ნოველები

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 21

ორი ბილეთი წალკოტამდე. თავი 21
ხომ ნათ­ქ­ვა­მია, სიტყ­ვებს ადა­მი­ა­ნის მოკ­ვ­ლა შე­უძ­ლიაო. მე ვიტყო­დი, არა­თუ სიტყ­ვებს, დუ­მილ­საც შე­უძ­ლია ხან­და­ხან ადა­მი­ა­ნის მოკ­ვ­ლა. დარ­ჩე­ნი­ლი დღე­ე­ბი ისე მი­ი­ლია ურეკ­ში, რომ მე და კო­კი ერ­თ­მა­ნეთს არ შევ­ხ­ვედ­რი­ვართ. მე­ო­რე დღეს და­მი­რე­კა, სას­წ­რა­ფოდ უნ­და გა­ვემ­გ­ზავ­რო თბი­ლის­შიო, ბო­დი­ში მო­მი­ხა­და და გა­უ­ჩი­ნარ­და. მას შემ­დეგ სა­მი კვი­რა ისე გა­ვი­და, არც გა­მო­ჩე­ნი­ლა და არც და­უ­რე­კავს. მე ჩე­მი და­მე­მარ­თა. დავ­ბ­რუნ­დი თბი­ლის­ში და სამ­სა­ხურ­ში ისე გა­ვე­დი, რომ და­ნა პირს არ მიხ­ს­ნი­და. აღა­რა­ფე­რი მა­ხა­რებ­და ქვე­ყა­ნა­ზე, ყვე­ლაფ­რის მი­მართ გულ­გ­რი­ლი გავ­ხ­დი, სრუ­ლი აპა­თია და­მე­უფ­ლა.

ვან­დი, რო­მე­ლიც ჯერ
ისევ ჩემ­თან ცხოვ­რობ­და, გიჟს ჰგავ­და, ვე­რაფ­რით აეხ­ს­ნა ჩე­მი ასე­თი ცვლი­ლე­ბა. გა­მუდ­მე­ბით ჩამ­ჩი­ჩი­ნებ­და, არც ერ­თი მა­მა­კა­ცი არ ღირს იმად, რომ ასე გა­ნი­ცა­დოო.

არც მე მინ­დო­და, მე­ნერ­ვი­უ­ლა, მაგ­რამ თავს ვე­რა­ფერს ვუ­ხერ­ხებ­დი, ყვე­ლა­ფე­რი თა­ვის­თა­ვად ხდე­ბო­და. საგ­რ­ძ­ნობ­ლად და­ვი­კე­ლი წო­ნა­ში, რად­გან ასე მჩვე­ო­და - თუ რა­მე­ზე ვნერ­ვი­უ­ლობ­დი, ჭა­მის მა­და მე­კარ­გე­ბო­და.
არ ვე­ლო­დი, თუ კო­კი ასე მო­მექ­ცე­ო­და. ვერ ვხვდე­ბო­დი, რა მოხ­და, რა­ტომ გა­ირ­ბი­ნა ჩვენ შო­რის შავ­მა კა­ტამ. არც არაფ­რის გარ­კ­ვე­ვას ვა­პი­რებ­დი, ერ­თხე­ლაც არ მიც­დია, და­მე­რე­კა და თა­ვი შე­მეხ­სე­ნე­ბი­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც ვე­ლო­დი, თუმ­ცა, არ ვი­ცო­დი, რას. დრო გა­დი­ო­და, მაგ­რამ მო­უთ­მენ­ლო­ბა­ნა­რე­ვი მო­ლო­დი­ნი ოდ­ნა­ვა­დაც არ ნელ­დე­ბო­და.

პა­რას­კე­ვი იყო, მუ­შა­ო­ბა და­ვამ­თავ­რე და შე­ნო­ბი­დან გა­მო­ვე­დი. ვან­დის ჯერ კი­დევ კლი­ენ­ტი ჰყავ­და, ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, მან­ქა­ნა­ში დავ­ლო­დე­ბო­დი. ის იყო, დის­ტან­ცი­უ­რით მან­ქა­ნის კა­რე­ბი ავახ­მა­უ­რე და ჩაჯ­დო­მას ვა­პი­რებ­დი, რომ მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩე­მი სა­ხე­ლი შე­მო­მეს­მა.

ირ­გ­ვ­ლივ მი­მო­ვი­ხე­დე და ელ­და მე­ცა. ჩემ­გან ექ­ვ­სი­ო­დე მეტ­რ­ში ჯი­ბე­ებ­ში ხე­ლებ­ჩაწყო­ბი­ლი გო­ლა იდ­გა და თა­ვი­სი წვრი­ლი თვა­ლე­ბით, რო­გორც სჩვე­ო­და, დამ­ცი­ნა­ვად შე­მომ­ც­ქე­რო­და. ეს მი­სი ბუ­ნებ­რი­ვი გა­მო­ხედ­ვა იყო, რო­ცა იღი­მო­და, სა­ხე­ზე ყო­ველ­თ­ვის დამ­ცი­ნა­ვი იერი გა­და­ეკ­ვ­რე­ბო­და.
მის და­ნახ­ვა­ზე ლა­მის გუ­ლი წა­მი­ვი­და. მე­გო­ნა, უკ­ვე და­მა­ნე­ბა თა­ვი და თა­ვის გზას გა­უდ­გა, ის კი სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­მეცხა­და. უსი­ა­მოვ­ნოდ შე­მაჟ­რ­ჟო­ლა. ამას თან და­ერ­თო ისიც, რომ სექ­ტემ­ბ­რის მი­წუ­რუ­ლი იდ­გა და ჰა­ერ­ში სუს­ხი იგ­რ­ძ­ნო­ბო­და. დი­ლი­დან ცო­ტა წა­მო­ჟინ­ჟ­ღ­ლა, მე­რე გა­მო­ი­და­რა, მაგ­რამ ცო­ტა ხნის წინ კვლავ მო­ი­ქუფ­რა ცა და აშ­კა­რა იყო, წვი­მა კარ­გა გემ­რი­ე­ლად დას­ცხებ­და.

