რო­გორც ჩანს, ზა­რის ღი­ლაკ­ზე ედო, რად­გან ზრი­ა­ლი არ ცხრე­ბო­და, თან კარს მოს­ჩე­რე­ბო­და. ასე მე­გო­ნა, და­მი­ნა­ხა, რად­გან მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ღი­მა. გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე მქონ­და. კა­რის გა­ღე­ბას არ ვჩქა­რობ­დი, იქ­ნებ მოჰ­ბეზ­რ­დეს რეკ­ვა და წა­ვი­დეს-მეთ­ქი, თავს ვი­ი­მე­დებ­დი. თქვენც არ მო­მიკ­ვ­დეთ. ასე უსი­ა­მოვ­ნოდ ჩე­მი ბი­ნის ზა­რის ხმა არას­დ­როს მომ­ჩ­ვე­ნე­ბია.

ყო­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვის­თ­ვის, ხმა­დაბ­ლა და უსი­ა­მოვ­ნო ხმით ვი­კითხე:
- ვინ არის?
- მე! - მი­პა­სუ­ხა და, რო­გორც იქ­ნა, რეკ­ვა შეწყ­ვი­ტა, მაგ­რამ ეს "მე" ისე მხი­ა­რუ­ლად წა­მო­ი­ძა­ხა,
თით­ქოს დი­დი სი­ურ­პ­რი­ზი გა­ე­კე­თე­ბი­ნოს ჩემ­თ­ვის.
- უკ­ვე გვი­ა­ნაა, იქ­ნებ წა­სუ­ლი­ყა­ვი, ა? - ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე, რომ სუ­ლაც არ მე­სი­ა­მოვ­ნა მი­სი გა­მო­ჩე­ნა.
- მო­გი­წევს გა­ღე­ბა, თუ არა­და, ჩა­მო­ვი­ღებ! - მუ­ქა­რა გა­უ­რია ხმა­ში.
- გო­ლა, იქ­ნებ ხვა­ლის­თ­ვის გა­დაგ­ვე­დო შეხ­ვე...
- მარ­ტო არ ხარ? თუ ასეა, მითხა­რი, არ მო­გე­რი­დოს, - დამ­ცი­ნა­ვი ტო­ნით წარ­მოთ­ქ­ვა და ფე­ხი მო­ი­ნაც­ვ­ლა.
უნ­და გა­მე­ღო, ახ­ლა სი­ჯი­უ­ტე კარგს არა­ფერს მო­მი­ტან­და.
გა­სა­ღე­ბი გა­და­ვატ­რი­ა­ლე და ჯაჭ­ვიც ჩავ­ხ­სე­ნი. ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ისე შემ­ცივ­და ამ გა­გა­ნია აგ­ვის­ტო­ში, თით­ქოს შუა ზამ­თა­რი ყო­ფი­ლი­ყოს. მთე­ლი სხე­უ­ლით ვცახ­ცა­ხებ­დი.
- ოჰოო, - აღ­მოხ­და გა­ო­ცე­ბულს და რო­ცა ფე­ხე­ბამ­დე ჩა­მათ­ვა­ლი­ე­რა, ჩა­ი­ცი­ნა:
- რამ­დე­ნი წე­ლია, ასეთ ფორ­მა­ში არ მი­ნა­ხავ­ხარ. - თვა­ლე­ბი ისე ჰქონ­და აწყ­ლი­ა­ნე­ბუ­ლი, მივ­ხ­ვ­დი, კა­იფ­ში იყო, ლუღ­ლუ­ღებ­და.
- რო­გორ ფორ­მა­ში? - ატ­ლა­სის ხა­ლა­თი ხე­ლებ­ში ლა­მის მო­ვიჭ­მუჭ­ნე, ისე შე­მო­ვიხ­ვიე ტან­ზე.
- სა­ში­ნაო ფორ­მა­ში, ბავ­შ­ვო! - რო­გორც სჩვე­ო­და, კბი­ლებ­ში გა­მოც­რა და და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად შე­მო­ა­ბი­ჯა ოთახ­ში.
- რის­თ­ვის მოხ­ვე­დი? თან ამ დროს?
- თან და­უ­პა­ტი­ჟებ­ლად, არა? - და­ას­რუ­ლა ჩე­მი შე­კითხ­ვე­ბის სე­რია.
- ჰო, - უკან არ და­ვი­ხიე.
- მო­მე­ნატ­რე და იმის­თ­ვის. მო­ნატ­რე­ბამ კი უდ­რო­ო­ბა არ იცის.
- ავად­მ­ყო­ფი ხარ! - თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- ჰო და ამი­ტომ მინ­და შე­ნი პა­ცი­ენ­ტი ვი­ყო.
- პა­ცი­ენ­ტო­ბა­საც ნი­ჭი უნ­და. შენ ამის ნი­ჭი არ გა­გაჩ­ნია. ამი­ტომ ძა­ლი­ან გთხოვ, წახ­ვი­დე, თით­ქ­მის შუ­ა­ღა­მეა.
- ჯერ ერ­თი, შუ­ა­ღა­მე არ არის და მე­ო­რეც, თუ არ გინ­დო­და ჩე­მი შე­მოშ­ვე­ბა, კა­რი რა­ტომ გა­მი­ღე?
- იმი­ტომ, რომ ვი­ცო­დი, რაც თქვი, გა­ა­კე­თებ­დი კი­დეც, - ბრა­ზი მო­მე­რია.
