ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 19

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 19
ორი კვი­რა გახ­და, არ მე­ნა­ხა. ამ ორ კვი­რა­ში კი ბევ­რი რამ მოხ­და, კარ­გიც და ცუ­დიც. ცუ­დი ის, რომ გო­ლა მეს­ტუმ­რა და გვა­რი­ა­ნად შე­მა­ში­ნა, ხო­ლო კარ­გი ახ­ლა ხდე­ბო­და - მე ზღვა­ზე ვის­ვე­ნებ­დი და კო­კი მი­რე­კავ­და.
- რო­გორ ხარ? - თით­ქოს დაღ­ლი­ლი ხმა ჰქონ­და.
- კარ­გად. შენ?
- ცო­ტა და­ვი­ღა­ლე, მგზავ­რო­ბამ დამ­ქან­ცა. სხვა მხრივ, არა მი­შავს.
- ჩა­მოხ­ვე­დი? - სა­წო­ლი­დან გად­მოვ­ხ­ტი და კი­ნა­ღამ მე­ო­რე­ჯერ მო­ვი­ტე­ხე ფე­ხი. ტკი­ვი­ლის­გან და­ვიჭყა­ნე, მაგ­რამ ხმა არ გა­მი­ღია.
- კი, ამ დი­ლით. სა­ით ხარ?
მინ­და გნა­ხო.
- მე... მე თბი­ლის­ში არ ვარ.
- აბა, სად ხარ? - აშ­კა­რად ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და.
- ურეკ­ში. შვე­ბუ­ლე­ბა ავი­ღე და ზღვა­ზე წა­მო­ვე­დით მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი.
- მე­გო­ბა­რი ქა­ლი თუ მე­გო­ბა­რი კა­ცი? - და­კონ­კ­რე­ტე­ბა მო­ითხო­ვა.
- ქალ­თან, ქალ­თან, - და­მამ­შ­ვი­დე­ბე­ლი ტო­ნით მი­ვუ­გე ყუ­რე­ბამ­დე გა­ცი­ნე­ბულ­მა.
- აჰა... და რო­დის ჩა­მო­დი­ხარ?
- სა­ვა­რა­უ­დოდ, ერ­თი კვი­რა დავ­რ­ჩე­ბით, თუ ამინ­დი არ გა­ფუჭ­და. ამ­წუ­თას წვიმს, - სი­ა­მოვ­ნე­ბა­მოგ­ვ­რილ­მა ქვე­და ტუჩს და­ვუწყე კბე­ნა, თან ვან­დის ვუ­ყუ­რებ­დი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე მზე­რით რომ მომ­ჩე­რე­ბო­და.
- მარ­თ­ლა? მე­რამ­დე­ნე დღეა, რაც წვიმს?
- ამ­წუ­თას და­უ­ში­ნა, არა­და, დი­ლი­დან ისე­თი კარ­გი ამინ­დი იყო...
- აქ კი­დევ იწ­ვის ყვე­ლა­ფე­რი, ისე ცხე­ლა... სას­ტუმ­რო­ში ხართ? - შემ­პა­რა­ვი ხმით მკითხა.
- კო­ტეჯ­ში. მყუდ­როდ მო­ვეწყ­ვეთ და მაგ­რად გვი­ხა­რია.
რამ­დე­ნი­მე წამს ხმა არ გა­უ­ღია.
- ალო, აქ ხარ?
პა­სუ­ხი არ გამ­ცა.
- კო­კი, სად წახ­ვე­დი?
- აქ ვარ, აქ, ერ­თი წუ­თით... - რო­გორც ჩანს, ტე­ლე­ფონს ხე­ლი და­ა­ფა­რა ან დაბ­ლა დას­წია, რად­გან არა­ფე­რი ის­მო­და.
- ჰო, კარ­გი, და­ის­ვე­ნე და ძა­ლი­ან არ და­იწ­ვა. გა­გა­ნია ზაფხუ­ლია, ხომ იცი.
- რას ამ­ბობ! მე ისე მიყ­ვარს მზე, რომ სიცხეს სა­ერ­თოდ ვერ ვგრძნობ.
- მე კი­დევ ვერ ვი­ტან სიცხეს, გუ­ლი მი­წუხს. ფე­ხი მო­გირ­ჩა?
- უკ­ვე აღარ მა­წუ­ხებს, თან ზღვის წყა­ლიც მო­მიხ­და.
- არ გა­უ­თა­მამ­დე, იცო­დე. ფრთხი­ლად იყა­ვი, ხო?
- ხო, - პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით მი­ვუ­გე და ვან­დის ვა­ნიშ­ნე, ახ­ლა გავ­გიჟ­დე­ბი სი­ხა­რუ­ლის­გან-მეთ­ქი.
ვან­დიმ ჩა­ი­ცი­ნა და ახ­ლოს მო­მი­ჩოჩ­და, რომ მი­სი ხმა მო­ეს­მი­ნა.