და­ვე­ლო­დე, სა­ნამ მო­მი­ახ­ლოვ­დე­ბო­და. ხე­ლე­ბის ჯი­ბი­დან ამო­ღე­ბა არც უც­დია, შო­რი­ახ­ლოს დად­გა და და­ჟი­ნე­ბით და­მიწყო ყუ­რე­ბა.
- გა­მარ­ჯო­ბა, ბა­ბი!
- გა­გი­მარ­ჯოს, - ჩამ­წყ­და­რი ხმით მი­ვუ­გე და გა­სა­ღე­ბე­ბის აც­მა მო­ვი­ნაც­ვ­ლე ხელ­ში. არ ვი­ცო­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რომ მას ჩე­მი აღელ­ვე­ბა არ შე­ემ­ჩ­ნია.
- რო­გორ ხარ?
- დი­დი მად­ლო­ბა, კარ­გად.
- ვატყობ, უმა­დო­ბას უჩი­ვი... გამ­ხ­დარ­ხარ, - ირო­ნი­უ­ლად შე­ნიშ­ნა და ნე­ლი ნა­ბი­ჯით და­იძ­რა ჩემ­კენ.
- დი­ე­ტა­ზე ვარ, - მო­ვატყუე.
- რა­ტომ, ზღვა­ზე გა­სუქ­დი? - ბო­რო­ტად ჩა­ი­ცი­ნა და მი­მახ­ვედ­რა, რომ ჩემ­ზე ყვე­ლა­ფე­რი იცო­და.
- კი, ცო­ტა მო­ვი­მა­ტე, - მშვი­დად ვპა­სუ­ხობ­დი, მის აგ­დე­ბულ ტონს არაფ­რად ვაგ­დებ­დი, თით­ქოს მი­სი ცი­ნიზ­მი მე სუ­ლაც არ მე­ხე­ბო­და.
- წა­მო­დი, ცო­ტა გა­ვი­ა­როთ, საქ­მე მაქვს... - უეც­რად ღი­მი­ლი მო­ის­ხი­პა და ტო­ნიც შე­იც­ვა­ლა.
- სად?
- აქ­ვე, ქუ­ჩის ბო­ლო­ში გა­ვი­დეთ და გა­მო­ვი­დეთ. ჩე­მი გეგ­მე­ბი უნ­და გა­გაც­ნო.

მი­ვი­ხედ-მო­ვი­ხე­დე. ირ­გ­ვ­ლივ თით­ქოს სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი ჩან­და, ერ­თი შა­ვი მან­ქა­ნის გარ­და, და­ბუ­რულ­მი­ნე­ბი­ა­ნი ჯი­პი­სა, რო­მე­ლიც მო­შო­რე­ბით იდ­გა. იგი ჩე­მი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შ­რომ­ლებს არ ეკუთ­ვ­ნო­და. გუ­მან­მა მიგ­რ­ძ­ნო, რომ ჯი­პი მას ელო­დე­ბო­და. რას აპი­რებს? ჩე­მი გა­ტა­ცე­ბა ხომ არ გა­ნიზ­რა­ხა? გა­მი­ელ­ვა გო­ნე­ბა­ში, მაგ­რამ ში­ში უსა­ფუძ­ვ­ლოდ მი­ვიჩ­ნიე. ვინ­ღა იტა­ცებს ახ­ლა ქა­ლებს, რო­მე­ლი სა­უ­კუ­ნეა? ვი­ფიქ­რე, ვან­დის და­ვუ­რე­კავ და გა­ვაფ­რ­თხი­ლებ, რომ აქ­ვე ვარ და მა­ლე მოვ­ბ­რუნ­დე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რე. რომ გა­მო­ვი­დო­და და ვერ და­მი­ნა­ხავ­და, თვი­თონ და­მი­რე­კავ­და. ეს უფ­რო მაწყობ­და, სა­ბა­ბი მექ­ნე­ბო­და, ეგ­რე­ვე უკან მოვ­ბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი.
ამა­სო­ბა­ში ქარ­მა წა­მო­უ­ბე­რა და ღრუბ­ლე­ბის გა­და­რეკ­ვა და­იწყო. ქუ­ჩის ერთ მხა­რეს მზემ გა­მო­ა­ნა­თა, მე­ო­რე მხა­რეს კვლავ ჩრდი­ლი ჩა­მო­წო­ლი­ლი­ყო. სწო­რედ ჩრდი­ლის მხა­რეს და­ვუ­ყე­ვით ქუ­ჩას. აქ სიგ­რი­ლე უფ­რო მე­ტად იგ­რ­ძ­ნო­ბო­და.