- ჰო­და, მა­შინ ნუ­ღარ მე­უბ­ნე­ბი, წა­დიო. ხომ იცი, უარე­სის გა­კე­თე­ბაც შე­მიძ­ლია. მე წე­სე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი ჰალ­ს­ტუ­ხი­ა­ნი ბი­ჭი არ ვარ, ცუ­დად გამ­ზარ­დეს. - და ისევ ჩა­ი­ცი­ნა.
კა­რი მივ­ხუ­რე, აღარ ჩა­მი­კე­ტავს. ვი­ფიქ­რე, თუ რა­მეა და ძა­ლა­დო­ბას ექ­ნე­ბა ად­გი­ლი, იქ­ნებ გაქ­ცე­ვა ასე მა­ინც მო­ვა­ხერ­ხო-მეთ­ქი.
შუა ოთახ­ში დად­გა, დო­ინ­ჯი შე­მო­ი­ყა­რა და ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ი­ხე­და.
- რამ­დე­ნი წე­ლია, აქ არ ვყო­ფილ­ვარ. ბევ­რი რამ შე­გიც­ვ­ლია.
- დი­დი დრო გა­ვი­და მას შემ­დეგ.
- რას მე­ლა­პა­რა­კე­ბი? - დამ­ცი­ნა­ვად გა­მომ­ხე­და, - მა­ინც რამ­დე­ნი?
- ცხრა წე­ლი.
- ჰო-ო? წლებს ით­ვ­ლი­დი?
პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი.
- ით­ვ­ლი­დი, - თა­ვად უპა­სუ­ხა ჩემ­თ­ვის გან­კუთ­ვ­ნილ შე­კითხ­ვას, - წლებ­საც, თვე­ებ­საც, დღე­ებ­საც, სა­ა­თებ­საც და წუთ-წა­მებ­საც. ხომ ასეა?
- ცდე­ბი.
- არ მო­გე­ნატ­რე? - ჩე­მი პა­სუ­ხი არად ჩა­აგ­დო.
არც ახ­ლა ვუ­პა­სუ­ხე.
- მო­გე­ნატ­რე, - კვლავ თვი­თონ უპა­სუ­ხა თა­ვის­სა­ვე შე­კითხ­ვას, - თა­ნაც ძა­ლი­ან.
- თუ ამის გა­სარ­კ­ვე­ვად მოხ­ვე­დი, იმე­დი უნ­და გა­გიც­რუო. არ მომ­ნატ­რე­ბი­ხარ, - ცი­ვად მი­ვუ­გე და კბი­ლი კბილს და­ვა­ჭი­რე, რომ ყბის კან­კა­ლი შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა.
წარ­ბე­ბი აზი­და და თვა­ლე­ბი მო­ჭუ­ტა. ისევ გვერ­დუ­ლად გა­მომ­ხე­და. წა­რა­მა­რა ის­ვე­ლებ­და ტუ­ჩებს, ალ­ბათ პი­რი უშ­რე­ბო­და.
- შენ შე­პა­სუ­ხე­ბაც გის­წავ­ლია. რო­გორც ჩანს, კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი გყავ­და ჩემ შემ­დეგ. აბა, მითხა­რი, ვინ იყო ის ბედ­ნი­ე­რი? - ამ სიტყ­ვე­ბით სკა­მი ფე­ხით გა­მოს­წია, უდარ­დე­ლად დაჯ­და და ფე­ხი ფეხ­ზე გა­და­ი­დო, ხე­ლე­ბი კი მკერ­დ­ზე გა­და­იჯ­ვა­რე­დი­ნა.
არც ამ­ჯე­რად ჩავ­თ­ვა­ლე პა­სუ­ხის ღირ­სად.

- მე ვის ვე­კითხე­ბი? - მშვი­დი, მაგ­რამ ფა­რუ­ლი აგ­რე­სი­ით სავ­სე ტო­ნით მომ­მარ­თა.
- შენ შემ­დეგ არა­ვინ მყო­ლია, - მეც იმა­ვე ტო­ნით მი­ვუ­გე, თუმ­ცა ში­შის­გან ადა­მი­ანს აღარ ვგავ­დი.
არ ვი­ცი, რი­სი ში­ში იყო ეს. მი­სი თით­ქოს არ მე­ში­ნო­და, არც იმის, რომ მი­სი გა­მო­ჩე­ნა ძველ სიყ­ვა­რულს გა­მიღ­ვი­ძებ­და. ეს უფ­რო სხვა ში­ში იყო, ში­ში იმის, რომ ძა­ლას თუ იხ­მარ­და, ვერ მო­ვე­რე­ო­დი და სა­ბო­ლო­ოდ დამ­ცი­რე­ბულს დამ­ტო­ვებ­და. მხო­ლოდ ამით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩე­მი ში­ში.
- კარ­გი ერ­თი, - ხე­ლი აიქ­ნია, ხო­ლო თა­ვი გვერ­დ­ზე გა­და­აგ­დო, - ხომ იცი, რომ ასეთ ზღაპ­რებს არ და­ვი­ჯე­რებ.
- ეგ შე­ნი პრობ­ლე­მაა და არა ჩე­მი. ტყუ­ი­ლი არ მიყ­ვარს, ყვე­ლა შენ­ნა­ი­რი რო­დია, - გავ­თა­მამ­დი, მე­ო­რე სკა­მი გა­მოვ­წიე და სა­ზურ­გეს ორი­ვე ხე­ლით და­ვეყ­რ­დე­ნი. მუხ­ლებ­ში, რა­ტომ­ღაც, ძა­ლა და­მიბ­რუნ­და. თან­და­თან ვმშვიდ­დე­ბო­დი.

