ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 20

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 20
საყ­ვე­დუ­რით სავ­სე მზე­რით შე­მომ­ხე­და და თა­ვი გა­აქ­ნია. - კარ­გი, მე ახ­ლა წა­ვალ და რვა სა­ათ­ზე ორი­ვეს გა­მო­გივ­ლით, ვან­დი­საც ვე­პა­ტი­ჟე­ბი, რო­გორც გითხა­რი.
თან­ხ­მო­ბის ნიშ­ნად მხო­ლოდ თა­ვი და­ვუქ­ნიე. ხმის ამო­ღე­ბის შე­მე­შინ­და, არ ავ­ტირ­დე-მეთ­ქი.
ბო­ლო დროს, რა­ტომ­ღაც, გულ­ჩ­ვი­ლო­ბა დამ­ჩემ­და, პა­ტა­რა რა­მე­ზე ცრემ­ლე­ბი მე­რე­ვა. არ ვი­ცი, იქ­ნებ ასა­კის ბრა­ლია?
- იცო­დე, ტყუ­ი­ლად არ მა­ლო­დი­ნო, კარ­გი?
- ტყუ­ი­ლად რა­ტომ უნ­და გა­ლო­დი­ნო?
- იმი­ტომ, რომ შენ­სას ვერ გა­ი­გებს კა­ცი, ხან ასეთ ხა­სი­ათ­ზე ხარ, ხან ისეთ­ზე.
- აჰა... ესე იგი, ჩე­მი ბრა­ლია,
არა? არ გინ­და აღი­ა­რო, რომ უარს მიჩ­ვე­უ­ლი არ ხარ?
- რა თქმა უნ­და, ასეა. ქა­ლის­გან უარს ნამ­დ­ვი­ლად არ ვარ მიჩ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ მე შენ­თ­ვის ცუ­დი არა­ფე­რი მი­კად­რე­ბია... არას­დ­როს. ამი­ტომ ნუ­თუ ერთ შეხ­ვედ­რას არ ვიმ­სა­ხუ­რებ?
პა­სუ­ხი არ გა­ვე­ცი, მან კი გა­ი­ღი­მა და ხუმ­რო­ბით და­ა­მა­ტა:
- ხომ იცი, ნო­მერ პირ­ვე­ლი სა­სიკ­ვ­დი­ლო ნო­მე­რი ვარ ქა­ლე­ბის­თ­ვის. ამი­ტომ არ და­მა­ღა­ლა­ტო, უცებ არ გა­და­ი­ფიქ­რო და უხერ­ხუ­ლად არ მაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნო თა­ვი.
- სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტრი­უ­კე­ბის დი­დოს­ტა­ტი უნ­და გეთ­ქ­ვა, - ღი­მი­ლი ვერ შე­ვი­კა­ვე.
- შე­იძ­ლე­ბა ასეც ით­ქ­ვას, - ყო­ველ­გ­ვა­რი აღ­შ­ფო­თე­ბის გა­რე­შე და­მე­თან­ხ­მა და წა­ვი­და.
რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვი­დე­ქი და მი­მა­ვალს გავ­ყუ­რებ­დი. უკ­ვე ნა­თე­ლია, რომ მარ­თ­ლა ჭკუ­ი­დან შე­ვი­შა­ლე. დღე­ში ცხრა პა­რას­კე­ვი მაქვს, ხან მინ­და მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ხა­ნაც გა­ვურ­ბივარ. ნუ­თუ ასეა ჩე­მი გუ­ლი და გო­ნე­ბა მა­მა­კაცს და­ხარ­ბე­ბუ­ლი? არც არის გა­საკ­ვი­რი, ცხრა წე­ლი­წა­დია, კა­ცი არ გამ­კა­რე­ბია.

რვას რომ ათი წუ­თი აკ­ლ­და, უკ­ვე მზად ვი­ყა­ვი. ვან­დიმ ქვა ააგ­დო და თა­ვი შე­უშ­ვი­რა, მე რა მინ­და თქვენ­თან ერ­თად, იმ კაცს შენ­თან აქვს სა­ლა­პა­რა­კო და მურ­მა­ნის ეკა­ლი­ვით ხომ არ ჩა­გეჩხი­რე­ბი­თო. ვე­რაფ­რით და­ვი­თან­ხ­მე.
გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან მშვი­დი ვჩან­დი, ში­ნა­გა­ნად კი შე­მოდ­გო­მის უკა­ნას­კ­ნელ ფო­თოლს და­ვემ­ს­გავ­სე, ნი­ა­ვის წა­მოქ­რო­ლა­ზე რომ ­თრთის და სა­ცაა, ტოტს მოს­წყ­დე­ბა.
ბოლ­თის ცე­მა და­ვიწყე. ვან­დიც არ იყო გვერ­დით, რომ გა­მოვ­ლა­პა­რა­კე­ბო­დი. ჩემს ნერ­ვი­უ­ლო­ბას მხო­ლოდ გახ­ში­რე­ბუ­ლი სუნ­თ­ქ­ვა გას­ცემ­და. ჩემ­მა და­ქალ­მა, სა­ნამ კო­კი მო­ვი­დო­და და ვახ­შამ­ზე და­ი­თან­ხ­მებ­და, თა­ვის ბი­ძაშ­ვილს და­უ­რე­კა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში ის­ვე­ნებ­და, შენ­თან მოვ­დი­ვარ, ღა­მის­თე­ვით უნ­და გეს­ტუმ­როო. მე­რე ეშ­მა­კუ­რი ღი­მი­ლით გა­მომ­ხე­და, ამ ღა­მეს კო­ტეჯს შენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ვტო­ვებ და შენ იცი, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბო. და­ი­ხუ­რა ქუ­დი და თე­ძო­ე­ბის რხე­ვით გა­ი­ძურ­წა.