- ხომ არ გინ­და, იქით გა­და­ვი­დეთ? მზი­ა­ნი მხა­რეა, - თით­ქოს მი­მიხ­ვ­და გუ­ლის­ნა­დებს.
- არა უშავს, იყოს, - შეც­ვ­ლი­ლი ხმით ვუ­პა­სუ­ხე. არ მო­მე­წო­ნა ჩე­მი ხმა, უღო­ნოდ ვლა­პა­რა­კობ­დი. ხომ არ შე­მე­შინ­და?
- ვი­ცი, რომ მზე გიყ­ვარს.
არ ვუ­პა­სუ­ხე.
- ყვე­ლა­ზე მე­ტად, თა­ვის დრო­ზე ჩემ­ზე მე­ტა­დაც კი გიყ­ვარ­და, - გა­ი­ხუმ­რა.
- ახ­ლაც, - სხარ­ტად მი­ვუ­გე და ცი­ვად შევ­ხე­დე.
- ვი­ცი, ვი­ცი... - ხვნე­შით ამოთ­ქ­ვა და მხარ­ზე ხე­ლის მოხ­ვე­ვა და­მი­პი­რა, მაგ­რამ უხე­შად მო­ვი­ცი­ლე.
- მითხა­რი, რის­თ­ვის მოხ­ვე­დი, - ხმა გა­ვიმ­კაც­რე.
- მოს­კოვ­ში მივ­დი­ვარ.
- რო­დის? - ჩემ­და უნე­ბუ­რად წა­მომ­ც­და, არა­და, სუ­ლაც არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, სად წა­ვი­დო­და და რო­დის.
- ახ­ლა... შენს სა­ნა­ხა­ვად გა­მო­ვი­ა­რე.
ამის­თ­ვის რა, მად­ლო­ბა უნ­და მეთ­ქ­ვა? ხმა არ ამო­ვი­ღე, ტა­ა­ტით მი­ვუყ­ვე­ბო­დი ქუ­ჩას და მხარ­ზე გა­და­კი­დე­ბულ ხელ­ჩან­თას მთე­ლი ძა­ლით ვი­ხუ­ტებ­დი გულ­ში, თით­ქოს მას­ში ვხე­დავ­დი ხსნას.
- წი­ნა­და­დე­ბა მაქვს შენ­თან, - წა­მო­იწყო მო­უ­ლოდ­ნე­ლად და შედ­გა.
- წი­ნა­და­დე­ბა? - მე­ქა­ნი­კუ­რად გა­ვი­მე­ო­რე და მეც გავ­ჩერ­დი.
ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ ვი­დე­ქით და უხ­მოდ შევ­ყუ­რებ­დით ერ­თ­მა­ნეთს თვა­ლებ­ში.
- ჰო. მინ­და, ჩემ­თან ერ­თად წა­მოხ­ვი­დე, თუ ამის სურ­ვი­ლი გაქვს.

გა­ო­ცე­ბის­გან წარ­ბე­ბი ავ­ქა­ჩე. ასეთ რა­მეს არ მო­ვე­ლო­დი. სა­ი­დან და­ას­კ­ვ­ნა, რომ მას­თან ერ­თად გამ­გ­ზავ­რე­ბა მო­მინ­დე­ბო­და?
- არა, არ მაქვს, - ლა­კო­ნი­უ­რად მი­ვუ­გე და თვა­ლი თვალ­ში გა­ვუ­ყა­რე. თით­ქოს მზე­რით ვბურ­ღავ­დი მის აუტა­ნელ სა­ხეს, რო­მე­ლიც უკ­ვე მე­ზიზღე­ბო­და.
- კარ­გად და­ფიქ­რ­დი, - ამ სიტყ­ვე­ბით თა­ვი და­ხა­რა, ტუ­ჩე­ბი ყურ­თან ახ­ლოს მო­მი­ტა­ნა და ხმა­დაბ­ლა გა­აგ­რ­ძე­ლა, - დე­დო­ფა­ლი­ვით გაცხოვ­რებ, არა­ფერს და­გაკ­ლებ და ყვე­ლა უსი­ა­მოვ­ნე­ბა უკან დარ­ჩე­ბა, რაც შენ­თ­ვის მო­მი­ყე­ნე­ბია.

- უკან დარ­ჩე­ბა? - ერ­თი ნა­ბი­ჯით გან­ზე გა­ვი­წიე და გა­მომ­წ­ვე­ვად მი­ვა­ჩერ­დი, - რა დარ­ჩე­ბა უკან, რაც უკ­ვე მო­გი­ყე­ნე­ბია? ძა­ლი­ან ცდე­ბი, თუ ასე ფიქ­რობ. მე ასე­თი რა­მე­ე­ბი არ მა­ვიწყ­დე­ბა. ერ­თხელ და­ვუშ­ვი შეც­დო­მა და მის გა­მე­ო­რე­ბას არ ვა­პი­რებ. წა­დი, სა­დაც მი­დი­ხარ, ღმერ­თ­მა ხე­ლი მო­გი­მარ­თოს! - ოდ­ნავ ხმა­ა­წე­ულ­მა მი­ვა­ხა­ლე და წა­სას­ვ­ლე­ლად გა­ვი­წიე, მაგ­რამ მკლავ­ში ხე­ლი ჩა­მავ­ლო და გა­მა­ჩე­რა.