- რომ ჩა­მოხ­ვალ, შენ და შენს და­ქალს ორი­ვეს გე­პა­ტი­ჟე­ბით. ხომ უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ კარ­გი ამ­ბა­ვი.
- რო­მე­ლი კარ­გი ამ­ბა­ვი? - ტე­ლე­ფო­ნი ოდ­ნავ გან­ზე გავ­წიე, რომ ვან­დი­საც გა­ე­გო­ნა.
- ფე­ხი რომ მო­გირ­ჩა.
- ააა, რა­ტო­მაც არა, აღ­ვ­ნიშ­ნოთ.
- ესე იგი, მარ­ტო­ნი ხართ, არა?
- ტყუ­ი­ლი რა­ში მჭირ­დე­ბა?
- რა ვი­ცი. ვი­ფიქ­რე, ჩემ ჩა­მოს­ვ­ლამ­დე ვინ­მემ ხომ არ მომ­ტა­ცა-მეთ­ქი შე­ნი თა­ვი.
- ნე­ტავ ვის რა­ში ვჭირ­დე­ბი, - გა­ვი­ცი­ნე.
- მა­გას გა­ვარ­კ­ვევ, რო­ცა დრო მო­ვა.
შუბ­ლი შე­ვიჭ­მუხ­ნე, თით­ქოს მუ­ქა­რა გა­ე­რია ხმა­ში.
- ეგ რას ნიშ­ნავს?
- ვი­ხუმ­რე, - გა­ი­ცი­ნა, - ესე იგი, სა­ნი­მუ­შო გო­გო­ნა იყა­ვი ჩემს არ­ყოფ­ნა­ში?
- სა­ნი­მუ­შო? კაცს კაც­ზე ვიც­ვ­ლი­დი, თუ ეს გა­ინ­ტე­რე­სებს, - მხი­ა­რუ­ლი ტო­ნით წა­მო­ვი­ძა­ხე.
- აჰა... - ხმა ჩა­ეხ­რინ­წა, - ვერ გა­მო­გი­ვი­და მთლად კარ­გი ხუმ­რო­ბა.
- ვერც შენ... წე­ღან.
- სა­მა­გი­ე­როს მიხ­დი?
- არა, რას ამ­ბობ, უბ­რა­ლოდ, ვი­ხუმ­რე. შენ რო­გორ ხარ?
- ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, ვმუ­შა­ობ ყო­ველ­გ­ვა­რი გარ­თო­ბის გა­რე­შე. არა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სო.
უზარ­მა­ზა­რი ნერ­წყ­ვი გა­და­ვა­გო­რე, აღელ­ვე­ბულს პი­რი გა­მიშ­რა, ხო­ლო გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე მქონ­და. სხვა სი­კე­თეს­თან ერ­თად, ხე­ლე­ბიც ამი­კან­კალ­და.
ორი­ვე­ნი გავ­ჩუმ­დით, თით­ქოს სა­ლა­პა­რა­კო გა­მოგ­ვე­ლია. არ ვი­ცო­დი, რა მეთ­ქ­ვა. ვან­დიმ ხე­ლით მა­ნიშ­ნა, უთხა­რი, ჩა­მო­ვი­დე­სო. წარ­ბე­ბი ავ­წ­კი­პე პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად, ეს რამ მო­გა­ფიქ­რა-მეთ­ქი.
- კარ­გი, მა­შინ ხელს აღარ შე­გიშ­ლით ქა­ლებს. რომ ჩა­მოხ­ვალ, და­მი­რე­კე, - ცო­ტა არ იყოს, ცი­ვად გა­მო­უ­ვი­და.
- კარ­გი, - მი­ვუ­გე ნირ­წამ­ხ­დარ­მა და რო­ცა მე­გო­ნა, და­მემ­შ­ვი­დო­ბე­ბა-მეთ­ქი, სწო­რედ იმ დროს გა­მი­თი­შა.
რამ­დე­ნი­მე წამს გა­შე­შე­ბუ­ლი ვი­ჯე­ქი და ვან­დის მივ­ჩე­რე­ბო­დი. თვა­ლე­ბი ნელ-ნე­ლა ამევ­სო ცრემ­ლით.
- გო­გო, რა გა­ტი­რებს? - გა­ოც­და ვან­დი.
- არ და­მემ­შ­ვი­დო­ბა, - ჩა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე.
- მე­რე რა? ხომ გითხ­რა, ჩა­მოს­ვ­ლის­თა­ნა­ვე და­მი­რე­კეო?
- და რა, იქამ­დე არ უნ­და და­მე­კონ­ტაქ­ტოს? გგო­ნია, და­ვუ­რე­კავ? მე­ტი საქ­მე არა მაქვს! - სიბ­რა­ზე ყელ­ში მო­მაწ­ვა.
- ვა­ი­მეე, შენ ვი­ნა ხარ! მე­ტი რა­ღა გინ­დო­და მო­გეს­მი­ნა? გა­დამ­რევ პირ­და­პირ!