მიკ­ვირ­და, ასე­თი ნა­ძი­რა­ლა რო­გორ მიყ­ვარ­და. რა­ტომ თა­ვის დრო­ზე ვერ შე­ვამ­ჩ­ნიე, რა არა­რა­ო­ბას­თან მქონ­და საქ­მე?
- ხო, მივ­ხ­ვ­დი. შე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს გრძე­ლი ენა უნ­და ჰქონ­დეს და უხე­ში ლა­პა­რა­კი უნ­და შე­ეძ­ლოს. გა­მო­ვი­ცა­ნი?
ზიზღით სავ­სე მზე­რა ვეს­რო­ლე. იყო კი ამის­თა­ნა ადა­მი­ა­ნი პა­სუ­ხის ღირ­სი? რა თქმა უნ­და, არა.
- ლა­მა­ზი ხარ... უფ­რო ლა­მა­ზი, ვიდ­რე ად­რე იყა­ვი. და­ქა­ლე­ბა მოგ­ხ­დო­მია. და შენ გინ­და თქვა, რომ ამის­თა­ნა ქალს ცხრა წე­ლი სექ­სი არ გქო­ნია?
ამ­რე­ზით შევ­ყუ­რებ­დი, არც მიც­დია, რა­მე მეთ­ქ­ვა, თა­ვი მე­მარ­თ­ლე­ბი­ნა. ის ამას არ იმ­სა­ხუ­რებ­და, მაგ­რამ ჩე­მი მზე­რა ყვე­ლა­ფერს ამ­ბობ­და, რა­საც მას­ზე ვფიქ­რობ­დი.
- მდააა. თუ ამას და­ვი­ჯე­რებ, ძა­ლი­ან უნ­და გა­ვოც­დე. ცხრა წე­ლი... რა­ტომ? გა­ნა არა­ვინ გა­მოჩ­ნ­და ისე­თი, შე­ნი სხე­უ­ლი და­ეპყ­რო? უკაც­რა­ვად, გუ­ლი უნ­და მეთ­ქ­ვა. იქ­ნებ მე მე­ლო­დე­ბო­დი? გინ­დო­და, ბო­ლომ­დე ჩე­მი ერ­თ­გუ­ლი დარ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი?

მი­სი სუ­ლე­ლუ­რი ლა­პა­რა­კი ვე­ღარ მო­ვით­მი­ნე და მკვა­ხედ შე­ვე­კითხე:
- რის­თ­ვის მოხ­ვე­დი, გო­ლა? რას ელი ჩემ­გან? რა გსურს, რა გი­პა­სუ­ხო მაგ უაზ­რო შე­კითხ­ვებ­ზე?
- სი­მარ­თ­ლე, რა თქმა უნ­და. მე მხო­ლოდ ეს მსურს. რო­გორ გგო­ნია, რის­თ­ვის მო­ვე­დი? რომ და­გი­ნა­ხე, ძვე­ლი ვნე­ბე­ბი გა­მი­ახ­ლ­და და ვე­ღარ გავ­ძე­ლი. მინ­და, ისევ და­მიბ­რუნ­დე, შევ­რიგ­დეთ და გავ­აგრ­ძე­ლოთ ერ­თად ცხოვ­რე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ცოლ-ქმა­რი ვი­ყა­ვით.
- გვერ­ქ­ვა, - შე­ვუს­წო­რე.
- რას ნიშ­ნავს, გვერ­ქ­ვა? - წინ გად­მო­ი­ხა­რა და მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლის­გუ­ლით მუხლს და­ეყ­რ­დ­ნო, მარ­ცხე­ნა კი მე­ო­რე მუხ­ლ­ზე და­ი­დო, ზუს­ტად ისე, ძველ­მა ბი­ჭებ­მა რომ იცი­ან.
- იმას, რომ ჩვენ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ცოლ-ქმა­რი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვართ, ხე­ლი არ გვქო­ნია მო­წე­რი­ლი.
- მე უნ­და მო­მე­წე­რა ხე­ლი რა­მე­ზე? - უტიფ­რად ჩა­ი­ცი­ნა, - მე და ხე­ლის მო­წე­რა? - ამით ხა­ზი გა­უს­ვა, ჩემ­ნა­ი­რე­ბი ხელს არა­ფერ­ზე აწე­რე­ნო.
- არც ჯვა­რი დაგ­ვი­წე­რია, ­სხვას რომ თა­ვი და­ვა­ნე­ბოთ. ­თქვენს წრე­ში ჯვრის­წე­რაც არ მო­სუ­ლა? - ახ­ლა მე შევ­ხე­დე უტიფ­რად, - მაგ­რამ შენ მე სრულ­ფა­სო­ვან ცო­ლად არას­დ­როს მი­გაჩ­ნ­დი. შენ­თ­ვის ერ­თი რი­გი­თი დრო­ე­ბი­თი ქა­ლი ვი­ყა­ვი, რო­მელ­თა­ნაც იმ­დენ ხანს ცხოვ­რობ­დი, სა­ნამ მოგ­ბეზ­რ­დე­ბო­და.
- სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს შენ­თან გავ­ძე­ლი. ხომ გითხა­რი უკ­ვე? კი­დევ ერ­თხელ გა­გი­მე­ო­რე. არ გჯე­რა?