- ასე ად­ვი­ლად ვერ დაგ­თ­მობ, გეს­მის? ისევ ისე მიყ­ვარ­ხარ და მინ­და, ჩე­მი იყო.
- სუ­ლაც არ მინ­და შე­ნი ვი­ყო! - ისევ გა­მომ­წ­ვე­ვად გა­ვუს­წო­რე მზე­რა, წე­ღან­დე­ლი ში­ში სადღაც გაქ­რა.
- მე კი ის არ მინ­და, რომ ჩე­მი სა­უ­კე­თე­სო პრო­ვინ­ცი­ე­ბი მტერ­მა ხე­ლი­დან გა­მო­მა­ცა­ლოს, - კბი­ლებ­ში გა­მოც­რა და თა­ვი­დან ფე­ხე­ბამ­დე ისე შე­მათ­ვა­ლი­ე­რა, თით­ქოს კი­დევ ერ­თხელ სურ­და, გულ­დას­მით შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა თა­ვი­სი "პრო­ვინ­ცი­ე­ბი".
- ნუ­თუ სინ­დი­სი სულ არ გა­წუ­ხებს, ა? რაც შენ გა­მი­კე­თე, იმის მე­რე რო­გორ მთხოვ რა­მეს? - ძა­ლა მო­მე­ცა და შე­ვუ­ტიე.
- ჩე­მი სინ­დი­სი ძა­ლი­ან პა­ტა­რაა იმის­თ­ვის, რომ ძლი­ე­რი ქენ­­ჯ­ნა ვიგ­რ­ძ­ნო, - სი­ცი­ლით მი­პა­სუ­ხა, - თა­ნაც, არ მინ­და, ის ზღა­პა­რი დამ­თავ­რ­დეს, რო­მე­ლიც შენ­თან ერ­თად და­იწყო.

ახ­ლა მე გა­ვი­ცი­ნე.
- საქ­მე ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი თვი­თონ ვპა­რავთ ერ­თ­მა­ნეთს ზღაპ­რებს. ჩვე­ნი ზღა­პა­რი შენ მო­ი­პა­რე და გა­და­ა­კე­თე. ახ­ლა იმ­დე­ნად დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია, რომ მი­სი გა­დას­წო­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. მშვი­დო­ბით, შე­ე­ცა­დე, აღა­რას­დ­როს შე­მახ­სე­ნო თა­ვი! - ზიზღ­ნა­რე­ვი ტო­ნით წარ­მოვ­თ­ქ­ვი და გა­ხე­ვე­ბუ­ლი ად­გილ­ზე დავ­ტო­ვე.
ჩქა­რი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ვუყ­ვე­ბო­დი ტრო­ტუ­არს, უკან ერ­თხე­ლაც არ მი­მი­ხე­დავს. შე­ვამ­ჩ­ნიე, რო­გორ და­იძ­რა ჯი­პი, ნე­ლი სვლით მო­მი­ახ­ლოვ­და, გა­მის­წორ­და და გამ­შორ­და. არც მან­ქა­ნის­კენ გა­მი­ხე­დავს, არ ვუ­ყუ­რებ­დი, ისე ვა­დევ­ნებ­დი თვალს მი­სი მოძ­რა­ო­ბის ტრა­ექ­ტო­რი­ას.
ამ დროს ვან­დი­მაც და­მი­რე­კა. ვუ­პა­სუ­ხე, აგერ ვარ-მეთ­ქი და გა­მოვ­ჩ­ნ­დი კი­დე­ვაც.
სა­ჭეს კი მი­ვუ­ჯე­ქი, მაგ­რამ ვიგ­რ­ძე­ნი, რო­გორ მი­კან­კა­ლებ­და ხე­ლე­ბი. მან­ქა­ნის და­ქოქ­ვა არ ვიჩ­ქა­რე. სა­ზურ­გეს თა­ვი მი­ვა­დე და ვან­დის მო­ვუ­ყე­ვი, რაც მოხ­და.
რო­ცა მო­ყო­ლა და­ვამ­თავ­რე, ორი­ვემ ერ­თ­დ­რო­უ­ლად შვე­ბით ამო­ვი­სუნ­თ­ქეთ...
- კი­დევ კარ­გი, არ და­გა­ძა­ლა, - შიშ­ნა­რე­ვი ხმით შე­ნიშ­ნა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა.
- და­მა­ძა­ლა რა, ბნე­ლა? - აღ­ვ­შ­ფოთ­დი.
- მის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნის­გან ყვე­ლა­ფე­რია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. მან­ქა­ნა­ში რომ ჩა­ეგ­დე, სად მი­დი­ო­დი?
- კარ­გი რა... ძვე­ლი დრო ხომ არაა.
- რა იცი... - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბუ­ლი ხმით მო­მი­გო ვან­დიმ და მზის სათ­ვა­ლე გა­ი­კე­თა.
მან­ქა­ნა ნე­ლა დავ­ძა­რი, მი­ნე­ბი ავ­წიე და გზას გა­ვუ­დე­ქით...
ცი­ო­და...