პი­რი მოვ­კუ­მე, რომ ხმა­მაღ­ლა არ მე­ტი­რა. სა­მა­გი­ე­როდ, წვი­მა იკ­ლავ­და თავს ტი­რი­ლით, თით­ქოს ტკი­ვილ­ში მე­ჯიბ­რე­ბო­და.
რა­ტომ მე­ლა­პა­რა­კა ბო­ლოს ასე ცი­ვად? რა და­ე­მარ­თა? ცნო­ბის­წა­დი­ლი მკლავ­და. ხა­სი­ა­თი გა­მი­ფუჭ­და, მთე­ლი დღე არა­ფე­რი მი­ჭა­მია, ისეთ ცუდ გუ­ნე­ბა­ზე ვი­ყა­ვი. აღარც გა­მო­ი­და­რა, რომ სა­ნა­პი­რო­ზე მა­ინც გავ­სუ­ლი­ყა­ვი. დავ­რ­ჩით შინ გა­მო­კე­ტი­ლე­ბი. არა­და, წვი­მის მი­უ­ხე­და­ვად, გა­ვი­დო­დით სად­მე, კა­ფე­ში დავ­ს­ხ­დე­ბო­დით, გემ­რი­ე­ლად ვი­ვახ­შ­მებ­დით... ჩემ გა­მო ვან­დიც შინ დარ­ჩა, მარ­ტო წას­ვ­ლა არ ისურ­ვა...

შუ­ა­ღა­მი­სას სა­კუ­თარ­მა ყვი­რილ­მა გა­მო­მაღ­ვი­ძა. კოშ­მა­რი მე­სიზ­მ­რა. კარ­გა ხა­ნია, ცუ­დი სიზ­მა­რი არ მი­ნა­ხავს. ერ­თი­ა­ნად ვცახ­ცა­ხებ­დი, ოფ­ლად ვი­ყა­ვი გაღ­ვ­რი­ლი, თვა­ლე­ბი კი ცრემ­ლით ამ­ვ­სე­ბო­და. კო­კიც იყო ამ სიზ­მარ­ში, მაგ­რამ არა ლურ­ჯი, არა­მედ ყვი­თე­ლი თვა­ლე­ბი ჰქონ­და. სა­შინ­ლად გან­რის­ხე­ბუ­ლი ყვი­რო­და, მცემ­და, ხელს მკრავ­და... გო­ლა იქ­ვე იდ­გა და გულ­ზე ხე­ლებ­დაკ­რე­ფი­ლი დამ­ცი­ნა­ვად მომ­ჩე­რე­ბო­და. თით­ქოს კმა­ყო­ფი­ლი იყო, რაც ხდე­ბო­და...
კი­დევ კარ­გი, ვან­დის არ გა­ეღ­ვი­ძა. ლა­პა­რა­კის თა­ვი არ მქონ­და. სა­წოლ­ზე წა­მოვ­ჯე­ქი და ოფ­ლის­გან დას­ვე­ლე­ბუ­ლი თმა უკან გა­და­ვი­ყა­რე. გა­ოფ­ლი­ლი მა­ი­სუ­რი სხე­ულ­ზე მომ­კ­რო­ბო­და. რა­ტომ მე­სიზ­მ­რა ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა?

გო­ლას ბრა­ლია ყვე­ლა­ფე­რი, მის­მა გა­მო­ჩე­ნამ ჩე­მი ცხოვ­რე­ბა კვლავ თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. რა­ტომ დრო­ზე არ გა­ვე­ცა­ლე მა­შინ? რა­ტომ გა­ვა­ჭი­ა­ნუ­რე წა­მოს­ვ­ლა? ეს კითხ­ვა დღემ­დე მაწ­ვა­ლებ­და. ნუ­თუ ისე მიყ­ვარ­და, რომ ვერ ვე­ლე­ო­დი? არა, მა­შინ უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რ­და ვი­ყა­ვი და შე­ში­ნე­ბუ­ლი. მი­მაჩ­ვია ცხოვ­რე­ბის იმ წესს, რომ­ლი­თაც თვი­თონ ცხოვ­რობ­და.