- არ მა­ინ­ტე­რე­სებს.
- აბა, რა გა­ინ­ტე­რე­სებს?
- მხო­ლოდ ერ­თი რამ... - თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რე და ცა­ლი წარ­ბი ავ­ზი­დე, - რო­დის წახ­ვალ აქე­დან.
- მაგ­დებ? - წელ­ში გას­წორ­და და კვლავ გა­და­ი­დო ფე­ხი ფეხ­ზე.
- არ გაგ­დებ, უბ­რა­ლოდ, გთხოვ. ჩვენ სა­ლა­პა­რა­კო აღა­რა­ფე­რი გვაქვს. - თან გულ­ში გა­ვი­ფიქ­რე, კი­დევ კარ­გი, კო­კიმ ად­რე და­რე­კა, თო­რემ ახ­ლა რომ და­ე­რე­კა, ალ­ბათ სა­ში­ნე­ლე­ბა მოხ­დე­ბო­და-მეთ­ქი.
- ესე იგი, სა­თა­და­რი­გო სკამ­ზე მსვამ, - დას­ვა "დი­აგ­ნო­ზი".
- არა.
- აბა?
- სა­თა­და­რი­გო სკამ­ზე დი­დი ხა­ნია, აღარ ზი­ხარ.
- ოჰო! იქი­და­ნაც გა­მა­ძე­ვე? რა­ტომ, ცუ­დად ვთა­მა­შობ­დი?
- პი­რი­ქით, ბრწყინ­ვა­ლედ თა­მა­შობ­დი, მაგ­რამ სულ სხვა თა­მაშს.
- ჰმ, მაგ­რამ მე რომ მიყ­ვარ­ხარ?
- არა უშავს, ამ ღა­მის შემ­დეგ გა­გივ­ლის. - ვუთხა­რი და მზე­რა ავა­რი­დე.
ჯერ თა­ვი გა­იქ­ნია, მე­რე რის­ხ­ვით სავ­სე თვა­ლე­ბით ამომ­ხე­და და კბი­ლებ­ში გა­მოც­რა:

- ნუ მე­ლა­პა­რა­კე­ბი ასე. გინ­და და­მიმ­ტ­კი­ცო, რომ ჩე­მი არ გე­ში­ნია? მე­რე­და, რო­გორ გე­ში­ნია. მე ყვე­ლა­ფერს ვხე­დავ, ყვე­ლა­ფერს ვგრძნობ, შენ მე ვი­ღა­ცა ხომ არ გგო­ნი­ვარ. რო­გორც ჩანს, მი­ეჩ­ვიე სხვე­ბის მარ­თ­ვას. ალ­ბათ მა­რი­ო­ნე­ტე­ბი­ვით კა­ცე­ბი გახ­ვე­ვია გარს. ჩემ­თან ეგე­თე­ბი არ გა­გი­ვა, შენც კარ­გად იცი. რამ შეგ­ც­ვა­ლა ასე? სტუმ­რად მო­ვე­დი და რო­გორ მხვდე­ბი? ვი­ცი, რომ ცუ­დად მო­გე­ქე­ცი, გუ­ლი გატ­კი­ნე, და­უმ­სა­ხუ­რებ­ლა­დაც-მეთ­ქი, შე­მიძ­ლია გითხ­რა, მაგ­რამ ეს ცხოვ­რე­ბაა. ცხოვ­რე­ბამ მო­ი­ტა­ნა ასე, თო­რემ სუ­ლაც არ მინ­დო­და, ერ­თ­მა­ნეთს დავ­შო­რე­ბო­დით. შენ­თან ყო­ველ­თ­ვის კომ­ფორ­ტუ­ლად ვგრძნობ­დი თავს. შენ კი და­ა­დე თა­ვი და ყო­ველ­გ­ვა­რი ახ­ს­ნა-გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შე წახ­ვე­დი. გგო­ნია, სწო­რად მო­ი­ქე­ცი? არა, არ მო­ი­ქე­ცი. სულ მე­ნატ­რე­ბო­დი, თით­ქოს სი­ცა­რი­ე­ლეს ვგრძნობ­დი შენ გა­რე­შე. ბევ­რ­თან ვცა­დე ახა­ლი რო­მა­ნის წა­მოწყე­ბა, მაგ­რამ ის არ იყო, რაც შენ­თან მქონ­და. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, ქა­ლე­ბი ვერ მიძ­ლე­ბენ. ჩე­მი ცხოვ­რე­ბის წე­სი მათ­თ­ვის, რო­გორ გითხ­რა...
- მი­უ­ღე­ბე­ლია, - შე­ვა­წიე სიტყ­ვა.
- ჰო მი­უ­ღე­ბე­ლია, ან ძა­ლი­ან რთუ­ლი შე­საჩ­ვე­ვი. მხო­ლოდ შენ შე­ძე­ლი ჩე­მი ატა­ნა. სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, უკ­ვე შე­ვე­გუე იმ აზრს, რომ უშე­ნო­ბას ვერ ვე­გუ­ე­ბი. ალ­ბათ ამი­ტო­მაც ვარ აქ, ან შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ ბო­დი­ში მინ­და მო­გი­ხა­დო, ოღონდ არ ვი­ცი, რო­გორ, რა ფორ­მით.