მთე­ლი სა­ღა­მო გა­და­უ­ღებ­ლად წვიმ­და. წვიმ­და და გრგვი­ნავ­და, ჭა­ქა-ქუ­ხი­ლი არ ცხრე­ბო­და.
- მე­ო­რედ მოს­ვ­ლაა? - გა­ო­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.
- ბუ­ნე­ბა ასე ემ­შ­ვი­დო­ბე­ბა შენს პირ­ველ სიყ­ვა­რულს, - გა­მე­ხუმ­რა ვან­დი, რო­მე­ლიც სარ­კეს­თან იჯ­და და ახალ­და­ბა­ნილ თმას ფე­ნით იშ­რობ­და.
- სიყ­ვა­რულს არა კვა­ხი! - გა­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­მა წა­მო­ვი­ძა­ხე და პულ­ტი მო­ვი­მარ­ჯ­ვე, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რის­თ­ვის ხმა ამე­წია, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა იწყე­ბო­და.
ამ ამ­ბი­დან ორ დღე­ში გე­დიმ და­მი­რე­კა და მთხო­ვა, მას­თან მივ­სუ­ლი­ყა­ვი, სა­შუ­რი საქ­მე მაქ­ვ­სო. მა­შინ­ვე გავ­ქან­დი, ვი­ფიქ­რე, კო­კის რა­ღაც შე­ემ­თხ­ვა და ტე­ლე­ფო­ნით არ მე­უბ­ნე­ბა-მეთ­ქი. მაგ­რამ მის­ვ­ლის­თა­ნა­ვე ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი სულ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­რი­მარ­თა. გე­დი თა­ვი­სი ფირ­მის ად­ვო­კა­ტო­ბას მთა­ვა­ზობ­და, რა­შიც სო­ლი­დურ თან­ხას მპირ­დე­ბო­და. წი­ნა­და­დე­ბა მაც­დუ­ნე­ბე­ლი იყო, არც უარის თქმა გა­მო­დი­ო­და, ამი­ტომ უყოყ­მა­ნოდ დავ­თან­ხ­მ­დი და პი­რო­ბებ­ზეც იქ­ვე შევ­თან­ხ­მ­დით. ჩემ­თ­ვის მი­სი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა სუ­ლაც არ ყო­ფი­ლა მო­უ­ლოდ­ნე­ლი, ამა­ზე ად­რე კო­კიც მე­ლა­პა­რა­კა. მი­ხა­რო­და კი­დეც, რომ ასე შე­მოტ­რი­ალ­და საქ­მე, ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ კო­კის ნახ­ვა რე­გუ­ლა­რუ­ლად მო­მი­წევ­და.

- ამა­სო­ბა­ში კო­კიც გა­მო­კეთ­დე­ბა და ერ­თად შე­ვუდ­გეთ საქ­მეს, - თქვა გე­დიმ უეც­რად, რო­ცა ფეხ­ზე წა­მოვ­დე­ქი და წას­ვ­ლა და­ვა­პი­რე.
თით­ქოს ტყვია და­მა­ხა­ლე­სო, ისე ამეწ­ვა მკერ­დის მარ­ცხე­ნა მხა­რე.
- გა­მო­კეთ­დე­ბა? რა და­ე­მარ­თა?
- არ იცო­დით? უც­ნა­უ­რია... ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა და­ე­მარ­თა, თა­ნაც მწვა­ვე, ორი კვი­რაა, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წევს.
- რას ამ­ბობთ, არ ვი­ცო­დი. სი­მარ­თ­ლე გითხ­რათ, კარ­გა ხა­ნია, ერ­თ­მა­ნეთს არ შევ­ხ­მი­ა­ნე­ბი­ვართ.
- ოოო, ჩე­მო გო­გო­ნი, ვერ მოგ­ს­ვ­ლი­ათ კარ­გი საქ­მე. ასე­თი კა­ცის იგ­ნო­რი­რე­ბა არ გიხ­დე­ბათ, - თა­ვი გვერ­დ­ზე გა­დას­წია გე­დიმ და დამ­რი­გებ­ლუ­რი ტო­ნით შე­ნიშ­ვ­ნა მომ­ცა.
- მე... მე... იცით... - ენა და­მე­ბა, თვა­ლებ­ზე ცრემ­ლი მო­მად­გა და ხმა ვე­ღარ ამო­ვი­ღე.
- ვი­ცი, ვი­ცი... - მა­მა­კა­ცი წა­მოდ­გა, მო­მი­ახ­ლოვ­და და მხარ­ზე მომ­ხ­ვია ხე­ლი, - მეც ვი­ყა­ვი თქვე­ნი ტო­ლი, ცი­დან კი არ ჩა­მოვ­ფ­რე­ნილ­ვარ. არ უნ­დო­და, თქვენ გა­გე­გოთ ეს ამ­ბა­ვი, ამი­ტო­მაც არ გი­რე­კავ­დათ. ხვალ გა­მო­წე­რენ, შე­გიძ­ლი­ათ ინა­ხუ­ლოთ.
- მაგ­რამ მი­სი მი­სა­მარ­თი არ ვი­ცი.
- რა პრობ­ლე­მაა? ჩე­მი უჯ­რა სავ­სეა მი­სი სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თე­ბით, - მხი­ა­რუ­ლად წა­მო­ი­ძა­ხა გე­დიმ, სა­წე­რი მა­გი­დის უჯ­რა გა­მო­ა­ღო, შა­ვი ფე­რის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი ამო­ი­ღო და ორი თი­თით მო­მა­წო­და, - ოღონდ ხმა-კრინ­ტი! ვი­თომ ჩვენ ამ თე­მა­ზე არ გვი­სა­უბ­რია, - ღი­მი­ლით და­ა­მა­ტა.
- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, - თა­ვი და­ვუქ­ნიე, - დი­დი მად­ლო­ბა გუ­ლის­ხ­მი­ე­რე­ბის­თ­ვის, - ხე­ლი ჩა­მო­ვარ­თ­ვი ჩემს დამ­ქი­რა­ვე­ბელს და კა­ბი­ნე­ტი­დან გა­მო­ვე­დი.
გე­დიმ არ მითხ­რა, კო­კი რო­მელ სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში იწ­ვა. ესე იგი, შეგ­ნე­ბუ­ლად არ შე­მატყო­ბი­ნა თა­ვი­სი ავად­მ­ყო­ფო­ბის ამ­ბა­ვი. ნე­ტავ რა­ტომ? სხვა ხომ არ უვ­ლის ვინ­მე? იქ­ნებ... იქ­ნებ... ეჭ­ვე­ბი გა­მიმ­ძაფ­რ­და.
შინ დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ვან­დის ვაც­ნო­ბე ახა­ლი ამ­ბა­ვი. ისიც შე­წუხ­და.
- რა­ში დას­ჭირ­და ამის და­მალ­ვა? ბო­ლოს და ბო­ლოს, ადა­მი­ა­ნუ­რად და­უდ­გე­ბო­დი გვერ­დით, მო­უვ­ლი­დი... ხე­დავ, რო­გო­რი ამა­ყი ყო­ფი­ლა?
- არა მგო­ნია, სი­ა­მა­ყის გა­მო გა­ე­კე­თე­ბი­ნა, აქ რა­ღაც სხვა ამ­ბა­ვია, - შე­ფიქ­რი­ა­ნე­ბულ­მა ჩა­ვი­ლა­პა­რა­კე.
- შენ კი­დევ მორ­ჩი ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, რა! - შეს­ძა­ხა ვან­დიმ, - სულ რა­ღა­ცე­ბი ნუ გე­ლან­დე­ბა! რა სხვა ამ­ბა­ვი უნ­და იყოს? ცო­ლი­ა­ნი ნამ­დ­ვი­ლად არ არის, ეგ ზუს­ტად ვი­ცი.
- მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბა, საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­დეს?
- კარ­გი რა, ეგ­რე რომ იყოს, პრე­სა­ში კარ­გა ხნის გა­მო­ჭი­მუ­ლი იქ­ნე­ბო­და. არაა ეგ კა­ცი მაგ კა­ტე­გო­რი­ის, და­მი­ჯე­რე.
პა­სუ­ხი არ გა­მი­ცია. გა­დავ­წყ­ვი­ტე, ერ­თი დღე რო­გორ­მე მო­მეთ­მი­ნა და მე­რე სახ­ლ­ში მო­მე­ნა­ხუ­ლე­ბი­ნა.
ასეც მო­ვი­ქე­ცი.