დღემ­დე მახ­სოვ­და ის შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი, მის­გან წა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ რომ და­მე­უფ­ლა. ვიგ­რ­ძე­ნი, რომ თა­ვი­სუ­ფა­ლი ვი­ყა­ვი და შე­მეძ­ლო მე­კე­თე­ბი­ნა ის, რაც მინ­დო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ფი­ზი­კუ­რად და ემო­ცი­უ­რად გა­მო­ვი­ფი­ტე, აშ­კა­რად შევ­მ­სუ­ბუქ­დი, თით­ქოს მხრე­ბი­დან უზარ­მა­ზა­რი ტვირ­თი მო­მეხ­ს­ნა და ნე­ბის­მი­ერ დროს შე­მეძ­ლო ჩი­ტი­ვით ცა­ში ავ­ფ­რე­ნი­ლი­ყა­ვი. თუმ­ცა, ეს შეგ­რ­ძ­ნე­ბა ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნ­და. მე­რე ძა­ლი­ან დიდ­ხანს ცუ­დად ვი­ყა­ვი. გო­ლას ყო­ვე­ლი გახ­სე­ნე­ბა ტკი­ვილს ტკი­ვილ­ზე მი­მა­ტებ­და. დრომ ვერ შეძ­ლო იმ ძა­ლა­დო­ბის კვა­ლის წაშ­ლა, რო­მე­ლიც გო­ლამ ჩემს სულს და­ამ­ჩ­ნია. თვალ­წინ გა­მუდ­მე­ბით მი­სი გამ­ხე­ცე­ბუ­ლი სა­ხე და საქ­ცი­ე­ლი მედ­გა.

ამო­ვიკ­ვ­ნე­სე. არა უშავს, ჩემ­ზე უარე­სი ამ­ბე­ბიც გა­დახ­დე­ნი­ათ სხვებს. შე­იძ­ლე­ბო­და, ავა­რი­ა­ში მოვ­ყო­ლი­ლი­ყა­ვი, ინ­ვა­ლი­დი გავ­მ­ხ­და­რი­ყა­ვი ან ქუ­ჩა­ში ამო­მე­ყო თა­ვი და სუ­ლაც მე­ძა­ო­ბის­თ­ვის გა­ვე­წი­რე ღმერთს. მად­ლო­ბის მე­ტი რა მეთ­ქ­მის? მად­ლო­ბა უფალს, რომ მაქვს სახ­ლი, კარ­გი სამ­სა­ხუ­რი და მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი. ეს ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბაა. უფ­რო სწო­რად, იყო ნორ­მა­ლუ­რი, სა­ნამ კო­კი გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და. ახ­ლა კი­დევ უარე­სად არა­ნორ­მა­ლუ­რი გახ­და, რად­გან გო­ლაც გა­მო­მეცხა­და. ბე­დის ირო­ნი­აც ამას ჰქვია.

კო­კის ზარ­მა წო­ნას­წო­რო­ბა და­მა­კარ­გ­ვი­ნა, ააღელ­ვა ჩე­მი გრძნო­ბე­ბი და დამ­ძა­ბა. ეგ არა­ფე­რი, რო­გორ­მე მო­ვე­რე­ვი ჩემს თავს, მღელ­ვა­რე­ბა­საც და და­ძა­ბუ­ლო­ბა­საც. აჯო­ბებს, კო­კის ახ­ლოს არ გა­ვე­კა­რო. თუ ამას მო­ვა­ხერ­ხებ, ჩე­მი სხე­უ­ლიც დამ­შ­ვიდ­დე­ბა. ხო­ლო რო­ცა ის ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან გაქ­რე­ბა, ყვე­ლა­ფე­რი ძვე­ლე­ბუ­რად იქ­ნე­ბა. ასე აჯო­ბებს ჩემ­თ­ვი­საც და მის­თ­ვი­საც, მით უფ­რო, რო­ცა გო­ლამ ისევ მი­პო­ვა. ის ისე­თი ნა­ძი­რა­ლაა, ორი­ვეს გაგ­ვიმ­წა­რებს სი­ცოცხ­ლეს. სუ­ლაც არ მინ­და, კო­კი შარ­ში გავ­ხ­ვიო. მე თვი­თონ უნ­და გა­ვუმ­კ­ლავ­დე ჩემს წარ­სულს, რომ ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ გავ­წყ­ვი­ტო მას­თან და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი უკა­ნას­კ­ნე­ლი რგო­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა კო­კის, ისე ძა­ლი­ა­ნაც არ ვუყ­ვარ­ვარ, რომ ვე­ნე­ბი გა­და­იხ­ს­ნას. ნელ-ნე­ლა გა­და­მი­ვიწყებს და სხვას იპო­ვის, არ გა­უ­ჭირ­დე­ბა.
იმის გა­ფიქ­რე­ბა­მაც კი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და ლა­ცა­ბი­ძე წა­სუ­ლი­ყო ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან, გუ­ლი შე­მი­წუ­ხა...

ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, სა­ოც­რად მზი­ა­ნი დი­ლა გა­თენ­და. მე­გო­ნა, წვი­მა აღარ გა­და­ი­ღებ­და. მე და ვან­დი სი­ხა­რუ­ლით არ ვი­ყა­ვით. რო­გორც კი თა­ვი მო­ვი­წეს­რი­გეთ, სა­ბა­ნაო კოს­ტი­უ­მე­ბი ჩა­ვიც­ვით, პირ­სა­ხო­ცი მხრებ­ზე გა­და­ვი­კი­დეთ და პლა­ჟის­კენ გავ­ქან­დით. გზად ფე­ნო­ვა­ნი ხა­ჭა­პუ­რი და წყა­ლი ვი­ყი­დეთ, რომ შიმ­ში­ლით სუ­ლი არ გაგ­ვ­ძ­რო­ბო­და.