- არ არის სა­ჭი­რო. ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­ბო­დი­შო ფორ­მა ის იქ­ნე­ბა, თუ ად­გე­ბი და წახ­ვალ. ძა­ლი­ან გთხოვ, არ მსი­ა­მოვ­ნებს ეს სა­უ­ბა­რი. არაფ­რის თქმა არაა სა­ჭი­რო, არც ახ­ს­ნა. შენ­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, მე იმ აზრს შე­ვე­გუე, რომ უშე­ნო­ბა აღარ მა­წუ­ხებს.

- შეც­დო­მას ყვე­ლა უშ­ვებს, აღი­ა­რე­ბით კი მხო­ლოდ ჭკვი­ა­ნი აღი­ა­რებს. აი, მე ვა­ღი­ა­რე. პა­ტი­ე­ბას ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ითხოვს. მეც გთხოვ და ამით მინ­და, ჩე­მი სიძ­ლი­ე­რე და­გიმ­ტ­კი­ცო. ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნას მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ითხოვს. და რად­გან გთხოვ, უნ­და და­მი­ჯე­რო, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ... ჩე­მი შავ­გ­ვ­რე­მა­ნი მზე­თუ­ნა­ხა­ვი, - სი­ნა­ნუ­ლით სავ­სე მზე­რა მეს­რო­ლა, - თუ ხორ­ბ­ლის­ფე­რი? აი, ხომ ხე­დავ, და­მა­ვიწყ­და, რო­გო­რი ხარ.
- კარ­გია, რომ და­გა­ვიწყ­და.
- ხოო? სა­ინ­ტე­რე­სოა... და კი­დევ უფ­რო სა­ინ­ტე­რე­სო იცი, რა არის? რო­დის მიხ­ვ­დი, რომ აღარ გიყ­ვარ­დი?
- მა­შინ და იქ, რო­ცა შენ­გან წა­მო­ვე­დი. იმ დღეს­ვე დამ­თავ­რ­და ყვე­ლა­ფე­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბის აღ­დ­გე­ნას, ეს მხო­ლოდ შეყ­ვა­რე­ბულ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, მაგ­რამ მე არა, იმი­ტომ, რომ აღარ ვარ შენ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, - ისე მტკი­ცედ წარ­მოვ­თ­ქ­ვი, რომ თვი­თო­ნაც გა­მიკ­ვირ­და. მხო­ლოდ ახ­ლა გა­ვაც­ნო­ბი­ე­რე, რომ სი­მარ­თ­ლეს ვამ­ბობ­დი. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ მას­ზე ვფიქ­რობ­დი, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ დათ­რ­გუნ­ვი­ლი ვი­ყა­ვი, შე­უ­რაცხ­ყო­ფი­ლი, თო­რემ მი­სი სიყ­ვა­რუ­ლი სუ­ლაც არ მტან­ჯავ­და.
ეჭ­ვი­ა­ნად ამომ­ხე­და, თით­ქოს არ უნ­დო­და ამის და­ჯე­რე­ბა, მე­რე თა­ვი ჩა­კი­და და იატაკს ჩაშ­ტე­რე­ბულ­მა გა­აგ­რ­ძე­ლა:

- თა­ვი­დან მეც ჩა­ვიქ­ნიე ხე­ლი. ვი­ფიქ­რე, წა­ვი­და და წა­ვი­და, კარ­გად იყოს-მეთ­ქი. არ იცი, რამ­დენ­ჯერ დაგ­თ­მე ფიქ­რ­ში და მე­რე ისევ და­გაბ­რუ­ნე, დაგ­თ­მე, და­გაბ­რუ­ნე... ახ­ლა კი­დევ... მო­დი, გინ­და, ერ­თხელ კი­დევ ვცა­დოთ? - არ მეშ­ვე­ბო­და.
- არა, არ მინ­და, ამის იოტი­სო­დე­ნა სურ­ვი­ლიც არ მაქვს. მე შე­ვიც­ვა­ლე, ჩე­მი ცხოვ­რე­ბაც შე­იც­ვა­ლა. გთხოვ, შე­ნი გზით წახ­ვი­დე და აღა­რას­დ­როს გა­მო­ი­ხე­დო ჩემ­კენ. ძა­ლას ვერ და­მა­ტან. ამით არა­ფე­რი გა­მო­ვა. ის სიყ­ვა­რუ­ლი აღა­რას­დ­როს დაბ­რუნ­დე­ბა, რად­გან მორ­ჩა, აღარ არ­სე­ბობს. იყო და გა­თავ­და, ამო­ი­წუ­რა. ვი­ცი, რომ იდე­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ. არც შენ მი­მაჩ­ნ­დი იდე­ა­ლუ­რად, მაგ­რამ მა­ინც მიყ­ვარ­დი, მიყ­ვარ­დი, რად­გან შე­ნი ნაკ­ლიც კი მომ­წონ­და და მე­გო­ნა, რომ სწო­რედ ამის გა­მო შე­მიყ­ვა­რებ­დი. შევ­ც­დი, ილუ­ზია გა­მოდ­გა ჩე­მი შე­ხე­დუ­ლე­ბა. ახ­ლა სხვა ვარ. ახ­ლა რაც უნ­და მო­ი­მოქ­მე­დო, გი­მე­ო­რებ, ძა­ლას ვერ და­მა­ტან.