მე­ო­რე დღეს, სა­ღა­მო ხანს გა­მო­ვიპ­რან­ჭე და კო­კის ბი­ნის­კენ გა­ვე­მარ­თე...
კა­რი მწვა­ნე­წინ­საფ­რი­ან­მა შუ­ახ­ნის ჭა­ღა­რა ქალ­მა გა­მი­ღო, აშ­კა­რად მო­სამ­სა­ხუ­რემ.
- კო­კის ნახ­ვა მინ­დო­და, - მო­რი­დე­ბით მივ­მარ­თე ქალს.
- მობ­რ­ძან­დით, - შე­მი­პა­ტი­ჟა ქალ­მა და ჰოლ­ში შე­ვე­დი თუ არა, წინ გა­მიძღ­ვა.
- ახ­ლა­ხან გა­იღ­ვი­ძა, ეძი­ნა, - ჩურ­ჩუ­ლით მითხ­რა და სა­ძი­ნებ­ლის კა­რი შე­მი­ღო.
კა­რის გა­ღე­ბის ხმა­ზე კო­კიმ თა­ვი მო­აბ­რუ­ნა. წელ­ზე­ვით შიშ­ველს პირ­ვე­ლად ვხე­დავ­დი. ისე­თი და­კუნ­თუ­ლი მკლა­ვე­ბი ჰქონ­და, ჟრუ­ან­ტელ­მა და­მი­ა­რა. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რამ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბა იქ­ნე­ბო­და ამ მკლა­ვებ­ში მოქ­ცე­ვა.