ზურ­გ­ზე ხე­ლებ­დაწყო­ბი­ლი დავ­დი­ო­დი წინ და უკან, წინ და უკან. ყო­ველ შე­მობ­რუ­ნე­ბა­ზე შე­მო­სას­ვ­ლელ­ში სარ­კე­ში ვი­ხე­დე­ბო­დი. ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ.
ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ავი­წიე თმა და კე­ფა­ზე გუნ­და­სა­ვით და­ვი­მაგ­რე. წამ­წა­მებ­ზე ტუ­ში წა­ვის­ვი, ტუ­ჩებ­ზე კი - წი­თე­ლი პო­მა­და. თვა­ლე­ბი ისე­თი დიდ­რო­ნი გა­მიხ­და, გა­მიკ­ვირ­და, ნუ­თუ ამ­ხე­ლა თვა­ლე­ბი მქონ­და და არ ვი­ცო­დი-მეთ­ქი. პო­მა­დამ ოდ­ნავ მაც­დუ­ნე­ბე­ლი იერი მომ­ცა, თუმ­ცა ძალ­ზე მგრძნო­ბი­ა­რედ გა­მოკ­ვე­თა ჩე­მი ფუმ­ფუ­ლა ტუ­ჩე­ბი. წი­თე­ლი კა­ბა ჩა­ვიც­ვი, კოქ­ტე­ი­ლის კა­ბის სიგ­რ­ძის, ანუ მუხ­ლამ­დე, ხო­ლო მკერ­დი და ზურ­გი მო­შიშ­ვ­ლე­ბუ­ლი მქონ­და. მი­მაჩ­ნ­და, რომ ჩე­მი ასა­კის­თ­ვის შე­უ­ფე­რებ­ლად ვი­ყა­ვი ჩაც­მუ­ლი, ზედ­მე­ტად თა­მა­მად, მაგ­რამ ვან­დიმ ეგ­რე­ვე ამ კა­ბას და­ად­გა თვა­ლი, რო­გორც კი ტან­საც­მ­ლის არ­ჩე­ვას შე­ვუ­დე­ქი. შა­ვი, ღია მა­ღალ­ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი კი მო­ვირ­გე, მაგ­რამ გავ­ძ­ლებ­დი თუ არა ასეთ მაღ­ლებ­ზე მთე­ლი სა­ღა­მო, ჯერ არ ვი­ცო­დი. მით უფ­რო, რომ გა­და­ვეჩ­ვიე ქუს­ლებ­ზე სი­ა­რულს, თა­ნაც ფე­ხი ბო­ლომ­დე არც მქონ­და მორ­ჩე­ნი­ლი. სა­ვე­ლე ფორ­მის შა­ვი ხელ­ჩან­თა, ვინ იცის, მე­რამ­დე­ნედ გა­და­ვი­კი­დე მხარ­ზე ხან ასე, ხან ისე. თან სარ­კეს თვალს არ ვა­შო­რებ­დი.

რო­ცა ჩემს ანა­რეკლს ვუ­ყუ­რებ­დი, სა­ბე­დის­წე­რო მაც­დუ­რი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მრჩე­ბო­და. მინ­დო­და კი ასე­თი გა­მოვ­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი? რაც მეც­ვა, მა­მი­და­ჩე­მის გე­მოვ­ნე­ბით იყო შერ­ჩე­უ­ლი. ჩე­მი და­ბა­დე­ბის დღე რომ მო­ახ­ლოვ­და, ბუ­ტი­კე­ბი მო­მარ­ბე­ნი­ნა და თვი­თონ რაც მო­ე­წო­ნა, ის შე­მირ­ჩია, თან რჩე­ვას მაძ­ლევ­და: ქალს ერ­თი ხე­ლი სა­მო­სი მა­ინც უნ­და ჰქონ­დეს ისე­თი, მა­მა­კაცს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ ამ­პ­ლუ­ა­ში გა­მო­ეცხა­დოს და თვა­ლე­ბი და­უ­ყე­ნო­სო. მე თვი­თონ ცხოვ­რე­ბა­ში არას­დ­როს ვი­ყიდ­დი ასეთ სა­მოსს. გა­მომ­წ­ვე­ვი არას­დ­როს ვყო­ფილ­ვარ არც ჩაც­მით, არც საქ­ცი­ე­ლით. არ ვი­ცი, რა­ტომ წა­მო­ვი­ღე ეს კა­ბა ურეკ­ში, მაგ­რამ ალ­ბათ ასე­თი იყო ჩე­მი ბე­დის­წე­რა. რო­გორც ჩანს, გუ­ლი რა­ღა­ცას მიგ­რ­ძ­ნობ­და.