დი­ლით ცო­ტა­თი მო­მეხ­ს­ნა და­ძა­ბუ­ლო­ბა. რო­გორც ჩანს, ღა­მის ფიქ­რებ­ში საკ­მა­რი­სად ვა­ნუ­გე­შე თუ გა­ვამ­ხ­ნე­ვე ჩე­მი თა­ვი. აღარ ვდარ­დობ­დი, კო­კი რომ არ და­მემ­შ­ვი­დო­ბა. ის კი არა, მად­ლო­ბე­ლიც დავ­რ­ჩე­ბო­დი, თუ­კი სა­ერ­თოდ არ შე­მა­წუ­ხებ­და და არ და­მი­რე­კავ­და.
ქვი­შა ჯე­რაც სვე­ლი იყო, წყა­ლი კი ცი­ვი. დიდ­ხანს ვერ გავ­ჩერ­დით, და­წო­ლა ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ. სა­ნა­პი­რო­ზე ვი­სა­უზ­მეთ და ცო­ტა ხნის შემ­დეგ კო­ტეჯ­ში ავ­ბ­რუნ­დით.
- ქვი­შა მა­ლე გაშ­რე­ბა, ოთხის­თ­ვის ისევ გა­ვი­დეთ, კარ­გი? - ვან­დიმ სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მი გა­იძ­რო და აბ­რე­შუ­მის ხა­ლა­თი მო­იც­ვა.
- ჰო, ეგ­რე ვქნათ, - უხა­ლი­სოდ მი­ვუ­გე და წა­მოვ­წე­ქი, ხე­ლე­ბი თავ­ქ­ვეშ ამო­ვი­დე და თეთ­რად შე­ღე­ბილ ჭერს უაზ­როდ მი­ვა­ჩერ­დი.
- კი­დევ არ გა­და­გი­ა­რა სიბ­რა­ზემ? - ვან­დი გვერ­დით მო­მიწ­ვა.
- გა­და­მი­ა­რა.
- აბა, რა­ტომ ხარ ასეთ მჟა­ვე ხა­სი­ათ­ზე?
- რა ვი­ცი... - მხრე­ბი ავი­ჩე­ჩე, ჭე­რის­თ­ვის მზე­რა არ მო­მი­შო­რე­ბია.
- მაგ კა­ცის ხე­ლი­დან გაშ­ვე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, გეს­მის? - მმოძღ­ვ­რავ­და მე­გო­ბა­რი.
- თო­რემ ეგეც კა­ბის კალ­თებს მა­ხევს, აი! - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ტო­ნით მი­ვუ­გე.
- ნუ იცი შენ ასე­თი ლა­პა­რა­კი. რა შუ­ა­შია ეგ? კაც­მა მო­გი­კითხა, დაგ­პა­ტი­ჟა, ყუ­რადღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნა, შენ კი­დევ...
- რა მე კი­დევ? - ალ­მა­ცე­რად გავ­ხე­დე.
- რა და ძა­ლად ქმნი პრობ­ლე­მას.
- მე ვქმნი პრობ­ლე­მას? არ გეს­მო­და, ბო­ლოს რო­გორ მე­ლა­პა­რა­კა?
- რო­გორ გე­ლა­პა­რა­კა, ადა­მი­ა­ნო, რო­გორ? ძა­ლი­ან ჩვე­უ­ლებ­რი­ვად. მე­ტი რა უნ­და ექ­ნა? ხომ არ გა­მოძ­ვ­რე­ბო­და ტე­ლე­ფონ­ში?
- ოჰ, ვან­დი, კარ­გი რა, - და­ქალს უკ­მა­ყო­ფი­ლოდ შე­ვაქ­ციე ზურ­გი და თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე, მას­თან კა­მა­თი არ მინ­დო­და.
- ხან­და­ხან ში­ნა­ბე­რა­სა­ვით იქ­ცე­ვი, ვერ ვხვდე­ბი, რა გინ­და.
- სა­ერ­თოდ გაქ­რეს ჩე­მი ცხოვ­რე­ბი­დან, მარ­ტო ეს მინ­და! - არ ვი­ცი, რამ წა­მო­მი­ა­რა, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ვიყ­ვი­რე და წა­მოვ­ხ­ტი.
ვან­დი სახ­ტად დარ­ჩა.
- რა მოგ­დის, ბა­ბი? ასე­თი რა გითხა­რი?
- შენ არა­ფე­რი. მოვ­რ­ჩეთ ამა­ზე ლა­პა­რაკს. აღარ მინ­და მი­სი ხსე­ნე­ბა, გა­სა­გე­ბია? ძა­ლი­ან გთხოვ, არა­ფე­რი მითხ­რა. არ მინ­და, რომ მის გა­მო ვიჩ­ხუ­ბოთ.