- ძა­ლას ვერ და­მა­ტან... ჰმ, - გა­ი­მე­ო­რა ჩე­მი სიტყ­ვე­ბი, - არც ვა­პი­რებ. ამის­თ­ვის არ მოვ­სულ­ვარ. არც მჭირ­დე­ბი ასე­თი. მე ისევ ისეთ ბა­ბის ვე­ლო­დი, რო­გო­რიც მყავ­და. აქ კი სულ სხვა ქა­ლი დამ­ხ­ვ­და - პრო­ფე­სი­ა­შეც­ვ­ლი­ლი, ხა­სი­ათ­შეც­ვ­ლი­ლი, გა­რეგ­ნო­ბა­შეც­ვ­ლი­ლი... ვინ ხარ, რა ხარ... - ისევ და­ის­ვე­ლა ტუ­ჩე­ბი და თით­ქოს ბო­დავ­სო, გა­აგ­რ­ძე­ლა, - რა­ტომ ვარ აქ? ვის­თან ვარ? - თი­თე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ში გა­დახ­ლარ­თა და ერ­თხელ მი­მო­ი­ხე­და ირ­გ­ვ­ლივ, - სხვა­გან ვარ, აქ არ უნ­და ვი­ყო...
მო­უ­ლოდ­ნე­ლად კი არ წა­მოდ­გა, წა­მოხ­ტა და დო­ინ­ჯ­შე­მოყ­რი­ლი წინ და­მიდ­გა:
- მარ­თა­ლი ხარ... შენ სხვა ხარ, მე - სხვა. გგო­ნია, მარ­თ­ლა მიყ­ვარ­ხარ? არააა და არც არას­დ­როს მყვა­რე­ბი­ხარ. უბ­რა­ლოდ, სპორ­ტუ­ლი აზარ­ტის გა­მო მინ­დო­და დამ­ბ­რუ­ნე­ბო­დი.
- ვი­ცი! - ნიშ­ნის მო­გე­ბით მი­ვუ­გე და მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შევ­ხე­დე ჩემ წინ ას­ვე­ტილს, - ამას დი­დი მიხ­ვედ­რა არ სჭირ­დე­ბა.
- ჰო, რა თქმა უნ­და, შე­ნი პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ანს რას გა­მო­ა­პა­რებს კა­ცი, სხვა ძაღ­ლე­ბი­ვით შენც და­გე­ში­ლი ხარ, - ისე ზიზღით წარ­მოთ­ქ­ვა "ძაღ­ლი", თით­ქოს ძაღ­ლებ­ზე მე­ტად არა­ფე­რი ეჯავ­რე­ბო­და ცხოვ­რე­ბა­ში, თუმ­ცა ვი­ცო­დი, რა სა­ხის ძაღ­ლებ­საც გუ­ლის­ხ­მობ­და.
გა­მე­ცი­ნა. იურის­ტის პო­ლი­ცი­ელ­თან შე­და­რე­ბა სუ­ლაც არ მეჩ­ვე­ნე­ბო­და ლო­გი­კუ­რად, მაგ­რამ მის­ნა­ი­რე­ბის­თ­ვის ყვე­ლა იური­დი­ულ­დამ­თავ­რე­ბუ­ლი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ცი­ე­ლის რან­გ­ში გა­დი­ო­და.
- კარ­გი, წა­ვე­დი. რო­გორც მო­ვე­დი, ისე წა­ვალ. ბო­დი­ში, რომ ხელ­ცა­რი­ე­ლი გეს­ტუმ­რე, მაგ­რამ არც შენ გა­მო­გი­ჩე­ნია გუ­ლუხ­ვო­ბა შე­ნი მას­პინ­ძ­ლო­ბით, ყა­ვა­ზეც კი არ დამ­პა­ტი­ჟე.
ღმერ­თო, რო­გო­რი იდი­ო­ტია, თა­ნაც, ქარ­თუ­ლი ჩა­მოს­ხ­მის იდი­ო­ტი!
ერ­თი სუ­ლი მქონ­და, ოღონდ წა­სუ­ლი­ყო, წა­სუ­ლი­ყო მშვი­დო­ბი­ა­ნად, ჩხუ­ბი­სა და აყალ­მა­ყა­ლის გა­რე­შე. იმის უფ­რო მე­ში­ნო­და, არ მე­ცეს და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ მო­მინ­დო­მოს-მეთ­ქი, თუმ­ცა ეტყო­ბო­და, არაფ­რის თა­ვი არ ჰქონ­და, ისე იყო წამ­ლით გაბ­რუ­ე­ბუ­ლი. გულ­ში ვლო­ცუ­ლობ­დი, ოღონდ მა­ლე წა­ვი­დეს-მეთ­ქი.
- წა­ვე­დი, წა­ვე­დი... - ხე­ლი აიქ­ნია და კა­რის­კენ გა­ე­მარ­თა. სა­ხე­ლურს ხე­ლი რომ ჩას­ჭი­და, უეც­რად მოტ­რი­ალ­და:
- ისე, მარ­თ­ლა ძა­ლი­ან გა­ლა­მა­ზე­ბულ­ხარ, კი არ ბრწყი­ნავ, კი­ა­ფობ.
- ზო­გი კი­ა­ფობს, ზო­გი კა­ი­ფობს, - გა­და­ვუ­კა­რი.
- კა­ი­ფობს? - შე­მობ­რუნ­და და მზე­რა ჩემს მკერ­დ­ზე შე­ა­ჩე­რა, - ჩემ­ზე ამ­ბობ მა­გას?