თუმ­ცა, უნ­და ვა­ღი­ა­რო, რომ ის "რა­ღა­ცა" კო­კის­თან სუ­ლაც არ იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ვი­ცო­დი, კო­კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში რომ არ იმ­ყო­ფე­ბო­და. მე უფ­რო გო­ლას მო­ლო­დი­ნი მქონ­და. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ჩემს ად­გილ­სამ­ყო­ფელს გა­ი­გებ­და და ზღვა­ზე და­მად­გე­ბო­და. ჰო­და, "უწყი­ნა­რი შუ­რის­ძი­ე­ბის" მო­საწყო­ბად სწო­რედ ასე­თი ფორ­მით ვა­პი­რებ­დი მას­თან შეხ­ვედ­რას. სი­ტუ­ა­ცია კი სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­როდ შეტ­რი­ალ­და და გო­ლას ნაც­ვ­ლად ბედ­მა კო­კის თა­ვი გა­მო­მიგ­ზავ­ნა.
ვი­თომ კარ­გია, ასე რომ მაც­ვია? ვა­ი­თუ, არ მო­ე­წო­ნოს ჩე­მი ჩაც­მუ­ლო­ბა? ხომ შე­იძ­ლე­ბა იფიქ­როს, რა ვულ­გა­რუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბაო. ცო­ტა­თი შე­მე­შინ­და, მაგ­რამ გა­მოც­ვ­ლის დრო აღარ იყო, კო­კი სა­ცაა, გა­მოჩ­ნ­დე­ბო­და.
სწო­რედ ამ დროს მო­ბი­ლურ­მაც და­რე­კა. ათამ­დე და­ვით­ვა­ლე და მხო­ლოდ შემ­დეგ ვუ­პა­სუ­ხე ზარს, რო­მელ­საც შუ­ადღი­დან ვე­ლო­დი.
- ბა­ტო­ნო!
- მე ვარ.
გულ­მა მო­ღა­ლა­ტუ­რად გა­მო­ტო­ვა დარ­ტყ­მა და სადღაც ბნელ კუთხე­ში მი­ყუჩ­და. ერ­თი­ა­ნად აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი კა­რის­კენ გა­ვე­მარ­თე, თან უაზ­როდ ვით­ვ­ლი­დი ნა­ბი­ჯებს. თურ­მე ცხრა ნა­ბი­ჯი ყო­ფი­ლა ჰო­ლამ­დე, ჰო­ლი­დან კა­რამ­დე კი - ექ­ვ­სი.
- აი, ეს მეს­მი­ი­ის! - კო­კიმ ხე­ლე­ბი ფარ­თოდ გა­შა­ლა და ხარ­ბი მზე­რით შე­მათ­ვა­ლი­ე­რა.
ასე­თი აღ­ტა­ცე­ბუ­ლი პირ­ვე­ლად ვნა­ხე. რო­ცა ჩემს ექ­ს­პო­ნა­ტი­ვით დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას მორ­ჩა, გაშ­ლი­ლი ხე­ლე­ბი წინ გა­მოს­წია, მხრებ­ში ჩა­მავ­ლო, ძლი­ე­რად მი­მი­ზი­და და ისე მა­კო­ცა, თით­ქოს ამის სრუ­ლი უფ­ლე­ბა დი­დი ხნის მო­პო­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და.
მის­მა კოც­ნამ უწ­ვ­რი­ლეს ნა­წი­ლა­კე­ბად დამ­შა­ლა.
- შენ ჩე­მი ყვე­ლა­ზე თა­მა­მი ფან­ტა­ზი­ე­ბის გა­ცოცხ­ლე­ბუ­ლი ნა­ტუ­რა ხარ, - ყურ­ში მი­ჩურ­ჩუ­ლა და ნათ­ქ­ვამს ყუ­რის ბი­ბი­ლო­ზე კოც­ნა მი­ა­მა­ტა.
- ერ­თ­ბა­შად ყვე­ლა­სი? - ღი­მი­ლით ვცა­დე აღელ­ვე­ბის და­ფარ­ვა, - ქე­რათ­მი­ა­ნე­ბის, შავ­გ­ვ­რემ­ნე­ბის და წაბ­ლის­ფერ­თ­მი­ა­ნე­ბი­საც?
მან ერ­თი ნა­ბი­ჯით უკან და­ი­ხია და ხე­ლი მაღ­ლა აწე­ულ თმას შე­ა­ხო.
- ახ­ლა ჩემს ოც­ნე­ბებ­ში მხო­ლოდ ჟღალ­თ­მი­ა­ნი მზე­თუ­ნა­ხა­ვე­ბი ფი­გუ­რი­რე­ბენ, ულა­მა­ზე­სი თვა­ლე­ბით, პა­წუ­კა ცხვი­რით და ტკბი­ლი ტუ­ჩე­ბით, რომ­ლის კოც­ნაც არას­დ­როს მომ­ბეზ­რ­დე­ბა.
კვლავ შე­ე­ცა­და ჩემს მკლა­ვებ­ში მომ­წყ­ვ­დე­ვას, მაგ­რამ სი­ცი­ლით გა­ვე­რი­დე.
- არ მინ­და გუ­ლი გატ­კი­ნო, მაგ­რამ ტუ­ჩე­ბი პო­მა­დით გაქვს მოთხ­ვ­რი­ლი. თუ არ გინ­და, უც­ნა­უ­რად გა­მოჩ­ნ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, გირ­ჩევ, მო­ი­შო­რო, თა­ნაც ახ­ლა­ვე.
- ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო ­აქვს... - კო­კიმ კა­რი ფე­ხით მი­კე­ტა.
ამ­ჯე­რად კოც­ნა დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­და. მი­სი ხე­ლე­ბი მჭიდ­როდ მი­ხუ­ტებ­და მკერ­დ­ზე, ტუ­ჩე­ბით კი სას­წა­უ­ლებს აკე­თებ­და. ჩე­მი თა­ვი იმა­ში და­ვი­ჭი­რე, რომ სა­პა­სუ­ხო კოც­ნით ვპა­სუ­ხობ­დი, გა­ჩე­რე­ბა არ შე­მეძ­ლო, ვდნე­ბო­დი მის მკლა­ვებ­ში.
- ვან­დი სად არის?
- უარი თქვა წა­მოს­ვ­ლა­ზე, ეუხერ­ხუ­ლა. ბა­თუმ­ში გა­ქან­და თა­ვის ნა­თე­სავ­თან, ამა­ღამ იქ დავ­რ­ჩე­ბიო. - ვუთხა­რი და ჭარ­ხა­ლი­ვით გავ­წით­ლ­დი.
- აი, რას ნიშ­ნავს ჭკვი­ა­ნი ქა­ლი, - კმა­ყო­ფი­ლე­ბით შე­ნიშ­ნა კო­კიმ და ეშ­მა­კუ­რად ჩა­ი­ღი­მა.
- ისევ უნ­და გა­და­ვის­ვა პო­მა­და, - ჩურ­ჩუ­ლით ვუთხა­რი, რო­ცა კოც­ნა­ო­ბას მოვ­რ­ჩით. ღაწ­ვე­ბი მი­ხურ­და, თავ­ბ­რუ ისე მესხმ­ო­და, გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი ყი­რავ­დე­ბო­და.
- კი ბა­ტო­ნო, მა­ნამ მე ამ წი­თელ რა­ღა­ცას მო­ვი­შო­რებ, - სი­ცი­ლით და­მე­თან­ხ­მა კო­კი და პი­ჯა­კის გვერ­დი­თა ჯი­ბი­დან თოვ­ლი­ვით თეთ­რი ცხვირ­სა­ხო­ცი ამო­ი­ღო.
არ და­ვა­ნე­ბე, მა­გას ნუ გას­ვ­რი-მეთ­ქი და სა­ა­ბა­ზა­ნო­ში შე­ვიყ­ვა­ნე, რომ ტუ­ჩე­ბი საპ­ნით მო­ე­ბა­ნა.