- რა არის აქ საჩხუ­ბა­რი? რაც ის გო­ლა გა­მოჩ­ნ­და, ვერ გცნობ. და­ვი­ჯე­რო, ისევ მის­კენ გა­გი­წია გულ­მა?
- არა, არა და არა! გო­ლა არა­ფერ შუ­ა­შია. უბ­რა­ლოდ... უბ­რა­ლოდ... აღარ ვი­ცი, რა მინ­და. სიმ­შ­ვი­დე და­მერ­ღ­ვა და ეს მა­ფო­რი­ა­ქებს. რა კარ­გად ვი­ყა­ვი, სა­ნამ...
- კარ­გი, დაწყ­ნარ­დი, აჯო­ბებს, და­ვის­ვე­ნოთ, სა­ღა­მოს კი, ზღვი­დან რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბით, სად­მე გა­ვი­სე­ირ­ნოთ.
ვან­დი ჩე­მი სა­წო­ლი­დან ად­გო­მას არ აპი­რებ­და. ხომ არ ვეტყო­დი, ადე­ქი-მეთ­ქი, ეწყი­ნე­ბო­და, ამი­ტომ მის სა­წოლს მი­ვა­შუ­რე და გა­ვიშ­ხ­ლარ­თე. რო­გორც ჩანს, ემო­ცი­უ­რად ძა­ლი­ან გა­და­ვი­ღა­ლე, რად­გან რამ­დე­ნი­მე წუ­თიც და მკვდა­რი­ვით ჩა­მე­ძი­ნა...

მზე მწა­რედ იკ­ბი­ნე­ბო­და, პლაჟ­ზე რომ გა­ვე­დით. წყალ­ში ჩას­ვ­ლა არ მინ­დო­და, ამი­ტომ პირ­სა­ხო­ცი გავ­შა­ლე და გუ­ლაღ­მა დავ­წე­ქი. მზის მწვე­ლი სხი­ვე­ბი მე­სი­ა­მოვ­ნა. ვგრძნობ­დი, რო­გორ მი­ხუ­რებ­და კანს. ვან­დის ხე­ლე­ბი მუხ­ლებ­ზე შე­მო­ეწყო და ზღვას გაჰ­ყუ­რებ­და.
- სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ლევ­დი ახ­ლა რა­მეს, - თით­ქოს თა­ვის თავს და­ე­ლა­პა­რა­კა.
- მეც. - ვუთხა­რი და ღი­მი­ლით გავ­ხე­დე.
თვა­ლე­ბი აუციმ­ციმ­და.
- გინ­და, დავ­თ­ვ­რეთ სა­ღა­მოს?
- არა, რა უნ­და დავ­თ­ვ­რეთ, ხვალ მე­რე თავს ვერ ავ­წევ, მთე­ლი დღე ღე­ბი­ნე­ბა მექ­ნე­ბა, ხომ იცი.
- ღვი­ნო დავ­ლი­ოთ და არ გვაწყენს.
- ღვი­ნოს არ ვსვამ.
- მა­შინ კო­ნი­ა­კი, მაგ­რამ ცო­ტა, - ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით მომ­ჩე­რე­ბო­და.
ამ დროს ჩე­მი მო­ბი­ლუ­რის ზა­რი გა­ის­მა.
შევ­კ­რ­თი. რა თქმა უნ­და, ან კო­კი და­მი­რე­კავ­და, ან გო­ლა. ამ­წუ­თას ორი­ვეს ზა­რი ერ­თ­ნა­ი­რად უსი­ა­მოვ­ნო იყო ჩემ­თ­ვის.
ჩან­თი­დან ტე­ლე­ფო­ნი ამო­ვი­ღე და ეკ­რანს დავ­ხე­დე. კო­კი იყო. შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქე. გო­ლას ზარს უფ­რო ვუფ­რ­თხო­დი.
- გის­მენთ! - პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა იყო, რომ ხმა არ გა­ვი­ნა­ზე.
- აბა, სად ხართ? - კო­კი კარგ ხა­სი­ათ­ზე ჩან­და.
- პლაჟ­ზე.
- ნუ, აბა, სად იქ­ნე­ბით, ასეთ სიცხე­ში.
- შენ რა იცი? - გა­მე­ცი­ნა.
- რო­გორ არ ვი­ცი, რო­ცა მეც აქ ვარ... სად გი­პო­ვოთ?
გა­ო­ცე­ბულს ტე­ლე­ფო­ნი კი­ნა­ღამ გა­მი­ვარ­და ხე­ლი­დან.
- აქ ხარ? სად აქ?
- აი, რა ვი­ცი, მთა­ვარ ქუ­ჩას მო­ვუყ­ვე­ბი და...
რო­გორ ახ­მა­ურ­და ჩე­მი გუ­ლი, ისე და­ვი­ძა­ბე, მკლა­ვებ­ზე ერ­თი­ა­ნად დამ­ბურ­ძ­გ­ლა.