კვლავ ამი­ტა­ნა შიშ­მა, აგ­რე­სია არ გა­უ­ახ­ლ­დეს-მეთ­ქი და მი­ა­მი­ტი ღი­მი­ლით მი­ვუ­გე:
- უბ­რა­ლოდ, სიტყ­ვა­თა თა­მა­შია - კი­ა­ფობ, კა­ი­ფობ, მე­ტი არა­ფე­რი.
- ააა, - თა­ვი უკან გა­და­ხა­რა და რა­ღაც უც­ნა­უ­რად გა­ი­ცი­ნა, არას­რულ­ფა­სო­ვან­მა მა­მა­კა­ცებ­მა რომ იცი­ან, ისე, ვი­თომ მე­დი­დუ­რად. რო­ცა სი­ცი­ლი და­ამ­თავ­რა, გა­მო­ცა­რი­ე­ლე­ბუ­ლი, უსი­ცოცხ­ლო თვა­ლე­ბი მო­მაპყ­რო და შემ­პა­რა­ვი ხმით მკითხა:
- ერ­თხელ არ მა­კო­ცებ დამ­შ­ვი­დო­ბე­ბის წინ? უკა­ნას­კ­ნე­ლად?
გამ­ჭო­ლი მზე­რა ვეს­რო­ლე და თა­ვი ცი­ვად გა­ვაქ­ნიე.
- მა­შინ წა­ვე­დი. მა­პა­ტიე, რომ მყუდ­რო­ე­ბა და­გირ­ღ­ვიე. იმე­დია, არა­ფე­რი გაწყე­ნი­ნე... ამ­ჯე­რად... ამას მა­ინც ხომ და­ი­მახ­სოვ­რებ?
ახ­ლა თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად და­ვუქ­ნიე თა­ვი, სა­ხის გა­მო­მეტყ­ვე­ლე­ბა არ შემ­ც­ვ­ლია.
- ალ­ბათ, კი­დევ მო­ვალ, - თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­დუ­დუ­ნა, - ოღონდ უფ­რო საღ გო­ნე­ბა­ზე და უფ­რო დას­ვე­ნე­ბუ­ლი. აი, მა­შინ ვი­ლა­პა­რა­კოთ, - მუ­ქა­რით სავ­სე ტო­ნით და­ას­რუ­ლა და კა­რი ისე გა­ი­ხუ­რა, აღარ მო­უ­ხე­დავს.
შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე და კა­რი სას­წ­რა­ფოდ ჩავ­კე­ტე, არ მობ­რუნ­დეს-მეთ­ქი. ზურ­გით მი­ვეყ­რ­დე­ნი კე­დელს და სა­ხე­ზე ხე­ლე­ბი ავი­ფა­რე. ღმერ­თო, რას გა­დავ­რ­ჩი! კი­დევ კარ­გი, ფორ­მა­ში არ იყო, თო­რემ ასე მშვი­დო­ბი­ა­ნად არ დას­რულ­დე­ბო­და ეს ვი­ზი­ტი.
მორ­ჩა, ხვა­ლი­დან მარ­ტო აღარ დავ­რ­ჩე­ბი. ვან­დის ვთხოვ და დრო­ე­ბით ჩემ­თან გად­მო­ვიყ­ვან. თუმ­ცა, ხვალ ზღვა­ზე მივ­დი­ვარ. რო­ცა ჩა­მო­ვალ, მე­რე მივ­ხე­დავ ამ საქ­მეს. ამი­ე­რი­დან ჩე­მი მარ­ტო დარ­ჩე­ნა დიდ საფ­რ­თხეს­თან იქ­ნე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ეს იგი­ვეა, ასა­ფეთ­ქებ­ლე­ბი აის­ხა სხე­ულ­ზე და ისე იარო...

ზღვა... ზღვა ადა­მი­ა­ნი­ვი­თაა. ის იძი­ნებს, იღ­ვი­ძებს, და­დის, დარ­ბის, ის­ვე­ნებს, დგას, ფიქ­რობს, დუ­დუ­ნებს, ლიც­ლი­ცებს, ში­ში­ნებს, ბრა­ზობს, ბო­ბოქ­რობს, იცი­ნის... ჩემ­თ­ვის ზღვა ის ჯი­ში­ა­ნი მა­მა­კა­ცია, რო­მე­ლიც და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე აღ­გაფ­რ­თოვ­ნებს და თვალს ვერ აშო­რებ, სუ­ლი ყელ­ში რომ მო­გებ­ჯი­ნე­ბა და სუნ­თ­ქ­ვას გიკ­რავს. ტალ­ღა რომ მე­ლა­მუ­ნე­ბა, თით­ქოს ოც­ნე­ბის მა­მა­კა­ცი მეხ­ვე­ვა, მე­ფე­რე­ბა, შიშ­ვე­ლი მკერ­დით მე­ხე­ბა... მი­სი სურ­ნე­ლი კი იმ სუნ­თ­ქ­ვის სურ­ნელს მა­გო­ნებს, შენს ყელ­თან რომ შე­იგ­რ­ძ­ნობ სა­სურ­ვე­ლი ტუ­ჩე­ბის შე­ხე­ბი­სას...

რო­ცა ნა­პირს ვუ­ახ­ლოვ­დე­ბი, ერ­თა­დერ­თი სურ­ვი­ლი მიჩ­ნ­დე­ბა - მინ­და, ტალ­ღებს შე­ვას­კ­დე და სა­სიყ­ვა­რუ­ლო დუ­ელ­ში გა­მო­ვიწ­ვიო...