- სად მივ­დი­ვართ? - ჩუ­მად ვკითხე, რო­ცა ქუ­ჩა­ში გა­მო­ვე­დით და ტაქ­სი­ში ჩავ­ს­ხე­დით. რო­გორც ჩანს, ტაქ­სი ად­რე­ვე გა­ა­ჩე­რა და გვე­ლო­დე­ბო­და.
- სა­დაც სა­ჭი­როა, - მო­მი­გო ღი­მი­ლით და ჩე­მი ხე­ლე­ბი თა­ვის ხე­ლის­გუ­ლებ­ში მო­იქ­ცია.
ურე­კი­დან გა­ვე­დით. მან­ქა­ნამ ქო­ბუ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით აიღო გე­ზი. "ო­ღონდ ბა­თუმ­ში არ წა­მიყ­ვა­ნოს, გრძე­ლი გზაა ძა­ლი­ან", - გა­ვი­ფიქ­რე.
- ქო­ბუ­ლე­თი ჯო­ბია, ბა­თუ­მამ­დე შო­რი მან­ძი­ლია, - თით­ქოს ჩემს ნა­ფიქრს გა­მო­ე­პა­სუ­ხა.
გუ­ლი უც­ნა­უ­რად შე­მი­ქან­და. სა­ი­დან ხვდე­ბა ხოლ­მე, რას ვფიქ­რობ? გულ­თ­მი­სა­ნია?
რო­გორც ჩანს, სა­ხე­ზე და­მე­წე­რა გაკ­ვირ­ვე­ბა, რად­გან გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა და მითხ­რა:
- ჯა­დო­ქა­რი ვარ...
არ ვი­ცი, სად იპო­ვა ქო­ბუ­ლეთ­ში ასე­თი წყნა­რი ად­გი­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან კი გა­მა­ო­ცა. კლუბ­ში სიწყ­ნა­რე იყო, ვი­ღაც ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი ჯაზს უკ­რავ­და და დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბიც სა­შუ­ა­ლო ასა­კის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ. თი­ნე­ი­ჯე­რე­ბი არ­სად ჩან­დ­ნენ.
კო­კიმ დარ­ბა­ზის ყვე­ლა­ზე ბნელ კუთხე­ში მდე­ბა­რე მა­გი­და აირ­ჩია. კარ­გად კი გათ­ვა­ლა - მუ­სი­კის ხმა და მო­ცეკ­ვა­ვე წყვი­ლე­ბი ხელს არ შეგ­ვიშ­ლიდ­ნენ სა­უ­ბარ­ში. რო­გორც კი მა­გი­დას მი­ვუს­ხე­დით, შამ­პა­ნუ­რი შე­უკ­ვე­თა. მე­რე ხე­ლის­გუ­ლე­ბი ერ­თ­მა­ნეთს გა­უს­ვა, სკა­მის სა­ზურ­გე­ზე გა­დაწ­ვა და შე­მომ­ხე­და. მი­სი ლურ­ჯი თვა­ლე­ბი ნა­მი­ვით კი­ა­ფობ­დ­ნენ ნა­ხევ­რად ბნელ გა­რე­მო­ში.