- ბო­ლომ­დე ჩა­მო­უ­ყე­ვი ქუ­ჩას და მარ­ჯ­ვ­ნივ ჩა­მო­უხ­ვიე, კო­ტე­ჯე­ბის­კენ.
- ოკეი, - ინ­გ­ლი­სუ­რი ინ­ტო­ნა­ცი­ით მო­მი­გო და გა­მი­თი­შა.
- ვი­ნაა? არ მითხ­რა ახ­ლა, რომ ჩა­მო­ვი­და.
- ჰო, აქ არის.
- ვაუ! აი, კა­ცი! შენ კი­დევ, ესა და ისაო. ხე­დავ, რო­გო­რი ჯენ­ტ­ლ­მე­ნია?
პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი. ჯერ კი­დევ ვცახ­ცა­ხებ­დი. კო­კის საქ­ცი­ელ­მა ამა­ფო­რი­ა­ქა.
- კარ­გი, რა გჭირს? რა­ტომ ნერ­ვი­უ­ლობ?
- კი­დევ კარ­გი, გა­რუ­ჯუ­ლი ვარ, თო­რემ ალ­ბათ ფე­რი აღარ მე­დე­ბო­და სა­ხე­ზე, - ამო­ოხ­ვ­რით ჩა­ვი­ჩურ­ჩუ­ლე.
- მე ხომ არ წა­ვი­დე? მარ­ტო­ნი უფ­რო თა­ვი­სუფ­ლად და­ი­ლა­პა­რა­კებთ.
- გა­გიჟ­დი? რა სი­სუ­ლე­ლეა! ფე­ხი არ გა­ად­გა აქე­დან!
ვან­დი გა­ი­ყურ­სა. მე­რე უცებ წა­მოდ­გა და ზღვის­კენ გა­ე­შუ­რა.
- ვან­დი!
- დამ­ცხა, ბა­ნა­ო­ბა მინ­და! - უკან­მო­უ­ხე­და­ვად წა­მო­ი­ძა­ხა და გზა გა­აგ­რ­ძე­ლა.
ისევ გა­ის­მა ზა­რი.
- მოხ­ვე­დი? - რაც შე­იძ­ლე­ბო­და, მშვი­დად ვკითხე, მაგ­რამ გუ­ლი ამო­ვარ­დ­ნა­ზე მქონ­და.
- მო­ვე­დი და ვერ გპო­უ­ლობ, აბა, ზე­მოთ ამო­ი­ხე­დე!
კო­ტე­ჯე­ბის­კენ გა­ვი­ხე­დე. ჩა­მო­სას­ვ­ლელ­თან იდ­გა, თეთ­რი შორ­ტი და ლურ­ჯი მა­ი­სუ­რი ეც­ვა, კე­პი ეხუ­რა, სათ­ვა­ლე კი ხელ­ში ეჭი­რა.
წა­მოვ­დე­ქი და ხე­ლი და­ვუქ­ნიე. შე­მამ­ჩ­ნია. სათ­ვა­ლე გა­ი­კე­თა და სწრა­ფი ნა­ბი­ჯე­ბით წა­მო­ვი­და...
ღი­მი­ლი სა­ხე­ზე შე­ა­ცივ­და, რო­ცა მხო­ლოდ ხე­ლი ჩა­მო­ვარ­თ­ვი და მზე­რა ავა­რი­დე. სა­ნამ მო­მი­ახ­ლოვ­დე­ბო­და, მო­ვას­წა­რი და პა­რეო მთელ ტან­ზე შე­მო­ვიხ­ვიე. მკერ­დი ისე მი­ღე­ლავ­და, არ მინ­დო­და, შე­ემ­ჩ­ნია.
- რო­გორც ჩანს, და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუმ­რის ამ­პ­ლუ­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დი... - გაბ­ზა­რუ­ლი ხმით თქვა.
- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, არ გე­ლო­დი.
- სი­მარ­თ­ლე გითხ­რა, არც მე ვე­ლო­დი.
- რას?
- ასეთ დახ­ვედ­რას. ვი­ფიქ­რე, სი­ურ­პ­რიზს მო­ვუმ­ზა­დებ-მეთ­ქი.
- სი­ურ­პ­რი­ზე­ბით გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი არ ვარ, - მკვა­ხედ მი­ვუ­გე.
- ჰო­და, სწო­რედ ეგ მინ­დო­და... გა­მე­ნე­ბივ­რე­ბი­ნე.
ტუ­ჩი ავიბ­ზუე, მაგ­რამ არა­ფე­რი არ ვთქვი.
- შე­ნი და­ქა­ლი სა­დაა? იქ­ნებ...
- რა იქ­ნებ? - მსწრაფლ შევ­ხე­დე.
- იქ­ნებ მარ­თ­ლა არ ღირ­და ჩა­მოს­ვ­ლა? იქ­ნებ და­ქალ­თან ერ­თად არ ხარ და...