მე და ვან­დი უკ­ვე მე­სა­მე დღეა, ურეკ­ში ვართ. მაგ­ნი­ტურ მბზი­ნავ ქვი­შა­ზე ვიშ­ხ­ლარ­თე­ბით დი­ლა-სა­ღა­მოს და გო­ნის და­კარ­გ­ვამ­დე ვი­რუ­ჯე­ბით.
ახ­ლაც პლაჟ­ზე ვწე­ვარ და ნე­ბივ­რად მაქვს სხე­უ­ლი მზის­თ­ვის მიშ­ვე­რი­ლი. ასეთ წუ­თებ­ში ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ერ მოკ­ვ­და­ვად მი­მაჩ­ნია ჩე­მი თა­ვი - აქეთ მზე, იქით ზღვა... ამ დროს სხვა არა­ფე­რი მინ­და... არა­და, ახ­ლა მინ­და... ჩემს სრულ­ყო­ფილ ბედ­ნი­ე­რე­ბას ამ­წუ­თას მხო­ლოდ ერ­თი ინ­გ­რე­დი­ენ­ტი აკ­ლია - კო­კი.
ოჰ, რო­გო­რი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვეტყო­დი კო­კის, ჩე­მი ზღვა ხარ-მეთ­ქი...

მო­უ­ლოდ­ნე­ლად სიგ­რი­ლე ვიგ­რ­ძე­ნი, ნივ­მა დაქ­რო­ლა და მზის შუ­ქიც "მე­ცო­ტა­ვა". თვა­ლე­ბი გა­ვა­ხი­ლე, შლა­პა კე­ფის­კენ გა­დავ­აცუ­რე და ცას ავ­ხე­დე. მო­ქუფ­რუ­ლი­ყო. ღრუბ­ლე­ბი თა­ვის­თ­ვის ხა­ტავ­დ­ნენ ფი­გუ­რებს, რომ­ლე­ბიც უფ­რო და უფ­რო მრავ­ლ­დე­ბოდ­ნენ და მუქ­დე­ბოდ­ნენ. ვან­დის გავ­ხე­დე. ჩაც­მა და­ეწყო.
- წვი­მა მოგ­ვის­წ­რებს, ბა­ბი, აჯო­ბებს, კო­ტეჯ­ში დავ­ბ­რუნ­დეთ, თან მომ­შივ­და.
უხ­მოდ და­ვე­თან­ხ­მე, ავ­დე­ქი და პა­რეო მო­ვიხ­ვიე. ისე ვი­ყა­ვი მო­თენ­თი­ლი, ჩაც­მის თა­ვი არ მქონ­და. სხეუ­ლი მი­ხურ­და.
- ვა­ი­მე, რა შა­ვი ხარ! - აღ­ტა­ცე­ბა ვერ და­მა­ლა ვან­დიმ, - აფ­რი­კი­დან ჩა­მო­სულს და­ემ­ს­გავ­სე უკ­ვე. რა კარ­გად გე­კი­დე­ბა მზე, რო­გორ მშურს. მე კი­დევ კი­ბორ­ჩხა­ლას ვგა­ვარ, ვწით­ლ­დე­ბი და მორ­ჩა, არა­ნა­ი­რი გა­რუჯ­ვა.
- ახ­ლა წვი­მა თუ და­იწყო, შე­იძ­ლე­ბა მთე­ლი კვი­რა არ გა­და­ი­ღოს.
- შენ ეგა თქვი, - და­ნა­ნე­ბით და­მე­თან­ხ­მა ვან­დი და ჩან­თას და­ავ­ლო ხე­ლი.
ამ დროს წვი­მის რამ­დე­ნი­მე წვე­თი ხელ­ზე და­მე­ცა.

- უნ­და გა­ვიქ­ცეთ, სა­ნამ გა­ვი­ლუმ­პეთ. - ავ­ჩ­ქარ­დი. სას­წ­რა­ფოდ მოვ­ხი­კე ჩე­მი ტან­საც­მე­ლი, ვან­დის ჩან­თა­ში ჩა­ვუ­ძა­ხე და სირ­ბი­ლით გა­და­ვი­ა­რეთ ცხე­ლი ქვი­შა.
ჩვე­ნი კო­ტე­ჯი სულ რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯ­ში იყო, ამი­ტომ ორი­ო­დე წუთ­ში უკ­ვე ნო­მერ­ში ვი­ყა­ვით. ოთახ­ში შე­ვე­დით თუ არა, ისე სა­შინ­ლად დას­ცხო წვი­მამ, რომ ფან­ჯ­რის რა­ფებს ზრი­ა­ლი გა­უ­ვი­და. ვან­დიმ ფან­ჯა­რა გა­მო­ა­ღო, რო­მელ­საც დღი­სით სულ და­კე­ტილს ვტო­ვებ­დით, რა­თა სიცხეს არ შე­მო­ეღ­წია. წვი­მის გა­მაყ­რუ­ე­ბე­ლი ხმა­უ­რი უფ­რო მძლავ­რად შე­მო­იჭ­რა ოთახ­ში, რა­საც სულ რამ­დე­ნი­მე წა­მის შემ­დეგ ჩე­მი მო­ბი­ლუ­რის ზა­რიც შე­უ­ერ­თ­და.
მო­ციმ­ცი­მე ეკ­რანს დავ­ხე­დე და ლა­მის ვი­კივ­ლე... კო­კი მი­რე­კავ­და...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები
წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93