- მი­ხა­რია, რომ ფე­ხი მო­გირ­ჩა, - ხმა­დაბ­ლა თქვა, თან მზე­რას არ მა­შო­რებ­და, - აწი ერ­თად ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო რა­მის გა­კე­თე­ბას შევ­ძ­ლებთ.
ჩუ­მად ვი­ჯე­ქი, რად­გან ვგრძნობ­დი, რომ თან­და­თან ვი­ძა­ბე­ბო­დი.
- ჰო, თუ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას ჩვე­ნი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი მოგ­ვ­ცემს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეს ხში­რად არ მოხ­დე­ბა, - ხმა­მაღ­ლა ამო­ვი­ოხ­რე, რა­თა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის მოშ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­მე­ცა.
- მაგ­რამ ხომ შეგ­ვიძ­ლია, შე­ვე­ცა­დოთ? მე­გობ­რე­ბი ხში­რად უნ­და ხვდე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, - მო­მი­გო.
მე­გობ­რე­ბიო? ცო­ტა არ იყოს, და­ვი­ბე­ნი. არ ვი­ცო­დი, ამა­ზე რო­გო­რი რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მო­მეხ­დი­ნა, მით უფ­რო, რომ ძა­ლი­ან ახ­ლოს იჯ­და ჩემ­თან. სკა­მი ოდ­ნავ გავ­წიე და ისე­თი სა­ხე მი­ვი­ღე, თით­ქოს დარ­ბაზს ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი.

ოფი­ცი­ან­ტ­მა შამ­პა­ნუ­რი და ორი ფუ­ჟე­რი მო­ი­ტა­ნა.
ტუ­ჩი ოდ­ნავ და­ვა­კა­რე სას­მელს, დი­დად არას­დ­როს მხიბ­ლავ­და შამ­პა­ნუ­რი, მაგ­რამ ამას რო­გორ ვიტყო­დი? სწო­რედ ამ დროს მი­სი ხმა გა­ის­მა:
- მე შენ ძა­ლი­ან მომ­წონ­ხარ, ბა­ბი. მინ­და, რომ ეს იცო­დე. გა­მუდ­მე­ბით შენ­ზე ვფიქ­რობ. არ მინ­და და­გაჩ­ქა­რო, მაგ­რამ ის, რა­საც მე ვგრძნობ... - ტუ­ჩე­ბი მხარ­ზე და­მა­წე­ბა.
გან­ზე გა­ვი­ხე­დე. ეს კა­ცი ნამ­დ­ვი­ლი გა­მო­ცა­ნაა ჩემ­თ­ვის. ვერ გა­ი­გებ, რო­დის ლა­პა­რა­კობს სე­რი­ო­ზუ­ლად და რო­დის ხუმ­რობს. მო­ვი­ქუფ­რე.
- შენ­თ­ვის ამის მოს­მე­ნა უსი­ა­მოვ­ნოა?
მის­მა და­ძა­ბულ­მა გა­მო­ხედ­ვამ ამა­ღელ­ვა.
- რა თქმა უნ­და, არა. ყვე­ლას ვი­ღაც მოს­წონს და ყვე­ლას სურს, რომ მოს­წონ­დეთ, ასე არ არის? ამა­ში ცუ­დი არა­ფე­რია.
- და თუ­კი ეს სიმ­პა­თია უფ­რო ღრმა რა­მე­ში გა­და­იზ­რ­დე­ბა? - შემ­პა­რა­ვად მკითხა.
ამით რი­სი თქმა სურს? არ ვი­ცო­დი, რა მეთ­ქ­ვა. არც ის ვი­ცო­დი, ზუს­ტად რას მთა­ვა­ზობ­და.
- მეს­მის, - თით­ქოს თა­ვის­თ­ვის ჩა­ი­ლა­პა­რა­კა.
- რა?
- ჩვენ უკ­ვე თით­ქ­მის ნა­ხე­ვა­რი გზა გა­ვი­ა­რეთ ურ­თი­ერ­თო­ბის, - ძა­ლი­ან და­ბა­ლი და მგრძნო­ბი­ა­რე ხმით მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, - ხომ მარ­თა­ლია?
თუმ­ცა, ეს არ იყო შე­კითხ­ვა. ის იჯ­და და ჩემს პა­სუხს ელო­და.
ამ დროს ოფი­ცი­ან­ტ­მა ორი მე­ნიუ მო­ი­ტა­ნა და წინ დაგ­ვი­დო.