მა­მა­კაცს გა­ო­ცე­ბის­გან თვა­ლე­ბი გა­უ­ფარ­თოვ­და. სა­წოლ­ში წა­მო­ი­წია, ბა­ლი­ში აიმაღ­ლა და მი­ეყ­რ­დ­ნო.
- შე-ენ? აქ სა­ი­დან? - ამ სიტყ­ვე­ბით თმა­ზე გა­და­ის­ვა ხე­ლი, თი­თე­ბით მის და­ვარ­ცხ­ნას შე­ე­ცა­და.
გა­მე­ღი­მა, სურ­და, სიმ­პა­თი­უ­რი გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო ჩემს თვალ­ში. ჩემ­თ­ვის კი სუ­ლერ­თი იყო, ახ­ლა რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ასე­თიც მომ­წონ­და და ისე­თიც, რო­გო­რიც მე­ნა­ხა.
- რო­გორ ხარ? - მზრუნ­ვე­ლად მო­ვი­კითხე და სა­წოლ­ზე ჩა­მო­ვუ­ჯე­ქი. მინ­დო­და მე­კოც­ნა, მაგ­რამ შემ­რ­ცხ­ვა, ვერ გავ­ბე­დე.
- ახ­ლა არა მი­შავს, კარ­გად. შენ სა­ი­დან გა­ი­გე?
- ჩიტ­მა მო­მი­ტა­ნა ამ­ბა­ვი, - ეშ­მა­კუ­რად გა­ვუ­ღი­მე.
- ჩამ­შ­ვე­ბი ჩი­ტი, მა­გას ვუჩ­ვე­ნებ სე­ირს, - გა­ი­ხუმ­რა და ხელ­ზე ხე­ლი მო­მი­ჭი­რა, - არ იცი, რო­გორ გა­მა­ხა­რე, მაგ­რამ არ მინ­დო­და, ასე­თი გე­ნა­ხე.
- რო­გო­რი? - თვა­ლე­ბი მოვ­ჭუ­ტე და მრა­ვალ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მზე­რა შე­ვავ­ლე.
ისე­თი გამ­ხ­და­რი იყო, თა­ვი­სი ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი უფ­რო დიდ­რო­ნი გახ­დო­მო­და.
- უმ­წეო, უსუ­სუ­რი და დაჯღა­ნუ­ლი. არ მიყ­ვარს, რო­ცა ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მხე­და­ვენ.
- ამი­ტომ არ შე­მატყო­ბი­ნე, არა?
- ჰო, - დამ­ნა­შა­ვე­სა­ვით გა­მი­ღი­მა.
- მო­საკ­ლა­ვი ხარ! მომ­ვ­ლე­ლი ხომ გჭირ­დე­ბო­და? მე­ტი რა საქ­მე მქონ­და?
- მომ­ვ­ლე­ლი იმ­დე­ნი მყავ­და, არ გა­მახ­სე­ნო, შენ კი საქ­მის მე­ტი რა გაქვს, ნუ მატყუ­ებ.
- ვინ გივ­ლი­და? - შემ­პა­რა­ვად შე­ვე­კითხე.
- დე­ი­და­ჩე­მი, მა­მი­და­ჩე­მი, დე­და­ჩე­მი... რა ვი­ცი, ვინ არა, ყვე­ლა ძი­ძად გა­მიხ­და, - გუ­ლი­ა­ნად გა­ი­ცი­ნა და ჩე­მი ხე­ლი გულ­ზე ისე მი­იკ­რა, თით­ქოს ძვირ­ფა­სი რე­ლიკ­ვია ყო­ფი­ლი­ყო.
სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე თვა­ლე­ბი მი­ვა­ნა­თე. მი­ხა­რო­და, რომ მომ­ვ­ლე­ლებ­ში `სხვა ქა­ლის~ სა­ხე­ლი არ ფი­გუ­რი­რებ­და. ამან სი­ხა­ლი­სე შემ­მა­ტა. მის ხე­ლის­გულ­ში მოქ­ცე­ულ­მა ჩემ­მა თი­თებ­მა უსიტყ­ვოდ და­იწყეს სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნა, ეფე­რე­ბოდ­ნენ მის ხელს და იმა­ზე მეტს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე მე შე­მეძ­ლო სიტყ­ვე­ბით მეთ­ქ­ვა.
- დი­ე­ტობ­დი? - ჩურ­ჩუ­ლით მკითხა.
- არა, ვბრა­ზობ­დი და ამი­ტომ ვერ ვჭამ­დი.
- სი­გამ­ხ­დ­რეც გიხ­დე­ბა.
- შენც გვა­რი­ა­ნად შე­ფერ­თხილ­ხარ.
- კი, მეც. დამ­ჯაბ­ნა ან­თე­ბამ... მი­ჯავ­რ­დე­ბი? - ჩუ­მი ხმით მკითხა და ხელ­ზე მა­კო­ცა.
- ჰო. ასე არ უნ­და მომ­ქ­ცე­ო­დი.
- მა­პა­ტიე.
- მი­პა­ტი­ე­ბია... ოღონდ ამ­ჯე­რად და უკა­ნას­კ­ნე­ლად. ახ­ლა კი აი, გემ­რი­ე­ლი სა­ლა­თა მო­გი­ტა­ნე და უნ­და გა­გა­სინ­ჯო.
- შემ­თხ­ვე­ვით ბორ­ჯი­ას გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სა­დი­ლი ხომ არაა? - ცა­ლი თვა­ლი მო­ხუ­ჭა და მაც­დუ­რად შე­მომ­ხე­და.
- ბორ­ჯია ვინ არის?
- ეს­პა­ნელ დიდ­გ­ვა­რო­ვან­თა ოჯა­ხი, რომ­ლის წევ­რე­ბიც სა­წამ­ლავს უყ­რიდ­ნენ საჭ­მელ­ში იმ ადა­მი­ა­ნებს, ვინც მტრად მი­აჩ­ნ­დათ.
სა­ნამ ხუმ­რო­ბას მი­ვუხ­ვ­დე­ბო­დი, სა­შინ­ლად გავ­ბ­რაზ­დი. გულ­ში წარ­მოთ­ქ­მუ­ლი აღ­შ­ფო­თე­ბუ­ლი სიტყ­ვე­ბი არ ილე­ო­და, მაგ­რამ მის­მა მო­გუ­დულ­მა სი­ცილ­მა წყე­ნა რამ­დე­ნი­მე წუთ­ში და­მა­ვიწყა და ეს­ღა ვუთხა­რი:
- ასე მიც­ნობ?
- კარ­გი, გე­ხუმ­რე, რა გჭირს? - კვლავ და­მი­კოც­ნა ხე­ლი და და­ა­ყო­ლა, - ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ხარ.
- ვი­ცი, რომ ლა­მა­ზი ვარ, შეხ­სე­ნე­ბა არ მჭირ­დე­ბა, - კეკ­ლუ­ცად მი­ვუ­გე.
- სა­ი­დან იცი?
- ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან, - სხარ­ტად ვუ­პა­სუ­ხე და ჩემ­და უნე­ბუ­რად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად მკერ­დ­ზე და­ვემ­ხე, სა­ხე კი მის კი­სერ­ში ჩავ­მა­ლე.
წა­მით ორი­ვე­ნი გა­ვი­რინ­დეთ. ერ­თ­მა­ნე­თის გუ­ლის ბა­გა­ბუ­გი გვეს­მო­და. უფ­რო სწო­რად, მე მეს­მო­და მი­სი გუ­ლის ბა­გა­ბუ­გი, ჩე­მი კი ურე­კის ზღვა­სა­ვით ოდ­ნავ გა­სა­გო­ნად ხმა­უ­რობ­და.