- აი, ის არის, ქე­რათ­მი­ა­ნი, ფი­რუ­ზის­ფე­რი ბი­კი­ნით, ხელს რომ გვიქ­ნევს. - ვან­დის­კენ გა­ვა­ხე­დე, - ასე რომ, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნე­ბი არ გვინ­და.
უხერ­ხუ­ლი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. თით­ქოს უნ­დო­და რა­ღაც ეთ­ქ­ვა, მაგ­რამ ხმა არ ამო­უ­ღია. ასეთ დახ­ვედ­რას არ ელო­და და ნი­რი წა­უხ­და.
კარ­გა ხანს ვის­ხე­დით უბ­რად. უფ­რო სწო­რად, მე ვი­ჯე­ქი, ის კი იდ­გა და დაბ­ნე­უ­ლი აქეთ-იქით იყუ­რე­ბო­და.
- და­ჯე­ქი, რა­ტომ დგა­ხარ? - ტო­ნი შე­ვარ­ბი­ლე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ასე უხე­შად არ უნ­და მოვ­ქ­ცე­ო­დი.
- მო­დი, ასე მო­ვიქ­ცეთ, - ჩა­ი­მუხ­ლა და ირი­ბად გა­მომ­ხე­და, - მე წა­ვალ და ერთ სა­ათ­ში და­გი­რე­კავ. თუ ხა­სი­ათ­ზე იქ­ნე­ბი, სად­მე გა­ვი­დეთ, გე­პა­ტი­ჟე­ბით... და სა­მი­ვემ ერ­თად ვი­ვახ­შ­მოთ. რა პა­სუხ­საც მეტყ­ვი, იმის მი­ხედ­ვით მივ­ხ­ვ­დე­ბი, დავ­რ­ჩე თუ უკან გავ­ბ­რუნ­დე.
გუ­ლი შე­მე­კუმ­შა. რა და­მი­შა­ვა ამ კაც­მა, ასე რომ დავ­ხ­ვ­დი? რამ­დე­ნი ასი კი­ლო­მეტ­რი გა­მო­ი­ა­რა ჩემ სა­ნა­ხა­ვად და ამას იმ­სა­ხუ­რებს?
- სად წახ­ვალ? მა­პა­ტიე, ცო­ტა ვერ ვარ გუ­ნე­ბა­ზე, შე­ნი წყე­ნი­ნე­ბა არ მინ­დო­და. აი, ვან­დი მო­ვა და ჩვენ­თან წა­ვი­დეთ.
- ვინ? რა ჰქვია?
- ვან­დი.
- ვა, რა უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლია, - თით­ქოს ცო­ტა გა­მო­ცოცხ­ლ­და, ტო­ნი რომ შე­ვარ­ბი­ლე, - ქარ­თ­ვე­ლია?
- რა თქმა უნ­და.
- წას­ვ­ლას რაც შე­ე­ხე­ბა, არ და­ვი­კარ­გე­ბი, პირ­ვე­ლად არ ვარ აქ. თა­ნაც, ჩე­მი მე­გობ­რე­ბიც აქეთ არი­ან, ქო­ბუ­ლეთ­ში, იმათ­თან წა­ვალ, არაა პრობ­ლე­მა.
- თუ მა­თი გუ­ლის­თ­ვის ჩა­მოხ­ვე­დი, მა­შინ სხვა ამ­ბა­ვია, - ვუკ­ბი­ნე.
- ბა­ბი, ნუ მე­ლა­პა­რა­კე­ბი ასე. კარ­გად იცი, ვი­სი და რი­სი გუ­ლის­თ­ვი­საც ჩა­მო­ვე­დი. პა­ტა­რა ბავ­შ­ვი­ვით ნუ მექ­ცე­ვი, ცუ­დი ქმე­დე­ბის­თ­ვის რომ ტუქ­სა­ვენ.
ისე შემ­რ­ცხ­ვა, კრინ­ტი ვერ დავ­ძა­რი. უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ვან­დის ხე­ლი და­ვუქ­ნიე, ამო­დი-მეთ­ქი და წა­მოვ­დე­ქი.
- მა­პა­ტიე... ცუ­დი ღა­მე მქონ­და, - წა­ვი­ლუღ­ლუ­ღე დარ­ცხ­ვე­ნილ­მა, - ჩვენ­თან წა­ვი­დეთ და მე­რე გა­დავ­წყ­ვი­ტოთ, სა­ღა­მოს სად გა­ვა­ტა­რებთ, - დავ­ყა­რე ფარ-ხმა­ლი და შე­ვე­ცა­დე, მის­თ­ვის მზე­რა გა­მეს­წო­რე­ბი­ნა, მაგ­რამ სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა და­ვუშ­ვი, რად­გან ჩემს თვა­ლებ­ში მხო­ლოდ ერ­თი სიტყ­ვა იკითხე­ბო­და: "დარ­ჩი!"

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93