ისე გა­მი­ხარ­და მი­სი მოს­ვ­ლა, ნაც­ნო­ბი რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუცი­ლებ­ლად ვა­კო­ცებ­დი. ისე­თი მად­ლი­ე­რე­ბით და­ვუწყე მად­ლო­ბის გა­დახ­და, რომ საწყა­ლი ბი­ჭი გა­წით­ლ­და და სას­წ­რა­ფოდ გაგ­ვე­ცა­ლა. მე­ნი­უს ხე­ლი ისე ვტა­ცე, რო­გორც უკა­ნას­კ­ნელ ხავსს და თვა­ლი­ე­რე­ბას შე­ვუ­დე­ქი, მაგ­რამ კო­კიმ იგი ხე­ლი­დან ამარ­თ­ვა, საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით ნი­კა­პი ამი­წია და მა­ი­ძუ­ლა, მის­თ­ვის თვა­ლებ­ში შე­მე­ხე­და.
- შენ მე შე­ნი მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­მი­ყე­ვი, ბა­ბი. რა­ტომ არ გინ­და, მას­ზეც მო­მიყ­ვე? - ისე­თი იდუ­მა­ლი ტო­ნით ალა­პა­რაკ­და, ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა.
- არ მინ­და, - უნე­ბუ­რად აღ­მომ­ხ­და.
- კარ­გი, - ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, იმ­წუ­თას­ვე დამ­თან­ხ­მ­და და მე­ნიუ მო­მა­ჩე­ჩა, - შე­მეძ­ლო, რამ­დე­ნი­მე კერ­ძის­თ­ვის გა­მე­წია რე­კო­მენ­და­ცია, მაგ­რამ ვი­ცი, რომ შენ ჯიბ­რ­ზე მა­ინც სხვას აირ­ჩევ, - დახ­შუ­ლი ხმით ამოთ­ქ­ვა.
- სა­ერ­თოდ, ასე­თი არ ვარ. უბ­რა­ლოდ, ხან­და­ხან ვი­ცი ხოლ­მე გა­ჯი­უ­ტე­ბა.
- ახ­ლა?
- ახ­ლაც სი­ჯი­უ­ტის ხა­სი­ათ­ზე ვარ, მაგ­რამ არა უშავს, თან­და­თან შე­ვეჩ­ვე­ვი იმ აზრს, რომ ეს მავ­ნე თვი­სე­ბაა.
- იმე­დია, სხვა რა­მე­ებ­საც შე­ეჩ­ვე­ვი ასე ად­ვი­ლად, - მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად თქვა, რა­მაც გა­მა­წით­ლა.
შვე­ლა შამ­პა­ნურ­ში ვპო­ვე. რამ­დენ­ჯე­რაც კო­კიმ და­მის­ხა და სადღეგ­რ­ძე­ლო თქვა, იმ­დენ­ჯერ გა­მოვ­ცა­ლე ბო­კა­ლი. არ ვი­ცი, რი­სი ბრა­ლი იყო, შამ­პა­ნუ­რის, ჩე­მი თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი კა­ბის თუ ქა­ლე­ბის ნო­მერ პირ­ველ სა­სიკ­ვ­დი­ლო ნომ­რად აღი­ა­რე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე თავ­ბ­რუ­დამ­ხ­ვე­ვი მა­მა­კა­ცის, მაგ­რამ ვხვდე­ბო­დი, რომ შექ­მ­ნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით და გა­რე­მო­თი ვტკბე­ბო­დი. ასე მე­გო­ნა, ნირ­ვა­ნა­ში ვი­ყა­ვი, სიმ­ღე­რა და ცეკ­ვა ერ­თ­დ­რო­უ­ლად მსურ­და. 

კო­კი კვლავ მო­მა­ჯა­დო­ე­ბელ მო­სა­უბ­რედ გა­და­იქ­ცა, რო­მელ­მაც მა­ი­ძუ­ლა, მოვ­შ­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი და მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­მე­ღო.
ბო­ლოს სა­ცეკ­ვა­ოდ გა­მიწ­ვია. მი­სი სი­ახ­ლო­ვე ისე მათ­რ­თო­ლებ­და, რომ დაბ­ნე­ულ­მა რამ­დენ­ჯერ­მე ფეხ­ზე ფე­ხი და­ვად­გი. თავს კი იმით ვი­მარ­თ­ლებ­დი, რომ მტკი­ვა­ნი ფე­ხი ჯე­რაც არ მომ­რ­ჩე­ნო­და. თით­ქოს ხომ უბ­რა­ლოდ ვცეკ­ვავ­დით, მაგ­რამ კო­კის უბ­რა­ლო ცეკ­ვაც კი სა­ი­დუმ­ლო რი­ტუ­ა­ლად შე­ეძ­ლო გა­და­ექ­ცია - ეს იყო ორი სხე­უ­ლის სა­უ­ბა­რი ყვე­ლა­ზე ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე.
ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი კი იყო, მაგ­რამ რეს­ტო­რან­ში ყოფ­ნი­სას კოც­ნა ერ­თხე­ლაც არ უც­დია.

უკ­ვე შუ­ა­ღა­მე იყო, ურეკ­ში რომ დავ­ბ­რუნ­დით. რო­ცა ტაქ­სი გა­ჩერ­და, უკ­ვე შემ­თ­ვ­რალ­მა და ვნე­ბი­ა­ნად ნა­ცეკ­ვ­მა თა­ვი დავ­კარ­გე. მო­მინ­და, ყა­ვა­ზე შე­მო­მე­პა­ტი­ჟე­ბი­ნა და... არა მარ­ტო ყა­ვა­ზე. ახ­ლა ჩემ­თ­ვის აღა­რა­ფერს ჰქონ­და მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. მე მინ­დო­და მას­თან და ამ უარის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ არა­ფერს ვა­კე­თებ­დი. არც მინ­დო­და, რა­მე გა­მე­კე­თე­ბი­ნა. გო­ნე­ბა მკარ­ნა­ხობ­და, რომ მზად ვი­ყა­ვი, სხე­ულ­თან ერ­თად სუ­ლიც და­მეთ­მო მის­თ­ვის. ამა­ღამ აღარ მინ­დო­და მარ­ტო დარ­ჩე­ნა, მინ­დო­და სიყ­ვა­რუ­ლი­სა და სი­ნა­ზის ზღვა­ში გა­დავ­შ­ვე­ბუ­ლი­ყა­ვი, ვნე­ბი­სა და ლტოლ­ვის მო­რევ­ში ამო­მე­ყო თა­ვი.
კო­კი მან­ქა­ნი­დან გად­მოს­ვ­ლა­ში და­მეხ­მა­რა და მძღოლს სთხო­ვა, და­ლო­დე­ბო­და.