რო­ცა თა­ვის აწე­ვა ვცა­დე, არ და­მა­ნე­ბა. თმა­ში შე­მი­ცუ­რა მარ­ჯ­ვე­ნა ხე­ლი და ლო­ყა ლო­ყა­ზე გა­მის­ვა. ავ­თ­რ­თოლ­დი, მე­ტიც არ მინ­დო­და... თა­ვი ნე­ლა ავ­წიე და თვა­ლებ­ში ჩა­ვაშ­ტერ­დი. პირ­ვე­ლად ვუს­წო­რებ­დი მზე­რას მის სა­ო­ცარ თვა­ლებს. მე­რე სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვად, სრუ­ლი­ად ძალ­და­უ­ტა­ნებ­ლად შე­ვე­ხე მის ტუ­ჩებს და სა­ღი აზ­როვ­ნე­ბის უნა­რიც სა­ბო­ლო­ოდ დავ­კარ­გე....
რო­ცა კოც­ნით გუ­ლი ვი­ჯე­რეთ, სუნ­თ­ქ­ვა­გახ­ში­რე­ბულ­მა სი­ცილ­ნა­რე­ვი ხმით მითხ­რა:
- სუს­ტი სქე­სი ჩე­მი სუს­ტი წერ­ტი­ლია.
- ვი­ცი, - ამ­ჯე­რად მის ნათ­ქ­ვამს არ გა­ვუბ­რა­ზე­ბი­ვარ.
- შენ კი... მინ­და, რომ ჩემ­თან იყო... ყო­ველ­დღე, ყო­ველ წუთს... ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია?
- არ ვი­ცი, - მო­რი­დე­ბით დავ­ხა­რე თვა­ლე­ბი.
- აბა, ვინ იცის? ნუ გე­ში­ნია, სიყ­ვა­რუ­ლი უწო­ნო ტვირ­თია.
ღაწ­ვე­ბი ამე­ფაკ­ლა სიყ­ვა­რუ­ლის ხსე­ნე­ბა­ზე. სათ­ქ­მელს პირ­და­პირ არ მე­უბ­ნე­ბო­და, მი­სი ნარ­თა­უ­ლი კი სიყ­ვა­რუ­ლის ახ­ს­ნის სურ­ვილს უფ­რო და უფ­რო მიმ­ძაფ­რებ­და.
- უწო­ნოა, მაგ­რამ ძა­ლი­ან მძი­მე ტვირ­თია, - მი­ვუ­გე.
- მინ­და, რომ მე­სა­მე არ იდ­გეს ჩვენ შო­რის. ეს თუ არის შე­საძ­ლე­ბე­ლი?
- ჩე­მი მხრი­დან მსგავ­სი არა­ფე­რი გე­მუქ­რე­ბა, - უყოყ­მა­ნოდ მი­ვუ­გე და საჩ­ვე­ნე­ბე­ლი თი­თით მის მკერ­დ­ზე ფი­გუ­რე­ბის და­ხატ­ვას შე­ვუ­დე­ქი.
- ჩე­მი მხრი­დან მით უმე­ტეს, - ჩურ­ჩუ­ლით წარ­მოთ­ქ­ვა სა­პა­სუ­ხო სიტყ­ვე­ბი, კვლავ თმა­ში შე­მი­ცუ­რა ხე­ლი და მკერ­დ­ზე ძლი­ე­რად მი­მიკ­რა...
ამას სრულ­ყო­ფი­ლი ბედ­ნი­ე­რე­ბის წა­მი ერ­ქ­ვა...

დაელოდეთ გაგრძელებას
ავტორი სვეტა კვარაცხელია

წაიკითხეთ წინა თავები

წყარო: gza.kvirispalitra.ge
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 4 /
ელენე
შემდეგი თავი როდის დაიდება?
22:14 / 25-03-2019
გამოხმაურება / 0 /
gubeladze inga
rodis dadebt 22 tavs?
17:18 / 24-03-2019
გამოხმაურება / 0 /
ყველა კომენტარი
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93