რა, არ შე­მო­ვა? გუ­ლი ლა­მის ამო­ვარ­და სა­გუ­ლე­დან. თვი­თო­ნაც არ ვი­ცო­დი, გამ­ხა­რე­ბო­და თუ მწყე­ნო­და.
ხე­ლი წელ­ზე მომ­ხ­ვია და კა­რამ­დე მი­მა­ცი­ლა. რო­გორც კი კა­რი გა­ვა­ღე და ჰოლ­ში შე­ვა­ბი­ჯე, კო­კიც შე­მომ­ყ­ვა. მე­რე კვლავ ფე­ხით მი­ხუ­რა კა­რი, კე­დელ­თან მი­მიმ­წყ­ვ­დია და ისე­თი გზნე­ბით მა­კო­ცა, რომ შევ­შინ­დი. მი­სი ლო­სი­ო­ნის სურ­ნე­ლი თავ­ბ­რუს მახ­ვევ­და, ჩე­მი თი­თე­ბი ნე­ბა­ზე მიშ­ვე­ბუ­ლი­ვით დას­რი­ა­ლებ­დ­ნენ მის მკვრივ სხე­ულ­ზე - აღ­მა-დაღ­მა, წინ და უკან. თხე­ლი პე­რან­გის ქვე­შაც კი ვგრძნობ­დი, რას გა­ნიც­დი­და მი­სი სხე­უ­ლი. კო­კის ხე­ლე­ბიც იკ­ვ­ლევ­და ჩე­მი ზურ­გის და მკერ­დის ყო­ველ მტკა­ველს, ყო­ველ სან­ტი­მეტრს...

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ ცხრე­ბო­და, ვგრძნობ­დი, რომ მა­მა­კა­ცი ბო­ლომ­დე აკონ­ტ­რო­ლებ­და თა­ვის თავ­საც და სი­ტუ­ა­ცი­ა­საც. ამან ცო­ტა და­მაბ­ნია, იმედ­გაც­რუ­ე­ბამ დამ­რია ხე­ლი. მინ­დო­და, მა­საც ისე­ვე და­ე­კარ­გა თა­ვი, რო­გორც მე. მინ­დო­და, რომ მის ვნე­ბა­საც მო­ეხ­ს­ნა პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, წარ­თ­მე­ო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა, შეგ­ნე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი გა­ე­კე­თე­ბი­ნა. უბ­რა­ლოდ, მინ­დო­და, ეს მომ­ხ­და­რი­ყო. ფიქ­რით და­ვი­ღა­ლე, ეჭ­ვებ­მა გამ­ტან­ჯა.
- არ შე­მოხ­ვალ? - ისე­თი მაც­დუ­რი ხმით ვუ­ჩურ­ჩუ­ლე, მკვდარ­საც კი გა­ა­ცოცხ­ლებ­და.
- ჩე­მი წას­ვ­ლის დროა, - ამო­იხ­ვ­ნე­შა და ხე­ლი შე­მიშ­ვა.
შე­მეძ­ლო მეთ­ქ­ვა, ტაქ­სი გა­უშ­ვი და დარ­ჩი-მეთ­ქი, მაგ­რამ ამის ნაც­ვ­ლად სულ სხვა რამ ვთქვი:
- ვი­ცი.
- ხვალ და­გი­რე­კავ, კარ­გი? მე­რე კი გნა­ხავ.
- კარ­გი, - ფარ­თოდ გა­ხე­ლი­ლი თვა­ლე­ბით მივ­ჩე­რე­ბო­დი.
ზუს­ტად ვი­ცო­დი, რაც იკითხე­ბო­და იმ­წუ­თას ჩემს თვა­ლებ­ში. ხვეწ­ნა, მუ­და­რა, ტაქ­სის მძღო­ლი გა­ეშ­ვა და ჩემ­თან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ ამ ღა­მეს მარ­ტო არ და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე და ერ­თად დაგ­ვე­ძი­ნა, ან არ დაგ­ვე­ძი­ნა და ერ­თ­მა­ნე­თის ალერ­ს­ში გაგ­ვე­ლია დი­ლამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი წუთ-სა­ა­თე­ბი...
მან კი ერ­თხე­ლაც მი­მი­ზი­და, ვნე­ბი­ა­ნად ჩამ­კოც­ნა, მე­რე ნა­ზად ჩა­მო­მის­ვა ლო­ყა­ზე ხე­ლი და ჩურ­ჩუ­ლით და­მემ­შ­ვი­დო­ბა.
ვი­დე­ქი გა­მო­ღე­ბულ კარ­თან და ვგრძნობ­დი, რო­გო­რი მარ­ტო­სუ­ლი ვი­ყა­ვი ამ­წუ­თას. ისე­თი, რო­გო­რიც არას­დ­როს. სა­ნამ ქუ­ჩა­ში გა­ვი­დო­და, შე­მობ­რუნ­და, ხე­ლი და­მიქ­ნია და გა­უ­ჩი­ნარ­და. მინ­დო­და, მეც ამე­წია ხე­ლი და თი­თე­ბი და­მექ­ნია მის­თ­ვის, მაგ­რამ უმ­წე­ოდ ჩა­მო­ვუშ­ვი მარ­ჯ­ვე­ნა, ვერ შევ­ძე­ლი.
ტაქ­სის ხმა მა­ლე­ვე მიწყ­და. მე კი ვი­დე­ქი კა­რის ზღურ­ბ­ლ­თან და ღა­მის სი­ჩუ­მეს ვუგ­დებ­დი ყურს. ნი­კა­პი სა­ტირ­ლად გა­ემ­ზა­და... ამი­კან­კალ­და, თვა­ლე­ბი ეგ­რე­ვე გა­მევ­სო ცრემ­ლით.

ნე­ტავ ღა­მე ვი­ყო ან სი­ჩუ­მე... ვფიქ­რობ­დი ჩემ­თ­ვის. ღა­მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი ძალ­ზე მარ­ტი­ვია, ისე­ვე, რო­გორც სი­ჩუ­მის­თ­ვის. არა პრობ­ლე­მა, არა ზრუნ­ვა რა­მე­ზე ან ვინ­მე­ზე. არ სჭირ­დე­ბა იმა­ზე ფიქ­რი, გაქ­რე­ბა იგი თუ მე­ო­რე დი­ლით კვლავ შენ­თან გაჩ­ნ­დე­ბა. არა­ნა­ი­რი და­პი­რე­ბა მა­რა­დი­ულ სიყ­ვა­რულ­ზე...
ოთახ­ში შე­ვე­დი და კა­რი მო­ვი­ჯა­ხუ­ნე. აი, ახ­ლა მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავ­თან მო­მი­წევს სა­უ­ბა­რი. მე­რე, ალ­ბათ, თეთ­რ­ხა­ლა­თი­ა­ნებ­თან... მორ­ჩა, დროა, დავ­წ­ვე და და­ვი­ძი­ნო, სა­ნამ მარ­თ­ლა გა­მიფ­რე­ნია!

ვან­დის არ და­უ­რე­კავს. საწყა­ლი გო­გო, რამ­ხე­ლა მსხვერ­პ­ლი გა­ი­ღო ჩე­მი გუ­ლის­თ­ვის. სადღაც გა­და­ი­კარ­გა, რომ მას­თან მარ­ტო და­ვე­ტო­ვე­ბი­ნე. ახ­ლა ალ­ბათ ფიქ­რობს, რომ კო­კის­თან სექ­სი მაქვს გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. ჰმ... ვერ მო­მარ­თ­ვეს. რო­გო­რი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი დამ­ტო­ვა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძა­ლი­ან კარ­გად მიხ­ვ­და, რაც მინ­დო­და. რა ჰგო­ნია? რომ ხვა­ლაც ამ ხა­სი­ათ­ზე ვიქ­ნე­ბი? რა თქმა უნ­და, არა. ხვალ ფხი­ზელ გო­ნე­ბა­ზე გა­მეღ­ვი­ძე­ბა და სა­ღა­მოს მო­ძა­ლე­ბულ ტკბილ სურ­ვი­ლებს უყოყ­მა­ნოდ გა­ვა­ტან ამ მდუ­მა­რე ღა­მეს, ჩე­მი წა­მი­ე­რი ცდუ­ნე­ბის უნებ­ლიე მე­სა­ი­დუმ­ლეს, რომ აღა­რას­დ­როს გა­ვიხ­სე­ნო ეს წუ­თე­ბი... წუ­თე­ბი, რო­მელ­მაც სუ­ლის ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ტკი­ვი­ლი და­მი­ტო­ვა.

ლო­გინ­ში შევ­წე­ქი თუ არა, თვალ­ც­რემ­ლი­ან­მა ვან­დის და­ვუ­რე­კე. რო­გორც კი მი­სი ხმა გა­ვი­გო­ნე ტე­ლე­ფონ­ში, ავ­ღ­რი­ალ­დი. ისე მწა­რედ ვტი­რო­დი და ისე ხმა­მაღ­ლა, რომ ორ სიტყ­ვა­საც ვერ მო­ვა­ბი თა­ვი. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, შევ­ძე­ლი, შე­ში­ნე­ბუ­ლი გო­გო და­მემ­შ­ვი­დე­ბი­ნა, რომ არა­ვის გა­ვუ­უ­პა­ტი­უ­რე­ბი­ვარ, არა­ვის ვუ­ცე­მი­ვარ და ქუ­ჩა­ში არა­ვინ დამ­ს­ხ­მია თავს, მხო­ლოდ იმი­ტომ ვტი­რო­დი, რომ ჩემ­თ­ვის ყვე­ლა­ზე სა­სურ­ველ­მა მა­მა­კაც­მა სექ­ს­ზე უარი მითხ­რა...
არ ვი­ცი, რო­გორ შევ­ძე­ლი მის­თ­ვის ამის მო­ყო­ლა. ყო­ველ სიტყ­ვა­ზე ვსლუ­კუ­ნებ­დი. ერთ წი­ნა­და­დე­ბას რომ ვეტყო­დი, კვლავ ის­ტე­რი­კუ­ლი ტი­რი­ლი მე­რე­ო­და.
თუმ­ცა, შევ­ძე­ლი... ოღონდ არ ვი­ცი, რო­გორ და რის ფა­სად.
რო­ცა ტე­ლე­ფო­ნი გავ­თი­შე, ცხვირ-პი­რი თბი­ლი წყლით ჩა­მო­ვი­ბა­ნე და კვლავ სა­წოლს მი­ვა­შუ­რე, პირ­დაღ­მა და­ვეგ­დე ლო­გინ­ზე და ცრემ­ლე­ბი თა­ვის ნე­ბა­ზე მი­ვუშ­ვი.
ამას უკ­ვე ვე­ღა­რა­ვინ გა­ი­გებ­და...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
e87a93